პუნქტი მეთხუთმეტე: მათ არ სწამთ ღმერთის არსებობის და უარყოფენ ქრისტეს არსს (ნაწილი პირველი)

I. ანტიქრისტეებს არ სწამთ ღმერთის არსებობის

დღეს ჩვენ თანაზიარებას ვმართავთ ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინების მეთხუთმეტე პუნქტზე — მათ არ სწამთ ღმერთის არსებობის და უარყოფენ ქრისტეს არსს. ეს პუნქტი ამხელს ორ გამოვლინებას, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ღმერთს და ქრისტეს, რაც წარმოადგენს ანტიქრისტეების არსს. ორივე ეს გამოვლინება პირდაპირ მიემართება თავად ღმერთს, მოიცავს რა, ერთი მხრივ, ღვთის სულს, ხოლო მეორე მხრივ, ღვთის განკაცებულ ხორცს. ანტიქრისტეებს არ სწამთ ღმერთის არსებობის და არც მის განკაცებულ ხორცს აღიარებენ. ეს არის შეხედულებები, რომლებსაც ანტიქრისტეები ღვთის მიმართ ატარებენ, და ძირითადი გამოვლინებებია იმისა, თუ როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები ღმერთს. ამჯერად ჩვენ არ გავმართავთ თანაზიარებას ამ ორი ძირითადი გამოვლინების არსზე; ნაცვლად ამისა, პირველ რიგში განვიხილოთ, როგორ ვლინდება ანტიქრისტეების ურწმუნოება ღმერთის არსებობის მიმართ, ანუ რა აზრები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, კონკრეტული ქცევები, გამოვლინებები და მიდგომები აქვთ ანტიქრისტეებს ღმერთის მიმართ, რაც ამტკიცებს, რომ არ სწამთ მისი არსებობის. არსებობს თუ არა ამ ურწმუნოების კონკრეტული გამოვლინებები? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ანტიქრისტეების ურწმუნოება ღმერთის არსებობის მიმართ უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ ამ ფაქტს და უარყოფენ ღმერთის არსებობას. გულის სიღრმეში მათ სწამთ, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ ღვთის სული, თავად ღმერთი და შემოქმედი, უხილავი და არარსებულია. მათთვის სახელდება „ღმერთი“ არის ცარიელი და ადამიანური წარმოსახვის ნაყოფი. განა ამის ახსნა და ამაზე თანაზიარება მარტივი არ არის? როგორ უკავშირდება ეს ანტიქრისტეების არსს? როგორ ვლინდება კონკრეტულად? განა ეს არ არის ბუზის სპილოდ გადაქცევა? მართლაც ასეთი რთულია?“ სწორია აზროვნების ეს მიმართულება? თქვენ რომ გთხოვონ თანაზიარება თემაზე, რომ ანტიქრისტეებს არ სწამთ ღმერთის არსებობა, როგორ წარმართავდით თანაზიარებას და როგორ გაკვეთდით საკითხს? მაგალითად, განვიხილოთ განსაკუთრებით მზაკვარი პიროვნება. შეგიძლია, ისაუბრო მათი მზაკვრობის კონკრეტულ გამოვლინებებზე? თუ მხოლოდ იმას იტყვი: „ეს ადამიანი ძალიან მზაკვარია და მუდმივად იტყუება ისე, რომ ერთი მართალი სიტყვაც არ დასცდენიაო“, ამით დაასრულებ თანაზიარებას? როგორია მზაკვრობის კონკრეტული მდგომარეობები და გამოვლინებები? როგორ შეგიძლია გააანალიზო ამ ადამიანის მზაკვრობა? რა მიდგომებს იყენებს იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში თავის წარმართვისთვის და საქმეების მოსაგვარებლად? რა მეთოდებით მოქმედებს იგი სამყაროსთან მიმართებაში? როგორია მათი თვისებები? როგორია მათი შეხედულება ადამიანებზე, მოვლენებსა და საგნებზე? როგორ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ ეს ადამიანი ძალიან მზაკვარია? ნუთუ არ არსებობს კონკრეტული მახასიათებლები? ნამდვილად არსებობს კონკრეტული მახასიათებლები. საქმე მხოლოდ იმას არ ეხება, თუ რა არის მზაკვრობა ან რომელი ქმედებებია მზაკვრული, და არც მხოლოდ ამ ტერმინის განმარტებას, არამედ საჭიროა, გააანალიზო მათი კონკრეტული გამოვლინებები, ქცევები, აზრები, შეხედულებები, საქმეების მოგვარების მათეული მეთოდები, თვისებები და ასე შემდეგ. მზაკვარი ადამიანების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ არასდროს გადაუშლიან გულს თანაზიარებისთვის და სათქმელს საუკეთესო მეგობარსაც არ გაანდობენ. ისინი უკიდურესად ანგარიშიანი და გამოუცნობნი არიან. სინამდვილეში ასეთი პიროვნება, შესაძლოა, არც ხნიერი იყოს, არც ბევრი რამ ჰქონდეს ნანახი და, შეიძლება, მცირე გამოცდილება ჰქონდეს, თუმცა მაინც უკიდურესად ანგარიშიანი და გამოუცნობია. ასაკთან შედარებით მეტისმეტად ცბიერნი არიან. განა ბუნებით მზაკვარი ადამიანი ასეთი არ არის? იმდენად ღრმად მალავენ თავს, რომ ვერავინ წვდება მათ ნამდვილ არსს. რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ, რთულია იმის გარჩევა, რა არის მართალი და რა — ტყუილი; და არავინ იცის, როდის ამბობენ სიმართლეს ან როდის იტყუებიან. გარდა ამისა, განსაკუთრებით დახელოვნებულნი არიან შენიღბვასა და ეშმაკობაში. ხშირად უქმნიან ადამიანებს მცდარ შთაბეჭდილებას და მალავენ სიმართლეს, რის გამოც ყველა მხოლოდ მათ ყალბ სახეს ხედავს. ინიღბებიან ამაღლებულ, კეთილ, სათნო და უმანკო ადამიანებად, ისეთებად, ვინც ყველას მოსწონს და ვისაც ყველა აღიარებს, და ბოლოს, ყველა მათ სცემს თაყვანს და მათკენ მიუწევს გული. რაც არ უნდა დიდი დრო გაატარო ასეთ ადამიანთან, ვერასდროს გაიგებ, რას ფიქრობს. მათ გულში აქვთ დაფარული შეხედულებები და დამოკიდებულებები ყველა სახის ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის მიმართ. ამ ყოველივეს არავის უმხელენ. ამ საკითხებზე თანაზიარებას არც უახლოეს მესაიდუმლესთან ეწევიან. როდესაც ღვთის წინაშე ლოცულობენ, შესაძლოა, მაშინაც არ გაამხილონ გულში ჩარჩენილი სათქმელი ან საკუთარი თავის შესახებ სიმართლე. მეტიც, ცდილობენ, კეთილშობილ, სულიერ და ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებად შენიღბონ თავი. ვერავინ ხედავს, როგორი ხასიათი აქვთ და როგორი ადამიანები არიან სინამდვილეში. ეს არის მზაკვრობის გამოვლინებები. მაგალითად, განვიხილოთ ზარმაცი ადამიანი. რა არის სიზარმაცის კონკრეტული გამოვლინებები? ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „სიზარმაცე არის ის, როცა საერთოდ არაფერს აკეთებ, უბრალოდ მთელი დღე ზიხარ, არ გინდა განძრევა ან რამეზე ზრუნვა და არც ლაპარაკი გსურს“. არის თუ არა ეს სიზარმაცის კონკრეტული, არსებითი გამოვლინებები? (არა, ეს მხოლოდ რამდენიმე ზედაპირული ფენომენია.) მაშინ, რა არის სიზარმაცის არსებითი გამოვლინებები? უპირველეს ყოვლისა, არსებობს ორი ძირითადი გამოვლინება: პირველი, ნებისმიერი სიძნელის ატანის სურვილის უქონლობა, ტვიღთისგან და პასუხისმგებლობისგან გაქცევა, რასაც უნდა აკეთებდნენ, გამუდმებული წუწუნი, როცა მათი სხეული მცირე დისკომფორტს განიცდის, ან რაიმე მცირე სიძნელესა თუ ცოტაოდენ დაღლილობას წააწყდებიან; მეორე, ნებისმიერი სამუშაოს კეთებისადმი ზიზღი; უნდათ სიამოვნებით სავსე ცხოვრება, ამჯობინებენ დასვენებას და არ უყვართ შრომა, დროს ფუჭად კარგავენ და უმიზნოდ ატარებენ დღეებს; ასევე, გაუთავებლად წუწუნებენ და საიმედოდ იმალებიან, როდესაც მუშაობა უწევთ. ეს არის სიზარმაცის ორი მთავარი გამოვლინება; აქ კონკრეტულ გამოვლინებებზე არ ვისაუბრებთ. ავიღოთ, მაგალითად, ღორმუცელა ადამიანი. რა არის ღორმუცელობის კონკრეტული გამოვლინებები? ეს ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი რამ არის, რაც ადვილად უნდა ამოვიცნოთ და გავაანალიზოთ, არა? (ფიზიკური სიამოვნების მუდმივი დევნა, მუდმივი სურვილი, გემრიელი საჭმელი მიირთვან და დაიკმაყოფილონ გემრიელი საკვებისადმი ლტოლვა.) (გემრიელი კერძების მიმართ დაუოკებელი მადა.) ეს ღორმუცელობის გამოვლინებებია. განა არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმის გაგონებაზე, რომ სადღაც გემრიელი საჭმელია, ყველაფერს კადრულობენ მის მოსაძებნად? მაგალითად, დავუშვათ, სადღაც ახალი რესტორანი გაიხსნა, სადაც მრავალფეროვანი გემრიელი კერძებია, მაგრამ ცოტა ძვირია, შორს მდებარეობს და მის მისაგნებად მანქანით ერთი საათის სავალი გზაა. ადამიანთა უმრავლესობა იფიქრებს, რომ მხოლოდ ჭამის გამო ამდენი ხნის მგზავრობა არ ღირს. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ჭამა უყვართ, ამ რესტორნის გაგონებაზე იფიქრებენ: „ერთი საათის სავალი შორი არ არის. განა ცხოვრება ჭამა, სმა და გართობა არ არის? წავიდეთ, ვჭამოთ!“ თუმცა, იმავე ადამიანს თავისი პირდაპირი საქმისთვის რომ სთხოვო ერთი საათი მანქანით სიარული, ფიქრს დაიწყებს: „იქ წასვლით ხომ არ დავიღლები? ამდენი დროის დაკარგვა და იქ მუშაობა რაში გამომადგება? ცუდ ხალხს თუ შევეყარე, რა ვქნა? საწვავი თუ გამითავდა? იქ რა უნდა ვჭამო, მზა საჭმელი დამხვდება? ადგილობრივ გარემოს თუ ვერ შევეწყვე? ღამით რომ ვერ დავიძინო?“ ისინი საკუთარ საქმესთან დაკავშირებით ზედმეტად ბევრს ფიქრობენ და ყველგან დაბრკოლებებს ხედავენ. მაგრამ, როცა საქმე გემრიელ საჭმელს ეხება, მზად არიან, ყველა წინააღმდეგობა გადალახონ; ყველა პრობლემა ქრება და ზედმეტი ფიქრის თავიც აღარ აქვთ. ეს ღორმუცელობის კონკრეტული გამოვლინებებია. ამას აქ მხოლოდ მოკლედ ვახსენებ; ვრცლად აღარ გავაგრძელებ.

დავუბრუნდეთ დღევანდელი თანაზიარების თემას. რა არის ანტიქრისტეების მხრიდან ღმერთის არსებობისადმი ურწმუნოების გამოვლინებები? რა კონკრეტულ აზრებს, შეხედულებებსა და მდგომარეობებს ავლენენ ისინი? როცა მათ თავს რაღაც ხდება, რა დამოკიდებულებები, შეხედულებები და იდეები აქვთ, რაც ამტკიცებს, რომ მათ სინამდვილეში არ სწამთ ღმერთის არსებობის? განა არ ღირს ამაზე თანაზიარება? ანტიქრისტეებს არ სწამთ ღმერთის არსებობა; რა არის ამ ურწმუნოების დეტალები და კონკრეტული გამოვლინებები? (რაც უნდა მოხდეს, მათ არ სწამთ, რომ ეს ღმერთის წარმართული მოწყობილი, და არ შეუძლიათ, ამის მიღება ღვთისაგან.) (მათ არ სჯერათ, რომ ღმერთი აჯილდოებს კეთილს და სჯის ბოროტს, ამიტომ თავხედურად სჩადიან ბოროტებას.) ეს არის რამდენიმე კონკრეტული გამოვლინება. ანტიქრისტეებს არ სწამთ ღმერთის არსებობის. ღმერთის არსებობის ურწმუნოება უარყოფაა. რას უარყოფენ ისინი, რაც ამტკიცებს, რომ ღმერთის არსებობას უარყოფენ? (ისინი უარყოფენ ღმერთის ვინაობას, როგორც შემოქმედის.) (უარყოფენ, რომ ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს და ფლობს უზენაეს ხელმწიფებას.) (ისინი უარყოფენ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, და უარყოფენ, რომ ღვთის მიერ განკითხვისა და გაკიცხვის საქმეს შეუძლია ადამიანთა გახრწნილების გაწმენდა და მათი სატანისგან გადარჩენა.) რომელია ამ განცხადებებიდან ყველაზე წარმომადგენლობითი და არსებითი? ღვთის ვინაობისა და მისი უზენაესი ხელმწიფების უარყოფა — განა ეს არ არის წარმოამდგენლობითი? განა ეს არ არის არსებითი საკითხები? (არის.) ღმერთის არსებობის რწმენა, ერთი მხრივ, ღვთის ვინაობისა და არსის აღიარებას გულისხმობს. უფრო მეტიც, ღვთის ვინაობისა და არსის რწმენის საფუძველზე, ეს არის იმ ფაქტის მიღება და აღიარება, რომ ფლობს უზენაეს ხელმწიფებას. განა ეს არ არის ღმერთის არსებობის სრული რწმენა? განა ეს ორი პუნქტი არ არის გადამწყვეტი? (არის.) ეს ორი ყველაზე არსებითი საკითხია. ამიტომ, ანტიქრისტეების მხრიდან ღმერთის არსებობისადმი ურწმუნოების გასაანალიზებლად, ჩვენ ჯერ ორი რამ უნდა გავაანალიზოთ: პირველი, ანტიქრისტეები უარს ამბობენ ღვთის ვინაობისა და არსის აღიარებაზე; მეორე, ანტიქრისტეები უარს ამბობენ ღვთის უზენაესი ხელმწიფების აღიარებაზე. ამ ორ პუნქტში სხვა ასპექტებიც მოიაზრება. ადრე თანაზიარება გვქონდა იმის შესახებ, რომ ანტიქრისტეები არ აღიარებენ, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება, რომ ღვთის სიტყვები არის ჭეშმარიტება, ან რომ ღმერთს შეუძლია ადამიანების გადარჩენა. ეს ხომ ფაქტია. თუმცა, აქ იმას ვამბობ, რომ ანტიქრისტეებს საფუძველშივე არ სწამთ, რომ არსებობს ღმერთი და საფუძველშივე არ სჯერათ ღმერთის არსებობის. ამ საკითხის ანტიქრისტეების პერსპექტივიდან გაანალიზება — კერძოდ, მათი მხრიდან ღვთის ვინაობისა და არსის უღიარებლობა და უარის თქმა ღვთის უზენაესი ხელმწიფების აღიარებაზე — გაცილებით ძლიერი და წარმომადგენლობითი იქნება.

ა. უარის თქმა ღვთის ვინაობისა და არსის აღიარებაზე

დავიწყოთ პირველი პუნქტის თანაზიარებით: ანტიქრისტეები უარს ამბობენ ღვთის ვინაობისა და არსის აღიარებაზე. რა არის ღვთის ვინაობა? ყველა შექმნილი არსებისთვის ღმერთი შემოქმედია, მაშ, რა არის მისი უზენაესი ვინაობა? (უზენაესი ხელმწიფება ყოველივეზე.) ეს სახელდებაც ზუსტია, თუმცა რა არის ღვთის ჭეშმარიტი ვინაობა? ღვთისადმი მიმართვისას შეგიძლია პირდაპირ მოიხსენიო როგორც „ყოველივეს უზენაესი ხელმწიფე”? ეს ჰგავს დედის ვინაობას, რომელიც შენთვის არის „მშობელი და გამზრდელი”, მაგრამ შეგიძლია, დედას მიმართო ასე: „შენ, ვინც გამაჩინე და გამზარდე”? (არა.) როგორ მიმართავ? (დედა.) ეს დედის მიმართვის შენეული ფორმაა. ამრიგად, შემოქმედის სახელდება, უზენაესი ხელმწიფე, არის ღმერთი და მხოლოდ თავად ღმერთს შეიძლება ეწოდოს ღმერთი. ყველა ქმნილისა და არაქმნილისთვის ღმერთი არის ღმერთი; მისი ვინაობაა უზენაესი ხელმწიფე, ხოლო სახელდება არის ღმერთი. ამ სახელდების მატარებელი არის თავად ღმერთი. მხოლოდ ღვთის სახელდების ღირსი ფლობს ღვთის ვინაობასა და არსს. მოდი, ახლა ნუ ვისაუბრებთ „არსზე”, ვისაუბროთ „ვინაობაზე”. თავად ღმერთი, რომელიც ფლობს ღვთის ვინაობას, აკეთებს ღვთის საქმეებს, გამოხატავს ღვთის ხასიათს, წინ მიუძღვის კაცობრიობას და ღვთის მეთოდების გამოყენებით ფლობს უზენაეს ხელმწიფებას კაცობრიობასა და ყოველივეზე. მათთვის, ვისაც სწამს ღმერთის და აღიარებს ღვთის ვინაობას, ღვთის ყველა ქმედების აღქმა რადიკალურად განსხვავდება ანტიქრისტეების თვალთახედვისგან. ვინც სწორად იგებს ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, ის დაინახავს მისი ქმედების მეთოდებს და კიდევ უფრო დარწმუნდება მის არსებობაში, რომელიც ყველაფერში ვლინდება. ამის საპირისპიროდ, თვალთახედვა, მიდგომა და კუთხე, საიდანაც ანტიქრისტეები უყურებენ ყველაფერს, სრულიად ეწინააღმდეგება მათსას, ვისაც ღვთის არსებობის სწამს. სწორედ ამის გამო, ანტიქრისტეები სიკვდილს არჩევენ, ვიდრე ირწმუნონ ღვთის არსებობა ან ის, რომ ის, ვისაც ამ ყველაფრის კეთება შეუძლია, ფლობს ღვთის ვინაობას; და რომ მხოლოდ ის არის ღმერთად სახელდების ღირსი და იმსახურებს, ხალხმა ღმერთად მოიხსენიოს.

რაც შეეხება მრავალ საკითხს, რომელიც ყველაფერსა და კაცობრიობის წიაღში არსებობს, იქნება ეს შეუიარაღებელი თვალით ხილული თუ უხილავი, ადამიანები, თუ მათ ღვთის სიტყვებისა და ნორმალური ადამიანურობის რაციონალურობის პრიზმაში შეხედავენ და გაიაზრებენ, აღმოაჩენენ, რომ ღმერთი კაცობრიობას ყველაფერში წინ მიუძღვის და რომ ის, მართლაც, არსებობს. ყველაფრის კანონზომიერებები და განვითარება იმართება და ლაგდება უხილავი, აღუწერელი წესების ერთობლიობით; მაშ, ვის აქვს ამ ყველაფრის მართვისა და დალაგების უნარი? არცერთ დიდ პიროვნებას და არცერთ გმირს, და ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბუნებრივი მოვლენა. პირიქით, ეს არის ის, უხილავი და ხელშეუხებელი, მაგრამ ადამიანისთვის აღქმადი, ვინც ამ ყველაფერზე უზენაეს ხელმწიფებას ფლობს. ვინ არის ეს? ეს ღმერთია. განა ღმერთის არსებობის რწმენა არ არის ის მინიმალური გონიერება, რაც ადამიანებს უნდა გააჩნდეთ? განა ეს არ არის ყველაზე მინიმალური, ძირეული თვალთახედვა და კუთხე, საიდანაც ადამიანებმა ყველაფერს უნდა შეხედონ? თუმცა, ანტიქრისტეებს ეს გონიერება არ გააჩნიათ, ამიტომაც არ უყურებენ მოვლენებს ამგვარი თვალთახედვითა და რაკურსით. ხოლო რაც შეეხება ღვთის მიერ დალაგებულ საკითხებს, რომლებსაც კაცობრიობა მხოლოდ აღიქვამს და რომელთა შესახებაც ღმერთს მკაფიო ენით არაფერი უთქვამს, ანტიქრისტეები მათ დამთხვევად, ადამიანთა ნახელავად, ბუნებრივად წარმოქმნილად ან, სულაც, ადამიანთა მიერ წარმოსახულ და მანიპულირებულ მოვლენებად მიიჩნევენ. რაოდენ მტკიცედ უნდა დაემოწმო ღვთის არსებობას, რამდენი ფაქტიც უნდა გამოიყენო იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი ყველგანაა, რომ ღმერთს გააჩნია ღვთის ვინაობა და რომ მხოლოდ მას, ვისაც გააჩნია ღვთის ვინაობა, შეუძლია ამ ყველაფრის კეთება და ყველაფრის მოწესრიგებულად დალაგება, და რომ ისეთი ხელმწიფეა, ვისაც ღვთის ვინაობა გააჩნია — ასე შეხედავენ ამას ანტიქრისტეები? ასე გაიგებენ? (არა.) რამდენი ფაქტიც უნდა წარუდგინო მათ ამის დასამტკიცებლად, ანტიქრისტეები არც დაიჯერებენ და არც აღიარებენ ამას. თუნდაც გარეგნულად არაფერს ამბობდნენ და თუნდაც არ გააჩნდეთ არანაირი მტკიცებულება ამის გასაქარწყლებლად, გულის სიღრმეში ასჯერ უფრო მეტად არ ეთანხმებიან და უარყოფენ ამას, და ამის უკან მთელ რიგ კითხვის ნიშნებს სვამენ. მათ ჰგონიათ, რომ ადამიანები, რომლებსაც ღვთის ვინაობის სწამთ, სულელები არიან, რომ ისინი შემცდარნი არიან და რომ ეს ისეთი რამ არის, რასაც მხოლოდ მოუმწიფებელი აზროვნების მქონენი გააკეთებდნენ და იფიქრებდნენ. მათი თვალთახედვით, ადამიანის თავისუფალი ნება თავად ადამიანმა უნდა აკონტროლოს და თავისუფლად გამოხატოს. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანებმა ყველა მიმდინარე მოვლენაზე საკუთარი აზრი ისე უნდა ჩამოაყალიბონ, როგორც თავად ისურვებენ, და რომ ეს მოვლენები მეცნიერული მეთოდებითა და თვალთახედვით უნდა განიხილებოდეს, რომ ადამიანები არ იყვნენ ასეთი ცრუმორწმუნენი, არ უნდა ხსნიდნენ ყველაფერს ღვთის ხელმწიფებით და არ უნდა უდგებოდნენ ყველაფერს ღვთის ხელმწიფების პოზიციიდან. მაგალითად, ეკლესიაში ბევრ ძმასა და დას, მას შემდეგ, რაც მათ ღვთის ხსნა მიიღეს, ნანახი აქვს ღვთის მიერ მოხდენილი მრავალი ნიშანი და სასწაული. ისინი მოწმობენ, თუ როგორ მიუძღვებოდა ღმერთი მათ იმ დროს, როგორ დაანახა ამ მოვლენების მეშვეობით, რომ იგი ნამდვილად არსებობს და რომ ისინი ჭეშმარიტად მის მიერ იყო განხორციელებული, ასევე იმ უდიდესი კურთხევისა და მადლის შესახებ, რაც ამ მოვლენების მეშვეობით მიიღეს. მტკიცებულება სახეზეა — როგორც დამოწმებებში, ისე ფიზიკურ ფაქტებში. ამ დამოწმებებითა და ფიზიკური მტკიცებულებებით მტკიცდება მათი რწმენა, ვისაც ღვთის არსებობის სწამს, მაგრამ მათი მოსმენის შემდეგ იცვლება იმ ანტიქრისტეების თვალთახედვა, ვისაც ღვთის არსებობის არ სწამს? (არა.) საიდან იცი? იქიდან, რომ რამდენად ჭეშმარიტადაც უნდა ისაუბრო ან რამდენი ადამიანიც არ უნდა ადასტურებდეს შენს მოწმობას, ანტიქრისტეები მაინც არ ირწმუნებენ. ისინი იტყვიან: „სანამ თავად არ გამოვცდი, თუ ნანახი არ მაქვს, ესე იგი, არ არსებობს. ის, რაც თქვენ გადაგხდათ, მხოლოდ დამთხვევა და შემთხვევითობა იყო. განა ყველას არ გამოუცდია ცხოვრებაში სახიფათო ან შემთხვევითი მოვლენები? განა ამ დამთხვევებისა და შემთხვევითობების არსებობა ამტკიცებს, რომ ღვთის ნამოქმედარია? ამტკიცებს ეს იმას, რომ ღმერთი აკეთებს ამას? იქნებ უბრალოდ შენი წარმოსახვაა, იქნებ უბრალოდ გაგიმართლა, რომ გვერდით ვინმე კეთილისმყოფელი გედგა, ან იქნებ უბრალოდ შენი სიკვდილის დრო არ იყო და შემთხვევით გადაურჩი სიკვდილს”. ხედავ? აღიარებენ ისინი იმას, რაც ღმერთმა ამ ადამიანებისთვის გააკეთა? (არა, არ აღიარებენ.) მათ არ სწამთ და არ აღიარებენ იმას, რაც ღმერთმა ძმებისა და დებისთვის მოიმოქმედა; ასევე არ სჯერათ, რომ ღმერთს შეუძლია ასეთი საქმეების აღსრულება ან რომ ის, რაც ძმებმა და დებმა გამოსცადეს, მართლაც მოხდა. მათ ჰგონიათ: „როგორ შეიძლება ასეთი რამ არსებობდეს ამქვეყნად? თუ არსებობს, ეს მხოლოდ ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია. როგორც იტყვიან: «რაზეც დღე ფიქრობ, ღამეც ის გესიზმრებაო. ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზიაა.» როდესაც ანტიქრისტეები ისმენენ, თუ როგორ გამოსცადეს ძმებმა და დებმა გარკვეული ნიშნები და სასწაულები, ღვთის განსაკუთრებული მადლი და კურთხევა, ან ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელია, მათ ამის არ სჯერათ. მაშ, შეუძლიათ ანტიქრისტეებს, დაიჯერონ იმ ნათლის მოფენისა და გზამკვლევობის შესახებ, რასაც ძმები და დები ღვთის სიტყვების გამოცდილებისას იღებენ? მათ ამისიც არ სჯერათ. არ სჯერათ, რომ ღმერთი ნათელს ჰფენს, ანათებს და წინამძღოლობს ადამიანებს. ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ადამიანური გონებიდან, ადამიანის ცოდნაზე დაფუძნებული ანალიზიდან და წვდომიდან მოდის, და რომ სწორედ ეს ქმნის ამ გამოცდილებით მოწმობებს. მათ სწამთ: „თუ ადამიანები ამ მიმართულებით ბევრს იფიქრებენ და ამაში ძალისხმევას ჩადებენ, ნუთუ არ მიიღებენ გარკვეულ ცოდნას? თუ მეც ჩავდებ ძალისხმევას, ბევრს ვიფიქრებ და ღრმად ჩავუფიქრდები ამ საკითხს, მაშინ, სტატიის წერის მსგავსად, მეც შევძლებ რაიმე გამოცდილებითი დამოწმების მოფიქრებას.“ ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ძმებისა და დების გამოცდილებით მოწმობებს, სადაც ისინი მოწმობენ, თუ როგორ წარუძღვა მათ ღმერთი, როგორ მოჰფინა ნათელი და გაანათა, როგორ განსაჯა, გაკიცხა, გასხლა და დამოძღვრა ისინი, და როგორ მოაწყო ღმერთმა სიტუაციები მათ გამოსაცდელად და გამოსაწრთობად, ასევე — იმას, თუ როგორ მივიდნენ აქედან ღვთის განზრახვების წვდომამდე და ასე შემდეგ, — ანტიქრისტეები არ აღიარებენ და არ სჯერათ ღვთის არცერთი ამ საქმის. მათ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია. ანტიქრისტეები არ აღიარებენ და არ სჯერათ იმ მოვლენების, რაც ძმებსა და დებს შორის ხდება. ადასტურებს ეს ანტიქრისტეების არსს, რომელიც სრულიად უარყოფს ღვთის ვინაობის აღიარებას? სინამდვილეში, ეს არ არის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ანტიქრისტეების არსი ღვთის ვინაობის აღიარებას უარყოფს.

მოდით, დროებით გავცდეთ ეკლესიასა და დებსა და ძმებს და გამოვიკვლიოთ ანტიქრისტეთა შეეხდულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, ადამიანთა ჯგუფებს შორის და რეალურ ცხოვრებაში. რა არის ეს საკითხები? (ადამიანების დაბადება, დაბერება, ავადმყოფობა და სიკვდილი, ასევე სოციალური ცვლილებები, პოლიტიკური ძვრები და სტიქიური უბედურებების შემთხვევები. ანტიქრისტეები ვერ ცნობენ ღვთის ხელმწიფებას ამ ყოველივეში) (ანტიქრისტეებს არ სწამთ, რომ ადამიანთა ბედისწერა ღვთის ხელთ არის; ამის ნაცვლად, მათ სურთ, საკუთარი ორი ხელით შექმნან მშვენიერი სამშობლო.) ეს არის კონკრეტული გამოვლინებები, რომლებიც ეხება საკითხის არსს. შეუძლიათ თუ არა ანტიქრისტეებს დაინახონ, რომ ადამიანის ბედისწერა, სიცოცხლე და სიკვდილი, და ყველა ის გამოცდილება, რასაც თითოეული ადამიანი გადის ცხოვრებაში, ღვთის ხელმწიფების ქვეშ არის? მათ არ შეუძლიათ ამის დანახვა. მაგალითად, საზოგადოებაში არსებობს პოპულარული გამონათქვამი: „ისინი, ვინც ხიდებს აშენებენ და გზებს აკეთებენ, ბრმები რჩებიან, ხოლო მკვლელებისა და ცეცხლის წამკიდებლების შთამომავლობა მრავლდება.“ არის კი ეს გამონათქვამი რაიმეს არსებითი წესი? არის ეს ჭეშმარიტება? არის ეს ფილოსოფიური თეორია? (არა.) მაშ, საიდან მოდის ეს გამონათქვამი? ნამდვილად არა მათგან, ვისაც ღმერთი სწამს; ეს არის ზედაპირული ფენომენი სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების პირობებში, მთელი კაცობრიობის განვითარების განმავლობაში. ხალხს სჯერა, რომ სამყაროს აკლია სამართლიანობა, რომ რაც უფრო მეტ კარგ საქმეს აკეთებს ადამიანი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ დაბრმავდეს და მეტ შურისძიებას გადაეყაროს, ხოლო რაც უფრო მეტ ბოროტებას სჩადის ადამიანი, მით უფრო მეტად ჰყვავის და წარმატებას აღწევს სამყაროში. განა შეესაბამება კაცობრიობაში არსებულ სხვადასხვა საგანთა განვითარების კანონზომიერებები ამ გამონათქვამს რაიმე ფორმით? ასევე არსებობს გამონათქვამი: „კეთილები ადრე კვდებიან, ხოლო ბოროტები ღრმა სიბერემდე ცოცხლობენ.“ რანაირმა ადამიანებმა შექმნეს ეს გამონათქვამი? ასეთი ტიპის გამონათქვამები ხალხისთვის ცნობილია, როგორც ხალხური ანდაზები; რანაირ ადამიანებს შეუძლიათ ასეთი ანდაზების წარმოთქმა? არიან კი ისინი ღვთის მორწმუნენი? არიან კი ისინი ადამიანები, რომლებსაც სწამთ ღვთის არსებობა? (არა.) არსებობენ გარკვეული სახის ცინიკოსები, რომლებიც წარუმატებელნი არიან საზოგადოებასა და ხალხში, რომლებსაც ყველგან დაბრკოლებები ხვდებათ, აქვთ მძიმე ბედი და აუსრულებელი მისწრაფებები, და ისინი არ ჰყვავიან, სადაც კი უნდა წავიდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეულწილად კომპეტენტურნი და უნარიანნი არიან, თუმცა ვერ შეძლეს თავის გამოჩენა, აყვავება, სხვებისთვის გადასწრება ან წინაპრებისთვის სახელის გათქმა. სადაც უნდა წავიდნენ, მათ რიყავენ, ჩაგრავენ და სდევნიან, მათ კი არ შესწევთ უნარი, თავი დააღწიონ ამ ყველაფერს. საბოლოოდ, მიდიან დასკვნამდე: „საზოგადოებასა და კაცობრიობაში არ არსებობს სამართლიანობა; არ არსებობს ისეთი რამ, როგორიც არის კეთილის დაჯილდოება და ბოროტის დასჯა, ანდა შურისგება. ცუდი ადამიანები დაუსჯელად სჩადიან ბოროტებას, ხოლო კეთილი ადამიანები, რომლებსაც ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, მაგალითად, გასცემენ შემოწირულობებს და ეხმარებიან ღარიბებს, საბოლოოდ არ იღებენ ჯილდოებს. ამიტომ ნუ იქნები კეთილი; ეს უსარგებლოა. კეთილი ადამიანები საბოლოოდ ბრმავდებიან — ამის ნაცვლად, ადამიანი ბოროტი უნდა იყო.“ რადგან ისინი წარუმატებელნი არიან სამყაროსა და ადამიანთა ჯგუფებში, ისინი წუწუნებენ მსოფლიოში სამართლიანობისა და სიმართლის ნაკლებობაზე, და ასევე მხსნელის არარსებობაზე. ისინი ფიქრობენ, რომ მათ ყველა უსამართლოდ მოექცა, რადგან ვერავინ ამჩნევს მათ ძლიერ მხარეებს ან კომპეტენციას და არავინ ნიშნავს მათ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. ამრიგად, ისინი ქმნიან ამგვარ დამახინჯებულ თეორიას, რათა იწუწუნონ კაცობრიობასა და სამყაროზე. სინამდვილეში არსებობს ამ სხვადასხვა მოვლენის მიზეზები? არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები? აბსოლუტურად! ანტიქრისტეებსაც ამ ხალხის მსგავსი შეხედულება აქვთ; მათ არ სწამთ, რომ ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე და არც ის სჯერათ, რომ სამართლიანია ყველაფერი, რაზეც ღმერთი — ღვთის ვინაობის მქონე — ხელმწიფებს. ამიტომ, ანტიქრისტეები არა მხოლოდ ვერ აღიარებენ, რომ ღმერთის ყოველი ქმედება მის ვინაობას წარმოადგენს, არამედ საზოგადოებაში გავრცელებული დამახინჯებული თეორიები და მწვალებლობებიც სწამთ. ისინი ამ დამახინჯებულ თეორიებსა და მწვალებლობებს ჭეშმარიტებად მიიჩნევენ და გულის ღმერთებად მხოლოდ მათ მოიხსენიებენ, ვინც ამქვეყნად აყვავებას ახერხებს, ვისაც თაყვანს სცემენ და მიჰყვებიან, ანდა მათ, ვისაც მათ გულებში ღმერთების ვინაობა გააჩნია. მაგალითად, ჩინურ ლეგენდებში არსებობენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან: დასავლეთის დედა დედოფალი, იადის იმპერატორი, რვა უკვდავი, გუანიინი და ბუდა — სწორედ ესენი არიან, ვისაც ანტიქრისტეები გულის სიღრმეში ნამდვილად ეთაყვანებიან. ამ ლეგენდებში იადის იმპერატორი ყველაზე დიდებულია; მას აქვს ძალა, ზეციურ სამეფოში დასაჯოს ცოდვილები და ჩამოაგდოს ისინი მიწიერ სამყაროში. როდესაც ანტიქრისტეები ამას ისმენენ, მათ დიდი აღტაცება ეუფლებათ და ფიქრობენ: „იადის იმპერატორი ნამდვილად ღმერთია! მას აქვს ღმერთის შესაფერისი იერი, ზნე და უნარები!“ ეს ლეგენდები, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული უკვდავები, რომლებსაც ფართო საზოგადოება შესაწირს სწირავს, ადამიანებზე ღრმა შთაბეჭდილებას ახდენენ. მათ სჯერათ: „ამ ეგრეთ წოდებულ უკვდავებს დიდი უნარები და ძალა აქვთ. ისინი იმსახურებენ ღმერთების წოდებას. მათ შეუძლიათ, ზეციურ სამეფოში მიიღონ გადაწყვეტილება სამყაროში მომხდარ ყოველ უსამართლო და არადამაკმაყოფილებელ საკითხთან დაკავშირებით, და თუ ვინმე სამართალს ეძებს, მათგან პასუხს მიიღებს. მაგალითად, ისეთი ისტორიული ფიგურები, როგორებიცაა ბაო გონგი და გუან გონგი, სულიერ სამყაროში კაცობრიობისთვის სამართალს იცავენ. როდესაც ადამიანს უსამართლოდ ეპყრობიან და სასამართლოები უსამართლოა, თუ ისინი თავიანთ საქმეს ბაო გონგს ან გუან გონგს წარუდგენენ, მათ გარანტირებული აქვთ სამართლიანობის მიღება.“ ადამიანებს სჯერათ, რომ ხალხური ზღაპრების ეს პერსონაჟები კაცობრიობისთვის სამართლიანობის აღსრულებას, ბოროტი ადამიანების დასჯას და სამყაროში ყოველივე უსამართლობის გამოსწორებას ახერხებენ, რაც მათ, ვინც იტანჯება და იბრძვის, ცრემლების ღვრის შეწყვეტის საშუალებას აძლევს. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოების ფსკერზე მყოფ ღარიბ ადამიანებს, უუნაროებსა და ჩაგრულებს, მხოლოდ შესაწირის გაღება, რწმენა და ამ ფიგურებისთვის მიყოლა სჭირდებათ, რათა თავი დააღწიონ ყოველგვარ ტანჯვას და გადალახონ ყველა ის შეურაცხყოფა და ჩაგვრა, რასაც აწყდებიან. ანალოგიურად, ანტიქრისტეებს გულსა და გონებაში სჯერათ, რომ ღმერთები ისეთები უნდა იყვნენ, როგორებიც არიან ეგრეთ წოდებული ბოდჰისატვა და ბუდა, რომლებიც კაცობრიობის ყველა ტანჯვას გადაჭრიან და ადამიანებს უბედურების ზღვიდან იხსნიან. მაგალითად, კაცი, რომლის დედაც განუკურნებელი სენით იყო დაავადებული და მედიცინა ვეღარ შველოდა, ძალიან მოსიყვარულე შვილი იყო და არ უნდოდა დედის გარდაცვალება, ამიტომ ყოველდღე აკმევდა სამ ღერ საკმეველს და გუანინი ბოდჰისატვას კერპს გემრიელ საჭმელსა და სასმელს სწირავდა. შემდეგ აღთქმა დადო: თუ დედამისის ავადმყოფობა განიკურნებოდა და ის კიდევ 30 წელს იცოცხლებდა, სამაგიეროდ, საკუთარი სიცოცხლის 30 წელს სიამოვნებით დათმობდა, სიცოცხლის ბოლომდე ვეგეტარიანელი გახდებოდა და აღარასდროს მოუსპობდა სიცოცხლეს არცერთ ცოცხალ არსებას. საკმევლის კმევის, თაყვანისცემის, ამ აღთქმის დადებისა და გულწრფელი გულის შეწირვის შემდეგ, დედამისი განიკურნა. ნიშნავდა კი ეს იმას, რომ ბოდჰისატვამ მისი აღთქმა გაიგონა? ნიშნავდა კი ეს იმას, რომ დედამისი დამატებით 30 წელს იცოცხლებდა და ის — 30 წლით ნაკლებს? არა. მაგრამ რადგან მას სწამდა, დარწმუნებული იყო, რომ ეს ჭეშმარიტი იყო. შემდეგ მან თავისი აღთქმის შესრულება ვეგეტარიანელობით დაიწყო. ერთ დღეს მან იფიქრა: „დედაჩემი განიკურნა და მისი დღეგრძელობა უკვე აღარ არის პრობლემა, შემიძლია, მომავალში აღთქმა დავარღვიო? შემიძლია ქათმის ბარკალი შევჭამო? თუ მომინდება ჭამა, შემიძლია.” ქათმის ბარკლის შეჭმისთანავე მან თავი კარგად იგრძნო და გულიც დაუმშვიდდა, მაგრამ მეორე დღეს ღებინება და ფაღარათი დაეწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლოდ იყო, მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. მეოთხე დღეს მან იფიქრა: „ეს ბოდჰისატვას სასჯელია? არ მაძლევს უფლებას, რომ ხორცი ვჭამო? როგორც ჩანს, სიტყვები, რომლებიც ადრე წარმოვთქვი, მართლაც ძალაში იყო — ხორცს ვერ შევჭამ!“ როცა ეს იფიქრა, სასწრაფოდ დააკმია კიდევ სამი ღერი საკმეველი, შესწირა უამრავი გემრიელი საკვები და აღიარა თავისი ცოდვა. მისი ავადმყოფობა მეორე დღესვე განიკურნა. როდესაც დაინახა, რომ ბოდჰისატვა ასეთი ეფექტიანი იყო, მან კიდევ უფრო მტკიცედ ირწმუნა: „როდესაც ადამიანები მოქმედებენ, ბოდჰისატვა მათ უყურებს. არ უნდა ვცადო მისი მოტყუება, უნდა დავიცვა ჩემი აღთქმა, თორემ მის სასჯელს მივიღებ! “ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად იგრძნო, რომ წოდება „ბოდჰისატვა“ წმინდა და ხელშეუხებელი იყო. ის ყოველდღიურად აკმევდა სამ ღერ საკმეველს და შესაწირავებს სწირავდა ფესტივალებისა და დღესასწაულების დროს. დროთა განმავლობაში ამ ადამიანში განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ კერპები, რომლებსაც ადამიანები შესაწირავებს სწირავენ, – ჟადეების იმპერატორი, გუანინის ბოდჰისატვა, გუან გონგი და ასე შემდეგ, – ღმერთები არიან. მათი სტატუსი ამ ადამიანების გულში კიდევ უფრო შეურყეველი გახდა, ყოველგვარი ეჭვისა და უნდობლობის გარეშე. მაშინაც კი, თუ ანტიქრისტეებს არ გამოუცდიათ ეს ყველაფერი ან არ შეუწირავთ შესაწირავები ამ კერპებისა თუ თიხის ფიგურებისთვის სახლში, ისინი მაინც პერიოდულად ისმენენ ან აწყდებიან მსგავს რამეებს თავიანთ სოციალურ წრეებში. მაგალითად, ისინი ისმენენ, თუ როგორ განკურნა ბუდამ მავანი ავადმყოფობისგან ან როგორ აღასრულა სამართალი ბოროტი ადამიანების დასჯით, ან როგორ გამდიდრდა ვიღაც მას შემდეგ, რაც ფენ შუის ოსტატმა მათ სახლში რაღაცები გადააადგილა, ან თუ როგორ განაპირობა ფენ შუის ან იინ-იანგის ოსტატებთან სამარხებისა და საფლავების არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციამ ის, რომ მათი შთამომავლები მაღალი რანგის თანამდებობის პირები გახდნენ ან დიდ წარმატებას მიაღწიეს კარიერაში, და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ანტიქრისტეების გონებაში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ღმერთებს უნდა გააჩნდეთ ისეთი შესაძლებლობები და ძალაუფლებები, როგორიც ამ ეგრეთ წოდებულ ბუდებსა და იმპერატორებს აქვთ, რომლებსაც ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან და ხედავენ. ისინი იმასაც ფიქრობენ, რომ ღმერთები უნდა ჰგავდნენ იმ კერპებს, რომლებსაც ადამიანები შესაწირავებს სწირავენ, უნდა ავლენდნენ ადამიანთა შორის გარკვეულ ნიშნებსა და სასწაულებს, რათა შიში და გაოცება დათესონ. და თუ ღმერთი ამას არ აკეთებს, მაშინ ისინი ფიქრობენ, რომ ის ღმერთად არ უნდა მიიჩნეოდეს. ღმერთების შესახებ ასეთი შეხედულებებითა და გაგებით, რად იქცევა ღმერთის კონცეფცია ანტიქრისტეებისთვის? მათ გონებაში ჟადეების იმპერატორის მსგავსი არსება, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ დროსა და ადგილას გაეგზავნა ზეციური ჯარისკაცები, რათა ზეციური კანონების დამრღვევნი მოკვდავთა სამყაროში ჩაეყარა, ნამდვილად არის ღმერთი, და ის, ვინც ფლობს ღმერთის ვინაობას. ანდა, კერპი, რომელსაც ადამიანები შესაწირავებს სწირავენ და რომელსაც შეუძლია, მათ გამდიდრებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებად გახდომის შესაძლებლობა მისცეს — ანტიქრისტეებისთვის ასეთი არსებებიც მიიჩნევიან ღირსად, რომ ფლობდნენ ღმერთის ვინაობას. ეს არის ანტიქრისტეების შინაგანი აღქმა და გაგება ღმერთის ვინაობის შესახებ. მაშ, როდესაც ღმერთი მოქმედებს იმ მიწაზე, სადაც დიდი წითელი დრაკონი ბუდობს, და ზოგიერთი ძმა და და დაპატიმრებულია, ეკლესია დაზიანებულია, ხოლო ღმერთის საქმე დაბრკოლებული და დარღვეულია — რას ფიქრობენ ანტიქრისტეები? „თუ ეს ღმერთია, რატომ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამეები ეკლესიაში? როდესაც ძმებსა და დებს აპატიმრებენ, ღმერთმა უნდა აჩვენოს ხილვები ცაში, მოავლინოს ქუხილი და რისხვა, რათა აიძულოს ბოროტი პოლიციელები, რომლებიც ძმებსა და დებს აპატიმრებენ, შეშინებული ვირთხებივით გაიქცნენ. რატომ არასდროს მსმენია მსგავსი მოვლენების შესახებ? ეს ადამიანები ხომ ღმერთს მიჰყვებიან და ღვთის რჩეული ხალხია, რატომ არ შველის და იცავს მათ ღმერთი? დიდი წითელი დრაკონი ასე გააფთრებით და სასტიკად დევნის მათ, ვინც ღმერთს მიჰყვება. რატომ არ მოდის ღმერთი დედამიწაზე კაცობრიობისთვის სამართლიანობის აღსასრულებლად? რატომ არ აბრკოლებს ღმერთი დიდ წითელ დრაკონს? რატომ არ სჯის ის დიდ წითელ დრაკონს? უეჭველად, ისე ხომ არ იქნება, რომ ღმერთს, ღმერთის ვინაობით, მხოლოდ ჭეშმარიტების წარმოთქმა და მიწოდება შეეძლოს? ჟადეების იმპერატორთან, გუანინის ბოდჰისატვასთან და ბუდასთან შედარებით, არ ჩანს, რომ ღმერთს დიდი შესაძლებლობები და უნარები გააჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ღმერთს აქვს ძალა და ხელმწიფება, მაგრამ სად არის ეს ძალა და ხელმწიფება? განა ნამდვილად ღმერთია ის, ვისაც მხოლოდ ჭეშმარიტების მიწოდება შეუძლია და ვისაც ღმერთის ძალა და ხელმწიფება აკლია? როდესაც ძმები და დები დაპატიმრების პირას არიან, ღმერთმა ბოროტი პოლიციელების წინაშე კედელი უნდა აღმართოს, ან დააბრმავოს და დააინვალიდოს, გააგიჟოს ან გააბრიყვოს. მათ უნდა ესმოდეთ ხმა, გრძნობდნენ ძლიერ შეგრძნებას და ჰქონდეთ მკაფიო აზრი. რატომ არ აკეთებს ღმერთი მსგავს რამეებს? რატომ არ იძლევა ის არანაირ მინიშნებას, როდესაც ასეთი სიტუაცია ახლოვდება? როდესაც ადამიანები იტანჯებიან დაპატიმრების, წამებისა და დევნის გამო, რატომ არ აჩერებს ან რატომ არ სჯის ღმერთი ამ ეშმაკებსა და ბოროტ პოლიციელებს? როდესაც ძმებსა და დებს ხელბორკილებს ადებენ, როდესაც ხელკეტებს ურტყამენ, რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი? ჟადეების იმპერატორი ან გუანინის ბოდჰისატვა რომ ყოფილიყვნენ, ისინი არასოდეს დაუშვებდნენ, რომ მათ მიმდევრებს ასე ეტანჯათ. ისინი უეჭველად ჩაერეოდნენ და დაეხმარებოდნენ: ბოროტ პოლიციელებს დააბრმავებდნენ, სახეებს დაუსახიჩრებდნენ, გააგიჟებდნენ, ხელ-ფეხს დაულპობდნენ, სასიკვდილო სენს შეჰყრიდნენ და ერთმანეთის მკვლელობას აიძულებდნენ. რატომ არ აკეთებს ღმერთი ამას? ზუსტად სად არის ღმერთი? არსებობს ის საერთოდ? როდესაც გასაჭირი დგება, ღმერთი არ შველის ადამიანებს მაშინაც კი, თუ ისინი მის წინაშე ლოცულობენ და არც იმ გარემოებებს უქმნის მათ, რომ საფრთხეს დააღწიონ თავი. როდესაც ბოროტი პოლიციელები ამ დაუცველ ადამიანებს აწამებენ, საღი აზრი გვკარნახობს, რომ ღმერთი უნდა ჩაერიოს, დაეხმაროს და უბრალოდ გვერდიდან არ უნდა უყურებდეს, ვინაიდან ღმერთებს ხომ არ უყვართ მსოფლიოში უსამართლობების ხილვა და ღმერთები ადამიანთა ტანჯვისგან გადარჩენისა და ყველა არსების გასაჭირისგან დახსნისთვის არიან მოწოდებულნი. რატომ არ აკეთებს საერთოდ მსგავს რამეებს ეს ღმერთი, რომლელიც ახლა მწამს? ნამდვილად არსებობს ღმერთი, რომელიც მწამს?“ მრავალი რამის გადატანის შემდეგ ანტიქრისტეები მუდმივად დაბნეულნი და ეჭვით სავსენი არიან. ღმერთის რწმენის პერიოდშიც კი ისინი სამკითხაოდ დადიან მკითხავებთან და იინ-იანგის ოსტატებთან, რათა მომავალი გაიგონ: ნახონ, დააპატიმრებენ თუ არა მათ, წავა თუ არა მათი საქმე შეუფერხებლად, ეცდება თუ არა ვინმე ბოროტმოქმედი მათზე შურისძიებას, ან არსებობს თუ არა ციხის თავიდან აცილების გზა, თუკი ეს მათ ბედისწერაში წერია.

ღმერთის რწმენისა და მისი მიყოლის პროცესში ანტიქრისტეებს ყოველთვის უჩნდებათ წარმოდგენები ღმერთის ვინაობასა და არსთან დაკავშირებით და მათ ყოველთვის აეჭვებთ, რატომ საუბრობს ღმერთი მხოლოდ და რატომ არ ავლენს რაიმე ნიშნებსა და სასწაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეებიც კითხულობენ ღვთის სიტყვებს, მათი განზრახვა ჭეშმარიტების ძიება ან მიღება კი არ არის, არამედ ისინი ამას კითხულობენ შესწავლისა და განსჯის განწყობით. შედეგად, მათ არა მხოლოდ არ უვითარდებათ ჭეშმარიტი რწმენა, არამედ, რაც უფრო მეტად იკვლევენ, მით უფრო მეტად ეჭვიანები ხდებიან და მეტი წარმოდგენები ექმნებათ განკაცებულ ღმერთზე. მათი მთავარი წარმოდგენა ისაა, რომ ქრისტეს ზებუნებრივი ადამიანურობა უნდა გააჩნდეს. ისინი ფიქრობენ: „თუ ქრისტეს აქვს ნორმალური ადამიანურობა და არ აღასრულებს არანაირ ნიშნებსა და სასწაულებს, როგორ შეიძლება დამტკიცდეს, რომ ის ღმერთია?“ ანტიქრისტეების გულებში მხოლოდ ღვთის სულია ღმერთი და მხოლოდ ის ხორცია ღმერთი, რომელსაც ნიშნებისა და სასწაულების ჩვენება შეუძლია. თუ ხორცს მხოლოდ ნორმალური ადამიანურობა აქვს და არ აღასრულებს ნიშნებსა და სასწაულებს, მაშინ, მაშინაც კი, თუ მას შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა, იგი ღმერთად არ მიიჩნევა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ანტიქრისტეები ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებენ განკაცებული ღვთის არსს. რაც უნდა ბევრი რამ გადახდეთ მათ თავს, ანტიქრისტეს ტიპის ადამიანი არასდროს ცდილობს მათ მოგვარებას ღვთის სიტყვებში ჭეშმარიტების ძიებით, მით უმეტეს, არ ცდილობს მოვლენების ღვთის სიტყვების მეშვეობით დანახვას — რაც მთლიანად იმითაა განპირობებული, რომ მათ არ სჯერათ, რომ ღვთის სიტყვების თითოეული სტრიქონი ჭეშმარიტებას წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ თანაზიარებს ღვთის სახლი ჭეშმარიტებას, ანტიქრისტეები მიუღებელნი რჩებიან და, შედეგად, სწორი დამოკიდებულების ნაკლებობას განიცდიან, მიუხედავად იმისა, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ მიუდგნენ ღმერთს და ჭეშმარიტებას, ანტიქრისტეები ჯიუტად ამბობენ უარს საკუთარი წარმოდგენების გვერდზე გადადებაზე. ღმერთი, რომლისაც მათ სჯერათ, არის ღმერთი, რომელიც აღასრულებს ნიშნებსა და სასწაულებს — ზებუნებრივი ღმერთი. ნებისმიერს, ვისაც ნიშნებისა და სასწაულების აღასრულება შეუძლია — იქნება ეს გუანიინ ბოდჰისატვა, ბუდა თუ მაძუ — ისინი ღმერთებს უწოდებენ. მათ სჯერათ, რომ მხოლოდ ისინი, ვისაც შეუძლიათ ნიშნებისა და სასწაულების აღსრულება, არიან ღმერთები, რომლებსაც ღმერთების იდენტობა გააჩნიათ, ხოლო ისინი, ვინც ამას ვერ ახერხებენ, რაც უნდა ბევრი ჭეშმარიტება გამოხატონ, აუცილებლად ღმერთები არ არიან. მათ არ ესმით, რომ ჭეშმარიტების გამოხატვა არის ღვთის დიდი ძალა და ყოვლისშემძლეობა; ამის ნაცვლად, ფიქრობენ, რომ მხოლოდ ნიშნებისა და სასწაულების აღსრულება არის ღმერთების დიდი ძალა და ყოვლისშემძლეობა. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება განკაცებული ღვთის პრაქტიკულ საქმეს — ჭეშმარიტების გამოხატვას ადამიანთა დასაპყრობად და გადასარჩენად, ღვთის რჩეული ხალხის მორწყვას, მწყემსვასა და წინამძღოლობას, რაც მათ საშუალებას აძლევს, რეალურად განიცადონ ღვთის განკითხვა, გაკიცხვა, განსაცდელები და გამოწრთობა, და მივიდნენ ჭეშმარიტების შემეცნებამდე, განიშორონ საკუთარი გახრწნილი ხასიათი და გახდნენ ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან და თაყვანს სცემენ ღმერთს, და ასე შემდეგ — ანტიქრისტეები ამ ყველაფერს ადამიანის საქმედ მიიჩნევენ და არა ღვთისად. ანტიქრისტეების გონებაში ღმერთები სამსხვერპლოს უკან უნდა იმალებოდნენ და მათთვის შესაწირავი უნდა მიჰქონდეთ; ისინი უნდა ჭამდნენ ადამიანების მიერ შეთავაზებულ საკვებს, შეისუნთქავდნენ მათი დანთებული საკმევლის კვამლს, უწვდიდნენ დახმარების ხელს მაშინ, როდესაც ისინი გასაჭირში არიან, წარმოაჩენდნენ თავს ძალიან ძლიერად, უწევდნენ მყისიერ დახმარებას იმ ფარგლებში, რაც მათთვის გასაგებია, და აკმაყოფილებდნენ მათ საჭიროებებს, როდესაც ადამიანები დახმარებას სთხოვენ და თავიანთ თხოვნებში გულმოდგინენი არიან. ანტიქრისტეებისთვის მხოლოდ ასეთი ღმერთია ნამდვილი ღმერთი. ამავდროულად ყველაფერს, რასაც ღმერთი დღეს აკეთებს, ანტიქრისტეები ზიზღით ხვდებიან. და რატომ ხდება ასე? თუ ანტიქრისტეების ბუნება-არსებით ვიმსჯელებთ, ის, რასაც ისინი მოითხოვენ, არის არა მორწყვის, მწყემსვისა და ხსნის საქმე, რომელსაც შემოქმედი აღასრულებს ქმნილებების მიმართ, არამედ კეთილდღეობა და მათი სურვილების ასრულება ყველაფერში, რათა არ დაისაჯონ ამ ცხოვრებაში და მომავალ სამყაროში სამოთხეში მოხვდნენ. მათი თვალსაზრისი და საჭიროებები ადასტურებს ჭეშმარიტებისადმი მათი სიძულვილის არსს. ანტიქრისტეებს უყვართ ბოროტება, ზებუნებრივი მოვლენები და სასწაულები; და ისინი თაყვანსაც სცემენ სატანისა და ბოროტი სულების ქმედებებსა და ეშმას სიტყვებს — რაც ნეგატიური და ბოროტი რამ არის — როგორც ღვთაებრივს და როგორც ჭეშმარიტებას. ისინი ამ ყველაფერს მიიჩნევენ მთელი თავიანთი ცხოვრების თაყვანისცემისა და სწრაფვის ობიექტებად და ისეთ რამედ, რაც სამყაროში უნდა ფასდებოდეს და ვრცელდებოდეს. შესაბამისად, ღმერთის ვინაობის შესახებ მათი წარმოდგენები და შეხედულებები არასოდეს შეიცვლება, სანამ ისინი ღმერთს მიჰყვებიან. თუ ასეთი ადამიანები ღვთის სახლში საკუთარ ამბიციებს ვერ დაიკმაყოფილებენ, თუ მათ არ დააწინაურებენ ან არ გამოიყენებენ და ვერ მიაღწევენ სწრაფ და დიდ წარმატებას, ისინი მზად იქნებიან, უღალატონ ღმერთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას. ზოგიერთ მათგანს ათი წელია სწამს, ზოგს — ოცი; იფიქრებდი, რომ საფუძველი აქვთ და ღმერთს არ მიატოვებენ, მაგრამ სინამდვილეში მზად არიან, ნებისმიერ დროს უღალატონ ღმერთს და დაბრუნდნენ ამქვეყნიურ სამყაროში. მაშინაც კი, თუ ეკლესიას არ ტოვებენ, მათი გულები უკვე განუდგნენ და უღალატეს ღმერთს. როგორც კი გარემოება ამის საშუალებას მისცემთ ან შესაძლებლობები გაუჩნდებათ, ისინი წავლენ და ირწმუნებენ ცრუ ღმერთებსა და ბოროტ სულებს. თუ მათ მიეცემათ შანსი, მოიპოვონ ელვისებური წარმატება, დაიკავონ მაღალი თანამდებობა, გაითქვან სახელი და დატკბნენ დიდებითა და სიმდიდრით, ისინი ყოყმანის გარეშე დატოვებენ ეკლესიას და მიჰყვებიან ამქვეყნიური სამყაროს დინებას. ზოგიერთი ანტიქრისტე კითხულობს: თუ ის ღმერთია, რატომ განიცდის დევნასა და შევიწროებას დიდი წითელი დრაკონისგან? თუ ის ღმერთია, რატომ არ ავლენს ნიშნებსა და სასწაულებს დიდი წითელი დრაკონის გასანადგურებლად? ღვთის ამდენი რჩეული ადამიანი დაატყვევა და შეავიწროვა დიდმა წითელმა დრაკონმა. რატომ არ იცავს და არ იხსნის მათ ღმერთი სატანის დევნისგან?“ ეს ჰგავს იმას, თუ როგორ ფიქრობდნენ იუდაიზმის ფარისევლები: „თუ იესო ღმერთია, რატომ შეეძლოთ მისი ჯვარცმა? რატომ ვერ იხსნა მან თავი?“ ანტიქრისტეებს ეს არასოდეს ესმით, რადგან ისინი არ იღებენ ჭეშმარიტებას და არც იმის სჯერათ, რომ ღმერთის სიტყვები ყველაფერს აღასრულებს. მათ სჯერათ მხოლოდ იმის, რასაც ხედავენ და არ გააჩნიათ რწმენა იმ ღირებულებისა თუ მნიშვნელობისადმი, რაც ღმერთის მიერ გაწეულმა ყველა საქმემ გამოავლინა. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთის მიერ გამოთქმული ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა და რომ თითოეული მისი სიტყვა შესრულდება და აღსრულდება; მათ არ სჯერათ, რომ ღმერთის სიბრძნე სატანის მზაკვრულ გეგმებზე დაყრდნობით ვლინდება, ან რომ ღმერთი იყენებს დიდ წითელ დრაკონს, რათა მან მსახურება გასწიოს, როგორც საპირისპირო ფონმა, რომელიც ამჟღავნებს მის ყოვლისშემძლეობასა და სიბრძნეს. მათ არ სჯერათ, რომ ღმერთს გააჩნია უზენაესი ხელმწიფება ყველაფერზე და რომ ღმერთის სიტყვები ყველაფერს აღასრულებს; ამრიგად, კვლავ ღმერთის მორწმუნეები არიან ანტიქრისტეები? არ არიან. ანტიქრისტეები არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და წინააღმდეგობას უწევენ ღმერთს; ისინი სუფთა წყლის ურწმუნოები არიან.

რა ძირითადი მიზეზები დევს იმის უკან, რომ ანტიქრისტეები უარს ამბობენ ღმერთის ვინაობის აღიარებაზე? ერთი არის ის, რომ ღმერთი არ აღმოფხვრის სამყაროში არსებულ მთელ უსამართლობას, არ აღასრულებს სამართლიანობას კაცობრიობისთვის ან დაუყოვნებლივ არ სჯის მათ, ვინც ბოროტებას სჩადის, როგორც ეს ანტიქრისტეებს წარმოუდგენიათ თავიანთ წარმოდგენებში, რომ ის ასე უნდა იქცეოდეს; ყოველდღიურად ბევრი უსამართლო მოვლენა ხდება ყველაფერში, რაზეც ღმერთი ხელმწიფებს, თუმცა ღმერთი გულგრილი ჩანს ამის მიმართ და საპასუხოდ არც ერთ სიტყვას არ ამბობს და არც რაიმეს მოიმოქმედებს. ანტიქრისტეების თვალში ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, რაც მათი წვდომის არეალშია, არ შეესაბამება მათ წარმოდგენებს და არ უნდა ხდებოდეს. რატომ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს? ისინი ფიქრობენ: „თუ ღმერთი არსებობს, რატომ არ ზრუნავს ამ საკითხებზე? თუ ღმერთი არსებობს, რატომ ცხოვრობს ამდენი ბოროტი ადამიანი კვლავ კარგად? რატომ მდიდრდებიან მდიდრები და ღარიბდებიან ღარიბები? რატომ მიირთმევენ მდიდრები ყოველდღიურად მდიდრულ კერძებს და ტკბებიან ცხოვრებით მაშინ, როცა ამდენს კვლავ პურის მათხოვრობა უწევს? რატომ ჩაგრავენ, თრგუნავენ და ექსპლუატაციას უწევენ გულუბრყვილო ადამიანებს? რატომ შრომობენ და ოფლს ღვრიან ზოგიერთები, დღეში რვა საათზე მეტს მუშაობენ ასეთი მცირე გასამრჯელოსთვის მაშინ, როცა სხვები ერთ საათში იმაზე მეტს შოულობენ, ვიდრე ვინმეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია გამოიმუშაოს? რატომ არ რეაგირებს ღმერთი ამ სოციალურ და ამქვეყნიურ უსამართლობებზე? რატომ იბადებიან ზოგიერთები პირში ვერცხლის კოვზით, ხოლო სხვები — სიღარიბესა და სიდუხჭირეში? რატომ შეუძლიათ ზოგიერთებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დიდებით, სიმდიდრითა და ოჯახის თბილი სიყვარულით დატკბნენ მაშინ, როდესაც სხვები ამას მოკლებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე სოციალურ გარემოში დაიბადნენ?“ ეს ანტიქრისტეების გულებში სამარადისოდ გადაუჭრელი თავსატეხებია. ისინი ფიქრობენ: რაკი ღმერთი სწამთ, ღმერთს უნდა გადაულოცონ ყველაფერი, რასაც ვერ წვდებიან და ვერ გაუგიათ; ასევე — ყველა ის თავსატეხი, რომლებსაც ვერ ჭრიან, რათა მან უზრუნველყოს გადაწყვეტა; პასუხები კი ამაზე ღვთის სიტყვებში უნდა იპოვონ. თუმცა სამიდან ხუთ წლამდე ღმერთის რწმენის შემდეგაც, მათ არ შეუძლიათ ამ პასუხების პოვნა; რვა-ათწლიანი რწმენის შემდეგ კვლავ ვერ პოულობენ პასუხებს. ოცი წლის რწმენის შემდეგ კი კითხულობენ: „ჯერ კიდევ რატომ ვერ მივიღე რაიმე პასუხი? რატომ არ მოუგვარებია ღმერთს ეს საკითხები? რატომ არ იქცევა ღმერთი გუანიინ ბოდჰისატვასავით ან ჟადეს იმპერატორივით? ღმერთს გააჩნია ხელმწიფება და ძალა, და ღმერთის ვინაობა, ამიტომ მან ეს ყველაფერი უნდა აკეთოს! რატომ ჩნდებიან ხშირად ბოროტი ადამიანები, განსაკუთრებით ეკლესიაში, და არეულობასა და შეფერხებას იწვევენ? ზოგიერთი მათგანი კი შემოწირულობებსაც იპარავს შედეგებით გამოწვეული ყოველგვარი ტანჯვის გარეშე? ზოგიერთი ადამიანი ხშირად იტყუება, სხვები კი იდეებსა და უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებენ – ყოველგვარი ღვთის წვრთნისა თუ სასჯელის განცდის გარეშე; სხვები მოულოდნელად წყვეტენ ღმერთის რწმენას და საზოგადოებაში სამუშაოდ მიდიან, და რამდენიმე წლის შემდეგ ისე მდიდრდებიან, რომ არასდროს დაუდგებათ მძიმე პერიოდი. ზოგიერთი მორწმუნე უფრო ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე ისინი, ვისაც ღმერთი არ სწამს. სინამდვილეში, ღვთის მორწმუნეები იტანჯებიან, და ბევრი მათგანი დევნილია, შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს და სიღარიბესა და უბედურებაში ცხოვრობს. ნუთუ ეს არის ღვთის რწმენის მნიშვნელობა? ნუთუ ეს არის ღვთის მიმდევრობის ფასი? ნუთუ ეს არის ის ყოველდღიური ცხოვრება, რომლის მიცემაც ღმერთს სურს ადამიანებისთვის? როდესაც ადამიანები ისეთ საკითხებს აწყდებიან, რომელთა მოგვარებასაც ვერ ახერხებენ, რატომ არ აკეთებს ღმერთი რაიმე არაჩვეულებრივს, რათა მათ გააგებინოს და მიახვედროს? მრავალი რამ არის ისეთი, რასაც ადამიანები ვერ იგებენ და არ იციან რატომ მოქმედებს ღმერთი ისე, როგორც მოქმედებს. რატომ არ ანთებს ღმერთი ლამპარს ადამიანთა გულების გასანათებლად? რატომ არ აძლევს მათ შთაგონებას? როდესაც ადამიანები ბოროტებას სჩადიან და ჩაშლასა და არეულობას იწვევენ, ღმერთი არ ადგება, პირდაპირ არ დაწყევლის ამ ბოროტ ადამიანებს და მიაღებინებს საზღაურს. მე არ მინახავს ბევრი შემთხვევა, რომ ღმერთი ასეთ რამეებს აკეთებდეს. ზოგჯერ ადამიანებს სჭირდებათ ღვთის ნათელის მოფენა, გაბრწყინება და უზრუნველყოფა; მაშ, რატომ ვერ გრძნობენ ან ვერ ხედავენ ღმერთს? „სად არის ღმერთი?“ ეს და ყველა მსგავსი „რატომ“ პასუხგაუცემელი რჩება ანტიქრისტეების გულებში. მათ არ ესმით, რატომ არასდროს იცვლება, არ შემობრუნდება და, მით უმეტეს, არ უმჯობესდება ეს რაღაცები და მოვლენები. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთის რწმენამ ადამიანები სრულად უნდა გარდაქმნას და რომ მათი მთელი ცხოვრება, ქცევა, აზრები და, განსაკუთრებით, ცხოვრების ხარისხი, ისევე როგორც მათი შესაძლებლობები და უნარები, ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს. რატომ ვერ ხედავენ ისინი ამ ცვლილებებს 10 ან 20-წლიანი დაკვირვების შემდეგ? ის, რაზეც ადამიანები ფანტაზიორობენ ან ოცნებობენ თავიანთ წარმოდგენებში, არასდროს გვარდება ან სრულდება მას შემდეგ, რაც ღმერთს ირწმუნებენ. მაშ, რა არის ღვთის რწმენის მნიშვნელობა? რა არის ღვთის რწმენისა და მისი მიმდევრობის ფასი? ეს კითხვები გადაუჭრელი და პასუხგაუცემელი რჩება ანტიქრისტეების გულებში და ისინი არ სრულდება ან არ ხორციელდება ისე, როგორც ანტიქრისტეებს წარმოუდგენიათ, ამიტომ ღმერთი, რომელიც ანტიქრისტეებს აქვთ გონებაში, არასდროს არსებობს. და, ბუნებრივია, ის, ვისაც ღვთის ვინაობა ეკუთვნის, სამუდამოდ უარყოფილია ანტიქრისტეების გონებაში.

ანტიქრისტეების ღვთისადმი რწმენაში მეტისმეტად ბევრი სიბილწეა. სინამდვილეში ანტიქრისტეებს ჭეშმარიტად არ სწამთ ღმერთის; ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა. მათ ღმერთის სწამთ ზუსტად ისე, როგორც არამორწმუნენი სცემენ თაყვანს ეშმაკებსა და კერპებს. მათთვის ძნელად მისაღებია ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს და მუდმივად ეჭვები და კითხვები აწუხებთ. ისინი თავიანთ გულებში მალავენ ამ ეჭვებსა და კითხვებს, ხმამაღლა თქმას ვერ ბედავენ და, თანაც, თვალთმაქცობაში არიან დახელოვნებულნი, ამიტომ, რამდენი წელიც უნდა სწამდეთ ღმერთის, ისინი მაინც თავიდან ბოლომდე ურწმუნოებად რჩებიან. ისინი ღმერთსა და მის ყველა ქმედებას ზომავენ თავიანთი ფანტაზიებით, ღმერთის შესახებ თავიანთი სხვადასხვა წარმოსახვებითა და წარმოდგენებით, ასევე ტრადიციული ადამიანური ცოდნითა და მორალის შესახებ წარმოდგენებით. ისინი იყენებენ ამ ყველაფერს ღვთის იდენტობის გასაზომად და იმის დასადგენად, არსებობს თუ არა იგი. საბოლოო შედეგი რა არის? ისინი უარყოფენ ღმერთის არსებობას და არ აღიარებენ განკაცებული ღვთის იდენტობასა და არსს. განა სტანდარტი, რომლითაც ანტიქრისტეები ზომავენ, თუ რამდენად ფლობს განკაცებული ღმერთი ღვთის იდენტობასა და არსს, მცდარი არ არის? პირდაპირ რომ ვთქვათ, ანტიქრისტეები პატივს სცემენ ცოდნას და ცნობილ, დიად ფიგურებს, ამიტომ მათ არასოდეს აქვთ წინააღმდეგობები ან რაიმე ზიზღი იმ რამეების მიმართ, რომლებიც ამ ცნობილი, დიადი ფიგურებისგან მომდინარეობს. მაშ, რატომ სძულთ ქრისტე, როდესაც ხედავენ, რომ ის ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანია, და რატომ ეწყებათ ზიზღისა და სიძულვილის განცდა, როდესაც ხედავენ, რომ ქრისტე ამდენ ჭეშმარიტებას გამოხატავს? ეს იმიტომ, რომ, რასაც პატივს სცემენ და აღმერთებენ, სულაც არ არის დადებითი, უმცირესი ნაწილითაც კი. რა მოსწონთ ანტიქრისტეებს? მათ მოსწონთ უცნაურობა, უკეთურება, სასწაულები და ზებუნებრივი მოვლენები, მაშინ როცა ღვთის ნორმალურობა და პრაქტიკულობა, ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანისადმი, ღვთის სიბრძნე, ერთგულება, სიწმინდე და სამართლიანობა ანტიქრისტეთა თვალში ყოველივე დაგმობილია. მაგალითად, იმისათვის, რომ ძმებსა და დებს განუვითარდეთ ამოცნობის უნარი და პრაქტიკულად გაკვეთილი მიიღონ, ღმერთმა მოაწყო განსაზღვრული სიტუაცია. რა სიტუაცია იყო ეს? მან ისე მოაწყო, რომ მათ შორის ეცხოვრა ვინმეს, ვინც დემონით იყო შეპყრობილი. თავდაპირველად ამ ადამიანის საუბრისა და მოქმედების მანერა ნორმალური იყო, ისევე, როგორც მისი გონიერება; ის სულაც არ ჩანდა პრობლემური. მაგრამ ურთიერთობის გარკვეული პერიოდის შემდეგ ძმებმა და დებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, აზრს მოკლებული იყო და აკლდა სათანადო სტრუქტურა და თანმიმდევრობა. მოგვიანებით გარკვეული ზებუნებრივი რამეები მოხდა: ის ყოველთვის ეუბნებოდა ძმებსა და დებს, რომ ნანახი ჰქონდა ესა თუ ის ხილვა და მოპოვებული ჰქონდა ასეთი და ასეთი გაცხადება. მაგალითად, ერთ დღეს მას გამოეცხადა, რომ აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ორთქლზე მომზადებული ფუნთუშები — მას უნდა გაეკეთებინა — და მეორე დღეს, როგორც აღმოჩნდა, გარეთ გასვლა დასჭირდა, ამიტომ ფუნთუშები თან წაიღო. მოგვიანებით, სიზმარში გამოეცხადა, რომ სამხრეთისკენ უნდა წასულიყო; ექვსი მილის მოშორებით ვიღაც ელოდა. ის წავიდა მოსაძებნად, და ზუსტად იქ იყო ადამიანი, რომელიც გზა აბნეოდა; ის დაემოწმა ამ ადამიანს ღვთის უკანასკნელი დღეების საქმის შესახებ, და მათ ეს მიიღეს. ის მუდმივად იპოვებდა გამოცხადებებს, ყოველთვის ესმოდა ხმა, მას მუდმივად ზებუნებრივი რამეები ემართებოდა. ყოველდღე, როდესაც საქმე ეხებოდა იმას, თუ რა ეჭამა, სად წასულიყო, რა გაეკეთებინა, ვისთან ეურთიერთა, ის არ მიჰყვებოდა ნორმალური ადამიანური ცხოვრების კანონებს და არც ღვთის სიტყვებს ეძიებდა საფუძვლად ან პრინციპად, ან არ ეძებდა ადამიანებს თანაზიარებისთვის. ის ყოველთვის თავის გრძნობებზე იყო დამოკიდებული და ელოდა ხმას, ან გამოცხადებას, ან სიზმარს. იყო ეს ადამიანი ნორმალური? (არა.) როგორც ჩანდა, მას ჰქონდა ჩვეულებრივი ქცევის მოდელები, დღეში სამჯერ ჭამა და ყოველდღიური რუტინა, თუმცა მას მუდმივად ესმოდა ხმები. ზოგიერთმა ადამიანმა ამოიცნო იგი და თქვა, რომ ეს იყო ბოროტი სულით შეპყრობილობის გამოვლინებები. ძმებმა და დებმა ნელ-ნელა დაიწყეს მისი ამოცნობა, ვიდრე ერთ დღეს მას არ დაემართა ფსიქიკური დაავადების გამწვავება, დაიწყო შეშლილი რაღაცების ლაპარაკი და გაიქცა შიშველი, აჩეჩილი თმით, ფსიქოზურ მდგომარეობაში. ამით, ეს საკითხი საბოლოოდ ამოიწურა. განა ახლა ძმებსა და დებს არ აქვთ ამოცნობის უნარი და წვდომა ბოროტი სულის მოქმედებისა და დემონური შეპყრობილობის კონკრეტულ გამოვლინებებზე? რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი მსგავს რამეებს მანამდეც გადაჰყრია და უკვე ჰქონდათ მათი ამოცნობის უნარი, მაშინ, როცა სხვებს ღმერთი დიდი ხანი არ სწამდათ, მსგავსი რამეები არ გამოევლოთ და, შესაბამისად, ადვილად შესაძლებელი იყო მათი შეცდომაში შეყვანა. თუმცა, იმის მიუხედავად, შეიყვანეს შეცდომაში თუ ჰქონდათ გარჩევის უნარი, ღმერთს რომ არ მოეწყო ეს გარემო, შეძლებდნენ კი ბოროტი სულის მოქმედების ან შეპყრობილობის ჭეშმარიტ ამოცნობას? (არა.) მაშ, რა იყო ღვთის მიერ ამ გარემოს მოწყობისა და ამ ყველაფრის კეთების მიზანი და მნიშვნელობა? ეს იყო იმისთვის, რომ მათ პრაქტიკულად მოეპოვებინათ გარჩევის უნარი, ჭკუა ესწავლათ და სცოდნოდათ, თუ როგორ ამოეცნოთ ისინი, ვისაც აქვს ბოროტი სულების მოქმედება ან ვინც დემონებითაა შეპყრობილი. თუ ადამიანებს უბრალოდ ეტყოდნენ, თუ რა არის ბოროტი სულის მოქმედება — ისე, როგორც მასწავლებელი ასწავლის წიგნიდან და მხოლოდ სახელმძღვანელოს თეორიებზე საუბრობს, მოსწავლეების პრაქტიკულ სავარჯიშოებში ან წვრთნაში ჩართვის გარეშე — ადამიანებიც მხოლოდ გარკვეულ მოძღვრებებსა და განცხადებებს გაიგებდნენ. შენ მხოლოდ მაშინ შეგიძლია, ნათლად ახსნა, თუ რა არის ბოროტი სულის მოქმედება და რა არის მისი კონკრეტული გამოვლინებები, როდესაც პირადად დაემოწმები მას, საკუთარი თვალებით იხილავ და საკუთარი ყურებით მოისმენ. და შემდეგ, როდესაც კვლავ შეხვდები ასეთ ადამიანებს, შეძლებ მათ ამოცნობასა და უარყოფას; შეძლებ სათანადოდ მიუდგე და მოაგვარო ასეთი საკითხები. მაშ, განა ის, რასაც ასეთ გარემოში იძენ, ბევრად უფრო პრაქტიკული არ არის, ვიდრე ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში შეკრებებზე დასწრებითა და ქადაგებების მოსმენით იღებ? ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ ნორმალური აზროვნება და რაციონალურობა და ეძიებენ ჭეშმარიტებას, ექნებათ სწორი გაგება იმისა, თუ როგორ აკეთებს ღმერთი ამ ყველაფერს. ისინი არ იწუწუნებენ და არ იტყვიან: „რატომ აძლევს ღმერთი უფლებას ბოროტ სულებს, რომ გამოჩნდნენ ეკლესიაში? რატომ არ გამაფრთხილა ღმერთმა წინასწარ? რატომ არ გაწმენდს ღმერთი ბოროტ სულებს?“ ისინი არ დაიჩივლებენ ამ საკითხებზე, არამედ, მადლიერნი იქნებიან, ადიდებენ ღმერთს მისი შესანიშნავი და ბრძნული საქმისთვის და იტყვიან, რომ ღმერთს ასე ძალიან უყვარს ადამიანი! თუმცა, ანტიქრისტეები არ იღებენ ჭეშმარიტებას და, ამავე დროს, მათი გულები სავსეა ღმერთის შესახებ წარმოდგენებითა და ფანტაზიებით, უფრო მეტიც, ისინი გულში ნამდვილად ეთაყვანებიან ეშმაკებსა და კერპებს და ადარებენ და ზომავენ ყველაფერს, რასაც ჭეშმარიტი ღმერთი აკეთებს, თავიანთი კერპების მიხედვით. ასე რომ, როდესაც ასეთ სიტუაციებს აწყდებიან, თავიდან უკვირთ: „ეს ღვთის საქმეა? როგორ შეგიძლიათ, რომ ასეთი სულელები იყოთ? როგორ შეეძლო ღმერთს, რომ ეკლესიაში ბოროტი სულების გამოჩენის ნება დაერთო?“ განა ეს მცდარი გაგება არ არის? უპირველეს ყოვლისა, ისინი უარყოფენ, რომ ეს ღვთის საქმეა და ასევე ფიქრობენ: „ღმერთი ნამდვილად არ მოიქცეოდა ასე“. ღმერთებს არ სურთ, რომ ადამიანები იტანჯებოდნენ. როდესაც ბოდჰისატვა გუანინი ხედავს ადამიანთა ტანჯვას, მისი ქანდაკებები ცრემლს ღვრიან; მას სურს ყველა არსება იხსნას სატანჯველისგან, მოაქციოს ყველა ადამიანი ბუდას სახელის ქვეშ და გაათავისუფლოს ისინი კაცობრიობის სამყაროს ყოველგვარი ტანჯვისგან. ღმერთები უნდა იყვნენ გულმოწყალენი, ზრუნავდნენ თავიანთ რჩეულ ხალხზე და არ დაუშვან ეკლესიაში ბოროტი სულების გამოჩენა. ეს ნამდვილად არ შეიძლება იყოს ღვთის საქმე“. როგორც კი ასეთი რამეები ხდება, ანტიქრისტეები თავიანთ გულებში პირველ რიგში კიდევ უფრო მეტად აყენებენ ეჭვქვეშ ღვთის იდენტობას და ამავე დროს ასჯერ და ათასჯერ მეტად არიან უარზე მიიღონ ღვთის საქმენი, და კიდევ განსჯიან და გმობენ მათ. ისინი, ასევე, დასცინიან ძმებსა და დებს, რომლებიც ღვთისგან იღებენ ამ საკითხს და ეუბნებიან: „თქვენ, სულელებს, ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ყველაფერი ღვთის საქმეა. ღმერთი ასე არ მოიქცეოდა! ღმერთმა უნდა დაიცვას თავისი ბატკნები, იზრუნოს მათზე და საკუთარი ხელებით შეიფაროს. ღმერთები ადამიანთა თავშესაფრები არიან; ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ ამდენი გასაჭირით. ყველა ნეგატიური და ცუდი რამ არ უნდა ემართებოდეთ ადამიანებს, ასე მოქმედებენ ღმერთები“. ანტიქრისტეების გულები სავსეა ეჭვებით, უარყოფებით, წარმოდგენებითა და ღვთის განკითხვით. შედეგად, ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მათ თვალში მცდარია და არ შეესაბამება იმას, რაც ღმერთმა უნდა გააკეთოს; ეს კი მათთვის ღვთის განკითხვისა და უარყოფის მტკიცებულება და ბერკეტია. ამაში სრულად მჟღავნდება ანტიქრისტეების ღვთისადმი წინააღმდეგობის ბუნება-არსება. მაგალითად, როდესაც ძმები და დები იტანენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის წამებასა და დევნას, პოლიცია ელექტროდამღებს წითლად გავარვარებამდე აცხელებს და მათ სხეულებზე ადებს, რაც იმდენად დიდ ტკივილს იწვევს, რომ ისინი გონებას კარგავენ და ყველა იქ მყოფს სისხლი ეყინება. რას ფიქრობენ ანტიქრისტეები ამ სცენის ხილვისას? „ეს სატანები და ეშმაკები ზედმეტად სასტიკნი არიან! მათ არ გააჩნიათ ადამიანურობა, არანაირი სიბრალული ან თანაგრძნობა. მათი მეთოდები ზედმეტად სასტიკია, ყურებაც კი არ შემიძლია! მე რომ იქ ვყოფილიყავი, გავაციებდი ამ დამღებს, ბამბად ვაქცევდი და ადამიანების სხეულებს ნაზად, თბილად და რბილად შევახებდი, ისე, როგორც ღვთის ხელი ეფერება თავის ბატკნებს, რათა ეგრძნოთ ადამიანებს მისი მოწყალე გული, მისი სიყვარული და სითბო, და ეს გააღვივებდა მათში მეტ რწმენას და გადაწყვეტილებას, რომ მიჰყოლოდნენ მას. თუმცა, ადამიანები უბრალოდ ადამიანები არიან — ჩვენ უძლურნი ვართ, რაიმე ვიღონოთ, როდესაც ვუყურებთ, როგორ იტანჯებიან ჩვენი დები, ძმები და თანამოძმეები ასე ძალიან. სად არის ღმერთი? რატომ არ აჩერებს ღმერთი ამ მომენტში ამ სატანებისა და ეშმაკების ხელებს? რატომ არ აციებს ის წითლად გავარვარებულ დამღებს? როდესაც დამღები ეხება ძმებსა და დებს, რატომ არ აკეთებს ღმერთი ისე, რომ მათ ტკივილი არ იგრძნონ? გუანინის ბოდჰისატვა რომ ყოფილიყო, ის ნამდვილად გააკეთებდა ამას; მას არ სურს, ხედავდეს, როგორ ავიწროებენ და კლავენ ცოცხალი არსებები ერთმანეთს, მას არ სურს, ხედავდეს რომელიმე მათგანის ტანჯვას, თუნდაც მცირე ჩაგვრას ან ტკივილს. ის ზრუნავს ყველა არსებაზე, მისი გული ცაზე უფრო ფართოა, მისი სიყვარული კი უსაზღვრო. ეს არის ნამდვილი ღმერთი! რატომ არ მოქმედებს ღმერთი ასე? მე არ ვარ ღმერთი, მე არ მაქვს ეს უნარი. მე რომ ღმერთი ვიყო, არ მივცემდი უფლებას ჩემს ხალხს, ასე დატანჯულიყვნენ“. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება მათ თავს, ანტიქრისტეებს ყოველთვის აქვთ თავიანთი შეხედულებები, მტკიცებები, მოსაზრებები და თუნდაც „გენიალური იდეები“. რაც უნდა ხდებოდეს მათ თავს, ისინი არასდროს უკავშირებენ ამას ღვთის სიტყვებს, არასდროს ეძიებენ ჭეშმარიტებას, რათა შეიცნონ ღმერთი, მოწმობდნენ ღვთის შესახებ, დაადასტურონ ღვთის იდენტობა, დაადასტურონ, სად და როგორ ვლინდება ღვთის არსი, რომელსაც გააჩნია ღვთის იდენტობა — ანტიქრისტეები ამგვარად არ მოქმედებენ. ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე ზომავენ და ეჯიბრებიან ღმერთს სატანის, სხვადასხვა ბოროტი სულის, ან გუანინის ბოდჰისატვასა და ბუდას თვალთახედვებიდან. რა არის ამის საბოლოო შედეგი? ანტიქრისტეები ყოველ ნაბიჯზე უარყოფენ ღმერთს, მის მოქმედებებსა და არსს; ისინი უარყოფენ ღვთის ყოველ ქმედებას, მის მნიშვნელობასა და ღირებულებას და იმასაც, თუ როგორ განამტკიცებს ეს ადამიანებს. ისინი უარყოფენ იმ შედეგს, რომლის მიღწევასაც ღმერთი ცდილობს ადამიანებში ამგვარი მოქმედებით და ღვთის განზრახვების არსებობას. განა ანტიქრისტეები ღვთის იდენტობას არ უარყოფენ ღვთის ყოველი ქმედების მნიშვნელობისა და ღირებულების უარყოფით? (უარყოფენ.) ანტიქრისტეების ეს გამოვლინებები და არსი, ის აზრები, რომლებსაც ისინი ამჟღავნებენ და მათი რისხვა, მოთხოვნები, უკმაყოფილება და კითხვები ღვთის შესახებ, როდესაც მათ თავს რაღაც ხდება და ა.შ., – ყველაფერი ეს არის ანტიქრისტეების მიერ ღვთის იდენტობის არაღიარების კონკრეტული გამოვლინებები. ეს არის ფაქტები.

იმ თანაზიარებითა და გაკვეთით, რომელიც ახლახან გვქონდა ანტიქრისტეთა მიერ ღვთის იდენტობის უარყოფის გამოვლინებებსა და წყაროებზე, ანტიქრისტეთა რა არსს დააკვირდით? შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ ანტიქრისტეები ცინიკურად არიან განწყობილნი ამ სამყაროს მიმართ და უყვართ სამართლიანობა და სიმართლე? არიან ანტიქრისტეები ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ კეთილი ადამიანურობა, თანაგრძნობა, წყალობა, დიდი სიყვარული და ბოროტების სიძულვილი? (არა.) მაშინ, როგორნი არიან ანტიქრისტეები? (ისინი არიან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც სძულთ და ეზიზღებათ ჭეშმარიტება, რომლებიც ღმერთს ყოველ ნაბიჯზე უპირისპირდებიან.) ეს არის ერთი ასპექტი. კიდევ რა? ნუთუ ანტიქრისტეებს არ მოსწონთ საზოგადოებაში გავრცელებული გამონათქვამი, „ისინი, ვინც ხიდებს აშენებენ და გზებს აკეთებენ, ბრმები რჩებიან, ხოლო მკვლელებისა და ცეცხლის წამკიდებლების შთამომავლობა მრავლდება“? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გლოვობენ ამ სამყაროს მდგომარეობას და ეცოდებათ კაცობრიობა? რა არის მათი მხრიდან ამ გამონათქვამის გაზიარების არსი? განა ეს გამონათქვამი არ შეიცავს ზეციური უსამართლობის შესახებ დაჩივლების ნიშნებს? მიუხედავად იმისა, რომ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, ანტიქრისტეები გულში იდებენ ასეთ უკმაყოფილებასა და გრძნობებს და წუწუნებენ, რომ ზეცა უსამართლოა: „განა არ თქმულა, რომ ცა სამართლიანია და ცას თვალები აქვსო? მაშინ რატომ არ იმკიან ჯილდოებს ისინი, ვინც ამქვეყნად სიკეთეს თესავს, მაშინ, როდესაც ბოროტი ადამიანები ყვავიან? სად არის სამართლიანობა ამ სამყაროში? როგორ გაჩნდა ამქვეყნად უსამართლობის შემთხვევები? ეს იმიტომ, რომ ცა ბრმაა და უსამართლო!“ ამაში იგულისხმება ის, რომ ღმერთთან სამართლიანობა არ არსებობს და მხოლოდ ბუდა და გუანინი არიან სამართლიანები. ამიტომ, ანტიქრისტეთა გულები სავსეა წყენით, წუწუნით, უარყოფითა და განკითხვით იმ საკითხების მიმართ, რომელთაც ჭეშმარიტი ღმერთი აკეთებს. რა იწვევს ყოველივე ამას? რა არის ამის მიზეზი? ეს გამოწვეულია ანტიქრისტეთა არსით. რა არსია ეს? უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ანტიქრისტეთა გულები სავსეა ღმერთის განსაზღვრებასთან დაკავშირებული წარმოდგენებითა და წარმოსახვებით; მათ არ იციან და არ ესმით, თუ ზუსტად როგორ მოქმედებს ჭეშმარიტი ღმერთი და როგორ გადაარჩენს ადამიანებს. ღვთის მიერ გაკეთებულ ყველაფერს ისინი საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვებზე დაყრდნობით აფასებენ. და რაზეა დაფუძნებული ეს ყველაფერი? ისინი მთლიანად დაფუძნებულია სატანასა და ეშმათა მეფეების მიერ კაცობრიობაში ჩანერგილ სხვადასხვა მწვალებლობებსა და ცრუ სწავლებებზე. რაც უნდა ბოროტი ან მიკერძოებული იყოს ეს მწვალებლობები და ცრუ სწავლებები, ისინი შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს, ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებსა და ემოციურ საჭიროებებს; და სწორედ ეს საკითხები ხდება ანტიქრისტეთა სტანდარტები, რომლითაც ისინი საკუთარ თავს წარმართავენ, ყველაფერს ზომავენ და, მათ შორის, ღმერთსაც ამავე სტანდარტებით აფასებენ. ანტიქრისტეები თავიანთი ფესვებიდანვე არასწორნი არიან. კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ანტიქრისტეებს უყვართ ძალაუფლება და სიდიადესთან დაკავშირებული რამეები. მაგალითად, ვთქვათ, ადამიანი სასახლეში დაიბადა და ყოველდღე საუკეთესო პირობებით ტკბება, საუკეთესო საკვებს ჭამს, საუკეთესო სამოსს ატარებს, არაფრის კეთება არ უწევს და ყველაფერს იღებს, რაც სურს. ესწრაფვიან ასეთი ცხოვრებას ისინი, ვისაც ღმერთი სწამს? ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება მცირეოდენი შური ან ეჭვიანობა გაუჩნდეს, მაგრამ მერე დაფიქრდებიან: „ეს ყველაფერი ღვთის მიერ არის დადგენილი. სადაც ღმერთი გაგვამწესებს, იქ ვცხოვრობთ. ასეთი ცხოვრება, შესაძლოა, მაინცდამაინც არ შეგვეფერებოდეს. შესაძლებელია ასეთ გარემოში ღმერთის რწმენა? შესაძლებელია ჭეშმარიტების გაგება და გადარჩენა? ეს რთული იქნებოდა. რაც ღმერთმა მოგვცა, საკმარისია; სანამ შეგვიძლია ღვთის რწმენა და ისეთ პირობებში ვართ, რომ წავიკითხოთ ღვთის სიტყვები, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და საბოლოოდ მივაღწიოთ ხსნას, ეს არის ყველაზე სასიხარულო რამ.“ მაგრამ ფიქრობენ ანტიქრისტეები ასე? (არა.) ისინი ფიქრობენ: „რატომ არ იყო მამაჩემი იმპერატორი? მამაჩემი მდიდარი კაცი ან იმპერატორი რომ ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება მართლაც ეღირებოდა ცხოვრებად. რატომ არის მისი მამა იმპერატორი? რატომ ცხოვრობს ის უზრუნველად, არაფერზე, არც საჭმელზე და არც ჩასაცმელზე, არ სწუხს, ყველაფერს იღებს, რაც კი სურს, და ფული და ძალაუფლება ყოველთვის მის განკარგულებაშია? ზეცა უსამართლოა! ის არც ისეთი ნიჭიერია და არც არანაირი ტალანტი, განათლება ან ჭკუა აქვს. რის საფუძველზე მიიღო მან ეს ყველაფერი? მე რატომ არ შემიძლია მათი მიღება? თუ მე არ შემიძლია იმ რაღაცეების მიღება, სხვებს კი შეუძლიათ, მე მათ შევიძულებ! და თუ მათ ვერ შევიძულებ, მე შევიძულებ ცას იმის გამო, რომ უსამართლოა და ცუდი ბედი მარგუნა წილად, და შევიძულებ ჩემს უიღბლობას, ჩემი გზის დამაბრკოლებელ საძაგელ ადამიანს და შევიძულებ ჩემი სახლის ცუდ ფენ-შუის!“ რა ტრიალებს მათ გონებაში? როგორც კი ანტიქრისტეთა გულებში სიძულვილი იბადება, მათი პირიდან, შესაძლოა, ყველა სახის მცდარი არგუმენტი ამოვიდეს.

ზედაპირულად ანტიქრისტეები ისე გამოიყურებიან, თითქოს კეთილმოსურნენი ყოფილიყვნენ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ არცერთი რამ, რასაც ისინი ეთაყვანებიან და რისკენაც მიისწრაფვიან, დადებითი არ არის. ანდაზები და გამონათქვამები, რომლებსაც ისინი ქადაგებენ, შეიძლება ისე ჟღერდეს, თითქოს გლოვობენ ამ სამყაროს მდგომარეობას და ეცოდებათ კაცობრიობა, და თითქოს გულში კეთილგანწყობას ატარებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი თავიდან ბოლომდე ეშმაკები და სატანები არიან. თუ ძალაუფლებას მოიპოვებენ და ამქვეყნად აღზევდებიან, განა შეუძლიათ ბოროტების კეთება? განა შეუძლიათ კარგი ადამიანები იყვნენ? ისინი საზარელი ცოდვებით სავსე ნაძირლები არიან. იმის გამო, რომ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებენ და ამქვეყნად დიდად ვერ აღწევენ წარმატებას, თავს ცოტა დაჩაგრულად გრძნობენ და შემდეგ იწყებენ ღმერთის რწმენას და მას მიჰყვებიან. თუმცა, არსებითად, მათ სულაც არ სურთ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა და განსაკუთრებით არ უყვართ დადებითი რაღაცეები; ამის ნაცვლად, მათ აქვთ ზიზღი დადებითი რამეების მიმართ და უყვართ ბოროტი ძალები, ძალაუფლება, ფუფუნებით ცხოვრება და ამქვეყნიური ბოროტი მიმდინარეობები. ამიტომაც ისინი ზიზღით უყურებენ ყველაფერს, რაც გამოუხატავს და გაუკეთებია ღმერთს, რომელსაც ღვთის იდენტობა და არსი გააჩნია, და გმობენ, განსჯიან და ცილს სწამებენ ყველაფერს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღირებული ან აზრიანია ღვთის საქმე ადამიანებისთვის, ისინი მას არც აღიარებენ და არც იღებენ. ისინი არა მარტო უარყოფენ ღვთის იდენტობასა და არსს, არამედ სურთ, თავად განასახიერონ ღმერთი; თავს ისე აჩვენებენ, თითქოს მხსნელები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ყველა არსების ხსნა ტანჯვისაგან; რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ისინი, ვინც ხიდებს აშენებენ და გზებს აკეთებენ, ბრმები არ დარჩნენ, რომ მკვლელები და ცეცხლის წამკიდებლები დაისაჯონ და არ ჰყავდეთ შთამომავლობა, რომელიც გამრავლდება, და რომ საზოგადოების ფსკერზე მყოფი და ტანჯვაგამოვლილი ადამიანები აღარ დაიტანჯონ და ჰქონდეთ ადგილი, სადაც თავიანთ სამართალს აღადგენენ. მათ სურთ, განდევნონ ყოველგვარი ტკივილი ამქვეყნად და იხსნან ადამიანები უბედურებისგან. ანტიქრისტეებს, მართლაც, გულის სიღრმეში „უნივერსალური სიყვარული“ და უსაზღვრო „დიდი სიყვარული“ აქვთ! ყოველივე ამის შემდეგ, რა არის ზუსტად მიზეზი იმისა, რომ ანტიქრისტეები არ აღიარებენ ღვთის იდენტობასა და არსს? ისინი ამბობენ: „არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს ღმერთი, ის არ ჰგავს ღმერთს. მე ყველაზე მეტად ვგავარ ღმერთს; ყველაზე მეტად შესაფერისი ვარ, რომ ღმერთი ვიყო. ეს იმიტომ, რომ, რასაც ღმერთი აკეთებს, არ შეესაბამება ჩემს გემოვნებას და არ ეთანხმება მასების გემოვნებასა და საჭიროებებს; მხოლოდ მე შემიძლია მასების საჭიროებებისა და აზროვნების გაგება, მხოლოდ მე შემიძლია ყველა არსების ტანჯვისგან ხსნა და მხოლოდ მე შემიძლია, ვიყო კაცობრიობის მხსნელი“. მათი ამბიციები და არსი მხილებულია, არა? რა არის ზუსტად იმ ანტიქრისტეთა ჭეშმარიტი სახე, რომლებსაც ასეთი ამბიციები და არსი გააჩნიათ? ეს არის მთავარანგელოზი, ეშმაკი სატანა. ისინი უარყოფენ ღვთის იდენტობას და არ სწამთ ღვთის არსებობა, რადგან მათ თავად სურთ იყვნენ ღმერთი. მათ სჯერათ, რომ მათი აზრები წარმოადგენს იმას, რაზეც ღმერთი უნდა ფიქრობდეს, და რომ მათი გამოვლინებები, ხასიათი და დიდი სიყვარულის არსი არის ის, რაც ღმერთს უნდა ჰქონდეს. ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ის არის ღმერთი, ვისაცსამყაროში არსებული ყველა უსამართლობის დანახვისას სამყაროს მდგომარეობის გლოვისა და კაცობრიობის შეცოდების აზროვნება გააჩნია. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი, რომლისაც სწამთ, არ ფლობს ამ თვისებებს და რომ მხოლოდ მათ აქვთ ასეთი აზროვნება და ასეთი დიდი გული, რომელიც ატარებს ამგვარ სათნოებასა და დიდ სიყვარულს. ეს არის ანტიქრისტეთა არსი, მათი სხვადასხვა გამოვლინებები და ღვთის იდენტობის აღიარებაზე უარის თქმის არსი. ამიტომ, თუ შენ პატივს სცემ ანტიქრისტეებს, როგორც ღმერთებს და ეთაყვანები მათ, ისინი შენს მიმართ უკმაყოფილებას არ გამოხატავენ. თუ შენ მიჰყვები მათ და ამბობ, რომ მათი იდენტობა და არსი ღმერთების იდენტობა და არსია, რომ მათ აქვთ იგივე აზროვნება და დიდი სიყვარული, როგორიც ბუდას, და რომ ისინი ღმერთები არიან, ისინი ბედნიერები და შენით სრულიად კმაყოფილნი იქნებიან. ეს არის ანტიქრისტეთა არსი. განა ბოროტი არ არის არსი, რომელსაც ანტიქრისტეები ავლენენ? რაც უნდა განადიდო ღვთის სახელი და მისი საკვირველი საქმეები და რაც უნდა დაემოწმო ყველაფერს, რაც ღმერთმა გააკეთა და რა ფასიც გადაიხადა ადამიანის ხსნისთვის, ისინი გულის სიღრმეში დაუმორჩილებლები იქნებიან და იტყვიან: „ამას ვერ შევაქებ. ამას ასე არ ვუყურებ; ეს ყველაფერი ადამიანური ოცნება და წარმოსახვაა.“ როდესაც ემოწმები ღმერთს, მის სიბრძნეს, ყოვლისშემძლეობას, მის გულმოდგინე განზრახვას კაცობრიობის ხსნისთვის და იმ ფასს, რომელიც მან გაიღო, და როდესაც შენ ემოწმები მის არსს, იდენტობასა და ყველაფერს, რაც შემოქმედმა გააკეთა კაცობრიობისთვის, მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანი გრძნობს თავს არაკომფორტულად, და ეს ანტიქრისტეებია. და რას ფიქრობენ ისინი? „რატომ ლაპარაკობ მუდმივად ღმერთზე? მეც ბევრი რამ გიბოძე და მხარი დაგიჭირე. მე შენ შეგიყვარე, დაგეხმარე, წამალი გიყიდე, როცა ავად იყავი, და მხარში გედექი, გესაუბრებოდი და გახლდი, როცა სხვებმა მიგატოვეს. რატომ არ მადიდებ? როგორც კი ვინმე ღმერთს დაემოწმება ან ადიდებს, ანტიქრისტეები გაღიზიანებას განიცდიან და შურის გამო სძულთ ისინი. რას გრძნობენ ღვთის ნორმალური მორწმუნეები, როდესაც ესმით, რომ ვინმე ღმერთს ადიდებს? პირველ რიგში, ისინი იტყვიან „ამინ“, იმასთან დაკავშირებით, რაც იმ ადამიანმა თქვა და იმ გამოცდილებით მოწმობასთან დაკავშირებით, რომელზეც თანაზიარება ჰქონდათ. გარდა ამისა, ყურადღებით მოუსმენენ და იფიქრებენ: „ღმერთი ასე მოქმედებდა მათზე — ღმერთი ასეთი დიდებულია, მას ნამდვილად უყვარს ადამიანი! მეც ვეძიებ ჭეშმარიტებას, თუ მომავალში მსგავს სიტუაციებს გადავაწყდები. მათ ღმერთს ატკინეს იმით, რომ ასე მოიქცნენ; მეც მოვქცეულვარ ასე წარსულში, უბრალოდ არ ვიცოდი ამის შესახებ. ღვთის წინაშე ვალში ვარ! ღვთის ასეთი მოქმედება სასარგებლოა ადამიანებისთვის, და ეს ვერ გავაცნობიერე. როგორც ჩანს, ჩემი სულიერი სიმწიფე ამ ადამიანისაზე ნაკლებია, ჩემი გაგება არ არის სუფთა, და ჩემი სულიერი შესაძლებლობები მწირია. ვლოცულობ ღვთისადმი, რომ ნათელი მომფინოს და წინამძღოლობა გაიმწიოს მე — ადამიანს, რომელსაც სულიერი სიმწიფე ჯერ კიდევ აკლია. როგორ არ დასუსტდნენ ისინი განსაცდელების წინაშე? მათ გზას უკვალავდა ღვთის სიტყვები. მე რომ მსგავს გარემოებებს შევჯახებოდი, დავსუსტდებოდი და, შესაძლოა, წავბორძიკებულიყავი კიდეც. ღმერთმა წყალობა გამოიჩინა ჩემ მიმართ, შეამჩნია ჩემი მცირე სულიერი სიმწიფე და ჯერ არ დაუშვა, რომ მსგავსი სიტუაციის წინაშე აღმოვჩენილიყავი. ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია!“ მაგრამ ანტიქრისტეები უკმაყოფილონი არიან, როდესაც ამას ისმენენ: „რა? ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია? სად არის ეს სიკეთე? თუ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, ასე კარგია, რატომ არიან ადამიანები ნეგატიურები და სუსტები? თუ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია, რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანის განდევნა? თუ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია, რატომ არის მუდმივად ჩაშლა და არეულობა სახარების ქადაგებისა და მოვალეობების შესრულების პროცესში? მე იმდენი კარგი რამ გავაკეთე; თავს ვწირავდი, შესაწირებს ვწირავდი და სახარების ქადაგებისას ხალხს ვიძენდი. რატომ არავინ მაქებს? რატომ არ მომცა ღმერთმა სამაგიეროდ რაიმე ჯილდო? თუ ხალხს ეუხერხულება პირში შემაქოს, არა უშავს, თუნდაც ზურგს უკან გააკეთონ ეს. რატომ არავინ მაქებს ან მაფასებს? ნუთუ არანაირი დამსახურება არ მაქვს?“ ისინი უკმაყოფილონი ხდებიან. თუ ვინმე აქებს ჩვეულებრივ ადამიანს, ანტიქრისტეებს ეს დიდად არ აღელვებთ. მაგრამ როგორც კი ვინმე ღვთის დიდ ძალაზე, დიდ სიყვარულსა და სიბრძნეზე, ან ღვთის იდენტობაზე მოწმობს, ანტიქრისტეებს სიძულვილი და შური იპყრობთ. როდესაც ვინმე მზადაა, დაემორჩილოს ღმერთს, იყოს წესიერი ქმნილება და ადამიანი, რომელიც არ სცილდება საკუთარ საზღვრებს და ემორჩილება შემოქმედის ხელმწიფებას, ანტიქრისტეებს ეს არ მოსწონთ და ამბობენ: „რატომ ემორჩილები ასე ნებით და აქტიურად ღმერთს? რატომ არის შენთვის ასე ძნელი, მომისმინო, რასაც ვამბობ? რასაც მე ვამბობ, არასწორი არ არის!“ მათ მოსწონთ, როცა ადამიანები მათი მიმდევრები არიან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქებენ, სახელები ბაგეებზე აკერიათ, გულში ატარებენ, მათი სიკეთისა და სიძლიერის შესახებ ოცნებობენ და ყველასთან აქებენ, ვისაც კი შეხვდებიან. თუ ავად ხდებიან და ხალხს თავს არ აჩვენებენ, ადამიანები იტყვიან: „რას გავაკეთებთ შენ გარეშე? შენ გარეშე გაფანტულები ვართ; ჩვენ არ შეგვიძლია რწმენის ან ცხოვრების გაგრძელება!“ ეს რომ ანტიქრისტეებს გაეგონათ, სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იქნებოდნენ და ამის გასაგონად მზად იქნებოდნენ, აეტანათ ნებისმიერი ტანჯვა ან დღეები გაეტარებინათ ჭამისა და ძილის გარეშე. მაგრამ თუ არავინ აქებს მათ, არ იყენებს მისაბაძ მაგალითად, არ ეთაყვანება და სერიოზულად არ აღიქვამს, ისინი გაღიზიანებას გრძნობენ და გულში სიძულვილს ატარებენ — ეს არის ტიპური ანტიქრისტე. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიქრისტეები არასოდეს აღიარებენ ღვთის იდენტობას. ისინი არ იღებენ ღვთის იდენტობასა და არსს, მით უმეტეს — არ იღებენ იმ საქმეს, რომელიც მათზე აღასრულა მან, ვისაც ღვთის იდენტობა და არსი გააჩნია; და არც ღვთის მიერ კაცობრიობაში შესრულებულ მთელ საქმეს აღიარებენ ან იღებენ.

ბ. უარის თქმა ღვთის მეუფების აღიარებაზე ყოველივე არსებულზე

შემდეგ, მოდით, თანაზიარება ვიქონიოთ მეორე გამოვლინების შესახებ — „მათ არ სჯერათ ღმერთის არსებობის და უარყოფენ ქრისტეს არსს“: ანტიქრისტეები უარს ამბობენ ღვთის უზენაესი ხელმწიფების აღიარებაზე. ანტიქრისტეებისთვის შემოქმედი, რომელიც ფლობს ღვთის იდენტობას, უბრალოდ არ არსებობს, ის მხოლოდ მითია. განა შეუძლიათ ანტიქრისტეებს, აღიარონ ფაქტი, რომ შემოქმედი ფლობს მეუფებას ყოველივე არსებულზე? ცხადია, ისინი ამ ფაქტს არ აღიარებენ. ისინი ამას არ აღიარებენ, და ესეც ეფუძნება ფაქტებს. ანტიქრისტეების რწმენა, ცოდნა და ღვთის გაგება ეფუძნება ადამიანურ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს, კერპების შესახებ ზოგიერთ ადამიანურ აღქმებსა და გაგებას, და ასევე იმ მწვალებლობებსა და ცრუ სწავლებებს, რომლებსაც ეს კერპები იყენებენ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. არის ანტიქრისტეების გულებში არსებული წარმოდგენები, ფანტაზიები, მწვალებლობები, ცრუ სწავლებები და სხვა რამეები თანხვედრაში ან წინააღმდეგობაში იმ ფაქტთან, რომ ღმერთი მეუფებს ყოველივე არსებულზე? ისინი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდიან ამ ფაქტთან. კერპებს, რომლებსაც ადამიანები შესაწირავს სწირავენ, შეცდომაში შეჰყავთ ისინი ისეთი მწვალებლობებისა და ცრუ სწავლებების გავრცელებით, რომლებიც ადამიანურ წარმოდგენებს, ფანტაზიებს და გემოვნებებს შეესაბამება, რათა მყარად მოიკიდონ ფეხი კაცობრიობაში, მაგალითად „ბუდა კეთილმოწყალეა“, „ზეცა უფრთხილდება ცოცხალ არსებებს“, „ერთი სიცოცხლის გადარჩენა შვიდსართულიანი პაგოდის აგებას სჯობს“, და „რაც ბედისწერითაა განსაზღვრული, მოხდება, და რაც არა — იმაზე ძალდატანება არ უნდა მოხდეს.“ კიდევ? (შენს ზემოთ, სამი ფუტის სიმაღლეზე, ღმერთია.) სად არის შენს ზემოთ სამი ფუტის სიმაღლე? ჰაერში, სადაც სატანა ცხოვრობს. ვინ არის ეს „ღმერთი“? (ეს სატანაა.) და რა არის გამონათქვამი, რომელსაც ბუდისტები ხშირად იყენებენ? (კეთილს კეთილი მიეზღვევა, ბოროტს კი — ბოროტი; ყველა და ყველაფერი თავის საზღაურს მიიღებს, უბრალოდ, ამისი დრო ჯერ არ დამდგარა.) ადამიანები სამყაროში ხშირად გაჟღერებულ ამ შედარებით პოზიტიურ გამონათქვამებსა და ფილოსოფიურ თეორიებს ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში, არის ეს სიტყვები ჭეშმარიტება? არსებობს რაიმე კავშირი მათსა და ჭეშმარიტებას შორის? (არა.) მაგალითად, „კეთილს კეთილი მიეზღვევა, ბოროტს კი — ბოროტი; ყველა და ყველაფერი თავის საზღაურს მიიღებს, უბრალოდ, ამისი დრო ჯერ არ დამდგარა.“ — რას ნიშნავს „კეთილს კეთილი მიეზღვევა“? რას გულისხმობს „კეთილი“? არის ეს სამართლიანობა, ჭეშმარიტება თუ ადამიანის მცირედი კეთილი ნება? (ეს ადამიანის კეთილი ნებაა.) ნამდვილად მიეზღვევა ადამიანის მცირე კეთილ ნებას კეთილი? სულაც არა. „ისინი, ვინც ხიდებს აშენებენ და გზებს აკეთებენ, ბრმები რჩებიან” — ხიდების აგება და გზების შეკეთება კეთილი საქმეებია, მაშ, რატომ რჩებიან ისინი ბრმები? არის ამ საქმეებისთვის რაიმე ჯილდო? (არა.) „ბოროტს კი — ბოროტი“ — მკვლელობა და ცეცხლის წაკიდება ბოროტებაა, მაშ, მიეზღვევა მათ ბოროტება? (არა.) რატომ არა? „ხოლო მკვლელებისა და ცეცხლის წამკიდებლების შთამომავლობა მრავლდება“ — ეს სიტყვები უარყოფს პრინციპს „ბოროტს კი ბოროტი მიეზღვევა“. „ყველა და ყველაფერი თავის საზღაურს მიიღებს, უბრალოდ, ამისი დრო ჯერ არ დამდგარა“ — რას ნიშნავს „ამისი დრო ჯერ არ დამდგარა“? რას ნიშნავს, რომ დრო უნდა დადგეს? როდესაც ადამიანებს ჭეშმარიტება არ ესმით, ისინი ამ სიტყვებსა და გამონათქვამებს პოზიტიურ რამეებად და ჭეშმარიტებებად მიიჩნევენ. ადამიანები, რომლებსაც ცარიელი გულები აქვთ და არ გააჩნიათ სულიერი საზრდოს წყარო, ამ ეგრეთ წოდებულ სწორ სიტყვებს თავიანთ სულიერ საზრდოდ, სულიერი ნუგეშის ერთგვარ სახედ იღებენ, რათა თავი დაიმშვიდონ: „არა უშავს, ცხოვრებაში არსებობს იმედი, ამქვეყნად კვლავ არის მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, და კვლავ არსებობს ვიღაც, ვინც სამართალს დაიცავს. ჯერ კიდევ შესაძლებელია სამართლიანი შედეგის მიღება, და ამ ყველაფერზე, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიიღება.“ ჭეშმარიტია ის გამონათქვამები ღვთის მიერ ყოველივე არსებულზე მეუფების შესახებ? წარმოადგენენ ისინი იმ ფაქტის ჭეშმარიტ გამოვლინებებს, რომ ადამიანები აღიარებენ ღვთის მეუფებას ყოველივე არსებულზე? (არა.) დაკავშირებულია ის გამონათქვამები ან ანდაზები, რომლებსაც ადამიანები ამბობენ, ფაქტთან, რომ ღმერთი ყოველივე არსებულის მეუფეა? (არა.) რატომ არა? (ეს სიტყვები არ არის ჭეშმარიტება.) თქვენი პასუხი ამას თეორიულ დონეზე ამტკიცებს, მაგრამ რა არის ძირეული მიზეზი? ამ მოძღვრების ძირეული მიზეზი გაცილებით რთულია, მისი ახსნა მხოლოდ ამ ერთი წინადადებით შეუძლებელია. ვინაიდან საკითხი იმის შესახებ, რომ ღმერთი ყოველივე არსებულის მეუფეა, ასე მარტივი არ არის, როგორ უნდა ჩავწვდეთ ამას? როგორც მანამდე გვქონდა თანაზიარება, ანტიქრისტეები არ აღიარებენ ღვთის მეუფებას ყოველივე არსებულზე. მიუხედავად იმისა, თუ რას უყურებენ ანტიქრისტეები, ისინი ყოველთვის გარე დამკვირვებლის თვალთახედვით და მატერიალისტის თვალით იკვლევენ და აანალიზებენ მას; მატერიალისტისა, რომელიც ფულსა და ძალაუფლებას სიცოცხლეზე მეტად აფასებს. თუ ადამიანი რაიმეს ასეთი თვალთახედვით და პოზიციიდან უყურებს, ნუთუ არ შეიცვლება საკითხის არსი? ნუთუ არ იქნება ის განსხვავებული? რა იქნება საბოლოო შედეგი, თუ ვინმე ყოველივე არსებულის განვითარების კანონებსა და წესებს მატერიალისტის თვალთახედვით შეხედავს? განა მატერიალისტის მსოფლმხედველობა არ წარმოშობს ადამიანურ ფილოსოფიებს, სტრატეგიებს, მეთოდებსა და ამქვეყნიურ საქმეთა მოგვარების მიდგომებს? ნუთუ არ წარმოშობს ის თამაშის წესებს? (დიახ.) ეს არის შედეგი, და საკითხის არსიც სწორედ აქ არის.

როგორ უყურებს მატერიალისტი ძალაუფლებას? მათ სწამთ, რომ თუ ადამიანს სურს ძალაუფლების მოპოვება, პირველი — მას სჭირდება სტრატეგიები, მეორე — მას უნდა შეეძლოს ყველა ტიპის ადამიანით მანიპულირება, მესამე — უნდა იყოს სასტიკი და მეოთხე — უნდა იყოს ცვალებადი. განა ეს მატერიალისტის მსოფლმხედველობა არ არის? არის ამაში ღვთის მეუფებისადმი დაქვემდებარების თუნდაც მცირედი ნიშანი? (არა.) როგორ მოიფიქრეს მატერიალისტებმა ძალაუფლების შესახებ ეს შეხედულებები? განა ეს შეხედულებები ანტიქრისტეთა არსმა არ წარმოშვა? (დიახ.) ანტიქრისტეთა როგორმა არსმა? მითხარით, ანტიქრისტეებს უკეთური არსი რომ არ ჰქონოდათ, მოიფიქრებდნენ სიტყვებს: „უნდა შეეძლოს ადამიანებით მანიპულირება“? იფიქრებდნენ, რომ მათ „სჭირდებათ სტრატეგიები“? იტყოდნენ, რომ „უნდა იყვნენ ცვალებადნი“? სასტიკი არსი რომ არ ჰქონოდათ, იტყოდნენ, რომ „უნდა იყვნენ სასტიკნი“? (არა.) ეს განსაზღვრულია ანტიქრისტეთა არსით. მათი არსიდან მომდინარე სხვადასხვა აზრი მხოლოდ მათ გონებაში არსებული იდეებია თუ მათი ამქვეყნიური საქმიანობის პრინციპები და ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი თავის წარმართვაც იგივეა? (მათი ამქვეყნიური საქმიანობის პრინციპები იგივეა.) ისინი მუდმივად აკეთებენ დასკვნებს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯგუფებს შორის, ამიტომ მათი სტრატეგიები სულ უფრო და უფრო მწიფდება და იხვეწება, ბოლოს კი ეშმაკისეული ხდება. რას ნიშნავს ეშმაკისეული? ეს ნიშნავს, იყო საკმარისად სასტიკი, საკმარისად დაუნდობელი და საკმარისად ცბიერი. შეუძლიათ მათი სისასტიკის, დაუნდობლობისა და ცბიერების გამოვლინებებს აიძულონ ისინი, დაემორჩილონ ღვთის მეუფებას და მის განაწესს? აბსოლუტურად არა. ამიტომ, განურჩევლად იმისა, ახალგაზრდები არიან თუ მოხუცები, ანტიქრისტეები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ფილოსოფიების, კანონების, თამაშის წესების, სტრატეგიებისა და გამოცდილების საფუძველზე. შეესაბამება თუ ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი იმ ფაქტს, რომ ღმერთი მეუფეა ყოველივე არსებულის? (ეწინააღმდეგება.) როდესაც ანტიქრისტეები ამ ყველა საკუთარ გამოგონილ კანონს ახორციელებენ, რა არის მათი პრინციპი და მიზანი? რა არის მათი მოტივაცია? ისინი ამბობენ: „თუ გსურს მიიღო ის, რაც გინდა, უნდა ისწავლო, რომ აკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა, და არაფერზე დაიხიო უკან, უნდა იყო საკმარისად სასტიკი, საკმარისად დაუნდობელი და საკმარისად ცბიერი, როგორც ნათქვამია: „წვრილმანი ზრახვებით ჯენტლმენი ვერ გახდები; ნამდვილი მამაკაცი დაუნდობელი უნდა იყოს.“ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს: „რა ღვთის მეუფება? რა ზეციურ განაწესზე ლოდინი? ასეთი რამეები არ არსებობს! რომელი თანამდებობის პირი ან მონარქი არ მივიდა იქამდე, სადაც არის, მძვინვარე და სასტიკი საშუალებებით? განა ეს თანამდებობები ბრძოლითა და ხოცვით არ არის მოპოვებული?“ მათი ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, აღიარებენ ანტიქრისტეები იმ ფაქტს, რომ ღმერთი არის მეუფე ყოველივე არსებულზე? (არა.) ურწმუნოთა სამყაროში ანტიქრისტეებს გადარჩენის ამ კანონის მიმართ სწორედ ასეთი თვალთახედვა აქვთ. მაშასადამე, როდესაც ისინი ეკლესიაში არიან, გამოიყენებენ იმავე სტრატეგიებს მოქმედებისას? მიჰყვებიან იმავე ცხოვრებისეულ წესებს? ეს არ შეიცვლება არც ერთი ნიუანსით. მაშინაც კი, როდესაც ანტიქრისტეები მოდიან ეკლესიაში, ისინი არასდროს იკავებენ თავს და არასდროს სწორდებიან, აბსოლუტურად არ აკეთებენ ამას. ისინი ამბობენ: „თუ გსურს, სხვებზე მაღლა დადგე, უნდა ისწავლო სტრატეგიების ფლობა. როდესაც ყველა ირგვლივ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირგვლივ გავლენიანი ადამიანები არიან, უნდა ეცადო, მაქსიმალურად გამოიჩინო თავი და დაანახო ეს მათ, ვინც სათავეშია, წინამძღოლებსა და ზემდგომებს. მაშინ გექნება შანსი, რომ დაგაწინაურონ და მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაგნიშნონ, და გექნება შესაძლებლობა, სხვებზე მაღლა დადგე. გარდა ამისა, თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ სხვაგვარად მოიქცეთ მაშინ, როცა ხალხის გარემოცვაში ხართ, და სხვაგვარად — როცა მარტო ხართ, თქვენ უნდა ისწავლოთ მოტყუებაში ჩართვა. აკეთეთ კარგი საქმეები ადამიანების თვალწინ, ხოლო საშინელი, ცუდი, ბნელი და ისეთი საქმეები, რომლებიც ადამიანებს არ მოსწონთ, აკეთეთ საიდუმლოდ. არასდროს მისცეთ არავის უფლება, ჩაგხედოთ სულში. ადამიანებს თქვენი საუკეთესო მხარე უნდა აჩვენოთ და კარგად უნდა შეინიღბოთ თავი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდი ხართ სინამდვილეში, ეს კარგად უნდა დაფაროთ. არ დაკარგოთ ადამიანების მხარდაჭერა. როგორც კი დაკარგავთ მათ მხარდაჭერას, უკვე გვიანი იქნება — მაშინ აღარ გექნებათ შანსი.“ ანტიქრისტეები ეკლესიაშიც გადარჩენის ასეთი სტრატეგიებითა და კანონებით ცხოვრობენ.

როგორ უყურებენ ანტიქრისტეები ყველა იმ ძმებისა და დების დამოწმებებს, რომლებმაც გამოსცადეს და შეიცნეს ღვთის მეუფება ყოველივე არსებულზე? ანტიქრისტეები ამბობენ: „ადამიანებს აქვთ ტვინი, აზრები და განათლება და რედაქტირებისა და შედგენის გზით მათ შექმნეს ეს გამოცდილებითი დამოწმებები. სინამდვილეში, ყველა ეს გამოცდილებითი დამოწმება ადამიანის მიერ არის მოგონილი, ყველა მათგანი ყალბია და შეუძლებელი. მეც შევძლებდი გამოცდილებითი დამოწმების შექმნას, თუ მე ამას შევთხზავდი. შემეძლო შემექმნა 10 ან 20 სტატია გამოცდილებითი დამოწმების შესახებ. „უბრალოდ არ მსურს ამის გაკეთება. გგონიათ, ვერ ვხედავ თქვენს პატარა მზაკვრულ გეგმებს? ნუთუ ამას მხოლოდ თავის გამოსაჩენად არ აკეთებთ? თქვენ ამას ღვთის დამოწმების, ღვთის სახელის დამოწმებისა და ღვთის მიერ ყოველგვარ არსებულზე მეუფების დამოწმების ლამაზ სახელს არქმევთ და ამბობთ, რომ ღვთის მოწმენი ხართ, მაგრამ სინამდვილეში, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ თავი წარმოაჩინოთ და სხვებზე მაღლა დადგეთ.“ ისინი არ აღიარებენ იმ მოწმობათა ჭეშმარიტებას, რომლებიც ხალხში ღვთის მიერ შესრულებულ საქმეებს ეხება. რაც შეეხება გარე სამყაროს სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციებს და თითოეული ქვეყნის პირობებს, ანტიქრისტეებს არ შეუძლიათ დაინახონ, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, და როდესაც საქმე ეხება ღვთის მიერ გარე სამყაროს გარემოს შენარჩუნებას, შეცვლას ან მოწყობას, მათ არ შეუძლიათ დაინახონ, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ღმერთი ამ ყველაფერს აკეთებს. მათ სჯერათ, რომ „ღმერთი არის მეუფე ყოველგვარ არსებულზე“ მხოლოდ ცარიელი, მაღალფარდოვანი განცხადებაა. სინამდვილეში, რომელ ქვეყანაშიც უნდა წახვიდე, იმ ქვეყნის მთავრობას უნდა დაემორჩილო, არა? ხომ იმ ქვეყნის მთავრობისა და კანონების შეზღუდვებს ექვემდებარები? განა ეს არ ნიშნავს, რომ განცხადება, თითქოს ღმერთი ყოველივე არსებულის მეუფეა, საფუძველს კარგავს? მიუხედავად იმისა, თუ როგორ ახორციელებს ის თავის მეუფებას, შეუძლია მას, რომელიმე ქვეყნის მთავრობასა და კანონებზე მაღლა დგომა?“ ამიტომ, როგორც კი გარე სამყაროში გარემო და სიტუაცია ეკლესიისა და ეკლესიის საქმისთვის არახელსაყრელი ხდება, ანტიქრისტეები ფარულად შეიგრძნობენ ბედნიერებას და იცინიან ამ ყველაფერზე, რითაც თავიანთ დემონურ სახეებს ამჟღავნებენ. როდესაც ეკლესიის საქმე შეუფერხებლად მიდის, ღმერთი აკურთხებს და წარუძღვება მას და ყველაფერი თავის გზაზეა, როდესაც გარე სამყაროდან არანაირი ჩარევა არ ხდება და ძმებისა და დების მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება, ანტიქრისტეების გულებს მოუსვენრობა და მოუთმენლობა იპყრობს; ისინი უკიდურეს შურს, უხერხულობასა და სიძულვილს განიცდიან. რატომ გრძნობენ სიძულვილს? მათ არ სჯერათ, რომ ღმერთს შეუძლია, იყოს მეუფე ამ ყველაფრისა. ეკლესია ღვთის სახლია; ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი თავისი მართვის საქმეს აკეთებს, სადაც ღმერთი გადაარჩენს კაცობრიობას, სადაც ღვთის ნება შეუფერხებლად სრულდება და სადაც ღვთის სიტყვების ადამიანებში გაცნობიერება და დადასტურებაა შესაძლებელი. როდესაც ეკლესიის საქმე კარგად მიდის, ეს წარმოაჩენს ღვთის ხელმწიფების რეალობას, და ასევე ადასტურებს, რომ ფაქტი იმისა, თითქოს ღმერთი მეუფებს ყოველივეზე, არსებობს და ჭეშმარიტია. როდესაც ეს ფაქტი არსებობს და დასტურდება, ეს ანტიქრისტეებისთვის სახეში გარტყმას ნიშნავს. სახეში გარტყმის შემდეგ ანტიქრისტეები სიხარულს, სიმშვიდესა და კომფორტს გრძნობენ გულებში თუ წინააღმდეგობისა და აღშფოთების განცდა აქვთ? (ისინი გრძნობენ წინააღმდეგობას და აღშფოთებას.) რას ფიქრობენ გულებში? მათ სძულთ ღმერთი და უარყოფენ ღმერთს. თუ ზედაპირულად ჩანს, რომ ეკლესიისა და ძმებისა და დების მდგომარეობა დიდად სახარბიელო არ არის, როდესაც ეს ადამიანები დევნილნი, შევიწროებულნი და გარიყულნი არიან და საზოგადოებაში არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ, ანტიქრისტეები გულებში საკმაო ბედნიერებასა და კმაყოფილებას გრძნობენ; მაგრამ როდესაც ღვთის საქმე და ეკლესიური ცხოვრება აყვავებულია და მუდმივად ვითარდება, ანტიქრისტეები თავს ბედნიერად არ გრძნობენ. რატომ არ გრძნობენ თავს ბედნიერად? იმიტომ, რომ ეს ზედმეტად შეუსაბამოა მათ წარმოდგენებთან, ეს არის ის, რასაც არ მოელოდნენ. ღვთის მეუფება და ღვთის სიტყვები აღსრულდა და განხორციელდა, რითაც თავდაყირა დადგა მათი შეხედულებები, ამიტომაც თავს სევდიანად გრძნობენ. ანტიქრისტეების მიერ გამოვლენილ აზრებსა და შეხედულებებზე დაყრდნობით, ისევე როგორც მათი უკმაყოფილების განცდებზე, განა არ აქვთ მათ დიდი წითელი დრაკონის იდენტური თვალთახედვა? განა მათი ბუნება-არსება არ არის იგივე, რაც დიდი წითელი დრაკონისა? ეს სრულიად ერთი და იგივეა.

რაც შეეხება მთელ სამყაროს, ყოველივეს, და კანონებსა და წესებს, რომლებსაც ყველა ქმნილება მიჰყვება, ანტიქრისტეები ფიქრობენ: „ბუნება და სეზონები დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. თუ დიდხანს ცივა, დათბება; თუ დიდხანს ცხელა, აცივდება. როცა ფოთლების ცვენის დრო მოვა, ისინი ქარის დაბერვისას ჩამოცვივდებიან. განა ეს ყველაფერი ძალიან ნორმალური არ არის? როგორ არის ეს ღვთის მეუფება? როგორ არის ეს ღვთის მიერ დადგენილი კანონი? რისი გაკეთება შეუძლიათ ღვთის კანონებს? ადამიანებს იმდენი ცხოველი დაუხოცავთ ისე, რომ დიდი შედეგი არ მოჰყოლია; კაცობრიობა ხომ ისევ ისე განაგრძობს ცხოვრებას, როგორც მანამდე? ისინი ამბობენ, რომ ღმერთი მეუფეა ყოველივე არსებულის, მაშინ რატომ ვერ ვხედავ, როგორ ახორციელებს ღმერთი მეუფებას მათზე? ისინი ამბობენ, რომ ღმერთი მეუფეა ყოველივე არსებულის, მაგრამ რატომ ჰყვავიან ყოველთვის ბოროტი ადამიანები, მაშინ როცა კეთილებს არასდროს აქვთ უპირატესობა?“ საბოლოოდ, ისინი ასკვნიან შემდეგს: „ამ სამყაროში არ არსებობს მხსნელი; კაცობრიობაა ის, ვინც მანიპულირებს სამყაროთი. მსოფლიოს ქვეყნების დიდი ფიგურები და ლიდერები მართავენ ამ სამყაროს, და სწორედ ეს ადამიანები ცვლიან ამ სამყაროს ლანდშაფტს. იმ დიდი და უნარიანი ადამიანების გარეშე სამყარო განწირული იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ღმერთი მეუფეა ყოველივე არსებულის, მე ამას ვერ ვხედავ. როგორ არის ღმერთი მათზე მეუფე? რატომ ვერ ვგრძნობ ამას? რატომ ვერ ვიგებ ამას? რატომ შეიცავს ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფება ისეთ რამეებს, რაც ადამიანურ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება?“ მათ არც აღიარება შეუძლიათ და არც მიღება. როდესაც საქმე ეხება ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფებას, იმ გზას, თუ როგორ არის ღმერთი ყოველივე არსებულის მეუფე, იმ განწყობას, რომელსაც ღმერთი ავლენს ყოველივე არსებულზე თავისი მეუფებით, ღვთის მოქმედების პრინციპებს, ღვთის არსს და ა.შ., ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებას მიჰყვებიან, შეუძლიათ ამის მხოლოდ მცირე ნაწილი გაიაზრონ მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ დაემორჩილონ შემოქმედის მეუფებასა და განგებას, დაემორჩილონ შემოქმედის მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვას და აღიარონ შემოქმედი ღმერთად. მაშინაც კი, თუ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ამის მცირე ნაწილის გაგება, მათთვის შეუძლებელია ამის სრულყოფილად გააზრება, რადგან ღვთის მრავალი საქმე სრულდება მისი სტატუსიდან და იდენტობიდან გამომდინარე, და ყოველთვის იქნება შეუსაბამობა ამ საქმეებსა და ადამიანთა, როგორც ქმნილებათა, აზროვნებასა და შემეცნებას შორის. ის მცირეოდენი, რისი გაგებაც ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში განცდილი მოვლენების მეშვეობით შეუძლიათ, მხოლოდ მათთვისაა აღქმადი, ვინც ჭეშმარიტებას მიჰყვება, ვისაც აქვს გამჭრიახობა და ჭეშმარიტების წვდომის უნარი. დაბალი სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გამჭრიახობა და საერთოდ არ უყვართ ჭეშმარიტება, გაგების ეს მცირე ნაწილიც მიუწვდომელია. ხშირად ამბობენ, რომ ღვთის აზრები ადამიანის აზრებზე მაღლა დგას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ყოველთვის ჩამორჩებიან შემოქმედის აზრებს და რომ მათ მიერ გაგების მცირე ნაწილის მიღწევა ღვთის მადლია. მათთვის, ვინც ჭეშმარიტებას მიჰყვება, ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ისინი მიიღებენ ღვთის საქმის ბოლო ეტაპს, ღვთის მრავალი სიტყვის მოსმენის, მრავალი ჭეშმარიტების გაგებისა და განცდის შემდეგ — ეს მთელი ცხოვრების ძალისხმევას მოითხოვს. რაც შეეხება ანტიქრისტეებს, რომლებიც ფუნდამენტურად უარყოფენ ღვთის იდენტობას, თავიანთი არსის მიხედვით, მათ არ უყვართ ჭეშმარიტება ან დადებითი მოვლენები და, მით უმეტეს, არ უყვართ არაფერი, რაც დაკავშირებულია ღვთის იდენტობასა და არსთან, ამიტომ ისინი ვერასდროს მიაღწევენ იმ წერტილამდე, რომ აღიარონ ფაქტი ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების შესახებ. ამ ფაქტის აღიარება ჭეშმარიტების გააზრებისა და მისკენ სწრაფვის საფუძველზეა აგებული, მაგრამ ანტიქრისტეები უარყოფენ ჭეშმარიტებას, მის მიმართ ზიზღს განიცდიან, სძულთ ღმერთი, და მით უმეტეს, სძულთ ღვთის იდენტობა და არსი. ამიტომ, მათთვის ფაქტი ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების შესახებ ყოველთვის არარსებული იქნება. რას ნიშნავს „არარსებული“? ეს ნიშნავს, რომ ეს თავკერძები ვერასდროს დაინახავენ ან გაიგებენ ფაქტს ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების შესახებ. შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ მისი აღქმა. ფაქტი ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების შესახებ მრავალ რამეს შეიცავს, და ის ეხება ბევრ ჭეშმარიტებას, ასევე ღვთის სიბრძნესა და ღვთის იდენტობასა და არსს. როგორ წარმართავს და განაგებს ღმერთი ყველაფერს, რაზეც ხელმწიფებს? ამ საკითხთან მიმართებაში, მეთოდების, დროისა და ღვთის განზრახვის თვალსაზრისით, როგორ გეგმავს და განკარგავს ამას ღვთის გონება? ამ ასპექტების საფუძველზე განსჯით, ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფება არ არის მარტივი საკითხი; აქ ჩართულია საკმაოდ რთული მიმართებები. ისეთი თავკერძები, როგორებიც ანტიქრისტეები არიან, რომლებსაც უბრალოდ არ გააჩნიათ სულიერი გაგება და არ იღებენ ჭეშმარიტებას, ვერასდროს გაიგებენ, თუ როგორ ახორციელებს ღმერთი მეუფებას ყოველივე არსებულზე. ისინი ვერასდროს გაიგებენ ამას, ჰოდა, შეუძლიათ ამისი აღიარება? (არ შეუძლიათ.) ზოგი ამბობს: „ისინი არ აღიარებენ ამას, რადგან ვერ იგებენ. ამისი გაგება რომ შეეძლოთ, განა არ აღიარებდნენ?“ ეს მხოლოდ ვარაუდია; ვარაუდები მხოლოდ ლოგიკას შეესაბამება, ისინი ფაქტებთან აუცილებელ თანხვედრაში არ მოდიან. მაშ, რა არის ფაქტების ჭეშმარიტება? ანტიქრისტეები არასდროს აღიარებენ ფაქტს ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების შესახებ. ამჯერად ნუ ვისაუბრებთ ანტიქრისტეებზე და ამის ნაცვლად ვისაუბროთ მთავარანგელოზზე, სატანაზე, ეშმაკზე, დიდ წითელ დრაკონზე. ის დევნის ღვთის რჩეულ ხალხს, აზიანებს ეკლესიას და ღვთის საქმეს დაბრკოლებას უქმნის. როდესაც ღმერთი უბედურებებს ატეხს თავს, რაც მას პანიკაში ჩავარდნისკენ, გაგიჟებისა და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენისკენ უბიძგებს, იგი ვერ უმკლავდება ამას და ბოლოს შეწყალებას ითხოვს: „აღარასდროს ვიბრძოლებ ზეცის წინააღმდეგ“. რა ინფორმაციის მიღება შეიძლება ამ განცხადებიდან? დიდი წითელი დრაკონი აღიარებს ზეცის და ღმერთის არსებობას, მაგრამ მისი ბუნება არ იცვლება; მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებს ღმერთის არსებობას, მაინც წინ აღუდგება და ეწინააღმდეგება ღმერთს. როდესაც იგი ვერ სძლევს ღმერთს, შეწყალებას ითხოვს და ამბობს, რომ აღარ იბრძოლებს ზეცის წინააღმდეგ. მაგრამ არის კი იგი ნამდვილად დამორჩილებული და შეწყალების მთხოვნელი? არა, როდესაც იგი გამოკეთდება, ბრძოლას კვლავ განაგრძობს; ეს მისი ბუნებაა, და მისი ბუნება არ იცვლება. ანტიქრისტეებსაც ზუსტად ასეთივე ბუნება აქვთ.

როგორ უყურებენ ანტიქრისტეები კაცობრიობის ბედზე ღვთის მეუფებას ყოველივე არსებულზე მისი მეუფების ფარგლებში? ეს ძალიან წვრილმან საკითხს მოიცავს. როდესაც საქმე ეხება ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფებას, „ყოველივე არსებულის“ კონცეფცია მაკროსკოპული და მეტისმეტად ფართოა; ანტიქრისტეებს მისი მიღება არ შეუძლიათ, ისინი ბრმანი არიან მის მიმართ და ვერ ხედავენ მასში არსებულ არსს. მაშ, ემორჩილებიან ანტიქრისტეები იმას, თუ როგორ ახორციელებს ღმერთი მეუფებას მათ საკუთარ ბედისწერაზე? სწვდებიან ამას? ესმით ეს? შეუძლიათ მისი აღიარება? მით უფრო — არა. ანტიქრისტეებს სჯერათ, რომ მათ რეალურ ცხოვრებაში ყველა კარგი რამ საკუთარი ძალისხმევით მოიპოვეს. მაგალითად, თუ უნივერსიტეტში ჩააბარეს, ამას სწავლაში საკუთარ მონდომებას მიაწერენ და სჯერათ, რომ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სასწავლებლად იყვნენ გაჩენილნი. თუ კარგად ცხოვრობენ და ფული გამოიმუშავეს, მიაჩნიათ, რომ გამდიდრებისთვის არიან დაბადებულნი, რადგან მკითხავებმა უწინასწარმეტყველეს, რომ აყვავებული ცხოვრება ექნებოდათ და იღბლიანები იქნებოდნენ, როგორც თანამდებობის პირებად გახდომასთან დაკავშირებით, ისე ფინანსური წარმატების მიღწევის თვალსაზრისით. როდესაც საქმე ცუდად მიდის, ან ისე არა, როგორც იმედი ჰქონდათ, და იტანჯებიან, იწყებენ წუწუნს: „რატომ მიდის ყველაფერი ასე ცუდად ჩემთვის? რატომ არის ჩემი ბედი ასეთი ცუდი? რა საშინელი იღბალი მაქვს!“ ისინი ამ მოვლენებს ადამიანური თვალთახედვით განმარტავენ და უყურებენ. თუ ყველაფერი შეუფერხებლად მიდის, ისინი ქედმაღლობენ, ყოველ ნაბიჯზე თავს იწონებენ, სასტიკ და მუქარისმომცველ იერს იღებენ და უხეშად და ამპარტავნულად იქცევიან; მაგრამ როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც სურთ, ისინი ღმერთს და სხვა ადამიანებს ადანაშაულებენ და ცდილობენ, იპოვონ გზა სიტუაციის შესაცვლელად და მისგან თავის დასაღწევად. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი განაგებს და აკეთებს, კარგია, მაგრამ განმარტოებით მყოფნი ტვინს იჭყლეტენ და ცდილობენ, გამოიყენონ ყველა საშუალება სიტუაციის შემოსაბრუნებლად და მისგან თავის დასაღწევად. ისინი ამბობენ: „უარს ვამბობ, დავიჯერო, რომ ჩემი ბედი ასეთი ცუდია, რომ ჩემი იღბალი ასეთი საშინელია. უარს ვამბობ, დავიჯერო, რომ სამყარო ასეთი უსამართლოა, რომ ჩემნაირი უნარიანი ადამიანი საბოლოოდ არ ეღირსება აღიარებას, რომ ჩემი ბრწყინვალების დრო არასდროს დადგება. სინამდვილეში ბედისწერა მხოლოდ ცარიელი გარსია, ეს უბრალოდ გამონათქვამია; ყველაფერი საკუთარ ძალისხმევასა და ბრძოლაზეა დამოკიდებული. როგორც უთქვამთ: „ადამიანმა უნდა გადაიტანოს უდიდესი განსაცდელები, რათა გახდეს უდიდესი ადამიანთაგანი.“ ეს არის უმაღლესი მრწამსი; ეს არასდროს უნდა დამავიწყდეს, ის ჩემს მოტივაციად უნდა გამოვიყენო“. ისინი კვლავ და კვლავ იმეორებენ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, კარგია, რომ ღმერთი ყოველივე არსებულის მეუფეა და რომ ისინი ემორჩილებიან ღვთის განგებასა და მოწყობას, მაგრამ ბოლოს მაინც ამბობენ: „ადამიანმა უნდა გადაიტანოს უდიდესი განსაცდელები, რათა გახდეს უდიდესი ადამიანთაგანი“. სხვებისთვის ხილულად ისინი სულიერ სიტყვებს ამბობენ, მაგრამ ფარულად პრინციპები, რომლებსაც ნერგავენ, პრაქტიკაში იყენებენ და მიჰყვებიან, არის სატანის ფილოსოფია ამქვეყნიურ საქმეებთან, ლოგიკასა და აზროვნებასთან დაკავშირებით. არის ამაში რაიმე მორჩილება? (არა.) აი, ასე უყურებენ, ესმით და უდგებიან ანტიქრისტეები ფაქტს ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების შესახებ. ამ გამოვლინებებსა და მაგალითებზე დაყრდნობით, აღიარებენ და სწამთ ანტიქრისტეებს ღვთის მეუფება ყოველივე არსებულზე თუ ეჭვქვეშ აყენებენ და გმობენ მას? (ისინი ეჭვქვეშ აყენებენ და გმობენ მას.) მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ისინი, მათი რეალური გამოვლინებებიდან გამომდინარე, ანტიქრისტეები ფუნდამენტურად უარყოფენ ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების ფაქტს და არ სჯერათ მისი. ზოგიერთი ანტიქრისტე აბსურდულ განცხადებებსაც აკეთებს: „როგორ შეიძლება, არაფრისთვის იბრძოდეთ და პასიურად ელოდოთ ღვთის მეუფებას? ნუთუ თქვენით არ უნდა მოამზადოთ საჭმელი? ნუთუ შეგიძლიათ, პირი დააღოთ და ელოდოთ, როდის ჩამოვარდება ციდან ღვეზელები? როგორი ხელმწიფებაც უნდა ჰქონდეს ღმერთს, ადამიანებმა ხომ მაინც უნდა იმუშაონ და იმოქმედონ, არა?“ ანტიქრისტეები არა მხოლოდ უარს ამბობენ ყოველივე არსებულზე ღვთის მეუფების ფაქტის აღიარებაზე, არამედ ისინი უარყოფენ და არასწორად განმარტავენ კიდეც მას. რა მიზანი აქვთ მათ ამ არასწორი ინტერპრეტაციისას? ისინი ეძებენ საფუძველს და საბაბს იმისთვის, რომ უსინდისოდ იბრძოლონ ყველა იმ სიკეთისთვის, რაც სურთ. ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინებებზე დაყრდნობით, რა არის მათი ჭეშმარიტი თვალთახედვა ყოველგვარ არსებულზე ღვთის მეუფების ფაქტთან დაკავშირებით? ურწმუნოება, უარყოფა და დაგმობა — აი, ეს არის მათი ჭეშმარიტი თვალთახედვა.

ამ ორ პუნქტში, რომლებზეც დღეს თანაზიარება გვქონდა, უპირველეს ყოვლისა, გავაანალიზეთ ანტიქრისტეების გამოვლინება, რომლებსაც არ სწამთ ღვთის არსებობა. ამ თანაზიარების მოსმენის შემდეგ მოიპოვეთ რაიმე გაგება? როგორ ადამიანებს აქვთ ეს პრობლემები? როგორ ადამიანს აქვს ანტიქრისტეების ბუნება, მაგრამ არა ანტიქრისტეების არსი და შეუძლია შეცვლა? რომელ ადამიანებს აქვთ იგივე პრობლემები, მაგრამ აქვთ ანტიქრისტეს არსი, არ შეუძლიათ შეცვლა, არიან ღვთის სამუდამო მტრები და ისინი არა ხსნის, არამედ განადგურების ობიექტებს წარმოადგენენ? თქვენც ავლენთ ამგვარ გამოვლინებებს? გრძნობთ, რომ შეგიძლიათ შეცვლა? შეგიძლიათ მიიღოთ ჭეშმარიტება და გამოიყენოთ იგი ამ აზრების შესაცვლელად და ჩასანაცვლებლად? (დიახ.) რომელ ადამიანებს არ შეუძლიათ შეცვლა? არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც, როდესაც ხედავენ ურწმუნოებს, რომლებიც ფუფუნებაში ცხოვრობენ, სასახლეებივით მოწყობილ სახლებში ბინადრობენ და ჰყავთ რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი, ცთუნდებიან და ქვითინებენ: „რა კარგია იყო მდიდარი, იყო თანამდებობის პირი, იყო უნარიანი! რატომ არის ის ასეთი უნარიანი? რატომ არის ასეთი იღბლიანი? როგორ იშოვა ფული?“ როდესაც ისინი ხედავენ, რომ ვინმეს სოციალური სტატუსი აქვს, განსაკუთრებით ეპირფერებიან, მლიქვნელობენ და ცდილობენ მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ, მზად არიან, მათთვის ყველაფერი გააკეთონ და ნებისმიერ დონეზე მონურად ემსახურონ. მათ განსაკუთრებით უყვართ საზოგადოებაში არსებული ბოროტი ტენდენციები და ხშირად სურთ, მათი ნაწილი გახდნენ, რის გამოც წუხილს განიცდიან, როდესაც ღვთისადმი რწმენა ამის საშუალებას არ აძლევთ. უფრო მეტიც, ისინი გრძნობენ, რომ სამყარომ უკან მოიტოვა; თავს გრძნობენ მარტოსულად, უმწეოდ, თითქოს არაფერი აქვთ საყრდენად, ვერ პოულობენ ნუგეშს და ხშირად გრძნობენ გულგატეხილობას. ადამიანთა სხვა კატეგორია დიდ აღტაცებას გამოხატავს, როდესაც ხედავს, როგორ ტკბებიან წარმატებით ფულიანი და ძალაუფლების მქონე ადამიანები საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებისას და ხშირად აქებენ კიდეც ამას, ისინი ამბობენ: „მათ ადამიანი მოკლეს, მაგრამ რადგან ფული და კავშირები აქვთ, მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარეს ციხეში და შემდეგ გამოვიდნენ. აი, ეს არის ნამდვილი უნარი!“ ისინი დიდ პატივს სცემენ და აღმერთებენ საზოგადოებაში ასეთ ადამიანებს. ადამიანთა კიდევ ერთი ტიპი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ღრმად არის დაინტერესებული საზოგადოებაში არსებული მგრძნობიარე პოლიტიკური თემებით, და მათ მართლაც სურთ ჩაერთონ და თავით გადაეშვან პოლიტიკასთან დაკავშირებულ საქმეებში. ამ და სხვა მსგავსი ტიპის ადამიანებს, გულის სიღრმეში, ანტიქრისტეების მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ღმერთის მიმართ: მათ არ სწამთ ღვთის არსებობა, არ აღიარებენ ღვთის იდენტობას ან იმ ფაქტს, რომ ღმერთი მეუფებს ყოველივე არსებულზე. ეს ადამიანებიც ანტიქრისტეების ბანდას მიეკუთვნებიან. ისინი არ მიეკუთვნებიან ეკლესიას ან ღვთის სახლს და ბოლოს განდევნილები იქნებიან. მათ არ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა მათთან, ვისაც ღმერთი სწამს, და გზა, რომლითაც მიდიან, ეწინააღმდეგება ღვთის მოთხოვნებს. ეს ადამიანები ყველანი სახიფათონი არიან; მაშინაც კი, თუ ჯერ არ ჩაუდენიათ რაიმე ბოროტება და ჯერ ღიად არ უარუყვიათ, არ განუსჯიათ ან დაუგმიათ ღმერთი, ან ღიად არ შეუყვანიათ ხალხი შეცდომაში და არ უბრძოლიათ ეკლესიაში სტატუსისთვის, მათ ანტიქრისტეების არსი გააჩნიათ, რადგან ფუნდამენტურად არ აღიარებენ ღვთის იდენტობას და მით უმეტეს, არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ღმერთი მეუფებს ყოველივე არსებულზე. ისინი ბოროტი ძალების ნაწილი და სატანის ბანდის წევრები არიან. ისინი პატივს მიაგებენ ბოროტებას, ნებისმიერ მწვალებლობას ან მცდარ შეხედულებას, რომელსაც ეშმაკები და სატანა უწევენ პროპაგანდას, ისევე როგორც ნებისმიერ ბოროტ ტენდენციას, რომელიც აღმოცენდება, პოპულარულია ან ვრცელდება სამყაროში. ისინი არ მიეკუთვნებიან ღვთის სახლს ან ეკლესიას და არ წარმოადგენენ ღვთის ხსნის ობიექტებს. ეს ადამიანები ღვთის ჭეშმარიტი მტრები არიან, ისინი ანტიქრისტეები არიან.

2020 წლის 14 ნოემბერი.

წინა: პუნქტი მეთოთხმეტე: ისინი ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს

შემდეგი: პუნქტი მეთხუთმეტე: მათ არ სჯერათ ღმერთის არსებობის და უარყოფენ ქრისტეს არსს (ნაწილი მეორე)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება