თავად ღმერთი, ერთადერთი IX
ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა (III)
ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ ღვთის შეცნობასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე და ახლახან განვიხილეთ მასთან დაკავშირებული თემა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა არის ეს თემა? (ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა.) როგორც ჩანს, იმ საკითხმა და თემამ, რომელზეც მე ვისაუბრე, ყველა ადამიანზე ნათელი შთაბეჭდილება მოახდინა. გასულ ჯერზე ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანისთვის ღვთის მიერ შექმნილი საარსებო გარემოს რამდენიმე ასპექტზე, ისევე როგორც ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ მრავალგვარ საკვებსა და სასმელზე, რომლებიც ღმერთმა ადამიანს მოუმზადა. სინამდვილეში, რასაც ღმერთი აკეთებს, არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანის საარსებო გარემოს, არც მისი ყოველდღიური საჭმლისა და სასმლის მომზადებით; არამედ, მოიცავს ადამიანის არსებობისა და კაცობრიობის სიცოცხლისთვის მრავალი სხვადასხვა მხარისა და ასპექტის შემცველი უამრავი საოცარი და აუცილებელი საქმის აღსრულებას. ყოველივე ეს ღვთის საქმეებია. ღვთის ეს საქმეები არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანის საარსებო გარემოსა და მისი ყოველდღიური საჭმელ-სასმლის მომზადებით — მათ გაცილებით ფართო მასშტაბი აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ორი ტიპის საქმის გარდა, იგი ასევე ამზადებს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ უამრავ საარსებო გარემოსა და პირობას. სწორედ ეს არის ის თემა, რომელსაც დღეს განვიხილავთ. იგი ასევე ღვთის საქმეებს უკავშირდება; სხვაგვარად, აქ ამაზე საუბარი უაზრობა იქნებოდა. თუ ადამიანებს ღვთის შეცნობა სურთ, მაგრამ მათ მხოლოდ სიტყვა „ღმერთის“ პირდაპირი მნიშვნელობა ესმით, ან მხოლოდ სხვადასხვა ასპექტი იმისა, თუ რა გააჩნია ღმერთს და რა არის მისი არსება, მაშინ ეს არ არის ჭეშმარიტი შეცნობა. მაშ, რა არის ღვთის შეცნობისკენ მიმავალი გზა? ეს არის მისი შეცნობა — მისი შეცნობა მის მრავალ ასპექტში — მისი საქმეების მეშვეობით. ამიტომ, ჩვენ დამატებითი თანაზიარება უნდა გავმართოთ ღვთის საქმეების თემაზე იმ დროსთან დაკავშირებით, როდესაც მან ყოველივე შექმნა.
მას შემდეგ, რაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, ის ღვთის მიერ დადგენილი კანონების მიხედვით ფუნქციონირებს და მოწესრიგებულად ვითარდება. ღვთის მზერისა და მისი ხელმწიფების ქვეშ, ყოველივე მოწესრიგებულად ვითარდება ადამიანის არსებობის პარალელურად. არ არსებობს რაიმე, რასაც ამ კანონების შეცვლა ან დარღვევა ძალუძს. სწორედ ღვთის ხელმწიფების გამო შეუძლია ყოველივეს გამრავლება და ასევე მისი ხელმწიფებისა და მართვის გამო შეუძლია ყოველივეს არსებობა. მაშასადამე, ღვთის ხელმწიფების ქვეშ ყოველივე აღმოცენდება, იფურჩქნება, ქრება და კვლავ მოწესრიგებულად ჩნდება. როდესაც გაზაფხული დგება, ჟინჟღლიან წვიმას ახალი სეზონის შეგრძნება მოაქვს და მიწას ასველებს. მიწა ლღვობას იწყებს, ბალახი ნიადაგს არღვევს და აღმოცენებას იწყებს, ხეები კი თანდათან მწვანდება. ყველა ამ ცოცხალ არსებას ახალი სასიცოცხლო ენერგია მოაქვს დედამიწისთვის. აი, ასე გამოიყურება სამყარო, როდესაც ყოველივე აღმოცენდება და იფურჩქნება. ყველა ტიპის ცხოველი თავისი სოროდან გამოდის, რათა გაზაფხულის სითბო შეიგრძნოს და ახალი წელი დაიწყოს. ზაფხულში ყველა არსება მზეს ეფიცხება, სეზონის მიერ მოტანილი სითბოთი ტკბება და სწრაფად იზრდება. ხეები, ბალახი და ყველა სახის მცენარე დიდი სისწრაფით იზრდება, სანამ საბოლოოდ არ აყვავდება და ნაყოფსაც კი არ გამოიღებს. ზაფხულში ყველა საქმითაა დაკავებულია, მათ შორის — ადამიანებიც. შემოდგომაზე მსუბუქ წვიმას შემოდგომის სიგრილე მოაქვს და ყველა სახის ცოცხალი არსება იწყებს მოსავლის აღების სეზონის დადგომის შეგრძნებას. ყოველივე ისხამს ნაყოფს, ადამიანები კი ამ სხვადასხვა სახის ნაყოფის შეგროვებას იწყებენ, რათა ზამთრისთვის მოსამზადებლად საკვები ჰქონდეთ. ზამთარში, ცივი ამინდის დადგომასთან ერთად, ყოველივე თანდათან დაწყნარებასა და დასვენებას იწყებს და ადამიანებიც ამ სეზონზე ისვენებენ. სეზონებს შორის გადასვლები და ცვლილებები ციკლურად მიმდინარეობს და ღვთის მიერ დადგენილი კანონების შესაბამისად იცვლება. იგი ამ კანონების გამოყენებით წარმართავს ყოველივესა და კაცობრიობას. მან კაცობრიობისთვის მდიდარი და მრავალფეროვანი ცხოვრების წესი შეიმუშავა და კაცობრიობის არსებობისთვის ცვალებადი ტემპერატურისა და სეზონების მქონე გარემო მოამზადა. აქედან გამომდინარე, ამგვარ მოწესრიგებულ საარსებო გარემოში ადამიანებს შეუძლიათ მოწესრიგებულად იარსებონ და გამრავლდნენ. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ამ კანონების შეცვლა და არც ერთ ადამიანს თუ საგანს არ ძალუძს მათი დარღვევა. რა დიდი ძვრები ან ცვლილებებიც არ უნდა განიცადოს სამყარომ, ეს კანონები ყოველთვის არსებობს. მათი არსებობა ღვთის არსებობით, ღვთის ხელმწიფებითა და ღვთის მართვით არის განპირობებული. ასეთი მოწესრიგებული საერთო გარემოს პირობებში კაცობრიობის ცხოვრებაც ამ კანონებისა და წესების ფარგლებში მიმდინარეობს. ამ კანონებმა გამოკვება ადამიანთა თაობები და თაობიდან თაობას მათი მფარველობის ქვეშ არსებობის შესაძლებლობა მისცა. ადამიანი ტკბებოდა ყოველივეთი და ამ მოწესრიგებული საარსებო გარემოთი, რომელიც ღმერთმა ადამიანთა თაობებისთვის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ჰგონია, თითქოს ეს კანონები ბუნებრივად არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მათ უგულებელყოფს და მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია შეიგრძნოს, რომ ღმერთი წარმართავს და განაგებს ამ კანონებს, რომ ღმერთი ხელმწიფებს ამ კანონებზე, ღმერთი, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ამ უცვლელი საქმით არის დაკავებული. მისი მიზანი ამ უცვლელი საქმის შესრულებისას კაცობრიობის გადარჩენა და კაცობრიობის გაგრძელებაა.
ღმერთი საზღვრებს უდგენს ყოველივეს, რათა ასაზრდოოს მთელი კაცობრიობა
დღეს მე ვისაუბრებ თემაზე, თუ როგორ ასაზრდოებს მთელ კაცობრიობას ამგვარი კანონები, რომლებიც ღმერთმა ყოველივეს დაუდგინა. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, ამიტომ შეგვიძლია იგი რამდენიმე ნაწილად დავყოთ და სათითაოდ განვიხილოთ, რათა თქვენთვის ისინი ნათლად იყოს განმარტებული. ასე თქვენთვის უფრო ადვილი იქნება მისი აღქმა და შემდეგ თანდათანობით შეძლებთ მის გაგებას.
პირველი ნაწილი: ღმერთი საზღვრებს უდგენს თითოეული სახის რელიეფს
მაშ ასე, მოდით, დავიწყოთ პირველი ნაწილით. როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, მან მთებს, დაბლობებს, უდაბნოებს, ბორცვებს, მდინარეებსა და ტბებს საზღვრები დაუდგინა. დედამიწაზე არის მთები, დაბლობები, უდაბნოები და ბორცვები, ისევე როგორც სხვადასხვა წყალსატევი. ესენი არის რელიეფის სხვადასხვა ტიპი, განა ასე არ არის? ღმერთმა მათ შორის საზღვრები გაავლო. როდესაც საზღვრების გავლებაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ მთებს საკუთარი ფარგლები აქვთ, დაბლობებს — თავისი ფარგლები, უდაბნოებს გარკვეული საზღვრები აქვთ, ხოლო ბორცვებს — დადგენილი ფართობი. ასევე არსებობს ისეთი წყალსატევების დადგენილი რაოდენობა, როგორიცაა მდინარეები და ტბები. ანუ, როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, მან ყველაფერი ძალიან ნათლად დაყო. ღმერთს უკვე აქვს განსაზღვრული, რამდენი კილომეტრი უნდა იყოს ამა თუ იმ მთის სიგანე და როგორია მისი მასშტაბი. მან ასევე განსაზღვრა, რამდენი კილომეტრი უნდა იყოს ამა თუ იმ დაბლობის სიგანე და რა მანძილზე უნდა გავრცელდეს იგი. ყოველივეს შექმნისას, მან ასევე განსაზღვრა უდაბნოთა საზღვრები. მან განსაზღვრა ბორცვების გავრცელების არეალი, მათი ფართობი და ის, თუ რითი არის ისინი შემოსაზღვრული. მდინარეებისა და ტბების შექმნის პროცესში მან მათი გავრცელების არეალი განსაზღვრა —ყველა მათგანს თავისი საზღვარი აქვს. მაშ, რას ნიშნავს, როდესაც „საზღვრებზე“ ვსაუბრობთ? ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ახორციელებს ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებას ყოველივესთვის კანონების დადგენით. ანუ, მთების გავრცელების არეალი და საზღვრები არ გაფართოვდება ან შემცირდება დედამიწის ბრუნვის ან ეპოქების გასვლის გამო. ისინი ფიქსირებული და უცვლელია და სწორედ ღმერთია ის, ვინც მათ უცვლელობაზე ხელმწიფებს. რაც შეეხება დაბლობთა ფართობს, მათი გავრცელების არეალსა და იმას, თუ რითი არიან ისინი შემოსაზღვრულნი, ესეც ღვთის მიერ არის დადგენილი. მათ საკუთარი საზღვრები აქვთ. შეუძლებელი იქნებოდა, დაბლობის ზედაპირზე შემთხვევით მიწის ბორცვი ამოზრდილიყო, ხოლო დაბლობი უცებ მთად ქცეულიყო — ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს არის იმ კანონებისა და საზღვრების მნიშვნელობა, რომლებზეც ახლახან ვისაუბრეთ. რაც შეეხება უდაბნოებს, ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ უდაბნოების ან რელიეფის რომელიმე სხვა ტიპისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის კონკრეტულ ფუნქციებზე, არამედ მხოლოდ მათ საზღვრებზე. ღვთის ხელმწიფების ქვეშ, არც უდაბნო გაფართოვდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა მას თავისი კანონი და თავისი საზღვრები დაუდგინა. რამხელაა მისი ფართობი და რა არის მისი ფუნქცია, რითია შემოსაზღვრული და სად მდებარეობს იგი, — ეს ღვთის მიერ უკვე დადგენილია. ის არ გადალახავს თავის საზღვრებს და არ შეიცვლის თავის მდებარეობას, ხოლო მისი ფართობი თვითნებურად არ გაფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი წყალსატევები, როგორიცაა მდინარეები და ტბები, მოწესრიგებულად და უწყვეტად მიედინებიან, ისინი არასოდეს გასცდებიან საკუთარ არეალს ან საზღვრებს. ისინი ერთი მიმართულებით მიედინებიან — იმ მიმართულებით, რომლითაც ისინი მოწესრიგებულად უნდა მიედინებოდნენ. ამრიგად, ღვთის ხელმწიფების კანონების ქვეშ, არცერთი მდინარე ან ტბა თვითნებურად არ დაშრება და არც თავისი დინების მიმართულებასა თუ მოცულობას შეიცვლის თვითნებურად დედამიწის ბრუნვისა თუ ეპოქების გასვლის გამო. ყოველივე ეს ღვთის კონტროლს ექვემდებარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კაცობრიობის წიაღში ღვთის მიერ შექმნილ ყოველივეს თავისი დადგენილი ადგილი, ფართობი და საზღვრები აქვს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, დადგინდა მათი საზღვრები და ისინი თვითნებურად ვერც შეიცვლებიან, ვერც განახლდებიან და ვერც გარდაიქმნებიან. რას ნიშნავს „თვითნებურად“? ეს ნიშნავს, რომ ისინი შემთხვევით არ გადაინაცვლებენ, არ გაფართოვდებიან ან არ შეიცვლიან თავის თავდაპირველ ფორმას ამინდის, ტემპერატურის ან დედამიწის ბრუნვის სიჩქარის გამო. მაგალითად, მთა არის გარკვეული სიმაღლის, მისი ფუძე გარკვეული ფართობისაა, ის გარკვეული სიმაღლისაა და მას გარკვეული რაოდენობის მცენარეული საფარი აქვს. ყოველივე ეს ღვთის მიერ არის დაგეგმილი და გათვლილი და ეს თვითნებურად არ შეიცვლება. რაც შეეხება დაბლობებს, ადამიანთა უმეტესობა დაბლობებზე ცხოვრობს და კლიმატის არანაირი ცვლილება გავლენას არ მოახდენს მათ ფართობზე ან მათი არსებობის ღირებულებაზე. ის საგნებიც კი, რომლებიც ღვთის მიერ შექმნილ ამ სხვადასხვა რელიეფსა და გეოგრაფიულ გარემოს წიაღშია განთავსებული, თვითნებურად არ შეიცვლება. მაგალითად, უდაბნოს შემადგენლობა, მიწისქვეშა მინერალური საბადოების ტიპები, უდაბნოში არსებული ქვიშის რაოდენობა, ქვიშის ფერი, უდაბნოს სისქე — ესენი თვითნებურად არ შეიცვლება. რატომ არ შეიცვლება ისინი თვითნებურად? ეს ღვთის ხელმწიფებისა და მისი მართვის გამო ხდება. ღვთის მიერ შექმნილ ყველა ამ სხვადასხვა რელიეფსა და გეოგრაფიულ გარემოში, იგი ყველაფერს გეგმაზომიერად და მოწესრიგებულად მართავს. ამიტომ, ყველა ეს გეოგრაფიული გარემო კვლავ არსებობს და კვლავ ასრულებს თავის ფუნქციებს ღვთის მიერ მათი შექმნიდან ათასობით და ათიათასობით წლის შემდეგაც კი. თუნდაც იყოს გარკვეული პერიოდები, როდესაც ვულკანები იფრქვევა, და პერიოდები, როდესაც მიწისძვრები ხდება და ხმელეთის მნიშვნელოვანი ძვრები ფიქსირდება, ღმერთი აბსოლუტურად არ დაუშვებს, რომ რომელიმე ტიპის რელიეფმა თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაკარგოს. ეს მხოლოდ ღვთის ამგვარი მართვის, ამ კანონებზე მისი ხელმწიფებისა და კონტროლის გამოა, რომ ყველაფერ ამას — ყოველივეს, რითაც ადამიანი ტკბება და რასაც ხედავს — შეუძლია დედამიწაზე მოწესრიგებულად იარსებოს. მაშ, რატომ მართავს ღმერთი დედამიწაზე არსებულ ყველა ამ სხვადასხვა რელიეფს ამგვარად? მისი მიზანია, რომ ცოცხალ არსებებს, რომლებიც სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში არსებობენ, ყველას ჰქონდეს სტაბილური გარემო, რათა შეძლონ ცხოვრების გაგრძელება და გამრავლება ამ სტაბილურ გარემოში. ყოველივე ეს, მათ შორის როგორც მოძრავი, ისე უძრავი რამ — ანუ ის არსებები, რომლებიც ნესტოებით სუნთქავენ და ისინიც, ვინც არა — კაცობრიობისთვის უნიკალურ საარსებო გარემოს ქმნის. მხოლოდ ამგვარ გარემოს შეუძლია ასაზრდოოს ადამიანთა თაობები თაობების მიყოლებით და მხოლოდ ამგვარ გარემოს შეუძლია ადამიანებს მისცეს საშუალება, მშვიდობიანი არსებობა განაგრძონ თაობიდან თაობამდე.
ის, რაზეც ახლახან ვისაუბრე, საკმაოდ ვრცელი თემაა, ამიტომ შესაძლოა იგი გარკვეულწილად შორს ჩანდეს თქვენი ცხოვრებისგან, მაგრამ თქვენ ყველას შეგიძლიათ მისი გაგება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთის კანონები ყოველივეზე მის ხელმწიფებაში ძალიან მნიშვნელოვანია — მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი! რა არის ყოველივეს ზრდის წინაპირობა ამ კანონების თანახმად? ეს ღვთის ხელმწიფების გამო ხდება. სწორედ მისი ხელმწიფების გამოა, რომ ყოველივე თავის ფუნქციას ასრულებს მისი ხელმწიფების ფარგლებში. მაგალითად, მთები ასაზრდოებენ ტყეებს, ტყეები კი, თავის მხრივ, ასაზრდოებენ და იცავენ საკუთარ წიაღში მცხოვრებ სხვადასხვა ფრინველსა და მხეცს. დაბლობები არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებისთვისაა მომზადებული, რათა მათ მოსავალი მოიყვანონ, ასევე განკუთვნილია სხვადასხვა ფრინველისა და მხეცისთვის. ისინი საშუალებას აძლევენ ადამიანთა უმეტესობას, იცხოვროს ვაკე მიწაზე და უზრუნველყოფენ ხელსაყრელ პირობებს ადამიანების ცხოვრებაში. დაბლობები ასევე მოიცავს საძოვრებს — საძოვრების უზარმაზარ მასივებს. საძოვრები მცენარეულ საფარს უზრუნველყოფს დედამიწის ზედაპირისთვის. ისინი იცავენ ნიადაგს და კვებავენ საძოვრებზე მცხოვრებ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვრებსა და ცხენებს. უდაბნოც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს ადამიანთა საცხოვრებელი ადგილი არ არის. მას ნოტიო კლიმატის უფრო მეტად გამოშრობის როლი აკისრია. მდინარეებისა და ტბების დინებას ადამიანებისთვის სასმელი წყალი მოსახერხებელი ფორმით მოაქვს. სადაც არ უნდა მიედინებოდნენ ისინი, ადამიანებს ექნებათ სასმელი წყალი და ყოველივეს მოთხოვნილება წყალზე მარტივად დაკმაყოფილდება. ეს არის ღვთის მიერ სხვადასხვა რელიეფისთვის დადგენილი საზღვრები.
მეორე ნაწილი: ღმერთი საზღვრებს უდგენს თითოეული სახის ცოცხალ არსებას
ამ საზღვრების გამო, რომლებიც ღმერთმა დაადგინა, სხვადასხვა რელიეფმა განსხვავებული საარსებო გარემო წარმოქმნა. ეს საარსებო გარემო მოსახერხებელი აღმოჩნდა სხვადასხვა სახის ფრინველისა და მხეცისთვის და ამ გარემომ მათ ასევე მისცა საარსებო სივრცე. აქედან განვითარდა საზღვრები სხვადასხვა ცოცხალი არსების საარსებო გარემოსთვის. ეს არის მეორე ნაწილი, რომელზეც შემდეგ ვისაუბრებთ. პირველ რიგში, სად ცხოვრობს სხვადასხვა ფრინველი, მხეცი და მწერი? ისინი ტყეებსა და ჭალებში ცხოვრობენ, განა ასე არ არის? ეს მათი სამშობლოა. ამრიგად, სხვადასხვა გეოგრაფიული გარემოსთვის საზღვრების დადგენის გარდა, ღმერთმა ასევე საზღვრები გაავლო და კანონები დაადგინა სხვადასხვა ფრინველისა და მხეცისთვის, თევზისთვის, მწერისთვის და ყველა მცენარისთვის. ვინაიდან გეოგრაფიული გარემო განსხვავდება და ვინაიდან არსებობს სხვადასხვა გეოგრაფიული გარემო, სხვადასხვა სახის ფრინველს, მხეცს, თევზს, მწერსა და მცენარეს განსხვავებული საარსებო გარემო აქვს. ფრინველები, მხეცები და მწერები სხვადასხვა მცენარეს შორის ცხოვრობენ, თევზები ცხოვრობენ წყალში, ხოლო მცენარეები ხმელეთზე იზრდებიან. ხმელეთი მოიცავს სხვადასხვა ზონას, როგორიცაა მთები, დაბლობები და ბორცვები. მას შემდეგ, რაც ფრინველებსა და მხეცებს თავიანთი დადგენილი სამშობლო ექნებათ, ისინი აღარ იხეტიალებენ და ნებისმიერი მიმართულებით აღარ წავლენ. მათი სამშობლო ტყეები და მთებია. ერთ დღეს მათი სამშობლო რომ განადგურდეს, ეს წესრიგი ქაოსში გადაიზრდება. როგორც კი წესრიგი ქაოსში გადაიზრდება, რა შედეგი დადგება? ვინ დაზარალდება პირველი? კაცობრიობა. ამ კანონებისა და საზღვრების ფარგლებში, რომლებიც ღმერთმა დაადგინა, გინახავთ თუ არა რაიმე უცნაური მოვლენა? მაგალითად, გინახავთ ოდესმე უდაბნოში უდარდელად მოსეირნე სპილოები? ეს მართლაც რომ მომხდარიყო, ძალიან უცნაური მოვლენა იქნებოდა, რადგან სპილოები ტყიან ადგილებში ცხოვრობენ და ეს ის საარსებო გარემოა, რომელიც ღმერთმა მათ მოუმზადა. მათ საკუთარი საარსებო გარემო და თავიანთი დადგენილი სახლი აქვთ. მაშ, რატომ უნდა ირბინონ მათ ყველგან? უნახავს ვინმეს ოკეანის სანაპიროზე მოსეირნე ლომები ან ვეფხვები? არა, არ გინახავთ. ლომებისა და ვეფხვების სახლი ტყე და მთებია. უნახავს ვინმეს უდაბნოში მოცურავე ოკეანის ვეშაპები ან ზვიგენები? არა, არ გინახავთ. ვეშაპები და ზვიგენები ოკეანეში ბინადრობენ. ადამიანთა საცხოვრებელ გარემოში არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებიც მურა დათვების გვერდით ცხოვრობენ? არსებობენ განა ადამიანები, რომლებიც, შინ თუ გარეთ, მუდამ ფარშევანგებით ან სხვა ფრინველებით არიან გარშემორტყმულნი? უნახავს ვინმეს მაიმუნებთან მოთამაშე არწივები ან გარეული ბატები? (არა). ეს ყველაფერი უცნაური მოვლენა იქნებოდა. მიზეზი, რის გამოც ამ რაღაცებზე ვსაუბრობ, რომლებიც ასე უცნაურად ჟღერს თქვენთვის, არის ის, რომ გაგაგებინოთ, რომ ღვთის მიერ შექმნილ ყოველივეს —იმის მიუხედავად, მიმაგრებულნი არიან ისინი ერთ ადგილს თუ ნესტოებით სუნთქვა შეუძლიათ — არსებობის საკუთარი კანონები გააჩნია. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ღმერთი ამ ცოცხალ არსებებს შექმნიდა, ღმერთს უკვე ჰქონდა მათთვის მომზადებული ინდივიდუალური სამშობლო და საარსებო გარემო. ამ ცოცხალ არსებებს ჰქონდათ თავიანთი ფიქსირებული საარსებო გარემო, თავიანთი საკვები და თავიანთი ფიქსირებული სამშობლო, ჰქონდათ თავიანთი ფიქსირებული ადგილები, რომლებიც შესაფერისი იყო მათი არსებობისთვის, ან ადგილები მათი არსებობისთვის შესაფერისი ტემპერატურით. ამიტომ, ისინი არ იხეტიალებდნენ ნებისმიერი მიმართულებით და ამით ძირს არ გამოუთხრიდნენ კაცობრიობის არსებობას ან გავლენას არ მოახდენდნენ მის ცხოვრებაზე. აი, ასე მართავს ღმერთი ყოველივეს, უზრუნველყოფს რა ადამიანისთვის საუკეთესო საარსებო გარემოს. ყველა ქმნილებაში არსებულ ცოცხალ არსებებს საკუთარ საარსებო გარემოში აქვთ საკუთარი სიცოცხლის შემანარჩუნებელი საკვები. ამ საკვებით ისინი მიბმულნი არიან თავიანთ მშობლიურ საარსებო გარემოს. ამგვარ გარემოში ისინი აგრძელებენ არსებობას, გამრავლებასა და წინსვლას იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც ღმერთმა მათ დაუდგინა. ამგვარი კანონების გამო, ღვთის დადგენის გამო, ყოველივე ჰარმონიაში ცხოვრობს კაცობრიობასთან, ხოლო კაცობრიობა და ყოველივე ასევე ერთმანეთზეა დამოკიდებული არსებობისთვის.
მესამე ნაწილი: ღმერთი ინარჩუნებს გარემოსა და ეკოსისტემებს კაცობრიობის მასაზრდოებლად
ღმერთმა შექმნა ყოველივე და დაუდგინა მათ საზღვრები; მათ შორის, გამოზარდა ყველა სახის ცოცხალი არსება. ამავდროულად, მან კაცობრიობისთვის ასევე მოამზადა არსებობის სხვადასხვა საშუალება. ასე რომ, შენ შეგიძლია დაინახო, რომ ადამიანებს არ აქვთ არსებობის მხოლოდ ერთი გზა და არც მხოლოდ ერთი ტიპის საარსებო გარემო გააჩნიათ. ჩვენ ადრე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ღმერთი ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის საკვებსა და წყლის წყაროებს ამზადებს, რაც გადამწყვეტია ხორცში ადამიანის სიცოცხლის გასაგრძელებლად. თუმცაღა, ამ კაცობრიობაში ყველა ადამიანი მარცვლეულით არ იკვებება. გეოგრაფიული გარემოსა და რელიეფის განსხვავებულობის გამო, ადამიანებს არსებობის სხვადასხვა საშუალება აქვთ. ეს არსებობის საშუალებები ღვთის მიერ არის მომზადებული. ამიტომ, ყველა ადამიანი ძირითადად მიწათმოქმედებით არ არის დაკავებული, ანუ, ყველა ადამიანი საკვებს მოსავლის მოყვანით არ მოიპოვებს. ეს მესამე ნაწილია, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ: საზღვრები წარმოიშვა კაცობრიობის სხვადასხვა ცხოვრების წესის გამო. მაშ, კიდევ სხვა რა ტიპის ცხოვრების წესი აქვთ ადამიანებს? კიდევ რა ტიპის ადამიანები არსებობენ, რომლებიც საკვებს სხვადასხვა გზით მოიპოვებენ? არსებობს რამდენიმე ძირითადი ტიპი.
პირველი არის მონადირეობის ცხოვრების წესი — ყველამ იცის, რა არის ეს. რას ჭამენ ადამიანები, რომლებიც ნადირობით ცხოვრობენ? (ნანადირევს). ისინი ტყის ფრინველებსა და მხეცებს ჭამენ. „ნანადირევი“ თანამედროვე სიტყვაა. მონადირეები მას ნანადირევად არ აღიქვამენ; ისინი მას საკვებად, თავიანთ ყოველდღიურ საზრდოდ მიიჩნევენ. მაგალითად, ისინი იჭერენ ირემს. როდესაც ისინი ირემს იჭერენ, ეს ზუსტად იგივეა, რაც ფერმერისთვის მიწიდან საკვების მიღება. ფერმერი საკვებს მიწიდან იღებს და როდესაც ამ საკვებს ხედავს, ის ბედნიერია და თავს მშვიდად გრძნობს — ოჯახი არ იქნება მშიერი, როდესაც მოსავალი აქვთ საჭმელად. ფერმერის გული შფოთვისგან თავისუფალია და მას კმაყოფილების განცდა ეუფლება. მონადირეც თავს მშვიდად და კმაყოფილად გრძნობს, როდესაც უყურებს იმას, რაც დაიჭირა, რადგან მას აღარ უწევს საკვებზე დარდი: მომდევნო კვებისთვის არის რაღაც საჭმელი და შიმშილი აღარ მოუწევთ. ეს არის ადამიანი, რომელიც ნადირობით ირჩენს თავს. მათი უმეტესობა, ვინც ნადირობით ირჩენს თავს, მთის ტყეებში ცხოვრობს. ისინი მიწათმოქმედებას არ მისდევენ. იქ სახნავ-სათესი მიწის პოვნა ადვილი არ არის, ამიტომ ისინი თავს სხვადასხვა ცოცხალი არსებით, სხვადასხვა სახის ნანადირევით ირჩენენ. ეს არის პირველი ტიპის ცხოვრების წესი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების წესისგან განსხვავდება.
მეორე ტიპია მესაქონლეობის ცხოვრების წესი. მისდევენ თუ არა მიწათმოქმედებას ადამიანები, რომლებიც ცხოველების მწყემსვით ირჩენენ თავს? (არა). მაშ, რას აკეთებენ ისინი? როგორ ცხოვრობენ? (უმეტესწილად, თავის სარჩენად ისინი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხვარს მწყემსავენ, ზამთარში კი საკუთარ პირუტყვს კლავენ და ჭამენ. მათი ძირითადი საკვებია ძროხისა და ცხვრის ხორცი და სვამენ რძიან ჩაის. მიუხედავად იმისა, რომ მწყემსები ოთხივე სეზონის განმავლობაში საქმით არიან დაკავებულნი, ისინი კარგად იკვებებიან. მათ არ აკლიათ რძე, რძის პროდუქტები ან ხორცი.) ადამიანები, რომლებიც ცხოველების მწყემსვით ირჩენენ თავს, ძირითადად ძროხისა და ცხვრის ხორცს ჭამენ, ცხვრისა და ძროხის რძეს სვამენ, ხოლო მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე და ცხენებზე ამხედრებულნი მწყემსავენ თავიანთ ცხოველებს მინდორში, სადაც ისინი ღია ცის ქვეშ ამინდის ზემოქმედებას განიცდიან. მაგრამ ისინი თანამედროვე ცხოვრების სტრესებს არ აწყდებიან. მათ ყოველდღე ლურჯი ცისა და ბალახოვანი დაბლობების ფართო სივრცეები ეგებებათ. ადამიანთა დიდი უმრავლესობა, ვინც მესაქონლეობით ირჩენს თავს, საძოვრებზე ცხოვრობს და მათ შეძლეს თავიანთი მომთაბარე ცხოვრების წესის გაგრძელება თაობების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საძოვრებზე ცხოვრება ოდნავ მარტოსულია, ის მაინც ძალიან ბედნიერი ცხოვრებაა. ეს არ არის ცხოვრების ცუდი წესი!
მესამე ტიპია მეთევზეობის ცხოვრების წესი. კაცობრიობის მცირე ნაწილი ოკეანის სანაპიროზე ან პატარა კუნძულებზე ცხოვრობს. ისინი გარშემორტყმულნი არიან წყლით, ოკეანის პირისპირ. ეს ადამიანები თავს თევზაობით ირჩენენ. რა არის საკვების წყარო მათთვის, ვინც თევზაობით ირჩენს თავს? მათი საკვების წყარო მოიცავს ყველა სახის თევზს, ზღვის პროდუქტებსა და ზღვის სხვა ნობათს. ადამიანები, რომლებიც თევზაობით ირჩენენ თავს, მიწათმოქმედებას არ მისდევენ, არამედ თითოეულ დღეს თევზაობაში ატარებენ. მათი ძირითადი საკვები სხვადასხვა სახის თევზისა და ზღვის პროდუქტისგან შედგება. ისინი ამ პროდუქტებს ზოგჯერ ბრინჯზე, ფქვილსა და ყოველდღიური საჭიროების საგნებზე ცვლიან. ეს არის განსხვავებული ცხოვრების წესი, რომელსაც წყალთან მცხოვრები ადამიანები მისდევენ. წყალთან ახლოს ცხოვრებით, ისინი წყალზე არიან დამოკიდებულნი საკვების მოსაპოვებლად და თავს თევზაობით ირჩენენ. თევზაობა როგორც მათი საარსებო, ასევე მათი საკვების წყაროა.
მიწათმოქმედების გარდა, კაცობრიობა უმეტესწილად ზემოთ ნახსენები სამი ცხოვრების წესის მიხედვით ცხოვრობს. ამ რამდენიმე ჯგუფის გარდა, რომლებიც თავს მესაქონლეობით, მეთევზეობითა და ნადირობით ირჩენენ, ადამიანთა დიდი უმრავლესობა მიწათმოქმედებით ირჩენს თავს. და რა სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც მიწათმოქმედებით ცხოვრობენ? ის, რაც მათ სჭირდებათ, არის მიწა. თაობიდან თაობამდე ისინი მიწაში მოსავლის მოყვანით ცხოვრობენ და იმის მიუხედავად, ბოსტნეულს რგავენ, ხილს თუ მარცვლეულს, სწორედ მიწიდან იღებენ საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებს.
რა არის ის ძირითადი პირობები, რომლებიც ადამიანთა ამ განსხვავებულ ცხოვრების წესებს უდევს საფუძვლად? განა აბსოლუტურად აუცილებელი არ არის, რომ ის გარემო, სადაც მათ არსებობა შეუძლიათ, საბაზისო დონეზე იყოს შენარჩუნებული? ანუ, იმ ადამიანებს, რომლებიც ნადირობით ირჩენენ თავს, რომ დაეკარგათ მთის ტყეები ან ფრინველები და მხეცები, მათი საარსებო წყარო გაქრებოდა. უცნობია, სად აღმოჩნდებოდა ასეთი ეთნოსი — ადამიანთა ასეთი ჯგუფი — და ისინი შესაძლოა გამქრალიყვნენ კიდეც. და რა ელით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოველების მწყემსვით ირჩენენ თავს? რაზე არიან ისინი დამოკიდებულნი? ის, რაზეც ისინი ნამდვილად არიან დამოკიდებულნი, მათი პირუტყვი კი არ არის, არამედ ის გარემოა, რომელშიც მათ პირუტყვს არსებობა შეუძლია — საძოვრები. საძოვრები რომ არ ყოფილიყო, სად აძოვებდნენ მწყემსები თავიანთ პირუტყვს? რას შეჭამდნენ ძროხები და ცხვრები? პირუტყვის გარეშე ამ მომთაბარე ხალხების საარსებო წყარო გაქრებოდა. საარსებო წყაროს გარეშე სად წავიდოდნენ ეს ხალხები? ძალიან რთული გახდებოდა მათთვის არსებობის გაგრძელება; მათ მომავალი არ ექნებოდათ. წყლის წყაროები რომ არ ყოფილიყო, ხოლო მდინარეები და ტბები მთლიანად დამშრალიყო, ყველა ის თევზი, რომელიც არსებობისთვის წყალზეა დამოკიდებული, კვლავ იარსებებდა? არა, არ იარსებებდა. შეძლებდნენ კი ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი საარსებო წყაროსთვის წყალსა და თევზზე არიან დამოკიდებულნი არსებობის გაგრძელებას? როდესაც მათ აღარ ექნებოდათ საკვები, როდესაც მათ აღარ ექნებოდათ საარსებო წყარო, ეს ხალხები ვეღარ შეძლებდნენ არსებობის გაგრძელებას. ანუ, თუკი რომელიმე მოცემულ ეთნოსს ოდესმე შეექმნება პრობლემა თავის საარსებო წყაროსთან ან არსებობასთან დაკავშირებით, მაშინ ეს ეთნოსი ვეღარ გააგრძელებს არსებობას და შესაძლოა დედამიწის პირიდან გაქრეს და გადაშენდეს. მათ კი, ვინც მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს, რომ დაეკარგათ თავიანთი მიწა, რომ ვერ შეძლებოდათ ყველა სახის მცენარის მოყვანა და ამ მცენარეებიდან საკვების მიღება, მაშინ რა იქნებოდა შედეგი? საკვების გარეშე განა ადამიანები შიმშილით არ დაიხოცებოდნენ? ადამიანები შიმშილით რომ დახოცილიყვნენ, განა ადამიანთა ეს ტიპი არ განადგურდებოდა? ამრიგად, სწორედ ეს არის ღვთის მიზანი სხვადასხვა სახის გარემოს შენარჩუნებისას. ღმერთს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს სხვადასხვა გარემოსა და ეკოსისტემის და მათში მცხოვრები ყველა სხვადასხვა ცოცხალი არსების შენარჩუნებისას — და ეს არის ის, რომ ასაზრდოოს ყველა სახის ადამიანი და ასაზრდოოს ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრობენ.
ყველა ქმნილებას თავისი კანონები რომ დაეკარგა, ისინი აღარ იარსებებდნენ. ყოველივეს კანონები რომ დაკარგულიყო, მაშინ მთელ ქმნილებაში არსებული ცოცხალი არსებები ვეღარ შეძლებდნენ არსებობის გაგრძელებას. კაცობრიობაც დაკარგავდა თავის გარემოს, რომელზეც ის არსებობისთვის არის დამოკიდებული. ეს ყველაფერი კაცობრიობას რომ დაეკარგა, ის ვეღარ შეძლებდა გამრავლებასა და თაობიდან თაობამდე ცხოვრების გაგრძელებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. მიზეზი, რის გამოც ადამიანებმა დღემდე იარსებეს, არის ის, რომ ღმერთმა ისინი ყოველივე შექმნილით უზრუნველყო, რათა ასაზრდოოს ისინი, რათა კაცობრიობა სხვადასხვა გზით ასაზრდოოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი სხვადასხვა გზით ასაზრდოებს კაცობრიობას, კაცობრიობა დღემდე, დღევანდელ დღემდე, არსებობს. ხელსაყრელი და კანონზომიერი ფიქსირებული საარსებო გარემოს პირობებში, დედამიწაზე არსებულ ყველა სხვადასხვა სახის ადამიანსა და სხვადასხვა რასას შეუძლია საკუთარ, განსაზღვრულ არეალში იარსებოს. არავის შეუძლია გასცდეს ამ არეალებს ან მათ შორის არსებულ საზღვრებს, რადგან ისინი სწორედ ღმერთმა დაადგინა. რატომ დაადგენდა ღმერთი საზღვრებს ამგვარად? ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხია მთელი კაცობრიობისთვის — მართლაც უდიდესი მნიშვნელობის! ღმერთმა თითოეული სახის ცოცხალი არსებისთვის დაადგინა არეალი და თითოეული ტიპის ადამიანს არსებობის საშუალებები განუსაზღვრა. მან ასევე დაყო სხვადასხვა ტიპის ადამიანები და სხვადასხვა რასა დედამიწაზე და მათ არეალი დაუდგინა. შემდეგში სწორედ ამას განვიხილავთ.
მეოთხე ნაწილი: ღმერთი საზღვრებს ავლებს სხვადასხვა რასას შორის
მეოთხე, ღმერთმა საზღვრები გაავლო სხვადასხვა რასას შორის. დედამიწაზე არიან თეთრკანიანი, შავკანიანი, ყავისფერკანიანი და ყვითელკანიანი ადამიანები. ესენი გახლავთ ადამიანთა სხვადასხვა ტიპი. ღმერთმა ამ სხვადასხვა ტიპის ადამიანების ცხოვრებისთვის ასევე დაადგინა არეალი და, გაუცნობიერებლად, ადამიანები იმ საარსებო გარემოში ცხოვრობენ, რომელშიც ღვთის მართვის ქვეშ უნდა იცხოვრონ. არავის შეუძლია ამის ფარგლებს გარეთ გასვლა. მაგალითად, განვიხილოთ თეთრკანიანები. რა არის ის გეოგრაფიული არეალი, რომელშიც მათი უმეტესობა ცხოვრობს? უმეტესობა ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობს. გეოგრაფიული არეალი, რომელშიც შავკანიანები ძირითადად ცხოვრობენ, არის აფრიკა. ყავისფერკანიანები ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში ცხოვრობენ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაილანდი, ინდოეთი, მიანმარი, ვიეტნამი და ლაოსი. ყვითელკანიანები ძირითადად აზიაში ცხოვრობენ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ღმერთმა სათანადოდ გადაანაწილა ყველა ეს სხვადასხვა ტიპის რასა, რათა ეს სხვადასხვა რასა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ყოფილიყო განაწილებული. მსოფლიოს ამ სხვადასხვა ნაწილში ღმერთმა დიდი ხნის წინ მოამზადა საარსებო გარემო, რომელიც ადამიანთა თითოეული განსხვავებული რასისთვის არის შესაფერისი. ამ საარსებო გარემოში ღმერთმა მათთვის სხვადასხვა ფერისა და შემადგენლობის ნიადაგი მოამზადა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეთრკანიანთა ორგანიზმის შემადგენელი კომპონენტები არ არის იგივე, რაც შავკანიანთა ორგანიზმისა, და ასევე განსხვავდება იმ კომპონენტებისგან, რომლებიც სხვა რასის ადამიანთა ორგანიზმის შემადგენლობაშია. როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, მას ამ რასისთვის საარსებო გარემო უკვე მომზადებული ჰქონდა. ამის კეთებისას მისი მიზანი იყო ის, რომ როდესაც ამ ტიპის ადამიანები გამრავლებასა და რიცხობრივად ზრდას დაიწყებდნენ, ისინი გარკვეულ არეალში დამკვიდრებულიყვნენ. ამიტომ, სანამ ღმერთი ადამიანებს შექმნიდა, მას უკვე ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა: ევროპასა და ამერიკას ის თეთრკანიანებისთვის შემოინახავდა, რათა მათთვის განვითარებისა და არსებობის საშუალება მიეცა. ამრიგად, როდესაც ღმერთი ხმელეთს ქმნიდა, მას უკვე ჰქონდა გეგმა, მას ჰქონდა მიზანი და განზრახვა, როდესაც მიწის ნებისმიერ კონკრეტულ ნაკვეთს გარკვეულ რაღაცებს ამატებდა და როდესაც ამ მიწის ნაკვეთზე გარკვეულ რაღაცებს ასაზრდოებდა. მაგალითად, როგორი მთები, რამდენი დაბლობი, რამდენი წყლის წყარო, რა სახის ფრინველი და მხეცი, რომელი თევზები და რა მცენარეები იქნებოდა ამ მიწაზე — ღმერთს ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ჰქონდა მომზადებული. ანუ, კონკრეტული ტიპის ადამიანისთვის ან რომელიმე რასისთვის საარსებო გარემოს მომზადებისას ღმერთს მრავალი საკითხის ყოველმხრივ გათვალისწინება სჭირდებოდა: გეოგრაფიული გარემო, ნიადაგის შემადგენლობა, ფრინველებისა და მხეცების სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ტიპის თევზის ზომა, თევზის სხეულის შემადგენელი კომპონენტები, განსხვავებები წყლის ხარისხში, ასევე ყველა სხვადასხვა ტიპის მცენარე... ღმერთს ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ჰქონდა მომზადებული. ამგვარი გარემო ის მშობლიური საარსებო გარემოა, რომელიც ღმერთმა თეთრკანიანებისთვის შექმნა და მოამზადა. დაინახეთ თუ არა, რომ, როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, მან ბევრი იფიქრა ამაზე და გეგმაზომიერად იმოქმედა? (დიახ, ჩვენ დავინახეთ, რომ ღვთის ზრუნვა სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე ძალიან გულდასმით იყო მოფიქრებული. იმ საარსებო გარემოსთვის, რომელიც მან სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის შექმნა, მან უდიდესი გულისყურითა და სიზუსტით გაითვალისწინა, თუ რა სახის ფრინველებს, მხეცებსა და თევზებს, რამდენ მთასა და რამდენ ვაკეს მოამზადებდა.) ავიღოთ, მაგალითად, თეთრკანიანები. ძირითადად რა საკვებს მიირთმევენ თეთრკანიანები? საკვები, რომელსაც თეთრკანიანები ჭამენ, ძალიან განსხვავდება იმ საკვებისაგან, რომელსაც აზიელები მიირთმევენ. ძირითადი საკვები, რომელსაც თეთრკანიანები ჭამენ, უმეტესწილად ხორცის, კვერცხის, რძისა და ფრინველის ხორცისგან შედგება. ისეთი მარცვლეული, როგორიცაა პური და ბრინჯი, ზოგადად, დამატებითი საკვებია, რომელსაც თეფშის განაპირას დებენ. ბოსტნეულის სალათის ჭამის დროსაც კი ისინი, როგორც წესი, შემწვარი საქონლის ან ქათმის ხორცის რამდენიმე ნაჭერს ამატებენ, ხოლო ხორბალზე დამზადებული საკვების ჭამის დროსაც კი, როგორც წესი, ისეთ პროდუქტებს ამატებენ, როგორიცაა ყველი, კვერცხი ან ხორცი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ძირითადი საკვები უმეტესწილად ხორბალზე დამზადებული საკვებისა ან ბრინჯისგან არ შედგება, არამედ ისინი დიდი რაოდენობით ხორცსა და ყველს ჭამენ. ხშირად სვამენ ყინულიან წყალს, რადგან საკვები, რომელსაც ისინი ჭამენ, ძალიან კალორიულია. ამიტომ თეთრკანიანები განსაკუთრებულად ღონიერები არიან. ასეთია მათი საარსებო წყარო და ღვთის მიერ მათთვის მომზადებული საცხოვრებელი გარემო, რაც მათ საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ ცხოვრების ასეთი წესი, რომელიც სხვა რასის ადამიანების ცხოვრების წესისგან განსხვავდება. ცხოვრების ამ წესში არ არსებობს სწორი ან მცდარი — ის თანდაყოლილია, ღვთის მიერ წინასწარ დადგენილია და ღვთის ხელმწიფებიდან და განგებულებიდან მომდინარეობს. ის, რომ ამ რასას ცხოვრების ასეთი წესი და ასეთი საარსებო წყარო აქვს, განპირობებულია მათი რასითა და იმ საარსებო გარემოთი, რომელიც ღმერთმა მათ მოუმზადა. შეიძლება ითქვას, რომ საარსებო გარემო, რომელიც ღმერთმა თეთრკანიანებს მოუმზადა, და ყოველდღიური საჭმელი და სასმელი, რომელსაც ისინი ამ გარემოდან იღებენ, მდიდარი და უხვია და შეიცავს ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ.
ღმერთმა არსებობისთვის აუცილებელი გარემო სხვა რასებისთვისაც მოამზადა, მათ შორის — შავკანიანებისთვის. სად არიან განსახლებულნი შავკანიანები? ისინი ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში არიან განსახლებულნი. რა მოუმზადა ღმერთმა მათ ამგვარ საცხოვრებელ გარემოში? ტროპიკული წვიმის ტყეები, ყველა სახის ფრინველი და მხეცი, ასევე უდაბნოები და ყველა სახის მცენარე, რომლებიც ადამიანების გვერდით არსებობენ. მათ აქვთ წყლის წყაროები, საარსებო საშუალებები და საკვები. ღმერთი მიუკერძოებელი იყო მათ მიმართ. რაც არ უნდა გაეკეთებინათ მათ, მათი არსებობა არასოდეს ყოფილა პრობლემა. ისინიც გარკვეულ ადგილსა და გარკვეულ არეალს იკავებენ მსოფლიოს ერთ ნაწილში.
ახლა ვისაუბროთ ყვითელკანიანებზე. ყვითელკანიანები ძირითადად დედამიწის აღმოსავლეთით არიან განსახლებულნი. რა განსხვავებაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გარემოსა და გეოგრაფიულ მდებარეობას შორის? აღმოსავლეთში მიწის უმეტესი ნაწილი ნაყოფიერია და მდიდარია ბუნებრივი რესურსებითა და მინერალური საბადოებით. ანუ, განსაკუთრებით უხვადაა ყველა სახის მიწისზედა და მიწისქვეშა რესურსი. ღმერთმა ადამიანთა ამ ჯგუფისთვის, ამ რასისთვის, ასევე მოამზადა შესაბამისი ნიადაგი, კლიმატი და სხვადასხვა გეოგრაფიული გარემო, რომლებიც მათთვისაა შესაფერისი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გეოგრაფიულ გარემოსა და დასავლეთის გარემოს შორის დიდი განსხვავებაა, ღმერთმა ამ ადამიანებისთვის ასევე მოამზადა აუცილებელი საკვები, საარსებო წყაროები და გადარჩენის საშუალებები. ეს უბრალოდ დასავლეთში მცხოვრები თეთრკანიანი ადამიანებისგან განსხვავებული საცხოვრებელი გარემოა. მაგრამ რა არის ის ერთი რამ, რაც უნდა გითხრათ? აღმოსავლელი ხალხის რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ ღმერთმა დედამიწის ამ ნაწილს მრავალი ისეთი ელემენტი დაუმატა, რომლებიც დასავლეთში არსებულისგან განსხვავდება. მან იქ დაამატა მრავალი განსხვავებული პეიზაჟი და ყველა სახის უხვი მასალა. აღმოსავლეთს ბუნებრივი პროდუქტების დიდი სიუხვე აქვს, ხოლო რელიეფი მრავალფეროვანი და განსხვავებულია, რაც მას საკმარისს ხდის აღმოსავლეთის ხალხის უზარმაზარი რაოდენობის გამოსაკვებად. ის, რაც აღმოსავლეთს დასავლეთისგან განასხვავებს არის ის, რომ აღმოსავლეთში — სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ — კლიმატი დასავლეთთან შედარებით უკეთესია. ოთხივე სეზონი მკაფიოდ არის გამოხატული, ტემპერატურა შესაფერისია, არის ბუნებრივი პროდუქტების განსაკუთრებული სიუხვე, ხოლო ბუნებრივი პეიზაჟები და რელიეფის ტიპები ბევრად უკეთესია, ვიდრე დასავლეთში. რატომ გააკეთა ღმერთმა ეს? ღმერთმა თეთრკანიანებსა და ყვითელკანიანებს შორის ძალიან გონივრული ბალანსი შექმნა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თეთრკანიანთა საკვების ყველა ასპექტი, ის საგნები, რომლებსაც ისინი იყენებენ, და ის, რაც მათი სიამოვნებისთვის არის უზრუნველყოფილი, ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რითაც ყვითელკანიანებს შეუძლიათ დატკბნენ. თუმცა, ღმერთი არცერთი რასის მიმართ მიკერძოებული არ არის — ღმერთმა ყვითელკანიანებს უფრო ლამაზი და უკეთესი საარსებო გარემო მისცა. ეს არის ბალანსი.
ღმერთმა წინასწარ დაადგინა, თუ რომელმა რასამ მსოფლიოს რომელ ნაწილში უნდა იცხოვროს. შეუძლიათ ადამიანებს ამ საზღვრების გადალახვა? (არა, არ შეუძლიათ.) ეს საოცარი რამ არის! თუნდაც რომ იყოს ომები თუ შემოსევები სხვადასხვა პერიოდში ან არაორდინალურ დროში, ეს ომები და შემოსევები აბსოლუტურად ვერ გაანადგურებს იმ საარსებო გარემოს, რომელიც ღმერთმა თითოეული რასისთვის წინასწარ დაადგინა. სხვა სიტყვებით, ღმერთმა გარკვეული რასები მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში დაამკვიდრა და მათ ამ საზღვრების გადალახვა არ შეუძლიათ. ადამიანებს რომც ჰქონდეთ საკუთარი ტერიტორიის შეცვლის ან გაფართოების რაიმე სახის ამბიცია, ღვთის ნებართვის გარეშე ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება. მათ ძალიან გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა. მაგალითად, თეთრკანიანებს სურდათ საკუთარი ტერიტორიის გაფართოება და მათ ზოგიერთი სხვა ქვეყნის კოლონიზაცია მოახდინეს. გერმანელები ზოგიერთ ქვეყანაში შეიჭრნენ, ხოლო ბრიტანეთმა ერთ დროს ინდოეთის ოკუპაცია მოახდინა. რა იყო შედეგი? საბოლოოდ, ყველამ მარცხი განიცადა. რას ვხედავთ მათი მარცხიდან? ღმერთი ადამიანებს არ აძლევს იმის განადგურების ნებას, რაც მან წინასწარ დაადგინა. ამიტომ, რაოდენ დიდი იმპულსიც არ უნდა დაგენახა ბრიტანეთის გაფართოებაში, საბოლოოდ მათ მაინც უკან დახევა მოუწიათ და დატოვეს ის მიწა, რომელიც კვლავ ინდოეთს ეკუთვნის. ამ მიწაზე მცხოვრები ადამიანები კვლავ ინდოელები არიან და არა ბრიტანელები. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღმერთი ამას არ დაუშვებდა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ისტორიას ან პოლიტიკას იკვლევს, ამასთან დაკავშირებით გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა. ისინი ბრიტანეთის მარცხის მიზეზებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს შესაძლოა იმიტომ მოხდა, რომ გარკვეული ერის დაპყრობა შეუძლებელი იყო, ან, შესაძლოა, რაიმე სხვა ადამიანური მიზეზი არსებობდა ... ეს ნამდვილი მიზეზები არ არის. ნამდვილი მიზეზი ღმერთშია — ის ამას არ დაუშვებდა! ღმერთი ხალხს გარკვეულ მიწის ნაკვეთზე ცხოვრების უფლებას აძლევს და იქ ამკვიდრებს, ხოლო თუ ღმერთი არ რთავს მათ ამ მიწიდან გადაადგილების ნებას, ისინი ვერასოდეს შეძლებენ გადაადგილებას. თუ ღმერთი მათ განსაზღვრულ არეალს გამოუყოფს, ისინი ამ არეალში იცხოვრებენ. ადამიანებს თავის დაღწევა ან ამ განსაზღვრული არეალების დარღვევა არ შეუძლიათ. ეს უდავოა. რაც არ უნდა დიდი იყოს დამპყრობელთა ძალები ან რაც არ უნდა სუსტი იყოს დაპყრობილთა ძალები, დამპყრობელთა წარმატებას საბოლოოდ ღმერთი წყვეტს. ეს მის მიერ წინასწარ არის უკვე დადგენილი და მისი შეცვლა არავის შეუძლია.
ზემოთქმული არის ის, თუ როგორ გადაანაწილა ღმერთმა სხვადასხვა რასა. რა საქმე აღასრულა ღმერთმა რასების გადასანაწილებლად? პირველ რიგში, მან ფართომასშტაბიანი გეოგრაფიული გარემო მოამზადა და ადამიანებს სხვადასხვა ადგილები გამოუყო, რის შემდეგაც ამ ადგილებში თაობებმა თაობების მიყოლებით იარსებეს. როგორც კი ეს მოგვარდა, მათი არსებობისთვის განსაზღვრული არეალიც დადგინდა, ხოლო მათი ცხოვრება — რას ჭამენ, რას სვამენ, რაზე არიან დამოკიდებულნი არსებობისთვის — დიდი ხნის წინ ღვთის მიერ იქნა განსაზღვრული. როდესაც ღმერთი ყოველივეს ქმნიდა, მან სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის სხვადასხვაგვარი სამზადისი გასწია: არსებობს ნიადაგის სხვადასხვა შემადგენლობა, განსხვავებული კლიმატი, განსხვავებული მცენარეები და განსხვავებული გეოგრაფიული გარემო. სხვადასხვა ადგილს განსხვავებული ფრინველი და მხეციც კი ჰყავს, ხოლო სხვადასხვა წყალს თევზებისა და წყლის პროდუქტების საკუთარი განსაკუთრებული სახეობები აქვს. მწერების სახეობებიც კი ღვთის მიერ არის განსაზღვრული. მაგალითად, ის რაღაცები, რაც ამერიკის კონტინენტზე იზრდება, ყველა ძალიან დიდი, ძალიან მაღალი და ძალიან ღონიერია. მთის ტყეებში ხეებს ძალზედ არაღრმა ფესვები აქვთ, მაგრამ ისინი ძალიან მაღლები იზრდებიან. მათ ასი მეტრის ან მეტის მიღწევაც კი შეუძლიათ, მაშინ როცა ხეები აზიის ტყეებში, ძირითადად, ასეთი მაღლები არ არიან. კიდევ ერთ მაგალითად ავიღოთ მცენარე ალოე. იაპონიაში ის ძალიან ვიწრო და ძალიან თხელია, ხოლო შეერთებულ შტატებში ალოე ძალიან სქელი და დიდია. აქ არის ერთი განსხვავება. ეს არის ერთი და იგივე ტიპის მცენარე ერთი და იგივე სახელით, მაგრამ ამერიკის კონტინენტზე ის განსაკუთრებით დიდი იზრდება. ადამიანებმა შესაძლოა ვერ დაინახონ ან ვერ აღიქვან ამ სხვადასხვა ასპექტში არსებული განსხვავებები, მაგრამ როდესაც ღმერთი ამ ყოველივეს ქმნიდა, მან ისინი გამიჯნა და სხვადასხვა რასისთვის განსხვავებული გეოგრაფიული გარემო, განსხვავებული რელიეფი და განსხვავებული ცოცხალი არსებები მოამზადა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღმერთმა შექმნა სხვადასხვა ტიპის ადამიანები და მან იცის, რა სჭირდება თითოეულ მათგანს და როგორია მათი ცხოვრების წესი.
ღმერთი ხელმწიფებს ყოველივეზე და უზრუნველყოფს ყოველივეს, ის არის ყოველივეს ღმერთი
ამ ასპექტების განხილვის შემდეგ, შეიტყვეთ თუ არა რაიმე იმ თემის შესახებ, რომელიც ახლახან განვიხილეთ? იწყებთ თუ არა მის გაგებას? მჯერა, რომ ახლა უკვე უნდა გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რატომ ავირჩიე ამ ასპექტებზე საუბარი უფრო ფართო თემის ფარგლებში. ასეა? იქნებ თქვენ გესაუბრათ ცოტა იმაზე, თუ რამდენად ჩასწვდით საკითხს. (მთელი კაცობრიობა დღემდე იმ კანონებით საზრდოობს, რომლებიც ღმერთმა ყოველივესთვის დაადგინა. როდესაც ღმერთი ამ კანონებს ადგენდა, მან სხვადასხვა რასისთვის განსხვავებული გარემო, განსხვავებული ცხოვრების წესი, განსხვავებული საკვები, კლიმატი და ტემპერატურა მოამზადა. ეს იმისთვის მოხდა, რომ მთელ კაცობრიობას შესძლებოდა დედამიწაზე დასახლება და არსებობა. აქედან ვხედავ, რომ ღვთის გეგმები კაცობრიობის არსებობისთვის ძალიან ზუსტია და ვხედავ მის სიბრძნესა და სრულყოფილებას და მის სიყვარულს ჩვენდამი, ადამიანების მიმართ.) (ღვთის მიერ დადგენილი კანონები და ფარგლები არ შეიძლება შეიცვალოს რომელიმე ადამიანის, მოვლენის ან საგნის მიერ. ყოველივე მისი ხელმწიფების ქვეშაა.) თუ დავაკვირდებით, როგორ დაადგინა ღმერთმა ყოველივეს ზრდის კანონები, განა კაცობრიობა, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ღვთის უზრუნველყოფისა და ღვთის მზრუნველობის ქვეშ არ ცხოვრობს? ეს კანონები რომ დარღვეულიყო ან ღმერთს ადამიანისთვის ეს კანონები არ დაედგინა, როგორი იქნებოდა კაცობრიობის პერსპექტივები? მას შემდეგ, რაც ადამიანები დაკარგავდნენ თავიანთ ძირითად საარსებო გარემოს, ექნებოდათ კი მათ საკვების რაიმე წყარო? შესაძლებელია, საკვების წყარო პრობლემად ქცეულიყო. ადამიანებს საკვების წყარო რომ დაეკარგათ, ანუ, რომ ვერაფერი ეშოვათ საჭმელად, რამდენ დღეს გაძლებდნენ? შესაძლოა, ერთი თვეც კი ვერ გაეძლოთ და თავად მათი არსებობა პრობლემად ქცეულიყო. ამიტომ თითოეული რამ, რასაც ღმერთი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მათი სიცოცხლის გაგრძელებისთვის, გამრავლებისა და არსებობისთვის აკეთებს, უაღრესად მნიშვნელოვანია. თითოეული რამ, რასაც ღმერთი თავის ქმნილებებს შორის აკეთებს, მჭიდროდ უკავშირდება და განუყოფელია ადამიანის არსებობისგან. ადამიანის არსებობა პრობლემა რომ გამხდარიყო, შეძლებდა ღვთის მართვა გაგრძელებას? კვლავ იარსებებდა ღვთის მართვა? ღვთის მართვა თანაარსებობს მთელი კაცობრიობის არსებობასთან ერთად, რომელსაც იგი ასაზრდოებს. ამიტომ, რა სამზადისიც არ უნდა გასწიოს ღმერთმა ყოველივესთვის და რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი ადამიანებისთვის, ეს ყოველივე მისთვის აუცილებელია და კაცობრიობის არსებობისთვის შეუცვლელია. ღვთის მიერ ყოველივესთვის დადგენილი ეს კანონები რომ უგულებელყოფილიყო, ეს კანონები რომ დარღვეულიყო და ქაოსში გადაზრდილიყო, ვეღარაფერი შეძლებდა არსებობას: აღარ იარსებებდა კაცობრიობის საარსებო გარემო, აღარც მისი ყოველდღიური საკვები, სასმელი და აღარც თავად კაცობრიობა. შესაბამისად, კაცობრიობის ხსნის ღვთის მართვაც არსებობას შეწყვეტდა.
ყველაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ, თითოეული რამ და თითოეული პუნქტი, მჭიდროდ არის დაკავშირებული თითოეული ადამიანის არსებობასთან. თქვენ შეიძლება თქვათ: „ის, რაზეც შენ საუბრობ, ძალიან მასშტაბურია, ეს არ არის ის, რისი დანახვაც ჩვენ შეგვიძლია“, და შესაძლოა არსებობენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან: „იმას, რაზეც შენ საუბრობ, ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს“. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ შენ ცხოვრობ ყოველივეს მხოლოდ ერთ ნაწილად; შენ ღვთის ქმნილებათა შორის ერთ-ერთი ხარ, რომელიც მისი ხელმწიფების ქვეშაა. ღვთის ქმნილებები ვერ განეშორებიან მის ხელმწიფებას და არცერთ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის მისი ხელმწიფებისგან განცალკევება. მისი ხელმწიფების დაკარგვა და მისი უზრუნველყოფის დაკარგვა ჩაითვლებოდა, რომ ადამიანების სიცოცხლე, ადამიანების ხორციელი სიცოცხლე, გაქრებოდა. სწორედ ეს არის კაცობრიობისთვის ღვთის მიერ საარსებო გარემოს შექმნის მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ რასას მიეკუთვნები ან დედამიწის რომელ ნაწილში ცხოვრობ — იქნება ეს დასავლეთში თუ აღმოსავლეთში — შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის განცალკევება იმ საარსებო გარემოსგან, რომელიც ღმერთმა კაცობრიობისთვის შექმნა, და შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის განცალკევება იმ საარსებო გარემოს მზრუნველობისა და უზრუნველყოფისგან, რომელიც მან ადამიანებისთვის შექმნა. რა საარსებო საშუალებაც არ უნდა გქონდეს, რაზეც არ უნდა იყო დამოკიდებული საცხოვრებლად და რაზეც არ უნდა იყო დამოკიდებული ხორცში შენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის განცალკევება ღვთის ხელმწიფებისა და მისი მართვისგან. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე ფერმერი არ ვარ და თავის სარჩენად მოსავალი არ მომყავს. ჩემი საკვების მოსაპოვებლად ზეცაზე არ ვარ დამოკიდებული, ამიტომ ჩემი არსებობა ღვთის მიერ შექმნილ საარსებო გარემოში არ მიმდინარეობს. ამგვარი გარემოდან მე არაფერი მიმიღია“. ასეა? შენ ამბობ, რომ თავის სარჩენად მოსავალი არ მოგყავს, მაგრამ განა მარცვლეულს არ ჭამ? განა ხორცსა და კვერცხს არ ჭამ? და განა ბოსტნეულსა და ხილს არ ჭამ? ყველაფერი, რასაც შენ ჭამ, ყველა ეს რაღაცა, რაც შენ გჭირდება, განუყოფელია კაცობრიობისთვის ღვთის მიერ შექმნილი საარსებო გარემოსგან. და ყველაფრის წყარო, რაც ადამიანს სჭირდება, არ შეიძლება განცალკევდეს ღვთის მიერ შექმნილი ყოველივესგან, რაც მთლიანობაში შენს საარსებო გარემოს ქმნის. წყალი, რომელსაც შენ სვამ, ტანსაცმელი, რომელსაც ატარებ, და ყველა ის საგანი, რასაც იყენებ — რომელი მათგანი არ არის მოპოვებული ღვთის ქმნილებათაგან? ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „არსებობს საგნები, რომლებიც ღვთის ქმნილებათაგან არ არის მოპოვებული. ხომ ხედავ, პლასტმასი ერთ-ერთი ასეთი საგანია. ეს ქიმიური ნივთიერებაა — ადამიანის მიერ შექმნილი საგანი“. ასეა? პლასტმასი ნამდვილად ადამიანის მიერ არის შექმნილი და ის ქიმიური ნივთიერებაა, მაგრამ საიდან მოდის პლასტმასის საწყისი კომპონენტები? საწყისი კომპონენტები ღვთის მიერ შექმნილი მასალებისგან მიიღება. თითოეული რამ, რითაც შენ ტკბები, რასაც შენ ხედავ, რასაც შენ იყენებ, ყოველივე ეს იმ საგნებისგან მიიღება, რომლებიც ღმერთმა შექმნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ რასას შეიძლება მიეკუთვნებოდეს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, რა შეიძლება იყოს მისი საარსებო საშუალება, ან რა ტიპის საარსებო გარემოში შეიძლება ცხოვრობდეს იგი, — მას არ შეუძლია საკუთარი თავის განცალკევება იმისგან, რაც ღმერთმა უზრუნველყო. მაშ, უკავშირდება თუ არა ეს რაღაცები, რომლებიც დღეს განვიხილეთ, ჩვენს თემას — „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“? ექცევა თუ არა ის რაღაცები, რაც დღეს განვიხილეთ, ამ უფრო ფართო თემის ფარგლებში? (დიახ). შესაძლოა, ზოგიერთი რამ, რაზეც დღეს ვისაუბრე, ოდნავ აბსტრაქტული და ოდნავ რთული განსახილველია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა, ალბათ, უკეთ გესმით ეს.
ამ ბოლო რამდენიმე თანაზიარებისას თემების დიაპაზონი, რომლებზეც ჩვენ თანაზიარება გავმართეთ, საკმაოდ ფართო იყო, ხოლო მათი მასშტაბი კი — საკმაოდ ვრცელი. ამიტომ, თქვენთვის გარკვეულწილად რთული იყო მათი მოსმენა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს თემები ისეთი რაღაცებია, რომლებსაც ადამიანები მანამდე, ღვთისადმი თავიანთ რწმენაში, არასოდეს შეხვედრიან. ზოგიერთი ადამიანი ამ რაღაცებს ისმენს როგორც საიდუმლოებას, ზოგიერთი კი — როგორც ამბავს. რომელი თვალთახედვაა სწორი? რომელი თვალთახედვიდან ისმენთ ყოველივე ამას? (ჩვენ დავინახეთ, თუ რა მეთოდურად მოაწყო ღმერთმა თავისი ყველა ქმნილება, რომ ყოველივეს ეს კანონები აქვს და ამ სიტყვების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მეტი გავიგოთ ღვთის საქმეებისა და ადამიანის გადასარჩენად მისი გულდასმით შესრულებული სამზადისის შესახებ.) ამ თანაზიარებების განმავლობაში დაინახეთ თუ არა, რამდენად შორს ვრცელდება ყოველივეზე ღვთის მართვის მასშტაბი? (მთელ კაცობრიობაზე, ყველაფერზე). არის თუ არა ღმერთი მხოლოდ ერთი რასის ღმერთი? არის თუ არა ის მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანების ღმერთი? არის თუ არა ის მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილის ღმერთი? (არა, არ არის.) რადგან ეს ასე არ არის, თუკი ღვთის შესახებ თქვენს ცოდნაში გწამთ, რომ ის მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილის ღმერთია, ან რომ ის მხოლოდ თქვენი ღმერთია, არის თუ არა ეს თვალთახედვა სწორი? რადგან ღმერთი მართავს ყოველივეს და არის ყოველივეს ხელმწიფე, ადამიანებმა უნდა დაინახონ მისი საქმეები, მისი სიბრძნე და მისი ყოვლისშემძლეობა, რომლებიც ყოველივეზე მის ხელმწიფებაში ვლინდება. ეს არის ის, რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ. თუ შენ ამბობ, რომ ღმერთი მართავს ყოველივეს, ხელმწიფებს ყოველივეზე და მთელ კაცობრიობაზე, მაგრამ არ გაქვს გაგება ან ვერ წვდები, თუ როგორ ხელმწიფებს იგი მთელ კაცობრიობაზე, შეგიძლია კი ნამდვილად აღიარო, რომ ის ყოველივეზე ხელმწიფებს? შენ შეიძლება გულში ფიქრობდე: „შემიძლია, რადგან ვხედავ, რომ ღმერთი მთელ ჩემს ცხოვრებაზე ხელმწიფებდა“. მაგრამ ნუთუ ღმერთი მართლაც ასეთი პატარაა? არა, არ არის! შენ მხოლოდ შენთვის განკუთვნილ ღვთის ხსნასა და შენზე მის საქმეს ხედავ და მხოლოდ ამ რაღაცებიდან ხედავ მის ხელმწიფებას. ეს მასშტაბი ძალიან მცირეა და ეს გავლენას ახდენს ღვთის შენეულ ჭეშმარიტ შეცნობაზე. ეს ასევე ზღუდავს შენს ჭეშმარიტ შეცნობას იმის შესახებ, რომ ღმერთი ყოველივეს ხელმწიფეა. თუ ღვთის შენეულ შეცნობას მხოლოდ შენთვის მისი უზრუნველყოფისა და შენთვის მისი ხსნის მასშტაბით საზღვრავ, შენ ვერასოდეს შეძლებ იმის აღიარებას, რომ ის ყველაფერზე ხელმწიფებს, რომ ის ყოველივეზე ხელმწიფებს და რომ ის მთელ კაცობრიობაზე ხელმწიფებს. როდესაც შენ ამ ყველაფრის აღიარებას ვერ ახერხებ, შეგიძლია კი ჭეშმარიტად აღიარო ის ფაქტი, რომ ღმერთი შენს ბედზე ხელმწიფებს? არა, არ შეგიძლია. გულში ამ ასპექტის აღიარებას შენ ვერასოდეს შეძლებ — შენ ვერასოდეს შეძლებ გაგების ამ დონემდე მიღწევას. გესმის, რასაც ვამბობ, არა? სინამდვილეში, მე ვიცი, რა დონეზე შეგიძლიათ ამ თემების და ამ შინაარსის გაგება, რაზეც მე ვსაუბრობ. მაშ, რატომ ვაგრძელებ ამაზე საუბარს? იმიტომ, რომ ეს თემები უნდა გაიაზროს და გაიგოს ღვთის თითოეულმა მიმდევარმა და თითოეულმა ადამიანმა, ვისაც სურს, რომ ღმერთმა გადაარჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში შენ ისინი არ გესმის, ერთ დღეს, როდესაც შენი სიცოცხლე და ჭეშმარიტების შენეული გამოცდილება გარკვეულ დონეს მიაღწევს, როდესაც შენი სიცოცხლე-განწყობის ცვლილება გარკვეულ დონეს მიაღწევს და შენ გარკვეულ სულიერ ზრდას მოიპოვებ, მხოლოდ მაშინ შეძლებს ჩემ მიერ თანაზიარებაში გადმოცემული ეს თემები ჭეშმარიტად უზრუნველყოს და დააკმაყოფილოს შენი სწრაფვა ღვთის შეცნობისკენ. ამიტომ, ეს სიტყვები იმისთვისაა, რომ შეიქმნას საფუძველი, რათა მოგამზადოთ ღმერთის თქვენეული შეცნობისთვის და იმის სამომავლო გაგებისთვის, რომ ღმერთი ყოველივეს ხელმწიფეა.
რამდენადაც არსებობს ადამიანების გულებში ღვთის შეცნობა, სწორედ მაგხელა ადგილი უკავია მას მათ გულებში. რამდენადაც დიდია ღვთის შეცნობის ხარისხი მათ გულებში, სწორედ ასეთივე დიდია ღმერთი მათ გულებში. თუ ღმერთი, რომელსაც შენ იცნობ, ცარიელი და წარმოსახვითია, მაშინ ღმერთი, რომლისაც შენ გწამს, ასევე ცარიელი და წარმოსახვითია, ხოლო ღმერთი, რომელსაც შენ იცნობ, შენი საკუთარი მასშტაბით არის შემოფარგლული და თავად ჭეშმარიტ ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამრიგად, თითოეული ადამიანისთვის, ვინც ღვთის შეცნობას ესწრაფვის, ძალიან მნიშვნელოვანია ღვთის პრაქტიკული საქმეების შეცნობა, ღვთის პრაქტიკულობისა და მისი ყოვლისშემძლეობის შეცნობა, თავად ღვთის ჭეშმარიტი ვინაობის შეცნობა, იმის შეცნობა, თუ რა გააჩნია მას და რა არის მისი არსება, და იმ საქმეების შეცნობა, რომლებიც მან ყოველივეში გამოავლინა. ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. თუ შენ ღვთის შენეულ შეცნობას მხოლოდ სიტყვებით შემოფარგლავ, თუ მას შენი საკუთარი მცირე გამოცდილებით, შენ მიერ დათვლილი ღვთის მადლით ან ღვთისადმი შენი მცირე დამოწმებებით შემოსაზღვრავ, მაშინ მე ვამბობ, რომ ღმერთი, რომლისაც შენ გწამს, აბსოლუტურად არ არის თავად ჭეშმარიტი ღმერთი. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ღმერთი, რომლისაც შენ გწამს, წარმოსახვითი ღმერთია და არა ჭეშმარიტი ღმერთი. ეს იმიტომ ხდება, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის ის, ვინც ყველაფერზე ხელმწიფებს, ვინც ყველაფერში დააბიჯებს, ვინც ყველაფერს მართავს. ის არის ის, ვისაც მთელი კაცობრიობისა და ყველაფრის ბედი საკუთარ ხელში უჭირავს. ღვთის საქმე და ღვაწლი, რომლებზეც მე ვსაუბრობ, მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილით არ შემოიფარგლება, ანუ, ისინი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც ამჟამად მიჰყვებიან მას. ნაცვლად ამისა, მისი საქმეები ვლინდება ყოველივეში, ყოველივეს არსებობასა და ყოველივეს ცვლილების კანონებში. თუ შენ ვერ ხედავ ან ვერ აღიარებ ღვთის რომელიმე საქმეს მის ქმნილებათა შორის, მაშინ შენ მისი არცერთი საქმის დამოწმება არ შეგიძლია. თუ არ შეგიძლია ღვთის დამოწმება, თუ შენ უწინდელივით აგრძელებ საუბარს იმ მცირე, ეგრეთ წოდებულ ღმერთზე, რომელსაც შენ იცნობ — იმ ღმერთზე, რომელიც შენივე საკუთარი იდეებით შემოიფარგლება და მხოლოდ შენი გონების ვიწრო საზღვრებში არსებობს, — თუ შენ ამგვარ ღმერთზე საუბარს განაგრძობ, მაშინ ღმერთი არასოდეს მოიწონებს შენს რწმენას. როდესაც შენ ღმერთზე მოწმობ, თუ შენ ამას მხოლოდ იმის მიხედვით აკეთებ, თუ როგორ ტკბები ღვთის მადლით, როგორ იღებ ღვთის წვრთნასა და მის გვემა-გაკიცხვას და როგორ ტკბები მისი კურთხევებით, მაშინ ეს სრულიადაც არ არის საკმარისი და ახლოსაც კი ვერ მიდის მის დაკმაყოფილებასთან. თუ გსურს ღმერთი დაამოწმო ისე, რომ ეს მის განზრახვებს შეესაბამებოდეს და თავად ჭეშმარიტ ღმერთს ამოწმებდეს, მაშინ მისი საქმეებიდან უნდა დაინახო ის, რაც ღმერთს გააჩნია და რაც არის მისი არსება. შენ უნდა დაინახო ღვთის ხელმწიფება ყველაფერზე მისი კონტროლიდან და დაინახო ის ფაქტი, თუ როგორ უზრუნველყოფს იგი მთელ კაცობრიობას. თუ შენ მხოლოდ იმას აღიარებ, რომ შენი ყოველდღიური საჭმელი და სასმელი და შენი ცხოვრებისეული საჭიროებები ღვთისგან მოდის, მაგრამ ვერ ხედავ იმ ფაქტს, რომ ღმერთი თავის ყველა ქმნილებას იყენებს მთელი კაცობრიობის უზრუნველსაყოფად და რომ ყოველივეზე ხელმწიფებით იგი მთელ კაცობრიობას წარმართავს, მაშინ შენ ვერასოდეს შეძლებ ღვთის დამოწმებას. რა არის ჩემი მიზანი ამ ყველაფრის თქმისას? მიზანი ისაა, რომ ამას მსუბუქად არ მოეკიდოთ და არ იფიქროთ, რომ ეს თემები, რომლებზეც მე ვისაუბრე, სრულიად არანაირ კავშირში არ არის თქვენს პირად სიცოცხლეში შესვლასთან და არ მიიღოთ ეს თემები მხოლოდ ერთგვარ ცოდნად ან თეორიად. თუ თქვენ ჩემს ნათქვამს ამგვარი დამოკიდებულებით მოუსმენთ, მაშინ ვერაფერს მოიპოვებთ. თქვენ დაკარგავთ ღვთის შეცნობის ამ დიდებულ შესაძლებლობას.
რა არის ჩემი მიზანი ყველა ამ თემაზე საუბრისას? ჩემი მიზანია, რომ ადამიანებმა შეიცნონ ღმერთი და რომ ადამიანებმა გაიგონ ღვთის პრაქტიკული საქმეები. მას შემდეგ, რაც შენ ღმერთს გაიგებ და მის საქმეებს შეიცნობ, მხოლოდ მაშინ გექნება მისი შეცნობის შესაძლებლობა ან შანსი. მაგალითად, თუ გსურს ადამიანის გაგება, როგორ შეიცნობდი მას? მისი გარეგნობის ყურებით? იმაზე დაკვირვებით, თუ რა აცვია და როგორ ტანისამოსს ატარებს? იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ დადის? თუ მისი ცოდნის დონეზე დაკვირვებით? (არა). მაშ, როგორ შეიცნობ ადამიანს? შენ განასხვავებ, ცნობ და იგებ ადამიანს მისი საუბრის, ქმედებების, ქცევის, აზრებისა და იმ რაღაცების საფუძველზე, რასაც იგი საკუთარი თავის შესახებ ავლენს და ამჟღავნებს. ანალოგიურად, თუ გსურთ შეიცნოთ ღმერთი, თუ გსურთ გაიგოთ მისი პრაქტიკული მხარე, მისი რეალური მხარე, თქვენ უნდა შეიცნოთ იგი მისი საქმეებისა და თითოეული პრაქტიკული საქმის მეშვეობით, რომელსაც იგი ასრულებს. ეს არის საუკეთესო გზა და ეს არის ერთადერთი გზა.
ღმერთი აბალანსებს ურთიერთობებს ყოველივეს შორის, რათა კაცობრიობას მისცეს სტაბილური საარსებო გარემო
ღმერთი თავის საქმეებს ყოველივეში ავლენს, ყოველივეში ხელმწიფებს და ყოველივეს კანონებს აკონტროლებს. ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხელმწიფებს ღმერთი ყოველივეს კანონებზე, ისევე როგორც იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს და ასაზრდოებს იგი მთელ კაცობრიობას ამ კანონების ქვეშ. ეს ერთი ასპექტია. შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ სხვა ასპექტზე, რომელიც არის ერთ-ერთი გზა, რომელსაც ღმერთი ყველაფერზე კონტროლის მოსაპოვებლად იყენებს. მე ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ აბალანსებს ღმერთი ყოველივეს შექმნის შემდეგ მათ შორის არსებულ ურთიერთობებს. ესეც საკმაოდ ვრცელი თემაა თქვენთვის. ურთიერთობების დაბალანსება ყოველივეს შორის — არის თუ არა ეს ისეთი რამ, რისი მიღწევაც ადამიანებს შეუძლიათ? არა, ადამიანებს ეს არ ძალუძთ. ადამიანებს მხოლოდ განადგურება შეუძლიათ. მათ ყოველივეს შორის ურთიერთობების დაბალანსება არ შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ მათი კონტროლი და ასეთი დიდი ხელმწიფება და ძალა მათთვის მიუწვდომელია. მხოლოდ თავად ღმერთს აქვს ამგვარი საქმის კეთების ძალა. მაგრამ რა არის ღვთის მიზანი ამგვარი რამის კეთებისას? ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის არსებობისთვის. თითოეული რამ, რისი გაკეთებაც ღმერთს სურს, აუცილებელია. არ არსებობს რაიმე, რაც მან შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს. იმისთვის, რომ მან კაცობრიობის არსებობა დაიცვას და მას ხელსაყრელი საარსებო გარემო მისცეს, არსებობს რამდენიმე შეუცვლელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ, რაც მან უნდა გააკეთოს.
ერთი შეხედვით, ფრაზა „ღმერთი ყოველივეს აბალანსებს“ ძალიან ფართო თემაა. პირველ რიგში, ის ადამიანებს უქმნის წარმოდგენას იმაზე, რომ „ყოველივეს დაბალანსება“ ასევე გულისხმობს ღვთის ბატონობას ყოველივეზე. რა არის ამ სიტყვის, „ბალანსის“, პირდაპირი მნიშვნელობა? პირველ რიგში, „ბალანსი“ ნიშნავს იმის დაუშვებლობას, რომ რაიმემ წონასწორობა დაკარგოს. ეს წააგავს სასწორის გამოყენებას საგნების ასაწონად. სასწორის დასაბალანსებლად წონა თითოეულ მხარეს ერთნაირი უნდა იყოს. ღმერთმა ყოველივე არსებულს შორის შექმნა მრავალი განსხვავებული რამ: საგნები, რომლებიც თავიანთ ადგილებზეა დამაგრებული, არსებები, რომლებიც მოძრაობენ, არსებები, რომლებიც ცოცხლები არიან, არსებები, რომლებიც სუნთქავენ, ისევე როგორც საგნები, რომლებიც არ სუნთქავენ. ადვილია თუ არა ყველა ამ რაღაცისთვის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებშიც ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი გადარჩენისთვის, ხელს უწყობენ ერთმანეთს და ამავდროულად აკონტროლებენ ერთმანეთს, ზრდიან და ასაზრდოებენ ერთმანეთს? ამ ყველაფერში ნამდვილად არსებობს პრინციპები, და ისინი ძალიან რთულია, განა ასე არ არის? ღვთისთვის ეს არ არის რთული, მაგრამ ადამიანებისთვის ეს ძალიან რთული საკითხია შესასწავლად. როდესაც საქმე ეხება მხოლოდ მარტივ სიტყვას, „ბალანსს“, ადამიანებს რომ შეესწავლათ იგი და ბალანსი თავად შეექმნათ, თუნდაც ყველა სახის მეცნიერს ემუშავა მასზე — ადამიანის ბიოლოგებს, ასტრონომებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს და ისტორიკოსებსაც კი — რა იქნებოდა ამ კვლევის საბოლოო შედეგი? არაფერი იქნებოდა მისი შედეგი. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის მიერ ყოველივეს შექმნა მეტისმეტად საოცარია და ადამიანი ვერასოდეს შეძლებს მის ჩაწვდომას. როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, მან დაადგინა პრინციპები მათ შორის, დაადგინა არსებობის სხვადასხვა გზა ურთიერთშეკავების, ურთიერთშევსებისა და შენარჩუნებისთვის. ეს სხვადასხვა მეთოდი ძალიან კომპლექსურია, და ისინი მარტივი ან ცალმხრივი არ არის. როდესაც ადამიანები იყენებენ საკუთარ გონებას, მიღებულ ცოდნასა და იმ მოვლენებს, რომლებსაც დააკვირდნენ, რათა ის პრინციპები გადაამოწმონ ან შეისწავლონ, რომლებიც ყოველივეზე ღვთის მმართველობის უკან დგას, ამ რამეების აღმოჩენა უკიდურესად რთულია და ასევე ძალიან რთულია რაიმე შედეგის მიღწევა. ადამიანებისთვის ძალიან რთულია რაიმე შედეგის მიღება. ადამიანებისთვის ძალიან რთულია ღვთის მიერ შექმნილი ყოველივეს ბალანსის შენარჩუნება, როდესაც ისინი მათ სამართავად ადამიანურ აზროვნებასა და ცოდნას ეყრდნობიან. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ადამიანებმა ყოველივეს არსებობის პრინციპები არ იციან, მათ არ ეცოდინებათ, როგორ დაიცვან ამგვარი ბალანსი. ამიტომ ადამიანებს რომ ემართათ და განეგოთ ყოველივე, დიდი ალბათობით ისინი ამ ბალანსს გაანადგურებდნენ. როგორც კი ბალანსი განადგურდებოდა, კაცობრიობის საარსებო გარემო განადგურდებოდა და როდესაც ეს მოხდებოდა, მას კაცობრიობის არსებობის კრიზისი მოჰყვებოდა. ეს გამოიწვევდა კატასტროფას. თუ კაცობრიობა კატასტროფის შუაგულში ცხოვრობს, როგორი იქნებოდა მისი მომავალი? შედეგის შეფასება ძალიან რთული იქნებოდა, ხოლო მისი პროგნოზირება — შეუძლებელი.
მაშ, როგორ აბალანსებს ღმერთი ურთიერთობებს ყოველივეს შორის? პირველ რიგში, მსოფლიოში არსებობს ადგილები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ყინულითა და თოვლითაა დაფარული, მაშინ როცა ზოგიერთ სხვა ადგილას ოთხივე სეზონი გაზაფხულს ჰგავს, ზამთარი კი არასოდეს დგება და ასეთ ადგილებში შენ ვერასოდეს ნახავ ყინულის ნატეხს ან თუნდაც ერთ ფიფქს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ კლიმატის უფრო ფართო პერსპექტივიდან, და ეს მაგალითი ერთ-ერთი ხერხია, რომლითაც ღმერთი ურთიერთობებს აბალანსებს ყოველივეს შორის. მეორე გზა ასეთია: ერთი მთათა სისტემა დაფარულია ხშირი მცენარეულობით, მიწა მოფენილია ყველა სახის მცენარით, ხოლო ტყის მასივები იმდენად ხშირია, რომ როდესაც მათში დადიხარ, თავს ზემოთ მზესაც კი ვერ ხედავ. მაგრამ სხვა მთათა სისტემას თუ შევხედავთ, იქ ბალახის ერთი ღერიც კი არ იზრდება, მხოლოდ ფენა-ფენა უნაყოფო, უკაცრიელი მთებია. გარეგნულად ორივე სახეობა ძირითადად მიწის დიდი გროვაა, რომლებიც მთების შესაქმნელად არის დახვავებული, მაგრამ ერთი დაფარულია ხშირი ტყით, ხოლო მეორეზე მცენარეულობა საერთოდ არ არის — ბალახის ერთი ღერიც კი. ეს არის მეორე გზა, რომლითაც ღმერთი ურთიერთობებს აბალანსებს ყოველივეს შორის. მესამე გზა ასეთია: ერთი მიმართულებით ყურებისას, შეიძლება დაინახო უსასრულო საძოვრები, მწვანედ მოლივლივე მინდორი. მეორე მიმართულებით გახედვისას, შეიძლება დაინახო უდაბნო, სადამდეც კი თვალი მიგიწვდება, სადაც ქარისგან მოტანილ მოშრიალე ქვიშაში არცერთი ცოცხალი არსება არ ჭაჭანებს, რომ აღარაფერი ვთქვათ წყლის რაიმე წყაროზე. მეოთხე გზა ასეთია: ერთი მიმართულება დაფარულია ზღვით, წყლის უზარმაზარი სივრცით, მაშინ როცა მეორე მიმართულებით ძალიან გაგიჭირდება თუნდაც ერთი წყაროს პოვნაც კი. მეხუთე გზა ასეთია: აქეთა მიწაზე ხშირია ჟინჟღლიანი წვიმა, კლიმატი კი ნისლიანი და ნესტიანია, მაშინ როცა იქითა მიწაზე ცაში ხშირად ჰკიდია მცხუნვარე მზე და იშვიათად თუ ვარდება ციდან წვიმის ერთი წვეთიც კი. მეექვსე გზა ასეთია: ერთ ადგილას არის პლატო, სადაც ჰაერი გაიშვიათებულია და ადამიანს სუნთქვა უჭირს, მაშინ როცა სხვა ადგილას არის ჭაობები და დაბლობები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატს წარმოადგენს. ესენია კლიმატის სხვადასხვა ტიპები, ანუ ეს არის კლიმატი ან გარემო, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოს შეესაბამება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი კაცობრიობის ძირითად საარსებო გარემოს ფართომასშტაბიანი გარემოს თვალსაზრისით აბალანსებს — კლიმატიდან გეოგრაფიულ გარემომდე და ნიადაგის სხვადასხვა კომპონენტიდან წყლის წყაროების რაოდენობამდე. ყოველივე ამას იმისთვის აკეთებს, რომ მიაღწიოს ჰაერის, ტემპერატურისა და ტენიანობის ბალანსს იმ გარემოში, რომელშიც ადამიანები არსებობენ. ამ კონტრასტული გეოგრაფიული გარემოს გამო კაცობრიობას აქვს სტაბილური ჰაერი, ხოლო სხვადასხვა სეზონის ტემპერატურა და ტენიანობა სტაბილური რჩება. ეს კაცობრიობას საშუალებას აძლევს, განაგრძოს ცხოვრება ამგვარ საარსებო გარემოში ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის ცხოვრობდა. პირველ რიგში, არსებობს ფართომასშტაბიანი გარემოს ბალანსი, რაც სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობისა და ფორმაციის, ისევე როგორც სხვადასხვა კლიმატს შორის ცვლილებების გამოყენებით მიიღწევა. ეს საშუალებას აძლევს მათ, შეზღუდონ და გააკონტროლონ ერთმანეთი იმ ბალანსის მისაღწევად, რომელიც ღმერთს სურს და რომელიც კაცობრიობისთვის აუცილებელია. ეს არის საუბარი ფართომასშტაბიანი გარემოს პერსპექტივიდან.
ახლა ჩვენ ვისაუბრებთ უფრო წვრილმან დეტალებზე, როგორიცაა მცენარეები. როგორ შეიძლება მათი ბალანსში მოყვანა? სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება მცენარეებს მიეცეთ საშუალება, განაგრძონ არსებობა დაბალანსებულ საარსებო გარემოში? პასუხი ასეთია: სხვადასხვა სახის მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობის, ზრდის ტემპისა და გამრავლების ტემპის კონტროლით, რათა დაცული იქნას მათი საარსებო გარემო. მაგალითად, ავიღოთ ბალახი. ის ამოდის გაზაფხულზე, ჰყვავის ზაფხულში და ნაყოფს ისხამს შემოდგომაზე. ნაყოფი მიწაზე ცვივა. მომდევნო წელს თესლი აღმოცენდება და ეს ციკლი იგივე კანონების მიხედვით გრძელდება. ბალახის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა. თითოეული თესლი მიწაზე ცვივა, ფესვებს იდგამს და აღმოცენდება, ჰყვავის და გამოაქვს ნაყოფი. მთელი პროცესი სრულდება მხოლოდ სამი სეზონის — გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში. ყველა სახის ხეს ასევე აქვს თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, აღმოცენებისა და ნაყოფიერების სხვადასხვა პერიოდი. ზოგიერთი ხე სულ რაღაც 30-50 წელიწადში კვდება — ეს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაა. მაგრამ მათი ნაყოფი მიწაზე ცვივა, შემდეგ ფესვებს იდგამს და აღმოცენდება, ჰყვავის, ისხამს ნაყოფს და კიდევ 30-დან 50 წლამდე ცოცხლობს. ეს არის მათი განმეორებადობის ტემპი. ბებერი ხე კვდება, ხოლო ახალგაზრდა ხე — იზრდება. სწორედ ამიტომ შეგიძლია ტყეში ყოველთვის დაინახო მოზარდი ხეები. თუმცა მათაც აქვთ თავიანთი ნორმალური ციკლი და დაბადებისა და სიკვდილის ნორმალური პროცესები. ზოგიერთ ხეს შეუძლია ათას წელზე მეტხანს იცოცხლოს, ზოგიერთს კი — სამი ათასი წელიც კი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის მცენარეა ის ან რამდენად დიდია მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ზოგადად რომ ვილაპარაკოთ, ღმერთი აკონტროლებს მის ბალანსს იმის საფუძველზე, თუ რამდენ ხანს ცოცხლობს იგი, როგორია მისი გამრავლების უნარი, გამრავლების ტემპი, სიხშირე და მის მიერ წარმოქმნილი შთამომავლობის რაოდენობა. ეს საშუალებას აძლევს მცენარეებს, ბალახით დაწყებული ხეებით დამთავრებული, უსასრულოდ გამრავლდნენ და დაბალანსებულ ეკოლოგიურ გარემოში გაიზარდონ. ამიტომ როდესაც შენ უყურებ ტყეს დედამიწაზე, ყველაფერი, რაც მასში იზრდება, იქნება ეს ბალახი თუ ხე, უწყვეტად მრავლდება და იზრდება თავისი საკუთარი კანონების შესაბამისად. მათ ადამიანისგან რაიმე დამატებითი შრომა ან დახმარება არ სჭირდებათ. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ ამგვარი ბალანსი აქვთ და შეუძლიათ თავიანთი საარსებო გარემო შეინარჩუნონ. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შესაფერისი საარსებო გარემო აქვთ, მსოფლიოს ტყეებსა და საძოვრებს შეუძლიათ დედამიწაზე არსებობა განაგრძონ. მათი არსებობა ასაზრდოებს როგორც ადამიანთა თაობებს თაობების მიყოლებით, ისე ყველა სახის ცოცხალი არსების თაობებს, რომელთა ჰაბიტატიც ტყეებსა და საძოვრებზეა — ფრინველებსა და მხეცებს, მწერებსა და ყველა სახის მიკროორგანიზმსაც კი.
ღმერთი ასევე განაგებს ბალანსს ყველა სახის ცხოველს შორის. როგორ განაგებს იგი ამ ბალანსს? მცენარეების მსგავსად: იგი აკონტროლებს მათ ბალანსს და განსაზღვრავს მათ რაოდენობას მათი გამრავლების უნარის, გამრავლების რაოდენობის, სიხშირისა და იმ როლების საფუძველზე, რომლებსაც ისინი ცხოველთა სამყაროში ასრულებენ. მაგალითად, ლომები ჭამენ ზებრებს, ამიტომ ლომების რაოდენობას ზებრების რაოდენობისთვის რომ გადაეჭარბებინა, რა ბედი ეწეოდათ ზებრებს? ისინი გადაშენდებოდნენ. და ზებრებს ლომებზე ბევრად ნაკლები შთამომავლობა რომ ჰყოლოდათ, რა ბედი ეწეოდათ მათ? ისინიც გადაშენდებოდნენ. ამიტომ ზებრების რაოდენობა ლომების რაოდენობაზე ბევრად მეტი უნდა იყოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ზებრები ცხოვრობენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ლომებისთვისაც. თქვენ შეგიძლიათ ასეც თქვათ: თითოეული ზებრა არის ზებრათა მთლიანობის ერთი ნაწილი, მაგრამ ის ასევე არის საკვები ლომებისთვის. ლომების გამრავლების ტემპი ვერასდროს გადააჭარბებს ზებრებისას, ამიტომ მათი რაოდენობა ვერასდროს იქნება ზებრების რაოდენობაზე მეტი. მხოლოდ ამ გზით შეიძლება იქნას გარანტირებული ლომების საკვების წყარო. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ლომები ზებრების ბუნებრივი მტრები არიან, ადამიანები ხშირად ხედავენ ამ ორ სახეობას, რომლებიც მშვიდად ისვენებენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ზებრების რაოდენობა არასდროს შემცირდება ან ისინი არ გადაშენდებიან იმის გამო, რომ ლომები ნადირობენ და ჭამენ მათ, ხოლო ლომები, „მეფის“ სტატუსის გამო, არასდროს გაზრდიან პრაიდში წევრთა რაოდენობას. ეს ბალანსი არის ის, რაც ღმერთმა დიდი ხნის წინ დაადგინა. ანუ, ღმერთმა დაადგინა ბალანსის კანონები ყველა ცხოველს შორის, რათა მათ ამგვარი ბალანსის მიღწევა შეძლონ და ეს არის ის, რასაც ადამიანები ხშირად ხედავენ. არიან თუ არა ლომები ზებრების ერთადერთი ბუნებრივი მტრები? არა, ზებრებს ნიანგებიც ჭამენ. ზებრები, როგორც ჩანს, ძალიან უმწეო ტიპის ცხოველები არიან. მათ ლომების სისასტიკე არ გააჩნიათ და როდესაც ლომის, ამ საშინელი მტრის, წინაშე დგანან, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, არის გაქცევა. მათ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც კი არ აქვთ. როდესაც არ შეუძლიათ ლომს სირბილში გაასწრონ, მათ მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ დანებდნენ და მისი ლუკმა გახდნენ. ამის ნახვა ცხოველთა სამყაროში ხშირად არის შესაძლებელი. რა გრძნობები და ფიქრები გიჩნდებათ, როდესაც ამგვარ სცენას ხედავთ? მიგაჩნიათ თუ არა ზებრა შესაბრალისად? მიგაჩნიათ ლომი საძულველად? ზებრები ისეთი ლამაზები არიან! მაგრამ ლომები ყოველთვის ხარბად უყურებენ მათ. და სულელურად ჟღერს, მაგრამ ზებრები შორს არ გარბიან. ისინი ხედავენ ლომს, რომელიც იქვე, ხის ქვეშ, გრილ ჩრდილში ელოდება მათ. მას ნებისმიერ წამს შეუძლია მივიდეს და შეჭამოს ისინი. მათ ეს გულში იციან, მაგრამ მაინც არ ტოვებენ იმ მიწის ნაკვეთს. ეს საოცარი რამ არის და ამ საოცარ რამეში დევს ღვთის დადგენა და ხელმწიფება. შენ ზებრა შესაბრალისად მიგაჩნია, მაგრამ მისი გადარჩენა არ შეგიძლია, ხოლო ლომი კი საძულველად მიგაჩნია, მაგრამ მისი განადგურება არ შეგიძლია. ზებრა არის საკვები, რომელიც ღმერთმა ლომისთვის მოამზადა, მაგრამ რამდენიც უნდა შეჭამონ ლომებმა, ზებრები არ გადაშენდებიან. შთამომავლობის რაოდენობა, რომელსაც ლომები აჩენენ, ძალიან მცირეა და ისინი ძალიან ნელა მრავლდებიან, ამიტომ რამდენი ზებრაც უნდა შეჭამონ მათ, ლომების რაოდენობა ვერასდროს გადააჭარბებს ზებრების რაოდენობას. ეს არის ბალანსი.
რა არის ღვთის მიზანი ამგვარი ბალანსის შენარჩუნებისას? ეს ასევე უკავშირდება როგორც ადამიანების საარსებო გარემოს, ისე კაცობრიობის არსებობას. ზებრები ან ლომების ნებისმიერი ნადავლი — ირმები თუ სხვა ცხოველები — ძალიან ნელა რომ გამრავლებულიყვნენ და ლომების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილიყო, რა სახის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ ადამიანები? ლომების მიერ საკუთარი ნადავლის შეჭმა ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ ლომი ადამიანს შეჭამს, ეს ტრაგედიაა. ეს ტრაგედია ღვთის მიერ წინასწარ დადგენილი არ არის. ეს არ არის ის, რაც მისი ხელმწიფების ქვეშ ხდება და, მით უფრო ნაკლებად, არის ის, რასაც იგი კაცობრიობას მოუვლენს. ნაცვლად ამისა, ეს არის ის, რაც თავად ადამიანებს მოაქვთ საკუთარი თავისთვის. ამიტომ, როგორც ღმერთი ხედავს, ყოველივეს შორის ბალანსი გადამწყვეტია კაცობრიობის არსებობისთვის. იქნება ეს მცენარეები თუ ცხოველები, ვერაფერი დაკარგავს თავის სათანადო ბალანსს. მცენარეები, ცხოველები, მთები და ტბები — ღმერთმა კაცობრიობას მოწესრიგებული ეკოლოგიური გარემო მოუმზადა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანებს აქვთ ამგვარი, დაბალანსებული ეკოლოგიური გარემო, მათი არსებობა არის უსაფრთხო. ხეებს ან ბალახებს გამრავლების სუსტი უნარი რომ ჰქონოდათ ან მათი გამრავლების ტემპი ძალიან ნელი ყოფილიყო, განა ნიადაგი ტენიანობას არ დაკარგავდა? ნიადაგს რომ ტენიანობა დაეკარგა, იქნებოდა კი ის კვლავ ჯანსაღი? ნიადაგს რომ მცენარეულობა და ტენიანობა დაეკარგა, ის ძალიან სწრაფად ეროზირდებოდა და მის ადგილას ქვიშა წარმოიქმნებოდა. როდესაც ნიადაგი გაუარესდებოდა, ადამიანების საარსებო გარემოც განადგურდებოდა. რაც ამ განადგურებას მოჰყვებოდა, სწორედ კატასტროფებია. ამგვარი ეკოლოგიური ბალანსის გარეშე, ამ ტიპის ეკოლოგიური გარემოს გარეშე, ადამიანები ყოველივეს შორის დისბალანსის გამო ხშირად დაზარალდებოდნენ კატასტროფებისგან. მაგალითად, როდესაც ხდება გარემოს დისბალანსი, რაც ბაყაყების ეკოლოგიური გარემოს განადგურებას იწვევს, ისინი ყველანი ერთად იკრიბებიან, მათი რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ადამიანები ქალაქებში დიდი რაოდენობით ბაყაყებს ხედავენ, რომლებიც ქუჩებსაც კი კვეთენ. დიდი რაოდენობით ბაყაყებს რომ დაეკავებინათ ადამიანების საარსებო გარემო, რა დაერქმეოდა ამას? კატასტროფა. რატომ დაერქმეოდა მას კატასტროფა? ეს პატარა ცხოველები, რომლებსაც კაცობრიობისთვის სარგებელი მოაქვთ, სასარგებლოა ადამიანებისთვის, როდესაც ისინი მათთვის შესაფერის ადგილას რჩებიან; მათ შეუძლიათ ადამიანების საარსებო გარემოს ბალანსის შენარჩუნება. მაგრამ თუ ისინი კატასტროფად იქცევიან, ისინი გავლენას მოახდენენ ადამიანების ცხოვრების წესრიგზე. ყველაფერს და ყველა იმ ელემენტს, რაც ბაყაყებს თავიანთი სხეულებით მოაქვთ, შეუძლია ადამიანების ცხოვრების ხარისხზე გავლენა მოახდინოს. მათ შეუძლიათ ადამიანის სხეულში გარკვეულ ორგანოზე შეტევაც კი გამოიწვიონ — ეს კატასტროფის ერთ-ერთი სახეობაა. კატასტროფის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ადამიანებს ხშირად განუცდიათ, არის კალიების დიდი რაოდენობით გამოჩენა. განა ეს კატასტროფა არ არის? დიახ, ეს ნამდვილად საშინელი კატასტროფაა. დაფიქრდით: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უნარიანნი შეიძლება იყვნენ ადამიანები — ადამიანებს შეუძლიათ თვითმფრინავების, ქვემეხებისა და ატომური ბომბების შექმნა — მაგრამ, როდესაც კალიები შემოესევიან ხოლმე, აქვს კი კაცობრიობას რაიმე გამოსავალი? შეუძლიათ მათ ქვემეხების გამოყენება მათ წინააღმდეგ? შეუძლიათ ტყვიამფრქვევებით ესროლონ მათ? არა, არ შეუძლიათ. მაშინ, შეუძლიათ თუ არა პესტიციდების შესხურება მათ განსადევნად? არც ეს არის ადვილი საქმე. რის გასაკეთებლად მოდიან ეს პაწაწინა კალიები? ისინი კონკრეტულად მოსავალსა და მარცვლეულს ჭამენ. სადაც კი უნდა წავიდნენ კალიები, მოსავალი მთლიანად ნადგურდება! ამიტომ, კალიების შემოსევის დროს, მთელი საკვები, რომელზეც ფერმერები მთელი წლის განმავლობაში არიან დამოკიდებულნი, შეიძლება კალიებმა თვალის დახამხამებაში მთლიანად შთანთქან. ადამიანებისთვის კალიების გამოჩენა არ არის უბრალოდ შემაწუხებელი რამ — ეს კატასტროფაა. ამრიგად, ჩვენ ვიცით, რომ კალიების დიდი რაოდენობით გამოჩენა კატასტროფის ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ რას ვიტყვით თაგვებზე? თუ არ იარსებებენ მტაცებელი ფრინველები, რომლებიც თაგვებით იკვებებიან, მაშინ ისინი ძალიან სწრაფად გამრავლდებიან, იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. და თუ თაგვები უკონტროლოდ გავრცელდებიან, შეძლებენ ადამიანები კარგად ცხოვრების გაგრძელებას? რა სახის სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებიან ადამიანები? (ეპიდემიის). მხოლოდ ეპიდემიის? თაგვები ყველაფერს ღრღნიან და ხესაც კი დაღრღნიან. ერთ სახლში მხოლოდ ორი თაგვის ყოფნაც კი შემაწუხებელი იქნებოდა ყველასთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ზოგჯერ ისინი იპარავენ და ჭამენ ზეთს, ზოგჯერ კი მარცვლეულს მიირთმევენ, ხოლო იმ საგნებს, რომლებსაც არ ჭამენ, ასევე ღრღნიან და სრულ არეულობად აქცევენ. ისინი ღრღნიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ავეჯს — ყველაფერს ღრღნიან. ზოგჯერ კარადაშიც კი ძვრებიან. შეიძლება განა ამ ჭურჭლის კვლავ გამოყენება? თუნდაც მათი დეზინფექცია მოახდინო, შენ მაინც არ იქნები დარწმუნებული, ამიტომ მათი გადაყრა მოგიწევს. ეს არის ის უსიამოვნებები, რომლებიც თაგვებს ადამიანებისთვის მოაქვთ. ამ პატარა თაგვებთან გამკლავებაც კი ადამიანების შესაძლებლობებს აღემატება და, ნაცვლად ამისა, მათ უბრალოდ მათი მავნებლობის ატანა უწევთ. მხოლოდ ორი თაგვიც კი საკმარისია სერიოზული არეულობის გამოსაწვევად, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ დიდ ურდოზე. მათი შემოსევა რომ მომხდარიყო, შედეგები წარმოუდგენელი იქნებოდა. ჭიანჭველების — ამ პაწაწინა არსებების — შემოსევაც რომ ყოფილიყო, ის ზიანი, რომელსაც ისინი კაცობრიობას მიაყენებდნენ, ასევე შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ჭიანჭველებს შეუძლიათ დააზიანონ სახლები და მათი ჩამონგრევაც კი გამოიწვიონ. მათი ძალა არ უნდა იქნას უგულებელყოფილი. განა არ იქნებოდა შიშისმომგვრელი, ფრინველების შემოსევა რომ მომხდარიყო? (დიახ). სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ცხოველები ან ცოცხალი არსებები, რა სახისაც უნდა იყვნენ ისინი, კარგავენ ბალანსს, ისინი გაიზრდებიან, გამრავლდებიან და იცხოვრებენ არასტაბილურ, არარეგულარულ ფარგლებში. ეს წარმოუდგენელ შედეგებს მოუტანდა კაცობრიობას. ეს არა მხოლოდ ადამიანების არსებობასა და ცხოვრებაზე მოახდენდა გავლენას, არამედ კატასტროფას მოუტანდა კაცობრიობას — იქამდეც კი, რომ ადამიანები სრულად განადგურდებოდნენ და დაღუპვისთვის გაიწირებოდნენ.
როდესაც ღმერთმა ყოველივე შექმნა, მან ყველა სახის მეთოდსა და გზას მიმართა მათ დასაბალანსებლად: მთებისა და ტბების, მცენარეებისა და ყველა სახის ცხოველის, ფრინველისა თუ მწერის საცხოვრებელი პირობების დასაბალანსებლად. მისი მიზანი იყო ის, რომ ყველა სახის ცოცხალ არსებას შესძლებოდა გამრავლება და ცხოვრება იმ კანონების ქვეშ, რომლებიც მან დაადგინა. არცერთ ქმნილებას არ შეუძლია ამ კანონების ფარგლებს გარეთ გასვლა, ხოლო კანონების დარღვევა შეუძლებელია. მხოლოდ ამ ტიპის საბაზისო გარემოში შეუძლიათ ადამიანებს უსაფრთხოდ ცხოვრება და გამრავლება თაობიდან თაობამდე. თუ რომელიმე ცოცხალი არსება ღვთის მიერ დადგენილ რაოდენობას ან ფარგლებს გასცდება, ან თუ გადააჭარბებს მისი ხელმწიფებით ნაკარნახევ ზრდის ტემპს, გამრავლების სიხშირეს ან რაოდენობას, კაცობრიობის საარსებო გარემო სხვადასხვა ხარისხით განადგურდება და, ამავდროულად, კაცობრიობის არსებობას საფრთხე დაემუქრება. თუ ერთი ტიპის ცოცხალი არსება რაოდენობრივად მეტისმეტად დიდია, ის ადამიანებს საკვებს წაართმევს, გაანადგურებს მათ წყლის წყაროებს და გაანადგურებს მათ საცხოვრებელ ადგილებს. ამგვარად, კაცობრიობის გამრავლებასა თუ არსებობის მდგომარეობას მყისიერი დარტყმა მიადგება. მაგალითად, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ყოველივესთვის. თუ ძალიან ბევრი თაგვი, ჭიანჭველა, კალია, ბაყაყი ან ნებისმიერი სხვა სახის ცხოველი იარსებებს, ისინი უფრო მეტ წყალს დალევენ. რაც უფრო გაიზრდება მათ მიერ დალეული წყლის რაოდენობა, ადამიანების სასმელი წყალი და წყლის წყაროები სასმელი წყლის წყაროებისა და წყალსატევების ფიქსირებულ ფარგლებში შემცირდება და მათ წყლის დეფიციტი შეექმნებათ. თუ ადამიანების სასმელი წყალი განადგურდება, დაბინძურდება ან გადაიკეტება ყველა სახის ცხოველის მიერ მათი რაოდენობის ზრდის გამო, ამგვარ მკაცრ საარსებო გარემოში კაცობრიობის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. თუ ერთი ან რამდენიმე ტიპის ცოცხალი არსება თავის შესაბამის რაოდენობას გადააჭარბებს, მაშინ კაცობრიობის საარსებო სივრცეში ჰაერი, ტემპერატურა, ტენიანობა და ჰაერის შემადგენლობაც კი სხვადასხვა ხარისხით მოიწამლება და განადგურდება. ანალოგიურად, ამ ვითარებებში, ადამიანების არსებობა და ბედი ასევე დაექვემდებარება ამგვარ ეკოლოგიურ საფრთხეს. ამიტომ, თუ ეს ბალანსი დაიკარგება, ჰაერი, რომელსაც ადამიანები სუნთქავენ, განადგურდება, მათი სასმელი წყალი დაბინძურდება, ხოლო ტემპერატურა, რომელიც მათ სჭირდებათ, ასევე შეიცვლება და სხვადასხვა ხარისხით დაზიანდება. თუ ეს მოხდება, საარსებო გარემო, რომელიც თავისთავად კაცობრიობას ეკუთვნის, უზარმაზარ დარტყმასა და გამოწვევებს დაექვემდებარება. ამ ტიპის სცენარში, სადაც ადამიანების ძირითადი საარსებო გარემო განადგურებულია, როგორი იქნებოდა კაცობრიობის ბედი და პერსპექტივები? ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა! ღმერთმა იცის, რა მიზეზით არსებობს თითოეული ქმნილება კაცობრიობისთვის, რა ფუნქცია აქვს თითოეული ტიპის საგანს, რომელიც მან შექმნა, რა სახის გავლენა აქვს თითოეულ საგანს კაცობრიობაზე და რა ხარისხით მოაქვს მას სარგებელი კაცობრიობისთვის — ღმერთმა ეს ყველაფერი თავის გულში დაგეგმა და იგი ყველა იმ საგნის თითოეულ ასპექტს აკონტროლებს, რომელიც მანვე შექმნა. სწორედ ამიტომ არის თითოეული რამ, რასაც ის აკეთებს, კაცობრიობისთვის ასე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ამიტომ ამიერიდან, როდესაც ღვთის ქმნილებათა შორის რაიმე ეკოლოგიურ მოვლენას ან ღვთის ქმნილებათა შორის მოქმედ რაიმე ბუნებრივ კანონს დააკვირდები, ეჭვი აღარ შეგეპარება ღვთის მიერ თითოეული საგნის შექმნის აუცილებლობაში. შენ აღარ გამოიყენებ უმეცარ სიტყვებს, რათა თვითნებურად განსაჯო ღვთის მიერ ყოველივეს მოწყობისა და კაცობრიობის უზრუნველყოფის მისეული სხვადასხვა გზა და არც თვითნებურ დასკვნებს გამოიტან ღვთის კანონების შესახებ, რომლებიც მან ყველა ქმნილებისთვის დაადგინა. განა ასე არ არის?
რა არის ყოველივე ეს, რაზეც ჩვენ ახლახან ვსაუბრობდით? დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. ღმერთს თავისი საკუთარი განზრახვა აქვს თითოეულ საქმეში, რასაც ის ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვა ადამიანებისთვის მიუწვდომელია, ის ყოველთვის განუყოფლად და მძლავრად არის დაკავშირებული კაცობრიობის გადარჩენასთან. ეს არ არის ისეთი რამ, რისი უგულებელყოფაც შეიძლება. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთს არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ამაოა. თითოეული საქმის კანონები და პრინციპები, რომლებსაც ის ასრულებს, მის დაგეგმვასა და სიბრძნეს შეიცავს. ამ გეგმის მიზანი და განზრახვა არის კაცობრიობის დაცვა, კაცობრიობის დახმარება კატასტროფის, ნებისმიერი სახის ცოცხალი არსების თავდასხმისა და ნებისმიერი ღვთის ქმნილებათა მიერ ადამიანებისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის თავიდან აცილებაში. მაშ, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ღვთის საქმეები, რომლებიც ჩვენ ამ თემის ფარგლებში დავინახეთ, წარმოადგენს კიდევ ერთ გზას, რომლითაც ღმერთი მთელ კაცობრიობას უზრუნველყოფს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გზით ღმერთი კვებავს და მწყემსავს მთელ კაცობრიობას? (დიახ). არის თუ არა მჭიდრო კავშირი ამ თემასა და ჩვენი თანაზიარების თემას შორის: „ღმერთი ყოველივეს სიცოცხლის წყაროა“? (დიახ). კავშირი ძალიან მჭიდროა და ეს თემა ამის ერთ-ერთი ასპექტია. სანამ ამ თემებზე ვისაუბრებდით, ადამიანებს ღმერთზე, თავად ღმერთსა და მის საქმეებზე მხოლოდ გარკვეული ბუნდოვანი წარმოდგენები ჰქონდათ — მათ აკლდათ ჭეშმარიტი გაგება. თუმცა როდესაც ადამიანებს უამბობენ მისი საქმეებისა და იმ რაღაცების შესახებ, რაც მან აღასრულა, პრინციპები იმისა, რასაც ღმერთი აკეთებს, მათთვის გასაგები, აღქმადი და ხელმისაწვდომი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის გულში არსებობს ძალიან რთული კანონები, პრინციპები და წესები ნებისმიერი და ყოველი საქმისთვის, რასაც ის ასრულებს, — როგორიცაა ყოველივეს შექმნა და მასზე ხელმწიფება, — თუ ჩვენ უბრალოდ ავიღებთ ერთ ნაწილს და მასზე თანაზიარებას გავმართავთ, რათა თქვენ ის გაიგოთ, განა შესაძლებელი არ არის, რომ თქვენს გულებში იგრძნოთ, რომ ეს ღვთის საქმეებია და რომ ისინი პრაქტიკულია? (დიახ). მაშინ რით განსხვავდება ღვთის შესახებ თქვენი ამჟამინდელი გაგება უწინდელისგან? ის თავისი არსით განსხვავდება. ადრე თქვენი გაგება მეტისმეტად ცარიელი და ზედმეტად ბუნდოვანი იყო, ახლა კი თქვენი გაგება შეიცავს უამრავ კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლებიც შეესაბამება ღვთის საქმეებს, შეესაბამება იმას, რაც ღმერთს აქვს და რაც არის მისი არსება. ამიტომ ყველაფერი, რაც მე ვთქვი, შესანიშნავი საგანმანათლებლო მასალაა ღვთის თქვენეული გაგებისთვის.
2014 წლის 9 თებერვალი