პრაქტიკა (6)
დღეს კაცობრიობა არათუ პეტრესნაირ გონიერებას ვერ აღწევს, ბევრს პავლესნაირი გონიერების მიღწევაც კი არ ძალუძს მათ პავლეს თვითშემეცნებაც კი არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ პავლე უფალმა დასცა იმის გამო, რომ უფალ იესოს სდევნიდა, მოგვიანებით მას გაუჩნდა შემართება, ეშრომა და ეტანჯა უფლისთვის. იესომ მას სნეულება მოუვლინა და მოგვიანებით, როდესაც პავლემ მუშაობა დაიწყო, კვლავაც იტანჯებოდა ამ სნეულებით. რატომ ამბობდა იგი, რომ სხეულში ეკალი ჰქონდა? სინამდვილეში ეს ეკალი სნეულება იყო და პავლესთვის იგი აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა. რამდენიც არ უნდა ეშრომა ან რამხელაც არ უნდა ყოფილიყო მისი ტანჯვის დათმენა, იგი ვერ იშორებდა ამ ეკალს. თუმცა პავლეს გაცილებით უკეთესი სულიერი მონაცემები ჰქონდა, ვიდრე დღეს თქვენ გაგაჩნიათ; მას ასევე ჰქონდა თვითშემეცნება და თქვენზე მეტ გონიერებას ფლობდა. მას შემდეგ, რაც პავლე იესომ დასცა, მან შეწყვიტა იესოს მოწაფეების დევნა და დაიწყო ქადაგება და იესოსთვის ტანჯვის მიყენება. და რა შთააგონებდა მას, ტანჯვა დაეთმინა? პავლეს სწამდა, რომ რადგან დიდი ნათელი იხილა, უფალი იესოს უნდა დაემოწმებინა, შეეწყვიტა იესოს მოწაფეების დევნა და აღარ უნდა აღდგომოდა წინ ღვთის საქმეს. პავლე ერთ-ერთი მაღალი რანგის რელიგიური ფიგურა იყო.. იგი იყო მეტად განათლებული და ნიჭიერი, ჩვეულებრივ ადამიანებს ზემოდან უყურებდა და უმრავლესობაზე ძლიერი პიროვნული თვისებები ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას „დიდი ნათელი“ მოეფინა, შეძლო უფალი იესოსთვის შრომა, განიმტკიცა შემართება, რომ ღვთისთვის ეტანჯა და თავი მიეძღვნა, რაც ამტკიცებდა მის გონიერებას. იმ დროს, როდესაც იგი სდევნიდა და აპატიმრებდა იესოს მოწაფეებს, იესო გამოეცხადა მას და უთხრა: „პავლე, რატომ მდევნი მე?“ პავლე მაშინვე მიწაზე დაემხო და თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ ზეციდან გაისმა ხმა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.“ პავლე მყისიერად გამოფხიზლდა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ იესო იყო ქრისტე, რომ იგი იყო ღმერთი. „უნდა დავემორჩილო. ღმერთმა მომანიჭა ეს მადლი —ასე ვდევნიდი მას, მაგრამ მან არ დამცა და არც დამწყევლა. უნდა ვიტანჯო მისთვის.“ პავლემ გააცნობიერა, რომ იგი სდევნიდა უფალ იესო ქრისტეს და კლავდა მის მოწაფეებს, თუმცა ღმერთმა არ დაწყევლა იგი, არამედ ნათელი მოჰფინა მას. ამან შთააგონა იგი და თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე არ მიხილავს, მე გავიგონე მისი ხმა და ვიხილე მისი დიდი ნათელი. მხოლოდ ახლა ვხედავ ჭეშმარიტად, რომ ღმერთს ნამდვილად ვუყვარვარ და რომ უფალი იესო ქრისტე მართლაც ის ღმერთია, რომელიც წყალობას ავლენს ადამიანის მიმართ და სამუდამოდ მიუტევებს ადამიანს ცოდვებს. მე ჭეშმარიტად ვხედავ, რომ ცოდვილი ვარ.“ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მოგვიანებით პავლეს ნიჭი გამოიყენა თავისი საქმის აღსასრულებლად, მოდით, ეს ჯერჯერობით გვერდზე გადავდოთ — მხოლოდ იმ შემართების, მისი ნორმალური ადამიანური გონიერებისა და თვითშემეცნების თვალსაზრისითაც კი, რაც პავლეს გააჩნდა, თქვენ ყოველივე ამისგან შორს დგახართ. დღეს განა ყველას არ მოგეფინათ დიდი ნათელი? განა ბევრმა არ იხილა, რომ ღვთის ხასიათი არის დიდებულება, რისხვა, განკითხვა და გაკიცხვა? წყევლა, განსაცდელი და გამოწრთობა მრავალჯერ დაატყდა თავს ადამიანებს — და რა ისწავლეს მათ? რა მიიღე გაწვრთნისა და გასხვლისგან? მკაცრი სიტყვები, გვემა და განკითხვა მრავალჯერ დაგატყდა თავს, მაგრამ მათ ყურადღებას არ აქცევ. ის მცირედი გონიერებაც კი არ გაგაჩნია, რასაც პავლე ფლობდა — განა უკიდურესად არ ჩამორჩები? ასევე ბევრი რამ იყო, რასაც პავლე ნათლად ვერ ხედავდა. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ნათელი მოეფინა, მაგრამ ვერ აცნობიერებდა, რომ დაცემულ იქნა. სჯეროდა, რომ მას შემდეგ, რაც ნათელი მოეფინა, ღვთისათვის თავი უნდა გაეღო, უნდა ეტანჯა, ყველაფერი გაეკეთებინა უფალ იესო ქრისტესთვის გზის გასაკაფად და მოექცია უფრო მეტი ცოდვილი, რომელთა გამოსყიდვაც უფალს სურდა. ეს იყო მისი მტკიც გადაწყვეტილება და მისი საქმის ერთადერთი მიზანი — მაგრამ როდესაც საქმეს აღასრულებდა, სნეულება მაინც არ ტოვებდა ვიდრე არსასრულამდე. პავლე ოც წელზე მეტხანს შრომობდა. მან ბევრი იტანჯა და გამოსცადა უდიდესი დევნა და მრავალი გასაჭირი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე პეტრეს განსაცდელი. რაოდენ სავალალოა, თუ თქვენ პავლესნაირი გონიერებაც კი არ გაგაჩნიათ? ასეთ შემთხვევაში როგორ შეძლებს ღმერთი თქვენზე კიდევ უფრო დიადი საქმის აღსრულების დაწყებას?
სახარების ქადაგებისას პავლე ძლიერ იტანჯებოდა. მის მიერ აღსრულებული საქმე, მისი შემართება, მისი რწმენა, თავდადება, სიყვარული, მოთმინება და თავმდაბლობა იმ დროს და მრავალი სხვა თვისება, რაც მან ცხოვრებაში გამოავლინა, ბევრად აღემატებოდა იმას, რაც დღეს თქვენ გაგაჩნიათ. უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, თქვენ არ გაგაჩნიათ გონიერება; თქვენ სინდისი ან ადამიანობაც კი არ გაქვთ. თქვენ ბევრი რამ გაკლიათ! ამგვარად, უმეტეს შემთხვევაში, ცხოვრებაში ვერ ავლენთ როგორც გონიერებას, ასევე თვითშეგნებას. მართლა დამამარცხა?“ მიუხედავად იმისა, რომ პავლე იმ დროს სნეულებით იტანჯებოდა, იგი განუწყვეტლივ განაგრძობდა ლოცვასა და პასუხის ძიებას: „სინამდვილეში, რა არის ეს სნეულება? ამდენი ვიშრომე უფლისთვის, რატომ არ მტოვებს ეს სატანჯველი? შესაძლოა, უფალი იესო მცდის? მან დამცა? ეს რომ ექნა, მაშინვე მოვკვდებოდი და ვერ შევძლებდი მისთვის ამდენი საქმის აღსრულებას, ვერც ამდენი ნათელი მომეფინებოდა . მან ასევე დაინახა ჩემი შემართება.“ პავლე მუდამ გრძნობდა, რომ ეს სნეულება იყო ღვთის მიერ მისი გამოცდა, რომ ეს აწრთობდა მის რწმენასა და ნებისყოფას — ასე ხედავდა ამას პავლე. სინამდვილეში მისი სნეულება იყო შედეგი იმისა, რომ ის უფალმა იესომ დასცა. ამან იგი ემოციური წნეხის ქვეშ მოაქცია და მისი ურჩობა შეაკავა. თქვენ რომ პავლეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყავით, რას იზამდით? შეძლებდით კი თქვენი შემართებისა და ტანჯვის ატანის უნარით პავლეს გატოლებოდით? დღეს რაიმე სნეულება ან დიდი განსაცდელი რომ დაგატყდეთ თავს და ტანჯვის ატანა მოგიწიოთ, ვინ იცის, რას დაემსგავსებოდით. გალიაში რომ გამოემწყვდიეთ და მუდმივად ეზრუნათ თქვენზე, კარგად იქნებოდით. სხვაგვარად კი მგლებს დაემსგავსებოდით, რომელთაც არავითარი ადამიანობა არ გააჩნიათ. ამიტომ, როდესაც მცირე შეზღუდვას ან გასაჭირს იტანთ, ეს თქვენთვისვეა სასიკეთო; იოლი ცხოვრება რომ გქონოდათ, დაიღუპებოდით და მაშინ როგორღა იქნებოდით დაცულნი? დღეს სწორედ იმიტომ ხართ დაცულნი, რომ იღებთ გაკიცხვას, განიკითხებით და დაწყევლილნი ხართ. სწორედ იმიტომ ხართ დაცულნი, რომ ბევრი იტანჯეთ. ასე რომ არ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ დაეცემოდით და გაირყვნებოდით. ეს განგებ არ გირთულებთ მდგომარეობას — ადამიანის ბუნების შეცვლა რთულია და მისი ხასიათის შესაცვლელად სწორედ ასე უნდა მოხდეს. დღეს თქვენ ის სინდისი ან გონიერებაც კი არ გაგაჩნიათ, რასაც პავლე ფლობდა და არც მისი თვითშემეცნება გაქვთ. მუდამ კონტროლის ქვეშ უნდა იყოთ, მუდამ უნდა მიიღოთ გაკიცხვა და განიკითხოთ, რათა თქვენი სულები გამოფხიზლდეს. გაკიცხვა და განკითხვა საუკეთესოა თქვენი სიცოცხლისთვის. საჭიროების შემთხვევაში, გაკიცხვა უნდა იყოს მკაცრი განაჩენის სახით; მხოლოდ მაშინ დაემორჩილებით სრულად. თქვენი ბუნება ისეთია, რომ გაკიცხვისა და წყევლის გარეშე არ დახრით თავს და არ დანებდებით, თვალწინ ფაქტები რომ არ გქონდეთ, არავითარი შედეგი არ დადგებოდა. თქვენი ზნეობა მეტისმეტად მდაბალი და უღირსია! გაკიცხვისა და განკითხვის გარეშე რთული იქნებოდა თქვენი დაპყრობა და თქვენი უსამართლობისა და ურჩობის დაძლევა. თქვენი ძველი ბუნება ასე ღრმად არის ფესვგადგმული. ტახტზე რომ დაესვით, არ გეცოდინებოდათ თქვენი ადგილი სამყაროში მით უმეტეს ის, თუ საით მიექანებოდით. ისიც კი არ იცით, საიდან მოხვედით, მაშ, როგორღა შეიცნობდით შემოქმედს? დღევანდელი დროული გაკიცხვისა და წყევლის გარეშე თქვენი აღსასრულის დღე დიდი ხნის წინ დადგებოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენს ბედზე — განა იგი კიდევ უფრო გარდაუვალ საფრთხეში არ აღმოჩნდებოდა? ამ დროული გაკიცხვისა და განკითხვის გარეშე, ვინ იცის, რაოდენ ამპარტავანნი გახდებოდით ან რაოდენ გაირყვნებოდით. ამ გაკიცხვამ და განკითხვამ მოგიყვანათ დღევანდელ დღემდე და ამით შეინარჩუნეთ არსებობა. კვლავაც თქვენი „მამის“ მეთოდებით რომ „აღზრდილიყავით“, ვინ იცის, რომელ სამყაროში შეაბიჯებდით! თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ საკუთარი თავის გაკონტროლებისა და თვითრეფლექსიის უნარი. თუ უბრალოდ შეძლებთ მიყოლას, დამორჩილებას, არ გამოიწვევთ ჩაშლასა და არევ-დარევას, ჩემი მიზნები მიღწეული იქნება თქვენნაირ ადამიანებთან მიმართებაში. განა უკეთ არ უნდა იღებდეთ დღევანდელ გაკიცხვასა და განკითხვას? სხვა რა არჩევანი გაქვთ? როდესაც პავლემ იხილა, რომ უფალი იესო საუბრობდა და აღასრულებდა საქმეს, მაინც არ ირწმუნა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც უფალი იესო ჯვარს აცვეს და შემდეგ აღდგა, მან იცოდა ეს ფაქტი, თუმცა იგი მაინც განაგრძობდა დევნასა და წინააღმდეგობის გაწევას. სწორედ ამას ნიშნავს შეგნებულად შეცოდება და ამიტომაც მოხდა მისი დაცემა. თავდაპირველად მან იცოდა, რომ იუდეველთა შორის იყო მეფე, სახელად იესო, მას გაგონილი ჰქონდა ეს. მოგვიანებით, როდესაც იგი ტაძარში ქადაგებდა და მთელ ქვეყანაში ავრცელებდა სიტყვას, იგი იესოს წინააღმდეგ წავიდა, მედიდურობდა და უარს ამბობდა ვინმეს მორჩილებაზე. ეს ყოველივე იმ დროს საქმისთვის უდიდეს დაბრკოლებად იქცა. როდესაც იესო საქმეს აღასრულებდა, პავლე უშუალოდ არ დევნიდა და არ აპატიმრებდა ადამიანებს, არამედ ქადაგებებსა და სიტყვებს იყენებდა იესოს საქმის ჩასაშლლად. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც უფალი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, მან დაიწყო მოწაფეების დაპატიმრება, დადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე და ყველაფერს აკეთებდა მათ სადევნელად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ნათელი“ მოეფინა, იგი გამოფხიზლდა და უდიდესი სინანული განიცადა. მას შემდეგ, რაც იგი დაეცა, სნეულებას არასოდეს დაუტოვებია იგი. ზოგჯერ გრძნობდა, რომ მისი სატანჯველი გაუარესდა და ლოგინიდან ადგომა არ შეეძლო. იგი ფიქრობდა: „რა ხდება? ნუთუ მართლა დავეცი?“ სნეულება არასოდეს ტოვებდა მას და სწორედ ამ სნეულების გამო შეასრულა მან ბევრი საქმე. შეიძლება ითქვას, რომ იესომ ეს სნეულება პავლეს მისი ამპარტავნებისა და თავნებობის გამო მოუვლინა; ეს იყო პავლეს სასჯელი, მაგრამ ეს ასევე გაკეთდა იმისთვის, რომ პავლეს ნიჭი ღვთის საქმეში ყოფილიყო გამოყენებული, რათა მისი საქმე გავრცელებულიყო. სინამდვილეში ღვთის განზრახვა პავლეს გადარჩენა კი არა, მისი გამოყენება იყო. თუმცა პავლეს მეტისმეტად ქედმაღალი და თავნება ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც გაუჩნდა მას „ეკალი“. საბოლოოდ, როდესაც პავლემ თავისი საქმე დაასრულა, სნეულება მისთვის აღარ წარმოადგენდა ასეთ დიდ სატანჯველს და როდესაც მისი საქმე სრულდებოდა, მან შეძლო წარმოეთქვა სიტყვები: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი“ — რაც მან იმიტომ თქვა, რომ არ იცნობდა ღვთის საქმეს. თქვენ შორის ბევრია პავლეს მსგავსი, მაგრამ თუ ჭეშმარიტად გაგაჩნიათ შემართება, რომ გზის ბოლომდე მიჰყვეთ, ცუდად არ მოგექცევიან. აქ არ განვიხილავთ იმას, თუ როგორი იყო ამბოხებული და მოწინააღმდეგე პავლე; მოდით, ყურადღება გავამახვილოთ მის დადებით და სასურველ მხარეზე: მას ჰქონდა სინდისი და მას შემდეგ, რაც ერთხელ მიიღო „ნათელი“, შეძლო თავი და ეტანჯა ღვთისთვის. ეს მისი ძლიერი მხარე იყო. თუმცა, თუ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც სწამთ, რომ რადგან მას ძლიერი მხარე ჰქონდა, იგი კურთხეული იყო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ იგი, როგორც საჭიროა, არ გაკიცხულა, მაშინ ეს გონებას მოკლებულ ადამიანთა სიტყვებია.
ლოცვისა და ღვთის სიტყვების კითხვისას ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მზადაა დაემორჩილოს ღმერთს, მაგრამ შემდეგ ფარულად თავაშვებული ხდება და ამას არაფრად აგდებს. ღვთის სიტყვები კვლავ და კვლავ წარმოითქმის, ფენა-ფენა ამხელს ადამიანებს და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანთა ყველაზე ღრმა ფენა გამოაშკარავდება, ისინი „მშვიდდებიან“ და ნაკლებად ქედმაღალნი და თავნებანი, ნაკლებად აუტანლად ამპარტავანნი ხდებიან. დღეს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კვლავაც დაუნდობლად უნდა იგვემოთ და იქნათ მხილებულნი და ნელ-ნელა განგიკითხონ, რათა სულის მოთქმის საშუალება არ გქონდეთ. თქვენთვის აჯობებს, რომ მკაცრი გაკიცხვა და განკითხვა, მსჯავრი და წყევლა არ მოგშორდეთ, რათა დაინახოთ, რომ ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებები არასოდეს გტოვებთ. ზუსტად ისე, როგორც რჯულის ეპოქაში, როდესაც აარონმა იხილა, რომ იეჰოვას არასოდეს მიუტოვებია იგი (რაც მან იხილა, იყო იეჰოვას მუდმივი წინამძღოლობა და მფარველობა; ღვთის წინამძღოლობა, რომელსაც დღეს ხედავთ, არის გაკიცხვა, წყევლა და განკითხვა), დღესაც იეჰოვას ადმინისტრაციული განკარგულებები არც თქვენ აგცილდებათ. თუმცა, არის ერთი რამ, რაზეც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: რაც არ უნდა წინააღმდეგობა გასწიოთ, აჯანყდეთ და განიკითხოთ, თქვენს ხორციელ არავითარი ზიანი არ მიადგება. მაგრამ თუ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ წინააღმდეგობაში ზღვარს გადადიან და საქმეს აფერხებენ, ეს მიუღებელია; ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. არ ჩაშალოთ და არ დააბრკოლოთ ეკლესიის ცხოვრება და არ ჩაშალოთ სულიწმიდის საქმე. სხვა მხრივ შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც გსურთ. თუ ამბობთ, რომ არ გსურთ სიცოცხლის ძიება და წუთისოფელში დაბრუნება გინდათ, მაშინ იჩქარეთ და წადით! შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც გსურთ, სანამ ეს ღვთის საქმეს არ აფერხებს. თუმცა არის კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ: საბოლოოდ, ასეთი შეგნებული ცოდვილები სრულად იქნებიან მოკვეთილნი. დღეს, შესაძლოა არ გსაყვედურობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ადამიანთა მხოლოდ ნაწილი შეძლებს მოწმობის გაცემას — დანარჩენები კი საფრთხეში აღმოჩნდებიან. თუ არ გსურთ ამ ნაკადში ყოფნა, ეს მისაღებია. დღევანდელ ადამიანებს ლმობიერად ეპყრობიან; არ გზღუდავთ იმ პირობით, თუ არ გეშინიათ ხვალინდელი გაკიცხვისა. მაგრამ თუ ამ ნაკადში ხართ, მოწმობა უნდა გასცეთ და უნდა მიიღოთ გაკიცხვა. თუ გსურთ უარი თქვათ ამაზე და წუთისოფელში დაბრუნდეთ, ეს მისაღებია — არავინ გაკავებთ! მაგრამ თუ აკეთებთ საქმეს, რომელიც დამანგრეველია და აბრკოლებს ღვთის საქმეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოგეტევებათ! რაც შეეხება იმას, რასაც თქვენი თვალები ხედავს და თქვენი ყურები ისმენს იმის შესახებ, თუ რომელი ადამიანები იღებენ გაკიცხვას და ვისი ოჯახები არიან დაწყევლილნი — ამ ყოველივეს აქვს თავისი საზღვრები და ფარგლები. სულიწმიდა დაუფიქრებლად არაფერს აკეთებს. თქვენ მიერ ჩადენილი ცოდვების საფუძველზე, თქვენივე უსამართლობის მიხედვით რომ მოგპყრობოდნენ და სერიოზულად განესაჯეთ, რომელი თქვენგანი შეძლებდა გადარჩენას? ყველას დიდი უბედურება დაგატყდებოდათ თავს და არცერთ თქვენგანს არ ექნებოდა კარგი შედეგი. თუმცა დღეს, ბევრ ადამიანს ლმობიერად ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ განიკითხავთ, ამბოხდებით და წინააღმდეგობას უწევთ, სანამ არ ჩაშლით საქმეს, ღიმილით შეგხვდებით. თუ ჭეშმარიტად ეძიებთ სიცოცხლეს, მაშინ მცირედი გაკიცხვა უნდა დაითმინოთ და უნდა აიტანოთ იმასთან განშორების ტკივილი, რაც გიყვართ, რათა საოპერაციო მაგიდაზე დაწვეთ; უნდა აიტანოთ ტკივილი ზუსტად ისე, როგორც პეტრემ მიიღო განსაცდელი და ტანჯვა. დღეს სამსჯავრო ტახტის წინაშე დგახართ. მომავალში „გილიოტინაზე“ მოგიწევთ ასვლა, როდესაც თავს „მსხვერპლად შესწირავთ“.
უკანასკნელი დღეების საქმის ამ დასკვნით ეტაპზე შესაძლოა გწამთ, რომ ღმერთი არ გაანადგურებს თქვენს ხორციელ სხეულს და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა არც არავითარი სნეულება დაგატყდეთ თავს, თუნდაც წინააღმდეგობა გაუწიოთ და განიკითხოთ ღმერთი — მაგრამ როდესაც ღვთის მკაცრი სიტყვები დაგატყდებათ თავს, როდესაც თქვენი ამბოხება, წინააღმდეგობა და მახინჯი სახე სრულად გამოაშკარავდება, ვეღარ შეძლებთ დამალვას და საგონებელში ჩავარდებით. დღეს მცირედი სინდისი მაინც უნდა გქონდეთ. ნუ ირგებთ იმ ბოროტების როლს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და უჯანყდებიან ღმერთს. თქვენს ძველ წინაპარს უნდა აუჯანყდეთ; ეს არის ის სულიერი ზრდა, რომელიც უნდა გქონდეთ და ეს არის ის ადამიანობა, რომელიც უნდა გაგაჩნდეთ. მუდამ არ ძალგიძთ, გვერდზე გადადოთ თქვენი მომავლის პერსპექტივები ან დღევანდელი სიამოვნებანი. ღმერთი ამბობს: „სანამ გულწრფელად გამომყვებით და ჭეშმარიტებას ეძიებთ, უდავოდ სრულგყოფთ. როგორც კი სრულქმნილნი გახდებით, გექნებათ მშვენიერი დანიშნულების ადგილი — შემოყვანილნი იქნებით ჩემს სასუფეველში, რათა ჩემთან ერთად დატკბეთ კურთხევებით.“ მშვენიერი დანიშნულების ადგილი აღგითქვათ ღმერთმა, თუმცა თქვენდამი მოთხოვნები არასოდეს შემსუბუქდება. არსებობს ასევე ერთი პირობა: მიუხედავად იმისა, დაპყრობილნი იქნებით თუ სრულქმნილნი, დღეს უნდა გაიაროთ გარკვეული გაკიცხვა და დაითმინოთ გარკვეული ტანჯვა; უნდა მიიღოთ გვემა და გაწვრთნა; უნდა მოუსმინოთ ჩემს სიტყვებს, მიჰყვეთ ჩემს გზას და მიჰყვეთ ღვთის ნებას — ეს არის ის, რაც თქვენ, ადამიანებმა უნდა აკეთოთ. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ეძიებთ, ნათლად უნდა ხედავდეთ ამ გზას. თუ ჭეშმარიტად ძალგიძთ ჭეშმარიტად წვდომა, მაშინ შეგიძლიათ განაგრძოთ მიყოლა. თუ გწამთ, რომ აქ არავითარი პერსპექტივა ან იმედი არ არის, მაშინ შეგიძლიათ წახვიდეთ. ეს სიტყვები ნათლად ითქვა, მაგრამ თუ ჭეშმარიტად გსურს წასვლა, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სინდისის ნატამალიც კი არ გაგაჩნიათ; თქვენი ეს ქმედება საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ დემონისგან ხართ. თუმცა ამტკიცებთ, რომ ყველაფერს ღვთის წარმართვასა და განგებას ანდობთ, თქვენიხორციელი სხეულისა და იმის საფუძველზე, რასაც ცხოვრებაში ავლენთ, კვლავაც სატანის ბატონობის ქვეშ ცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ სატანაც ღვთის ხელშია, თქვენ თავად კვლავ სატანისგან ხართ და ღმერთს ჯერ ჭეშმარიტად არ გადაურჩენიხართ, რადგან კვლავ სატანის გავლენის ქვეშ ცხოვრობთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ისწრაფოდეთ გადარჩენისკენ, არჩევანი თქვენზეა — თქვენ უნდა აირჩიოთ ის გზა, რომელსაც უნდა დაადგეთ. საბოლოოდ, თუ შეძლებთ თქვათ: „უკეთესი არაფერი გამაჩნია, ჩემი სინდისით ვუხდი სამაგიეროს ღვთის სიყვარულს და მცირედი ადამიანობა მაინც უნდა მქონდეს. უფრო დიადს ვერაფერს მივაღწევ, არც ჩემი სულიერი მონაცემებია ასეთი მაღალი; არ მესმის ღვთის საქმის ხილვები და მნიშვნელობა. მე უბრალოდ სამაგიეროს ვუხდი ღვთის სიყვარულს, ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ღმერთი მთხოვს და ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია ანუ ჯეროვნად ვასრულებ ჩემს მოვალეობას, როგორც ქმნილება,“ მაშინ მე კმაყოფილი ვიქნები. ეს არის უმაღლესი მოწმობა, რისი გაცემაც შეგიძლიათ. ეს არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ადამიანთა გარკვეულ ნაწილს: ქმნილების მოვალეობის შესრულება. უბრალოდ გააკეთეთ იმდენი, რისი უნარიც შეგწევთ; თქვენდამი მოთხოვნები არ არის მეტისმეტად მაღალი. სანამ აკეთებთ ყველაფერს, რაც ძალგიძთ, მაშინ ეს არის თქვენს მიერ დამოწმება.