თავი 39

მოდით, გავცდეთ ღვთის სიტყვებს და ცოტა ვისაუბროთ ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ის უფრო მეტად აყვავდეს და გავამართლოთ ის იმედები, რომლებსაც ღმერთი ჩვენზე ამყარებს. კერძოდ, დღევანდელი დღის დადგომასთან ერთად — როცა დგება დრო თითოეულის დახარისხებისა თავისი გვარისამებრ და გაკიცხვის დრო — უფრო მეტად არის საჭირო საერთო მდგომარეობის გათვალისწინება და „საერთო ინტერესზე“ კონცენტრირება. ეს არის ღვთის განზრახვა და სწორედ ამას უნდა მიაღწიოს ყველა ადამიანმა. როგორ შეგვიძლია არ მივუძღვნათ საკუთარი თავი ზეციერი ღვთის განზრახვას? ღმერთი „ნომრებს ანიჭებს ყველა სახის ადამიანს და ყოველი ტიპის ადამიანზე განსხვავებულ ნიშანს სვამს, რათა მათმა წინაპრებმა წარმატებით დააბრუნონ ისინი თავიანთ ოჯახებში“, რაც აჩვენებს, რომ ადამიანები დახარისხდნენ თავიანთი გვარისამებრ და შედეგად, ყველა სახის ადამიანი ამჟღავნებს თავის ჭეშმარიტ ფორმას. ამრიგად, უფრო მართებულია ითქვას, რომ ადამიანები ერთგულად ემსახურებიან თავიანთ წინაპრებს და არა ღმერთს. თუმცა, ყველა ადამიანი ასევე ემსახურება ღმერთს თავისი წინაპრების მითითებით, რაც ღვთის საქმის საოცრებაა. ყოველივე ემსახურება ღმერთს და მიუხედავად იმისა, რომ სატანა აბრკოლებს ადამიანებს, ღმერთი იყენებს ამ შესაძლებლობას და იშველიებს „ადგილობრივ რესურსებს“, რათა მას ემსახურონ. ადამიანებს კი არ შეუძლიათ ამის ამოცნობა. როგორც ღმერთი ამბობს: „ამრიგად, ასევე ვახორციელებ „შრომის განაწილებას“ და „თანამშრომლობასა და შრომის დანაწილებას“. ეს ჩემი გეგმის ნაწილია და არცერთ ადამიანს არ შეუძლია მისი ჩაშლა.“ ადამიანებს არ შეუძლიათ ნათლად დაინახონ ყოველივე ის, რაც ღვთის მიერ არის დადგენილი და რისი აღსრულებაც ღმერთს სურს, სანამ ის ამას არ გააკეთებს. მათ ამის დანახვა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ბრმები არიან და ვერაფერს ხედავენ.

დღეს ღმერთს ახალი საქმე აქვს ეკლესიებში. ის წარმართავს ყოველივეს ისე, რომ მიჰყვეს ბუნების კანონზომიერებას, რითაც ჭეშმარიტად ამოქმედებს ადამიანის ფუნქციას. როგორც ღმერთი ამბობს: „მაქვს ხელმწიფება ყოველივე არსებულზე, განვაგებ ყოველივეს, წარვმართავ ყოველივეს ისე, რომ მიჰყვეს ბუნების კანონზომიერებას და დაემორჩილოს ბუნების ბრძანებას.“ არ ვიცი, რა გონივრული შეხედულებები გაქვთ „ბუნების კანონზომიერების მიყოლასთან“ დაკავშირებით, ამიტომ მოდით, ვისაუბროთ ამაზე. მე ამას ასე ვხედავ: რადგან მათ თავიანთი წინაპრები მიუძღვებიან სახლში, ყველა ტიპისა და ჯურის ადამიანი უნდა გამოვიდეს და „შეასრულოს თავისი როლი“. და რადგან ისინი მიჰყვებიან ბუნების კანონზომიერებას, ის, რაც მათთვის თანდაყოლილია, გამოიყენება მათი თავდაპირველი ფუნქციის ასამოქმედებლად, რაც წარმართავს მათ ისე, რომ მიჰყვნენ სულიწმიდის გაძღოლას ამ კანონის შესაბამისად. სულიწმიდის საქმე ხორციელდება თითოეულ ადამიანში არსებული მდგომარეობის შესაბამისად; სწორედ ამას ეწოდება მართებულად „ღმერთი აამოქმედებს ყოველივეს მისადმი სამსახურის გასაწევად“, რაც შემდგომ უკავშირდება ბუნების კანონზომიერების მიყოლას. თუნდაც ადამიანი შინაგანად ეშმაკის ბუნების მატარებელი იყოს, ღმერთი გამოიყენებს ამას, დაამატებს სულიწმიდის საქმეს იმის საძირკველს, რაც მათში თანდაყოლილია და გახდის მათ საკმარისად გამოსადეგს, რათა ემსახურონ ღმერთს. ეს არის ყველაფერი, რასაც ვიტყვი „ბუნების კანონზომიერების მიყოლაზე“ — შესაძლოა, თქვენ უკეთესი მოსაზრებები გქონდეთ. ვიმედოვნებ, შეძლებთ ღირებული წვლილის შეტანას. რას იტყვით? მზად ხართ ითანამშრომლოთ ბუნების კანონზომიერების მიყოლაში? მზად ხართ ჩაერთოთ ღმერთთან „თანამშრომლობასა და შრომის დანაწილებაში“? ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ ამას? ვიმედოვნებ, ადამიანები შეძლებენ ღვთის განზრახვების გაგებას ჩვენი საერთო მისწრაფებების გულისთვის — ვიყოთ ერთსულოვანნი ღვთის დაკმაყოფილებაში და ერთად წავიწიოთ წინ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე. რა საჭიროა ფუჭი წარმოდგენების შექმნა? ვისი არსებობა არ ყოფილა დღემდე ღვთის გულისთვის? და რადგან ასეა, რა საჭიროა მწუხარება, დარდი და ოხვრა? ეს არავისთვის არის სასარგებლო. ადამიანების მთელი ცხოვრება ღვთის ხელთაა და რომ არა მათი ურყევი ნება ღვთის წინაშე, ვინ ისურვებდა ამაოდ ცხოვრებას ადამიანთა ამ ცარიელ სამყაროში? რატომ უნდა გაწირონ თავი ასეთი უბედურებისთვის? სამყაროში სირბილისას, თუ ისინი არაფერს აკეთებენ ღვთისთვის, განა მათი მთელი ცხოვრება ფუჭად არ ჩაივლის? თუნდაც ღმერთმა შენი ქმედებები აღნიშვნის ღირსად არ მიიჩნიოს, განა კმაყოფილებით არ გაიღიმებ სიკვდილის მომენტში? შენ უნდა ესწრაფვოდე პროგრესს დადებითი მიმართულებით, ნაცვლად ნეგატიურისკენ უკან დახევისა — განა ეს უკეთესი პრაქტიკა არ არის? თუ შენი ქმედებები წმინდად ღვთის დაკმაყოფილების გულისთვისაა, მაშინ არ იქნები ნეგატიური და არ დაიხევ უკან. რადგან ადამიანების გულებში ყოველთვის არის რაღაც შეუცნობელი, მათი გაცნობიერების გარეშე, მათი სახეები ხშირად მოღრუბლულ ცას ემსგავსება, რაც იწვევს მათ სახეებზე რამდენიმე „თხრილის“ გაჩენას ისე, რომ ვერც კი ამჩნევენ, თითქოს ისინი მიწის გაპობის შედეგად წარმოიქმნა. თითქოს, რელიეფის ცვლილების გამო, დედამიწის „გორაკებმა“ ან „ღრმულებმაც“ შეიცვალა მდებარეობა ისე, რომ ადამიანებმა ვერც კი გააცნობიერეს. ამით არ დავცინი ადამიანებს, არამედ ვსაუბრობ „გეოგრაფიულ ცოდნაზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი გაკიცხვაში შეიყვანა, ის ამაზე არაფერს ამბობს. ნაცვლად ამისა, ის განზრახ გაურბის ამ თემას და იწყებს ახალს, რაც, ერთი მხრივ, ღვთის საქმით არის განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს საქმის ამ ეტაპის დაუყოვნებლივ დასრულებას. რადგან ღვთის მიზნები საქმის ამ ეტაპის განხორციელებისას დიდი ხანია მიღწეულია, მეტის თქმა აღარ არის საჭირო. დღეს არ ვიცი, რამდენად დაინახეთ ღვთის საქმის მეთოდები; ჩემს ცნობიერებაში ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღვთის საქმე აღარ არის ისე მკაფიოდ დაყოფილი ეტაპებად და დროის პერიოდებად, როგორც ადრე იყო. ნაცვლად ამისა, ყოველ დღეს მოაქვს მუშაობის საკუთარი საშუალებები, ცვლილება თითქმის ყოველ სამ-ხუთ დღეში ხდება და ხუთ დღეშიც კი შეიძლება ღვთის საქმეში ორი განსხვავებული სახის შინაარსი იყოს. ეს აჩვენებს ღვთის საქმის სისწრაფეს; სანამ ადამიანები რეაგირებას და დაკვირვებას მოასწრებენ, ღმერთი უკვალოდ ქრება. ამრიგად, ღმერთი ყოველთვის მიუწვდომელია ადამიანებისთვის, რამაც გამოიწვია ის, რომ სულიწმიდის საქმე არ არის აშკარა. რატომ ამბობს ღმერთი ყოველთვის ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „და ასე დავტოვე მე ადამიანი“? ადამიანებმა, შეიძლება, ოდნავ მიაქციონ ყურადღება ასეთ სიტყვებს, მაგრამ მათ არ ესმით მათი მნიშვნელობა. ახლა რას იტყვით, გესმით? გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ვერ გრძნობენ სულიწმიდის თანდასწრებას. მათ მიერ ღვთის ძიება ყოველთვის ბურუსით მოცული მთვარის შუქის ქვეშ მიმდინარეობს — ეს სრული სიმართლეა — და თითქოს ღმერთი განზრახ დასცინის ადამიანს, ყველა ადამიანს ტვინს უსივებს და იწვევს მათში დაბნეულობისა და დეზორიენტაციის შეგრძნებას. მათ ძლივს იციან, რას აკეთებენ; თითქოს სიზმარში არიან და როცა იღვიძებენ, არ იციან, რა მოხდა. ღვთის რამდენიმე ჩვეულებრივი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები საგონებელში ჩაცვივდნენ. მაშასადამე, გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ამბობს: „დღეს ყველა ადამიანს ვყრი „დიდ ღუმელში“ გამოსაწრთობად. მაღლა ვდგავარ, ყურადღებით ვაკვირდები და ვხედავ, რომ ადამიანები ცეცხლში იწვიან და ალისგან იძულებულნი, ფაქტებს ამჟღავნებენ.“ ღვთის მუდმივად ცვალებადი სიტყვების ფონზე, ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რა გააკეთონ; სინამდვილეში, როგორც ღმერთი ამბობს, გაკიცხვა დიდი ხანია დაიწყო. რადგან ადამიანებს ეს არ გაუცნობიერებიათ, ისინი ამას მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა ღმერთი ამას აშკარად ამბობს; ისინი მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ ყურადღების მიქცევას, რაც ღმერთი ეტყვის მათ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები მხოლოდ ახლა იწყებენ გაკიცხვის შესწავლას, როდესაც ღვთის საქმე ამ წერტილამდე მივიდა. ეს ზუსტად ისეა, როგორც მაშინ, როცა ადამიანებმა პირველად შეიტყვეს ატომური ბომბის შესახებ — რადგან დრო ჯერ არ იყო მოსული, მათ დიდი ყურადღება არ მიაქციეს; მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაცამ მისი შექმნა დაიწყო, ადამიანებმა დაიწყეს ყურადღების მიქცევა. მხოლოდ მაშინ, როცა ატომური ბომბი გამოჩნდა, ადამიანებმა მეტი გაიგეს მის შესახებ. მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთი ამბობს, რომ მან ადამიანი ღუმელში ჩაყარა, ადამიანები ოდნავ აცნობიერებენ ამას. ღმერთს რომ არ ეთქვა, ვერავინ გაიგებდა — განა ასე არ არის? ამიტომ, ღმერთი ამბობს: „ადამიანები გაუცნობიერებლად შედიან ღუმელში, თითქოს თოკით შეათრიეს, თითქოს გაბრუებულნი ყოფილიყვნენ.“ რატომ არ გავაანალიზოთ ეს ასე: როდესაც ადამიანები ფაქტებს ამჟღავნებენ, ეს მაშინ ხდება, როცა ღმერთი ამბობს, რომ გაკიცხვა დაიწყო, თუ მანამდე, სანამ ღმერთი იტყვის, რომ გაკიცხვა დაიწყო? აქედან ჩანს, რომ სანამ ღმერთი გაკიცხვაზე ისაუბრებდა, ადამიანებმა დაიწყეს აღიარება, რაც აჩვენებს, რომ გაკიცხვა დაიწყო მანამ, სანამ ღმერთი ამაზე ისაუბრებდა — განა ეს ფაქტი არ არის?

წინა: თ თავი 38

შემდეგი: თავი 40

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება