თავი 26

ღვთის მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვიდან ჩანს, რომ ღვთის დღე ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოვდება. თითქოს ეს დღე ადამიანთა თვალწინაა, თითქოს ის ხვალ დადგება. ამიტომ ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ ყველა ადამიანი შიშით ძრწის; ისინი ასევე ნაწილობრივ შეიგრძნობენ სამყაროს გაპარტახებას, თითქოს მიწაზე ფოთლები ცვივა, რასაც თან ახლავს მსუბუქი წვიმა. ადამიანები უკვალოდ ქრებიან, თითქოს ისინი სრულიად გაუჩინარდნენ. ყველას აქვს ავისმომასწავებელი წინათგრძნობა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ძალისხმევას არ იშურებს და სურს დააკმაყოფილოს ღვთის განზრახვები და თითოეული მათგანი მთელ თავის ძალას იყენებს ღვთის განზრახვების დასაკმაყოფილებლად, რათა ღვთის ნება შეუფერხებლად და დაბრკოლების გარეშე აღსრულდეს, ასეთი განწყობას ყოველთვის ახლავს ცუდი წინათგრძნობა. ავიღოთ დღევანდელი სიტყვები: ისინი მასებისთვის რომ გადაეცათ, მთელი სამყაროსთვის რომ გამოეცხადებინათ, მაშინ ყველა ადამიანი დაემხობოდა და ატირდებოდა, რადგან ღვთის სიტყვებში: „მე გამოვიკვლევ მთელ დედამიწას და სამყაროს აღმოსავლეთით სამართლიანობით, დიდებით, რისხვითა და გაკიცხვით გამოვეცხადები ხალხს!“ ყველა, ვისაც სულიერი გაგება აქვს, ხედავს, რომ ვერავინ დააღწევს თავს ღვთის გაკიცხვას და რომ ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს გაკიცხვის ტანჯვა და შემდეგ თავისი გვარისამებრ დახარისხდეს. ეს არის ჭეშმარიტად ღვთის საქმის ეტაპი და არავის ძალუძს მისი შეცვლა. როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო, როდესაც ის წინამძღოლობდა კაცობრიობას, მან აჩვენა თავისი სიბრძნე და საკვირველება და მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაასრულებს ეპოქას, ადამიანები იხილავენ მის ჭეშმარიტ სამართლიანობას, დიდებას, რისხვასა და გაკიცხვას. უფრო მეტიც, მხოლოდ გაკიცხვის მეშვეობით შეუძლიათ მათ იხილონ მისი სამართლიანობა, დიდება და რისხვა; ეს არის გზა, რომელიც უნდა გაიარონ ისევე, როგორც უკანასკნელ დღეებში ღვთის განკაცება აუცილებელი და გარდაუვალია. მთელი კაცობრიობის შედეგების გამოცხადების შემდეგ ღმერთი უჩვენებს ადამიანს იმ საქმეს, რომელსაც ის დღეს აღასრულებს. მაგალითად, ღმერთი ამბობს: „ძველი ისრაელი აღარ არსებობს, ხოლო დღევანდელი ისრაელი აღმდგარია, ამაღლებულია და დიდებულად დგას მსოფლიოში და დამკვიდრებულია მთელი კაცობრიობის გულებში. დღევანდელი ისრაელი უთუოდ მოიპოვებს არსებობის საფუძველს ჩემი ხალხის მეშვეობით!“ „ო, საძულველო ეგვიპტევ! ... როგორ არ უნდა იცხოვრო ჩემი გაკიცხვის ქვეშ?“ ღმერთი განზრახ უჩვენებს ადამიანებს, თუ რა შედეგებს იმკის მის ხელში ორი ურთიერთსაპირისპირო ქვეყანა; ერთი მხრივ, გულისხმობს მატერიალურ ისრაელს და მეორე მხრივ —ღვთის ყველა რჩეულ ხალხს — ანუ იმას, თუ როგორ იცვლება ღვთის რჩეული ხალხი ისრაელის ცვლილებასთან ერთად. როდესაც ისრაელი მთლიანად დაუბრუნდება თავის პირვანდელ ფორმას, ყველა რჩეული ხალხი შემდგომში სრულქმნილი გახდება — ანუ ისრაელი არის იმ ადამიანების მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლებიც ღმერთს უყვარს. ეგვიპტე ამავდროულად არის იმ ადამიანთა წარმომადგენლობითი ერთობლიობა, რომლებიც ღმერთს სძულს. რაც უფრო მეტად ინგრევა ის, მით უფრო გახრწნილები ხდებიან ადამიანები, რომლებიც ღმერთს სძულს — და შემდგომში ბაბილონიც ეცემა. ეს ქმნის მკაფიო კონტრასტს. ისრაელისა და ეგვიპტის შედეგების გამოცხადებით, ღმერთი ავლენს ყველა ადამიანის დანიშნულების ადგილს; ამრიგად, როდესაც ღმერთი ისრაელს ახსენებს, ის ეგვიპტეზეც საუბრობს. აქედან ჩანს, რომ ეგვიპტის განადგურების დღე არის სამყაროს დასასრულის დღეც, როდესაც ღმერთი გაკიცხავს ურიცხვ ადამიანს. ეს მალე მოხდება; ღმერთი აპირებს ამის აღსრულებას, რაც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის სრულიად უხილავია, თუმცა გარდაუვალი და უცვლელია. ღმერთი ამბობს: „ყველა, ვინც მეწინააღმდეგება, უთუოდ გაიკიცხება ჩემ მიერ მარადიულად. რადგან მე ვარ ღმერთი, რომელსაც ბოროტება სძულს, არ შევუნდობ ადამიანებს მათ მიერ ჩადენილ ქმედებებს.“ რატომ საუბრობს ღმერთი ასე გადაჭრით? და რატომ განკაცდა ის პირადად დიდი წითელი დრაკონის ქვეყანაში? ღვთის სიტყვებიდან ჩანს მისი მიზანი: ის არ მოსულა ადამიანების გადასარჩენად, ან მათთვის მოწყალების საჩვენებლად, ან მათზე საზრუნავად, ან მათ დასაცავად — ის მოვიდა, რათა გაკიცხოს ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგება. რადგან ღმერთი ამბობს: „ვერავინ დააღწევს თავს ჩემს გაკიცხვას.“ ღმერთი ცხოვრობს ხორციელი სხეულით და, უფრო მეტიც, ის ნორმალური ადამიანია; თუმცა ის არ პატიობს ადამიანებს სისუსტეს იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ მისი სუბიექტურად შეცნობა; ნაცვლად ამისა, ის გმობს ყველა ადამიანს „ნორმალური ადამიანის“ მეშვეობით, კიცხავს ყველას, ვინც მის ხორციელ სხეულს ხედავს და ამგვარად ისინი ხდებიან მსხვერპლნი ყველასთვის, ვინც არ მიეკუთვნება დიდი წითელი დრაკონის ქვეყნის ხალხს. მაგრამ ეს არ არის ღვთის განკაცების მთავარი მიზანი. ღმერთი განკაცდა ძირითადად იმისათვის, რომ ხორციელი სხეულით ებრძოლა დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ და ხორციელი ბრძოლით შეერცხვინა ის. რადგან ხორციელი სხეულით დიდი წითელი დრაკონის წინააღმდეგ ბრძოლა უკეთ ავლენს ღვთის დიდ ძალმოსილებას, ვიდრე სულის მეშვეობით, ღმერთი ირჩევს ბრძოლის ამ მეთოდს თავისი საქმეებისა და ყოვლისშემძლეობის წარმოსაჩენად. ღვთის განკაცების გამო უთვალავი ადამიანი „უდანაშაულოდ“ იქნა დასჯილი, ჯოჯოხეთში ჩავარდა, განიკიცხა და ხორციელად იტანჯება. ეს არის ღვთის სამართლიანი ხასიათის გამოვლინება და მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლებიან დღეს ის ადამიანები, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება, ღვთის მართალი ხასიათი არასოდეს შეიცვლება. ღმერთი გმობს მათ ერთხელ და სამუდამოდ და სამუდამოდ უსპობს კვლავ წამოდგომის შესაძლებლობას. ადამიანის ხასიათი არ შეიძლება იყოს ღვთის ხასიათის მსგავსი. მათ მიმართ, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება, ადამიანები ხან თბილ დამოკდებულებას ავლენენ და ხან გულგრილნი არიან; ისინი მერყეობენ აქეთ-იქით, ხან მაღლა მიიწევენ, ხან - დაბლა; მათ არ ძალუძთ მუდმივობის შენარჩუნება; ხან ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი მათი სიძულვილი, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება, ხან კი გულში იკრავენ მათ. დრევანდელი ვითარებაწარმოიშვა იმის გამო, რომ ადამიანებმა არ იციან ღვთის საქმე. რატომ ამბობს ღმერთი ასეთ სიტყვებს: „ანგელოზები, საბოლოო ჯამში, ანგელოზები არიან; ღმერთი, საბოლოო ჯამში, ღმერთია; დემონები, საბოლოო ჯამში, დემონები არიან; უსამართლონი კვლავ უსამართლონი არიან; და წმინდანნი კვლავ წმინდანნი არიან“? ნუთუ არ ძალგიძთ ამის დანახვა? ნუთუ შეეძლო ღმერთს რამე დავიწყებოდა. ამიტომ ამბობს ღმერთი: „ადამიანები თავიანთი გვარის მიხედვით ნაწილდებიან და უნებლიეთ უბრუნდებიან თავიანთ „ოჯახებს“.“ აქედან ჩანს, რომ დღეს ღმერთმა უკვე დაყო ყოველივე თავიანთი ოჯახების მიხედვით ისე, რომ ეს აღარ არის „უსასრულო სამყარო“ და ადამიანები აღარ არიან ერთმანეთში განურჩევლად არეულნი, არამედ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას თავიანთ სახლში და საკუთარ დანიშნულებას. ეს იყო ღვთის თავდაპირველი გეგმა სამყაროს შექმნისას; მას შემდეგ, რაც ადამიანები თავიანთი გვარის მიხედვით განაწილდებოდნენ, „თითოეული თავის ულუფას შეჭამდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი დაიწყებდა სამსჯავროს აღსრულებას. შედეგად, ღვთის ბაგიდან გამოვიდა ეს სიტყვები: „მე აღვადგენ მათ პირვანდელ მდგომარეობას; მე ყველაფერს აღვადგენ ისე, როგორც თავდაპირველად იყო, ყველაფერს საფუძვლიანად შევცვლი და ყველაფერს ჩემი გეგმის ფარგლებში მოვაქცევ.“ სწორედ ეს არის ღვთის მთელი საქმის მიზანი და ამის გაგება რთული არ არის. ღმერთი დაასრულებს თავის საქმეს — განა შეუძლია ადამიანს წინ აღუდგეს მის საქმეს? და განა შეუძლია ღმერთს დაარღვიოს მისსა და ადამიანს შორის დადებული აღთქმა? ვის შეუძლია შეცვალოს ის, რაც ღვთის სულის მიერ არის აღსრულებული? განა შეუძლია რომელიმე ადამიანს ამის გაკეთება?

წარსულში ადამიანებმა ღვთის სიტყვებში ერთი კანონზომიერება აღმოაჩინეს: როდესაც ღვთის სიტყვები წარმოითქმება, ისინი მალევე რეალობად იქცევა. ამაში სიცრუე არ არის. რადგან ღმერთმა თქვა, რომ ის გაკიცხავს ურიცხვ ხალხს და, უფრო მეტიც, რადგან მან გამოსცა თავისი ადმინისტრაციული განკარგულებები, ჩანს, რომ ღვთის საქმე გარკვეულ ეტაპამდე მივიდა. კონსტიტუცია, რომელიც ყველა ადამიანისთვის გამოიცა, ეხებოდა მათ ცხოვრებასა და დამოკიდებულებას ღვთის მიმართ. მასში არ იყო ნათქვამი მთავარი მიზეზი — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასში არ იყო აღნიშნული, იყვნენ თუ არა ისინი წინასწარგანსაზღვრულნი ღმერთის მიერ — ნაცვლად ამისა, ის ეფუძნებოდა მათ იმდროინდელ ქცევას. დღევანდელი ადმინისტრაციული განკარგულებები არაჩვეულებრივია და ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ „ყველა ადამიანი თავისი გვარისამებრ დახარისხდება და თითოეული მათგანი საკუთარი ქმედებების შესაბამისად სხვადასხვაგვარ სასჯელს მიიღებს.“ ყურადღებით წაკითხვის გარეშე ამაში ხარვეზის პოვნა შეუძლებელია. ვინაიდან ღმერთი მხოლოდ უკანასკნელ ჟამს ახარისხებს თავისი გვარისამებრ, ამის წაკითხვის შემდეგ ადამიანთა უმეტესობა საგონებელშია ჩავარდნილი და დაბნეული რჩება; ისინი კვლავინდებურად გულგრილ დამოკიდებულებას იჩენენ, ვერ ამჩნევენ დროის სიმცირეს და ამიტომ არ იღებენ ამას გაფრთხილებად. რატომ უწყება ადამიანს ამ ეტაპზე ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებები, რომლებიც მთელი სამყაროსთვის არის გამოცხადებული? განა ეს ადამიანები ყველას წრმოადგენენ სამყაროში? განა შეეძლო ღმერთს, რომ შემდგომში მოწყალება მოეღო ამ ადამიანებზე, რომელთაც მანამდე არ წყალობდა? განა ამ ადამიანებს ორი თავი გამოებათ? როდესაც ღმერთი გაკიცხავს მთელი სამყაროს ხალხს ანუ როდესაც მათ ყოველგვარი უბედურება დაატყდებათ თავს, ამ უბედურებების შედეგად ცვლილებები მოხდება მზესა და მთვარეზე, ხოლო როდესაც ეს უბედურებები დასრულდება, მზე და მთვარე უკვე სახეცვლილი იქნება;—ამას ჰქვია „გარდამავალი პერიოდი“. საკმარისია ითქვას, რომ მომავალში მძიმე კატასტროფები მოხდება. ღამემ შეიძლება შეცვალოს დღე, მზე შეიძლება არ გამოჩნდეს ერთი წლის განმავლობაში, შეიძლება რამდენიმე თვის მანძილზე მცხუნვარე სიცხე იყოს, კლებადი მთვარე შეიძლება ყოველთვის კაცობრიობისკენ იყოს მიმართული, გამოვლინდეს მზისა და მთვარის ერთდროულად ამოსვლის უცნაური მოვლენა და ა.შ. რამდენიმე ციკლური ცვლილების შემდეგდროთა განმავლობაში ისინი საბოლოოდ განახლდება. ღმერთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის განგებულებას მათ მიმართ, ვინც ეშმაკეულია. ამრიგად, ის განზრახ ამბობს: „სამყაროს მკვიდრთაგან ყველანი, ვინც ეშმაკეულია, აღიგვებიან პირისაგან მიწისა.“ სანამ ეს „ადამიანები“ თავიანთ ნამდვილ სახეს გამოაჩენენ, ღმერთი ყოველთვის იყენებს მათ მსახურების გასაწევად. ამიტომ ის ყურადღებას არ აქცევს მათ საქმეებს; არ აძლევს მათ „ჯილდოს“, როდესაც კარგად ასრულებენ საქმეს და არც „საზღაურს“ უმცირებს, როდესაც ცუდად ასრულებენ საქმეს. ამგვარად ის უგულებელყოფს მათ და ცივად ეპყრობა. ის მოულოდნელად არ იცვლება მათი „სიკეთის“ გამო, რადგან, მიუხედავად დროისა და ადგილისა, ადამიანის არსი არ იცვლება ისევე, როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის დადებული აღთქმა და როგორც ადამიანი ამბობს: „არაფერი შეიცვლება, თუნდაც ზღვები დაშრეს და კლდეები დაიმსხვრეს.“ ამრიგად, ღმერთი უბრალოდ ახარისხებს ამ ადამიანებს თავიანთი გვარისამებრ და ადვილად არ აქცევს მათ ყურადღებას. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული დღემდე ეშმაკი არასოდეს მოქცეულა კარგად. ის ყოველთვის იწვევდა ჩაშლასა და არეულობას და წინააღმდეგობას წევდა. როდესაც ღმერთი მოქმედებს ან საუბრობს, ეშმაკი ყოველთვის ცდილობს ჩაერთოს, მაგრამ ღმერთი მას ყურადღებას არ აქცევს. ეშმაკის ხსენებაზე დაუოკებელი ღვთის რისხვა გადმოდის; რადგან ისინი არ არიან ერთი სულისანი, ამიტომ არ არსებობს კავშირი, მხოლოდ დისტანცია და განცალკევება. შვიდი ბეჭდის ახსნის შემდეგ დედამიწის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო არეული ხდება და ყოველივე „მხარდამხარ მიიწევს წინ შვიდ ბეჭედთან ერთად“, ოდნავადაც არ ჩამორჩება. ღვთის სიტყვებში ჩანს, რომ ღმერთი ადამიანებს ყოველთვის გონებადაბინდულებად აღიქვამს, თუმცა ისინი საერთოდ არ იღვიძებენ. უფრო მაღალი ზღვრის მისაღწევად, ყველა ადამიანის ძალის გამოსავლენად და, მით უმეტეს, ღვთის საქმის პიკზე დასასრულებლად, ღმერთი ადამიანებს უსვამს მთელ რიგ კითხვებს, თითქოს სულიერ ძალას შთაბერავს და ამგვარად აღავსებს ყველა ადამიანს. რადგან მათში არ აღინიშნება რეალური სულიერი ზრდა, ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ისინი, ვინც აღვსილნი არიან, წარმოადგენენ სტანდარტის შესაბამის „საქონელს“, ხოლო ვინც არა — უსარგებლო ნაგავია. ეს არის ღვთის მოთხოვნა ადამიანის მიმართ და იმ მეთოდის მიზანი, რომლითაც ის საუბრობს. კერძოდ, როდესაც ღმერთი ამბობს: „ნუთუ მე, როცა მიწაზე ვარ, არ ვარ იგივე, რაც ზეცაში? ნუთუ მე, როცა ზეცაში ვარ, არ შემიძლია მიწაზე ჩამოსვლა? ნუთუ მე, როცა მიწაზე ვარ, არ ვარ ღირსი ზეცად ამაღლების?“ ეს კითხვები წარმოადგენს გზას, რომლითაც ადამიანმა შეიძლება შეიცნოს ღმერთი. ღვთის სიტყვებიდან ჩანს მისი გადაუდებელი განზრახვა; ადამიანებს არ შესწევთ მისი დაკმაყოფილება და ღმერთი არაერთგზის ამატებს პირობებს, რითაც ყველას შეახსენებს, რომ შეიცნონ ზეციური ღმერთი დედამიწაზე —ღმერთი, რომელიც ზეცაშია, მაგრამ ცხოვრობს დედამიწაზე.

ღვთის სიტყვებიდან ჩანს ადამიანის მდგომარეობა: „ყველა ადამიანი ძალისხმევას ხარჯავს ჩემს სიტყვებზე, საკუთარ კვლევებს ატარებს ჩემს გარეგნულ იერსახეზე, მაგრამ ყველა მარცხდება, მათი ძალისხმევა უნაყოფოა, და ბოლოს ისინი ჩემი სიტყვებით ეცემიან და ვეღარ ბედავენ კვლავ წამოდგომას.“ ვის ძალუძს გაიგოს ღვთის მწუხარება? ვის ძალუძს ანუგეშოს ღვთის გული? ვის ძალუძს შეესაბამებოდეს ღვთის განზრახვებს იმ მხრივ, რასაც ის ითხოვს? როდესაც ადამიანებს ნაყოფი არ მოაქვთ, ისინი უარყოფენ საკუთარ თავს და ჭეშმარიტად აძლევენ ღმერთს უფლებას, წარმართოს ისინი. თანდათანობით, როდესაც მათი ჭეშმარიტი გულები ვლინდება, თითოეული თავისი გვარისამებრ დახარისხდება და ამგვარად ჩანს, რომ ანგელოზების არსი არის ღვთისადმი წმინდა მორჩილება. ამიტომ აბობს ღმერთი: „კაცობრიობა თავის პირვანდელ სახეს იძენს.“ როდესაც ღვთის საქმე ამ ეტაპს მიაღწევს, ის სრულად იქნება დასრულებული. ღმერთი საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ ის არის მაგალითი თავისი ძეებისა და ხალხისთვის; ნაცვლად ამისა, ფოკუსირდება იმაზე, რომ ყველა ადამიანმა გამოაჩინოს თავისი პირვანდელი სახე. გესმით ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა?

წინა: თავი 24 და თავი 25

შემდეგი: თავი 27

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება