თავი 3

რადგან ჩემი ხალხი გეწოდებათ, საქმეები აღარ არის ისე, როგორც ადრე იყო; ყურად უნდა იღოთ და დამორჩილდეთ ჩემი სულის გამონათქვამებს და ფეხდაფეხ მიჰყვეთ ჩემს საქმეს; არ უნდა გააცალკევოთ ჩემი სული და ჩემი ხორცი, რადგან არსებითად ერთნი ვართ და ბუნებით განუყოფელი. ვინც გააცალკევებს სულსა და პიროვნებას და ყურადღებას გაამახვილებს ან პიროვნებაზე, ან სულზე, ზარალს განიცდის და მხოლოდ საკუთარი მწარე ფიალიდან შეძლებს შესმას; მეტი სათქმელი არაფერია. მხოლოდ ისინი მიცნობენ სათანადოდ, ვისაც ძალუძს სული და პიროვნება განუყოფელ მთლიანობად აღიქვას. მათში არსებული სიცოცხლე თანდათანობით შეიცვლება. იმისათვის, რომ ჩემი საქმის შემდეგი ეტაპი შეუფერხებლად და დაბრკოლების გარეშე წარიმართოს, სიტყვებით გამოწრთობას ვიყენებ ჩემს სახლში მყოფთა გამოსაცდელად, ხოლო საქმის აღსრულების მეთოდებს — ჩემი მიმდევრების გამოსაცდელად. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითარებაში ყველანი კარგავენ იმედს; მათ შორის არ მოიძებნება არცერთი ადამიანი, რომელიც არ არის უარყოფით და პასიურ მდგომარეობაში, თითქოს მთელი სივრცე შეიცვალა. ზოგი ცასა და დედამიწას ემდურის, ზოგი იმედგაცრუებული გულს იმაგრებს და იღებს ჩემი სიტყვების გამოცდას; ზოგი ცას შესცქერის და ღრმად ოხრავს, თვალები ცრემლით აქვს სავსე, თითქოს ახალშობილი ჩვილის ნაადრევი გარდაცვალებით იყოს შეძრწუნებული; ზოგი იმასაც კი გრძნობს, რომ ასე ცხოვრება სირცხვილია და ლოცულობს, რომ ღმერთმა მალე წაიყვანოს; ზოგი მთელ დღეს გაოგნებული ატარებს, თითქოს ახლახან მძიმედ დაავადდა და ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს; ზოგი წუწუნის შემდეგ ჩუმად მიდის; ზოგი კი მაინც მაქებს საკუთარი ადგილიდან, თუმცა მათში გარკვეულწილად მაინც იგრძნობა უარყოფითი განწყობა. დღეს, როდესაც ყველაფერი გამოვლენილია, აღარ მჭირდება წარსულზე ლაპარაკი; უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მაინც შეგეძლოთ უპირობო ერთგულების გამოვლენა იმ ადგილზე, რომელსაც დღეს განიჭებთ, რათა ყოველივე, რასაც აკეთებთ, ჩემგან მოწონებული იყოს, ხოლო ყოველივე, რასაც ამბობთ, ჩემი ნათლის მოფენიდან და განათებიდან მომდინარეობდეს, და საბოლოოდ, ის, რასაც ცხოვრებაში გამოავლენთ, ჩემი ხატი და მთლიანად ჩემი გამოვლინება იყოს.

ჩემი სიტყვები ნებისმიერ დროსა და ადგილას ვრცელდება და გამოიხატება და ამიტომ თქვენც ყოველთვის უნდა შეიცნოთ საკუთარი თავი ჩემ წინაშე. რადგან დღევანდელი დღე ბოლოს და ბოლოს არ ჰგავს იმას, რაც ადრე იყო და საქმე აღარ ეხება რაიმეს მიღწევას უბრალოდ იმიტომ, რომ შენ ასე გსურს. ნაცვლად ამისა, ჩემი სიტყვების წინამძღოლობით, უნდა შეგეძლოს საკუთარი სხეულის დამორჩილება; ჩემი სიტყვები უნდა გამოიყენო დასაყრდენად და არ უნდა იმოქმედო დაუფიქრებლად. ეკლესიის რეალური პრაქტიკისკენ მიმავალი ყველა გზა ჩემს სიტყვებშია. ვინც ჩემი სიტყვებით არ მოქმედებს, პირდაპირ შეურაცხყოფს ჩემი სულის წინაშე და მათ გავანადგურებ. რადგან საქმე დღევანდელ მდგომარეობამდე მივიდა, აღარ გმართებთ ზედმეტი წუხილი და სინანული წარსულის საქმეებისა და მოქმედებების გამო. ჩემი სულგრძელობა ზღვასა და ცასავით უსაზღვროა — როგორ შეიძლება ადამიანის შესაძლებლობებსა და მათ ცოდნას ჩემს შესახებ საკუთარი ხუთი თითივით არ ვიცნობდე? ვინ არ არის ადამიანთაგან ჩემს ხელში? გგონია, არაფერი ვიცი იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია შენი სულიერი სიმწიფე, რომ სრულიად უმეცარი ვარ ამაში? ეს შეუძლებელია! ამრიგად, როდესაც ყველა ადამიანი უკიდურეს სასოწარკვეთილებაშია, როდესაც მათ არაფრის მოთმენა აღარ შეუძლიათ და ყველაფრის დაწყება ახალი ფურცლიდან სურთ, როდესაც სურთ მკითხონ, რა ხდება, როდესაც ზოგიერთი ხარბად ეძლევა თავაშვებულობას და ზოგს კი აზრად მოსდის აჯანყება, როდესაც ზოგი ჯერ კიდევ ერთგულად მსახურობს, ვიწყებ სამსჯავროს ეპოქის მეორე ნაწილს: ჩემი ხალხის განწმენდასა და განსჯას. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად ვიწყებ ჩემი ხალხის წვრთნას, რათა თქვენ შეძლოთ არა მხოლოდ მშვენიერი მოწმობის გაცემა ჩემზე, არამედ, უფრო მეტიც, ჩემი ხალხის ადგილიდან ჩემთვის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება.

ჩემი ხალხი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს სატანის ზრახვების მიმართ და დარაჯობდეს ჩემი სახლის კარიბჭეს ჩემთვის; ერთმანეთს მხარში უნდა ედგეთ და ეხმარებოდეთ, რათა სატანის მახეში არ გაებათ, თორემ მერე სინანული უკვე გვიანი იქნება. ასე სასწრაფოდ რატომ გწვრთნით? რატომ გელაპარაკებით სულიერი სამყაროს რეალობაზე? რატომ შეგახსენებთ და შეგაგონებთ კვლავ და კვლავ? ოდესმე გიფიქრიათ ამაზე? ოდესმე ჩასწვდომიხართ მის არსს ისე, რომ ყოველივე ნათელი გამხდარიყო თქვენთვის? ამიტომ საკუთარი თავი უნდა გამოაწრთოთ არა მხოლოდ წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედ, უფრო მეტიც, დღევანდელი სიტყვების წინამძღოლობით განიწმინდოთ ყოველივე უწმინდურისგან, რაც ჩემს თითოეულ სიტყვას მისცემს საშუალებას, გაიდგას ფესვი და აყვავდეს თქვენს სულში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამოიღოს მეტი ნაყოფი. ეს იმიტომ, რომ რასაც ვითხოვ, არა კაშკაშა, ქორფა ყვავილები, არამედ უხვი ნაყოფია, ნაყოფი, რომელიც არ ფუჭდება. გესმით ჩემი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა? თუმცა სათბურის ყვავილები ვარსკვლავებივით ურიცხვია და აღფრთოვანებულ ბრბოს იზიდავს, ჭკნობის შემდეგ ნაფლეთებად იქცევა ისევე, როგორც სატანის ზრახვები და არავინ იჩენს მათდამი ინტერესს. თუმცა ყველანი, ვინც ქარით გვემულნი და მზით გადამწვარნი არიან და მოწმობას გასცემენ ჩემზე, თუნდაც თვალმწარმტაცად არ ყვავოდნენ, ყვავილების დაჭკნობის შემდეგ გამოიღებენ ნაყოფს, რადგან მე ამას ვითხოვ მათგან. როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, აქედან რამდენი გესმით? როდესაც ყვავილები დაჭკნება და ნაყოფს გამოიღებს, როდესაც მთელ ამ ნაყოფს ჩემი სიამოვნებისთვის გაამზადებენ, დავასრულებ მთელ ჩემს საქმეს დედამიწაზე და დავიწყებ ჩემი სიბრძნის ნაყოფით ტკბობას!

22 თებერვალი, 1992 წ.

წინა: თავი 2

შემდეგი: თავი 4

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება