წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (27)
დღეს ჩვენ განვაგრძობთ თანაზიარებას წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობების თემაზე. წინა ჯერზე ჩვენ ვიქონიეთ თანაზიარება მეთოთხმეტე პასუხისმგებლობამდე და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ქვეთემა, რომლებზეც თანაზიარება არ გვქონია. თანაზიარების დაწყებამდე მოდით, პირველ რიგში გავიხსენოთ, სულ რამდენი პასუხისმგებლობა აკისრიათ წინამძღოლებსა და მუშაკებს. (თხუთმეტი.) მიდით, წაიკითხეთ.
ლიდერთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები:
1. ხალხის წარმართვა ღვთის სიტყვების ჭამა-სმისა და მათი გაგებისკენ, რათა შევიდნენ ღვთის სიტყვის რეალობაში.
2. თითოეული ტიპის ადამიანის მდგომარეობის ცოდნა და მათ რეალურ ცხოვრებაში არსებული სიცოცხლეში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულის გადაჭრა.
3. იმ ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება, რომლებიც უნდა იქნას გაგებული თითოეული მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად.
4. სხვადასხვა საქმის ზედამხედველებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე პასუხისმგებელი პერსონალის მდგომარეობაზე თვალყურის დევნება და, საჭიროებისამებრ, მათი დავალებების დროული კორექტირება ან მათი დათხოვნა თანამდებობიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირებული შეუფერებელი ადამიანების გამოყენებით გამოწვეული დანაკარგები და გარანტირებული იყოს საქმის ეფექტიანობა და შეუფერხებელი წინსვლა.
5. თითოეული საქმის მიმდინარეობისა და სტატუსის მუდმივი ცოდნა და ინფორმაციის ფლობა; პრობლემების ოპერატიული გადაჭრის, გადაცდომების გამოსწორებისა და საქმეში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის უნარი, რათა პროგრესმა შეუფერხებლად ჩაიაროს.
6. ყოველგვარი კვალიფიციური ტალანტის ხელშეწყობა და კულტივირება, რათა ყველა ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა გაიწვრთნას და რაც შეიძლება მალე შევიდეს ჭეშმარიტება-რეალობაში.
7. სხვადასხვა ტიპის ადამიანების გონივრულად განაწილება და გამოყენება მათი ადამიანურობისა და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით ისე, რომ თითოეული მათგანი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული.
8. საქმესთან დაკავშირებით წარმოშობილი დაბნეულობისა და სირთულეების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება და მათი გადაჭრის გზების ძიება.
9. ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განკარგულებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და თვალყურის დევნება.
10. ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების (წიგნები, სხვადასხვა აღჭურვილობა, მარცვლეული და ა.შ.) სათანადო დაცვა და გონივრული განაწილება და დაზიანებისა და დანაკარგების შემცირების მიზნით რეგულარული შემოწმების, მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ჩატარება; ასევე, ბოროტი ადამიანების მიერ მათი მითვისების თავიდან აცილება.
11. შესაწირავების სისტემატური რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვისათვის ისეთი სანდო ადამიანების შერჩევა, რომელთა ადამიანობაც სტანდარტებს შეესაბამება; შემოსავლისა და გასავლის რეგულარული განხილვა და შემოწმება, რათა დროულად გამოვლინდეს გაფლანგვის, დანაკარგის ან არაგონივრული ხარჯვის შემთხვევები — მსგავს ქმედებებს უნდა დაესვას წერტილი და მოთხოვნილ იქნეს გონივრული კომპენსაცია; გარდა ამისა, ნებისმიერი საშუალებით აღიკვეთოს ბოროტი ადამიანების მიერ შესაწირავების ხელში ჩაგდება და მითვისება.
12. იმ სხვადასხვა ადამიანების, მოვლენებისა და საგნების ოპერატიული და ზუსტი იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებენ და არღვევენ ღვთის საქმესა და ეკლესიის ნორმალურ წესრიგს; მათი შეჩერება, შეზღუდვა და ვითარების გამოსწორება; გარდა ამისა, ჭეშმარიტების გაზიარება, რათა ღვთის რჩეულმა ხალხმა ამ ყველაფრის მეშვეობით განავითაროს გარჩევის უნარი და მიიღოს შესაბამისი გაკვეთილი.
13. ღვთის რჩეული ხალხის დაცვა ანტიქრისტეთა მხრიდან შეწუხებისგან, შეცდომაში შეყვანისგან, კონტროლისა და მძიმე ზიანისგან; მათი მომზადება, რათა შეძლონ ანტიქრისტეთა ამოცნობა და მათზე გულწრფელად უარის თქმა.
14. ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.
15. ყველა ტიპის მნიშვნელოვანი სამუშაო პერსონალის დაცვა, მათი გარესამყაროს ჩარევისგან დაფარვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად წარიმართოს.
ყველამ ნათლად მოისმინა ეს თხუთმეტივე პასუხისმგებლობა? (დიახ.) წინამძღოლთა და მუშაკთა მეთოთხმეტე პასუხისმგებლობაა: „ყოველგვარი ბოროტმოქმედისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.“ მაშ, როგორ უნდა ამოვიცნოთ სხვადასხვა ტიპის ბოროტმოქმედები? პირველი კრიტერიუმი ეფუძნება ღვთისადმი მათი რწმენის მიზანს. რამდენ პუნქტად დავყავით ადამიანთა მიზნები ღმერთისადმი რწმენაში? ჩვენ ისინი ცხრა პუნქტად დავყავით: პირველი პუნქტია თანამდებობის პირად ყოფნის სურვილის დაკმაყოფილება; მეორე — საპირისპირო სქესის მოძიება; მესამე — კატასტროფების თავიდან აცილება; მეოთხე — ოპორტუნიზმით დაკავება; მეხუთე — ეკლესიით ცხოვრება; მეექვსე — თავშესაფრის ძიება; მეშვიდე — მხარდამჭერის პოვნა; მერვე — პოლიტიკური მიზნების მიღწევა; და მეცხრე — ეკლესიის მონიტორინგი. ეს არის სხვადასხვა ტიპის ადამიანთა არსის ამოცნობა ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში მათი განზრახვებისა და მიზნების საფუძველზე. მეორე კრიტერიუმი იმ სხვადასხვა ტიპის ადამიანების ამოსაცნობად, რომლებიც უნდა ჩამოშორდნენ ან განიდევნონ, ეფუძნება სხვადასხვა ასპექტში მათი ადამიანურობა-არსების გამოვლინებებს. რამდენ გამოვლინებას მოიცავს ეს კრიტერიუმი? პირველი — ფაქტებისა და სიცრუის დამახინჯების სიყვარული; მეორე — უპირატესობის გამოყენების სიყვარული; მესამე — გარყვნილება და თავშეუკავებლობა; მეოთხე — შურისძიებისკენ მიდრეკილება; მეხუთე — ენაზე კბილის დაჭერის უუნარობა; მეექვსე — უგუნურება და განზრახ პრობლემური ხასიათის მქონე პირები, რომელთა პროვოცირებასაც ვერავინ ბედავს; მეშვიდე — გარყვნილ საქმიანობაში მუდმივად ჩართვა; მერვე — ნებისმიერ დროს ღალატის უნარი; მეცხრე — ნებისმიერ დროს წასვლის უნარი; მეათე — მერყეობა; მეთერთმეტე — სიმხდალე და ეჭვიანობა; მეთორმეტე — სამართლებრივი პრობლემებისკენ მიდრეკილება; მეცამეტე — რთული წარმომავლობა. სულ ცამეტი გამოვლინებაა. წინამძღოლთა და მუშაკთა მეთოთხმეტე პასუხისმგებლობაა: „ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს დროული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა.“ პირველ კრიტერიუმთან დაკავშირებულ საკითხებზე — ღმერთისადმი რწმენის მიზანზე — უკვე გვქონდა თანაზიარება. ჩვენ ასევე უკვე გვქონდა თანაზიარება მათი ადამიანურობის პირველ შვიდ საკითხზე, რაც მეორე კრიტერიუმს წარმოადგენს. დღეს ჩვენ დავიწყებთ თანაზიარებას მათი ადამიანურობის მერვე გამოვლინებიდან: „ნებისმიერ დროს ღალატის უნარი.“
პუნქტი მეთოთხმეტე: ყოველგვარი ბოროტი ადამიანისა და ანტიქრისტეს ოპერატიული ამოცნობა, შემდეგ კი მათი ჩამოშორება ან განდევნა (ნაწილი მეექვსე)
სხვადასხვა ტიპის ბოროტი ადამიანების გარჩევის სტანდარტები და საფუძვლები
II. პიროვნების ადამიანურობაზე დაფუძნებული
თ. ნებისმიერ დროს ღალატის უნარი
ისინი, ვინც აშკარად ავლენენ უნარს, ნებისმიერ დროს უღალატონ ეკლესიას — თქვენ შეგიძლიათ ამოიცნოთ ამგვარი ადამიანები, არა? არის თუ არა ამ ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემა ძალიან სერიოზული? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი ეკლესიას სიმხდალის გამო ღალატობს, ზოგი კი — თავისი ბოროტი ადამიანობის ან სხვა პრობლემების გამო. მიზეზის მიუხედავად ის ფაქტი, რომ ამგვარ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დებისა და ძმების გაყიდვა და ღვთის ღალატი, აჩვენებს, რომ ისინი არასანდონი არიან. თუ ისინი მოიპოვებენ რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ეკლესიის შესახებ ან პირად ინფორმაციას დებისა და ძმების შესახებ, მაგალითად, სად ცხოვრობენ ისინი, ვინ არიან ეკლესიის წინამძღოლები, რა საქმეშია ეკლესია ჩართული ან ვინ ასრულებს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საქმესა და მოვალეობას, საფრთხის წარმოშობისას ან გარკვეულ განსაკუთრებულ ვითარებაში მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება, რითაც უღალატებენ ეკლესიასა და დებსა და ძმებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი შეიძლება ასე მოიქცნენ, საკუთარი თავის დაცვა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მეორე მხრივ, მათ შეიძლება განზრახ იმოქმედონ ასე, არ მოეკიდონ ამ ინფორმაციას სერიოზულად და პირადი სარგებლის სანაცვლოდ ნებისმიერ დროს შეძლონ მისი გამჟღავნება და ღალატი. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს დიდი წითელი დრაკონი აპატიმრებს და დაკითხვის დროს დიდი წითელი დრაკონი ემუქრება, აცდუნებს ან აწამებს კიდეც აღიარების იძულების მიზნით, ეუბნება რა მათ, რომ თუ ილაპარაკებენ, გაათავისუფლებენ; ამიტომ, საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ, ისინი გასცემენ მთელ ინფორმაციას, რაც კი იციან დებისა და ძმების და ეკლესიის შესახებ. ამგვარი ადამიანები ტიპური იუდები არიან. მითხარით, როგორ უნდა მოვეპყროთ და გავუმკლავდეთ იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც ტიპური იუდები არიან? (ამ ტიპის ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა განიდევნონ და ასევე დაიწყევლონ.) ჩვეულებრივ, ეს ტიპური იუდები — განზრახ თუ უნებლიეთ — იკვლევენ ან ინფორმაციას იღებენ ეკლესიის გარკვეული ვითარებების შესახებ და ამას იმახსოვრებენ. მოგვიანებით, როგორც კი რაიმე გარემოება დაატყდებათ თავს და დააპატიმრებენ, ისინი ამ ინფორმაციას გასცემენ. ერთი შეხედვით შეიძლება არ ჩანდეს, რომ ისინი განზრახ იძიებენ და იკვლევენ ამ ინფორმაციას დიდი წითელი დრაკონისთვის განზრახ გადაცემის მიზნით, მაგრამ როდესაც მათ აპატიმრებენ, ისინი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ. შედეგად, მათ აღიარებას ეკლესიისთვის გარკვეული უარყოფითი შედეგები მოაქვს. ამრიგად, მათ მიერ შემთხვევითი გამოკითხვა და ამ დეტალების გაგება არ ატარებს ჩვეულებრივი ყბდობის ან ფუჭი საუბრის ხასიათს; პირიქით, ისინი ამას განზრახ და მიზანმიმართულად აკეთებენ. ეს ამზადებს პირობებს იმისთვის, რომ მოგვიანებით იუდებად იქცნენ. შეიძლება თუ არა იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც დაუფიქრებლად გასცემენ სხვების ინფორმაციას, გადაიჭრას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა ჭეშმარიტების თანაზიარება ან მათთვის გაფრთხილების მიცემა? (არა.) რატომ არა? (იმიტომ, რომ ამ ტიპის ადამიანებს აკლიათ სინდისი და გონება, ისინი არ მიიღებენ ჭეშმარიტებას და მათთან ჭეშმარიტების თანაზიარება უსარგებლოა.) როგორ უნდა მოვექცეთ ამგვარ ბოროტმოქმედს, რომელსაც შეუძლია სხვებს დაუფიქრებლად ზიანი მიაყენოს? არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი, ეს არის მათი მოცილება, რადგან ის, რაც მათ ჩაიდინეს, არა მხოლოდ აზარალებს დებსა და ძმებს, არამედ ხელს უშლის ეკლესიის საქმეს. ამგვარი ქცევა შეიძლება განისაზღვროს, როგორც დებისა და ძმების და ეკლესიის ღალატი. ამიტომ ამ ტიპის ადამიანები უნდა მოიცილონ ან განიდევნონ. მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება ამ ტიპის ადამიანების ანტიქრისტეებად მიჩნევა, არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ისინი ჩაითვალონ ბოროტმოქმედებად, რომლებიც ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევენ ეკლესიის საქმეში. შესაბამისად, ამ ტიპის ადამიანების მოცილება სრულად შეესაბამება პრინციპებს. ეს ადამიანები არ არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტებით; მათ უბრალოდ უყვართ ყველგან წინამძღოლებისა და მუშაკების, ასევე გარკვეული დებისა და ძმების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოკითხვა. მათ უკვე რამდენიმე წელია სწამთ ღმერთი და ბევრი ჭეშმარიტება არ ესმით — თუმცა საკმაოდ ბევრი ინფორმაცია შეაგროვეს წინამძღოლებისა და მუშაკების, ასევე დებისა და ძმების ოჯახების შესახებ. სულ ერთია, რომელი ძმა ან და იქნება ნახსენები, მათ შეუძლიათ გააზიარონ მათი ზოგიერთი დეტალი, რაც სხვებისთვის საკმაოდ შოკისმომგვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან წინამძღოლები ან მუშაკები, ყოველთვის მოწადინებულნი არიან გამოიკვლიონ ეკლესიის შიგნით არსებული საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციული საქმე, სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელები და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული ზოგიერთი სამუშაო. ისინი ხშირად კითხულობენ, ვინ სად წავიდა თავისი მოვალეობების შესასრულებლად და როდის წავიდნენ, ვინ დაწინაურდა, ვინ გათავისუფლდა და როგორ მიმდინარეობს ეკლესიის საქმის გარკვეული ასპექტები. ამ საკითხების გამოკითხვის შემდეგ ისინი ამ ინფორმაციას ყველგან ავრცელებენ. კიდევ უფრო საზიზღარი ის არის, რომ ზოგიერთი ადამიანი იწერს კიდეც იმ ინფორმაციას, რომელიც გამოკითხვის საფუძველზე შეაგროვა. განა ეს არ აჩვენებს, რომ მათ ფარული მოტივები აქვთ? (დიახ.) დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში საკუთარი საქმეების შესახებ ჩანაწერების კეთებისას ისინი იყენებენ კოდებს ან დაშიფრულ სიტყვებს, მაგრამ სხვების ინფორმაციის ჩაწერისას, ისინი არ იყენებენ ისეთ მეთოდს, რომელიც მათ მცირედ სიბრძნეს მაინც გამოავლენდა, ნაცვლად ამისა, ისინი უბრალოდ იწერენ დებისა და ძმების ნამდვილ სახელებს, გარეგნობას, ასაკს, ტელეფონის ნომრებსა და სხვა დეტალებს. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ღალატს აპირებენ? მათ ცუდი განზრახვები აქვთ და ნამდვილად აპირებენ ღალატს. როგორც კი რაიმე ხიფათი შეიქმნება და პოლიციელები მათ მიერ ჩანიშნულ ინფორმაციას ჩამოართმევენ, მხოლოდ დაშინებითა და მუქარით ისე, რომ წამებასაც კი არ მიმართავენ, დაუყოვნებლივ ღებულობენმათ დეტალურ აღიარებას; ისინი არაფერს მალავენ. ტვინსაც კი იჭყლეტენ იმის გასახსენებლად, რაც დაავიწყდათ და როგორც კი რამეს გაიხსენებენ, მაშინვე პოლიციას ეუბნებიან. ისინი პოლიციას დებისა და ძმების, წინამძღოლებისა და მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელთა სახლებისკენაც კი მიუძღვებიან მათ დასაპატიმრებლად. განა არ ფიქრობთ, რომ ამ ტიპის ადამიანები უკიდურესად საზიზღრები არიან? (დიახ.) სანამ სხვებს გაყიდიან, მათი ქცევა არ ჰგავს ბოროტმოქმედის ქცევას, მით უმეტეს — ანტიქრისტესას — ეს შეიძლება უბრალოდ ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანის გამოვლინებები იყოს — მაგრამ როგორც კი მათ აპატიმრებენ, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი დის ან ძმის გაყიდვა. მხოლოდ ეს ერთი გამოვლინება მათ ბოროტმოქმედებსა და ანტიქრისტეებზე უფრო საზიზღრებს ხდის. საქმე ის კი არ არის, რომ მკაცრი იძულების, წამებისა და დევნის ქვეშ ისინი თავს ვერ იკავებენ და მცირეოდენ უმნიშვნელო ინფორმაციას გასცემენ, რადგან ხორციელად ზედმეტად სუსტნი არიან და მეტის ატანა აღარ შეუძლიათ. არამედ, ისინი პროაქტიულად და დაუფიქრებლად გასცემენ მთელ ინფორმაციას, რაც იციან ისე, რომ დებისა და ძმების უსაფრთხოებას სრულად უგულებელყოფენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკლესიის საქმეზე. ეს უკიდურესი საზიზღრობაა! ეს არის იმ ტიპის ადამიანთა ერთ-ერთი გამოვლინება, რომლებიც იუდები არიან.
არსებობს კიდევ ერთი ტიპის ხალხი, რომლებიც უმცირესი საბაბისთანავე ცდილობენ ეკლესიისა და დებისა და ძმების დასმენას. მაგალითად, როდესაც ისინი აწყდებიან სტიქიურ უბედურებებს, ავადმყოფობას ან ქურდობას, წუწუნებენ ღმერთზე და ასევე ჩივიან, რომ დებსა და ძმებს სიყვარული აკლიათ და არ ეხმარებიან მათ პრობლემების გადაჭრაში. ეს მათ ეკლესიისა და დებისა და ძმების ღალატის სურვილს უჩენს. ზოგიერთი ადამიანი დაუფიქრებლად სჩადის ბოროტ საქმეებს და მათ სხლავენ, დები და ძმები კი მათგან შორს იჭერენ თავს; ამის გამო ისინი გრძნობენ, რომ ღვთის სახლს სიყვარული აკლია, ამიტომ წამოიძახებენ ხოლმე: „ყველამ შემიძულეთ, არა? ყველა ზემოდან მიყურებთ, არა? ნუთუ მართლა შემიძლია კვლავ მივიღო კურთხევა ღვთის რწმენით? თუ კურთხევას ვერ მივიღებ, ყველას დაგასმენთ!“ ეს არის ასეთი ადამიანების ყველაზე „კლასიკური“ ფრაზა. რატომ ვამბობ, რომ ეს განცხადება — „თუ კურთხევას ვერ მივიღებ, ყველას დაგასმენთ!“ — მათთვის „კლასიკურია“? იმიტომ, რომ ეს განცხადება მათ ადამიანობას გამოხატავს. ეს ფრაზა არ არის ის, რასაც ისინი მხოლოდ სიძულვილის გადმოსანთხევად ამბობენ მრავალი არადამაკმაყოფილებელი სიტუაციის წინაშე აღმოჩენის შემდეგ ან ღრმად გამჯდარი წყენის გამო, და არც წამიერი ემოციური აფეთქებაა. ეს არის ის, რითაც სავსეა მათი გული და რაც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს. ეს არის ის, რაც დიდი ხანია არის მათ გულებში და ნებისმიერ წამს შეიძლება ამოხეთქოს. ეს ასახავს მათ ადამიანობას. მათი ადამიანობა იმდენად დეგრადირებულია — თუ ვინმე მათ პროვოცირებას მოახდენს ან ზიანს მიაყენებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ ადამიანს უღალატონ. თუ მოვალეობის შესრულებისას ისინი არღვევენ სამუშაო წესდებებს ან პრინციპებს და წინამძღოლები და მუშაკები ან დები და ძმები მათ ოდნავ გასხლავენ, ისინი ბრაზდებიან, რისხდებიან და უკმაყოფილონი რჩებიან, შემდეგ კი ამბობენ მსგავს რამეებს: „დაგასმენთ! მე ვიცი, სად ცხოვრობ, ვიცი შენი სახელი და გვარი!“ თუ ამ ტიპის ადამიანებს არ დააშოშმინებთ, მათ მართლაც შეუძლიათ თქვენი გაყიდვა. ისინი არ ცდილობენ ვინმეს შეშინებას და არც განრისხების მომენტში ამბობენ ამას; თუ ვინმე მართლაც შეურაცხყოფს ან გააბრაზებს მათ, მათ სრულად შესწევთ ამ ადამიანის გაყიდვის უნარი. ზოგიერთი ამბობს: „რატომ უნდა გვეშინოდეს მათი?“ საქმე ის არ არის, რომ მათი გვეშინია. ჩვენ არ შეგვეშინდებოდა მათი ღალატის, ეს რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ხდებოდეს. მაგრამ დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში, თუ ისინი მართლაც ჩაიდენენ ღალატს, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას დებსა და ძმებს და უარყოფითად იმოქმედოს ეკლესიის საქმეზე. თუ დებსა და ძმებს მართლაც დააპატიმრებენ, დიდი წითელი დრაკონი ამისგან დიდ ამბავს ატეხს. როგორც კი ისინი სუსტ წერტილს იპოვიან, დაუსრულებლად გააგრძელებენ ხალხის დაპატიმრებას. ამ შემთხვევაში უამრავი ადამიანის საეკლესიო ცხოვრება დაზარალდება და მათი მოვალეობის ნორმალური შესრულება შეფერხდება. განა ეს საკმაოდ მძიმე შედეგები არ არის? უნდა გაითვალისწინოთ ეს ყოველივე! ამ ტიპის ადამიანები სხვებთან ურთიერთობისას ყოველთვის ჭირვეულობენ. თუ ვინმე იტყვის ისეთ რამეს, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს ან ამხელს მათ პრობლემებს და აბრაზებს მათ, ისინი განაწყენდებიან ამ ადამიანზე და შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაშიც არ დაელაპარაკონ მას და როდესაც მიდიხართ მათ მოსაძებნად და სთხოვთ მოვალეობის შესრულებას, ისინი აიგნორებენ ამ თხოვნას. ამ ტიპის ადამიანებთან შეგუება შეუძლებელია. განა ისინი ბოროტმოქმედები არ არიან? ხალხში ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობენ ბოროტმოქმედები მსგავს რამეებს: „თუ ვინმე გზაზე გადამეღობება, ამას ასე არ დავტოვებ! ზუსტად ვიცი, სად ცხოვრობთ, თქვენი ფანჯრის ფარდების ფერიც კი ვიცი. სრულად ვარ ინფორმირებული, სად იკრიბებით და სად ცხოვრობენ წინამძღოლები და მუშაკები!“ იტყოდით თუ არა, რომ ამ ტიპის ადამიანები საშიში პიროვნებები არიან? (დიახ.) ისინი ტიპური იუდები არიან. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ნორმალურადაა, მათ მაინც შეუძლიათ ძალ-ღონე არ დაიშურონ ღალატის ჩასადენად. და თუ რაიმე უბედურება მოხდება, ისინი პირველები გამოხტებიან და იუდასავით მოიქცევიან. ამიტომ, თუ ეკლესიაში ამ ტიპის ადამიანებს აღმოაჩენენ, ისინი რაც შეიძლება მალე უნდა მოიცილონ ან განიდევნონ. კიდევ რა გამოვლინებები აქვთ ამ ტიპის ადამიანებს? მაგალითად, შეკრებების დროს, რადგან დები და ძმები ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან, თავაზიანობის გამოვლენის საჭიროება არ არსებობს. როდესაც დრო მოვა, ისინი იწყებენ შეკრებას, კითხულობენ ღვთის სიტყვებს და აქვთ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე. მაგრამ ისინი, ვინც ჭირვეულობენ, ბრაზდებიან, როდესაც ხედავენ, რომ არავინ აქცევს მათ ყურადღებას ან არ ესალმება. წამოიძახებენ: „ყველა ზემოდან მიყურებთ? ჰმ! არცერთი თქვენგანი არ მესალმება — კარგი, არაუშავს; ვიცი, როგორ გაგისწორდეთ. ვიცი, სად ცხოვრობენ ეკლესიის წინამძღოლები, ვიცი, რომელი თქვენგანი სად ასრულებს თავის მოვალეობებს და რა საქმეს აკეთებთ, ვიცი, ვინ მასპინძლობს წინამძღოლებსა და მუშაკებს, ვინ იცავს შესაწირავებს, ვინ განაგებს წიგნების ბეჭდვას და ვინ არის პასუხისმგებელი მათ ტრანსპორტირებაზე. ყველას დაგასმენთ! ეკლესიის შესახებ ყველაფერს პოლიციას შევატყობინებ!“ თუ ხალხი მათ უდიდესი პატივისცემით ეპყრობა, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ როგორც კი ვინმე მათ პროვოცირებას მოახდენს, ეს პრობლემად იქცევა — ისინი შურისძიებასა და ღალატს შეეცდებიან. ყოველთვის, როდესაც ისინი აწყდებიან ისეთ რამეს, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს, ისინი მკაცრად ემუქრებიან დებსა და ძმებს და ეკლესიის წინამძღოლებს. იტყოდით თუ არა, რომ ამ ტიპის ადამიანები საშიშნი და სახიფათონი არიან? (ისინი სახიფათონი არიან.) ამ ტიპის ადამიანები იუდები არიან, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ღალატის ჩადენა; ისინი სახიფათო პიროვნებები არიან.
არსებობს ნებისმიერ დროს ღალატის უნარის მქონე ადამიანთა კიდევ ერთი გამოვლინება. მაგალითად, დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში სხვადასხვა პროვინციასა და ქალაქში დაარსებული ეკლესიების რაოდენობა, რამდენი ადამიანია თითოეული ეკლესიის მრევლი, ვინ არიან წინამძღოლები და რა საქმეშია ეკლესია ჩართული — ეს ყველაფერი მკაცრად საიდუმლოდ უნდა ინახებოდეს. არამორწმუნე ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც კი უნდა ვუფრთხილდეთ და ეს ინფორმაცია არასოდეს უნდა გამჟღავნდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკლესიის სამომავლო პრობლემები. თუმცა, ეს საშიში პიროვნებები, რომლებსაც ფარული მოტივები ამოძრავებთ, ყოველთვის ცდილობენ ასეთი რამეების გამოკითხვას. თუ დები და ძმები უარს ეუბნებიან ინორმაციის მიწოდებაზე, ისინი ფიქრობენ: „რატომ იცით ყველამ ეს ყველაფერი, მე კი ერთადერთი ვარ, ვინც სიბნელეში რჩება? რატომ არ მეუბნებით? როგორც უცხოს, ისე მეპყრობით და არა როგორც ერთ-ერთ დას ან ძმას? კარგი, მაშინ ყველას დაგასმენთ!“ ხედავ, ნებისმიერ სიტუაციაში მათ შეუძლიათ ეკლესიისა და დებისა და ძმების დასმენა. არავის მიუყენებია მათთვის შეურაცხყოფა, მაგრამ უმცირესი უკმაყოფილებაც კი ეკლესიის დასმენის სურვილს უჩენთ. მაგალითად, როდესაც ღვთის სიტყვის წიგნები ურიგდებათ დებსა და ძმებს, ყველა მოუთმენლად იწყებს ყურებას, თუ რამდენი თავია ღვთის სიტყვისა ამ წიგნში, რამდენი გვერდია და როგორია ბეჭდვის ხარისხი. ყველა ბედნიერი და აღფრთოვანებულია წიგნის ხელში ჭერით. მაგრამ ის ტიპის ადამიანები, რომლებიც იუდები არიან, მეორე მხრივ, ფიქრობენ: „სად დაიბეჭდა ეს წიგნი? რა ჯდება ერთი ეგზემპლარის დაბეჭდვა? ვინ არის პასუხისმგებელი ბეჭდვაზე? დაბეჭდვის შემდეგ ვინ განაგებს ტრანსპორტირებას? როგორ მოიტანეს ეს წიგნები ჩვენს ეკლესიაში? სად ინახება წიგნები? ვინ არის პასუხისმგებელი მათ დაცვაზე?“ ეს თემები თავისთავად სენსიტიურია. ზოგადად, ისინი, ვისაც გონიერება და ადამიანობა გააჩნიათ, არ გამოიკითხავენ ასეთ საკითხებს, მაგრამ ეს საშიში პიროვნებები, რომლებსაც ღალატის ჩადენა ძალუძთ, მოწადინებულნი არიან მათ გამოსაკვლევად. მაშ, რას ფიქრობ — უნდა უთხრა თუ არა მათ, როდესაც ისინი განუწყვეტლივ სვამენ კითხვებს ამასთან დაკავშირებით? (არ უნდა ვუთხრათ.) თუ ეტყვი, ისინი შეძლებენ ამ ინფორმაციის გამჟღავნებასა და ღალატის ჩადენას. და თუ არ ეტყვი, მათ სათქმელი ექნებათ: „როგორ თუ მე არ უნდა ვიცოდე ამის შესახებ? ღვთის სახლი სამართლიანი არ არის! მე ღვთის სახლის ნაწილი ვარ, უფლება მაქვს ინფორმირებული ვიყო ნებისმიერ და ყველა საკითხზე! როგორც უცხოს, ისე მეპყრობით. კარგი, ყველას დაგასმენთ!“ კვლავაც, მათ ეკლესიის დასმენა სურთ. განა ისინი ბოროტმოქმედები არ არიან? მართლაც რომ დაესმინათ ეკლესია პოლიციაში, რა შედეგებს მოიტანდა ეს? განა დები და ძმები სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდებოდნენ, თუ მათ დააპატიმრებდნენ? გარდა ამისა, პოლიციის მიერ დაპატიმრებების შემდეგ, ეს დიდ სირთულეს შეუქმნიდა დებსა და ძმბს და ეკლესიის საქმეს. ეს ასევე სხვადასხვაგვარად იმოქმედებდა ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლაზე — ისინი, ვინც არ იციან, როგორ ეძიონ ჭეშმარიტება, შეიძლება ნეგატიურნი გახდნენ და შეკრებებზე დასწრებაც კი საერთოდ შეწყვიტონ. ისინი ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ. მაშ, აქვთ კი მათ სინდისი და გონება? რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეს ეკლესია, მათ ყოველთვის სურთ, რომ პირველებმა იცოდნენ ამის შესახებ. ისინი მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერნი, როდესაც იციან ყველაფერი, რაც ეკლესიაში ხდება. თუ თუნდაც ერთი რამ არსებობს, რასაც არ ეუბნებიან, ისინი ამას ასე ვერ ტოვებენ და სურთ წავიდნენ და დაასმინონ ეკლესია, რამაც შეიძლება უზარმაზარი პრობლემები გამოიწვიოს. რა ჯურის საძაგელი ადამიანია ეს? ის ეშმაკია! თუ ეშმაკი მუდმივად ინტერესდება ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებით, ეს აუცილებლად გამოიწვევს პრობლემებს. მაგალითად, თუ არიან შეძლებული და-ძმები, რომლებიც დიდ შესაწირავს სწირავენ, ისინი არასოდეს წყვეტენ ამაზე ფიქრს და ეკითხებიან მათ: „რამდენი შესწირე?“ მეორე მხარე პასუხობს: „როგორ შემიძლია ამის თქმა შენთვის? რაც მარცხენა ხელმა გააკეთა, მარჯვენამ არ უნდა იცოდეს. არ შემიძლია გითხრა — ეს კონფიდენციალურია!“ ისინი პასუხობენ: „ეგეც კი კონფიდენციალურია? შენ არ მენდობი. როგორც ერთ-ერთ დას ან ძმას, ისე არ მეპყრობი!“ გულში ისინი ბოღმას იდებენ მეორე მხარის მიმართ და ფიქრობენ: „ჰმ, გგონია, რომ ასეთი დიდებული ხარ შენი დიდი შესაწირავით! არ მეუბნები, რამდენი შესწირე. ვიცი, რომ შენი ოჯახი ბიზნესს ეწევა. თუ ჩემს პროვოცირებას მოახდენ, დაგასმენ ღვთის რწმენის გამო და შენი ბიზნესი ჩავარდება! მერე ერთ ცენტსაც კი ვეღარ შესწირავ!“ ხედავ, მათ კვლავ სურთ წავიდნენ და დაასმინონ ხალხი. ყოველთვის, როდესაც მათ არ ეუბნებიან უმნიშვნელო რამესაც კი, სურთ ეკლესიისა და დებისა და ძმების დასმენა. მნიშვნელოვანი მოვალეობების შემსრულებელ გარკვეულ პირთა საცხოვრებელი ადგილები მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ცნობილი. საქმე არ ეხება ვინმესგან რაიმეს განზრახ დამალვას ან სხვების ზურგს უკან საეჭვო საქმეების კეთებას; ეს იმიტომ ხდება, რომ გარემო ზედმეტად სახიფათოა და უსაფრთხოების მიზნით ასეთი ზომები აუცილებელია. როდესაც ეს მოღალატე, ეს იუდა, იგებს, რომ კონკრეტული ოჯახი მასპინძლობს ზოგიერთ მოგზაურ დასა და ძმას, ის ფიქრობს, რომ ეს დასმენად ღირს — იქნებ პოლიციამ დააჯილდოოს კიდეც! ისინი კარს უკან უსმენენ და ბრაზდებიან, როდესაც რაღაცს გაიგონებენ: „ჩემს ზურგს უკან განიხილავთ ეკლესიის საკითხებს ისე, რომ არ მეუბნებით. გეშინიათ, რომ გაგყიდით, ამიტომ მიფრთხილდებით და მიმალავთ რაღაცეებს; არ მეპყრობით ისე, როგორც ღვთის სახლის ნაწილს. კარგი, ყველას დაგასმენთ!“ კვლავაც, ხედავ, მათ სურთ სხვების დასმენა. იტყოდი თუ არა, რომ ეს ადამიანი დიდი პრობლემაა? (დიახ.) მათ სჯერათ, რომ დებთან და ძმებთან ან ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა ვითარება ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს და რომ ყველას აქვს ინფორმაცის მიღების უფლება — განსაკუთრებით კი თავად მათ. თუკი თუნდაც ერთი რამეს მაინც არ ეუბნებიან ამ ადამიანებს, ხალხს დასმენით ემუქრებიან. ისინი მუდმივად იყენებენ დასმენის აქტს დებისა და ძმებისა და ეკლესიის წინამძღოლების დასაშინებლად; ყოველთვის იყენებენ მას საკუთარი მიზნების მისაღწევად. ასეთი ადამიანები ეკლესიაში დიდ ფარულ საფრთხეს, შენელებული მოქმედების ნაღმს წარმოადგენენ. ნებისმიერ წამს მათ შეუძლიათ ზიანი და უბედურება მოუტანონ დებსა და ძმებს და ეკლესიის საქმეს. როდესაც ასეთ პიროვნებებს აღმოაჩენენ, ისინი უნდა მოიცილონ — მათი შეწყნარება დაუშვებელია.
ეკლესიაში ასევე არიან იუდას ტიპის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გამოიკვლიონ, რა თანხა აქვს ღვთის სახლს და ვინ სწირავს ეკლესიაში ყველაზე დიდ შესაწირავს. სხვები მათ ეუბნებიან: „ამის თქმა შენთვის არ შეიძლება. ამის ცოდნა არაფერში გამოგადგება და გარდა ამისა, ეს ის საკითხი არ არის, რასაც უნდა იკვლევდე.“ ამის მოსმენის შემდეგ ისინი მტრულად განეწყობიან და ამბობენ: „ყველანი გამირბიხართ, ზემოდან მიყურებთ, არ მეპყრობით ისე, როგორც ერთ-ერთ დას ან ძმას; როგორც უცხოს, ისე მექცევით. ვიცი, ვის სახლში ინახება ეკლესიის ფული. ყველას დაგასმენთ და პოლიციას ყველაფრის კონფისკაციის საშუალებას მივცემ — მერე კი გავიგებ, რა თანხა აქვს ეკლესიას!“ ყოველთვის, როდესაც რაღაც ხდება, მათ სხვების გაყიდვის ან დასმენის სურვილი უჩნდებათ; მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ეკლესიაში ცრუ წინამძღოლების, ანტიქრისტეებისა და ბოროტმოქმედების მიერ გამოწვეულ არევ-დარევას, ისინი არასოდეს არაფერს ასმენენ. მაშინაც კი, როდესაც ხედავენ, რომ ცრუ წინამძღოლები და ანტიქრისტეები იპარავენ ან იტაცებენ შესაწირავებს, ისინი არასოდეს ამხელენ ან აწვდიან ინფორმაციას ამ ქმედებების შესახებ და არც ღვთის სახლს ატყობინებენ. ისინი არ არიან დაინტერესებულნი ასეთი საკითხებით. მაგრამ თუ რომელიმე ძმა ან და მათ პროვოცირებას მოახდენს, შეურაცხყოფს ან უგულებელყოფს, ისინი წავლენ და დაასმენენ მას. ან თუ ღვთის სახლის რაიმე სამუშაო განაწესი არ შეესაბამება მათ წარმოდგენებს, რაც მათ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ან რთულ ვითარებას უქმნის, ისინი იწყებენ ფიქრს: „დაგასმენ! მე ვიზრუნებ იმაზე, რომ დაკარგო ეკლესიის წინამძღოლის პოზიცია, ვიზრუნებ იმაზე, რომ ეკლესიის საქმე ჩავარდეს, ვიზრუნებ იმაზე, რომ ეკლესია დაიშალოს!“ ხედავთ? მათ ეკლესიის წინამძღოლის დასმენაც კი სურთ ამის გამო. ზოგიერთ ეკლესიაში არჩეულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შესაფერისნი არიან საზღვარგარეთ მოვალეობის შესასრულებლად — მათი ოჯახური და პირადი გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, ისინი აკმაყოფილებენ ღვთის სახლის მოთხოვნებს და და-ძმებიც თანახმანი არიან. როდესაც ის ადამიანები, რომლებიც იუდები არიან, ამას ხედავენ, ფიქრობენ: „ასეთი კარგი რამეები ჩემს თავს არასდროს ხდება. უნდა დაგასმინოთ! პოლიციას ვეტყვი, რომ ჩვენს ეკლესიაში გარკვეული ადამიანები საზღვარგარეთ აპირებენ წასვლას თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ქვეყნის დატოვება ვერ შეძლოთ. მე დიდ წითელ დრაკონს დავაპატიმრებინებ თქვენს თავს ან მთავრობას დავაწესებინებ თქვენზე მეთვალყურეობას, რათა საკუთარ სახლებში დაბრუნებაც კი ვერ შეძლოთ!“ თუკი დები და ძმები საზღვარგარეთ წასვლას ვერ ახერხებენ, ისინი კმაყოფილდებიან. რას ფიქრობთ — განა ასეთი ადამიანების ქმედებების ბუნება იმათზე უფრო მძიმე არ არის, ვინც დროდადრო ჩაშლასა და არევ-დარევას იწვევს? (დიახ.) ამგვარი ადამიანი დიდი პრობლემაა. მას აკლიათ ღვთისმოშიში გული და საერთოდ არ ეშინია ღვთის. რა ვითარებაც ან მიზეზიც არ უნდა იყოს, თუკი ყველაფერი მათი სურვილისამებრ არ ხდება, მას სურს ეკლესიის დასმენა და დებისა და ძმების გაყიდვა — ისინი ეშმაკები არიან! როდესაც ეკლესია აღმოაჩენს ასეთ ადამიანებს, რაც შეიძლება მალე უნდა მოიცილოს ან განდევნოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამომავლო პრობლემები. თუ ამჟამინდელი გარემო ამის საშუალებას არ იძლევა ან პირობები ჯერ არ არის მომწიფებული, მაშინ მათ მკაცრად უნდა დავაკვირდეთ, გავაკონტროლოთ და ვუფრთხილდეთ. როდესაც პირობები ამის საშუალებას იძლევა, ასეთი საშიში პიროვნებების შეწყნარება აბსოლუტურად დაუშვებელია — მოიცილეთ ან განდევნეთ ისინი რაც შეიძლება ადრე და სწრაფად. ნუ დაელოდებით მოქმედებას იქამდე, სანამ ისინი გაყიდიან ეკლესიას და მძიმე შედეგებს გამოიწვევენ. როგორც კი ისინი ამას გააკეთებენ და ეს რეალურ შედეგებამდე მიგვიყვანს, დანაკარგები მნიშვნელოვანი იქნება. ვინ იცის, რამდენი და და ძმა დარჩება სახლის გარეშე, სადაც დაბრუნება შეეძლება ან რამდენს დააკავებენ და ციხეში ჩასვამენ. ბევრმა დამ და ძმამ შეიძლება ვეღარ შეძლოს თავისი მოვალეობის შესრულება ან საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრება. შედეგები წარმოუდგენელი იქნება. ამიტომ, თუ თქვენ, როგორც წინამძღოლები და მუშაკები, ეკლესიაში აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც იუდები არიან, დროულად უნდა მოიცილოთ ან განდევნოთ ისინი. თუ თქვენ, როგორც ერთ-ერთი და ან ძმა, აღმოაჩენთ ასეთ ადამიანებს, რაც შეიძლება მალე უნდა შეატყობინოთ მათ შესახებ ეკლესიის წინამძღოლებსა და მუშაკებს. ეს საკითხი ეხება ეკლესიის დებისა და ძმების, ისევე როგორც შენს პირად უსაფრთხოებას. არ იფიქრო: „მათ ჯერ არ ჩაუდენიათ რაიმე ღალატი, ასე რომ, ეს არ არის დიდი პრობლემა; ისინი უბრალოდ წამიერი ბრაზის გამო საუბრობენ.“ ყველა ბრაზდება — ზოგიერთმა ადამიანმა, როდესაც ბრაზდება, შეიძლება მაქსიმუმ რამდენიმე მკაცრი სიტყვა წარმოთქვას, მცირე ჭირვეულობა გამოავლინოს ან ორიოდე დღის მანძილზე ნეგატიური იყოს, მაგრამ სანამ მათ აქვთ ღვთისმოშიში გული, ეშინიათ ღვთის და გააჩნიათ გარკვეული სინდისი და გონიერება ისევე, როგორც საკუთარი თავის წარმართვის ძირითადი საზღვრები, ისინი არასოდეს გააკეთებენ ისეთ რამეებს, რაც სხვებს ზიანს აყენებს, რაც არ უნდა მოხდეს. თუმცა სხვაგვარადაა საქმე მათთან მიმართებაში, ვინც ბუნებით იუდები არიან. მათ შეუძლიათ ეკლესიისა და დებისა და ძმების დასმენა უმცირესი საბაბის გაჩენისთანავე, ყოველთვის სურთ სატანის ძალების გამოყენება დებისა და ძმებისა და ეკლესიის დასაშინებლად თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს ადამიანები ბოროტ დემონებთან არიან შეკრულნი — მათ არ გააჩნიათ ძირითადი საზღვრები, როდესაც საქმე ეხება საკუთარი თავის წარმართვას. ამიტომ, როგორც ეკლესიის წინამძღოლები, ისე დები და ძმები განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყვნენ მათ მიმართ, ვისაც შეუძლია ეკლესიის დასმენა უმცირესი საბაბისთანავე. თუ ვინმე აღმოაჩენს ასეთ ადამიანებს, რომლებიც არიან უგუნურნი, განზრახ პრობლემურნი და გონიერებას მოკლებულნი, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მათ შესახებ წინამძღოლებსა და მუშაკებს, შემდეგ კი დააკვირდეს და ზედამხედველობა გაუწიოს მათ. თუ ეკლესიის წინამძღოლები აღმოაჩენენ ასეთ ადამიანებს, მათ რაც შეიძლება მალე უნდა შეიმუშაონ გეგმა სიტუაციის მოსაგვარებლად და გადასაჭრელად. მათ უნდა დაიცვან დები და ძმები, საეკლესიო ცხოვრება და ეკლესიის საქმე ასეთი პირების მხრიდან გამოწვეული დაზიანებისა და არევ-დარევისგან. ნუ ივარაუდებთ, რომ როდესაც ასეთი ადამიანები ამბობენ, რომ დაასმენენ ეკლესიას ან დებსა და ძმებს, ეს მხოლოდ წამიერი ბრაზის გამო ნათქვამია და ნუ მოდუნდებით. სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ ისინი ხშირად ამბობენ ასეთ რამეებს, ამტკიცებს, რომ ეს იდეა უკვე მათ გონებაშია. თუ ასე ფიქრობენ, შეიძლება შესაბამისად იმოქმედონ. ზოგჯერ შეიძლება თქვან „დაგასმენ“ და შეასრულონ, მაგრამ ვინ იცის, როდის შეიძლება მართლაც გააკეთონ ეს. როგორც კი ამას გააკეთებენ, შედეგები წარმოუდგენელი იქნება. ასე რომ, თუ ყოველთვის თვლი, რომ მხოლოდ ბრაზის გამო ამბობენ „დაგასმენ“, მაშინ უმეცრად და უგუნურად იქცევი. ვერ შეძელი მათი ადამიანობის არსის დანახვა ამ სიტყვების მიღმა და ეს შეცდომაა. მათ შეუძლიათ თქვან „დაგასმენ“, რათა უმცირესი საბაბის გაჩენისთანავე დააშინონ სხვები — ეს ნამდვილად არ არის უბრალოდ ბრაზის გამო ნათქვამი სიტყვა; ეს აჩვენებს, რომ მათ აქვთ იუდას ბუნება და არ გააჩნიათ ძირითადი საზღვრები, როდესაც საქმე ეხება საკუთარი თავის წარმართვას. რა ჯურის საძაგელი ადამიანია ის, ვისაც არ გააჩნია ძირითადი საზღვრები თავის ქცევაში? ისეთია, ვისაც არც სინდისი აქვს და არც გონიერება. სინდისის გარეშე მათ შეუძლიათ ნებისმიერი ბოროტი საქმის ჩადენა, ხოლო გონიერების გარეშე მათ შეუძლიათ იმოქმედონ გონიერების საზღვრებს მიღმა და აკეთონ ყოველგვარი სისულელე. შესაძლოა, ეკლესიის დასმენის, დებისა და ძმების დაპატიმრებისა და ეკლესიის საქმის დაზიანების დანახვის შემდეგ, მათ ცრემლები ღვარონ და სინანული გამოხატონ. მაგრამ ეს უგუნური და განზრახ პრობლემური ადამიანები ყოველგვარი საღი აზრის გარეშე მოქმედებენ; როდესაც მომავალში მსგავსი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებიან, ისინი კვლავ დაასმენენ ეკლესიას. განა ეს არ მიუთითებს მათ ბუნებაში არსებულ პრობლემაზე? ეს სწორედ მათი ბუნება-არსებაა. ზოგიერთ ეკლესიის წინამძღოლს კვლავ სჯერა, რომ ის, რასაც ისინი ამბობენ, მხოლოდ წამიერი ბრაზის გამო ნათქვამია და რომ მათი ბუნება არ არის ცუდი. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არ არის მათი ადამიანობის ბუნებრივი გამოვლინება და არ წარმოადგენს მათ ადამიანობას. არის თუ არა ეს თვალსაზრისი მცდარი? (დიახ.) მაშინაც კი, თუ ისინი ჩვეულებრივ არ ავლენენ ისეთ ქცევას, რომელიც საზიზღარ ზნეობაზე მიუთითებს, ის ფაქტი, რომ ისინი ხშირად ამბობენ, რომ დაასმენენ დებსა და ძმებს და რომ უმცირესმა რამემ, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს, შეიძლება იქამდეც მიიყვანოს, რომ დასმენა მოუნდეს, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მათი ზნეობა მდაბალი და საზიზღარია და რომ ისინი არ არიან სანდონი. ასეთ ადამიანებს არ აქვთ სინდისი ან გონიერება. ისინი ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ, აკეთებენ იმას, რაც უნდათ, საკუთარი ინტერესებისა და პრეფერენციების საფუძველზე, სინდისის ქენჯნის გარეშე. ასეთი ადამიანები უნდა მოვიცილოთ და არ არის საჭირო მათ მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენა, რადგან ისინი ბავშვები არ არიან; ისინი ზრდასრულები არიან და უნდა იცოდნენ, რა შედეგები მოჰყვება დებისა და ძმების და ეკლესიის დასმენას. ისინი სრულად აცნობიერებენ, რომ ეს არის ყველაზე დაუნდობელი და ყველაზე ეფექტური ნაბიჯი. ისინი ამას ხედავენ, როგორც თავიანთ კოზირს, დებსა და ძმებზე და ეკლესიაზე შურისძიების საბოლოო გზას. მითხარით, განა ასეთი ადამიანები ბოროტი ეშმაკები არ არიან? (დიახ.) მაშ, რატომ უნდა გამოვიჩინოთ შემწყნარებლობა ბოროტი ეშმაკების მიმართ? ნუთუ უნდა დაელოდო იმას, რომ დიდ წითელ დრაკონს ღიად მიუთითონ დებისა და ძმების და მასპინძელ ოჯახებზე და მხოლოდ ამის შემდეგ აღიარო, რომ ისინი იუდები არიან? სანამ ამ ფაქტებს დაინახავ და მათ განსაზღვრავ, უკვე ძალიან გვიან იქნება. სინამდვილეში, მათი ბუნება-არსება უკვე მჟღავნდება იმ მომენტში, როდესაც ისინი იწყებენ ყვირილს ეკლესიის დასმენის შესახებ, როდესაც რაიმე პრობლემას აწყდებიან. ნუ დაელოდებით მათ მოქმედებას, რათა ამოიცნოთ და მოიცილოთ ისინი — ეს ძალიან გვიან იქნება. თუ არავის — არც ეკლესიის წინამძღოლს და არც დას ან ძმას — ყური არ მოუკრავს მათი საუბრისთვის დებისა და ძმების დასმენის შესახებ და არავინ იცნობს მათ კარგად, ხოლო როდესაც ვინმე მათ პროვოცირებას მოახდენს ან შეურაცხყოფს, ისინი დაასმენენ მათ, რაც არ უტოვებს გზას დებსა და ძმებს გარდა იმისა, რომ დაიმალონ და თავი აარიდონ საფრთხეს, ხოლო მათ, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს, სწრაფად უწევს ადგილსამყოფელის შეცვლა, მაშინ ასეთ სცენარში არ შეიძლება დაადანაშაულო დები და ძმები უგუნურებასა და იმაში, რომ ვერ შეძლეს მათი ამოცნობა. მაგრამ თუ ისინი ხშირად ამბობენ, რომ დაასმენენ დებსა და ძმებს და ხალხი ამას მაინც არ აღიქვამს სერიოზულად, ეს ნამდვილად სისულელე იქნება. ამდენი ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგ მათ მაინც არ ძალუძთ ადამიანების ამოცნობა — განა ისინი დაბნეულები არ არიან? (დიახ.) მათთვის, ვინც ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს იუდა, ნუ იფიქრებთ, რომ მათი ღალატი განპირობებულია ჭეშმარიტების მცირედი გაგებით ან იმით, რომ მათ ცოტა ხნის წინ ირწმუნეს ღმერთი ან რაიმე სხვა მიზეზით. არცერთი ეს არ არის მიზეზი. ძირეული მიზეზი ისაა, რომ მათი ზნეობა მანკიერია; ისინი თავიანთი არსით არიან ბოროტმოქმედნი. მათი ამგვარად ამოცნობა და დახასიათება, შემდეგ კი მათი, როგორც ბოროტმოქმედების, მოცილება ან განდევნა, სრულიად სწორია. ეს იცავს დებსა და ძმებს და ამავდროულად იცავს ეკლესიის საქმეს დაზიანებისგან. ეს არის ეკლესიის წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობა. ამიტომ წინამძღოლები და მუშაკები დროულად უნდა გაფრთხილდნენ და აკონტროლებდნენ ასეთ ადამიანებს, შემდეგ კი თანაზიარება იქონიონ დებთან და ძმებთან, რათა ყველამ შეძლოს მათი ამოცნობა. მათ ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ ასეთი ადამიანების მოსაცილებლად სანამ მათ განზრახვბს სირულში მოიყვანენ, რათა თავიდან ააცილონ ნებისმიერი პრობლემა დებსა და ძმებს ან ეკლესიას. ეს არის გარჩევის უნარი და საკითხების მოგვარების პრინციპები, რომლებიც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა გააჩნდეთ ასეთი ადამიანების მიმართ და ეს არის გზა, რომელიც მათ პრაქტიკაში უნდა განახორციელონ ასეთ მდგომარეობაში. გასაგებია ეს? (დიახ.) რა თქმა უნდა, კარგია ასეთ ადამიანებთან გონივრული მოპყრობა, რათა მათმა მოცილებამ ეკლესიას მომავალში პრობლემები არ შეუქმნას. თუ ერთი ფარული საფრთხის მოგვარება მოგვიანებით კიდევ უფრო მეტს იწვევს, მაშინ ეკლესიის წინამძღოლი, რომელიც ამას აკეთებს, უკიდურესად არაკომპეტენტურია და ბევრად შორ დგას დადგენილი სტანდარტისგან; მან არ იცის, როგორ შეასრულოს საქმე და აკლია სიბრძნე. მეორე მხრივ, თუ ეკლესიის წინამძღოლს შეუძლია ფარული საფრთხის მოგვარება ისე, რომ თავიდან აიცილოს უარყოფითი შედეგები, სარგებელი მოუტანოს ეკლესიის საქმეს და ასევე დაეხმაროს დებსა და ძმებს ამოცნობის უნარის განვითარებაში, მაშინ ეს ნამდვილად არის საქმის კეთების ცოდნა. მხოლოდ ამგვარი წინამძღოლი ან მუშაკი შეესაბამება სტანდარტს.
თუ წინამძღოლი ან მუშაკი აწყდება ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება უღალატონ ეკლესიას, მაგრამ არ ძალუძს მათი ამოცნობა ან იმის გაგება, თუ როგორი ადამიანობა აქვთ მათ ან რა სახის პრობლემები შეიძლება შეუქმნან ეკლესიასა და დებს და ძმებს, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ამ ყველაფერზე და არ იცის, როგორ უნდა მოეპყროს ან გაუმკლავდეს ასეთ ადამიანებს, როგორ შეასრულოს ეს საქმე ან თუნდაც ის, რომ ეს არის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ — ან თუნდაც იცოდეს, არ სურს ასეთი ადამიანთა განაწყენება და უბრალოდ თვალს ხუჭავს ამ საკითხზე ისე, რომ არ იცილებს ან განდევნის მათ — რა ჯურის წინამძღოლი ან მუშაკია ეს? (ცრუ.) ის არ შეესაბამება წინამძღოლის ან მუშაკის სტანდარტს. ერთი მხრივ, ის სულელურად ცდილობს ყველას დახმარებას, ყველას მიმართ სიყვარულსა და მოთმინებას იჩენს და ყველას ისე ეპყრობა, როგორც დებსა და ძმებს. ეს არის დაბნეული ადამიანი, ცრუ წინამძღოლი ან ცრუ მუშაკი. გარდა ამისა, როდესაც ის ეკლესიაში აღმოაჩენს ადამიანებს, რომლებიც იუდები არიან, არაფერს აკეთებს პრობლემის დროულად მოსაგვარებლად ან გადასაჭრელად. ნაცვლად ამისა, ის თვალს ხუჭავს და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ვერაფერს ამჩნევს. გულში ფიქრობს: „სანამ ჩემს სტატუსს საფრთხე არ ემუქრება, ყველაფერი რიგზეა. მე არ მაინტერესებს ეკლესიის საქმე, დებისა და ძმების უსაფრთხოება ან ღვთის სახლის ინტერესები. სანამ ამ თანამდებობა მიკავია და ყოველდღიურად სიამოვნებას ვიღებ, ეს არის ყველაფერი, რაც მჭირდება.“ ის არ ასრულებს არანაირ რეალურ საქმეს და როდესაც პრობლემებს ხედავს, არ ჭრის მათ; უბრალოდ ტკბება თავისი სტატუსის სიკეთეებით. არის თუ არა ეს ცრუ წინამძღოლი? (დიახ.) მაგალითად, ვთქვათ, იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ღალატის ჩადენა, დიდი ხნის განმავლობაში ტირანულად იქცევა ეკლესიაში და მუდმივად იმუქრება ეკლესიისა და დებისა და ძმების დასმენით. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი ხედავს ამას, მაგრამ არაფერს აკეთებს. მაშინაც კი, როდესაც ვინმე დაასმენს ამ პიროვნებას და ზემდგომი წინამძღოლები მათ მოიცილებენ, ცრუ წინამძღოლები მაინც არ აღიქვამენ ამას სერიოზულად ან არაფრად აგდებენ. ისინი ფიქრობენ: „დაასმინონ, ვინც უნდათ. სანამ მე არ დამასმენენ ან გავლენას არ მოახდენენ ჩემს, როგორც ეკლესიის წინამძღოლის როლზე, ყველაფერი რიგზეა.“ არის თუ არა ამგვარი წინამძღოლი ან მუშაკი ცრუ წინამძღოლი ან მუშაკი? (დიახ.) ის იკავებს თავის თანამდებობას მხოლოდ იმისთვის, რომ დატკბეს მისი სიკეთეებით ყოველგვარი რეალური საქმის კეთების გარეშე, ამჩნევს მას, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია დებისა და ძმბის გაყიდვა, მაგრამ ვერ ახერხებს მის მოცილებას ან განდევნას — ის ცრუ წინამძღოლია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი გათავისუფლების შემდეგ კვლავ ურჩობს. ისინი ამბობენ: „რა უფლება გაქვთ, გამათავისუფლოთ? ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის ადამიანი არ მოვიცილე? განა პრობლემა არ მოგვარდებოდა, თუ თქვენ თავად მოიცილებდით მათ? გარდა ამისა, მათ მხოლოდ თქვეს, რომ დაასმენდნენ დებსა და ძმებს, სინამდვილეში ეს არ გაუკეთებიათ. მათ ეკლესიისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნიათ. რატომ უნდა გავუმკლავდეთ მათ?“ ისინი თავს საკმაოდ დაჩაგრულადაც კი გრძნობენ. ისინი არ ასრულებენ არანაირ რეალურ საქმეს; ისინი მხოლოდ ტკბებიან თავიანთი სტატუსის სიკეთეებით და როდესაც ეკლესიაში ასეთი აშკარა იუდა ჩნდება, ისინი არც უმკლავდებიან და არც იცილებენ მათ. ზოგიერთი და და ძმა მუდმივ შიშშია და ამბობს: „ჩვენ შორის არის იუდა, რომელიც მუდმივად იმუქრება და-ძმების დასმენით — ეს ძალიან საშიშია! როდის მოიცილებენ ამ ადამიანს?“ ისინი რამდენჯერმე ატყობინებენ ეკლესიის წინამძღოლს ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ წინამძღოლი არ აგვარებს მას, ნაცვლად ამისა ამბობს: „ეს არაფერია. მხოლოდ პირადი დავაა, ის არ ეხება ეკლესიის საქმეს ან დებისა და ძმების უსაფრთხოებას.“ ისინი არ აგვარებენ საკითხს. რა არის ერთადერთი საქმე, რასაც ისინი აკეთებენ? ერთი ტიპის საქმეა ის, რომელიც მათ ზემდგომმა წინამძღოლებმა დაავალეს და რომელიც არ შეუძლიატ, რომ არ შეასრულონ. მეორეა ისეთი საქმე, რომლის შეუსრულებლობაც გავლენას მოახდენს ან საფრთხეს შეუქმნის მათ სტატუსს, რა შემთხვევაშიც ისინი უხალისოდ ასრულებენ ზოგიერთ დავალებას, რათა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინონ. მაგრამ თუ მათ სტატუსზე გავლენას არ იქონიებს საქმე, ისინი თავს არიდებენ მას, როცა კი შეუძლიათ. არის თუ არა ეს ცრუ წინამძღოლი? (დიახ.) როდესაც მართლაც აღმოჩნდებიან გარკვეული გარემოების ან დაპატიმრების საფრთხის წინაშე, ისინი პირველები გარბიან თავშესაფრის საძიებლად, ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე და საერთოდ არ წუხან, არიან თუ არა დები და ძმები უსაფრთხოდ; ისინი არ იცავენ ეკლესიის საქმეს ან ღვთის სახლის ინტერესებს. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერი საკუთარი სტატუსის შესანარჩუნებლადაა. სანამ ზემდგომი არ გაათავისუფლებს მათ და სანამ მომდევნო არჩევნებში დები და ძმები კვლავ მისცემენ ხმას და შეძლებენ წინამძღოლად დარჩენას, ისინი უხალისოდ ასრულებენ გარკვეულ საქმეს. თუ რომელიმე მათმა ქმედებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ უყურებს მათ ზემდგომი, რის გამოც შეიძლება გაათავისუფლოს ისინი ან თუ მათმა ქმედებებმა და გამოვლინებებმა შეიძლება ცუდი შთაბეჭდილება შეუქმნას დებსა და ძმებს მათზე, რის გამოც შემდეგ ჯერზე არ აირჩიონ, ისინი შეეცდებიან საკუთარი იმიჯის გადარჩენას თვალშისაცემი მცირეოდენი საქმის შესრულებით მაინც. ამგვარად, მათ შეუძლიათ პასუხი გასცენ მათ ზემდგომთ და ქვემდგომთ — მხოლოდ ღმერთია ის, ვისაც პასუხს ვერ სცემენ. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მხოლოდ თვალის ასახვევად არის. სანამ ზემდგომი წინამძღოლები არ გაათავისუფლებენ მათ და დები და ძები განაგრძობენ მათ მხარდაჭერას, ისინი კმაყოფილებას გრძნობენ. ეკლესიის წინამძღოლად ყოფნის პერიოდში ისინი არ სჩადიან დიდ ბოროტებას და გარეგნულად ყოველთვის ისე ჩანან, თითქოს საქმით არიან დაკავებულნი, მაგრამ ისინი არ ასრულებენ არანაირ რეალურ საქმეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ ბოროტმოქმედები ეკლესიაში არევ-დარევას იწვევენ, ისინი არაფერს აკეთებენ. მათ ეშინიათ ამ ბოროტმოქმედების განაწყენების, ამიტომ ცდილობენ მათ დაშოშმინებას და მათთან მოლაპარაკებას, როცა კი ეს შესაძლებელია და მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებას ესწრაფვიან. მათ არ სურთ ვინმეს განაწყენება; მაშინაც კი, თუ ეს ადამიანები ეკლესიის საქმეში არევ-დარევას იწვევენ ან საფრთხეს უქმნიან დებისა და ძმების უსაფრთხოებას, ისინი არაფერს აკეთებენ. ეს არის ცრუ წინამძღოლი ამ სიტყვის სრული გაგებით.
იმ ცრუ წინამძღოლების შემთხვევაში, რომლებიც არ ასრულებენ რეალურ საქმეს, თუ დები და ძმები მათ არაერთხელ შეახსენებენ და სთხოვენ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ მაინც არ ასრულებენ რეალურ საქმეს, არ ჭრიან რეალურ პრობლემებს და არ ასწორებენ შეცდომებს, მაშინ ამის შესახებ ზემდგომებს უნდა შეატყობინოთ. თუ უფრო ზემდგომი წინამძღოლები და მუშაკები არ მოაგვარებენ ამ საკითხს, მაშინ უნდა იფიქროთ ნებისმიერ შესაძლო გზაზე ამ ცრუ წინამძღოლების მოსაცილებლად. რეალურად მე ამ სიტყვებს მრავალი წელია ვამბობ, მაგრამ ქვემდგომთა უმეტესობა მონები არიან, რომლებსაც ურჩევნიათ თავად განიცადონ გარკვეული დანაკარგი და აიტანონ გარკვეული ზიანი, ვიდრე სხვები გაანაწყენონ. რა ვითარებაც არ უნდა იყოს, ისინი ყოველთვის შუალედურ გზას ირჩევენ და მლიქვნელებად იქცევიან, არასოდეს არავის აწყენინებენ. რა ფასი აქვს ადამიანთა არგანაწყენებას? ეს არის ღვთის სახლის საქმისა და ინტერესების გაწირვა, რაც იწვევს ღვთის სახლის ინტერესების დაზიანებას და დებისა და ძმების შეწუხებას. თუ ბოროტმოქმედებს არ გავუმკლავდებით, ბევრი, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს, დაზარალდება. განა ეს არ უტოლდება ღვთის სახლის საქმის დაზარალებას? (დიახ.) როდესაც ღვთის სახლის საქმე ზარალდება, არავინ გრძნობს შფოთვას ან წუხილს, რის გამოც ვამბობ, რომ ადამიანთა უმეტესობა სწირავს ღვთის სახლის საქმესა და ინტერესებს სხვებთან ჰარმონიისა და მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ისინი თავს არიდებენ წინამძღოლებისა და დებისა და ძმბის განაწყენებას; ისინი არავის აწყენინებენ. ყველა მლიქვნელად იქცევა. მათი აზროვნება ასეთია: „შენ კარგი ხარ, მე კარგი ვარ, ყველა კარგია — ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მუდმივად ვხედავთ ერთმანეთს.“ და რა არის შედეგი? ეს საშუალებას აძლევს ბოროტმოქმედებს, გამოიყენონ სიტუაცია; ისინი მუდმივად ტირანულად იქცევიან და აკეთებენ იმას, რაც სურთ. ასე რომ, თუ ეკლესიის წინამძღოლები არასანდონი არიან და არ იცილებენ ბოროტმოქმედებს, მაშინ დებმა და ძმებმა უნდა იფიქრონ ნებისმიერ შესაძლო გზაზე საკუთარი თავის დასაცავად; მათ თავი უნდა აარიდონ, შორს დაიჭირონ თავი და იზოლაციაში მოაქციონ ბოროტმოქმედები, როდესაც მათ დაინახავენ. ზოგი ამბობს: „თუ ჩვენ მათ იზოლაციაში მოვაქცევთ და გაბრაზდებიან, განა კვლავ არ დაგვასმენენ?“ მართლაც რომ დაგასმინონ, შეგეშინდებოდა? (არა. ეს გამოავლენდა მათ, როგორც ბოროტმოქმედებს.) თუ ისინი კვლავ დაგასმენენ, ეს მხოლოდ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი ბუნებით იუდები, ბოროტი ეშმაკნი არიან. არ უნდა გეშინოდეს მათი. თუ წინამძღოლები და მუშაკები ბრმები არიან და არ აქვთ ამოცნობის უნარი, დაბნეულები და უსარგებლონი არიან ან თუ ისინი მერყევნი არიან, არასოდეს არავის აწყენინებენ, მხოლოდ თავიანთი სტატუსის სიკეთეებით ტკბებიან ისე, რომ რეალურ საქმეს არ აკეთებენ, მაშინ დებმა და ძმებმა აღარ უნდა დაამყარონ მათზე რაიმე იმედი. ისინი უნდა გაერთიანდნენ ბოროტმოქმედებთან გასამკლავებლად და იუდების მოსაცილებლად პრინციპების შესაბამისად. მათ შეიძლება დასჭირდეთ შეკრების ადგილის შეცვლა ან ბრძნული მეთოდის გამოყენება მათ მოსაცილებლად, რათა თავიდან აიცილონ ამ ადამიანების მხრიდან შეწუხება. საეკლესიო ცხოვრების ნორმალური ფუნქციონირებისა და ეკლესიის ყველა საქმის ნორმალური პროგრესის უზრუნველყოფა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ეკლესიის წინამძღოლი ასრულებს რეალურ საქმეს, აქვს საკმარისი სულიერი მონაცემები და მისი ადამიანობაც საკმაოდ კარგია, მაშინ, თუკი ის თავის საქმეს სამუშაო განაწესის შესაბამისად ასრულებს, ყველა უნდა დაემორჩილოს მას. თუ ის არ ასრულებს რეალურ საქმეს, მაშინ მასთან ურთიერთობა არ უნდა იქონიონ და არ უნდა დაეყრდნონ. იმ დროს პრობლემები უნდა გადაიჭრას ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. თუ წინამძღოლი გასათავისუფლებელია, მაშინ ის უნდა გათავისუფლდეს; თუ ხელახალი არჩევნებია საჭირო, მაშინ ჩაატარეთ. თუ ეს ცრუ წინამძღოლი არ იცავს ღვთის სახლის ინტერესებს, არ უზრუნველყოფს გარემოს, რომელშიც დები და ძმები შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და არ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე, მაშინ ის არ შეესაბამება სტანდარტს; ის არაკომპეტენტურია, უბრალოდ უზარმაზარი ნაგავია, რომელიც არანაირ რეალურ ფუნქციას არ ასრულებს — დები და ძმები არ უნდა უსმენდნენ მას; არ უნდა შეიბოჭონ მისით. ნებისმიერი წინამძღოლი და მუშაკი, რომელსაც არ შეუძლია იუდების მოცილება, როცა ეს საჭიროა, არის ცრუ წინამძღოლი და ცრუ მუშაკი; ასეთი ცრუ წინამძღოლებისა და ცრუ მუშაკების საკითხი ზემოთ აღწერილი წესით უნდა გადაიჭრას. თუ მათ დროულად არ გავუმკლავდებით, ყველა დასა და ძმას გაყიდიან იუდები და ეკლესია შეწყვეტს არსებობას. ამით სრულდება ჩვენი თანაზიარება მერვე გამოვლინებაზე: „ნებისმიერ დროს ღალატის უნარი.“
ი. ნებისმიერ დროს წასვლის უნარი
მეცხრე გამოვლინებაა: „ნებისმიერ დროს წასვლის უნარი.“ ამ ტიპის ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ღვთის სახლის დატოვება, არ არის ის, ვინც მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც განსაკუთრებულ სიტუაციაში აღმოჩნდება ან როდესაცდიდ უბედურებას აწყდება, რომელიც აღემატება საშუალო ადამიანის გაძლების უნარს და სცდება მის შესაძლებლობებს. პირიქით, ის ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს — მცირეოდენმა მიზეზმაც კი შეიძლება აიძულოს ის, რომ წავიდეს; მცირეოდენმა რამემაც კი შეიძლება დაუკარგოს მას თავისი მოვალეობის შესრულების ან ღვთის რწმენის სურვილი და მოანდომოს ღვთის სახლის დატოვება. ამ ტიპის ადამიანი ასევე უზარმაზარი პრობლემაა. ერთი შეხედვით, ის შეიძლება ოდნავ უკეთესი ჩანდეს, ვიდრე იუდა, მაგრამ მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეუძლია ღვთის სახლის დატოვება. გაურკვეველია, შეუძლია თუ არა მას დებისა და ძმების ღალატი. ფიქრობთ, რომ ამგვარი ადამიანი სანდოა? (არა.) მაშ, გააჩნია თუ არა მას საკუთარი თავის წარმართვის პრინციპები? აქვს თუ არა მას ღვთის რწმენის საფუძველი? (არა.) ავლენეს თუ არა ის ჭეშმარიტი რწმენის რაიმე ნიშანს? (არა.) მაშინ რა ტიპის ადამიანია ის? (ურწმუნო.) მას სწამს ღმერთი და ასრულებს თავის მოვალეობას ისე, თითქოს ეს ყველაფერი ხუმრობა იყოს. ის ჰგავს ადამიანს, რომელიც არ ასრულებს სათანადო დავალებებს; მიდის სოიოს სოუსის საყიდლად, ხედავს ქუჩის აკრობატებს ან შემსრულებლებს, რომლებიც მხიარულ სანახაობას აწყობენ, ერთვება ამ ჟრიამულში და ავიწყდება სოიოს სოუსის ყიდვა, რაც საბოლოოდ აფერხებს სათანადო საქმეებს. ამგვარი ადამიანები არაფერს აკეთებენ დიდხანს; ისინი არიან გულგრილნი და მერყევნი. მათი რწმენა ღვთისადმი ასევე ეფუძნება მათ ინტერესს — ისინი გრძნობენ, რომ ღვთის რწმენა საკმაოდ სახალისოა, მაგრამ რაღაც მომენტში, როდესაც ისინი კარგავენ ინტერესს მის მიმართ, დაუყოვნებლივ მიდიან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ზოგიერთი, ვინც მიდის, მაშინვე იწყებს ბიზნესს, ზოგიერთი საჯარო მოხელის კარიერას ირჩევს, ზოგიერთი ერთვება რომანტიკულ ურთიერთობებში და ემზადება ქორწინებისთვის, ზოგიერთი კი, ვისაც სწრაფად გამდიდრება სურს, პირდაპირ კაზინოში მიდის. ხალხი ამბობს, რომ როდესაც ვინმეს სამი დღე არ ნახავ, ახალი თვალით უნდა შეხედო. იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ღვთის სახლის დატოვება, თუ მას მხოლოდ ერთი დღე არ ნახავ, როდესაც კვლავ შეხვდები, სრულიად სხვა ადამიანს ჰგავს. გუშინ ის ჯერ კიდევ წესიერად და სათანადოდ იყო ჩაცმული, ზრდილობიანი და წარმოსადეგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ცრემლმორეული ლოცულობდა ღვთის მიმართ, ამბობდა, რომ სურდა თავისი ახალგაზრდობის მიძღვნა და სისხლის დაღვრა ღვთის გამო, ღვთისთვის სიკვდილი, სიკვდილამდე ერთგულება და სასუფეველში შესვლა. ის გაჰყვიროდა ასეთ ამაღლებულ ლოზუნგებს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, კაზინოში წავიდა. გუშინ ის ბედნიერი იყო თავისი მოვალეობის შესრულებით და შეკრების დროს კითხულობდა ღვთის სიტყვებს გაბრწყინებული სახით და ენთუზიაზმით დუღდა; ისე იყო აღელვებული, რომ ცრემლებით მოთქვამდა. მაშ, როგორ მოხდა, რომ დღეს კაზინოში გაიქცა? გვიან ღამემდე თამაშობდა აზარტულ თამაშებს ისე, რომ სახლში წასვლა არ სურდა, ბევრს ხალისობდა და ენთუზიაზმით დუღდა. გუშინ ის ჯერ კიდევ ესწრებოდა შეკრებებს, მაგრამ დღეს კაზინოში გაიქცა — მაშ, რომელი გამოვლინებაა მისი ნამდვილი სახე? (ეს უკანასკნელია მისი ნამდვილი სახე.) თუ ადამიანს არ ესმის ჭეშმარიტება, მას ნამდვილად არ შეუძლია ამოიცნოს, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს პიროვნება. ორივე გამოვლინება, მანამდეც და მის შემდეგაც, სინამდვილეში ერთსა და იმავე ადამიანს აქვს — მაშ, როგორ ხდება, რომ თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის გამოვლინებაა? ასეთი პიროვნების ამოცნობა ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია. ხედავ, რომ როგორც ღვთის მორწმუნე, ის ხშირად ესწრება შეკრებებს, არ სჩადის ბოროტებას და საკმაოდ აქვს გაჭირვების ატანის უნარი და შეუძლია გაიღოს მსხვერპლი თავისი მოვალეობის შესრულებისას. კომპიუტერთან ჯდომისას ის არის ფოკუსირებული და გულმოდგინე, ბევრს მუშაობს და მთელ გულს დებს მასში. იფიქრებდი, რომ მან, როგორც ღვთის მორწმუნემ, არ უნდა ითამაშოს მაჰჯონგი, არა? მაგრამ თუ მას მხოლოდ ერთი დღე არ ნახავ, ის გარბის მაჰჯონგის დარბაზში ან კაზინოში სათამაშოდ. ის მაჰჯონგის უბადლო მოთამაშეა — საერთოდ არ ჰგავს ღვთის მორწმუნე ადამიანს! ამან სრულიად დაგაბნია — არის ის ღვთის მორწმუნე თუ არამორწმუნე, რომელიც მაჰჯონგს თამაშობს? როგორ შეუძლია როლების ასე სწრაფად შეცვლა? როდესაც მას სწამს ღმერთი, ჰყავს თუ არა ღმერთი გულში? (არა.) მას სწამს ღმერთი მხოლოდ გასართობად და დროის გასაყვანად, რათა ნახოს, თუ რას წარმოადგენს ღვთის რწმენა და შეუძლია თუ არა მას ბედნიერების მოტანა მის ცხოვრებაში. თუ ის არ არის ბედნიერი, ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს. მას არასოდეს დაუგეგმავს რწმენა მთელი ცხოვრების განმავლობაში და რა თქმა უნდა, არასოდეს დაუგეგმავს თავისი მოვალეობის შესრულება და ღვთის მიყოლა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაშ, რა დაგეგმა მან? მისი აზრით, თუ ნამდვილად უნდა სწამდეს ღმერთი, მაშინ მინიმუმ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მის გართობას, არ უნდა მოითხოვდეს რაიმე საქმის კეთებას და მაინც უნდა უზრუნველყოფდეს მისთვის ბედნიერ ცხოვრებას. თუ მას ყოველდღე უწევს ღვთის სიტყვების კითხვა და ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება, მაშინ ის არც დაინტერესდება და არც ბედნიერი იქნება. როგორც კი ეს მობეზრდება, ის დატოვებს ეკლესიას და უკან, წუთისოფელში გაიქცევა. ის ფიქრობს: „ცხოვრება არ არის ადვილი, ამიტომ ადამიანებმა საკუთარ თავს არაფერი უნდა მოაკლონ. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონნი და არ უნდა დავტანჯოთ ჩვენი სხეული. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყოველდღე ბედნიერები ვიყოთ — ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლად ცხოვრებისთვის. ღვთის რწმენა არ უნდა იყოს ხისტი. შეხედე, რა ლაღი ვარ — სადაც ბედნიერებაა, იქ მივდივარ. თუ არ ვარ ბედნიერი, წავალ. რატომ უნდა შევიქმნა დისკომფორტი? ნებისმიერ დროს წასვლის უნარი არის ჩემი საკუთარი თავის წარმართვის უზენაესი კრედო, რომ ვიყო „თავისუფალი სულის მქონე მორწმუნე“ — ასე ცხოვრება ძალიან კომფორტული და უდარდელია!“ რა სახის სიმღერებს მღერიან ხშირად ამ ტიპის ადამიანები? „ნუ მკითხავ, საიდან მოვდივარ, ჩემი მშობლიური ქალაქი შორსაა.“ თუ არა, მაშინ კიდევ რას მღერიან? „რატომ არ უნდა ვიცხოვროთ თავისუფლად თუნდაც ერთხელ?“ როდესაც ისინი გრძნობენ, რომ ეს მოსაწყენია ან აღარ არის სახალისო, ისინი სწრაფად მიდიან და ფიქრობენ: „რატომ უნდა მივეჯაჭვო ერთ ადგილს, როდესაც სამყაროში კიდევ ამდენი რამ არის სანახავი?“ კიდევ რა ცნობილ გამონათქვამს იყენებენ ისინი? „რატომ უნდა დავთმოთ მთელი ტყე ერთი ხის გულისთვის?“ რას ფიქრობთ — აქვთ თუ არა ამგვარ ადამიანებს ჭეშმარიტი რწმენა? (არა, ისინი ურწმუნონი არიან.) როდესაც საქმე ეხება ურწმუნოებს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ არის მათი პრობლემები ადამიანობის პრობლემები, მაშინ კონკრეტულად რა სჭირს ასეთი ადამიანების ადამიანობას? ფიქრობთ, რომ ამგვარ ადამიანებს ოდესმე უფიქრიათ ისეთ კითხვებზე, როგორიცაა, როგორ უნდა წარმართონ ადამიანებმა საკუთარი თავი, რა გზით უნდა იარონ ადამიანებმა, ან როგორი შეხედულება უნდა ჰქონდეთ ცხოვრებაზე და რა ღირებულებები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ცხოვრებისას? (არა.) მაშ, რა არის ამ ტიპის ადამიანის ადამიანობის პრობლემა? (ამ ტიპის ადამიანს აკლია ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი სინდისი და გონიერება; ისინი არ ფიქრობენ ასეთ კითხვებზე.) ეს ნამდვილად ასეა. გარდა ამისა, ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ტიპის ადამიანს არ აქვს სული; ისინი უბრალოდ მოსიარულე გვამები არიან. მათ არ აქვთ საკუთარი მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართონ საკუთარი თავი ან რა გზით უნდა იარონ, და არც ფიქრობენ ამ საკითხებზე. მიზეზი, რის გამოც ისინი არ ფიქრობენ ამ საკითხებზე არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარედან ადამიანის გარეგნობა აქვთ, მათი არსი სინამდვილეში მოსიარულე გვამის, ცარიელი გარსის არსია. ამგვარ ადამიანს აქვს ცხოვრებაში უბრალოდ დინების მიყოლის დამოკიდებულება, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ცხოვრებისა და არსებობის საკითხებს. კონკრეტულად რომ ვთქვათ, „ცხოვრებაში დინების მიყოლა“ ნიშნავს უბრალოდ დღიდან დღემდე ცხოვრებას და სიკვდილის მოლოდინს, არასწავლას და უმეცრად დარჩენას, დღეების გატარებას ჭამაში, სმასა და გართობაში. ისინი მიდიან იქ, სადაც ბედნიერებაა და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, რაც მათ ბედნიერებას, სიხარულს და ხორციელ კომფორტს ანიჭებს, სწორედ იმას გააკეთებენ. მაგრამ ისინი თავს აარიდებენ და შორს დაიჭერენ ყველაფრისგან, რაც მათ ხორციელ ტანჯვას აყენებს ან შინაგან ტკივილს იწვევს; უბრალოდ არ სურთ, რომ მათმა ხორცმა გაჭირვება აიტანოს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას გაჭირვების მოთმენით შეიცნობენ. ან სხვადასხვა რამის გამოცდითა და განცდით ისინი ისე აკეთებენ, რომ მათი ცხოვრება არ იყოს ცარიელი და ამისგან რაღაც შეიძინონ. საბოლოოდ, ისინი მიდიან დასკვნამდე, თუ რა გზით უნდა იარონ და როგორი ადამიანი უნდა იყვნენ. ცხოვრებისეული გამოცდილების მეშვეობით ისინი ბევრს იძენენ. ერთი მხრივ, მათ შეუძლიათ ამოიცნონ გარკვეული ადამიანები; გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დაასკვნან, თუ რა პრინციპები და მეთოდები უნდა გამოიყენოს ადამიანმა სხვადასხვა ადამიანის, მოვლენისა და საგნის მიმართ და როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, შეესაბამება მათი საბოლოო დასკვნა ჭეშმარიტებას, თუ ეწინააღმდეგება მას, სულ მცირე, ამაზე ნაფიქრი აქვთ. მეორე მხრივ, მათ, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ღვთის სახლის დატოვება, არ გააჩნია ინტერესი ჭეშმარიტების ძიების ან ღვთის რწმენისა და თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმართ. ისინი ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობებს თავიანთი ვნებიანი სურვილებისა და მიდრეკილებების დასაკმაყოფილებლად და არასოდეს სურთ გულმოდგინედ განივითარონ პროფესიული უნარი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, კარგად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ან იცხოვრონ აზრიანი ცხოვრებით. მათ უბრალოდ სურთ იყვნენ არამორწმუნეებივით ბედნიერები და მხიარულები ყოველდღე. ამრიგად, სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი ეძებენ გართობასა და სიამოვნებას, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. თუ მათ უწევთ ერთი მოვალეობის შესრულება ხანგრძლივად, ისინი კარგავენ ინტერესს და აღარ აქვთ მოტივაცია, რომ გააგრძელონ მისი შესრულება. ამგვარი ადამიანების შემთხვევაში, მათი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ არის უბრალოდ დღიდან დღემდე ცხოვრება. ერთი შეხედვით თითქოს ისინი ძალიან თავისუფლად და უდარდელად ცხოვრობენ, არ ედავებიან სხვებს. ყოველდღე მხიარულები და უდარდელები ჩანან, შეუძლიათ მოერგონ გარემოებებს, სადაც არ უნდა წავიდნენ. ზოგიერთი თითქოს არც კი განიცდის გავლენას და არ იზღუდება ამქვეყნიური წეს-ჩვეულებებით ან ადამიანური ურთიერთობების ნორმებით, რაც ქმნის გარეგნულ შთაბეჭდილებას, რომ ისინი არაჩვეულებრივები არიან და ჩვეულებრივ ბრბოზე მაღლა დგანან. მაგრამ სინამდვილეში მათი არსი არის მოსიარულე გვამის, სულის არმქონე საგნის არსი. ისინი, ვისაც სწამს ღმერთი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეკლესიის დატოვება, არასოდეს აკეთებენ რაიმეს დიდხანს — მათ მხოლოდ დროებითი ენთუზიაზმის შენარჩუნება შეუძლიათ. მაგრამ სინდისისა და გონების მქონე ადამიანები განსხვავებულები არიან. რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდნენ, ისინი სერიოზულად სწავლობენ მას და ცდილობენ კარგად შეასრულონ იგი. მათ შეუძლიათ რაიმეს მიღწევა და გარკვეული ღირებულების შექმნა. ერთი მხრივ, მათ შეუძლიათ მოიპოვონ გარშემომყოფთა აღიარება და ამავდროულად, მათ შეუძლიათ იგრძნონ შინაგანი თავდაჯერებულობა, ხედავენ რა, რომ მათ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება და არიან სასარგებლო ადამიანები და არა უსარგებლონი. ეს არის მინიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლია ნორმალური ადამიანობის სინდისისა და გონების მქონე ადამიანს. მაგრამ რაც შეეხება მათ, ვინც ცხოვრებაში დინებას მიჰყვება, ისინი არასოდეს ფიქრობენ ამ საკითხებზე. სადაც არ უნდა წავიდნენ, ეს მხოლოდ ჭამა, სმა და გართობაა. გარეგნულად, შეიძლება ჩანდეს, რომ ისინი ძალიან თავისუფლად და მშვიდად ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში ასეთ ადამიანებს თავში არანაირი აზრი არ აქვთ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი არასოდეს არიან სერიოზულები; ისინი ყოველთვის ზერელეები არიან და მოტივირებულნი არიან ხანმოკლე ენთუზიაზმით, არასოდეს აღწევენ რაიმეს. მათ სურთ უბრალოდ დღიდან დღემდე იცხოვრონ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი ატარებენ ამავე დამოკიდებულებას — რწმენაც კი ღვთისადმი არ არის გამონაკლისი. ხედავ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თითქოს ისინი საკმაოდ სერიოზულად ეკიდებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას და შეუძლიათ გაუძლონ გაჭირვებას და გაიღონ მსხვერპლი, მაგრამ ვინც არ უნდა მიუთითოს მათ პრობლემებზე ან უთხრას, თუ როგორ უნდა გააკეთონ საქმე, ისინი არასოდეს აღიქვამენ ამას სერიოზულად და საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას. ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რაც უნდათ — სანამ ბედნიერები არიან, მათთვის ყველაფერი რიგზეა. და თუ ისინი არ არიან ბედნიერები, ისინი მიდიან გასართობად, არ უსმენენ არავის რჩევას. გულში ფიქრობენ: „მე მაინც არასდროს ვგეგმავდი ღვთის რწმენას ხანგრძლივი დროით.“ თუ ვინმე მათ გასხლავს, მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ წასვლა. ეს არის იმ ადამიანების ერთ-ერთი გამოვლინება, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეკლესიის დატოვება.
მათ, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება, აქვთ კიდევ ერთი ტიპის გამოვლინება. ზოგიერთი ადამიანი — მიუხედავად იმისა, რამდენი წელია სწამს ღმერთი, მიუხედავად იმისა, ჩანს თუ არა, რომ აქვთ საფუძველ, და მიუხედავად იმისა, თუ რა მოვალეობა შეუსრულებიათ მანამდე — როგორც კი განსაკუთრებული გარემოების წინაშე აღმოჩნდბა, რომელიც მათ პირად ინტერესებს ეხება, შეუძლია უბრალოდ ადგეს და გაქრეს. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ სხვა ადამიანებმა დაკარგონ მათთან კონტაქტი და აღარ ნახონ ისინი ეკლესიაში, თან წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, თუ რა ხდება მათ თავს. ზოგიერთი ადამიანი, როდესაც აწყდება საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომელიც მათ შეცდენას ცდილობს, წყვეტს თავისი მოვალეობის შესრულებას და მიდის პაემანზე, ხდება რა სრულიად მიუწვდომელი. ასევე არიან სხვები, რომელთა შვილებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს და ისინი დაკავებულნი არიან თავიანთი შვილების ქორწინების ორგანიზებით, აღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და აღარ მონაწილეობენ შეკრებებში. ვინც არ უნდა მოძებნოს ისინი, ყველას კარიდან აბრუნებენ. ზოგიერთი ადამიანი, როდესაც მათი მშობლები ან მეუღლე ავად არიან და საავადმყოფოში წვანან ან როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება ან მოულოდნელი უბედურება ხდება სახლში, — თუ ისინი ღვთის ჭეშმარიტი მორწმუნეები არიან — ახსნა-განმარტებას იძლევა და ამბობს: „ბოლო დროს სახლში გარკვეული საქმეები მაქვს, რომლებსაც უნდა მივხედო, ამიტომ ვერ დავესწრები შეკრებებს. შვებულების აღება მჭირდება და თუ შეგიძლიათ იპოვოთ შესაფერისი ადამიანი, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადააბაროთ მას ჩემი მოვალეობა დროებით.“ სულ მცირე, ისინი გარკვეულ ინფორმაციას და ახსნა-განმარტებას მაინც იძლევიან. მაგრამ ისინი, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება, უსიტყვოდ წყვეტენ კონტაქტს ეკლესიასთან და რაც არ უნდა ეცადონ დები და ძმები, მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. საქმე ის კი არ არის, რომ მათთან დაკავშირების საშუალება არ არსებობს — ნებისმიერი მეთოდით შეიძლება მათი პოვნა — არამედ მათ უბრალოდ არ სურთ დებთან და ძმებთან დაკავშირება ან მათთვის პასუხის გაცემა. ისინი ამბობენ: „რატომ უნდა დაგიკავშირდე? ჩემს მოვალეობას ნებაყოფლობით ვასრულებ; ამაში ფულს არ მიხდიან. თუ წასვლა მინდა, წავალ! თუ სახლში რაღაც ხდება, ეს ჩემი პირადი საქმეა. მე არ ვარ ვალდებული შეგატყობინო და შენ არ გაქვს უფლება იცოდე!“ ზოგიერთი ადამიანი მიდის ერთი ან ორი თვით და შემდეგ ბრუნდება მოსახსენებლად ისე, რომ უხერხულობასაც კი არ გრძნობს, იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. სხვები მიდიან ორი ან სამი წლით და სრულიად მიუწვდომელნი არიან. ეკლესიაში მყოფი ადამიანები, რომლებმაც არ იციან რა ვითარებაა, ფიქრობენ, რომ რადგან ამ ადამიანს მრავალი წელია სწამს ღმერთი, შეუძლებელია, რომ მან ეკლესია დატოვოს. ისინი ვარაუდობენ, რომ რაღაც მოულოდნელი უნდა მომხდარიყო და წუხან, ხომ არ დააპატიმრა ისინი ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ. სინამდვილეში საქმე მხოლოდ ისაა, რომ ამ ადამიანს აღარ სურს ღვთის რწმენა და წავიდა დებისა და ძმების გაფრთხილების გარეშე. ზოგიერთი ადამიანი მიდის დაახლოებით ათი დღით და შემდეგ ბრუნდება; ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეწყვიტეს რწმენა. ზოგიერთი ადამიანი მიდის და შემდეგ ორი ან სამი წლით იკარგება — იტყოდით თუ არა, რომ მათ შეწყვიტეს რწმენა? (დიახ.) მათ ნამდვილად შეწყვიტეს რწმენა და ისინი უნდა ამოირიცხონ. ეს არ არის ჩვეულებრივი წასვლა; მათ შეწყვიტეს რწმენა. ადამიანური თვალსაზრისით, ამას ჰქვია რწმენის შეწყვეტა. როგორ უყურებს ამას ღმერთი? ღვთის თვალში ამას ჰქვია ღვთის უარყოფა, ღვთის არმიყოლა და ეს არის ღვთის ღალატი. მაგრამ მათი გადმოსახედიდან ისინი ფიქრობენ: „მე არ უარვყავი ღმერთი; გულში კვლავ მაქვს მისი რწმენა!“ ხედავთ? ისინი უბრალოდ ასე მსუბუქად უყურებენ ამას. ასევე არიან სხვები, რომლებიც წყვეტენ შეკრებებზე დასწრებას და თავიანთი მოვალეობის შესრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე არიან ან შინაგანად ნაწყენნი არიან, ან იმიტომ, რომ რომ თავიანთი მოვალეობის შესრულება ზედმეტად მძიმედ და დამღლელად მიაჩნიათ, ან ან კიდევ იმიტომ, რომ ოდნავ გასხლეს. ისინი მიდიან ისე, რომ არც კი ხსნიან რაიმეს იმ საქმის შესახებ, რაც ხელთ ჰქონდათ და ამბობენ: „არავინ დამიკავშირდეს. არ ვარ ბედნიერი და აღარ მინდა მწამდეს!“ როდესაც ისინი განაწყენდებიან, ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი წელი ან მეტი. მათი ტემპერამენტი მართლაც საოცარია — ერთი წლის განმავლობაშიც ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან! ზოგიერთი ადამიანი იღებს წინამძღოლებისა და მუშაკების საქმეს ეკლესიაში, მაგრამ არა მხოლოდ ვერ ასრულებს საქმეს კარგად, არამედ დაუფიქრებლად სჩადის ბოროტ საქმეებს, რითაც ჩაშლა და არევ-დარევა შეაქვს ეკლესიის საქმეში. მოგვიანებით დები და ძმები არ ირჩევენ მათ, და ასევე ამოიცნობენ და ამხელენ მათ თანაზიარებისას. ამიტომ ისინი იწყებენ ფიქრს: „ჩემს გასაკრიტიკებლად შეიკრიბნენ?უბრალოდ საქმე არ გავაკეთე კარგად, ნუთუ ეს მართლაც ასეთი დიდი პრობლემაა? რატომ აქვთ თანაზიარება და მამხელენ ასე? მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს განმიცდია ასეთი უსამართლობა! სანამ ღმერთს ვირწმუნებდი, ყოველთვის მე ვტუქსავდი სხვებს; არავის არასოდეს დავუტუქსივარ. როდის განმიცდია ასეთი გაჭირვება მანამდე? ყველანი მჩაგრავთ, თავს დამცირებულად მაგრძნობინებთ. აღარ მინდა მწამდეს!“ აი ასე, ისინი წყვეტენ რწმენას. ისინი, ვინც ამას ამბობენ, მხოლოდ ახალგაზრდები არ არიან — ზოგიერთი მათგანს რვა ან ათი წელია, რაც სწამს ღმერთი და ორმოცი ან ორმოცდაათი წლისაა, თუმცა მათაც შეუძლიათ ასეთი რამეების თქმა, როდესაც უკმაყოფილონი არიან. აქვთ თუ არა ასეთ ადამიანებს ღვთის ადგილი გულში? მიიჩნევენ თუ არა ისინი ღვთის რწმენას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან რამედ? ნორმალურია, რომ ადამიანი ოდნავ ნეგატიურად და სუსტად გრძნობდეს თავს, როდესაც მას სხლავენ ან როდესაც აწყდება უბედურებებს ან წარუმატებლობებს, მაგრამ ამან არ უნდა დააკარგინოს მას ღვთის რწმენა. ასეთი ადამიანები არ არიან ღვთის გულწრფელი მორწმუნეები. ღვთის გულწრფელ მორწმუნეებს შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი რწმენა მაშინაც კი, როდესაც მათ აპატიმრებენ და დევნიან — მხოლოდ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოწმობა. ზოგი როდესაც მცირე სტიქიური უბედურების წინაშე აღმოჩნდება, თუ დებმა და ძმებმა ან არ იციან ამის შესახებ ან თუ ცოტა გვიან იგებენ და დროულად არ ეხმარებიან მათ, იწყებს ფიქრს: „მე სირთულეების წინაშე ვარ და არავინ მაქცევს ყურადღებას. ასე რომ, ისინი ზემოდან მიყურებენ! ღვთის რწმენას აზრი არ აქვს. აღარ მინდა მწამდეს!“ მხოლოდ ასეთი უმნიშვნელო საკითხის გამო მათ შეუძლიათ დაკარგონ ღვთის რწმენა. ეს არის იმ ადამიანთა ერთ-ერთი გამოვლინება, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეკლესიის დატოვება.
არსებობს კიდევ ერთი ვითარება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება. ჩინეთის კომუნისტური პარტია თავის მხარეზე გადასაბირებლად სთავაზობს მათ კარგ სამსახურს და ეუბნება: „ღვთის რწმენით ვერაფერს შოულობ. რა პერსპექტივები შეიძლება გქონდეს? ჩვენ გიპოვეთ სამსახური უცხოურ კომპანიაში მაღალი ყოველთვიური ხელფასით, კარგი შეღავათებითა და შრომის დაზღვევით. ღვთის რწმენით შენ მომავალი არ გაქვს; აჯობებს იმუშაო, ფული იშოვო და იცხოვრო კარგი ცხოვრებით.“ საბოლოოდ, ისინი ტოვებენ ეკლესიას და მიდიან სამუშაოდ. ვიღაც ამბობს: „გუშინ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ასრულებდა თავის მოვალეობას ეკლესიაში. რატომ ჩაალაგა ნივთები და წავიდა დღეს?“ ისინი მიდიან სამუშაოდ და ფულის საშოვნელად; მათ აღარ სწამთ ღმერთი. ისინი მიდიან უსიტყვოდ და მას შემდეგ, ისინი დებისა და ძმებისგან განცალკევებულ გზას ადგებიან და სრულიად სხვა გზით მიმავალ ადამიანებად იქცევიან. მათ სურთ დიდებისა და სარგებლის ძიება, მაღლა ასვლა და გამორჩევა; მათ აღარ სწამთ ღმერთი. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც სახარების ქადაგებისას ხვდებიან ვინმეს, ვინც მოსწონთ, ერთვებიან მათთან ურთიერთობაში და მიდიან, რათა საერო ცხოვრებით იცხოვრონ. ისინი არა მხოლოდ წყვეტენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, არამედ ღვთის რწმენასაც კი. მათმა მშობლებმა სახლში ჯერ კიდევ არ იციან ამის შესახებ, ფიქრობენ, რომ ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ღვთის სახლში. სინამდვილეში ისინი დიდი ხნის წინ გაუჩინარდნენ — ვინ იცის, შესაძლოა ახლა შვილებიც კი ჰყავდეთ. მოვალეობის შესრულება ასეთი მნიშვნელოვანია, თუმცა მათ შეუძლიათ მიატოვონ ისეთი გადამწყვეტი საქმეც კი, როგორიცაა სახარების ქადაგება. როდესაც ისინი ხვდებიან ვინმეს, ვინც მოსწონთ ან ვისაც ისინი მოსწონს, ამ ადამიანის რამდენიმე მარტივი მაცდუნებელი და მიმზიდველი სიტყვა საკმარისია იმისთვის, რომ ისინი გზას ასცდნენ. იმდენად ქარაფშუტები და არასერიოზულები არიან, რომ შეუძლიათ ღვთის მიტოვება და ღალატი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მიუხედავად იმისა, რამდენი წელია სწამთ ასეთ ადამიანებს ღმერთი ან რამდენი ქადაგება მოუსმენიათ, მათ მაინც არ ესმით მცირედი ჭეშმარიტებაც კი. მათთვის ღვთის რწმენა უბრალოდ არ არის მნიშვნელოვანი და არც მათი მოვალეობის შესრულებას აქვს მნიშვნელობა — კურთხევის მიღების მიზნით ისინი გრძნობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ გააკეთონ ეს. როგორც კი პირადი საკითხი ან ოჯახური პრობლემა ჩნდება, ისინი შეიძლება უბრალოდ წავიდნენ. როდესაც მცირე სტიქიური უბედურების წინაშე აღმოჩნდებიან, შეუძლიათ უბრალოდ მიატოვონ რწმენა. ნებისმიერ რამეს შეუძლია ხელი შეუშალოს მათ ღვთისადმი რწმენას; ნებისმიერმა საკითხმა შეიძლება გამოიწვიოს მათი ნეგატიურობა და მოვალეობაზე უარის თქმა. რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? ეს საკითხი ნამდვილად ღრმა დაფიქრებას მოითხოვს!
რა ტიპის ადამიანები არიან ისინი, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება? ერთი ტიპია უგუნური, დაუფიქრებელი, დაბნეული ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რატომ სწამთ ღმერთი მიუხედავად იმისა, რამდენი წელია სწამთ. მათ საერთოდ არ იციან, რას წარმოადგენს ღვთის რწმენა. მეორე ტიპია ურწმუნონი, რომლებსაც საერთოდ არ სჯერათ ღვთის არსებობის და არ ესმით ღვთის რწმენის მნიშვნელობა ან ღირებულება. ქადაგებების მოსმენა და ღვთის სიტყვების კითხვა მათთვის ჰგავს თეოლოგიის შესწავლას ან რაიმე პროფესიული ცოდნის მიღებას — როგორც კი გაიგებენ და შეეძლებათ ამაზე საუბარი, ისინი ამას დასრულებულად მიიჩნევენ. ისინი არასოდეს ახორციელებენ ამას პრაქტიკაში. მათთვის ღვთის სიტყვები მხოლოდ ერთგვარი თეორიაა, ლოზუნგი და არასოდეს შეიძლება გახდეს მათი სიცოცხლე. ასე რომ, ამ ადამიანებისთვის ყველაფერი, რაც ღვთის რწმენას უკავშირდება, არ არის საინტერესო. ისეთი რამეები, როგორიცაა მოვალეობის შესრულება, ჭეშმარიტების ძიება, ღვთის სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება, დებთან და ძმბთან შეკრება და საეკლესიო ცხოვრებით ერთად ცხოვრება და ა.შ., მათთვის არანაირ მიმზიდველობას არ წარმოადგენს და არცერთი მათგანი არ ანიჭებს მათ იმ ბედნიერებასა და მღელვარებას, რასაც ჭამა, სმა და გართობა ანიჭებთ. მეორე მხრივ, ღვთის გულწრფელი მორწმუნეები გრძნობენ, რომ დებთან და ძმებთან ერთად ყოფნას ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებისთვის ან საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრებას ყოველთვის შეუძლია მათთვის სარგებლისა და შენაძენის მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისინი აწყდებიან საფრთხესა და დევნა, ან რისკავენ სახარების ქადაგებისას და ითმენენ გარკვეულ გაჭირვებას თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, რაც არ უნდა მოხდეს, ისინი იძენენ ჭეშმარიტების გაგებას და გაჭირვების ატანისა და მსხვერპლის გაღების მეშვეობით ღვთის შეცნობას აღწევენ და ეს გაჭირვება და მსხვერპლი იწვევს ტრანსფორმაციას მათ სიცოცხლე-განწყობაში. ამ ყველაფრის აწონ-დაწონვისა და შეფასების შემდეგ ისინი გრძნობენ, რომ ღვთის რწმენა კარგია და რომ ჭეშმარიტების გაგების უნარი წარმოუდგენლად ღირებულია. მათი გულები განსაკუთრებით მიჯაჭვული ხდება ეკლესიაზე და ისინი არასოდეს ფიქრობენ საეკლესიო ცხოვრების დატოვებაზე. თუ ხედავენ, რომ რამდენიმე ადამიანს გზავნიან B ჯგუფებში ან ეკლესია იზოლაციაში აქცევს ან იცილებს მათ ეკლესიის საქმეში არევ-დარევის შეტანის გამო, ისინი, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი, გულში მცირეოდენ ტანჯვას განიცდიან. ისინი ფიქრობენ: „გულმოდგინედ უნდა შევასრულო ჩემი მოვალეობა. აბსოლუტურად დაუშვებელია ჩემი მოცილება. ეს დასჯის ტოლფასია, რაც ნიშნავს ჯოჯოხეთში წასვლას! მაშინ რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას?“ ადამიანთა უმეტესობას ეშინია ეკლესიის დატოვების; ისინი გრძნობენ, რომ როგორც კი დატოვებენ ეკლესიას და მიატოვებენ ღმერთს, ვეღარ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას და ყველაფერი დასრულდება. მაგრამ ისინი, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება, ამას საკმაოდ ნორმალურ მოვლენად აღიქვამენ ისევე, როგორც სამსახურიდან წასვლას სხვის საპოვნელად. ისინი არასოდეს გრძნობენ წუხილს ან შინაგან ტკივილს. რას ფიქრობთ — გააჩნიათ თუ არა მათ, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება, რაიმე სინდისი ან გონირება? ასეთი ადამიანები უბრალოდ გამაოგნებლები არიან! ზოგიერთი ადამიანის მიერ მოვალეობის შესრულება არ შეესაბამება სტანდარტს და ისინი ყოველთვის დაუფიქრებლად სჩადიან ბოროტ საქმეებს, რითაც ჩაშლა და არევ-დარევა შეაქვთ ეკლესიის საქმეში. შემდეგ ეკლესია უკრძალავს მათ მოვალეობის შესრულებას და აგზავნის ჩვეულებრივ ეკლესიაში. მაშ, რა ხდება შედეგად? მეორე დღესვე ისინი სრულიად სხვა ადამიანებივით იქცევიან და სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებენ. ზოგი იწყებს პაემნებზე სიარულს და ქორწინდება, ზოგი - სამსახურის ძებნას, სხვები მიდიან კოლეჯში ან აღადგენენ კავშირს ძველ მეგობრებთან, ამყარებენ კავშირებს და ეძებენ გამდიდრების შესაძლებლობებს. ეს ადამიანები სწრაფად ერწყმიან უზარმაზარ სამყაროს, უჩინარდებიან კაცობრიობის ზღვაში — ეს სწორედ ასე სწრაფად ხდება. ზოგიერთი და და ძმა მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივ ეკლესიაში გააგზავნიან თავისი მოვალეობის შესრულებისას ცუდი შედეგების გამო, გადის ტანჯვის პერიოდს, მაგრამ შეუძლია დაფიქრდეს საკუთარ თავზე და აღიაროს საკუთარი პრობლემები ავლენს რა გამოსწორების სურვილს. თუმცა, მათ, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება, როგორც კი რაიმე სირთულეს აწყდებიან, აღარ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება და მეორე დღესვე ტოვებენ ეკლესიას, უბრუნდებიან რა არამორწმუნის ცხოვრებას. ისინი საერთოდ არ გრძნობენ ტკივილს და ფიქრობენ კიდეც: „რა არის ასეთი კარგი ღვთის რწმენაში? შენ მუდმივად დაგცინიან და ცილს გწამებენ სხვები, სავარაუდოდ დაგაპატიმრებენ და ციხეში ჩაგსვამენ კიდეც. დიდმა წითელმა დრაკონმა რომ სასიკვდილოდ მცემოს, განა ჩემი ცხოვრება ამაო არ იქნებოდა? მე ამდენი გაჭირვება ავიტანე ღვთის რწმენის გამო მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ რა მივიღე? ღმერთი რომ არ მერწმუნა, ახლა უკვე ჩინოვნიკი ვიქნებოდი, ფულს ვიშოვიდი და პრესტიჟული ცხოვრებით ვიცხოვრებდი! აქამდე რომ მწამდა ღმერთი, ვნანობ კიდეც — რომ მცოდნოდა, რომ ასე იქნებოდა, დიდი ხნის წინ წავიდოდი! რა აზრი აქვს ჭეშმარიტების გაგებას? პურს გაჭმევს თუ ფულს მოგიტანს?“ ხედავთ? მათ არა მხოლოდ არ აქვთ სინანული, არამედ თავს იღბლიანადაც კი გრძნობენ, რომ შეუძლიათ ეკლესიის დატოვება. განა ეს არ არის მათი, როგორც ურწმუნოების, ნამდვილი სახის გამოაშკარავება? (დიახ.)
ზოგიერთ ადამიანს ჩვევად აქვს მოვალეობების ზედაპირულად შესრულება და თავისი მოვალეობის შესრულებისას დაუდევარ ბოროტ საქმეებს აკეთებს. ეკლესიის მიერ მათი მოცილების შემდეგ ისინი თავიანთ ძმებსა და დებს ისე უყურებენ, თითქოს მტრები იყვნენ. მაშინაც კი, როდესაც მათი ძმები და დები თავაზიანად ცდილობენ მათთან საუბარს, ისინი უგულებელყოფენ მათ, სიძულვილით უყურებენ. ამბობენ რა: „თქვენ ხართ ისინი, ვინც ეკლესიიდან მომიცილა. ახლა შემომხედეთ! მე თქვენზე უკეთ ვარ! ახლა ოქრო-ვერცხლით ვარ მორთული, დიდი კაცი ვარ! მე ისე კომფორტულად მივიკვლევ გზას სამყაროში; თქვენ კი შეხედეთ, რა საცოდავები და დაქანცულები ხართ ღვთის რწმენით! თქვენ ყველა მუდმივად ისწრაფვით ჭეშმარიტების მოპოვებისკენ, მაგრამ არ მგონია, რომ ჩემზე ჭკვიანები ხართ! რა არის ასეთი კარგი ჭეშმარიტების მოპოვებაში? შეიძლება მისი საკვებივით ჭამა ან ფულივით დახარჯვა? ჭეშმარიტების ძიების გარეშეც კი საკმაოდ კარგად ვცხოვრობ, არა? გამიმართლა რომ მომიცილეთ — ამისთვის მადლობა უნდა გითხრათ!“ მათი სიტყვებიდან აშკარაა, რომ ისინი ურწმუნონი არიან და თავიანთი მოვალეობის შესრულებამ გამოაშკარავა ისინი. შეუძლია თუ არა არამორწმუნეს, რომელსაც მხოლოდ სიტყვიერად სწამს ღმერთი, ნებაყოფლობით შეასრულოს თავისი მოვალეობა? მოვალეობის შესრულება ნიშნავს პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესრულებას გასამრჯელოს მიღების თუ ფულის შოვნის გარეშე. ისინი ამას დანაკარგად აღიქვამენ, ამიტომ არ სურთ თავიანთი მოვალეობის შესრულება. ამგვარად მჟღავნდება მათი, როგორც ურწმუნოების, ნამდვილი სახე; ეს არის გზა, რომლითაც ღვთის საქმე ამხელს და გამორიცხავს ურწმუნოებს. ზოგიერთ ადამიანს ყოველთვის ზედაპირული დამოკიდებულება აქვს თავისი მოვალეობის შესრულებისას, უბრალოდ დღიდან დღემდე ცხოვრობს. როგორც კი მათ ეძლევათ შესაძლებლობა, იშოვონ ფული ან დაწინაურდნენ წუთისოფელში, ისინი ნებისმიერ დროს ტოვებენ ეკლესიას — მათ ყოველთვის ჰქონდათ ეს განზრახვა გონებაში. თუ ისინი გადაყვანილნი არიან ჩვეულებრივ ეკლესიაში იმის გამო, რომ ჩვევად აქვთ მოვალეობების ზედაპირულად შესრულება და თავიანთი მოვალეობის შესრულებისას დაუდევარ შეცდომებს უშვებენ, ისინი არა მხოლოდ არ დაფიქრდებიან საკუთარ თავზე, არამედ გაიფიქრებენ კიდეც: „ჩემი მოცილება სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთა ეკლესიიდან შენთვის დანაკარგია და ჩემთვის — მონაპოვარი.“ ისინი საკმაოდ კმაყოფილნიც კი არიან საკუთარი თავით. განა ასეთი ადამიანები ურწმუნონი არ არიან? მითხარით, შეესაბამება თუ არა ღვთის სახლის პრინციპებს იმ ურწმუნოთა მოცილება, რომლებიც განდევნილ იქნენ იმის გამო, რომ მათ ეკლესიის საქმის სერიოზული ჩაშლა და არევ-დარევა გამოიწვიეს თავიანთი დაუდევარი შეცდომებით? (დიახ.) ეს სრულად შეესაბამება პრინციპებს; ეს ოდნავადაც არ არის მათ მიმართ უსამართლობა. მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ და თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმართ ისეთია, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათზე უარის თქმა და ღალატი. ეს საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მათ გულებში საერთოდ არ აქვთ ინტერესი დადებითი რამის მიმართ. ამდენი წელია, რაც ღმერთი სწამთ და ამდენი ქადაგება მოუსმენიათ, თუმცა ღვთის რწმენის არცერთ ჭეშმარიტებას ან ღვთის რჩეული ხალხის გამოცდილებით დამოწმებებს არ შეუძლია მათი გულის მოგება. ეს მათ არც აინტერესებთ, არც ეხებათ და არც მიჯაჭვულობის გრძნობას არ იწვევს მათში. ეს არის მათი ადამიანობის არსი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ ინტერესი დადებითი რამეების მიმართ. მაშ, რით არიან ისინი დაინტერესებულნი? ისინი დაინტერესებულნი არიან ჭამით, სმით და გართობით, ხორციელი სიამოვნებებით, ბოროტი ტენდენციებითა და სატანის ფილოსოფიებით. ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან საზოგადოებაში არსებული ყველა ნეგატიური მოვლენით; მხოლოდ ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვებია ის, რითაც ისინი არ არიან დაინტერესებულნი. სწორედ ამიტომ შეუძლიათ მათ ნებისმიერ დროს ღვთის სახლის დატოვება. მათ საერთოდ არ აქვთ ინტერესი ღვთის სიტყვების ხშირად კითხვის ან ღვთის სახლის შეკრებების დროს ჭეშმარიტების შესახებ ხშირად თანაზიარების მიმართ. მათ განსაკუთრებით სძულთ მოვალეობის შესრულება და ფიქრობენ კიდეც, რომ ისინი, ვინც თავის მოვალეობას ასრულებენ, უგუნურები არიან. რა სახის მენტალიტეტი და რა სახის ადამიანობაა ეს? მათ არ აქვთ ინტერესი ჭეშმარიტების ან ღვთის მიერ ადამიანების ხსნის მიმართ და საერთოდ არ გრძნობენ მიჯაჭვულობას საეკლესიო ცხოვრების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ღიად არ განუსჯიათ ან დაუგმიათ ღვთის სიტყვები, ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში უსმენდნენ ქადაგებებს ისე, რომ ჭეშმარიტების მცირედიც კი არ ესმოდათ — ეს აშკარად მიუთითებს პრობლემაზე. არავინ განიცდის სიძულვილს ერთდროულად დადებითი და უარყოფითი რამეების მიმართ. რამ. სანამ დადებითი რამეები არ მოგწონს, განსაკუთრებით დაინტერესებული იქნები უარყოფითი რამეებით. თუ განსაკუთრებით დაინტერესებული ხარ უარყოფითი რამეებით, მაშინ ნამდვილად არ იქნები დაინტერესებული დადებითი რამეებით. ამ ტიპის ადამიანს საერთოდ არ აქვს ინტერესი დადებითი რამეების მიმართ, ამიტომ ღვთის სახლში არაფერია ისეთი, რის მიმართ მიჯაჭვულობას გრძნობენ, რაც მოსწონთ ან რისკენაც ისწრაფვიან. წუთისოფლის ბოროტი ტენდენციები, ფული, დიდება და სარგებელი, ჩინოვნიკობა, გამდიდრება და სხვადასხვა პოპულარული ერესი და მცდარობა არის ის, რითაც ისინი ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი. მათი გული მიმართულია წუთისოფლისკენ და არა ღვთის სახლისკენ, რის გამოც ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდნენ. ღვთის სახლისა და საეკლესიო ცხოვრების დატოვება მათში იწვევს არა სინანულს, ტანჯვას ან ტკივილს, არამედ სრულ შვებას. ისინი გულში ფიქრობენ: „საბოლოოდ აღარ მიწევს ყოველდღე ქადაგებების ან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებების მოსმენა, ამით შეზღუდვა. ახლა შემიძლია თამამად ვისწრაფოდე დიდებისა და სარგებლისკენ, ფულისკენ, ლამაზი ქალებისკენ და პირადი პერსპექტივებისკენ. ბოლოს და ბოლოს, შემიძლია თამამად ვიცრუო და მოვატყუო სხვები, განვახორციელო შეთქმულებები და სქემები და ყოველგვარი ბოროტი ტაქტიკა გამოვიყენო პრაქტიკაში ყოველგვარი წუხილის გარეშე. შემიძლია ნებისმიერი საშუალება გამოვიყენო ადამიანებთან ურთიერთობისთვის!“ ღვთის სახლში ქადაგებების მოსმენა და ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება მათთვის მტკივნეულია, ხოლო ღვთის სახლის დატოვება შვებას ჰგავს. ეს ნიშნავს, რომ ეს დადებითი რამეები არ არის ის, რაც მათ გულს სჭირდება. მათ წუთისოფლისა და საზოგადოების ყველა სიკეთე სურთ. აქედან ნათელია, რომ მიზეზი, რის გამოც ეკლესია დატოვეს, პირდაპირ კავშირშია მათ მისწრაფებებთან და არჩევანთან.
რა არის იმ ადამიანთა ბუნება-არსება, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ღვთის სახლის დატოვება? ახლა ხედავთ, რა არის ეს? (დიახ. ისინი არიან იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც ურწმუნონი არიან. ამ ადამიანების უმეტესობა რეინკარნირებული მხეცია; ყველანი უგუნური ადამიანები არიან ტვინისა და აზროვნების გარეშე.) მართალია. მათ არ ესმით რწმენის საკითხები. მათ არ ესმით, სინამდვილეში რას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, რა გზით უნდა იარონ ადამიანებმა, რას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, პრაქტიკის რა პრინციპები უნდა დაიცვან, როდესაც საქმე ეხება საკუთარი თავის წარმართვას და ა.შ., და არც სურთ ჭეშმარიტების ძიება მათ გასარკვევად. რისკენ ისწრაფვიან ისინი? მთელი დღის განმავლობაში მათი ფიქრები იმის გარშემო ტრიალებს, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ სარგებლის მისაღებად და სხვებზე აღმატებული ცხოვრებით დასატკბობად. ზოგიერთი ადამიანი ღვთის რწმენას შეუდგება, როდესაც წუთისოფელშია დასაქმებული. მაგრამ როგორც კი მათ დააწინაურებენ ზედამხედველად ან მენეჯერად ან გახდებიან უფროსები, ისინი წყვეტენ რწმენას. როდესაც დები და ძმები უკავშირდებიან მათ, ისინი ამბობენ: „ახლა მე სტატუსისა და რეპუტაციის მქონე ადამიანი ვარ, სოციალური მდგომარეობით. თქვენთან ერთად ღვთის რწმენა ძალიან დამამცირებელია. ყველამ შორს დაიჭირეთ თავი ჩემგან და აღარ მომძებნოთ! თუ გსურთ, შეგიძლიათ გამიშვათ ან განმდევნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი ღვთის რწმენის თავი დასრულებულია და მე აღარაფერი მაქვს საერთო ადამიანებთან, რომლებსაც ამ თქვენი ღმერთის სწამთ!“ ხედავთ რას ამბობენ? რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? კვლავ დაუკავშირდებოდით მათ? (არა.) მათ ასე პირდაპირ ილაპარაკეს, თუმცა ზოგიერთი ეკლესიის წინამძღოლი მაინც გრძნობს სინანულს მათი წასვლის გამო და ბევრჯერ უკავშირდება მათ დასარწმუნებლად: „შენ ასეთი კარგი სულიერი მონაცემები გაქვს; ოდესღაც წინამძღოლი და მუშაკიც კი იყავი. მხოლოდ იმიტომ გაგათავისუფლეს, რომ არ ეძიებდი ჭეშმარიტებას. თუ გულმოდგინედ ეძიებ ჭეშმარიტებას, აუცილებლად გადარჩები და მომავალში აუცილებლად იქნები საყრდენი, მთავარი დასაყრდენი ღვთის სახლში!“ რაც უფრო მეტს ამბობენ წინამძღოლები ამ სიტყვებს, მით უფრო მეტ ზიზღს იწვევს ეს მეორე მხარეში. ზოგიერთი ეკლესიის წინამძღოლი დაბნეულია და აკლია გარჩევის უნარი; ეს ადამიანი დააწინაურეს წუთისოფელში, თუმცა წინამძღოლებს მაინც შურთ მისი და სურთ მასთან კავშირების დამყარება — განა ეს არ მეტყველებს თავმოყვარეობის არქონაზე? ადამიანებს, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, შეუძლიათ ნათლად დაინახონ ეს საკითხი: საზოგადოებაში დაწინაურება არ არის კარგი ნიშანი; ეს არ არის სწორი გზა ადამიანისთვის! ზოგიერთი ადამიანი წყვეტს ღმერთის რწმენას, როგორც კი საზოგადოებაში მცირე სტატუსს მოიპოვებს — ეს უბრალოდ ამხელს მათ და ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ღმერთი ან უყვართ ჭეშმარიტება. ისინი რომ გულწრფელი მორწმუნეები ყოფილიყვნენ, საზოგადოებაში რომც დაეწინაურებიათ და პერსპექტიული მომავალი ჰქონოდათ, მაინც არ მიატოვებდნენ ღმერთს. ახლა, როდესაც მათ უღალატეს ღმერთს, არსებობს თუ არა რაიმე საჭიროება, რომ ეკლესია დაუკავშირდეს და იმუშაოს მათზე? ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ისინი უკვე გამოაშკარავდნენ, როგორც ურწმუნონი. ურწმუნოებით ისინი წაგებულები რჩებიან — მათ უბრალოდ არ აქვთ კურთხევა. უბრალოდ საცოდავი არსებები არიან; თუ კვლავ დაჟინებით მოითხოვ ისევ ირწმუნონ ღმერთი, განა ეს უგუნურება არ არის? რაც უფრო მეტად ცდილობ ამას, მით უფრო ზემოდან გიყურებენ. მიაჩნიათ, რომ ყველა, ვისაც სწამს ღმერთი, არის დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი, რომელსაც აკლია სულიერი მონაცემები. სწორედ ამიტომ არიან ისინი განსაკუთრებით ამპარტავანნი და თვითმართალნი; ყველას ზიზღით უყურებენ. თუ ვინმე იჩენს ინტერესს ან ზრუნავს მათ მიმართ, ისინი ამას აღიქვამენ, როგორც მათგან კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობას. რა სახის მენტალიტეტია ეს? ეს არის დებისა და ძმების სწორად აღქმის უუნარობა. არიან ისეთები, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი? როდესაც წააწყდებით ამ ტიპის ადამიანს, უნდა უარყოთ ის. როგორც კი იტყვიან: „ახლა მე უფროსი ზედამხედველი ვარ. აღარ მომძებნოთ. თუ კვლავ დამიკავშირდებით, თქვენ წინააღმდეგ წავალ! ნუ მოხვალთ ჩემს კომპანიაში და ნუ შემარცხვენთ — არაფერი მაქვს საერთო ადამიანებთან, რომლებსაც ღმერთი სწამთ!“ — როგორც კი იტყვიან ამ სიტყვებს, დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ, მოიშოროთ ის და აღარასოდეს იქონიოთ ურთიერთობა ასეთ ადამიანთან. მას ეშინია, რომ ჩვენ ვისარგებლებთ მისი წარმატებით; ამიტომ უნდა გვქონდეს გარკვეული თვითშემეცნება. ისინი წარმატებას აღწევენ და უფრო მაღალ ეშელონებში ინაცვლებენ; ისინი ჩვენი დონის არ არიან. ჩვენ უბრალო მოკვდავნი ვართ, საზოგადოების ფსკერზე მყოფი ადამიანები. ჩვენ არ უნდა ვეცადოთ მათთან კავშირის დამყარებას — ნუ დაიმცირებთ თავს ასე! ასევე არსებობენ ასაკით უფროსი ადამიანები, რომელთა შვილებიც ყიდულობენ მდიდრულ სახლს ქალაქში. გადასვლის შემდეგ ისინი უჩინარდებიან დებისა და ძმებისთვის და ამბობენ: „აღარ მომძებნოთ. თქვენ ყველანი სოფლიდან ხართ. თუ მომძებნით, ხალხი იფიქრებს, რომ მეც სოფლიდან ვარ, რომ სოფლელი ნათესავები მყავს. რა სამარცხვინო იქნება ეს! იცით, როგორი ადამიანია ჩემი შვილი? ის ფულიანია, მდიდარი კაცია, საჯაროდ ცნობილი ადამიანი! თუ ჩემთან კავშირს შეინარჩუნებთ, განა ეს არ იქნება დამამცირებელი ჩემი შვილისთვის? ასე რომ, მომავალში აღარ მომძებნოთ!“ როგორც კი იტყვიან ამ სიტყვებს, უბრალოდ უპასუხეთ: „რადგან ეს არის შენი დამოკიდებულება, ჩვენ გვესმის. მაშინ გისურვებთ ბედნიერებას და სიხარულს!“ იმ მომენტში, კიდევ ერთი სიტყვაც რომ თქვათ, სულელად და მდაბიოდ გამოჩნდებით. უბრალოდ დაუყოვნებლივ წასვლა სწორი საქციელია. არასოდეს ეცადოთ ურწმუნოების ძალით დარწმუნებას — ეს უბრალოდ სულელური საქციელია. გესმით? (დიახ.) რამდენად სულელი შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანი? ისინი ამბობენ: „ამ ადამიანის შვილი მდიდარი კაცია, ფულიანი, რომელსაც საზოგადოებაში სტატუსი აქვს. ის მთავრობის წარმომადგენლებთანაც კია დაკავშირებული. თუ დავარწმუნებთ მას, რომ გააგრძელოს ღვთის რწმენა, მისმა ოჯახმა შეიძლება დებსა და ძმებსაც კი უმასპინძლოს!“ როგორ ჟღერს ეს იდეა? თუ ამაზე იფიქრებთ ეკლესიის საქმის, დებისა და ძმების და უსაფრთხოების გათვალისწინების თვალსაზრისით, ეს სრულიად მისაღებია. მაგრამ უნდა ნახო, გულწრფელად სწამს თუ არა მას ღმერთი. თუ მას არ სურს ღვთის რწმენა და არ მოსწონს დებთან და ძმებთან კონტაქტი, მაგრამ შენ მაინც გსურს მისი დარწმუნება, რომ ირწმუნოს ღმერთი, განა ეს სისულელე არ არის? ნუ გააკეთებთ ისეთ რამეებს, რაც თავმოყვარეობის არქონაზე მეტყველებს. ჩვენ გვაქვს ღვთის მფარველობა და წინამძღოლობა ღვთის რწმენაში. რა გარემოშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ეს ყველაფერი ღვთის მეუფებისა და განგებულების ქვეშაა. რა ტანჯვაც არ უნდა გადავიტანოთ, ღირსეულად უნდა ვიცხოვროთ. ზოგიერთ ადამიანს შურს კიდეც იმ ადამიანის, ვინც დატოვა ღვთის სახლი, ამბობენ რა, რომ ის ნიჭიერია — არის თუ არა ეს თვალსაზრისი სწორი? როგორ უნდა შევხედოთ ამ საკითხს? როგორც კი ის დიდ სახლში გადავიდა, შეწყვიტა ღვთის რწმენა. საზოგადოებაში მას აქვს სტატუსი და მდგომარეობა და ზემოდან უყურებს დებსა და ძმებს, მიიჩნევს რა მათ საზოგადოების ფსკერზე მყოფ ადამიანებად, რომლებიც არ არიან მასთან ურთიერთობის ღირსი. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს თვითშემეცნება და არ უნდა ვეცადოთ ასეთ ადამიანებთან კავშირების დამყარებას ან მათთან დაახლოებას, არა? (დიახ.)
არ არის საჭირო ყურადღების მიქცევა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ღვთის სახლის დატოვება მიუხედავად იმისა, ურწმუნონი არიან თუ უბრალოდ უსაქმურები, ღმერთი სწამთ კურთხევის მისაღებად თუ კატასტროფების თავიდან ასაცილებლად — ვითარების მიუხედავად — სანამ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ღვთის სახლის დატოვება და წასვლის შემდეგ აღიზიანებთ დებისა და ძმების დაკავშირება და კიდევ უფრო მეტად - მათი დახმარება და მხარდაჭერა, ავლენენ რა მტრულ დამოკიდებულებას მის მიმართ, ვინც მათთან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებას ეწევა. თუ ამ ტიპის ურწმუნოებს აღმოაჩენენ, ისინი დროულად უნდა გამოაშკარავდნენ და მოცილებულნი იქნენ. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ უყვარდეს ჭეშმარიტება, მაგრამ მათ მოსწონთ იყვნენ კარგი ადამიანები და სიამოვნებთ დებთან და ძმებთან ერთად ცხოვრება; ეს მათ ბედნიერ განწყობაზე აყენებს; გარდა ამისა, თავს არიდებენ ცუდ მოპყრობას. გულში იციან, რომ სწამთ ჭეშმარიტი ღმერთი და მზად არიან გულმოდგინედ იშრომონ. თუ მათ მართლაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება, ფიქრობთ, რომ უნდა მიეცეთ თავიანთი მოვალეობის შესრულების გაგრძელების უფლება? (დიახ.) თუ ისინი მზად არიან იშრომონ და არ იწვევენ შეწუხებას ან ჩაშლას, მაშინ მათ შეუძლიათ გააგრძელონ შრომა. მაგრამ თუ ერთ დღეს მათ აღარ სურთ შრომა და ღვთის სახლის დატოვება უნდათ და ამბობენ: „მივდივარ, რათა ვცადო წუთისოფელში წარმატების მიღწევა. აღარ ვაპირებ თქვენთან ერთად ამ თქვენი ღმერთის რწმენას. ეს არ არის სახალისო და ზოგჯერ, როდესაც ზედაპირულად ვასრულებ ჩემ მოვალეობას, მსხლავენ. აქ ყოფნა მართლაც რთულია; მინდა წავიდე“ — უნდა დავარწმუნოთ ასეთი ადამიანი დარჩენაზე? (არა.)შეგვიძლია უბრალოდ ერთი კითხვა დავუსვათ მათ: „კარგად დაფიქრდი?“ თუ ისინი იტყვიან: „დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე“, შეგიძლია უპასუხო: „მაშინ საუკეთესოს გისურვებთ. თავს მიხედე და ნახვამდის!“ არის თუ არა ეს მიდგომა მისაღები? (დიახ.) რას ფიქრობთ, რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? ისინი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივ ადამიანზე მაღლა დგანან და რომლებსაც სძულთ წუთისოფელი და მისი გზები, ხშირად ციტირებენ ცნობილი ადამიანების ლექსებს, როგორიცაა: „მე ვაქნევ ჩემს სახელოს, არ მიმაქვს ღრუბლის ნატამალიც კი.“ ისინი ფიქრობენ, რომ ინარჩუნებენ სიწმინდეს, ვერ ერგებიან ამ წუთისოფელს და სურთ იპოვონ გარკვეული ნუგეში ღვთის რწმენით. ისინი ყოველთვის თვლიან საკუთარ თავს არაჩვეულებრივ პიროვნებად, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მიწიერი ადამიანები არიან, რომლებიც მხოლოდ ჭამისთვის, სმისთვის და გართობისთვის ცხოვრობენ. მათ არ გააჩნიათ რეალური აზრები და რეალური მისწრაფებები. ისინი საკუთარ თავს ამაღლებულ პიროვნებად მიიჩნევენ, თითქოს არავის შეეძლოს მათი აზრების გაგება ან მათ აზროვნებასთან გატოპება. ისინი თვლიან, რომ მათი გონებრივი თვალსაწიერი აღემატება ჩვეულებრივი ადამიანისას, და ამბობენ ისეთ რამეებს, როგორიცაა: „თქვენ ყველა ჩვეულებრივი ადამიანები ხართ; აი, მე კი განსხვავებული ვარ. თუ მკითხავ, საიდან ვარ, გეტყვი, რომ ჩემი მშობლიური ქალაქი შორსაა.“ გითხრეს მათ, საიდან არიან? იცი, სად არის ეს ეგრეთ წოდებული „შორეული“ ადგილი? ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეკლესიის დატოვება, ზუსტად ამ ტიპისანი არიან. მათ ჰგონიათ, რომ ვერსად ჰპოვებენ კმაყოფილებას და ყოველთვის ფიქრობენ რაღაც არარეალურ, ბუნდოვან, ილუზორულ რამეებზე. ისინი არ ახდენენ ფოკუსირებას რეალობაზე და არ ესმით, რას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე ან რა გზა უნდა აირჩიონ ადამიანებმა. მათ ეს საკითხები არ ესმით — ისინი უბრალოდ უცნაურები არიან. თუ ამ ტიპის ადამიანმა გადაწყვიტა ეკლესიის დატოვება და ამბობს, რომ დიდი ხანია ფიქრობს ამაზე, მაშინ არ არის საჭირო მის დარჩენაზე დაყოლიება. ერთი სიტყვაც კი აღარ თქვათ — უბრალოდ გაათავისუფლეთ ის და ეგ არის. ასე უნდა მოვექცეთ ასეთ ადამიანებს; ეს შეესაბამება ადამიანებთან მოპყრობის პრინციპებს. ამით სრულდება თანაზიარება მათ შესახებ, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია ეკლესიის დატოვება.
კ. მერყეობა
მეათე გამოვლინებაა: „მერყეობა.“ რა კონკრეტული გამოვლინებები აქვთ ადამიანებს, რომლებიც მერყეობენ? უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიდი ეჭვები, რაც ამ ადამიანებს აქვთ ღვთის რწმენის შესახებ, არის: „სინამდვილეში არსებობს თუ არა ღმერთი? არსებობს თუ არა სულიერი სამყარო? არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი? არის თუ არა ღვთის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ჭეშმარიტება? ხალხი ამბობს, რომ ეს ადამიანი განკაცებული ღმერთია, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერცერთ ასპექტს, რაც მას განკაცებულ ღმერთს ამსგავსებს! მაშ, სად არის ზუსტად ღვთის სული? მართლა არსებობს თუ არა ღმერთი?“ მათ არასოდეს ძალუძთ ამ კითხვებში გარკვევა. ისინი ხედავენ, რომ ბევრ ადამიანს სწამს ღმერთი და ფიქრობენ: „ღმერთი უნდა არსებობდეს. ის ალბათ არსებობს. იმედი მაქვს, რომ არსებობს. ღმერთის რწმენას ჩემთვის არანაირი ზიანი არ მოუტანია; არავინ მომქცევია ცუდად. მსმენია, რომ მოვალეობის შესრულებას შეუძლია მოიტანოს კურთხევა და კარგი საბოლოო სამყოფელი მოტანა და ამიტომ მომავალში არ მოვკვდები. ასე რომ, ვფიქრობ, უბრალოდ მივყვები და ვირწმუნებ.“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რწმენის შემდეგ ისინი ხედავენ, რომ ზოგიერთი ადამიანი აწყდება განსაცდელსა და უბედურებას და იწყებენ ფიქრს: „განა ღვთის რწმენას არ უნდა მოჰქონდეს კურთხევა? ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად დაავადდა და გარდაიცვალა, ზოგიერთი დიდმა წითელმა დრაკონმა დააპატიმრა და სიკვდილამდე სდევნა, სხვები კი დაავადდნენ ან მათ ოჯახებს უბედურება დაატყდათ თავს მოვალეობის შესრულებისას. რატომ არ დაიცვა ისინი ღმერთმა? მაშ, მართლა არსებობს თუ არა ღმერთი? ის რომ არსებობდეს, მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო!“ ზოგიერთი კეთილისმსურველი ადამიანი მათთან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებას ეწევა და ეუბნება: „ღმერთი ხელმწიფებს ყველაფერზე და ადამიანების ბედი ღვთის ხელით იმართება. ადამიანებმა უნდა მიიღონ ეს რამეები ღვთისგან და მიენდონ ღვთის წარმართვასა და განგებას. ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია.“ რაზეც ეს მერყევი ინდივიდები პასუხობენ: „ვერ ვხედავ, რა არის ამაში კარგი! უბედურებების მოთმენა — ეს კარგია? სერიოზული ან განუკურნელი დაავადება — ეს კარგია? სიკვდილი კიდევ უარესია. არსებობს თუ არა ღმერთი? არ ვიცი.“ ისინი ყოველთვის სავსენი არიან ეჭვებით ღვთის მიმართ. როდესაც ხედავენ, რომ ბევრი ადამიანი ასრულებს მოვალეობას, ღვთის სახლის საქმე სულ უფრო და უფრო ფართოვდება და ეკლესია დღითიდღე ყვავის, ისინი გრძნობენ, რომ ღმერთი აუცილებლად უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესმით, რომ დები და ძმები მოწმობენ იმ ნიშნებსა და სასწაულებზე, რომლებიც ღმერთმა აჩვენა და იმ მადლს, რომელიც მათ ღვთისგან მიიღეს; ეს მერყევი ინდივიდები კიდევ უფრო ძლიერად გრძნობენ, რომ: „ღმერთი ნამდვილად არსებობს! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დაინახონ ღვთის სული, განკაცებული ღმერთის მიერ ნათქვამი სიტყვები ადამიანებმა მოისმინეს; მე ასევე გამიგია, როგორ ეწევა ამდენი ადამიანი თანაზიარებას ღვთის სიტყვების შესახებ და განიცდის ღვთის სიტყვებს. ასე რომ, ღმერთი ნამდვილად უნდა არსებობდეს!“ როდესაც ეკლესია ყვავის, მისთვის ყველაფერი შეუფერხებლად მიდის, ის ვითარდება და ეკლესიის საქმე სულ უფრო და უფრო ფართოვდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დები და ძმები განსაკუთრებულ გარემოებებისა და განსაკუთრებული მოვლენების წინაშე აღმოჩნდებიან და მათი მეშვეობით ხედავენ ღვთის მფარველობას, მეუფებას და წინამძღოლობას; ისინი გრძნობენ, რომ ღმერთი არსებობს და რომ ღმერთი ნამდვილად კარგია. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეიძლება განიცადონ იმედგაცრუებები და დაუდგეთ რთული პერიოდი; ზოგმა შეიძლება განიცადოს წარუმატებლობები და დაბრკოლებები ან ღვთის სახლმა შეიძლება განდევნოს ადამიანთა გარკვეული ნაწილი; ეს ყოველივე, განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელი, მკაცრად ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენებს და სცდება მათ მოლოდინებს. ისინი ფიქრობენ: „თუ ღმერთი არსებობს, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო? ეს არ უნდა მომხდარიყო! ნორმალურია, როცა მსგავსი რამ ხდება არამორწმუნეთა შორის, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ეს ღვთის სახლშიც მომხდარიყო? თუ ღმერთი არსებობს, მან უნდა მოაგვაროს ეს საკითხები და თავიდან აიცილოს მათი მოხდენა, რადგან ის ყოვლისშემძლეა, აქვს ხელმწიფება და ძალა! მართლა არსებობს თუ არა ღმერთი? ადამიანებს არ ძალუძთ ღვთის სულის დანახვა. რაც შეეხება განკაცებული ღვთის მიერ ნათქვამ სიტყვებს, ყველა ამბობს, რომ ისინი არის ჭეშმარიტება, გზა და რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ადამიანების სიცოცხლე. მაგრამ რატომ ვერ ვგრძნობ, რომ ისინი ჭეშმარიტებაა? ამდენი ხანია ვისმენ ქადაგებებს, მაგრამ ჩემი ცხოვრება საერთოდ არ შეცვლილა! ამდენი ვიტანჯე — რა მივიღე?“ მათ ეჭვი ეპარებათ ღმერთში და მათი ენთუზიაზმი მოვალეობის შესრულების მიმართ მცირდება და ნელდება. შემდეგ ისინი ფიქრობენ ღვთის სახლის დატოვებაზე, რათა წავიდნენ სამუშაოდ და ფული იშოვონ ღირსეული ცხოვრებისთვის — ეს აქტიური ფიქრები ჩნდება. ისინი გულში ფიქრობენ: „თუ ღმერთი, რომლისაც მწამს, არ არის ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ ჩემი უმუშევრობა ან ფულის არშოვნა მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა ღვთის მწამდა, ასეთი დიდი დანაკარგი ყოფილა! არა, ასე ფიქრი არასწორია. მე მაინც სათანადოდ უნდა მწამდეს. მსმენია ხალხისგან, რომ ღვთის სიტყვების მეტი კითხვა საშუალებას მისცემს ადამიანს გაიგოს ჭეშმარიტება, გადაჭრას ყველა პრობლემა და აღარ იყოს სუსტი. მაგრამ მე წავიკითხე ღვთის სიტყვები და მაინც ვერ გავიგე ჭეშმარიტება. რატომ ვგრძნობ თავს კვლავ ნეგატიურად? რატომ ვგრძნობ ყოველთვის, რომ არ მაქვს ენერგია ჩემი მოვალეობის შესასრულებლად? ღმერთი არ მოქმედებს ჩემში! მე ამდენი პრობლემა მაქვს, მაგრამ ღმერთს არ მოუცია გამოსავალი ჩემთვის. მაშ, მართლა არსებობს თუ არა ღმერთი? თუ ეს არის ჭეშმარიტი გზა, ღმერთმა უნდა აკურთხოს ადამიანები, ვინც მშვიდობიანად, შეუფერხებლად და სტაბილურად ასრულებს თავის მოვალეობას. მაშ, ჯერ კიდევ რატომ არსებობს ასეთი დიდი სირთულეები სახარების ქადაგებასა და მოვალეობის შესრულებაში? მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რელიგიური სამყარო ჩამორჩა და ყოვლისშემძლე ღვთის რწმენა არის სასუფევლის ეპოქაში შესვლა, რატომ ვერ დავინახე, როგორ მუშაობს სულიწმიდა?“ რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სულიერი გაგება. ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს, მაგრამ არ ესმით ჭეშმარიტება. რამდენი ჭეშმარიტების შესახებაც არ უნდა იყოს თანაზიარება, მათ არ შეუძლიათ მისი მნიშვნელობის გაგება. ისინი ყოველთვის უყურებენ საგნებს თავიანთი წარმოდგენებისა და ფანტაზიების საფუძველზე და მუდმივად სავსენი არიან ეჭვებით ღვთის მიმართ. როგორ შეეძლო ასეთ ადამიანს ჭეშმარიტების გაგება? ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ სახარების ქადაგება საკმაოდ რთულია, ამიტომ ისინი ფიქრობენ: „ეს რომ ჭეშმარიტი გზა ყოფილიყო, სულიწმიდა დიდი ძალით იმოქმედებდა. სადაც არ უნდა წასულიყვნენ დები და ძმები სახარების საქადაგებლად, ეს არ შეფერხდებოდა და დაბრკოლდებოდა. უფრო მეტიც, მთავრობის წარმომადგენლებიც დაიწყებდნენ რწმენას და ყველაფერს მწვანე შუქს აუნთებდნენ. ეს ნამდვილად იქნებოდა ჭეშმარიტი ღმერთის საქმე. მაგრამ ახლა, ფაქტებს რომ ვუყურებთ, ეს საერთოდ არ არის ასე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებსა და ჩინოვნიკებს არა მხოლოდ არ სწამთ ღმერთი, არამედ ისინი არც უჭერენ მხარს ღვთის რწმენას. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობები დევნიან კიდეც მორწმუნეებს და ხელს უშლიან ადამიანებს ღვთის რწმენაში. მაშ, არის თუ არა ღმერთი, რომლისაც ჩვენ გვწამს, ნამდვილად ჭეშმარიტი ღმერთი? არ ვიცი; ძნელი სათქმელია.“ მათ გულებში ყოველთვის არის უზარმაზარი კითხვის ნიშანი. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი რაიმე სახის ახალ ამბავს ისმენენ, ეს მათთვის ჰგავს „მიწისძვრას“, რომლის გავლენაც არც უზარმაზარია და არც შეუმჩნეველი, რაც მათ მერყეობას იწვევს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „იმიტომ ხომ არ მერყეობენ ისინი ყოველთვის, რომ ღმერთი მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში სწამდათ?“ ეს ასე არ არის — ზოგიერთ ადამიანს სწამდა სამი წელი, ხუთი წელი ან ათ წელზე მეტიც კი. ითვლება თუ არა ეს მცირე დროდ? თუ ვინმეს სწამდა სამი ან ხუთი წლის მანძილზე მადლის ეპოქის საქმის დროს, ეს არ ჩაითვლებოდა ხანგრძლივ პერიოდად, რადგან მას არ ჰქონდა მოსმენილი ღვთის გამონათქვამები და სიტყვები უკანასკნელ დღეებში; მას მხოლოდ ცოტაოდენი ბიბლიური ცოდნა და სულიერი თეორიები ესმოდა ბიბლიიდან და ადამიანთა ქადაგებებიდან. ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ რაიმე მიეღოთ. სხვაგვარადაა საქმე, როდესაც ვინმე იღებს ამჟამინდელი ეტაპის საქმეს — თუკი ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და მიჰყვებიან ღმერთს სამი წლის განმავლობაში, ის, რასაც ისინი განიცდიან, ესმით და იღებენ, აღემატება იმას, რისი მიღებაც შეეძლო ვინმეს უფლის რწმენით ოცი ან ოცდაათი წლის განმავლობაში ან თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში, მადლის ეპოქაში. მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც მერყეობენ სამი, ხუთი ან თუნდაც ათ წელზე მეტი ხნის რწმენის შემდეგაც კი, მაინც ვერ ადგენენ, არის თუ არა საქმის ეს ეტაპი ღვთის მიერ შესრულებული და მათ ეჭვიც კი ეპარებათ ღვთის არსებობაში. იტყოდი თუ არა, რომ ასეთი ადამიანები ძალიან პრობლემურები არიან? აქვთ თუ არა მათ ჭეშმარიტების გაგების უნარი? (არა.) აქვთ თუ არა მათ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი აზროვნების წესი? (არა.) მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება. რა სიტუაციაც არ უნდა წარმოიშვას ეკლესიაში, მას ყოველთვის შეუძლია მათი მერყეობის გამოწვევა — მათ გულებში არსებული კითხვის ნიშანი მუდმივად იწვევს მათთვის „მიწისძვრებს“. თუ ანტიქრისტეები ეკლესიაში არევ-დარევას იწვევენ და ზოგიერთი ადამიანი შეცდომაში შეჰყავთ ან თუ ვინმე, ვისაც ისინი აღმერთებენ, აკეთებს ისეთ რამეს, რასაც არ ელოდნენ — მაგალითად, იპარავს შესაწირავებს ან ერთვება გარყვნილ საქმიანობაში — და მას იცილებენ, ეს მათ გულებში იწვევს მერყეობას და ეჭვი ეპარებათ ღმერთში: „განა ეს არ არის ღვთის საქმის ნაკადი? მაშინ როგორ შეიძლებოდა ასეთი უკანონო ქმედებები მომხდარიყო ეკლესიაში? როგორ შეეძლო ღმერთს დაეშვა ანტიქრისტეთა და ბოროტმოქმედთა გამოჩენა? მართლა ეს არის ჭეშმარიტი გზა?“ ყველაფერი, რაც ეკლესიაში ხდება და რაც ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენებს, იწვევს მათში ეჭვების გაჩენას და ისინი იწყებენ კითხვების დასმას იმის შესახებ, არის თუ არა ეს ჭეშმარიტი გზა, არის თუ არა ეს ღვთის საქმე და მართლა არსებობს თუ არა ღმერთი. ისინი უბრალოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, რათა სწორად შეხედონ საკითხს. მხოლოდ ეს არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ თავიდან ბოლომდე მათ ფუნდამენტურად არასოდეს სჯეროდათ, რომ საქმის ეს ეტაპი ღმერთმა აღასრულა. თავიდან ბოლომდე მათ არასოდეს სცოდნიათ, რა არის ჭეშმარიტება ან რატომ გამოხატავს ღმერთი ჭეშმარიტებას. ღმერთმა ამდენი სიტყვა წარმოთქვა და ამდენი საქმე შეასრულა — ეს ყველაფერი ღვთის ნამოქმედარია. ამდენმა ადამიანმა გადაამოწმა და დარწმუნდა ამაში, მაგრამ ისინი უარს ამბობენ საკითხების ამ ფაქტორებზე დაყრდნობით განხილვაზე. ისინი ყოველთვის იყენებენ ადამიანურ პერსპექტივებსა და ადამიანურ აზროვნებას განსჯისთვის — ისინი ზედმეტად ენდობიან საკუთარ თავს. როდესაც ეკლესიის საქმეში ან საეკლესიო ცხოვრებაში არის გარკვეული ხარვეზები ან გადახრები ან როდესაც ეკლესია იჩაგრება და იდევნება მთავრობის მიერ, ისინი კვლავ იწყებენ კითხვების დასმას: „მართლა ეს არის ჭეშმარიტი გზა?“ როდესაც ეკლესიაში ჩნდებიან ანტიქრისტეები და ცრუ წინამძღოლები, ისინი ასევე იწყებენ კითხვების დასმას. ისინი ამბობენ: „შეხედეთ იმ პასტორებსა და უხუცესებს რელიგიურ ეკლესიებში — მათ ნამდვილად უყვართ უფალი და მათ ეკლესიებში არ ხდება ანტიქრისტეთა ინციდენტები. აი, ეს არის ჭეშმარიტი გზა. თუ ის, რაც თქვენ აქ გაქვთ, არის ჭეშმარიტი გზა, რატომ ხდება ჯერ კიდევ მსგავსი მოვლენები?“ აი, როგორ აკეთებენ ისინი შედარებებს. და როგორ აკეთებს შედარებებს ზოგიერთი სხვა უგუნური? ისინი ამბობენ: „შეხედეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ღმერთი სამი ავტონომიის ეკლესიაში — მათ აქვთ სახელმწიფოს თანხმობა და სახელმწიფო მათ სერტიფიკატებსაც კი აძლევს და მიწას გამოუყოფს ეკლესიების ასაშენებლად. ეს ყველაფერი ლეგიტიმური და კანონიერია. გაქვთ თქვენ საჯარო ეკლესია? არის თქვენი ეკლესიები რეგისტრირებული? სახელმწიფო პასტორებსაც კი ნიშნავს სამი ავტონომიის ეკლესიებში და ამ პასტორებს აქვთ ლიცენზიები. აქვთ თქვენს წინამძღოლებსა და მუშაკებს ლიცენზიები? სახელმწიფო არ გაძლევთ ღვთის რწმენის უფლებას; ის გაპატიმრებთ და გდევნით. თქვენ არც კი გაქვთ ფიქსირებული ადგილი შეკრებებისთვის; თქვენ ყოველთვის ფარულად იკრიბებით. მართლა ეს არის ჭეშმარიტი გზა? ეს რომ ჭეშმარიტი გზა ყოფილიყო, რატომ შეიკრიბებოდით და შეასრულებდით თქვენს მოვალეობას ყოველთვის ასე ფარულად?“ მათ არ შეუძლიათ ამ საკითხის ამოცნობაც კი. ნებისმიერ სიტუაციას შეუძლია გამოიწვიოს მათი მერყეობა და ღვთის მიმართ ეჭვების გაჩენა. მითხარით, შეუძლია თუ არა ასეთ ადამიანს მტკიცედ დგომა? (არა.) მიუხედავად იმისა, რომ მათ გარეგნულად არ დაუტოვებიათ ეკლესია, ისინი გულში საფრთხის ზღვარზე არიან. ისინი არასოდეს არიან დარწმუნებულნი ღვთის საქმესა და ღვთის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებებში და ისინი ყოველთვის ნახევრად მორწმუნენი, ნახევრად ეჭვქვეშ მყოფნი არიან; ეს შეუძლებელს ხდის მათთვის ჭეშმარიტი რწმენის ქონას. მათ არ შეუძლიათ დაინახონ, რომ ყველა დევნა, ჩაგვრა და დაპატიმრება, რაც მოხდა ღვთის საქმის ამ წლების განმავლობაში, ყველა ღვთის მეუფების ქვეშ იყო და ყველა ექვემდებარება ღვთის წარმართვასა და განგებას. ამიტომ, მათ აქვთ წარმოდგენები და შეუძლიათ ეჭვქვეშ დააყენონ, შეუძლია თუ არა ღმერთს ყველაფერზე ხელმწიფება. მათ ყოველთვის სჯერათ, რომ ღვთის სახლის ყველა საქმე ადამიანების მიერ კეთდება და ვერ ხედავენ ღვთის საქმეების უმცირეს ნიშანსაც კი. განა ისინი ურწმუნონი არ არიან? თუ ასეთი ადამიანი მხოლოდ ახლად მორწმუნეა ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში და ნათლად არ აქვს გააზრებული სხვადასხვა ჭეშმარიტება, გასაგებია, რომ მათ აქვთ ეჭვები და მერყეობენ, როდესაც ხედავენ ისეთ მოვლენებს, რაც ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენებს. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს რამდენიმე წელია, რაც ღმერთი სწამს, მოუსმენია უამრავი ქადაგება და სირთულეების წინაშე აღმოჩენისას მათთან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება ჰქონიათ. იმ დროს მათ მოძღვრების დონეზე ესმოდათ ის, რაც ესმოდათ. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც კვლავ აწყდებიან საკითხებს, ისინი კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ ღმერთს და ღვთის საქმეს. ეს აჩვენებს, რომ ასეთ ადამიანებს არ აქვთ ჭეშმარიტების გაგების უნარი, აკლიათ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი აზროვნება და ვერ აკმაყოფილებენ ადამიანად ყოფნის სტანდარტს.
როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანებს, რომლებიც მერყეობენ? ადამიანობის თვალსაზრისით ეს ადამიანები არ არიან ბოროტმოქმედები, მაგრამ ისინი ნამდვილად პრობლემური ტიპის ადამიანები არიან, რადგან მათ აკლიათ ჭეშმარიტების გაგების უნარი და არ აქვთ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი აზროვნება. რაც მთავარია, მათ არც კი შეუძლიათ დაადასტურონ ის მრავალი ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთმა გამოხატა და არც ის იციან, არის თუ არა ეს სიტყვები ჭეშმარიტება ან არის თუ არა ისინი ღვთის გამოხატულება და ღვთის საქმე. მათი გაგების უნარიდან გამომდინარე, რა ტიპის ადამიანები არიან ისინი? სწორია იმის თქმა, რომ ისინი ურწმუნონი არიან და ასევე სწორია იმის თქმა, რომ ისინი დაბნეული ადამიანები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ადამიანებს არ ჩაუდენიათ რაიმე აშკარა ბოროტება და არ მიიჩნევენ ბოროტმოქმედებად, რადგან ისინი ამ დონემდე დაბნეულები არიან და შეუძლიათ ბევრი ისეთი რამის გაკეთება, რაც იწვევს ჩაშლას და არევ-დარევას, განა ისინი უსარგებლონი არ არიან? (დიახ.) მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია სწამთ ღმერთი ან რამდენი ქადაგება მოუსმენიათ, მათ არასოდეს ძალუძთ ჭეშმარიტების გაგება. მათ არც კი შეუძლიათ დაადასტურონ ღვთის არსებობა ან ღვთის მეუფება. რა სახის სულიერი მონაცემებია ეს? ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ აქვთ ჭეშმარიტების გაგების უნარი. ისინი არიან ადამიანები ძალიან ცუდი სულიერი მონაცემებით; ან შეგიძლიათ თქვათ, რომ მათ საერთოდ არ აქვთ სულიერი მონაცემები — ისინი უტვინო, უსარგებლო ადამიანები არიან. მითხარით, რა მოვალეობის შესრულება შეუძლიათ უსარგებლო ადამიანებს? (მათ არ შეუძლიათ რაიმე მოვალეობის შესრულება.) მათ არ შეუძლიათ რაიმე მოვალეობის შესრულება და ყოველთვის ეჭვებით სავსენი და მერყევნი არიან. მაშ, როგორ უნდა მოვექცეთ და გავუმკლავდეთ ასეთ ადამიანებს? ასეთ ადამიანებთან გამკლავების ყველაზე შესაფერისი გზაა, არ მივცეთ მათ რაიმე მოვალეობის შესრულების უფლება. მაშინაც კი, თუ ისინი ითხოვენ მოვალეობის შესრულებას, მათ არ უნდა მიეცეთ ამის უფლება. რატომ არა? იმიტომ, რომ როგორც კი ასეთი ადამიანები იწყებენ მოვალეობის შესრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ აიტანეს გაჭირვება და გაიღეს გარკვეული მსხვერპლი, ადრე თუ გვიან მათ მოუნდებათ ღვთის სახლთან ანგარიშსწორება. თუ მათ დააპატიმრებენ ან აღმოჩნდებიან სტიქიური უბედურებების ან ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფების წინაშე, ინანებენ, რომ თავი გაიღეს ღვთისთვის; ისინი მწარედ იწუწუნებენ და დაიწყებენ ისეთი შენიშვნების გავრცელებას, როგორიცაა: „მე ამდენი ვიტანჯე ეკლესიის საქმისთვის და ჩემი მოვალეობის შესრულებისთვის. ვჭამე ასე ცოტა საჭმელი, მეძინა ასე ცოტა ხანი და ვიშოვე ამდენად ნაკლები ფული. მოვალეობა რომ არ შემესრულებინა, გამომუშავებულ ფულს ბანკში შევიტანდი და ის პროცენტს მომიტანდა! ამდენი რისკი ავიღე საკუთარ თავზე — რა ღირს რისკის თითოეული საათი? რა არის შრომის საფასური?“ ისინი შეეცდებიან ფინანსურ ანგარიშსწორებას ღვთის სახლთან და დაიმუქრებიან კიდეც, რომ თუ ღვთის სახლი არ აუნაზღაურებს მათ, ისინი დაასმენენ ღვთის სახლს. განა ასეთი ადამიანებისთვის მოვალეობის შესრულების უფლების მიცემა დაუსრულებელ პრობლემებს არ მოიტანდა? ასეთ მდაბიო ინდივიდებთან ურთიერთობა გამოიწვევს ჩახლართულობას, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია. რამდენი რამეც არ უნდა გააკეთონ ეკლესიისთვის, ისინი გულში ინახავენ პატარა დავთარს, სადაც ნათლად იწერენ თითოეულ ანგარიშს. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ეკლესიისთვის, ისინი არასოდეს აკეთებენ ამას ნებაყოფლობით. რადგან მათ არ სურთ, მათ ანგარიშსწორება უნდათ. რატომ არის ასე? ეს იმიტომ ხდება, რომ გულში ისინი არ აღიარებენ ღვთის არსებობას ან არ სჯერათ ღვთის არსებობის. ისინი არ აღიარებენ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა ან რომ ღვთის საქმეს შეუძლია ადამიანების გადარჩენა. მაშ, რა სახის ჯილდო იქნებოდა მათთვის საჭირო, რომ თავი კმაყოფილად ეგრძნოთ მცირე მსხვერპლის გაღების, ცოტაოდენი ტანჯვის, გარკვეული მოვალეობის შესრულებისა და გარკვეული ადამიანური და მატერიალური რესურსების დახარჯვის გამო ეგრეთ წოდებული ღმერთისთვის, რომელსაც ისინი თავიანთ გონებაში წარმოიდგენენ? თუ ისინი სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებდნენ, იქნებოდნენ თუ არა კმაყოფილნი? თუ ერთ დღეს ისინი მიხვდებიან, რომ ისინი მოიცილეს, რადგან არ ეძიებდნენ ჭეშმარიტებას, რა იქნება შედეგები? იფიქრებენ, რომ ღვთის სახლმა მოატყუა ისინი, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა მოატყუეს ისინი და რომ მათ სიბნელეში ამყოფებდნენ და თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. შემდეგ, მათ ექნებათ სადავო საკითხი ღვთის სახლთან, მოითხოვენ კომპენსაციას და დაუსრულებლად გააჭიანურებენ საქმეს. ფიქრობ, რომ ღვთის სახლს მოუნდებოდა ასეთ ადამიანთან საქმის დაჭერას? ღვთის სახლი აბსოლუტურად არ გააკეთებს ასეთ სისულელეს! ღვთის რჩეული ხალხი ასრულებს თავის მოვალეობას შექმნილი არსებების პასუხისმგებლობის განსახორცელებლდ — ეს მთლიანად მათი საკუთარი არჩევანია, რაღაც, რის გაკეთებაც მათ სურთ. ღვთის სახლი არასოდეს აიძულებს ან აძალებს ვინმეს. მაგრამ როგორც კი ურწმუნოები იწყებენ მოვალეობის შესრულებას, პრობლემების წარმოშობა მხოლოდ დროის საკითხია. როდესაც ისინი ცუდ ხასიათზე არიან, აუცილებლად დაიწყებენ წუწუნს და ჩივილს და ეტყვიან სხვებს: „თქვენ ყველანი ისე ლამაზად საუბრობდით და მომატყუეთ, მეუბნებოდით, რომ ღვთის რწმენა საშუალებას მომცემდა მომეპოვებინა ჭეშმარიტება და საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ არცერთ თქვენგანს არ უთქვამს, რომ ეკლესიაში იქნებოდნენ ანტიქრისტეები, რომლებიც შეცდომაში შეიყვანდნენ ადამიანებს, ბოროტმოქმედები, რომლებიც ჩაშლიდნენ და არევ-დარევას შეიტანდნენ ეკლესიის საქმეში ან რომ ეკლესია მოიცილებდა ან განდევნიდა ადამიანებს. თქვენ არასოდეს გითქვამს, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა ეკლესიაში!“ ისინი შეიძლება შემოგიტრიალდნენ, დაგადანაშაულონ კიდეც და გითხრან: „არასოდეს აგიხსნიათ ეს ყველაფერი ჩემთვის ნათლად. მე უბრალოდ მოგყევით თქვენ ღვთის რწმენაში და ჩემი მოვალეობის შესრულებაში. შედეგად, ახლა მე არ გამაჩნია პერსპექტივები წუთისოფელში; ხელი შემიშალეთ დიდი ფულის შოვნაში. უნდა ამინაზღაუროთ ჩემი დანაკარგები!“ განა არ მიგაჩნია ამაზრზენად, როდესაც ისინი იწყებენ შენთან ანგარიშსწორებას? ისურვებდი მათთან საქმის დაჭერას? (არა.) ვის შეეძლო ასეთი ადამიანებისთვის რამის ნათლად ახსნა? ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას, მათ არ შეუძლიათ დაინახონ ღვთის არსებობა და არ შეუძლიათ შეიგრძნონ ღვთის არსებობა თავიანთი გამოცდილებით. მითხარი, ვის შეეძლო ამ ფაქტის მათ თავში ჩადება? არავის. მათ არ აქვთ ჭეშმარიტების მიღების უნარი, ამიტომ ჭეშმარიტების ძიების თხოვნა ძალიან რთული იქნებოდა, ეს მათ რთულ მდგომარეობაში ჩააგდებდა — ამის გაკეთება უბრალოდ არარეალურია. მათ სწამთ ღმერთი მხოლოდ კურთხევების მისაღებად. სანამ ისინი ასრულებენ მცირე მოვალეობას, ისინი ითხოვენ ჯილდოს. თუ ისინი ვერ იღებენ იმას, რაც სურთ, ისინი იწყებენ ლანძღვას: „მომატყუეს და გამაცურეს! თქვენ ყველანი თაღლითები ხართ!“ მითხარით, ისურვებდით ამ შეურაცხყოფის ატანას? (არა.) ვინ მოატყუა ისინი? განა თავად არ აქვთ ამბიციები და სურვილები და სურთ კურთხევების მიღება? განა მათ არ ირწმუნეს ღმერთი ზუსტად კურთხევების მისაღებად? მათ ახლა არ მიუღიათ კურთხევები, მაგრამ განა ეს იმიტომ არ არის, რომ ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას? განა ეს მათი საკუთარი პრობლემა არ არის? მათ ღმერთიც კი არ სწამთ, თუმცა მაინც სურთ ღვთისგან კურთხევის მიღება — როგორ შეიძლება კურთხევის მიღება ასე ადვილი იყოს? განა ეს საკითხები არ აუხსნეს მათ ნათლად დიდი ხნით ადრე, სანამ ისინი მოვალეობის შესრულებას დაიწყებდნენ? (დიახ.) მაგრამ შეგიძლია მათთან ლოგიკურად საუბარი? არ შეგიძლია — ისინი უბრალოდ იტყვიან, რომ შენ მოატყუე ისინი. მითხარი, ღვთის სახლში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია, რაც დებსა და ძმებს ღმერთი სწამთ, ვინ არ ასრულებს მოვალეობას ნებაყოფლობით? მიუხედავად იმისა, რომ არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს არ სწამთ ღმერთი და მშობლები ან ნათესავები ითრევენ რწმენასა და მოვალეობის შესრულებაში, ეს მაინც ძალიან ცოტაა. მაშინაც კი, თუ შენი მშობლები ჩაგითრევენ ამაში, ეს შენს სასიკეთოდაა — ეს უნდა გესმოდეს. ეს შენი ოჯახია, რომელიც გითრევს — ღვთის სახლის დები და ძმები არ გითრევენ ან გაიძულებენ. ღვთის რწმენა და მოვალეობის შესრულება სრულიად ნებაყოფლობითია. ახლა, ვისაც წასვლა სურს, შეუძლია წავიდეს; ღვთის სახლის კარები ყოველთვის ღიაა. თუმცა, როგორც კი წახვალ, უკან დაბრუნება ასე ადვილი აღარ იქნება. ისინი, ვინც სრულ განაკვეთზე ასრულებენ მოვალეობას ღვთის სახლში, საგულდაგულოდ არიან შერჩეულნი — ნებისმიერი არ მიიღება. არსებობს განსაზღვრული სტანდარტები და პრინციპები, და მხოლოდ მათ, ვინც აკმაყოფილებს კვალიფიკაციას, შეუძლიათ დარჩნენ ეკლესიაში სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთათვის. ადამიანები, რომლებიც მერყეობენ, ფიქრობენ: „თქვენ არ ამიხსენით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ნათლად. იმ დროს მოვალეობას მხოლოდ იმიტომ ვასრულებდი, რომ დაბნეული ვიყავი.“ რა არ აგიხსნეს ნათლად? დები და ძმები ყოველდღე ერთად ეწევიან ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარებას მოვალეობის შესრულებისას — თუ ამ ადამიანებს არ ესმოდათ, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი დაბნეულები და ბრმები არიან. მათ არ შეუძლიათ ამაში სხვების დადანაშაულება. მაგრამ ისინი არ ისაუბრებენ შენთან ლოგიკურად ამის შესახებ; ისინი უბრალოდ გრძნობენ, რომ უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს და სურთ ანგარიშსწორება და კამათი ღვთის სახლთან. განა ასეთი ადამიანები არაგონივრულნი და უკიდურესად ამაზრზენნი არ არიან? ასე რომ, როგორც კი გაიგებთ ასეთი ადამიანების ნამდვილ სახეს და ნათლად დაინახავთ, რომ ისინი დაბნეულები, სრულიად უსარგებლონი არიან, არ შეუძლიათ რაიმე მოვალეობის შესრულება და მუდმივად ფოკუსირებულნი არიან კურთხევის მიღებაზე, მათი გონება მოცულია კურთხევის მიღების ფიქრებით და რომ ყველაფერი, რაც მათ იციან, არის ის, რომ მოვალეობის შესრულებას შეუძლია მოიტანოს კურთხევა, ხსნა, სასუფეველში შესვლა და უკვდავება და მათ იციან მხოლოდ ეს რამდენიმე ფრაზა ისე, რომ სხვა არაფერი ესმით — არ იციან რა არის ჭეშმარიტება, როგორ განახორციელონ ჭეშმარიტება პრაქტიკაში ან როგორ დაემორჩილონ ღმერთს — მაშინ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სურთ ან ითხოვენ მოვალეობის შესრულებას, შეიძლება თუ არა, რომ ისინი განვაწესოთ ამის გასაკეთებლად? (არა.)
ადამიანები, რომლებიც მერყეობენ მაშინაც კი, როდესაც უსაფრთხოდ და მშვიდად არიან, ეჭვებს განიცდიან და ყოველთვის აკვირდებიან. როგორც კი აწყდებიან დევნასა და დაპატიმრებებს, იწყებენ მერყეობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტი რწმენა ღვთისადმი. როდესაც შესაბამისი გარემოებები იქმნება, ისინი მჟღავნდებიან. ეს იმას მოწმობს, რომ არასოდეს ყოფილან დარწმუნებულნი ღვთის საქმეში და ყოველთვის სვამდნენ კითხვებს და აკვირდებოდნენ. რატომ არ დატოვეს ეკლესია? ფიქრობენ: „მე ამდენი წელია მწამს ღმერთი და ამდენი გაჭირვება გადავიტანე. ახლა რომ წავიდე ყოველგვრი სარგებლის მიღების გარეშე, განა ეს დანაკარგი არ იქნებოდა? განა მთელი ეს ტანჯვა ამაო არ იქნებოდა?“ აი, რას ფიქრობენ ისინი. შეიძლება იფიქრო, რომ დარწმუნებულნი არიან, რომ აქვთ რწმენა, რომ ესმით ჭეშმარიტება, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ისინი კვლავ ეჭვობენ, კვლავ აკვირდებიან. გულში უბრალოდ სურთ დაინახონ, მართლაც ყვავის თუ არა ღვთის სახლის საქმე, მოაქვს თუ არა ნაყოფი თითოეულ საქმეს და აქვს თუ არა მას დიდი გავლენა წუთისოფელზე. მათ განსაკუთრებით სურთ, იცოდნენ შემდეგი რამ: როგორ მიმდინარეობს სახარების გავრცელება ეკლესიების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში? არის თუ არა ის მასშტაბური და აქვს თუ არა გავლენა? ამ ნაკადს მოპოვებული აქვს თუ არა საერთაშორისო აღიარება? მიიღო თუ არა რომელიმე ცნობილმა ადამიანმა ან გავლენიანმა ფიგურამ საქმის ეს ეტაპი? არის თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესია აღიარებული ან დამტკიცებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ? აქვს თუ არა მას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მხარდაჭერა? დაუკმაყოფილდათ თუ არა სხვადასხვა ქვეყანაში დებსა და ძმებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადები? ეს არის ისეთი საკითხები, რაც ასეთ ადამიანებს ყოველთვის ადარდებთ და ეს არის მათი მერყეობის ნათელი გამოვლინება. როგორც კი ხედავენ, რომ ღვთის სახლი ძლიერდება და სახარების საქმე გავრცელდა, თავს იღბლიანად გრძნობენ, რომ არ დატოვეს ის და აღარ ეპარებათ ეჭვი ღმერთში. მაგრამ როგორც კი ხედავენ, რომ ღვთის სახლის საქმე ფერხდება, ბრკოლდება ან ზიანდება, რომ დებისა და ძმების მიერ მოვალეობის შესრულებაზეც ახდენს გავლენას და რომ ეკლესია გარიყული და უარყოფილია წუთისოფლის მიერ, იწყებენ ფიქრს მის დატოვებაზე. ყოველთვის სვამენ კითხვებს: „მართლა ხელმწიფებს ღმერთი ამ ყოველივეზე? რატომ ვერ ვხედავ ღვთის ყოვლისშემძლეობას? მართლა ჭეშმარიტებაა ღვთის სიტყვები? შეუძლიათ მათ მართლაც განწმინდონ და გადაარჩინონ ადამიანები?“ ისინი ვერასოდეს ახერხებენ ამ საკითხების არსში წვდომას და განაგრძობენ მათზე კითხვების დასმას, რადგან არ აქვთ სულიერი გაგება და არ ძალუძთ ღვთის სიტყვების გაგება. რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ, ვერანაირ დასკვნამდე ვერ მიდიან ამ ყოველივეს შესახებ. შედეგად, ყოველთვის ეკითხებიან გარშემომყოფთ, ოცნებობენ ისეთ სმენაზე, რომ გაიგონ შორეულ მანძილზე ნათქვამი და ისეთ თვალებზე, რომ დაინახონ ათასი მილის მანძილზე, რათა მიიღონ ინფორმაცია და შეიტყონ სიახლეები შორ მანძილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. შემდეგ შეძლებენ ადრევე გადაწყვიტონ, უნდა დარჩნენ თუ წავიდნენ. განა ასეთი ადამიანები უგუნურები არ არიან? (დიახ.) განა ამგვარი ადამიანები დამღლელი ცხოვრებით არ ცხოვრობენ? (დიახ.) მათ არ აქვთ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი აზროვნება და არც ჭეშმარიტება ესმით. რაც უფრო მეტი ხდება, მით უფრო შეშფოთებულნი და დაბნეულნი ხდებიან. არ იციან, როგორ გაარჩიონ ეს საკითხები ან როგორ დაახასიათონ ისინი; ა ნამდვილად არ იციან, როგორ გაარჩიონ სწორი და არასწორი ამ საკითხებთან მიმართებაში ან ისწავლონ გაკვეთილები მათგან და შემდეგ იპოვონ პრაქტიკის პრინციპები ღვთის სიტყვაში. არ იციან, როგორ გააკეთონ ეს ყოველივე. მაშ, რას აკეთებენ ისინი? მაგალითად, როდესაც ანტიქრისტეები და ბოროტმოქმედები ჩნდებიან ეკლესიაში და შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები, იწყებენ ფიქრს: „ზუსტად ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი? მართლა ჭეშმარიტია ეს გზა? ვიქნები თუ არა კურთხეული, თუ გავაგრძელებ რწმენას ბოლომდე? უკვე რამდენიმე წელია ვასრულებ ჩემს მოვალეობას — ღირდა თუ არა ეს ტანჯვა? უნდა გავაგრძელო თუ არა ჩემი მოვალეობის შესრულება?“ ყველაფერს საკუთარი ინტერესების პერსპექტივიდან განიხილავენ და არ ძალუძთ ჩაწვდნენ მათ წინაშე არსებულ არცერთ ადამიანს, მოვლენასა და საგანს და ძალიან უსუსურად გამოიყურებიან. არ გააჩნიათ სწორი აზრები და შეხედულებები და სურთ იდგნენ განზე და შორიდან დააკვირდნენ, დაინახონ, როგორ განვითარდება მოვლენები. მათ რომ უყურებ, გრძნობ, რომ საცოდავებიც არიან და სასაცილოებიც. როდესაც არაფერი ხდება, საკმაოდ ნორმალურად იქცევიან, მაგრამ როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, არ იციან, რა მხრიდან უნდა შეხედონ ამ საკითხს და ის, რასაც ამბობენ, ასახავს არამორწმუნეების აზრებსა და შეხედულებებს. მას შემდეგ, რაც ყველაფერი სრულდება, შეუძლებელია იმის დანახვა, თუ რა მიიღეს აქედან. განა ასეთი ადამიანები ძალიან უგუნურები არ არიან? (დიახ.) სწორედ ასე იქცევიან უგუნური ადამიანები. მაშ, რა არის ამგვარ ადამიანებთან მოპყრობის პრინციპები? მათი გამოვლინებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ჩაითვალონ უკიდურესად მოღალატე და ბოროტ ადამიანებად. თუმცა, აქვთ ფატალური ნაკლი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ აზრები, არ აქვთ სული და არ ძალუძთ რაიმეს არსში წვდომა. რაც არ უნდა მოხდეს მათ ირგვლივ, დაბნეულობა იპყრობთ, არ იციან ვის ენდონ, ვის დაეყრდნონ, ან როგორ შეხედონ პრობლემას. ან საიდან დაიწყონ მისი მოგვარება — უბრალოდ პანიკის მდგომარეობაში არიან. პანიკის შემდეგ შეიძლება გაუჩნდეთ ეჭვები ან დროებით დამშვიდდნენ, მაგრამ მათი ჩვეული მერყეობა უცვლელი რჩება. მათი გამოვლინებებიდან გამომდინარე, რადგან არ შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ბოროტმოქმედები, თუ ამჟამად შეუძლიათ შეასრულონ მცირე მოვალეობა და ნებაყოფლობით იშრომონ, შეიძლება მიეცეთ თავიანთი მოვალეობის შესრულების გაგრძელების უფლება. თუმცა, ეს ეფუძნება იმ წინაპირობას, რომ მათი მოვალეობა სულ მცირე გარკვეულ შედეგებს იძლევა. თუ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ისე, რომ საერთოდ არ იღებენ ჭეშმარიტებას და ყოველთვის ზედაპირულები არიან, მაშინ სახლში უნდა გააგზავნონ. თუმცა, თუ მზად არიან, გამოასწორონ თავიანთი შეცდომები, მაშინ უნდა მიეცეთ ღვთის სახლში დარჩენისა და თავიანთი მოვალეობის შესრულების გაგრძელების უფლება. უნდა დაევალოთ ნებისმიერი მოვალეობა, რისთვისაც შესაფერისნი არიან. თუ არ შეუძლიათ რაიმე მოვალეობის შესრულება და უბრალოდ უსარგებლონი არიან, მაშინ უნდა გაიგზავნონ სადმე, რაც მათ შეესაბამება. ამ შემთხვევაში, ეს აღარ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, არიან თუ არა მზად და სურთ თუ არა შრომა. განა საქმეების მოგვარების ეს გზა მარტივი არ არის? (დიახ.)
შეგიძლიათ ამოიცნოთ ადამიანები, რომლებიც მერყეობენ? არიან ასეთი ადამიანები თქვენ გარშემო? ზოგიერთი ადამიანი წარსულში ეკლესიიდან განიდევნა. დავუშვათ, ერთ-ერთი მათგანი ამბობს ამას: „უკეთესობისკენ შევიცვალე. აღარ ვმერყეობ. ადრე ყოველთვის ვმერყეობდი, როდესაც საქმე ჭეშმარიტ გზას ეხებოდა, რადგან, როდესაც ღვთის სახლი იწყებდა თავის საქმეს საზღვარგარეთ, ყველაფერი მართლაც რთული იყო. იმ დროს ეკლესიაში დებისა და ძმებისთვის ძალიან რთული იყო სახარების ქადაგება და საზღვარგარეთ ცოტა ადამიანი იყო, ვინც მიიღო ჭეშმარიტი გზა. გარდა ამისა, თითქოს არ არსებობდა სახარების საქმის გავრცელების არანაირი პერსპექტივა. ამრიგად, მაშინ ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა ღმერთის საქმეში. ახლა, როდესაც ვხედავ, რომ ღვთის სახლის სახარების საქმე ვრცელდება, სხვადასხვა საქმე უმჯობესდება და ნაყოფს იძლევა და ეკლესიები სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ყვავის, აღარ მეპარება ეჭვი და აღარ ვმერყეობ. გთხოვთ, მომეცით ჩემი მოვალეობის შესრულების უფლება. ნუ დამაყენებთ მათ რიგებში, ვინც მოცილებულ ან განდევნილ იქნა!“ იქნებოდა თუ არა სწორი ასეთი ადამიანისთვის შანსის მიცემა? (არა.) რატომ არა? (მათი სიტყვები ყალბია. მათ მხოლოდ იმიტომ სურთ ეკლესიასთან კვლავ დაკავშირება, რომ ხედავენ, ღვთის სახლის საქმე გავრცელებისკენ მიდის და ძლიერდება. მაგრამ როდესაც რაიმე ისეთი ხდება, რაც მათ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება, ისინი კვლავ დიწყებენ მერყეობას.) ჩაწვდით ამ საკითხის არსს? (დიახ.) ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან მერყევია. დღეს ქარი ერთი მიმართულებით უბერავს და ისინიც იმ მიმართულებით მიდიან; ხვალ სხვა მიმართულებით უბერავს და ისინიც იმას მიჰყვებიან — მაშინაც კი, როდესაც ქარი არ არის, ისინი მაინც თავისით მერყეობენ. ასეთ ადამიანებს არ აქვთ აზროვნების უნარი, რომელიც ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, ამიტომ ისინი არ აკმაყოფილებენ ადამიანად ყოფნის სტანდარტს. სწორია ეს? (დიახ.) თუ ადამიანს აქვს ნორმალური ადამიანის აზროვნების უნარი და გააჩნია წვდომის უნარი, რომელიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, ის დაინახავდა, რომ ღმერთმა ამდენი ჭეშმარიტება გამოხატა და შეძლებდა დაედასტურებინა, რომ ეს ღვთის საქმეა. უფრო მეტიც, ამდენ ადამიანს სწამს ღმერთი — ისინი ყოველდღე ხედავენ ღვთის საქმეს და სულიწმიდის საქმეს ისევე როგორც ღვთის საოცარ საქმეებს; მათი რწმენა ძლიერდება და ენერგია მოვალეობის შესრულებისას იზრდება. არის თუ არა ეს ისეთი რამ, რისი მიღწევაც ადამიანის საქმით შეიძლება? ისინი, ვისაც არ აქვთ აზროვნების უნარი, რაც არ უნდა ნათლად აუხსნა ეს საკითხები, ვერ დაადასტურებენ, რომ ეს ღვთის საქმეა. მათ აკლიათ განსჯის უნარი. რაც არ უნდა დიადი იყოს საქმე, რომელსაც ღმერთი ახლა აღასრულებს, რამდენსაც არ უნდა საუბრობდეს ის, რამდენი ადამიანიც არ უნდა მიჰყვებოდეს მას, რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ეს ღვთის საქმეა ან რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ კაცობრიობის ბედი ღვთის მეუფებისა და განგებულების ქვეშაა და რომ ღმერთი არის შემოქმედი, ეს ყველაფერი მათთვის უმნიშვნელოა. მაშ, რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? პირადად უნდა დაინახონ, როგორ ეცხადებათ ღმერთი ზეციდან და ასევე, როგორ აღებბს ღმერთი პირს და საუბრობს, როგორ ქმნის ის პირადად ცას, მიწას და ყოველივეს, ავლენს ნიშნებსა და ახდენს სასწაულებს და როდესაც ის საუბრობს, მისი სიტყვები ჭექა-ქუხილივით უნდა ჟღერდეს. მხოლოდ მაშინ ირწმუნებდნენ ღმერთს. ისინი ზუსტად თომას ჰგვანან — რამდენი სიტყვაც არ უნდა ეთქვა უფალ იესოს, რამდენი ჭეშმარიტებაც არ უნდა გამოეხატა ან რამდენი ნიშანი და სასწაულიც არ უნდა მოეხდინა დედამიწაზე ყოფნის დროს, არცერთ ამ ფაქტს არ ჰქონდა თომასთვის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი იყო ის, მართლა აღდგა თუ არა უფალი იესო სიკვდილის შემდეგ. როგორ დაადასტურა მან ეს? მან მოსთხოვა უფალ იესოს: „გამომიწოდე შენი ხელები და მაჩვენე ლურსმნის ნაიარევი. თუ მართლა ხარ მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო, შენს ხელებზე ლურსმნის ნაიარევი იქნება და მაშინ მე გაღიარებ შენ, როგორც უფალ იესოს. თუ ვერ ვიგრძნობ ლურსმნის ნაიარევს შენს ხელებში, მაშინ მე არ გაღიარებ შენ, როგორც უფალ იესოს, და არც გაღიარებ შენ, როგორც ღმერთს.“ განა ის უგუნური არ იყო? (დიახ.) ასეთ ადამიანებს მხოლოდ იმ ფაქტების სჯერათ, რომელთა დანახვაც საკუთარი თვალით შეუძლიათ და საკუთარი ფანტაზიებისა და მსჯელობის. მაშინაც კი, თუ ისინი ისმენენ ღვთის სიტყვებს, გამოცდიან ღვთის საქმეს და ხედავენ ღვთის საქმის აღზევებას, ზრდას და აყვავებას, მათ მაინც არ სჯერათ, რომ ეს ღვთის საქმეა. მათ არ ძალუძთ დაინახონ ღვთის დიდი ძალა, ღვთის ხელმწიფება და ვერ ხედავენ ღვთის სიტყვების ძალას ან იმ შედეგებს, რისი მიღწევაც მათ ადამიანებში შეუძლიათ. მათ არ ძალუძთ დაინახონ ან გაარჩიონ რომელიმე ეს მოვლენა. ისინი მხოლოდ ერთ რამეს იმედოვნებენ: „შენ უნდა ისაუბრო ზეციდან ჭექა-ქუხილის ხმით და განაცხადო, რომ შენ ხარ შემოქმედი. ასევე უნდა მოავლინო ნიშნები და მოახდინო სასწაულები და პირადად შექმნა ცა, მიწა და ყოველივე, რათა აჩვენო შენი დიდი ძალა. მაშინ დავიჯერებ, რომ შენ ხარ ღმერთი, გაღიარებ ღმერთად.“ აფასებს თუ არა ღმერთი ასეთ აღიარებას? აფასებს თუ არა ის ასეთ რწმენას? (არა.) სჭირდება თუ არა ღმერთს შენი აღიარება იმისთვის, რომ იყოს ღმერთი? სჭირდება თუ არა მას შენი მოწონება? ღმერთმა გამოხატა ამდენი ჭეშმარიტება, ამდენმა ადამიანმა მიიღო ღვთის საქმე და არსებობს ამდენი გამოცდილებითი დამოწმება — დამოწმებები, რომლებიც აღემატება ნებისმიერი წინა თაობის დამოწმებებს — თუმცა შენ მაინც არ შეგიძლია დაადასტურო, არის თუ არა ეს ღვთის გამოჩინება და საქმე. შენ არ გჯერა და არ აღიარებ იმ ფაქტებს, რომლებიც ღმერთმა უკვე შეასრულა, არც ღვთის დაპირებების შესრულებას. მაშ, რა ჯურის არსება ხარ შენ? შენ ადამიანიც კი არ ხარ — შენ უგუნური ხარ! და მაინც, შენ კვლავ გსურს ღვთისგან კურთხევის მიღება — შანსი არ გაქვს! შენ უბრალოდ ოცნებობ! ყოველ ნაბიჯზე ეჭვქვეშ აყენებ და უარყოფ ღმერთს, ყოველთვის გსურს დასცინო ღვთის სახლის უბედურებას. არასოდეს გიღიარებია ან გირწმუნია ღვთის არსებობა, არც არასოდეს გიღიარებია, გირწმუნია ან მიგიღია ღვთის სიტყვები და საქმე. ამიტომ, ღვთის დაპირებებს აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს შენთან და შენ ვერაფერს მიიღებ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მაგრამ ისინი ხომ მაინც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. როგორ შეიძლება ვერაფერი მიიღონ?“ მაშინ ნათლად უნდა გვესმოდეს, რა არის მათი მიზანი თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ვისთვის აკეთებენ ამას და რა პრინციპებს მიჰყვებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებისას. თუ შენ არ იღებ ღვთის სიტყვებს, მაშინაც კი, თუ ასრულებ შენს მოვალეობას, შენ უბრალოდ შრომობ — ეს არ არის ჭეშმარიტი მორჩილება. ღმერთი არ აღიარებს იმას, რასაც შენ აკეთებ, როგორც შენი მოვალეობის შესრულებას. ღვთის თვალში შენ სხვა არაფერი ხარ, თუ არა მკვდარი, უსულო ადამიანი. მკვდარი ადამიანი კვლავ იმედოვნებს კურთხევას — განა ეს უბრალოდ ფუჭი ოცნება არ არის? ისიც კი, რომ ახერხებ მცირე მოვალეობის შესრულებას იმიტომ ხდება, რომ კურთხევის მიღების სურვილით ხარ ამოძრავებული. მუდმივად ეჭვობ, შინაგანად განიკითხავ, გმობ, უარყოფ ღმერთს,ღვთის სიტყვებსა და საქმეს. ეს გაქცევს ღვთის მტრად. შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელიც ღვთის მტერია, შეესაბამებოდეს შექმნილი არსების სტანდარტს? (არა.) ყოველ ნაბიჯზე ღვთის მტრად წარმოაჩენ თავს, ფარულად აკვირდები მას და მის საქმეს, ფარულად აპროტესტებ ღვთის წინააღმდეგ შენს გულში, განიკითხავ და გმობ მას, მის სიტყვებსა და საქმეს. თუ ეს არ არის ღვთის მტრად ყოფნა, მაშინ რა არის? ეს არის ღიად ღვთის მტრად ყოფნა. და შენ არ ხარ ღვთის მტერი არამორწმუნე სამყაროში — შენ ამას აკეთებ ღვთის სახლში. ეს კიდევ უფრო მიუტევებელია!
ეს მერყევი ადამიანები, მათი ადამიანურობა-არსებით განვსჯით თუ გამოვლინებებით, არც ჭეშმარიტებას იღებენ და არც ღვთის სტყვებსა და საქმეს. ისინი მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, შეძლებენ თუ არა კურთხევს მიღებას. ისინი არასოდეს არიან დარწმუნებულნი ღმერთში ან მის საქმეში, ყოველთვის ფარულად აკვირდებიან, მუდმივად მერყეობენ და ეჭვობენ. ისინი მიჰყვებიან ღმერთს და ამავდროულად აკვირდებიან, მიდიან და ჩერდებიან, ჩერდებიან და მიდიან. ეს ადამიანები საკმაოდ პრობლემურები არიან! განსაკუთრებით ახლა, როდესაც ეკლესია ხშირად განკვეთავს ადამიანებს, ისინი ყოველთვის ნემსებზე სხედან და ფიქრობენ: „ყოველთვის ვმერყეობ. შესაძლოა ერთ დღეს ვინმემ შეამჩნიოს და ეკლესიიდან მომიცილონ. არ შემიძლია ჩემი შინაგანი ეჭვები ღვთის შესახებ გავამჟღავნო. არ შემიძლია ამის შესახებ ვინმეს ვუთხრა.“ ამიტომ, ისინი ფარულად აკვირდებიან; მათ არ ეშინიათ ღვთის მიერ გამოაშკარავების, რადგან არ სჯერათ მისი არსებობის, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის გამოკვლევაზე. ეს ადამიანები ხშირად ისმენენ, როგორ ეწევიან დები და ძმები თანაზიარებას იმის შესახებ, თუ როგორ წარუძრვა მათ ღმერთი, როგორ გაწვრთნა ისინი, როგორ გამოაშკარავა და გადაარჩინა ადამიანები, როგორ მიანიჭა ღმერთმა მათ მადლი და კურთხევა და ღვთის მიყოლის პროცესში როგორ გამოსცადეს მისი საქმე, ა იგრძნეს, დაინახეს ან დააფასეს და ა.შ. როდესაც ისინი ისმენენ, როგორ ეწევიან დები და ძმები თანაზიარებას ამ ემპირიული გაგებების შესახებ, გულში ფიქრობენ: „არის თუ არა ის გამოცდილებები, რაზეც თქვენ საუბრობთ, მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფი? არის თუ არა ეს მხოლოდ ადამიანური გრძნობები? რატომ არ მიგრძვნია ასეთი რამ? განსაკუთრებით ისინი, ვინც გამოცდილებითი დამოწმების სტატიებს წერენ — არ ვიცნობ მათ და არ მინახავს, როგორ მიაღწიეს ამას ამ გამოცდილებების მეშვეობით. ნამდვილად ფლობენ თუ არა ისინი ჭეშმარიტება-რეალობას, ჯერ კიდევ გაურკვეველია!“ ზოგიერთი უგუნური კვლავ აკვირდება და ეჭვქვეშ აყენებს ღვთის სახლის საქმეს, არ ძალუძს დაინახოს, რომელი ჭეშმარიტება-რეალობებია მოცემული ღვთის რჩეული ხალხის მიერ დაწერილ გამოცდილებითი დამოწმების სტატიებში, ცდილობს იპოვოს თავისი მერყეობისა და რწმენის ნაკლებობის საბაბი და საფუძველი. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან ისინი მერყეობენ, სხვებიც უნდა მერყეობდნენ. თუ ადამიანი არასოდეს მერყეობს, არ აქვს ეჭვები და მისი ჩვეული თანაზიარება ჭეშმარიტების შესახებ ყოველთვის საკმაოდ პრაქტიკულია და რა პრობლემებსაც არ უნდა წააწყდეს, შეუძლია ეძიოს ჭეშმარიტება მათ მოსაგვარებლად, მაშინ ამ უგუნურებს გულში არასრულფასოვნებისა და დისკომფორტის განცდა უჩნდებათ. როდესაც დისკომფორტს გრძნობენ, როგორ პოულობენ შვებას? ეძებენ ვინმეს, ვინც ზუსტად მათნაირია, ცდილობენ იპოვონ მონათესავე სული. როდესაც ხედავენ, რომ ვინმე თავს ნეგატიურად და სუსტად გრძნობს, იმიანიშნებენ საკუთარ აზრებზე ნიადაგის მოსასინჯად და ამბობენ: „ზოგჯერ მეც ნეგატიურად ვგრძნობ თავს. როდესაც ნეგატიურად ვგრძნობ თავს, ვიცი, რომ ასე არ უნდა ვიყო, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი მეპარება, მართლა არსებობს თუ არა ღმერთი.“ თუ მეორე ადამიანი არ პასუხობს მათ და ისინი ხედავენ, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ნეგატიური და სუსტია, მაგრამ არ აქვს ეჭვები ღვთის მიმართ, ისინი იტყვიან სხვა რამეს, რაც არაგულწრფელია, რათა გამოსცადონ ეს ადამიანი: „როგორ ფიქრობ რა მჭირს? მე ღმერთის მწამს, მაგრამ რატომ მაქვს ყოველთვის ეჭვები მის მიმართ? განა ეს ამბოხება არ არის? ასე არ უნდა იყოს!“ ისინი ამას ამბობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავი მოაწონონ მეორე ადამიანს და გამოსცადონ იგი. მოუთმენლად იმედოვნებენ, რომ სხვა ადამიანებიც ეჭვქვეშ აყენებენ ღმერთს ზუსტად ისე, როგორც ისინი — ეს მათ გააბედნიერებდა! თუ ისინი აღმოაჩენენ სხვა ადამიანს, ვისაც ყოველთვის ეჭვი შეაქვს ღმერთში და მუდმივად აქვს წარმოდგენები მის შესახებ, თავს იღბლიანად გრძნობენ, რომ იპოვეს მონათესავე სული. რადგან ეს ორი ერთსა და იმავე ბინძურ აზროვნებას იზიარებს, ხშირად ანდობენ ერთმანეთს გულისნადებს. რაც უფრო მეტს საუბრობენ, მით უფრო შორდებიან ღმერთს. რაც უფრო მეტს საუბრობენ, მით უფრო ნაკლებად უნდათ თავიანთი მოვალეობის შესრულება და ღვთის სიტყვების კითხვა და სურთ კიდეც შეწყვიტონ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობა. ეს ორი თანდათანობით საბოლოოდ მიდის წუთისოფელში სამუშაოდ; ისინი ერთმანეთს განუყრელი პარტნიორებივით ჩაეჭიდებიან და ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი მიდიან ერთად. როდესაც ისინი მიდიან, თან არ მიაქვთ ღვთის სიტყვების არცერთი წიგნი. ვიღაც ეკითხება: „შეწყვიტე ღმერთის რწმენა?“ და ისინი პასუხობენ: „არა, მწამს.“ ისინი კვლავ ჯიუტად უარყოფენ ამას. მეორე ადამიანი ეკითხება: „მაშინ რატომ არ წამოიღე ღვთის სიტყვების არცერთი წიგნი?“ და ისინი პასუხობენ: „ისინი ძალიან მძიმეა და არსად მაქვს მათი დასადები ადგილი.“ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, მხოლოდ მეორე ადამიანის თავიდან მოსაშორებლადაა. სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ემზადებიან წუთისოფელში დასაბრუნებლად, სამსახურის მოსაძებნად და თავიანთი ცხოვრებით საცხოვრებლად. მე გეუბნებით სიმართლეს: ამგვარი ადამიანები ურწმუნონი არიან და ეს იქნება მათი საბოლოო შედეგი — აი, როგორები არიან ისინი სინამდვილეში. მათი ღვთისადმი რწმენა დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი იპოვიან ვინმეს, ვინც მოსწონთ, ვისაც შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი ყველაზე იდუმალი აზრები, ისინი ფიქრობენ: „ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე ვიღაც, ვინც მხარს მიჭერს, ვიღაც, ვისაც შემიძლია დავეყრდნო. წავედით! ღვთის რწმენა ძალიან მოსაწყენია. ამ წუთისოფელში მაინც არ არის ღმერთი. ძალიან რთულია რეალურად მიიჩნიო ისეთი რამ, რაც არ არსებობს. ეს გასული წლები ძალიან რთული იყო!“ ისინი მიდიან და წყვეტენ რწმენას საკუთარი ნებით და ეუბნებიან კიდეც დებსა და ძმებს, რომ არ მოძებნონ ისინი და თან დასძენენ: „ჩვენ სამუშაოდ წავედით. აღარ დაგვირეკოთ, თორემ პოლიციას შევატყობინებთ!“ ეს ორი უგუნური, წყვილი სულელი ვირი, უბრალოდ ასე მიდის. ძალიანაც კარგი, რომ წავიდნენ, ვამბობ მე — ეს ზოგავს ღვთის სახლის ძალისხმევას მათ განსადევნად ან მოსაცილებლად. მითხარით, არის თუ არა რაიმე საჭიროება, რომ ჭეშმარიტების შესახებ თანაზიარება გვქონდეს ამგვარ ადამიანებთან მათ მხარდასაჭერად და დასახმარებლად? არის თუ არა რაიმე საჭიროება, რომ ვეცადოთ მათთან ლოგიკურად საუბარს და მათ დარწმუნებას? (არა.) თუ შეეცდებით მათ დარწმუნებას, უკიდურესად სულელურად მოიქცევით. ამგვარი ადამიანები გულის სიღრმემდე ურწმუნონი არიან — ისინი მოსიარულე გვამები და უტვინო უგუნურები არიან. თუ შეეცდები მათ დარწმუნებას, მაშინ შენც უგუნური ხარ. სწრაფად უნდა დაემშვიდობოთ ამგვარ ადამიანებს სიხარულით — და არ არის საჭირო მათი მოძებნა ამის შემდეგ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ აღარ ირწმუნებენ ღმერთს და რომ თუ კვლავ დაურეკავთ, პოლიციაში დაგასმენენ. თუ მაინც შეეცდები მათთან დაკავშირებას, განა უბრალოდ პრობლემებს არ იწვევ? მართლაც რომ დაურეკონ პოლიციას და დაგადანაშაულონ შევიწროებაში, კარგ სახელს მოგიტანს ეს, თუკი ხმა გავრცელდებოდა? (არა.) აბსოლუტურად არ უნდა გააკეთო ასეთი სისულელე! მიეცით მათ საშუალება, თავად მიხედონ საკუთარ თავს და ჩუმად წავიდნენ — ეს ბევრად უკეთესი მიდგომაა! თითოეული ადამიანი თავის გზას მიჰყვება; თითოეული ადამიანის გზა განისაზღვრება იმით, თუ ვინ არის ის. ისინი არ არიან კურთხეულნი, მათი ცხოვრება უბრალოდ დამპალი, უსარგებლო ცხოვრებაა. ასეთი დიდი კურთხევა აღემატება მათ უნარს, დაიმკვიდრონ ან დატკბნენ მისით — მათ უბრალოდ არ აქვთ ამის მიღების იღბალი. ღვთის სიტყვების წყალობის მიღება და ჭეშმარიტების, როგორც სიცოცხლის, მიღება არის უდიდესი კურთხევა მთელ სამყაროსა და მთელ კაცობრიობაში. ვინც შეძლებს ჭეშმარიტების მიღებას, კურთხეული ადამიანია, ხოლო ვისაც არ შეუძლია ეს, უბრალოდ არ აქვს ეს კურთხევა. ერთ დღეს, ისინი, ვინც მიიღეს ჭეშმარიტება, გადაურჩებიან დიდ კატასტროფებს და დიდ კურთხევას მიიღებენ, ხოლო ისინი, ვინც არ მიიღეს ჭეშმარიტება, დაიღუპებიან კატასტროფებში და დაიტანჯებიან უბედურებით,როდესაც უკვე ძალიან გვიანი იქნება სინანული. მაშინაც კი, თუ ახლა აღიარებ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა და რომ ღვთის საქმე თავად ღვთის მიერ არის აღსასრულებელი, თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას, არ იღებ ჭეშმარიტებას და არ შედიხარ ჭეშმარიტებაში, შენ მაინც ვერ მიიღებ ასეთ კურთხევას! ფიქრობ, რომ ამ კურთხევის მიღება ასე ადვილია? ეს არის კურთხევა, რომელიც არასოდეს ყოფილა დროის დასაწყისიდან და აღარასოდეს იარსებებს — როგორ მოგეცემოდა მისი ასე ადვილად მიღების უფლება? ღმერთმა აღუთქვა ასეთი კურთხევა კაცობრიობას, მაგრამ ეს არ არის ის, რისი მიღებაც ჩვეულებრივ ადამიანებს ძალუძთ. ეს კურთხევა ღვთის მიერ რჩეულთათვისაა და შეუძლებელია, რომ რაიმე სულელი ვირი, მოსიარულე გვამი, ნაძირალა ან არამზადა იქნეს არჩეული. ღმერთი ახორციელებს საქმის სამ ეტაპს კაცობრიობის გადასარჩენად და საბოლოოდ, ის შექმნის მძლეველთა ჯგუფს, რაც საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს გახდნენ ყველაფრის ბატონ-პატრონნი და გახდნენ ახალი კაცობრიობა. რაოდენ დიდია ეს კურთხევა კაცობრიობისთვის! რამდენი წელია გრძელდება განკითხვის საქმის ეს ეტაპი უკანასკნელ დღეებში? (ოცდაათ წელზე მეტია.) მხოლოდ ამ ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში შეიძლება დავინახოთ, რამხელა ფასი გადაიხადა ღმერთმა და რამდენი საქმე შეასრულა მან, ასე რომ, ნათელია, თუ რაოდენ წარმოუდგენლად ღირებული და კეთილშობილი იქნება კაცობრიობა, რომელსაც ღმერთი საბოლოოდ მოაქცევს და რომ ის ძვირფასი და უკიდურესად მნიშვნელოვანია ღვთის თვალში! რაოდენ იღბლიანები ხართ თქვენ, მაშასადამე; ეს ასეთი დიდი კურთხევაა თქვენთვის! ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მერყეობენ, ნამდვილად არ არიან კურთხეულნი! მაშინაც კი, რომ არ ემერყევათ და სრული მზაობით გაჰყოლოდნენ მას, ჭეშმარიტების ძიების გარეშე ამ კურთხევას მაინც ვერ მოიპოვებდნენ. ასე რომ, ისინი, ვინც საბოლოოდ იღებენ ამ კურთხევას, არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები — ისინი არიან, ვინც ღმერთმა მკაცრად და მრავალჯერადად გაცხრილა და საგულდაგულოდ შეარჩია; საბოლოოდ სწორედ ისინი შეიძლება მოაქციოს ღმერთმა.
მერყევი ადამიანების ძირითადი გამოვლინებები სწორედ ეს საკითხებია. მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება იყოს მათი საბოლოო შედეგი, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ასეთი ადამიანები გამოვლინდებიან ეკლესიაში, მათ პრინციპების მიხედვით უნდა მოვექცეთ. მათ არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ძმებს ან დებს. თუ მათ აქვთ დადებითი გრძნობები ღვთის რწმენის მიმართ ან შეუძლიათ გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა და მზად არიან გასწიონ გარკვეული შრომა, ისინი მაქსიმუმ ეკლესიის მეგობრები არიან და არ შეიძლება ჩაითვალონ ძმებად ან დებად. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ისინი იღებენ ახალ სახელს, როგორიცაა „მორჩილება“ ან „გულწრფელობა“, შენ მაინც არ უნდა უწოდო მათ ძმები ან დები — მათი ახალი სახელით მოხსენიება საკმარისია. რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ აკმაყოფილებენ ძმებად ან დებად ყოფნის სტანდარტს. გესმით ახლა? (დიახ.) ასე რომ, ახლა თქვენ გაქვთ ამგვარ ადამიანებთან მოპყრობის პრინციპები, არა? (დიახ.) სულ ეს არის დღევანდელი თანაზიარებისთვის. ნახვამდის!
29 ივნისი, 2024 წ.