ღმერთის ამჟამინდელი მოღვაწეობის შეცნობა

ღმერთის ამჟამინდელი მოღვაწეობის შეცნობა ძირითადად გულისხმობს, რომ გავიაზროთ რაში მდგომარეობს ხორცშესხმული ღმერთის მთავარი მსახურება და რის აღსასრულებლად ჩამოვიდა ის დედამიწაზე. ჩემს წინა სიტყვებში აღვნიშნე, რომ ღმერთი დედამიწაზე (ბოლო დღეებში) მის ამაღლებამდე, მაგალითის საჩვენებლად ჩამოვიდა. როგორ გვიჩვენებს ღმერთი მაგალითს? იგი საუბრობს სიტყვებით, ქადაგებს და აღავლენს მსახურებას მთელ დედამიწაზე. ამას მოიაზრებს ღმერთის მოღვაწეობა ბოლო დღეებში. იგი მხოლოდ იმიტომ ქადაგებს, რომ დედამიწა სიტყვების სამყაროდ აქციოს, რათა ყოველი ადამიანი აღივსოს და განათლდეს მისი სიტყვებით, რომ ადამიანთა სული გააღვიძოს და ხედვები ნათლად აღიქვან. ბოლო დღეებში ღმერთი განკაცდა და დედამიწაზე ქადაგებისთვის ჩამოვიდა. როდესაც იესო მოვიდა, იგი ქადაგებდა ცათა სასუფევლის სახარებას და აღასრულა ჯვარცმით გამოსყიდვის საქმე. მან დაასრულა სჯულის ჟამი და გააუქმა ყოველივე ძველი. იესოს მოსვლამ დაასრულა სჯულის ჟამი და დაამკვიდრა მადლის ჟამი; ხოლო უკანასკნელ დღეებში ხორცშესხმული ღმერთის მოსვლამ დაასრულა მადლის ჟამი. იგი მოვიდა უმთავრესად თავისი სიტყვების სათქმელად — სიტყვებით ადამიანის სრულყოფისათვის, მის გასანათლებლად — და ამით ადამიანის გულში არსებული ბუნდოვანი ღმერთის ხატი წაშალა. როდესაც იესო მოვიდა, მან ეს ეტაპი არ აღასრულა. მისი მოსვლისას მან მრავალი სასწაული მოახდინა: კურნავდა სნეულთ, დევნიდა ეშმაკებს და აღასრულა ჯვარცმით გამოსყიდვის საქმე. ამის შედეგად, ადამიანთა წარმოდგენებში ჩამოყალიბდა რწმენა, რომ ღმერთი სწორედ ასე უნდა მოქმედებდეს. რადგან იესოს მოსვლისას მან არ შეასრულა ადამიანის გულიდან ბუნდოვანი ღმერთის ხატის მოშორების საქმე. მისი მოსვლისას იგი ჯვარს ეცვა, კურნავდა სნეულთ, დევნიდა ეშმაკებს და ქადაგებდა ცათა სასუფევლის სახარებას. ერთის მხრივ, უკანასკნელ დღეებში ხორცშესხმული ღმერთის მოსვლა ადამიანის წარმოდგენებში არსებული ბუნდოვანი ღმერთის ადგილს შლის, ისე რომ ადამიანის გულში აღარ რჩება ბუნდოვანი ღმერთის ხატი. თავისი პრაქტიკული სიტყვებითა და საქმით, მთელი სამყაროს მასშტაბით მოქმედებით და ადამიანთა შორის განსაკუთრებულად პრაქტიკული და ბუნებრივი მოქმედებით, იგი ადამიანს აცნობს ღმერთის რეალურობას და ამგვარად ადამიანის გულში არსებული ბუნდოვანი ღმერთის ხატს შლის. მეორე მხრივ კი, ხორცშესხმული ღმერთი მის მიერ წარმოთქმული სიტყვების მეშვეობით ახდენს ადამიანის სრულყოფას და აღასრულებს ყოველივეს. ეს არის ის საქმე, რომელსაც ღმერთი უკანასკნელ დღეებში აღასრულებს.

რა უნდა იცოდეთ:

1. ღმერთის საქმე ზებუნებრივი არ არის და მის შესახებ მცდარი წარმოდგენები არ უნდა ჩამოგიყალიბდეთ.

2. აუცილებელია გააცნობიეროთ, რა არის ის მთავარი საქმე, რომლის აღსასრულებლადაც ხორცშესხმული ღმერთი ამჟამად მოვიდა.

ის არ მოსულა სნეულთა განსაკურნად, არც ეშმაკების განსადევნად, არც სასწაულების საჩვენებლად, და ის არ მოსულა სინანულის სახარების საქადაგებლად ან ადამიანისთვის გამოსყიდვის მისანიჭებლად. ეს იმიტომ, რომ იესომ ეს საქმე ერთხელ უკვე აღასრულა, და ღმერთი ერთსა და იმავე საქმეს არ იმეორებს. დღეს ღმერთი მოვიდა, რათა დაასრულოს მადლის ჟამი და გააუქმოს მადლის ჟამის ყველა პრაქტიკა. იგი მოვიდა უმთავრესად თავისი პრაქტიკულობის გამოსავლენად. როდესაც იესო მოვიდა, მან ცოტა სიტყვა თქვა. იგი ძირითადად სასწაულებს აღავლენდა, აჩვენებდა ნიშნებს და საოცრებებს აღასრულებდა, სნეულებს კურნავდა და ეშმაკებს დევნიდა, წინასწარმეტყველებებს ქადაგებდა, რათა ადამიანები დაერწმუნებინა და ეჩვენებინა, რომ იგი ჭეშმარიტად ღმერთი იყო და არ ჰქონდა ხორციელი გრძნობები. საბოლოოდ, მან ჯვარცმის საქმე აღასრულა. დღევანდელი ღმერთი არ გვიჩვენებს ნიშნებსა და საოცრებებს, არც სნეულებს კურნავს და არც ეშმაკებს დევნის. როდესაც იესო მოვიდა, მის მიერ აღსრულებული საქმე წარმოადგენდა ღმერთის ერთ ნაწილს, მაგრამ ამჯერად ღმერთი მოვიდა, რათა აღასრულოს ის ეტაპი, რომელიც დასასრულებელია, რადგან ღმერთი ერთსა და იმავე საქმეს არ იმეორებს. იგი არის ღმერთი, რომელიც მუდამ ახალია და არასოდეს ძველი, ამიტომ ყველაფერი, რასაც დღეს ხედავთ, არის პრაქტიკული ღმერთის სიტყვები და საქმეები.

უკანასკნელ დღეებში ღმერთი ხორცშესხმულია უმთავრესად იმისთვის, რომ თავისი სიტყვები წარმოთქვას, განმარტოს ყველაფერი, რაც აუცილებელია ადამიანის ცხოვრებისათვის, მიუთითოს ის გზა, რომელსაც ადამიანი უნდა მიჰყვეს, უჩვენოს ადამიანს ღმერთის საქმეები და სიბრძნე, ყოვლისშემძლეობა და საოცრებები. ღმერთის ქადაგების მრავალფეროვნების მეშვეობით ადამიანი ხედავს ღმერთის უზენაესობას, სიდიადეს, და მეტიც, ღმერთის თავმდაბლობასა და ფარულ ბუნებას. ადამიანი ხედავს, რომ ღმერთი უზენაესია, მაგრამ ამავე დროს თავმდაბალი და ფარული, და შეუძლია გახდეს უმდაბლესი. მისი ზოგიერთი სიტყვა უშუალოდ სულის სიმაღლიდან წარმოითქმება, ზოგი — ადამიანური განცდით, ზოგიც კი — გარეშე დამკვირვებლის პოზიციიდან. აქედან ნათლად ჩანს, რომ ღვთის მოქმედების წესი ძალზე მრავალფეროვანია და სწორედ სიტყვების მეშვეობით აძლევს ის ადამიანს ამ ყველაფრის დანახვის საშუალებას. ღმერთის საქმე უკანასკნელ დღეებში არის როგორც ნორმალური, ასევე პრაქტიკული, და ამიტომ უკანასკნელ დღეებში არსებული ადამიანების ჯგუფი ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე დგას. ღმერთის ნორმალურობისა და პრაქტიკულობის გამო, ყველა ადამიანი ასეთი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. ადამიანი რომ ღმერთის გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, ეს სწორედ ღმერთის ნორმალურობისა და პრაქტიკულობის გამოა. იესოს ჟამის დროს არც შეხედულებები არსებობდა და არც გამოცდები. იესოს მიერ აღსრულებული საქმის უმეტესი ნაწილი ადამიანის წარმოდგენებს შეესაბამებოდა, ადამიანები მას მიჰყვებოდნენ და მის შესახებ წარმოდგენები არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. დღევანდელი განსაცდელები უდიდესია მათ შორის, რაც კი ოდესმე კაცობრიობას განუცდია და როდესაც ამბობენ, რომ ეს ხალხი „დიდი გასაჭირიდან გამოვიდა“, სწორედ ეს გასაჭირი იგულისხმება. დღეს ღმერთი საუბრობს, რათა ამ ადამიანებში აღძრას რწმენა, სიყვარული, ტანჯვის მიღება და მორჩილება. უკანასკნელი დღეების ხორცშესხმული ღმერთის ქადაგება შეესაბამება ადამიანის ბუნებრივ არსს, ადამიანის ქცევას, და იმ გზას, რომელსაც ადამიანი ამჟამად უნდა გაჰყვეს. მისი სიტყვები არის როგორც პრაქტიკული, ასევე ნორმალური: ის არ საუბრობს ხვალინდელზე და არ უბრუნდება გუშინდელს. ის საუბრობს მხოლოდ იმ გზაზე, რომელსაც დღეს უნდა გაჰყვეს ადამიანი, რაც პრაქტიკაში უნდა განახორციელოს და შეიმეცნოს. თუ დღევანდელობაში გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება ნიშნების ჩვენება და საოცრებების ჩადენა, ეშმაკების განდევნა, სნეულთა განკურნება და მრავალი სასწაულის აღსრულება, და თუ ეს ადამიანი აცხადებს, რომ ის არის იესო, მაშინ ის იქნება თვითმარქვია, შექმნილი ბოროტი სულების მიერ, რომლებიც იესოს ბაძავენ. გახსოვდეთ ეს! ღმერთი ერთსა და იმავე საქმეს არ იმეორებს. იესოს საქმის ეტაპი უკვე დასრულებულია, და ღმერთი ამ ეტაპს ხელმეორედ არასოდეს გაიმეორებს. ღმერთის საქმე ადამიანის წარმოდგენებს არ ემთხვევა. მაგალითად, ძველი აღთქმა წინასწარმეტყველებდა მესიის მოსვლას და ამ წინასწარმეტყველების შედეგი იყო იესოს მოსვლა. რადგან ეს უკვე მოხდა, არასწორი იქნებოდა, რომ სხვა მესია ისევ მოვიდეს. იესო მოვიდა ერთხელ, და არასწორი იქნებოდა, რომ „იესო“ ამჯერად კვლავ მოსულიყო. ყოველი ჟამისთვის მოცემულია ერთი სახელი და თითოეული სახელი ასახავს იმ ჟამის მახასიათებლებს. ადამიანის წარმოდგენებში ღმერთი ყოველთვის უნდა გვიჩვენებდეს ნიშნებს და აღავლენდეს სასწაულებს, უნდა კურნავდეს სნეულებს და დევნიდეს ეშმაკებს, და ყოველთვის იესოს მსგავსი უნდა იყოს. მაგრამ ამჯერად ღმერთი ასეთი საერთოდ არ არის. უკანასკნელ დღეებში, ღმერთს რომ კვლავ ეჩვენებინა ნიშნები და აღევლინა სასწაულები, განეკურნა სნეულები და განედევნა ეშმაკნი - ანუ აღესრულებინა იგივე, რაც იესომ უკვე აღასრულა, მაშინ ღმერთი გაიმეორებდა ერთსა და იმავეს, და იესოს ღვაწლს მნიშვნელობა ან ღირებულება დაეკარგებოდა. ამრიგად, ღმერთი ყოველი ჟამისას ერთ ეტაპს ახორციელებს. ყოველი ეტაპის დასრულებისას, ბოროტი სულები მას იმეორებენ და სატანა ღმერთის ღვაწლს კუდში მიჰყვება, რის შემდეგაც ღმერთი მეთოდებს ცვლის. როდესაც ღმერთი თითოეულ ეტაპს აღასრულებს, ბოროტი სულები მას იმეორებენ. თქვენ ეს კარგად უნდა მოისმინოთ და გაითავისოთ. რატომ განსხვავდება დღევანდელი ღმერთის საქმე იესოს საქმისგან? რატომ არ გვიჩვენებს დღეს ღმერთი ნიშნებს და არ აღავლენს სასწაულებს, არ დევნის ეშმაკთ და არ კურნავს სნეულებს? თუ იესოს საქმენი დაემთხვეოდა მის მიერ სჯულის ჟამს აღსრულებულ საქმეს, მაშინ როგორ წარსდგებოდა ის, როგორც მადლის ჟამის ღმერთი? აღასრულებდა ის ჯვარცმას? სჯულის ჟამის მსგავსად, იესოსაც რომ ტაძარში ევლო და შაბათი დაეცვა, მას არავინ განდევნიდა და ყველანი გულში ჩაიკრავდნენ. და თუკი ეს ასე იქნებოდა, შეძლებდა ის ჯვარცმას? შეძლებდა გამოსყიდვის საქმის აღსრულებას? რა აზრი ექნებოდა ამ ყოველივეს, თუ უკანასკნელ დღეებში ღმერთი ხორცშესხმული იესოსავით ადამიანებს ნიშნებს უჩვენებდა და საოცრებებს აღავლენდა? მხოლოდ მაშინ, თუ უკანასკნელ დღეებში ღმერთი აღასრულებს მისი მმართველობის საქმის შემდგომ ნაწილს, ადამიანი ღირსეულად შეიცნობს ღმერთს, და მხოლოდ ამ შემთხვევაში აღსრულდება ღმერთის განგებულება.

ბოლო დღეებში ღმერთი უმთავრესად თავისი სიტყვების საქადაგებლად მოვიდა. ზოგიერთი მისი სიტყვა უშუალოდ სულის სიმაღლიდან წარმოითქმის, ზოგი — ადამიანური განცდით, ზოგიც კი — მესამე პირის გადმოსახედიდან, გარეგანი დამკვირვებლის პოზიციიდან. იგი სხვადასხვა გზით საუბრობს, თითოეულ მეთოდს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებს და ამ გზებით ადამიანის გულიდან ბუნდოვანი ღმერთის სურათს განაგდებს და ცვლის მის წარმოდგენებს. ეს არის ღმერთის მიერ განხორციელებული მთავარი საქმე. რადგან ადამიანებს სჯერათ, რომ როდესაც ღმერთი მოვა, ის განკურნავს სნეულებს, განდევნის ეშმაკებს, სასწაულებს აღავლენს და ადამიანებს ფინანსურ სარგებელს მოუტანს, ღმერთი შემდეგ ეტაპს ახორციელებს — სასჯელს და განსჯას — რათა ადამიანებს აღარ ჰქონდეთ მსგავსი წარმოდგენები, რათა ადამიანებმა შეიმეცნონ ღმერთის პრაქტიკულობა და ნორმალურობა, და ადამიანების გონებიდან ამოიშალოს იესოს არსებული ხატი და მისი ადგილი ადამიანების გულებში ღმერთის ახალმა ხატმა ჩაანაცვლოს. როდესაც ღმერთის არსებული ხატი ძველდება, იგი კერპად იქცევა. როდესაც იესო მოვიდა და ეს ეტაპი განახორციელა, მან არ წარმოაჩინა ღმერთის მთლიანი არსი. მან მხოლოდ რამდენიმე სასწაული უჩვენა ადამიანებს, რამდენიმე სიტყვა თქვა და საბოლოოდ ჯვარს ეცვა. მან ღმერთის ერთი ნაწილი წარმოაჩინა. მას არ შეეძლო წარმოეჩინა ღმერთის მთლიანი არსი, სამაგიეროდ მან წარმოაჩინა ღმერთი მისი საქმის ამ კონკრეტული ნაწილის მეშვეობით. ეს იმიტომ, რომ ღმერთი დიადია, საოცარი და შეუცნობელია, და ყოველ ეპოქაში ის თავისი საქმის ერთ ნაწილს ახორციელებს. ამ ეპოქაში, ღმერთის მიერ განხორციელებული საქმე ძირითადად ადამიანებისთვის ცხოვრების სწორი გზის ჩვენებაა; ადამიანის ბუნების არსის და გარყვნილი ბუნების გამჟღავნებაა; მისი რელიგიური წარმოდგენების, ფეოდალური აზროვნებისა და მოძველებული მსჯელობის, ასევე ცოდნისა და კულტურის განწმენდაა. ყოველივე ეს უნდა განიწმინდოს და გამჟღავნდეს ღმერთის სიტყვების მეშვეობით. ბოლო დღეებში ღმერთი იყენებს სიტყვებს, ნიშნებისა და სასწაულების ნაცვლად, რათა ადამიანი სრულყოფილი გახადოს. იგი იყენებს სიტყვებს, რათა გამოააშკარავოს ადამიანი, განსაჯოს და სრულყოს ის, რათა ღმერთის სიტყვებში ადამიანმა მისი სიბრძნე და მშვენიერება დაინახოს, რათა შეიცნოს ღმერთის ბუნება და მისი სიტყვების მეშვეობით ადამიანები ღმერთის ქმედებების მოწმენი გახდნენ. რჯულის ეპოქაში იეჰოვამ მოსე ეგვიპტიდან მისი სიტყვების მეშვეობით გამოიყვანა და რამდენიმე სიტყვა იუდეველებსაც უთხრა. იმ პერიოდში ღმერთის საქმენი მხოლოდ ნაწილობრივ იყო გამჟღავნებული, მაგრამ რადგან ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდული იყო და ვერაფერი აძლევდა მას სრულყოფილ ცოდნას, ღმერთმა განაგრძო საუბარი და მოქმედება. მადლის ეპოქაში ადამიანმა კვლავ იხილა ღმერთის საქმეთა ნაწილი. იესოს შეეძლო ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება, სნეულთა განკურნება და ეშმაკთა განდევნა, და საბოლოოდ ჯვარცმა, სამი დღის შემდეგ კი აღდგა და ხორციელი ფორმით ეჩვენა ადამიანს. ღმერთის შესახებ ადამიანმა ამაზე მეტი არაფერი იცოდა. ადამიანი ღმერთს მხოლოდ იმ საზღვრებში იცნობს, რასაც ღმერთი თავად აჩვენებს, და თუ ღმერთი ადამიანს მეტის დანახვის საშუალებას არ მისცემს, მაშინ სწორედ ეს იქნება ადამიანის მიერ ღმერთის აღქმის ზღვარი. ამგვარად, ღმერთი განაგრძობს მოღვაწეობას, რათა ადამიანებს მის შესახებ ცოდნა კიდევ უფრო გაუღრმავდეთ. ბოლო დღეებში ღმერთი თავის სიტყვებს ადამიანების სრულყოფისთვის იყენებს. ღმერთის სიტყვები ამჟღავნებს ადამიანის გარყვნილ ბუნებას, ხოლო მისი რელიგიური წარმოდგენები იცვლება ღმერთის პრაქტიკულობის შეცნობით. ბოლო დღეებში ღმერთმა ხორცი შეისხა იმისათვის, რომ აღესრულებინა სიტყვები: „სიტყვა ხორცად იქცა, სიტყვა ხორცში მოვიდა და სიტყვა ხორცში გამოჩნდა“, და თუ ამ საკითხის ღრმა გაგება არ გექნებათ, ვერ შეძლებთ მტკიცედ დგომას. ბოლო დღეებში ღმერთის მთავარი განზრახვაა განახორციელოს საქმის ერთი ეტაპი, რომლის არსიც არის ის, რომ სიტყვა ხორცში გამოჩნდეს; ეს კი ღმერთის განგებულების გეგმის ერთ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ, თქვენი ცოდნა საფუძვლიანი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, იგი არ აძლევს ადამიანს უფლებას, რომ ზღვარი დაუდგინოს მას. რომ არა ღმერთის ეს ქმედება ბოლო დღეებში, ადამიანის ცოდნა ღმერთის შესახებ ვეღარ განვითარდებოდა. თქვენ მხოლოდ ის გეცოდინებოდათ, რომ ღმერთი შეიძლება ჯვარს ეცვას და სოდომი გაანადგუროს, და რომ იესო შეიძლება მკვდრეთით აღდგეს და პეტრეს ეჩვენოს… მაგრამ ვერასოდეს იტყოდით, რომ ღმერთის სიტყვებს ყველაფრის აღსრულება და ადამიანის სრულიად დამორჩილება შეუძლია. მხოლოდ ღმერთის სიტყვების განცდის შემდეგ შეგიძლიათ ამ ცოდნაზე საუბარი. ღმერთის საქმეს რაც უფრო მეტად შეიმეცნებთ, მით უფრო გაგიღრმავდებათ ცოდნა, და მხოლოდ მაშინ აღარ დაუწესებთ მას საზღვრებს თქვენს წარმოდგენებში. ადამიანი ღმერთს მისი საქმის გამოცდით შეიცნობს; სხვა სწორი გზა ღმერთის გასაცნობად არ არსებობს. დღეს მრავალი ადამიანი არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ნიშნებს, სასწაულებსა და დიდ კატასტროფებს ელოდება. ღმერთის გწამთ თუ დიდი კატასტროფების? როდესაც დიდი კატასტროფების ჟამი მართლაც დადგება, უკვე გვიან იქნება, და თუ ღმერთი არ მოგვივლენს დიდ კატასტროფებს, მაშინ ის ღმერთი არ არის? ნიშნებისა და სასწაულების გჯერათ თუ თავად ღმერთის? იესოს არ აღუვლენია ნიშნები და სასწაულები მაშინ, როდესაც მას დასცინოდნენ და განაგდებდნენ, მაგრამ განა ის ღმერთი არ იყო? სასწაულებისა და ნიშნების გჯერათ თუ თავად ღმერთის არსის? ადამიანების შეხედულებები ღმერთის რწმენის შესახებ არასწორია! იეჰოვამ რჯულის ეპოქაში ბევრი სიტყვა თქვა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ აღსასრულებელია. შეგიძლია თქვა, რომ იეჰოვა ღმერთი არ იყო?

დღეს, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ბოლო დღეებში, ღმერთი „სიტყვის ხორცშესხმის“ მთავარ საქმეს ახორციელებს. თავისი საქმის აღსრულებით მიწაზე, ის უზრუნველყოფს, რომ ადამიანმა გაიცნოს ის, ურთიერთობა ჰქონდეს მასთან და დაინახოს მისი პრაქტიკული საქმეები. ის ადამიანს მკაფიოდ უჩვენებს, რომ შეუძლია ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება, მაგრამ ასევე არსებობს პერიოდები, როდესაც მას ამის შესაძლებლობა არ აქვს; ეს დამოკიდებულია ჟამზე. ამრიგად, ხედავ, რომ ღმერთს ძალუძს ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება, ის უბრალოდ ცვლის მისი მოქმედების ტაქტიკას შესასრულებელი საქმისა და ეპოქის მიხედვით. ამჟამად, ის არ აჩვენებს ნიშნებსა და სასწაულებს; ის, რომ იესოს ეპოქაში მან აღავლინა რამდენიმე სასწაული, გამოწვეული იყო იმით, რომ მისი საქმე იმ ეპოქაში განსხვავდებოდა ახლანდელისგან. ღმერთი დღეს ამას არ აკეთებს, და ზოგი ადამიანი მიიჩნევს, მას ეს არ ძალუძს, ან თვლის, რომ თუ ის სასწაულებს არ აღავლენს, მაშინ ის ღმერთი არ არის. განა ეს მცდარი დასკვნა არ არის? ღმერთს შეუძლია ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება, მაგრამ ის სხვა ეპოქაში მოქმედებს და ამიტომ ამას არ აკეთებს. რადგან ეს სხვა ეპოქაა და ღმერთის საქმის სხვა ეტაპი, ღმერთის მიერ გამჟღავნებული საქმენიც განსხვავებულია. ადამიანის რწმენა ღმერთისადმი არ არის ნიშნებისა და სასწაულების რწმენა, არც საოცრებების რწმენაა, არამედ რწმენა მისი პრაქტიკული საქმისა ახალ ეპოქაში. ადამიანი ღმერთს იცნობს იმ გზით, რითაც ღმერთი მოქმედებს, და ამ ცოდნიდან იბადება ადამიანში ღმერთისადმი რწმენა, ანუ რწმენა ღმერთის საქმის მიმართ. ამ ეტაპზე ღმერთი ძირითადად სიტყვებით საუბრობს. ნუ დაელოდებით ნიშნებსა და სასწაულებს; თქვენ მათ ვერ იხილავთ! ეს იმიტომ, რომ შენ არ დაბადებულხარ მადლის ეპოქაში. მადლის ეპოქაში რომ დაბადებულიყავი, აუცილებლად იხილავდი ნიშნებსა და სასწაულებს, მაგრამ შენ ბოლო დღეების პერიოდში დაიბადე, ამიტომ შეგიძლია მხოლოდ ღმერთის პრაქტიკულობა და ნორმალური ბუნება იხილო. ნუ მოელი, რომ ბოლო დღეებში ზებუნებრივ იესოს იხილავ. შენ მხოლოდ განკაცებულ, პრაქტიკულ ღმერთს ხედავ, რომელიც არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისგან. თითოეულ ეპოქაში ღმერთი განსხვავებულ საქმეს აღავლენს. ყოველ ეპოქაში იგი თავის საქმეთა ერთ ნაწილს ამჟღავნებს, ხოლო თითოეული ეპოქის საქმე წარმოადგენს ღმერთის ბუნებისა და საქმის მხოლოდ ერთ ნაწილს. მისი გამოვლენილი საქმეები განსხვავდება იმ ეპოქის მიხედვით, რომელშიც იგი მოქმედებს, მაგრამ ყველა მათგანი ადამიანს ღმერთის უფრო ღრმად შეცნობის საშუალებას აძლევს და ღმერთისადმი რწმენას უფრო ჭეშმარიტსა და მყარს ხდის. ადამიანს ღმერთის სწამს მისი ყველა საქმის გამო, რადგან ღმერთი საოცარია, დიდებულია, ყოვლისშემძლეა და ამავდროულად შეუცნობელია. თუ ღმერთის იმიტომ გწამს, რომ მას შეუძლია ნიშნები და სასწაულები აღავლინოს, სნეულნი განკურნოს და ეშმაკები განდევნოს, მაშინ შენი შეხედულება არასწორია, და ზოგი გეტყვის: „განა ბოროტ სულებსაც არ შეუძლიათ მსგავსი რამ?“ განა ეს არ ნიშნავს ღმერთის ხატის სატანის ხატთან აღრევას? დღეს ადამიანს ღმერთის სწამს მისი მრავალი საქმის, იმ დიდი აურაცხელი ღვაწლის გამო, რომელსაც იგი აღასრულებს, და იმ მრავალგვარი გზის გამო, რომლითაც იგი საუბრობს. ღმერთი თავისი სიტყვების მეშვეობით სრულიად იპყრობს ადამიანს და სრულყოფილს ხდის მას. ადამიანს ღმერთის მისი მრავალი საქმის გამო სწამს და არა იმიტომ, რომ მას ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება შეუძლია. ადამიანები ღმერთს მხოლოდ მისი საქმეების ხილვით იცნობენ. მხოლოდ ღმერთის პრაქტიკული საქმეების შეცნობით — როგორ მოქმედებს იგი, რა ბრძნულ მეთოდებს იყენებს, როგორ საუბრობს და როგორ მიჰყავს ადამიანი სრულყოფამდე — მხოლოდ ამ ასპექტების ცოდნით შეგიძლია ჩასწვდე ღმერთის პრაქტიკულობას და გაიგო მისი ბუნება, იცოდე, რა მოსწონს მას, რა სძულს და როგორ მოქმედებს ადამიანზე. როდესაც გაიგებ, რა მოსწონს ღმერთს და რა სძულს, შეძლებ დადებითისა და უარყოფითის გარჩევას, და ღმერთის შემეცნების გზით შენს ცხოვრებაში წინსვლა მოხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა შეიმეცნოს ღმერთის საქმენი და გამოასწორო შენი შეხედულებები ღმერთისადმი რწმენის შესახებ.

წინა: მხოლოდ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება ნიშნავს რეალობის ფლობას

შემდეგი: რაკი ღმერთის გწამს, ჭეშმარიტებისთვის უნდა იცხოვრო

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება