თავი 21

ღვთის თვალში ადამიანები ცხოველთა სამყაროს ცხოველებს ჰგვანან. ისინი ებრძვიან ერთმანეთს, ხოცავენ ერთმანეთს და უცნაური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ღვთის თვალში ისინი ასევე ჰგვანან მაიმუნებს, რომლებიც მზაკვრულ გეგმებს აწყობენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ასაკისა თუ სქესის მიუხედავად. ამგვარად, ყველაფერი, რასაც მთელი კაცობრიობა აკეთებს და ავლენს, არასოდეს ყოფილა ღვთის განზრახვების შესაბამისი. დრო, როდესაც ღმერთი მალავს თავის სახეს, არის სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანები მთელ მსოფლიოში გამოიცდებიან. ყველა ადამიანი კვნესის ტკივილისგან, ყველა კატასტროფის მუქარის ქვეშ ცხოვრობს და არცერთი მათგანი არასოდეს გაქცევია ღვთის სამსჯავროს. სინამდვილეში, ღვთის უპირველესი მიზანი განკაცებისას არის ადამიანის განსჯა და მისი დაგმობა თავის ხორცში. ღვთის გონებაში, დიდი ხანია, გადაწყვეტილია, თუ ვინ უნდა გადარჩეს ან განადგურდეს მათი რაობის შესაბამისად, და ეს თანდათანობით გახდება აშკარა დასკვნით ფაზაში. დღეებისა და თვეების გასვლასთან ერთად, ადამიანები იცვლებიან და მათი თავდაპირველი სახე ვლინდება. კვერცხის გატეხვისას აშკარა ხდება, ქათამია მასში თუ იხვი. კვერცხის გატეხვის დრო არის სწორედ ის დრო, როდესაც დედამიწაზე კატასტროფები დასრულდება. აქედან ჩანს, რომ იმის გასაგებად, შიგნით „ქათამია“ თუ „იხვი“, კვერცხი უნდა გაიტეხოს. ეს არის ღვთის გულში არსებული გეგმა და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს.

„საწყალი, საბრალო კაცობრიობა! რატომ არის, რომ ადამიანს კი ვუყვარვარ, მაგრამ ჩემი სულის განზრახვების აღსრულება არ შეუძლია?“ ადამიანის ამ მდგომარეობის გამო, მან უნდა გაიაროს ასეთი გასხვლა ღვთის განზრახვების დასაკმაყოფილებლად. და კაცობრიობის მიმართ ღვთის სიძულვილის გამო, მან ბევრჯერ გამოაცხადა: „ოჰ, მთელი კაცობრიობის მეამბოხენო! ისინი უნდა გაიჭყლიტონ ჩემ ფეხქვეშ; ისინი უნდა გაქრნენ ჩემი გაკიცხვის დროს და ჩემი დიდი საქმის დასრულების დღეს უარყოფილ უნდა იქნან კაცობრიობიდან, რათა მთელმა კაცობრიობამ იცოდეს მათი მახინჯი სახე“. ღმერთი ესაუბრება მთელ კაცობრიობას ხორცში და ის ასევე ესაუბრება სატანას სულიერ სამყაროში, რომელიც მთელი სამყაროს ზემოთ არის. ეს არის ღვთის განზრახვა და ეს არის ის, რაც უნდა იქნას მიღწეული ღვთის 6000-წლიანი გეგმით.

სინამდვილეში, ღმერთი განსაკუთრებულად ჩვეულებრივია და არის გარკვეული რამ, რაც შეიძლება შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პირადად განახორციელებს მათ და საკუთარი თვალით ნახავს. ეს არ არის ისე, როგორც ადამიანები წარმოიდგენენ, თითქოს ღმერთი უბრალოდ წევს იქ და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას სურს. ეს არის ადამიანებში სატანის არევ-დარევის შედეგი, რაც ადამიანებისთვის ბუნდოვანს ხდის ღვთის ჭეშმარიტ სახეს. ამგვარად, დასკვნით ეპოქაში ღმერთი განკაცდა, რათა ყოველგვარი მალვის გარეშე, ღიად გამოავლინოს თავისი პრაქტიკულობა ადამიანისთვის. ღვთის ხასიათის ზოგიერთი აღწერა სუფთა გადაჭარბებაა, მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ ღმერთს შეუძლია გაანადგუროს სამყარო ერთი სიტყვით ან უმცირესი ფიქრით. შედეგად, ადამიანების უმეტესობა ამბობს ისეთ რამეებს, როგორიცაა, რატომ არის, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ არ შეუძლია სატანის გადაყლაპვა ერთ ლუკმად? ეს სიტყვები აბსურდულია და აჩვენებს, რომ ადამიანები ჯერ კიდევ არ იცნობენ ღმერთს. იმისთვის, რომ ღმერთმა გაანადგუროს თავისი მტრები, საჭიროა პროცესი, თუმცა სიმართლეა იმის თქმა, რომ ღმერთი ყოვლად გამარჯვებულია: ღმერთი საბოლოოდ დაამარცხებს თავის მტრებს. ისევე როგორც მაშინ, როდესაც ძლიერი ქვეყანა ამარცხებს სუსტს, მან თავად უნდა მიაღწიოს გამარჯვებას, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხან ძალის გამოყენებით, ხან კი სტრატეგიის გამოყენებით. არსებობს პროცესი, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ რადგან ძლიერ ქვეყანას აქვს ახალი თაობის ბირთვული იარაღი და სუსტი ქვეყანა ბევრად ჩამორჩება, სუსტი ქვეყანა წააგებს ბრძოლის გარეშე. ეს აბსურდული არგუმენტია. სამართლიანია ითქვას, რომ ძლიერი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს და სუსტი ქვეყანა აუცილებლად წააგებს, მაგრამ ძლიერ ქვეყანაზე შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს უფრო დიდი ძალა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პირადად შეიჭრება სუსტ ქვეყანაში. ამგვარად, ღმერთი ყოველთვის ამბობს, რომ ადამიანი მას არ იცნობს. ასე რომ, წარმოადგენს ზემოთქმული სიტყვები იმის ერთ მხარეს, თუ რატომ არ იცნობს ადამიანი ღმერთს? არის ეს ადამიანის წარმოდგენები? რატომ მოითხოვს ღმერთი მხოლოდ იმას, რომ ადამიანმა შეიცნოს მისი პრაქტიკულობა, და რატომ განკაცდა ამისათვის იგი თავად? ამდენად, ადამიანთა უმეტესობა კეთილმსახურებით სცემდა თაყვანს ზეცას, თუმცა „ზეცას არასოდეს გამოუჩენია ოდნავი თანაგრძნობაც კი ადამიანის ქმედებების გამო, და მე რომ ადამიანს მისი ყოველი ქმედების მიხედვით ვეპყრობოდე, მაშინ მთელი კაცობრიობა ჩემი გაკიცხვის ქვეშ იცხოვრებდა.“

ღმერთი ხედავს ადამიანის რაობას. ღვთის გამონათქვამებში ღმერთი იმდენად „ტანჯული“ ჩანს ადამიანის მიერ, რომ მას აღარ აქვს ინტერესი, მეტი ყურადღება მიაქციოს ადამიანს და არც მცირედი იმედი აქვს მისი; როგორც ჩანს, ადამიანი ხსნას არ ექვემდებარება. „მრავალი ადამიანი მინახავს ლოყებზე ცრემლებჩამოგორებული, და მინახავს მრავალი ადამიანი, ვინც საკუთარ გულს სწირავდა ჩემი სიმდიდრის სანაცვლოდ. მიუხედავად ასეთი „ღვთისმოსაობისა“, მე არასოდეს მიმიცია უგუნურად ჩემი ყველაფერი ადამიანისთვის მისი უეცარი იმპულსების გამო, რადგან ადამიანს არასოდეს სურდა სიხარულით მოეძღვნა თავი ჩემთვის“. როდესაც ღმერთი ამჟღავნებს ადამიანის ბუნებას, ადამიანს რცხვენია საკუთარი თავის, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ცოდნაა და მას არ შეუძლია ჭეშმარიტად შეიცნოს თავისი ბუნება ღვთის სიტყვებში; ამგვარად, ადამიანთა უმეტესობას არ ესმის ღვთის განზრახვები, მათ არ შეუძლიათ იპოვონ გზა ცხოვრებისთვის ღვთის სიტყვებში და რაც უფრო გონებაჩლუნგები არიან ისინი, მით უფრო სასტიკად დასცინის მათ ღმერთი. ამგვარად, ისინი გაუცნობიერებლად შედიან სიმახინჯის როლში — და შედეგად, იწყებენ საკუთარი თავის შეცნობას, როდესაც მათ განგმირავს „ბლაგვი მახვილი“. ღვთის სიტყვები თითქოს ტაშს უკრავს ადამიანის საქმეებს და ამხნევებს ადამიანის საქმეებს — და მაინც ადამიანები ყოველთვის გრძნობენ, რომ ღმერთი დასცინის მათ. და ამიტომ, როდესაც ისინი კითხულობენ ღვთის სიტყვებს, სახეზე კუნთები დროდადრო უთრთით, თითქოს იკრუნჩხებიან. ეს არის მათი სინდისის უწმინდურება და სწორედ ამის გამო თრთიან ისინი უნებლიეთ. მათი ტანჯვა იმგვარია, რომ არც სიცილი შეუძლიათ და არც ტირილი, რადგან ხალხის ეს კომიკური ქცევა თითქოს ვიდეოზე პულტით არის ჩართული, მათ კი მისი გამორთვა არ შეუძლიათ და იძულებულნი არიან, ბოლომდე აიტანონ. თუმცა თანამშრომელთა ყველა შეხვედრაზე „ღვთის სიტყვაზე კონცენტრირებას“ ქადაგებენ, განა ვინმესთვის უცნობია დიდი წითელი დრაკონის ნაშობთა ნამდვილი ბუნება? პირისპირ ისინი კრავებივით მორჩილები არიან, მაგრამ ზურგს უკან მგლებივით სასტიკები არიან, რაც ჩანს ღვთის შემდეგ სიტყვებში: „მრავალ ადამიანს ჭეშმარიტად ვუყვარვარ, როდესაც ჩემს სიტყვებს ვაწვდი, თუმცა არ უფრთხილდება ჩემს სიტყვებს თავის სულში, არამედ უდიერად იყენებს მათ, როგორც საზოგადოებრივ საკუთრებას, და როცა მოესურვება ისევ უკან აბრუნებს“. რატომ ამჟღავნებდა ღმერთი ყოველთვის ადამიანს? ეს აჩვენებს, რომ ადამიანის ძველი ბუნება არასოდეს დაძრულა ერთი გოჯითაც კი. ტაიშანის მთის მსგავსად, ის ამაყად დგას ასობით მილიონი ადამიანის გულში, მაგრამ დადგება დღე, როდესაც იუ გუნი[ა] გადააადგილებს ამ მთას; ეს არის ღვთის გეგმა. თავის გამონათქვამებში არ არის მომენტი, როდესაც ღმერთი არ უყენებდეს მოთხოვნებს ადამიანს, არ აფრთხილებდეს ადამიანს ან არ მიუთითებდეს ადამიანის ბუნებაზე, რომელიც ვლინდება მის ცხოვრებაში: „როდესაც ადამიანი შორს არის ჩემგან და როდესაც ის მცდის მე, ვემალები მას ღრუბლებს შორის. შედეგად, ის ვერ პოულობს ჩემს ვერანაირ კვალს და ცხოვრობს მხოლოდ ბოროტის ხელით, აკეთებს ყველაფერს, რასაც ისინი სთხოვენ“. რეალურად, ადამიანებს იშვიათად აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღვთის თანდასწრებით. მათ აქვთ ძალიან მცირე სურვილი ძიებისა; შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას უყვარს ღმერთი, ისინი ცხოვრობენ ბოროტის გავლენის ქვეშ და ყველაფერი, რასაც აკეთებენ, წარმართულია ბოროტის მიერ. ადამიანები ჭეშმარიტად რომ ცხოვრობდნენ ღვთის სინათლეში და ეძებდნენ ღმერთს ყოველი დღის ყოველ მომენტში, არ იქნებოდა საჭიროება, რომ ღმერთს ასე ელაპარაკა, განა ასე არ არის? როდესაც ადამიანები გვერდზე დებენ ტექსტებს, ისინი წიგნთან ერთად ღმერთსაც მაშინვე გვერდზე დებენ და, ამგვარად, ისინი საქმეებით კავდებიან, რის შემდეგაც ღმერთი ქრება მათი გულებიდან. ხოლო როდესაც ისინი კვლავ იღებენ წიგნს, უეცრად აგონდებათ, რომ რეალურად ღმერთმა მათი გონების მიღმა გადაინაცვლა. ასეთია ადამიანის ცხოვრება „მეხსიერების გარეშე“. რაც უფრო მეტს ლაპარაკობს ღმერთი, მით უფრო ამაღლებულია მისი სიტყვები. როდესაც ისინი პიკს მიაღწევენ, მთელი საქმე დასრულებულია და, შედეგად, ღმერთი წყვეტს თავის გამონათქვამებს. პრინციპი, რომლითაც ღმერთი მოქმედებს, არის საქმის დასრულება, როდესაც ის მიაღწევს თავის მწვერვალს; ის არ აგრძელებს მოქმედებას, როგორც კი მიაღწევს თავის მწვერვალს, არამედ მკვეთრად ჩერდება. ის არასოდეს აკეთებს საქმეს, რომელიც არ არის საჭირო.

სქოლიო:

ა. იუ გუნი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მოხუცი იუ“, ჩინური ფოლკლორის ლეგენდარული ფიგურაა. იუს მიერ მთების გადადგმის ისტორია განასახიერებს შეუპოვრობას ერთი შეხედვით შეუძლებელი ამოცანის წინაშე.

წინა: თავი 20

შემდეგი: თავი 22 და თავი 23

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება