ათასწლოვანი სამეფოს დრო დადგა

დაინახეთ თუ არა, რა საქმეს შეასრულებს ღმერთი ადამიანთა ამ ჯგუფში? ერთხელ ღმერთმა თქვა, რომ ათასწლოვან სამეფოშიც კი ხალხი უნდა მიჰყვეს მის გამონათქვამებს და მომავალში ღვთის გამონათქვამები კვლავაც პირდაპირ წარმართავს ადამიანის ცხოვრებას ქანაანის მადლიან მიწაზე. როდესაც მოსე უდაბნოში იმყოფებოდა, ღმერთი მას პირდაპირ მოძღვრავდა და ელაპარაკებოდა. ღმერთმა ზეციდან გამოგზავნა საკვები, წყალი და მანანა ხალხის საამებლად, და დღესაც ასეა: ღმერთმა პირადად გამოგზავნა საჭმელი და სასმელი ხალხის საამებლად და პირადად გამოგზავნა წყევლა ხალხის დასასჯელად. ასე და ამგვარად, მისი საქმის ყოველ ნაბიჯს პირადად ღმერთი ასრულებს. დღეს ადამიანები ფაქტების დასაბუთებას, ნიშნებსა და სასწაულებს ეძებენ და შესაძლებელია, რომ ყველა ასეთი ადამიანი გარიყული აღმოჩნდეს, რადგან ღვთის საქმე სულ უფრო პრაქტიკული ხდება. არავინ იცის, რომ ღმერთი ზეციდან ჩამოვიდა, ასევე არ უწყიან, რომ ღმერთმა ზეციდან საკვები და კეთილსურნელებანი გამოგზავნა - და მაინც, ღმერთი რეალურად არსებობს და ადამიანთა წარმოსახვით ნაშობი, ათასწლოვანი სამეფოს თვალწარმტაცი სურათები ასევე, ღვთის პირადი გამონათქვამებია. ეს ფაქტია, და მხოლოდ ამას ჰქვია დედამიწაზე ღმერთთან ერთად მეუფება. დედამიწაზე ღმერთთან ერთად მეუფება ხორციელია. რაც ხორციელი არ არის, დედამიწაზე არ არსებობს, ამიტომ ყველა, ვისაც მესამე ცაზე ასვლისკენ უჭირავთ თვალი, ამას ამაოდ მისდევენ. ერთ დღეს, როდესაც მთელი სამყარო ღმერთს დაუბრუნდება, სამყაროში მისი საქმის ცენტრი მის გამონათქვამებს მოჰყვება. სადმე სხვაგან, ზოგი ადამიანი ტელეფონით ისარგებლებს, ზოგი თვითმფრინავით იმგზავრებს, ზოგი ზღვაში გემით გაცურავს, ზოგი კი ლაზერს გამოიყენებს ღვთის გამონათქვამების მისაღებად. ყველა აღტაცებითა და სევდით იქნება გამსჭვალული. ყველანი ღმერთს მიუახლოვდებიან, ღმერთთან მოიყრიან თავს და თაყვანს სცემენ. ჰოდა, ეს ყველაფერი ღვთის ნამოქმედარი იქნება. დაიმახსოვრეთ ეს! ეჭვგარეშეა, ღმერთი სადმე სხვაგან ყველაფერს ხელახლა არასდროს დაიწყებს. ღმერთი აი, რას აღასრულებს: ის სამყაროში ყველა ადამიანს თავის წინაშე წარდგომასა და დედამიწაზე ღვთის თაყვანისცემას აიძულებს. სხვა ადგილებში მისი საქმე შეწყდება და ხალხს ჭეშმარიტი გზის ძიება მოუწევს. როგორც იოსების შემთხვევაშია: ყველა მას ეახლებოდა საჭმლის სათხოვნელად და თაყვანს სცემდა, რადგან საჭმელი მას ჰქონდა. შიმშილის უბედურებისგან თავის დასაღწევად, ხალხს ჭეშმარიტი გზის ძიება მოუწევს. მთელ რელიგიურ სამყაროს საშინელი შიმშილი მოედება, და მხოლოდ დღევანდელი ღმერთია მაცოცხლებელი წყლის წყარო, რადგან მას აქვს მარადიული წყარო, რომელიც ადამიანის საამებლადაა მოგონილი, ამიტომ ხალხი მასთან მივა და მასზე იქნება დამოკიდებული. ეს ის დრო იქნება, როდესაც ღვთის ნამოქმედარი გაცხადდება და როდესაც ღმერთი დიდებით შეიმოსება; სამყაროში ყველა ადამიანი მოვა, რათა პატივი მიაგონ ამ არაფრით გამორჩეულ „ადამიანს“. განა ეს არ იქნება დღე, როდესაც ღმერთი დიდებით შეიმოსება? ერთ დღეს, მოხუცი პასტორები მაცოცხლებელი წყლის წყაროდან წყლის მოპოვების თხოვნით დეპეშებს დაგზავნიან. ისინი ხანდაზმულები იქნებიან, მაგრამ მაინც მოვლენ იმ ადამიანის თაყვანსაცემად, რომელსაც ზემოდან დასცქეროდნენ. ისინი მას საკუთარი ბაგეებით აღიარებენ და გულით მიენდობიან - განა ეს ნიშანი და საოცრება არ არის? დღე, როდესაც მთელი სამეფო გაიხარებს, იქნება დღე, როდესაც ღმერთი დიდებით შეიმოსება, და ყველა, ვინც თქვენთან მოვა და ღვთისგან კეთილ ამბავს შეიტყობს, ღვთისგან დალოცვილი იქნება, ხოლო ქვეყნები და ხალხი, რომლებიც ასე მოიქცევიან, ღვთისგან დალოცვილი იქნებიან და მათ ღვთის მზრუნველობა არ მოაკლდებათ. სამომავლო მითითება ასეთი იქნება: მათ, ვინც ღვთის გამონათქვამებს მიიღებენ, დედამიწაზე წინსვლის გზით ივლიან, ბიზნესით იქნებიან დაკავებულნი, სამეცნიერო კვლევით, განათლებითა თუ მრეწველობით, ხოლო ვინც ღვთის გამონათვამებს არად დაგიდევენ, ისინი ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ შეძლებენ და იძულებული გახდებიან, ჭეშმარიტი გზის ძიებას მისდიონ. სწორედ ეს იგულისხმება ფრაზაში: „ჭეშმარიტებით მთელ მსოფლიოს მოივლი; ჭეშმარიტების გარეშე ვერსად ვერ მოხვდები“. ასეთია ფაქტები. ღმერთი „გზას“ (რაც ყველა „მის სიტყვას“ ნიშნავს) მთელი სამყაროს სამართავად, მეუფებისა და კაცობრიობის დასაპყრობად იყენებს. ადამიანები ყოველთვის იმედოვნებენ, რომ ღმერთის სამოქმედო საშუალებებში დიდი ცვლილებები მოხდება. პირდაპირ რომ ვთქვათ, ღმერთი სიტყვებით აკონტროლებს ადამიანებს, და, გსურს თუ არა, უნდა შეასრულო ის, რასაც იგი გეუბნება; ეს ობიექტური ფაქტია, და ყველა უნდა დაემორჩილოს, ასევე - ურყევია და ყველასთვის ცნობილია.

სულიწმიდა ადამიანებს აგრძნობინებს: უფლის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ადამიანები გულით თავს გაწონასწორებულად და მშვიდად გრძნობენ, ხოლო ისინი, ვინც არ მიიღებენ უფლის სიტყვებს, სიცარიელეს გრძნობენ. ასეთია უფლის სიტყვების ძალა; ადამიანებმა უნდა იკითხონ ისინი და მათი წაკითხვის შემდეგ ისეთ საზრდოს მიიღებენ, რომ უამისოდ უკვე აღარ შეუძლიათ. ეს ადამიანთა მიერ ოპიუმის მიღებას ჰგავს: ძალას მატებს, მის გარეშე კი მისდამი ძლიერ მიჯაჭვულობას გრძნობენ და სისუსტე ეუფლებათ. ასეთია ტენდენცია დღევანდელ ადამიანთა შორის. უფლის სიტყვების კითხვა ადამიანებს ძალას მატებს. თუ ისინი არ კითხულობენ, ფიზიკურ სისუსტეს გრძნობენ, მაგრამ წაკითხვის შემდეგ მაშინვე წამოდგებიან "სნეულთა სარეცლიდან". ასეთია ჭეშმარიტი უფლის სიტყვა, რომლის ძალაც ეფინება დედამიწას, და ღმერთი, რომელიც მეფობს დედამიწაზე, როგორც მეუფე. ზოგიერთ ადამიანს სურს განშორდეს ან ეწინააღმდეგება ღვთიურ საქმეს. ამის მიუხედავად, მათ არ შეუძლიათ უფლის სიტყვებისგან თავის გამიჯვნა; რაც არ უნდა სუსტი იყოს ადამიანი, მან მაინც უნდა იცხოვროს უფლის სიტყვებით და რაც არ უნდა მეამბოხე იყოს, ის მაინც ვერ ბედავს უფლის სიტყვებზე უარის თქმას. უფლის სიტყვები ჭეშმარიტად ავლენს თავის ძალას, როდესაც ღმერთი მეფობს, როგორც მეუფე და ფლობს ძალაუფლებას; ასე მოქმედებს ღმერთი. მოკლედ, ეს არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოქმედებს და ვერავინ შეძლებს იარსებოს უფლის სიტყვის გარეშე. მისი სიტყვები გავრცელდება უამრავ ოჯახში, გახდება ცნობილი ყველასთვის და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდება მისი საქმე მთელ სამყაროში. ანუ, თუ უფლის საქმე უნდა გავრცელდეს მთელ სამყაროში, მაშინ მისი სიტყვებიც უნდა გავრცელდეს. იმ დღეს, როდესაც ღმერთი მიაღწევს დიდებას, უფლის სიტყვები გამოავლენს თავის ძალასა და ძლევამოსილებას. უხსოვარი დროიდან დღემდე მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა აღსრულდება და ახდება. ამგვარად, ღმერთი მოიპოვებს დიდებას დედამიწაზე, რაც ნიშნავს, რომ მის სიტყვებს ძალა ექნება დედამიწაზე. ყველა ბოროტი ადამიანი დაისჯება ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვებით, ყველა მართალი კურთხეული იქნება მის მიერ ნათქვამი სიტყვებით და ყველა განმტკიცდება და განიგმირება მის მიერ ნათქვამი სიტყვებით. ის არ გამოავლენს რაიმე ნიშანს ან სასწაულს; ყველაფერი აღსრულდება მისი სიტყვებით და მისი სიტყვები წარმოაჩენს ფაქტებს. დედამიწაზე ყველა წარმოთქვამს და განადიდებს უფლის სიტყვებს, განურჩევლად იმისა, იქნება ეს ზრდასრული თუ ბავშვი, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა; ყველა ადამიანი დაემორჩილება უფლის სიტყვებს. უფლის სიტყვები ხორცშესხმული სახით ჩნდება, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, იხილონ ისინი დედამიწაზე, ნათლად და ცხადად. ეს ნიშნავს, რომ სიტყვა ხორცშესხმული გახდა. ღმერთი დედამიწაზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის მოვიდა, რომ „სიტყვა ხორცშესხმული“ ყოფილიყო, ანუ ის მოვიდა იმისათვის, რომ მისი სიტყვები ხორციდან გამომდინარე ყოფილიყო (ძველი აღთქმის და მოსეს დროისგან განსხვავებით, როდესაც ღვთის ხმა პირდაპირ ზეციდან გაისმოდა). ამის შემდეგ, მისი ყველა სიტყვა ათასწლოვანი სამეფოს ეპოქაში აღსრულდება; ეს ადამიანის თვალისთვის ხილული ფაქტები იქნება და ადამიანები მათ საკუთარი თვალით დაინახავენ ყოველგვარი სახესხვაობის გარეშე. ეს გახლავთ ღმერთის განკაცების საბოლოო მნიშვნელობა - როდესაც სულის საქმე ხორცითა და სიტყვებით აღსრულდება. ეს გახლავთ ჭეშმარიტი მნიშვნელობა სიტყვებისა "სიტყვა ხორცად იქცა" და "სიტყვის ხორცში წარმოჩენა". მხოლოდ ღმერთს შეუძლია სულიწმიდის განზრახვების გამოხატვა და მხოლოდ ხორცში მყოფ ღმერთს შეუძლია სულიწმიდის სახელით საუბარი; უფლის სიტყვები განსხეულებულ ღმერთში ვლინდება და ყველა სხვა ამ სიტყვებით ხელმძღვანელობს. არავინაა გამონაკლისი. ყველა ამ ფარგლებში არსებობს. მხოლოდ ამ სიტყვებითაა შესაძლებელი ადამიანთა მიერ გაცნობიერების მიღწევა; ისინი, ვინც ვერ მიაღწევენ ამ გზით, ოცნებობენ, ან ფიქრობენ, რომ სიტყვებს ზეციდან მოისმენენ. ასეთია უფლის განსხეულებულ ხორცში გამოვლენილი ძალაუფლება, რომელიც ყველას აიძულებს, სრულიად იწამოს მისი. ამ სიტყვებს ყველაზე პატივსაცემი ექსპერტები და რელიგიური მოძღვრებიც კი ვერ წარმოთქვამენ. მათ ყველანი უნდა დაემორჩილნონ და ვერავინ შეძლებს თავიდან დაწყებას. ღმერთი სიტყვებს გამოიყენებს სამყაროს დასაპყრობად. ის ამას გააკეთებს არა თავისი განკაცებული ხორცით, არამედ ხორცშესხმული ღვთიური სიტყვებით, რათა სამყაროში ყველა ადამიანი დაიპყროს; ოღონდ, ეს არის სიტყვა, რომელიც ხორცშესხმულია და მხოლოდ ეს არის სიტყვის ხორცშესხმული გამოვლინება. შესაძლოა, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ღმერთმა ბევრი არაფერი გააკეთა, მაგრამ საკმარისია, რომ ღმერთმა თავისი სიტყვები წარმოთქვას და ისინი სრულიად დარწმუნდებიან და შეძრწუნდებიან. ფაქტების გარეშე ადამიანები ყვირიან და კივიან; ღვთის სიტყვებით კი ჩუმდებიან. ღმერთი ამ ფაქტს აუცილებლად აღასრულებს, რადგან ის გახლავთ უფლის მიერ კარგა ხნის წინ შედგენილი გეგმა: აღასრულოს დედამიწაზე სიტყვის მოვლინების ფაქტი. პრინციპში, ჩემგან ახსნა არც სჭირდება - ათასწლოვანი სამეფოს დედამიწაზე მოვლინება ღვთის სიტყვების დედამიწაზე მოვლინებაა. ზეციდან ახალი იერუსალიმის ჩამოსვლა - ღვთის სიტყვების მოვლინებაა, რათა დამკვიდრდეს ადამიანთა შორის, მიჰყვეს მათ თითოეულ ქმედებას და ყველა ფარულ ფიქრს. ესეც ისეთი ფაქტი გახლავთ, რომელსაც აღასრულებს უფალი; ათასწლოვანი სამეფოს მშვენიერებაც ამაში ვლინდება. ასეთია უფლის მიერ დადგენილი გეგმა: მისი სიტყვები დედამიწაზე ათასი წლის შუალედით გამოვლინდება და ისინი წარმოაჩენენ მის ყველა საქმეს დედამიწაზე და აღასრულებენ მათ, რის შემდეგაც კაცობრიობის ეს ეტაპი დასრულდება.

წინა: გამოცდილების შესახებ

შემდეგი: როგორია შენი ურთიერთობა ღმერთთან?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება