მხოლოდ მათ შეუძლიათ ღვთის დაკმაყოფილება, ვინც იცნობს ღმერთს და მის საქმეს
განკაცებული ღმერთის საქმე ორ ნაწილად იყოფა. როდესაც ის პირველად განკაცდა, ხალხს არ სწამდა მისი და არ იცნობდა მას და იესო ჯვარზე გააკრეს. შემდეგ, როდესაც მან მეორედ შეისხა ხორცი, ხალხმა კვლავ არ ირწმუნა მისი, მით უმეტეს, არ იცნობდა მას და კიდევ ერთხელ აცვეს ქრისტე ჯვარს. განა ადამიანი ღმერთის მტერი არ არის? თუ ადამიანი არ იცნობს მას, როგორ შეიძლება ის ღმერთთან ახლოს იყოს? როგორ შეიძლება ის ღმერთის მოწმე იყოს? განა ადამიანის მიერ ღმერთის სიყვარულის, მისი მსახურებისა და ღმერთის განდიდების შესახებ მტკიცება ტყუილი არ არის? თუ შენს ცხოვრებას ამ არარეალურ, არაპრაქტიკულ საკითხებს უძღვნი, განა შენი შრომა ამაო არ არის? როგორ შეგიძლია იყო ღმერთთან ახლოს, როდესაც არც კი იცი ვინ არის ღმერთი? განა ასეთი მიმდევრობა ბუნდოვანი და აბსტრაქტული არ არის? განა ეს მოტყუება არ არის? როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ღვთის ახლობელი? რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ღმერთთან ახლოს ყოფნას? შეგიძლია იყო ღმერთის სულთან ახლოს? შეგიძლია დაინახო, რამდენად დიდი და ამაღლებულია სული? უხილავი, არამატერიალური ღმერთის სიახლოვე — ეს ხომ ბუნდოვანი და აბსტრაქტული რამ არის? რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ასეთ მიმდევრობას? განა ეს ყველაფერი სიცრუე არ არის? შენ ცდილობ იყო ღმერთთან ახლოს, სინამდვილეში კი ეშმაკის მარიონეტი ხარ, რადგან არ იცნობ ღმერთს და მისდევ არარსებულ „ყოველივეს ღმერთს“, რომელიც უხილავი, არამატერიალური და შენივე წარმოსახვის შედეგია. ბუნდოვნად რომ ვთქვათ, ასეთი „ღმერთი“ სატანაა და, პრაქტიკულად, ეს თავად შენ ხარ. შენ ცდილობ იყო საკუთარ თავთან ახლოს, მაგრამ მაინც ამბობ, რომ ცდილობ ღმერთთან სიახლოვეს — განა ეს მკრეხელობა არ არის? რა ფასი აქვს ასეთ მიმდევრობას? თუ ღვთის სული ხორცს ვერ შეიხამს, მაშინ ღვთის არსი უბრალოდ უხილავი, არამატერიალური სიცოცხლის სულია, უფორმო და გაურკვეველი, არამატერიალური სახის, ადამიანისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელი. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უხორცო, გასაოცარი, შეუცნობელი სულის სიახლოვეს? განა ეს სასაცილო არ არის? ასეთი აბსურდული მსჯელობა არასწორი და არაპრაქტიკულია. შექმნილი ადამიანი, რომელიც ღმერთის სულისგან თავისი არსით განსხვავდება, როგორ შეიძლება მათი სიახლოვის წარმოდგენა? თუ ღვთის სული ხორცს არ შეისხამდა და არ დამდაბლდებოდა თავისსავე ქმნილ არსებად გადაქცევით, მაშინ ღვთის შექმნილი ადამიანი იქნებოდა უუფლებო და ვერც შეძლებდა მის სიახლოვეს ყოფნას და იმ ღვთისმოსავი მორწმუნეების გარდა, რომლებიც შეიძლება იყვნენ ღმერთთან ახლოს მას შემდეგ, რაც მათი სულები სამოთხეში მოხვდებიან, ადამიანების უმეტესობა ვერ შეძლებდა ღმერთის სულთან დაახლოებას. და თუ ადამიანებს სურთ, იყვნენ უფლის გვერდით სამოთხეში განსახიერებული ღმერთის შემწეობით, განა ისინი გასაოცრად სულელი არსებები არ არიან? ადამიანები უბრალოდ ცდილობენ იყვნენ უხილავი ღმერთის „ერთგულები“ და ყურადღებას არ აქცევენ ხილულ ღმერთს, რადგან უხილავი ღმერთისკენ სწრაფვა ძალიან ადვილია. ადამიანებს შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც სურთ, მაგრამ ხილული ღმერთისკენ სწრაფვა არც ისე ადვილია. ადამიანი, რომელიც გაურკვეველი ღმერთისკენ ისწრაფვის, აბსოლუტურად ვერ მოიპოვებს მას, რადგან ყველაფერი ბუნდოვანი და აბსტრაქტული ადამიანის წარმოსახვაა და მისი მოპოვება შეუძლებელია. თუ თქვენ შორის არსებული ღმერთი დიდებული და ამაღლებულია, რომელიც თქვენთვის მიუწვდომელი იყო, მაშინ როგორ შეიცნობდით მის ზრახვებს? და როგორ შეიცანით და გაიგეთ მისი? თუ ის მხოლოდ თავის საქმეს ასრულებდა და არ ჰქონდა ნორმალური კავშირი ადამიანთან, ან არ ფლობდა ნორმალურ ადამიანობასდა მიუწვდომელი იყო უბრალო მოკვდავთათვის, მაშინ, ამ შემთხვევაშიც კი, თუ ის ბევრს შრომობდა თქვენთვის, მაგრამ თქვენ არ გქონდათ მასთან კავშირი და ვერ ხედავდით მას, როგორ შეგეძლოთ მისი შეცნობა? რომ არა ეს ნორმალური ადამიანობით შემოსილი ხორციელი სხეული, ადამიანს ღვთის შეცნობის არავითარი გზა არ ექნებოდა. მხოლოდ ღმერთის განკაცების წყალობით შეუძლია ადამიანს იყოს განხორციელებული ღმერთის გვერდით. ადამიანები ღმერთთან ახლოს არიან მაშინ, როდესაც მას უკავშირდებიან, რადგან მასთან ერთად ცხოვრობენ და მის გვერდით არიან და თანდათანობით ეცნობიან მას. ასე რომ არ იყოს, ადამიანის სწრაფვა ამაო არ იქნებოდა? ანუ, ადამიანი მხოლოდ ღვთის საქმეების გამო კი არ არის ღვთის სიახლოვეს, არამედ განკაცებული ღმერთის პრაქტიკულობისა და ნორმალურობის გამო. მხოლოდ ხორცშესხმული ღმერთის წყალობით ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და თაყვანი სცენ ჭეშმარიტ ღმერთს. განა ეს არ არის ყველაზე რეალური და პრაქტიკული ჭეშმარიტება? ახლა, კვლავ გსურს იყო ღმერთის სიახლოვეს ზეცაში? მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი გარკვეულ დონემდე დაიმდაბლებს თავს, ანუ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთი ხორცს შეისხამს, შეუძლია ადამიანს იყოს მისი ახლობელი და მესაიდუმლე. ღმერთი სულისგან მოდის: რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა, იყვნენ ამ სულის, რომელიც ასეთი ამაღლებული და შეუცნობელია, სიახლოვეს? მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთის სული ხორცს შეისხამს და გახდება ადამიანის მსგავსი ქმნილება, შეძლებენ ადამიანები შეიცნონ მისი განზრახვები და პრაქტიკულად იქნენ მოპოვებულნი ღმერთის მიერ. ის ლაპარაკობს და მოქმედებს ხორციელად, იზიარებს კაცობრიობის სიხარულს, მწუხარებასა და გასაჭირს, ცხოვრობს კაცობრიობასთან ერთად, იცავს კაცობრიობას და ხელმძღვანელობს მათ და ამ გზით წმენდს ადამიანებს და საშუალებას აძლევს მათ მოიპოვონ ხსნა და მისი კურთხევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები მიიღებენ ამ ყველაფერს და ჭეშმარიტად შეიცნობენ ღმერთის განზრახვებს, შეძლებენ ისინი ღმერთთან დაახლოებას. მხოლოდ ეს არის პრაქტიკული. თუ ღმერთი უხილავი და ხელშეუხებელია ადამიანებისთვის, მაშინ როგორ შეიძლება ისინი მის სიახლოვეს იყვნენ? განა ეს ცარიელი მოძღვრება არ არის?
დღემდე, ღმერთის რწმენის მიუხედავად, ბევრ ადამიანს კვლავ ბუნდოვნად და აბსტრაქტულად სწამს მისი. მათ არ ესმით ღვთის დღევანდელი საქმის პრაქტიკულობა და კვლავ სიტყვებითა და მოძღვრებებით ცხოვრობენ. უფრო მეტიც, უმეტესობას ჯერ კიდევ არ შეუღწევია ისეთი ახალი ფრაზების რეალობაში, როგორიცაა „ღვთის მოყვარულთა ახალი თაობა“, „ღმერთის ახლობელი“, „ღვთის სიყვარულის მაგალითი და მოდელი“ და „პეტრეს სტილი“; ამის ნაცვლად, მათი სწრაფვა კვლავ ბუნდოვანი და აბსტრაქტულია, ისინი კვლავ მოძღვრებებში იქექებიან და ვერ ხვდებიან ამ სიტყვების რეალობას. როდესაც ღვთის სული ხორცს შეისხამს, მის საქმეებს ხორციელად დაინახავ და ხელით შეეხები. მაგრამ თუ შენ ჯერ კიდევ არ ძალგიძს გახდე მისი ახლობელი, თუ ჯერ კიდევ არ შეგიძლია იყო მისი მესაიდუმლე, მაშ, როგორ იქნები ღვთის სულის მესაიდუმლე? თუ შენ არ იცნობ დღევანდელ ღმერთს, როგორ იქნები ღმერთის მოყვარულთა ახალი თაობის წარმომადგენელი? განა ეს ფრაზები ცარიელი სიტყვები და მოძღვრებები არ არის? შეგიძლია სულის დანახვა და მისი განზრახვების შეცნობა? განა ეს ცარიელი ფრაზები არ არის? არ არის საკმარისი უბრალოდ ამ ფრაზებისა და ტერმინების წარმოთქმა და ვერც ღვთის კმაყოფილებას მიიღებ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებით. შენ კმაყოფილი ხარ მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმით და ამას აკეთებ საკუთარი სურვილების, არარეალური მისწრაფებების და საკუთარი წარმოდგენებისა და მოსაზრებების დასაკმაყოფილებლად. თუ არ იცნობ დღევანდელ ღმერთს, მაშინ რასაც არ უნდა აკეთებდე, ვერ შეძლებ ღვთის განზრახვების დაკმაყოფილებას. რას ნიშნავს იყო ღმერთის მესაიდუმლე? ნუთუ ჯერ კიდევ ვერ ხვდები ამას? რადგან ღმერთის ახლობელი ადამიანია, შესაბამისად ღმერთიც ადამიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განხორციელდა და ადამიანად იქცა. მხოლოდ მათ, ვინც ერთმანეთის მსგავსია, შეუძლიათ ერთმანეთს მესაიდუმლეები უწოდონ, მხოლოდ მაშინ შეიძლება ისინი ახლობლად ჩათვალოთ. თუ ღმერთი სულისგან შეიქმნა, როგორ გახდა შექმნილი ადამიანი მისი ახლობელი?
შენი რწმენა ღმერთის მიმართ, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა და თვით შენი ქცევაც კი რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული: ყველაფერი, რასაც აკეთებ, უნდა იყოს პრაქტიკული და არ უნდა მისდიო ილუზიასა და ფანტაზიას. ამგვარად, ქცევას არანაირი ღირებულება არ აქვს და, უფრო მეტიც, ასეთ ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს. რადგან შენი სწრაფვა და ცხოვრება მხოლოდ სიცრუესა და ტყუილში გადის და რადგან არ აფასებ ღირებულებებს, ერთადერთი, რასაც მოიპოვებ, არის აბსურდული მსჯელობა და თეორია, რომელიც არ არის ჭეშმარიტება. ასეთ საკითხებს არანაირი კავშირი არ აქვთ შენი არსებობის მნიშვნელობასა და ღირებულებასთან და მხოლოდ ცარიელ სამყაროში მოგახვედრებს. ამ გზით, მთელი შენი ცხოვრება ყოველგვარ ფასსა და აზრს დაკარგავს და თუ შენ არ დაიწყებ აზრიან ცხოვრებას, შეიძლება ასი წელი იცხოვრო და მაინც, ფუჭად. როგორ შეიძლება ამას ადამიანის სიცოცხლე ეწოდოს? განა ეს სინამდვილეში ცხოველის სიცოცხლეს არ ჰგავს? ასევე, თუ თქვენ უფლის რწმენის გზით სიარულს განაგრძობთ, მაგრამ არ ცდილობთ ხილული ღმერთისკენ სწრაფვას და ამის ნაცვლად თაყვანს სცემთ უხილავ და არამატერიალურ ღმერთს, განა ასეთი სწრაფვა კიდევ უფრო უშედეგო არ არის? საბოლოოდ, შენი მცდელობა ნანგრევების გროვად იქცევა. რა სარგებელი აქვს შენს ასეთ სწრაფვას? ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მას მხოლოდ ის უყვარს, რასაც ვერ ხედავს ან არ ეხება, რაც უაღრესად იდუმალი და საოცარია, რაც წარმოუდგენელია ადამიანისთვის და მიუწვდომელია უბრალო მოკვდავებისთვის. რაც უფრო არარეალურია ეს ყველაფერი, მით უფრო მეტად აანალიზებენ ადამიანები ამას და ყველაფრის უგულებელყოფით ისწრაფვიან მათკენ, ამაოდ იმედოვნებენ მათ მოპოვებას. რაც უფრო არარეალურია ისინი, მით უფრო ყურადღებით სწავლობენ და აანალიზებენ ადამიანები მათ და ხშირად საკუთარ ყოვლისმომცველ წარმოდგენებს ქმნიან მათ შესახებ. პირიქით, რაც უფრო რეალისტურია ყველაფერი, მით უფრო უარყოფითად უყურებენ ადამიანები მათ; ისინი უბრალოდ ცხვირს იბზუებენ და ზიზღითაც კი ეკიდებიან მათ. განა თქვენც ზუსტად ასე არ უყურებთ ჩემ მიერ შესრულებულ რეალურ საქმეს? რაც უფრო რეალისტურია ასეთი რამ, მით უფრო მიკერძოებული ხართ მათ მიმართ. თქვენ არც კი ცდილობთ მათ შესწავლას, უბრალოდ უგულებელყოფთ მათ; თქვენ უგულებელყოფთ ამ რეალისტურ, დაბალი სტანდარტების მოთხოვნებს და უამრავ წარმოდგენას ქმნით ამ ყველაზე პრაქტიკულ ღმერთზე და უბრალოდ არ შეგიძლიათ მისი პრაქტიკულობისა და უბრალოების აღიარება. ამგვარად, განა ბუნდოვანი არ არის თქვენი რწმენა? თქვენ უპირობოდ გწამთ წარსული დროის ბუნდოვანი ღმერთის და არ გამოხატავთ ინტერესს დღევანდელი პრაქტიკული ღმერთის მიმართ. განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ გუშინდელი და დღევანდელი ღმერთი ორი სხვადასხვა ეპოქიდან არიან? განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ გუშინდელი ღმერთი ზეცად ამაღლებული ღმერთია, მაშინ როცა დღევანდელი ღმერთი დედამიწაზე არსებული პაწაწინა ადამიანია? უფრო მეტიც, განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ ადამიანის მიერ თაყვანცემული ღმერთი მისი წარმოდგენებით არის შექმნილი, დღევანდელი ღმერთი კი რეალური ხორცისგანაა, რომელიც დედამიწაზე შეიქმნა? დაბოლოს, განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ დღევანდელი ღმერთი ზედმეტად რეალურია იმისთვის, რომ ადამიანს მისი არ სწამდეს? რადგან დღევანდელი ღმერთი სწორედ იმის გაკეთებას ითხოვს ადამიანებისგან, რისი გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად სურთ და რაც მათ სირცხვილის გრძნობას უჩენს. განა ეს არ ურთულებს ადამიანებს ცხოვრებას? განა ეს ნათლად არ ავლენს ადამიანების ჭრილობებს? ამის გამო ბევრი ადამიანი არ მისდევს რეალურ ღმერთს, პრაქტიკულ ღმერთს და ამიტომ ისინი ხორცშესხმული ღმერთის მტრები, ანუ ანტიქრისტეები ხდებიან. განა ეს აშკარა ფაქტი არ არის? წარსულში, მანამ, სანამ ღმერთი განკაცდებოდა, შენ შეიძლება რელიგიური ფიგურა ან თავგამოდებული მორწმუნე ყოფილიყავი. ღმერთის ხორცშესხმის შემდეგ, ბევრი ასეთი ღვთისმოსავი მორწმუნე უნებლიედ ანტიქრისტედ იქცა. იცი, რა ხდება აქ? ღვთისადმი შენს რწმენაში, შენ არ კონცენტრირდები რეალობაზე და არ მისდევ ჭეშმარიტებას, სანაცვლოდ, არარეალური საკითხებით ხარ შეპყრობილი — განა ეს არ არის შენი მტრობის ყველაზე აშკარა გზა განკაცებული ღმერთის მიმართ? ხორცშესხმულ ღმერთს ქრისტე ჰქვია, ამიტომ ყველა, ვისაც არ სწამს განკაცებული ღმერთის, ანტიქრისტე არ არის? მაშ, ის, ვისიც შენ გჯერა და გიყვარს, ნამდვილად ეს ხორცშესხმული ღმერთია? ნამდვილად ეს არის ცოცხალი, სულჩადგმული ღმერთი ყველაზე რეალური და არაჩვეულებრივად ნორმალური? რა არის ზუსტად შენი რწმენის მიზანი? ზეცაშია თუ დედამიწაზე? ეს წარმოდგენაა თუ ჭეშმარიტება? ეს ღმერთია თუ რაიმე ზებუნებრივი არსება? სინამდვილეში, ჭეშმარიტება ყველაზე პრაქტიკული ცხოვრებისეული პრინციპია და კაცობრიობის უმაღლესი ცხოვრებისეული პრინციპი. ვინაიდან ეს არის მოთხოვნა, რომელსაც ღმერთი უწესებს ადამიანს და არის პირადად ღმერთის მიერ შესრულებული საქმე, ამიტომ მას „ცხოვრებისეული პრინციპი“ ეწოდება. ეს არ არის რაღაცისგან შეჯამებული პრინციპი და არც დიდი შემომქმედის ცნობილი ციტატა. პირიქით, ეს არის კაცობრიობისადმი მიმართვა ცის, მიწისა და ყოველივეს მეუფისგან; ეს არ არის ადამიანის მიერ შეჯამებული სიტყვები, არამედ ღვთის თანდაყოლილი სიცოცხლეა. და სწორედ ამიტომ, მას „უმაღლეს ცხოვრებისეულ პრინციპს“ უწოდებენ. ადამიანების სწრაფვა ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისკენ, მათი მოვალეობის შესრულებაა — რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის სწრაფვა ღმერთის მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ. ამ მოთხოვნის არსი ყველაზე რეალური ჭეშმარიტებაა და არა ცარიელი მოძღვრება, რომლის მიღწევაც არავის შეუძლია. თუ შენი სწრაფვა მხოლოდ მოძღვრებაა და არ შეიცავს რეალობას, განა შენ არ გამოდიხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება? განა შენ არ ხარ ის, ვინც ჭეშმარიტებას ესხმის თავს? როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ის, ვინც ღვთის სიყვარულს ესწრაფვის? რეალობის გარეშე მყოფი ადამიანები ღალატობენ ჭეშმარიტებას და ისინი ყველანი ბუნებით მეამბოხეები არიან!
მიუხედავად იმისა, როგორია შენი მისწრაფება, შენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გესმოდეს ის საქმე, რომელსაც ღმერთი დღეს ასრულებს და უნდა იცოდე ამ საქმის მნიშვნელობა. შენ უნდა გესმოდეს და იცოდე, რა საქმეს მოიტანს ღმერთი, როდესაც ის უკანასკნელ დღეებში მოვა, რა განწყობას მოიტანს და რა დასრულდება ადამიანში. თუ შენ არ იცი ან არ გესმის ის საქმე, რომლის შესასრულებლადაც ის მოვიდა ხორციელად, მაშინ როგორ შეგიძლია ჩაწვდე მის განზრახვებს და როგორ შეგიძლია გახდე მისი ახლობელი? სინამდვილეში, ღმერთის ახლობლობა რთული არ არის, მაგრამ არც მარტივია. თუ ადამიანებს შეუძლიათ ამის საფუძვლიანად გაგება და პრაქტიკაში გამოყენება, მაშინ ეს მარტივი ხდება; თუ ადამიანები სრულიად ვერ იაზრებენ ამას, მაშინ ეს ბევრად უფრო რთული ხდება და, უფრო მეტიც, მათი სწრაფვა შეიძლება გაურკვევლობაში გადაიზარდოს. თუ ღმერთის ძიებისას ადამიანებს არ აქვთ საკუთარი პოზიცია, რომელსაც უნდა დაეყრდნონ და არ იციან, რომელ ჭეშმარიტებას დაუჯერონ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ საფუძველი და ამიტომ მათთვის რთულია მყარად დგომა. დღეს ბევრია, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება, ვინც ვერ ასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას და არ შეუძლია თქვას, რა უყვარს და რა სძულს. ასეთ ადამიანებს უჭირთ მყარად დგომა. ღმერთის რწმენის გასაღები ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, ღვთის განზრახვების გათვალისწინება და იმის ცოდნაა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი ადამიანზე ხორციელად მოვლინებისას და რა პრინციპებით მეტყველებს იგი. ნუ მიჰყვებით მასებს. შენ უნდა გქონდეს პრინციპები იმასთან დაკავშირებით, რაც უნდა გააკეთო და უნდა დაიცვა ისინი. იმის მტკიცედ დაცვა, რაც შენში ღვთის ნათლის მოფენით შემოვიდა, დაგეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ერთი მიმართულებით გადაუხვევ, ხვალ მეორე მიმართულებით და ვერასდროს მიაღწევ რაიმე პრაქტიკულს. ამგვარად ყოფნა სრულიად უსარგებლო იქნება შენი ცხოვრებისთვის. ისინი, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება, ყოველთვის სხვებს უჯერებენ: თუ ხალხი ამბობს, რომ ეს სულიწმიდის გაკეთებულია, მაშინ შენც ამბობ, რომ ეს სულიწმიდის გაკეთებულია; თუ ხალხი ამბობს, რომ ეს ბოროტი სულის ნამოქმედარია, მაშინ შენც ეჭვი გეპარება ან ასევე ამბობ, რომ ეს ბოროტი სულის ნამოქმედარია. შენ ყოველთვის სხვების სიტყვებს იმეორებ თუთიყუშივით და არ შეგიძლია დამოუკიდებლად რაიმეში გარკვევა და არც დამოუკიდებლად ფიქრი. ეს არის ის, ვისაც არ აქვს პოზიცია, რომელსაც არ აქვს კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი — ასეთი ადამიანი უვარგისი არამზადაა! ყოველთვის სხვების სიტყვებს იმეორებ: დღეს ამბობენ, რომ ეს სულიწმიდის ნამოქმედარია, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ ერთ დღეს ვინმემ თქვას, რომ ეს არ არის სულიწმიდის ნამოქმედარი და რომ სინამდვილეში, ეს მხოლოდ ადამიანის საქმეებია — მაგრამ შენ ვერ გაარჩევ ამას და როდესაც სხვების ნათქვამის მოწმე ხარ, შენც იგივეს ამბობ. ეს სინამდვილეში სულიწმიდის ნამოქმედარია, მაგრამ შენ ამბობ, რომ ეს ადამიანის ნამოქმედარია; განა შენ ერთ-ერთი მათგანი არ გახდი, ვინც გმობს სულიწმიდის საქმეს? განა ამით არ დაუპირისპირდი ღმერთს, რადგან არ გაქვს კარგის და ცუდის გარჩევის უნარი? შესაძლოა, ერთ დღეს გამოჩნდეს ვინმე სულელი, რომელიც იტყვის, რომ „ეს ბოროტი სულის ნამოქმედარია“ და როდესაც ამ სიტყვებს გაიგებ, დაიბნევი და კვლავ სხვების სიტყვებით შეიბოჭები. ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც დაბრკოლებას შექმნის, შენ ვერ შეძლებ შენი პოზიციის დაცვას და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შენში არ არის ჭეშმარიტება. ღმერთის რწმენა და ღმერთის შეცნობის ძიება მარტივი საქმე არ არის. ეს ყველაფერი მხოლოდ შეკრებითა და ქადაგებების მოსმენით ვერ მიიღწევა და ვერც მხოლოდ ვნებით გახდები სრულყოფილი. შენ უნდა გამოსცადო, იცოდე და პრინციპული იყო შენს ქმედებებში და მოიპოვო სულიწმიდის საქმე. როდესაც გამოცდილებას მიიღებ, შეძლებ ბევრი რამის გარჩევას — შეძლებ, განასხვაო სიკეთე და ბოროტება, სამართლიანობა და სიავე, შეძლებ განასხვაო, რა შეიქმნა ხორცისა და სისხლისგან და რა — ჭეშმარიტებისგან. შენ უნდა შეძლო ამ ყველაფრის გარჩევა და ამით, გარემოებების მიუხედავად, არასოდეს დაიკარგები. მხოლოდ ეს არის შენი რეალური სულიერი ზრდა.
ღვთის საქმის ცოდნა მარტივი არ არის. შენ უნდა გქონდეს სტანდარტები და მიზანი შენს მისწრაფებაში, უნდა იცოდე, როგორ ეძებო ჭეშმარიტი გზა, როგორ გაზომო, არის თუ არა ეს ჭეშმარიტი გზა და არის თუ არა ეს ღვთის საქმე. რა არის ჭეშმარიტი გზის ძიების ყველაზე მთავარი პრინციპი? შენ უნდა დააკვირდე, არსებობს თუ არა სულიწმიდის საქმე ამ გზით, არის თუ არა ეს სიტყვები ჭეშმარიტების გამოხატულება, ვისზეა დამოწმებული და რა შეუძლია მას მოგიტანოს. ჭეშმარიტი და ცრუ გზების გარჩევა მოითხოვს ძირითადი ცოდნის რამდენიმე ასპექტს, რომელთაგან ყველაზე მთავარია იმის გარკვევა, არსებობს თუ არა მასში სულიწმიდის საქმე. ვინაიდან ღმერთისადმი ადამიანების რწმენის არსი ღვთის სულის რწმენაა და მათი რწმენა ხორცშესხმული ღმერთის მიმართაც კი იმით აისხნება, რომ ეს ხორცი ღვთის სულის განსახიერებაა, რაც ნიშნავს, რომ ასეთი რწმენა მაინც სულის რწმენაა. სულსა და ხორცს შორის არსებობს განსხვავებები, მაგრამ ვინაიდან ეს ხორცი სულიდან მოდის და ხორცად ქცეული სიტყვაა, ის, რისიც ადამიანს სჯერა, მაინც ღმერთის თანდაყოლილი არსია. ამრიგად, იმის გასარკვევად, არის თუ არა ეს ჭეშმარიტი გზა, უპირველეს ყოვლისა, უნდა განსაზღვროთ, არის თუ არა მასში სულიწმიდის საქმე, რის შემდეგაც უნდა გაარკვიოთ, არის თუ არა ამ გზაში ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, როგორც მას უწოდებენ, ნორმალური ადამიანობის სიცოცხლე-განწყობის ნაწილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ის, რაც მოეთხოვებოდა ადამიანს, როდესაც ღმერთმა შექმნა იგი დასაწყისში, კერძოდ, მთლიანობაში ნორმალური ადამიანობა (მათ შორის ადამიანობის მიზეზი, ასევე, გამჭრიახობა, სიბრძნე და ქცევის ძირითადი ცოდნა). ანუ, თქვენ უნდა განსაზღვროთ, შეუძლია თუ არა ამ გზას ადამიანების ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებამდე მიყვანა, აწესებს თუ არა ჭეშმარიტება, რომელზეც საუბრობენ, მოთხოვნებს ნორმალური ადამიანობის რეალობაზე დაყრდნობით, არის თუ არა ეს ჭეშმარიტება რეალური და პრაქტიკული და არის თუ არა ის ყველაზე დროული. თუ არსებობს ჭეშმარიტება, მაშინ მას შეუძლია ადამიანების ნორმალურ და პრაქტიკულ გამოცდილებამდე მიყვანა; უფრო მეტიც, ადამიანები სულ უფრო ნორმალურნი ხდებიან, მათი ადამიანური გონიერება სულ უფრო სრულყოფილი ხდება, მათი ხორციელი ცხოვრება და სულიერი ცხოვრება სულ უფრო მოწესრიგებული ხდება და მათი ემოციები სულ უფრო ნორმალური ხდება. ეს არის მეორე პრინციპი. არსებობს კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც ეხება იმას, ფლობენ თუ არა ადამიანები მზარდ ცოდნას ღმერთის შესახებ და შეუძლია თუ არა ამგვარი საქმისა და ჭეშმარიტების გამოცდილებას მათში ღვთისმოყვარე გულის შთაგონება და ღმერთთან დაახლოება. ამით შეიძლება გაიზომოს, არის თუ არა ეს გზა ჭეშმარიტი გზა. ყველაზე მნიშვნელოვანია, არის თუ არა ეს გზა რეალისტური, ვიდრე ზებუნებრივი და შეუძლია თუ არა მას ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფა. თუ ის შეესაბამება ამ პრინციპებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს გზა ჭეშმარიტი გზაა. ამ სიტყვებს იმისთვის არ ვამბობ, რომ თქვენ მიიღოთ სხვა გზები თქვენს მომავალ გამოცდილებაში და ისინი არც წინასწარმეტყველებაა იმისა, რომ მომავალში კიდევ ერთი ახალი ეპოქის საქმე იქნება. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ დარწმუნდეთ დღევანდელი გზის ჭეშმარიტებაში, რათა დღევანდელი საქმისადმი რწმენაში მხოლოდ ეჭვნარევი დაჯერებულობა არ გქონდეთ და მისი დანახვა სიღრმისეულად შეძლოთ. ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც, მიუხედავად დარწმუნებულობისა, მაინც დაბნეულად მიჰყვებიან მას; ასეთ დარწმუნებულობას არანაირი პრინციპი არ გააჩნია და ასეთი ადამიანები ადრე თუ გვიან უნდა განიდევნონ. მათაც კი, ვინც განსაკუთრებული მონდომებით მიჰყვება მას, სამი წილი დარწმუნებულობა და ხუთი წილი ეჭვი აქვთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საფუძველი არ გააჩნიათ. იმის გამო, რომ თქვენი საზომი ძალიან დაბალია, ხოლო თქვენი საფუძველი ძალიან ზედაპირული, თქვენ ვერ ხვდებით განსხვავებას. ღმერთი არ იმეორებს თავის საქმეს, ის არ აკეთებს არარეალურ საქმეს, ის არ უყენებს ზედმეტ მოთხოვნებს ადამიანს და არ აკეთებს საქმეს, რომელიც სცილდება ადამიანის გონებას. მთელი ის საქმე, რასაც ის აკეთებს, ადამიანის ნორმალური გონიერების ფარგლებშია და არ ცდება ნორმალური ადამიანური გონიერების ფარგლებს და მისი საქმე სრულდება ადამიანის ნორმალური მოთხოვნების შესაბამისად. თუ ეს სულიწმიდის საქმეა, ადამიანები სულ უფრო ნორმალურნი ხდებიან და მათი ადამიანურობა სულ უფრო ნორმალური ხდება. ადამიანები სულ უფრო მეტ ცოდნას იძენენ თავიანთი გახრწნილი სატანური ხასიათისა და ადამიანის რაობის შესახებ და ასევე სულ უფრო მეტად ილტვიან ჭეშმარიტებისკენ. ანუ, ადამიანის სიცოცხლე იზრდება და იზრდება და ადამიანის გახრწნილი ხასიათი სულ უფრო და უფრო იცვლება — ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანის სიცოცხლედ იქცევა. თუ გზა ვერ ავლენს იმ ყველაფერს, რაც ადამიანის რაობას წარმოადგენს, ვერ ცვლის ადამიანის ხასიათს და, უფრო მეტიც, ვერ ახერხებს ადამიანების ღმერთთან მიყვანას ან ვერ აგებინებს მათ ღმერთის ნამდვილობას და კიდევ უფრო ამცირებს მათ ადამიანურობას და მათ გონებას უფრო არანორმალურს ხდის, მაშინ ეს გზა არ უნდა იყოს ჭეშმარიტი გზა და შეიძლება ის ბოროტი სულის ან ძველი გზა იყოს. მოკლედ, ეს არ შეიძლება იყოს სულიწმიდის ამჟამინდელი საქმე. თქვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გწამდათ ღმერთის, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ ჭეშმარიტი და ცრუ გზის განმასხვავებელი პრინციპების ან ჭეშმარიტი გზის ძიების შესახებ. ადამიანების უმეტესობას ეს საკითხები არც კი აინტერესებს; ისინი უბრალოდ მიდიან იქ, სადაც უმრავლესობა მიდის და იმეორებენ იმას, რასაც უმრავლესობა ამბობს. როგორ შეიძლება მას ეწოდოს ადამიანი, ვინც ჭეშმარიტ გზას ეძებს? და როგორ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტი გზის პოვნა? თუ თქვენ გაიგებთ ამ რამდენიმე ძირითად პრინციპს, რაც არ უნდა მოხდეს, არ შეცდებით. დღეს უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანებს შეეძლოთ განსხვავების გაკეთება; ეს არის ის, რაც ნორმალურ ადამიანობას უნდა ჰქონდეს და ეს არის ის, რაც ხალხს უნდა ჰქონდეს თავიანთი გამოცდილებით. თუ დღესაც კი, ადამიანები ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავენ მიმდევრობის პროცესში და თუ მათი ადამიანური გონება ჯერ კიდევ არ გაზრდილა, მაშინ ისინი ძალიან გონებაარეულები არიან და მათი სწრაფვა არასწორი და გზას აცდენილია. დღეს შენს სწრაფვაში არ არის მცირედი განსხვავებაც კი და მიუხედავად იმისა, რომ მართალია, როგორც შენ ამბობ, რომ შენ იპოვე ჭეშმარიტი გზა, მოიპოვე ის? შეძელი რაიმეს გარჩევა? რა არის ჭეშმარიტი გზის არსი? ჭეშმარიტ გზაზე შენ არ მოგიპოვებია ჭეშმარიტი გზა; შენ ვერაფერი მიიღე ჭეშმარიტებიდან. ეს ნიშნავს, რომ შენ ვერ მიაღწიე იმას, რასაც ღმერთი მოითხოვს შენგან და ამგვარად, შენი გახრწნილება არ შეცვლილა. თუ ამ გზით გააგრძელებ სვლას, საბოლოოდ განიდევნები. დღემდე მიმდევრობის შემდეგ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის გზა, რომელიც აირჩიე, სწორია და ეჭვი აღარ უნდა შეგეპაროს. ბევრი ადამიანი მუდმივად გაურკვევლობაშია და წყვეტს ჭეშმარიტების ძიებას ზოგიერთი წვრილმანი საკითხის გამო. ასეთი ადამიანები არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს ცოდნა ღვთის საქმის შესახებ; ისინი არიან ადამიანები, ვინც ღმერთს გონებაარეულად მიჰყვებიან. ადამიანები, რომლებმაც არ იციან ღვთის საქმე, ვერ იქნებიან მისი ახლობლები და ვერ დაამოწმებენ მას. მე ვურჩევ მათ, ვინც მხოლოდ კურთხევას ეძებს და მხოლოდ ბუნდოვანს და აბსტრაქტულს მისდევს, რაც შეიძლება მალე ეძიონ ჭეშმარიტება, რათა მათ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს. აღარ მოიტყუოთ თავი!