თავი 9

მინდა შეგახსენო, რომ ოდნავაც არ უნდა იყო ზედაპირული ან უგულებელყოფდე ჩემს სიტყვას; ყური უნდა დაუგდო, დაემორჩილო და იმოქმედო ჩემი განზრახვების შესაბამისად. ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო და არასოდეს გქონდეს ქედმაღლური ან თვითმართალი განწყობა; ყოველთვის ჩემზე უნდა იყო მინდობილი, რათა განიშორო შენში დამკვიდრებული ძველი, ბუნებრივი ხასიათი. მუდამ უნდა შეგეძლოს ჩემ წინაშე მართებული მდგომარეობის შენარჩუნება და სტაბილური ხასიათის ქონა. შენი აზროვნება უნდა იყოს საღი და ნათელი, და მას არ უნდა ბოჭავდეს ან არყევდეს რომელიმე ადამიანი, მოვლენა ან საგანი. მუდამ უნდა შეგეძლოს ჩემს მყოფობაში სიმშვიდის შენარჩუნება და განუწყვეტლივ, მუდმივად მოახლოება და ჩემთან თანაზიარება. უნდა გამოიჩინო ძალა და სიმტკიცე და მყარად იდგე ჩემს მოწმობაში; აღსდექ და ილაპარაკე ჩემთვის და ნუ გეშინია იმისა, თუ რას იტყვიან სხვა ადამიანები. უბრალოდ შეასრულე ჩემი განზრახვები და ნურავის მისცემ შენი შებოჭვის უფლებას. რასაც შენ გაგიცხადებ, ჩემი განზრახვების შესაბამისად უნდა შესრულდეს და ეს არ უნდა გადაიდოს. რას გრძნობ სულის სიღრმეში? უხერხულობას ხომ არ გრძნობ? ეს შენთვის ნათელი იქნება. რატომ არ შეგიძლია ადგე, ილაპარაკო ჩემი სახელით და გაითვალისწინო ჩემი ტვირთი? შენ მაინც შენი მცირე ნაბიჯების გადადგმას იჟინებ, მაგრამ მე ყველაფერს ნათლად ვხედავ. მე ვარ შენი საყრდენი და შენი ფარი, და ყველაფერი ჩემ ხელთაა. მაშ, რისი გეშინია? ზედმეტად სენტიმენტალური ხომ არ ხარ? რაც შეიძლება მალე უნდა განიშორო შენი გრძნობები; მე გრძნობებით არ ვმოქმედებ, არამედ სამართლიანობას აღვასრულებ. თუ ვინმე ისეთ რამეს აკეთებს, რაც ეკლესიას სარგებელს არ მოუტანს, თუნდაც ეს შენი მშობლები იყვნენ, ეს მიუღებელია! ჩემი განზრახვები გაგეცხადა და არ უნდა უგულებელყო ისინი. პირიქით, მათზე დიდად უნდა ფოკუსირდე. გვერდზე გადადე ყველაფერი სხვა, რათა მთელი გულით გამომყვე — მე დაგიცავ და მუდამ ჩემს ხელში მეყოლები. ნუ იქნები მუდამ მხდალი და შენი ქმრის ან ცოლის მარწუხებში მოქცეული; უნდა დაუშვა ჩემი ნების აღსრულება.

იწამე! იწამე! მე ვარ შენი ყოვლისშემძლე. შესაძლოა, გარკვეული წარმოდგენა გაქვს ამაზე, მაგრამ მაინც ფხიზლად უნდა იყო. ეკლესიის, ჩემი ნებისა და ჩემი მართვის გულისთვის სრულად თავდადებული უნდა იყო; ყველა საიდუმლო და შედეგი გაგეცხადება. აღარაფერი გადაიდება; დღეები დასასრულს უახლოვდება. რა უნდა გააკეთო? როგორ ესწრაფო ცხოვრებაში ზრდასა და მომწიფებას, როგორ გახდე უფრო სწრაფად ჩემთვის გამოსადეგი, როგორ უზრუნველყო ჩემი ნების აღსრულება — ეს თემები ყურადღებით უნდა აწონ-დაწონო და უფრო ღრმა თანაზიარებაში შემოხვიდე ჩემთან. დამეყრდენი მე, მირწმუნე, არასოდეს იყო დაუდევარი და შეგეძლოს ყველაფრის კეთება ჩემი გზამკვლევობის შესაბამისად. სრულად უნდა აღიჭურვო ჭეშმარიტებით და უფრო ხშირად უნდა ჭამო და სვა იგი. ყოველი ჭეშმარიტება პრაქტიკაში უნდა განახორციელო, მხოლოდ მაშინ გექნება ნათელი გაგება.

ახლა ხომ არ გრძნობ, რომ საკმარისი დრო არ გაქვს? შინაგანადაც განსხვავებულად ხომ არ გრძნობ თავს, თითქოს შენი ტვირთი ახლა ძალიან მძიმეა? ჩემი განზრახვები შენზეა; გონებაგახსნილი უნდა იყო და არ უნდა მოსწყდე მათ. ყოველთვის კავშირში უნდა დარჩე ჩემთან, მუდმივად მიახლოვდებოდე მე, გქონდეს თანაზიარება ჩემთან, ითვალისწინებდე ჩემი გულის წადილს და შეგეძლოს სხვებთან თანამშრომლობით მსახურება, რათა ჩემი განზრახვები ყოველთვის გაგეცხადოთ თქვენ. დიდი ყურადღება მიაქციე ყოველთვის! დიდი ყურადღება! ოდნავაც არ მოდუნდე; ეს შენი მოვალეობაა და ჩემი საქმე მასში მკვიდრობს.

ამ ეტაპზე, შესაძლოა მცირედი გაგება შეიძინე და ფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საოცარია. წარსულში გარკვეული ეჭვები გქონდა და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ეს სრულიად განსხვავდება ადამიანური წარმოდგენების, იდეებისა და შეხედულებებისგან, მაგრამ ახლა ძირითადად გესმის ეს. ეს ჩემი საოცარი საქმეა და ეს ღვთის საოცარი საქმეცაა; აბსოლუტურად ფხიზლად უნდა იყო, ელოდო მას და იარო მასში. დრო ჩემ ხელთაა; ნუ ფანტავ მას და ნურც ერთი წამით მოადუნებ ყურადღებას; დროის კარგვა აფერხებს ჩემს საქმეს და იწვევს ჩემი ნების დაბრკოლებას შენში. ხშირად უნდა აწონ-დაწონო და გქონდეს ჩემთან თანაზიარება. ასევე ჩემ წინაშე უნდა მოიტანო შენი ყოველი მოქმედება, ნაბიჯი, აზრი და იდეა, ისევე როგორც შენი ოჯახი, შენი ქმარი, შენი ვაჟები და შენი ასულები. შენს მოქმედებებში საკუთარ თავს ნუ დაეყრდნობი, თორემ განვრისხდები და შენი დანაკარგი ძვირი იქნება.

ყოველთვის შეზღუდე შენი ნაბიჯები და მუდმივად იარე ჩემს სიტყვებში. უნდა გქონდეს ჩემი სიბრძნე. მოდი ჩემთან, თუ რაიმე სირთულეს წააწყდები, და მე გაგიძღვები. ნუ იმოქმედებ დაუფიქრებლად და ნუ შეხვალ თვითნებურ თანაზიარებაში. ეს სარგებელს არ მოუტანს შენს სიცოცხლეს, რადგან გაკლია ცოდნა და არ შეგიძლია განასხვავო კარგი სიტყვები ცუდისგან. მხოლოდ მაშინ ხვდები ამას, როდესაც უკვე ზიანი მოგადგება, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდები და სულიწმიდის მყოფობის გარეშე დარჩები, მაგრამ მაშინ უკვე გვიანია. დრო ახლა ისე აჩქარებულია, რომ სიცოცხლის რბოლაში ოდნავაც არ უნდა ჩამორჩე; ძალიან ახლოს უნდა მიჰყვე ჩემს ნაბიჯებს. როდესაც რაიმე სირთულე წამოიჭრება, ხშირად ჩაუღრმავდი ფიქრს ჩემთან მოახლოებით და პირდაპირ ჩემთან გქონდეს თანაზიარება. თუ შეძლებ ამ გზის გააზრებას, ეს გაგიადვილებს მომავალ შესვლას.

ჩემი სიტყვები მხოლოდ შენკენ არ არის მომართული; ეკლესიაში ყველას აკლია რაღაც სხვადასხვაგვარად. თქვენ უფრო მეტი თანაზიარება უნდა გქონდეთ, უნდა შეგეძლოთ დამოუკიდებლად ჭამა და სმა საკუთარი სულიერი პრაქტიკის დროს და უნდა შეგეძლოთ ძირითადი ჭეშმარიტებების აღქმა და მათი დაუყოვნებლივ პრაქტიკაში განხორციელება. უნდა შეიგრძნოთ ჩემი სიტყვის რეალობა, ჩასწვდეთ მის არსსა და პრინციპებს და ხელი არ გაუშვათ. ყოველთვის აწონ-დაწონეთ და ყოველთვის გქონდეთ ჩემთან თანაზიარება, და თანდათანობით ყველაფერი გაგიცხადდებათ. არ შეიძლება მცირე ხნით მიუახლოვდე ღმერთს და შემდეგ, ისე რომ არ დაელოდო შენი გულის დამშვიდებას მის წინაშე, აფორიაქდე, როდესაც რაღაც სხვა შეგემთხვევა. თქვენ ყოველთვის გონებაარეულები ხართ, ბუნდოვნად ხედავთ მოვლენებს და არ შეგიძლიათ ჩემი სახის ხილვა; ამდენად, შენ არ შეგიძლია ნათლად ჩასწვდე ჩემს გულს — და მაშინაც კი, თუ ოდნავ გესმის მისი, ყოყმანობ და მაინც ეჭვი გეპარება. მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად დავეუფლები შენს გულს და შენს გონებას აღარ შეაშფოთებს რაიმე ამქვეყნიური და შეძლებ მშვიდად ლოდინს ნათელი გონებით, ნელ-ნელა, სათითაოდ გაგიცხადებთ ყველაფერს ჩემი განზრახვების შესაბამისად. თქვენ უნდა გაიაზროთ ჩემთან მოახლოების ეს გზა. ვინც არ უნდა დაგარტყათ ან დაგწყევლოთ, ან რაც არ უნდა კარგი რამ შემოგთავაზონ ადამიანებმა, მიუღებელია, თუკი ეს ხელს შეგიშლით ღმერთთან მიახლოებაში; ამგვარად, შენი გული ჩემ ხელთ იქნება და არასოდეს განმეშორება. ჩემთან ამგვარად მოახლოებით და ამგვარ თანაზიარებაში შესვლით, შენი მშობლები, ქმარი, შვილები, სხვა საოჯახო კავშირები და ამქვეყნიური საზრუნავი სრულად გაქრება, შენს გულში მუდამ გამოუთქმელ სიტკბოებას იგრძნობ და შეიგრძნობ სურნელოვან და საუცხოო გემოს — შენ ჭეშმარიტად განუყოფელი იქნები ჩემგან. თუ ამგვარად განაგრძობთ, თქვენ ჩასწვდებით იმას, რაც ჩემს გულშია. წინსვლისას გზას არასოდეს ასცდებით, რადგან მე ვარ თქვენი გზა და ყველაფერი ჩემ გამო არსებობს. რამდენად მომწიფდება შენი სიცოცხლე, როდესაც შეძლებ წუთისოფლისგან მოწყვეტას, როდესაც შეძლებ შენი გრძნობების განშორებას, როდესაც შეძლებ ქმრისა და შვილების მიტოვებას და როდესაც მომწიფდება შენი სიცოცხლე... ყოველივე ეს ჩემი დროის შესაბამისად მოხდება. შფოთვას აზრი არ აქვს.

შენ უნდა მიაღწიო შესვლას პოზიტიური კუთხით. თუ პასიურად დაელოდები, მაშინ კვლავ ნეგატიური ხარ. პროაქტიურად უნდა ითანამშრომლო ჩემთან; იყავი ბეჯითი და ნუ იქნები ზარმაცი. ყოველთვის გქონდეს ჩემთან თანაზიარება და მიაღწიე კიდევ უფრო ღრმა სიახლოვეს ჩემთან. თუ არ გესმის, ნუ ესწრაფვი სწრაფ შედეგებს მოუთმენლად. ის კი არ არის, რომ არ გეტყვი; არამედ მსურს ვნახო, თუ რამდენად ხარ ჩემზე მონდობილი ჩემს მყოფობაში და გაქვს თუ არა რწმენა, რომ დამეყრდნო მე. ყოველთვის უნდა მომიახლოვდე და ყოველი საქმე ჩემ ხელთ დატოვო. უნაყოფოდ ნუ დაიხევ უკან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამგვარად მომიახლოვდები, მაშინ ჩემი განზრახვები გაგიცხადდება მანამდე, ვიდრე ამას შეამჩნევ. თუ ჩასწვდები მათ, მაშინ ჭეშმარიტად პირისპირ შემხვდები მე — ჭეშმარიტად იპოვი ჩემს სახეს. შინაგანად გექნება დიდი სიცხადე და სიმტკიცე, და გექნება რაღაც საყრდენად, ისევე როგორც ძალა, რწმენა და წინსვლის გზა. ყველაფერი მარტივად მოგეცემა.

წინა: თავი 8

შემდეგი: თავი 10

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება