განკაცების საიდუმლო (4)
თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლიისა და მისი შექმნის რეალური ისტორიის შესახებ. ეს ცოდნა არ გააჩნია მათ, ვისაც არ მიუღია ღვთის ახალი საქმე. მათ არ იციან. შენ რომ მათთან ამ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მარტივი ენით გესაუბრა, ისინი ბიბლიის ასეთი პირუთვნელი დამცველები აღარ იქნებოდნენ. ისინი გამუდმებით ქექავენ წინასწარმეტყველებებს: აღსრულდა ეს ნათქვამი? აღსრულდა ის ნათქვამი? მათ მიერ სახარების მიღება ბიბლიასთან შესაბამისობაშია და ისინი სახარებას ბიბლიის მიხედვით ქადაგებენ. მათი ღვთის რწმენა ბიბლიის სიტყვებს ეყრდნობა. ბიბლიის გარეშე ისინი არ ირწმუნებენ ღმერთს. ისინი ასე ცხოვრობენ. ბიბლიას წვრილმან დეტალებში ქექავენ. როდესაც ისინი კვლავ იწყებენ ბიბლიაში ჩაღრმავებას და შენგან განმარტებებს მოითხოვენ, უთხარი: „პირველ რიგში, მოდით ნუ გადავამოწმებთ თითოეულ გამონათქვამს. ამის ნაცვლად, ვნახოთ, როგორ მოქმედებს სულიწმიდა. მოდით, ჩვენი ცხოვრების გზა შევადაროთ ჭეშმარიტებას, რათა დავინახოთ, არის თუ არა ეს გზა ჭეშმარიტად სულიწმიდის საქმე და გამოვიყენოთ სულიწმიდის საქმე იმის შესამოწმებლად, სწორია თუ არა ასეთი გზა. რაც შეეხება იმას, აღსრულდა თუ არა ესა თუ ის ნათქვამი ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ჩვენ, ადამიანებმა, ამაში ცხვირი არ უნდა ჩავყოთ. უმჯობესია, ამის ნაცვლად ვისაუბროთ სულიწმიდის საქმეზე და იმ უახლეს საქმეზე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს“. ბიბლიაში მოცემული წინასწარმეტყველებები არის ღვთის სიტყვები, რომლებიც იმ დროს წინასწარმეტყველების მიერ გადმოიცა და სიტყვები, რომლებიც დაწერეს ღვთის მიერ გამოყენებულმა ადამიანებმა შთაგონებით. მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია ახსნას ეს სიტყვები, მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია ამ სიტყვების მნიშვნელობის გაცხადება და მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია შვიდი ბეჭდის გატეხვა და გრაგნილის გახსნა. შენ ამბობ: „არც შენ ხარ ღმერთი და არც მე.მაშ, ვინ გაბედავს ღვთის სიტყვების ზერელედ განმარტებას? შენ ბედავ ამ სიტყვების განმარტებას? წინასწარმეტყველები - იერემია, იოანე და ელია რომც მოსულიყვნენ, ისინიც კი ვერ გაბედავდნენ ამ სიტყვების განმარტებას, რადგან ისინი არ არიან კრავი. მხოლოდ კრავს შეუძლია შვიდი ბეჭდის გატეხვა და გრაგნილის გახსნა და სხვა ვერავინ განმარტავს მის სიტყვებს. მე ვერ ვბედავ ღვთის სახელის მითვისებას, მით უმეტეს, ღვთის სიტყვების ახსნას. მე მხოლოდ ის შემიძლია ვიყო, ვინც ღმერთს ემორჩილება. შენ ღმერთი ხარ? შექმნილ არსებათაგან ვერავინ ბედავს გრაგნილის გახსნას ან იმ სიტყვების განმარტებას, ამიტომ მეც ვერ ვბედავ მათ განმარტებას. აჯობებს, არც შენ სცადო მათი ახსნა. ამას არავინ უნდა ეცადოს. მოდით, ვისაუბროთ სულიწმიდის საქმეზე. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. მე ცოტა რამ ვიცი იეჰოვასა და იესოს საქმის შესახებ, მაგრამ რადგან ამ საქმის პირადი გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ ზედაპირულად შემიძლია მასზე საუბარი. რაც შეეხება იმ სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც ესაიამ ან იესომ თქვეს თავიანთ დროს, მე მათ არ განვმარტავ. მე არ ვსწავლობ ბიბლიას, არამედ მივყვები ღვთის ახლანდელ საქმეს. შენ რეალურად ბიბლიას მიიჩნევ იმ პატარა გრაგნილად, მაგრამ განა ეს არ არის ის, რისი გახსნაც მხოლოდ კრავს შეუძლია? კრავის გარდა კიდევ ვის შეუძლია მისი გახსნა? შენ არ ხარ კრავი და მით უმეტეს, მე ვერ გავბედავ იმის მტკიცებას, რომ თავად ღმერთი ვარ, ამიტომ მოდით, ნუ გავაანალიზებთ ბიბლიას და ნუ დავიწყებთ მის წვრილმან დეტალებში ქექვას. უმჯობესია, განვიხილოთ სულიწმიდის მიერ აღსრულებული საქმე ანუ თავად ღვთის მიერ ახლა აღსრულებული საქმე. მოდით ვნახოთ, რა პრინციპებით მოქმედებს ღმერთი და რა არის მისი საქმის არსი და ამით გადავამოწმოთ, სწორია თუ არა ჩვენი ცხოვრებისგზა, რომელსაც დღეს ვადგავართ და ამგვარად დავრწმუნდებით მასში.” თუ გსურს სახარების ქადაგება, განსაკუთრებით რელიგიური წრეების წარმომადგენლებისთვის, უნდა გესმოდეს ბიბლია და კარგად იცოდე ბიბლიის რეალური ისტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახარების ქადაგებას ვერ შეძლებ. როგორც კი დაინახავ საერთო სურათს და შეწყვეტ ბიბლიის მკვდარ სიტყვებში ქექვას და ისაუბრებ მხოლოდ ღვთის საქმესა და სიცოცხლის ჭეშმარიტებაზე, მაშინ შეძლებ მოიპოვო ისინი, ვინც წრფელი გულით ეძებს.
იეჰოვას საქმე, მის მიერ დადგენილი კანონები და პრინციპები, რომლებითაც ის გზას უკვალავდა ადამიანებს ცხოვრებაში, რჯულის ეპოქაში მის მიერ აღსრულებული საქმის შინაარსი, კანონების დაწესების მნიშვნელობა, მისი საქმის მნიშვნელობა მადლის ეპოქისთვის და რა საქმეს აღასრულებს ღმერთი ამ საბოლოო ეტაპზე: ეს არის ის, რაც უნდა გესმოდეთ. პირველი ეტაპი არის რჯულის ეპოქის საქმე; მეორე, მადლის ეპოქის საქმე; ხოლო მესამე, უკანასკნელი დღეების საქმე. კარგად უნდა იცოდეთ ღვთის საქმის ეს ეტაპები. თავიდან ბოლომდე, სულ სამი ეტაპია. რა არის საქმის თითოეული ეტაპის არსი? რამდენი ეტაპი ხორციელდება ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის საქმეში? როგორ ხორციელდება ეს ეტაპები და რატომ ხორციელდება თითოეული მათგანი სწორედ ასე? ეს საკვანძო კითხვებია. თითოეული ეპოქის საქმეს აქვს წარმომადგენლობითი ღირებულება. რა საქმე აღასრულა იეჰოვამ? რატომ გააკეთა ეს სწორედ ასე? რატომ ერქვა მას იეჰოვა? ასევე, რა საქმე და რა ფორმით აღასრულა იესომ მადლის ეპოქაში? ღვთის ხასიათის რომელი ასპექტებია წარმოდგენილი საქმის თითოეულ ეტაპსა და თითოეულ ეპოქაში? მისი ხასიათის რომელი ასპექტები გამოიხატა რჯულის ეპოქაში? რომელი - მადლის ეპოქაში? რომელი - უკანასკნელ ეპოქაში? ეს არის ფუნდამენტური კითხვები, რომლებთან მიმართებაშიც ნათელი პასუხები უნდა გქონდეთ. ღვთის მთელი ხასიათი გამოვლინდა ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის განმავლობაში. ის არ გამოვლენილა მხოლოდ მადლის ეპოქაში, არც მხოლოდ რჯულის ეპოქაში და მით უმეტეს, არც მხოლოდ უკანასკნელი დღეების ამ პერიოდში. უკანასკნელ დღეებში აღსრულებული საქმე წარმოადგენს სამსჯავროს, რისხვასა და გაკიცხვას. უკანასკნელ დღეებში შესრულებული საქმე ვერ შეცვლის რჯულის ეპოქის ან მადლის ეპოქის საქმეს. თუმცა სამივე ეტაპი, ერთმანეთთან დაკავშირებული, ქმნის ერთ მთლიანობას და ყველა მათგანი ერთი ღმერთის საქმეა. ბუნებრივია, ამ საქმის აღსრულება დაყოფილია ცალკეულ ეპოქებად. უკანასკნელ დღეებში აღსრულებულ საქმეს ყველაფერი დასასრულამდე მიჰყავს. რჯულის ეპოქაში აღსრულებული საქმე იყო დასაწყისი. ხოლო მადლის ეპოქაში აღსრულებული იყო გამოსყიდვის საქმე. რაც შეეხება საქმის ხილვას მთელი ამ ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის საქმეში, ვერავინ ახერხებს მათში ჩაწვდომას ან გაგებას და ეს ხილვები გამოცანებად რჩება. უკანასკნელ დღეებში მხოლოდ სიტყვის საქმე აღსრულდება, რათა დადგეს სამეფოს ეპოქა, მაგრამ ის არ არის ყველა ეპოქის წარმომადგენლობითი სახე. უკანასკნელი დღეები სხვა არაფერია, თუ არა უკანასკნელი დღეები და სამეფოს ეპოქა და ისინი არ წარმოადგენენ მადლის ეპოქას ან რჯულის ეპოქას. უბრალოდ, უკანასკნელ დღეებში ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის მთელი საქმე გაცხადდება. ეს არის საიდუმლოს ფარდის ახდა. ასეთი საიდუმლო გახსნა კი არცერთ ადამიანს არ შეუძლია. რაც არ უნდა დიდი ცოდნა ჰქონდეს ადამიანს ბიბლიისა, ის მაინც სიტყვებად რჩება, რადგან ადამიანს არ ესმის ბიბლიის არსი. ბიბლიის კითხვისას ადამიანმა შეიძლება გაიგოს ზოგიერთი ჭეშმარიტება, ახსნას ზოგიერთი სიტყვა ან დაწვრილებით შეისწავლოს ზოგიერთი ცნობილი მონაკვეთი და თავი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ამ სიტყვების მნიშვნელობის ამოხსნას, რადგან ადამიანი მხოლოდ მკვდარ სიტყვებს ხედავს და არა იეჰოვასა და იესოს მოღვაწეობის სცენებს და ადამიანს არ აქვს ამ მოღვაწეობის საიდუმლოს ამოხსნის საშუალება. ამიტომ, ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის საიდუმლო არის უდიდესი საიდუმლო, ყველაზე ღრმად დამალული და ადამიანისთვის სრულიად მიუწვდომელი. არავის შეუძლია პირდაპირ გაიგოს ღვთის განზრახვები, თუ თავად ღმერთი არ განმარტავს და არ გაუმჟღავნებს მათ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველივე ეს ადამიანისთვის სამუდამოდ დარჩება გამოცანებად, სამუდამოდ დაბეჭდილ საიდუმლოებებად, თავი დაანებეთ რელიგიური წრეების წარმომადგენლებს. დღეს ეს რომ არ გაგეგოთ, ვერც თქვენ მიხვდებოდით ამას. ეს ექვსიათასწლიანი საქმე უფრო იდუმალია, ვიდრე წინასწარმეტყველთა ყველა წინასწარმეტყველება. ეს არის უდიდესი საიდუმლო სამყაროს შექმნიდან დღემდე და საუკუნეების განმავლობაში წინასწარმეტყველთაგან ვერავინ შეძლო მისი ჩაწვდომა, რადგან ეს საიდუმლო მხოლოდ უკანასკნელ ეპოქაში იხსნება და მანამდე არასოდეს ყოფილა გამჟღავნებული. თუ შეძლებთ ამ საიდუმლოს ჩაწვდომას და თუ შეძლებთ მის სრულად გაგებას, მაშინ ყველა რელიგიური მოღვაწე დამარცხდება ამ საიდუმლოთი. მხოლოდ ეს არის უდიდესი ხილვათაგან. ეს არის ის, რისი ჩაწვდომაც ადამიანს ყველაზე მეტად სურს, მაგრამ ასევე ის, რაც მისთვის ყველაზე გაურკვეველია. როდესაც თქვენ მადლის ეპოქაში იყავით, არ იცოდით, რა იყო იესოს ან იეჰოვას მიერ აღსრულებული საქმე. ადამიანებს არ ესმოდათ, რატომ დააწესა იეჰოვამ კანონები, რატომ სთხოვდა მრავალს კანონების დაცვას ან რატომ უნდა აშენებულიყო ტაძარი და მით უმეტეს, ვერ აცნობიერებდნენ, რატომ გამოიყვანეს ისრაელიტები ეგვიპტიდან უდაბნოში და შემდეგ - ქანაანში. მხოლოდ დღეს გაცხადდა ეს საკითხები.
უკანასკნელი დღეების საქმე არის სამიდან ბოლო ეტაპი. ეს არის კიდევ ერთი ახალი ეპოქის საქმე და არ წარმოადგენს მართვის მთელ საქმეს. ექვსიათასწლიანი მართვის გეგმა დაყოფილია საქმის სამ ეტაპად. ვერცერთი ცალკეული ეტაპი ვერ წარმოადგენს სამივე ეპოქის საქმეს, არამედ იგი მთლიანის მხოლოდ ერთი ნაწილია. სახელი იეჰოვა ვერ წარმოადგენს ღვთის მთელ ხასიათს. ის ფაქტი, რომ მან თავისი საქმე რჯულის ეპოქაში აღასრულა, არ ამტკიცებს, რომ ღმერთი შეიძლება იყოს მხოლოდ რჯულის ქვეშ მყოფი ღმერთი. იეჰოვამ დააწესა კანონები ადამიანისთვის და გადასცა მას მცნებები, სთხოვა ადამიანს ტაძრისა და სამსხვერპლოების აშენება. მის მიერ შესრულებული საქმე წარმოადგენს მხოლოდ რჯულის ეპოქას. ის საქმე, რომელიც მან აღასრულა, არ ამტკიცებს, რომ ღმერთი მხოლოდ ის ღმერთია, რომელიც ადამიანს რჯულია დაცვას სთხოვს ან რომ ის არის ტაძრის ღმერთი ან რომ ის არის სამსხვერპლოს წინაშე მყოფი ღმერთი. ამის თქმა არასწორი იქნებოდა. რჯულის სახელით შესრულებული საქმე მხოლოდ ერთ ეპოქას წარმოადგენს. ამიტომ ღმერთს მხოლოდ რჯულის ეპოქის საქმე რომ აღესრულებინა, მაშინ ადამიანი შემოსაზღვრავდა ღმერთს და იტყოდა: „ღმერთი არის ტაძრის ღმერთი და ღვთის მსახურებისთვის ჩვენ უნდა ჩავიცვათ სამღვდელო სამოსი და შევიდეთ ტაძარში”. მადლის ეპოქის საქმე რომ არასოდეს აღსრულებულიყო და რჯულის ეპოქა დღემდე გაგრძელებულიყო, ადამიანს არ ეცოდინებოდა, რომ ღმერთი ასევე მოწყალე და მოსიყვარულეა. რჯულის ეპოქის საქმე რომ არ შესრულებულიყო და მის ნაცვლად მხოლოდ მადლის ეპოქის საქმე აღსრულებულიყო, მაშინ ადამიანს მხოლოდ ის ეცოდინებოდა, რომ ღმერთი მხოლოდ გამოისყიდის ადამიანს და მიუტევებს მას ცოდვებს. ადამიანმა იცოდა მხოლოდ ის, რომ ის წმინდა და უმანკოა და რომ ადამიანის გულისთვის მას შეუძლია საკუთარი თავის გაწირვა და ჯვარცმა. ადამიანმა მხოლოდ ამის შესახებ იცოდა, მაგრამ სხვა არაფერი ესმოდა. ამიტომ თითოეული ეპოქა წარმოადგენს ღვთის ხასიათის ერთ ნაწილს. რჯულის ეპოქა წარმოადგენს ღვთის ხასიათის გარკვეულ ასპექტებს ისევე, როგორც მადლის ეპოქა და ეს ახლანდელი ეტაპი. მხოლოდ სამივე ეტაპის ერთ მთლიანობაში გაერთიანებას შეუძლია ღვთის ხასიათის სრულად გამჟღავნება. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი გაიცნობს სამივე ეტაპს, შეძლებს ის მის სრულყოფილად გაგებას. სამი ეტაპიდან არცერთის გამოტოვება არ შეიძლება. მხოლოდ მას შემდეგ დაინახავ ღვთის ხასიათს სრულად, რაც გაიცნობ საქმის ამ სამ ეტაპს. ის ფაქტი, რომ ღმერთმა დაასრულა თავისი საქმე რჯულის ეპოქაში, არ ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ რჯულის ქვეშ მყოფი ღმერთია, და ის ფაქტი, რომ მან დაასრულა თავისი გამოსყიდვის საქმე, არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი სამუდამოდ გამოისყიდის კაცობრიობას. ეს ყოველივე ადამიანის მიერ დაწესებული საზღვრებია. მადლის ეპოქის დასრულების შემდეგ შენ ვერ იტყვი, რომ ღმერთი მხოლოდ ჯვრის ღმერთია და რომ მხოლოდ ჯვარი წარმოადგენს ღვთის ხსნას. ამის გაკეთება იქნებოდა ღმერთის შემოსაზღვრა. ახლანდელ ეტაპზე ღმერთი ძირითადად სიტყვის საქმეს აკეთებს, მაგრამ შენ ვერ იტყვი მაშინ, რომ ღმერთი არასოდეს ყოფილა მოწყალე ადამიანის მიმართ და რომ ყველაფერი, რაც მას მოუტანია, არის გაკიცხვა და სამსჯავრო. უკანასკნელი დღეების საქმე ააშკარავებს იეჰოვასა და იესოს საქმეს და ყველა იმ საიდუმლოს, რომელიც ადამიანს არ ესმოდა. ამგვარად მისი მეშვეობით ხდება ადამიანის საბოლოო სამყოფელისა და შედეგების გამოვლენა და კაცობრიობის ხსნის მთელი საქმის დასრულება. უკანასკნელი დღეების საქმის ამ ეტაპს ყველაფერი დასასრულამდე მიჰყავს. ყველა საიდუმლო, რომელიც ადამიანს არ ესმოდა, უნდა ამოიხსნას, რათა ადამიანმა დაინახოს ისინი და ყველაფერი თავის გულში გაიგოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ადამიანების დახარისხება მათი გვარის მიხედვით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექვსიათასწლიანი მართვის გეგმა დასრულდება, ადამიანი გაიგებს ღვთის ხასიათს მთლიანობაში, რადგან მისი მართვა მაშინ დასრულდება. ახლა, როდესაც გამოცადეთ ღვთის საქმე უკანასკნელ ეპოქაში, როგორია ღვთის ხასიათი? გაბედავ იმის თქმას, რომ ღმერთი არის ღმერთი, რომელიც მხოლოდ სიტყვებს ამბობს და მეტს არაფერს? შენ ვერ გაბედავ ღვთის ასე შემოსაზღვრას. ზოგი იტყოდა, რომ ღმერთი არის ღმერთი, რომელიც ხსნის საიდუმლოებებს, რომ ღმერთი არის კრავი და ის, ვინც ტეხს შვიდ ბეჭედს. მაგრამ ვერავინ ბედავს ღმერთის ამგვარად შემოსაზღვრას. სხვებმა შეიძლება თქვან, რომ ღმერთი არის განკაცდა და ხორცი შეისხა, მაგრამ ეს მაინც არ იქნებოდა სწორი. კიდევ სხვებმა შეიძლება თქვან, რომ განკაცებული ღმერთი მხოლოდ სიტყვებს წარმოთქვამს და არ ახდენს ზეციურ სასწაულებს და საოცრებებს, მაგრამ შენ კიდევ უფრო ნაკლებად გაბედავდი ასე ლაპარაკს, რადგან იესო განკაცდა და მოახდინა ზეციური სასწაულები და საოცრებები, ამიტომ შენ ვერ გაბედავდი ღმერთის ასე ზედაპირულად განსაზღვრას. მთელი ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის განმავლობაში აღსრულებული საქმე მხოლოდ ახლა მივიდა დასასრულამდე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელი ეს საქმე გაცხადდება ადამიანისთვის და შესრულდება კაცობრიობის წიაღში, გაიგებს კაცობრიობა ღვთის მთელ ხასიათს და იმას, თუ რას ფლობს და ვინ არის ის. როდესაც ამ ეტაპის საქმე სრულად დასრულდება, ყველა საიდუმლო, რომელიც ადამიანს არ ესმოდა, გაცხადდება ყველა ჭეშმარიტება, რომელიც ადრე არ ესმოდათ, ნათელი გახდება და კაცობრიობას ეცნობება მათი მომავალი გზისა და დანიშნულების ადგილის შესახებ. ეს არის მთელი საქმე, რომელიც უნდა აღსრულდეს ახლანდელ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ გზა, რომელსაც ადამიანი დღეს გაივლის, ასევე არის ჯვრის გზა და ტანჯვის გზა, ის, რასაც ადამიანი დღეს პრაქტიკაში ახორციელებს და რასაც ჭამს, სვამს და რითაც ტკბება, დიდად განსხვავდება იმისგან, რაც ადამიანს ხვდა წილად რჯულის ქვეშ და მადლის ეპოქაში. ის, რაც ადამიანისგან მოითხოვება დღეს, არ ჰგავს წარსულში მოთხოვნილს და კიდევ უფრო მეტად არ ჰგავს იმას, რაც ადამიანს რჯულის ეპოქაში სთხოვეს. ახლა, რა სთხოვეს ადამიანს რჯულის ქვეშ, როდესაც ღმერთი თავის საქმეს ისრაელში აღასრულებდა? სხვა არაფერი, თუ არა ის, რომ ადამიანს უნდა დაეცვა შაბათი და იეჰოვას კანონები. შაბათს არავის უნდა ემუშავა და არავის უნდა დაერღვია იეჰოვას კანონები. მაგრამ ახლა ასე არ არის. შაბათს ადამიანი მუშაობს, იკრიბება და ლოცულობს ჩვეულებრივად და მასთვის არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. მადლის ეპოქაში მყოფნი უნდა მონათლულიყვნენ და მათგან დამატებით მოითხოვდნენ მარხვას, პურის გატეხვას, ღვინის სმას, თავსაბურავის ტარებასა და სხვებისთვის ფეხების დაბანას. ახლა ეს წესები გაუქმებულია, მაგრამ ადამიანის მიმართ უფრო დიდი მოთხოვნებია, რადგან ღვთის საქმე სულ უფრო ღრმავდება და ადამიანის შესვლა სულ უფრო მაღალ დონეს საჭიროებს. წარსულში იესო ხელს ადებდა ადამიანს და ლოცულობდა, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი ნათქვამია, რა საჭიროა ხელის დადება? მხოლოდ სიტყვებითაა შესაძლებელი შედეგის მიღწევა. როდესაც ის ხელს ადებდა ადამიანს წარსულში, ეს იყო ადამიანის საკურთხებლად და ასევე მისი სნეულებებისგან განსაკურნებლად. ასე მოქმედებდა სულიწმიდა იმ დროს, მაგრამ ახლა ასე არ არის. ახლა სულიწმიდა საქმისთვის და შედეგის მისაღწევად სიტყვებს იყენებს. მისი სიტყვები ნათელი გახდა თქვენთვის და თქვენ უნდა განახორციელოთ ისინი პრაქტიკაში ზუსტად ისე, როგორც გითხრეს. მისი სიტყვები მისი განზრახვებს წარმოადგენს. ისინი არის საქმე, რომლის აღსრულებაც მას სურს. მისი სიტყვების მეშვეობით შენ გაიგებ მის განზრახვებს და იმას, რის მიღწევასაც ის შენგან ითხოვს და შენ შეგიძლია უბრალოდ პირდაპირ განახორციელო მისი სიტყვები პრაქტიკაში ხელის დადების ყოველგვარი საჭიროების გარეშე. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „დამადე შენი ხელი! დამადე ხელი, რათა მივიღო შენი კურთხევა და რათა გავხდე შენი თანაზიარი”. ყოველივე ეს მოძველებული პრაქტიკაა წარსულიდან, რომელიც ახლა მოძველებულია, რადგან ეპოქა შეიცვალა. სულიწმიდა მოქმედებს ეპოქის შესაბამისად, არც შემთხვევით და არც წესების გამოყენებით. ეპოქა შეიცვალა და ახალ ეპოქას აუცილებლად მოაქვს ახალი საქმე. ეს ეხება საქმის ყველა ეტაპს და ამიტომ მისი საქმე არასოდეს მეორდება. მადლის ეპოქაში იესომ საკმაოდ ბევრი ამგვარი საქმე გააკეთა, როგორიცაა სნეულთა განკურნება, დემონების განდევნა, ადამიანზე ხელის დადებას მისთვის სალოცავად და ადამიანის კურთხევა. თუმცა, ამის კვლავ გაკეთება დღეს აზრს მოკლებული იქნებოდა. სულიწმიდა იმ დროს იმგვარად მოქმედებდა, რადგან ეს იყო მადლის ეპოქა და ადამიანისთვის საკმარისი მადლი იყო დასატკბობად. მას არავითარ საზღაურს არ სთხოვდნენ და სანამ მას რწმენა ექნებოდა, ის მიიღებდა მადლს. ყველას ძალიან მოწყალედ ეპყრობოდნენ. ახლა ეპოქა შეიცვალა და ღვთის საქმე უფრო წინ წავიდა. სწორედ გაკიცხვისა და სამსჯავროს მეშვეობით განიდევნება ადამიანის მეამბოხეობა და ადამიანში არსებული უწმინდურობა. ის ეტაპი იყო გამოსყიდვის ეტაპი, მართებდა ღმერთს იმგვარად ემუშავა, ეჩვენებინა საკმარისი მადლი ადამიანისთვის დასატკბობად, რათა ადამიანი გამოსყიდულიყო ცოდვისგან და მადლის მეშვეობით მიტევებოდა ცოდვები. ამჟამინდელი ეტაპი ადამიანში არსებული უსამართლობის გამოაშკარავებას ისახავს მიზნად გაკიცხვის, განკითხვის, სიტყვიერი დასჯის ისევე, როგორც დისციპლინისა და სიტყვების გამოაშკარავების მეშვეობით, რათა კაცობრიობა შემდგომში გადარჩეს. ეს საქმე უფრო სიღრმისეულია, ვიდრე გამოსყიდვა. მადლის ეპოქის მადლი საკმარისი იყო ადამიანის სიამოვნებისთვის. ახლა, როდესაც ადამიანმა უკვე გამოსცადა ეს მადლი, მან აღარ უნდა ისიამოვნოს ამით. ამ საქმის დრო უკვე წარსულს ჩაბარდა და ის აღარ უნდა აღსრულდეს. ახლა ადამიანი უნდა გადარჩეს სიტყვიერი სამსჯავროს მეშვეობით. მას შემდეგ, რაც ადამიანს განიკითხავენ, გაკიცხავენ და დახვეწენ, მისი ხასიათი ამით შეიცვლება. განა ყოველივე ეს იმ სიტყვების გამო არ არის, რომლებიც მე ვთქვი? საქმის თითოეული ეტაპი აღსრულდება მთელი კაცობრიობის პროგრესისა და ეპოქის შესაბამისად. ეს საქმე მთლიანად მნიშვნელოვანია და ყოველივე აღსრულდება საბოლოო ხსნის გულისთვის, რათა კაცობრიობას ჰქონდეს კარგი საბოლოო სამყოფელი მომავალში და რათა ადამიანები საბოლოოდ დახარისხდნენ თავიანთი გვარის მიხედვით.
უკანასკნელი დღეების საქმე – სიტყვების თქმაა. სიტყვებით ადამიანში დიდი ცვლილებების მოხდენა შეიძლება. ცვლილებები, რომლებიც ახლა ამ ადამიანებში ხდება ამ სიტყვების მიღების შემდეგ, გაცილებით დიდია, ვიდრე მადლის ეპოქაში ადამიანებში ნიშნებისა და სასწაულების მიღებით გამოწვეული ცვლილებები. რამეთუ მადლის ეპოქაში ადამიანისგან დემონების განდევნა ხელდასმითა და ლოცვით ხდებოდა, მაგრამ ადამიანში არსებული გახრწნილი მიდრეკილებები კვლავ რჩებოდა. ადამიანი განიკურნებოდა ავადმყოფობისგან და მიეტევებოდა ცოდვები, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეეძლო ადამიანს საკუთარ თავში არსებული სატანური გახრწნილი მიდრეკილებების განდევნა, ეს საქმე ჯერ კიდევ შესასრულებელია. ადამიანი მხოლოდ რწმენის გამო იქნა გადარჩენილი და მას მიეტევა ცოდვები, მაგრამ ადამიანის ცოდვილი ბუნება ვერ აღმოიფხვრა და მაინც დარჩა მასში. ადამიანს მიეტევა ცოდვები ღვთის განკაცებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანში ცოდვა აღარ არის. ადამიანის ცოდვების მიტევება შეიძლება ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლით, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა აღარ შესცოდოს, როგორ შეიძლება მისი გახრწნილი ხასიათისა და ცოდვილი ბუნების სრული მოშორება და როგორ შეიძლება მისი სიცოცხლე-განწყობის გარკვეულწილად შეცვლა, მას ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი არ გააჩნია. ადამიანის ცოდვები მიტევებულია ღვთის ჯვარცმის საქმის წყალობით, მაგრამ ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას თავისი ძველი, სატანური, გახრწნილი ხასიათით. ამრიგად, საჭიროა ადამიანის სრული გადარჩენა მისი სატანური, გახრწნილი ხასიათისგან, მისი ცოდვილი ბუნება სრულიად უნდა მოშორდეს და აღარასოდეს განვითარდეს და მისი ხასიათი უნდა გარდაიქმნას. ეს ადამიანისგან მოითხოვს, გაიაზროს სიცოცხლეში ზრდის გზა, სიცოცხლის გზა და თავისი ხასიათის შეცვლის გზა. გარდა ამისა, ეს ადამიანისგან მოითხოვს, რომ ამ გზის შესაბამისად ახორციელებდეს პრაქტიკას, რათა მისი ხასიათი თანდათან შეიცვალოს და იცხოვროს სინათლის ნათების ქვეშ, რათა ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, იყოს ღვთის განზრახვებთან შესაბამისი, რათა მან მოიშოროს თავისი სატანური გახრწნილი ხასიათი და თავი დააღწიოს სატანის ბნელეთის გავლენას, ამგვარად სრულად გამოვიდეს ცოდვიდან. მხოლოდ მაშინ მოიპოვებს ადამიანი სრულ ხსნას. იმ დროს, როდესაც იესო თავის საქმეს აკეთებდა, ადამიანის ცოდნა მის შესახებ ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო. ადამიანს ყოველთვის სჯეროდა, რომ ის იყო დავითის ძე და აცხადებდა მას დიდ წინასწარმეტყველად, კეთილ უფლად, რომელმაც გამოისყიდა ადამიანის ცოდვები. ზოგიერთი, თავისი რწმენის ძალით განიკურნა მხოლოდ მისი სამოსის კიდეზე შეხებით. იესო უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებდა და მკვდარს აღადგენდა თუმცა, ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარ თავში ღრმად ფესვგადგმული გახრწნილი სატანური ხასიათის აღმოჩენა და არც ის იცოდა, როგორ მოეშორებინა იგი. ადამიანმა მიიღო ბევრი მადლი, როგორიცაა ხორცის სიმშვიდე და ბედნიერება, ერთი წევრის რწმენას მოჰქონდა კურთხევა მთელ ოჯახზე, სნეულებათა განკურნება და ასე შემდეგ. დანარჩენი დამოკიდებული იყო ადამიანის კეთილ საქმეებსა და მის ღვთისმოსავ გარეგნობაზე. თუ ვინმეს შეეძლო ასე ცხოვრება, ის ითვლებოდა სტანდარტულ მორწმუნედ. მხოლოდ ამ სახის მორწმუნეებს შეეძლოთ ზეცათა სასუფეველში შესვლა სიკვდილის შემდეგ, რაც ნიშნავდა, რომ ისინი გადარჩნენ. მაგრამ თავიანთ სიცოცხლეში ეს ადამიანები საერთოდ ვერ აცნობიერებდნენ ცხოვრების გზას. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, იყო ცოდვების ჩადენა და შემდეგ მათი მონანიება დაუსრულებელ წრეზე, ყოველგვარი გამოსავლის გარეშე, რომ შეეცვალად თავიანთი ხასიათი: ასეთი იყო ადამიანის მდგომარეობა მადლის ეპოქაში. მიიღო ადამიანმა სრული ხსნა? არა! ამიტომ, მას შემდეგ, რაც საქმის ის ეტაპი დასრულდა, მაინც დარჩა სამსჯავროსა და გაკიცხვის საქმე. ეს ეტაპი მიზნად ისახავს ადამიანის განწმენდას სიტყვის მეშვეობით და ამგვარად მისთვის გზის ჩვენებას, რომელსაც უნდა გაჰყვეს. ეს ეტაპი არ იქნებოდა ნაყოფიერი ან მნიშვნელოვანი, თუ ის გაგრძელდებოდა დემონების განდევნით, რადგან ის ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვილი ბუნების აღმოფხვრას და ადამიანი მხოლოდ თავისი ცოდვების მიტევების ამარა დარჩებოდა. ცოდვის გამოსასყიდის მეშვეობით ადამიანს მიეტევა ცოდვები, რადგან ჯვარცმის საქმე უკვე დასრულდა და ღმერთმა გაიმარჯვა სატანაზე. მაგრამ ადამიანის გახრწნილი ხასიათი მაინც რჩება მასში, რომელსაც კვლავ შეუძლია ცოდვის ჩადენა და ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ღმერთს არ მოუპოვებია კაცობრიობა. აი, რატომ იყენებს ღმერთი საქმის ამ ეტაპზე სიტყვას ადამიანის გახრწნილი ხასიათის სამხელად, რაც მას აძლევს საშუალებას, პრაქტიკა განახორციელოს სწორი გზის შესაბამისად. საქმის ეს ეტაპი უფრო შინაარსიანი და ნაყოფიერია, ვიდრე წინა, რადგან ახლა სწორედ სიტყვაა ის, რაც პირდაპირ ასაზრდოებს ადამიანის სიცოცხლეს და შესაძლებელს ხდის ადამიანის ხასიათის სრულად განახლებას. ეს არის საქმის ბევრად უფრო საფუძვლიანი ეტაპი. ამრიგად, განკაცებამ უკანასკნელ დღეებში სრულყო ღვთის ხორცშესხმის მნიშვნელობა და სრულად დაასრულა ღვთის მართვის გეგმა ადამიანის გადასარჩენად.
ადამიანის ხსნა ღვთის მიერ არ ხდება უშუალოდ სულის მეშვეობითა და სულის ვინაობით, რადგან მის სულს ადამიანი ვერც შეეხება, ვერც დაინახავს და ვერც მიუახლოვდება. თუ ის, როგორც სული, უშუალოდ შეეცდებოდა ადამიანის გადარჩენას, ადამიანი ვერ შეძლებდა მისი ხსნის მიღებას. ღმერთს რომ არ მიეღო შექმნილი ადამიანის გარეგნული იერსახე, ადამიანისთვის ამ ხსნის მიღების არანაირი საშუალება არ იქნებოდა. რამეთუ ადამიანს მასთან მიახლოების არანაირი საშუალება არ აქვს, ისევე როგორც არავის შეეძლო იეჰოვას ღრუბელთან მიახლოება. მხოლოდ შექმნილ ადამიანად განკაცებით, ანუ მხოლოდ თავისი სიტყვის იმ ხორცში მოქცევით, რომელიც იგი უნდა გამხდარიყო, შეუძლია მას, თავისი სიტყვა პირადად დაამკვიდროს ყველა მის მიმდევარში. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ადამიანს პირადად მოისმინოს და დაინახოს მისი სიტყვა, და ასევე, მოიპოვოს მისი სიტყვა და ამით სრულად გადარჩეს. ღმერთი რომ არ განკაცებულიყო, ვერცერთი ხორცისა და სისხლისგან ქმნილი ადამიანი ვერ შეძლებდა ასეთი დიადი ხსნის მიღებას და ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა. ღვთის სულს უშუალოდ კაცობრიობაში რომ ემოქმედა, მთელი კაცობრიობა განგმირული იქნებოდა, ან, ღმერთთან კავშირის ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე, ისინი სრულად სატანის მიერ იქნებოდნენ დატყვევებულნი. პირველი განკაცება ადამიანის ცოდვისგან გამოხსნას ისახავდა მიზნად, იესოს ხორციელი სხეულის მეშვეობით მის გამოსყიდვას, ანუ მან ადამიანი ჯვრისაგან იხსნა, მაგრამ სატანური გახრწნილი ხასიათი ადამიანში მაინც დარჩა. მეორე განკაცება აღარ ემსახურება ცოდვის მსხვერპლით გამოსყიდვას, არამედ მათ სრულ გადარჩენას, ვინც ცოდვისგან იქნა გამოსყიდული. ეს კეთდება იმისათვის, რომ ისინი, ვისი ცოდვებიც მიტევებულია, გათავისუფლდნენ ცოდვისგან და სრულად განიწმინდონ, მიაღწიონ ხასიათის ცვლილებას და ამით გათავისუფლდნენ სატანის სიბნელის გავლენისგან და დაბრუნდნენ ღმერთის ტახტის წინაშე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ადამიანის სრული განწმენდა. მას შემდეგ, რაც რჯულის ეპოქა დასრულდა და მადლის ეპოქიდან მოყოლებული, ღმერთმა დაიწყო ხსნის საქმე, რომელიც გრძელდება უკანასკნელ დღეებამდე, როდესაც ურჩობის გამო, კაცობრიობის განკითხვითა და მათი დასჯით, ის სრულად განწმენდს კაცობრიობას. მხოლოდ მაშინ დაასრულებს ღმერთი თავის ხსნის საქმეს და შევა განსასვენებელში. ამიტომ, საქმის სამ ეტაპზე, ღმერთი მხოლოდ ორჯერ განკაცდა, რათა თავად შეესრულებინა თავისი საქმე ადამიანთა შორის. ეს იმიტომ ხდება, რომ საქმის სამი ეტაპიდან, მხოლოდ ერთი ემსახურება ადამიანთა ცხოვრების წარმართვას, ხოლო დანარჩენი ორი ხსნის საქმეს მოიცავს. მხოლოდ განკაცებით შეუძლია ღმერთს იცხოვროს ადამიანის გვერდით, განიცადოს სამყაროს ტანჯვა და იცხოვროს ნორმალურ ხორციელ სხეულში. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას მიაწოდოს ადამიანებს პრაქტიკული სიტყვა, რომელიც მათ, როგორც ქმნილებებს, სჭირდებათ. სწორედ ღვთის განკაცების მეშვეობით იღებს ადამიანი სრულ ხსნას ღვთისგან და არა უშუალოდ ზეციდან მისი ლოცვების პასუხად. ადამიანი ხორცისა და სისხლისაა, მას არ ძალუძს ღვთის სულის ხილვა, მით უმეტეს, მის სულთან მიახლოება, ამიტომ მას მხოლოდ ღვთის განკაცებულ ხორცთან შეუძლია შეხება. მხოლოდ ამის საშუალებით შეუძლია ადამიანს, ჩაწვდეს მთელ სიტყვასა და ყოველ ჭეშმარიტებას და მიიღოს სრული ხსნა. მეორე განკაცება საკმარისი იქნება ცოდვების მოსაშორებლად და ადამიანის სრულად განსაწმენდად. ამრიგად, მეორე განკაცებით, ღვთის მთელი საქმე ხორცში დასრულდება და ღვთის განკაცების მნიშვნელობა სრულქმნილი იქნება. ამის შემდეგ, ღვთის საქმე ხორცში მთლიანად დასრულდება. მეორე განკაცების შემდეგ, ის მესამედ აღარ განკაცდება თავისი საქმისთვის. რამეთუ მისი მთელი მართვა უკვე დასრულებული იქნება, უკანასკნელი დღეების განკაცება სრულად მოიპოვებს ხალხს, რომელიც მან შეარჩია. და უკანასკნელ დღეებში მთელი კაცობრიობა დახარისხდება თავისი გვარისამებრ. ის აღარ შეასრულებს ხსნის საქმეს და არც ხორცში დაბრუნდება რაიმე საქმის შესასრულებლად. ბოლო დღეების საქმეში სიტყვის ძალა აღემატება ნიშნებისა და სასწაულების გამოვლინებას და სიტყვის მნიშვნელობა აღემატება ნიშნებისა და სასწაულების მნიშვნელობას. სიტყვა აშიშვლებს ადამიანის გულის სიღრმეში ღრმად ჩაფლულ ყველა გახრწნილ მიდრეკილებას. თქვენ არ გაქვთ მათი დამოუკიდებლად გამოვლენის საშუალება. როდესაც ისინი სიტყვით გამოაშკარავდება, თქვენ ბუნებრივად აღმოაჩენთ მათ; თქვენ მოგიწევთ მათი აღიარება და თქვენ სრულიად დარწმუნდებით. განა ამაში არ ვლინდება სიტყვის ძალა? ეს არის შედეგი, რომელიც დღეს სიტყვის მოქმედებით მიიღწევა. ამიტომ, ადამიანის სრული ხსნა, ცოდვებისგან სნეულების განკურნებითა და დემონების განდევნით შეუძლებელია და არც ნიშნებისა და სასწაულების გამოვლინებით შეიძლება. სნეულებათა განკურნების და დემონების განდევნის ძალა ადამიანს მხოლოდ მადლს ანიჭებს, მაგრამ ადამიანის ხორცი კვლავ სატანისაა და გახრწნილი სატანური მიდრეკილება კვლავ რჩება ადამიანში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რაც არ განწმენდილა, კვლავ ცოდვასა და უწმინდურობას განეკუთვნება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი სიტყვის მეშვეობით განიწმინდება, ის ღმერთმა შეიძლება მოიპოვოს და განწმინდოს. როდესაც დემონები განდევნეს ადამიანიდან და ის გამოისყიდეს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ის სატანას ხელიდან იქნა გამოგლეჯილი და ღმერთს დაუბრუნდა. თუმცა, ღვთის მიერ განწმენდისა ან შეცვლის გარეშე, ის გახრწნილ ადამიანად რჩება. ადამიანში კვლავ არსებობს უწმინდურობა, წინააღმდეგობა და ურჩობა; ადამიანი დაუბრუნდა ღმერთს მხოლოდ მისი გამოსყიდვის გზით, მაგრამ მას არ გააჩნია ოდნავი ცოდნა ღმერთის შესახებ და კვლავ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს და უღალატოს მას. ადამიანის გამოსყიდვამდე, მასში უკვე ჩათესილი იყო სატანის მრავალი შხამი და სატანის მიერ ათასობით წლის განმავლობაში მისი გახრწნის შემდეგ, მასში არსებული ბუნება ეწინააღმდეგება უფალს. მაშასადამე, როდესაც ადამიანი იქნა გამოსყიდული, ეს უბრალოდ გამოსყიდვა იყო. ანუ, ადამიანი მაღალ ფასად იყო გამოსყიდული, მაგრამ მასში არსებული შხამიანი ბუნება არ განადგურებულა. ასეთი უწმინდური ადამიანი უნდა შეიცვალოს, სანამ ღვთის მსახურების ღირსი გახდება. განკითხვისა და განსჯის ამ საქმით, ადამიანი სრულად შეიცნობს საკუთარ თავში არსებულ უწმინდურსა და გახრწნილ არსს და შეძლებს სრულად შეცვლასა და განწმენდას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება, ადამიანი გახდეს ღირსი ღვთის ტახტის წინაშე დაბრუნებისა. მთელი მიმდინარე სამუშაო სრულდება იმისათვის, რომ ადამიანი განიწმინდოს და შეიცვალოს; ეს იმისთვისაა, რომ ადამიანმა დაძლიოს თავისი გახრწნილება და განიწმინდოს განკითხვისა და სასჯელის სიტყვით და სრულყოფით. ნაცვლად იმისა, რომ მივიჩნიოთ საქმის ეს ეტაპი ხსნის ეტაპად, უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ ეს არის განწმენდის საქმე. სინამდვილეში, ეს ეტაპი ასევე არის დაპყრობის საქმე ისევე, როგორც მეორე ეტაპი ხსნის საქმეში. სწორედ სიტყვიერი სამსჯავროსა და გაკიცხვის მეშვეობით მოიპოვებს ადამიანს ღმერთი და სწორედ დახვეწის, სამსჯავროსა და სიტყვიერი გამოაშკარავების მეშვეობით ხდება ყველა უწმინდურის, ცნების, მოტივისა და იმედების სრული გაცხადება ადამიანის გულში. ადამიანის ცოდვების გამოისყიდვისა და მიტევების მიუხედავად, ეს შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმად, რომ ღმერთი არ იხსენებს ადამიანის დანაშაულებს და არ ეპყრობა ადამიანს მისი დანაშაულების შესაბამისად. თუმცა, ადამიანი ცხოვრობს ხორციელად ცოდვისგან გათავისუფლების გარეშე, შეუძლია მხოლოდ განაგრძოს ცოდვის ჩადენა და დაუსრულებლად გამოავლინოს თავისი სატანური გახრწნილი ხასიათი. ასეთია ცხოვრება, რომელსაც ადამიანი ეწევა - ცოდვის ჩადენისა და მიტევების დაუსრულებელი ციკლი. ადამიანთა უმრავლესობა სცოდავს დღისით და მოინანიებს საღამოობით. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცოდვის გამოსასყიდი სამუდამოდ ეფექტურია ადამიანისთვის, ის ვერ იხსნის ადამიანს ცოდვისგან. ხსნის საქმის მხოლოდ ნახევარია დასრულებული, რადგან ადამიანს კვლავ აქვს გახრწნილი ხასიათი. მაგალითად, როდესაც ადამიანებმა გაიგეს, რომ ისინი მოაბის შთამომავლები არიან, მათ დაიწყეს წუწუნი, შეწყვიტეს სიცოცხლის ძიება და სრულიად ნეგატიურები გახდნენ. განა ეს არ აჩვენებს იმას, რომ ადამიანს კვლავ არ შეუძლია სრულად დაემორჩილოს ღვთის მეუფებას? განა სწორედ ეს არ არის ადამიანის სატანური გახრწნილი ხასიათი? როდესაც არ გსჯიდნენ, ყველაზე მაღლა სწევდი ხელს, იესოზე მაღლადაც კი და ხმამაღლა ჰყვიროდი: „იყავი ღვთის საყვარელი ძე! იყავი ღმერთთან ახლოს! ჩვენ სიკვდილს ვარჩევთ სატანის წინაშე ქედის მოხრას! აუჯანყდი ძველ სატანას! აუჯანყდი დიდ წითელ დრაკონს! დაე, დიდმა წითელმა დრაკონმა ერთხელ და სამუდამოდ დაკარგოს ძალაუფლება! დაე, ღმერთმა სრულგვყოს ჩვენ!” შენ ყვიროდი ყველაზე ხმამაღლა, მაგრამ შემდეგ მოვიდა გაკიცხვის დრო და კვლავ გამოაშკარავდა შენი გახრწნილი ხასიათი. შენი ყვირილი შეწყდა და შენ დაკარგე სიმტკიცე. ეს არის ადამიანის გახრწნილება. ეს არის ისეთი რამ, რაც ცოდვაზე უფრო ღრმაა, სატანის მიერ ჩათესილი და ღრმად ფესვგადგმული ადამიანში. ამ უკანასკნელისთვის ადვილი არ არის გააცნობიეროს თავისი ცოდვები და მას არ აქვს საშუალება ამოიცნოს თავისი საკუთარი ღრმად ფესვგადგმული ბუნება. მხოლოდ სიტყვიერი სამსჯავროს მეშვეობით შესაძლებელია ამ შედეგის მიღწევა. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ადამიანი თანდათან შეიცვალოს ამ მომენტიდან მოყოლებული. ადამიანი ასე ყვიროდა წარსულში, რადგან მას არ ესმოდა თავისი თანდაყოლილი გახრწნილი ხასიათი. ასეთია ადამიანში ჩაბუდებული უწმინდურებები. სამსჯავროსა და გაკიცხვის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანი დაძაბულ ატმოსფეროში ცხოვრობდა. განა ყოველივე ეს სიტყვის საშუალებით არ იქნა მიღწეული? განა შენც არ ყვიროდი ძალიან ხმამაღლა მსახურთა განსჯამდე? „შედი სამეფოში! ყველა, ვინც მიიღებს ამ სახელს, შევა სამეფოში! ყველა გახდება ღვთის თანაზიარი!” როდესაც დადგა მსახურთა განსჯის დრო დადგა, შენ აღარ ყვიროდი. თავიდან ყველა ყვიროდა: „ოჰ ღმერთო! სადაც არ უნდა დამსვა, მე დაგემორჩილები და შენს მიერ ვიქნები მართული”. ღვთის სიტყვების წაკითხვისას: „ვინ იქნება ჩემი პავლე?” ხალხი ამბობდა: „მე მზად ვარ!” შემდეგ დაინახეს სიტყვები: „და რა ვთქვათ იობის რწმენაზე?” და თქვეს: „მე მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო იობის რწმენა. ღმერთო, გთხოვ გამომცადე!” როდესაც დადგა მსახურთა განსჯის დღე, ისინი მაშინვე დაეცნენ და ძლივს შეძლეს წამოდგომა. ამის შემდეგ ნელ-ნელა უწმინდურებები მათ გულში თანდათან შემცირდა. განა ეს სიტყვის მეშვეობით არ იქნა მიღწეული? ასე რომ, ის, რაც თქვენ გამოსცადეთ დღეს, არის სიტყვის მეშვეობით მიღწეული შედეგი, იმაზე დიდიც კი, ვიდრე იესოს მიერ ზეციური სასწაულებისა და საოცრებების მოხდენით მიღწეული. ღვთის დიდება, რომელსაც შენ ხედავ და თავად ღვთის ხელმწიფება, რომელსაც შენ ხედავ, არ ჩანს მხოლოდ ჯვარცმის საშუალებით, სნეულებათა განკურნებისა და დემონების განდევნის საშუალებით, არამედ კიდევ უფრო მეტად მისი სიტყვის სამსჯავროს საშუალებით. ეს გიჩვენებს, რომ ღმერთის ძალაუფლება და ძალა არ მდგომარეობს მხოლოდ ზეციური სასწაულების მოხდენაში, სნეულებათა განკურნებისა და დემონების განდევნაში, არამედ ღვთის სიტყვის სამსჯავროს უკეთ შეუძლია წარმოადგინოს ღვთის ხელმწიფება და გამოავლინოს მისი ყოვლისშემძლეობა.
ის, რასაც ადამიანმა ახლა მიაღწია — მისი ამჟამინდელი სულიერი სიმწიფე, აღნაგობა, ცოდნა, სიყვარული, ერთგულება, მორჩილება და წვდომა — ყოველივე ეს სიტყვიერი სამსჯავროს მეშვეობით მიღწეული შედეგია. ის, რომ დღემდე ერთგულებას ინარჩუნებ და მყარად დგახარ, სწორედ სიტყვის შემწეობითაა მიღწეული.ახლა ადამიანი ხედავს, რომ განკაცებული ღმერთის საქმე ნამდვილად არაჩვეულებრივია და მასში ბევრია ისეთი რამ, რისი მიღწევაც ადამიანს არ შეუძლია და რაც საიდუმლოებასა და სასწაულს წარმოადგენს. ამიტომ ბევრი დაემორჩილა მას. ზოგიერთი არასოდეს დამორჩილებია რომელიმე ადამიანს თავისი დაბადების დღიდან, თუმცა ღვთის სიტყვის ხილვისას ისე სრულადემორჩილებიან, რომ ვერც ამჩნევენ ამას და ვეღარ ბედავენ ქექვას ან სხვა რამის თქმას. კაცობრიობა სიტყვას დაემორჩილა წინაშე და სიტყვიერი სამსჯავროს წინაშე პირქვე დამხობილია. ღვთის სული პირდაპირ რომ დალაპარაკებოდა ადამიანის, კაცობრიობა მთლიანად დაემორჩილებოდა ამ ხმას, დაეცემოდა მხილების სიტყვების გარეშე ისე, როგორც პავლე დაეცა მიწაზე სინათლეში დამასკოს გზაზე. ღმერთს ამგვარად რომ გაეგრძელებინა მოღვაწეობა, ადამიანი ვერასოდეს შეძლებდა საკუთარი გახრწნილების შეცნობას სიტყვიერი სამსჯავროს მეშვეობით და ამგვარად გადარჩენას. მხოლოდ განკაცების მეშვეობით შეუძლია ღმერთს პირადად მიიტანოს თავისი სიტყვები თითოეული ადამიანის ყურამდე, რათა ყველამ, ვისაც ყური აქვს, მოისმინოს მისი სიტყვები და მიიღოს მისი სამსჯავროს საქმე სიტყვით. ეს არის მისი სიტყვით მიღწეული ჭეშმარიტი შედეგი და არა სულის გამოცხადება ადამიანის შიშით დასამორჩილებლად. მხოლოდ ამ პრაქტიკული და მაინც არაჩვეულებრივი საქმის მეშვეობით შეიძლება ადამიანის ძველი ხასიათი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ღრმად იყო დამალული, სრულად გამოაშკარავდეს, რათა ადამიანმა ამოიცნოს ის და გამოსცადოს ცვლილება. ყოველივე ეს არის განკაცებული ღმერთის პრაქტიკული საქმე, რომელშიც ის ლაპარაკობს და აღასრულებს სამსჯავროს სრულიად პრაქტიკული გზით და შემდეგ აღწევს ადამიანზე სამსჯავროს შედეგებს სიტყვის მეშვეობით. ეს არის განკაცებული ღმერთის ხელმწიფება და ღვთის განკაცების მნიშვნელობა. ეს კეთდება განკაცებული ღმერთის ძალაუფლების, სიტყვის საქმით მიღწეული შედეგებისა და იმის გამოსავლენად, რომ სული მოვიდა ხორცშესხმული და ავლენს თავის ძალაუფლებას ადამიანის სიტყვიერი განსჯის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ის ხორციელად ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს ჰგავს, სწორედ მისი სიტყვებით მიღწეული შედეგები აჩვენებს ადამიანს, რომ ის აღსავსეა ძალაუფლებით, რომ ის თავად ღმერთია და რომ მისი სიტყვები თავად ღვთის გამოხატულებაა. ამგვარად, მთელ კაცობრიობას ეჩვენება, რომ ის თავად ღმერთია, რომელიც განკაცდა, რომ მას ვერავინ შეურაცხყოფს და ვერავინ აღემატება მის სამსჯავროს სიტყვით და ვერანაირი ბნელი ძალა ვერ სძლევს მის ძალაუფლებას. ადამიანის მორჩილება მისადმი მთლიანად განპირობებულია იმით, რომ ის არის სიტყვა, რომელიც განკაცდა, ეს მთლიანად განპირობებულია მისი ძალაუფლებით და მისი სიტყვიერი სამსჯავროთი. მისმა განკაცებულმა ხორცმა მოიტანა ის ძალაუფლება, რომელსაც ის ფლობს. მიზეზი, რის გამოც ის განკაცდა, არის ის, რომ ხორცს ასევე შეუძლია ფლობდეს ძალაუფლებას და მას ძალუძს აღასრულოს საქმე პრაქტიკული გზით კაცობრიობის წიაღში ისე, რომ ის იყოს ხილული და ხელშესახები ადამიანისთვის. ეს საქმე ბევრად უფრო პრაქტიკულია, ვიდრე უშუალოდ ღვთის სულის მიერ აღსრულებული საქმე, რომელიც ფლობს ყოველგვარ ძალაუფლებას და მისი შედეგი ასევე აშკარაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის განკაცებულ ხორცს შეუძლია ილაპარაკოს და იღვაწოს პრაქტიკული გზით. მისი ხორცის გარეგნულ ფორმას არ გააჩნია ძალაუფლება და ადამიანს შეუძლია მასთან მიახლოება, მაშინ როდესაც მისი არსი მართლაც ძალაუფლების მატარებელია, მაგრამ მისი ძალაუფლება არავისთვისაა ხილული. როდესაც ის ლაპარაკობს და იღწვის, ადამიანი ვერ აღიქვამს მის ძალაუფლებას. ეს მას უადვილების თავისი პრაქტიკული საქმის აღსრულებას. მთელ ამ პრაქტიკულ საქმეს შეუძლია ნაყოფი გამოიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ის ფლობს ძალაუფლებას, ვერ ხედავს, რომ მისი შეურაცხყოფა დაუშვებელია ან ხედავს მის რისხვას, ის აღწევს თავისი სიტყვების დასახულ შედეგებს შენიღბული ძალაუფლების, ფარული რისხვისა და იმ სიტყვების მეშვეობით, რომლებსაც ის ღიად წარმოთქვამს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი ხმის ტემბრით, საუბრის მკაცრი ტონითა და ბრძნული სიტყვებით ის სრულად არწმუნებს ადამიანს. ამგვარად, ადამიანი ემორჩილება განკაცებული ღვთის სიტყვას, რომელიც თითქოს არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს და ამით სრულდება ღვთის მიზანი - ადამიანის გადარჩენა. ეს არის მისი განკაცების მნიშვნელობის კიდევ ერთი ასპექტი: ილაპარაკოს უფრო პრაქტიკული გზით, მისცეს მისი სიტყვების რეალობას ადამიანზე ზემოქმედების საშუალებადა მისცეს ადამიანს ღვთის სიტყვის ძალის ხილვის საშუალება.ამიტომ, ეს საქმე განკაცების მეშვეობით რომ არ შესრულებულიყო, ის ვერ მიაღწევდა მცირედ შედეგსაც კი და ვერ შეძლებდა ცოდვილი ადამიანების სრულად გადარჩენას. ღმერთი რომ არ განკაცებულიყო, ის იქნებოდა სული, რომელიც ადამიანისთვის უხილავიცაა და ხელშეუხებელიც.. რადგან ადამიანი ხორციელი არსებაა, ის და ღმერთი ორ სხვადასხვა სამყაროს მიეკუთვნებიან და განსხვავებული ბუნების არიან. ღვთის სული შეუთავსებელია ადამიანთან, რომელიც ხორციელი არსებაა და უბრალოდ არ არსებობს მათ შორის კავშირის დამყარების საშუალება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ადამიანს არ შეუძლია სულად გადაქცევა. რადგან ასეა, ღვთის სული უნდა გახდეს შექმნილი არსება თავისი თავდაპირველი საქმის შესასრულებლად. ღმერთს შეუძლია როგორც ამაღლდეს უმაღლეს საფეხურამდე, ისე დაიმდაბლოს თავი და გახდეს მისი ქმნილება - ადამიანი, რაღა აღასრულოს თავისი საქმე და იცხოვროს კაცთა შორის, მაგრამ ადამიანს არ შეუძლია ამაღლდეს უმაღლეს საფხურამდე და გახდეს სული და მით უმეტეს, მას არ შეუძლია დაეშვას ყველაზე დაბალ საფეხურზე. აი, რატომ უნდა განკაცდეს ღმერთი თავისი საქმის აღსასრულებლად. ამავე პრინციპით, პირველი განკაცებისას, მხოლოდ ხორცშესხმულ ღმერთს შეეძლო ადამიანის გამოსყიდვა ჯვარცმის გზით მაშინ, როდესაც ღვთის სული ვერანაირად ვერ ეცმებოდა ჯვარს ადამიანის ცოდვის გამოსასყიდად. ღმერთს შეეძლო პირდაპირ განკაცებულიყო, რათა გამხდარიყო ადამიანის ცოდვის გამოსასყიდი, მაგრამ ადამიანს არ შეეძლო პირდაპირ ზეცაში ამაღლება იმ მსხვერპლის მისაღებად, რომელიც ღმერთმა მისთვის მოამზადა. ასეთ ვითარებაში ერთადერთი შესაძლებლობა იქნებოდა, ღმერთისთვის გვეთხოვა, წინ და უკან ევლო ზეცასა და დედამიწას შორის და არა ის, რომ ადამიანი ამაღლებულიყო ზეცამდე ამ ხსნის მისაღებად, რადგან ადამიანი დაეცა და უფრო მეტიც, მას უბრალოდ არ შეეძლო ზეცაში ამაღლება, მით უმეტეს, ცოდვის გამოსასყიდის მოპოვება. ამიტომ, აუცილებელი იყო იესოს მოსვლა და იმ საქმის პირადად აღსრულება, რომლის მიღწევაც ადამიანს უბრალოდ არ შეეძლო. ღმერთის ყოველი განკაცება გამოწვეულია აბსოლუტური აუცილებლობით. რომელიმე ეტაპის შესრულება უშუალოდ ღვთის სულს რომ შესძლებოდა, ის თავს არ დაიმდაბლებდა განკაცებამდე.
საქმის ამ საბოლოო ეტაპზე შედეგები სიტყვის მეშვეობით მიიღწევა. სიტყვის წყალობით ადამიანი წვდება მრავალი საიდუმლოსა და საქმეს, რომელიც ღმერთმა წარსულ თაობებში აღასრულა. სიტყვის მეშვეობით ადამიანს ნათელს ფენს სულიწმიდა; სიტყვის მეშვეობით ადამიანი წვდება იმ საიდუმლოებებს, რომლებიც წარსულ თაობებს არასოდეს ამოუხსნიათ და ასევე შეიცნობსწარსული დროის წინასწარმეტყველთა და მოციქულთა საქმესა და მათი მოღვაწეობის პრინციპებს; სიტყვის მეშვეობით ადამიანი ასევე შეიცნობს თავად ღვთის ხასიათს ისევე, როგორც ადამიანის ურჩობასა და წინააღმდეგობას და ჩასწვდება საკუთარ არსს. საქმის ამ ეტაპებისა და ყველა წარმოთქმული სიტყვის მეშვეობით ადამიანი შეიმეცნებს სულის საქმეს, განკაცებული ღვთის მირ აღსრულებულ საქმეს და უფრო მეტიც, მის მთელ ხასიათს. შენი ცოდნა ექვსი ათასი წლის განმავლობაში ღვთის მართვის საქმის შესახებ ასევე მოპოვებულ იქნა სიტყვის მეშვეობით. განა შენი ძველი წარმოდგენების შეცნობა და მათი გვერდზე გადადებაც სიტყვის მეშვეობით არ მოხდა? წინა ეტაპზე იესო სასწაულებსა და საოცრებებს ახდენდა, მაგრამ ამ ეტაპზე სასწაულები და საოცრებები არ ხდება. განა ასევე სიტყვით არ ჩასწვდი იმას, თუ რატომ არ ავლენს ღმერთი სასწაულებსა და საოცრებებს? ამიტომ ამ ეტაპზე წარმოთქმული სიტყვები აღემატება წარსული თაობების მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მიერ შესრულებულ საქმეს. წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამ წინასწარმეტყველებებსაც კი არ შეეძლო ამ შედეგის მიღწევა. წინასწარმეტყველები მხოლოდ წინასწარმეტყველებდნენ, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რაც მომავალში მოხდებოდა, მაგრამ არა იმ საქმეზე, რომლის აღსრულებაც ღმერთს იმ დროს სურდა. ისინი არც იმაზე საუბრობდნენ, როგორ წარემართათ ადამიანის ცხოვრება ან როგორ ებოძებიათ ჭეშმარიტება კაცობრიობისთვის ან როგორ გაემჟღავნებინათ მათთვის საიდუმლოებები, მით უმეტეს, როგორ მიენიჭებინათ სიცოცხლე. ამ ეტაპზე წარმოთქმულ სიტყვებში არის წინასწარმეტყველებაც და ჭეშმარიტებაც, მაგრამ ძირითადად ეს სიტყვები ემსახურება ადამიანისთვის სიცოცხლის მინიჭებას. ამჟამინდელი სიტყვები არ ჰგავს წინასწარმეტყველთა მიერ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს. ეს არის საქმის ეტაპი ადამიანის სიცოცხლისთვის, ადამიანის სიცოცხლე-განწყობის შესაცვლელად და არა წინასწარმეტყველების წარმოთქმის მიზნით. პირველი ეტაპი იყო იეჰოვას საქმე: მისი საქმე იყო გზის მომზადება ადამიანებისთვის, რათა თაყვანი ეცათ ღმერთისთვის დედამიწაზე. ეს იყო საწყისი ეტაპი დედამიწაზე საქმისთვის საფუძვლის ჩასაყრელად. იმ დროს იეჰოვამ ასწავლა ისრაელიტებს შაბათის დაცვა, მშობლების პატივისცემა და ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს იმიტომ, რომ იმდროინდელ ხალხს არ ესმოდა, რა ჰქმნიდა ადამიანს, და არც ის ესმოდათ, როგორ ეცხოვრათ დედამიწაზე. მისთვის აუცილებელი იყო საქმის პირველ ეტაპზე ადამიანთა ცხოვრების წარმართვა. ყველაფერი, რაც იეჰოვამ მათ უთხრა, მანამდე მათთვის უცნობი იყო და არც მათ საკუთრებაში არ იყო. იმ დროს ღმერთმა აღადგინა მრავალი წინასწარმეტყველი, რათა ეწინასწარმტყველებიათ და ყველა მათგანი ამას იეჰოვას ხელმძღვანელობით აკეთებდა. ეს იყო ღვთის საქმის უბრალოდ ერთი პუნქტი. პირველ ეტაპზე ღმერთი არ განკაცებულა, ამიტომ ის წინასწარმეტყველთა მეშვეობით მოძღვრავდა ყველა ტომსა და ერს. როდესაც იესო თავის დროზე მოღვაწეობდა, ის იმდენს არ ლაპარაკობდა, რამდენსაც დღეს. უკანასკნელი დღეების სიტყვის საქმის ეს ეტაპი არასოდეს შესრულებულა გასულ საუკუნეებსა და თაობებში. თუმცა ესაიამ, დანიელმა და იოანემ ბევრი იწინასწარმეტყველეს. მათი წინასწარმეტყველებები სრულიად განსხვავებული იყო ახლა ნათქვამი სიტყვებისგან. ის, რაც მათ წარმოთქვეს, იყო მხოლოდ წინასწარმეტყველებები, მაგრამ ახლა წარმოთქმული სიტყვები ასეთი არ არის. ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, წინასწარმეტყველებებად რომ მექცია, შეძლებდით მათ გაგებას? დავუშვათ, რომ ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, ეხებოდა საკითხებს ჩემი წასვლის შემდეგ, როგორ შეძლებდი მაშინ მათ წვდომას? სიტყვის საქმე არასოდეს აღსრულებულა იესოს დროს ან რჯულის ეპოქაში. შესაძლოა ზოგმა თქვას: „განა იეჰოვაც არ ამბობდა სიტყვებს თავისი მოღვაწეობისას? განა იესო, სნეულებათა განკურნების, დემონების განდევნისა და ზეციური სასწაულებისა და საოცრებების მოხდენის გარდა, ასევე არ წარმოთქვამდა სიტყვებს თავისი მოღვაწეობისას?” წარმოთქმულ სიტყვებს შორის არსებობს განსხვავებები. რა იყო იეჰოვას მიერ წარმოთქმული სიტყვების არსი? ის მხოლოდ კაცობრიობას დედამიწაზე ცხოვრების წარმართვას ხელმძღვანელობდა, რაც არ ეხებოდა სულიერ საკითხებს. რატომ ამბობენ, რომ როდესაც იეჰოვა ლაპარაკობდა, ეს იყო ყველა ადგილას მცხოვრები ხალხის დასამოძღვრად? სიტყვა „დამოძღვრა” ნიშნავს გარკვევით თქმას და პირდაპირ ბრძანებას. მას ადამიანი სიცოცხლით არ აღუვსია. ნაცვლად ამისა, მან უბრალოდ ხელი ჩაკიდა ადამიანს და ასწავლა, როგორ ჰქონოდა მისი შიში, ზედმეტი ქარაგმების გარეშე. საქმე, რომელიც იეჰოვამ ისრაელში აღასრულა, არ იყო ადამიანის გასხვლა ან წვრთნა ან სამსჯავროსა და გაკიცხვის აღსასრულებლად, ეს იყო მისი წინამძღოლობისთვის. იეჰოვამ უბრძანა მოსეს, ეთქვა თავისი ხალხისთვის, რომ შეეგროვებინათ მანანა უდაბნოში. ყოველ დილით, მზის ამოსვლამდე მათ უნდა შეეგროვებინათ ზუსტად იმდენი მანანა, რამდენიც იმ დღეს ეყოფოდათ საჭმელად. მანანას შენახვა მომდევნო დღემდე არ შეიძლებოდა, რადგან ის დაობდებოდა. ის არ უკითხავდა ხალხს ლექციებს და არ ააშკარავებდა მათ ბუნებას, იდეებსა და აზრებს. მას არ შეუცვლია ადამიანები, არამედ წარმართავდა მათ ცხოვრებას. იმდროინდელი ადამიანები ბავშვებს ჰგავდნენ, არაფერი ესმოდათ და მხოლოდ ძირითადი მექანიკური მოძრაობები შეეძლოთ, ამიტომ იეჰოვამ მხოლოდ კანონები დააწესა მრავალთათვის გზის გასაკვალად.
სახარების საქმის გასავრცელებლად, რათა ყველამ, ვინც ჭეშმარიტი გულით ეძებს, შეძლოს დღეს აღსრულებული საქმის შეცნობა და იყოს სრულად დარწმუნებული, ნათლად უნდა ჩასწვდე თითოეულ ეტაპზე შესრულებული საქმის რეალურ ისტორიას, არსსა და მნიშვნელობას. დარწმუნდი, რომ შენი თანაზიარების მოსმენით სხვებმა გაიგონ იეჰოვას საქმე, იესოს საქმე და, მით უმეტეს, დღეს ღვთის მიერ აღსრულებული მთელი საქმე ისევე, როგორც კავშირები და განსხვავებები საქმის სამ ეტაპს შორის. დარწმუნდი, რომ მოსმენის დასრულების შემდეგ სხვებმა დაინახონ, რომ სამი ეტაპი კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ყველა მათგანი ერთი და იმავე სულის საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწეობენ, მათი საქმის შინაარსი, რომელსაც ისინი აღასრულებენ და სიტყვები, რომლებსაც ისინი წარმოთქვამენ, განსხვავებულია, მაგრამ პრინციპები, რომლებითაც ისინი მოქმედებენ, ერთია. ეს უდიდესი ხილვებია, რაც ყველა ღვთის მიმდევარმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს.