განკაცების საიდუმლო (2)

იმ დროს, როდესაც იესო იუდეაში მოღვაწეობდა, ის ამას ღიად აკეთებდა, მაგრამ ახლა მე თქვენ შორის ფარულად ვმოქმედებ და ვსაუბრობ. წარმართებმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი არ იციან. ჩემი საქმე თქვენს შორის სრულდება და არ არის განკუთვნილი გარეშე პირთათვის. ეს სიტყვები, ეს გვემა და განკითხვა მხოლოდ თქვენთვისაა ცნობილი და არა სხვებისთვის. მთელი ეს საქმე თქვენ შორის სრულდება და მხოლოდ თქვენთვისაა გამჟღავნებული; წარმართთა შორის არავინ იცის ამის შესახებ, რადგან ჟამი ჯერ არ დამდგარა. აქ მყოფი ხალხი სრულყოფას უახლოვდება გვემის გადატანის შემდეგ, მაგრამ უცხოებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ეს საქმე მეტისმეტად დაფარულია, მაგრამ მათთვის ვინც ამ ნაკადშია, შეიძლება ითქვას, რომ ის აშკარაა. მართალია, ღმერთში ყველაფერი აშკარა, გაცხადებული და თავისუფალია, ეს მხოლოდ მორწმუნეებისთვისაა ჭეშმარიტება; რაც შეეხება დანარჩენებს, წარმართებს, მათთვის არაფერია გაცხადებული. საქმე, რომელიც ამჟამად თქვენ შორის და ჩინეთში სრულდება, მკაცრად გასაიდუმლოებულია, რათა მათ არაფერი არ შეიტყონ. თუ ისინი ამ საქმის შესახებ შეიტყობდნენ, ისინი მას მხოლოდ დაგმობდნენ და დევნიდნენ. ისინი არ ირწმუნებდნენ მას. დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში, ამ ყველაზე ჩამორჩენილ ადგილას მოღვაწეობა არ არის ადვილი საქმე. ეს საქმე საჯარო რომ გამხდარიყო, მისი გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. მოღვაწეობის ეს ეტაპი ამ ადგილას უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა. ეს საქმე ღიად რომ შესრულებულიყო, განა დაუშვებდნენ ისინი მის გაგრძელებას? განა ეს საქმეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს არ შეუქმნიდა? ეს საქმე რომ არ ყოფილიყო დაფარული, არამედ შესრულებული ისე, როგორც იესოს დროს, როდესაც ის საჯაროდ კურნავდა სნეულებს და განდევნიდა დემონებს, განა მას დიდი ხნის წინ არ „შეიპყრობდნენ“ ბოროტი ძალები? შეძლებდნენ კი ისინი ღმერთის არსებობის ატანას? სინაგოგებში რომ მექადაგა და ლექციები წამეკითხა, განა უკვე დიდი ხნის წინ ნაკუწებად არ მაქცევდნენ? ეს რომ მომხდარიყო, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი საქმე? მიზეზი, რის გამოც ნიშნები და სასწაულები საჯაროდ არ ვლინდება, სწორედ საქმის დაფარვაა. ამრიგად, წარმართებისთვის ჩემი საქმე უხილავი და შეუცნობელი რჩება. მოღვაწეობის ეს ეტაპი ისე რომ შესრულებულიყო, როგორც იესოს მადლის ეპოქაში, ის ვერ იქნებოდა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა. ამიტომ ფარულად მოქმედება სასარგებლოა თქვენთვის და მთლიანად საქმისთვის. როდესაც ღმერთის საქმე დედამიწაზე დასრულდება, ანუ როდესაც ეს ფარული მოღვაწეობა დაგვირგვინდება, მაშინ საქმის ეს ეტაპი საჯაროდ იფეთქებს. ყველა გაიგებს, რომ ჩინეთში არსებობს მძლეველთა ჯგუფი; ყველა გაიგებს, რომ განკაცებული ღმერთი ჩინეთშია და რომ მისი საქმე დასრულდა. მხოლოდ მაშინ მიხვდება ადამიანი: რატომაა, რომ ჩინეთს ჯერ არ დაეტყო დაცემა ან ნგრევა? აღმოჩნდება, რომ ღმერთი პირადად ახორციელებს თავის საქმეს ჩინეთში და ადამიანთა ჯგუფი მძლევლებლად სრულყო.

განკაცებული ღმერთი მისი უშუალო მოღვაწეობის პერიოდში, მხოლოდ იმ ადამიანთა ნაწილს ეცხადება, რომლებიც მას მიჰყვებიან და არა ყველა ქმნილებას. ის განკაცდა მხოლოდ თავისი საქმის ერთი ეტაპის დასასრულებლად და იმისთვის, რომ ადამიანებს საკუთარი ხატება აჩვენოს. თუმცა, რადგან ეს საქმე თავად უნდა აღასრულოს, აუცილებელია, რომ მან ეს ხორცშესხმულმა გააკეთოს. როდესაც ეს საქმე დასრულდება, ის დატოვებს ადამიანთა სამყაროს; მას არ შეუძლია დიდხანს დარჩეს ადამიანებთან, რადგან შემდგომ საქმეს არ შეეშალოს ხელი. ის, რასაც ის უამრავ ხალხს აჩვენებს, არის მხოლოდ მისი სამართლიანი ბუნება და ყოველი მისი ნამოქმედარი და არა მისი ორი განკაცების ხატება, რადგან ღმერთის ხატება მხოლოდ მისი ბუნებით შეიძლება გაცხადდეს და მას ვერ ჩაანაცვლებს მისი განკაცებული სხეულის ხატება. მისი სხეულის ხატება მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულ რაოდენობას ეჩვენა, მხოლოდ მათ, ვინც მას მიჰყვება მისი ხორციელად მოღვაწეობისას. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ყველაფერი ფარულად. ზუსტად ასე, იესო მხოლოდ ებრაელებს გამოეცხადა, როდესაც თავის საქმეს ასრულებდა და არასოდეს წარმდგარა რომელიმე სხვა ერის წინაშე. როგორც კი მან თავისი საქმე დაასრულა, დაუყოვნებლივ დატოვა ადამიანთა სამყარო და აღარ დარჩა; მას შემდგომ კი ადამიანებს ეცხადებოდა არა ეს ადამიანური ხატება, არამედ სულიწმიდა უშუალოდ ასრულებდა საქმეს. როგორც კი განკაცებული ღმერთის საქმე მთლიანად დასრულდება, ის დატოვებს მოკვდავთა სამყაროს და არასოდეს შეასრულებს ისეთ საქმეს, როგორსაც ხორციელად ყოფნისას ასრულებდა. ამის შემდეგ, მთელი საქმე უშუალოდ სულიწმიდის მიერ სრულდება. ამ პერიოდში ადამიანი ძლივს ახერხებს მისი ხორციელი სხეულის ხატების დანახვას; იგი საერთოდ არ ეცხადება ადამიანს, არამედ სამუდამოდ დაფარული რჩება. განკაცებული ღმერთის მოღვაწეობის დრო შეზღუდულია. ის სრულდება კონკრეტულ ეპოქაში, პერიოდში, ქვეყანაში და კონკრეტულ ხალხში. ეს საქმე წარმოადგენს მხოლოდ ღმერთის განკაცების პერიოდის საქმეს; ის წარმოადგენს ეპოქას და წარმოადგენს ღმერთის სულის საქმეს ერთ კონკრეტულ ეპოქაში და არა მის მთლიან საქმეს. ამიტომ განკაცებული ღმერთის ხატება უამრავ ხალხს არ გამოეცხადება. ის, რასაც უამრავი ხალხი ხედავს, არის ღმერთის სამართლიანობა და მისი ბუნება მთლიანობაში და არა მისი ხატება ორი განკაცების დროს. ადამიანს არც ერთი კონკრეტული ხატება ეჩვენება და არც ორი ხატება ერთად. ამრიგად, აუცილებელია, რომ ღმერთის განკაცებულმა სხეულმა დატოვოს დედამიწა იმ საქმის დასრულებისთანავე, რადგან ის მოდის მხოლოდ თავისი მოვალეობის შესასრულებლად და არა იმისთვის, რომ ხალხს საკუთარი ხატება აჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ განკაცების მნიშვნელობა უკვე აღსრულდა ღმერთის ორჯერ განკაცებით, ის მაინც არ გამოეცხადება საჯაროდ არცერთ ერს, რომელსაც ის ადრე არ უნახავს. იესო აღარასდროს გამოეცხადება ებრაელებს, როგორც სამართლიანობის მზე და არც ელეონის (ზეთისხილის) მთის მწვერვალზე დადგება უამრავი ხალხის წინაშე; ებრაელებმა მხოლოდ იესოს პორტრეტი ნახეს მისი იუდეაში ყოფნისას. ეს იმიტომ, რომ იესოს ხორციელი მოღვაწეობა ორი ათასი წლის წინ დასრულდა; ის აღარ დაბრუნდება იუდეაში ებრაელის ხატებით, მით უმეტეს არ გამოეცხადება ებრაელის ხატებით რომელიმე წარმართ ერს, რადგან იესოს განკაცებული ხატება მხოლოდ ებრაელის ხატებაა და არა კაცის ძისა, რომელიც იოანემ იხილა. მიუხედავად იმისა, რომ იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა, რომ კვლავ მოვიდოდა, ის უბრალოდ ებრაელის ხატებით არ ეჩვენება წარმართ ერებს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხორცშესხმული ღმერთის მოღვაწეობა ახალი ეპოქის დასაბამს ისახავს მიზნად. ეს საქმე რამდენიმე წლით შემოიფარგლება და მას არ შეუძლია ღმერთის სულის მთელი საქმის დასრულება, ისევე როგორც იესოს, როგორც ებრაელის ხატებას, შეეძლო წარმოეჩინა ღმერთის ხატება მხოლოდ იუდეაში მოღვაწეობისას და მას შეეძლო მხოლოდ ჯვარცმის საქმის შესრულება. ხორციელად ყოფნისას იესოს არ შეეძლო ეპოქის დასრულების ან კაცობრიობის განადგურების საქმის შესრულება. ამიტომ, ჯვარცმისა და საქმის დასრულების შემდეგ, იგი ამაღლდა უზენაეს სიმაღლეზე და ადამიანთათვის სამუდამოდ დაფარული გახდა. მას შემდეგ, წარმართი ერების ერთგული მორწმუნეები ვეღარ ხედავდნენ უფალი იესოს გამოცხადებას, არამედ მხოლოდ მის პორტრეტს, რომელიც კედელზე ჰქონდათ გაკრული. ეს პორტრეტი მხოლოდ ადამიანის მიერაა დახატული და არ არის ღმერთის ხატება, რომლითაც ის ადამიანს ეცხადება. ღმერთი საჯაროდ არ ეჩვენება უამრავ ხალხს თავისი ორი განკაცების ხატებით. საქმე, რომელსაც ის კაცობრიობაში აკეთებს, მიზნად ისახავს, მისცეს მათ მისი ბუნების გაგების საშუალება. ყოველივე ეს ადამიანისთვის ვლინდება სხვადასხვა ეპოქის საქმის მეშვეობით; ეს მიიღწევა მის მიერ გაცხადებული ბუნებით და შესრულებული საქმით და არა იესოს გამოცხადებით. ანუ, ღმერთის ხატება ადამიანისთვის ცნობილი ხდება არა განკაცებული ხატებით, არამედ განკაცებული ღმერთის მიერ შესრულებული საქმით, რომელსაც ხატებაც აქვს და ფორმაც; და მისი საქმის მეშვეობით ვლინდება მისი ხატება და ცნობილი ხდება მისი ბუნება. ეს არის იმ საქმის მნიშვნელობა, რომლის შესრულებაც მას ხორციელად სურს.

როგორც კი ღმერთის ორი განკაცების საქმე დასრულდება, ის დაიწყებს თავისი სამართლიანი ბუნების გაცხადებას ყველა წარმართ ერში, რაც უამრავ ხალხს მისცემს მისი ხატების დანახვის საშუალებას. ის გააცხადებს თავის ბუნებას და ამ გზით გამოავლენს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანთა ხვედრს, რითაც მთლიანად დაასრულებს ძველ ეპოქას. მიზეზი, რის გამოც მისი ხორციელი მოღვაწეობა დიდ ტერიტორიაზე არ ვრცელდება (როგორც იესო მხოლოდ იუდეაში მოღვაწეობდა და დღეს მე მხოლოდ თქვენ შორის ვმოქმედებ), არის ის, რომ მის ხორციელ მოღვაწეობას საზღვრები და შეზღუდვები აქვს. ის მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში ასრულებს მოღვაწეობას უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანის ხატად; ის არ იყენებს ამ განკაცებულ სხეულს მარადიული საქმისთვის ან წარმართი ერების წინაშე გამოსაჩენად. ხორციელ საქმეს მხოლოდ შეზღუდული მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს (მაგალითად, მოქმედება მხოლოდ იუდეაში ან მხოლოდ თქვენ შორის), შემდეგ კი, ამ საზღვრებში შესრულებული საქმის მეშვეობით, მისი მასშტაბი შეიძლება გაფართოვდეს. რა თქმა უნდა, გაფართოების საქმე უშუალოდ მისი სულის მიერ უნდა შესრულდეს და ის აღარ იქნება მისი განკაცებული სხეულის საქმე. რადგან ხორციელ სხეულში შესრულებულ საქმეს საზღვრები აქვს და ის არ ვრცელდება სამყაროს ყველა კუთხეზე — ამის მიღწევა მას არ შეუძლია. ხორციელად მოღვაწეობის მეშვეობით მისი სული შეასრულებს შემდგომ საქმეს. ამიტომ, ხორციელად შესრულებულ საქმეს აქვს დასაბამისმიერი ხასიათი და სრულდება გარკვეულ ფარგლებში; ამის შემდეგ მის საქმეს სული აგრძელებს, თანაც გაფართოებული მასშტაბით.

ღმერთი დედამიწაზე მხოლოდ ეპოქის წინამძღოლობისთვის მოდის; მას მხოლოდ ახალი ეპოქის დაწყება და ძველის დასრულება სურს. ის არ მოსულა დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის გზის გასავლელად, ადამიანთა სამყაროს სიხარულისა და მწუხარების პირადად გამოსაცდელად, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის საკუთარი ხელით სრულსაყოფად ან ვინმეს ზრდისთვის პირადად თვალის სადევნებლად. ეს არ არის მისი საქმე; მისი საქმე მხოლოდ ახალი ეპოქის დაწყება და ძველის დასრულებაა. ანუ ის პირადად დაასრულებს ეპოქას, დასაბამს მისცემს ახალ ეპოქას და დაამარცხებს სატანას თავისი საქმის პირადი შესრულებით. ყოველ ჯერზე, როდესაც ის პირადად ასრულებს თავის საქმეს, თითქოს ბრძოლის ველზე შედის. პირველ რიგში, ის იპყრობს სამყაროს და სძლევს სატანას ხორციელად ყოფნისას; იგი ეუფლება მთელ დიდებას და ფარდას ხდის ორი ათასი წლის მთელ მოღვაწეობას, რითიც დედამიწაზე ყველა ადამიანს უსახავს სწორ გეზს მშვიდობიანი და სიხარულით სავსე ცხოვრებისკენ. თუმცა, ღმერთი ადამიანთან ერთად დედამიწაზე დიდხანს ვერ იცხოვრებს, რადგან ღმერთი ღმერთია და საბოლოოდ მაინც განსხვავდება ადამიანისგან. მას არ შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობით, ანუ მას არ შეუძლია დარჩეს დედამიწაზე, როგორც პირი, რომელიც არაფრითაა გამორჩეული, რადგან მას გააჩნია ნორმალური ადამიანობის მხოლოდ მინიმალური ნაწილი თავისი ადამიანური სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ შექმნიდა ღმერთი ოჯახს, როგორ ააწყობდა კარიერას და როგორ აღზრდიდა შვილებს დედამიწაზე? განა ეს მისი შეურაცხყოფა არ იქნებოდა? ის, რომ მას ნორმალური ადამიანობა გააჩნია, მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ თავისი საქმე ჩვეული სახით განახორციელოს და არა იმას, რომ ოჯახი და კარიერა ჰქონდეს, როგორც რიგით ადამიანს. მისი ჯანსაღი გონება, აზროვნება და სხეულის ჩვეულებრივი გამოკვება და შემოსვა საკმარისი დასტურია იმისა, რომ მას აქვს ადამიანური ბუნება; არ არის საჭირო, ჰქონდეს ოჯახი ან კარიერა იმის დასამტკიცებლად, რომ მას ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება გააჩნია. ეს სრულიად ზედმეტი იქნებოდა! ღმერთის დედამიწაზე მოსვლა სიტყვის ხორცშესხმას ნიშნავს; ის უბრალოდ აძლევს ადამიანს მისი სიტყვის გაგებისა და დანახვის საშუალებას, ანუ აძლევს საშუალებას დაინახოს ხორციელად შესრულებული საქმე. მისი განზრახვა არ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები განსაკუთრებულად მოეპყრონ მის სხეულს, არამედ მხოლოდ ის, რომ ადამიანი ბოლომდე მორჩილი იყოს, ანუ დაემორჩილოს ყველა სიტყვას, რომელიც მისი პირიდან გამოდის და ყველა საქმეს, რომელსაც ის აკეთებს. ის უბრალოდ მოქმედებს სხეულში; ის განზრახ არ მოითხოვს ადამიანებისგან მისი სხეულის სიდიადის და სიწმინდის განდიდებას, არამედ აჩვენებს ადამიანს თავისი საქმის სიბრძნეს და მთელ მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მას გამორჩეული ადამიანური ბუნება აქვს, ის ამას არ აცხადებს და მხოლოდ იმ საქმეზეა ფოკუსირებული, რომელიც უნდა შეასრულოს. თქვენ უნდა იცოდეთ, რატომ განკაცდა ღმერთი ისე, რომ არ აცხადებს და არ მოწმობს თავის ჩვეულებრივ ადამიანურ ბუნებას, არამედ უბრალოდ ასრულებს იმ საქმეს, რაც სურს. ამიტომ, ყველაფერი ის, რაც შეგიძლიათ დაინახოთ განკაცებულ ღმერთში არის მისი ღვთაებრიობა; ეს იმიტომ, რომ ის არასოდეს წარმოაჩენს თავის ადამიანურ მხარეს სხვა ადამიანების მიერ მისაბაძად. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი წინამძღოლობს ხალხს, საუბრობს ის თავის ადამიანურ თვისებებზე, რათა მოიპოვოს მათი აღტაცება და ნდობა და ამით მიაღწიოს სხვებზე ლიდერობას. ამის საპირისპიროდ, ღმერთი იმორჩილებს ადამიანს მხოლოდ თავისი საქმით (ანუ საქმით, რომელიც ადამიანისთვის მიუწვდომელია); მნიშვნელობა არ აქვს, აღფრთოვანდება თუ არა მისით ადამიანი. ის მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ადამიანს ჩაუნერგოს შიში მის მიმართ ან მისი მიუწვდომლობის განცდა. ღმერთს არ სჭირდება ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა; მას მხოლოდ ის სჭირდება, რომ გეშინოდეს მისი, მას შემდეგ რაც მის ბუნებას შეიცნობ. საქმე, რომელსაც ღმერთი ასრულებს, მას ეკუთვნის; ადამიანი ვერ შეასრულებს ამ საქმეს მის ნაცვლად, ეს შეუძლებელია ადამიანისთვის. მხოლოდ თავად ღმერთს შეუძლია აკეთოს საკუთარი საქმე და ჩაუყაროს საფუძველი ახალ ეპოქას ადამიანის ახალი ცხოვრებისკენ წარსაძღოლად. საქმე, რომელსაც ის აკეთებს, საშუალებას აძლევს ადამიანს დაეუფლოს ახალ ცხოვრებას და შევიდეს ახალ ეპოქაში. დანარჩენი საქმე ისეთ ჩვეულებრივი ადამიანური ბუნების მქონე ადამიანებს გადაეცემათ, ვინც სხვების აღფრთოვანებას იწვევს. ამგვარად, მადლის ეპოქაში მან ორი ათასი წლის საქმე სულ რაღაც სამნახევარ წელიწადში დაასრულა სხეულში ყოფნის ოცდაცამეტი წლიდან. როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის თავისი საქმის შესასრულებლად, ის ყოველთვის ასრულებს ორი ათასი წლის ან მთელი ეპოქის საქმეს უმოკლეს ვადაში, რამდენიმე წელიწადში. ის არ ყოვნდება და არ აყოვნებს; მრავალი წლის მუშაობას უბრალოდ ერთად უყრის თავს, რათა ის სულ რამდენიმე წელიწადში დასრულდეს.ეს იმიტომ ხდება, რომ საქმე, რომელსაც ის პირადად ასრულებს, მთლიანად ემსახურება ახალი გამოსავლის პოვნას და ახალი ეპოქის წინამძღოლობას.

წინა: ბიბლიის შესახებ (4)

შემდეგი: განკაცების საიდუმლო (3)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება