თავი 12

როდესაც ურიცხვი ხალხი ყურადღებას იჩენს, როდესაც ყოველივე ახლდება და ცოცხლდება, როდესაც ყოველი ადამიანი უყოყმანოდ ემორჩილება ღმერთს და მზადაა მხრებით ატაროს ღვთის ტვირთის მძიმე პასუხისმგებლობა — სწორედ მაშინ გამოკრთება აღმოსავლეთის ელვა, რომელიც ანათებს ყველაფერს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და თავზარს სცემს მთელ დედამიწას ამ სინათლის მოსვლით; და ამ მომენტში ღმერთი კვლავ იწყებს ახალ სიცოცხლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტში ღმერთი იწყებს ახალ საქმეს დედამიწაზე და უცხადებს მთელი სამყაროს ხალხს: „როდესაც ელვა აღმოსავლეთიდან გამოკრთება, რაც ზუსტად ის მომენტია, როდესაც მე ჩემი სიტყვების წარმოთქმას ვიწყებ — როდესაც ელვა გამოკრთება, მთელი კაბადონი ნათდება და ყველა ვარსკვლავი ტრანსფორმირდება.“ მაშ, როდის არის ის დრო, როდესაც ელვა გამოკრთება აღმოსავლეთიდან? როდესაც ზეცა ბნელდება და დედამიწა იბურება, სწორედ მაშინ მალავს ღმერთი თავის სახეს წუთისოფლისგან და ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ცისქვეშეთს მძლავრი ქარიშხალი უნდა დაატყდეს თავს. თუმცა სწორედ ამ დროს ყველა ადამიანი პანიკაში ვარდება, ეშინიათ ქუხილის, აფრთხობთ ელვის ბრწყინვალება და კიდევ უფრო მეტად აშინებთ წარღვნის მოახლოება, ისე, რომ უმეტესობა თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის გადმოაფრქვევს ღმერთი თავის რისხვას და განგმირავს მათ. და როდესაც სხვადასხვა მდგომარეობა დგება, აღმოსავლეთის ელვა დაუყოვნებლივ გამოკრთება. ეს ნიშნავს, რომ წუთისოფლის აღმოსავლეთში იმ დროიდან, როდესაც თავად ღვთის დამოწმება იწყება, იქამდე, სანამ ის დაიწყებს მოქმედებას, და სანამ ღვთაებრიობა დედამიწაზე ხელმწიფებას დაიწყებს — ეს არის აღმოსავლეთის ელვის მანათობელი სხივი, რომელიც მუდამ ანათებდა მთელ სამყაროს. როდესაც დედამიწის ქვეყნები ქრისტეს სასუფევლად იქცევა, სწორედ მაშინ განათდება მთელი სამყარო. ახლა არის აღმოსავლეთის ელვის გამოკრთომის ჟამი. განკაცებული ღმერთი იწყებს საქმეს და, უფრო მეტიც, უშუალოდ ღვთაებრიობაში საუბრობს. შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ღმერთი იწყებს საუბარს დედამიწაზე, სწორედ მაშინ გამოკრთება აღმოსავლეთის ელვა. უფრო ზუსტად, როდესაც ტახტიდან მოედინება ცოცხალი წყალი — როდესაც იწყება ტახტიდან გამონათქვამები — სწორედ მაშინ იწყება ოფიციალურად შვიდი სულის გამონათქვამები. ამ დროს იწყებს გამოკრთომას აღმოსავლეთის ელვა და მისი ხანგრძლივობის გამო განათების ხარისხიც იცვლება და მისი ნათების არეალსაც აქვს საზღვარი. თუმცა ღვთის საქმის გადაადგილებასთან ერთად, მისი გეგმის ცვლილებებთან ერთად — ღვთის ძეებსა და ხალხზე შესრულებული საქმის ვარიაციებთან ერთად — ელვა სულ უფრო მეტად ასრულებს თავის თანდაყოლილ ფუნქციას, ისე, რომ მთელი სამყარო ნათდება და აღარ რჩება არავითარი ნალექი ან წიდა. ეს არის ღვთის 6000-წლიანი მართვის გეგმის კრისტალიზაცია და სწორედ ის ნაყოფი, რომლითაც ღმერთი ხარობს. „ვარსკვლავები“ არ მიემართება ცაში არსებულ ვარსკვლავებს, არამედ ღვთის ყველა ძესა და ხალხს, რომლებიც მისთვის შრომობენ. რადგან ისინი მოწმობენ ღმერთს ღვთის სასუფეველში და წარმოადგენენ მას მის სასუფეველში და, რადგან ისინი ქმნილებები არიან, მათ „ვარსკვლავები“ ეწოდებათ. „გარდაქმნა“ მიუთითებს ვინაობისა და სტატუსის ცვლილებაზე: ადამიანები დედამიწის ხალხიდან სასუფევლის ხალხად იქცევიან და, უფრო მეტიც, ღმერთი მათთანაა და ღვთის დიდება მათშია. შედეგად, ისინი ღვთის ნაცვლად ფლობენ უზენაეს ძალაუფლებას, ხოლო მათში არსებული შხამი და მინარევები ღვთის საქმით განიწმინდება, რაც საბოლოოდ მათ ღვთისთვის გამოსადეგს ხდის და ღვთის განზრახვებს შეესაბამება — ეს არის ამ სიტყვების მნიშვნელობის ერთი ასპექტი. როდესაც ღვთის სინათლის სხივი გაანათებს მთელ მიწას, ყოველივე ცასა და დედამიწაზე სხვადასხვა ხარისხით შეიცვლება, ცაში ვარსკვლავებიც შეიცვლება, მზე და მთვარე განახლდება და დედამიწაზე მყოფი ხალხიც შესაბამისად განახლდება — რაც არის ღვთის საქმე ცასა და დედამიწას შორის და ამაში გასაკვირი არაფერია.

როდესაც ღმერთი იხსნის ადამიანებს — რაც, რა თქმა უნდა, არ ეხება მათ, ვინც არ არის რჩეული — სწორედ მაშინ განწმენდს და განსჯის ღმერთი ადამიანებს და ყველა მწარედ ტირის ან დავრდომილი ეცემა თავის სარეცელზე ან ღვთის სიტყვების გამო განგმირული სიკვდილის ჯოჯოხეთში ვარდება. მხოლოდ ღვთის გამონათქვამების წყალობით იწყებენ ადამიანები საკუთარი თავის შეცნობას. ასე რომ არ ყოფილიყო, მათ გომბეშოს თვალები ექნებოდათ — ზემოთ მომზირალი, არცერთი მათგანი არ იქნებოდა დარწმუნებული, არცერთი არ იცნობდა საკუთარ თავს და არ ეცოდინებოდა, რას წარმოადგენენ სინამდვილეში. ადამიანები მართლაც დიდად არიან სატანის მიერ გახრწნილნი. სწორედ ღვთის ყოვლისშემძლეობის გამოა, რომ ადამიანის მახინჯი სახე ასეთი ცოცხალი დეტალებით არის აღწერილი, რაც აიძულებს ადამიანს, წაკითხვის შემდეგ იგი საკუთარ ნამდვილ სახეს შეადაროს. ყველამ იცის, რომ ღმერთმა, როგორც ჩანს, სრულყოფილი სიცხადით იცის, რამდენი ტვინის უჯრედი აქვთ მათ თავში, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ცოდნაზე მათი მახინჯი სახეებისა თუ ყველაზე ფარული ფიქრების შესახებ. სიტყვებში: „მთელი კაცობრიობა თითქოსდა განიწმინდა. აღმოსავლეთიდან მომავალი ამ სინათლის სხივის ქვეშ მთელი კაცობრიობა თავისი პირვანდელი სახით მჟღავნდება; თვალდაბრმავებულებმა არ იციან, რა მოიმოქმედონ“, ჩანს, რომ ერთ დღეს, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება, მთელი კაცობრიობა ღვთის მიერ განისჯება. ვერავინ შეძლებს გაქცევას; ღმერთი სათითაოდ მოჰკითხავს პასუხს მთელი კაცობრიობის ხალხს, ისე რომ არცერთ მათგანს არ გამოტოვებს და მხოლოდ ასე დაკმაყოფილდება ღვთის გული. და ამგვარად, ღმერთი ამბობს: „ისინი ცხოველებსაც ემსგავსებიან, რომლებიც ჩემს ნათელს გაურბიან და თავს მთის გამოქვაბულებს აფარებენ, თუმცა ჩემს ნათელში ვერაფერი წაიშლება.“ ადამიანები მდაბალი და არარაობა ცხოველები არიან. სატანის ხელში ცხოვრებისას ისინი თითქოს მთების სიღრმეში, უძველეს ტყეებს აფარებენ თავს — მაგრამ, რადგან ღვთის ცეცხლში დაფერფვლას ვერაფერი გაექცევა, სატანის ძალების „მფარველობის“ ქვეშ ყოფნისასაც კი, როგორ შეიძლება ღმერთმა ისინი დაივიწყოს? როდესაც ადამიანები იღებენ ღვთის სიტყვების მოსვლას, ყველა ადამიანის სხვადასხვა უცნაურ ფორმასა და გროტესკულ მდგომარეობას ღვთის კალამი აღწერს; ღმერთი საუბრობს ისე, როგორც შეესაბამება ადამიანის საჭიროებებსა და მენტალიტეტს. ამგვარად, ადამიანებისთვის ღმერთი ფსიქოლოგიაში კარგად გათვითცნობიერებული ჩანს. თითქოს ღმერთი ფსიქოლოგია, მაგრამ, ამავდროულად, თითქოს შინაგანი სნეულებების სპეციალისტიცაა — გასაკვირი არ არის, რომ მას ასე კარგად ესმის ადამიანის, რომელიც ასეთი „რთულია“. რაც უფრო მეტს ფიქრობენ ადამიანები ასე, მით უფრო იზრდება მათში ღვთის ძვირფასობის შეგრძნება და მით უფრო გრძნობენ, რომ ღმერთი ღრმა და შეუცნობელია. თითქოს ადამიანსა და ღმერთს შორის გადაულახავი ზეციური საზღვარია, მაგრამ ამავდროულად თითქოს ეს ორი ერთმანეთს ჩუს მდინარის[ა] საპირისპირო ნაპირებიდან შეჰყურებს და ამაზე მეტის გაკეთება არ ძალუძს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მყოფი ადამიანები ღმერთს მხოლოდ თვალებით უყურებენ; მათ არასოდეს ჰქონიათ მისი ახლოდან შესწავლის შესაძლებლობა და მის მიმართ მხოლოდ მიჯაჭვულობის გრძნობა აქვთ. მათ გულებში ყოველთვის არის იმის შეგრძნება, რომ ღმერთი მშვენიერია, მაგრამ რადგან ღმერთი ასეთი „ულმობელი და უგრძნობია“, მათ არასოდეს მისცემიათ შესაძლებლობა, მის წინაშე თავიანთი გულის ტკივილზე ესაუბრათ. ისინი ჰგვანან ლამაზ, ახალგაზრდა ცოლს ქმრის წინაშე, რომელსაც ქმრის პატიოსნების გამო არასოდეს ჰქონია თავისი ნამდვილი გრძნობების გამჟღავნების შესაძლებლობა. ადამიანები უბადრუკნი არიან, რომელთაც საკუთარი თავის მიმართ არავითარი სიყვარული არ აქვთ და ამიტომ, მათი სისუსტის, თავმოყვარეობის არქონის გამო, ჩემი სიძულვილი ადამიანის მიმართ, უნებლიეთ, გარკვეულწილად, უფრო მძაფრდება და ჩემს გულში არსებული რისხვა იფრქვევა. თითქოს გონებაში ტრავმა მივიღე და დიდი ხანია დავკარგე ადამიანის იმედი, მაგრამ რადგან „კიდევ ერთხელ ჩემი დღე უახლოვდება მთელ კაცობრიობას, კვლავ აფხიზლებს ადამიანთა მოდგმას და კაცობრიობას კიდევ ერთ ახალ დასაბამს აძლევს“, მე კვლავ ვიკრებ ძალას, რათა დავიპყრო მთელი კაცობრიობა, შევიპყრო და დავამარცხო დიდი წითელი დრაკონი. ღვთის თავდაპირველი განზრახვა ასეთი იყო: არაფერი გაეკეთებინა გარდა იმისა, რომ დაეპყრო დიდი წითელი დრაკონის ნაშიერნი ჩინეთში; მხოლოდ ეს შეიძლებოდა მიჩნეულიყო დიდი წითელი დრაკონის დამარცხებად, დიდი წითელი დრაკონის ძლევად. მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი მეფობს მთელ დედამიწაზე, ღვთის დიადი საქმის აღსრულების დასამტკიცებლად, იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთს აქვს ახალი საწყისი დედამიწაზე და მოიპოვა დიდება დედამიწაზე. საბოლოო, მშვენიერი სცენის გამო ღმერთი თავს ვერ იკავებს, რომ არ გამოხატოს გულში არსებული ვნება: „ჩემი გული ივსება, მთები რიტმული, მხიარული თანხლებით ხტიან, წყლები სიხარულით ცეკვავენ და ტალღები კლდოვან რიფებს ეხეთქებიან. რთულია იმის გამოხატვა, რაც ჩემს გულშია.“ აქედან ჩანს, რომ ის, რაც ღმერთმა დაგეგმა, უკვე შეასრულა; ეს ღვთის მიერ იყო წინასწარგანსაზღვრული და ეს ზუსტად ის არის, რისი განცდის და ხილვის საშუალებასაც აძლევს ღმერთი ადამიანებს. სასუფევლის პერსპექტივა მშვენიერია; სასუფევლის მეფე გამარჯვებულია, რომელსაც თავიდან ფეხებამდე არასოდეს ჰქონია ხორცისა და სისხლის კვალი და მთლიანად ღვთაებრივი ელემენტებისგან შედგება. მისი მთელი სხეული წმინდა დიდებით ანათებს, სრულიად შეუბილწავია ადამიანური იდეებით; მისი მთელი სხეული, თავიდან ფეხებამდე, სავსეა სამართლიანობითა და ზეციური აურით და მომაჯადოებელ სურნელს აფრქვევს. როგორც სატრფო „ქებათა ქებაში“, ის ყველა წმინდანზე უფრო მშვენიერია, ძველ წმინდანებზე აღმატებული; ის არის ეტალონი ყველა ადამიანს შორის და შეუდარებელია ადამიანთან; ადამიანები არ არიან ღირსნი, რომ მას პირდაპირ შეხედონ. ვერავინ მოიპოვებს ღვთის დიდებულ სახეს, ღვთის გამოჩინებას ან ღვთის ხატს; ვერავინ შეედრება მათ და ვერავინ შეძლებს მათ ადვილად განდიდებას თავისი ბაგეებით.

ღვთის სიტყვები ამოუწურავია — წყაროდან ამოჩქეფილ წყალს ჰგავს, ისინი არასოდეს შრება და ამიტომ ვერავინ ჩასწვდება ღვთის მართვის გეგმის საიდუმლოებებს. თუმცა, ღმერთისთვის არ არსებობს დასასრული იმისა, რისი თქმაც მას ამ საკითხებზე შეუძლია. სხვადასხვა საშუალებისა და ენის გამოყენებით ღმერთს მრავალჯერ უსაუბრია მთელი სამყაროს განახლებასა და სრულ გარდაქმნაზე, ყოველ ჯერზე უფრო სიღრმისეულად, ვიდრე — წინაზე: „მე ყოველგვარ უწმინდურებას ფერფლად გადავაქცევ ჩემი მზერით; მე ვაიძულებ ურჩობის ყველა ძეს გაქრეს ჩემი თვალთახედვიდან და აღარასოდეს იარსებოს.“ რატომ ამბობს ღმერთი ასეთ რამეებს გამუდმებით? ნუთუ არ ეშინია, რომ ადამიანებს ისინი მობეზრდება? ადამიანები მხოლოდ ხელისცეცებით დადიან ღვთის სიტყვებში, სურთ რა ამგვარად შეიცნონ ღმერთი, მაგრამ არასოდეს ახსენდებათ საკუთარი თავის გამოკვლევა. ამგვარად, ღმერთი იყენებს ამ მეთოდს მათთვის შესახსენებლად, რათა ყველამ შეიცნოს საკუთარი თავი, რათა საკუთარი თავიდან შეიცნონ ადამიანის ამბოხება და ამგვარად აღმოფხვრან თავიანთი ამბოხება ღვთის წინაშე. როდესაც კითხულობენ, რომ ღმერთი „გაწმენდს ადამიანებს“, ისინი მაშინვე შფოთდებიან და თითქოს მათი კუნთებიც წყვეტს მოძრაობას. ისინი დაუყოვნებლივ ბრუნდებიან ღვთის წინაშე საკუთარი თავის გასაკრიტიკებლად და ამგვარად შეიცნობენ ღმერთს. ამის შემდეგ — მას მერე, რაც ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ — ღმერთი ცხელ რკინას ჭედავს და უჩვენებს მათ დიდი წითელი დრაკონის სუბსტანციას; ამგვარად, ადამიანები უშუალოდ ეხებიან სულიერ სამყაროს და მათი გადაწყვეტილების ზეგავლენით, მათი შინაგანი მამოძრავებელი ძალაც იწყებს მოქმედებას, რაც აღრმავებს გრძნობას ადამიანსა და ღმერთს შორის — რაც უფრო მეტად სასარგებლოა ხორციელი ღვთის საქმისთვის. ამგვარად, ადამიანებს გაუცნობიერებლად ეუფლებათ წარსულის გახსენების განწყობა: წარსულში ადამიანებს წლების განმავლობაში სწამდათ ბუნდოვანი ღმერთის; წლების განმავლობაში მათი გულები არასოდეს ყოფილა თავისუფალი, არ შეეძლოთ დიდი სიხარულის განცდა და, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის სწამდათ, მათ ცხოვრებაში არავითარი წესრიგი არ არსებობდა. ყველაფერი ისე ჩანდა, როგორც რწმენამდე — მათი ცხოვრება კვლავ ცარიელი და უიმედო იყო და მათი იმდროინდელი რწმენა ერთგვარ შემაფერხებელ ტვირთს ჰგავდა, რის გამოც აჯობებდა, საერთოდ არ ერწმუნათ. მას შემდეგ, რაც მათ იხილეს დღევანდელი პრაქტიკული ღმერთი, თითქოს ცა და მიწა განახლდა; მათი ცხოვრება გაბრწყინდა, ისინი აღარ არიან უიმედოდ და პრაქტიკული ღვთის მოსვლის გამო ისინი გულში სიმტკიცეს და სულში სიმშვიდეს გრძნობენ. თავიანთ ქმედებებში ისინი აღარ ედევნებიან ქარს და აღარ ეჭიდებიან აჩრდილებს; მათი სწრაფვა აღარ არის უმიზნო და ისინი აღარ დაეხეტებიან უგზო-უკვლოდ. დღევანდელი ცხოვრება კიდევ უფრო მშვენიერია და ადამიანები მოულოდნელად შევიდნენ სასუფეველში და გახდნენ ღვთის ხალხი, და ამის შემდეგ... რაც უფრო მეტს ფიქრობენ ამაზე, ადამიანები გულში მით უფრო დიდ სიტკბოს გრძნობენ და რაც უფრო მეტს ფიქრობენ ამაზე, მით უფრო ბედნიერები არიან. ეს მათ უფრო მეტად შთააგონებს ღვთის სიყვარულისკენ. ამგვარად, მათდაუნებურად, ღმერთსა და ადამიანს შორის მეგობრობა მტკიცდება. ადამიანებს უფრო მეტად უყვართ ღმერთი და უფრო მეტად შეიცნობენ მას და ღვთის მუშაობა ადამიანზე სულ უფრო მარტივი ხდება. ის აღარ „აძალებს ან აიძულებს“ ადამიანებს, არამედ მიჰყვება ბუნებრივ დინებას და ადამიანი ასრულებს თავის საკუთარ, უნიკალურ ფუნქციას — მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ადამიანები თანდათანობით ღვთის შეცნობას. მხოლოდ ეს არის ღვთის სიბრძნე — იგი მცირედ ძალისხმევასაც არ ხარჯავს და იყენებს ადამიანის ბუნებას თავისი საქმის შესასრულებლად. ამგვარად, ამ მომენტში ღმერთი ამბობს: „ადამიანთა სამყაროში ჩემი განკაცების პერიოდში კაცობრიობა ჩემი წინამძღოლობით გაუცნობიერებლად მოვიდა დღევანდელ დღემდე და გაუცნობიერებლად შემიცნო მე. მაგრამ, რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა იარონ წინ გადაშლილ გზაზე, არავის აქვს წარმოდგენა, არავინ იცის — და მით უმეტეს, არავინ უწყის, რა მიმართულებით წაიყვანს მათ ეს გზა. მხოლოდ ყოვლისშემძლის მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებს რომელიმე გზის ბოლომდე გავლას; მხოლოდ აღმოსავლეთის ელვის წინამძღოლობით შეძლებს რომელიმე იმ ზღურბლის გადალახვას, რომელიც ჩემს სასუფევლამდე მიიყვანს.“ განა ეს ზუსტად არ არის იმის შეჯამება, რაც ზემოთ აღვწერე ადამიანის გულის შესახებ? სწორედ ამაში მდგომარეობს ღვთის სიტყვების საიდუმლო. რასაც ადამიანი თავის გულში ფიქრობს, ზუსტად ის არის, რასაც ღმერთი თავისი ბაგეებიდან წარმოთქვამს და, რასაც იგი თავისი ბაგეებიდან წარმოთქვამს, ზუსტად ის არის, რისკენაც ადამიანი ისწრაფვის. სწორედ ამაშია ღმერთი ყველაზე დახელოვნებული ადამიანის გულის გამოაშკარავებისას; სხვაგვარად როგორ იქნებოდა ყველა ასე სრულად დარწმუნებული? განა ეს არ არის ის შედეგი, რომლის მიღწევაც ღმერთს სურს დიდი წითელი დრაკონის დაპყრობით?

ფაქტობრივად, ღვთის მიერ წარმოთქმულ მრავალ სიტყვაში მისი განზრახვა არ არის ის, რაზეც პირდაპირი მნიშვნელობა მიუთითებს. თავის მრავალ სიტყვაში, ღმერთს უბრალოდ განზრახული აქვს, მიზანმიმართულად შეცვალოს ადამიანთა წარმოდგენები და სხვა მიმართულებით გადაიტანოს მათი ყურადღება. ღმერთი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ სიტყვებს და ამიტომ მრავალი სიტყვა არ არის განმარტების ღირსი. როდესაც ადამიანი ღვთის სიტყვებით იმ დონემდე იქნა დაპყრობილი, რა დონეზეც დღეს არის, ადამიანების ძალა გარკვეულ წერტილს აღწევს, ამიტომ ღმერთი შემდგომში წარმოთქვამს მეტ გამაფრთხილებელ სიტყვას — კონსტიტუციას, რომელსაც იგი გამოსცემს ღვთის ხალხისთვის: „მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე დასახლებული ადამიანები ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანნი არიან, მე თითოეულ მათგანს ისევე ნათლად ვიცნობ, როგორც საკუთარ ხელისგულს. და, თუმცა ადამიანები, რომელთაც მე „ვუყვარვარ“, ზღვის ქვიშის მარცვლებივით უთვალავნი არიან, ჩემ მიერ მხოლოდ მცირედნი არიან რჩეულნი: მხოლოდ ისინი, ვინც ნათელ შუქს ესწრაფვიან და გამოყოფილნი არიან მათგან, ვისაც მე „ვუყვარვარ““, ასევე, ზღვის ქვიშასავით ურიცხვნი არიან, მხოლოდ მცირედნი არიან ჩემ მიერ რჩეულნი: მხოლოდ ისინი, ვინც ნათელ შუქს ესწრაფვიან, რომლებიც განცალკევებულნი არიან მათგან, ვისაც მე „ვუყვარვარ“.“ მართლაც, ბევრია ისეთი, ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი — თუმცა, ცოტას თუ უყვარს იგი თავისი გულით და, როგორც ჩანს, ამის გარჩევა დახუჭული თვალებითაც კი ნათლად შეიძლება. სინამდვილეში, სწორედ ასეთია ღვთის მორწმუნეთა მთელი სამყარო. ამაში ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი ახლა გადავიდა ადამიანთა „გაწმენდის“ საქმეზე, რაც აჩვენებს, რომ ის, რაც ღმერთს სურს და რაც ღმერთს აკმაყოფილებს, არის არა დღევანდელი ეკლესია, არამედ სასუფეველი ადამიანთა გაწმენდის შემდეგ. ამ მომენტში, იგი დამატებით აფრთხილებს ყველა „საშიშ ელემენტს“: თუ ღმერთი არ იმოქმედებს, სხვა საქმეა, მაგრამ როგორც კი ღმერთი მოქმედებას დაიწყებს, ეს ადამიანები სასუფევლიდან აღიგვებიან. ღმერთი არასოდეს აკეთებს საქმეს ზედაპირულად. იგი ყოველთვის მოქმედებს პრინციპით „ერთი ერთია და ორი – ორი“ და თუ არსებობენ ისეთები, რომელთა დანახვაც მას არ სურს, იგი ყველაფერს აკეთებს მათ გასაწმენდად, რათა მომავალში მათ პრობლემები აღარ შექმნან. ამას ჰქვია „ნაგვის გატანა და საფუძვლიანი დასუფთავება“. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ღმერთი ადამიანს უცხადებს ადმინისტრაციულ განკარგულებებს, სწორედ მაშინ წარუდგენს იგი თავის სასწაულებრივ საქმეებს და ყოველივეს, რაც მასშია, და, ამიტომ იგი შემდგომში ამბობს: „მთებში უთვალავი გარეული მხეცია, მაგრამ ჩემ წინაშე ყველა მათგანი ცხვარივით თვინიერია; ტალღების ქვეშ შეუცნობელი საიდუმლოებები იმალება, მაგრამ ისინი ჩემ წინაშე ისევე ნათლად წარმოჩნდებიან, როგორც ყოველივე დედამიწის ზურგზე; მაღლა ზეცაში არის სამყაროები, რომლებსაც ადამიანი ვერასოდეს მისწვდება, თუმცა მე თავისუფლად დავაბიჯებ ამ მიუწვდომელ სამყაროებში.“ ღვთის ნათქვამი ამას ნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გული ყველაფერზე მეტად ცბიერია და ადამიანთა წარმოდგენების ჯოჯოხეთივით დაუსრულებლად იდუმალი ჩანს, ღმერთმა საკუთარი ხელისგულივით იცის ადამიანის რეალური მდგომარეობა. ყოველთა შორის, ადამიანი გარეულ მხეცზე უფრო სასტიკი და შეუბრალებელი ცხოველია, თუმცა ღმერთმა ადამიანი იმ დონემდე დაიპყრო, რომ ვერავინ ბედავს ფეხზე დადგომას და წინააღმდეგობის გაწევას. სინამდვილეში, როგორც ღმერთი მიუთითებს, ის, რასაც ადამიანები თავიანთ გულებში ფიქრობენ, ყველა არსებულთა შორის ყველაზე რთულია; ის შეუცნობელია. თუმცა ღმერთი არავითარ ყურადღებას არ აქცევს ადამიანის გულს. ის უბრალოდ ადამიანს ეპყრობა, როგორც მის თვალწინ არსებულ პატარა ჭიაყელას. . თავისი ბაგეებიდან წარმოთქმული ერთი სიტყვით, იგი იპყრობს ადამიანს; ნებისმიერ დროს, როცა მოისურვებს, იგი განგმირავს ადამიანს; ხელის ოდნავი მოძრაობით, იგი კიცხავს ადამიანს; საკუთარი ნებისამებრ იგი მსჯავრს სდებს ადამიანს.

დღეს ყველა ადამიანი სიბნელეში არსებობს, მაგრამ ღვთის მოსვლის გამო, მისი ხილვით, ისინი საბოლოოდ შეიცნობენ სინათლის არსს. მთელ მსოფლიოში, თითქოს დედამიწაზე დიდი შავი ქვაბია გადმოპირქვავებული და სუნთქვა არავის შეუძლია; ყველას სურს ვითარების შეცვლა, თუმცა ეს ქვაბი არავის არასოდეს აუწევია. მხოლოდ ღვთის განკაცების გამო აეხილათ ადამიანებს თვალები მოულოდნელად და იხილეს პრაქტიკული ღმერთი. ამგვარად, ღმერთი მათ კითხვის ტონით მიმართავს: „ადამიანს არასოდეს ვუცვნივარ ნათელში, არამედ მხოლოდ ბნელეთის სამყაროში ვუნახივარ. განა დღეს თქვენც ზუსტად იმავე მდგომარეობაში არ ხართ? სწორედ დიდი წითელი დრაკონის სიგიჟისა და ტირანიის კულმინაციის ჟამს დავიწყე მე ოფიციალურად ჩემი საქმის აღსრულება ხორციელად.“ ღმერთი არ მალავს სულიერი სამყაროს რეალურ ვითარებას და არც ადამიანის გულის რეალურ მდგომარეობას მალავს და, ამიტომ იგი გამუდმებით ახსენებს ადამიანებს: „ჩემს ხალხს არა მხოლოდ განკაცებული ღვთის შეცნობის შესაძლებლობას ვაძლევ, არამედ განვწმენდ კიდეც მათ. ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებების სიმკაცრის გამო ადამიანთა უდიდესი ნაწილი კვლავაც ჩემ მიერ განდევნის საფრთხის წინაშე დგას. თუ ისინი ყოველგვარ ძალისხმევას არ გამოიჩენენ საკუთარი თავის გასასხლავად და საკუთარი სხეულების დასამორჩილებლად — თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უდავოდ იქცევიან ობიექტებად, რომლებსაც მე ზიზღით უარვყოფ და რომლებიც ჯოჯოხეთში იქნებიან ჩაყრილნი, ისევე, როგორც პავლე გაიკიცხა ჩემი ხელებით, რისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო.“ ადამიანები მხოლოდ უფრო მეტად აკვირდებიან თავიანთ ნაბიჯებს და უფრო მეტად ეშინიათ ღვთის ადმინისტრაციული განკარგულებების, რაც უფრო მეტს ამბობს ღმერთი ასეთ სიტყვებს ; მხოლოდ ამგვარად შეიძლება ღვთის ხელმწიფების ამოქმედება და მისი დიდებულების ნათლად წარმოჩენა. აქ პავლე კიდევ ერთხელ არის ნახსენები, რათა ადამიანებმა გაიგონ ღვთის განზრახვები: ისინი არ უნდა იყვნენ ისეთები, ვისაც ღმერთი კიცხავს, არამედ ისეთები, ვინც ღვთის განზრახვებს ითვალისწინებს . მხოლოდ ამას შეუძლია უბიძგოს ადამიანებს, თავიანთი შიშის ფონზე გადახედონ ღვთის წინაშე თავიანთი წარსული გადაწყვეტილების უუნარობას, სრულად დაეკმაყოფილებინათ იგი, რაც მათ კიდევ უფრო მეტ სინანულს აგრძნობინებს და პრაქტიკული ღვთის შესახებ მეტ ცოდნას აძლევს. ამგვარად, მხოლოდ მაშინ აღარ ექნებათ მათ ეჭვები ღვთის სიტყვების მიმართ.

„ადამიანი არა მხოლოდ არ მიცნობს მე ჩემს ხორცში; უფრო მეტიც, მან ვერ შეძლო ხორციელ სხეულში მობინადრე საკუთარი თავის გაგება. ამდენი წლის განმავლობაში ადამიანები მატყუებდნენ და ისე მეპყრობოდნენ, როგორც გარედან მოსულ სტუმარს. რამდენჯერ ჩამკეტეს მათ თავიანთი „სახლების კარებს“ მიღმა... “ ეს „რამდენჯერ“ ჩამოთვლის ღვთისადმი ადამიანის წინააღმდეგობის რეალობებს, უჩვენებს რა ადამიანებს გაკიცხვის რეალურ მაგალითებს; ეს არის ცოდვის მტკიცებულება და აღარავინ უნდა სცადოს ამის გამო საკუთარი თავის გამართლება. ყველა ადამიანი იყენებს ღმერთს, როგორც რაღაც ყოველდღიურ ნივთს, თითქოს იგი იყოს საყოფაცხოვრებო აუცილებლობის საგანი, რომლის გამოყენებაც საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ. არავინ აფასებს ღმერთს; არავის უცდია ღვთის მშვენიერების ან მისი დიდებული სახის შეცნობა და, მით უმეტეს, არავინ აპირებს, ღმერთს დაემორჩილოს. არც არავის არასოდეს მიუჩნევია ღმერთი გულში საყვარელ რამედ; ყველა მათგანი გამოათრევს მას, როცა სჭირდება და გვერდზე მოისვრის და უგულებელყოფს, როცა აღარ სჭირდება. თითქოს ადამიანისთვის ღმერთი მარიონეტია, რომლითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ნებისამებრ მანიპულირება და მისთვის მოთხოვნების წამოყენება ისე, როგორც თავად სურს ან მოესურვება. მაგრამ ღმერთი ამბობს: „ჩემი განკაცების პერიოდში ადამიანის სისუსტის მიმართ თანაგრძნობა რომ არ გამომეჩინა, მაშინ მთელი კაცობრიობა ჩემი განკაცების გამო შიშისგან გაგიჟდებოდა და, შედეგად, ჰადესში ჩაცვივდებოდა.“, რაც აჩვენებს, თუ რაოდენ დიდია ღვთის განკაცების მნიშვნელობა. იგი მოვიდა, რათა დაიპყროს კაცობრიობა ხორციელად, ნაცვლად იმისა, რომ გაანადგუროს მთელი კაცობრიობა სულიერი სამყაროდან. ამგვარად, როდესაც სიტყვა ხორცად იქცა, არავინ იცოდა. ღმერთს რომ არ ეზრუნა ადამიანის სისუსტეზე, მისი განკაცებისას ცა და მიწა რომ ამოტრიალებულიყო, მაშინ ყველა ადამიანი განადგურდებოდა. რადგან ადამიანების ბუნებაშია ახლის მოწონება და ძველის მობეზრება და ისინი ხშირად ივიწყებენ ცუდ დროებას, როდესაც საქმე კარგად მიდის და არცერთმა მათგანმა არ იცის, რაოდენ კურთხეულია, ღმერთი გამუდმებით ახსენებს მათ, რომ უნდა დააფასონ, თუ რაოდენ რთულად მოსაპოვებელია დღევანდელი დღე; რომ ხვალინდელი დღის გულისთვის მათ კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასონ დღევანდელი დღე; რომ მაღლა ასვლის შემდეგ მხეცებივით არ უნდა დაივიწყონ, ვინ არის მათი ბატონი; და, რომ არ უნდა იყვნენ უმეცარნი იმ კურთხევების მიმართ, რომელთა შორისაც ცხოვრობენ. ამგვარად, ადამიანები მორჩილნი ხდებიან, აღარ არიან მკვეხარანი ან ამპარტავნები, და შეიცნობენ, რომ საქმე ის კი არ არის, თითქოს ადამიანის ბუნებაა კარგი, არამედ ის, რომ ღვთის წყალობა და სიყვარული გადმოვიდა ადამიანზე; ყველა მათგანს ეშინია გაკიცხვის და ამიტომ მეტის გაკეთებას ვეღარ ბედავენ.

სქოლიო:

ა. „ჩუს მდინარე“ გადატანითი მნიშვნელობით მიუთითებს დაპირისპირებულ ძალებს შორის არსებულ საზღვარზე.

წინა: თავი 10

შემდეგი: თავი 16

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება