როგორ მიიღწევა დაპყრობითი სამუშაოს მეორე ეტაპის შედეგები

მსახურთა სამუშაო დაპყრობითი სამუშაოს პირველი ეტაპი იყო. დღეს დაპყრობითი სამუშაოს მეორე ეტაპი დგას. რატომ არის ნახსენები დაპყრობითი სამუშაოს კონტექსტში სრულყოფილებაც? ეს მომავლისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება. დღეს დაპყრობითი სამუშაოს დასკვნითი ეტაპი დგას; შემდეგ დადგება დიდი გასაჭირის გამოცდის ჟამი, რაც კაცობრიობის სრულყოფის ოფიციალური დასაწყისი იქნება. ახლა მთავარი საკითხი დაპყრობაა, თუმცა ამავდროულად სრულყოფის პროცესის პირველი ეტაპის დროც დგას. ეს პირველი ეტაპი ადამიანთა შემეცნებისა და მორჩილების სრულყოფას გულისხმობს, რაც თავისთავად დაპყრობითი სამუშაოს საფუძველს ქმნის. თუ გსურთ სრულყოფილების მიღწევისკენ მიისწრაფით, მაშინ მომავალი განსაცდელის დროს მტკიცედ დგომა უნდა შეძლოთ და მთელი ძალისხმევით ჩაერთოთ სამუშაოს შემდეგი ეტაპის გავრცელებაში; სწორედ ეს არის სრულყოფილება და სწორედ ამ დროს ხდება ხალხი სრულად უფლის მიერ მოპოვებული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დაპყრობაზე, რაც იგივეა, რაც სრულყოფაზე საუბარი. თუმცა დღეს შესრულებული სამუშაო, მომავალში სრულყოფის საფუძველია; სრულყოფილების მისაღწევად ადამიანებმა უნდა გამოიარონ განსაცდელი, ხოლო განსაცდელის ამ გამოცდილებას წინ დაპყრობა უნდა უძღოდეს. თუ ადამიანებს არ ექნებათ დღევანდელი საფუძველი — თუ ისინი არ იქნებიან სრულად დაპყრობილნი — მაშინ მათ სამუშაოს შემდეგი ეტაპის დროს მტკიცედ დგომა გაუჭირდებათ. მხოლოდ დაპყრობა არ არის საბოლოო მიზანი. ეს მხოლოდ ღვთის წინაშე სატანის წინააღმდეგ დამოწმების ერთ-ერთი ეტაპია. საბოლოო მიზანი სრულყოფის მიღწევაა და თუ არ იქნებით სრულყოფილნი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ტყუილად იღწვით. მხოლოდ მომავალში, განსაცდელის წინაშე გამოჩნდება თქვენი ნამდვილი სულიერი სიმტკიცე; სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ მაშინ გაცხადდება ღვთისადმი თქვენი სიყვარულის სიწმინდის დონე. დღეს ადამიანები ასე ამბობენ: „ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს. ამიტომ, მზად ვართ ვიყოთ მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს ღვთის დიდ ძალასა და მის არსს“. სიკეთეს მოგვივლენს ღმერთი, დაგვწყევლის თუ განგვსჯის, ჩვენ მაინც მადლიერნი ვართ მისი“. ის ფაქტი, რომ ამას ამბობთ, მხოლოდ იმას მოწმობს, რომ გარკვეულ მცირე ცოდნას ფლობთ, მაგრამ რამდენად იქნება შესაძლებელი ამ ცოდნის რეალობაში გამოყენება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რეალურია ეს ცოდნა. ის, რომ ადამიანებს დღეს ასეთი წვდომა და ცოდნა აქვთ, დაპყრობის სამუშაოს შედეგია. შეძლებთ თუ არა სრულყოფილების მიღწევას, ეს მხოლოდ განსაცდელის ჟამს გამოჩნდება და სწორედ მაშინ გამოიკვეთება, ჭეშმარიტად და გულით გიყვართ თუ არა ღმერთი. თუ თქვენი სიყვარული მართლაც წმინდაა, მაშინ იტყვით: „ჩვენ ვართ მაგალითი, ჩვენ ვართ ქმნილებები უფლის ხელში“. როდესაც სახარებას წარმართ ერებს უქადაგებთ, იტყვით: „მე მხოლოდ ვმსახურობ. ჩვენში არსებული გახრწნილი ბუნების გამოყენებით, ღმერთმა ყოველივე ეს გვითხრა, რათა დაენახვებინა თავისი სამართლიანი არსი; ეს რომ არ ეთქვა, ჩვენ ვერ ვიხილავდით ღმერთს, ვერ ჩავწვდებოდით მის სიბრძნეს და ვერ მივიღებდით ასეთ დიდ ხსნასა და კურთხევას“. თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ ეს გამოცდილებითი შემეცნება, მაშინ ეს საკმარისია. თუმცა, ბევრი რამ, რასაც დღეს ამბობთ, ცოდნას მოკლებულია და მხოლოდ ცარიელი განცხადებების ერთობლიობაა: „ჩვენ ვართ მაგალითი და მსახურნი; ჩვენ გვსურს ვიყოთ დაპყრობილნი და მძლავრად დავამოწმოთ ღმერთი...“. უბრალოდ ყვირილი არ ნიშნავს, რომ თქვენში რეალობაა, და არც თქვენს სულიერ სიმტკიცეს ადასტურებს; თქვენ უნდა გქონდეთ ჭეშმარიტი ცოდნა და თქვენი ცოდნა უნდა გამოიცადოს.

თქვენ უფრო მეტი უნდა იკითხოთ იმ გამონათქვამებიდან, რომლებიც ღმერთმა ამ პერიოდში გამოხატა და თქვენი ქმედებები მათ შეადაროთ: აბსოლუტური ფაქტია, რომ თქვენ ნამდვილი და ჭეშმარიტი მაგალითი ხართ! როგორია თქვენი ცოდნის ხარისხი დღეს? თქვენი იდეები, თქვენი აზრები, თქვენი ქცევა, თქვენი სიტყვები და საქმეები — განა ყოველივე ეს არ წარმოადგენს მაგალითს ღვთის სიმართლისა და სიწმინდისთვის? განა თქვენი გამოხატულებები არ არის იმ გახრწნილი ბუნების გამოვლინება, რომელიც ღვთის სიტყვამ ამხილა? თქვენი აზრები და იდეები, თქვენი მოტივები და თქვენში გამომჟღავნებული გახრწნილება წარმოაჩენს ღვთის სამართლიან არსსა და მის სიწმინდეს. ღმერთიც უწმინდურების მიწაზე იშვა, თუმცა ის კვლავაც წაუბილწავი რჩება. ის თქვენთან ერთად იმავე უწმინდურ სამყაროში ცხოვრობს, თუმცა ფლობს გონიერებასა და აღქმას და სძულს უწმინდურება. თქვენ შესაძლოა ვერც კი ამჩნევდეთ ვერაფერს უწმინდურს თქვენს სიტყვებსა და საქმეებში, თუმცა მას შეუძლია ეს დაინახოს და მიგითითებთ მათზე. თქვენი ძველი თვისებები — აღზრდის, გამჭრიახობისა და გონიერების ნაკლებობა და ცხოვრების ჩამორჩენილი წესი — ახლა გაცხადებულია დღევანდელი მხილების საშუალებით; მხოლოდ ღმერთის დედამიწაზე მოსვლით და ამგვარი მოქმედებით ხედავენ ადამიანები მის სიწმინდესა და სამართლიან ბუნებას. ის განგსჯით და გსჯით თქვენ, რათა მეტი შეიმეცნოთ; ხანდახან თქვენი დემონური ბუნება ვლინდება და ის მიგითითებთ მასზე. მან ადამიანის არსი საკუთარი ხელისგულივით იცის. ის თქვენ შორის ცხოვრობს, იმავე საკვებს იღებს, რასაც თქვენ, და იმავე გარემოში ცხოვრობს — თუმცა ამის მიუხედავად, მან მეტი იცის; მას შეუძლია თქვენი მხილება და კაცობრიობის გახრწნილი არსის ჭვრეტა. მას არაფერი სძულს იმაზე მეტად, როგორც ადამიანთა ამქვეყნიური სიბრძნის ფილოსოფიები, სიცრუე და მზაკვრობა., მას განსაკუთრებით სძულს ხორციელი ურთიერთობები ის შეიძლება არ იცნობდეს ადამიანთა ამქვეყნიურ სიბრძნის ფილოსოფიებს, მაგრამ ნათლად ხედავს და ამხელს იმ გახრწნილ ბუნებას, რომელსაც ადამიანები ავლენენ. ის მოქმედებს, რათა ელაპარაკოს და ასწავლოს ადამიანს ამ ყოველივეს მეშვეობით, ის იყენებს ამას ადამიანთა განსასჯელად და საკუთარი სამართლიანი და წმინდა არსის გამოსავლენად. ამგვარად ხდებიან ადამიანები მისი საქმის მაგალითი. მხოლოდ ხორცშესხმულ ღმერთს შეუძლია ამხილოს ადამიანის გახრწნილი ბუნება და სატანის ყველა მახინჯი სახე. თუმცა ის არ გსჯით თქვენ და მხოლოდ მისი სიმართლისა და სიწმინდის მაგალითად გიყენებთ, თქვენ გრცხვენიათ და არ იცით სად დაიმალოთ, რადგან მეტისმეტად უწმინდურნი ხართ. ის საუბრობს იმ თვისებების გამოყენებით, რომლებიც ადამიანშია მხილებული და მხოლოდ ამის მხილების შემდეგ ხვდებიან ადამიანები, თუ რამდენად წმინდაა ღმერთი. ის არ უგულებელყოფს ადამიანებში არსებულ მცირედ უწმინდურებასაც კი, მათ გულებში არსებულ ბილწ აზრებსაც კი; თუ ადამიანთა სიტყვები და საქმეები მის განზრახვებს ეწინააღმდეგება, ის მათ არ პატიობს. მის სიტყვებში არ არის ადგილი ადამიანთა ან რაიმე სხვა სახის უწმინდურებისთვის — ყოველივე უნდა გამოაშკარავდეს. მხოლოდ მაშინ ხედავთ, რომ ის მართლაც არ ჰგავს ადამიანს. თუ ადამიანებში მცირედი უწმინდურებაა, მას ისინი სძულს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები იბნევიან და ამბობენ: „ღმერთო, რატომ ხარ ასე განრისხებული? რატომ არ ითვალისწინებ ადამიანურ სისუსტეებს? რატომ არ შეგიძლია ოდნავ მეტი შემწყნარებლობა? რატომ ხარ ასეთი გულგრილი მათ მიმართ? შენ ხომ ნათლად ხედავ, რა დონეზეა კაცობრიობა გახრწნილი, მაშ რატომ ეპყრობი მათ ასე?“. მას სძულს ცოდვა, მას სძულს ის და განსაკუთრებით სძულს, თუ თქვენში ურჩობის რაიმე კვალს მაინც ხედავს. როდესაც შენში ურჩი ბუნება ვლინდება, ის ხედავს ამას და ღრმად, განსაკუთრებული სიძულვილით სძულს იგი. სწორედ ამის მეშვეობით ვლინდება მისი არსი და ის, თუ ვინ არის ღმერთი. როდესაც თავს მას ადარებ, ხედავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის იმავე საკვებს მიირთმევს, რასაც ადამიანი, იმავე სამოსს ატარებს, იმავე ნივთებით სარგებლობს და მათთან ერთად ცხოვრობს, ის მაინც არ ჰგავს ადამიანს. განა ეს არ არის კონტრასტის არსი? სწორედ ამ ადამიანური თვისებების მეშვეობით ჩანს ღვთის ძალა; სწორედ სიბნელე ხდის თვალსაჩინოს სინათლის ფასდაუდებელ არსებობას.

რა თქმა უნდა, ღმერთი არ გხდით თქვენ საპირისპირო მაგალითად მხოლოდ ამისთვის. პირიქით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს საქმე გამოიღებს ნაყოფს, ვლინდება, რომ ადამიანის ურჩობა არის საპირისპირო მაგალითი უფლის სამართლიანი განწყობისა და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ხართ საპირისპირო მაგალითი, გეძლევათ შანსი შეიცნოთ უფლის სამართლიანი ბუნების ბუნებრივი გამოვლინება. თქვენ განიკითხებით და ისჯებით თქვენი ურჩობის გამო, მაგრამ ასევე თქვენი ურჩობაა, რაც გხდით თქვენ საპირისპირო მაგალითად და სწორედ თქვენი ურჩობის გამო იღებთ იმ დიდ მადლს, რომელსაც ღმერთი განიჭებთ. თქვენი ურჩობა არის საპირისპირო მაგალითი უფლის ყოვლისშემძლეობისა და სიბრძნისა და ასევე თქვენი ურჩობის გამოა, რომ თქვენ მოიპოვეთ ამგვარად დიდი ხსნა და კურთხევა. თუმცა თქვენ მრავალგზის იქენით განკითხულნი ჩემ მიერ, თქვენ მიიღეთ უდიდესი ხსნა, რომელიც ადამიანს მანამდე არასდროს მიუღია. ამ საქმეს თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „საპირისპირო მაგალითად“ ყოფნაც კი მეტად ღირებულია თქვენთვის: თქვენ გადარჩით და მოიპოვეთ ხსნის მადლი იმიტომ, რომ საპირისპირო მაგალითი ხართ, განა ასეთ მაგალითს არ აქვს უდიდესი ფასეულობა? განა მას არ აქვს უდიდესი მნიშვნელობა? იმის გამო, რომ თქვენ იმავე სამეფოში, იმავე უწმინდურ მიწაზე ცხოვრობთ, სადაც ღმერთი, თქვენ ხართ საპირისპირო მაგალითი და იღებთ უდიდეს ხსნას. ღმერთი რომ არ განკაცებულიყო, ვინ გამოიჩენდა წყალობას თქვენ მიმართ და ვინ იზრუნებდა თქვენზე, ასეთ მდაბალ ადამიანებზე? ვინ იზრუნებდა თქვენზე? ღმერთი რომ არ განკაცებულიყო თქვენ შორის საქმის შესასრულებლად, როდის მიიღებდით ამ ხსნას, რომელიც თქვენზე წინამორბედებს არასდროს ჰქონიათ? მე რომ არ განვკაცებულიყავი თქვენზე საზრუნავად, თქვენი ცოდვების განსასჯელად, განა დიდი ხნის წინ არ ჩაცვივდებოდით ჯოჯოხეთში? მე რომ არ განვკაცებულიყავი და არ დამემდაბლებინა თავი თქვენ შორის, როგორ იქნებოდით ღირსნი, რომ ყოფილიყავით საპირისპირო მაგალითი უფლის სამართლიანი ბუნებისა? განა იმიტომ არ ხართ საპირისპირო მაგალითი, რომ მე განვკაცდი და მოვედი თქვენ შორის, რათა თქვენთვის უდიდესი ხსნის მოპოვების შესაძლებლობა მომეცა? განა ამ ხსნას იმიტომ არ იღებთ, რომ მე განვკაცდი? ღმერთი რომ არ განკაცებულიყო თქვენთან ერთად საცხოვრებლად, განა მაინც აღმოაჩენდით, რომ ადამიანურ ჯოჯოხეთში ძაღლებსა და ღორებზე უარესი ცხოვრებით ცხოვრობთ? განა იმიტომ არ ისჯებით და განიკითხებით, რომ ჩემი ხორციელი საქმის საპირისპირო მაგალითი ხართ? არცერთი საქმე არ არის თქვენთვის ისე შესაფერისი, როგორც ასეთ მაგალითად ყოფნა, რადგან სწორედ იმის გამო, რომ საპირისპირო მაგალითი ხართ, გადარჩებით განკითხვისას. განა არ გრძნობთ, რომ ასეთ მაგალითად ყოფნის ღირსად გახდომა თქვენი ცხოვრებისეული კურთხევაა? თქვენ მხოლოდ საპირისპირო მაგალითის საქმეს ასრულებთ, თუმცა იღებთ ისეთ ხსნას, როგორიც მანამდე არასდროს გქონიათ და ვერც კი წარმოიდგენდით. დღეს თქვენი მოვალეობაა იყოთ საპირისპირო მაგალითი, ხოლო თქვენი კუთვნილი ჯილდოა მომავალში მარადიული კურთხევით ტკბობა. ხსნა, რომელსაც მოიპოვებთ, არ არის რაიმე წარმავალი წვდომა ან დღევანდელი დღისთვის განკუთვნილი დროებითი ცოდნა, არამედ უფრო დიდი კურთხევაა: სიცოცხლის მარადიული განგრძობადობა. თუმცა მე გამოვიყენე „საპირისპირო მაგალითი“ თქვენს დასაპყრობად, უნდა იცოდეთ, რომ ეს ხსნა და კურთხევა მოცემულია თქვენს მოსაპოვებლად; ეს გახლავთ თქვენი დაპყრობისთვის, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ უკეთ შევძლო თქვენი ხსნა. „საპირისპირო მაგალითი“ ფაქტია, მაგრამ მიზეზი იმისა, რომ თქვენ ასეთი მაგალითი ხართ, თქვენი ურჩობაა და სწორედ ამის გამო მოიპოვეთ კურთხევა, რომელიც მანამდე არავის მოუპოვებია. დღეს თქვენ გაიძულებენ დაინახოთ და მოისმინოთ; ხვალ თქვენ მიიღებთ და, მეტიც, დიდად იკურთხებით. მაშ, განა საპირისპირო მაგალითს არ აქვს უდიდესი ფასეულობა? დღევანდელი დაპყრობის საქმის შედეგები მიიღწევა თქვენი ურჩი ბუნებით, რომელიც საპირისპირო მაგალითად გვევლინება. ეს ნიშნავს, რომ დასჯისა და განკითხვის მეორე ეტაპის კულმინაციაა თქვენი უწმინდურებისა და ურჩობის საპირისპირო მაგალითად გამოყენება, რაც საშუალებას გაძლევთ იხილოთ უფლის სამართლიანი ბუნება. როდესაც განკითხვისა და დასჯის მეორე ეტაპისას კვლავ მორჩილნი გახდებით, მაშინ უფლის მთელი სამართლიანი ბუნება აშკარად გაცხადდება თქვენ წინაშე. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენი მხრიდან დაპყრობის საქმის მიღება დასრულდება, ეს ასევე იქნება დრო, როდესაც დაასრულებთ საპირისპირო მაგალითის საქმის შესრულებას. ჩემი განზრახვა არ არის თქვენთვის იარლიყების მოწებება. პირიქით, მე ვიყენებ თქვენს როლს, როგორც მსახურებისას, რათა განვახორციელო დაპყრობის საქმის პირველი ეტაპი, რაც განაცხადებს უფლის სამართლიან და უმწიკვლო ბუნებას. თქვენი წინააღმდეგობის მეშვეობით, თქვენი ურჩობით, რომელიც საპირისპირო მაგალითად გვევლინება, მიიღწევა დაპყრობის საქმის მეორე ეტაპის შედეგები, რაც სრულად გიცხადებთ უფლის სამართლიან ბუნებას — იმას, რაც პირველ ეტაპზე ბოლომდე არ გაცხადებულა — და გიჩვენებთ უფლის სამართლიან ბუნებას მთლიანობაში, ყოველივე იმას, რაც ის არის და რაც მოიცავს მისი საქმის სიბრძნეს, საოცრებასა და უმანკო სიწმინდეს. მსგავსი საქმის შედეგი მიიღწევა სხვადასხვა პერიოდში დაპყრობისა და განკითხვის სხვადასხვა ხარისხის მეშვეობით. რაც უფრო მეტად უახლოვდება განკითხვა თავის პიკს, მით მეტად ააშკარავებს ის ადამიანთა ურჩ ბუნებას და მით უფრო ეფექტურია დაპყრობის საქმე. დაპყრობის ამ საქმის შესრულებისას ვლინდება უფლის სამართლიანი ბუნება მთლიანობაში. დაპყრობის საქმე ორ ნაბიჯად არის დაყოფილი და სხვადასხვა ეტაპსა თუ ხარისხს მოიცავს, შესაბამისად, მიღწეული შედეგებიც განსხვავებულია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა მორჩილების ხარისხი სულ უფრო ღრმავდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ადამიანების სრულად დაყენება სრულყოფილებისკენ მიმავალ სწორ გზაზე; მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაპყრობის მთელი საქმე დასრულდება (როდესაც განკითხვის მეორე ეტაპი თავის საბოლოო შედეგს მიაღწევს), ადამიანები აღარ განიკითხებიან, არამედ ეძლევათ უფლება, შეუდგნენ ცხოვრებისეული გამოცდილების სწორ გზას. რამეთუ განკითხვა დაპყრობის გამოხატულებაა, ხოლო დაპყრობა განკითხვისა და დასჯის ფორმას იღებს.

მხოლოდ ყველაზე ჩამორჩენილსა და უწმინდურ ადგილებში განკაცებით შეუძლია ღმერთს თავისი წმინდა და სამართლიანი ბუნების მთლიანობის გამოვლენა. და რის მეშვეობით ვლინდება მისი სამართლიანი ბუნება? იგი ვლინდება ადამიანის ცოდვების განკითხვით, სატანის განკითხვით, ცოდვისადმი მისი ზიზღითა და იმ მტრების სიძულვილით, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან და მის მიმართ ამბოხდებიან. სიტყვები, რომლებსაც დღეს ვამბობ, წარმოთქმულია ადამიანის ცოდვების განსასჯელად, ადამიანის უსამართლობის განსასჯელად, ადამიანის ურჩობის დასაწყევლად. ადამიანის სიმრუდე და მზაკვრობა, ადამიანის სიტყვები და საქმეები — ყოველივე, რაც ღმერთის განზრახვებთან წინააღმდეგობაშია, უნდა დაექვემდებაროს განკითხვას, ხოლო ადამიანის ყოველგვარი ურჩობა ცოდვად არის დახასიათებული. მისი სიტყვები განკითხვის პრინციპების გარშემო ტრიალებს; ის იყენებს ადამიანის უსამართლობის განკითხვას, ადამიანის ურჩობის დაწყევლასა და ადამიანის ყველა მახინჯი სახის მხილებას თავისი სამართლიანი ხასიათის ჩვენებისთვის. სიწმინდე მისი სამართლიანი ხასიათის გამოხატულებაა და, ფაქტობრივად, მისი სიწმინდე არის მისი სამართლიანი ხასიათი. თქვენი გახრწნილი ხასიათი არის დღევანდელი სიტყვების კონტექსტი — მე ვსაუბრობ და განვიკითხავ და ვასრულებ დაპყრობის საქმეს ამ ყველაფერზე დაყრდნობით. მხოლოდ ეს არის პრაქტიკული საქმე და მხოლოდ ამგვარად შეიძლება ღმერთის სიწმინდის სრულად გამოკვეთა. თუ შენში გახრწნილი ბუნების კვალიც კი არ არის, მაშინ ღმერთი არ განგიკითხავს შენ და არც თავის სამართლიან ბუნებას გიჩვენებს. ვინაიდან შენ გაქვს გახრწნილი ბუნება, ღმერთი არ დაგინდობს და სწორედ ამის მეშვეობით ვლინდება მისი სიწმინდე. ღმერთს რომ დაენახა, რომ ადამიანის უწმინდურება და ურჩობა მეტისმეტად დიდია, მაგრამ არ ეთქვა ან არ განეკითხე, არც დაესაჯე შენი უსამართლობისთვის, მაშინ ეს დაამტკიცებდა, რომ ის არ არის ღმერთი, რამეთუ მას არ ექნებოდა ცოდვისადმი სიძულვილი; ის ისეთივე უწმინდური იქნებოდა, როგორც ადამიანი. დღეს სწორედ შენი უწმინდურების გამო განგიკითხავ შენ და სწორედ შენი გახრწნილებისა და ურჩობის გამო გსჯი შენ. მე არ ვაჩვენებ ჩემს ძალაუფლებას თქვენ წინაშე და არც განზრახ გჩაგრავთ თქვენ; მე ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, ვინც ამ უწმინდურ მიწაზე დაიბადეთ, ასე სასტიკად ხართ წაბილწულნი. თქვენ უბრალოდ დაკარგეთ თქვენი ღირსება და ადამიანობა, იმ ღორებივით, რომლებიც ბინძურ ადგილებში ცხოვრობენ. სწორედ თქვენი უწმინდურებისა და გახრწნილობის გამო განიკითხებით და სწორედ ამიტომ გადმოვღვრი ჩემს რისხვას თქვენზე. სწორედ ამ სიტყვების განკითხვის წყალობით შეძელით დაგენახათ, რომ ღმერთი არის სამართლიანი ღმერთი და რომ ღმერთი არის წმინდა ღმერთი; სწორედ მისი სიწმინდისა და მისი სამართლიანობის გამო განგიკითხავთ თქვენ და გადმოღვრის თავის რისხვას თქვენზე; სწორედ იმიტომ, რომ ის ხედავს კაცობრიობის ურჩობას, გამოაჩენს თავის სამართლიან ხასიათს. კაცობრიობის უწმინდურება და გახრწნილება გამოაჩენს მის სიწმინდეს. ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ის თავად ღმერთია, რომელიც წმინდა და უმანკოა და მაინც უწმინდურ მიწაზე ცხოვრობს. თუ ადამიანი სხვებთან ერთად ტალახში იფლობა და მასში არაფერია წმინდა და არ გააჩნია სამართლიანი ხასიათი, მაშინ ის არ არის ღირსი, რომ განსაჯოს ადამიანის უსამართლობა და არც იმისთვის არის შესაფერისი, რომ განახორციელოს ადამიანის განკითხვა. როგორ შეეძლოთ ერთნაირად უწმინდურ ადამიანებს განეკითხათ ისინი, ვინც მათივე მსგავსია? მხოლოდ თავად წმინდა ღმერთს შეუძლია განსაჯოს მთელი უწმინდური კაცობრიობა. როგორ შეეძლო ადამიანს ადამიანის ცოდვების განკითხვა? როგორ შეეძლო ადამიანს დაენახა ადამიანის ცოდვები და როგორ შეეძლო ადამიანს ყოფილიყო ღირსი ადამიანის დასაგმობად? ღმერთი რომ არ ყოფილიყო ღირსი ადამიანის ცოდვების განსასჯელად, მაშინ როგორ იქნებოდა ის თავად სამართლიანი ღმერთი? სწორედ იმის გამო, რომ ადამიანები ავლენენ გახრწნილ ბუნებას, ღმერთი საუბრობს მათ განსასჯელად და მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მათ დაინახონ, რომ ის არის წმინდა ღმერთი. ღმერთი განიკითხავს და სჯის ადამიანს მისი ცოდვების გამო და ამხელს ამ ცოდვებს. ვერცერთი ადამიანი თუ საგანი ვერ გაექცევა ამ განკითხვას. ყოველივე უწმინდური განიკითხება მის მიერ. მხოლოდ ამგვარად ვლინდება უფლის ბუნება, როგორც სამართლიანი. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ თქვენ ხართ საპირისპირო მაგალითი როგორც სახელით, ისე საქმით?

დიდი განსხვავებაა ისრაელში შესრულებულ საქმესა და დღევანდელ საქმეს შორის. იეჰოვა წინამძღოლობდა ისრაელიანთა ცხოვრებას და მაშინ არ იყო ამდენი განწურთვა და განკითხვა, რადგან იმ დროს ადამიანებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ სამყაროს შესახებ და მცირედით ჰქონდათ გახრწნილი ხასიათი. მაშინ ისრაელიანები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ იეჰოვას. როდესაც მან უთხრა მათ, აეგოთ სამსხვერპლოები, მათ სწრაფად ააგეს ისინი; როდესაც მან უთხრა მათ, ეტარებინათ მღვდლების სამოსი, ისინი დაემორჩილნენ. იმ დღეებში იეჰოვა ჰგავდა მწყემსს, რომელიც მწყემსავს ცხვრის ფარას, ცხვრები კი მიჰყვებიან მწყემსის მითითებებს და ბალახობენ საძოვარზე; იეჰოვა წინამძღოლობდა მათ ცხოვრებას, ასწავლიდა მათ, თუ როგორ ეჭამათ, ჩაეცვათ, ეცხოვრათ და ემოგზაურათ. ეს არ იყო უფლის ხასიათის გაცხადების დრო, რადგან მაშინდელი კაცობრიობა ახალშობილი იყო; ცოტანი იყვნენ ურჩნი და მოწინააღმდეგენი, კაცობრიობაში არ იყო ბევრი უწმინდურება და ამიტომ ადამიანებს არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ ფონი უფლის განწყობისა.სწორედ უწმინდური მიწიდან გამოსული ადამიანების მეშვეობით ხდება უფლის სიწმიდე აშკარა; დღეს ის იყენებს ამ უწმინდური მიწის ხალხის მიერ გამოვლენილ უწმინდურებას და ის განწურთავს და ამგვარად, განკითხვისას ვლინდება მისი ნამდვილი არსი. რატომ განსჯის ის? მას შეუძლია წარმოთქვას განკითხვის სიტყვები, რადგან სძულს ცოდვა; როგორ იქნებოდა ის ასე განრისხებული, რომ არ სძულდეს კაცობრიობის ურჩობა? მასში რომ არ ყოფილიყო სიძულვილი, არავითარი ზიზღი, თუ ის ყურადღებას არ მიაქცევდა ადამიანთა ურჩობას, მაშინ ეს დაამტკიცებდა, რომ ის ისეთივე უწმინდურია, როგორც ადამიანი. ის, რომ მას შეუძლია განსაჯოს და დასაჯოს ადამიანი, არის იმიტომ, რომ მას სძულს უწმინდურება და ის, რაც მას სძულს, მასში არ არსებობს. მასშიც რომ ყოფილიყო წინააღმდეგობა და ურჩობა, მას არ შესძულდებოდა ისინი, ვინც მოწინააღმდეგენი და ურჩნი არიან. უკანასკნელი დღეების საქმე ისრაელში რომ ხორციელდებოდეს, ამას აზრი არ ექნებოდა. რატომ სრულდება უკანასკნელი დღეების საქმე ჩინეთში, ყველაზე ბნელ და ჩამორჩენილ ადგილას? ეს არის მისი სიწმიდისა და სიმართლის გამოსააშკარავებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო ბნელია ადგილი, მით უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს უფლის სიწმიდე. ფაქტობრივად, ყოველივე ეს უფლის საქმის გულისთვისაა. მხოლოდ დღეს აცნობიერებთ, რომ ღმერთი ჩამოვიდა ზეციდან თქვენ შორის დასადგომად, რაც თქვენი უწმინდურებითა და ურჩობით არის წარმოჩენილი, და მხოლოდ ახლა შეიცნობთ ღმერთს. განა ეს არ არის უდიდესი ამაღლება? ფაქტობრივად, თქვენ ხართ ჩინეთში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც იქნენ რჩეულნი. და რადგან თქვენ იყავით რჩეულნი და დატკბით უფლის მადლით, და რადგან თქვენ არ ხართ შესაფერისნი ასეთი დიდი მადლით დასატკბობად, ეს ამტკიცებს, რომ ყოველივე ეს არის თქვენი უზენაესი ამაღლება. ღმერთი გამოგეცხადათ თქვენ და განგიცხადათ თავისი წმინდა განწყობა მთლიანობაში, მან ყოველივე ეს მოგცათ თქვენ და გაგხადათ ყველა იმ კურთხევის მოზიარე, რომლითაც კი შეიძლებოდა დამტკბარიყავით. თქვენ არა მხოლოდ იგემეთ უფლის სამართლიანი ხასიათი, არამედ, მეტიც, იგემეთ უფლის ხსნა, უფლის გამოსყიდვა და უფლის უსაზღვრო, უსასრულო სიყვარული. თქვენ, ყველაზე უწმინდურნი ყოველთა შორის, დატკბით ასეთი დიდი მადლით — განა კურთხეულნი არ ხართ? განა ეს არ არის თქვენი აღზევება უფლის მიერ? თქვენ ყველაზე დაბალი სტატუსი გაქვთ ყველას შორის; თქვენ შინაგანად უღირსნი ხართ ასეთი დიდი კურთხევის მისაღებად, თუმცა უფალმა გამონაკლისი დაუშვა შენი ამაღლებით. განა არ გრცხვენია? თუ შენ არ ძალგიძს შენი მოვალეობის შესრულება, მაშინ საბოლოოდ შეგრცხვება საკუთარი თავის და შენვე დასჯი საკუთარ თავს. დღეს შენ არც გწვრთუნიან და არც განიკითხები; შენი ხორციელი სხეული უვნებელია — მაგრამ საბოლოოდ, ეს სიტყვები შენ სამარცხვინოდ გაგხდის. დღემდე მე ჯერ კიდევ არავინ დამისჯია აშკარად; ჩემი სიტყვები შეიძლება მკაცრი იყოს, მაგრამ როგორ ვიქცევი ადამიანების მიმართ? მე მათ ვანუგეშებ, ვაგონებ და ვახსენებ. ამას სხვა არავითარი მიზეზით არ ვაკეთებ, თუ არა თქვენი ხსნისთვის. მართლა არ გესმით ჩემი განზრახვების? თქვენ უნდა გესმოდეთ, რას ვამბობ და ამით შთაგონებულნი იყოთ. მხოლოდ ახლა არიან ბევრი ისეთნი, ვისაც ესმის. განა ეს არ არის საპირისპირო ფონად ყოფნის კურთხევა? განა საპირისპირო ფონად ყოფნა ყველაზე დიდი კურთხევა არ არის? საბოლოოდ, როდესაც სახარების საქადაგებლად წახვალთ, თქვენ იტყვით ამას: „ჩვენ ტიპური საპირისპირო ფონი ვართ. ისინი გკითხავენ: „რას ნიშნავს, რომ ტიპური საპირისპირო ფონი ხართ?“ და შენ იტყვი: „ჩვენ ვართ საპირისპირო ფონი უფლის საქმისა და მისი დიდებული ძალის“. უფლის მართალი განწყობა მთლიანად ჩვენი ურჩობით არის ნათელში გამოტანილი; ჩვენ ვართ უფლის უკანასკნელი დღეების საქმის მომსახურების ობიექტები, ჩვენ ვართ მისი საქმის დანამატები და ასევე მისი იარაღები“. როდესაც ისინი ამას მოისმენენ, დაინტერესდებიან. შემდეგ შენ იტყვი: „ჩვენ ვართ ნიმუშები და მოდელები უფლის მიერ მთელი სამყაროს საქმის დასრულებისა და მის მიერ მთელი კაცობრიობის დამორჩილებისთვის. ვართ თუ არა წმინდანი თუ უწმინდურნი, საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც უფრო კურთხეულნი ვართ, ვიდრე თქვენ, რამეთუ ჩვენ ვიხილეთ ღმერთი და ჩვენი დამორჩილების შანსის მეშვეობით ნაჩვენებია უფლის დიდი ძალა; მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უწმინდურნი და გახრწნილნი ვართ, წარმოჩნდა მისი სამართლიანი ხასიათი. ძალგიძთ თუ არა, რომ ამგვარად დაამოწმოთ უფლის უკანასკნელი დღეების საქმე? თქვენ არ ხართ ამის ღირსნი! ეს სხვა არაფერია, თუ არა უფლის მიერ ჩვენი ამაღლება! თუმცა შეიძლება არ ვიყოთ ამპარტავნები, ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვადიდოთ ღმერთი, რამეთუ ვერავინ დაიმკვიდრებს ასეთ დიდ აღთქმას და ვერავინ დატკბება ასეთი დიდი კურთხევით. ჩვენ ასე მადლიერნი ვართ, რომ ჩვენ, ვინც ასე უწმინდურნი ვართ, შეგვიძლია ვიმუშაოთ საპირისპირო ფონად უფლის მართვისას.“ და როდესაც ისინი იკითხავენ: „რა არის ნიმუშები და მოდელები?“, შენ იტყვი: „ჩვენ ვართ კაცობრიობის ყველაზე ურჩი და უწმინდური ნაწილი; ჩვენ ყველაზე ღრმად ვიყავით გახრწნილნი სატანის მიერ და ვართ ხორციელად ყველაზე ჩამორჩენილნი და მდაბალნი. ჩვენ ვართ კლასიკური მაგალითები მათი, ვინც სატანამ გამოიყენა. დღეს ჩვენ ვიქენით რჩეულნი უფლის მიერ, როგორც პირველნი კაცობრიობას შორის დასამორჩილებლად და ჩვენ ვიხილეთ უფლის სამართლიანი ხასიათი და დავიმკვიდრეთ მისი აღთქმა; ჩვენ გამოგვიყენებენ უფრო მეტი ადამიანის დასამორჩილებლად. ამგვარად, ჩვენ ვართ ნიმუშები და მოდელები კაცობრიობაში დამორჩილებულთა შორის“. არ არსებობს ამ სიტყვებზე უკეთესი დამოწმება და ეს არის შენი საუკეთესო გამოცდილება.

წინა: დაპყრობის საქმის ნამდვილი ამბავი (1)

შემდეგი: მოაბის შთამომავლების ხსნის მნიშვნელობა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება