ბიბლიის შესახებ (4)
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ვისაც შეუძლია ბიბლიის გაგება და განმარტება, ის ჭეშმარიტ გზას იპოვის, მაგრამ რეალურად ნუთუ ეს ასე მარტივია? არავინ იცის ბიბლიის ნამდვილი მნიშვნელობა, რომ ის უბრალოდ ღვთის საქმის ისტორიული ჩანაწერი და ღვთის საქმის წინა ორი ეტაპის დასტურია, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ღვთის საქმის მიზნებს ჩაწვდე. ყველამ, ვისაც კი ბიბლია წაუკითხავს, იცის, რომ მასში აღწერილია ღვთის საქმის ორ ეტაპი რჯულის ეპოქასა და მადლის ეპოქაში. ძველი აღთქმა მოგვითხრობს ისრაელის ისტორიას და იმას, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვა სამყაროს შექმნიდან რჯულის ეპოქის დასრულებამდე. ახალ აღთქმაში კი აღწერილია იესოს საქმეს დედამიწაზე, რომელიც მოიცავს ოთხ სახარებას, ასევე პავლეს საქმეს — განა ეს ისტორიული ჩანაწერები არ არის? წარსული მოვლენების დღეს მოხსენიება მათ ისტორიად აქცევს და რაც არ უნდა ჭეშმარიტი ან რეალური იყოს ეს მოვლენები, ისინი მაინც ისტორიას წარმოადგენს — და ისტორია ვერ განიხილავს აწმყოს, რადგან ღმერთი არ იხედება უკან, ისტორიისკენ! ასე რომ, თუ შენ მხოლოდ ბიბლია გესმის და ვერ აცნობიერებ, რა საქმის აღსრულებას აპირებს ღმერთი დღეს და თუ შენ გწამს ღმერთის, მაგრამ არ ეძიებ სულიწმიდის საქმეს, მაშინ არ გესმის, რას ნიშნავს ღმერთის ძიება. თუ შენ კითხულობ ბიბლიას, რათა შეისწავლო ისრაელის ისტორია და როგორ შექმნა ღმერთმა ცა და დედამიწა, მაშინ შენ არ გწამს ღმერთის. მაგრამ დღეს, რადგან შენ გწამს ღმერთის და ესწრაფვი სიცოცხლეს, ღვთის ცოდნას და არა მკვდარ სიტყვებსა და მოძღვრებას ან ისტორიის გაგებას, უნდა ეძიო ღვთის ამჟამინდელი ზრახვანი და ის, თუ საითკენაა მიმართული სულიწმიდის საქმე. შენ რომ არქეოლოგი ყოფილიყავი, შეძლებდი ბიბლიის წაკითხვას, მაგრამ არ ხარ. შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ღმერთის სწამს და შენ უნდა ეძიო ღვთის ამჟამინდელი ზრახვანი. ბიბლიის წაკითხვით, საუკეთესო შემთხვევაში, ცოტას გაიგებ ისრაელის ისტორიის შესახებ, შეიტყობ აბრაამის, დავითისა და მოსეს ცხოვრების შესახებ, თუ როგორ ეშინოდათ მათ იეჰოვასი, როგორ წვავდა იეჰოვა მათ, ვინც მას ეწინააღმდეგებოდა და როგორ ელაპარაკებოდა იმ ხანაში ხალხს. შენ მხოლოდ ღვთის წარსული საქმეების შესახებ შეიტყობ. ბიბლია აღწერს, თუ როგორ ეშინოდა ისრაელის ხალხს ადრე ღმერთის და როგორ ცხოვრობდნენ იეჰოვას წინამძღოლობით. რადგან ისრაელიტები ღვთის რჩეული ხალხი იყვნენ, ძველ აღთქმაში ჩანს მთელი ისრაელის ერის ერთგულება იეჰოვას მიმართ, როგორ იღებდა ყველა, ვინც იეჰოვას ემორჩილებოდა, მის მზრუნველობასა და კურთხევას; შეგიძლია გაიგო, რომ როდესაც ღმერთი ისრაელში მოქმედებდა, ის სავსე იყო წყალობითა და სიყვარულით და ფლობდა შთანმთქმელ ცეცხლს და რომ ყველა ისრაელიტს, მოკრძალებულიდან დაწყებულს დიდებულით დამთავრებულს, ეშინოდა იეჰოვასი და, შესაბამისად, მთელი ერი კურთხეული იყო ღვთის მიერ. ეს არის ისრაელის ისტორია, როგორც ეს ძველ აღთქმაშია ასახული.
ბიბლია არის ისრაელში ღვთის საქმიანობის ისტორიული ჩანაწერი, სადაც ასახულია ძველ წინასწარმეტყველთა მრავალი წინასწარმეტყველება და ასევე იეჰოვას ზოგიერთი გამონათქვამი მის იმდროინდელ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ ხალხი ამ წიგნს წმინდად მიიჩნევს (რადგან ღმერთი წმინდა და დიდებულია). რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განაპირობებს იეჰოვასადმი შიში და ღვთისადმი სიყვარული. ადამიანები ამ წიგნს ასე მხოლოდ იმიტომ მოიხსენიებენ, რომ ქმნილ არსებებს ეშინიათ და თაყვანს სცემენ თავიანთ შემოქმედს და არიან ისეთებიც, ვინც ამ წიგნს ზეციურ წიგნს უწოდებენ. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ადამიანური ჩანაწერია. მისთვის პირადად იეჰოვას არ დაურქმევია სახელი და არც პირადად ის ხელმძღვანელობდა მის შექმნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ წიგნის ავტორი არის არა ღმერთი, არამედ ადამიანები. წმინდა ბიბლია მხოლოდ ადამიანის მიერ დარქმეული საპატიო სახელია. ეს სათაური არ შეურჩევიათ იეჰოვასა და იესოს ერთად განხილვის შემდეგ; ეს სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის იდეა, რადგან ეს წიგნი არ დაუწერია იეჰოვას, მით უმეტეს, იესოს. სამაგიეროდ, ეს არის კრებული მრავალი ძველი წინასწარმეტყველის, მოციქულისა და მხილველის მიერ მოთხრობილი ისტორიებისა, რომლებიც შემდგომმა თაობებმა გააერთიანეს უძველესი ჩანაწერების წიგნად, რომელიც, მათი ადამიანებისათვის განსაკუთრებით წმინდაა. ესაა წიგნი, რომელიც, მათი აზრით, შეიცავს მრავალ ამოუხსნელ და დიდ საიდუმლოს, რომლებსაც, როგორც ვარაუდობენ, მომავალი თაობები ამოხსნიან. შესაბამისად, ადამიანები კიდევ უფრო მიდრეკილნი არიან, დაიჯერონ, რომ ეს წიგნი ზეციური წიგნია. ოთხ სახარებასა და გამოცხადების წიგნთან ერთად ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება ნებისმიერი სხვა წიგნის მიმართ დამოკიდებულებისგან და ამიტომ ვერავინ ბედავს ამ „ზეციური წიგნის” გაანალიზებას, რადგან ის ძალიან „წმინდაა”.
რატომ პოულობენ ადამიანები ბიბლიის წაკითვისთანავე სწორ გზას პრაქტიკაში გამოსაყენებლად? რატომ ახერხებენ ისინი ბევრი რამის ათვისებას, რაც მათთვის გაუგებარი იყო? დღეს ამ კუთხით ვაანალიზებ ბიბლიას და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ ვიტან მას ან უარვყოფ მისი, როგორც ინფორმაციის წყაროს, ღირებულებას. მე გიხსნით და განვმარტავ ბიბლიის ღირებულებასა და წარმოშობას, რათა არ დარჩეთ უმეცარნი. რადგან ადამიანებს ბიბლიაზე ამდენი განსხვავებული შეხედულება აქვთ და მათი უმეტესობა არასწორია; ბიბლიის ასეთი წაკითხვა არა მხოლოდ ხელს უშლის მათ მიიღონ ის, რაც სჭირდებათ, არამედ, რაც მთავარია, ხელს უშლის იმ საქმეს, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ. ეს საგრძნობლად უთხრის ძირს მომავლის საქმეს და მხოლოდ ნაკლოვანებები აქვს და არა უპირატესობები. ამიტომ, რასაც მე გასწავლი, უბრალოდ ბიბლიის არსი და მის უკან მდგომი ნამდვილი ისტორიაა. არ გთხოვ, რომ არ წაიკითხო ბიბლია, ან ამტკიცო, რომ ის უსარგებლოა, უბრალოდ მოგიწოდებ,სწორად აღიქვა და სწორი შეხედულება გქონდეს ბიბლიაზე. ნუ შეხედავ ცალმხრივად! თუმცა ბიბლია ადამიანთა მიერ დაწერილი ისტორიული წიგნია, მასში ასევე აღწერილია მრავალი პრინციპი, რომლითაც ძველი წმინდანები და წინასწარმეტყველნი ემსახურებოდნენ ღმერთს, ისევე როგორც ბოლოდროინდელ მოციქულთა გამოცდილება ღვთისმსახურებაში. ეს ყველაფერი წარმოადგენს ამ ადამიანების ნამდვილ გამჭრიახობასა და ცოდნას და შეიძლება დღევანდელი ადამიანებისთვის სახელმძღვანელოდ გამოდგეს ჭეშმარიტი გზის ძიებაში. ამრიგად, ბიბლიის წაკითხვით, ადამიანებს ასევე შეუძლიათ აღმოაჩინონ ცხოვრების მრავალი გზა, რომელთა პოვნა სხვა წიგნებში შეუძლებელია. ეს გზები ცხოვრების გზებია, დაფუძნებული სულიწმინდის საქმეზე, რომლებიც გაიარეს ძველმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა და მასში არსებული მრავალი სიტყვა ფასდაუდებელია და შეუძლია ადამიანებს მისცეს ის, რაც მათ სჭირდებათ. ამრიგად, ყველას უყვარს ბიბლიის კითხვა. რადგან ბიბლიაში ამდენი რამ არის დაფარული, ადამიანების შეხედულებები მის მიმართ განსხვავდება იმ მოსაზრებებისგან, რაც მათ გააჩნიათ დიდი სულიერი მოღვაწეების ნებისმიერი ნაშრომის მიმართ. ბიბლია არის ჩანაწერი და კრებული იმ ადამიანების გამოცდილებისა და ცოდნისა, რომლებიც ემსახურებოდნენ იეჰოვას და იესოს ძველ და ახალ ხანაში და შესაბამისად, მომდევნო თაობებმა შეძლეს მისგან დიდი განმანათლებლობის, ცოდნისა და პრაქტიკული მიმართულების მიღება. ბიბლია ნებისმიერი დიდი სულიერი მოღვაწის ნაშრომზე მაღლა დგას იმიტომ, რომ მათი ყველა ნაშრომი ბიბლიაზეა დაფუძნებული, მათი გამოცდილება ბიბლიას ეყრდნობა და ყველა მათგანი ბიბლიას განმარტავს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ სულიერი საზრდოს მიღება ნებისმიერი დიდი სულიერი მოღვაწის წიგნებიდან, ისინი მაინც სცემენ თაყვანს ბიბლიას, რადგან ის მათთვის ძალიან ამაღლებული და ღრმაა! თუმცა ბიბლია აერთიანებს სიცოცხლის სიტყვების ზოგიერთ წიგნს, როგორებიცაა პავლეს ეპისტოლეები და პეტრეს ეპისტოლეები და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ამ წიგნებით ისარგებლონ და იხელმძღვანელონ, ისინი მაინც მოძველებულია, ძველ ხანას ეკუთვნის და რაც არ უნდა კარგი იყოს, მხოლოდ ერთი ეპოქისთვისაა შესაფერისი და არა მარადიული. ღვთის საქმე კი მუდმივად პროგრესირებს და ის უბრალოდ ვერ შეჩერდება პავლესა და პეტრეს დროს, ან სამუდამოდ ვერ დარჩება მადლის ეპოქაში, როდესაც იესო ჯვარს აცვეს. ამრიგად, ეს წიგნები მხოლოდ მადლის ხანისთვისაა შესაფერისი და არა უკანასკნელი დღეების სასუფევლის ხანისთვის. მათ შეუძლიათ სულიერი საკვები მისცენ მხოლოდ მადლის ხანის მორწმუნეებს და არა სასუფევლის ხანის წმინდანებს და რაც არ უნდა კარგი იყოს ისინი, მაინც მოძველებულია. იგივე ეხება იეჰოვას მიერ სამყაროს შექმნას ან მის საქმეს ისრაელში: რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო ეს საქმე, ის მაინც მოძველდებოდა და მაინც დადგებოდა დრო, როდესაც ის დასრულდებოდა. ღვთის საქმეც იგივეა: ის დიდია, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ის დასრულდება; ის ვერ დარჩება სამუდამოდ სამყაროს შექმნის ან ჯვარცმის საქმის შუაგულში. რაც არ უნდა დამაჯერებელი ყოფილიყო ჯვარცმის საქმე, რაც არ უნდა ეფექტური ყოფილიყო ის სატანის დამარცხებაში, საქმე, ბოლოს და ბოლოს, მაინც საქმეა და ეპოქა, ბოლოს და ბოლოს, ეპოქაა; საქმეს ყოველთვის ვერ ექნება ერთი და იგივე საფუძველი და ვერც დრო ვერ შეჩერდება, რადგან იყო სამყაროს შექმნა და უნდა დადგეს უკანასკნელი დღეების ჟამი. ეს გარდაუვალია! დღეს, ახალ აღთქმაში სიცოცხლის სიტყვები - მოციქულთა ეპისტოლეები და ოთხი სახარება - ისტორიულ წიგნებად, ძველ ალმანახებად იქცა და როგორ შეუძლიათ ძველ ალმანახებს ადამიანების ახალ ხანაში გადაყვანა? რამდენადაც არ უნდა შეეძლოთ ამ ალმანახებს ადამიანებისთვის სიცოცხლის მიცემა, მათი ჯვართან მიყვანა, განა ისინი მოძველებული არ არის? განა ისინი უსარგებლო არ არის? ამიტომ, მე ვამბობ, რომ შენ ბრმად არ უნდა ენდო ამ ალმანახებს. ისინი ძალიან ძველია და არ შეუძლიათ ახალი საქმისკენ წაგიყვანონ და მხოლოდ ტვირთად დაგაწვება. ისინი არა მხოლოდ ვერ მიგიყვანენ ახალ საქმესთან და ახალ ეტაპზე, არამედ შეგიყვანენ ძველ რელიგიურ ეკლესიებში და თუ ასე იქნებოდა, განა არ შეირყეოდა შენი რწმენა უფლისადმი?
ბიბლიაში აღწერილია ღვთის საქმე ისრაელში, მათ შორის, ისრაელის რჩეული ხალხის ქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ შეირჩა გარკვეული ნაწილები, რომლებიც უნდა შეეტანათ ან ამოეღოთ ამ წიგნიდან, რასაც სულიწმიდა არ იწონებდა, მან ბრალი არ დასდო. ბიბლია მთლიანად ისრაელის ისტორიას ასახავს, რომელიც ასევე ღვთის საქმის ისტორიაა. მასში ასახული ადამიანები, მოვლენები და საგნები რეალურია და მათ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვთ, რა თქმა უნდა, ესაიას, დანიელის და სხვა წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებების ან იოანეს გამოცხადების გარდა. ისრაელის ძველი ხალხი განათლებული და კულტურული იყო. მათ ჰქონდათ უძველესი ცოდნა და საკმაოდ განვითარებული კულტურა და მათ მიერ დაწერილი წიგნები უფრო მაღალი დონის იყო, ვიდრე თანამედროვე ადამიანების მიერ დაწერილი. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათ შეეძლოთ ამ წიგნების დაწერა, რადგან იეჰოვამ მათ შორის იმდენი საქმე გააკეთა და მათაც ბევრი რამ ნახეს. დავითმა საკუთარი თვალით იხილა იეჰოვას საქმეები, პირადად განიცადა ისინი და მრავალი ნიშანი და სასწაული იხილა, ამიტომ მან დაწერა ყველა ეს ფსალმუნი იეჰოვას საქმეების სადიდებლად. მათ შეძლეს ამ წიგნების დაწერა გარკვეულ ვითარებაში და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდათ. ისინი ადიდებდნენ იეჰოვას, რადგან ხედავდნენ მას. თუ იეჰოვა არ გინახავთ და მისი არსებობის შესახებ არაფერი იცით, როგორ შეგიძლიათ მისი ქება? თუ იეჰოვა არ გიხილავთ, მაშინ ვერც მის განდიდებას და ვერც მის თაყვანისცემას შეძლებთ, მით უმეტეს, ვერ შეძლებთ მის სადიდებელი სიმღერების დაწერას და მაშინაც კი, თუ თქვენ გთხოვენ იეჰოვას საქმეების შეთხზვას, ამას ვერ შეძლებთ. ის, რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ ღმერთის განდიდება და ღმერთის სიყვარული, ასევე იმიტომ ხდება, რომ თქვენ ის გინახავთ და მისი საქმეც გამოგიცდიათ — და თუ თქვენი სულიერი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ნუთუ თქვენც ვერ შეძლებთ ღვთის სადიდებელი ლექსების დაწერას, როგორც დავითი?
გესმოდეს ბიბლია, ისტორია, მაგრამ არა ის, თუ რას აკეთებს სულიწმიდა დღეს, არასწორია! შენ ძალიან კარგად შეისწავლე ისტორია, შესანიშნავი საქმე გააკეთე, მაგრამ არაფერი გესმის იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სულიწმიდა დღეს. განა ეს სისულელე არ არის? სხვები გეკითხებიან: „რას აკეთებს ღმერთი დღეს? როგორია შენი ცხოვრებისეული სწრაფვა? გესმის ღვთის ზრახვები?” მათ კითხვაზე პასუხი არ გექნება — მაშ, რა იცი? შენ იტყვი: „მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ხორცს უნდა ავუჯანყდე და საკუთარი თავი შევიცნო.” და თუ ისინი გკითხავენ: „კიდევ რა იცი?” შენ მიუგებ, რომ ასევე იცი, რომ ღვთის ყველა წესს უნდა დაემორჩილო და ცოტათი გესმის ბიბლიის ისტორია და სულ ეს არის. სულ ეს არის ის, რაც ღმერთის რწმენით მოიპოვე ამდენი წლის განმავლობაში? თუ ეს არის ყველაფერი, რაც გესმის, მაშინ ძალიან ბევრი გაკლია. ამგვარად, თქვენ ამჟამად ფუნდამენტურად უუნარო ხართ, მიაღწიოთ იმას, რასაც მე თქვენგან მოვითხოვ და ჭეშმარიტება, რაც თქვენ გესმით, ძალიან მწირია ისევე, როგორც თქვენი გარჩევის უნარი - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი რწმენა ძალიან ზედაპირულია! მეტი ჭეშმარიტება გჭირდებათ, მეტი ცოდნა გჭირდებათ, მეტი უნდა დაინახოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ სახარების ფართოდ ქადაგებას, რადგან ეს არის ის, რასაც თქვენ უნდა მიაღწიოთ!