მოკლე საუბარი თემაზე „ათასწლოვანი სასუფევლის დრო დადგა“

რას ფიქრობთ ათასწლოვანი სასუფევლის ხილვაზე? ზოგიერთი ადამიანი ბევრს ფიქრობს ამაზე და ამბობს: „ათასწლოვანი სასუფეველი დედამიწაზე ათასი წელი გაგრძელდება, ამიტომ თუ ეკლესიის ხანდაზმული წევრები დაუქორწინებლები არიან, უნდა დაქორწინდნენ? ჩემს ოჯახს ფული არ აქვს, ფულის შოვნა უნდა დავიწყო?...“ რა არის ათასწლოვანი სასუფეველი? იცით? ხალხი დაბრმავებულია და დიდ განსაცდელს განიცდის. სინამდვილეში ათასწლოვანი სასუფეველი ოფიციალურად ჯერ არ დამდგარა. ადამიანების სრულყოფის ეტაპზე, ათასწლოვანი სასუფეველი მხოლოდ ჩანასახია; ღმერთის მიერ ნახსენები ათასწლოვანი სასუფევლის დასაწყისისთვის, ადამიანი სრულყოფილებას მიაღწევს. ადრე ითქვა, რომ ადამიანები წმინდანებს დაემსგავსებოდნენ და სინიმის მიწაზე მტკიცედ დადგებოდნენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ - როდესაც ისინი წმინდანები გახდებიან, რაზეც ღმერთი ამბობს - ათასწლოვანი სასუფეველი დადგება. როდესაც ღმერთი ადამიანებს სრულყოფს, ის განწმენდს მათ და ისინი რაც უფრო სუფთები არიან, ღმერთის მიერ მით უფრო სრულყოფილნი ხდებიან. როდესაც შენში არსებული უწმინდურება, ურჩობა, წინააღმდეგობა და ხორციელი სურვილები განიდევნება, როდესაც განიწმინდები, მაშინ ღმერთი შეგიყვარებს (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდანი გახდები); როდესაც ღმერთი სრულყოფილებას მოგანიჭებს და წმინდანი გახდები, ათასწლოვან სასუფეველში მოხვდები. ახლა სასუფევლის ეპოქაა. ათასწლოვანი სასუფევლის ეპოქაში ადამიანები ღვთის სიტყვებით იცხოვრებენ და უამრავი ერი ღვთის სახელის ქვეშ მოექცევა და ღვთის სიტყვებს ყველა წაიკითხავს. იმ დროს ზოგი ტელეფონით დარეკავს, ზოგი ფაქსს გაგზავნის... ღვთის სიტყვების მისაღებად ისინი ყველა საშუალებას გამოიყენებენ და თქვენც ღვთის სიტყვების ქვეშ მოექცევით. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ. დღეს ადამიანები სრულყოფილებას, განწმენდას, გაცისკროვნებას სიტყვებით აღწევენ და სიტყვებითვე იმართებიან; ეს სასუფევლის ეპოქაა, ეს არის ადამიანთა სრულყოფის ეტაპი და მას ათასწლოვანი სასუფევლის ეპოქასთან საერთო არაფერი აქვს. ათასწლოვანი სასუფევლის ეპოქაში ადამიანები უკვე სრულყოფილნი იქნებიან და მათი გახრწნილი ბუნება განიწმინდება. იმ დროს, ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები ადამიანებს ეტაპობრივად გაუკვალავს გზას და შექმნის დროიდან დღემდე, ღვთის საქმის ყველა საიდუმლოს გამოავლენს, ხოლო მისი სიტყვები, ადამიანებს მოუყვება ყველა ეპოქასა და ყოველდღიურობაში ღვთის ქმედებების შესახებ, თუ როგორ წარმართავს ის ადამიანებს შინაგანად, იმ საქმის შესახებ, რომელსაც ის სულიერ სფეროში ასრულებს და მათ სულიერი სამყაროს დინამიკის შესახებ მოუყვება. მხოლოდ მაშინ იქნება ეს ჭეშმარიტად სიტყვის ეპოქა. ახლა ის მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია. თუ ადამიანები სრულყოფილნი და განწმენდილნი არ იქნებიან, მათ დედამიწაზე ათასი წლის ცხოვრების საშუალება არ ექნებათ და მათი ხორცი გარდაუვლად გაიხრწნება. თუ ადამიანები შინაგანად განიწმინდებიან და სატანისა და ხორცის კუთვნილება აღარ იქნებიან, მაშინ ისინი დედამიწაზე ცოცხლები დარჩებიან. ამ ეტაპზე, თქვენ ჯერ კიდევ ბრმები ხართ და ყოველივე, რასაც განიცდით, ღვთის სიყვარული და დედამიწაზე ცხოვრების ყოველი დღის განმავლობაში მის შესახებ მოწმობაა.

„ათასწლოვანი სასუფევლის დრო დადგა“ წინასწარმეტყველებაა, რომელიც წინასწარმეტყველის ნათქვამს ჰგავს, რომლის დროსაც ღმერთი წინასწარმეტყველებს, თუ რა მოხდება მომავალში. სიტყვები, რომლებსაც ღმერთი მომავალში წარმოთქვამს და სიტყვები, რომლებსაც ის დღეს წარმოთქვამს, ერთი და იგივე არ არის: მომავლის სიტყვები წარმართავს ეპოქას მაშინ, როცა სიტყვები, რომლებსაც ის დღეს წარმოთქვამს, ადამიანებს სრულყოფს, აწრთობს და სხლავს. მომავლის სიტყვის ეპოქა დღევანდელი სიტყვის ეპოქისგან განსხვავდება. დღეს ღვთის მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა, მიუხედავად იმისა, თუ ის რა საშუალებით საუბრობს, მიზნად ისახავს ადამიანების სრულყოფას, მათში არსებული სიბილწის განწმენდას, მათ განათლებას და ღვთის წინაშე მართლად ქცევას. დღეს წარმოთქმული და მომავალში წარმოთქმული სიტყვები ორი განსხვავებული რამაა. სასუფევლის ეპოქაში წარმოთქმული სიტყვები მიზნად ისახავს ადამიანების ყველანაირ წვრთნაში ჩართვას, ყველაფერში მათ სწორ გზაზე დაყენებას და მათში ყველა უწმინდურობის განდევნას. ამ ეპოქაში ღმერთი სწორედ ამას აკეთებს. ის ყველა ადამიანში თავისი სიტყვების საფუძველს ქმნის, ის თავის სიტყვებს ყველა ადამიანის სიცოცხლედ აქცევს და თავის სიტყვებს იყენებს, რათა მათმუდმივად აცისკროვნებდეს და გზას უკვალავდეს. და როდესაც ისინი ღვთის განზრახვებს არ ითვალისწინებენ, ღვთის სიტყვები მათში იქნება, რათა ისინი გაკიცხოს და დამოძღვროს. დღევანდელი სიტყვები ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს; ისინი უშუალოდ უზრუნველყოფენ ყველაფერს, რაც ადამიანს სჭირდება, ყველაფერს, რაც შენ გაკლია, ღვთის სიტყვები შეავსებს და ყველა, ვინც ღვთის სიტყვებს მიიღებს, მისი სიტყვების ჭამითა და სმით გაცისკროვნდება. ღვთის მიერ მომავალში წარმოთქმული სიტყვები მთელი სამყაროს ხალხს გაუკვალავს გზას. დღეს ეს სიტყვები მხოლოდ ჩინეთში წარმოითქმის და ისინი მთელი სამყაროსადმი მიმართული არ არის. ღმერთი მთელ სამყაროს მხოლოდ ათასწლოვანი სასუფევლის დადგომისას მიმართავს. იცოდეთ, რომ ღვთის მიერ დღეს წარმოთქმული სიტყვები მიზნად ისახავს ადამიანების სრულყოფას. ამ ეტაპზე, ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები, ადამიანების საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაა განკუთვნილი და არა იმისთვის, რომ შენ იდუმალებები შეიცნო ან ღვთის სასწაულები იხილო. ის მრავალი საშუალებით საუბრობს, რაც ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ათასწლოვანი სასუფევლის ეპოქა ჯერ კიდევ არ დამდგარა - ათასწლოვანი სასუფევლის ეპოქა, რომელზეც საუბარია, ღვთის დიდების დღეა. მას შემდეგ, რაც იუდეაში იესოს საქმე დასრულდა, ღმერთმა თავისი საქმე კონტინენტურ ჩინეთში გადაიტანა და სხვა გეგმა შეიმუშავა. ის თქვენში თავისი საქმის კიდევ ერთ ნაწილს აღასრულებს, ის სიტყვებით ადამიანების სრულყოფის საქმეს აღასრულებს და სიტყვებს იყენებს, რათა ადამიანებმა დიდი ტკივილი იგრძნონ და იმავდროულად, ღვთის დიდი მადლი მიიღონ. სამუშაოს ეს ეტაპი გამარჯვებულთა ჯგუფს შექმნის და მას შემდეგ, რაც ის გამარჯვებულთა ამ ჯგუფს შექმნის, ისინი მისი საქმეების მოწმობას შეძლებენ, რეალობის შესაბამისად ცხოვრებას შეძლებენ და ისინი რეალურად დააკმაყოფილებენ მას და მის მიმართ სიკვდილამდე ერთგულები იქნებიან და ამგვარად, ღმერთი დიდებას მოიპოვებს. როდესაც ღმერთი დიდებას მოიპოვებს ანუ როდესაც ის ამ ადამიანთა ჯგუფს სრულქმნის, ეს ათასწლოვანი სასუფევლის ეპოქა იქნება.

იესომ დედამიწაზე ოცდაცამეტი წელიწად-ნახევარი გაატარა, ის ჯვარცმისთვის მოვიდა და ჯვარცმის მეშვეობით ღმერთმა თავისი დიდების ერთი ნაწილი მოიპოვა. როდესაც ღმერთი ხორცშესხმული მოვიდა, მას შეეძლო, თავმდაბალი და ფარული ყოფილიყო და უდიდესი ტანჯვა აეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ის თავად ღმერთი იყო, მან მაინც გადაიტანა ყველა დამცირება და შეურაცხყოფა და ჯვარცმისას დიდი ტკივილი აიტანა, რათა გამოსყიდვის საქმე დაესრულებინა. სამუშაოს ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა დაინახა, რომ ღმერთმა უზარმაზარი დიდება მოიპოვა, ეს მისი დიდების მხოლოდ ნაწილი იყო; ეს იყო მისი დიდების მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც მან იესოს მეშვეობით მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იესოს შეეძლო აეტანა ყოველი სირთულე, ყოფილიყო თავმდაბალი და ფარული და ღვთის გულისათვის ჯვარცმულიყო, ღმერთმა მისი დიდების მხოლოდ ერთი ნაწილი მიიღო და ეს დიდება ისრაელში მოიპოვა. ღმერთს დიდების კიდევ ერთი ნაწილი აქვს: დედამიწაზე მოსვლა, რათა პრაქტიკულად იმოქმედოს და ადამიანთა ჯგუფი სრულყოს. თავისი საქმის აღსრულებისას იესომ რამდენიმე ზებუნებრივი რამ შეძლო, მაგრამ საქმის ეს ეტაპი, მხოლოდ ნიშნებისა და სასწაულებისთვის განსაზღვრული არავითარ შემთხვევაში არ იყო. უპირველეს ყოვლისა, ეს იმის საჩვენებლად იყო, რომ იესოს ღვთის გულისთვის ტანჯვა და ჯვარცმა შეეძლო, რომ იესოს უზარმაზარი ტკივილის ატანა შეეძლო, რადგან ღმერთი უყვარდა და რომ, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა იგი მიატოვა, ის მაინც მზად იყო, ღვთის ნების შესასრულებლად, საკუთარი სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ისრაელში თავისი საქმე დაასრულა და იესო ჯვარს აცვეს, ღმერთმა დიდება მოიპოვა და მან სატანის წინაშე დაამოწმა. თქვენ არც იცით და არც გინახავთ, ღმერთი ჩინეთში როგორ განსხეულდა. მაშ, როგორღა შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ღმერთმა დიდება მოიპოვა? როდესაც ღმერთი თქვენში დიდ, გამარჯვების საქმეს ასრულებს და თქვენ მტკიცედ დგახართ, მაშინ ღვთის საქმის ეს ეტაპი წარმატებულია და ეს ღვთის დიდების ნაწილია. თქვენ მხოლოდ ამას ხედავთ და ჯერ არ გამხდარხართ ღვთის მიერ სრულქმნილნი, ღმერთისთვის თქვენი გული სრულად ჯერ არ მიგიძღვნიათ. ეს დიდება სრულად ჯერ არ დაგინახავთ; თქვენ მხოლოდ იმას ხედავთ, რომ ღმერთმა უკვე დაიპყრო თქვენი გული, რომ ვერასდროს მიატოვებთ მას და ღმერთს ბოლომდე გაჰყვებით და თქვენი გული არ შეიცვლება და რომ ეს არის ღვთის დიდება. ღვთის დიდებას რაში ხედავთ? ადამიანთა შორის მისი ღვაწლის შედეგებში. ადამიანები ხედავენ, რომ ღმერთი ასეთი საყვარელია, ღმერთი მათ გულებშია და მისი მიტოვება არ სურთ და ღვთის დიდება ეს არის. როდესაც ეკლესიური ძმებისა და დების ძალა იჩენს თავს და მათ შეუძლიათ გულით შეყვარონ ღმერთი, დაინახონ ღვთის მიერ გაწეული ღვაწლის უზენაესი ძალა და მისი სიტყვების შეუდარებელი ძალა; როდესაც ხედავენ, რომ მის სიტყვებს ძალაუფლება აქვს და რომ მას შეუძლია თავისი საქმის წამოწყება კონტინენტური ჩინეთის მოჩვენებათა ქალაქში, როდესაც, ადამიანების სისუსტის მიუხედავად, მათი გულები ღვთის წინაშე ქედს იხრიან და მზად არიან, მიიღონ ღვთის სიტყვები და როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ სუსტნი და უღირსნი არიან, მაინც ახერხებენ დაინახონ, რომ ღვთის სიტყვები ასეთი საყვარელი და დასაფასებელია, აი, ეს არის ღვთის დიდება. როდესაც დადგება დღე, როცა ადამიანები ღმერთის მიერ სრულიქმნებიან და შეძლებენ მის წინაშე ქედის მოხრას და ღმერთს სრულად დაემორჩილებიან და თავიანთ პერსპექტივებსა და ბედს ღმერთს მიანდობენ, მაშინ ღმერთის დიდების მეორე ნაწილი სრულად იქნება მიღწეული. რაც იმას ნიშნავს, როდესაც პრაქტიკული ღმერთის საქმე მთლიანად დასრულდება, კონტინენტურ ჩინეთში მისი საქმე დასასრულს მიუახლოვდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ისინი, ვინც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა და აირჩია, სრულყოფილებას მიაღწევენ, ღმერთი დიდებას მოიპოვებს. ღმერთმა თქვა, რომ მან თავისი დიდების მეორე ნაწილი აღმოსავლეთში მიიტანა, თუმცა ეს შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ღმერთმა თავისი საქმე აღმოსავლეთში მიიტანა: ის უკვე აღმოსავლეთში მივიდა და ეს ღვთის დიდებაა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ღმერთმა მოქმედება გადაწყვიტა, ის აუცილებლად აღსრულდება. ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ეს საქმე ჩინეთში დაასრულოს და მან გადაწყვიტა, რომ თქვენც სრულგყოთ. ამგვარად, ის გამოსავალს არ გიტოვებთ. მან უკვე დაიპყრო თქვენი გულები და თქვენ, გსურთ თუ არა, წინსვლა უნდა გააგრძელოთ და როდესაც ღმერთი მოგიპოვებთ, ღმერთი დიდებასაც მოიპოვებს. დღეს ღმერთს სრული დიდებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია, რადგან თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ სრულყოფილნი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გულები ღმერთს დაუბრუნდა, თქვენს ხორცში ჯერ კიდევ ბევრი სისუსტეა, თქვენ არ შეგიძლიათ, დააკმაყოფილოთ ღმერთი, არ შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ მისი განზრახვანი და თქვენ ჯერაც მრავალი ნეგატიური რამ გაქვთ, რაც უნდა მოიშოროთ და კიდევ ბევრი განსაცდელი და სრულყოფა უნდა გაიაროთ. მხოლოდ ასე შეიძლება შეიცვალოს თქვენი სიცოცხლე-განწყობა და ღმერთმა მოგიპოვოთ.

წინა: მხოლოდ ღვთის სიყვარულია ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა

შემდეგი: როგორ შეიცნო პეტრემ იესო

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება