წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (5)
ბოლო შეკრებაზე ჩვენ თანავეზიარეთ წინამძღოლთა და მუშაკთა ვალდებულებების მეხუთე პუნქტს. მეხუთე პუნქტზე თანაზიარებისას გავარჩიეთ ცრუ წინამძღოლების ზოგიერთი გამოვლინება და ქმედება და ამ პუნქტზე თანაზიარება დავასრულეთ. ახლა წინამძღოლთა და მუშაკთა ვალდებულებების მეექვსე და მეშვიდე პუნქტებს თანავეზიარეთ. რა არის ამ ორი პუნქტის კონკრეტული შინაარსი? (პუნქტი მეექვსე: ყოველგვარი კვალიფიციური ტალანტის ხელშეწყობა და კულტივირება, რათა ჭეშმარიტების მაძიებელ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს და რაც შეიძლება მალე შევიდეს ჭეშმარიტ რეალობაში. პუნქტი მეშვიდე: სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად განაწილება და გამოყენება, მათი ადამიანური თვისებებისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, ისე, რომ თითოეულმა მათგანმა საუკეთესოდ გამოავლინოს თავი.) მოდი, გავარჩიოთ ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა ქმედება და გამოვლინება ამ ორი პუნქტიდან გამომდინარე. ეს ორი პუნქტი მიეკუთვნება ერთსა და იმავე კატეგორიას, რომელიც ეკლესიის მიერ ყველა ტიპის ადამიანის წინსვლას, კულტივირებასა და გამოყენებას ითვალისწინებს. მოდი, პირველ რიგში თანავეზიაროთ ღვთის სახლის პრინციპებს ყოველგვარი კვალიფიციური ტალანტის წინსვლისა და კულტივირების ხელშეწყობის მიზნით. ამგვარად, განა ვერ შეძლებთ ზოგიერთი იმ პრინციპის არსებითად გაგებას, რომლებსაც წინამძღოლები და მუშაკები ამ საქმის შესრულებისას უნდა იცავდნენ? შეიძლება იფიქროთ: „როგორც წინამძღოლებსა და მუშაკებს, ხშირად გვიწევს ამ საკითხებთან შეხება, ჩვენ უკვე ვიცით ეს საქმე და გარკვეული გამოცდილებაც გვაქვს, ამდენად, ამის შესახებ არაფერიც რომ არ თქვა, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია და ამაზე საგანგებოდ თანაზიარება საჭირო აღარ არის“. მაშ, ამაზე თანაზიარება საჭირო აღარ არის? (ჩვენ გვჭირდება ამაში თქვენი თანადგომა. ჩვენ კვლავაც ვერ ჩავწვდომივართ ამასთან დაკავშირებულ პრინციპებს, არადა, გვყავს ნიჭიერი ადამიანები, რომელთა ამოცნობაც ჯერ კიდევ არ ვიცით.) წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობა კვლავაც ძალიან დაბნეულია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეასრულონ ეს საქმე, ჯერ კიდევ გზის ძიების პროცესში იმყოფებიან და ვერ ჩასწვდომიან საკუთრივ პრინციპებს, ამიტომ, კვლავაც გვჭირდება დეტალების განხილვა.
პუნქტი მეექვსე: ყოველგვარი კვალიფიციური ტალანტის ხელშეწყობა და კულტივირება, რათა ჭეშმარიტების მაძიებელ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა დაოსტატდეს და რაც შეიძლება მალე შევიდეს ჭეშმარიტ რეალობაში
ღვთის სახლის მნიშვნელობა ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანის ხელშეწყობისა და კულტივირებისთვის
რატომ უწყობს ხელს ღვთის სახლი ყველა ტიპის ნიჭიერ ადამიანს და ახდენს მათ კულტივირებას? განა ყველს ტიპის ნიჭიერი ადამიანის ხელშეწყობა და კულტივირება მეცნიერების, განათლებისა და ლიტერატურის სფეროში სამოღვაწეოდ ხორციელდება? დროა, მთელმა ღვთის რჩეულმა ხალხმა იცოდეს, რომ როდესაც ღვთის სახლი ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის ნიჭიერ ადამიანებს და ახდენს მათ კულტივირებას, ეს არ კეთდება რაიმე სახის მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შესაქმნელად და სასწაულის მოსახდენად ან კაცობრიობის განვითარების ისტორიის გამოსაკვლევად, და, მით უმეტეს, არა კაცობრიობის მომავლისთვის რაიმე გეგმის შესამუშავებლად. მაშ, რატომ უწყობს ხელს და ახდენს მათ კულტივირებას? ღვთის სახლი ყველა ტიპის ნიჭიერ ადამიანს? გესმით თუ არა ეს? (იმისთვის, რათა გავრცელდეს ცათა სასუფევლის სახარება.) იმისთვის, რათა გავრცელდეს ცათა სასუფევლის სახარება — ეს ერთი მიზეზია. კიდევ რა მიზეზია? (იმისთვის, რათა ყველას, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, წვრთნის შესაძლებლობა ჰქონდეს.) სწორია, ეს პასუხი საკმაოდ გონივრულია და მიზანში ხვდება. ეს იმისთვისაა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს, წვრთნისა და ჭეშმარიტება-რეალობაში რაც შეიძლება სწრაფად შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეს. ორივე პასუხი, რომელიც ეს-ესაა გაეცით, სწორი და ზუსტია. ღვთის სახლის მიერ ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანის ხელშეწყობა და კულტივირება, ერთი მხრივ, უკავშირდება ცათა სასუფევლის სახარების გავრცელებასა და ღვთის საქმეს, მეორე მხრივ კი, ის უკავშირდება ინდივიდუალურ ძიებასა და შესვლას. ეს არის ორი ყოვლისმომცველი ასპექტი. კონკრეტულად რომ ვთქვათ, როგორია ღვთის სახლის მნიშვნელობა ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობისა და კულტივირებისთვის? კონკრეტულად რა საქმეს ასრულებენ ეკლესიაში ეს დაწინაურებული და კულტივირებული ადამიანები? როდესაც ღვთის სახლი ხელს უწყობს ადამიანს და ახდენს მის კულტივირებას, რათა ის გუნდის წინამძღოლი, ზედამხედველი ან ეკლესიის წინამძღოლი თუ მუშაკი გახდეს, განა მათ თანამდებობის პირებად ამზადებენ? (არა.) ღვთის სახლი ხელს უწყობს და ახდენს მათ კულტივირებას იმისთვის, რათა მათ შეძლონ პასუხისმგებლობის აღება ეკლესიის სხვადასხვა საქმის ფარგლებში გაერთიანებულ კონკრეტულ პროექტებსა თუ ამოცანებზე, როგორებიცაა სახარებისეული საქმე, ტექსტზე მუშაობა, კინოწარმოების საქმე, მორწყვის საქმე, ასევე, ზოგიერთი ზოგადი საქმე და ა.შ. მაშ, როგორ ასრულებენ ისინი ამ კონკრეტულ ამოცანებს? სხვადასხვა ეკლესიური საქმის შესრულებით, ღვთის მოთხოვნების, ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება-პრინციპებისა და ღვთის სახლის სამუშაო წესებით, და, ამგვარად, საკუთარი ვალდებულების აღსრულებით ღვთის მოთხოვნებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოქმედებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებს საქმის შესასრულებლად აწინაურებენ და ახდენენ მათ კულტივირებას, საქმის კარგად შესრულების შესაძლებლობას მათ ოფიციალური წოდება ან სტატუსი როდი აძლევს. უფრო მართებული იქნება ითქვას, რომ ისინი უნდა გამოირჩეოდნენ გარკვეული თვისებებით საიმისოდ, რათა იტვირთონ კონკრეტული საქმე, ანუ იტვირთონ ის, რაც ღმერთმა მათ დააკისრა, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოვალეობა და ვალდებულება, რომელიც პასუხისმგებლობას გულისხმობს. სწორედ ეს არის სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობისა და კულტივირების კონკრეტული მნიშვნელობა და განსაზღვრა, როგორც ეს წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების მეექვსე პუნქტშია აღნიშნული. შესაბამისად, ადამიანების ხელშეწყობისა და კულტივირებისას ღვთის სახლის მიზანია ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანის კულტივირება, რათა მათ კარგად შეასრულონ სხვადასხვა საეკლესიო საქმე ღვთის მოთხოვნებისა და ღვთის სახლის სამუშაო წესების შესაბამისად; ეს ამ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა კონკრეტული საეკლესიო საქმე იტვირთონ. ამავდროულად, ღვთის სახლი ახდენს მათ კულტივირებას და წვრთნის ამ ადამიანებს იმისათვის, რათა მათ ისწავლონ ღვთის სიტყვაზე ფიქრი, ჭეშმარიტების თანაზიარება და პრინციპების მიხედვით მოქმედება, აზიარებს მათ ჭეშმარიტების პრაქტიკას, ღვთის სიტყვის შესაბამისად ცხოვრებას, ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას და აძლევს ჭეშმარიტი გამოცდილებისა და მოწმობების მიღების შესაძლებლობას, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ სხვების წინამძღოლობა, მორწყვა და მხარდაჭერა და სხვადასხვა საეკლესიო საქმის კარგად შესრულება, ამავდროულად, ღვთის რჩეულ ხალხს ეძლევა ღვთისადმი მორჩილების, ღვთის მოწმობის გაცემისა და სახარების ქადაგების მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანის ხელშეწყობისა და კულტივირების პრაქტიკის მეთოდი, ერთი მხრივ, არის ადამიანების გაძღოლა ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენებისა და გამოცდის, საკუთარი თავის შეცნობის, გახრწნილი ხასიათისგან გათავისუფლებისა და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლის გზაზე; მეორე მხრივ, ის ემსახურება იმას, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა გამოიყენონ ერთგულებისა და მორჩილების საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება ადამიანების გაძღოლისა და კულტივირებისთვის, რათა მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და გასცენ ღვთის მტკიცე მოწმობა. ეს არის სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების კულტივირების ორი მთავარი პრაქტიკული გზა. ეს არის ის კონკრეტული საქმე, რომელსაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობა და კულტივირება, და სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ხელშეწყობისა და კულტივირების ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
ღვთის სახლის მიერ ხელშეწყობილი და კულტივირებული სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების აუცილებელი კრიტერიუმები
I. სხვადასხვა ტიპის საქმის შემსრულებელი წინამძღოლების, მუშაკებისა და ზედამხედველების სავალდებულო კრიტერიუმები
ვინ უნდა ვიგულისხმოთ „ეკლესიის მიერ დაწინაურებულ და კულტივირებულ სხვადასხვა ტიპის ნიჭიერ ადამიანებში“? რა წრეები იგულისხმება აქ? პირველი არის იმ ტიპის ხალხი, რომელიც სხვადასხვა სამუშაოს ზედამხედველი შეიძლება იყოს. როგორია სხვადასხვა სამუშაოს ზედამხედველთა სავალდებულო სტანდარტები? არსებობს სამი ძირითადი სტანდარტი. პირველი — მათ ჭეშმარიტების წვდომის უნარი უნდა ჰქონდეთ. მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლიათ ზედმიწევნით, დაუმახინჯებლად ჭეშმარიტების წვდომა და დასკვნების გამოტანა, კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები არიან. კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები, სულ მცირე, უნდა გამოირჩეოდნენ სულიერების გაგებით და შეეძლოთ ღვთის სიტყვის დამოუკიდებლად ჭამა და სმა. ღვთის სიტყვის ჭამისა და სმის პროცესში მათ უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად მიიღონ ღვთის სიტყვის სამსჯავრო, გაკიცხვა და გასხვლა და ეძიონ ჭეშმარიტება, რათა გაუმკლავდნენ საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, საკუთარი ნების გამრუდებას, ისევე, როგორც თავიანთ გახრწნილ ხასიათს — თუ ისინი ამ სტანდარტს მიაღწევენ, ეს ნიშნავს, რომ მათ იციან, როგორ ჩასწვდნენ ღვთის საქმეს, და ეს საუკეთესო თვისებების გამოვლინებაა. მეორე — მათ საეკლესიო საქმის პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა ზიდონ. ადამიანები, რომლებიც წრფელი გულით ეზიდებიან ტვირთს, ამას მხოლოდ ენთუზიაზმით კი არ აკეთებენ, არამედ ჭეშმარიტ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ავლენენ, გარკვეული ჭეშმარიტებები ესმით და ზოგიერთი პრობლემის არსში წვდომა ძალუძთ. ისინი ხედავენ, რომ საეკლესიო საქმესა და ღვთის რჩეულ ხალხში მრავალი სირთულე და პრობლემაა, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. ისინი ამას საკუთარი თვალით ხედავენ და გულის სიღრმეში წუხან ამაზე — სწორედ ამას ნიშნავს საეკლესიო საქმის ტვირთის ზიდვა. თუკი ვინმეს მხოლოდ კარგი სულიერი მონაცემები და ჭეშმარიტების წვდომის უნარი აქვს, მაგრამ ზარმაცია, ესწრაფვის ბიწიერ სიამეებს, არ მიილტვის რეალური საქმის კეთებისკენ და საქმეს მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც ზემდგომი მის დასასრულებლად ვადას უწესებს, ამიტომ მის შესრულებას თავს ვეღარ არიდებს, მაშინ ამ ადამიანზე არ ითქმის, რომ ის ტვირთის მზიდველია. ადამიანები, რომლებიც ტვირთს არ ეზიდებიან, არიან ადამიანები, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, არ გამოირჩევიან სამართლიანობის გრძნობით და უმაქნისები არიან, დღე და მოსწრება მუცლის ამოყორვაში ატარებენ ისე, რომ სერიოზულად არაფერს უფიქრდებიან. მესამე — ისინი შრომისუნარიანები უნდა იყვნენ. რას ნიშნავს „შრომისუნარიანობა“? მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მათ არა მხოლოდ საქმის განაწილება და ხალხისთვის მითითებების მიცემა, არამედ პრობლემების განსაზღვრა და გადაჭრაც შეუძლიათ — სწორედ ამას ნიშნავს შრომისუნარიანობა. გარდა ამისა, მათ ასევე, ორგანიზატორული უნარები უნდა ჰქონდეთ. ორგანიზატორული უნარების მქონე ადამიანებს განსაკუთრებით ეხერხებათ ხალხის შემოკრება, საქმის ორგანიზება და მოგვარება, პრობლემების გადაჭრა, ხოლო საქმის მოგვარებისა და პრობლემების გადაჭრისას ხალხის მყარად დარწმუნება და აყოლიება ხელეწიფებათ — სწორედ ამას ნიშნავს ორგანიზატორული უნარების ქონა. მათ, ვინც ნამდვილად გამოირჩევიან შრომისუნარიანობით, შეუძლიათ შეასრულონ ღვთის სახლის მიერ დასახული კონკრეტული დავალებები, თან ამის სწრაფად და გაბედულად, უზადოდ გაკეთება შეუძლიათ, უფრო მეტიც — სხვადასხვა საქმის კარგად შესრულება ძალუძთ. ასეთია ღვთის სახლის სამი სტანდარტი, რომლებიც წინამძღოლებისა და მუშაკების ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო. ვინც ამ სამ სტანდარტს აკმაყოფილებს, ის არის იშვიათი, ნიჭიერი ადამიანი, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დავაწინაუროთ, განვავითაროთ და დავაოსტატოთ, ხოლო გარკვეული ხნის განმავლობაში პრაქტიკის გავლის შემდეგ, მას საქმის კეთება შეეძლება. მათ, ვინც კარგი სულიერი მონაცემებით გამოირჩევიან, ტვირთს ეზიდებიან და შრომისუნარიანები არიან, არ სჭირდებათ სხვების მუდმივი მეურვეობა, ზედამხედველობა და საქმის კეთებისკენ წაქეზება. ისინი პროაქტიურები არიან, იციან, როდის რა საქმე უნდა შესრულდეს, რა საქმე უნდა შემოწმდეს და გაკონტროლდეს და რა საქმეს ესაჭიროება გულდასმით შესწავლა ან ყურადღებით დაკვირვება. ისინი კარგად ერკვევიან ამ საკითხებში. ასეთი ადამიანები საკმაოდ სანდო და საიმედონი არიან თავიანთ საქმიანობაში და არანაირ სერიოზულ პრობლემას არ წარმოქმნიან. პრობლემები რომც წარმოიქმნას, ეს იქნება უმნიშვნელო საკითხები, რომლებიც საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ ღმერთს ამ ადამიანების მიერ შესრულებულ საქმეზე წუხილი არ მოუწევს. მხოლოდ ისინი, ვისაც ნამდვილად შეუძლიათ თავიანთ საქმეში დამოუკიდებლად მყარად დგომა, ჭეშმარიტად გამოირჩევიან შრომისუნარიანობით. ისინი, ვისაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მყარად დგომა და მუდამ ესაჭიროებათ სხვების მეურვეობა, თვალყურის დევნება, ზედამხედველობა და ისიც კი, რომ ვიღაცამ ხელი ჩაჰკიდოს და უკარნახოს, რა უნდა გააკეთონ — უკიდურესად ღარიბი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები არიან. იმ საქმის შედეგები, რომელსაც ჩვეულებრივი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები ასრულებენ, ზედმიწევნით ჩვეულებრივია, ამიტომ ამ ადამიანებს სჭირდებათ, რომ სხვებმა თვალყური ადევნონ და ზედამხედველობა გაუწიონ, სანამ რაიმეს გაკეთებას შეძლებენ. ამის საპირისპიროდ, კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მყარად დგომა მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოემზადებიან, და ყოველ ჯერზე, როდესაც ზემდგომი მათ დავალების შესასრულებლად მითითებებს აძლევს და გარკვეულ პრინციპებს უზიარებს, შეუძლიათ ამ პრინციპების წვდომა, შესაბამისად, საქმის შესრულება და უმეტესწილად სწორად მოქმედება რამდენადმე მნიშვნელოვანი გადახრებისა თუ ხარვეზების გარეშე, და იმ შედეგების მიღწევა, რომლებიც მოეთხოვებათ — სწორედ ამას ნიშნავს შრომისუნარიანობა. მაგალითად, როცა ღვთის სახლი მოითხოვს ეკლესიის გაწმენდას, ანტიქრისტეებისა და ბოროტი ადამიანების გამოაშკარავებასა და ეკლესიიდან განდევნას, იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, ამ დავალების შესრულებისას ძირითადად სწორ გზას მიუყვებიან. მას შემდეგ, რაც ანტიქრისტე გამოჩნდება, სულ მცირე, დაახლოებით ნახევარი წელია საჭირო მის გამოსააშკარავებლად და განსადევნად. ამ დროს, მათ, ვინც შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, შეუძლიათ მისი გამოაშკარავება, ანტიქრისტეს გამოვლინებების გასაანალიზებლად ჭეშმარიტების გზაზე დასადგომად გაერთიანება და ძმებისა და დების დახმარება იმაში, რომ მათ შეძლონ ამ გამოვლინებების ამოცნობა და არ შევიდნენ შეცდომაში, რითიც მისცემენ შესაძლებლობას, წინ აღუდგნენ, ამხილონ და განდევნონ ანტიქრისტე. როდესაც ანტიქრისტეები ან ბოროტი ადამიანები შრომისუნარიანი ადამიანების საქმიანობის სფეროში ჩნდებიან, ძმებისა და დების უმეტესობა ძირითადად, შეცდომაში არ შედის და გავლენის ქვეშ არ ექცევა. მხოლოდ რამდენიმე გონებასუსტი და ღარიბი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი შედის შეცდომაში, და ეს ნორმალური მოვლენაა. კარგი სულიერი მონაცემების მქონე და შრომისუნარიანობით გამორჩეულ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ საქმეში ამ შედეგების მიღწევა; ასეთ ადამიანებს კარგად ესმით ჭეშმარიტება-რეალობა და წინამძღოლებისა და მუშაკების სტანდარტს შეესაბამებიან.
ჩემ მიერ ახლახან ნახსენები სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანებიდან, პირველ ტიპს წარმოადგენდენ ისინი, ვისაც შეუძლიათ იყვნენ სხვადასხვა საქმის ზედამხედველები. მათთვის პირველი მოთხოვნაა, რომ ჰქონდეთ ჭეშმარიტების აღქმის უნარი და სულიერი მონაცემები. ეს არის მინიმალური მოთხოვნა. მეორე მოთხოვნაა, რომ ისინი ეზიდებოდნენ ტვირთს — ეს აუცილებელია. ზოგიერთი ადამიანი ჩვეულებრივ ხალხზე უფრო სწრაფად სწვდება ჭეშმარიტებას, აქვს სულიერი გაგება, არის კარგი სულიერი მონაცემების მქონე, ფლობს მუშაობის უნარს და გარკვეული პერიოდის პრაქტიკის შემდეგ, აბსოლუტურად შეუძლია დამოუკიდებლად მყარად დგომა. მაგრამ ამ ადამიანებთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული პრობლემა — ისინი არ ეზიდებიან ტვირთს. მათ უყვართ ჭამა, სმა, გართობა და უმიზნოდ ხეტიალი. ისინი ძალიან არიან დაინტერესებულნი ამ ყველაფრით, მაგრამ თუ მათ სთხოვენ შეასრულონ რაიმე კონკრეტული საქმე, რომელიც მოითხოვს მათგან გასაჭირის ატანას, ფასის გადახდასა და საკუთარი თავის ოდნავ შეზღუდვას, ისინი უხალისონი ხდებიან და აცხადებენ, რომ აწუხებთ რაიმე დაავადება ან ტკივილი, და რომ მათი სხეულის თითოეული ნაწილი დისკომფორტს განიცდის. ისინი არიან თავაშვებულნი და უდისციპლინონი, უპასუხისმგებლონი, ჯიუტნი და თავნებანი. ისინი ჭამენ, სძინავთ და ერთობიან მაშინ, როცა მოესურვებათ, და საქმეს მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა მოეხასიათებათ. თუ საქმე ოდნავ რთული ან დამღლელია, ისინი კარგავენ ინტერესს და აღარ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება. არის კი ეს ტვირთის ზიდვა? (არა.) ადამიანები, რომლებიც არიან ზარმაცნი და ხარბად ესწრაფვიან ხორციელ კომფორტს, არ არიან ისინი, ვინც უნდა დაწინაურდნენ და კულტივირდნენ. ასევე არიან ადამიანები, რომელთა სულიერი მონაცემები სავსებით საკმარისია საქმისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი უბრალოდ არ ეზიდებიან ტვირთს, არ უყვართ პასუხისმგებლობის აღება, არ უყვართ პრობლემები და ერიდებიან თავის შეწუხებას. ისინი თვალს ხუჭავენ იმ საქმეზე, რომელიც შესასრულებელია, და რომც ხედავდნენ მას, არ სურთ მასზე ზრუნვა. არიან კი ამ ტიპის ადამიანები დაწინაურებისა და კულტივირების კანდიდატები? რა თქმა უნდა, არა; ადამიანები უნდა ეზიდებოდნენ ტვირთს, რათა დაწინაურდნენ და კულტივირდნენ. ტვირთის ზიდვა ასევე შეიძლება აღიწეროს, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა. პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა უფრო მეტად ადამიანობას უკავშირდება; ტვირთის ზიდვა კი ეხება ერთ-ერთ სტანდარტს, რომელსაც ღვთის სახლი იყენებს ადამიანების შესაფასებლად. ისინი, ვინც ეზიდებიან ტვირთს და, ამასთან, ფლობენ კიდევ ორ სხვა რამეს — ჭეშმარიტების აღქმის უნარსა და სულიერ მონაცემებს, და მუშაობის უნარს — არიან იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც შეიძლება დაწინაურდნენ და კულტივირდნენ, და ამ ტიპის ადამიანები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა საქმის ზედამხედველები. ეს არის სავალდებულო სტანდარტები ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისთვის, რათა გახდნენ სხვადასხვა ტიპის ზედამხედველები, და ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ სტანდარტებს, დაწინაურებისა და კულტივირების კანდიდატები არიან.
II. სხვადასხვა პროფესიის ნიჭიერი ადამიანებისთვის სავალდებულო კრიტერიუმები, რომლებსაც განსაკუთრებული ტალანტი ან ნიჭი აქვთ
გარდა იმ ტიპის ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ სხვადასხვა საქმის ზედამხედველები, დაწინაურებასა და კულტივირებას ექვემდებარება ადამიანთა კიდევ ერთი ტიპი — ისინი, ვინც ფლობენ განსაკუთრებულ ტალანტს ან ნიჭს, ან აქვთ ათვისებული გარკვეული პროფესიული უნარები. რა სტანდარტს მოითხოვს ღვთის სახლი ამგვარი ადამიანების გუნდის წინამძღოლებად კულტივირებისთვის? პირველ რიგში, შეხედეთ მათ ადამიანობას — თუკი მათ შედარებით უყვართ დადებითი რაღაცები და არ არიან ბოროტი ადამიანები, ეს საკმარისია. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „რატომ არ მოეთხოვებათ მათ, იყვნენ ისინი, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას?“ რადგან გუნდის წინამძღოლები არ არიან ეკლესიის წინამძღოლები ან მუშაკები, არც ისინი არიან, ვინც რწყავენ, და მათთვის ჭეშმარიტების ძიების სტანდარტის დაკმაყოფილების მოთხოვნა იქნებოდა ზედმეტი, ხოლო უმეტესობისთვის — მიუღწეველი. ეს არ მოეთხოვებათ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ზოგად საქმეს ან კონკრეტულ პროფესიულ საქმეს; ასე რომ ყოფილიყო, მხოლოდ რამდენიმე იქნებოდა კვალიფიციური, ამიტომ სტანდარტები უნდა შემცირდეს. თუკი ადამიანებს ესმით თავიანთი პროფესია და შეუძლიათ საქმის ტვირთვა, და არ სჩადიან ბოროტებას ან არ იწვევენ არევ-დარევას, ეს საკმარისია. ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება გარკვეულ უნარებსა და პროფესიებში და ასევე გარკვეული ძლიერი მხარეები, თუ ისინი აპირებენ ღვთის სახლში ისეთი საქმის შესრულებას, რომელიც მოითხოვს უნარების ცოდნას და უკავშირდება მათ პროფესიებს, თუკი ისინი არიან შედარებით ალალნი და ზნეობრივად მართალნი, არ არიან ბოროტნი, არ აქვთ გამრუდებული აღქმა, შეუძლიათ გასაჭირის ატანა და მზად არიან საფასურის გადასახდელად, ეს საკმარისია. ამრიგად, პირველი მოთხოვნა ასეთი ადამიანების გუნდის წინამძღოლებად კულტივირებისთვის არის ის, რომ მათ შედარებით უნდა უყვარდეთ დადებითი რამ და, გარდა ამისა, უნდა შეეძლოთ გასაჭირის ატანა და ფასის გადახდა. კიდევ რა არის? (ისინი უნდა იყვნენ ზნეობრივად მართალნი, არ უნდა იყვნენ ბოროტნი და არ უნდა ჰქონდეთ გამრუდებული აღქმა.) მათი ზნეობა უნდა იყოს შედარებით უზადო, ისინი არ უნდა იყვნენ ბოროტი ადამიანები და არ უნდა ჰქონდეთ გამრუდებული აღქმა. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „მაშ, შეიძლება თუ არა მათი ჭეშმარიტების აღქმის უნარი მაღალ დონედ ჩაითვალოს? ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგ, შეუძლიათ თუ არა მათ ჭეშმარიტება-რეალობის შეცნობა და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა?“ არ არის საჭირო ამ ყველაფრის მოთხოვნა; საკმარისია მოვითხოვოთ, რომ ასეთ ადამიანებს არ ჰქონდეთ გამრუდებული აღქმა. როდესაც ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გამრუდებული აღქმა, ასრულებენ თავიანთ საქმეს, ერთ-ერთი სარგებელი ის არის, რომ ისინი, დიდი ალბათობით, არ გამოიწვევენ შეფერხებას და არ გააკეთებენ რაიმე აბსურდულს. მაგალითად, ღვთის სახლმა არაერთხელ იქონია თანაზიარება პრინციპების შესახებ მსახიობთა სამოსის ფერთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა იყოს ღირსეული და შესაფერისი, ფერადი და არა უფერული. თუმცა მაინც არიან ისეთები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ გაიაზრონ ის, რასაც ეუბნებიან, არ ესმით ის, რასაც ისმენენ, არ შესწევთ აღქმის უნარი და არ შეუძლიათ ღვთის სახლის ამ მოთხოვნებში არსებული პრინციპების იდენტიფიცირება, და საბოლოოდ ირჩევენ სამოსს, რომელიც მთლიანად ნაცრისფერია — განა ეს არ არის გამრუდებული აღქმა? (დიახ.) სწორედ ამას ნიშნავს გამრუდებული აღქმის ქონა. რას ნიშნავს ძირითადად, შედარებით გიყვარდეს დადებითი რამ? (ჭეშმარიტების მიღების უნარს.) სწორია. ეს ნიშნავს, შეგეძლოს, მიიღო სიტყვები და საგნები, რომლებიც შეესაბამება ჭეშმარიტებას, და შეგეძლოს ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტების ყველა ასპექტის მიღება და მათდამი დამორჩილება. განურჩევლად იმისა, შეუძლიათ თუ არა ასეთ ადამიანებს ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება, სულ მცირე, გულის სიღრმეში ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ და არ უნდა განიცდიდნენ ზიზღს ამის მიმართ. ასეთი ადამიანები კარგი ადამიანები არიან, და სასაუბრო ენაზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი წესიერი ადამიანები არიან. რა არის წესიერი ადამიანების მახასიათებლები? ისინი გრძნობენ ზიზღს, სიძულვილსა და უკმაყოფილებას იმ ბოროტი ქმედებების მიმართ, რომელთა ჩადენაც არამორწმუნეებს უყვართ, ისევე, როგორც იმ ბოროტი ტენდენციების მიმართ, რომლებსაც არამორწმუნეები მიჰყვებიან. მაგალითად, არამორწმუნე სამყაროს ტენდენციები მხარს უჭერს ბოროტ ძალებს და მრავალი ქალი მიისწრაფვის მდიდარზე დაქორწინებისკენ ან ვინმეს საყვარლობისკენ. განა ეს ბოროტება არ არის? ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება, ეს ყველაფერი განსაკუთრებით ეზიზღებათ და ზოგიერთი ამბობს: „დასაქორწინებლად ვერავინ რომ ვერ ვიპოვო და სიღარიბისგან რომც ვკვდებოდე, მაინც არასოდეს მოვიქცეოდი ისე, როგორც ეს ადამიანები“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სძაგთ ასეთი ხალხი და ეზიზღებათ ისინი. წესიერი ადამიანების ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ მათთვის ბოროტი ტენდენციები საზიზღარი და ამაზრზენია, და სძაგთ ისინი, ვინც ასეთი ტენდენციების მახეში გაება. ეს ადამიანები საკმაოდ წესიერები არიან; როდესაც საქმე ეხება ღვთის რწმენასა და კარგ ადამიანად ყოფნას, სწორი გზით სიარულს, ღვთის თაყვანისცემასა და ბოროტებისგან განრიდებას, ბოროტი ტენდენციებისგან განრიდებასა და წუთისოფლად ყოველგვარი ბოროტი ქცევისგან განრიდებას, გულის სიღრმეში ისინი გრძნობენ, რომ ეს კარგი რამ არის. განურჩევლად იმისა, შეუძლიათ თუ არა მათ ამ ყველაფრის მიღწევა, და განურჩევლად იმისა, თუ რამდენად მტკიცეა მათი გადაწყვეტილება, სწამდეთ ღმერთი და იარონ სწორი გზით, საბოლოო ჯამში, გულის სიღრმეში მათ სწყურიათ ნათელში ცხოვრება და სწყურიათ იყვნენ იქ, სადაც სამართლიანობა მეუფებს. ასეთი მართალი ადამიანები არიან იმ ტიპისანი, რომლებსაც საკმაოდ უყვართ დადებითი რაღაცები. ისინი, ვისი დაწინაურება და კულტივირებაც ღვთის სახლის მიერ უნდა მოხდეს, სულ მცირე, წესიერი ადამიანური ზნეობითა და პოზიტიური რაღაცების სიყვარულით უნდა გამოირჩეოდნენ. ეს ასევე არის პირველი სავალდებულო სტანდარტი იმ ტიპის ნიჭიერი ადამიანების დასაწინაურებლად, რომლებსაც აქვთ პროფესიული უნარები და ძლიერი მხარეები. მეორე სტანდარტი არის ის, რომ ასეთ ადამიანებს უნდა შეეძლოთ გასაჭირის ატანა და საფასურის გადახდა. ანუ, როდესაც საქმე ეხება მიზნებს ან საქმეს, რომლის მიმართაც ისინი დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი, მათ შეუძლიათ გვერდზე გადადონ საკუთარი სურვილები, გვერდზე გადადონ ხორციელი სიამოვნებანი და კომფორტული ცხოვრების წესი და უარი თქვან საკუთარ სამომავლო პერსპექტივებზეც კი. უფრო მეტიც, მცირეოდენი გასაჭირი ან მცირე დაღლილობის შეგრძნება მათთვის დიდი პრობლემა არ არის. სანამ ისინი აკეთებენ რაიმე მნიშვნელოვანს და იმას, რაც სწორად მიაჩნიათ, ისინი სიხარულით ამბობენ უარს ხორციელ სიამოვნებებსა და სარგებელზე — ან, სულ მცირე, მიღებული აქვთ ამის გაკეთების გადაწყვეტილება და ამის სურვილი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ზოგჯერ ეს ადამიანი კვლავ ხარბად ესწრაფვის ხორციელ კომფორტს: ზოგჯერ სურს დიდხანს ძილი ან კარგი საჭმლის ჭამა, და ზოგჯერ სურს სასეირნოდ გარეთ გასვლა ან უსაქმოდ ყოფნა — მაგრამ უმეტესწილად მას შეუძლია გასაჭირის ატანა და საფასურის გადახდა; უბრალოდ, ზოგჯერ მისი განწყობა უბიძგებს ასეთი ფიქრებისკენ. ჩაითვლება თუ არა ეს პრობლემად?“ არ ჩაითვლება. ზედმეტი იქნებოდა იმის მოთხოვნა, რომ მათ სრულად უარყონ ხორციელი სიამოვნებანი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ზოგადად, როდესაც შენ ასეთ ადამიანებს საქმეს ავალებ, განურჩევლად იმისა, ეს დიდი საქმეა თუ არა, და მოსწონთ თუ არა მისი კეთება, და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს საქმე, ან რამხელა გასაჭირის ატანაც არ უნდა მოუწიოთ, ან რა საფასურის გადახდაც არ უნდა დასჭირდეთ, სანამ შენ მათ ამას დაავალებ, გარანტირებულია, რომ ისინი ამას თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმით შეასრულებენ, თუნდაც არ სჭირდებოდეთ, რომ შენ ადევნებდე თვალყურს ან ზედამხედველობას უწევდე მათ. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გასაჭირის ატანა და ფასის გადახდა, და ეს წესიერი ადამიანების კიდევ ერთი გამოვლინებაა. რას ნიშნავს, შეგეძლოს გასაჭირის ატანა და ფასის გადახდა? ეს ნიშნავს იყო გულმოდგინე, იყო უკიდურესად თავდადებული და ყურადღებიანი, და იყო მზად ნებისმიერი გასაჭირის ასატანად და ნებისმიერი ფასის გადასახდელად, რათა საქმე ჯეროვნად შესრულდეს. ასეთი ადამიანები, როდესაც საქმე შესრულებას ეხება, ასრულებენ თავიანთ დანაპირებს და არიან სანდონი, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც არიან ღორმუცელანი და უქნარები, რომლებსაც უყვართ უსაქმურობა და სძულთ შრომა, ხოლო სარგებელს ყველაფერზე წინ აყენებენ. ეს ადამიანები არღვევენ თავიანთ დანაპირებს, მუდმივად ამბობენ ცრუ სიტყვებს სხვების მოსატყუებლად და შესაცდენად, და არ ერიდებიან ტყუილსა და ცრუ დაფიცებას თავიანთი მიზნების მისაღწევად — ღმერთი არ გადაარჩენს ასეთ ადამიანებს. ღმერთს მოსწონს პატიოსანი ხალხი. მხოლოდ პატიოსანი ხალხი ასრულებს თავის სიტყვას და არის თავისი მოვალეობების ერთგული, და მხოლოდ მათი გადარჩენა შეუძლია ღმერთს, ვისაც შეუძლია გასაჭირის ატანა და საფასურის გადახდა ღვთის დავალების შესასრულებლად. გასაჭირის ატანისა და საფასურის გადახდის უნარი არის მეორე მახასიათებელი და გამოვლინება, რომელსაც ადამიანი უნდა ფლობდეს, რათა დაწინაურდეს და კულტივირდეს ღვთის სახლის მიერ. მესამე სტანდარტი არის ის, რომ არ ჰქონდეთ გამრუდებული აღქმა. ანუ, ღვთის სიტყვების მოსმენის შემდეგ, მათ სულ მცირე უნდა შეეძლოთ იმის გაგება, თუ რას გულისხმობს ეს სიტყვები, მათ უნდა შეეძლოთ ღვთის ნათქვამის გააზრება, და მათი აღქმა არ უნდა იყოს გამრუდებული და აბსურდული. მაგალითად, თუ შენ საუბრობ ლურჯ ფერზე, ისინი არ აღიქვამდნენ მას შავად, ხოლო თუ საუბრობ ნაცრისფერზე, არ აღიქვამდნენ მას იისფრად. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი. მაშინაც კი, თუ ზოგჯერ მათი აღქმა გამრუდებულია, როდესაც სხვები მიუთითებენ ამაზე, მათ შეუძლიათ ამის მიღება, და თუ ხედავენ, რომ სხვას მათზე უფრო წმინდა აღქმა აქვს, მათ შეუძლიათ ამის უყოყმანოდ მიღება — ამ ტიპის ადამიანს აქვს წმინდა აღქმა. მეოთხე, ისინი არ უნდა იყვნენ ბოროტი ადამიანები. ეს ხომ ადვილი გასაგებია? არ იყო ბოროტი ადამიანი ნიშნავს, სულ მცირე, ერთი რამის კეთებას, კერძოდ იმას, რომ მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწევენ იმას, რაც ღვთის სახლმა მოსთხოვა მათ, ან დაარღვევენ პრინციპებს და არ დააშავებენ რამეს, გასხვლისას მათ უნდა შეეძლოთ ამის მიღება და დამორჩილება, წინააღმდეგობის გაწევისა და ნეგატივის ან წარმოდგენების გავრცელების გარეშე. გარდა ამისა, რომელ ჯგუფშიც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ შეუძლიათ ადამიანთა უმეტესობასთან ურთიერთობა და მათთან ჰარმონიული თანამშრომლობა. მაშინაც კი, როდესაც ვინმე გულს სტკენს რაიმე უსიამოვნოს თქმით, მათ შეუძლიათ ამის ატანა წყენის გულში ჩადების გარეშე, და თუ ვინმე ჩაგრავს მათ, ისინი არ პასუხობენ ბოროტებას ბოროტებით, არამედ უბრალოდ იყენებენ ბრძნულ გზებს დისტანციის შესანარჩუნებლად და მისგან თავის შორს დასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინდივიდები ვერ აღწევენ პატიოსანი ადამიანების დონეს, სულ მცირე, ისინი საკმაოდ ალალნი არიან და არ სჩადიან ბოროტებას, და თუ ვინმე შეურაცხყოფს მათ, არ იძიებენ შურს, არ აყენებენ ტანჯვას მეორე ადამიანს და არ თრგუნავენ მას. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები არ ცდილობენ საკუთარი დამოუკიდებელი სამეფოების შექმნას, არ მოქმედებენ ღვთის სახლის წინააღმდეგ, არ ავრცელებენ წარმოდგენებს ღმერთზე, არ ცდილობენ მის განკითხვას, არ აკეთებენ რაიმე დამანგრეველს და არ იწვევენ არევ-დარევას. ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი პუნქტი არის ძირითადი კრიტერიუმები იმ ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძლიერი მხარეები და ფლობენ გარკვეულ პროფესიულ უნარებს. სანამ ისინი აკმაყოფილებენ ამ ოთხ კრიტერიუმს, მათ ძირითადად შეუძლიათ გარკვეული მოვალეობების ტვირთვა და გარკვეული საქმის ჯეროვნად შესრულება.
ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „რატომ არ მოიცავს ის კრიტერიუმები, რომლებსაც ნიჭიერი ადამიანები დაწინაურებისა და სრულყოფისთვის უნდა აკმაყოფილებდნენ, ჭეშმარიტების გაგებას, ჭეშმარიტება-რეალობის ფლობას, ღვთისმოშიშებასა და ბოროტებისგან განრიდებას? რატომ არ მოიცავს ისინი ღვთის შეცნობის უნარს, ღმერთისადმი მორჩილების უნარს, ღვთისადმი ერთგულებასა და სტანდარტის შესაბამის ქმნილებად ყოფნას? ნუთუ ეს ყოველივე დავიწყებას მიეცა?“ მითხარით, თუ ადამიანს ესმის ჭეშმარიტება და შესულია ჭეშმარიტება-რეალობაში, შეუძლია ღმერთისადმი მორჩილება, არის ღვთისადმი ერთგული და აქვს ღვთისმოშიში გული, და, უფრო მეტიც, იცნობს ღმერთს, არ გაუწევს მას წინააღმდეგობას და არის სტანდარტის შესაბამისი ქმნილება, კვლავაც სჭირდება კი მას სრულყოფა? თუ მან ჭეშმარიტად მიაღწია ამ ყველაფერს, განა სრულყოფის შედეგი უკვე მიღწეული არ არის? (დიახ.) ამგვარად, ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებისა და სრულყოფის მოთხოვნები ამ კრიტერიუმებს არ მოიცავს. ვინაიდან დაწინაურებისა და სრულყოფისთვის კანდიდატების შერჩევა ხდება იმ ადამიანთაგან, რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება და გამოირჩევიან გახრწნილი მიდრეკილებების სიჭარბით, შეუძლებელია, რომ დასაწინაურებლად და სრულყოფისთვის შერჩეულ კანდიდატებს უკვე ჰქონდეთ ჭეშმარიტება-რეალობა, ან უკვე მთლიანად ემორჩილებოდნენ ღმერთს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთისადმი აბსოლუტურ ერთგულებაზე, და ისინი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შორს არიან ღვთის შეცნობისა და ღვთისმოშიში გულის ქონისგან. ის კრიტერიუმები, რომლებსაც ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანი უპირველეს ყოვლისა უნდა აკმაყოფილებდეს დაწინაურებისა და სრულყოფისთვის, სწორედ ისინია, რომლებიც ეს-ესაა ვახსენეთ — ეს ყველაზე რეალისტური და კონკრეტული კრიტერიუმებია. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი ამბობს: „ჩვენ აქ არ გვყავს ნიჭიერი ადამიანები, რომელთა დაწინაურება და სრულყოფა შეიძლება. ამა და ამ ადამიანს არ ესმის ჭეშმარიტება, ესა და ეს საქმეს ღვთისმოშიში გულის გარეშე აკეთებს, ამა და ამ ადამიანს არ შეუძლია გასხვლის მიღება, ესა და ეს არ გამოირჩევა ერთგულებით...“ და ასე შემდეგ, და უამრავ ნაკლს ასახელებენ. რას გულისხმობენ ეს ცრუ წინამძღოლები ამის თქმისას? იმის, რომ ამ ადამიანების დაწინაურება და სრულყოფა შეუძლებელია, რადგან მათ არ ესმით ჭეშმარიტება, არ გამოუცდიათ ღვთის საქმე, ჯერ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა და ა.შ., მაშინ, როცა თავად წინამძღოლებმა შეძლეს წინამძღოლები გამხდარიყვნენ იმიტომ, რომ უკვე აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება და ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას. განა ამას არ გულისხმობენ ეს ცრუ წინამძღოლები? მათ თვალში, არავინ არის მათზე უკეთესი და მათ გარდა არავინაა წინამძღოლობისთვის შესაფერისი. ეს არის ცრუ წინამძღოლების ამპარტავანი ხასიათის გამოვლინება; როდესაც საქმე ეხება ღვთის სახლის მიერ ადამიანების დაწინაურებასა და სრულყოფას, მათ წარმოდგენები და ფანტაზიები ეძალებათ.
III. ზოგად საკითხებში სამუშაო პერსონალის სავალდებულო კრიტერიუმები
მე ეს-ესაა ვახსენე ორი ტიპის ადამიანი, რომელთა სრულყოფაზეც ღვთის სახლი ამახვილებს ყურადღებას. ერთ ტიპს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები, ხოლო მეორე ტიპს — ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიული საქმის შესრულება. არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი. არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფლობენ განსაკუთრებულად ძლიერ მხარეებს ან პროფესიულ უნარებს; მათი საქმე არ მოიცავს რაიმე მოწინავე ტექნოლოგიას, ანუ ეს ადამიანები ეკლესიაში ასრულებენ გარკვეული ზოგადი ხასიათის საქმეს, ისინი აგვარებენ გარკვეულ საკითხებს, რომლებიც ეკლესიის ძირითად საქმიანობას არ განეკუთვნება. ისინი არიან იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც ზოგადი ხასიათის საქმეს ასრულებენ. როგორია ღვთის სახლის მთავარი მოთხოვნები ასეთი ადამიანების მიმართ? ყველაზე კრიტიკული მოთხოვნაა, რომ მათ შეეძლოთ ღვთის სახლის ინტერესების დაცვა, არ ეხმარებოდნენ გარეშე პირებს ღვთის სახლის ხარჯზე და არ ყიდდნენ ღვთის სახლის ინტერესებს სატანისთვის თავის მოსაწონებლად. სულ ეს არის. განურჩევლად იმისა, არიან ისინი ნიჭიერი კომუნიკატორები, საზოგადოების ნაღები თუ გამორჩეული ტალანტები, მათ უნდა შეეძლოთ ღვთის სახლის ინტერესების დაცვა ღვთის სახლისთვის გარე საკითხების მოგვარებისას. რას მოიცავს ღვთის სახლის ინტერესები? ფულს, მატერიალურ რესურსებს, ღვთის სახლისა და ეკლესიის რეპუტაციას და ძმებისა და დების უსაფრთხოებას — თითოეული ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც შესწევს უნარი დაიცვას ღვთის სახლის ინტერესები, ის გამოირჩევა ნორმალური ადამიანობით, არის საკმაოდ ღირსეული და მზად არის ჭეშმარიტების პრაქტიკაში განსახორციელებლად. ზოგიერთ ადამიანს არ გააჩნია გამჭრიახობა და ამბობს: „არსებობს ბოროტი ბუნების ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია ღვთის სახლის საქმის დაცვა“. განა ეს შესაძლებელია? (არა, არ არის.) როგორ შეუძლიათ ბოროტ ადამიანებს ღვთის სახლის საქმის დაცვა? მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლიათ. ამგვარად, თუ ადამიანს ჭეშმარიტად შეუძლია ღვთის სახლის ინტერესების დაცვა, ის უდავოდ, მაღალი ზნეობითა და ადამიანურობით გამოირჩევა; ეს არ შეიძლება მცდარი იყოს. თუ ადამიანი ღვთის სახლისთვის საქმის კეთებისას გარეშე პირებს ეხმარება ღვთის სახლის ხარჯზე, ყიდის მის ინტერესებს და არა მხოლოდ დიდ ეკონომიკურ და მატერიალურ ზარალს აყენებს ღვთის სახლს, არამედ უდიდეს ზიანს აყენებს ღვთის სახლისა და ეკლესიის რეპუტაციას, განა ის კარგი ადამიანია? ასეთი ადამიანები ნამდვილად კარგები არ არიან. მათ არ ადარდებთ, რამხელა მატერიალურ და ფინანსურ ზარალს განიცდის ღვთის სახლი; მათთვის ყველაზე მთავარია საკუთარი სარგებლის მიღება და არამორწმუნეებისთვის თავის მოწონება; ისინი არა მხოლოდ საჩუქრებს უგზავნიან არამორწმუნეებს, არამედ მოლაპარაკებების დროს მათთან გამუდმებით დათმობაზე მიდიან — აზრადაც არ მოსდით ღვთის სახლის ინტერესებისთვის ბრძოლა. და მიუხედავად ამისა, ისინი ატყუებენ ღვთის სახლს და ჰყვებიან, როგორ შეასრულეს საქმე და დაიცვეს ღვთის სახლის ინტერესები — მაშინ, როცა სინამდვილეში, ეკლესიის საქმემ უკვე განიცადა ზარალი და არამორწმუნეებმა დიდი სარგებელი ნახეს ღვთის სახლის წყალობით. თუ ადამიანს ყოველმხრივ შეუძლია ღვთის სახლის ინტერესების დაცვა გარე საკითხების მოგვარებისას, არის თუ არა ეს კარგი ადამიანი? (დიახ.) და თუ ასეთ ადამიანს არ შეუძლია ღვთის სახლში რაიმე სხვა საქმის კეთება და მხოლოდ ამ ტიპის ზოგადი ხასიათის საქმისთვისაა შესაფერისი, უნდა დააწინაუროს თუ არა იგი ღვთის სახლმა? (დიახ.) გარდა იმისა, რომ ფლობს მუშაობის უნარს და შეუძლია თავისი საქმის შესრულება ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპების შესაბამისად, მას ასევე შეუძლია ღვთის სახლის ინტერესების დაცვა, ამიტომ ის სტანდარტის შესაბამისია და ასეთი ადამიანები უნდა დაწინაურდნენ. მეორე მხრივ, ისინი, ვინც მუდმივად აზიანებენ ღვთის სახლის ინტერესებს, ვინც მუდმივად უქმნიან პოტენციურ საფრთხეს ძმებისა და დების უსაფრთხოებას და ვინც მუდმივად იწვევენ ღვთის სახლისა და ეკლესიის რეპუტაციისთვის უარყოფით გავლენასა და შედეგებს — ასეთი ადამიანების დაწინაურება ან სრულყოფა არ უნდა მოხდეს.თუ ისინი დაწინაურებულნი და გამოყენებულნი არიან, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდამ შარში ეხვევიან თავიანთი საქმის კეთებისას, მაგალითად, ავარიაში ხვდებიან მანქანის მართვისას, აფუჭებენ იმ საქმეებს, რომლებსაც ასრულებენ, ან იწვევენ კონფლიქტს, რაც მუდმივი საჩივრების მიზეზი ხდება, ხოლო როცა რაიმე ხარვეზი ჩნდება, არ იციან, როგორ აღმოფხვრან იგი. ასეთი ადამიანები გონებასუსტები არიან, ასევე - უბედურების მომტანნი და უსაქმურები. თუ ამ ტიპის ადამიანი გახდება გუნდის წინამძღოლი, ხელმძღვანელი, წინამძღოლი ან მუშაკი, ის არა მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, არამედ ეკლესიიდანაც უნდა იქნეს მოცილებული. ეს საჭიროა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი კატასტროფის საწინდარი და უბედურების მომტანია. თუკი ეკლესიაში ერთი ან ორი ასეთი ადამიანი მაინც არსებობს, იქ მშვიდობა ვერ იქნება. ასეთ ადამიანებს თითქოს ბოროტი სულები ჰყავთ შეჩენილი ან შავი ჭირი სჭირთ. ვისაც მათთან შეხებაში ექნება, უბედურებას გადაეყრება, ამიტომ ასეთი ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთოს. ამ ადამიანებს სრულიად არასწორი სახის ნაკვთებიც კი აქვთ, მზაკვრული ან ეშმაკური, ან საშინლად მახინჯი, ამიტომ ნებისმიერს, ვისაც მასთან შეხება ექნება, რაღაც ცუდი ამბის მომასწავებელი წინათგრძნობა გაუჩნდება. ამ ტიპის ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ და მოკვეთილნი იქნენ, და მხოლოდ ამის შემდეგ წარიმართება ეკლესიის საქმეები კარგად. ეკლესიაში სხვადასხვა ადამიანის დაწინაურება და სრულყოფა მოითხოვს პრინციპების დაცვასა და გამჭრიახობის გამოვლენას, რათა ვიმოქმედოთ პრინციპების შესაბამისად. დაწინაურებულ და სრულყოფილ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს შორის არიან ისინი, ვინც მსახურობენ ეკლესიის წინამძღოლებად და მუშაკებად, ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ეკლესიაში სხვადასხვა პროფესიაზე, და ასევე ისინი, ვინც ეკლესიისთვის ზოგად საკითხებს აგვარებენ. ის სხვადასხვა კრიტერიუმი, რომლებსაც ეს რამდენიმე ტიპის ნიჭიერი ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე ნათლად იქნა განხილული თანაზიარებაში. როდესაც ნათელი გახდება წინამძღოლებისა და მუშაკების არჩევის, ასევე, ადამიანების დაწინაურებისა და სრულყოფის პრინციპები, მაშინ ეკლესიის მთელი საქმე სწორ გზაზე დადგება.
ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „რატომ უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ღვთის სახლი აწინაურებს და სულყოფს, ნიჭიერებს?“ ნიჭიერ ადამიანებში, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დაწინაურებისა და სრულყოფის კანდიდატები იგულისხმებიან. არსებობს სხვადასხვა მოთხოვნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სხვადასხვა მოვალეობის შესრულება შეუძლიათ, და რადგან ისინი დაწინაურებისა და სრულყოფის პროცესში იმყოფებიან, სავსებით საკმარისია, რომ ამ ნიჭიერ ადამიანებად წოდებულებმა დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რომლებიც ეს-ესაა ვახსენეთ. არარეალისტური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს უკვე ექნებათ ჭეშმარიტება-რეალობა, უკვე იქნებიან მორჩილნი და ერთგულნი და უკვე ექნებათ ღვთისმოშიშება. ამგვარად, ნიჭიერი ადამიანები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უბრალოდ ისინი არიან, ვინც გამოირჩევიან იმ თვისებებითა და ზნეობით, რომლებიც ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, და ჭეშმარიტების წვდომის სულიერი მონაცემებით — სწორედ ამიტომ მიიჩნევიან ისინი კვალიფიციურებად. ეს არ ნიშნავს, რომ მათ უკვე გაიგეს ჭეშმარიტება და შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში, არც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე მიაღწიეს ღვთისადმი აბსოლუტურ მორჩილებას მისი სამსჯავროსა და გაკიცხვის მიღების შემდეგ, და სხვა ამგვარი. რა თქმა უნდა, ტერმინი „ნიჭიერი ადამიანები“ არ გულისხმობს მათ, ვისაც უნივერსიტეტში უსწავლია ან დოქტორის ხარისხი მიუღია ან პრივილეგირებული ოჯახური წარმომავლობისა თუ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს ან მათ, ვისაც განსაკუთრებული უნარები ან ნიჭი აქვთ — ეს ასეთ ადამიანებს არ გულისხმობს. ვინაიდან უნდა მოხდეს მათი დაწინაურება და სრულყოფა, ზოგიერთ ადამიანს, რომელიც პროფესიულ საქმეს შეასრულებს, შესაძლოა არასოდეს უმუშავია ამ პროფესიით ან არასოდეს შეუსწავლია იგი, მაგრამ თუკი ისინი აკმაყოფილებენ დაწინაურებისა და სრულყოფის ამ რამდენიმე კრიტერიუმს, აქვთ სწავლის სურვილი და კარგად შეუძლიათ კონკრეტული პროფესიის ათვისება, მაშინ ღვთის სახლს შეუძლია მათი დაწინაურება და სრულყოფა. რას ვგულისხმობ ამაში? მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანის დაწინაურება და სრულყოფა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ის ბუნებრივად გამოირჩევა კონკრეტულ პროფესიაში. პირიქით, თუ მათ აქვთ სწავლის სურვილი და შესაბამისი მონაცემები, ან თუნდაც მხოლოდ ამ პროფესიის გარკვეულ საფუძვლებს ფლობენ, მაშინ მათი დაწინაურება და სრულყოფა შესაძლებელია — ეს არის პრინციპი. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ნიჭიერი ადამიანები, რომელთა დაწინაურება და სრულყოფაც ღვთის სახლს სურს.
ღვთის სახლის მიზნები ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანის ხელშეწყობასა და კულტივირებაში
შემდეგ ჩვენ გვექნება თანაზიარება იმის შესახებ, თუ რატომ აწინაურებს და აკულტივირებს ღვთის სახლი ყველანაირ ნიჭიერ ადამიანს. ზოგიერთს ეს კარგად არ ესმის და ფიქრობს: „განა საკმარისი არ იქნებოდა, რომ ღვთის სახლს პირდაპირ დაეწინაურებინა და გამოეყენებინა სხვადასხვა ნიჭიერი ადამიანი? რატომ სჭირდება მას მათი კულტივირება და გაწვრთნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში?“ გესმით ეს თუ არა? მოდი, ჯერ ვისაუბროთ იმ ტიპის ადამიანებზე, რომლებიც წინამძღოლები და მუშაკები ხდებიან. რატომ აწინაურებს და აკულტივირებს ღვთის სახლი მათ, ვისაც აქვს წვდომის უნარი, ვინც ატარებს ეკლესიის ტვირთს და ვისაც აქვს მუშაობის უნარი? ეს იმიტომ ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვალიფიციურნი არიან თავიანთი სულიერი მონაცემების თვალსაზრისით და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, მათ ჯერ არ ჰქონიათ რეალური გამოცდილება და არ ესმით ჭეშმარიტება, და მით უმეტეს, არ იციან, როგორ გამოიყენონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში და აკეთონ საქმე პრინციპების შესაბამისად. ისინი უნდა გაიწვრთნან გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მიიღონ მითითებები, და მხოლოდ მაშინ, როდესაც აითვისებენ თავიანთი მოვალეობის შესრულების პრინციპებს და დაუგროვდებათ რეალური გამოცდილება, იქნება შესაძლებელი მათი ოფიციალურად გამოყენება. ისინი ეკლესიაში მყოფი ძმებისა და დების მსგავსად რომ ყოფილიყვნენ, რომლებიც ჭამენ და სვამენ ღვთის სიტყვებს, უსმენენ ქადაგებებს, ცხოვრობენ ეკლესიის ცხოვრებით და იწვრთნებიან მოვალეობის შესრულებაში, და მხოლოდ მას შემდეგ დაწინაურებულიყვნენ და კულტივირებულიყვნენ, რაც მათი სიცოცხლე სიმწიფეს მიაღწევდა, მაშინ მათი წინსვლა მეტისმეტად ნელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში, რამდენი წელი დასჭირდებოდათ მათ, რომ ღვთისთვის გამოსადეგნი გამხდარიყვნენ? განა ეს არ იმოქმედებდა ეკლესიის საქმეზე? შესაბამისად, თუკი ადამიანს აქვს ჭეშმარიტების წვდომის უნარი, მუშაობის უნარი და აქვს პასუხისმგებლობის ტვირთის შეგნება, ის უნდა დაწინაურდეს და კულტივირდეს, მას უნდა ეთხოვოს წინამძღოლის ან მუშაკის მოვალეობის შესრულებაში გაწვრთნა და დაეკისროს ტვირთი. ერთი მხრივ, ეს აძლევს მას შესაძლებლობას, მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები. მეორე მხრივ, როდესაც ის განსაკუთრებულ სიტუაციებს აწყდება, აუცილებელია მასთან ჭეშმარიტების თანაზიარება, რათა გადაიჭრას მის წინაშე წამოჭრილი სირთულეები. ზოგჯერ ის ასევე უნდა გაისხლას და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაიწვრთნას დისციპლინაში, გაიაროს მრავალი განსაცდელი და გამოწრთობა, და დაითმინოს დიდი ტანჯვა. მხოლოდ ასეთი პრაქტიკული წვრთნის გავლით შეუძლია მას რეალური წინსვლის მიღწევა, ეტაპობრივად ჭეშმარიტების გაგება და პრინციპების ათვისება, და შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად წინამძღოლებისა და მუშაკების საქმის საკუთარ თავზე აღება. წინამძღოლებისა და მუშაკების ამგვარად კულტივირება და გაწვრთნა უკეთეს შედეგებს გამოიღებს და უფრო სწრაფი იქნება, რაც სასარგებლოა ღვთის სახლის საქმისთვის და კიდევ უფრო სასარგებლოა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის, რადგან პრაქტიკული გამოცდილების მქონე წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ უშუალოდ მორწყონ და უზრუნველყონ ღვთის რჩეული ხალხი. როდესაც ღვთის სახლი აწინაურებს და აკულტივირებს ადამიანს წინამძღოლად, ის აკისრებს მას მეტ ტვირთს მის გასაწვრთნელად, რათა ის მიენდოს ღმერთს და ისწრაფოდეს ჭეშმარიტებისკენ; მხოლოდ მაშინ გაიზრდება მისი სულიერი სიმწიფე რაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო დიდი ტვირთი ეკისრება მას, მით მეტი წნეხის ქვეშ ექცევა იგი და მით უფრო მეტად არის იძულებული, ეძიოს ჭეშმარიტება და მიენდოს ღმერთს. საბოლოო ჯამში, ის შეძლებს თავისი საქმის ჯეროვნად შესრულებას და ღვთის ნების მიყოლას, და ამგვარად დაადგება გადარჩენისა და სრულყოფის სწორ გზას — ეს არის ის შედეგი, რომელიც მიიღწევა, როდესაც ღვთის სახლი აწინაურებს და აკულტივირებს ადამიანებს. ამ კონკრეტული დავალებების შესრულების გარეშე, ისინი ვერ გაიგებდნენ, რა აკლიათ, არ ეცოდინებოდათ, როგორ ეკეთებინათ საქმე პრინციპების შესაბამისად, და არ ეცოდინებოდათ, რას ნიშნავს ჭეშმარიტება-რეალობის ფლობა. ამრიგად, კონკრეტული საქმის შესრულება ეხმარება მათ საკუთარი ნაკლოვანებების აღმოჩენასა და იმის დანახვაში, რომ თავიანთი ნიჭის მიღმა, მოკლებული არიან ჭეშმარიტება-რეალობას; ეს ეხმარებათ მათ იმის შეგნებაში, თუ რაოდენ ღარიბები და საცოდავები არიან, და იმის გააზრებაში, რომ თუ არ მიენდობიან ღმერთს და არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, ვერავითარ საქმეს ვერ შეასრულებენ; ეს აიძულებთ მათ ჭეშმარიტად შეიცნონ საკუთარი თავი და ნათლად დაინახონ, რომ თუ არ ისწრაფვიან ჭეშმარიტებისა და ხასიათის შეცვლისკენ, მათთვის შეუძლებელი იქნება ღვთისთვის გამოსადეგნი გახდნენ. ეს ყოველივე არის ის შედეგები, რომლებიც უნდა მიიღწეს წინამძღოლებისა და მუშაკების კულტივირებისა და გაწვრთნისას. მხოლოდ ამ ასპექტების გაგებით შეუძლიათ ადამიანებს, მყარად მდგომთ, ეძიონ ჭეშმარიტება, მოკრძალებულად იქცეოდნენ, საქმის კეთებისას არასდროს იტრაბახონ საკუთარი მიღწევებით, მუდმივად განადიდონ ღმერთი, დაამოწმონ ღვთისთვის თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, და ეტაპობრივად შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში. როდესაც ადამიანი დაწინაურდება და კულტივირდება წინამძღოლად, მას ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობის გარჩევა, გაიწვრთნას ჭეშმარიტების ძიებაში სხვადასხვა ადამიანის სირთულეების გადასაჭრელად, მხარში ამოუდგეს და შეეწიოს სხვადასხვა ტიპის ადამიანს და შეიყვანოს ხალხი ჭეშმარიტება-რეალობაში. ამავდროულად, ის ასევე უნდა გაიწვრთნას საქმის მიმდინარეობისას წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემისა და სირთულის გადაჭრაში და ისწავლოს სხვადასხვა ტიპის ანტიქრისტეების, ბოროტმოქმედებისა და ურწმუნოების გარჩევა და მათთან გამკლავება, და ის, თუ როგორ შეასრულოს ეკლესიის გაწმენდის საქმე. ამგვარად, სხვებთან შედარებით, მას შეუძლია გამოცადოს მეტი ადამიანი, მოვლენა და საგანი, და ღვთის მიერ მოწყობილი მეტი გარემოება, ჭამოს და სვას ღვთის სიტყვები სულ უფრო მეტად, და შევიდეს კიდევ უფრო მეტ ჭეშმარიტება-რეალობაში. ეს საკუთარი თავის გაწვრთნის შესაძლებლობაა, არა? რაც უფრო მეტია გაწვრთნის შესაძლებლობა, მით უფრო მდიდარია ადამიანების გამოცდილება, მით უფრო ფართოა მათი ხედვა და მით უფრო სწრაფად გაიზრდებიან ისინი. თუმცა, თუ ადამიანი არ ასრულებს წინამძღოლობის საქმეს, ის, რასაც იგი აწყდება და განიცდის, მხოლოდ მისი პირადი ცხოვრებისა და პირადი გამოცდილების ნაწილი იქნება, და ის, რასაც იგი შეიცნობს, მხოლოდ მისი პირადი გახრწნილი ხასიათი და სხვადასხვა პირადი მდგომარეობა იქნება — ყოველივე ეს კი მხოლოდ მას ეხება. როგორც კი ის წინამძღოლი ხდება, ის აწყდება მეტ ადამიანს, მეტ მოვლენას და მეტ გარემოებას, რაც უბიძგებს იმისკენ, რომ ხშირად წარდგეს ღვთის წინაშე ჭეშმარიტება-პრინციპების საძიებლად. მისთვის ეს ადამიანები, მოვლენები და საგნები შეუმჩნევლად ქმნიან ტვირთს და ბუნებრივად ქმნიან უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად, რაც კარგია. ამრიგად, ის, ვინც ფლობს სულიერ მონაცემებს, ატარებს ტვირთს და გამოირჩევა მუშაობის უნარით, რიგითი მორწმუნის რანგში ნელა შევა ჭეშმარიტებაში, ხოლო წინამძღოლის ან მუშაკის რანგში — უფრო სწრაფად. ადამიანებისთვის კარგია ჭეშმარიტება-რეალობაში სწრაფად შესვლა თუ ნელა? (სწრაფად.) შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც ფლობენ სულიერ მონაცემებს, ატარებენ ტვირთს და გამოირჩევიან მუშაობის უნარი, ღვთის სახლი გამონაკლისს უშვებს და აწინაურებს ასეთ ადამიანებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არ არიან ჭეშმარიტების მაძიებელნი და არ ესწრაფვიან ჭეშმარიტებას, რა შემთხვევაშიც ღვთის სახლი მათ არ დააძალებს. თუკი ადამიანს აქვს ღვთისადმი რწმენის საფუძველი, აკმაყოფილებს წინამძღოლის ან მუშაკის კრიტერიუმებს და სურს ეძიოს ჭეშმარიტება და იყოს ღვთის მიერ გამოყენებული, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ღვთის სახლი დააწინაურებს და აკულტივირებს მას, მისცემს შესაძლებლობას გაიწვრთნას წინამძღოლად ან მუშაკად და მისცემს საშუალებას ისწავლოს ეკლესიის საქმის კეთება, ისწავლოს ადამიანების გარჩევა, ისწავლოს ეკლესიაში არსებულ ყველა სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავება და ისწავლოს სხვადასხვა საქმის შესრულება სამუშაო განკარგულებების მიხედვით. გაწვრთნის პერიოდში, თუ ადამიანს შეუძლია მიიღოს ჭეშმარიტება და მიიღოს გასხვლა, შეუძლია დაემორჩილოს ღვთის ნებასა და განგებულებას, შეუძლია ეძიოს ჭეშმარიტება სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად და ისწავლოს ყველა ტიპის ადამიანთან მოპყრობა, მათი გარჩევა და მათთან გამკლავება ღვთის სიტყვების შესაბამისად, მაშინ მას შეუძლია ჩაწვდეს შესაბამის ჭეშმარიტება-პრინციპებს, გაიგოს ჭეშმარიტება და შევიდეს რეალობაში — ეს არის ის, რისი განცდა ან მიღებაც რიგით მორწმუნეებს არ შეუძლიათ. მაშ, ამ გადმოსახედიდან, კარგია თუ ცუდი, როდესაც ღვთის სახლი აწინაურებს და აკულტივირებს ადამიანს? ეს მისთვის სასარგებლოა თუ თავს მოხვეული განსაცდელია? ეს მისთვის სასარგებლოა. რა თქმა უნდა, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ახალი დაწინაურებულია, მან არ იცის, რა დავალებები უნდა შეასრულოს ან როგორ შეასრულოს ისინი, და ოდნავ დაბნეულია. ეს ნორმალურია; ვინ დაბადებულა ისე მომზადებული, რომ ყველაფრის კეთება შეეძლოს? შენ რომ ყველაფრის კეთება შეგეძლოს, ხომ ნამდვილად იქნებოდი ყველაზე ამპარტავანი და ქედმაღალი ადამიანი და არავის დაუთმობდი — ამ შემთხვევაში, შეძლებდი კი კვლავაც ჭეშმარიტების მიღებას? შენ რომ ყველაფრის კეთება შეგეძლოს, განა კვლავაც მიენდობოდი ღმერთს და მიაპყრობდი მას მზერას? კვლავაც ეძიებდი ჭეშმარიტებას საკუთარი გახრწნილების პრობლემების გადასაჭრელად? შენ ნამდვილად არ იზამდი ამას. პირიქით, იქნებოდი ამპარტავანი და ქედმაღალი და ივლიდი ანტიქრისტეთა გზით, იბრძოლებდი ძალაუფლებისა და სტატუსისთვის და არავის დაუთმობდი, შეცდომაში შეიყვანდი და მახეში გააბამდი ადამიანებს, ჩაშლიდი და აურევდი ეკლესიას საქმეს — ამ შემთხვევაში, შეძლებდი კი კვლავაც ყოფილიყავი ღვთის სახლის მიერ გამოყენებული? თუ იცი, რომ ბევრი ნაკლი გაქვს, უნდა ისწავლო მორჩილება და დაქვემდებარება და კარგად შეასრულო სხვადასხვა დავალება ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად; ეს საშუალებას მოგცემს ეტაპობრივად მიაღწიო იმ წერტილს, სადაც შეძლებ სტანდარტის შესაბამისად შენი მოვალეობის შესრულებას. მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ისეთი მარტივი რამის გაკეთება, როგორიც მორჩილება და დაქვემდებარებაა, ამიტომ მათ არ უნდა დაადანაშაულონ ღვთის სახლი იმის გამო, რომ არ აწინაურებს და არ აკულტივირებს მათ. ვინაიდან შენ არ შეგიძლია მორჩილება, ვინაიდან მორჩილებაც კი შენს ძალებს აღემატება, გაბედავდა კი ღვთის სახლი შენს დაწინაურებასა და კულტივირებას? (არა.) და რატომ არა? შენი გამოყენება მეტისმეტად სარისკო, მეტისმეტად პრობლემური და მეტისმეტად სადარდებელი იქნებოდა! რადგან ღვთის სახლს რომ ოდესმე გამოეყენებინე, შენ შეიძლება კონტროლი დაგემყარებინა ადამიანებზე და ისინი ბოროტების გზაზე წაგეყვანა — აი, რატომ არის ეს ასე სარისკო. შენ რომ გამოეყენებინე, შეიძლება დაუფიქრებლად ჩაგედინა ბოროტი საქმეები და საქმე სრულ არეულობაში მოგექცია, და ღვთის სახლს მოუწევდა შენი გათავისუფლება და შენ მიერ დატოვებული მთელი ამ არეულობის მოწესრიგება — აი, რატომ არის ეს მეტისმეტად პრობლემური. და შენ რომ გამოეყენებინე, არ გეცოდინებოდა, როგორ შეგესრულებინა რომელიმე საქმე, და შენს საქმეს საერთოდ არავითარი შედეგი არ ექნებოდა; ყველა იმ საქმეში, რასაც აკეთებ, ზემდგომს მოუწევდა შენი წაქეზება, ზედამხედველობა და თვალყურის დევნება, და მას მოუწევდა ყველა საკითხში ჩარევა — მაშ, რატომ უნდა გამოგიყენონ? შენ მეტისმეტად შემაწუხებელი ხარ! ამგვარი ადამიანის გამოყენება აბსოლუტურად შეუძლებელია. მისი კულტივირებაც რომ მომხდარიყო, ეს უშედეგო იქნებოდა, დიდ პრობლემებსაც კი გამოიწვევდა და სხვების კულტივირებაზეც იმოქმედებდა; განა დანაკარგები არ გადაწონიდა სარგებელს? (დიახ.)
ზოგიერთი ადამიანი, ვინაიდან ღვთის სახლი არასოდეს აწინაურებს ან იყენებს მათ, სხვადასხვა აზრს იჩემებს და ამბობს: „რატომ არასოდეს მამჩნევს ზემდგომი? რატომ არასოდეს მაწინაურებს და მაკულტივირებს ღვთის სახლი? ეს უსამართლობაა!“ ჯერ უნდა აწონ-დაწონო, შეგიძლია თუ არა მორჩილება და შეგიძლია თუ არა დაემორჩილო ღვთის სახლის მოწყობას. მეორეც, უნდა აწონ-დაწონო, აკმაყოფილებ თუ არა იმ სამ კრიტერიუმს, რომელიც მოითხოვება ღვთის სახლის მიერ ადამიანების წინამძღოლებად და მუშაკებად დასაწინაურებლად და საკულტივაციოდ — ჭეშმარიტების წვდომის უნარს, ტვირთის ტარებას და მუშაობის უნარას. თუკი აკმაყოფილებ ამ კრიტერიუმებს, მაშინ ადრე თუ გვიან გექნება დაწინაურების, კულტივირებისა და გამოყენების შესაძლებლობა. იმისათვის, რომ ღვთის სახლმა დაგაწინაუროს, შენ მიმართ გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილო. მაშ, რა არის ეს მოთხოვნები? შენგან მოითხოვება, იმოქმედო ღვთის სახლის პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად; უნდა გააკეთო ის, რასაც გთხოვენ, და ისე, როგორც გთხოვენ, რითაც გაკულტივირებენ, რათა ჯერ ისწავლო პრინციპულად მოქმედება, ისწავლო ჭეშმარიტების ძიება და ჭეშმარიტებისადმი მორჩილება, და ისწავლო ჰარმონიულად თანამშრომლობა. შენი კულტივირების პერიოდში, ზოგჯერ ღვთის სახლი გაგსხლავს; ზოგჯერ მკაცრად გაგკიცხავს; ზოგჯერ მოიკითხავს შენი საქმის მიმდინარეობას; ზოგჯერ გკითხავს, სახელდობრ როგორ მიდის საქმე, და შეამოწმებს შენს ნამუშევარს; და ზოგჯერ გამოცდის, თუ როგორია შენი თვალსაზრისი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამ გამოცდების მიზანი შენთვის საქმის გართულება კი არ არის, არამედ იმის გაგებინება, თუ რა არის ღვთის განზრახვები ამ საკითხებში და როგორი დამოკიდებულება და პრინციპები უნდა გქონდეს. ღვთის სახლი ამას აკეთებს ადამიანების გასაწვრთნელად და მათთვის პრაქტიკაში განხორციელების სასწავლებლად. მაშ, რა არის ადამიანების გაწვრთნის მიზანი და ამოცანა? ეს არის მათთვის ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობის მიცემა. ჭეშმარიტების გაგების მიზანია, რომ ადამიანებმა შეძლონ ჭეშმარიტებისადმი მორჩილება და პრინციპების შესაბამისად მოქმედება, დაიკავონ თავიანთი ადგილი, ერთგულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, მოვალეობის შესრულების პროცესში შევიდნენ სხვადასხვა ჭეშმარიტება-რეალობაში და მიაღწიონ თავიანთი ხასიათის ცვლილებებს. ღვთის სახლი წინამძღოლებსა და მუშაკებს სწორედ ამგვარად წვრთნის. თუკი წინამძღოლებსა და მუშაკებს ესმით ჭეშმარიტება, არსებობს იმედი, რომ ისინი შეძლებენ ღვთის რჩეული ხალხის წარმართვას ჭეშმარიტების გაგებისკენ. რამდენი ჭეშმარიტებაც ესმით წინამძღოლებსა და მუშაკებს, იმდენივე ჭეშმარიტების გაგების იმედი აქვს მათ მიერ წარმართულ ხალხს. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები თავიანთ საქმეში სწვდებიან ჭეშმარიტება-პრინციპებს, მათ მიერ წარმართულ ადამიანებსაც შეუძლიათ პრინციპების წვდომა და თავიანთ საქმეში ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. შესაბამისად, წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც წვრთნას გადიან, სხვა ადამიანებზე უკეთეს სულიერ მონაცემებს უნდა ფლობდნენ. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, პირველებმა გაიგონ ჭეშმარიტება-პრინციპები და პირველები შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში, და შემდეგ წარმართონ მეტი ადამიანი ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად და ჭეშმარიტება-პრინციპების გასაგებად. რას ფიქრობთ ასეთ მიდგომაზე? (კარგია.) ასეთი ადამიანები შეიძლება არ იყვნენ დიდად განათლებულნი ან მჭევრმეტყველნი, ან ბევრი არაფერი ესმოდეთ ტექნოლოგიების ან მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკის შესახებ. შეიძლება რომელიმე პროფესიაშიც არ იყვნენ დიდად დახელოვნებულნი. მაგრამ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება და ღვთის სიტყვების მოსმენის შემდეგ, შეუძლიათ მათი პრაქტიკაში განხორციელება და განცდა, შეუძლიათ ჭეშმარიტება-პრინციპების პოვნა და შეუძლიათ მეტი ადამიანის წარმართვა ღვთის სიტყვების რეალობაში შესასვლელად და ჭეშმარიტება-პრინციპების დასაცავად. სწორედ მათ ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ იმ ტიპის ნიჭიერ ადამიანებზე, რომლებიც დაწინაურებულნი და კულტივირებულნი არიან წინამძღოლებად მსახურებისთვის. არის კი ეს აბსტრაქტული? (არა, არ არის.) ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „თქვენ საუბრობთ ნიჭიერ ადამიანებზე, მაშ, არიან კი ისინი საზოგადოების ელიტა? აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაიმე ბიზნესი ან იყვნენ რაიმე სახის აღმასრულებელი დირექტორები ან მეწარმეები საზოგადოებაში? არიან კი ისინი პოლიტიკური წარსულის მქონე სახელმწიფო მოღვაწეები, ბიზნესის ტალანტები თუ ტალანტები ხელოვნებისა და ლიტერატურის წრეებიდან? არიან კი ისინი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები?“ ნიჭიერი ადამიანები, რომლებზეც ღვთის სახლში საუბრობენ, განსხვავდებიან ერში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანებისგან. რას გულისხმობს ტერმინი „ნიჭიერი ადამიანები“, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ? ის გულისხმობს ჭეშმარიტების გაგების უნარს, ჭეშმარიტება-რეალობაში ადამიანების წარმართვის უნარს, სხვადასხვა ტიპის ადამიანის გარჩევის ცოდნას და იმის ცოდნას, თუ როგორ გადაიჭრას ის სხვადასხვა მდგომარეობა და სირთულე, რომელშიც ადამიანები იმყოფებიან, პრობლემებთან შეჯახებისას სწორი შეხედულებებისა და დამოკიდებულებების ქონას, და იმ შეხედულებებისა და დამოკიდებულებების ფლობას, რომლებიც ღვთის მორწმუნე და მის მიმდევარ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ის არ გულისხმობს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სულიერი გაგება, ან თვალთმაქც ადამიანებს, ან მათ, ვინც მაღალფარდოვან სიტყვებს ამბობს და რიტორიკას აფრქვევს. პირიქით, ის გულისხმობს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჭეშმარიტება-რეალობა. აი, რას ნიშნავს „ნიჭიერი ადამიანები“. არის კი ეს ფუჭი? (არა.) განა ის კრიტერიუმები, რომლებსაც ღვთის სახლი უყენებს ამ ტიპის ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც ის აწინაურებს და აკულტივირებს წინამძღოლებად და მუშაკებად, ძალიან პრაქტიკული არ არის? (დიახ.) უკიდურესად პრაქტიკულია! ასეთი კანდიდატებისგან არ მოითხოვება უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია, მაგრამ მათ, სულ მცირე, უნდა ჰქონდეთ ჭეშმარიტების წვდომის სულიერი მონაცემები. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „თუ მათგან არ მოითხოვება უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია, განა მისაღებია, რომ ისინი წერა-კითხვის უცოდინარნი იყვნენ?“ ღვთის სიტყვების კითხვა შეუძლებელი იქნებოდა გარკვეული განათლების გარეშე. მათ უნდა ესმოდეთ დაწერილი სიტყვა, მაგრამ არ სჭირდებათ უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია. ღვთის სახლში დაწინაურებულთა შორის არიან საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და დოქტორები, ამიტომ განათლების დონის თვალსაზრისით არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. გარდა ამისა, არც სოციალურ სტატუსზე არსებობს შეზღუდვები. ფერმერებიდან და ინტელექტუალებიდან დაწყებული, ბიზნესმენებითა და დიასახლისებით დამთავრებული — ყველა ტიპის ადამიანი მისაღებია. გარდა იმისა, რომ არ არსებობს შეზღუდვები განათლების დონესა და სოციალურ სტატუსზე, სავალდებულო კრიტერიუმი სწორედ ის რამდენიმეა, რომლებზეც მე ვისაუბრე. არის კი ეს გონივრული? (დიახ.) უკიდურესად გონივრულია! ახლა უფრო მეტად გესმით თუ არა, რას ვგულისხმობ სიტყვებში „ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც ღვთის სახლი აწინაურებს და აკულტივირებს“? (დიახ.) ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ ჭეშმარიტების წვდომის უნარის, ტვირთის ტარებისა და მუშაობის უნარის ქონის ამ რამდენიმე კრიტერიუმს, ღვთის სახლის მიერ დაწინაურებისა და კულტივირების კანდიდატები არიან. თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, ისინი კვალიფიციურნი არიან. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორებიცაა განათლება, ოჯახური წარმომავლობა, სოციალური სტატუსი, ადამიანის გარეგნობა და ა.შ., მოთხოვნები არც ისე მაღალია. ეს ადამიანების წინამძღოლებად და მუშაკებად დაწინაურებასა და კულტივირებას უკავშირდება.
ჩვენ ახლახან განვიხილეთ რამდენიმე კრიტერიუმი, რომლებსაც უნარებისა თუ პროფესიების მქონე ნიჭიერი ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა დაწინაურდნენ და კულტივირდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უნდა უყვარდეთ დადებითი რაღაცები და შეეძლოთ ჭეშმარიტების მიღება, მათი აღქმის უნარი არ უნდა იყოს გამრუდებული, უნდა შეეძლოთ საკუთარი მოვალეობის ერთგულად შესრულება, გასაჭირის ატანა და საფასურის გადახდა წუწუნის გარეშე და, სულ მცირე, არ უნდა სჩადიოდნენ ბოროტებას — ეს რამდენიმე კრიტერიუმი არსებითია, როდესაც საქმე ეხება ამ ადამიანებს. მაშ, რა არის ამ ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების მიზანი? ასევე, ეს იმისთვის ხდება, რომ როდესაც ეს ადამიანები თავიანთი მოვალეობისა და კონკრეტული საქმის შესრულებისას პრობლემებს წააწყდებიან, შეძლონ ჭეშმარიტების ძიება პრობლემების გადასაჭრელად და იმოქმედონ პრინციპების შესაბამისად. შესვლის განხორციელების პროცესში ისინი გაუაზრებლად იწვრთნებიან და რეგულირდებიან, პრაქტიკულად სწავლობენ საკუთარ განზრახვებზე უარის თქმას, ამა სოფლის ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიმართ თავიანთი გაუკუღმართებული და გამრუდებული წარმოდგენების გამოსწორებას, ზოგიერთ ბავშვურ აზრზე უარის თქმასა და ღვთისადმი რწმენასთან დაკავშირებული ცრურწმენების, წარმოდგენების, წარმოსახვებისა და სხვა ამგვარისგან გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა იყოს, პრაქტიკის ეს პროცესი მიზნად ისახავს, რომ ადამიანებმა თანდათანობით გაიგონ ჭეშმარიტება, ისწავლონ დამორჩილება და ისწავლონ სხვადასხვა ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. სწავლის პროცესში ისინი თანდათანობით ეუფლებიან ჭეშმარიტება-პრინციპებს, იგებენ, რას ნიშნავს ღვთისადმი რწმენა, რას ნიშნავს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და რას ნიშნავს მოვალეობის შესრულება, საბოლოოდ კი, ისინი თანდათანობით ხვდებიან, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თავიანთი მოვალეობა სტანდარტის შესაბამისად შეასრულონ, როგორ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც მორწმუნეს შეჰფერის და ა.შ. —ეს ყველაფერი ისაა, რაშიც ადამიანები თანდათანობით შედიან მას შემდეგ, რაც დაწინაურდებიან და კულტივირდებიან. ადამიანების თანდათანობითი შესვლის პროცესი არის კულტივირების პროცესი, ხოლო კულტივირების პროცესი სინამდვილეში არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები პრაქტიკულად ახორციელებენ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. მაგრამ თუ არ ხარ დაწინაურებული და კულტივირებული და თუ უბრალოდ მოქმედებ როგორც რიგითი მორწმუნე, რომელიც ესწრება შეკრებებს, კითხულობს ღვთის სიტყვებს, თანაზიარებს ჭეშმარიტებას ან სწავლობს საგალობლებს, ღმერთისადმი ამგვარად რწმენით ჭეშმარიტად არ ასრულებ მოვალეობას, როგორც ქმნილება, ამიტომ შორს ხარ სტანდარტის შესაბამისად მოვალეობის შესრულებისგან. შენთვის ისიც კი არ არის ნათელი, თუ რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელო მოვალეობის შესრულებისას და მხოლოდ ზოგიერთი მოძღვრებისა და ლოზუნგის წარმოთქმა შეგიძლია; შესაბამისად, ჯერ არ შესულხარ ჭეშმარიტება-რეალობაში და სიცოცხლეში შენი შესვლა შენელებულია. მსგავსადვე, იმ ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების მიზანი და ამოცანა, რომლებიც პროფესიულ დავალებებს ასრულებენ, არის ის, რომ უფრო სწრაფად შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში და უკეთ და უფრო ზუსტად ჩასწვდნენ ჭეშმარიტება-პრინციპებს. რომელთაც შეუძლიათ ჭეშმარიტება-პრინციპების წვდომა და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა — სწორედ ესენი არიან ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ღვთის სახლის მიერ არიან დაწინაურებულნი და კულტივირებულნი. მაშ, რა იგულისხმება ამგვარი ნიჭიერი ხალხის სახელის მიღმა? იგულისხმებიან ისინი, ვინც — დადებითი რაღაცების სიყვარულის, გასაჭირის ატანისა და საფასურის გადახდის უნარის, გაუმრუდებელი აღქმის უნარის და იმის საფუძველზე, რომ არ არიან ბოროტები, მიაღწიეს ჭეშმარიტება-პრინციპების გაგებას და შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში, შეუძლიათ დაემორჩილონ ღმერთს და ღვთის სახლის განკარგულებებს და აქვთ მეტ-ნაკლებად ღვთისმოშიში გული. ეს არის ნიჭიერი ადამიანების ის მეორე ტიპი, რომელზეც მე ვსაუბრობ. მათ მიმართ მოთხოვნები ასევე პრაქტიკულია, საკმაოდ კონკრეტული და — არა აბსტრაქტული. მაშ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამგვარ ნიჭიერ ადამიანებს მოეთხოვებათ იყვნენ საზოგადოების ნაღები, ჰქონდეთ სოციალური გამოცდილება, გარკვეული აკადემიური კვალიფიკაცია და გარკვეული სოციალური სტატუსი? (არა.) ღვთის სახლი არასოდეს მოითხოვს ადამიანებისგან სოციალურ სტატუსს, პოპულარობას, აკადემიურ კვალიფიკაციას ან ცოდნის მაღალ დონეს — მსგავსი რაღაცები ადამიანებს არასოდეს მოეთხოვებათ. დაწინაურებისა და კულტივირებისას ღვთის სახლი არ უყურებს მათ გარეგნობას, ანუ იმას, თუ რამდენად მახინჯები ან მიმზიდველები არიან ისინი. გარდა იმისა, რომ არ აწინაურებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც არამორწმუნეებს ჰგვანან ან საზიზღარი თუ ბოროტი გარეგნობა აქვთ, დანარჩენი კრიტერიუმები ისაა, რაც ეს-ესაა ვახსენე — ეს ყველაზე პრაქტიკული კრიტერიუმებია. როდესაც არამორწმუნეები ვინმეს აწინაურებენ, ისინი პირველ რიგში ადამიანის გარეგნობას უყურებენ; კაცები უნდა იყვნენ სიმპათიურები, როგორც თანამდებობის პირები, ხოლო ქალები — ლამაზები, როგორც ფერიები. გარდა ამისა, ისინი ასევე ადარებენ ადამიანების აკადემიურ კვალიფიკაციას, სოციალურ სტატუსს, ოჯახურ წარმომავლობასა და ეშმაკობებს. თუ გაქვს მაღალი აკადემიური კვალიფიკაცია, მაგრამ გაკლია ეშმაკობის უნარი, ესეც არ გამოგადგება, არასოდეს დაგაწინაურებენ და არავინ დაგაფასებს. თუ გაქვს მაღალი აკადემიური კვალიფიკაცია და ნამდვილი ნიჭი, მაგრამ არ ხარ განსაკუთრებულად კარგი გარეგნობის, ხარ ტანმორჩილი და არ იცი, როგორ ეპირფერო ან დაუახლოვდე ზემდგომებს, მაშინ მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაგაწინაურებენ და არ მოხდება შენი კულტივირება და ვერავინ შეგამჩნევს. ამიტომ აქვთ არამორწმუნეებს ასეთი გამონათქვამი: „ბევრი მკვირცხლი ცხენი არსებობს, მაგრამ ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც მათი ამოცნობა შეუძლია“. არის თუ არა ეს მართებული ღვთის სახლის შემთხვევაში? (არა, არ არის.) მაშ, არის თუ არა მართებული გამოთქმა „ნამდვილი ოქრო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იბრწყინებს“? არის თუ არა ეს მართებული? (არა.) ცინიკოსები, რომლებიც არავის უთმობენ, ხშირად ამბობენ ამას. მუდამ ბრწყინვალების სურვილი — ეს ადამიანური ამბიციაა. ღვთის სახლის მიერ დაწინაურებული და კულტივირებული სხვადასხვა სახის ნიჭიერი ადამიანები ოქრო როდი არიან, ისინი უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. დაწინაურება და კულტივირება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უბრალოდ ხატოვანი გამოთქმაა; სინამდვილეში, ეს ღვთის მიერ ამაღლებას გულისხმობს. განა შენ, ქმნილება, ოქრო ხარ შემოქმედის წინაშე? შენ მხოლოდ მტვერი ხარ, სპილენძიც კი არ ხარ და არც რკინა. რატომ ვამბობ, რომ შენ მტვერი ხარ და არა ოქრო? ადამიანებში შესაქები არაფერია. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „განა ის, რაც თქვი, წინააღმდეგობრივი არ არის? განა ახლახან არ თქვი, რომ ადამიანი შეიძლება დაწინაურდეს, თუ ის აკმაყოფილებს დადებითი რაღაცების სიყვარულის კრიტერიუმს?“ როგორც ადამიანს, განა არ უნდა გიყვარდეს დადებითი რაღაცები? თუ გიყვარს რამდენიმე დადებითი რაღაც, განა ეს ოქროდ გაქცევს? განა ეს გაბრწყინებს? თუ გიყვარს რამდენიმე დადებითი რაღაც, ნიშნავს კი ეს იმას, რომ ჭეშმარიტებას ფლობ? ადამიანი მხოლოდ ჭეშმარიტების ფლობით ბრწყინავს. თუ არ ფლობ ჭეშმარიტებას, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ბრწყინავ? ფაქტი ისაა, რომ ქმნილებას არ ესმის არავითარი ჭეშმარიტება. გარკვეული ადამიანობისა და ჭეშმარიტების წვდომის გარკვეული უნარისა და სულიერი მონაცემების ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ბუნებრივად ფლობს ჭეშმარიტებას. ადამიანები არ ფლობენ ჭეშმარიტებას და მაშინაც კი, თუ მათი ადამიანობა პატიოსანი ან კეთილია, ეს თვისებები არ არის ჭეშმარიტება, არამედ, უბრალოდ ის თვისებებია, რომლებიც ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ბრწყინვალებაზე ნუ ილაპარაკებთ. მაშ, როდის შეუძლია ადამიანს ცოტათი გაბრწყინება? როდესაც მას შეუძლია წარმოთქვას იობის სიტყვები: „იეჰოვამ მომცა და იეჰოვამ წაიღო; კურთხეულ იყოს იეჰოვას სახელი“ (იობი 1:21), სწორედ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ის ოდნავ ბრწყინავს და ნათელში ცხოვრობს. როდესაც შეძლებ შენს ხელთ არსებული ჭეშმარიტება-რეალობისა და შენ მიერ გაგებული ჭეშმარიტების გამოყენებას სხვების უზრუნველსაყოფად, მხარდასაჭერად და წარსამართად, რის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ ღვთის წინაშე წარდგომას და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას, ღვთისადმი დამორჩილებასა და ღვთის თაყვანისცემას, მხოლოდ მაშინ შეძლებ ოდნავ გაბრწყინებას.
ღვთის სახლის მიერ კულტივირებული სხვადასხვა სახის ნიჭიერი ადამიანები არ არიან ზებუნებრივად დაჯილდოებულნი, ისინი უბრალოდ ჩვეულებრივი, გახრწნილი ადამიანები არიან. თუკი მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, ყურის გდება და დამორჩილება, და ფლობენ გარკვეულ სულიერ მონაცემებს, ღვთის სახლი გამონაკლისს დაუშვებს მათ დაწინაურებისა და კულტივირებისათვის. როდესაც ვსაუბრობ გამონაკლისის დაშვებაზე ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისათვის, ეს გულისხმობს ღვთის მიერ ამაღლებას, ეს ნიშნავს შენთვის შესაძლებლობის მიცემას, წარდგე ღვთის წინაშე, მიიღო ღვთის წინამძღოლობა და მიიღო ღვთისგან კულტივირება და წვრთნა, რათა ამ პერიოდში შეძლო ჭეშმარიტება-რეალობაში რაც შეიძლება სწრაფად შესვლა და ჭეშმარიტება-პრინციპების ზუსტად წვდომა, სტანდარტის შესაბამისად შენი მოვალეობის შესრულება და ადამიანური მსგავსებით ცხოვრება. აი, რას ნიშნავს ტერმინი „ნიჭიერი ადამიანები“ ღვთის სახლში. ასეთი ადამიანები სულაც არ არიან დიადნი და შთამბეჭდავნი, მათ უბრალოდ ესმით ჭეშმარიტება და ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას, შეუძლიათ თავიანთი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შესრულება, გამოირჩევიან მცირედი გულწრფელობით, შეუძლიათ მცირედი საფასურის გადახდა და არ მოქმედებენ დაუფიქრებლად თავიანთი წარმოდგენებისა და წარმოსახვების საფუძველზე. არის თუ არა მიზანშეწონილი ღვთის სახლისთვის, დაუშვას გამონაკლისი იმ ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, და გაწვრთნას ისინი? არის თუ არა ეს სასარგებლო ადამიანებისთვის? ეს უაღრესად სასარგებლოა ადამიანებისთვის! სხვა მორწმუნეების მსგავსად, მათ, ვინც დაწინაურებულნი და კულტივირებულნი არიან, სწამთ ღმერთი, კითხულობენ ღვთის სიტყვებს, უსმენენ ქადაგებებს და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ სხვა მორწმუნეებთან შედარებით, ისინი უფრო სწრაფად გაიზრდებიან და მეტს მიიღებენ. გსურთ მეტის მიღება თუ მხოლოდ მცირედის? (მეტის მიღება.) ადამიანთა უმეტესობას აქვს ეს სურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უყვართ დადებითი რაღაცები. ზოგჯერ, ზოგიერთ გუნდთან, სიცოცხლეში შესვლის შესახებ მაქვს თანაზიარება და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის მოსასმენად, რაც აჩვენებს, რომ ადამიანთა უმეტესობას აქვს ჭეშმარიტებისადმი ლტოლვა, სურს ჭეშმარიტების უკეთ გაგება და ასევე, სურს ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. თავდაპირველად, როდესაც ზოგიერთ ადამიანთან მქონდა თანაზიარება, ისინი ნამდვილად გაოცებულნი იყვნენ. დიდხანს ვსაუბრობდი, მაგრამ ისინი არ მპასუხობდნენ, ღიმილზე მინიშნებაც კი არ დაჩნევიათ სახეზე. მას შემდეგ, რაც მათთან ერთი ან ორი წელი მქონდა შეხება, უმეტესობის სახის გამომეტყველება უფრო ბუნებრივი გახდა და დაიწყეს პასუხის გაცემა, დროთა განმავლობაში კი უფრო სწრაფადაც მცემდენ პასუხს. ანუ, ისინი მკვდარი ადამიანებიდან ცოცხალ ადამიანებად იქცნენ, და მათმა სულებმა გამოიღვიძა. როგორ მივაღწიეთ ამას? თუ ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება, მაშინ რაც არ უნდა უყვარდეთ დადებითი რაღაცები ან რაც არ უნდა ჭკვიანები და გონიერები იყვნენ, ისინი მაინც მკვდარი ადამიანები არიან. ზოგიერთი ადამიანი თავიდან სულელი და გონებაჩლუნგია, ამ ქვეყნად არავის აქვს მათზე მაღალი წარმოდგენა, ისინი არ არიან დიდად განათლებულნი და მათი თვალსაწიერიც არ არის ფართო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ღმერთს ირწმუნებენ, მათ შეუძლიათ მრავალი ჭეშმარიტების გაგება და ბევრი რამის ნათლად დანახვა, შემდეგ კი ადამიანის ხატად და მსგავსად ცხოვრების დაწყება და ამგვარად, ცოცხალ ადამიანებად ქცევა. რას ნიშნავს „ცოცხალი ადამიანები“? საქმე ის კი არ არის, შენი ფიზიკური სხეული ცოცხალია თუ მკვდარი ან შეუძლია თუ არა შენს სხეულს მოძრაობა ან სუნთქვა, არამედ ის, იაზრებს თუ არა შენი სული ღვთის სიტყვებსა და ჭეშმარიტებას და არის თუ არა მათ მიმართ მგრძნობიარე. ცოცხალი ადამიანები რეაგირებენ ჭეშმარიტებასა და ღვთის სიტყვებზე. ღვთის სიტყვების მოსმენის შემდეგ მათ უჩნდებათ შეგნება, გზა, გეგმა და მიზანი. მკვდარ ადამიანებს არ აქვთ ეს გამოვლინებები. ამრიგად, თუ ღვთის სახლი ვინმეს დააწინაურებს და მის კულტივირებას მოახდენს, ეს ადამიანი შედარებით მეტს მიიღებს. მაშ, როგორ შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს და არ არიან დაწინაურებულნი ან კულტივირებულნი, მიიღონ საკმარისი? როგორ შეუძლიათ მათ სწრაფად შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში? მათ უნდა ისწავლონ ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება და განცდა, მიაღწიონ მრავალი ჭეშმარიტების გაგებას და ასევე შეძლონ ჭეშმარიტების გამოყენება ადამიანების ამოსაცნობად და პრობლემების გადასაჭრელად — მაშინ ისინი შეძლებენ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას.
ზოგიერთი ამბობს: „ვინაიდან ღვთის სახლი აწინაურებს და აკულტივირებს ყველა სახის ნიჭიერ ადამიანს და საშუალებას აძლევს მათ, რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში, განა ეს არ ნიშნავს, რომ უნიჭო ადამიანები ვერ შევლენ ჭეშმარიტება-რეალობაში?“ არის თუ არა სწორი ამის თქმა? (არა, მცდარია.) მაშ, ამ თემაზე თანაზიარების შემდეგ ზოგიერთი ადამიანი აღფრთოვანდა, ზოგი კი იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ხომ არ დარჩა? ადამიანმა ამას ასე უნდა შეხედოს: ისინი, ვინც დაწინაურებულნი და კულტივირებულნი არიან, არ უნდა ამაყობდნენ. სატრაბახო არაფერი გაქვს, ეს ღვთის მადლი და კურთხევაა. როდესაც ღმერთი მეტს გაძლევს, ის ასევე გთხოვს, რომ მეტი გაიღო. თუ ღვთის სახლი გამონაკლისს დაუშვებს შენს დასაწინაურებლად და საკულტივირებლად, ეს ნიშნავს, რომ უფრო მაღალი საფასურის გადახდა მოგიწევს. თუ შეგიძლია ამ განსაცდელის ატანა, მაშინ, რა თქმა უნდა, მეტს მიიღებ. თუ იტყვი: „არ მსურს ამ განსაცდელის ატანა“, მაშინ ვერც ჭეშმარიტებას მოიპოვებ და ვერც ღვთის კურთხევას მიიღებ. ზოგიერთი ამბობს: „მსურს ამ ყველაფრის მიღება, მაგრამ არ მგონია, რომ შევძლებ, რადგან ღვთის სახლი არ დაუშვებს გამონაკლისს ჩემს დასაწინაურებლად და საკულტივირებლად. მე არ ვაკმაყოფილებ დადგენილ კრიტერიუმებს“. მნიშვნელობა არ აქვს, აკმაყოფილებ თუ არა კრიტერიუმებს. თუკი ეძიებ ჭეშმარიტებას და მისკენ დაუღალავად მიილტვი, ღმერთი უსამართლოდ არ მოგექცევა. ეს დაწინაურებული და კულტივირებული ადამიანები უბრალოდ უფრო ადრე ახერხებენ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას თავიანთი სულიერი მონაცემებისა და სხვადასხვა გარემოების გამო. ოღონდ ეს ნაადრევი შესვლა როდი ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ უფრო ადრე შეუძლიათ ოდნავ მეტის მიღება და ჭეშმარიტება-რეალობაში ოდნავ უფრო ადრე შესვლა. ისინი, ვინც არ დაწინაურებულან, ოდნავ ჩამორჩებიან მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. შეუძლია თუ არა ადამიანს ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, ეს დამოკიდებულია მის მისწრაფებებზე. ამ დაწინაურებულ და კულტივირებულ ადამიანებს შეუძლიათ უფრო სწრაფად ჩასწვდნენ ჭეშმარიტება-პრინციპებს და უფრო სწრაფად შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში კულტივირების პროცესში, რაც სარგებელს მოუტანს ღვთის სახლის საქმეს. ამიტომ, მართებულია იმ ადამიანების დაწინაურება და კულტივირება, რომლებსაც კარგი სულიერი მონაცემები აქვთ და უყვართ ჭეშმარიტება. თუკი ვინმეს შეუძლია ამ ადამიანების პოვნა, მათი დაწინაურება და კულტივირება ისე, რომ არ შეშურდეს მათი ან არ დაამციროს ისინი, არამედ, პირიქით, იზრუნოს მათზე, ესე იგი, ის ითვალისწინებს ღვთის განზრახვებს. ამის საპირისპიროდ, თუ ზოგიერთს შურს და წუხს, რომ ეს ადამიანები მასზე უკეთესები არიან და სჯობნიან მას, რის გამოც გარიყავს და ამცირებს მათ, ეს აშკარად ბოროტი ქმედებაა და ის, რასაც ხშირად ანტიქრისტეები აკეთებენ. მხოლოდ ბოროტ ადამიანებსა და ანტიქრისტეებს შეუძლიათ ძმებსა და დებზე თავდასხმა და მათი გარიყვა.
ღვთის სახლის მიერ ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების როგორი გაგება და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს
ის, რაზეც ახლახან ვთანაზიარებდით, წარმოადგენს ღვთის სახლის მიზნებს ყველა სახის ნიჭიერი ადამიანის დაწინაურებისა და კულტივირებისას. რა სახის საქმესაც არ უნდა ასრულებდნენ ისინი, ვინც შერჩეულნი არიან დასაწინაურებლად და საკულტივირებლად — იქნება ეს ტექნიკური სამუშაო, ჩვეულებრივი სამუშაო თუ ეკლესიის ზოგადი საქმეები — მოკლედ რომ ვთქვათ, ის ყველაფერი, რაც ხორციელდება იმისთვის, რომ მათ შეძლონ ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, და მაშასადამე იმისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ სტანდარტის შესაბამისად თავიანთი მოვალეობის შესრულება ღვთის განზრახვების დასაკმაყოფილებლად — ეს არის ის, რასაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს და, რა თქმა უნდა, ისიც, რაც ეკლესიის საქმეს სჭირდება. ახლა გესმით თუ არა ღვთის სახლის მიერ ყველა სახის ნიჭიერი ადამიანის დაწინაურებისა და კულტივირების მნიშვნელობა? დარჩა თუ არა კიდევ რაიმე გაუგებარი? (არა.) ზოგიერთი ამბობს: „ახლა, როცა ეს ადამიანი წინამძღოლად დაწინაურდა და სტატუსი აქვს, ის აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი“. სწორია თუ მცდარი ამის თქმა? (მცდარია.) სხვებმა შეიძლება თქვან: „მათ, ვინც წინამძღოლები ხდებიან, აქვთ სტატუსი, მაგრამ მწვერვალზე მარტოობაა. რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მწარედ ეცემი!“ სწორია თუ მცდარი ამის თქმა? ეს აშკარად მცდარია. როგორი ადამიანები იგულისხმეიან გამონათქვამში „რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მწარედ ეცემი“? იგულისხმებიან ამბიციებისა და სურვილების მქონე ადამიანები, იგულისხმებიან ანტიქრისტეები. როდესაც ისინი, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებენ, წინამძღოლები ხდებიან, ეს მაღლა ასვლა არ არის — ეს ღვთის მიერ გამონაკლისად მათი ამაღლებაა, და ეს არის ღვთის კურთხევა, რომელიც ამ ტვირთს აკისრებს მათ და საშუალებას აძლევს, შეასრულონ წინამძღოლობის საქმე. „რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მწარედ ეცემი“ არის არამორწმუნეების მიერ გამოტანილი დასკვნა და ასახავს არამორწმუნეების მიერ თანამდებობრივი კარიერის ძიების შედეგებს. ამ ურწმუნოებს არ აქვთ გარჩევის უნარი და ამ გამონათქვამს დადებით ადამიანებს უსადაგებენ, რაც უხეში შეცდომაა. სხვებმა შეიძლება თქვან: „ის სოფლად დაიბადა, ახლა კი ეკლესიის წინამძღოლი გახდა — მდაბიოთა წრიდან აღზევებული ფენიქსია“. სწორია თუ მცდარი ამის თქმა? ეს არამორწმუნეების ეშმას სიტყვებია და არ შეიძლება ღვთის რჩეულ ხალხს ესადაგებოდეს. ღვთის სახლში ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას, ვინც პატიოსანია, ვისაც კეთილი გული აქვს და ვინც იცავს ღვთის სახლის საქმეს. როგორც კი ეს ადამიანები გაიგებენ ჭეშმარიტებას და მოიპოვებენ გარკვეულ სულიერ სიმწიფეს, ადრე თუ გვიან ისინი დაწინაურდებიან კულტივირებისა და პრაქტიკისთვის, რათა ჩაანაცვლონ ისინი, ვინც ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები არიან. ღვთის სახლში, დადებითი ადამიანები, რომლებმაც გაიარეს მრავალი განსაცდელი და გამოცდა და რომლებიც მუდმივად იცავდნენ ღვთის სახლის საქმეს, არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ ღვთის მოწონებას, და შეუფერებელი იქნებოდა არამორწმუნეების ეშმას სიტყვების გამოყენება ამ ადამიანების დასახასიათებლად. ამიტომ, ისინი, ვინც მუდამ იყენებენ არამორწმუნეების ეშმას სიტყვებს ღვთის სახლში მიმდინარე მოვლენების აღსაწერად და საკუთარი შეხედულებების გამოსახატავად, არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ჭეშმარიტება და აქვთ უკუღმართი შეხედულებები საგნებზე. საგნებზე მათი შეხედულებები სრულიად არ შეცვლილა და კვლავ არამორწმუნეთა შეხედულებებად რჩება; მათ რამდენიმე წელია სწამთ ღმერთი, მაგრამ საერთოდ არ მოუპოვებიათ ჭეშმარიტება და კვლავ არ შეუძლიათ საგნების დანახვა ღვთის სიტყვების შესაბამისად — მაშასადამე, ეს ადამიანები ურწმუნოები და არამორწმუნეები არიან. როდესაც ვინმე წინამძღოლად ან მუშაკად დაწინაურდება, ან კულტივირდება, რათა გახდეს რაიმე სახის ტექნიკური სამუშაოს ზედამხედველი, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლის მიერ მისთვის ტვირთის დაკისრება. ეს არის დავალება, პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ასევე არის განსაკუთრებული მოვალეობა, განსაკუთრებული შესაძლებლობა და გამონაკლისად ამაღლება — ამაში საქებარი არაფერია. როდესაც ღვთის სახლი ვინმეს აწინაურებს და აკულტივირებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული პოზიცია ან სტატუსი აქვს ღვთის სახლში და ამის წყალობით შეუძლია დატკბეს განსაკუთრებული მოპყრობითა და კეთილგანწყობით. ნაცვლად ამისა, მას შემდეგ, რაც ღვთის სახლი გამონაკლისს დაუშვებს მის ასამაღლებლად, მას ეძლევა საუკეთესო პირობები იმისთვის, რათა მიიღოს წვრთნა ღვთის სახლისგან, პრაქტიკულად შეასრულოს ეკლესიის ზოგი არსებითი საქმე, და იმავდროულად, ღვთის სახლი ამ ადამიანს წაუყენებს უფრო მაღალ სტანდარტებს, რაც ძალიან სასარგებლო იქნება სიცოცხლეში მისი შესვლისთვის. როდესაც ადამიანი დაწინაურებულია და კულტივირებულია ღვთის სახლში, ეს ნიშნავს, რომ მას მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებენ და მკაცრ ზედამხედველობას გაუწევენ. ღვთის სახლი მკაცრად შეამოწმებს, ზედამხედველობას გაუწევს და წინ წასწევს მის მიერ შესრულებულ საქმეს, ასევე გაიგებს და ყურადღებას დაუთმობს მის სიცოცხლეში შესვლას. ამ თვალსაზრისით, განა ღვთის სახლის მიერ დაწინაურებული და კულტივირებული ადამიანები განსაკუთრებული მოპყრობით, განსაკუთრებული სტატუსითა და განსაკუთრებული პოზიციით ტკბებიან? აბსოლუტურად არა, და მითუმეტეს არ ტკბებიან რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობით. თუკი დაწინაურებული და კულტივირებული ადამიანები ჩათვლიან, რომ მოვალეობის მეტ-ნაკლებად ეფექტურად შესრულების შედეგად კაპიტალი დააგროვეს, და ამის გამო ერთ ადგილზე გაიყინებიან და ჭეშმარიტების ძიებას შეწყვეტენ, მაშინ ისინი საფრთხეში აღმოჩნდებიან, როდესაც განსაცდელსა და გასაჭირს წააწყდებიან. თუ ადამიანების სულიერი სიმწიფე მეტისმეტად მცირეა, ისინი, სავარაუდოდ, ფეხზე მყარად დგომას ვერ შეძლებენ. ზოგიერთი ამბობს: „თუ ვინმე დაწინაურებულია და კულტივირებულია როგორც წინამძღოლი, მაშინ მას მდგომარეობა მოუპოვებია. თუნდაც არ იყოს ერთ-ერთი პირმშო ძეთაგანი, მას მაინც აქვს იმედი, რომ ღვთის ხალხის ნაწილი გახდება. მე არასოდეს ვყოფილვარ დაწინაურებული ან კულტივირებული, მაშ, ნუთუ არ მაქვს იმედი, რომ ღვთის ხალხის ნაწილი გავხდები?“ ამგვარად ფიქრი მცდარია. იმისათვის, რომ გახდე ღვთის ხალხის ნაწილი, უნდა გქონდეს სიცოცხლის გამოცდილება და უნდა იყო ის, ვინც ემორჩილება ღმერთს. განურჩევლად იმისა, წინამძღოლია, მუშაკი თუ რიგითი მიმდევარი, ნებისმიერი, ვინც ფლობს ჭეშმარიტება-რეალობას, ღვთის ხალხის ნაწილია. თუნდაც იყო წინამძღოლი ან მუშაკი, თუ გაკლია ჭეშმარიტება-რეალობა, მაინც მსახურების შემსრულებელი ხარ. სინამდვილეში, დაწინაურებულ და კულტივირებულ ადამიანებში არაფერია განსაკუთრებული. ერთადერთი, რითაც ისინი სხვებისგან განსხვავდებიან, არის ის, რომ მათ აქვთ უფრო ხელსაყრელი გარემო, უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობები და უკეთესი პირობები იმ კონკრეტული საქმის შესასრულებლად, რომელიც ჭეშმარიტება-პრინციპებს მოიცავს. თუნდაც შესრულებული საქმის უმეტესი ნაწილი კონკრეტულ პროფესიას მოიცავდეს, თუ არ არსებობს ჭეშმარიტება-პრინციპები მის დასარეგულირებლად და შესამოწმებლად, მაშინ შენ მიერ შესრულებული მოვალეობა არ შეესაბამება პრინციპებს, უბრალოდ მსახურებას ასრულებ და ნამდვილად ვერ მიაღწევ ღვთის მოწონებას. რა მოთხოვნებს უყენებს ღვთის სახლი დაწინაურებულ და კულტივირებულ სხვადასხვა ნიჭიერ ადამიანს? იმისათვის, რომ ღვთის სახლმა ისინი დააწინაუროს და მათი კულტივირება მოახდინოს, სულ მცირე, ისინი სინდისიერი და გონიერი ადამიანები უნდა იყვნენ, ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, რომლებიც ერთგულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაემორჩილონ ღვთის წარმართვასა და განგებას, და, სულ მცირე, უნდა შეეძლოთ მიღება და დამორჩილება, როდესაც გასხვლის წინაშე აღმოჩნდებიან. ღვთის სახლის მიერ ადამიანების კულტივირებისა და წვრთნის შედეგად მისაღწევი მიზანი ის კი არ არის, რომ ისინი გახდნენ თანამდებობის პირები ან უფროსები, ან უხელმძღვანელონ სხვებს, და არც ის, რომ შეეძლოთ ადამიანებისთვის მათი აზროვნების წესთან დაკავშირებით რჩევის მიცემა, და, რა თქმა უნდა, მითუმეტეს არ არის ის, რომ ჰქონდეთ უკეთესი პროფესიული უნარები ან განათლების უფრო მაღალი დონე, ან უფრო მაღალი რეპუტაცია, ან რომ მათი მოხსენიება შეიძლებოდეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ცნობილნი არიან თავიანთი პროფესიული უნარებით ან პოლიტიკური მიღწევებით. ნაცვლად ამისა, მისაღწევი შედეგი არის ის, რომ მათ გაიგონ ჭეშმარიტება და იცხოვრონ ღვთის სიტყვების შესაბამისად, და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღვთისმოშიშნი არიან და ერიდებიან ბოროტებას. წვრთნის პროცესში მათ შეუძლიათ გაიგონ ჭეშმარიტება და ჩასწვდნენ ჭეშმარიტება-პრინციპებს, და უკეთ შეიცნონ, ზუსტად რა არის ღვთისადმი რწმენა და როგორ უნდა გაჰყვნენ ღმერთს — ეს უკიდურესად სასარგებლოა მათთვის, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას სრულყოფის მისაღწევად. ეს არის ის შედეგი და სტანდარტი, რომლის მიღწევაც ღვთის სახლს სურს ყველა სახის ნიჭიერი ადამიანის დაწინაურებითა და კულტივირებით, და ეს ასევე არის ყველაზე დიდი მონაგარი მათთვის, ვინც დაწინაურებული და გამოყენებულია.
ზოგიერთი ადამიანი თავის მოვალეობას შედარებით პასუხისმგებლობით ასრულებს და ღვთის რჩეული ხალხის მოწონებას იმსახურებს, ამიტომ ეკლესია მათ კულტივირებას ახდენს, რათა წინამძღოლები ან მუშაკები გახდნენ. სტატუსის მოპოვების შემდეგ, მათ უჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ მასიდან გამოირჩევიან, და ფიქრობენ: „რატომ შემარჩია ღვთის სახლმა? განა იმიტომ არა, რომ ყველა თქვენგანზე უკეთესი ვარ?“ განა ეს ბავშვის ნათქვამს არ ჰგავს? ეს უმწიფარი, უაზრო და გულუბრყვილო ადამიანის აზრია. სინამდვილეში, ოდნავაც არ ხარ სხვებზე უკეთესი. უბრალოდ, აკმაყოფილებ ღვთის სახლის მიერ კულტივირების კრიტერიუმებს. შეძლებ თუ არა ამ პასუხისმგებლობის ტარებას, ამ მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ან ამ მინდობილი საქმის ბოლომდე მიყვანას, სულ სხვა საკითხია. როდესაც ვინმე ძმებისა და დების მიერ წინამძღოლად აირჩევა ან ღვთის სახლის მიერ გარკვეული საქმის ან გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად დაწინაურდება, ეს არ ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული სტატუსი ან პოზიცია აქვს, ან რომ მის მიერ გაგებული ჭეშმარიტებები სხვებისაზე უფრო ღრმა და მრავალრიცხოვანია — და მითუმეტეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს შეუძლია ღმერთს დაემორჩილოს და არ უღალატებს მას. რა თქმა უნდა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ ის იცნობს ღმერთს და ღვთისმოშიშია. სინამდვილეში, მას ამ თვისებებიდან არაფრისთვის მიუღწევია. დაწინაურება და კულტივირება მხოლოდ დაწინაურება და კულტივირებაა პირდაპირი გაგებით, და არ უდრის იმას, რომ ის ღვთის მიერ არის წინასწარგანსაზღვრული და ღირსეულად მიჩნეული. მისი დაწინაურება და კულტივირება უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ის დაწინაურდა და კულტივირებას ელის. ამ კულტივირების საბოლოო შედეგი კი იმაზეა დამოკიდებული, ეძიებს თუ არა ეს ადამიანი ჭეშმარიტებას და შეუძლია თუ არა ჭეშმარიტების ძიების გზის არჩევა. ამრიგად, როდესაც ეკლესიაში ვინმე დაწინაურდება და კულტივირებულია წინამძღოლად, ის მხოლოდ პირდაპირი გაგებით არის დაწინაურებული და კულტივირებული; ეს არ ნიშნავს, რომ ის უკვე სტანდარტის შესაბამისი და კომპეტენტური წინამძღოლია, რომ მას უკვე შეუძლია წინამძღოლობის საქმის საკუთარ თავზე აღება და რეალური საქმის კეთება — ეს ასე არ არის. ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ამ საგნების არსში წვდომა და საკუთარ წარმოსახვებზე დაყრდნობით აფასებს დაწინაურებულებს. ეს შეცდომაა. რამდენი წელიც არ უნდა სწამდეთ ღმერთი, ნამდვილად ფლობენ თუ არა დაწინაურებულები ჭეშმარიტება-რეალობას? გადაჭრით ვერ ვიტყვით. შეუძლიათ თუ არა მათ ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებების შესრულება? გადაჭრით ვერ ვიტყვით. აქვთ თუ არა მათ პასუხისმგებლობის გრძნობა? არიან თუ არა ერთგულნი? შეუძლიათ თუ არა დამორჩილება? როდესაც პრობლემას აწყდებიან, შეუძლიათ თუ არა ჭეშმარიტების ძიება? ყოველივე ეს უცნობია. აქვთ თუ არა ამ ადამიანებს ღვთისმოშიში გული? და რამდენად დიდია მათი ღვთისმოშიშება? შეუძლიათ თუ არა თავიდან აირიდონ საკუთარი ნების მიყოლა საქმის კეთებისას? შეუძლიათ თუ არა ღვთის ძიება? წინამძღოლობის საქმის შესრულებისას შეუძლიათ თუ არა ხშირად წარდგნენ ღვთის წინაშე ღვთის განზრახვების საძიებლად? შეუძლიათ თუ არა ადამიანების წარმართვა ჭეშმარიტება-რეალობაში? მათ ნამდვილად არ შეუძლიათ მსგავსი რამეები. მათ არ მიუღიათ წვრთნა და არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, ამიტომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. სწორედ ამიტომ, ვინმეს დაწინაურება და კულტივირება არ ნიშნავს, რომ მას უკვე ესმის ჭეშმარიტება, და არც იმას ნიშნავს, რომ მას უკვე შეუძლია სტანდარტის შესაბამისად თავისი მოვალეობის შესრულება. მაშ, რა არის ვინმეს დაწინაურებისა და კულტივირების მიზანი და მნიშვნელობა? მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანი დაწინაურდეს, როგორც პიროვნება, რათა შეძლოს პრაქტიკული საქმიანობა და საგანგებოდ მოირწყას და გაიწვრთნას, რაც მას საშუალებას მისცემს გაიგოს ჭეშმარიტება-პრინციპები, აგრეთვე, სხვადასხვა საქმის კეთებისა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის პრინციპები, გზები და მეთოდები, და ასევე ის, თუ როგორ გაუმკლავდეს და მოექცეს სხვადასხვა ტიპის გარემოსა და ადამიანებს, რომლებსაც აწყდება, ღვთის განზრახვების შესაბამისად და ისე, რომ დაიცვას ღვთის სახლის ინტერესები. ამ პუნქტებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, არიან თუ არა ღვთის სახლის მიერ დაწინაურებული და კულტივირებული ნიჭიერი ადამიანები სათანადოდ უნარიანნი, რომ საკუთარ თავზე აიღონ თავიანთი საქმე და ჯეროვნად შეასრულონ მოვალეობა დაწინაურებისა და კულტივირების პერიოდში ან დაწინაურებამდე და კულტივირებამდე? რა თქმა უნდა, არა. ამრიგად, გარდაუვალია, რომ კულტივირების პერიოდში ეს ადამიანები განიცდიან გასხვლას, განსჯასა და გაკიცხვას, მხილებასა და დათხოვნასაც კი; ეს ნორმალურია, ეს არის წვრთნა და კულტივირება. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ გაზვიადებული მოლოდინები ან არარეალისტური მოთხოვნები დაწინაურებულთა და კულტივირებულთა მიმართ; ეს არაგონივრული და უსამართლო იქნებოდა მათ მიმართ. შეგიძლიათ ზედამხედველობა გაუწიოთ მათ საქმიანობას. თუ მათი საქმიანობის პროცესში აღმოაჩენთ პრობლემებს ან ისეთ რამეებს, რაც არღვევს პრინციპებს, შეგიძლიათ წამოჭრათ ეს საკითხი და ეძიოთ ჭეშმარიტება ამ პრობლემების გადასაჭრელად. ის, რაც არ უნდა გააკეთოთ, არის მათი განსჯა, დაგმობა, მათზე თავდასხმა ან მათი გარიყვა, რადგან ისინი მხოლოდ კულტივირების პერიოდში იმყოფებიან და არ უნდა განიხილებოდნენ როგორც სრულყოფილებას მიღწეული ადამიანები, მითუმეტეს, როგორც უნაკლო ადამიანები, ან როგორც ადამიანები, რომლებიც ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას. თქვენს მსგავსად, ისინიც მხოლოდ წვრთნის პერიოდს გადიან. განსხვავება ისაა, რომ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტ საქმესა და პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. მათ აქვთ პასუხისმგებლობა და ვალდებულება, შეასრულონ მეტი საქმე; მათ უფრო დიდი საფასური უნდა გადაიხადონ, მეტი განსაცდელი აიტანონ, მეტი გონებრივი ძალისხმევა გაიღონ, მეტი პრობლემა გადაჭრან, ადამიანებისგან მეტი გაკიცხვა დაითმინონ და, რა თქმა უნდა, მათ ასევე მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, და — თავიანთი მოვალეობის შემსრულებელ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით — ცოტა ნაკლები უნდა იძინონ, ცოტა ნაკლებად დატკბნენ სიამეებით და არ მონაწილეობდნენ ჭორაობაში. სწორედ ეს არის მათში განსაკუთრებული; სხვა თვალსაზრისით, ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც ნებისმიერი სხვა. რისი თქმა მინდა ამით? იმის, რომ ყველამ იცოდეს — სწორად უნდა მიუდგნენ ღვთის სახლში დაწინაურებულ და კულტივირებულ სხვადასხვა ტიპის ნიჭიერ ადამიანებს, რომ არ უნდა იყვნენ მკაცრნი მათ მიმართ თავიანთ მოთხოვნებში და, რა თქმა უნდა, არც არარეალისტურად აფასებდნენ მათ. მათი გაზვიადებულად დაფასება და მათით აღფრთოვანება სიბრიყვეა; მათ მიმართ ზედმეტად მკაცრი მოთხოვნების წაყენება კი არაადამიანური და არარეალისტურია. მაშ, რა არის მათთან მოპყრობის ყველაზე გონივრული გზა? ის, რომ მიიჩნიოთ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებად და, როდესაც პრობლემასთან დაკავშირებით ვინმეს მოძებნა დაგჭირდებათ, ითანაზიაროთ მათთან, ისწავლოთ ერთმანეთის ძლიერი მხარეების წყალობით და შეავსოთ ერთმანეთი. გარდა ამისა, ყველას პასუხისმგებლობაა, ზედამხედველობა გაუწიოს წინამძღოლებსა და მუშაკებს, რათა დაინახოს, ასრულებენ თუ არა ისინი რეალურ საქმეს, შეუძლიათ თუ არა ჭეშმარიტების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად; ეს არის სტანდარტები და პრინციპები იმის გასაზომად, არის თუ არა წინამძღოლი ან მუშაკი სტანდარტის შესაბამისი. თუ წინამძღოლს ან მუშაკს შეუძლია ზოგად პრობლემებთან გამკლავება და მათი გადაჭრა, ესე იგი, ის კომპეტენტურია, მაგრამ თუ მას ჩვეულებრივ პრობლემებთან გამკლავება და მათი მოგვარებაც კი არ შეუძლია, ის არ არის იმის შესაფერისი, რომ წინამძღოლი ან მუშაკი გახდეს და სწრაფად უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. მის ნაცვლად სხვა უნდა აირჩეს და ღვთის სახლის საქმე არ უნდა შეფერხდეს. ღვთის სახლის საქმის შეფერხება საკუთარი თავისა და სხვების დაზარალებაა, ეს არავისთვის არის სასარგებლო.
ზოგიერთი ადამიანი დაწინაურებული და კულტივირებულია ეკლესიის მიერ, რითაც წვრთნის კარგ შესაძლებლობას იღებს. ეს ნამდვილად კარგია. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ღვთის მიერ ამაღლებულნი და მადლით ცხებულნი. მაშ, როგორ უნდა შეასრულონ მათ თავიანთი მოვალეობა? პირველი პრინციპი, რომელიც მათ უნდა დაიცვან, არის ჭეშმარიტების გაგება — როდესაც მათ არ ესმით ჭეშმარიტება, უნდა ეძიონ ჭეშმარიტება და თუ დამოუკიდებლად ძიების შემდეგაც ვერ გაიგებენ, შეუძლიათ მოძებნონ ვინმე, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, რათა მასთან იქონიონ თანაზიარება და ერთად ეძიონ, რაც პრობლემის უფრო სწრაფად და დროულად გადაჭრას შეუწყობს ხელს. თუ შენ მხოლოდ იმაზე გაამახვილებ ყურადღებას, რომ დამოუკიდებლად მეტი დრო დაუთმო ღვთის სიტყვების კითხვას და მეტი დრო დაუთმო მათ სიღრმისეულ გააზრებას, რათა მიაღწიო ჭეშმარიტების გაგებას და გადაჭრა პრობლემა, ეს მეტისმეტად ნელი პროცესი იქნება; როგორც იტყვიან: „დაგვიანებულ დახმარებას შველა არ ეთქმის“. თუ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით სწრაფი პროგრესის მიღწევა გსურს, მაშინ უნდა ისწავლო სხვებთან ჰარმონიული თანამშრომლობა, მეტი კითხვის დასმა და მეტის ძიება. მხოლოდ ამ შემთხვევაში განვითარდება შენი ცხოვრება სწრაფად და შეძლებ დროულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე პრობლემების გადაჭრას. რადგან მხოლოდ ახლახან დაწინაურდი და ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადა გაქვს და არსებითად არ გესმის ჭეშმარიტება ან არ ფლობ ჭეშმარიტება-რეალობას — რადგან ჯერ კიდევ გაკლია სიმწიფე — ნუ იფიქრებ, რომ შენი დაწინაურება იმას ნიშნავს, თითქოს ჭეშმარიტება-რეალობას ფლობდე; ასე არ არის. შენ მხოლოდ იმიტომ შეგარჩიეს დასაწინაურებლად და საკულტივირებლად, რომ საქმის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობითა და წინამძღოლის სულიერი მონაცემებით გამოირჩევი. უნდა გამოიჩინო გონიერება. თუ დაწინაურებისა და წინამძღოლად ან მუშაკად გახდომის შემდეგ დაიწყებ საკუთარი სტატუსის მტკიცებას და ირწმუნებ, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ისწრაფვის ჭეშმარიტებისკენ და ფლობს ჭეშმარიტება-რეალობას და თუ, განურჩევლად იმისა, თუ რა პრობლემები აქვთ ძმებსა და დებს, თავს ისე მოაჩვენებ, თითქოს გესმის და სულიერი პიროვნება ხარ, ესე იგი, სულელური გზა აგირჩევია და ეს იგივეა, რასაც თვალთმაქცი ფარისევლები აკეთებდნენ. შენ ჭეშმარიტება უნდა ილაპარაკო და ასევე მოიქცე. როდესაც რაღაც არ გესმის, შეგიძლია სხვებს ჰკითხო ან ეძიო თანაზიარება ზემდგომისგან — ამაში სამარცხვინო არაფერია. რომც არ იკითხო, ზემდგომს მაინც ეცოდინება შენი რეალური სიმწიფის დონე და ეცოდინება, რომ შენში ჭეშმარიტება-რეალობა არ არსებობს. ძიება და თანაზიარება არის ის, რასაც უნდა აკეთებდე; ეს არის ის გონიერება, რომელიც ნორმალურ ადამიანში უნდა ვიპოვოთ და პრინციპი, რომელსაც წინამძღოლები და მუშაკები უნდა იცავდნენ. ეს არ არის ისეთი რამ, რის გამოც უხერხულობა უნდა იგრძნო. თუ ფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც წინამძღოლი გახდი, სირცხვილია არ გესმოდეს პრინციპების ან სხვებისა თუ ზემდგომისთვის ხშირად კითხვების დასმა და გეშინია, რომ სხვები ზემოდან ყურებას დაგიწყებენ, ამიტომ თვალთმაქცობ და თავს ისე აჩვენებ, თითქოს ყველაფერი გესმის, ყველაფერი იცი, გაქვს მუშაობის უნარი, შეგიძლია ეკლესიის ნებისმიერი საქმის შესრულება და არ გჭირდება, რომ ვინმემ რამე შეგახსენოს ან შენთან თანაზიარება იქონიოს, ან ვინმემ უზრუნველგყოს ან მხარი დაგიჭიროს, ეს საშიშია და შენ მეტისმეტად ამპარტავანი და თვითმართალი ყოფილხარ და ძალიან გაკლია გონიერება. შენ საკუთარი საზომიც კი არ გაქვს — განა ეს არ გაქცევს გონებაარეულ ადამიანად? ასეთი ადამიანები სინამდვილეში არ აკმაყოფილებენ ღვთის სახლის მიერ დაწინაურებისა და კულტივირების კრიტერიუმებს და ადრე თუ გვიან განთავისუფლებულნი და დათხოვილნი იქნებიან. აქედან გამომდინარე, ყველა წინამძღოლისა თუ მუშაკისთვის, რომლებიც ახლახან დაწინაურდნენ, ნათელი უნდა იყოს, რომ მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა, მათ უნდა ჰქონდეთ ეს თვითშემეცნება. შენ ახლა წინამძღოლი ან მუშაკი ხარ არა იმიტომ, რომ ღვთის მიერ დაინიშნე, არამედ იმიტომ, რომ სხვა წინამძღოლებმა და მუშაკებმა დაგაწინაურეს, ან ღვთის რჩეულმა ხალხმა აგირჩია; ეს არ ნიშნავს, რომ ფლობ ჭეშმარიტება-რეალობას და მიაღწიე ნამდვილ სიმწიფეს. როდესაც ამას გაიგებ, გექნება მცირედი გონიერება, რომელიც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ჰქონდეთ. ახლა ხომ გესმის? (დიახ.) მაშ, კონკრეტულად როგორ უნდა შეასრულოთ საქმე? როგორ უნდა განახორციელოთ ჰარმონიული თანამშრომლობა? როგორ უნდა ეძიოთ ჭეშმარიტება პრობლემების გადასაჭრელად, როდესაც მათ გადააწყდებით? ეს ყველაფერი გაგებული უნდა იყოს. თუ გახრწნილი ხასიათი გამოვლინდება, ეძიეთ ჭეშმარიტება და რაც შეიძლება მალე გადაჭერით იგი. თუ ეს დროულად არ მოგვარდება და გავლენას მოახდენს თქვენს საქმეზე, ეს პრობლემაა. თუ პროფესიას არ ფლობთ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ სწავლა, რადგან ზოგიერთი მოვალეობა პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. თუ მხოლოდ ჭეშმარიტება გესმით და არ ფლობთ პროფესიულ ცოდნას, ეს ასევე იმოქმედებს თქვენი საქმიანობის შედეგებზე. სულ მცირე, უნდა ფლობდეთ და გესმოდეთ გარკვეული საბაზისო პროფესიული ცოდნა, რათა შეძლოთ ადამიანთა შრომისთვის ეფექტიანად თვალყურის დევნება და მათთვის მითითებების მიცემა. თუ მხოლოდ პროფესიაში ხართ დახელოვნებული, მაგრამ არ გესმით ჭეშმარიტება, თქვენს საქმიანობაში ასევე იქნება ნაკლოვანებები, ამიტომ მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად, ასევე, დაგჭირდებათ ჭეშმარიტების ძიება და იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება. მხოლოდ ის, რომ დახელოვნებული ხარ პროფესიულ უნარებში ან ცოდნის გარკვეულ სფეროში, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია პრინციპების დაცვით საქმის კეთება, ამიტომ აუცილებელია ესწრაფოდე თანაზიარებას იმ ადამიანებთან, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება — ეს არის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვათ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ უნდა ითვალთმაქცოთ. შენ წვრთნისა და კულტივირების პერიოდში იმყოფები, გაქვს გახრწნილი ხასიათი და საერთოდ არ გესმის ჭეშმარიტება. მითხარი, იცის თუ არა ღმერთმა ამის შესახებ? (იცის.) სულელურად არ გამოჩნდებოდი, თუკი ითვალთმაქცებდი? გსურთ, იყოთ სულელი ადამიანები? (არ გვსურს). თუ არ გსურთ იყოთ სულელი ადამიანები, მაშ, როგორი ადამიანები უნდა იყოთ? გონიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მოკრძალებულად ეძიონ ჭეშმარიტება და მიიღონ ჭეშმარიტება. ნუ ითვალთმაქცებთ, ნუ იქნებით თვალთმაქცი ფარისევლები. ის, რაც შენ იცი, მხოლოდ გარკვეული პროფესიული ცოდნაა, ეს არ არის ჭეშმარიტება-პრინციპები. შენ უნდა იპოვო იმის შესაძლებლობა, რომ ჭეშმარიტება-პრინციპების გაგების საფუძველზე სათანადოდ გამოიყენო შენი პროფესიული ძლიერი მხარეები და შეძენილი ცოდნა. განა ეს არ არის პრინციპი? განა ეს არ არის პრაქტიკის გზა? როგორც კი ისწავლი ამის კეთებას, შენ გექნება გზა, რომელსაც უნდა გაჰყვე, და შეძლებ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. რასაც არ უნდა აკეთებდე, ნუ იქნები ჯიუტი და ნუ ითვალთმაქცებ. სიჯიუტე და თვალთმაქცობა საქმის კეთების გონივრული გზა არ არის. პირიქით, ეს საქმის კეთების ყველაზე სულელური გზაა. ადამიანები, რომლებიც თავიანთი გახრწნილი პრინციპებით ცხოვრობენ, ყველაზე სულელი ადამიანები არიან. მხოლოდ ისინი, ვინც ესწრაფვიან ჭეშმარიტებას და საქმეებს ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით აგვარებენ, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან.
ამ თანაზიარების მეშვეობით, ახლა გაქვთ თუ არა სწორი გაგება და შეხედულება ღვთის სახლის მიერ ყოველგვარი ნიჭიერი ადამიანის დაწინაურებასა და კულტივირებასთან დაკავშირებით? (დიახ.) ახლა, როდესაც ამ საკითხზე სწორი შეხედულება გაქვთ, შეგიძლიათ თუ არა სწორად მიუდგეთ ამ ადამიანებს? თქვენ სწორად უნდა მიუდგეთ მათ ძლიერ მხარეებს, ისევე როგორც იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც მათ აქვთ ადამიანურობის, საქმიანობის, პროფესიისა და სხვადასხვა თვალსაზრისით — ამ ყველაფერს სწორად უნდა მიუდგეთ. უფრო მეტიც, განურჩევლად იმისა, დაწინაურდით და კულტივირდით როგორც წინამძღოლები თუ მუშაკები, ან ხართ თუ არა ნიჭიერი ადამიანები სხვადასხვა პროფესიაში, თქვენ ყველანი ჩვეულებრივნი ხართ, ყველანი სატანის მიერ გახრწნილნი ხართ და არცერთ თქვენგანს არ ესმის ჭეშმარიტება. ამიტომ, არცერთმა თქვენგანმა არ უნდა შენიღბოს ან დამალოს საკუთარი თავი; ნაცვლად ამისა, უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის გახსნა თანაზიარებაში. თუ არ გესმით, მაშინ აღიარეთ, რომ არ გესმით. თუ არ იცით, როგორ უნდა გააკეთოთ რამე, მაშინ აღიარეთ, რომ არ იცით ამის კეთება. რა პრობლემები ან სირთულეებიც არ უნდა წარმოიშვას, ყველამ ერთად უნდა იქონიოს თანაზიარება და ეძიოს ჭეშმარიტება გამოსავლის საპოვნელად. ჭეშმარიტების წინაშე ყოველი ადამიანი ჩვილს ჰგავს, ყოველი ადამიანი ღატაკი, საბრალო და სრულიად განძარცულია. ადამიანები უნდა იყვნენ მორჩილნი ჭეშმარიტების წინაშე, უნდა ჰქონდეთ თავმდაბალი და მწყურვალი გული, ეძიონ და მიიღონ ჭეშმარიტება და შემდეგ პრაქტიკაში განახორციელონ ჭეშმარიტება და მიაღწიონ ღვთისადმი მორჩილებას. ამით ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება-რეალობაში თავიანთი მოვალეობების შესრულებისას და რეალურ ცხოვრებაში. ჭეშმარიტების წინაშე ყველა თანასწორია. ისინი, ვინც დაწინაურებულნი და კულტივირებულნი არიან, სხვებზე ბევრად უკეთესნი როდი არიან. ყველამ დაახლოებით ერთი და იმავე დროს გამოცადა ღვთის საქმე. მათაც, ვინც არ არიან დაწინაურებულნი ან კულტივირებულნი, ასევე უნდა ეძიონ ჭეშმარიტება თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. არავის არ შეუძლია წაართვას სხვებს ჭეშმარიტების ძიების უფლება. ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად ისწრაფვის ჭეშმარიტების ძიებისკენ და აქვს გარკვეული სულიერი მონაცემები, ამიტომ ისინი დაწინაურებულნი და კულტივირებულნი არიან. ეს ღვთის სახლის საქმის საჭიროებებითაა განპირობებულია. მაშ, რატომ აქვს ღვთის სახლს ადამიანების დაწინაურებისა და გამოყენების ასეთი პრინციპები? იმიტომ, რომ არსებობს განსხვავებები ადამიანების სულიერ მონაცემებსა და ხასიათში, და თითოეული ადამიანი ირჩევს განსხვავებულ გზას, რაც ადამიანების ღვთისადმი რწმენაში განსხვავებულ შედეგებს იწვევს. ისინი, ვინც ესწრაფვიან ჭეშმარიტებას, გადარჩებიან და სასუფევლის მკვიდრნი ხდებიან, ხოლო ისინი, ვინც სრულიად არ აღიარებენ ჭეშმარიტებას და არ იჩენენ ერთგულებას თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, გაირიყებიან. ღვთის სახლი აკულტივირებს და იყენებს ადამიანებს იმის საფუძველზე, ესწრაფვიან თუ არა ისინი ჭეშმარიტებას და არიან თუ არა ერთგულნი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. არსებობს თუ არა ღვთის სახლში იერარქიული სხვაობა სხვადასხვა ადამიანს შორის? ამჟამად არ არსებობს იერარქია სხვადასხვა ადამიანის პოზიციის, ღირებულების, სტატუსის ან მდგომარეობის თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში, როდესაც ღმერთი ადამიანთა გადარჩენისა და გაძღოლის საქმეს ასრულებს, სხვაობა ადამიანის რანგის, პოზიციის, ღირებულების ან სტატუსის მიხედვით არ არსებობს. ერთადერთი, რაც განსხვავდება, საქმის განაწილება და მოვალეობის შესრულებისას მიკუთვნებული როლებია. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში, ზოგიერთი ადამიანი, გამონაკლისის სახით, დაწინაურებულია და კულტივირებულია გარკვეული კონკრეტული საქმეების შესასრულებლად, ხოლო ზოგი არ იღებს ასეთ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორებიცაა პრობლემები მათ სულიერ მონაცემებთან ან ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებით. მაგრამ განა ღმერთი არ იხსნის მათ, ვისაც არ მიუღიათ ასეთი შესაძლებლობები? ასე არ არის. არის თუ არა მათი ღირებულება და პოზიცია სხვებზე დაბალი? არა. ჭეშმარიტების წინაშე ყველა თანასწორია, ყველას აქვს შესაძლებლობა ეძიოს და მოიპოვოს ჭეშმარიტება, და ღმერთი ყველას სამართლიანად და გონივრულად ეპყრობა. რომელ ეტაპზე ჩნდება შესამჩნევი განსხვავებები ადამიანების მდგომარეობაში, ღირებულებასა და სტატუსში? ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები მიაღწევენ თავიანთი გზის დასასრულს, ღვთის საქმე დასრულდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება დასკვნა იმ დამოკიდებულებებსა და შეხედულებებთან დაკავშირებით, რომლებიც თითოეულმა ადამიანმა გამოავლინა ხსნის ძიების პროცესში და თავისი მოვალეობის შესრულებისას, ისევე როგორც მათ სხვადასხვა გამოვლინებასა და დამოკიდებულებაზე ღვთის მიმართ — ანუ, როდესაც ღვთის დღიურში სრული ჩანაწერი გაჩნდება — იმ დროს, იმიტომ, რომ ადამიანების მიერ მიღწეული შედეგები და მათი დანიშნულების ადგილები განსხვავებული იქნება, ასევე იქნება განსხვავებები მათ ღირებულებაში, მდგომარეობასა და სტატუსში. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ამ ყველაფრის დანახვა და მიახლოებით დადგენა, მაშინ როცა ახლა ყველა თანასწორია. გაიგეთ თუ არა? მოელით თუ არა იმ დღეს? მოელით თუ არა მას და ამავდროულად ხომ არ გეშინიათ მისი? რასაც თქვენ მოელით, არის ის, რომ იმ დღეს საბოლოო შედეგი დადგება და თქვენ საბოლოოდ მიაღწევთ იმ დღეს, ყოველგვარი სირთულის მიუხედავად, ხოლო რისიც გეშინიათ, არის ის, რომ სათანადოდ ვერ გაივლით ამ გზას, გზად წაიფორხილებთ და ხელი მოგეცარებათ და რომ საბოლოო შედეგი იქნება არადამაკმაყოფილებელი, იმაზე უარესი, ვიდრე წარმოგიდგენიათ და მოელით — რა სამწუხარო, რა მტკივნეული და რა იმედგამაცრუებელი იქნება ეს! ნუ გაიხედავ ასე შორს, ასე შორს გახედვა არაპრაქტიკულია. ჯერ შეხედე იმას, რაც შენ თვალწინაა, სათანადოდ გაიარე გზა, რომელიც წინ გიდევს, კარგად შეასრულე შენზე დაკისრებული საქმე და ჯეროვნად აღასრულე ის მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რომლებიც ღმერთმა მოგანდო. ეს არის ყველაზე კრიტიკული და ყველაზე მნიშვნელოვანი. გაიგე ჭეშმარიტება და შენი მოვალეობის შესასრულებლად საჭირო პრინციპები, რომლებიც ახლავე უნდა იყოს გაგებული, და იქონიე მათზე თანაზიარება, სანამ ისინი ზედმიწევნით ნათელი არ გახდება, რათა ისინი გააზრებული გქონდეს და ნათლად და ზუსტად იცოდე, როგორია პრინციპები ყველაფერში, რასაც აკეთებ და დააკვირდი იმას, რომ არ დაარღვიო პრინციპები, არ უღალატო მათ, არ გამოიწვიო არეულობა და მღელვარება ან არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ზიანს მიაყენებს ღვთის სახლის ინტერესებს — ეს ყველაფერი არის ის, რაც თქვენ ახლავე უნდა მოიმოქმედოთ. არ არის საჭირო, ვილაპარაკოთ იმაზე, რაცუფრო შორეულ მომავალშია, და არც იმის საჭიროება არსებობს, რომ იკითხოთ ან იფიქროთ ამაზე. ასე შორს გახედვა უსარგებლოა — ეს არ არის ის, რაზეც შენ უნდა ფიქრობდე. ზოგმა შეიძლება იკითხოს: „რატომ არ უნდა ვიფიქროთ ამაზე? უბედურებამ იმდენად დიდ მასშტაბს მიაღწია, ნუთუ არ არის დრო, რომ ვიფიქროთ ასეთ რამეებზე?“ არის კი ამის დრო? ახდენს თუ არა უბედურების სიმძიმე გავლენას ჭეშმარიტებაში შენს შესვლაზე? (არა, არ ახდენს)უბედურების მასშტაბი ასეთი დიდია, მაგრამ როდის ჩამიტარებია შეკრებები ან მიქადაგია კონკრეტულად უბედურების შესახებ? მე არასდროს ვამახვილებ ყურადღებას უბედურების საკითხზე, მე ყოველთვის მხოლოდ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობ, რათა თქვენ შეძლოთ ჭეშმარიტების გაგება და ღვთის განზრახვების გაგება და გაიგოთ, როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობა კარგად და როგორ შეხვიდეთ ჭეშმარიტება-რეალობაში. დღესდღეობით, ზოგიერთ ადამიანს ისიც კი არ ესმის, თუ რა არის ჭეშმარიტება-რეალობა და რა არის მოძღვრებები. ისინი ყოველდღე მხოლოდ ერთსა და იმავე სიტყვებსა და მოძღვრებებს, ფუჭ საუბარს აფრქვევენ და მაინც გრძნობენ, რომ შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში. მე ვწუხვარ მათ გამო, მაგრამ ისინი არ წუხან საკუთარ თავზე. ისინი კვლავაც ფიქრობენ იმ შორეულ მომავალზე — ამ რამეებზე ფიქრი არ არის პრაქტიკული.
ყოველგვარი ნიჭიერი ადამიანის დაწინაურებისა და კულტივირების მიზანი არ არის აქტიურ ადამიანებად მათი ქცევა, არც იმის დაგეგმვაა, რომ მომავალში ისინი რაიმე სახის დასაყრდენად იქცნენ, არამედ ის, რომ შესაფერის გარემოსა და უფრო ხელსაყრელ პირობებში მიეცეთ წვრთნის შესაძლებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც, შედარებით რომ ვთქვათ, უფრო მეტად ესწრაფვიან ჭეშმარიტებას და აკმაყოფილებენ დაწინაურებისა და კულტივირების კრიტერიუმებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ შეძლონ ღვთის სიტყვების გაგება, ჭეშმარიტების გაგება და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. განა ეს არ არის ის, რასაც ადამიანებმა ღვთისადმი რწმენით უნდა მიაღწიონ? განა ეს არ არის ის, რაც ადამიანებმა ღვთისადმი რწმენით უნდა მოიპოვონ? ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად რა არის მთავარი, რისკენაც ახლა უნდა ისწრაფოდეთ? გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა ან დასახული ნაბიჯები ამის გასაკეთებლად? მე გასწავლით ხერხს, რომელიც მარტივი, ადვილი და სწრაფია. მარტივად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა სინამდვილეში, ჭეშმარიტების პრაქტიკულად განხორციელებაა. ჭეშმარიტების პრაქტიკულად განსახორციელებლად აუცილებელია, პირველ რიგში, საკუთარ გახრწნილ ხასიათთან გამკლავება. რა არის ყველაზე სწრაფი ამოსავალი წერტილი საკუთარი გახრწნილი ხასიათის დასათრგუნავად? თქვენთვის ყველაზე მარტივი, სწრაფი და უპრობლემო გზაა, პირველ რიგში, მოაგვაროთ თქვენი მოვალეობის ზედაპირულად შესრულების პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ გათავისფლდეთ თქვენი გახრწნილი ხასიათისგან. რა დრო შეიძლება დაგჭირდეთ ამის მოსაგვარებლად? გაქვთ თუ არა გეგმა? ადამიანთა უმეტესობას არ აქვს გეგმა, ისინი უბრალოდ, გონებაში აგრძელებენ ამაზე ფიქრს ისე, რომ არ იციან, ოფიციალურად როდის დაიწყონ ამის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ იციან თავიანთი ზედაპირულობის შესახებ, ისინი უბრალოდ არ იწყებენ ამის მოგვარებას და არ აქვთ საკითხის რაიმე კონკრეტული გადაწყვეტა. საკუთარი მოვალეობის შესრულებისას სიზარმაცე, უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა და საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება — ეს ყველაფერი ზედაპირულობის გამოვლინებაა. პირველი ნაბიჯი ზედაპირულობის პრობლემის მოგვარებაა. მეორე ნაბიჯი საკუთარი ნებისამებრ მოქმედების პრობლემის მოგვარებაა. რაც შეეხება სხვა რამეებს, როგორებიცაა დროდადრო უპატიოსნოდ ლაპარაკი, ან მზაკვრული თუ ქედმაღლური ხასიათის გამოვლენა, ამ საკითხებს ჯერჯერობით ნუ მიაქცევთ ყურადღებას. განა უფრო პრაქტიკული და შედეგიანი არ იქნება, რომ პირველ რიგში გავუმკლავდეთ ზედაპირულობასა და საკუთარი ნების მიხედვით მოქმედებას? განა ეს ორი საკითხი ყველაზე ადვილად დასანახავი არ არის? განა მათი მოგვარება ადვილი არ არის? (დიახ.) ხვდები თუ არა, როდის მოქმედებ ზედაპირულად? ხვდები თუ არა, როდის ფიქრობ სიზარმაცეზე? ხვდები თუ არა, როდის ფიქრობ იმაზე, რომ იეშმაკო ან გამოიჩინო მზაკვრობა და ეშმაკობით გაიტანო თავი? (დიახ.) თუ ხვდები, მაშინ ამის მოგვარება ადვილია. დაიწყე იმ პრობლემების მოგვარებით, რომელთა დანახვაც ადვილად შეგიძლია და რომლებიც შინაგანად გააზრებული გაქვს. საკუთარ მოვალეობაში ზედაპირულობა ძალზე თვალსაჩინო და გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ ის ასევე მოუხელთებელი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ნამდვილად რთულია. მოვალეობის შესრულებისას ადამიანმა უნდა ისწავლოს კეთილსინდისიერება, სიმკაცრე, გულმოდგინება და პასუხისმგებლობა და შეასრულოს იგი ფეხზე მყარად მდგომმა ანუ მყარი, გააზრებული ნაბიჯებით. ადამიანმა მთელი თავისი ძალისხმევა უნდა ჩადოს ამ მოვალეობის კარგად შესასრულებლად, სანამ თავად არ დარჩება კმაყოფილი მისი შესრულებით. თუ ადამიანს არ ესმის ჭეშმარიტება, მან უნდა ეძიოს პრინციპები და იმოქმედოს მათ და ღვთის მოთხოვნების შესაბამისად; მან ნებაყოფლობით უნდა გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა თავისი მოვალეობის კარგად შესასრულებლად და არასოდეს შეასრულოს იგი ზედაპირულად. მხოლოდ ამგვარი პრაქტიკით შეუძლია ადამიანს იგრძნოს გულის სიმშვიდე, ის, რომ სინდისმა არ შეაწუხოს. ადვილია თუ არა ზედაპირულობის დაძლევა? სანამ გაქვს სინდისი და გონიერება, ამის მოგვარება შეგიძლია. პირველ რიგში, ღვთის მიმართ უნდა ილოცო: „ღმერთო, ჩემი მოვალეობის შესრულებას ვიწყებ. თუ ზედაპირულობას გამოვიჩენ, გთხოვ, დამსაჯო და ჩემს გულში გამკიცხო. ასევე გთხოვ მიწინამძღვრო, რათა კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობა და არ ვიყო ზედაპირული“. ყოველდღიურად განახორციელე ეს პრაქტიკაში და ნახე, რა დრო დასჭირდება შენი ზედაპირულობის პრობლემის მოგვარებას, შენი ზედაპირული მდგომარეობების შემცირებას, მოვალეობის შესრულებისას შენი დარღვევების კლებას, შენი რეალური შედეგების გაუმჯობესებასა და მოვალეობის შესრულებისას შენი ეფექტიანობის ზრდას. შენი მოვალეობის შესრულება ზედაპირულობის გარეშე — არის თუ არა ეს ისეთი რამ, რისი მიღწევაც საკუთარ თავზე დაყრდნობით შეგიძლია? როდესაც ზედაპირულად იქცევი, შეგიძლია თუ არა ამის გაკონტროლება? (ეს არ არის ადვილი.) მაშ, ეს რთული ყოფილა. თუ თქვენთვის ნამდვილად რთულია ამის გაკონტროლება, ესე იგი, დიდი პრობლემის წინაშე დგახართ! მაშ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ზედაპირულობის გარეშე? ზოგიერთი ადამიანი ძალზე პრეტენზიულია საჭმლის მიმართ; თუ კერძი მათ გემოვნებაში არ ჯდება, მთელი დღის განმავლობაში კარგ ხასიათზე არ იქნებიან. ზოგიერთ ქალს გამოპრანჭვა და მაკიაჟის გაკეთება უყვარს; თმის არცერთი ღერი არ რჩებათ შეუმჩნეველი. ზოგიერთი ადამიანი კარგად უძღვება ბიზნესს; ისინი გულდასმით ითვლიან თითოეულ თეთრს. თუ თქვენ ასეთი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით იმოქმედებთ, შეძლებთ თავიდან აიცილოთ ზედაპირულობა. პირველ რიგში, მოაგვარეთ ზედაპირულობის პრობლემა, შემდეგ კი მოაგვარეთ საკუთარი ნების მიხედვით მოქმედების პრობლემა. საკუთარი ნების მიხედვით მოქმედება გავრცელებული პრობლემაა და ეს კიდევ ერთი საკითხია, რომლის დანახვაც ადამიანებს საკუთარ თავში ადვილად შეუძლიათ. მცირედი თვითრეფლექსიით, ადამიანს შეუძლია გაიაზროს, რომ ის საკუთარი ნების მიხედვით მოქმედებს, რაც არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. პრობლემები, რომელთა გააზრებაც ადამიანებს შეუძლიათ, ადვილად მოსაგვარებელია. პირველ რიგში, მიზნად დაისახეთ ამ ორი საკითხის მოგვარება: ერთი არის ზედაპირულობის პრობლემა, მეორე კი — საკუთარი ნების მიხედვით მოქმედება. მოინდომეთ, რომ ერთ ან ორ წელიწადში მიაღწიოთ შედეგებს, რათა ყველა საქმიანობაში, რომელსაც ეწევით, არ იყოთ ზედაპირულნი, არ იმოქმედოთ საკუთარი ნების მიხედვით ან საკუთარი ნების წილობრივი ჩარევით. როგორც კი ეს ორი პრობლემა მოგვარდება, თქვენ შორს აღარ იქნებით სტანდარტის შესაბამისად თქვენი მოვალეობის შესრულებისგან, ხოლო თუ მათი მოგვარებაც კი არ შეგიძლიათ, მაშინ ჯერ კიდევ შორს ხართ ღვთისადმი მორჩილებისგან ან მისი განზრახვების გათვალისწინებისგან — ამ პრობლემის გაგებას არც კი მიახლოებიხართ.
ჩვენ ახლახან გვქონდა თანაზიარება სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების კრიტერიუმებსა და მიზნებზე, ისევე როგორც იმ გაგებასა და შეხედულებაზე, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს ღვთის სახლის მიერ სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებასა და კულტივირებასთან დაკავშირებით. ამასთან, კიდევ ერთი ასპექტი არის ის დამოკიდებულება და მიდგომა, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის იმ ნიჭიერი ადამიანების მიმართ, რომლებიც დაწინაურებულნი და კულტივირებულნი არიან. ეს არის ზოგიერთი საკითხი, რომელზეც მეექვსე პუნქტში უნდა გვქონდეს თანაზიარება. ამგვარად, ახლა, კონკრეტულად მეექვსე პუნქტთან დაკავშირებით, მოდი, ვამხილოთ და გავარჩიოთ ის, თუ როგორ ასრულებენ ცრუ წინამძღოლები სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების საქმეს. ეს არის ის მთავარი თემა, რომელზეც თანაზიარება გვექნება.
ცრუ წინამძღოლების დამოკიდებულება და გამოვლინებები ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებასა და კულტივირებასთან დაკავშირებით
ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება და არ ესწრაფვიან ჭეშმარიტებას. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ღვთის სახლში ყველა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების მნიშვნელოვან საქმეს, ისინი ყველაფერს აფუჭებენ, სრულ არეულობას ქმნიან და უბრალოდ ვერ აკმაყოფილებენ ღვთის სახლის მოთხოვნებს. რადგან მათ არ ესმით კრიტერიუმები, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის განზრახვებზე, სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებასა და კულტივირებასთან დაკავშირებით, და არც სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების მნიშვნელობა ესმით, მათთვის ძალზე ძნელია სტანდარტის შესაბამისად და პრინციპულად ამ საქმის შესრულება. სხვადასხვა ტიპის „ნიჭიერი“ ადამიანები, რომლებსაც ცრუ წინამძღოლები თავიანთი საქმის შესრულების პროცესში აკულტივირებენ, ნამდვილად ჭრელი საზოგადოებაა. ნაცვლად იმისა, რომ დააწინაურონ და კულტივირება გაუწიონ ნიჭიერ ადამიანებს, ცრუ წინამძღოლები აწინაურებენ ადამიანებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ დაწინაურებულნი და კულტივირებულნი წინამძღოლებად ან მუშაკებად სამსახურისთვის, და ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევენ, იცხოვრონ ეკლესიის ხარჯზე და გაფლანგონ ღვთის შესაწირავები. ყველა ცრუ წინამძღოლი ასე იქცევა, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ესწრაფვის ჭეშმარიტებას და აქვს სამართლიანობის გრძნობა, ფეხქვეშ ითელება და არ არის დაწინაურებული და გამოყენებული. ნაცვლად ამისა, უმაქნისი ადამიანები გვევლინებიან ეგრეთ წოდებულ ნიჭიერ ადამიანებად ამ ცრუ წინამძღოლების თვალში და მათ მიერ არიან დაწინაურებულნი და კულტივირებულნი. მაშ, როგორია ცრუ წინამძღოლების გამოვლინებები ამ საქმის შესრულებისას? დავუშვათ, რომ მაგალითად, თავისი საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, ღვთის სახლმა უნდა მოძებნოს რამდენიმე ადამიანი გარე საქმეების მოსაგვარებლად. მაშ, როგორი ადამიანები უნდა მოძებნოს მან? მე ეს-ესაა ჩამოვთვალე რამდენიმე კრიტერიუმი, კერძოდ, მუშაობის უნარი, ღვთის სახლის მიერ დადგენილი პრინციპების მიხედვით საკუთარი მოვალეობების შესრულების უნარი და ღვთის სახლის ინტერესების დაცვის უნარი. იციან თუ არა ცრუ წინამძღოლებმა ეს პრინციპები? აშკარაა, რომ არ იციან, მაშ, როგორ პოულობენ ისინი ადამიანებს გარე საქმეების მოსაგვარებლად? ისინი ფიქრობენ: „ვის შეუძლია გარე საქმეების მოგვარება? არის ერთი და, რომელიც სხარტი გონებითა და სწრაფი რეაქციებით გამოირჩევა, კარგად საუბრობს და იცის, როგორ მოექცეს ადამიანებს. საუბრისას თვალები ეშმაკურად გაურბის და ჩვეულებრივი ადამიანი მას ვერ ამოიცნობს. ის გარკვეულწილად შეუფერებელი იქნებოდა ეკლესიის წინამძღოლად, მაგრამ ბრწყინვალე იქნებოდა გარე საქმეების მოსაგვარებლად, ამიტომ მას ავირჩევ. უბრალოდ, რადგან ცოტათი დაბალი განათლების დონე აქვს, ვშიშობ, რომ არამორწმუნეები მას ზემოდან ყურებას დაუწყებენ, ამიტომ ვიპოვი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს — რომელიც თავისი სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი იყო — რათა მასთან ითანამშრომლოს. ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის შედარებით მცირე გამოცდილება აქვს და შედარებით ცოტა რამ უნახავს ამ ქვეყნად, ამიტომ მას შეუძლია ისწავლოს თავისი პარტნიორისგან. ამ ორი ადამიანიდან ერთს განათლების დაბალი დონე აქვს, მეორე კი უაღრესად განათლებულია, ერთს აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება, მეორეს კი საერთოდ არ აქვს — ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის არიან ზედგამოჭრილნი, განა ასე არ არის?“ ერთი მჭევრმეტყველი და ნათლად მოსაუბრეა, საზრიანი და საზოგადოებაში ძალიან მოხერხებული; როდესაც ის არამორწმუნეებთან ურთიერთობს, ისინი მას მორწმუნისგან ვერ განასხვავებენ. მეორე უაღრესად განათლებულია და აქვს სოციალური სტატუსი; როდესაც ის არამორწმუნეებთან ურთიერთობს, ისინი მას ზემოდან არ უყურებენ. თქვენ რას ფიქრობთ იმ ორ პრინციპზე, რომლითაც ცრუ წინამძღოლები ადამიანებს ირჩევენ? ცრუ წინამძღოლებს სჯერათ, რომ თუკი ადამიანს აქვს მჭევრმეტყველების ნიჭი, სხარტი გონება და სწრაფი რეაქცია, მას ღვთის სახლისთვის გარე საქმეების მოგვარება შეუძლია. არის თუ არა ადამიანების შერჩევის ეს გზა შესაფერისი? (არა.) რატომ არ არის შესაფერისი? (ასეთი ადამიანები ხშირად საკმაოდ გამჭრიახები არიან; მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ ამქვეყნიური ფილოსოფიის შესაბამისი ურთიერთობების სხვებთან გაბმა და იციან, როგორ მოექცნენ ადამიანებს, აუცილებელი არ არის, რომ მათ შეეძლოთ ღვთის სახლის ინტერესების დაცვა.) სწორია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რა საქმეებსაც არ უნდა აგვარებდეს ადამიანი ღვთის სახლისთვის, ის სულ მცირე, პატიოსანი უნდა იყოს და ღვთის სახლის ინტერესების დაცვა უნდა შეეძლოს. ნიშნავს თუ არა მჭევრმეტყველება და ტკბილი ენით მკვდრის გაცოცხლების უნარი იმას, რომ მას შეუძლია ღვთის სახლის ინტერესების დაცვა? ნიშნავს თუ არა სხარტი გონება, მჭევრმეტყველება და ხატოვანი საუბარი იმას, რომ მას შეუძლია ღვთის სახლის ინტერესების დაცვა? (არა, არ ნიშნავს.) ფიციც რომ დადოს, ეს უსარგებლოა, და ისევე უაზროა, თუ მას მოთხოვნებს წაუყენებ — აუცილებელია, ის გამოირჩეოდეს ზნეობით. მაგრამ ცრუ წინამძღოლები არ იკვლევენ მსგავს რაღაცებს, ისინი მხოლოდ იმას უყურებენ, ვის აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება, ვინ არის გამჭრიახი, საზრიანი, მჭევრმეტყველი და ხატოვნად მოსაუბრე, ვინ იცის, როგორ იმოქმედოს სიტუაციის შესაბამისად, და ვინ არის ქამელეონივით და საზოგადოებაში ძალიან მოხერხებული. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ღვთის სახლისთვის გარე საქმეების მოგვარება. განა ეს შეცდომა არ არის? ეს არის შეცდომა ადამიანების შერჩევის პრინციპებისა და სტანდარტების თვალსაზრისით. ფაქტი ის არის, რომ ამგვარი ადამიანი უკიდურესად ენატკბილი: ვისთანაც არ უნდა ჰქონდეს საქმე, ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ტყუილია, და ის ვერ შეიცვლება, რამდენი ფიციც არ უნდა დადოს. საქმის კეთებისას ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს. საქმიანობისას ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს და, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე აღმოჩენისას, პირველ რიგში საკუთარ თავს იცავს და არასოდეს ითვალისწინებს ღვთის სახლის ინტერესებს. თუკი მას კარგი ურთიერთობა აქვს არამორწმუნეებთან, ეს მისთვის საკმარისია; რაც შეეხება იმას, ზიანდება თუ არა ღვთის სახლის ინტერესები, ეს მას საერთოდ არ ადარდებს. არც ძმებისა და დების უსაფრთხოებაა ისეთი რამ, რასაც ის ითვალისწინებს, და არც ის ადარდებს, შეიბღალება თუ არა ღვთის სახელი; ის მხოლოდ საკუთარ ტყავზე ზრუნავს. ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ამგვარი ადამიანის ნამდვილი ბუნების დანახვა და ფიქრობენ, რომ ის ყველაზე შესაფერისია ღვთის სახლისთვის გარე საქმეების მოსაგვარებლად. განა ეს სისულელე არ არის? ის ყიდის ღვთის სახლის ინტერესებს, მაგრამ ცრუ წინამძღოლებმა ეს არც კი იციან, მაინც მნიშვნელოვან დავალებებს აკისრებენ და ყველაფერში მასზე არიან დამოკიდებულნი. განა ეს სისულელის მწვერვალი არ არის? არიან თუ არა მჭევრმეტყველი, ხატოვნად მოსაუბრე და საზრიანი ადამიანები კეთილი განზრახვების მქონენი? თუ შენ არ გქონია მათთან საქმე ან ყურადღებით არ დაკვირვებიხარ მათ, ეს არ გეცოდინება. როდესაც მათთან საქმე გეძლევა და მათთან საკითხებს აგვარებ, უბრალოდ დააკვირდი, შეესაბამება თუ არა მათი ნათქვამი მათსავე ქმედებებს. ამის შემოწმება ერთი შემთხვევის გარჩევით შეიძლება. მაგალითად ავიღოთ, რომ ნივთებს ეზიდები. როდესაც ასეთი ადამიანი ამას დაინახავს, არ დაგეხმარება. მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმეს დაასრულებ, მოვა და გეტყვის: „როგორ შეგიძლია ასეთი დამღლელი საქმის მარტო კეთება? მე დაგეხმარებოდი, უბრალოდ რომ გეთხოვა, რაც არ უნდა დაკავებული ვყოფილიყავი. ძალიან დაღლილი ჩანხარ. ცოტა ხანში საჭმელს მოგიმზადებ, დღეს ამის გაკეთება არ მოგიწევს“. ამის თქმის შემდეგ ის უჩინარდება. შენ სრულიად ქანცგამოლეული ხარ, მაგრამ მაინც გიწევს საჭმლის მომზადება. მერე, როგორც კი საჭმლის მომზადებას დაასრულებ, ის საჭმელად მოდის და იმასაც კი ამბობს, „რატომ არ დამიძახე, როდესაც საჭმლის მომზადებას იწყებდი? შენ ხომ სრულიად ქანცგამოლეული ხარ და მაინც მიმზადებ საჭმელს — განა ეს სწორია? რადგან უკვე მოამზადე, შევჭამ. შემდეგ ჯერზე მე მოვამზადებ, ამიტომ, როდესაც შემდგომ რაიმე საქმე გექნება გასაკეთებელი, დამიძახე“. ეს ერთი შემთხვევაც საკმარისია იმისათვის, რომ მკაფიოდ დაინახო მისი ნამდვილი ბუნება. ის ძალზე ტკბილად მოუბარია, საზრიანია და იცის, რა თქვას. მან იცის, როგორ იმოქმედოს სიტუაციის შესაბამისად, და ყველაფერი, რასაც აკეთებს, მხოლოდ საამოდ მოსასმენი სიტყვებია, რომლებსაც არასოდეს არ მოსდევს რეალური საქმე. არიან კი ასეთი ადამიანები სანდონი? თუ მათ ღვთის სახლის გარე საქმეების მოგვარებას სთხოვთ, შეძლებენ კი მისი ინტერესების დაცვას? შეძლებენ კი ეკლესიის რეპუტაციის შენარჩუნებას და ძმებისა და დების უსაფრთხოების დაცვას? (არა.) არის თუ არა ღვთის სახლის ქონება და მისი ყველა ინტერესი მათთვის უპირველესი პრიორიტეტი? სულაც არა. ცრუ წინამძღოლების თვალები და გონება ბრმაა ასეთი ადვილად შესამჩნევი პრობლემების მიმართ, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ამის დანახვა. ნაცვლად ამისა, მათ მხოლოდ სიტყვებისა და მოძღვრებების თქმა შეუძლიათ. ვინ უყვარს ღმერთს და ვინ არ უყვარს ღმერთს, ვის უყვარს ჭეშმარიტება და ვის არ უყვარს ჭეშმარიტება, როგორი ადამიანები ფლობენ ღვთისადმი რწმენის საძირკველს და როგორ ადამიანებს არ აქვთ საძირკველი, როგორი ადამიანები არიან ერთგულნი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას და როგორი ადამიანები არ არიან ერთგულნი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას — ისინი ასეთ რამეებზე გონივრულად და ლოგიკურად საუბრობენ და თითქოს ნამდვილად ესმით ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ფუჭი საუბარი და მოძღვრებებია. როდესაც მათ სთხოვენ ადამიანების ამოცნობას, მათი თვალები და გონება ბრმაა; მათ უბრალოდ არ იციან, როგორ გაარჩიონ ადამიანები. რაც არ უნდა დიდხანს ჰქონდეთ ურთიერთობა ამგვარ ადამიანებთან, მაინც ვერ ახერხებენ მათი ნამდვილი ბუნების დანახვას და მნიშვნელოვან დავალებებსაც კი აკისრებენ მათ.
ცრუ წინამძღოლების მიერ შეუფერებელი ადამიანების გამოყენება თავისთავად, საძაგელი საქციელია, თუმცა ისინი ამ დანაშაულს კიდევ უფრო საძაგელი ქმედებებით ამძიმებენ. მაგალითად ავიღოთ, რომ ცრუ წინამძღოლმა შეუფერებელი ადამიანი გამოიყენა. ეს პიროვნება სრულიად შეუფერებელია ზედამხედველის პოზიციისთვის და არ აკმაყოფილებს ღვთის სახლის კრიტერიუმებს დაწინაურებისა და კულტივირებისთვის. მიუხედავად ამისა, ცრუ წინამძღოლი მაინც დაჟინებით იყენებს მას და არასოდეს ამოწმებს ამ ადამიანის საქმიანობას, რადგან სჯერა: „არ უნდა შეგეპაროს ეჭვი მასში, ვისაც იყენებ, და არ უნდა გამოიყენო ის, ვინც შენში ეჭვს აღძრავს. რადგან აგირჩიე და დაგაწინაურე, ამ საქმის კარგად შესრულებას შეძლებ, ამიტომ უბრალოდ განაგრძე და აკეთე საქმე ისე, როგორც თავად მიგაჩნია სწორად. მხარს დაგიჭერ, რასაც არ უნდა აკეთებდე, და ამ საკითხზე ვინმეს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს!“ მათ გამოიყენეს შეუფერებელი ადამიანი და მაინც დაუშვეს, რომ მათი შეცდომა ბოლომდე არ გასწორდეს — აი, რამდენად არიან ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულნი. ცრუ წინამძღოლები სრულიად ბრმები არიან. მათ არ შეუძლიათ რაიმე პრობლემის დანახვა, არ შეუძლიათ გაარჩიონ, ვინ არის ბოროტი ან ურწმუნო, და განურჩევლად იმისა, თუ ვინ უშლის და რევს ეკლესიის საქმეს, ამას ვერ ხედავენ და მნიშვნელოვან დავალებებსაც კი გონებასუსტ ადამიანებს აკისრებენ. ცრუ წინამძღოლები დიდ ნდობას უცხადებენ ყველას, ვისაც აწინაურებენ, და დაუფიქრებლად ანდობენ მათ მნიშვნელოვან საქმეს. შედეგად, ეს ადამიანები ვნებენ ეკლესიის საქმეს, სერიოზულად აფერხებენ სახარების გავრცელებას და ზიანს აყენებენ ღვთის სახლის ინტერესებს. ცრუ წინამძღოლები ისეც კი აჩვენებენ თავს, თითქოს ამის შესახებ არაფერი იციან. ზემდგომი ეკითხება მათ: „როგორ ასრულებს საქმეს შენ მიერ დაწინაურებული ადამიანი? შეეფერება თუ არა იგი ამ საქმეს? იცავს თუ არა ეკლესიის საქმესა და ღვთის სახლის ინტერესებს? კრიტიკულ მომენტებში საკუთარ თავს დაიცავს თუ ეკლესიის საქმეს?“ ეს ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „მათ ფიცი დადეს, რომ დაიცავდნენ ეკლესიის საქმეს. გარდა ამისა, მათ უკვე 20 წელია სწამთ ღმერთი. როგორ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და ღვთის სახლის ინტერესების გაყიდვა? ისინი, სავარაუდოდ, ღვთის სახლის ინტერესებს დაიცავენ“. ზემდგომი პასუხობს: „ნამდვილად ასეა, როგორც ამბობ? შეგიმოწმებია თუ არა მათი საქმიანობა?“ ეს ცრუ წინამძღოლები პასუხობენ: „მე არ შემიმოწმებია მათი საქმიანობა, მაგრამ ვუთხარი, რომ არ უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები და უნდა დაიცვან ეკლესიის საქმე, და მათ პირობა მომცეს, რომ ასეც მოიქცეოდნენ“. რა აზრი ჰქონდა მათ მიერ შენთვის პირობის მოცემას? მათ იმ ფიცის შესრულებაც კი არ შეუძლიათ, რომელიც ღვთის წინაშე დადეს. გგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ პირობა მოგცეს, ისინი სანდონი არიან? განა მათ ნამდვილად შეუძლიათ იმის შესრულება, რასაც დაგპირდნენ? რადგან მათი საქმიანობა არ შეგიმოწმებია, საიდან იცი, რომ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ღვთის სახლის ინტერესებს იცავენ? რატომ ხარ ასეთი თვითდაჯერებული? განა ასეთი ცრუ წინამძღოლები არამზადები არ არიან? შეუფერებელი ადამიანის გამოყენებით მათ უკვე დაუშვეს დიდი შეცდომა, მერე კი უფრო ამძიმებენ საკუთარ შეცდომას იმით, რომ არასოდეს კითხულობენ, არ იკვლევენ და არ ამოწმებენ ამ ადამიანის საქმიანობას, არც ზედამხედველობენ და არც აკვირდებიან მას. ისინი მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, რომ კვლავინდებურად შემწყნარებლობას იჩენენ ამ ადამიანის დაუფიქრებელი ქმედებებისა და უსაქციელობის მიმართ. აი, ასე მუშაობენ ცრუ წინამძღოლები. როდესაც რომელიმე საქმეს ხალხი აკლია, ცრუ წინამძღოლები უდარდელად ამწესებენ ვინმეს მასზე პასუხისმგებლად და ამით ყველაფერი მთავრდება; ისინი არასოდეს ამოწმებენ საქმეს, არ მიდიან უშუალოდ ადგილზე, რათა გაესაუბრონ ამ ადამიანს, დააკვირდნენ მას და შეეცადონ მეტი გაიგონ მის შესახებ. ზოგიერთ ადგილას გარემო არ უწყობს ხელს ამ ადამიანთან შეხვედრასა და მასთან ერთად დროის გატარებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოჰკითხო მათი საქმიანობის შესახებ და ძალდაუტანებლად, ირიბი კითვებით გამოიკვლიო, რას და როგორ აკეთებდნენ; შეგიძლია გამოჰკითხო ძმები და დები ან ვინმე, ვინც მათთან ახლოსაა. განა ამის მიღწევა შესაძლებელი არ არის? მაგრამ ცრუ წინამძღოლები კითხვების დასმითაც კი არ იწუხებენ თავს _ აი, რამდენად თვითდაჯერებულები არიან. თავიანთ საქმიანობაში ისინი მხოლოდ შეკრებების ჩატარებითა და მოძღვრებების ქადაგებით შემოიფარგლებიან, ხოლო როდესაც შეკრებები სრულდება და საქმე განაწილებულია, ისინი სხვას აღარაფერს აკეთებენ; აღარ აგრძელებენ თვალყურის დევნებას ან იმის გარკვევას, შეუძლია თუ არა მათ მიერ შერჩეულ ადამიანს რეალური საქმის კეთება. თავდაპირველად შენ ამ ადამიანს არ იცნობდი, მაგრამ მისი სულიერი მონაცემების, ზედაპირული გამოვლინებებისა და ენთუზიაზმის საფუძველზე ჩათვალე, რომ ამ საქმისთვის შესაფერისი იყო, ამიტომ გამოიყენე — ამაში ცუდი არაფერია, რადგან არავინ იცის, ადამიანი როგორი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ მათი დაწინაურების შემდეგ განა არ უნდა მიგედევნებინა თვალყური და გამოგეკვლია, რეალურად აკეთებენ თუ არა ისინი საქმეს, როგორ მუშაობენ და იყვნენ თუ არა ისინი ზედაპირულები, ნაკლებსანდონი ან ზარმაცები? სწორედ ესაა საქმე, რომელსაც უნდა აკეთებდე, მაგრამ შენ მსგავსს არაფერს აკეთებ, არანაირ პასუხისმგებლობას არ კისრულობ. შენ ცრუ წინამძღოლი ხარ და უნდა გაგათავისუფლონ და მოგკვეთონ.
ცრუ წინამძღოლები სერიოზულ შეცდომას უშვებენ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების დაწინაურების შემდეგ უხსნიან მათ საქმეს, მერე მოკლედ აცნობენ მოძღვრებას, ეუბნებიან რამდენიმე გამამხნევებელ სიტყვას და ამით ამთავრებენ ისე, რომ შემდეგ საერთოდ აღარ ადევნებენ თვალყურს და არც მონაწილეობენ კონკრეტული დავალებების შესრულებაში. თუ იტყვი, რომ სუსტი სულიერი მონაცემები გაქვს და არ გყოფნის გამჭრიახობა ადამიანების ამოსაცნობად, მაშინ შეგიძლია თვალყური ადევნო და გაარკვიო, როგორ მიმდინარეობს კონკრეტული დავალებები, და ამგვარად შეძლებ სრულად აკონტროლო სიტუაცია. მაგრამ ცრუ წინამძღოლები საერთოდ არ ადევნებენ თვალყურს და არ არკვევენ, როგორ მიმდინარეობს საქმე. მაგალითად ავიღოთ წიგნების ბეჭდვა, რაც კონკრეტული საქმეა. ცრუ წინამძღოლმა ამ საქმის პასუხისმგებელ პირად ვინმე დანიშნა, მაგრამ ნახევარი წლის განმავლობაში ერთხელაც არ შეუმოწმებია იგი. შედეგად, ექვსი თვის შემდეგ, ყველა დაბეჭდილი წიგნი წუნდებული აღმოჩნდა — ეს ხომ სრული განუკითხაობაა! აი, ასეთები არიან ცრუ წინამძღოლები — ისინი საერთოდ არ ასრულებენ არავითარ კონკრეტულ საქმეს. რა უნდა მოიმოქმედო, როდესაც წიგნის დაბეჭდვას ორგანიზება გიწევს? ჯერ შესაფერისი ზედამხედველი უნდა დანიშნო, შემდეგ კი ზედამხედველობა გაუწიო და შეამოწმო, რამდენად კარგად ასრულებს იგი ამ საქმეს და ხომ არ აფუჭებს მას. უნდა გაუწიო ზედამხედველობა, თვალყური ადევნო საქმიანობას და უშუალოდ გადაჭრა პრობლემები, თუკი მათ აღმოაჩენ — მხოლოდ ამას შეუძლია უზრუნველყოს, რომ არავითარი პრობლემა არ წარმოიშობა. მაგრამ ცრუ წინამძღოლები ასე არ იქცევიან. მათ ჰგონიათ, რომ მათი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხალხისთვის მოძღვრებების ფრქვევა, მათთვის მოძღვრებების ახსნაა, და რომ სანამ ხალხს მოძღვრებები ესმის, პრობლემების გადაჭრაც შესაძლებელია. შესაბამისად, ისინი მხოლოდ მოძღვრებების ფრქვევასა და ლოზუნგების სროლას უთმობენ ყურადღებას და არ მონაწილეობენ კონკრეტული დავალებების შესრულებაში. რაც შეეხება ცრუ წინამძღოლებს, მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული დავალებების შესრულებაში მონაწილეობა მათი საქმე არ არის და რომ ამაზე მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები უნდა ზრუნავდნენ. მაშ, თავად რას აკეთებენ? ისინი ზემოდან აკონტროლებენ მთელ სიტუაციას და უნიათო მოხელეებად იქცევიან. რა საქმეც არ უნდა იყოს, ისინი არც ესწრებიან და არც ერთვებიან მის შესრულებაში. ხალხისთვის პრინციპების გაზიარების შემდეგ, თუ მათ კონკრეტულ საკითხებზე ან მიმართულებებზე ჰკითხავენ, ისინი უპასუხებენ: „კონკრეტული საქმე თქვენზეა დამოკიდებული, მე ამის არაფერი გამეგება“. შესაბამისად, მათ არ იციან, როგორ ასრულებენ საქმეს მათ დაქვემდებარებაში მყოფნი. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ზედამხედველი კომპეტენტური და შეუძლია თუ არა საქმესთან გამკლავება, ან როგორი ადამიანობით გამოირჩევა, ან არის თუ არა ჭეშმარიტების მაძიებელი, გამოირჩევა თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობით თავისი მოვალეობის შესრულებისას თუ ზედაპირულია, ან იქნებ თავნებობს და ცუდ რაღაცებს სჩადის, ან საქმეს ხომ არ აჭიანურებს და ა.შ. — ცრუ წინამძღოლებმა ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იციან, ისინი უბრალოდ, არამორწმუნე სამყაროს ბიუროკრატი მოხელეებივით აქეთ-იქით დააბიჯებენ და არავითარ კონკრეტულ საქმეს არ ასრულებენ. იმ ეკლესიებში, რომლებშიც ისინი მუშაობენ, ცრუ წინამძღოლებმა არასდროს იციან, თუ ზოგიერთ ზედამხედველს საქმე ჩიხში შეჰყავს, ან ზოგიერთი ზედამხედველი საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოს აყალიბებს, ან საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებს და ამის ნაცვლად ჭამა-სმასა და გართობაში ატარებს დღეებს, და იმაზეც კი თვალს ხუჭავენ, თუკი ზოგიერთი ზედამხედველი უკიდურესად სუსტი სულიერი მონაცემებითა და გამრუდებული აღქმით გამოირჩევა და საერთოდ არ შეუძლია საქმის კეთება. ასეთი ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ცარიელ ნაჭუჭს წარმოადგენენ, მათ მხოლოდ ჰქვიათ წინამძღოლები, მაგრამ წინამძღოლის არცერთ არსებით საქმეს არ ასრულებენ. გარეგნულად, ეს ცრუ წინამძღოლები საკმაოდ წესიერად იქცევიან. ისინი ნიშნავენ ზედამხედველებს საქმის თითოეული ნაწილისთვის, დროდადრო უხმობენ ამ ადამიანებს შეკრებაზე, დანარჩენ დროს კი ერთ ადგილას ატარებენ და მისდევენ სულიერ პრაქტიკას, ლოცულობენ, კითხულობენ ღვთის სიტყვებს, უსმენენ ქადაგებებს, სწავლობენ საგალობლებს და წერენ საკუთარ ქადაგებებს. არიან ისეთი ცრუ წინამძღოლებიც, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში თავიანთი ოთახებიდანაც კი არ გადიან. ასევე არსებობენ ცრუ წინამძღოლები, რომლებიც ონლაინ შეკრებების ჩატარების გარდა არაფერს აკეთებენ და არასოდეს მიდიან სამუშაო ადგილებზე სიტუაციის გასარკვევად. ძმები და დები მათ დიდი ხნის განმავლობაში პირადად ვერ ხედავენ და წარმოდგენა არ აქვთ, როგორია ცრუ წინამძღოლების ცხოვრებისეული გამოცდილება ან სიმწიფე. შეკრებების დროს ცრუ წინამძღოლები მხოლოდ ამა თუ იმ ზოგად საქმეებს აგვარებენ, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად იმას, თუ რას აკეთებს თითოეული ზედამხედველი, და არიან თუ არა მათ მიერ დაწინაურებული და კულტივირებული ადამიანები მოცემული საქმისთვის შესაფერისნი, ან როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება საკუთარი მოვალეობის შესრულებისადმი, ან იჩენენ თუ არა ისინი ყურადღებას და გულმოდგინებას თავიანთ საქმეში, არიან თუ არა ნეგატიურები და ზედაპირულები, მიჰყვებიან თუ არა ეს ადამიანები სწორ გზას, ან არიან თუ არა მართალი ადამიანები, — ამ ყველაფერზე ცრუ წინამძღოლები არც ზრუნავენ, ამ საკითხებით არც ინტერესდებიან და ამის ცოდნა არც სურთ. განა ამ პრობლემის არსი სერიოზული არ არის? (დიახ.)
ღვთის სახლს ესაჭიროება ნიჭიერი ადამიანები, რომლებმაც იციან გარკვეული პროფესიული სფეროები და ფლობენ გარკვეულ უნარებს, და იგი ამ ადამიანების კულტივირებას მოახდენს იმისთვის, რათა მათ შეისწავლონ ეს პროფესიები და შეძლონ მოვალეობის შესრულება ღვთის სახლში. თქვენი აზრით, როგორი ტიპის ადამიანებს პოულობენ ცრუ წინამძღოლები? ისინი თავს უყრიან ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებსაც უნივერსიტეტში უსწავლიათ და ღვთის რწმენაში თავიანთ მშობლებს გაჰყვნენ; აკვირდებიან, ვინ გამოირჩევა მჭევრმეტყველებით და ვის უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, და ეუბნებიან მათ: „ღვთის სახლს სურს თქვენი კულტივირება; თქვენ ხართ სარეზერვო ლაშქარი და ახალი ძალა“. შემდეგ, ამ ადამიანებს მოვალეობის შესასრულებლად ამწესებენ. სინამდვილეში, ამ ადამიანებს არასოდეს შეუსრულებიათ ვალდებულება, მათ აკლიათ სხვადასხვა სახის გამოცდილება და საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება. მაგრამ ცრუ წინამძღოლები მათ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ, მოსწონთ ისინი და მათ კულტივირებას იწყებენ. ისინი ამ ადამიანებს უნაწილებენ მოვალეობებს იმის მიხედვით, თუ რის შესასწავლად არიან ისინი შესაფერისნი მათი ცოდნა-გამოცდილებიდან გამომდინარე; ზოგიერთს ტექსტთან მუშაობას ავალებენ, ზოგს — კინოწარმოებას, ზოგს — ვიდეორგოლების შექმნას, ზოგს კი — მსახიობობას. ცრუ წინამძღოლებისთვის მთავარია, რომ ამ ადამიანებს მოვალეობა დაეკისროთ, ეს საკმარისია. ცრუ წინამძღოლები არ იკვლევენ, უყვართ თუ არა ამ ადამიანებს ჭეშმარიტება ან შეუძლიათ თუ არა ჭეშმარიტების მიღება, და არც იმით ინტერესდებიან, თუ რისკენ ისწრაფვიან ეს ადამიანები ან რა მიზნები აქვთ. მაშ, საბოლოოდ, რა ხდება? ამ ადამიანების ნაწილი მოიკვეთება. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი აღვირახსნილები და თავაშვებულები არიან, მიჰყვებიან ამქვეყნიურ ტენდენციებს და თავისი დღე და მოსწრება საკუთარი თავის მორთვა-მოკაზმვასა და პირადი ურთიერთობების გაბმაში ატარებენ; ისინი საერთოდ არ ცნობენ არავითარ წესს და არ გააჩნიათ ზრდილობა — აშკარაა, რომ ისინი ურწმუნოები და უღმერთოები არიან. ისინი სათანადო დონეზე არ ასრულებენ თავიანთ საქმეს დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას და ყველაფერს ზედაპირულად აკეთებენ, მაგრამ ცრუ წინამძღოლებს საერთოდ არ შეუძლიათ ამის დანახვა. განა ცრუ წინამძღოლები თვალით ბრმები არ არიან? (დიახ.) რა იწვევს თვალის ამ სიბრმავეს? განა ეს იმით არ არის განპირობებული, რომ ცრუ წინამძღოლები გონებით ბრმები არიან? თვალით სიბრმავე და გონებით სიბრმავე ცრუ წინამძღოლების ორი მახასიათებელი თვისებაა. მიუხედავად იმისა, რომ თვალები ფართოდ აქვთ გახელილი, ცრუ წინამძღოლებს არაფერი ესმით და არ შეუძლიათ ადამიანის ნამდვილი ბუნების დანახვა — ანუ, მათი თვალები ბრმაა. მათი გონება არ გამოირჩევა გამჭრიახობით ან ვინმეს თუ რაიმეს მიმართ საკუთარი შეხედულებით, ამიტომ, რასაც არ უნდა ხედავდნენ, არ შესწევთ უნარი, გაარჩიონ სწორი და არასწორი, არ გააჩნიათ დამოკიდებულებები, შეხედულებები და განსაზღვრებები — ეს გონებით სიბრმავის სერიოზული დადასტურებაა. ცრუ წინამძღოლები არიან ადამიანები, რომლებსაც მრავალი წელია სწამთ ღმერთი და ხშირად უსმენენ ქადაგებებს, მაშ, რატომ არ შეუძლიათ ურწმუნო ადამიანების ამოცნობა? ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ცრუ წინამძღოლებს აქვთ უკიდურესად სუსტი სულიერი მონაცემები, რომ მათ არ ძალუძთ ჭეშმარიტების წვდომა და, რამდენი ჭეშმარიტებაც არ უნდა მოისმინონ, ეს უშედეგოა და მათ არ ესმით იგი. ისინი თვალითა და გონებით ბრმები არიან და სრულიად არ შესწევთ ადამიანების გარჩევის უნარი. მაშ, როგორ შეიძლება ისინი ეკლესიაში წინამძღოლებად ან მუშაკებად დაყენების შესაფერისნი იყვნენ? მათ სჯერათ, რომ ენამჭევრები ნიჭიერი ადამიანები არიან, და რომ ისინი, ვისაც სიმღერა და ცეკვა შეუძლიათ, ასევე ნიჭიერი ადამიანები არიან; როდესაც ხედავენ ადამიანებს, რომლებიც სათვალეს ატარებენ ან უნივერსიტეტში ნასწავლი აქვთ, მათ ნიჭიერ ადამიანებად მიიჩნევენ, და როდესაც ხედავენ საზოგადოებაში სტატუსის მქონე ადამიანებს, მდიდრებს, რომლებსაც ეხერხებათ ბიზნესის კეთება და თაღლითური საქმეების მოგვარება, და კიდევ მათ, ვინც საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს, ცრუ წინამძღოლებს ჰგონიათ, რომ ისინი ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ სჯერათ, რომ ღვთის სახლმა ასეთი ტიპის ადამიანების კულტივირება უნდა მოახდინოს. ისინი არ უყურებენ ამ ადამიანების ხასიათს ან იმას, აქვს თუ არა ღვთისადმი მათ რწმენას საფუძველი, და მითუმეტეს, არ უყურებენ იმ დამოკიდებულებას, რომლითაც ეს ადამიანები ეპყრობიან ღმერთს და ჭეშმარიტებას. ისინი მხოლოდ ადამიანების სოციალურ სტატუსსა და წარმომავლობას უყურებენ. განა აბსურდული არ არის ცრუ წინამძღოლების მიერ ადამიანებისა და მოვლენების ამგვარად აღქმა? ცრუ წინამძღოლები ადამიანებსა და მოვლენებს ისევე უყურებენ, როგორც არამორწმუნეები — მათი ხედვა საგნების მიმართ არამორწმუნეთა ხედვის იდენტურია. ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ცრუ წინამძღოლები არ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ და ესმით ჭეშმარიტება, და რომ მათ არ გააჩნიათ არავითარი გამჭრიახობა. განა ისინი უკიდურესად ზედაპირულები არ არიან? ისინი ნამდვილად ბრმები არიან, თანაც — ძალიან!
წარსულში შევხვდი ერთ ცრუ წინამძღოლს, რომელიც საუბრობდა და იცინოდა, როდესაც მას ვესაუბრებოდი, მაგრამ როგორც კი საქმის შესახებ ვკითხე, გაშტერებული და უაზრო მზერით იყურებოდა სიცარიელეში და არავითარი რეაქცია არ გამოუმჟღავნებია იმაზე, რასაც ვეუბნებოდი. ამ ადამიანის სულიერი მონაცემები მეტისმეტად სუსტია იმისთვის, რომ იგი გამოყენებულ იქნეს. გასაკვირი არ არის, რომ მას არაფერი ესმოდა იმაზე, რაზეც ვეუბნებოდი, და არაფერიც არ გაუკეთებია. რაზეც არ უნდა დავლაპარაკებოდი, ის გამუდმებით იმეორებდა: „რამდენიმე დღის წინ შეკრება ჩავატარე და საქმიანობა შევამოწმე“. მე ვუთხარი: „შეკრებების ჩატარების გარდა სხვა საქმე არ გაქვს? ეკლესიაში იმდენი საქმეა გასაკეთებელი, რატომ არ პოულობ სხვა რამეს გასაკეთებლად?“ მან მიპასუხა: „განა წინამძღოლობა ან მუშაკობა მხოლოდ შეკრებების ჩატარებას არ ნიშნავს? შეკრებების ჩატარების გარდა სხვა არაფერია გასაკეთებელი, მე არ ვიცი, სხვა რა უნდა გავაკეთო!“ ეს გვიჩვენებს, რომ იგი განწირული იყო ცრუ წინამძღოლობისთვის, როდესაც ეს თანამდებობა დაიკავა, და რომ მას არ შეუძლია არავითარი რეალური საქმის კეთება, რადგან მისი სულიერი მონაცემები უკიდურესად სუსტია! უკიდურესად სუსტი სულიერი მონაცემები თვალით სიბრმავესა და გონებით სიბრმავეს იწვევს. რას ნიშნავს თვალით სიბრმავე? ეს ნიშნავს, რომ რასაც არ უნდა ხედავდეს ადამიანი, მას არ შეუძლია კონკრეტული პრობლემების შემჩნევა, და ამიტომ მის თვალებს არავითარი ფუნქცია არ გააჩნია. რას ნიშნავს გონებით სიბრმავე? ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანი ვერ აცნობიერებს და ვერ იგებს არსებულ პრობლემას, და არ შეუძლია დაინახოს, სად მდგომარეობს პრობლემის არსი — აი, რას ნიშნავს გონებით სიბრმავე. თუ ადამიანი გონებით ბრმაა, მაშინ მისი საქმე წასულია. ცრუ წინამძღოლები სწორედ ასე არიან თვალით და გონებით ბრმები. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ცრუ წინამძღოლებს სწყინთ, როდესაც ეს სიტყვები ესმით? ისინი ფიქრობენ: „საკმაოდ დიდი თვალები მაქვს, მაგრამ ის ამბობს, რომ თვალით ბრმა ვარ; გონებაშიც კეთილი განზრახვები მაქვს, მაგრამ ის ამბობს, რომ გონებით ბრმა ვარ — მისი განსაზღვრება არც ისე ზუსტია, არა? რატომ არ მიწოდებს უბრალოდ ცრუ წინამძღოლს? რატომ ამატებს იმასაც, რომ თვალითა და გონებით ბრმა ვარ?“ ასე რომ არ მეთქვა, ცრუ წინამძღოლების სულიერი მონაცემებიდან გამომდინარე, შეძლებდნენ კი ისინი იმის გააზრებას, რომ სუსტი სულიერი მონაცემები აქვთ? (არა, ვერ შეძლებდნენ.) განა იმის თქმა, რომ ეს ცრუ წინამძღოლები თვალით და გონებით ბრმები არიან, სრულყოფილად არ ხსნის ამ საკითხს? მაგალითად, ვთქვათ, ანტიქრისტე ეკლესიაში საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოს ქმნის. მაგრამ ცრუ წინამძღოლები ამბობენ: „ეს ადამიანი ძალიან უნარიანია. ის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და საუბრობს მკაფიოდ, მეთოდურად, დალაგებულად და გამართულად. გარდა ამისა, მას არ ეშინია სცენის, რაც არ უნდა დიდი იყოს აუდიტორია“. დღესავით ნათელია, რომ ადამიანი, რომელზეც ისინი საუბრობენ, ფარისეველია, რომელიც საკუთარ დამოუკიდებელ სამეფოს აყალიბებს, მაგრამ ცრუ წინამძღოლები მას მაინც აქებენ. განა ეს თვალით სიბრმავე არ არის? (დიახ.) თუ ვინმეს სიმღერა ყალბია და ამას ვერ ამჩნევ, შეიძლება თუ არა ეს თვალით სიბრმავედ ჩაითვალოს? (არა.) ეს პროფესიული საკითხია და არა სულიერი მონაცემების საკითხი. მაგრამ ამდენი ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგაც ცრუ წინამძღოლებს შეუძლიათ ანტიქრისტეების ნამდვილი ბუნების ამოცნობაც კი არ შეუძლიათ და არ ძალუძთ იმის გარჩევა, ესა თუ ის პიროვნება კარგი ადამიანია თუ ცუდი, ან არის თუ არა ვინმე ღვთის სახლის მიერ დაწინაურებისა და კულტივირების კანდიდატი, ან არის თუ არა ვინმე ურწმუნო თუ გულწრფელად სწამს ღმერთი, და არ შეუძლიათ თქვან, არის თუ არა ადამიანი ერთგული თავისი მოვალეობის შესრულებისას — მაშ, რა მიიღეს მათ ამდენი წლის განმავლობაში ქადაგებების მოსმენით? მათ არ მიუღიათ არავითარი ჭეშმარიტება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრმა სულელები არიან; აი, ასეთი ბრმები არიან ცრუ წინამძღოლები. მათ სჯერათ, რომ წინამძღოლის მთავარი საქმე ქადაგებების წარმოთქმაა, თანაც, ორი ან სამი საათის განმავლობაში, და რომ სანამ მათ შეუძლიათ სიტყვებისა და მოძღვრებების თქმა, ლოზუნგების სროლა და ხალხის გამოღვიძება, ისინი აკმაყოფილებენ წინამძღოლის სტანდარტს, შეუძლიათ საქმის ტვირთის ზიდვა, ფლობენ ჭეშმარიტება-რეალობას და ღმერთი კმაყოფილია მათით. რა ლოგიკაა ეს? რადგან ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება, აქვთ უკიდურესად სუსტი სულიერი მონაცემები და თვალით და გონებით ბრმები არიან, მათ აბსოლუტურად არ გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის ადამიანების გარჩევის უნარი და არ შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის ადამიანების ნამდვილი ბუნების დანახვა. მაშ, განა მათ შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად გამოყენება? (არა.) მათ მხოლოდ ერთი სტრატეგია აქვთ: ისინი, ვინც წარსულში მასწავლებლები იყვნენ, ქადაგებების წარმოსათქმელად ინიშნებიან; ისინი, ვინც საგარეო ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, ზოგადი საქმეების მოსაგვარებლად ინიშნებიან; ისინი, ვინც ინგლისურ ენას ფლობენ, მთარგმნელებად ინიშნებიან; და ვინც მჭევრმეტყველი, თავდაჯერებული და სქელკანიანია, სახარების საქადაგებლად ინიშნება; მათ, ვინც მორცხვები არიან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შინ სტატიების წერას ავალებენ; ისინი, ვინც გაბედულები არიან და გამოსვლა უყვართ, მსახიობებად ინიშნებიან; ხოლო ისინი, ვისაც სურთ გახდნენ მოხელეები, წინამძღოლებად ან ხელმძღვანელებად ინიშნებიან. ასე იყენებენ ცრუ წინამძღოლები ადამიანებს, ყოველგვარი პრინციპის გაუთვალისწინებლად.
იმ საქმის ფარგლებში, რომელზეც ცრუ წინამძღოლები არიან პასუხისმგებელნი, ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ეძიებენ ჭეშმარიტებას და აკმაყოფილებენ დაწინაურებისა და კულტივირების კრიტერიუმებს, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებიან. ზოგიერთი მათგანი სახარებას ქადაგებს, ზოგს კი მასპინძლობის მოვალეობა აქვს დაკისრებული. ფაქტია, რომ ყველა მათგანს აქვს სულიერი მონაცემები, ესმით გარკვეული ჭეშმარიტებები და იმის ღირსნი არიან, რომ წინამძღოლებად და მუშაკებად იქნენ კულტივირებულნი, უბრალოდ მათ არ უყვართ საკუთარი თავის წარმოჩენა ან ყურადღების ცენტრში ყოფნა. და მაინც, ცრუ წინამძღოლები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ამ ადამიანებს. ისინი არ ურთიერთობენ მათთან, არ ინტერესდებიან მათით და არასოდეს ახდენენ ნიჭიერი ადამიანების კულტივირებას ღვთის სახლისთვის. ისინი მხოლოდ იმაზე არიან ფოკუსირებულნი, რომ შემოიტყუონ ისინი, ვინც მათ ეპირფერება, რათა საკუთარი ეგოისტური სურვილები დაიკმაყოფილონ. შედეგად, ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ეძიებენ ჭეშმარიტებას, ვერ წინაურდებიან და ვერ კულტივირდებიან, მაშინ როცა ისინი, ვისაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ვინც მჭევრმეტყველია, ვისაც ეხერხება ადამიანებთან პირფერობა და ვისაც უყვარს დიდება, სარგებელი და სტატუსი — ყველა მათგანი წინაურდება, და ისინიც კი, ვინც საზოგადოებაში მოხელეები, კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ ან კორპორაციული მართვა აქვთ ნასწავლი, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებიან. განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ეს ადამიანები ჭეშმარიტი მორწმუნეები ან არიან თუ არა ჭეშმარიტების მაძიებელნი, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ ეს ადამიანები წინაურდებიან და გამოიყენებიან იმ საქმის ფარგლებში, რომელზეც ცრუ წინამძღოლები არიან პასუხისმგებელნი. არის კი ეს პრინციპების შესაბამისად ადამიანების გამოყენება? განა ცრუ წინამძღოლების მიერ მხოლოდ ასეთი ადამიანების დაწინაურება სწორედ ის არ არის, რაც არამორწმუნე საზოგადოებაში ხდება? იმ პერიოდში, როდესაც ცრუ წინამძღოლები მუშაობენ, ისინი, ვისაც რეალურად შეუძლიათ საქმის კეთება თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ვისაც აქვთ სამართლიანობის გრძნობა და ვისაც უყვართ ჭეშმარიტება და დადებითი რამ — არ წინაურდებიან და არ კულტივირდებიან, და მათ ურთულდებათ წვრთნის შესაძლებლობის მიღება. ნაცვლად ამისა, მნიშვნელოვან პოზიციებზე ინიშნებიან ისინი, ვინც მჭევრმეტყველია, ვისაც უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა და ეხერხება ადამიანების პირფერობა, ისევე როგორც ისინი, ვისაც უყვარს დიდება, სარგებელი და სტატუსი, ვინც მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნება. ეს ადამიანები საკმაოდ ჭკვიანები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში არ გააჩნიათ აღქმის უნარი, აქვთ ძალიან ცუდი სულიერი მონაცემები და სუსტი ადამიანური თვისებები, არ კისრულობენ რეალურ პასუხისმგებლობას თავიანთი მოვალეობების მიმართ და საერთოდ არ არიან კულტივირების ღირსნი. თუმცა, სწორედ ისინი იკავებენ წინამძღოლებისა და მუშაკების პოზიციებს ეკლესიაში. შედეგად, ეკლესიის საქმის დიდი ნაწილი შეუფერხებლად და დროულად ვერ იწყება ან ნელა მიიწევს წინ, და ღვთის სახლის სამუშაოს განხორციელებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ასეთია ის გავლენა და შედეგები, რომლებსაც ცრუ წინამძღოლების მიერ ეკლესიის საქმეში ადამიანების არასწორად გამოყენება იწვევს.
ცრუ წინამძღოლთა უმეტესობას სუსტი სულიერი მონაცემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მჭევრმეტყველნი ჩანან, საერთოდ არ შესწევთ ჭეშმარიტების წვდომის უნარი, იმდენად, რომ არ გააჩნიათ სულიერი გაგება. ისინი თვალითა და გონებით ბრმები არიან, არ შეუძლიათ რაიმე საკითხის ნამდვილი არსის დანახვა და საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება, რაც თავისთავად ფატალური პრობლემაა. მათ აქვთ კიდევ ერთი, უფრო სერიოზული პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც გაიგებენ და აითვისებენ რამდენიმე სიტყვასა და მოძღვრებას და შეუძლიათ რამდენიმე ლოზუნგის სროლა, ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტება-რეალობას ფლობენ. ამგვარად, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ და ვისაც არ უნდა ირჩევდნენ გამოსაყენებლად, არ ეძიებენ ჭეშმარიტება-პრინციპებს, არ აქვთ სხვებთან თანაზიარება და მითუმეტეს, არ იცავენ ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებსა და პრინციპებს. იმდენად თავდაჯერებულნი არიან, ყოველთვის სჯერათ, რომ მათი იდეები სწორია და აკეთებენ იმას, რაც სურთ. შედეგად, როდესაც რაიმე სირთულეს ან გამონაკლის გარემოებას აწყდებიან, დაბნეულნი არიან. უფრო მეტიც, ხშირად შეცდომით სჯერათ, რომ რადგან მრავალი წელია ღვთის სახლში მუშაობენ და იქ წინამძღოლად მსახურების საკმარისი გამოცდილება აქვთ, იციან, როგორ ააწყონ და განავითარონ ეკლესიის საქმე. თითქოს ესმით ეს საკითხები, მაგრამ სინამდვილეში, აბსოლუტურად არ იციან, როგორ შეასრულონ რაიმე საქმე. ეკლესიის საქმეს ისე აკეთებენ, როგორც მოესურვებათ, რადგან მიჰყვებიან საკუთარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, საკუთარ გამოცდილებას, ჩვეულებებსა და წესებს. ეს ეკლესიის სხვადასხვა საქმეს რევს და ქაოსს ქმნის და ხელს უშლის რაიმე რეალური შედეგის მიღწევას. თუ გუნდში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება და შეუძლიათ მცირეოდენი რეალური საქმის კეთება, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ ნორმალური მდგომარეობა ამ გუნდის საქმიანობაში. თუმცა, ამას არავითარი კავშირი არ აქვს მათ ცრუ წინამძღოლთან. მიზეზი, რომლის გამოც საქმე კარგად კეთდება, არის ის, რომ გუნდს ჰყავს რამდენიმე კარგი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ მცირეოდენი რეალური საქმის კეთება და საქმის სწორ კურსზე შენარჩუნება; ეს არ ნიშნავს, რომ მათმა ცრუ წინამძღოლმა რეალური საქმე შეასრულა. არცერთი საქმე არ გაკეთდება, იქ რომ რამდენიმე ასეთი კარგი ადამიანი არ იმყოფებოდეს. ცრუ წინამძღოლებს უბრალოდ არ შეუძლიათ თავიანთი საქმის კეთება და არავითარ ფუნქციას არ ასრულებენ. მაშ, რატომ რევენ ცრუ წინამძღოლები ეკლესიის საქმეს? პირველი მიზეზი ის არის, რომ ცრუ წინამძღოლებს არ ესმით ჭეშმარიტება, არ შეუძლიათ პრობლემების გადასაჭრელად ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება და არ ეძიებენ პრობლემების გადაჭრის გზებს, რის შედეგადაც პრობლემები გროვდება და ეკლესიის საქმე ჩიხში შედის. მეორე მიზეზი ის არის, რომ ცრუ წინამძღოლები ბრმები არიან და არ შეუძლიათ ნიჭიერი ადამიანების ამოცნობა. მათ არ შეუძლიათ გუნდის ზედამხედველი პერსონალის სათანადოდ კორექტირება, რის გამოც ზოგიერთ საქმეს შესაფერისი პასუხისმგებელი პირი არ ჰყავს, და ეს მის შეფერხებას იწვევს. მესამე მიზეზი ის არის, რომ ცრუ წინამძღოლები ქცევით მეტისმეტად ემსგავსებიან მოხელეებს. ისინი არ ზედამხედველობენ და არ უძღვებიან საქმეს, და სადაც საქმეში სუსტი რგოლია, პროაქტიურად არ ერთვებიან ან არ უზრუნველყოფენ ხელმძღვანელობას საქმის კონკრეტულ ასპექტში. მაგალითად მოვიყვანოთ, რომ კონკრეტულ ნაწილში საქმის შემსრულებელი რამდენიმე ადამიანი ახალმორწმუნეა, და მათ არ აქვთ საკმარისი საფუძველი, არ ესმით ჭეშმარიტება, არც ისე კარგად იცნობენ სამუშაო სფეროს და ბოლომდე არ აქვთ გააზრებული საქმის პრინციპები. ცრუ წინამძღოლები, რადგან ბრმები არიან, ვერ ხედავენ ამ პრობლემებს. მათ სჯერათ, რომ ყველაფერი რიგზეა, სანამ ვინმე საქმეს აკეთებს; არ აქვს მნიშვნელობა, კარგად კეთდება ის თუ ცუდად. მათ არ იციან, რომ სადაც კი ეკლესიის საქმეში სუსტი რგოლია, თვალყურს უნდა ადევნებდნენ მას, ატარებდნენ შემოწმებებს და უზრუნველყოფდნენ ხელმძღვანელობას, რომ პირადად უნდა მონაწილეობდნენ პრობლემების გადაჭრაში და მხარს უჭერდნენ მათ, ვინც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, სანამ არ გაიგებენ ჭეშმარიტებას, არ შეძლებენ პრინციპების მიხედვით მოქმედებას და სწორ გზაზე არ დადგებიან. მხოლოდ ამის შემდეგ აღარ იქნება საჭირო მათზე დიდი ნერვიულობა. ცრუ წინამძღოლები ასე არ მუშაობენ. როდესაც ხედავენ, რომ ვინმე საქმეს აკეთებს, მას მეტ ყურადღებას აღარ აქცევენ. არაფერს კითხულობენ, განურჩევლად იმისა, თუ როგორ სრულდება საქმე. სადაც საქმეში სუსტი რგოლია ან ზედამხედველს სუსტი სულიერი მონაცემები აქვს, იქ ისინი პირადად არ უზრუნველყოფენ ხელმძღვანელობას საქმეზე და თავად არ ერთვებიან მასში. და როდესაც ზედამხედველს შეუძლია საქმეზე პასუხისმგებლობის აღება, ცრუ წინამძღოლები მითუმეტეს არ ამოწმებენ სიტუაციას პირადად ან არ უზრუნველყოფენ ხელმძღვანელობას; ისინი უბრალოდ მშვიდად არიან, და მაშინაც კი, თუ ვინმე პრობლემის შესახებ ატყობინებს, ამით არ ინტერესდებიან — ჰგონიათ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ცრუ წინამძღოლები არცერთ ამ კონკრეტულ საქმეს არ ასრულებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ცრუ წინამძღოლები არიან გადაგვარებული ადამიანები, რომლებიც მცირეოდენ რეალურ საქმესაც კი არ აკეთებენ. მათ სჯერათ, რომ ნებისმიერი საქმისთვის, სანამ ვინმეა მასზე პასუხისმგებელი და სანამ ყველა ირჯება საქმის შესასრულებლად, ყველაფერი მოგვარებული და დასრულებულია. ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, არის დროდადრო შეკრების ჩატარება და პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში კითხვების დასმა. ამგვარად მუშაობისას, ცრუ წინამძღოლებს მაინც სჯერათ, რომ კარგად ასრულებენ საქმეს და საკმაოდ კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით. ისინი ფიქრობენ: „არცერთ საქმესთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. პერსონალი სრულად არის განაწილებული და ზედამხედველები თავიანთ ადგილებზე არიან. რა კარგად გამომდის ეს საქმე, რა ნიჭიერი ვარ!“ განა ეს უსირცხვილობა არ არის? ისინი თვალით და გონებით იმდენად ბრმები არიან, რომ ვერ ხედავენ შესასრულებელ დავალებებს და არ შეუძლიათ რაიმე პრობლემის აღმოჩენა. ზოგიერთ ადგილას საქმე შეფერხდა, ისინი კი კმაყოფილები არიან და ფიქრობენ: „ძმები და დები ყველანი ახალგაზრდები არიან, ისინი ახალი სისხლია. ისინი თავიანთ მოვალეობებს, როგორც ენერგიით ცოცხალი გენერატორები, ისე ასრულებენ; მათ ნამდვილად შეუძლიათ საქმის კარგად შესრულება“. სინამდვილეში, ეს ახალგაზრდები ახალბედები არიან და არანაირი პროფესიული უნარები არ გააჩნიათ. მათ მუშაობის პროცესში გზადაგზა უნდა ისწავლონ. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ მათ ჯერ არ იციან, როგორ შეასრულონ რაიმე საქმე: ზოგიერთს შეიძლება მცირედი ესმოდეს, მაგრამ ისინი ექსპერტები არ არიან, არ ესმით პრინციპები და მათ მიერ შესრულებულ დავალებას არაერთი შესწორება ან ხშირად ხელახლა გაკეთებაც კი ესაჭიროება. ასევე არიან ახალგაზრდები, რომლებიც გაუწვრთნელნი არიან და არც გასხვლა გამოუცდიათ. ისინი საძაგელნი, ზარმაცები და კომფორტს დახარბებულები არიან; მცირეოდენ ჭეშმარიტებასაც კი არ იღებენ და მცირედი ტანჯვის განცდისას განუწყვეტლივ წუწუნებენ. მათი უმეტესობა ზედაპირული და გადაგვარებული და კომფორტს დახარბებულია. ასეთ ახალგაზრდებთან აუცილებლად ხშირად უნდა გქონდეთ თანაზიარება ჭეშმარიტების შესახებ და მითუმეტეს, უნდა გასხლათ ისინი. ამ ახალგაზრდებს გვერდით უნდა ჰყავდეთ ვინმე, ვინც მათზე პასუხისმგებლობას იკისრებს და თვალყურს მიადევნებს. უნდა იყოს წინამძღოლი ან მუშაკი, რომელიც მათ საქმიანობაზე პირად პასუხისმგებლობას იკისრებს და პირად ზედამხედველობასა და ხელმძღვანელობას უზრუნველყოფს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიღოს მათმა საქმიანობამ მცირეოდენი ნაყოფი. თუ წინამძღოლი ან მუშაკი ტოვებს სამუშაო ადგილს და არ აქცევს ყურადღებას საქმეს ან არ კითხულობს მის შესახებ, ეს ადამიანები დაიფანტებიან და მათი შრომის ეფექტიანობა მოვალეობის შესრულებისას არავითარ ნაყოფს არ გამოიღებს. მიუხედავად ამისა, ცრუ წინამძღოლებს ამის დანახვის უნარი არ გააჩნიათ. ისინი ყველას ძმებად და დებად, მორჩილ და დამყოლ ადამიანებად აღიქვამენ, ამიტომ დიდ ნდობას იჩენენ მათ მიმართ, აძლევენ დავალებებს და შემდეგ მეტ ყურადღებას აღარ აქცევენ — ეს არის ცრუ წინამძღოლების თვალითა და გონებით სიბრმავის საუკეთესო დადასტურება. ცრუ წინამძღოლებს საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება, არ შეუძლიათ საკითხების სწორად დანახვა და არ შესწევთ რაიმე პრობლემის აღმოჩენის უნარი, თუმცა ჰგონიათ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებენ. მაშ, რაზე ფიქრში ატარებენ ისინი თავიანთ დღეებს? ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ მოხელეებივით და დატკბნენ სტატუსის სიკეთეებით. ცრუ წინამძღოლები, ისევე როგორც უგუნური ადამიანები, ოდნავაც არ ითვალისწინებენ ღვთის განზრახვებს. ისინი არ ასრულებენ რეალურ საქმეს, თუმცა ელიან, რომ ღვთის სახლი შეაქებს და დააწინაურებს მათ. მართლაც, მათ სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ!
ცრუ წინამძღოლები სრულიად უსარგებლონი არიან თავიანთი საქმის შესრულებისას და მათში არაფერია შესაქები. მათ არ შეუძლიათ პრინციპების ჩაწვდომა ფართო მასშტაბით, რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტულ, დეტალურ სამუშაოსთან დაკავშირებულ პრინციპებზე. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს აქვს ძლიერი პროფესიული უნარები, მაგრამ უკიდურესად ცუდი ადამიანური თვისებები, მაშინ როცა სხვებს არავითარი პრობლემა არ აქვთ ადამიანურობის თვალსაზრისით, მაგრამ აქვთ სუსტი სულიერი მონაცემები და სუსტი პროფესიული უნარები. როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ უნდა იქნენ ეს ადამიანები გონივრულად გამოყენებულნი და განაწილებულნი, ცრუ წინამძღოლებმა კიდევ უფრო ნაკლები იციან ამ უფრო კონკრეტული და დეტალური საკითხების შესახებ. ამიტომ, როდესაც ცრუ წინამძღოლებს ეკითხებიან, იპოვეს თუ არა ვინმე საკმარისად კარგი სულიერი მონაცემებით, ვისი კულტივირებაც შესაძლებელია, ისინი პასუხობენ, რომ ჯერ არავინ უპოვიათ. ცრუ წინამძღოლები იმდენად ბრმები არიან — როგორ შეძლებდნენ ისინი ვინმეს პოვნას? თუ ჰკითხავ მათ, როგორია ესა თუ ის და, ისინი გიპასუხებენ, რომ იგი ხარბად ესწრაფვის ხორციელ სიამეებს; ჰკითხავ მათ, როგორია ესა თუ ის ძმა, და იტყვიან, რომ ის ხშირად ნეგატიურია; ჰკითხავ მათ, როგორია სხვა ვინმე, და გეტყვიან, რომ ეს ადამიანი დიდი ხნის მორწმუნე არ არის და სულიერი საფუძველი აკლია. მათ თვალში არავინ დგას სათანადო სიმაღლეზე. ისინი მხოლოდ ადამიანების შეცდომებს, ნაკლოვანებებსა და გადაცდომებს უყურებენ; მათ არ შეუძლიათ დაინახონ, შეესაბამება თუ არა ადამიანი ღვთის სახლის პრინციპებს დაწინაურებისა და კულტივირებისთვის, ან არის თუ არა ის კარგი კანდიდატი დაწინაურებისა და კულტივირებისთვის. მათ არ შეუძლიათ გვითხრან, ვინ არის ნამდვილად შესაფერისი დაწინაურებისა და კულტივირებისთვის, მაგრამ დიდი ენთუზიაზმითა და სისწრაფით აწინაურებენ მათ, ვინც არ აკმაყოფილებს ღვთის სახლის მოთხოვნებსა და პრინციპებს. ისინი ეკლესიაში აწინაურებენ ყველა შეძლებულ ქალს, მდიდარ მამაკაცს და მდიდარი ოჯახების შვილებს, ასევე მათ, ვისაც საერო ცხოვრებაში სახელმწიფო თანამდებობის პირად უმსახურია, ვინც მჭევრმეტყველია და ვინც იცის, როგორ იცრუოს და ითაღლითოს — ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი აწინაურებენ ყველას, ვინც ცნობილი და გამორჩეულია საერო ცხოვრებაში და ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. მათ სჯერათ, რომ მხოლოდ ეს ადამიანები არიან ნიჭიერნი, და ვერ ამჩნევენ ან არ აწინაურებენ არცერთ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტად ფლობს აღქმის უნარს და შეუძლია ჭეშმარიტების მიღება. ცრუ წინამძღოლისთვის ღვთის სახლისთვის თუნდაც ერთი, ჭეშმარიტად კვალიფიციური ნიჭიერი ადამიანის პოვნა უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე მთვარეზე გაფრენა. მაგალითისთვის ვთქვათ, რომ ღვთის სახლს ამჟამად სჭირდება ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც ტექსტზე მუშაობა შეუძლიათ; ეკლესიაში, რომელსაც ცრუ წინამძღოლი ხელმძღვანელობს, ასეთი ადამიანი არის, მაგრამ ეს ცრუ წინამძღოლი არ მის კანდიდატურას წარადგენს. როდესაც ცრუ წინამძღოლს ეკითხებიან, რატომ არ დააწინაურა ან არ მოახდინა ამ ადამიანის კულტივირება, ის პასუხობს: „ამ ადამიანმა უნივერსიტეტში სწავლისას ორჯერ იმრუშა, თუმცა დაქორწინების შემდეგ ეს აღარ ჩაუდენია. არ ვიცოდი, უნდა დაწინაურებულიყო თუ არა იგი“. რა განცხადებაა ეს? განა შეგიძლია იმის გარანტირება, რომ მდიდარ და გავლენიან ადამიანებს, რომლებსაც შენ აწინაურებ, არასოდეს უმრუშიათ? განა ეს ადამიანები ამას უფრო ხშირად არ სჩადიან? როგორ შეიძლება, რომ ამას უბრალოდ ვერ ხედავდე? ცრუ წინამძღოლები იმდენად ცრუ სულიერებით გამოირჩევიან, რომ თავს ისე აჩვენებენ, თითქოს იციან გარკვეული პრინციპები და პოულობენ იმის გამართლებას, რომ არ დააწინაურონ ისინი, ვინც უნდა დაწინაურდნენ და კულტივირდნენ. მათ თვალში ყველა მათზე დაბლა დგას. მაშ, რა ხდება საბოლოოდ? ცრუ წინამძღოლების მიერ დაწინაურებული „ელიტა“ და „ნიჭიერი ადამიანები“ მტკიცედ დადგნენ? ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან კარგი ადამიანები. ჩვენ ძირითადად ვამხელთ იმას, რომ ცრუ წინამძღოლების პრინციპი ადამიანებთან მოპყრობისას არის საზომად არა ჭეშმარიტების, არამედ ადამიანის წარმოდგენების გამოყენება, და რომ მათი პრინციპი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისთვის ემყარება მათსავე წარმოდგენებს, ფანტაზიებსა და გემოვნებას და მთლიანად არამორწმუნეთა თვალთახედვას, ნაცვლად იმისა, რომ საზომად გამოიყენონ ღვთის სახლის მოთხოვნილი სტანდარტები. რატომ შეუძლიათ ცრუ წინამძღოლებს ასე მოქცევა? იმის გამო, რომ არ ესმით ჭეშმარიტება ან ღვთის განზრახვები, მათ შეუძლიათ დააწინაურონ ისინი, ვინც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ ღვთის სახლის მოთხოვნებს, ფოკუსირდნენ მათ კულტივირებაზე და მისცენ შესაძლებლობა, დაიკავონ მნიშვნელოვანი თანამდებობები ღვთის სახლში. ასეთია ის საქმე, რომელსაც ცრუ წინამძღოლები ასრულებენ. დააკვირდით თქვენ გვერდით მყოფ ცრუ წინამძღოლებს; განა ასე არ მუშაობენ და ასე არ ეპყრობიან ისინი ადამიანებს?
არსებობს გარკვეული შეხედულება, რომელიც ხშირად ვლინდება ცრუ წინამძღოლებში: მათ ჰგონიათ, რომ ისინი, ვისაც აქვთ ცოდნა, სტატუსი და ვინც საერო ცხოვრებაში სახელმწიფო თანამდებობის პირად მსახურობდა, ნიჭიერი ადამიანები არიან და რომ ღვთისადმი რწმენის დაწყების შემდეგ ღვთის სახლს მათი კულტივირება და გამოყენება შეუძლია. ისინი ნამდვილად აფასებენ და აღმერთებენ ასეთ ადამიანებს — მათ საკუთარი ნათესავებივითა და ოჯახის წევრებივითაც კი ეპყრობიან. როდესაც ისინი ამ ადამიანებს სხვებს აცნობენ, ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იყვნენ ისინი საერო ცხოვრებაში ამა თუ იმ კომპანიის ხელმძღვანელები, ან რომელიმე სამთავრობო უწყების ლიდერები, ან რომელიმე გაზეთის რედაქტორები, ან საჯარო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორები, ან საუბრობენ იმაზე, თუ რაოდენ მდიდრები არიან ისინი. ცრუ წინამძღოლებს განსაკუთრებით მაღალი წარმოდგენა აქვთ ასეთ ადამიანებზე. რას იტყვით, აქვთ თუ არა ცრუ წინამძღოლებს სულიერი მონაცემები? განა ასე ადასტურებს, რომ ისინი ცრუ სულიერებით გამოირჩევიან და არ შეუძლიათ საგნების არსში წვდომა? ცრუ წინამძღოლები ფიქრობენ, რომ რადგან ეს ადამიანები საზოგადოებაში ნიჭიერი ადამიანები იყვნენ, ღვთის სახლმა მათი კულტივირება უნდა მოახდინოს და აქ მოსვლისას მნიშვნელოვანი როლი დააკისროს. არის თუ არა ეს შეხედულება სწორი? შეესაბამება ის ჭეშმარიტება-პრინციპებს? თუ ამ ადამიანებს საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება და მოკლებულნი არიან სინდისსა და გონიერებას, შეიძლება თუ არა ღვთის სახლმა მათი კულტივირება მოახდინოს და მათ მნიშვნელოვანი როლი დააკისროს? ისინი არ არიან შესაფერისნი კულტივირებისთვის. ის ფაქტი, რომ ისინი არამორწმუნეთა შორის ნიჭიერი ადამიანები იყვნენ, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ღვთის სახლშიც ნიჭიერი ადამიანები იქნებიან, მაგრამ ამ ცრუ წინამძღოლებს უყვართ თანამდებობის პირად ყოფნა და განსაკუთრებით აღმერთებენ სხვებს, ვინც თანამდებობის პირები იყვნენ. როდესაც ისინი ხედავენ ადამიანებს, რომლებიც საერო ცხოვრებაში თანამდებობის პირები იყვნენ ან სტატუსი ჰქონდათ, ისინი თავდახრილები, მოწიწებითა და პირფერობით სავსენი ეგებებიან, როგორც მონები თავიანთ ბატონს; მთელი გულით სურთ უწოდონ მათ დედა ან მამა, უფროსი და ან უფროსი ძმა, და ასევე სურთ, რომ ეს ადამიანები ეკლესიაში წინამძღოლებად ან მუშაკებად დააწინაურონ. მითხარით, განა არიან ესენი ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძიებენ? განა ის, რომ მათ საერო ცხოვრებაში რაღაც სტატუსი აქვთ და გარკვეული სახელით სარგებლობენ, იმას ნიშნავს, რომ ისინი შესაფერისნი არიან ღვთის სახლში წინამძღოლად ან მუშაკად მსახურებისთვის? თუ მათ არ ესმით ჭეშმარიტება და გამორჩეულნი არიან ამპარტავანი და ქედმაღალი ხასიათით, არიან კი ისინი ღირსნი, იყვნენ წინამძღოლები ან მუშაკები ღვთის სახლში? განა შეესაბამება პრინციპებს ადამიანების დაწინაურება მხოლოდ მათ სტატუსსა და პოპულარობაზე ფოკუსირებით და მათი ზნეობის უგულებელყოფით? იციან თუ არა ცრუ წინამძღოლებმა, როგორი ადამიანები მოსწონს ღმერთს, როგორი ადამიანების დაწინაურებასა და გამოყენებას ახდენს იგი? ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებებში არაერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადამიანების დაწინაურება და კულტივირება სამი სტანდარტის მიხედვით უნდა მოხდეს: პირველი, ისინი უნდა გამოირჩეოდნენ ადამიანობით, სინდისითა და გონიერებით; მეორე, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება და შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება; და მესამე, უნდა ჰქონდეთ სულიერი მონაცემების გარკვეული დონე და მუშაობის უნარი. მხოლოდ ისინი, ვინც ამ სამ სტანდარტს აკმაყოფილებენ, შეიძლება დაწინაურდნენ და კულტივირდნენ, და მხოლოდ ისინი არიან შესაფერისნი იყვნენ კანდიდატები და გახდნენ წინამძღოლები ან მუშაკები. მხოლოდ სულიერი მონაცემები და ნიჭი საკმარისი არ არის. ზნეობა უპირველესია, მეორე — არსებითია ჭეშმარიტების მიღების უნარი — ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია. თუ დაწინაურდებიან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ჭეშმარიტება, შედეგები დამღუპველი იქნება, ამიტომ მათი დაწინაურება, ვისაც ადამიანობა აკლია, კატეგორიულად დაუშვებელია. მაგრამ ცრუ წინამძღოლები უგულებელყოფენ ღვთის სახლის მოთხოვნებს. ადამიანების შერჩევისა და გამოყენებისას, ისინი ყოველთვის ფოკუსირდებიან იმაზე, აქვს თუ არა ადამიანს სტატუსი საზოგადოებაში, როგორია მისი წარმომავლობა და პოზიცია, მიღებული აქვს თუ არა განათლების მაღალი დონე და რამდენად მაღალია მისი რეპუტაცია საზოგადოებაში — სწორედ ეს არის ის ასპექტები, რომლებზეც ისინი ფოკუსირდებიან ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირებისას. შეესაბამება თუ არა ეს ღვთის სახლის მიერ დადგენილ პრინციპებს? შეესაბამება თუ არა ეს ღვთის სიტყვების ჭეშმარიტებას? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში სტატუსი აქვთ? შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი საშუალებით იბრძვიან ძალაუფლებისა და სტატუსისთვის, და რომ ისინი სატანისგან არიან. თუ ისინი ღვთის სახლში ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, იქნება კი ღვთის სახლი კვლავაც ღვთის ეკლესია? რა არის ცრუ წინამძღოლების მიზანი, როდესაც ისინი წინამძღოლებად აწინაურებენ ადამიანებს, რომლებიც სატანისგან არიან? შეესაბამება თუ არა ასეთი ქმედება ღვთის სახლის პრინციპებს ადამიანების კულტივირებისა და გამოყენების შესახებ? განა ეს ეკლესიის საქმის აშკარა ჩაშლასა და დანგრევას არ ნიშნავს? ცრუ წინამძღოლების მიერ ადამიანების უპრინციპოდ დაწინაურება და კულტივირება ეკლესიის საქმის უდიდეს ჩაშლასა და არეულობას იწვევს, და ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის გზას წარმოადგენს.
ცრუ წინამძღოლებს აქვთ უკიდურესად სუსტი სულიერი მონაცემები და არ გააჩნიათ ჭეშმარიტების წვდომის უნარი. რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ ან ღვთის რამდენი სიტყვაც არ უნდა წაიკითხონ, ისინი მაინც ვერ ახერხებენ მის სწორად აღქმას ან ვერ იგებენ ჭეშმარიტებას, და რამდენი წელიც არ უნდა ექადაგათ მოძღვრებანი, მათ თვითონაც არ ესმით, რას ამბობენ, ეს ყოველივე სრული აბდაუბდაა და იქიდან ვერანაირ აზრს ვერ გამოიტან! მათ შეუძლიათ დაიმახსოვრონ და იქადაგონ მოძღვრების მცირე ნაწილი, ამიტომ ჰგონიათ, რომ აქვთ ჭეშმარიტება-რეალობა, მაგრამ არაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტებასთან — ისინი ტიპური ფარისევლები არიან. გარედან ისე ჩანს, თითქოს ისინი ხშირად უქადაგებენ ხალხს და ამბობენ საამოდ მოსასმენ სიტყვებს, თითქოს ესმით ჭეშმარიტება, მაგრამ ის, რასაც ისინი აკეთებენ, ჭეშმარიტების საპირისპიროა და ეწინააღმდეგება მას. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ემსახურებიან ღმერთს და ასრულებენ ეკლესიის საქმეს, მაშინ როცა სინამდვილეში ყველაფერი, რასაც აკეთებენ, უკიდურესად მტრულია ღვთის მიმართ. ცრუ წინამძღოლები არასოდეს აწინაურებენ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც გამოსადეგნი არიან ღვთის სახლისთვის, და უგულებელყოფენ და თვალს ხუჭავენ შედარებით პატიოსან ხალხზე, რომლებიც ნამდვილად ეძიებენ ჭეშმარიტებას. ნაცვლად ამისა, ისინი აწინაურებენ და აკულტივირებენ მათ, ვინც მლიქვნელობს, ვინც მოქნილი და მზაკვარია და ვისაც აქვს ამბიციები და სურვილები, რომ ეკლესიაში საქმეს დაეპატრონოს. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასრულებენ საქმეს, ეკლესიის საქმის სხვადასხვა სფერო ფერხდება და პრაქტიკულად მოშლის პირასაა, და ამგვარად ეკლესიის საქმე ინგრევა ამ ცრუ წინამძღოლების ხელში. განა საძულველნი არ არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც ეს ცრუ წინამძღოლები არიან? უნდა დათხოვნილ იქნენ თუ არა ისინი? ისინი აუცილებლად უნდა დათხოვნილ იქნენ! ყოველი დაყოვნებული დღე მთელი დღით აზარალებს ეკლესიის საქმეს. ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, არ შეუძლია რეალური საქმის კეთება, არ სურს ნებაყოფლობით გადადგომა, მუდამ ხარბად ებღაუჭება სტატუსის სარგებელს და იქამდეც კი მიდის, რომ ზიანს აყენებს ეკლესიის საქმეს. შერჩენიათ კი ამ ადამიანებს გონების ნატამალი მაინც? ცრუ წინამძღოლებს არ გააჩნიათ აღქმის უნარი ან რაიმე ჭეშმარიტი ნიჭი და ნამდვილი ცოდნა და არ არიან ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტებას, და ასევე ხარბად ებღაუჭებიან სტატუსის სარგებელს — ისინი უსირცხვილო ადამიანები არიან; ამიტომ მათი დაწინაურება და კულტივირება კატეგორიულად დაუშვებელია. თუ ფიქრობ, რომ ძალიან სუსტი სულიერი მონაცემები გაქვს, რომ არ გაგაჩნია კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი და არ გაქვს ჭეშმარიტების წვდომის უნარი, მაშინ რასაც არ უნდა აკეთებდე, ნუ აჰყვები შენს ამბიციებსა და სურვილებს და ნუ იფიქრებ იმაზე, თუ როგორ იბრძოლო ეკლესიაში რაიმე თანამდებობის დაკავებისთვის — ეკლესიის წინამძღოლობისთვის — წინამძღოლობა არც ისე ადვილია. თუ არ ხარ პატიოსანი ადამიანი და არ გიყვარს ჭეშმარიტება, მაშინ, როგორც კი წინამძღოლი გახდები, ან ანტიქრისტე, ან ცრუ წინამძღოლი იქნები. ანტიქრისტეებიც და ცრუ წინამძღოლებიც არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება და შეუძლიათ ბოროტების ჩადენა და ეკლესიის საქმეში არეულობის შეტანა. თუმცა სიმართლეა ის, რომ ანტიქრისტეები ეშმაკნი და სატანები არიან, მაგრამ არც ცრუ წინამძღოლები არიან კარგი ადამიანები; სულ მცირე, ისინი არიან თავხედი უსირცხვილო ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სინდისი და გონიერება. მაშ, არის კი რაიმე სასახელო ცრუ წინამძღოლად ყოფნასა და იმაში, რომ დათხოვნილ იქნე? ეს სამარცხვინოა, ლაქაა, და მასში აბსოლუტურად არაფერია სასახელო. თუ გაქვს ტვირთის გრძნობა ეკლესიის საქმის მიმართ და გსურს მასში მონაწილეობა, ეს კარგია; მაგრამ უნდა დაფიქრდე იმაზე, გესმის თუ არა ჭეშმარიტება, შეგიძლია თუ არა ჭეშმარიტების თანაზიარება პრობლემების გადასაჭრელად, შეგიძლია თუ არა ჭეშმარიტად დაემორჩილო ღვთის საქმეს, და შეგიძლია თუ არა ეკლესიის საქმის ჯეროვნად შესრულება სამუშაო განკარგულებების შესაბამისად. თუ აკმაყოფილებ ამ კრიტერიუმებს, შეგიძლია კენჭი იყარო წინამძღოლად ან მუშაკად. ამის თქმით ვგულისხმობ იმას, რომ სულ მცირე, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თვითშემეცნება. პირველ რიგში, დაფიქრდი, შეგიძლია თუ არა ადამიანების ამოცნობა, შეგიძლია თუ არა ჭეშმარიტების გაგება და პრინციპულად საქმეების შესრულება. თუ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებ, წინამძღოლად ან მუშაკად დასაყენებლად შესაფერისი ყოფილხარ. თუ არ ძალგიძს საკუთარი თავის შეფასება, შეგიძლია ჰკითხო შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომლებიც კარგად გიცნობენ. თუ ყველა იტყვის, რომ შენ არ გაქვს საკმარისი სულიერი მონაცემები წინამძღოლობისთვის და რომ მხოლოდ შენი ამჟამინდელი საქმის კარგად კეთება უკვე საკმარისია, მაშინ სწრაფად უნდა გაერკვე საკუთარ თავში. რადგან სუსტი სულიერი მონაცემები გაქვს, ნუ დახარჯავ მთელ შენს დროს წინამძღოლობის სურვილზე ფიქრში — უბრალოდ აკეთე ის, რაც შეგიძლია, პატიოსნად და გულმოდგინედ, ფეხზე მყარად დგომით შეასრულე შენი მოვალეობა, რათა სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნო. ესეც კარგია. და თუ შეგიძლია იყო წინამძღოლი, თუ ჭეშმარიტად ფლობ ასეთ სულიერ მონაცემებსა და ნიჭს, თუ გაქვს მუშაობის უნარი და გაქვს ტვირთის გრძნობა, მაშინ სწორედ ისეთი ნიჭიერი ადამიანი ყოფილხარ, რომელიც ღვთის სახლს აკლია, და აუცილებლად დაწინაურდები და კულტივირდები; ოღონდ ყველაფერს ღვთის დრო განსაზღვრავს. ეს სურვილი — დაწინაურების სურვილი — არ არის ამბიცია, მაგრამ შენ უნდა გქონდეს სულიერი მონაცემები და აკმაყოფილებდე კრიტერიუმებს იმისათვის, რათა გახდე წინამძღოლი. თუ სუსტი სულიერი მონაცემები გაქვს, მაგრამ მაინც მთელ შენს დროს ახარჯავ იმისკენ სწრაფვას, რომ გახდე წინამძღოლი ან იტვირთო რაიმე მნიშვნელოვანი დავალება, ან იყო პასუხისმგებელი მთელ საქმეზე, ან გააკეთო ისეთი რამ, რაც თავის გამოჩენის საშუალებას მოგცემს, მაშინ გეტყვი: ეს არის ამბიცია. ამბიციას უბედურების მოტანა შეუძლია, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყო. ყველა ადამიანს აქვს წინსვლის სურვილი და ყველა მზად არის იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვის, რაც პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგიერთ ადამიანს აქვს სულიერი მონაცემები, აკმაყოფილებს წინამძღოლობის კრიტერიუმებს და შეუძლია იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვის, და ეს კარგია. სხვებს არ გააჩნიათ სულიერი მონაცემები, ამიტომ ისინი უნდა მიჰყვნენ საკუთარ მოვალეობას, ჯეროვნად შეასრულონ ის მოვალეობა, რომელიც მათ აკისრიათ, გააკეთონ ეს პრინციპის მიხედვით და ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად; მათთვის ეს უკეთესი, უფრო საიმედო და უფრო რეალისტურია.
ისინი, ვინც არჩეულნი არიან წინამძღოლებად და მუშაკებად ან დაწინაურებულნი და კულტივირებულნი არიან, თავს არ უნდა იტყუებდნენ ასეთი ფიქრით: „ძმებმა და დებმა ამდენ ადამიანს შორის მე იმიტომ ამირჩიეს, ღვთის სახლმა იმიტომ დამაწინაურა, რომ ნამდვილად მაქვს გარკვეული ნიჭი და ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთესი ვარ; ნამდვილი ოქრო ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიბრწყინებს“. განა ასეთი ფიქრი კარგია? განა ეს გახრწნილი ხასიათის გამოვლინება არ არის? (დიახ.) დაწინაურება და კულტივირება კარგი რამ და კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ შეძლებ თუ არა შენ ამ გზის კარგად გავლას, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგები ამ შესაძლებლობას და შეძლებ თუ არა მის დაფასებას. ღმერთმა მოგცა ეს შანსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მართლაც ვინმეზე უკეთესი ხარ; შესაძლოა შენი სულიერი მონაცემები სხვებზე ოდნავ უკეთესი იყოს ან გარკვეული ნიჭი გქონდეს, მაგრამ რთული სათქმელია, როგორია შენი სიცოცხლეში შესვლა და ფლობ თუ არა ჭეშმარიტება-რეალობას — რადგან ყველას გახრწნილი ხასიათი ერთნაირია, და შენც გახრწნილი კაცობრიობის ნაწილი ხარ. თუ ამის გაცნობიერებას შეძლებ, ღვთის სახლის მიერ შენს დაწინაურებასა და კულტივირებას ჯეროვნად მიუდგები. არ უნდა მიიჩნევდე საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად და არც ის უნდა იფიქრო, რომ ჭეშმარიტება-რეალობას ფლობ. უბრალოდ, შენ გაქვს მცირეოდენი სულიერი მონაცემები და ასევე შეგიძლია იბრძოლო ჭეშმარიტებისთვის, ამიტომ მოგეცა საკუთარი თავის გაწვრთნის შესაძლებლობა. ეს არის გამოსაცდელი ვადა და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, ნამდვილად ხარ თუ არა ის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს, ან ხარ თუ არა კულტივირების ღირსი. რთული სათქმელია, შეძლებ თუ არა მტკიცედ დგომას მას შემდეგ, რაც ამ პერიოდში გამოცდის შესაძლებლობა მოგეცემა. შესაძლოა დაგტოვონ, რათა გაგრძელდეს შენი კულტივირება, ან შესაძლოა შენ განგდევნონ — ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამხელა ძალისხმევას გამოიჩენ. სწორედ ამას ნიშნავს ადამიანების დაწინაურება წინამძღოლებად და მუშაკებად, და შენ ეს უნდა გესმოდეს. უაზრობაა, თავად მიიჩნევდე საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად. თუ ღვთის სახლი არ დაგაწინაურებს და არ მოახდენს შენს კულტივირებას, მაშინ არაფერს წარმოადგენ. თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას და არ გსურს, რომ ღვთის სახლმა გამოგიყენოს, მაშინ ვერაფერს მიაღწევ. თუ შემდეგ იტყვი: „ღვთის სახლი არ მიყენებს, მე საზოგადოებაში გავალ“, მაშინ გადი საზოგადოებაში და სცადე, ნახე, ვინ დაგაწინაურებს და რის მიღწევას მოახერხებ. ამის თქმით მინდა გითხრათ თქვენ, რომ უნდა გქონდეთ სწორი გაგება და მიდგომა ღვთის სახლის მიერ თქვენს დაწინაურებასა და კულტივირებასთან დაკავშირებით. მათ, ვისაც სუსტი ან საშუალო სულიერი მონაცემები აქვთ და არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ ღვთის სახლში დაწინაურებისა და კულტივირებისთვის მოთხოვნილი სტანდარტი, მხოლოდ მორჩილად და ურყევად უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. სანამ მთელი გულითა და გონებით ასრულებ შენს მოვალეობას, ღმერთი უსამართლოდ არ მოგექცევა. ამიტომ, ნუ იბრძოლებ დაწინაურებისა და კულტივირების საკითხებზე, მაგრამ ნურც უარს იტყვი მათზე, უბრალოდ მიუშვი ყველაფერი იმგვარად, რომ თავისი ბუნებრივი გზით წარიმართოს; ერთი მხრივ, უნდა დაემორჩილო ღვთის სახლის განკარგულებებს, ხოლო მეორე მხრივ, ღვთისადმი მორჩილი გული უნდა გქონდეს — ეს არის სწორი გზა. მარტივია ამის გაკეთება? (დიახ, მარტივია.) არის კი რაიმე სარგებელი იმაში, რომ სუსტი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი წინამძღოლი იყოს? საბოლოოდ, როდესაც მათ დაახასიათებენ, როგორც ცრუ წინამძღოლებს და განდევნიან, რას იგრძნობენ ისინი ამის გამო? იქნება კი ეს ის, რაც თქვენ გინდოდათ? (არა.) თქვენ თავზე გექნებათ „ცრუ წინამძღოლის“ წოდება და, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ხალხი იტყვის: „ეს ადამიანი ოდესღაც ცრუ წინამძღოლი იყო“, კარგია ეს თუ ცუდი? ეს არ არის კარგი და არც სასახელოა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სწორი გაგება და დამოკიდებულება დაწინაურებისა და კულტივირების მიმართ; ამ საკითხებში მათ უნდა ეძიონ ჭეშმარიტება და არ უნდა მიჰყვნენ საკუთარ ნებას, და არც ამბიციები და სურვილები უნდა ჰქონდეთ. თუ გრძნობ, რომ კარგი სულიერი მონაცემები გაქვს, მაგრამ ღვთის სახლს არასოდეს დაუწინაურებიხარ და არც შენი კულტივირების გეგმები აქვს, გულს ნუ გაიტეხ და ნუ იწუწუნებ, უბრალოდ, კონცენტრირება მოახდინე ჭეშმარიტების ძიებასა და წინსვლაზე. როდესაც გარკვეულ სულიერ სიმწიფეს მიაღწევ და რეალური საქმის კეთებას შეძლებ, ღვთის რჩეული ხალხი წინამძღოლად ბუნებრივად აგირჩევს. თუ გრძნობ, რომ სუსტი სულიერი მონაცემები გაქვს, და რომ არ გაქვს დაწინაურების ან კულტივირების არავითარი შანსი, და რომ შენი ამბიციების დაკმაყოფილება შეუძლებელია, განა ეს კარგი არ არის? ეს შენ დაგიცავს! რადგან სუსტი სულიერი მონაცემები გაქვს, თუ წააწყდები ბრმა ბრიყვების ჯგუფს, რომლებიც თავიანთ წინამძღოლად აგირჩევენ, განა ეს იგივე არ იქნება, რომ ცეცხლში ჩაგაგდონ? შენ არ შეგიძლია რაიმე საქმის კეთება და შენი თვალები და გონება ბრმაა. ყველაფერი, რასაც აკეთებ, საქმის არევაა; შენი ყოველი ნაბიჯი ბოროტებაა. შენთვის ამაზე უკეთესი იქნებოდა, კარგად შეგესრულებინა შენი ამჟამინდელი მოვალეობა; სულ მცირე, თავს არ შეირცხვენ, და ეს სჯობს ცრუ წინამძღოლად ყოფნასა და იმას, რომ ზურგს უკან გაძაგებდნენ. ადამიანმა უნდა იცოდე, რისი თავი გაქვს, უნდა გქონდეს მცირეოდენი თვითშემეცნება; ასეთ შემთხვევაში, თავიდან აიცილებ არასწორ გზაზე დადგომასა და სერიოზული შეცდომების დაშვებას.
გსურთ თუ არა იყოთ ცრუ წინამძღოლი თუ რიგითი მიმდევარი? (რიგითი მიმდევარი.) თუ ძმები და დები შენ აგირჩევენ, სცადე; შესაძლოა შენზე მათი შეხედულება უფრო ზუსტი იყოს, ვიდრე შენი საკუთარი შეფასება. თუ ძმები და დები ფიქრობენ, რომ შეგიძლია ამის გაკეთება, ამაში მთელი შენი ძალისხმევა უნდა ჩადო. თუ ნამდვილად ყველაფერს აკეთებ, მაგრამ მაინც მარცხდები შენს საქმეში, შენი გული ისე იწვის შფოთვით, რომ ამის გამო ვერ ჭამ და ვერ იძინებ, და თუ უბრალოდ არ იცი, როგორ გააკეთო ეს ჯეროვნად, მაშინ შეწყვიტე წინამძღოლად ან მუშაკად ყოფნა — ეს შენთვის მეტისმეტად რთულია. თუ გააგრძელებ, დიდი ალბათობით, ცრუ წინამძღოლი გახდები, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაწერო გადადგომის განცხადება და განაცხადო: „რადგან სუსტი სულიერი მონაცემები მაქვს და არ შემიძლია რეალური საქმის კეთება, თუ გავაგრძელებ წინამძღოლობას, მალე აუცილებლად ცრუ წინამძღოლი გავხდები, ამიტომ ვითხოვ გადადგომას და ნებაყოფლობით ვთმობ თანამდებობას“. ეს ყველაზე ბრძნული და შესაფერისი საქციელია! ეს გონივრულია და სჯობს თანამდებობის დაკავებასა და ცრუ წინამძღოლად ყოფნას. თუ კარგად იცი, რომ სუსტი სულიერი მონაცემები გაქვს და არ შეგიძლია იყო წინამძღოლი, მაგრამ ვერ თმობ სტატუსს და შენს თავს ეუბნები: „რატომ არ შემიძლია ამის გაკეთება? ვის შეუძლია დამეხმაროს? რა კარგი იქნებოდა, წინამძღოლის სტატუსი შემენარჩუნებინა და სხვა ვინმეს შეემუშავებინა ჩემთვის ყველა გეგმა და სტრატეგია! ამჟამად არავინ არის შესაფერისი ჩემი ადგილის დასაკავებლად, ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, გავაგრძელო წინამძღოლობა და დავტკბე ამით ყოველდღე, სანამ ამ საქმეს ვაკეთებ; თუნდაც არ შემეძლოს საქმის კეთება, მე მაინც წინამძღოლი ვარ, და წინამძღოლობა სჯობს რიგით ძმად ან დად ყოფნას. თუ ღვთის სახლი არ გამათავისუფლებს და ძმები და დები არ გადამაყენებენ, მაშინ არ გადავდგები“, — არის კი ეს მართებული? (არა.) რატომ არ არის ეს მართებული? (ეს არაგონივრულია; თუ არ შემიძლია რეალური საქმის კეთება და მაინც არ გადავდგები, ეს მხოლოდ შეაფერხებს ეკლესიის საქმეს.) ასეთი ქმედება აფერხებს ეკლესიის საქმეს — ეს აზარალებს სხვებს და აზარალებს შენს თავსაც. იცი თუ არა შენ, რას ნიშნავს იყო წინამძღოლი? ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი კავშირი გაქვს მრავალი ადამიანის სიცოცხლეში შესვლასთან, და შენს წინამძღოლობას პირდაპირი კავშირი აქვს იმასთან, თუ როგორ გაივლიან ისინი მათ წინაშე არსებულ გზას. თუ კარგად გაუძღვები და სწორ გზაზე დააყენებ მათ, ისინი შეძლებენ სწორ გზაზე შედგომას. თუ ცუდად გაუძღვები და თხრილში გადაჩეხავ მათ, და თუ ისინი შენსავით ფარისევლები გახდებიან, ამით დიდ ცოდვას ჩაიდენ! და მას შემდეგ, რაც ამ დიდ ცოდვას ჩაიდენ, განა ამით ყველაფერი დასრულდება? ეს ღვთის მიერ აღირიცხება! შენ კარგად იცი, რომ შენი სულიერი მონაცემები სუსტია, რომ ცრუ წინამძღოლი ხარ და არ შეგიძლია რეალური საქმის კეთება, მაგრამ მაინც არ აღიარებ შენს შეცდომებს და არ გადადგები, არამედ თავხედურად ებღაუჭები შენს თანამდებობას და არ უთმობ მას სხვას. ეს ცოდვაა და ღმერთი ამას აღრიცხავს. მაშ, კარგი იქნება თუ ცუდი მისი აღრიცხვა შენთვის მომავალში? შენ დიდ გასაჭირში აღმოჩნდები! მე გეტყვი დაუფარავ სიმართლეს: ღმერთი აღრიცხავს ასეთ რამეებს თითოეული ადამიანისთვის და თითოეული დეტალი ნათლად არის ჩაწერილი. თუ ასეთი სერიოზული რამ მოხდება შენი ხსნის გზაზე, ეს შენზე უზარმაზარ გავლენას მოახდენს! რასაც არ უნდა აკეთებდე, არ დაადგე ამ გზას და არ გახდე ასეთი ადამიანი.
ჩვენ მოკლედ ვიქონიეთ თანაზიარება ცრუ წინამძღოლების ზოგიერთ პრაქტიკასა და გამოვლინებაზე სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებასა და კულტივირებასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც ცრუ წინამძღოლია, არ აკეთებს რეალურ საქმეს და არ შეუძლია რეალური საქმის კეთება. მათი სულიერი მონაცემები სუსტია, მათი თვალები და გონება ბრმაა, მათ არ შეუძლიათ პრობლემების აღმოჩენა და სხვადასხვა ტიპის ადამიანების ნამდვილი ბუნების დანახვა, ამიტომ არ შეუძლიათ იტვირთონ სხვადასხვა ტიპის ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებისა და კულტივირების მნიშვნელოვანი საქმე. შესაბამისად, მათ არანაირად არ შეუძლიათ ეკლესიის საქმის კარგად კეთება და მრავალ სირთულეს შეუქმნიან ღვთის რჩეულ ხალხს მათ სიცოცხლეში შესვლაში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ცრუ წინამძღოლები შეუფერებელნი არიან ეკლესიის წინამძღოლობისთვის. არსებობენ სხვა ცრუ წინამძღოლები, რომლებიც არ ასრულებენ ეკლესიის კონკრეტულ საქმეს და არ ამყარებენ კონტაქტს კონკრეტული საქმის ზედამხედველებთან, ამიტომ არ იციან, რომელ ნიჭიერ ადამიანებს რა საქმის კეთება შეუძლიათ, არც ის, თუ ვინ რა საქმისთვის არის შესაფერისი, და არც ის, შეესაბამება თუ არა მათი მუშაობა პრინციპებს. ამგვარად, მათ არ შეუძლიათ ნიჭიერი ადამიანების დაწინაურება და კულტივირება. მაშ, როგორ შეძლებდნენ ასეთი ადამიანები ეკლესიის საქმის კარგად კეთებას? მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ რეალური საქმის კეთება, არის ის, რომ მათი სულიერი მონაცემები სუსტია; მათ არ აქვთ არაფრის წვდომის უნარი და არ იციან, რა არის რეალური საქმე. ეს იწვევს ეკლესიის საქმის ხშირ შეფერხებას ან პარალიზებას. ეს პირდაპირ კავშირშია ცრუ წინამძღოლების მიერ რეალური საქმის შეუსრულებლობასთან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ღვთის სახლი კვლავ და კვლავ ხაზს უსვამდა იმას, რომ ბოროტი ადამიანები და ურწმუნოები უნდა იქნენ გაწმენდილნი და ცრუ წინამძღოლები და ცრუ მუშაკები გათავისუფლდნენ. რატომ უნდა იქნენ გაწმენდილნი სხვადასხვა ბოროტი ადამიანი და ურწმუნო? იმიტომ, რომ ღვთისადმი რწმენის წლების შემდეგაც კი, ეს ადამიანები საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და მიაღწიეს იმ წერტილს, რომელშიც მათი ხსნის იმედი უკვე ამოწურულია. მაშ, რატომ უნდა გათავისუფლდეს ყველა ცრუ წინამძღოლი და ცრუ მუშაკი? იმიტომ, რომ ისინი არ აკეთებენ რეალურ საქმეს და არასოდეს აწინაურებენ ან აკულტივირებენ მათ, ვინც ეძიებს ჭეშმარიტებას; ნაცვლად ამისა, ისინი მხოლოდ უაზრო ძალისხმევას იჩენენ. ეს იწვევს ეკლესიის საქმეში ქაოსსა და მის მოშლას, რის გამოც არსებული პრობლემები გადაუჭრელი რჩება, და ეს ასევე ანელებს ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლას. ყველა ეს ცრუ წინამძღოლი და ცრუ მუშაკი რომ გათავისუფლებულიყო და ყველა ამ ბოროტი ადამიანისა და ურწმუნოსგან, რომლებიც ეკლესიაში არეულობას იწვევენ, გაწმენდილიყო, ეკლესიის საქმე ბუნებრივად შეუფერხებლად წარიმართება, ეკლესიის ცხოვრება ბუნებრივად ბევრად უკეთესი გახდებოდა, ღვთის რჩეული ხალხი შეძლებდა ნორმალურად ეჭამა და ესვა ღვთის სიტყვები და შეესრულებინა თავისი მოვალეობები, და ღვთისადმი რწმენის სწორ გზაზე შესულიყო. სწორედ ამის ხილვა სურს ღმერთს.
2021 წლის 27 თებერვალი