წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (11)

გასულ შეკრებაზე გვქონდა თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეცხრე პუნქტზე: „ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განაწესების ზუსტი ინფორმირება, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და მონიტორინგი.“ გვქონდა თანაზიარება იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ და იმ საქმეზე, რომელიც მათ უნდა აკეთონ; ასევე, გავაანალიზეთ ცრუ წინამძღოლების ზოგიერთი ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონია თანაზიარება იმის კონკრეტულ დეტალებზე, თუ როგორ უნდა განახორციელონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა თითოეული სამუშაო განაწესი, გვქონდა თანაზიარება ამ განაწესების განხორციელების პრინციპების სპეციფიკაზე, ისევე როგორც იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა. მიიღეთ თუ არა უფრო კონკრეტული და ზუსტი განმარტება იმ საქმის შესახებ, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, მეცხრე პუნქტზე ჩვენი თანაზიარების მეშვეობით? ახლა უკვე ნათლად გესმით, თუ რა არის ის საქმე, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ? მათთვის მთავარია საქმის განხორციელება ღვთის მოთხოვნებისა და მისი სახლის სამუშაო განაწესების შესაბამისად. ძირითადად, ეს არის. ახლა ყველაფერი ყველასთვის ნათელია. ის, თუ რა საქმე უნდა შეასრულოს წინამძღოლმა ან მუშაკმა ღვთის სახლში და რა არის მათი პასუხისმგებლობები, ამაზე საკმაოდ კონკრეტული თანაზიარება უნდა ყოფილიყო მეცხრე პუნქტში. ის ძირითადად ყოვლისმომცველია. მათი პასუხისმგებლობების არეალი შემოსაზღვრულია და ის საქმე, რომელიც მათ უნდა შეასრულონ, ისევე როგორც ის, თუ როგორ უნდა შეასრულონ იგი, ასევე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ შეასრულოს კონკრეტული საქმე მას შემდეგ, რაც ეს ასე მკაფიოდ ითქვა, ეს მისი მწირი სულიერი მონაცემების პრობლემაა. ის არის იმგვარი ცრუ წინამძღოლი, რომელსაც საქმის კეთება არ შეუძლია. არსებობს ცრუ წინამძღოლების კიდევ ერთი ტიპი, რომელიც საქმეს მხოლოდ საკუთარი წარმოდგენებისა და ფანტაზიების მიხედვით ანაწილებს და ადამიანებს დაუფიქრებლად იყენებს, რაც ქაოსს იწვევს. საქმე არა მხოლოდ ცუდად კეთდება — ის სრულ არეულობას ქმნის და მას ჩიხში აქცევს. ცრუ წინამძღოლები არასოდეს ახორციელებენ სამუშაო განაწესებს, რომ აღარაფერი ვთქვათ რეალური საქმის კეთებაზე. ისინი მხოლოდ იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც მოსწონთ, და ყურადღებას მხოლოდ რუტინულ საქმეებზე ამახვილებენ; როდესაც მუშაობენ, მათ მხოლოდ ბრძანებების გაცემა და ცარიელი ლოზუნგებისა და მოძღვრებების ყვირილი იციან. ისინი არასოდეს უწევენ მონიტორინგს და არც ის ადარდებთ, იყო თუ არა იგი შედეგიანი. ეს ცრუ წინამძღოლის ერთ-ერთი ტიპია. მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს არ შეუძლია რეალური საქმის კეთება თუ უბრალოდ არ აკეთებს მას, როგორც წინამძღოლი — როგორიც არ უნდა იყოს გარემოებები — თუ მას არ შეუძლია წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შესრულება ან ღვთიური დავალების აღსრულება და თუ ვერ ახერხებს ღვთის სახლის მიერ დადგენილი სხვადასხვა საქმის განხორციელებას, მაშინ ის ცრუ წინამძღოლია.

ახლა, წინამძღოლებისა და მუშაკების ცხრა პასუხისმგებლობაზე ჩვენი თანაზიარებისა და ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინების მხილების მეშვეობით, მიიღეთ თუ არა საბაზისო ცოდნა და გაგება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულოთ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები? (დიახ.) მაშ, მიგაჩნიათ თუ არა ღვთის სახლის საქმე ადვილად შესასრულებლად? მაღალია თუ არა ადამიანის მიმართ წაყენებული მოთხოვნები? არის თუ არა ისინი გადაჭარბებული? (არ არის მაღალი; ეს ყოველივე ისეთი მოთხოვნებია, რომელთა დაკმაყოფილებაც შეგვიძლია.) არსებობენ თუ არა წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც ამბობენ: „ზედმეტად ბევრი პუნქტი და ტიპის საქმეა, რომლის შესრულებასაც ღვთის სახლი ჩვენგან მოითხოვს. რაც უფრო მაღალი რანგისაა წინამძღოლი, მით უფრო დიდია მისი სამუშაოს მასშტაბი და მით უფრო მეტ სამუშაო პუნქტზეა იგი პასუხისმგებელი. ამ საქმის კარგად შესასრულებლად და ზემდგომის მოთხოვნების შესაბამისად მის განსახორციელებლად — ჩვენ ხომ დაღლილობისგან დავიხოცებოდით?“ წაქცეულა ვინმე დაღლილობისგან იმის გამო, რომ ყველა კონკრეტული საქმე კარგად შეასრულა ან იმის გამო, რომ საქმის თითოეული პუნქტი სათანადოდ განახორციელა? (არა.) გამხდარა ვინმე ავად დაღლილობისგან? არის ვინმე იმდენად დაკავებული, რომ ჭამის ან ძილის დრო არ აქვს? (არა.) ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „როგორ თუ არა? ზოგიერთი ადამიანი მართლაც იღლება ეკლესიის საქმის კეთებით, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ შეუძლიათ რეგულარული გრაფიკით კვება ან მოწესრიგებულად მუშაობა და შესვენება, შრომისა და დასვენების დაბალანსებით. საბოლოოდ ისინი ავადმყოფდებიან გადაღლილობისგან.“ გსმენიათ მსგავსი სიტუაციის შესახებ? (არა.) დაუფლებია თუ არა ვინმეს შიში და ძრწოლა მეცხრე პუნქტის მოსმენისა და ღვთის სახლში არსებული სხვადასხვა საქმის კონკრეტული შინაარსის ხილვის შემდეგ, ისევე როგორც ამ კონკრეტული საქმის შესრულებისას წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ წაყენებული მოთხოვნილი სტანდარტები? ფიქრობენ თუ არა ისინი: „არ არის ადვილი იყო წინამძღოლი ან მუშაკი. ჯანსაღი სხეულის, კარგი სულიერი მონაცემების, დიდსულოვნების და ზეადამიანური ენერგიისა და ძალის გარეშე ვინ შეძლებს ამ საქმის კარგად შესრულებას?“ გასჩენია ვინმეს ეს აზრი? არის ეს მართებული? (არა.) რატომ არ არის ეს მართებული? პირველ რიგში, ღვთის სახლის საქმის შესრულებისას, მიუხედავად მათი რანგისა და იმისა, მათი პასუხისმგებლობა ყოვლისმომცველია თუ სამუშაოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პუნქტს ეხება, წინამძღოლებმა და მუშაკებმა, სულ მცირე, კარგად უნდა შეასრულონ თავიანთი ძირითადი საქმე და, მაქსიმუმ, ერთი ან ორი დამატებითი საქმე. მაშინაც კი, თუ მათ ყოვლისმომცველი საქმე აქვთ დავალებული, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყოვლისმომცველი მონიტორინგი ან მითითებების მიცემა ევალებათ. მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ ყველაზე კრიტიკული საქმის ხელმძღვანელობაზე, ან ერთდროულად მიაქციონ ყურადღება გარკვეული საქმეების სუსტ რგოლებს. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს ენერგიით სავსე, ჰქონდეს პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა და კარგი სულიერი მონაცემები და შეეძლოს ფართო სპექტრის მრავალმხრივი საქმის შესრულება, მაგრამ მისი ძირითადი საქმე, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ ერთი ან ორი პუნქტისგან შედგება. სხვა საქმეებთან დაკავშირებით მას მხოლოდ მოკითხვა, გამოკითხვა და მისი გაგების მცდელობა სჭირდება და მხოლოდ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც აღმოაჩენს. ეს საქმის ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი ისაა, რომ მაშინაც კი, თუ ერთდროულად რამდენიმე საქმეს უძღვებიან, მათ მხოლოდ პირველად ზედამხედველებზე დაყრდნობა სჭირდებათ ამ სამუშაოების შესასრულებლად. მხოლოდ ზედამხედველობენ სხვადასხვა საქმეს, ამოწმებენ და მიუთითებენ მათ; ძირითადი საქმე, რომელიც თავად უნდა შეასრულონ, მაინც ერთი კონკრეტული საქმეა. და დაიღლება კი ვინმე ერთი კონკრეტული საქმის შესრულებით? (არა.) თუ ადამიანის სულიერი მონაცემები საკმარისია და გონება — მოქნილი, ის გონივრულად გადაანაწილებს დროს და საქმეს ისე დაგეგმავს, რომ იგი ეფექტური იყოს. ის არ აღმოჩნდება ქაოსსა და არეულობაში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. არც ისე დაკავებული გამოჩნდება — დადგენილი რეჟიმის მიხედვით იმუშავებს — მაგრამ საქმე არ იქნება არაეფექტური და კარგ შედეგებს გამოიღებს. სწორედ ასეთია სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გადაანაწილოს ადამიანური რესურსი და დრო გონივრულად. სულიერი მონაცემების არმქონე ან მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანები სრულ არეულობას ქმნიან, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ. ყოველდღე საკმაოდ დაკავებულნი არიან, მაგრამ რით არიან დაკავებულნი, თავადაც არ იციან დანამდვილებით. არ აქვთ გრაფიკი, არ აქვთ დროის შეგრძნება; საკმაოდ ადრე იღვიძებენ და საკმაოდ გვიან იძინებენ; ვერ ახერხებენ რეგულარულად კვებას — მაგრამ საქმის ეფექტურობიდან გამომდინარე რეალურად არავითარ საქმეს არ აკეთებენ. განა ეს უკიდურესად მწირი სულიერი მონაცემების შემთხვევა არ არის? (არის.) ასეთი ადამიანი თითქოს ყოველდღე შეუსვენებლად ფუსფუსებს, მაგრამ ვერ სწვდება საქმის არსს, ვერც გადაუდებელს ასხვავებს იმისგან, რაც მოიცდის, და პრობლემების გადაჭრისას არაეფექტურია. ეს აფერხებს საქმეს. შფოთვისგან გული უსკდება და პირზე გამოაყრის, თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კი, დაღლილობისგან არ იქცევა. მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებმა შეიძლება დღეში რვა საათზე მეტი იმუშაონ, თუმცა მათი მუშაობის ეფექტურობა ბევრად ჩამოუვარდება კარგი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანების ეფექტურობას. ამიტომ, დაკავებულნი უნდა იყვნენ, არა? ასეც უნდა იყოს — შედეგს ვერ აღწევენ მაშინაც კი, როცა დაკავებულნი არიან; დაკავებულნი რომ არ იყვნენ, საქმე პარალიზებული იქნებოდა. ეს არის იმდენად მწირი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანი, რომ არ შესწევს უნარი, იყოს კომპეტენტური ამ საქმეში ან საკუთარ თავზე აიღოს იგი. გარდა ამისა, ღვთის სახლის საქმეში ბევრი პუნქტია, ხოლო მოთხოვნები პერსონალისა და დროის თვალსაზრისით საკმაოდ მკაცრია. ადამიანთა უმეტესობის შემთხვევაში, როდესაც ოდნავ უფრო დაკავებულნი არიან, ეს ხდება სრულყოფილებისკენ სწრაფვისა და კარგი შედეგების მისაღწევად, რადგან ღვთის სახლის საქმე განსხვავდება არამორწმუნე სამყაროს ბიზნესებისა და ქარხნებისგან: ისინი ეკონომიკურ სარგებელს მოითხოვენ, მაშინ როცა ჩვენ ყურადღებას საქმის შედეგებზე ვამახვილებთ. მაგრამ რადგან ადამიანთა უმეტესობას მწირი სულიერი მონაცემები აქვს, უპრინციპოა და უკიდურესად არაეფექტურია თავის საქმეში, მათ მეტი დრო სჭირდებათ შედეგების მისაღწევად. ახლა უმეტესობას აღარ გაქვთ უარყოფითი აზრები წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შესახებ? ერთი რამ ცხადია: წინამძღოლები და მუშაკები ღვთის სახლის მოთხოვნების მიხედვით მუშაობით გადაღლილობისგან არ დაეცემიან ამ გარეგანი, ობიექტური ფაქტორების მიღმა, კიდევ ერთ რამეში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი: თუ ადამიანს აქვს ტვირთი და გარკვეული სულიერი მონაცემები — და მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ ის ფაქტი, რომ არსებობს სულიწმიდის საქმე — მაშინ, ზოგიერთ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელთა წარმოდგენა ან წინასწარმეტყველება არ შეუძლია, და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე არ გამოუცდია და რომელთა გამოცდილებაც არ აქვს, სულიწმიდა მუდმივად შეახსენებს, ნათელს მოჰფენს და დაეხმარება მას ნებისმიერ დროს. ეკლესიის საქმის შესრულება მთლიანად არ არის დამოკიდებული ადამიანურ ძალაზე, ენერგიასა და ტვირთზე — მისი ნაწილი სულიწმიდის საქმესა და წინამძღოლობას უნდა დაეყრდნოს, როგორც ეს ადამიანთა უმეტესობას გამოუცდია. ასე რომ, როგორც არ უნდა შევხედოთ ამას, საკუთარი პასუხისმგებლობების შესრულება არის ის, რასაც წინამძღოლმა ან მუშაკმა უნდა მიაღწიოს. ეს მათთვის დამატებითი მოთხოვნა არ არის. როდესაც არამორწმუნეები მუშაობენ წუთისოფელში, საკუთარი პირადი უნარების საფუძველზე მოქმედებენ. ღვთის სახლში მოვალეობის შესრულება განსხვავებულია: ადამიანი ამას მხოლოდ თავისი სულიერი მონაცემების საფუძველზე არ აკეთებს — შედეგების მისაღწევად იგი ასევე უნდა დაეყრდნოს ჭეშმარიტება-პრინციპების გაგებას. ზოგჯერ, მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად, ასევე უნდა დაეხმარონ ერთმანეთს და ჰარმონიულად ითანამშრომლონ. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „მოითხოვს თუ არა ღვთის სახლში მუშაობა ჩვენგან, რომ თავდაუზოგავად ვიშრომოთ და ძალ-ღონე არ დავიშუროთ სიკვდილამდე? „გაზაფხულის აბრეშუმის ჭია სიკვდილამდე ქსოვს“ — უნდა მივაღწიოთ ამას? ნუთუ ღვთის სახლი მხოლოდ მაშინ დაგვანებებს თავს, როცა დაღლილობისგან დავიხოცებით?“ ამას მოითხოვს ღმერთი ადამიანისგან? (არა.) წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მოთხოვნებზე თანაზიარების მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანებს მივცეთ სიცხადე და გაგება იმის შესახებ, თუ როგორ ითანამშრომლონ ღვთის საქმესთან იმ ჭეშმარიტება-პრინციპებისა და მის მიერ მოთხოვნილი სამუშაო მეთოდების შესაბამისად, რომლებსაც იგი მოითხოვს, რათა მისმა საქმემ გეგმაზომიერად და ეფექტურად წაიწიოს წინ და მისმა სიტყვებმა და საქმემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს მის რჩეულ ხალხში. მისი ერთი ასპექტი საქმის განვითარებასა და გავრცელებას ეხება; მეორე კი იმას, რომ ღვთის სიტყვებმა და საქმემ სათანადო გავლენა მოახდინოს მათზე, ვინც მას მიჰყვება. სწორედ ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები და ის, რასაც მათ თავიანთ საქმეში უნდა მიაღწიონ.

პუნქტი მეათე: ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების (წიგნები, სხვადასხვა აღჭურვილობა, მარცვლეული და ა.შ.) სათანადო დაცვა და გონივრული განაწილება და დაზიანებისა და დანაკარგების შემცირების მიზნით რეგულარული შემოწმების, მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ჩატარება; ასევე, ბოროტი ადამიანების მიერ მათი მითვისების თავიდან აცილება

დღეს გადავალთ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეათე პუნქტის შესახებ თანაზიარებაზე: „პუნქტი მეათე: ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების (წიგნები, სხვადასხვა აღჭურვილობა, მარცვლეული და ა.შ.) სათანადო დაცვა და გონივრული განაწილება და დაზიანებისა და დანაკარგების შემცირების მიზნით რეგულარული შემოწმების, მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ჩატარება; ასევე, ბოროტი ადამიანების მიერ მათი მითვისების თავიდან აცილება.“ მეცხრე პუნქტი წინამძღოლებისა და მუშაკების შედარებით ყოვლისმომცველი მოთხოვნაა. მეათე პუნქტი საქმის კიდევ ერთი დიდი ნაწილია, რომელიც წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების კიდევ ერთ კონკრეტულ მოთხოვნას მოიცავს. საქმის ეს ნაწილი ეხება ღვთის სახლის კუთვნილ ნივთებს, რომელთა ნაწილი შეძენილია სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთა ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ნაწილი წარმოადგენს აღჭურვილობას, მასალებს და ა.შ., რომლებიც შეძენილია სახარების გავრცელების საქმისთვის. ასევე, არსებობს ღვთის სიტყვების ზოგიერთი წიგნი და მსგავსი ნივთები, რომლებიც ეხება და-ძმების სიცოცხლეში შესვლას და რომლებიც ღვთის სახლმა უნდა შეინახოს. ეს არის ნივთები, რომლებიც ადამიანების ღვთისადმი რწმენას უკავშირდება. სულ სამი კატეგორიაა: ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთები, საქმისთვის აუცილებელი ნივთები და ღვთისადმი რწმენისთვის აუცილებელი ნივთები. მიუხედავად იმისა, ეს ნივთები ღვთის სახლის მიერ არის შეძენილი თუ და-ძმების მიერ შეწირული, როგორც კი ისინი ღვთის სახლის მფლობელობაში გადადის, უკავშირდება წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ მატერიალური ნივთების მართვისა და განაწილების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო გარედან არ ჩანს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეკლესიური ცხოვრება, ადმინისტრაციული სამუშაო ან პროფესიული საქმიანობა, და არ არის ისეთი რამ, რაც დღის წესრიგში უნდა იდგეს, მაინც მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთი დაკავშირებულია მოვალეობის შემსრულებელი ყველა პირის საქმესთან, ცხოვრებასთან, სწავლასთან და სხვა მსგავს საკითხებთან, ამიტომ მათი სათანადო დაცვა და გონივრული განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა იქნას უგულებელყოფილი.

სათანადო დაცვა

წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის ეკლესიის ადმინისტრაციული საქმის კარგად შესრულებასა და საეკლესიო ცხოვრების გაუმჯობესებაზე კიდევ უფრო მთავარია სახარების გავრცელების საქმის ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმის კარგად შესრულება. გარდა ამისა, აუცილებელია ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთის სათანადო მართვა.. ეს ნივთები კარგად უნდა იყოს დაცული; არ დაუშვათ მათი დაობება ან მწერებით დასნებოვნება და არ მისცეთ ადამიანებს მათი მითვისების უფლება. სარ დაუშვათ, რომ დაობდეს ან მწერებით აივსოს, და არ მისცეთ ადამიანებს მათი მითვისების უფლება, თითქოს ისინი მათი კერძო საკუთრება იყოს. ღვთის სახლს ასევე განსაზღვრული აქვსკონკრეტული მოთხოვნები და ნაბიჯები იმისათვის, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს საქმე ჯეროვნად შეასრულონ. პირველ რიგში, მათ უნდა შეამოწმონ, არიან თუ არა ამ ნივთების განმკარგავი თანამშრომლები შესაფერისი, პასუხისმგებლიანი ადამიანები, იციან თუ არა მათი მართვა და შეუძლიათ თუ არა გულმოდგინედ შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა — იქნება თუ არა ეს ნივთები უსაფრთხოდ მათ ხელში. მაგალითად, როდესაც საქმე მარცვლეულის შენახვას ეხება, არის თუ არა ნესტიანი ის ადგილი, სადაც ის ინახება წვიმიან სეზონზე — როდესაც ამინდი ტენიანია და ბევრი ნალექი მოდის? ამოწმებენ თუ არა ამას დროულად ის ადამიანები, რომლებიც მას მართავენ? თუ მარცვლეული მართლაც დანესტიანდა, გააქვთ თუ არა გასაშრობად? მართავენ თუ არა ამ ნივთებს ისეთივე გულმოდგინებით, თითქოს მათი საკუთარი იყოს? აქვთ თუ არა ასეთი ადამიანობა? აქვთ თუ არა ასეთი ერთგულება? მათ უნდა დაიწყონ იმ ადამიანების შემოწმებით, რომლებიც ამ ნივთებს მართავენ, რათა ნახონ, როგორია მათი ადამიანობა, აქვთ თუ არა სინდისი და ზნეობა. თუ ადამიანი თითქოს კარგი ადამიანობისა და კეთილი გულისაა და უმეტესობა მას კარგად ახასიათებს, მაგრამ არ იცი, ის ჯეროვნად შეძლებს თუ არა ღვთის სახლის ნივთების მართვას, მაშინ რა უნდა გაკეთდეს? უნდა აკონტროლო, შეამოწმო და და ზედამხედველობა გაუწიო. გარკვეული დროის შემდეგ უნდა მოიკითხო, რათა ნახო, ასრულებს თუ არა მომვლელი თავის პასუხისმგებლობას. მაგალითად, მარცვლეულის შემთხვევაში, ყველაზე დიდი საზრუნავი ნესტია. მომვლელმა უნდა შეამოწმოს, არის თუ არა ბეღელი ტენიანი და არის თუ არა მარცვლეულში მწერების გაჩენის საშიშროება და უნდა მოძებნოს ვინმე, ვინც ერკვევა ასეთ საკითხებში, რათა გაიაროს კონსულტაცია და გაიგოს, რა პრაქტიკამ შეიძლება უზრუნველყოს, რომ მარცვლეული არ დანესტიანდეს და არ დაობდეს ან მწერებით არ აივსოს. მარცვლეულის დაბინავების შემდეგ ხშირად უნდა შეამოწმოს ბეღელი ან გააღოს ფანჯრები გასანიავებლად. ეს ნამდვილად იქნებოდა მისი პასუხისმგებლობის შესრულება. თუ მომვლელი იჩენს ინიციატივას და აკეთებს ამ ყველაფერს ისე, რომ არ სჭირდება დაძალება ან შეხსენება, მაშინ ის სანდოა, რაც დამამშვიდებელია. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას იცავენ — არიან ისინი ამ საქმისთვის შესაფერისი? ჯერ არ იცი; ისინიც უნდა შეამოწმო. როგორ არის დაცული აღჭურვილობის უმეტესობა — ელექტრონიკა, ავეჯი, დანადგარები და ა.შ. — თუ ის ჩვეულებრივ არ გამოიყენება? უვლის და ინახავს თუ არა მას მომვლელი? ამოწმებს თუ არა ელექტრომოწყობილობებს რეგულარულად, რთავს და ამუშავებს? გამოკითხვით შეიძლება გაიგო, რომ ამ ნივთების მომვლელი ამას რეგულარულად აკეთებს. ეს ნივთები შეიძლება უბრალოდ უქმად იდოს, მაგრამ მათზე მტვერი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ხშირად მოდის მათ მოსავლელად — დაინახავ, რომ მათი მომვლელი კარგია და ასრულებს თავის პასუხისმგებლობას. მაშინ შეგიძლია მშვიდად იყო. ასევე, არსებობს ღვთის სიტყვების წიგნები. თითოეული მათგანის მოპოვება რთულია და, გარდა ამისა, ღვთის სიტყვების წიგნები ღმერთის ყოველი მორწმუნისთვის ნებისმიერ სხვა რამეზე მნიშვნელოვანია — უფრო მეტად, ვიდრე მარცვლეული, ელექტრონიკა ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ნივთი. ასე, რომ ამ ნივთებისთვის მით უმეტეს უნდა მოძებნო შესაფერისი ადამიანი მათ სამართავად და შესაფერისი ადგილი მათ შესანახად. სათანადო განიავება ზედამხედველობა და შემოწმება ასევე აუცილებელია — მან არ უნდა დაუშვას, რომ წიგნები დანესტიანდეს, დასველდეს ან თაგვებმა დაღრღნან. ყველა ამ ნივთს ყურადღება უნდა მიექცეს. მაშ, შეეფერებიან თუ არა ამ საქმეს ის პირები, რომლებიც ასეთ ნივთებს მართავენ? ესეც ხშირად უნდა შეამოწმო. თუ მომვლელები ზარმაცები, უყურადღებონი და დაუდევრები არიან, ზოგიერთი ნივთი დაზიანდება, თუ ნესტითა და ობით არა, მწერებით მაინც. ეს ყველაფერი დანაკარგია, რაც წინამძღოლებისა და მუშაკების მხრიდან სუსტი ზედამხედველობისა და შემოწმების შედეგია. თუ მომვლელები სათანადოდ ზრუნავენ ამ ნივთებზე, წინამძღოლებისა და მუშაკების ეს პასუხისმგებლობა განხორციელებულია. მიუხედავად იმისა, ეს ნივთები დიდია თუ პატარა და ხშირად გამოიყენება თუ არა, სანამ ისინი ღვთის სახლის კუთვნილ ნივთთა კატეგორიას განეკუთვნება, საჭიროა მათი მართვის უზრუნველყოფა. ნივთი უნდა იყოს უსაფრთხოდ, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი და სადაც არ უნდა ინახებოდეს და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ მას არაფერი დაუშავდეს. სწორედ ეს არის ერთგულება და პასუხისმგებლობა. თუ აღმოჩნდება, რომ ნივთების მმართველი პირი შეუფერებელია, რა უნდა გაკეთდეს? მისი დავალებები დაუყოვნებლივ უნდა დაკორექტირდეს და ვინმე უნდა მოიძებნოს მის ჩასანაცვლებლად. მაგალითად, ზოგიერთები უსაქმურები და მუქთახორები არიან, უყვართ ჭამა, მაგრამ – არა მუშაობა და არ იღებენ პასუხისმგებლობას. ეკლესიის ნივთებს დაუდევრად ეპყრობიან, თითქოს საყოველთაო საკუთრება იყოს და ფიქრობენ, რომ სანამ არ დაიკარგება, ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება იმას, დაობდა თუ არა ეს ნივთები, მწერებით ხომ არ აივსო ან რომელიმე ხომ არ დაზიანდა, ეს არც ადარდებთ და არც კითხულობენ. როცა კი ჰკითხავ, ამბობენ, რომ შეამოწმეს და ყველაფერი რიგზეა. სინამდვილეში, დიდი ხანია არ შეუმოწმებიათ. შემდეგ დგება დღე, როცა ვინმე მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მარცვლეული დაობდა, ზოგიერთ აღჭურვილობაში ელექტროსადენები თაგვებმა დაღრღნეს და ღვთის სიტყვების წიგნებიც კი ისე დასველდა, რომ მათში ნაწერი ბუნდოვანი და გაურკვეველი გახდა ამ ყველაფრის მხოლოდ მაშინ აღმოჩენა — განა უკვე გვიანი არ არის? (დიახ, ზიანი უკვე მიყენებულია.) ეს არასათანადო მართვის შედეგია. მაშ, განა ის პირი, ვინც მათ მართავს, შეუფერებელი არ არის? განა მას არ აქვს ცუდი ადამიანობა და არ არის უზნეო? (დიახ, ასეა.) არამორწმუნეები ასეთ ადამიანს უზნეოს უწოდებდნენ; ჩვენ რას ვამბობთ? რომ ამ ადამიანის ადამიანობა ცუდია, რომ ის არ არის ერთგული. მას ამ მცირე პასუხისმგებლობის შესრულებაც კი არ შეუძლია; არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ოდნავი ძალისხმევის, მცირედი სინდისისა და ადამიანობის მქონე პირი შეძლებდა. არის კი ის კვლავ ღვთის მორწმუნე? არამორწმუნეებიც კი იზიარებენ ამ თვალსაზრისს: „იყავი ერთგული იმის შესრულებისას, რაც შენ მოგანდეს “— ეს ადამიანი არამორწმუნეთა მინიმალურ მორალურ სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს, ამიტომ ის აშკარად შეუფერებელია ნივთების მმართველი პერსონალის წევრად სამსახურისთვის. შეუფერებელ ადამიანებს დაუყოვნებლივ უნდა მიეხედოს და შესაფერისი შემცვლელები მოიძებნოს. თუ არ ენდობი ნივთების მმართველ პერსონალს და თავად არ გაქვს დრო ნივთების შესამოწმებლად ან გარკვეული გარემოებების გამო არ შეგიძლია აკონტროლო და შეამოწმო ისინი, რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? შეგიძლია ნივთების მმართველ პირს დააწერინო გარანტია, სადაც ნათქვამი იქნება, რომ იმ ნივთებს ზიანი მიადგება, რომელსაც ის მართავს, ის აანაზღაურებს მათ ან მზად იქნება მიიღოს ნებისმიერი სახის სასჯელი ღვთის სახლისგან. ეს ადმინისტრაციული სისტემის მიხედვით უნდა გადაწყდეს. თუ წინამძღოლს ან მუშაკს შეუძლია თავისი საქმის ამ დონეზე შესრულება, ის შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას.

ღვთის სახლის ნებისმიერი მატერიალური ნივთი, იქნება ეს დიდი თუ პატარა, ძვირადღირებული თუ იაფი, არის თუ არა ის შენთვის გამოსადეგი, თუ მისი მართვა დაგევალა, მაშინ ეს შენი პასუხისმგებლობაა. ეს საქმე წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის სფეროში შედის, ამიტომ უნდა მოძებნო შესაფერისი ადამიანი და შესაფერისი ადგილი მის სათანადოდ დასაცავად. არ დაუშვა ღვთის სახლის ნივთების დაზიანება. მაგალითად, ღვთის სიტყვების წიგნების დაცვისას — მას შემდეგ, რაც წინამძღოლი ან მუშაკი მათთვის შესაფერის პერსონალს გამოყოფს, მან დროდადრო მაინც უნდა მოიკითხოს ისინი: „ბოლო დროს ბევრი წიგნი გაიცა, მაგრამ ნუ იქნებით დაუდევარნი მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დარჩა. წიგნების შენახვისას მთავარია არ დაუშვათ მათი დანესტიანება ან მზეზე დაზიანება, და არ დაუშვათ მათი დაჭყლეტა და დეფორმაცია.“ მან დროდადრო უნდა მოიკითხოს და გამოიკვლიოს ეს საკითხი. თუ ახალი წიგნები შემოვიდა, მან უნდა იკითხოს, რამდენად კარგად არის ისინი დაცული; დაეტევა თუ არა ყველა თავდაპირველ ადგილას და თუ არა, მოიძებნა თუ არა მათთვის სხვა ადგილი, როგორია ეს ადგილი, არის თუ არა უსაფრთხო და მშრალი; კარგად ინახება თუ არა წიგნები; და თუ თაგვების საშიშროებაა, არის თუ არა კატის ყოლის საჭიროება. ყოველივე ეს არის ის, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააკეთონ და მათი შესასრულებელი პასუხისმგებლობაა. ეს საქმე შეიძლება გარკვეულწილად უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ ისიც ერთ-ერთი იმ დავალებათაგანია, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა რეგულარულად უნდა შეასრულონ. ნუ დააკნინებ მას — ის სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ეს ნივთები შეიძლება საყოველთაო საკუთრება იყოს და არცერთ ინდივიდს არ ეკუთვნოდეს, მაგრამ ისინი კარგად უნდა იყოს დაცული; მიუხედავად იმისა, გამოგადგება თუ არა მომავალში და მიუხედავად იმისა, შენი გამოსაყენებელია თუ არა, მათი კარგად დაცვა შენი პასუხისმგებლობაა, საქმე, რომელიც შენ გევალება, და არ უნდა ეძებო რაიმე მიზეზი ან საბაბი მის თავიდან ასაცილებლად და უგულებელსაყოფად. სანამ რაღაც შენი პასუხისმგებლობაა, ეს არის ის, რაც უნდა მართო, საქმე, რომელიც უნდა შეასრულო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, უნდა გამოიკვლიო და შეეცადო გაიგო საკითხები ან პირადად მიიღო მასში მონაწილეობა. თუ გაქვს დრო, რომ ადგილზე მიხვიდე და თავად ნახო სიტუაცია, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ თუ გარემოებები და პირობები ამის საშუალებას არ იძლევა ან თუ საქმით ზედმეტად ხარ დაკავებული, მაინც დროულად უნდა გამოიკვლიო და მოიკითხო ეს საკითხი, რათა არ დაუშვა ღვთის სახლის ნივთების დაზიანება ან დაკარგვა. ამის გაკეთება ნიშნავს, რომ შენ შეასრულე წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა.

გონივრული განაწილება

ღვთის სახლის მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით, მათი დაცვის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე არსებობს: მათი გონივრული განაწილება. ყველა ეს ნივთი ადამიანების მიერ გამოყენებისთვის არის განკუთვნილი — ისინი სასარგებლო ნივთებია — ამიტომ მათი დაცვის მთავარი მიზანი მათი გონივრულად გამოყენებაა. სანამ ეს ნივთები გონივრულად იქნება გამოყენებული, წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობაა მათი გონივრულად განაწილება. რას ნიშნავს გონივრულად განაწილება? იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა გადაეეცეს ეს ნივთები გამოსაყენებლად, ღვთის სახლს აქვს პრინციპები და წესები. ამ ნივთების მთავარი დანიშნულება, იქნება ისინი და-ძმების მიერ შეწირული თუ ღვთის სახლის მიერ შეძენილი, არ არის მათი დაგროვება დახმარების გასაწევად ან მოწყალების გასაცემად საქველმოქმედო საქმისთვის, არამედ, ისინი განკუთვნილია იმ და-ძმების მიერ გამოსაყენებლად, რომლებიც თავიანთ მოვალეობას სრულ განაკვეთზე ასრულებენ. მაშასადამე, თუ როგორ უნდა განაწილდეს ისინი, რა არის მათი განაწილების პრინციპები, ეს არის კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთის მართვისას. ჩვენ აქ ვახსენეთ გონივრული განაწილება, ამ შემთხვევაში, „გონივრულობა“ არის ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპი.

I. ღვთის სიტყვების წიგნების გონივრული განაწილება

დავიწყოთ ღვთის სიტყვების წიგნებით. ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი წიგნები გაიცემა, ღვთის სახლს აქვს პრინციპებზე დაფუძნებული მოთხოვნები და წესები იმის შესახებ, თუ ვის უნდა გადაეცეს ეს წიგნები. ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ღვთის სიტყვებს და ადამიანები, რომლებიც არ კითხულობენ, არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება და ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ, და არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მოვალეობებს და ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ — ამ ტიპის ადამიანებს უნდა გაიმიჯნონ. ასევე არსებობს ზოგიერთი სპეციალური სახელმძღვანელოს ტიპის წიგნი, მაგალითად გრამატიკის წიგნები, ლექსიკონები და სხვა მსგავსი დამხმარე წიგნები. ისინი მკაცრად, პრინციპების შესაბამისად უნდა განაწილდეს. ისინი უნდა გადაეცეს მათ, ვისაც სჭირდება და არა მათ, ვისაც არ სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს ზოგიერთი დამხმარე წიგნი, რომელიც შედარებით მცირე ტირაჟით იბეჭდება — თუ ისინი ადამიანს გადაეცემა, რა მოეთხოვება ამ ადამიანს? შეგიძლია მათი წაკითხვა, მაგრამ არ უნდა დააზიანო ისინი, არ უნდა დატოვო სადმე ან ფურცლები დაუდევრად არ უნდა ამოხიო. ხოლო წაკითხვის შემდეგ ისინი თავდაპირველ ადგილს უნდა დაუბრუნდეს. ღმერთის რწმენის შესახებ წიგნები წინამძღოლებმა და მუშაკებმა მკაცრად, ღვთის სახლის სამუშაო განაწესის შესაბამისად უნდა გაანაწილონ, და მათ ასევე უნდა განუმარტონ ღვთის რჩეულ ხალხს ეს პრინციპები, რათა მათაც იმოქმედონ ამ პრინციპების მიხედვით.

II. სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გონივრული განაწილება

შემდეგი საკითხია, თუ როგორ უნდა განაწილდეს სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. ეს შედარებით კრიტიკული ამოცანაა. სხვადასხვა სახის აღჭურვილობის განაწილება გარკვეულწილად უფრო მკაცრ პრინციპებს მისდევს. ასეთი აღჭურვილობა მოიცავს ელექტრონიკას, ისევე როგორც სხვადასხვა პროფესიისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები მათ ანაწილებენ, ამასაც უნდა ჰქონდეს პრინციპები. ისინი, ვისაც ეს აღჭურვილობა გადაეცემა, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მისი სათანადოდ მართვა და სწორად, გონივრულად გამოყენება. თუ ვინმე დამწყებია ან უბრალოდ არ იცის ამ ნივთის გამოყენება, ის მას არ უნდა გადაეცეს. ეს განსაკუთრებით ეხება კარგ, მაღალი კლასის ელექტრონიკას, როგორიცაა მაღალი კლასის კამერები და შედარებით ძვირადღირებული კომპიუტერები, ასევე ხმის ჩამწერი აღჭურვილობა, ფოტოგრაფიული მოწყობილობები ან ვიდეოს შემდგომი დამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა — ნაკლებად შეიძლება ასეთი აღჭურვილობის გადაცემა მსგავსი ადამიანისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული დაზიანება. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ისინი, ვინც იყენებენ ასეთ აღჭურვილობას, პირველ რიგში, აფასებდნენ და უფრთხილდებოდნენ ტექნიკას, და მეორეც, შეეძლოთ მისი სწორად გამოყენება და მოვლა. მაგალითად, ზოგიერთ აპარატს, მისი გამოყენების წესების თანახმად, ორსაათიანი გამოყენების შემდეგ სჭირდება ათწუთიანი შესვენება გასაგრილებლად. თუ ის არ გაგრილდება, ეს დააზიანებს აპარატს და შეამოკლებს მის ექსპლუატაციის ვადას. ადამიანები, რომლებიც უფრთხილდებიან ტექნიკას, გამოიყენებენ მას მისი მოვლის წესების მკაცრი დაცვით. ისინი თავად დაიცავენ მათ, მითითების გარეშეც, და კიდევ უფრო მკაცრები და ზუსტები იქნებიან, თუ მათ ამისკენ მოუწოდებ. ასეთი ადამიანები შესაფერისნი არიან ტექნიკის გამოსაყენებლად, მათთვის დაშვებულია მაღალი კლასის ნივთების გამოყენება, რადგან იციან ტექნიკის გაფრთხილება და სერიოზულად ეკიდებიან მისი მოვლისა და შეკეთების წესებს. ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუფრთხილდნენ ტექნიკას და ნორმალურად გამოიყენონ იგი, ყველაზე შესაფერისი კანდიდატები არიან იმისთვის, რომ მათ გაუნაწილდეთ და გადაეცეთ მაღალი კლასის ტექნიკა. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ამ მხრივ სათანადო შემოწმება უნდა ჩაატარონ. თუ მაღალი კლასის კომპიუტერი გადაეცემა გამოსაყენებლად ნებისმიერ პირს, ვინც განაცხადს შეიტანს და იტყვის, რომ ის სჭირდება, არის თუ არა ეს პრინციპი სწორი? (არა.) რა არის ამ პრინციპში არასწორი? წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასეთი ნივთების გადაცემა და განაწილებისას ნაწილობრივ უნდა დაეყრდნონ საქმით დავალებული პირის პროფესიულ კომპეტენციას, მეორე მხრივ კი, უნდა დაეყრდნონ იმას, თუ რა ხარისხით უფრთხილდება ეს ადამიანი ტექნიკას, აქვს თუ არა მას ადამიანურობა და უფრთხილდება თუ არა ტექნიკას მისი გამოყენებისას. თუ ადამიანმა არ იცისტექნიკის მოვლა, არ გააჩნია პროფესიული უნარ-ჩვევები და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო სურს ტექნიკით თამაში, მაშინ მას უნდა შეეზღუდოს და უნდა აეკრძალოს მისი გამოყენება. ასეთი ადამიანები არ არიან შესაფერისნი მაღალი კლასის ტექნიკის გამოსაყენებლად და მოსავლელად. მათთვის, ვინც ჩვეულებრივ მოვალეობებს ასრულებს, საკმარისია ჩვეულებრივი ტექნიკის გადაცემა. მათ, ვინც ფლობს პროფესიას, აქვს კარგი ადამიანურობა და იცის ტექნიკის გამოყენება, მოვლა და გაფრთხილება, შეუძლიათ გამოიყენონ უფრო მაღალი კლასის ნივთები, რადგან ისინი ერკვევიან პროფესიაში და შეუძლიათ მაღალი კლასის ტექნიკის გამოყენება. თუ დაბნეულ ან უხეშ ადამიანს მაღალი კლასის გადასცემ ნივთს გამოსაყენებლად, ის რამდენიმე დღეში გააფუჭებს ტექნიკას. სხვები ვეღარ შეძლებენ მის გამოყენებას და არც მისი შეკეთება იქნება ადვილი. ეს არა მხოლოდ აფერხებს ეკლესიის საქმეს, არამედ ფლანგავს ღვთის სახლის მატერიალურ ნივთს. რაზე მიანიშნებს ეს? იმაზე, რომ ასეთი ადამიანები არ არიან შესაფერისნი კარგი აპარატების გამოსაყენებლად. კარგი აპარატები უნდა გადაეცეს გამოსაყენებლად მათ, ვისაც აქვს ადამიანურობა და ერკვევა პროფესიაში. მათთვის, ვინც არ არის პროფესიის ექსპერტი და ვისი ადამიანურობაც სუსტია, სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი ნივთების გამოყენება. არის თუ არა ნივთების ამგვარად განაწილება გონივრული? (დიახ, არის.)

ყოველგვარი მატერიალური ნივთის მიმართ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთი ადამიანი ყიდულობს მაღალი კლასის კომპიუტერს და ორი წლის გამოყენების შემდეგაც კი ის ახალივით გამოიყურება, ეკრანზე თითის ანაბეჭდსაც ვერ ნახავ, კლავიატურა კი ყოველთვის ისეთი სუფთაა, მტვრის ნასახიც არ აქვს. სამუშაო მაგიდაც ლამაზი და მოწესრიგებულია, ხოლო კომპიუტერში შენახული ფაილები კი საკმაოდ ორგანიზებული და მკაფიო. თუ ვინმე ეტყვის, რომ ეკრანისთვის მავნებელია ხანგრძლივად ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა, ისინი მაშინვე იკითხავენ, როგორ დაიცვან ეკრანი საუკეთესოდ და სწორედ ისე მოიქცევიან, როგორც საუკეთესოა. თუ ვინმე ეტყვის, რომ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ კომპიუტერს დასვენება სჭირდება, რადგან ზედმეტად გაცხელების შემთხვევაში ის უფრო ცუდად იმუშავებს, რაც გავლენას მოახდენს ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობაზე, მაშინ, როდესაც მიხვდებიან, რომ კომპიუტერს ორ საათზე მეტხანს იყენებდნენ, მაშინვე შეწყვეტენ მუშაობას, რათა ის გაგრილდეს. თუ ცხელი ამინდის გამო ის ნელა გრილდება, ვენტილატორს მიუშვერენ. ისინი ტექნიკას ისეთივე განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობიან, როგორც საკუთარ შვილს. ისინი იჩენენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს ტექნიკის ჩანთაში ჩადებისას, ხოლო როდესაც მას მაგიდაზე დებენ, აუცილებლად წმენდენ ზედაპირს და ტექნიკას სათანადოდ ათავსებენ. განა ეს მათი ძლიერი მხარე არ არის? განა ეს არ არის მათი ძლიერი მხარე? (დიახ.) ასეთი ადამიანები არა მხოლოდ თავად უფრთხილდებიან ტექნიკას, არამედ როდესაც ხედავენ, რომ სხვები აფუჭებენ და აზიანებენ მას, ამის ატანა უჭირთ. ასეთი ადამიანები შესაფერისნი არიან კარგი ტექნიკის გამოსაყენებლად. ზოგიერთი ფულიანი ადამიანიც ყიდულობს მაღალი კლასის კომპიუტერს, მაგრამ სახლში მიტანის შემდეგ მას საერთოდ არ უფრთხილდება. ისინი არ წმენდენ მათ, რამდენი მტვერიც არ უნდა დაედოს, და საკმაოდ აბინძურებენ. სხვები აპარატს ორი წელი იყენებენ და ის მაინც ახალივით გამოიყურება; ეს ადამიანები კი აპარატს ორი თვე იყენებენ და ისე გამოიყურება, თითქოს ათი წელი იყენებდნენ. უთხარი მათ, რომ ტექნიკას მოვლა სჭირდება და გიპასუხებენ: „რა აზრი აქვს მაგის მოვლას? ტექნიკა ადამიანებს ემსახურება, ადამიანების სამსახურშია. თუ გაფუჭდება, უბრალოდ ახალს ვიყიდი!“ შედეგად, არასწორი გამოყენების გამო, ტექნიკა ექვს თვეზე ნაკლებ დროში ფუჭდება. რას ფიქრობთ ასეთ ადამიანებზე? არიან ისინი შესაფერისნი მაღალი კლასის ტექნიკის გამოსაყენებლად? (არა.) რაც არ უნდა კარგი კომპიუტერები იყიდონ, აზრადაც არ მოსდით მათი გაფრთხილება, უხეშად აგდებენ და დაუდევრად დებენ. ზოგიერთი მათი კომპიუტერი ნაკაწრებითაა დაზიანებული, ზოგი წყლითაა გაფუჭებული, ზოგი უვარდებათ და უტყდებათ. ისინი მათ საკმაოდ უხეშად ეპყრობიან. ასეთი ადამიანების ადამიანურობას რაღაც აკლია. გსურთ თუ არა, რომ ასეთ ადამიანებს გამოსაყენებლად კარგი ტექნიკა გადასცეთ? (არა.) ზოგიერთი ადამიანი სათვალეს ატარებს და ლინზები ყოველთვის ისე სუფთად აქვს გაწმენდილი, მაშინ როცა სხვების ლინზებს ბინძური ზედაპირი აქვს, მტვრით, თითის ანაბეჭდებითა და მსგავსი დაბინძურებით სავსე. როგორ შეუძლიათ საერთოდ მათი ასე გამოყენება? ისინი, ვინც სათვალეს უვლის, ყურადღებას იჩენნენ ნივთის დადებისას, ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ, რომ ლინზა მაგიდის ზედაპირს ან რაიმე ნივთს შეეხოს, და არც იმას დაუშვებენ, რომ ლინზა დაიკაწროს ან რამენაირად დაზიანდეს. სათვალე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლომხედველი ადამიანებისთვის — როგორ გამოიყენებ მას, თუ ლინზებს დაკაწრავ? ზოგიერთი ადამიანი უხეშად ეპყრობა სათვალეს და მათი ლინზები მცირე ხნის ტარების შემდეგაც კი ბუნდოვანი ხდება. როდესაც ისინი სათვალეს ატარებენ, ვერაფერს ხედავენ მკაფიოდ — აჯობებდა, საერთოდ არ ეტარებინათ. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ ნორმალურია მათი ასე ტარების გაგრძელება, თითქოს ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ეს საგონებელში მაგდებს: განა სათვალის ტარების მიზანი ის არ არის, რომ საგნები უფრო ნათლად დაინახონ? რისი დანახვა შეუძლიათ ნათლად, როცა ლინზები სულ დაკაწრული აქვთ? განა ისენი უხეში ადამიანები არ არიან? ნამდვილად უხეშები არიან! ზედმეტად უხეში ადამიანების ადამიანურობადამიანურობას რაღაც აკლია — მათ არ იციან ნივთების მოვლა, მით უმეტეს, აზრადაც არ მოსდით მათი გაფრთხილება.

როდესაც საქმე ღვთის სახლის მნიშვნელოვან აღჭურვილობასა და ინსტრუმენტებს ეხება, რაში მდგომარეობს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა? ასეთი აღჭურვილობის განაწილებისას, ის შესაფერის ადამიანებს უნდა გადაეცეს. ისინი, ვინც ასეთ მნიშვნელოვან, მაღალი კლასის აღჭურვილობას იყენებენ, აუცილებლად უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან ნივთების გაფრთხილება. ისინი გაუფრთხილდებიან მას, მოუვლიან და შეინახავენ, როდესაც ის მათ მფლობელობაშია, დარწმუნებული შეგიძლია იყო რომ არასოდეს გაანადგურებენ ან დააზიანებენ მას განზრახ ან ადამიანური ფაქტორის გამო, თუ არ ჩავთვლით წამიერ დაუდევრობას ან ელემენტარული ცოდნის ნაკლებობას. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ამ აღჭურვილობის გამოყენება; მაღალი კლასის, კარგი აღჭურვილობა შეიძლება მათ გაუნაწილდეთ. იმ ადამიანებს, რომლებიც ბუნებრივად უხეშად იყენებენ ნივთებს, სრულიად ეყოფათ ჩვეულებრივი ნივთების გადაცემა გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ასეთი აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შემნახველები პასუხისმგებელნი არიან მათი გამოყენების აღრიცხვაზე: ვინ რა წაიღო და რამდენ ხანს იყენებდა, ან რომელი ნივთია განკუთვნილი ვინმეს ექსკლუზიური გამოყენებისთვის, და ვინ უნდა აანაზღაუროს მისი ღირებულება დაზიანების შემთხვევაში. ორივე მხარემ ხელი უნდა მოაწეროს ამ ყველაფერს, რათა ყველაფერი სამართლიანი და გონივრული იყოს ყველასთვის. ტექნიკასა და აღჭურვილობას კარგად უნდა მოუარონ, მიუხედავად იმისა, მათი გამოყენება მოკლევადიანია თუ გრძელვადიანი, მომხმარებელმა უნდა ისწავლოს მათი სწორად გამოყენება, და თუ ისინი გამართულად არ მუშაობენ, დროულად უნდა შეკეთდეს. რაც უფრო გულდასმით შესრულდება ეს საქმე, მით უკეთესი. თუ შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც სატანის რეჟიმი აპატიმრებს ადამიანებს, მაშინ წინამძღოლებისა და მუშაკების უმთავრესი პასუხისმგებლობაა, მნიშვნელოვანი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები საიმედო, სანდო ადამიანებს გაუნაწილონ. გადაცემის შემდეგ, მათ უნდა მისცენ ამ ადამიანს გარკვეული დარიგება და უთხრან: „ეს ღვთის სახლის ნივთებია, რათა გამოიყენო შენი მოვალეობის შესრულებისას. ისინი სათამაშოდ არ არის განკუთვნილი. გონივრულად უნდა გამოიყენო და კარგად მოუარო მათ. არ დააზიანო ისინი. ვინაიდან ეს აღჭურვილობა და ინსტრუმენტები საჭიროა მოვალეობის შესასრულებლად, მათი დაზიანების შემთხვევაში, ზარალი მათი ღირებულების შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს. თუ დაზიანებული აღჭურვილობის გამო სამუშაო შეფერხდა, ეს უფრო სერიოზული ხასიათის პრობლემაა, რაც ნიშნავს, რომ ადგილი აქვს გარკვეულ არევ-დარევასა და დაზიანებას. ამიტომ, მოვალეობების შესრულებისას აუცილებლად უნდა იცოდე ყველა სახის აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის სწორად გამოყენება — აბსოლუტურად დაუშვებელია ღვთის სახლის ქონების დაზიანება. აუცილებლად დაიმახსოვრე ეს პრინციპები: გონივრული გამოყენება და რეგულარული შემოწმება, შეკეთება და მოვლა-პატრონობა — გაუმართაობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ განაცხადე ამის შესახებ და მოითხოვე შეკეთება.“ ამ სამუშაოს კარგად შესასრულებლად, წინამძღოლებმა და მუშაკებმა, ნაწილობრივ, უნდა იცოდნენ განაწილებისა და გამოყენების პრინციპები; მეორე ნაწილი კი არის ის, რომ მათ მომხმარებლებს უნდა აცნობონ, როგორ განახორციელონ მოვლა და შენახვა, და გაუმართაობის შემთხვევაში, როგორ შეაკეთონ ისინი და ა.შ. ეს არის ელემენტარული ცოდნა, რომელიც ადამიანებს უნდა ესმოდეთ და გააჩნდეთ ყველა სახის აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის მოვლისა და გამოყენებისას.

წინამძღოლებმა და მუშაკებმა გონივრულად უნდა გაანაწილონ ღვთის სახლის სხვადასხვა აღჭურვილობა. მაგალითად, თუ სამუშაო პერსონალს სჭირდება შედარებით ყოვლისმომცველი ფუნქციების მქონე კომპიუტერი, უნდა გამოუყო მას ასეთი. თუ იტყვის, რომ ერთი საკმარისი არ არის, აუცილებლად უნდა ჰკითხო მიზეზი, უნდა გამოიკვლიო და გადაამოწმო, შეესაბამება თუ არა მისი ნათქვამი სიმართლეს. ნუ დაეყრდნობი მხოლოდ მის განაცხადს და ნუ მისცემ იმდენ კომპიუტერს, რამდენსაც ითხოვს: ორს, თუ იტყვის, რომ ერთი არ ჰყოფნის, ან სამს, თუ იტყვის, რომ ორი არ არის საკმარისი. განა ასე კომპიუტერებს სათამაშოებივით არ დაარიგებდი? განა ეს უგუნურება არ იქნებოდა? ჯერ სიტუაცია უნდა გამოიძიო და გადაწყვეტილება ღვთის სახლის პრინციპებზე დაყრდნობით მიიღო. აბსოლუტურად დაუშვებელია ყველანაირი განაცხადის თვითნებურად დამტკიცება, რათა თავიდან აიცილო ისეთი შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ადამიანი მოვალეობის შესრულების საფარქვეშ უსაფუძვლო განაცხადებს აკეთებს. გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს, შესაძლოა უფრო მაღალი კლასის კომპიუტერი დასჭირდეს, თუმცა მათი პირადი კომპიუტერების კონფიგურაცია დაბალი კლასისაა. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ესეც დროულად უნდა შეისწავლონ და აღჭურვილობა გონივრულად გაანაწილონ. კომპიუტერებით უზრუნველყოფა უნდა გადაწყდეს ადამიანის საქმის ბუნებისა და კომპიუტერის კლასის მიმართ არსებული მოთხოვნების საფუძველზე. თუ ვინმე მხოლოდ რიგითი წინამძღოლი ან მუშაკია, არ არის ჩართული კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ან ვიდეოს წარმოების საქმეში, და კომპიუტერს მხოლოდ ინტერნეტში შესასვლელად, მასალების მოსაძიებლად და ზარების განხორციელებისთვის იყენებს, და არ აქვს დიდი მოთხოვნები კომპიუტერის მონაცემების მიმართ, მაშინ მისთვის სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი კომპიუტერის გამოყენება. ზოგიერთმა ხანდაზმულმა ადამიანმა მხოლოდ ისეთი მარტივი ოპერაციების შესრულება იცის, როგორებიცაა ტექსტის აკრეფა, ინტერნეტში შესვლა და დარეკვა, თუმცა, როგორც კი წინამძღოლი ან მუშაკი ხდება, მას ძალიან მაღალი კლასის კომპიუტერს აძლევენ. არის ეს გონივრული? განა ისინი განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ ეძიებენ? განა ისინი არ სარგებლობენ სტატუსის სიკეთეებით? (დიახ.) რისთვის უნდა იქნეს გამოყენებული ამგვარი მაღალი კლასის, ძვირადღირებული აღჭურვილობა? ისინი შესაბამის სამუშაო პერსონალსა და პროფესიონალებს უნდა გადაეცეთ გამოსაყენებლად. აუცილებელი არ არის, რომ ისინი ადამიანის სტატუსის მიხედვით ნაწილდებოდეს. ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს მცდარად სჯერა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთით პრივილეგირებული სარგებლობის უფლება. არის ასეთი წესი ღვთის სახლში? არა. როგორც კი ზოგიერთი ადამიანი წინამძღოლი და მუშაკი ხდება, მათ სასწრაფოდ აძლევენ მაღალი კლასის კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებსა და ყურსასმენებს; მათ ყოველგვარი მაღალი კლასის აღჭურვილობით ამარაგებენ. რა არის ამის შედეგი? ნუთუ ეს მართლაც საქმეში კარგი შედეგების მისაღწევად კეთდება? განა ეს ადამიანები ხორციელ სიამოვნებას არ ესწრაფვიან? საერთოდ, რისთვის იყენებ მაღალი კლასის კომპიუტერებს? განა უბრალოდ ონლაინ შეკრებებს არ ატარებ და სიტყვებსა და მოძღვრებებს არ ქადაგებ? იცი ვიდეოების ატვირთვა, ან შეგიძლია ვიდეოების წარმოება? იცი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ან შეგიძლია ვებსაიტების შექმნა? ერკვევი ამ პროფესიებში? თუ არ ერკვევი, რაში გჭირდება მაღალი კლასის კომპიუტერი? განა ეს ამაზრზენი საქციელი არ არის? (დიახ.) თუ საკუთარი ფული გაქვს, არავის ადარდებს, რამდენ კომპიუტერს იყიდი, და არავინ ჩაერევა, რაც არ უნდა მაღალი კლასის იყოს ისინი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა განაწილდეს გონივრულად ღვთის სახლის მატერიალური ნივთები. რას ნიშნავს „გონივრულად“? როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ღვთის სახლის ამ მაღალი კლასის აღჭურვილობას იყენებენ, ითვლება თუ არა ეს მის „გონივრულ“ გამოყენებად? (არა.) მათ არ იციან პროფესია და არც არაფრის კეთება შეუძლიათ. განა მაღალი კლასის კომპიუტერის ქონა მათ მაღალი კლასის ადამიანებად აქცევს? რატომ იწონებენ თავს? ღვთის სახლში არ არსებობს წესი, რომელიც წინამძღოლებსა და მუშაკებს მატერიალური ნივთების გამოყენებისა და განაწილების პრივილეგირებულ უფლებას ანიჭებს; მათ არ აქვთ ეს განსაკუთრებული პრივილეგია და ეს არ არის ღვთის სახლის ნივთების განაწილების გონივრული პრინციპი — ეს საერთოდ არ არის გონივრული. ადამიანს შეუძლია თავად იყიდოს ეს ნივთები, თუ ამის შესაძლებლობა აქვს, თუ არ აქვს და საჭიროებს მათ განაწილებას ღვთის სახლის მიერ, მაშინ მისთვის სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი ნივთების გამოყენება. ეს სამართლიანი და გონივრულია. ისინი, ვინც ნამდვილად იციან ამ მაღალი კლასის აღჭურვილობის გამოყენება, არიან ამ საქმეში ჩართული პროფესიონალები, ამიტომ ღვთის სახლმა ეს აღჭურვილობა მათ უნდა გაუნაწილოს. ეს არის ის პრინციპები, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაიგონ და რომლებსაც ისინი უნდა ჩასწვდნენ ღვთის სახლის მატერიალური ნივთების განაწილებასთან დაკავშირებით. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, კვლავ შეამოწმეთ, ეს ნივთები არაგონივრულად ხომ არ განაწილდდა. თუ ასეა, იჩქარეთ და გამოასწორეთ ეს. მას შემდეგ, რაც ზოგიერთი ადამიანი წინამძღოლი ან მუშაკი ხდება, ხედავს, რომ ღვთის სახლში არავინ ეპირფერება, არავინ აძლევს მაღალი კლასის ნივთებს, რომ კვლავ თავისი ძველი სამოსი აცვია, კვლავ თავის უკიდურესად ჩვეულებრივ, პატარა კომპიუტერს იყენებს და ღვთის სახლმა არ უზრუნველყო იგი კარგი კომპიუტერით. ამიტომ, ისინი მიდიან ფინანსურ გუნდთან და კომპიუტერის შესაძენად განაცხადს აკეთებენ. არის ეს გონივრული? (არა.) ისინი ამბობენ: „თუ არ მომცემ, ჩემს მოვალეობას აღარ შევასრულებ — ვაიძულო ღვთის სახლს, მიყიდოს უფრო მაღალი კლასის, უფრო ახალი მოდელის და უფრო სწრაფი კომპიუტერი!“ ისინი ძალიან თავხედები არიან — არ არსებობს არაფერი, რასაც ვერ გაბედავენ. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები წინამძღოლები ხდებიან, ისინი ღვთის სახლს ისე ექცევიან, თითქოს მათი საკუთრება იყოს და ფიქრობენ: „ღვთის სახლის ფული ჩემი ფულიცაა — დავხარჯავ ისე, როგორც მსურს!“ ეს არის ის, რისი გაკეთებაც ანტიქრისტეებს შეუძლიათ.

III. სხვადასხვა ყოველდღიური მარაგისა და საკვების გონივრული განაწილება

ჩვენ უკვე დავასრულეთ საუბარი სხვადასხვა მატერიალური საგნის გონივრული განაწილების აღჭურვილობის ასპექტზე. შემდეგ ვისაუბრებთ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ნივთებზე, მაგალითად: მარცვლეულზე, ბოსტნეულსა და მშრალ საკვებზე, ასევე საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებზე, სხვადასხვა დამატებით საკვებზე და ა.შ. ეს ნივთები არა მხოლოდ გონივრულად უნდა იყოს დაცული, არამედ გონივრულადაც უნდა განაწილდეს. მაშ, როგორ უნდა განაწილდეს ეს სხვადასხვა ნივთი გონივრულად? ღვთის სახლს აქვს კვების სტანდარტები და ისინი, ვინც ამ ნივთებს მართავენ, გონივრულად უნდა ანაწილებდნენ მათ ამ სტანდარტების მკაცრი დაცვით. მათ არ უნდა მისცენ მეტი კარგი საკვები მათთან დაახლოებულ პირებს. აგალითად, თუ რაიმე გემრიელი, კარგი ხარისხის ბრინჯია შეძენილი, ან თუ ხილი ან ხორცი მხოლოდ დროდადრო იყიდება, და შენ უფრო მეტს აძლევ მას, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გაქვსან მთელ კარგ საჭმელს მათ აძლევ, ხოლო ცუდს სხვებს უგზავნი — ითვლება თუ არა ეს გონივრულ განაწილებად? (არა.) მაშ, როგორ უნდა შეფასდეს აქ „გონივრულობა“? ნივთების განაწილების რომელი გზა შეიძლება ჩაითვალოს გონივრულად? თანაბარი განაწილება, იმ პრინციპებისა და მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ღვთის სახლმა დაადგინა საკვებისთვის, და იმდენის გაცემა, რამდენიც უნდა გაიცეს. თუ გრძნობ, რომ ვინმესთან ახლოს ხარ, შეგიძლია მას შენი ულუფა მისცე. ნუ იქნები გულუხვი სხვების ნივთებით და ნუ გამოიყენებ ღვთის სახლის მატერიალურ ნივთებს სხვა ადამიანების მიმართ გულუხვობის გამოსაჩენად, თუ გულუხვობა გსურს, ის შენი საკუთარი ნივთებით გამოიჩინე. გულუხვობა არ არის ღვთის სახლის პრინციპი — ღვთის სახლის პრინციპი გონივრული განაწილებაა. ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და სხვადასხვა საკვების განაწილება უნდა მოხდეს ღვთის სახლის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და არა თვითნებურად. ბუნებრივია, წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ ზედამხედველობა გაუწიონ და ნახონ, აქვთ თუ არა სწორი განზრახვა ასეთი ნივთების განაწილებაზე პასუხისმგებელ პირებს, არის თუ არა მათ მიერ განაწილება გონივრული, ხდება თუ არა განაწილება ღვთის სახლის პრინციპების დაცვით, რას ამბობს ამაზე ადამიანთა უმეტესობა, აქვთ თუ არა რაიმე პრეტენზია და არის თუ არა ყველა უზრუნველყოფილი. რა უნდა გაკეთდეს, თუ ზოგჯერ ნივთები არასაკმარისია? მისაღებია თუ არა, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ისინი თავისთვის გადაინახონ საჭმელად? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „წინამძღოლებსა და მუშაკებს აქვთ უმაღლესი სტატუსი და პრესტიჟი და, როგორც წესი, ისინი ყველაზე მეტს გვესაუბრებიან, რის გამოც პირი უშრებათ. თუ რაიმე კარგი საჭმელია, მოდით, მათ დავუტოვოთ საჭმელად.“ მისაღებია თუ არა ნივთების ამგვარად განაწილება? (არა, ნივთები მათ უნდა დავუტოვოთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება.) თუ ზოგიერთი შედარებით ძვირადღირებული ჯანმრთელობის დაცვის პროოდუქტი არასაკმარისია, როგორ უნდა განაწილდეს ისინი? ისინი უნდა გაუნაწილდეთ მათ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში გაიღო თავი ღვთისთვის და წვლილი შეიტანა. ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ასაკის გამო შესუსტებულია, თუმცა ისინი მაინც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და და-ძმებმა მათგან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღეს. ამ ადამიანებს სჭირდებათ თავიანთი სხეულის მოვლა და გაფრთხილება, და სრულიად მართებულია, რომ მათ მიეცეთ ამ ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების ჭამისა და გამოყენების უფლება. არავინ უნდა იდავოს მწირ მარაგებზე. სწორედ ასე უნდა გაანაწილონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს ნივთები. არის ეს გონივრული? (დიახ.) ექნებოდა თუ არა ადამიანთა უმეტესობას პრეტენზია ასეთ განაწილებაზე? არის ვინმე, ვინც იტყვის: „შეიძლება არც ისე ხანდაზმული ვარ, მაგრამ ბევრი საქმე მაქვს — ყოველდღე რვა საათზე მეტს ვმუშაობ. ჩემი მუშაობა შეიძლება არც ისე ეფექტურია და არც ამდენი წელია ვმუშაობ, მაგრამ ზოგჯერ არც ჩემი ჯანმრთელობაა საუკეთესო მდგომარეობაში. რატომ არავინ ზრუნავს ჩემზე? როდესაც რაიმე კარგია, ჩემი რიგი არასდროს დგება, მაგრამ როდესაც საქმეა გასაკეთებელი, ყოველთვის მე მეძებენ“? უნდა მიეცეს თუ არა ასეთ ადამიანს ულუფა? რადგან მათ ეყოთ სითავხედე ამის სათხოვნელად, დაუტოვეთ მათ ცოტა — არის ეს გონივრული? დაეთანხმებოდით ამის გაკეთებას? (არა.) მე რომ ვყოფილიყავი, დავეთანხმებოდი. რატომ უნდა გამოვეკიდოთ ასეთ რამეებს? ადამიანები სიამოვნებისთვის არ ცხოვრობენ; ისინი არ ცხოვრობენ იმისთვის, რომ ჭამონ, სვან და იმხიარულონ. რატომ უნდა იჩხუბოთ ასეთ რამეებზე? თუ ვინმეს ნამდვილად სურს მათზე ჩხუბი და მათი მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად შესაბამისია, მაშინ მიეცით მათ ამ ნივთებით ოდნავ ტკბობის საშუალება. ისინი დამატებით სარგებელს მიიღებენ, მაგრამ ამით არაფერს დაკარგავ; არ არის საჭირო ამაზე ასე წუხილი. დავუშვათ, ვინმემ თქვას: „რატომ არ მაძლევთ ცოტას? არც ჩემი ჯანმრთელობაა საუკეთესო; მართლა რომ შემეძლოს რაიმე კარგის ჭამა, გაუმჯობესებული ჯანმრთელობით შევძლებდი მეტი მემუშავა და მეტი ძალისხმევა გამეღო ღვთის სახლისთვის, და ჩემი მუშაობაც უფრო ეფექტური იქნებოდა.“ რადგან მათ ეს თხოვნა გამოთქვეს, ნუ შეარცხვენთ მათ უარით, გაუნაწილეთ ცოტაოდენი. სხვები არ უნდა შეწუხდნენ ამის გამო — იყავით ცოტა უფრო გულუხვები. განა შენი ცხოვრება ისევე არ გაგრძელდებოდა ამ ნივთების გარეშე, როგორც აქამდე? რასაც ღმერთი ადამიანებს აძლევს, მწირი არ არის, ის უხვი და ბარაქიანია — არ არის საჭირო ნივთების გამო ჩხუბი. თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული ნივთი და არავინ თვლის, რომ ის სჭირდება ან უნდა ისარგებლოს მისით, მაშინ ის უნდა მიეცეს საჭმელად იმ ტიპის ადამიანს, რომელსაც უმრავლესობა საბოლოოდ ყველაზე შესაფერისად მიიჩნევს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ადამიანურობას და ნივთების გონივრულად განაწილებას. მათ, ვინც ამ ნივთებს იღებს, ისინი ღვთისგან უნდა მიიღონ და მადლობა გადაუხადონ მას მისი მადლისთვის. სხვები არ უნდა იჩხუბონ მათზე. თუ ასე მოიქცევი, უგუნური ხარ, განზრახ ქმნი პრობლემებს და ზღვარს სცდები. სწორედ ასე უნდა მოგვარდეს ასეთი განსაკუთრებული გარემოებები. არსებობს პრინციპები როგორც განსაკუთრებული, ისე ჩვეულებრივი გარემოებებისთვის; მათ არ უნდა მივუდგეთ თვითნებურად, მით უმეტეს, ადამიანური ურთიერთობების მოთხოვნების საფუძველზე. როდესაც ეს ნივთები გონივრულად ნაწილდება, წინამძღოლებმა და მუშაკებმა შეასრულეს თავიანთი პასუხისმგებლობა.

ყოველდღიური მარაგისა და საკვების განაწილებისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს უნდა გააკეთონ რეალური ვითარების, ადამიანთა რეალური რაოდენობისა და საჭიროებების რეალურ მოცულობაზე დაყრდნობით, რათა მათი განაწილება ჭეშმარიტად გონივრულად მოხდეს და თავიდან იქნას აცილებული მათი გაფლანგვა ან დანაკარგი. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. ზოგჯერ, როდესაც წარმოდგენა არ აქვთ კონკრეტულ გარემოებებზე, შესაძლოა გარკვეული ნივთები ძირითადი პრინციპის მიხედვით გაანაწილონ, ხოლო მოგვიანებით, ყველას გამოხმაურებისა და შემდგომი ზედამხედველობის შედეგად აღმოაჩინონ, რომ განაწილება არ იყო გონივრული და ოდნავ წესებზე მიჯაჭვული იყო. ასეთ შემთხვევაში, მომავალში მათ უნდა გამოასწორონ ეს მიდგომა, რათა თავიდან აიცილონ ამ პრობლემის განმეორება და შეამცირონ გაფლანგვა და დანაკარგი. სწორედ ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობის შესრულება. რა თქმა უნდა, დაზიანებისა და გაფლანგვის თავიდან ასაცილებლად, ნივთების განაწილებისას ერთი მხრივ, მათ მეტი რჩევა უნდა იკითხონ, მეორე მხრივ კი, მკაცრად უნდა დაიცვან პრინციპები. ეს აუცილებელია. ნუ გასცემთ ნივთებს განურჩევლად, ნუ დატოვებთ მათ გარეშე იმათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, ვინც გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობას და ვისაც გააჩნია ჭეშმარიტება-რეალობა და ნუ მისცემთ მათ კონკრეტულად იმ პირფერ ადამიანებს, რომლებსაც აკლიათ სულიერი გაგება. არის თუ არა ასეთი ქმედება პრინციპების შესაბამისი? (არა.) განა ეს თვითნებობა არ არის? პრინციპების მიხედვით არმოქმედება საკუთარი პასუხისმგებლობების შეუსრულებლობას ნიშნავს. რას ნიშნავს საკუთარი პასუხისმგებლობების შესრულება? ეს არ არის საქმის მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კეთება და წესების ბრმად მორჩილება და არც დადგენილი ნაბიჯების გადადგმით სრულდება — ნაცვლად ამისა, ეს არის ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპების ჭეშმარიტად მკაცრი დაცვით მოქმედება და ამავდროულად იმის უზრუნველყოფა, რომ ღვთის სახლის არცერთი ნივთი არ გაიფლანგოს ან დაზიანდეს. სწორედ ეს არის საკუთარი პასუხისმგებლობის ჭეშმარიტად შესრულება. მაგალითად, ხუთი ადამიანისთვის კვერცხების გაცემისას, თითოეულ ადამიანს დღეში ერთი კვერცხი უნდა მიეცეს და გაიცეს ყოველ ათ დღეში ერთხელ, ასე რომ, ზუსტად ორმოცდაათ კვერცხს გაგზავნიდით. ისინი ამგვარად უნდა გაიცეს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს მცირე რაოდენობაა და მისი შენახვა ადვილია; გარდა ამისა, ეს ზუსტად ის რაოდენობაა, რაც მათ საჭმელად სჭირდებათ. ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების შესაბამისად პრაქტიკაში ამ მიდგომის გამოყენება სრულიად მართებულია — ეს არის პრინციპების მიხედვით მოქმედება. თუ წინამძღოლი ან მუშაკი ზედმეტი შრომის თავიდან აცილების მიზნით ერთბაშად ასი დღის სამყოფ კვერცხს — ხუთას კვერცხს — გასცემდა, იქნებოდა თუ არა ეს სტანდარტებთან შესაბამისი? მითხარით, ორმოცდაათი კვერცხის ტრანსპორტირება და შენახვა უფრო ადვილია, თუ ხუთასის? (ორმოცდაათის.) მცირე რაოდენობის ტრანსპორტირება და შენახვა უფრო ადვილია. ზოგიერთი მართლაც აგზავნის ასი დღის მარაგს, რის შედეგადაც, ნაწილი გზაში ტყდება, ნაწილი კი დანიშნულების ადგილზე მიტანისას იმსხვრევა. ასე, მცირე-მცირე მსხვრევის გამო, ნაწილი ზიანდება. ამას ემატება ისიც, რომ როდესაც ადამიანები ხედავენ დიდი რაოდენობით გაცემულ კვერცხს, ისინი მათ დაუდევრად ფლანგავენ, რის გამოც შემდეგი მარაგის მიღებამდე საჭმელად კვერცხი აღარ რჩებათ. მაშ, როდესაც ეს კვერცხები ტყდება და ზიანდება, განა ეს წინამძღოლებისა და მუშაკების მოვალეობის შეუსრულებლობით არ არის გამოწვეული? (დიახ.) თუ ისინი მეტს მოითხოვენ, შეგიძლიათ მათ მისცეთ? პრინციპების თანახმად დადგენილ თარიღამდე მეტის მიცემა არ შეგიძლიათ, მაგრამ ისინი განაწყენებულნი არიან, როდესაც საჭმელი არაფერი აქვთ. რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში? ეს გონივრულ განაწილებას მოითხოვს. ამ ნივთების განაწილებისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა აუცილებლად უნდა დაიცვან გონივრული განაწილების პრინციპი და ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტი და გასცენ ისინი დროულად და რეგულარულად. გარდა ამისა, მათ დროულად უნდა გაარკვიონ, დაფიქსირდა თუ არა გაფლანგვის შემთხვევები, ხომ არ ყოფილა განმეორებითი მოთხოვნები ან თხოვნები იმ ნივთებთან დაკავშირებით, რომლებიც გაფლანგვის გამო დეფიციტური გახდა და ხომ არ დაფიქსირებულაგაფლანგვის შემთხვევები იმ გაცემულ ნივთებთან დაკავშირებით, რომლებიც ადამიანებს არ მოეწონათ. მაგალითად, ხორციც და ბოსტნეულიც გაიცემა, და რადგან ადამიანების უმეტესობა ხორცს ამჯობინებს, მათ შეიძლება ის სამ ან ხუთ დღეში შეჭამონ, ბოსტნეული კი დარჩეს გამოუყენებელი. ბოსტნეული კარგად არ ინახება; გარკვეული დროის შემდეგ ნაწილი ფუჭდება და ლპება, რის გამოც შემდეგი პარტიის გაცემამდე თავდება. ამის შემდეგ შესაძლოა ვინმემ ხელახლა განაცხადოს და მეტი მოითხოვოს. უნდა მიეცეთ თუ არა მეტი ასეთ შემთხვევაში? გონივრულია თუ არა მათთვის მეტის მიცემა? (არა.) სხვა ადამიანები მალულად შეჭამენ ხორცსა და კვერცხს, შეჭამენ ყველა იმ ბოსტნეულს, რომელიც მოსწონთ, ხოლო იმ ბოსტნეულის არჭამის გასამართლებლად, რომელიც არ მოსწონთ, ყოველგვარ მიზეზსა და საბაბს მოიგონებენ. როდესაც ბოსტნეული ყვითლდება და ფუჭდება, ამბობენ, რომ ის საჭმელად უვარგისია და საბოლოოდ მას ღორებსა და ქათმებს აჭმევენ ან უბრალოდ ყრიან, შემდეგ კი მეტს ითხოვენ. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ასეთ შემთხვევას აწყდებიან, როგორ უნდა მოაგვარონ იგი? თუ ისინი იტყვიან: „შემდეგ ჯერზე მეტს მოგცემთ, რადგან არ გყოფნით — მეტს მოგაწვდით, რადგან ბევრს ჭამთ“, არის თუ არა ეს პრობლემის მოგვარების მიზანშეწონილი გზა? განა ეს ბრმად მოქმედება არ არის? (დიახ.) რატომ არის ეს ბრმად მოქმედება? (მათ არ ესმით, რა ხდება სინამდვილეში: მთავარი მიზეზი იმისა, რომ მათ მიერ გაცემული საკვები არ იყო საკმარისი, არის ის, რომ ის გაიფლანგა.) ისინი ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ ისე, რომ არ ესმით, რა ხდება სინამდვილეში. უმეტეს ადგილებში, სადაც საკვები ღვთის სახლის სპეციფიკაციების მიხედვით გაიცემა, ის საკმარისია. რატომ არ არის ის არასდროს საკმარისი მხოლოდ ამ ერთი ადგილისთვის? განა ეს კონკრეტულ გამოძიებასარ საჭიროებს? ისინი ადგილზე უნდა მივიდნენ და ყურადღებითა და დეტალურად იკითხონ ვითარების შესახებ, რათა ნახონ, რა ხდება. საბოლოოდ, თავიანთი გამოძიებისა და გაგების შედეგად, ისინი აღმოაჩენენ, რომ იმ ადგილის მზარეული ცუდი და უზნეო ადამიანია, რომელიც ადამიანებისთვის განკუთვნილ საკვებს ქათმებს აჭმევდა და ამით განზრახ ფლანგავდა ღვთის სახლის საკვებს. ისინი საკმაოდ პრეტენზიულები არიან საკვების მიმართ და მხოლოდ გემრიელი საჭმლის ჭამა უყვართ. როცა ხორცი არ არის, ბოსტნეულს არ ჭამენ, ხოლო როცა არის, ტოფუსაც კი არ ჭამენ. როცა კვერცხი აქვთ, მას ყოველ ჭამაზე მიირთმევენ. ისინი მხოლოდ გემრიელ საჭმელს არჩევენ და არ ჭამენ ჩვეულებრივ ბოსტნეულს და არც იმაზე ნაღვლობენ, თუ ის გაფუჭდება. გაირკვა, რომ მზარეული ცუდი ადამიანია — უნდა მიეცეს თუ არა მას გაზრდილი ულუფა მომავალში, როდესაც ნივთები გაიცემა? (არა.) განა მხოლოდ მეტის არმიცემით მთავრდება ყველაფერი? როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა მისი აღმოჩენისთანავე? ის დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს; უნდა ჩანაცვლდეს ისეთი ადამიანით, ვისაც ოდნავ მაინც აქვს ადამიანობა, რათა მან იტვირთოს ეს მოვალეობა. პრობლემა დროულად უნდა გამოვლინდეს და მოგვარდეს და უნდა განიდევნონ ასეთი ბოროტმოქმედები, ასეთი დამპალი ვაშლივით უვარგისი ადამიანები. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „რადგან ის აღარ ამზადებს საჭმელს, შეიძლება თუ არა, რომ ქათმების გამოკვება დავავალოთ?“ (არა.) თუ ის ქათმებს გამოკვებავს, ქათმები კვერცხს აღარ დადებენ; თუ ღორებს გამოკვებავს, ღორები გახდებიან. არ ივარგებს მისთვის რაიმეს გამოკვების დავალება. ასეთი ადამიანები უნდა გაუშვან — ისინი შეუფერებელნი არიან ღვთის სახლში მოვალეობის შესასრულებლად. თუ ღვთის სახლის მატერიალური ნივთების განაწილებისას რაიმე სხვა პრობლემა გამოვლინდება, ისინიც დროულად უნდა მოგვარდეს. რა არის ამ პრობლემების მოგვარების მიზანი? ღვთის სახლის მატერიალური ნივთების გაფლანგვისა და გაფუჭების შემცირება. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ამ პრობლემების მოსაგვარებლად სამზარეულოში გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. განა შენ არ თქვი, რომ წინამძღოლებსა და მუშაკებს სამზარეულოში შესვლა ეკრძალებათ? ახლა რატომ აქვთ ამის უფლება?“ ეს ორი სრულიად განსხვავებული საკითხია. მე არ მითქვამს, რომ მათ იქ შესვლა ეკრძალებათ — ეს იყო იმ წინამძღოლებისა და მუშაკების ანალიზი, რომლებმაც არ იციან მუშაობა, უსაქმურად დახეტიალობენ და დასეირნობენ, ხარბად ესწრაფვიან სტატუსის სიკეთეებს და მუდამ სამზარეულოში დადიან გემრიელი საჭმლის საპოვნელად. მოცემულ შემთხვევაში, ისინი სამზარეულოში პრობლემების მოსაგვარებლად მიდიან და არა გემრიელი საჭმლის საპოვნელად. უნდა შეხვიდე მაშინ, როცა საჭიროა და არ უნდა შეხვიდე მაშინ, როცა საჭირო არ არის. წინამძღოლებსა და მუშაკებს ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი და ეს მათი ერთ-ერთი დავალებაა, რომლის კონკრეტული პრობლემების გაგება მხოლოდ სამზარეულოს სიღრმეებში შესვლითა და დეტალების გაცნობით არის შესაძლებელი. თუ აღმოჩნდება, რომ მზარეული შეუფერებელია, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და ჩანაცვლდეს შესაფერისი ადამიანით. ასე მოქცევა უზრუნველყოფს, რომ ღვთის სახლის მიერ გაცემული ნივთები არ გაიფლანგოს და არ გაფუჭდეს. როგორც არ უნდა ვთქვა, წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ მოთხოვნაა ის,, რომ მათ შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები — თუ ეს შენი საზრუნავი და გასაკეთებელია, მაშინ აუცილებლად უნდა იზრუნო მასზე და გააკეთო. თვალებით უნდა დააკვირდე და ყურებით ყურადღებით მოუსმინო იმას, რასაც თითოეული ტიპის ადამიანი ამბობს — და რა თქმა უნდა, გულში ასევე უნდა ისწავლო, რომ გქონდეს მოსაზრებები, ფიქრები და გამჭრიახობა ყოველგვარი საგნის მიმართ; კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ პრინციპების გულთან მიტანა, რომელთა დაცვასაც ღვთის სახლი მოითხოვს და არასოდეს გადაუხვიო მათგან. რა საქმესაც არ უნდა ასრულებდე, ჯერ უნდა გაიგო, რა არის ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპები და წესები; სანამ საქმეს შეუდგები, საკუთარ თავს კიდევ რამდენჯერმე უნდა დაუსვა ასეთი კითხვები: ნათელია თუ არა ჩემთვის ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპები? როგორ უნდა გაკეთდეს ეს, თუკი ის ღვთის სახლის პრინციპების მიხედვით უნდა შესრულდეს? როგორ უნდა შესრულდეს ის პრინციპების მიხედვით განსაკუთრებულ ვითარებებში? როგორ უნდა მოგვარდეს ის ჩვეულებრივ ვითარებებში? სანამ საქმეს შეუდგები, აუცილებლად უნდა დაუსვა საკუთარ თავს მეტი ასეთი და სხვა მსგავსი კითხვა და მეტი ილოცო ღვთის წინაშე. ერთი მხრივ, ეს არის საკუთარი თავის გამოკვლევა; მეორე მხრივ კი — ღვთის დაკვირვების მიღება. ასე მოქცევა ეხმარება წინამძღოლებსა და მუშაკებს, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვან და ნაკლებად ჰქონდეთ გადახვევები თავიანთ საქმეში, შეამცირონ ღვთის სახლის მატერიალური ნივთების გაფლანგვა და ღვთის სახლისთვის მიყენებული ზარალი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასე მოქცევა მტკიცედ იცავს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს და ასრულებს მათ. ეს არის ის, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა ჭეშმარიტად უნდა შეასრულონ. ეს არის მოთხოვნა წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ. ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების დაცვა და განაწილება არ არის რთული დავალება. ერთი მხრივ, საქმე ეხება იმას, რომ თავად წინამძღოლები და მუშაკები იცნობდნენ პრინციპებს; მეორე მხრივ კი, წინამძღოლებსა და მუშაკებს მეტად უნდა ჰქონდეთ თანაზიარება ამ პრინციპებზე იმ ადამიანებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა მატერიალური ნივთების მართვაზე, მეტი თვალყური ადევნონ საკითხებს, მეტად ეცადონ საგნების გაგებას და მეტი გამოიძიონ მართვის მდგომარეობის შესახებ, იმავდროულად, მეტი თანაზიარება ჰქონდეთ ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების განაწილების ზედამხედველებთან, რათა ისინი უფრო საფუძვლიანად ჩასწვდნენ ამ პრინციპებს. რა თქმა უნდა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე მუდმივად უნდა იკითხონ და გამოიკვლიონ, თუ როგორ ანაწილებენ და გასცემენ ეს ადამიანები ნივთებს და არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა — მაგალითად, ანაწილებენ თუ არა ზედამხედველები ნივთებს ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპების შესაბამისად სხვადასხვა სეზონზე, სხვადასხვა დროს და იმ შემთხვევებში, როდესაც სხვადასხვა ტიპის ადამიანებს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ. ამის მიზანია, შესაძლებელი გახდეს, რომ ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთმა ეფექტურად შეასრულოს თავისი ფუნქცია, მაქსიმალურად გონივრულად იქნას გამოყენებული და დაცული იქნას საუკეთესო მზრუნველობითა და საუკეთესო მოვლა-პატრონობით. ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა.

ღვთის სახლის მატერიალური ნივთების კარგად მართვა ღვთის ყველა რჩეული ხალხის პასუხისმგებლობაა

მას შემდეგ, რაც გაიგეთ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები, გასაგებია თუ არა ის პრინციპებიც, რომლებსაც თითოეული ძმა და და უნდა ჩასწვდეს ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთებისადმი მოპყრობისას? თქვენ შესაძლოა არ ხართ წინამძღოლები და მუშაკები, მაგრამ მაინც უნდა შეასრულოთ ზედამხედველობის პასუხისმგებლობა. ეს ღვთის რჩეული ხალხის უფლებაა. ასევე, ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალურ ნივთებს — წიგნებსა და ყოველგვარ აღჭურვილობას, ყოველდღიურ საკვებს, სასმელსა და ნივთებს, და ა.შ. — ყველა სიყვარულითა და მზრუნველობით უნდა მოეპყროს. ყველამ ასევე რეგულარულად უნდა შეამოწმოს, შეაკეთოს და მოუაროს იმ სხვადასხვა ნივთს, რომელსაც იყენებს და გონივრულად უნდა გამოიყენოს ისინი — არ დაუშვა, რომ შენს ხელში ისინი დაზიანდეს და გაიფლანგოს, არც განურჩევლად გადაყარო ისინი. ზოგიერთი ამბობს: „ეს ნივთი მაინც არ არის ჩემი. ჩემი ფულით არ მიყიდია. ღვთის სახლმა გადმომცა — ეს საჯარო საკუთრებაა. არ მჭირდება იმაზე ზრუნვა, თუ როდის შეკეთდება და განახლდება ის, ან სად ინახება.. მე მას თან ვერ ვატარებ, თითქოს მიტაცებული მქონდეს.“ არის თუ არა ეს გონივრული აზრი? განა ეს მეტად ეგოისტური არ არის და ადამიანობის ნაკლებობის მაჩვენებელი არ არის? (დიახ.) მაშ, რა პრინციპები უნდა იქნას დაცული ღვთის სახლის მატერიალური ნივთების გამოყენებისას? თუ რაიმე ნივთის შენთვის გამოსაყენებლად იქნა გამოიყო, მაშინ შენი შესაკეთებელი და მოსავლელია, სანამ მას იყენებ. სრულად ხარ პასუხისმგებელი; სხვების დაძალებისა თუ ზედამხედველობის გარეშე ამ ნივთს ისე უნდა მოეპყრო, გაუფრთხილდე და დაიცვა, თითქოს ის შენი პირადი საკუთრება იყოს. სწორედ ეს ნიშნავს ადამიანობის ქონას. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო ნივთი, როდესაც ის გადმოგეცა, როდესაც მისი გამოყენების უფლება აღარ გაქვს ან დაასრულებ მის გამოყენებას, ის სრულიად დაუზიანებლად და პირვანდელმდგომარეობაში უნდა დაუბრუნო იმ ადამიანს, ვინც მას ინახავს. ამას გონიერების ქონა ეწოდება; ეს არის ის, რაც ადამიანობაში უნდა არსებობდეს. ამბობ, რომ გწამს ღმერთის, რომ გაქვს სინდისი და გონიერება, რომ გიყვარს ჭეშმარიტება, ისწრაფვი მისკენ და ემორჩილები მას, მაგრამ თუ მატერიალური ნივთისადმი მოპყრობისას ის მინიმალური ადამიანობაც კი არ გაგაჩნია, რაც უნდა გქონდეს, როგორღა შეგიძლია ისაუბრო ჭეშმარიტების სიყვარულსა თუ მის პრაქტიკაში გამოყენებაზე? განა ეს ოდნავ ფუჭი არ არის? თუ იმ პასუხისმგებლობის შესრულებაც კი არ შეგიძლია, რომელიც უნდა შეასრულო მატერიალური ნივთისადმი მოპყრობისას ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ადამიანობა არ ვარგა — „ადამიანობის არმქონე“ ამის სათქმელად გავრცელებული გამოთქმაა. გარდა ამისა, როგორც არ უნდა იყენებდე საკუთარ ნივთებს, უხეშად ეპყრობი მათ თუ სათუთად, ეს შენი უფლებაა. ამაში არავინ ჩაერევა. მაგრამ ღვთის სახლს თავისი ნივთების გამოყენების პრინციპები აქვს. ეს პრინციპები სინდისსა და გონიერებაზეა დაფუძნებული და, თუმცა შესაძლოა ისინი ჭეშმარიტების სიმაღლემდე არ ადიოდეს, სულ მცირე, ადამიანობის სტანდარტებს მაინც შეესაბამება. თუ ადამიანობის ამ სტანდარტის დაკმაყოფილებაც კი არ შეგიძლია, თუ იმ აღჭურვილობასა და მარაგს სწორად ვერ ეპყრობით და იყენებთ, რომელსაც ღვთის სახლი გადმოგცემს, მაშინ ის, შეგიძლია თუ არა ჭეშმარიტების გაგება და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, პრობლემაა — ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამრიგად, როდესაც საქმე ამ ნივთებისადმი შენს მოპყრობას ეხება, გაქვს მათი გამოყენების უფლება და ბუნებრივია, ასევე, გაკისრია პასუხისმგებლობა, რომ შეაკეთო, მოუარო და გაუფრთხილდე მათ. ამ ნივთებს სერიოზულად უნდა მოეკიდო. თუ შენ, არამორწმუნეების მსგავსად, იტყვი: „ეს მაინც არ არის ჩემი. ჩემი ფულით არ მიყიდია. თუ საჯარო ნივთი გაფუჭდება, გაფუჭდეს — უბრალოდ ახალს იყიდიან, ან უარეს შემთხვევაში, შეაკეთებენ. მაინც არაფერს ვკარგავ.“ თუ ასე ფიქრობ, ეს პრობლემაა — საფრთხეში ხარ. არ ფლობ უმწიკვლო ხასიათს და შენი გული სწორად არ არის განწყობილი. საკუთარი ნივთების ეკონომიურად გამოყენება, მაგრამ ღვთის სახლის ნივთებისადმი ისე მოპყრობა, თითქოს ისინი უმნიშვნელოა და მათზე არზრუნვა და არგაფრთხილება — განა ეს არ არის ისეთი ადამიანი, ვისი გულიც სწორად არ არის განწყობილი? მოსწონს ღმერთს ისეთი ადამიანები, ვისი გულიც სწორად არ არის განწყობილი? (არა.) მითხარით, აკვირდება თუ არა ღმერთი ისეთ ადამიანებს, ვისი გულიც სწორად არ არის განწყობილი? (დიახ.) ღმერთი ერთნაირად აკვირდება მათ, ვისი გულიც სწორად არის განწყობილი და მათ, ვისიც – არა. როდესაც იღებ ღვთის დაკვირვებას, რა უნდა გაკეთდეს, თუ აღმოაჩენ, რომ ასე ფიქრობ? ყურადღება არ მიაქციო? უყურადღებოდ დატოვო? არ იზრუნო ამაზე? „რასაც ვფიქრობ, ჩემი საქმეა. შენ ვინ ხარ, რომ ამაში ერევი? თუ რამის გამოყენების უფლებას მაძლევ, მაშინ მაქვს მისი გამოყენების უფლება — და ყოველ შემთხვევაში, საკმარისი იქნება, თუ უბრალოდ დანადგარს არ გავაფუჭებ. რატომ მიყენებთ ასეთ მაღალ და ამდენ მოთხოვნას?“ არის თუ არა ეს კარგი აზროვნება? (არა.) ეს „ადამიანობის არქონაა“. თუ ასეთი ფიქრები გაქვს, უნდა მიიღო ღვთის დაკვირვება და თქვა: „ღმერთო, მე მაქვს გახრწნილი ხასიათი და ჩემი ადამიანობა ღარიბია. ადრე ვფიქრობდი, რომ საკმაოდ კეთილშობილი და პატიოსანი ვიყავი, რომ ღირსება მქონდა; ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს პატარა ნივთი გამომააშკარავებდა: მე მაქვს ეგოისტური სურვილები; ჩემი გული სწორად არ არის განწყობილი, მე ჩემი საკუთარი პატარა მიზნები მაქვს. მზად ვარ მივიღო შენი დაკვირვება და შენი წვრთნა და მზად ვარ გამოსწორების გზას დავადგე.“ უნდა ილოცო და მოინანიო ღვთის წინაშე და მისცე მას შენი დაკვირვების უფლება. როდესაც მიიღებ მის დაკვირვებას, როგორ უნდა გამოსწორდე? იტყვი: „უზნეობა იყო ისე ფიქრი, როგორც ოდესღაც ვფიქრობდი — ეს არამორწმუნეების, ურწმუნოების აზროვნებაა. აღარ შემიძლია ასე ფიქრი. არ უნდა დავადგე ამ გზას. მე ღვთისმორწმუნე ვარ; უნდა ვიყო ადამიანობისა და ღირსების მქონე პიროვნება, უნდა ვაკეთო ის, რაც ღმერთს უყვარს. მომავალში უნდა შევცვალო აღჭურვილობისა და დანადგარების გამოყენების ჩემი წესი. უნდა დავასვენო ისინი, როცა ეს საჭიროა, შევაკეთო და მოვუარო საჭიროებისამებრ. ხშირად უნდა გავწმინდო ისინი და რეგულარულად შევამოწმო მათი სხვადასხვა კომპონენტი, რათა უზრუნველვყო მათი ნორმალური გამოყენება. როგორც კი მოვრჩები მათ გამოყენებას, მაშინვე გავასუფთავებ და უსაფრთხოდ შევინახავ, რათა გარეშე პირებს არ მივცე მათი დაზიანების საშუალება.“ შემდეგ კი, როდესაც მომავალში კვლავ გამოიყენებ დანადგარებს, განსაკუთრებით ფრთხილი და ყურადღებიანი იქნები. შენი შეხედულებები მუდმივად შეიცვლება და შენი გზები გაუმჯობესდება, შენი წინა ეგოისტური, მდაბალი ფიქრებიდან და მოქმედებებიდან გადახვალ პასუხისმგებლობის გრძნობისკენ, ნივთებზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის აღების სურვილისკენ. შენს აზროვნებაში ცვლილება არის საკუთარი თავის ჭეშმარიტად გამოსწორების დასაწყისი. ის ხდება შენი მოქმედების გზების ცვლილება, როდესაც შენს აზროვნებასა და ფიქრებს პრაქტიკაში განახორციელებ. სწორედ მაშინ, როდესაც ის ამ დონეს მიაღწევს, ღმერთი ხედავს, რომ ჭეშმარიტად გამოსწორების გზას ადგახარ და ინანიებ; ეს გამოსწორების გზაზე დადგომა და ცვლილებები, ჭეშმარიტად მისაღები იქნება ღვთისთვის. ეს არის ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. რა არის ყველაზე ფუნდამენტური რამ, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებისას? სინდისი და გონიერება, რომლებიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. და აქვს თუ არა ეგოისტ, მდაბალ ადამიანს სინდისი და გონიერება? (არა.) შეიძლება მოძღვრების დონეზე იცოდე, რომ არ შეგიძლია ღვთის სახლის ნივთების უყურადღებოდ მიტოვება, ან მათი დაზიანება და გაფლანგვა, ან მათ მიმართ უპასუხისმგებლოდ მოპყრობა — მაგრამ როგორია დამოკიდებულება შენს გულსა და ფიქრებში? „რა აზრი აქვს ამ ნივთებზე ზრუნვას? ეს ნივთი ჩემი არც კი არის.“ ასეთი აზროვნება წარმართავს შენს ქცევას და ექნება კი მაშინ რაიმე სარგებელი იმ მოძღვრებას, რომელიც იცი? არა — ეს იქნება უბრალოდ მოძღვრება, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოაქვს. მხოლოდ მაშინ, როდესაც შენი აზროვნება და შეხედულებები შეიცვლება და ჭეშმარიტად დაადგები გამოსწორების გზას და მოინანიებ ღვთის წინაშე, დაიწყებს შეცვლას შენი ქცევა და შენი პრაქტიკული ქმედებები. სწორედ მაშინ შეიძენს ადამიანობას ის, რასაც ცხოვრებაში ავლენ; სწორედ მაშინ დაიწყებ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. ასეთი მცირე საკითხი ავლენს ადამიანის ადამიანობას, ისევე როგორც იმას, ჭეშმარიტად უყვარს თუ არა ამ ადამიანს ჭეშმარიტება.

ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების მართვა არის პასუხისმგებლობა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ, ხოლო ღვთის თითოეულმა რჩეულმა ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობა, დახმარება და მაქსიმალური თანამშრომლობა. ეს ყველას პასუხისმგებლობაა. ღვთის რჩეული ხალხი მაგალითს უნდა წარმოადგენდეს. მათ საკუთარი თავით უნდა დაიწყონ — მხოლოდ მაშინ არიან კვალიფიციურნი, რომ ზედამხედველობა გაუწიონ სხვებს და შეაფასონ, არის თუ არა სხვების გაკეთებული საქმე მიზანშეწონილი და პრინციპების შესაბამისი, როდესაც თავად კარგად ასრულებენ საქმეს. ეს არის საკითხი, რომელიც ყველას ეხება; ეს მცირე რამ ავლენს ადამიანების ადამიანობას, ისევე, როგორც მათ დამოკიდებულებას ჭეშმარიტების მიმართ. წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს საქმე კარგად და უდიდესი ძალისხმევით უნდა შეასრულონ, ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად და თითოეული რიგითი ძმა და და ასევე სიმკაცრითა და სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. ხშირად უნდა გამოიკვლიო საკუთარი თავი, გამოიკვლიო, ხომ არ არის პრობლემები შენს ადამიანობასა და აზროვნებაში და როგორი დამოკიდებულება გაქვს. როდესაც აღმოაჩენ, რომ შენს დამოკიდებულებასა და აზროვნებაში პრობლემაა, დროულად უნდა დაიწყო ლოცვა და გამოსწორების გზას დაადგე და ღვთის სახლის ნივთების მართვისას ან გამოყენებისას, ერთი მხრივ, უნდა ეცადო, რომ არც სინდისმა გამხილოს და არც ღვთის წინაშე აღმოჩნდე დამნაშავე და მეორე მხრივ, სხვების აღფრთოვანება დაიმსახურო და მათ მოიწონონ ის, რასაც აკეთებ და თქვან, რომ გაქვს ადამიანობა, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა. მთავარია, რომ ადამიანებმა ამის კეთებისას მტკიცედ დაიცვან პრინციპები. ეს არის ვალდებულება, რომელიც ადამიანებმა უნდა შეასრულონ, ის, რასაც ღვთის სახლის ნებისმიერმა წევრმა უნდა მიაღწიოს. ეს მხოლოდ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობა არ არის.

ახლა მეტ-ნაკლებად ნათელია თქვენთვის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეათე პუნქტი? პრინციპების გაგების შემდეგ ადამიანები უფრო ყურადღებიანები და პედანტები უნდა იყვნენ ამ საქმის კეთებისას, მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ და არ იზარმაცონ — მაშინ ისინი ძირითადად შეძლებენ ღვთის სახლის მატერიალური ნივთების დაზიანებისა და გაფლანგვის შემცირებას და თავიდან აიცილებენ მათ ჩავარდნას ბოროტმოქმედების ხელში. ეს მიღწევადი უნდა იყოს. რატომ ვამბობ, რომ ამის მიღწევა ადვილია? ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც შესაძლოა ყველა ადამიანის ყოველდღიურ სახლის ცხოვრებას შეეხოს. საკუთარი სახლის ნივთების მართვისას ყურადღების გამოჩენა ადვილია, ამიტომ თუ ღვთის სახლის ნივთებს ისე შეინახავ, თითქოს ისინი შენი საკუთარი იყოს, მისი სახლის მოთხოვნების შესაბამისად გონივრულად გაანაწილებ მათ, შეამცირებ დაზიანებასა და გაფლანგვას და არ მისცემ ბოროტმოქმედებს მათი მითვისების საშუალებას, მაშინ შეასრულებ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობას. ეს საქმე თავისი ბუნებით ზოგად საქმეთა დავალებას ჰგავს. რატომ ვუწოდებთ მას ზოგად საქმეთა დავალებას? ის მატერიალური ნივთების მართვას მოიცავს. მათი კარგად მართვითა და განაწილებით, პასუხისმგებლობა შესრულებული იქნება. ასევე, ამ საქმის პრინციპი საკმაოდ მარტივია — ის მხოლოდ ერთ პრინციპს მოიცავს და არ უკავშირდება რთულ ჭეშმარიტებებს. თუკი ადამიანს აქვს ტვირთი და სწორი განზრახვები, მას შეუძლია ეს სამუშაო კარგად შეასრულოს ზედმეტი ჭეშმარიტების გაგების საჭიროებისა და მათთვის ზედმეტი ჭეშმარიტების თანაზიარების აუცილებლობის გარეშე. შესაბამისად, ეს საქმე ერთიანი დავალებაა და ის ზოგად საქმეთა დავალებას წარმოადგენს. ეს ისეთი საქმეა, რომლის კეთებაც წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის ადვილია. თუკი ადამიანი ოდნავ უფრო შრომისმოყვარეა, მეტ კითხვას სვამს, მეტს იკვლევს, მეტად ზრუნავს და აქვს სწორი განზრახვები, მას შეუძლია ამის გაკეთება. ეს სულაც არ არის რთული. ჩვენ დავასრულეთ თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეათე პუნქტზე. ეს ასე მარტივია.

ცრუ წინამძღოლების დამოკიდებულება და გამოვლინებები ღვთის სახლის მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით

ახლა, როდესაც გაიგეთ წინამძღოლებისა და მუშაკების ეს პასუხისმგებლობა, მასთან დაკავშირებით ჩვენ გავაგრძელებთ იმ გამოვლინებების გაანალიზებას, რომლებსაც ცრუ წინამძღოლები ავლენენ ამ საქმის შესრულებისას ასევე, იმ ქმედებების გაანალიზებას, რომლებიც ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება დახასიათდნენ, როგორც ცრუ წინამძღოლები. პირველ რიგში, როდესაც ცრუ წინამძღოლები ამ საქმეს აკეთებენ, მათ არ შეუძლიათ სხვადასხვა ნივთის სათანადოდ დაცვა. დაცვაარის მნიშვნელოვანი საქმის პირველი პუნქტი, როდესაც საქმე ეხება ყოველგვარ მატერიალურ ნივთს. ცრუ წინამძღოლები ყველაფერში, რასაც აკეთებენ, არეულობას იწვევენ; გარდა იმისა, რომ ისინი ჭაობში არიან ჩაფლულნი, როდესაც საქმე ეხება ჭეშმარიტებასა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრინციპს, ისინი ასევე არეულობას იწვევენ ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების დაცვისას. მათ არ იციან, როგორი ადამიანები უნდა მოძებნონ მათ სამართავად ან რა გზით უნდა დაიცვან ისინი. მათ არ აქვთ ზუსტი მიზნები და კონკრეტული გეგმები, მით უმეტეს, დეტალური ნაბიჯები ამ საქმის შესასრულებლად. თუ არსებობს ვინმე, ვინც მზად არის იტვირთოს ეს საზრუნავი, ეს ნივთები შეიძლება იქნას დაცული; თუ არა, ცრუ წინამძღოლი უბრალოდ უდიერად გვერდზე გადადებულს ტოვებს ამ ნივთებს. ის არ ეძებს შესაფერის ადამიანს მათ დასაცავად ან შესაფერის ადგილს მათ შესანახად, და მით უმეტეს, არ აქვს თანაზიარება მათი დაცვის კონკრეტულ პრინციპებზე. ამავდროულად, ის არავითარ ზომებს არ იღებს ამ მატერიალური ნივთების სამომავლო განთავსების, შეკეთებისა და მოვლა-პატრონობისთვის. ზოგიერთმა ცრუ წინამძღოლმა სრულიად არც კი იცის, რა ნივთები აქვს ღვთის სახლს — მათ ეს არ ადარდებთ და არც კითხულობენ ამის შესახებ. ვთქვათ, ღვთის სახლმა დაბეჭდა ღვთის სიტყვების ახალი წიგნები. რამდენი წიგნი დარჩა მათი განაწილების შემდეგ, ვის დაევალა მათი შენახვა, როგორ ინახება ისინი და ინახება თუ არა სწორ ადგილას — ცრუ წინამძღოლს არცერთი ამ საკითხის შესახებ არ ექნება ცოდნა, არც იკითხავს და არც გამოიკვლევს მათ. რატომ არ გამოიკვლევს? ის ფიქრობს, რომ ღვთის სახლის მატერიალური ნივთების შენახვა უმნიშვნელო საკითხია, რომ ის წინამძღოლია, ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს და მხოლოდ ქადაგებს. ისინი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ამ „უმნიშვნელო საკითხებს“, არამედ გადასცემს მათ შესასრულებლად იმ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი ესმით და არ ადარდებთ, კარგად გაკეთდება ეს თუ ცუდად. შესაბამისად, ის საერთოდ არ ეკიდება სერიოზულად ღვთის სახლის მატერიალური ნივთების შენახვის საქმეს. ეს ერთი მიზეზია. მეორე ის არის, რომ ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი დაბნეულია — მათი გონება არეულია. მათ არ აქვთ ნორმალური აზროვნება ან ნივთების შენახვის შეგნება და არ აქვთ პროცედურა ან გზა იმისა, თუ როგორ შეინახონ ღვთის სახლის ნივთები. ასე რომ, მათ არ იციან, რამდენი ამ ნივთთაგანია დაზიანებული, და არც ის იციან, დაფიქსირებულა თუ არა გაფლანგვის შემთხვევები. როდესაც ზოგიერთ ნივთს ბოროტმოქმედები მიითვისებენ, ცრუ წინამძღოლი ამბობს: „დაე, ასე იყოს — ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ღვთის ხელშია.“ ზოგიერთ მნიშვნელოვან ნივთს ინდივიდები იყენებენ ვინმეს თანხმობის გარეშე; ეს ადამიანები იღებენ ამ ნივთებს, სხვები კი ვერ იყენებენ მათ თავიანთ საქმეში და არავინ ბედავს მათ უკან მოთხოვნას. ცრუ წინამძღოლი ამბობს: „დიდი არაფერი. უბრალოდ ახალი იყიდეთ. მათ აიღეს ეს ნივთი, ამიტომ დაე, ჯერ მათ გამოიყენონ. ეს მხოლოდ ნივთია — სულ ერთია, ვინ გამოიყენებს მას. თუ ისინი მას გონივრულად არ იყენებენ, ეს მათსა და ღმერთს შორისაა. ჩვენი ჩარევა არ არის საჭირო.“ შეხედეთ, როგორ ქადაგებენ ისინი დიდებულ მოძღვრებას საკითხის „მოსაგვარებლად“, რითაც დიდ პრობლემებს მცირედ აქცევენ, მცირეს კი — არაფრად.. ცრუ წინამძღოლები არცერთ თავიანთ პასუხისმგებლობას არ ასრულებენ, როდესაც საქმე ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთების დაცვას ეხება. მათ ეს არ ადარდებთ და არ კითხულობენ ამის შესახებ და არც არანაირ პრობლემას წყვეტენ ან აგვარებენ. მაშინაც კი, თუ ზემდგომი ამოწმებს მათ სამუშაოს, ისინი უბრალოდ ორაზროვნად საუბრობენ მათ თავიდან მოსაცილებლად და ეს არის ყველაფერი.

ზოგიერთი ძმა და და ყიდულობს აღჭურვილობას, ტანსაცმელსა და მედიკამენტებს ღვთის სახლის მიერ გამოსაყენებლად და როდესაც ცრუ წინამძღოლი ხედავს ამ ნივთებს, ის გადაარჩევს მათ და იღებს კარგ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ჩანთებს თავისთვის, სხვებს მხოლოდ იმ დარჩენილი ნივთების აღების უფლებას აძლევს, რომლებიც თავად არ სჭირდება. როდესაც გონებადაბნელებული ადამიანები, რომლებსაც ისინი წინამძღოლობენ, ხედავენ ამას, ამბობენ: „ჩვენმა წინამძღოლმა აირჩია ის, რაც უნდოდა — ახლა ჩვენი ჯერია. როცა დავასრულებთ, იმ უსარგებლო ნივთებს, რომლებიც დარჩება, ჩვენს ქვემოთ მყოფ ძმებსა და დებს გადავუყრით.“ ვის ხელშიც მოხვდება ეს ნივთები, მათ ეკუთვნით ისინი, ხოლო დარჩენილი ნივთები, რომლებიც არავის მოსწონს, უყურადღებოდ რჩება და მათ არავინ იცავს.. ამრიგად, ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალურ ნივთებს ნომინალურად აქვთ დასაცავიადგილები, მაგრამ სინამდვილეში, ისინი საერთოდ არ არის დაცული — ეს ადგილები ნაგავსაყრელია, რომლებსაც საერთოდ არავინ მართავს. ისინი უბრალოდ ყრიან ნივთებს სადღაც და აძლევენ მათ დაგროვების საშუალებას. იქ არის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები, მედიკამენტები და ელექტრონიკა, ასევე ყოველდღიური საქონელი და სამზარეულოს ჭურჭელი — ეს არის არეულობა, რომელშიც ყოველგვარი უსარგებლო ნივთია და ადამიანების საჭმელი და ძაღლების საჭმელიც კი ერთმანეთშია არეული. თუ იკითხავ, ვინ მართავს ამ ნივთებს და ახარისხებენ თუ არა მათ ან არის თუ არა ინსტრუქციები ამ ნივთებისთვის განსაზღვრული და როგორ უნდა იქნას ისინი დაცული; ან, თუ ეს ნივთები არ არის საჭირო ღვთის სახლის საქმისთვის, სჭირდებათ თუ არა ისინი ძმებსა და დებს — პასუხები არავინ იცის. სრულიად ნორმალურია, რომ ძმებმა და დებმა არ იციან, მაგრამ წინამძღოლებსა და მუშაკებსაც არ აქვთ პასუხები არცერთ ამ კითხვაზე — ისინი სრულიად ირიდებენ პასუხისმგებლობას ამ ნივთებთან დაკავშირებით, ამბობენ ან „არ ვიცი“ ან „ვიღაც ზრუნავს ამაზე“, რითაც გიშორებენ და ატყუებენ ღვთის სახლს. ეს იწვევს იმას, რომ ეს პრობლემები მოუგვარებელი რჩება. წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის არ არის რთული შესაფერისი ადამიანების პოვნა ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების სამართავად, არა? ცრუ წინამძღოლები იმ მარტივ საქმესაც კი არ აკეთებენ, რომ იპოვონ ვინმე ერთგული ამ ნივთების სათანადოდ დასაცავად, ზუსტი ჩანაწერების საწარმოებლად და მათ კარგად დასახარისხებლად. მაშ, რას აკეთებენ ისინი? როდესაც ძმები და დები ღვთის სახლს ტანსაცმელს ან ყოველდღიური მოხმარების საგნებს სწირავენ და ცრუ წინამძღოლები ამ ნივთებს ხედავენ, ისინი თავს ეხვევიან მათ, როგორც მშიერი მგლების ხროვა, რომელიც ერთად შთანთქავს ხორცს. ისინი უსასრულოდ იზომავენ იმ ტანსაცმელს, რომელიც ერგებათ და დაუსრულებლად არჩევენ ნივთებს თავისთვის. როდესაც ღვთის სახლი ყიდულობს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან და ძვირადღირებულ დანადგარებსა და აღჭურვილობას, ისინი მიიჩქარიან, რათა პირველებმა აარჩიონ კარგი ნივთები თავისთვის. რატომ არჩევენ ისინი კარგ ნივთებს? ისინი ფიქრობენ, რომ როგორც წინამძღოლს ან მუშაკს, მათ აქვთ ღვთის სახლის ნივთების გამოყენების პრივილეგირებული უფლება. რასაც არ უნდა გასცემდეს ღვთის სახლი, ისინი ყოველთვის პირველები არჩევენ საუკეთესო ნივთებს. აი, ასე ეპყრობიან ისინი ღვთის სახლის ნივთებს. არის თუ არა ეს საქმის კეთება? განა ეს ცრუ წინამძღოლების გამოვლინება არ არის? რაც შეეხება იმ ნივთებს, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა აქვს განსაზღვრული — მაგალითად, საკვებსა და მედიკამენტებს — ცრუ წინამძღოლებს უბრალოდ არ ადარდებთ ისინი. ისინი არ ეძებენ შესაფერის პერსონალს მათ სამართავად და არც პერსონალს ეუბნებიან: „ზოგიერთ ამ ნივთს ვარგისიანობის ვადა აქვს განსაზღვრული, ამიტომ დაუყოვნებლივ აღრიცხეთ ისინი. იჩქარეთ მათი განაწილება ძმებისა და დებისთვის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, რათა ისინი გონივრულად იქნას გამოყენებული — ნუ დაელოდებით მათი ვადის გასვლას; ნუ მისცემთ მათ გაფლანგვის საშუალებას.“ ცრუ წინამძღოლები არასოდეს აკეთებენ ამას. როდესაც რამეს ვადა გასდის, ისინი უბრალოდ აგდებენ მას. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები ღვთის სახლში საქმეს ასრულებენ, მკაცრად რომ ვთქვათ, ისინი ღვთის სახლის განმგებლები უნდა იყვნენ. პირველი, რაც მათ უნდა გააკეთონ, არის ღვთის სახლის ნივთების გონივრულად და კარგად დაცვა, მათზე მკაცრი მეთვალყურეობა და ამ მხრივ სათანადო შემოწმების ჩატარება. ეს ასევე ღვთის სახლის საქმის ფუნდამენტური პუნქტია, თუმცა ცრუ წინამძღოლებს ასეთი ფუნდამენტური საქმის კეთებაც კი არ შეუძლიათ. არიან ისინი გონებაარეულნი, ღარიბი სულიერი მონაცემების მქონენი და უგუნურები — თუ მათი გული სწორად არ არის განწყობილი? თუ ისინი უგუნურები და გონებაარეულები არიან, როგორ იციან თავისთვის კარგი ნივთების არჩევა? რატომ არ ელევიან ისინი საკუთარ ნივთებს ან რატომ არ აძლევენ მათ სხვებს დაუდევრად? რატომ არ აფუჭებენ ან აზიანებენ ისინი საკუთარ ნივთებს? და რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ღვთის სახლის ნივთების მიმართ? ნათელია, რომ მათ აკლიათ ზნეობა და მათი გული სწორად არ არის განწყობილი. როგორც კი წინამძღოლები და მუშაკები სტატუსს იღებენ და ღვთის სახლის საქმის უფრო ფართო სპექტრთან აქვთ შეხება, ისინი იღებენ პრივილეგირებულ წვდომას ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალურ ნივთსა და საერთო საკუთრებაზე და ისინი ყველაზე მეტად არიან ინფორმირებულნი ამ ნივთების შესახებ. მიუხედავად ამისა, ისინი უგულებელყოფენ მათ, არ იცავენ მათ სათანადოდ და ნებისმიერს აძლევენ მათი გამოყენებისა და წაღების უფლებას; ისინი უბრალოდ უშვებენ, რომ ვისაც სურს მათზე ზრუნვა, ასე მოიქცეს და და თუ ვინმე არ არის მზად იზრუნოს მათზე და უპასუხისმგებლოა, მათ ეს არ ანაღვლებთ, და მაშინაც კი, თუ შეიტყობენ, რომ ვინმეს პრობლემა აქვს, მას არ აგვარებენ. ესენი არიან ცრუ წინამძღოლები. ამ ეტაპზე ჩვენ დავასკვენით, რომ ცრუ წინამძღოლებს, გარდა იმისა, რომ აქვთ ღარიბი სულიერი მონაცემები და არ ატარებენ ტვირთს, ასევე გული არასწორად აქვთ განწყობილი და ცუდი ზნეობა აქვთ. რადგან ამ წინამძღოლებს ღარიბი სულიერი მონაცემები აქვთ და წვდომის უნარი აკლიათ, მათი მხრიდან იმ საქმის ცუდად შესრულება, რომელიც ეხება ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეში შესვლას, გასაგებია. და რადგან მათ ღარიბი სულიერი მონაცემები აქვთ და მუშაობის უნარი არ გააჩნიათ, ასევე ასატანია ის, რომ ისინი ცუდად ასრულებენ ადმინისტრაციულ საქმეს. მაგრამ ის, რომ მათ არც კი შეუძლიათ შეასრულონ საქმე, რომელიც ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთების მართვას უკავშირდება — რაც ყველაზე მინიმალური, მარტივი საქმეა — კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს ერთ რამეს: ზოგიერთი ცრუ წინამძღოლისთვის, მათი პრობლემა არ არის ისეთი მარტივი, როგორიცაა ღარიბი სულიერი მონაცემების ქონა და ტვირთის არტარება, არამედ ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებით დაბალი ზნეობითა და ცუდი ადამიანობით. წინამძღოლებისა და მუშაკების მეათე პასუხისმგებლობაზე ჩვენი თანაზიარების მეშვეობით, ცრუ წინამძღოლების კიდევ ერთი გამოვლინება გაცხადდა: მათ არა მხოლოდ ღარიბი სულიერი მონაცემები აქვთ, არ ატარებენ ტვირთს და ხარბად ესწრაფვიან ხორციელ კომფორტს, მათ ასევე ცუდი ზნეობა აქვთ და მათი გული სწორად არ არის განწყობილი. ის ნივთები, რომლებიც მათ არ ეკუთვნით, მათთვის სულერთია — ისინი არც კი იცავენ მათ. დაგნიშნეს ღვთის სახლის განმგებლად და მაინც, იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ზიხარ და არ იცავ ღვთის სახლის ინტერესებს, მაშინ როცა ეკლესიის ხარჯზე ცხოვრობ; დაუდევრად ისვრი ღვთის სახლის ნივთებს გვერდზე, თითქოს ისინი გარეშე პირებს ეკუთვნოდეს არ იცავ მათ და ფიქრობ, რომ ეს დიდი არაფერია. ეს არ არის პასუხისმგებლობების შეუსრულებლობა — ეს შენი ადამიანობის პრობლემაა, ეს დიდი უზნეობაა! იმ ნივთების ცუდად დაცვა ან დაუცველობა,, რომლებიც უნდა იყოს დაცული, მიუთითებს იმაზე, რომ ცრუ წინამძღოლებს არ აქვთ ადამიანობა და მათი გული სწორად არ არის განწყობილი. მათ ღვთის სახლის ნივთების კარგად დაცვაც კი არ შეუძლიათ, ასე რომ, მათ რომ გაენაწილებინათ ისინი, შეძლებდნენ კი ამის გონივრულად გაკეთებას? ისინი კიდევ უფრო შორს არიან პრინციპების მიხედვით მოქმედებისგან. ისინი ხედავენ, რომ ღვთის სახლის ნივთებს დაუდევრად ყრიან, აზიანებენ და ფლანგავენ, ისე, რომ არავინ არის კარგი მათ სამართავად და გულში ძალიან კარგად იციან, რომ ასე მოქცევა არასწორია. მიუხედავად ამისა, ისინი არ აგვარებენ ამას. სწორედ ეს არის გულის არასწორად განწყობა. შეუძლიათ კი იმ ნაძირლებს, ვისი გულიც არასწორად არის განწყობილი, გონივრულად გაანაწილონ ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთები? მათ ეს კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ — თუ მათ დაავალებ ამ ნივთების განაწილებას, ისინი კიდევ უფრო უზნეო საქციელს ჩაიდენენ.

ერთ-ერთ ფერმის ეკლესიაში, სადაც ძაღლები ჰყავთ, მათ მოვლაზე პასუხისმგებელი პირი განსაკუთრებულად ზრუნავს ახალშობილ ლეკვებზე. მას ეშინოდა, რომ ლეკვები ვერ მიიღებდნენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს, ამიტომ ძაღლების გამოსაკვებად ორგანული კვერცხები მოითხოვა. იქაურმა ცრუ წინამძღოლმა მაშინვე მოაწერა ხელი ამ მოთხოვნას. მას არც კი უფიქრია იმაზე, თუ რამდენად დეფიციტურია ორგანული კვერცხი. ადამიანებისთვისაც კი არ არის საკმარისი და რატომ უნდა მიეცა ის ძაღლებისთვის? განა ეს ამ საკითხის მოგვარების აბსურდული გზა არ არის? რა ბუნებისაა ამ ცრუ წინამძღოლის ეს ქცევა? როგორ უნდა დახასიათდეს იგი? განა ამ ცრუ წინამძღოლის ეს პრაქტიკა აბსურდული არ არის? რასაც ეს ცრუ წინამძღოლი მუდმივად ამბობს, როდესაც პირს აღებს, არის ადამიანთა გემოვნებაზე მორგებული მოძღვრებები, მაგრამ სინამდვილეში, მას ოდნავადაც არ ესმის ჭეშმარიტება-პრინციპები. ამიტომ, როდესაც რამე ხდება, იგი საკითხს უდგება და წყვეტს ადამიანური წარმოდგენების, პრეფერენციებისა და სუბიექტური სურვილების მიხედვით და საბოლოოდ ისეთ საძაგელ საქციელს სჩადის, როგორიცაა ძაღლებისთვის ორგანული კვერცხების მიცემა. შეიძლება თუ არა ცრუ წინამძღოლის მიერ ღვთის სახლის ნივთების ამგვარი განაწილება გონივრულად ჩაითვალოს? (არა.) რატომ ვერ აღწევს ის გონივრულ განაწილებას? გარეგნულად ჩანს, თითქოს ეს ცრუ წინამძღოლი ერეოდა, ზრუნავდა და თვალყურს ადევნებდა ამ ძალიან მცირე საკითხსაც კი, რომ მას ჰქონდა საკმარისი მიზეზი და საფუძველი ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად, მაგრამ მოქმედებდა თუ არა იგი პრინციპების შესაბამისად? მოქმედებდა თუ არა იგი ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპების მიხედვით? არა. მაშასადამე, მისი ამ ქმედების ბუნებიდან გამომდინარე ეს კეთილი საქმეა თუ ბოროტი საქმე? ეს მისი პასუხისმგებლობის შესრულებაა თუ მოვალეობის უგულებელყოფა? ეს მოვალეობის უგულებელყოფაა, ეს უპრინციპობაა, ეს დაუფიქრებლად ცუდი საქმეების კეთებაა! ამ საკითხის მაგალითზე, როგორ ხედავთ ამ ცრუ წინამძღოლის ადამიანობის არსს? განა ეს უკუღმართი წვდომა და წესების ბრმად გამოყენება არ არის? რასაც ის ყოველ ამოსუნთქვაზე ამბობს, სწორი მოძღვრებებია და ისე ჟღერს, თითქოს მასში არცერთი მცდარი ფრაზა არ იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს უკუღმართობაა. ასეთი ადამიანები ყალბად სულიერნი არიან და უკუღმართი წვდომა აქვთ, ისინი უსარგებლო არსებები არიან, რომელთაც სულიერი გაგება აკლიათ. ჩვენ ახლახან აღვნიშნეთ, რომ ცრუ წინამძღოლების ადამიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი დაბალი ზნეობის მქონენი არიან და გული არ აქვთ სწორ ადგილას. მათ არ გააჩნიათ პრინციპები, როდესაც საქმე ღვთის სახლის ნივთების განაწილებას ეხება და მათ ბრმად ანაწილებენ, რაც აშკარას ხდის, რომ ცრუ წინამძღოლებს უკუღმართი წვდომა აქვთ და ბრმად იყენებენ წესებს და, რომ ისინი უპრინციპონი არიან თავიანთ ქმედებებში, უბრალოდ ბრმად და ქაოსურად მოქმედებენ. ცრუ წინამძღოლები გარეგნულად ისეთი კეთილმოსურნენი და კეთილნი ჩანან, როცა სინამდვილეში, ეს ცრუ კეთილმოსურნეობა და ცრუ სიკეთეა. მაგალითად, როდესაც ძაღლმა ლეკვები დაყარა, ძაღლის მომვლელმა თქვა, რომ ძაღლებისთვის ადამიანებისთვის განკუთვნილი ახალი საბანი უნდა მიეცათ. მაშინ ვიღაცამ თქვა: „დასანანი იქნება ძაღლებისთვის ახალი საბნის მიცემა, აჯობებს, ის ძმებსა და დებს მივცეთ, ხოლო ძველი საბანი, რომელსაც ვცვლით, ცხოველებს დავუთმოთ.“ რას ფიქრობთ ამ შეთავაზებაზე? ადამიანებისთვის ახალი ნივთების, ხოლო ცხოველებისთვის ძველი ნივთების განაწილება საკმაოდ გონივრულია. ეს არის პრინციპი; ეს არის გონივრული განაწილება. როგორ აგვარებენ ცრუ წინამძღოლები ასეთ საკითხებს, როდესაც მათ აწყდებიან? ამის მოსმენის შემდეგ იქაური ცრუ წინამძღოლი დაფიქრდა: „ცხოველები ვერასოდეს იყენებენ ახალ ნივთებს. ისინი ყოველთვის ძველ, ჭუჭყიან ნივთებს იყენებენ. ჩვენ, ადამიანები კი ყოველთვის ახალ ნივთებს ვიღებთ. ღვთის სიტყვებში ნათქვამია, რომ ზოგჯერ ჩვენ ღორებსა და ძაღლებზე უარესებიც კი ვართ. ამიტომ, ნუ შეეცილებით ღორებსა და ძაღლებს ნივთებში. ეს ადამიანობის ნაკლებობაა.“ და ასე, საბოლოოდ მან ახალი საბანი იმ ცხოველებს მისცა. იქ მყოფ ადამიანებს შესაძლოა არაფერი დაუკარგავთ ძველი საბნის გამოყენებით, მაგრამ ამ საკითხის გადაჭრის გზა ძალიან ნათლად ასახავს პრობლემას. რა როლი ითამაშა ცრუ წინამძღოლმა ამ საკითხში? თქვენი აზრით, ნორმალური ადამიანები შეძლებდნენ ასეთი რამის გაკეთებას? (არა.) მაშინ, როგორი ადამიანები დაუშვებდნენ, რომ საქმე აქამდე მისულიყო ამ საკითხის მოგვარებისას? (აბსურდული ტიპები, რომლებსაც ნორმალური ადამიანების გონება ან აზროვნება არ აქვთ.) ეს პასუხები სრულიად სწორია, ეს ადამიანები არარაობები არიან. როდესაც ნორმალური ადამიანები მსგავს რამეს აწყდებიან, მათ იციან, როგორ მოაგვარონ ეს საკითხი გონივრულად, მაგრამ უკუღმართი წვდომის მქონე ყალბად სულიერმა ცრუ წინამძღოლებმა არ იციან, როგორ მოაგვარონ იგი. მათ მიერ პრობლემის მოგვარების გზას თითქოს საფუძველიც აქვს და თითქოს ღვთის სახლის პრინციპებსაც შეესაბამება და გამყარებულია მრავალი გონივრული გამართლებით, თუმცა ადამიანები ამის მოსმენის შემდეგ გაოგნებულნი რჩებიან და არ იციან, იცინონ თუ იტირონ, იმდენად სასაცილოა ეს. როგორ ხდება, რომ მათ ასეთი მარტივი, აშკარა ლოგიკის გაგებაც კი არ შეუძლიათ? როგორ აგვარებენ ისინი ამას ასეთი უკუღმართი გზით? ეს გულისამრევია. თუ მათ განმგებლებად დანიშნავთ, ისინი ძაღლებს თაგვების დაჭერას აიძულებენ, კატებს სახლის დაცვას, ხოლო ღორებს საწოლებში ჩააწვენენ და ყველაფერი აირ-დაირევა. შესწევთ თუ არა ცრუ წინამძღოლებს უნარი, გონივრულად გაანაწილონ ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთები? (არა.) ისინი სულ სხვა კატეგორია, გონებაარეული ხალხი და აბსურდული ტიპები არიან. გარდა იმ ცრუ წინამძღოლებისა, რომელთაც განსაკუთრებით უკუღმართი წვდომა აქვთ და გული არ აქვთ სწორ ადგილას, ცრუ წინამძღოლების უმეტესობაც ქაოსად და არეულობად აქცევს ამგვარ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მცირეოდენი სულიერი მონაცემები და არ აქვთ უკუღმართი წვდომა. მათ არ შეუძლიათ შეასრულონ ის მინიმალური პასუხისმგებლობებიც კი, რაც ევალებათ. ამიტომ, როდესაც მათ ამ საქმის შესახებ ეკითხებით, მათი პასუხი ყოველთვის ერთნაირია: „ეს საქმე ამა და ამ ადამიანს აბარია. ესა და ეს საქმის კურსშია. თუ რაიმე კითხვა გაქვს, უნდა წავიდე და მას ვკითხო.“ ამის შემდეგ მათგან აღარაფერი გესმით. ეს არის ის გამოვლინება, რომელსაც ცრუ წინამძღოლები აჩვენებენ ამ საქმის შესრულებისას.

როდესაც საქმე ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების განაწილებას ეხება, ცრუ წინამძღოლებს არა მხოლოდ არ შეუძლიათ ამის გაკეთება ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპების შესაბამისად, არამედ, ისინი საქმეში ურევენ უამრავ პირად გრძნობას, პრეფერენციასა და სურვილს, ისევე, როგორც საკუთარ პირად გაგებას. ამ საქმეში მათ არეულობა და ქაოსი შემოაქვთ, სადაც პრინციპებზე საუბარიც კი ზედმეტია. ამიტომ, როდესაც ცრუ წინამძღოლი მართავს ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთებს, ხშირად ხდება ისე, რომ ისეთ ვითარებაში, როცა არავინ იცის რა ხდება, ნივთები ზიანდება, უმიზეზოდ იფლანგება ან იკარგება და რაოდენობა არ ემთხვევა. სხვა ნივთებს კი ცალკეული პირები თავიანთი პირადი სარგებლობისთვის იღებენ, ყოველგვარი რეგისტრაციისა და მოხსენების გარეშე. ცრუ წინამძღოლებს ასეთი მარტივი, ზოგადი საქმეების კარგად მართვაც კი არ შეუძლიათ. მათ ამ საქმეებშიც არეულობა შემოაქვთ, თუმცა მაინც მშვიდად არიან და ჰგონიათ, რომ ბევრი იმუშავეს. ცრუ წინამძღოლები არასოდეს ახორციელებენ ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების რეგულარულ შემოწმებას, მოვლა-პატრონობასა და შენახვას; გულის სიღრმეში მათ ოდნავადაც არ ადარდებთ ეს ნივთები. დავუშვათ, შენ რომ ჰკითხო მათ: „არის ვინმე, ვინც ამ აღჭურვილობის მოვლა-პატრონობაზე ზრუნავს? ხომ არ ყოფილა მათი შეკეთებისას სათადარიგო ნაწილების შეძენისას გაფლანგვის შემთხვევები? ან ვინმეს ხომ არ გაუხარჯავს ზედმეტი ნაწილი ან ხომ არ მოტყუებულა? დაეკისრა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა ამ ინციდენტების შემდეგ? დაჯარიმდა თუ გაფრთხილებულ იქნა ვინმე?“ ცრუ წინამძღოლებს ამის შესახებ არც ეცოდინებათ და არც ადარდებთ. უკანონოდ დაიხარჯა თუ არა ფული ღვთის სახლისთვის ნივთების შეძენისას დაევალა თუ არა ვინმეს ამ ნივთების მართვა მათი შეძენის შემდეგ, არის თუ არა შეძენილი ნივთები შესაფერისი და შესაძლებელია თუ არა მათი ეფექტური გამოყენება, და თუ არა, იქნა თუ არა ისინი დაბრუნებული ან გადაცვლილი დადგენილ ვადებში – მათ ამის შესახებ არაფერი იციან. ისინი ისეთი უგუნურები არიან — არაფერი იციან. ერთადერთი, რაზეც ცრუ წინამძღოლები ფიქრობენ, არის ის, თუ როგორ იქადაგონ მოძღვრებები შეკრებებზე, რათა ხალხის პატივისცემა დაიმსახურონ; მათ არ აქვთ მუშაობის უნარი, როდესაც საქმე ნივთების მართვის კონკრეტულ საკითხს ეხება და არც რაიმე დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ. მათ არ იციან, რომ ეს ის საქმეა, რომელიც უნდა აკეთონ და არც ის იციან, როგორ გააკეთონ იგი. ცრუ წინამძღოლების შეხედულება ღვთის სახლის ნივთებზე ისეთია, რომ ისინი ყველას ეკუთვნის, ამიტომ ვისაც რაიმეს გამოყენება სურს, შეუძლია გამოიყენოს და ვისაც რაიმე სჭირდება, შეუძლია აიღოს ან ზემდგომებს სთხოვოს — რომ ეს ყველას უფლებაა და რომ ღვთის სახლის ნივთები არ უნდა იყოს რომელიმე ინდივიდის მართვის ან კონტროლის ქვეშ. ამიტომ, თუ ვინმე დანადგარს გააფუჭებს ან დაკარგავს, მათ არ ადარდებთ და თუ ვინმე რაიმეს შეძენას მოითხოვს, არც ის ადარდებთ, ძვირია ის, თუ იაფი. ფაქტია, რომ ღვთის სახლს ამ საკითხებთან დაკავშირებით წესები გააჩნია. სანამ წინამძღოლები და მუშაკები ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს და ატარებენ სათანადო შემოწმებას ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად, ყველა ასეთი დანაკარგისა და გაფლანგვის თავიდან აცილება შესაძლებელია. თუმცა ცრუ წინამძღოლები ამ უმარტივეს საქმესაც კი არ ასრულებენ, რომელმაც შეიძლება დანაკარგები აგვაცილოს თავიდან. განა ისინი უბრალოდ მუქთად არ ჭამენ ღვთის სახლის საჭმელს? განა ისინი მუქთახორები არ არიან? განა ეს არ არის ცრუ წინამძღოლების „სიყალბის“ კონკრეტული გამოვლინება? როგორ მოექცეოდით ასეთ წინამძღოლს, რომ შეხვედროდით? (გავათავისუფლებდით.) უბრალოდ გაათავისუფლებდით მას და ამით დასრულდებოდა? განა არ გჭირდებათ, რომ ჭკუა ასწავლოთ მათ? „ის დანადგარი იქ დაიდგა და ნესტით გაიჟღინთა და დღეების განმავლობაში არავის შეუმოწმებია. გაურკვეველია, დენი ისევ მუშაობს თუ არა, ან თაგვებმა ხომ არ დაღრღნეს კაბელები. რატომ არ ზრუნავ ამ საკითხებზე? კომპიუტერი, რომელსაც ვიყენებ, გაფუჭებულია და შეკეთებას საჭიროებს. თუ არ შეკეთდება, ეს საქმეს შეაფერხებს. თუმცა ამდენჯერ მოგმართე თხოვნით — რატომ არ მიაქციე ყურადღება? რაზე ფაციფუცობ ბრმად მთელი დღე, თავმოჭრილი ქათამივით? როდესაც წინამძღოლის იმედი აქვთ სამუშაოს შესრულებისას შენ აფერხებ მთელ საქმეს და ყველა დანადგარი და მატერიალური ნივთი შენს ხელში ნადგურდება. შენ არ უვლი და არ მართავ ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთებს. შენ არ ხარ შესაფერისი წინამძღოლობისათვის — იჩქარე და დატოვე თანამდებობა!“ სწორია მათი ამგვარად გაკიცხვა? (დიახ.) რა თვისება გააჩნია ადამიანს, რომელიც ბედავს წინამძღოლებისა და მუშაკების გაკიცხვას? ის პირველ რიგში მამაცი უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს სამართლიანობის გრძნობა. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მე ვერ გავბედავდი წინამძღოლებისა და მუშაკების გაკიცხვას. ისინი ოფიცრები არიან, მე კი უბრალო ჯარისკაცი ვარ, ჩემი წოდება მათზე ბევრად დაბალია. მათ აქვთ ჭეშმარიტება და შეუძლიათ ქადაგება. მე არაფრად ვვარგივარ და არ მაქვს ის პოზიცია, რომ ისინი გავკიცხო.“ განა ეს არამზადას ლოგიკა არ არის? (დიახ, ასეა.) მაშ, როგორ გაკიცხავდით ამგვარ წინამძღოლს? „თუ შეგიძლია ამ საქმის კეთება, მაშინ მაქსიმალურად ეცადე მის შესრულებას და გააკეთე ეს ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად. რასაც შენ დაგვავალებ, ჩვენ დავემორჩილებით. მაგრამ თუ მაქსიმალურად არ ეცდები ამ საქმის კეთებას, თუ არ გააკეთებ მას ღვთის სახლის პრინციპების მიხედვით, ვერასოდეს გვაიძულებ, რომ მოგისმინოთ! გარდა ამისა, თუ არ შეასრულებ რეალურ საქმეს, ჩვენ გვაქვს უფლება, გაგათავისუფლოთ თანამდებობიდან და მოგიცილოთ! საკუთარ თავს ავნე, თუ ვინმეს ვნება გსურს — ნუ ცდილობ, რომ ყველას გვავნო.“ გაბედავდით მათ ამგვარად გაკიცხვას? (დიახ.) ახლა ასე ამბობთ; მართლა იზამდით ამას, როცა ამის დრო მოვიდოდა? ზოგადად, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჭეშმარიტება-პრინციპებსა და მნიშვნელოვან საქმეებს ეხება, ვერ ბედავთ დაუფიქრებლად საუბარს, იმის შიშით, რომ გამჭრიახობისა და საუბარში სიცხადის ნაკლებობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ უბრალოდ განიკითხავთ წინამძღოლებსა და მუშაკებს და არევ-დარევა შეგაქვთ. მაგრამ თქვენ უნდა შეგეძლოთ გამჭრიახობის გამოჩენა მატერიალური ნივთების მართვის საკითხში; ამ საკითხში გარჩევის უნარი უნდა ისწავლოთ და მის პრინციპებს ჩასწვდეთ.

კინოწარმოების გუნდში იყო ერთი კაცი, რომელიც ტანსაცმელზე იყო პასუხისმგებელი. ის თავის ქმედებებში უმართავი იყო და მუდამ მალულად ითვისებდა ღვთის სახლის ნივთებს. როდესაც მან კინოწარმოების გუნდი დატოვა, თან წაიღო ზოგიერთი ნივთი და ანგარიშების მოგვიანებით შემოწმებამ გამოავლინა, რომ მის მიერ მიღებული ფულის დიდი ნაწილი არ ემთხვეოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ის არ მუშაობდა, მას ჰქონდა ფული და ასევე ბევრი ძვირადღირებული ნივთი ჰქონდა შეძენილი. კინოწარმოების გუნდში ყოფნისას ბევრი ადამიანი ეპირფერებოდა მას და ყველას სურდა მასთან კარგი ურთიერთობის დამყარება, რათა როდესაც ტანსაცმელი დასჭირდებოდათ, უბრალოდ ეთხოვათ და ისიც მისცემდა. თუ ვინმეს მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ის იმ ტანსაცმელსაც კი არ აძლევდა, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. რა პრობლემაა ეს? ეს მმართველ პერსონალთან დაკავშირებული პრობლემაა. ამის ერთი ნაწილი ის იყო, რომ ის თავად ითვისებდა ამ ნივთებს; მეორე ნაწილი კი ის, რომ ის არ ანაწილებდა ღვთის სახლის ნივთებს პრინციპების შესაბამისად, არამედ ხელმძღვანელობდა თავისი გრძნობებით, საკუთარი ნებითა და ურთიერთობებით. პრინციპების თანახმად ეს ადამიანი უნდა გაწმენდილიყო. ეს აშკარა პრობლემა იყო. ცრუ წინამძღოლმა არა მხოლოდ არ გააკეთა ეს, არამედ ის კარგ ადამიანად მიიჩნია და მოაწყო მისი სხვა ადგილას გადაყვანა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. განა ეს შეცდომის გამწვავება არ იყო? რას ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შესრულდა ეს საქმე? შეესაბამებოდა თუ არა ის პრინციპებს? შეასრულა თუ არა ამ წინამძღოლმა ის პასუხისმგებლობები, რომლებიც წინამძღოლებსა და მუშაკებს ევალებათ? (არა.) დროებით გვერდზე გადავდოთ ის, თუ რა სარგებლის მიღება შეეძლო წინამძღოლს ამ ადამიანთან ასეთი მოპყრობით — მხოლოდ იმით თუ ვიმსჯელებთ, თუ როგორ მოაგვარა მან ეს საკითხი, რა ბუნებისა იყო ეს ქმედება? ეს იყო ბოროტი ადამიანის მფარველობა გრძნობებზე დაყრდნობით და არა მისი მოგვარება ღვთის სახლის პრინციპების შესაბამისად. მაშასადამე, რომ დავუკავშიროთ ეს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეათე პუნქტს, რა შეცდომას უშვებს ამგვარი წინამძღოლი და მუშაკი ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთებისადმი მოპყრობისას? შეასრულა თუ არა ამ წინამძღოლმა თავისი პასუხისმგებლობები? ეფუძნებოდა თუ არა მისი მხრიდან საკითხის მოგვარება ღვთის სახლის ნივთების დაცვას? რა თქმა უნდა, არა. ის სერიოზულად არ ეკიდებოდა ღვთის სახლის ნივთებს, თვალსაც კი ხუჭავდა, როდესაც ნებას რთავდა ბოროტ ადამიანს, თავისი ნებისამებრ გაენადგურებინა ან წაეღო ეს ნივთები. ასე მოიქცეოდა ის, მისი საკუთარი ნივთები რომ დაზიანებულიყო ან სხვა ადამიანებს მიეთვისებინათ? არა — მაშინ ის შურისძიებასა და კომპენსაციაზე იფიქრებდა. მაშ, რატომ არ მოექცა ის ღვთის სახლის ნივთებს ასე? მან ისიც კი თქვა: „შეუძლია რამდენიმე ნივთი წაიღოს, თუ სურს — ის არც ისე ბევრს იღებს. შეუძლია ცოტათი მიითვისოს ეს ნივთები, თუ სურს — ვის არ აქვს ამის გაკეთების ოდნავი სურვილი? რა მნიშვნელობა აქვს იმ მცირე რაოდენობას, რომელსაც ის ითვისებს? ისე ხომ არ არის, რომ სხვები ნაკლებს იღებენ.“ რა დამოკიდებულებაა ეს? არის თუ არა ეს ის დამოკიდებულება, რომელიც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ღვთის სახლის ნივთების მიმართ? (არა.) განა ისინი იმ ხელს არ კბენენ, რომელიც მათ აპურებს? და რა ლოგიკა შემოგვთავაზა ბოლოს? „დაე, მიითვისოს ის ნივთები — არ არის საჭირო, რომ მასთან ეს ანგარიშები გავასწოროთ. რას წარმოადგენს ის წვრილმანი თანხები და ნივთები? ანტიქრისტეები ამაზე ბევრად მეტს ითვისებენ. მის მიერ ამ ნივთების მითვისება მასსა და ღმერთს შორისაა — მისი საქმეა, როგორ ჩააბარებს ანგარიშს ღვთის წინაშე, როცა ამის დრო მოვა. ამას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს.“ რა ფიქრები და გრძნობები გეუფლებათ მას შემდეგ, რაც ისმენთ, რომ წინამძღოლი ასეთ რამეს ამბობს? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სამართლიანობის რაიმე გრძნობა გააჩნია, ვისაც სინდისის ოდნავი შეგნება აქვს, გულში ატირდებოდა ამ სიტყვების გაგონებაზე და გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას იგრძნობდა, თუნდაც უბრალო მიმდევარი ყოფილიყო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ წინამძღოლი ან მუშაკი იქნებოდა! ამ ტიპის ცრუ წინამძღოლი ტკბება ღვთის ამდენი მადლითა და მფარველობით და მისი ამდენი ჭეშმარიტებით, მაგრამ მას მაინც ასეთი ცივსისხლიანი დამოკიდებულება აქვს მისი სახლის ნივთების მიმართ. გააჩნია მას ადამიანობა? არის ის შესაფერისი წინამძღოლობის ან მუშაკობისთვის? (არა.) მას შემდეგ, რაც ასეთი ადამიანი გათავისუფლდება, აქვს თუ არა მას კვალიფიკაცია, რომ მომავალში წინამძღოლი ან მუშაკი იყოს? (არა — მისი ადამიანობა ცუდია.) როგორ ვლინდება მისი ცუდი ადამიანობა? (ის არ იცავს ღვთის სახლის ინტერესებს.) რა არის ის კონკრეტული ქმედება, რომელშიც ის არ იცავს ღვთის სახლის ინტერესებს? რა არის ამ კონკრეტული გამოვლინების არსი? ამგვარ ადამიანებს გული არ აქვთ სწორ ადგილას და ისინი დაბალი ზნეობის მქონენი არიან. ისინი საკმაოდ ლამაზად საუბრობენ, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებენ. ასეთი ადამიანები აბსოლუტურად არ უნდა იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები. ისინი, ვისი გულიც არ არის სწორ ადგილას, არ არიან ჭეშმარიტების მოყვარულნი, არამედ, საკუთარი სარგებლის მიღებას ესწრაფვიან; ისინი, ვისი გულიც არ არის სწორ ადგილას, აბსოლუტურად არ ფიქრობენ ღვთის რჩეულ ხალხზე და აბსოლუტურად არ იცავენ ეკლესიის საქმეს ან ღვთის სახლის ინტერესებს.

პირველი ფუნდამენტური რამ, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გააკეთონ, არის ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების სათანადო მეთვალყურეობა, ღვთის სახლისთვის სათანადო შემოწმების განხორციელება და დაცვა, რათა არცერთი ნივთი არ დაზიანდეს, გაიფლანგოს ან ბოროტი ადამიანების მფლობელობაში არ გადავიდეს. ეს არის მინიმუმი, რაც მათ უნდა გააკეთონ. როგორც კი აგირჩევენ წინამძღოლად ან მუშაკად, ღვთის სახლი მიგიჩნევს თავის განმგებლად: შენ მმართველ კლასს განეკუთვნები და ამოცანა, რომელსაც შენი შესასრულებელია, სხვებისაზე უფრო მძიმეა. შენ დიდ პასუხისმგებლობას ატარებ. სწორედ ამიტომ შენი ყოველი დამოკიდებულება, შენი ყოველი ქმედება, საკითხების მოგვარების შენი ყოველი გეგმა და პრობლემების გადაჭრის შენი ყოველი მეთოდი, ყველა მოიცავს ღვთის სახლის ინტერესებს. თუ შენ არც კი ითვალისწინებ ღვთის სახლის ინტერესებს ან გულთან ახლოს არ მიგაქვს ისინი, შენ არ ხარ შესაფერისი მისი სახლის განმგებლად ყოფნისთვის. რა ტიპის ადამიანია ეს? რატომ არ არის ის შესაფერისი სახლის განმგებლად ყოფნისთვის? ცრუ წინამძღოლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ სულიერი მონაცემებით კი არ არიან ღარიბნი — მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი არ ატარებენ ტვირთს; მათ არ იციან როგორ იმუშაონ, მაგრამ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ შესწევთ უნარი, შეასრულონ ის მინიმალური პასუხისმგებლობებიც კი, რაც განმგებელს ევალება. მათ არ გააჩნიათ სინდისი ან გონება. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი გული არ არის სწორ ადგილას, ისინი დაბალი ზნეობის მქონენი და ეგოისტები, საძაგლები არიან; ისინი საერთოდ არ იცავენ ეკლესიის საქმეს, არამედ ხშირად აზიანებენ და ყიდიან ეკლესიის ინტერესებს, ეპირფერებიან ადამიანებს და ინარჩუნებენ მათთან ურთიერთობებს ეკლესიის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. ისინი უშვებენ, რომ ღვთის სახლის მატერიალური ნივთები დაზიანდეს, გაიფლანგოს დაიკარგოს ან ბოროტმოქმედების მიერ იქნას მითვისებული და მათ ეს საერთოდ არ ადარდებთ, ოდნავადაც არ გრძნობენ დანაშაულს ან ვალდებულებას ამის გამო. მაშასადამე, როდესაც საქმე წინამძღოლებისა და მუშაკების შერჩევას ეხება, ადამიანობის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, რა არის ყველაზე საბაზისო რამ, რაც მათ უნდა ჰქონდეთ? მათ უნდა ჰქონდეთ სინდისი და სამართლიანობის გრძნობა და მათი მოტივები უნდა იყოს სწორი. მათი ადამიანურობა პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი მუშაობის უნარი აქვთ ან რა დონის სულიერი მონაცემები, ასეთი ტიპის ადამიანები სტანდარტის შესაბამისნი იქნებიან როგორც განმგებლები, თუ ისინი ზედამხედველებად იმუშავებენ. სულ მცირე, ისინი შეძლებენ, დაიცვან ღვთის სახლის ინტერესები და ძმებისა და დების საერთო ინტერესები. ისინი აბსოლუტურად არ გაყიდიან ძმებისა და დების ინტერესებს, არც ღვთის სახლისას. როდესაც ღვთის სახლისა და ძმებისა და დების ინტერესებს ზიანი ან საფრთხე დაემუქრება, ისინი ამაზე წინასწარ იფიქრებენ და პირველნი გადადგამენ ნაბიჯს წინ მათ დასაცავად, თუნდაც ამის გაკეთებამ გავლენა მოახდინოს მათ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ან მოითხოვოს მათგან საფასურის გადახდა ან ტანჯვა. ეს ყველაფერი ისაა, რისი გაკეთებაც სინდისისა და გონების მქონე ადამიანებს შეუძლიათ. ზოგიერთი ცრუ წინამძღოლი და მუშაკი ჩქარობს უსაფრთხო ადგილის პოვნას დასამალად, როდესაც სახიფათო ვითარების წინაშე დგება, თუმცა ღვთის სახლის მნიშვნელოვან ნივთებზე — ღვთის სიტყვების წიგნებზე, მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებსა და ა.შ. — ისინი არც ზრუნავენ და არც კითხულობენ მათ შესახებ. თუ ისინი წუხდნენ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა მათი დაპატიმრება ეკლესიის მუშაობის დიდ სურათზე, მათ შეეძლოთ სხვების გაგზავნა ამ საქმეების მოსაგვარებლად – თუმცა ეს ცრუ წინამძღოლები მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო იმალებიან. მათ სიკვდილივით ეშინიათ და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არ აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. ამიტომ არის მრავალი შემთხვევა, როდესაც ცრუ წინამძღოლების დაუდევრობა, უმოქმედობა და უპასუხისმგებლობა იწვევს ღვთის სახლის სხვადასხვა ნივთებისა და ღვთისადმი შესაწირავების გაძარცვასა და დიდი წითელი დრაკონის მიერ მათ წაღებას სახიფათო სიტუაციების წარმოქმნისას, რასაც სერიოზულ დანაკარგებამდე მივყავართ. როდესაც ეკლესიაში ასეთი სიტუაციები იქმნება, წინამძღოლებისა და მუშაკების პირველი ფიქრი უნდა იყოს ღვთის სახლის აღჭურვილობისა და მატერიალური ნივთების შესაფერის ადგილებში განთავსება, მათი გადაცემა შესაფერისი ადამიანებისთვის სამართავად, დიდ წითელ დრაკონს აბსოლუტურად არ უნდა მიეცეს მათი წაღების უფლება. მაგრამ ცრუ წინამძღოლებს არასოდეს აქვთ ასეთი რამეები მხედველობაში; ისინი არასოდეს აყენებენ ღვთის სახლის ინტერესებს პირველ ადგილზე, ამის ნაცვლად ისინი საკუთარ უსაფრთხოებას ანიჭებენ უპირატესობას. ცრუ წინამძღოლების მიერ რეალური საქმის შეუსრულებლობა ხშირად იწვევს ღვთის სახლის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნივთის დანაკარგს ან დაზიანებას. განა ეს არ არის ცრუ წინამძღოლების მხრიდან პასუხისმგებლობის სერიოზული უგულებელყოფა? (არის.)

რაც შეეხება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეათე პუნქტს, რა არის ცრუ წინამძღოლების ის მთავარი გამოვლინება, რომელსაც ჩვენ ვამხელთ? ცრუ წინამძღოლების დამოკიდებულება ღვთის სახლის მატერიალური ნივთების მიმართ არის გულგრილობა და უყურადღებობა; ისინი არ ხელმძღვანელობენ პრინციპებით, არამედ ანაწილებენ ამ ნივთებს ქაოსურად, საკუთარ წარმოდგენებსა და პრეფერენციებზე დაყრდნობით. როდესაც ისინი მართავენ საქმეებს, ღვთის სახლის ნივთები ხშირად მეტ-ნაკლები ხარისხით ზიანდება და იფლანგება, რაც ზარალს აყენებს ღვთის სახლის საქმეს. ეს არის ცრუ წინამძღოლების მთავარი გამოვლინება. ცრუ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ამ უმარტივესი, ერთეული ზოგადი საქმის მოგვარებაც კი; მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება ან კარგად გაკეთება — მაშ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ? ამიტომ, როდესაც ხედავთ, რომ ასეთი ადამიანები მოქმედებენ როგორც წინამძღოლები, შეგიძლიათ შეამოწმოთ და ზედამხედველობა გაუწიოთ მათ საქმეს. თუ ისინი არევ-დარევას იწვევენ ამ ერთეულ ზოგად საქმეში, არ აკეთებენ იმასაც კი, რაც შეუძლიათ და არ პოულობენ სხვა შესაფერის ადამიანებს მის გასაკეთებლად, როდესაც თავად არ აქვთ დრო, მაშინ ასეთი წინამძღოლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და მოიხსნან თავიანთი თანამდებობებიდან. ღვთის სახლი არასოდეს გამოიყენებს მათ. არის თუ არა ეს მართებული? (არის.) რატომ? ადამიანი, ვისი გულიც არ არის სწორ ადგილას, ვისი წვდომაც უკუღმართია და რომელიც მოქმედებს მხოლოდ თავისი გრძნობებისა და თავისი ეგოისტური, მდაბალი ამბიციებისა და სურვილების მიხედვით, არ არის სანდო. რა საქმის კარგად შესრულება შეუძლია არასანდო ადამიანს? რა მოვალეობის კარგად შესრულება შეუძლია მას? შესწევს თუ არა მას უნარი, შეასრულოს მოვალეობა ერთგულებით? (არა.)

წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეათე პუნქტზე დღევანდელი თანაზიარების მეშვეობით, განა ნათლად არ ჩამოვაყალიბე კიდევ ერთი პრინციპი და სტანდარტი, რომელიც მოეთხოვებათ წინამძღოლებსა და მუშაკებს? აქ საქმე ეხება არა სულიერი მონაცემების ან მუშაობის უნარის საკითხს, არამედ ადამიანობის საკითხს. დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც მსახურობენ წინამძღოლებად და მუშაკებად ან მათ, ვის კულტივირებისაც ახდენს ეკლესია და ნახეთ, არის თუ არა მათ შორის ვინმე, ვისაც ცუდი ადამიანობა აქვს და ვისი გულიც არ არის სწორ ადგილას, ვისი ადამიანობაც ისეთივეა, როგორიც მეათე პუნქტში გაკვეთილი ცრუ წინამძღოლებისა. თუ მართლაც იპოვით ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს, უნდა გაათავისუფლოთ ისინი და უნდა გახსოვდეთ, რომ არასოდეს აირჩიოთ ასეთი ადამიანები წინამძღოლებად და არასოდეს მოახდინოთ ასეთი ადამიანების კულტივირება წინამძღოლებად და მუშაკებად. თუ ზოგიერთ ადამიანს არ ესმის ამ ადამიანების ადამიანობის ხარისხი და ირჩევს მათ, დაუყოვნებლივ განაცხადეთ მათ შესახებ. ნუ მისცემთ მათ შანსს, იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები. ეს ადამიანები არ ხდებიან წინამძღოლები და მუშაკები რეალური საქმის საკეთებლად, არამედ ეკლესიის საქმის გასანადგურებლად. თუ ისინი წინამძღოლები გახდებიან, ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთები მხოლოდ განადგურდება ამის კვალდაკვალ. გსურთ ასეთი შედეგის ხილვა? (არა.) მაშ, როგორ უნდა მოექცეთ ასეთ ადამიანებს? თუ ისინი ამჟამად მსახურობენ წინამძღოლებად, განაცხადეთ მათ შესახებ და მოხსენით ისინი თავიანთი თანამდებობებიდან. თუ არა, თუ ისინი ჯერ არ აურჩევიათ, მაშინ უთხარით ყველას: „ეს ადამიანი არ ვარგა. არ აირჩიოთ ის, რაც არ უნდა მოხდეს; ეს საზიანო იქნება ეკლესიისთვის.“ და თუ ადამიანები მოატყუეს და შეცდომაში შეიყვანეს მის ასარჩევად შენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობო ყველას: „ჩვენ დღეს არასწორი რამ გავაკეთეთ. ჩვენ ჩვენს წინამძღოლად ავირჩიეთ ცუდი ადამიანობის მქონე პირი, ვისი გულიც არ არის სწორ ადგილას. ახლა, როცა ეს გავაკეთეთ, ღვთის სახლის ინტერესები დაექვემდებარება დანაკარგებსა და ზიანს. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვხსნათ ის თანამდებობიდან, რათა დავიცვათ ღვთის სახლის ინტერესები და სხვადასხვა ნივთები დაზიანებისგან. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას უფლება, წარმატებას მიაღწიოს თავის მზაკვრულ გეგმაში.“ არის თუ არა ეს მართებული საქციელი? (არის.)

მათ, ვინც არჩეულნი არიან წინამძღოლებად და მუშაკებად, მოეთხოვებათ ჰქონდეთ სულიერი მონაცემები და მუშაობის უნარი; ასევე, არსებობს მოთხოვნები მათი ადამიანობის ხარისხთან დაკავშირებით. რას იტყვით, მართლაც ასეა, რომ ადამიანების უმეტესობა არ აკმაყოფილებს წინამძღოლებისა და მუშაკების კრიტერიუმებს? ამ სამიდან რომელია ყველაზე გადამწყვეტი? (ადამიანობა.) და მეორე? (მუშაობის უნარი.) ამის შემდეგ? (აქვთ თუ არა მათ სულიერი მონაცემები.) ეს თანმიმდევრობა საკმაოდ ზუსტია. როდესაც მომავალში აირჩევთ წინამძღოლებს, შეაფასეთ ისინი ამ თანმიმდევრობის მიხედვით. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ამ თანმიმდევრობასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა. დავუშვათ, რომ ადამიანობა პირველ ადგილზეა და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარგი ადამიანობა, მაგრამ საკმაოდ ცუდი სულიერი მონაცემები და თუ ისინი აირჩევიან წინამძღოლებად, ისინი ვერ შეძლებენ რაიმე რეალური საქმის კეთებას — მაინც მისაღებია მხოლოდ ადამიანების ადამიანობის გათვალისწინება?“ ადამიანების ადამიანობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს და ეს არის პირველი რამ, რასაც უნდა შეხედოთ, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ წინამძღოლებისა და მუშაკების არჩევისას. თუ ადამიანის ადამიანობა სტანდარტის შესაბამისია, შემდეგ შეხედეთ მის მუშაობის უნარს. თუ მას აკლია მუშაობის უნარი და არ შეუძლია რაიმე რეალური საქმის კეთება, შეგიძლიათ სთხოვოთ მას შეასრულოს ისეთი საქმე, რომელიც არ არის ზედმეტად დამღლელი მისი შესაძლებლობებისთვის. თუ მას აქვს კარგი ადამიანობა და შეუძლია იტვირთოს საქმე და მაქსიმალურად ეცადოს მის კარგად შესრულებას და ის სანდო ადამიანია და ღვთის სახლს არ სჭირდება ყოყმანი მის გამოყენებასთან დაკავშირებით და ის აღმშენებლური, დამხმარე და სასარგებლოა ძმებისა და დების უმეტესობისთვის, მაშინ ის სტანდარტის შესაბამისია. თუ მისი სულიერი მონაცემები ცუდია და მას აკლია მუშაობის უნარი ან თუ ის უბრალოდ საშუალო დონისაა მუშაობის უნარის თვალსაზრისით, დაავალეთ მას შეასრულოს რაიმე მარტივი საქმე ან ერთეული სამუშაო. თუ მას აქვს კარგი სულიერი მონაცემები და ძლიერი მუშაობის უნარი, მას შეუძლია შეასრულოს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე ან რამდენიმე განსხვავებული სამუშაო. განა არ შეგიძლიათ ამგვარად განაწილება? თუ მას აქვს ცუდი ადამიანობა და მისი გული არ არის სწორ ადგილას, მაშინ რაოდენ დიდი მუშაობის უნარიც არ უნდა ჰქონდეს, შეძლებს თუ არა საქმის კარგად შესრულებას? (არა.) მათ რომ ევალებოდეთ კომპანიის ან რამდენიმე თანამშრომლის მართვა, ეს შეიძლება არ ყოფილიყო პრობლემა — მაგრამ რა საკითხები წარმოიშობოდა, თუ მას სთხოვდნენ ღვთის სახლის სხვადასხვა მატერიალური ნივთების მართვას? უპირველეს ყოვლისა, ისინი აბსოლუტურად არ მართავდნენ ამ ნივთებს და არ მოაგვარებდნენ საკითხებს ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპების მიხედვით. მისი გული არ არის სწორ ადგილას, მას არ უყვარს ჭეშმარიტება და მის გულში მხოლოდ მზაკვრობაა, მხოლოდ უკეთური იდეები და ფიქრები, ამიტომ როდესაც მოქმედებს, ის ამას აკეთებს საკუთარი პრეფერენციების მიხედვით და საკუთარ ინტერესებზე და არა ჭეშმარიტება-პრინციპებზე ან სამართლიანობაზე დაყრდნობით. ის ითვალისწინებს მხოლოდ იმას, თუ რას დაკარგავს ან მოიგებს და არ ფიქრობს ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილ პრინციპებზე — და ამგვარად ის განწირულია წარუმატებლობისთვის წინამძღოლებისა და მუშაკების საქმეში. რით არის ეს განპირობებული? მისი ადამიანობის ხარისხით; ეს არ არის განპირობებული მისი მუშაობის უნარით. და ამიტომ, როდესაც აფასებთ, არის თუ არა ვინმე კეთილშობილი ან მდაბალი, აკმაყოფილებს თუ არა ის ღვთის სახლის სტანდარტებს წინამძღოლებისა და მუშაკების შესარჩევად, პირველ რიგში შეხედეთ მის ადამიანობას: თუ მისი ადამიანობა სანდო და სტანდარტის შესაბამისია, შემდეგ განიხილეთ, აქვს თუ არა მას მუშაობის უნარი და აქვს თუ არა ტვირთი; შემდეგ განიხილეთ სხვა ასპექტები.

ეს არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მეათე პუნქტი. ეს არის მეტ-ნაკლებად ის, რაც გაანალიზებულია ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინების მეათე პუნქტში. იმ დამოკიდებულებასა და გამოვლინებებში, რომლითაც ცრუ წინამძღოლები ეპყრობიან ღვთის სახლის მატერიალურ ნივთებს, შეიძლება დავინახოთ, რომ უმეტესობას აკლია სინდისი და გონება, რომ მათ აქვთ მეტისმეტად ცუდი ადამიანობა და არ იღებენ პასუხისმგებლობას — შეიძლება ითქვას, რომ მათი გული არ არის სწორ ადგილას. განა ახლა არ გვაქვს კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, რომ ვინმე ცრუ წინამძღოლია? ზოგიერთ ცრუ წინამძღოლს არ შეუძლია საქმის კეთება, რადგან მისი სულიერი მონაცემები ცუდია და რადგან ის ბრმაა და არ აქვს გამჭრიახობა საგნების მიმართ. ზოგიერთი არ ასრულებს რეალურ საქმეს, რადგან მისი გულის არ არის სწორ ადგილას და მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღებას ესწრაფვის — ის არ იცავს ღვთის სახლის ინტერესებს და არ ადარდებს, იცოცხლებს თუ მოკვდება ღვთის რჩეული ხალხი. ყოველგვარი ცრუ წინამძღოლი უნდა გათავისუფლდეს და განიდევნოს რაც შეიძლება სწრაფად, რათა თავიდან იქნას აცილებული ღვთის სახლის საქმის შეფერხება და ღვთის რჩეული ხალხისთვის ზიანის მიყენება.

2021 წლის 1 მაისი

წინა: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (10)

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (12)

უნდა ითქვას, რომ შენ იღბლიანი ხარ, რადგან აქ გექნება შესაძლებლობა შეხვდე უფალს, იპოვო ტანჯვისგან თავის დაღწევისა და კარგი ცხოვრების გზა; ეს არის ღვთის კურთხევა, რომელიც შენზე მოდის. გსურს ამის მიღება?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება