თქვენ გვერდზე უნდა გადადოთ სტატუსით მოპოვებული კურთხევანი და ჩაწვდეთ ღვთის განზრახვას, მოუტანოს ხსნა ადამიანს

ადამიანური თვალსაზრისით მოაბის შთამომავალთა სრულყოფა შეუძლებელია და არც საამისო თვისებებით არიან დაჯილდოებულნი. ხოლო დავითის ძეებს, რა თქმა უნდა, აქვთ იმედი და მართლაც შეუძლიათ სრულყოფილების მიღწევა. ვინც მოაბის შთამომავალია, მისი სრულყოფილება შეუძლებელია. აი, ახლაც, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით თქვენ შორის შესრულებული საქმის მნიშვნელობა; ამ ეტაპზე, თქვენ კვლავ გულებში ინახავთ თქვენს სამომავლო პერსპექტივებს და მათი დათმობა გეთაკილებათ. არავის ანაღვლებს, რატომ გადაწყვიტა დღეს ღმერთმა თქვენნაირი უღირსი ადამიანების ჯგუფისთვის გარჯა. ნუთუ მან ამით შეცდომა დაუშვა? იქნებ ეს საქმე წუთიერი დაუდევრობის გამოხატულებაა? რატომ ჩამოვიდა ღმერთი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, რომ თქვენ მოაბის შვილები ხართ, სწორედ იმისთვის, რომ თქვენ შორის შეესრულებინა საქმე? ნუთუ ამაზე არასდროს გიფიქრიათ? ნუთუ ღმერთი არასდროს ითვალისწინებს ამას თავისი საქმის შესრულებისას? ნუთუ ის ასე თავხედურად იქცევა? ნუთუ მან თავიდანვე არ იცოდა, რომ თქვენ მოაბის შთამომავლები ხართ? განა არ იცით, რომ ეს საკითხები უნდა აწონ—დაწონოთ? სად გაქრა თქვენი შეხედულებები? ნუთუ თქვენი საღი აზროვნება ასე მოიშალა? რა იქნა თქვენი ჭკუა—გონება და სიბრძნე? ნუთუ თქვენი ამ დიდსულოვანი დამოკიდებულების გამო ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ? თქვენი გონება ყველაზე მგრძნობიარეა ისეთი რაღაცების მიმართ, როგორიცაა თქვენი სამომავლო პერსპექტივები და თქვენი ბედი, მაგრამ როდესაც საქმე სხვა რამეს ეხება, ის დუნდება, შლეგდება და სრულიად უმეცარი ხდება. მაინც რისი გწამთ ამ ქვეყნად? თქვენი სამომავლო პერსპექტივების? თუ ღმერთი გწამთ? იქნებ ერთდერთი, რისიც გწამს, მხოლოდ შენი მშვენიერი ხვედრია? ეს ხომ არ არის შენი მომავლის პერსპექტივა? რამდენად კარგად გესმის ახლა ეს ცხოვრების წესი? რამდენად ბევრს მიაღწიე? ხომ არ ფიქრობ, რომ მოაბის შთამომავლების გარშემო დღეს მიმდინარე საქმეები თქვენს დასამცირებლად სრულდება? ეს განზრახ, თქვენი უგვანობის გამოსაჩენად ხომ არ კეთდება? იქნებ შეგნებულად კეთდება იმისთვის, რომ სასჯელი მიიღოთ და შემდეგ ცეცხლოვან ტბაში ჩაგაგდოთ? მე არასდროს მითქვამს, რომ თქვენ მომავლის პერსპექტივა არ გაქვთ, მითუმეტეს ის, რომ განადგურდებით ან დაიღუპებით. მსგავსი რამ საჯაროდ განმიცხადებია? შენ ამბობ, რომ უიმედობას განიცდი, მაგრამ განა ეს განაჩენი თავადვე არ გამოუტანე საკუთარ თავს? განა ეს შენივე აზროვნების ნაყოფი არ არის? განა შენს გამოტანილ განაჩენს აქვს რაიმე ძალა? თუ ვიტყვი, რომ შენ არ ხარ კურთხეული, მაშინ უცილობლად განადგურდები; მაგრამ თუ ვიტყვი, რომ კურთხეული ხარ, მაშინ ნამდვილად არ განადგურდები. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ შენ მოაბის შთამომავალი ხარ; მე არ მითქვამს, რომ შენ განადგურდები. ​​უბრალოდ, მოაბის შთამომავლები დაწყევლილები არიან და ისინი გახრწნილი ადამიანების ერთ—ერთ ერთ—ერთ მოდგმას წარმოადგენენ. ცოდვა უფრო ადრე იყო ნახსენები; განა ყველანი ცოდვილები არ ხართ? განა ყველა ცოდვილი სატანამ არ გახრწნა? განა ყველა ცოდვილი არ ეწინააღმდეგება და არ უჯანყდება ღმერთს? განა ისინი, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგებიან, წყევლის ღირსნი არ არიან? განა ყველა ცოდვილი არ უნდა განადგურდეს? ასეთ შემთხვევაში, ხორცითა და სისხლით შობილთაგან ვის შეუძლია გადარჩენა? თქვენ როგორ გადარჩით დღემდე? თქვენ უარყოფითად განეწყვეთ იმიტომ, რომ მოაბის შთამომავლები ხართ; განა თქვენც არ ითვლებით ადამიანებად, რომლებიც ცოდვილები არიან? როგორ გაძელით დღემდე? როდესაც სრულყოფილებაზე საუბრობენ, თქვენ ბედნიერებას განიცდით. მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ დიდი განსაცდელი უნდა გამოიაროთ, გრძნობთ, რომ ამის წყალობით უფრო კურთხეული გახდებით. თქვენ ფიქრობთ, რომ გასაჭირიდან გამოსვლის შემდეგ გამარჯვებულები იქნებით და, უფრო მეტიც, რომ ეს ღვთის დიდ კურთხევასა და მისგან თქვენს განდიდებას მოასწავებს. მოაბის ხსენებაზე თქვენ შორის მღელვარება იწყება; დიდსა თუ პატარას გამოუთქმელი სევდა გეუფლებათ, გულებში აღარანაირი სიხარული აღარ გრჩებათ და ნანობთ კიდეც, რომ დაიბადეთ. თქვენ არ გესმით მოაბის შთამომავლებში შესრულებული საქმის ამ ეტაპის მნიშვნელობა; თქვენ მხოლოდ მაღალი პოზიციების მოპოვებაზე ფიქრობთ და როდესაც ხვდებით, რომ იმედი ფუჭია, უკან იხევთ. სრულყოფილებისა და მომავალი ხვედრის ხსენებისას თავს ბედნიერად გრძნობთ; თქვენ ღმერთის რწმენა კურთხევის მოსაპოვებლად და კარგი ხვედრის მისაღებად გჭირდებათ. ზოგიერთი ადამიანი ახლა შეშფოთებულია თავისი მდგომარეობით. იმის გამო, რომ დაბალი ღირებულება და მდგომარეობა აქვთ, ისინი არ ესწრაფვიან სრულყოფილებას. ჯერ სრულყოფილებაზე იყო საუბარი, შემდეგ კი მოაბის შთამომავლებზე, რის გამოც ხალხმა უარყო სრულყოფილებისკენ მიმავალი ის გზა, რომელიც მანამდე იყო ნახსენები ეს იმიტომ ხდება, რომ თავიდან ბოლომდე თქვენ არასდროს გაგიგიათ ამ საქმის მნიშვნელობა და არც გაინტერესებთ ის. თქვენი სულიერი მდგომარეობა მეტისმეტად სუსტია და მცირედ მღელვარებასაც კი ვერ უძლებთ როდესაც ხედავთ, რომ თქვენი მდგომარეობა მეტისმეტად დაბალია, ნეგატიურად განეწყობით და კარგავთ ძიების გასაგრძელებლად საჭირო რწმენას. ადამიანები რწმენის სიმბოლოებად მადლის მოპოვებასა და მშვიდობით ტკბობას, ხოლო კურთხევის ძიებას ღმერთისადმი რწმენის საფუძვლად მიიჩნევენ. ძალიან ცოტა ადამიანი ცდილობს ღმერთის შეცნობას ან საკუთარი ბუნების შეცვლას. თავიანთი რწმენით ადამიანები ცდილობენ აიძულონ ღმერთი, მისცეს მათ შესაფერისი მომავალი და საჭირო მადლი, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რათა ღმერთი მათი მსახური გახადონ, რათა მან შეინარჩუნოს მათთან მშვიდობიანი, მეგობრული ურთიერთობა ისე, რომ მათ შორის აღარასდროს წარმოიშვას კონფლიქტი. გამოდის, მათი გაგებით, მათი რწმენა ღმერთისგან მოითხოვს დაპირებას, რომ ის შეასრულებს მათ ყველა მოთხოვნას და უბოძებს ყველაფერს, რასაც სთხოვენ, ბიბლიის სიტყვებისამებრ „მე შევისმენ თქვენს ყველა ლოცვას“. ისინი ელიან, რომ ღმერთი არავის განსჯის და არავის მოიკვეთს, რადგან ის ყოველთვის იყო მოწყალე მაცხოვარი იესო, რომელიც მუდამ და ყველგან ადამიანებთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. აი, როგორ სწამთ ადამიანებს ღმერთის: ისინი ურცხვად უყენებენ მოთხოვნებს ღმერთს, სჯერათ, რომ, ურჩები იქნებიან თუ მორჩილები, ის უბრალოდ ყველაფერს ბრმად მისცემს მათ. ისინი გამუდმებით „ვალებს სთხოვენ“ ღმერთს და სჯერათ, რომ მან ეს ვალები წინააღმდეგობის გარეშე, თანაც ორმაგად უნდა დაუბრუნოს=; ისინი ფიქრობენ, რომ, მიიღებს თუ არა რამეს მათგან, ღმერთით მანიპულირება შეუძლიათ, მას კი არ ძალუძს თავისუფლად მართოს ადამიანები, მით უფრო, თავისი სურვილისამებრ და მათ დაუკითხავად გაუმჟღავნოს თავისი სიბრძნე და სამართლიანი ბუნება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარული რჩებოდა. ისინი უბრალოდ აღიარებენ თავიანთ ცოდვებს ღმერთის წინაშე და სჯერათ, რომ ღმერთი უბრალოდ მიუტევებს მათ და რომ ამის კეთება არ მობეზრდება და ეს სამუდამოდ გაგრძელდება. ისინი უბრალოდ უბრძანებენ ღმერთს, რადგან სჯერათ, რომ ის დაემორჩილება მათ, იმიტომ, რომ ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი მოვიდა არა იმისთვის, რომ იმსახუროს ადამიანები, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს მათ და რომ ის აქ არის იმისთვის, რათა იყოს მათი მსახური. განა ყოველთვის ასე არ გწამდათ? როდესაც ვერ ახერხებთ ღმერთისგან რაიმეს მიღებას, გაქცევა გსურთ; როდესაც რაღაცას ვერ ხვდებით, იმდენად განაწყენდებით და იმდენად შორს მიდიხართ, რომ ყოველგვარ შეურაცხყოფას აყენებთ მას. თქვენ უბრალოდ არ აძლევთ თავად ღმერთს საშუალებას, სრულყოფილად გამოხატოს თავისი სიბრძნე და გიჩვენოთ საოცრებები; ნაცვლად ამისა, გსურთ უბრალოდ დატკბეთ დროებითი სიმშვიდითა და კომფორტით. აქამდე ღმერთისადმი თქვენი რწმენა მხოლოდ იმავე ძველ შეხედულებებზე იდგა. თუ ღმერთი ოდნავ მაინც გამოგიჩენთ დიდებულებას, უბედურად იგრძნობთ თავს. ხედავთ ახლა, სინამდვილეში რამდენად „დიდია“ თქვენი სულიერი მდგომარეობა? ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთის ერთგულები ხართ, მაშინ, როცა სინამდვილეში, ძველი შეხედულებები არ შეგცვლიათ. როდესაც არაფერი გიჭირს, გგონია რომ ყველაფერი კარგადაა და ღმერთისადმი შენი სიყვარული უმაღლეს წერტილს აღწევს. მაგრამ როგორც კი მცირე განსაცდელი გეწვევა, მაშინვე უფსკრულში ეშვები. განა ეს ღმერთის ერთგულებაა?

დაპყრობის საქმის საბოლოო ეტაპი ისრაელში რომ დაწყებულიყო, მაშინ ასეთ დაპყრობით საქმეს აზრი არ ექნებოდა. საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ის ჩინეთში სრულდება და როდესაც ის თქვენზე აღესრულება. თქვენ ხართ უკანასკნელი ადამიანები, უკანასკნელი სტატუსის მქონე ადამიანები; თქვენ ხართ ამ საზოგადოების უდაბლეს დონეზე მყოფი ადამიანები და თქვენ ხართ ისინი, ვინც თავიდან ყველაზე ნაკლებად აღიარებდა ღმერთს. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტად დაშორდა ღმერთს და ვინც ყველაზე მძიმედ დაზარალდა. იმის გამო, რომ საქმის ეს ეტაპი მხოლოდ დაპყრობას ემსახურება, განა ყველაზე უპრიანი არ იქნება, რომ სწორედ თქვენ იქნეთ არჩეული მომავლის მოწმეებად? დაპყრობის საქმის პირველი ნაბიჯი თქვენზე რომ არ აღსრულდეს, მაშინ გაძნელდება დაპყრობის საქმის შემდგომი წინსვლა, რადგან დაპყრობის საქმის მომავალი შედეგები დღეს აღსრულებული საქმის წყალობით მიიღწევა. დაპყრობის ამჟამინდელი საქმე მხოლოდ დაპყრობის საერთო საქმის დასაწყისია. თქვენ ხართ პირველი დასაპყრობი ჯგუფი; თქვენ ხართ წარმომადგენლები მთელი კაცობრიობისა, რომელიც დაპყრობილი უნდა იქნეს. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი ცოდნით გამოირჩევიან, დაინახავენ, ​​რომ ღმერთის მიერ დღეს აღსრულებული ყველა საქმე დიდებულია და რომ ის არა მხოლოდ საკუთარი ურჩობის გააზრების საშუალებას აძლევს ადამიანებს, არამედ მათ ჭეშმარიტ დანიშნულებასაც უჩვენებს. მისი სიტყვების მიზანი და მნიშვნელობა არც ადამიანებში უარყოფითი განწყობის შექმნა და არც მათი წაქცევაა. ეს იმისთვისაა, რომ მისი სიტყვების წყალობით მათ მიაღწიონ გასხივოსნებასა და ხსნას; ეს მისი სიტყვების მეშვეობით მათი სულის გამოღვიძებას ემსახურება. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული, ადამიანი სატანის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობდა და არც იცოდა და არც სჯეროდა ღმერთის არსებობის. ის, რომ ეს ადამიანები შეიძლება მოცული იყვნენ ღვთის დიადი ხსნით და ღვთის წყალობით დიდად აღზევდნენ, ნათლად მოწმობს ღვთის სიყვარულს; ყველა, ვისაც ეს ჭეშმარიტება ესმის, ამას ირწმუნებს. მაშ, რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ამ ცოდნას არ ფლობს? ისინი იტყვიან: „აჰ, ღმერთი ამბობს, რომ ჩვენ მოაბის შთამომავლები ვართ; ეს თავად, ამ სიტყვებით თქვა. მაშ, ნუთუ კვლავაც შეგვიძლია კარგი შედეგის მიღწევა? ჩვენ ხომ მოაბის შთამომავლები ვართ და წარსულში მას ვეწინააღმდეგებოდით. ღმერთი ჩვენს განსასჯელად მოვიდა; ნუთუ ვერ ხედავ, ის თავიდანვე, ყოველთვის როგორ განგვსჯიდა? რადგან ღმერთს ვეწინააღმდეგებოდით, ასეც უნდა დავისაჯოთ“. არის თუ არა სწორი ეს სიტყვები? დღეს ღმერთი განგიკითხავთ, გსჯით და გგმობთ, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ შენი დაგმობის მიზანია შეიცნო საკუთარი თავი. ის გგმობს, გწყევლის, განგსჯის და გსჯის იმისათვის, რათა შეიცნო საკუთარი თავი, რათა შეიცვალოს შენი ბუნება და, უფრო მეტიც, რათა იცოდე შენი ფასი და დაინახო, რომ ღვთის ყველა ქმედება სამართლიანია და შეესაბამება მის განწყობას და მისი საქმის მოთხოვნებს, რომ ის მოქმედებს ადამიანის ხსნისთვის საჭირო თავისი გეგმის შესაბამისად და რომ ის არის სამართლიანი ღმერთი, რომელსაც უყვარს, იხსნის, განსჯის და სჯის ადამიანს. თუ შენ მხოლოდ ის იცი, რომ დაბალ სტატუსზე იმყოფები, რომ გახრწნილი და მეამბოხე ხარ, მაგრამ არ იცი, რომ ღმერთს სურს მოავლინოს თავისი ხსნა იმ მსჯავრისა და სასჯელის მეშვეობით, რომელსაც დღეს შენში ახორციელებს, მაშინ არ გექნება შესაძლებლობა, გამოცადო ეს და, მით უმეტეს, წინსვლის უნარი. ღმერთი ადამიანების დასამხობად ან გასანადგურებლად კი არ მოსულა, არამედ — მათ განსასჯელად, დასაწყევლად, განსაწურთელად და გადასარჩენად. სანამ არ დასრულდება მისი 6000 — წლიანი მმართველობის გეგმა — სანამ ის ადამიანის თითოეული კატეგორიისთვის განკუთვნილ შედეგს არ გამოავლენს, ღვთის საქმე დედამიწაზე ხსნისთვის იქნება მიმართული; მისი მიზანია, სრულყოფილებად — მთლიანად — აქციოს ისინი, ვისაც ის უყვართ, და მიიყვანოს მორჩილებამდე მისი მეუფების წინაშე. განურჩევლად იმისა, თუ როგორ იხსნის ღმერთი ადამიანებს, ეს ყველაფერი ძველი სატანისტური ბუნებისგან მათი გათავისუფლებით ხდება; ანუ ის მათ სიცოცხლისკენ სწრაფვის ძალით იხსნის. თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ ღვთის ხსნას ვეღარ მიიღებენ. ხსნა თავად ღვთის საქმეა, ხოლო სიცოცხლისკენ სწრაფვა ადამიანმა, ხსნის მისაღებად, საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ადამიანის თვალში ხსნა ღვთის სიყვარულია, ხოლო ღვთის სიყვარული არ შეიძლება იყოს სასჯელი, განკითხვა და წყევლა; ხსნა უნდა შეიცავდეს წყალობას, სიკეთით სავსე სიყვარულს და, უფრო მეტიც, ნუგეშის სიტყვებს, ისევე, როგორც ღვთის მიერ ბოძებულ უსაზღვრო კურთხევებს. ხალხს სჯერა, რომ როდესაც ღმერთი იხსნის ადამიანს, ამას აკეთებს თავისი კურთხევითა და მადლით იმისთვის, რათა მან თავისი გული ღმერთს მიანდოს, ანუ, ადამიანთან მისი შეხება ადამიანის ხსნას მოასწავებს. ამგვარი ხსნა გარიგების დადებით მიიღწევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი ასმაგ ჯილდოს უწყალობებს, ადამიანი ღვთის სახელს დაემორჩილება და ეცდება, სიკეთე ქმნას მისთვის და განადიდოს იგი. ეს ის როდია, რაც ღმერთს კაცობრიობისთვის აქვს განზრახული. ღმერთი დედამიწაზე იმ საქმის შესასრულებლად მოვიდა, რომ გახრწნილი კაცობრიობა გადაარჩინოს; ამაში არანაირი სიცრუე არ არის; რომ ყოფილიყო, ის ნამდვილად, თავად არ მოვიდოდა თავისი საქმის შესასრულებლად. წარსულში, მისი ხსნის საშუალება უდიდესი წყალობისა და სიკეთით სავსე სიყვარულის გამოვლინება იყო, და ამგვარად, მან ყველაფერი სატანას დაუთმო მთელი კაცობრიობის სანაცვლოდ. აწმყო არაფრით ჰგავს წარსულს: დღეს თქვენთვის ბოძებული ხსნა უკანასკნელი დღეების ჟამს ხდება, როდესაც თითოეული თავისი მოდგმის შესაბამისად დანაწილდება; თქვენი ხსნის საშუალება არ არის წყალობა ან სიკეთით სავსე სიყვარული, არამედ — სასჯელი და განკითხვა, რათა ადამიანი უფრო სრულყოფილად გადარჩეს. ამგვარად, თქვენ მხოლოდ სასჯელს, განკითხვასა და დაუნდობელ გვემას მიიღებთ, ოღონდ უნდა იცოდეთ: ამ უმოწყალო გვემაში იოტისოდენა სასჯელიც არ არის. რაც არ უნდა მკაცრი იყოს ჩემი სიტყვები, რაც დაგემართებათ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა, რომლებიც შეიძლება სრულიად უგულოდ მოგეჩვენოთ, და რაც არ უნდა განრისხებული ვიყო, ის, რაც დაგემართათ, მაინც მხოლოდ საყვედურის სიტყვებია, მე კი არ მინდა ზიანი მოგაყენოთ ან სიკვდილით დაგსაჯოთ. განა ეს ყველაფერი ფაქტი არ არის? იცოდეთ, რომ დღესდღეობით, იქნება ეს სამართლიანი განსჯა თუ პირუთვნელი განწმენდა და სასჯელი, ყველაფერი ხსნისთვის ხდება. განურჩევლად იმისა, დღეს თითოეული თავისი მოდგმის მიხედვით დანაწილდება თუ ყველა ჯურის ადამიანი წარმოგვიდგება, ღვთის ყველა სიტყვისა და საქმის მიზანია მათი გადარჩენა, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. სამართლიანი სამსჯავრო ადამიანის განსაწმენდად გამოიყენება, და პირუთვნელი სრულყოფილების მიღწევის მიზანიც — მისი განწმენდაა; მკაცრი სიტყვებისა თუ სასჯელის დანიშნულება როგორც განწმენდა, ასევე ხსნაა. ამგვარად, დღევანდელი ხსნის საშუალება წარსულისგან განსხვავდება. დღეს თქვენ ხსნა ბოძებული გაქვთ სამართლიანი განკითხვის გზით, და ეს თქვენი მოდგმის მიხედვით დასანაწილებლად კარგი საშუალებაა. უფრო მეტიც, დაუნდობელი სასჯელი თქვენთვის უმაღლესი ხსნაა — მაშ, რას იტყვით ასეთი სასჯელისა და განკითხვის წინაშე მდგომი? განა ყოველთვის არ ტკბებოდით ხსნით, დასაბამიდან ბოლომდე? თქვენ გინახავთ ღმერთის განსხეულება და გააზრებული გაქვთ მისი ყოვლისშემძლეობა და სიბრძნე; გარდა ამისა, არაერთხელ განგიცდიათ გვემა და დისციპლინური სასჯელი. თუმცა, განა ასევე არ მიგიღიათ უზენაესი მადლი? განა თქვენი კურთხევები სხვის კურთხევებზე აღმატებული არ არის? თქვენი მადლი იმაზე უხვიც კია, ვიდრე დიდება და სიმდიდრე, რომლითაც სოლომონი ტკბებოდა! დაფიქრდით ამაზე: ჩემი მოსვლის განზრახვა თქვენი განკითხვა და დასჯა რომ ყოფილიყო და — არა თქვენი გადარჩენა, განა თქვენი დღეები ასე დიდხანს გაგრძელდებოდა? განა თქვენ, ხორცშესხმული ცოდვილი არსებები, დღემდე გადარჩებოდით? ჩემი მიზანი მხოლოდ თქვენი დასჯა რომ ყოფილიყო, მაშინ რაღატომ განვკაცდებოდი და რატომ წამოვიწყებდი ასეთ დიდ საქმეს? ნუთუ თქვენი, უბრალო მოკვდავების, დასჯა მხოლოდ ერთი სიტყვით არ შეიძლება? ნუთუ მაინც დამჭირდება თქვენი განადგურება მას შემდეგ, რაც განზრახ დაგგმეთ? ნუთუ კვლავაც არ გჯერათ ჩემი სიტყვების? შემეძლო თუ არა ადამიანის გადარჩენა მხოლოდ წყალობითა და სიკეთით სავსე სიყვარულით? ან იქნებ მხოლოდ ჯვარცმის გზით შემეძლო ადამიანის გადარჩენა? განა ჩემი სამართლიანი ბუნება უფრო არ უწყობს ხელს ადამიანის სრულად დამორჩილებას? განა ამას უფრო მეტად არ შეუძლია ადამიანის სრულყოფილად ხსნა?

თუმცა ჩემი სიტყვები მკაცრია, თითოეული მათგანი ხსნაა ადამიანისთვის, რადგან მე მხოლოდ სიტყვებს ვამბობ, ხოლო ადამიანის ხორცს არ ვსჯი. ეს სიტყვები ადამიანს უნერგავს სურვილს იცხოვროს სინათლეში, იცოდეს, რომ სინათლე არსებობს, იცოდეს, რომ სინათლე ძვირფასია და, უფრო მეტიც, იცოდეს, რამხელა სარგებელი მოაქვს ამ სიტყვებს მისთვის, ისევე, როგორც იცოდეს, რომ ღმერთი არის ხსნა. თუმცა განსჯისა და გაკიცხვის ბევრი სიტყვა წარმოვთქვი, სინამდვილეში, თქვენ არაფერი დაგმართნიათ. მე მოვედი სწორედ ჩემი საქმის შესასრულებლად და ჩემი სიტყვების სათქმელად და თუმცა ჩემი სიტყვები მკაცრია, ისინი თქვენი გახრწნილებისა და ურჩობის განსასჯელად წარმოითქმის. ჩემი ქმედების მიზანი კვლავაც სატანის ძალაუფლებისგან ადამიანის გამოხსნაა. მიზანია ჩემი სიტყვების გამოყენება ადამიანის გამოსახსნელად და არა ჩემი სიტყვებით ადამიანისთვის ზიანის მიყენება. ჩემი სიტყვები იმიტომაა მკაცრი, რომ ჩემი საქმით შედეგს მივაღწიო. მხოლოდ ასეთი საქმის შედეგად შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა და თავისი ურჩი ბუნებისგან გათავისუფლება. სიტყვების უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ ის ადამიანებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად გამოიყენონ ჭეშმარიტება მას შემდეგ, რაც მას ჩასწვდებიან, ამის შედეგად შეიცვალონ ხასიათი, შეიცნონ საკუთარი თავი და გაიაზრონ ღვთის საქმე. მხოლოდ სიტყვებით საქმის შესრულებას ძალუძს ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის ხიდის გადება და მხოლოდ სიტყვებს ძალუძს ჭეშმარიტების ახსნა. საქმის ამგვარად წარმართვა ადამიანის დაპყრობის საუკეთესო საშუალებაა; სიტყვებზე უკეთესად ვერცერთი სხვა ხერხი ასე ნათლად ვერ დაანახვებს ადამიანებს ჭეშმარიტებასა და ღვთის საქმეს. ამგვარად, თავისი მოღვაწეობის უკანასკნელ ეტაპზე ღმერთი ადამიანთან საუბრის ხერხს იყენებს იმისათვის, რათა თვალი აუხილოს ყველა ჭეშმარიტებასა და საიდუმლოზე, რომლებიც მას არ ესმის, და მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს ღმერთის მიერ ბოძებული ჭეშმარიტი გზა და სიცოცხლე, რითიც ღვთის ნებას აღასრულებს. ადამიანზე აღსრულებული ღვთის საქმის მიზანია, მისცეს ღვთის განზრახვების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და ეს მისი ხსნისთვის კეთდება. ამიტომ, ადამიანის ხსნის დროს ის მისი დასჯის საქმეს არ აღასრულებს. ადამიანის ხსნისას ღმერთი არც ბოროტებას სჯის, არც სიკეთეს აჯილდოებს და არც ყველა ჯურის ადამიანის ხვედრს ავლენს. პირიქით, მხოლოდ მისი საქმის უკანასკნელი ეტაპის დასრულების შემდეგ განახორციელებს ის ბოროტების დასჯისა და სიკეთის დაჯილდოების საქმეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენს ყველა ჯურის ადამიანის ბედს. ვისი ხსნაც ნამდვილად შეუძლებელია, დასჯილნი იქნებიან, ხოლო ვინც ღვთის ხსნას მის მიერ ადამიანის ხსნის დროს მიაღწია, გადარჩებიან. თავისი ხსნის საქმის შესრულებისას ღმერთი იხსნის ყოველ ადამიანს, რომლის გადარჩენაც შესაძლებელია და არცერთ მათგანს არ უარყოფს, რადგან ღვთის საქმის მიზანი ადამიანის ხსნაა. ყველა, ვინც ღვთის მიერ ადამიანის ხსნის დროს საკუთარი ხასიათის შეცვლას ვერ შეძლებს, ისევე, როგორც ყველა, ვინც სრულად არ დაემორჩილება ღმერთს, სასჯელის ობიექტად იქცევა. საქმის ეს ეტაპი სიტყვის საქმე ადამიანებს უხსნის იმ სიტყვის მთელ არსს, რომელიც მათთვის გაუგებარია, და ასევე, ყველა საიდუმლოს, რომელიც მათთვის მიუწვდომელია. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას ჩასწვდნენ ღვთის განზრახვებსა და მათდამი ღვთის მოთხოვნებს და გაუჩნდეთ ღვთის სიტყვების პრაქტიკული გამოყენებისა და საკუთარი ხასიათის შესაცვლელად საჭირო წინაპირობები. ღმერთი თავისი საქმის შესასრულებლად მხოლოდ სიტყვებს იყენებს და მცირედი ურჩობის გამო ადამიანებს არ სჯის. ეს იმიტომ ხდება, რომ ახლა ხსნის საქმის დროა და ადამიანები ურჩობის გამო ყოველთვის რომ ისჯებოდნენ, მაშინ არავის მიეცემოდა ხსნის შესაძლებლობა და ყველა დაისჯებოდა და ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. ადამიანის განსასჯელად სიტყვების გამოყენების მიზანია, რომ მან შეიცნოს საკუთარი თავი და დაემორჩილოს ღმერთს; მისი მიზანი განსჯით მისი დასჯა არ არის. სიტყვით საქმის შესრულების დროს ბევრი ადამიანი გამოავლენს თავის ურჩობასა და დაუმორჩილებლობას, ისევე, როგორც განკაცებული ღმერთის მიმართ მორჩილების ნაკლებობას. მიუხედავად ამისა, ის არ დასჯის ყველა ამ ადამიანს, არამედ მხოლოდ განდევნის მათ, ვინც ბოლომდე გახრწნილია და რომელთა ხსნა შეუძლებელია. ის მათ ხორცს სატანას გადასცემს და ზოგიერთ შემთხვევაში, მათ ხორცს ბოლოს მოუღებს. დანარჩენები განაგრძობენ სვლას და გამოცდიან გაწმენდას. თუ ამ პროცესში ეს ადამიანები მაინც ვერ შეეგუებიან გაწმენდას და უფრო და უფრო გადაგვარდებიან, მაშინ ისინი ხსნის შესაძლებლობას დაკარგავენ. თითოეულ ადამიანს, რომელიც ღვთის სიტყვებით დაპყრობას ემორჩილება, ხსნის რამდენიმე შესაძლებლობა მიეცემა; თითოეული ადამიანის ხსნისას ღმერთი მათ მიმართ რაც შეიძლება მეტ მიმტევებლობას გამოიჩენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მიმართ უდიდესი ლმობიერება იქნება გამოვლენილი. სანამ ადამიანები მცდარი გზიდან გადავლენ და სანამ მათ მონანიება შეეძლებათ, ღმერთი მათ მისი ხსნის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. როდესაც ადამიანები ღმერთს პირველად უჯანყდებიან, მას მათი განადგურება არ სურს; პირიქით, ის ყველა ღონეს ხმარობს მათ გადასარჩენად. თუკი ადამიანს რეალურად ხსნის რესურსი ამოწურული აქვს, მაშინ ღმერთი მას მიატოვებს. ღმერთი იმიტომ არ ჩქარობს ვინმეს დასჯას, რომ მას ყველას გადარჩენა სურს, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია. ის მხოლოდ სიტყვებს იყენებს ადამიანების განსასჯელად, განსანათლებლად და მათ გასაძღოლად; ის არ იყენებს კვერთხს მათ დასამარცხებლად. სიტყვების გამოყენება ადამიანებისთვის ხსნის მოსატანად საქმის უკანასკნელი ეტაპის მიზანი და აზრია.

წინა: მხოლოდ სრულყოფილთ შეუძლიათ იცხოვრონ აზრიანი ცხოვრებით

შემდეგი: მხოლოდ მათ შეუძლიათ ღვთის დაკმაყოფილება, ვინც იცნობს ღმერთს და მის საქმეს

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება