როცა გაიგებ ჭეშმარიტებას, ის პრაქტიკაში უნდა განახორციელო
ღვთის სიტყვა და საქმე გამიზნულია თქვენს ხასიათში ცვლილების გამოსაწვევად; მისი მიზანი მხოლოდ თქვენ მიერ გაგება ან ცოდნის შეძენა როდია. ეს არ არის საკმარისი. აღქმის უნარის მქონე ადამიანისთვის ღვთის სიტყვის გაგება ძნელი არ უნდა იყოს, რადგანაც ღვთის სიტყვა მეტწილად ადამიანური ენითაა გამოხატული, ის კი ძალიან ნათლად საუბრობს. მაგალითად, მათ სრულყოფილად ძალუძთ, ისწავლონ, თუ რა სურს ღმერთს, რომ მათ გაიგონ და პრაქტიკაში გამოყენონ; ეს ისაა, რაც აღქმის უნარის მქონე ნორმალურ ადამიანს უნდა შეეძლოს. კერძოდ, ღვთის სიტყვები, რომლებსაც ის ამ ეტაპზე ამბობს, განსაკუთრებით ნათელი და გამჭვირვალეა, ამასთან ღმერთი მიუთითებს ბევრ რამეზე, რაც ადამიანებს მხედველობაში არ მიუღიათ, ასევე ადამიანის სხვადასხვა სახის მდგომარეობაზე. მისი სიტყვები ყოვლისმომცველი და სავსე მთვარის შუქივით ნათელია. ამგვარად, დღესდღეობით, ადამიანებს მრავალი საკითხი ესმით, თუმცა მაინც აკლიათ ის, რასაც ჰქვია მისი სიტყვის პრაქტიკაში განხორციელება. ადამიანებმა დაწვრილებით უნდა განიცადონ ჭეშმარიტების ყველა ასპექტი, უფრო დეტალურად გამოიკვლიონ და ეძიონ ის და არა უბრალოდ ელოდონ, როდის შეითვისებენ იმას, რაც მიეცემათ; სხვაგვარად ისინი პარაზიტებს ცოტა რამით თუ აღემატებიან. მათ, ვინც ღვთის სიტყვა იციან, მაგრამ პრაქტიკაში არ ახორციელებენ, ჭეშმარიტება არ უყვართ და საბოლოო ჯამში მოიკვეთებიან. 1990-იანი წლების პეტრესავით ყოფნა ნიშნავს, რომ თითოეულმა თქვენგანმა უნდა განახორციელოს ღვთის სიტყვა პრაქტიკაში, გქონდეთ ჭეშმარიტი შესვლა საკუთარ გამოცდილებაში და მოიპოვოთ კიდევ უფრო მეტი და უფრო დიდებული ნათლის მოფენა ღმერთთან თანამშრომლობისას, რაც მუდმივად მზარდი შემწეობა იქნება თქვენივე სიცოცხლისთვის. თუ ღვთის სიტყვა ბევრი გიკითხავთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვების მნიშვნელობა გესმით და არ ცდილობთ ღვთის სიტყვა მასთან რეალური შეხვედრებით განიცადოთ, ღვთის სიტყვას ვერ შეიმეცნებ. შენს აღქმაში ღვთის სიტყვა არა სიცოცხლე, არამედ უსიცოცხლო სიტყვებია. ხოლო თუ მხოლოდ უსიცოცხლო სიტყვების მიხედვით იცხოვრებ, ღვთის სიტყვის არსს ვერ ჩაწვდები და ვერც მის განზრახვებს გაიგებ. როცა საკუთარი ნამდვილი გამოცდილებით განიცდი მის სიტყვას, ღვთის სიტყვის სულიერი მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გაიხსნება შენთვის და მხოლოდ გამოცდილებით შეძლებ მრავალი ჭეშმარიტების სულიერი მნიშვნელობის ჩაწვდომას და ღვთის სიტყვის საიდუმლოებების გახსნას. თუ მას პრაქტიკაში არ განახორციელებ, მაშინ იმისდა მიუხედავად, რამდენად ნათელია მისი სიტყვა, ერთადერთი, რაც ხელში გეჭირება, ცარიელი სიტყვები და მოძღვრებები იქნება, რომლებიც შენთვის რელიგიურ წესებად იქცა. და განა ამას არ აკეთებდნენ ფარისევლები? თუკი ღვთის სიტყვას პრაქტიკაში განახორციელებთ და განიცდი, იგი თქვენთვის პრაქტიკული გახდება, ხოლო თუკი არ ეძიებ მის პრაქტიკაში განხორციელებას, ღვთის სიტყვა შენთვის სხვა არაფერია, თუ არა ლეგენდა მესამე ცის შესახებ. სინამდვილეში, ღმერთის რწმენის პროცესი არის თქვენ მიერ მისი სიტყვის განცდა ისევე, როგორც მისი მხრიდან თქვენი მოპოვება. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ღმერთის რწმენა არის მისი სიტყვის ცოდნა და გაგება და მისი სიტყვის განცდა და ცხოვრებაში გამოვლენა. ასეთია თქვენი ღმერთის რწმენის რეალობა. თუკი თქვენ გწამთ ღმერთის და უბრალოდ მარადიული ცხოვრების იმედი გაქვთ ისე, რომ არ ეძიებთ ღვთის სიტყვის ცხოვრებაში განხორციელებას და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას, მაშინ თქვენ უგუნური ხართ. ეს იმას გავს, წვეულებაზე მიხვიდეთ და მხოლოდ უყუროთ გემრიელ კერძებს და გონებაში ჩაიბეჭდოთ ისინი, ისე რომ რეალურად არცერთი არ გასინჯოთ, მიირთვათ ან დალიოთ. ასეთი ადამიანი უგუნური არ იქნება?
ღვთის სიტყვაში არის ჭეშმარიტება, რომელსაც ადამიანი უნდა დაეუფლოს, ისეთი რამეები, რაც ყველაზე სასარგებლო და სიკეთის მომტანია ადამიანისთვის, რაც საზრდო და მაცოცხლებელია სხეულებრივი საჭიროებებისათვის, ისეთი რამეები, რაც ადამიანს ეხმარება თავისი ნორმალური ადამიანობა აღიდგინოს, და მასშია ჭეშმარიტება, რომლითაც ადამიანი უნდა აღიჭურვოს. რაც უფრო მეტად ახორციელებთ პრაქტიკაში ღვთის სიტყვას, მით უფრო სწრაფად გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრება და უფრო ნათელი გახდება ჭეშმარიტება. სულიერ ზრდასთან ერთად უფრო ნათლად დაინახავთ სულიერი სამყაროს რეალობას და მეტი ძალა მოგეცემათ, რომ სატანაზე გაიმარჯვოთ. ჭეშმარიტების ბევრი რამ, რაც არ გესმით, უფრო ნათელი გახდება, როდესაც ღვთის სიტყვას პრაქტიკაში განახორციელებთ. ადამიანების უმეტესობა კმაყოფილდება ღვთის სიტყვის მხოლოდ ტექსტის გაგებით და უფრო მეტად ფოკუსირდება საკუთარი თავის მოძღვრებებით აღჭურვაზე, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში საკუთარი გამოცდილების გაღრმავებაზე — განა ეს ფარისეველთა გზა არ არის? განა შეუძლიათ მათ ამის კეთებით სიტყვების — „ღვთის სიტყვა, როგორც ადამიანის ცხოვრება” — რეალობის მიღწევა? ადამიანის ცხოვრება ვერ გაუმჯობესდება ღვთის სიტყვის უბრალოდ კითხვით, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის სიტყვა პრაქტიკად იქცევა. თუკი გჯერა, რომ ვინაიდან ღვთის სიტყვას იგებ, ცხოვრება და სულიერი სიმწიფე გექნება, მაშინ შენი გაგება გზას აცდენილია. ღვთის სიტყვის ჭეშმარიტად გაგება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როცა პრაქტიკაში ახორციელებ ჭეშმარიტებას დაუნდა გესმოდეს, რომ „მხოლოდ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებისას არის შესაძლებელი მისი გაგება“. დღეს ღვთის სიტყვის წაკითხვის შემდეგ, შენ შეგიძლია უბრალოდ თქვა, რომ იცი ღვთის სიტყვა, მაგრამ არ შეგიძლია თქვა, რომ ის გესმის. ზოგი ამბობს, რომ ადამიანს უნდა ესმოდეს ჭეშმარიტება, სანამ პრაქტიკაში განახორცილებს, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი, და ცხადია, არ არის სრულად ზუსტი. ჭეშმარიტებას ვერ განიცდი, სანამ ჭეშმარიტების ცოდნა არ გექნება. ის გრძნობა, რომ იგებ იმას, რასაც ქადაგებისას ისმენ, არ არის ჭეშმარიტად გაგება — ეს არის ჭეშმარიტების სიტყვების დაუფლება და ეს იგივე არაა, რაც ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაგება. ჭეშმარიტების ზედაპირული ცოდნა არ ნიშნავს, რომ თქვენ რეალურად გაიგეთ ან იცით ის; ჭეშმარიტების ნამდვილი ცოდნა მხოლოდ გამოცდილებიდან მოდის. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მაშინ, როცა განიცდით ჭეშმარიტებას, გაიგებთ მას და მხოლოდ მაშინ ჩაწვდებით მის დამალულ ნაწილს. შენი გამოცდილების გაღრმავება არის ერთადერთი გზა შინაარსის ჩასაწვდომად და ჭეშმარიტების არსის გასაგებად. ამრიგად, შეგიძლია ყველგან წახვიდე ჭეშმარიტებით, მაგრამ თუკი არ გაქვს ჭეშმარიტება, მაშინ ბევრი რელიგიური ადამიანის დარწმუნება შეუძლებელია — შენი ოჯახის წევრებსაც კი ვერ დაარწმუნებ. ჭეშმარიტების გარეშე, მოფარფატე ფიფქს ჰგავხარ, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ერთად შეგიძლია იყო ბედნიერი და თავისუფალი და ვერავინ დაგესხმება თავს. მნიშნველობა არ აქვს რამდენად ძლიერია თეორია, ის ჭეშმარიტებას ვერ ძლევს. ჭეშმარიტებით თავად სამყაროს შერყევაა შესაძლებელი, მთებისა და ზღვების დაძვრა, მაშინ როდესაც ჭეშმარიტების ნაკლებობამ შეიძლება მტკიცე ქალაქის გალავნებიც კი მატლების მიერ ნანგრევებად ქცევამდე მიიყვანოს. ეს აშკარა ფაქტია.
ამჟამად, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჭეშმარიტების ცოდნა და მერე მისი პრაქტიკაში განხორციელება, რათა უფრო და უფრო აღიჭურვოთ ჭეშმარიტების ნამდვილი მნიშვნელობით. თქვენ უნდა ისწრაფოდეთ ამისკენ. ვიდრე უბრალოდ ეძიებდე იმას, რომ სხვები შენს სიტყვებს მისდევდნენ, შენ უნდა გახდე მიზეზი, რომ მათ შენს საქმეებს მისდიონ. ეს ნამდვილად მნიშვნელობის მატარებელია. მნიშვნელობა არ აქვს რა შეგხვდება, მნიშვნელობა არ აქვს ვის გადაეყრები გზაზე, თუკი შენშია ჭეშმარიტება, მტკიცედ დგომას შეძლებ. ღვთის სიტყვას მოაქვს ცხოვრება ადამიანისთვის და არა სიკვდილი. თუკი, ღვთის სიტყვის წაკითხვის შემდეგ არ გამოცოცხლდი, არამედ კვლავ მკვდარი ხარ, მაშინ რაღაც არასწორია შენში. თუკი გარკვეული დროის მერე რაც ღვთის სიტყვა იკითხე და ბევრი სულიერი ქადაგება მოისმინე, ისევ სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფები, მაშინ ეს იმისი მტკიცებულებაა, რომ შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც ჭეშმარიტებას აფასებს, არც ის ადამიანი, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს. თუკი თქვენ მართლა ეძიებდით ღმერთის მოპოვებას, მაშინ არ იქნებოდით ორიენტირებული საკუთარი თავის მოძღვრებებით აღჭურვაზე და სხვებისთვის ამაღლებული და ღრმა მოძღვრებების სწავლებაზე, არამედ, ნაცვლად ამისა, ღვთის სიტყვას განცდასა და ჭეშმარიტების პრაქტიკაში გადმოტანაზე იქნებოდით ორიენტირებული. განა ეს არ არის ის, რაში შესვლასაც ახლა უნდა ესწრაფოდეთ?
მცირე დროა იმისთვის, რომ ღმერთმა თავისი საქმე ადამიანში განახორციელოს, მაშ, რა შედეგი დადგება, თუკი მასთან არ ითანამშრომლებ? რატომაა, რომ ღმერთს ყოველთვის უნდა, რომ თქვენ პრაქტიკაში განახორციელოთ მისი სიტყვა, მას მერე, რაც გაიგებთ მას? ეს იმიტომაა, რომ ღმერთმა გაგიმხილათ თავისი სიტყვა, შემდეგი ნაბიჯი კი თქვენ გეკუთვით — პრაქტიკაში განახორციელოთ ის. ამ სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებისას ღმერთი განაგრძობს თავის საქმეს — მოგფინოთ ნათელი და გზა გაგიკვლიოთ. საქმეები ასეთნაირად ხორციელდება. ღვთის სიტყვა ადამიანს საშუალებას აძლევს, იხაროს ცხოვრებაში და არ შეიცავს არანაირ ელემენტს, რასაც შეუძლია ადამიანში გამოიწვიოს გზიდან გადახვევა ან უარყოფით ადამიანად ქცევა. შენ ამბობ, რომ წაიკითხე და პრაქტიკაში ახორციელებდი ღვთის სიტყვას, მაგრამ ჯერაც არ მიგიღია არაფერი სულიწმიდისგან. შენს სიტყვებს მხოლოდ ბავშვის მოტყუება შეუძლია. სხვებმა შეიძლება არ იცოდნენ შენი განხრახვა მართალია თუ არა, მაგრამ ფიქრობ, რომ შესაძლებელია ღმერთმა ეს არ იცოდეს? როგორ მოხდა, რომ სხვებმა პრაქტიკაში განახორციელეს ღვთის სიტყვა და მიიღეს სულიწმიდის ნათლის მოფენა, შენ პრაქტიკაში ახორციელებ ღვთის სიტყვას და მაინც არ მოგფენია ნათელი სულიწმიდისგან? განა ღმერთს ხორციელი გრძნობები აქვს? თუკი შენი განზრახვა ნამდვილად მართალია და ღმერთთან თანამშრომლობ, მაშინ ღვთის სული იქნება შენთან. ზოგ ადამიანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იყოს ღვთის მუშაკი, მაგრამ რატომ არ აამაღლებს მათ უფალი რომ ეკლესიას წარუძღვეს? ზოგი ადამიანი უბრალოდ ასრულებს თავის ფუნქციას და მოვალეობებს და სანამ თვითონ გაიგებს ამას, ღვთის მიერ უკვე რჩეულია. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ღმერთი დაწვრილებით იძიებს ადამიანის გულის სიღრმეს, ხოლო ხალხი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს, ამას სწორი განზრახვით უნდა აკეთებდეს. ადამიანები, რომლებსაც სწორი განზრახვა არ აქვთ, მტკიცედ ვერ იდგებიან რწმენაში. უმთავრესი რასაც უნდა ეძიებდეთ არის ის, რომ ღვთის სიტყვას მისცეთ საშუალება, იმოქმედოს თქვენში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გქონდეთ ღვთის სიტყვის ნამდვილი გაგება, მისი სიტყვის პრაქტიკაში გადატანის დროს. შესაძლოა, თქვენი უნარი შეიმეცნოთ ღვთის სიტყვა, მწირია, მაგრამ მისი სიტყვის თქვენ მიერ პრაქტიკაში განხორციელებით მას შეუძლია გამოასწოროს ეს დანაკლისი, ასე მრავალი ჭეშმარიტების ცოდნასთან ერთად ისინი პრაქტიკაშიც უნდა განახორციელოთ. ეს არის ყველაზე გადამწყვეტი რამ და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. თავისი ცხოვრების ოცდაცამეტნახევარი წლის მანძილზე იესომ ბევრ დამცირებას და ბევრ ტანჯვას გაუძლო. ის ასე ძლიერად დაიტანჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ახორციელებდა პრაქტიკაში, ღვთის ნებას მისდევდა ყველაფერში და მხოლოდ ღვთის განზრახვას ითვალისწინებდა. მას რომ მხოლოდ სცოდნოდა ჭეშმარიტება პრაქტიკაში განხორციელების გარეშე, ამ ტანჯვის გადატანა არ მოუწევდა. ქრისტე ებრაელთა სწავლებას რომ მიჰყოლოდა და ფარისევლების მიმდევარი რომ ყოფილიყო, ტანჯვა არ მოუწევდა. შენ შეგიძლია ქრისტეს საქმეებიდან ისწავლო ის, რომ ღვთის საქმე ადამიანში ადამიანის თანამშრომლობით მიიღწევა და ეს არის ის, რაც უნდა აღიაროთ. დაიტანჯებოდა იესო ჯვარზე ისე, როგორც დაიტანჯა, ჭეშმარიტება რომ არ განეხორციელებინა პრაქტიკაში? ილოცებდა ასეთი მწუხარე ლოცვით, ღვთის ნების თანახმად რომ არ ემოქმედა? შესაბამისად თქვენც უნდა დაიტანჯოთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების გულისთვის. ეს იმ სახის ტანჯვაა, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს.