თავი 78

მე უკვე ვთქვი, რომ საქმეს მე ვაკეთებ და არა რომელიმე სხვა ადამიანი. ჩემთვის ყველაფერი მარტივი და სასიხარულოა, ხოლო თქვენთვის ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა; რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერში უკიდურეს სირთულეს აწყდებით. რასაც ღირსეულად მივიჩნევ, უეჭველად აღვასრულებ; ვისაც ღირსეულად მივიჩნევ, აუცილებლად სრულვყოფ. ადამიანებო: ნუ ჩაერევით ჩემს საქმეში! თქვენ მხოლოდ ჩემი წინამძღოლობით უნდა იმოქმედოთ, აკეთოთ ის, რაც მიყვარს, უარყოთ ყოველივე, რაც მძულს, თავი დააღწიოთ ცოდვას და ჩემი სიყვარულით სავსე მკლავებისკენ გამოეშუროთ. მე არ გეტრაბახებით და არც ვაჭარბებ; ეს ნამდვილად ჭეშმარიტებაა. თუ ვიტყვი, რომ წუთისოფლის განადგურებას ვაპირებ, თვალის დახამხამებაში ის ფერფლად იქცევა. თქვენ ხშირად მეტისმეტად შფოთავთ და საკუთარ თავს ტვირთს უმძიმებთ, რადგან ძლიერ გეშინიათ, რომ ჩემი სიტყვები ფუჭია. ამიტომ, თქვენ აქეთ-იქით აწყდებით და ცდილობთ ჩემთვის „გამოსავალი იპოვოთ“. ბრმებო! უგუნურნო! საკუთარი თავის ფასიც კი არ იცით და მაინც ცდილობთ ჩემი მრჩევლები იყოთ. ხარ კი ამის ღირსი? კარგად ჩაიხედე სარკეში!

გეტყვი შენ! მშიშრები თავიანთი სიმხდალის გამო უნდა გაიკიცხონ, ხოლო რწმენით აღსავსენი, თავიანთი რწმენის გამო მიიღებენ კურთხევებს. ნათლად რომ ვთქვა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ რწმენაა. ვიდრე ის კურთხევები გაცხადდებოდეს, რომლებიც თქვენზე გადმოვა, თქვენ ახლავე ყველაფერი უნდა დათმოთ, რათა ჩემთვის გაიღოთ თავი. სწორედ ამას გულისხმობს „კურთხევების მიღება“ და „უბედურების განცდა“. ძეო ჩემო! კვლავაც ამოტვიფრულია ჩემი სიტყვები შენს გულში? „თქვენ, ვინც გულწრფელად გაიღებთ ჩემთვის თავს, უეჭველად უხვად გაკურთხებთ.“ დღეს, ჭეშმარიტად გესმის შენ მასში დაფარული მნიშვნელობა? მე არ ვამბობ ფუჭ სიტყვებს; ამიერიდან აღარაფერი იქნება დაფარული. ანუ, ის, რაც ადრე ჩემს სიტყვებში იყო დაფარული, ახლა სათითაოდ გეუწყებათ თქვენ, აღარაფერი დარჩება საიდუმლოდ. ამიერიდან თითოეული სიტყვა ჩემს ნამდვილ მნიშვნელობას გამოხატავს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩემ წინაშე დაფარული ყველა ადამიანის, მოვლენისა და საგნის გამოაშკარავება ჩემთვის იოლია და სულაც არ გამიჭირდება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ერთდროულად გამოხატავს ჩემი ნორმალური ადამიანობისა და ჩემი სრული ღვთაებრიობის მხარეს. ჭეშმარიტად გაქვთ ამ სიტყვების ნათელი გაგება? სწორედ ამიტომ ვიმეორებ გამუდმებით, რომ შენ არ უნდა იჩქარო. ადამიანის ან საგნის გამოაშკარავება ჩემთვის რთული არ არის და ამისთვის ყოველთვის არსებობს დრო. განა ასე არ არის? ამდენ ადამიანს გამოუვლენია ჩემს წინაშე თავისი ნამდვილი სახე. მელიის სულები არიან ისინი, ძაღლები თუ მგლები, ყველა მათგანი თავის ნამდვილ სახეს ჩემ მიერ განსაზღვრულ დროს ავლენს, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი გეგმის ნაწილია. ეს თქვენთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს!

მართლა გესმის, რას გულისხმობს ნათქვამი: „დრო შორს არ არის“? წარსულში მუდამ გეგონათ, რომ ეს ჩემს დღეს ეხებოდა, მაგრამ თქვენ ყველანი ჩემს სიტყვებს თქვენი შეხედულებების მიხედვით განმარტავდით. გეტყვი შენ! ამიერიდან, ნებისმიერი, ვინც ჩემს სიტყვებს არასწორად განმარტავს, უდავოდ უგუნურია! ჩემი წარმოთქმული სიტყვები: „დრო შორს არ არის“, გულისხმობს თქვენ მიერ კურთხევებით ტკბობის დღეებს; ანუ, იმ დღეებს, როდესაც ყველა ბოროტი სული განადგურდება და განიდევნება ჩემი ეკლესიიდან, და ადამიანთა მოქმედების ყოველგვარი გზა უარყოფილი იქნება. უფრო მეტიც, ეს გამოთქმა გულისხმობს იმ დღეებს, როდესაც ყველა დიდი უბედურება დატრიალდება. დაიმახსოვრეთ ეს! საუბარია ყველა დიდ უბედურებაზე; აღარ განმარტოთ ეს არასწორად. ჩემი ყველა დიდი უბედურება ჩემი ხელიდან ერთდროულად დაატყდება თავს მთელ წუთისოფელს. ისინი, ვინც მოიპოვეს ჩემი სახელი, კურთხეულნი იქნებიან და ამგვარი ტანჯვის გადატანა ნამდვილად აღარ მოუწევთ. კვლავ გახსოვთ ეს? გესმით, რაზე ვსაუბრობ? დრო, რომელზეც მე ვსაუბრობ, სწორედ ის დროა, როდესაც ვიწყებ მოქმედებას (სწორედ იმ დროს, როდესაც დიდი უბედურებები უკვე დატრიალებული იქნება). თქვენ ჭეშმარიტად არ გესმით ჩემი განზრახვები. განა თქვენთვის ნათელი არ არის, რატომ გიყენებთ ასეთ მკაცრ მოთხოვნებს ისე, რომ ოდნავადაც არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას? სწორედ მაშინ, როდესაც საერთაშორისო ვითარება დაძაბულია და ჩინეთში (ეგრეთ წოდებული) ძალაუფლების მქონენი ყოველგვარ სამზადისს გადიან — ანუ, როდესაც დროის ნაღმი აფეთქების პირასაა — შვიდი ერის წარმომადგენლები, რომლებიც ჭეშმარიტ გზას ეძებენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სასოწარკვეთილნი შემოიჭრებიან ჩინეთში კაშხლიდან გადმოხეთქილი წყალივით. ზოგიერთი ჩემ მიერ არის რჩეული, სხვებს კი ჩემთვის მსახურება აქვს განწესებული, მაგრამ მათ შორის არ არის არცერთი პირმშო ძე. ეს ჩემი ნახელავია! ეს არის ის, რაც სამყაროს შექმნიდანვე მოვიმოქმედე. მოიშორეთ თქვენი ადამიანური წარმოდგენები. ნუ ჩათვლით, რომ სისულელეს ვამბობ! რაზეც ვფიქრობ, ის უკვე აღვასრულე, და ჩემი გეგმაც უკვე აღსრულებულია. ნათელია ეს თქვენთვის?

ყოველივე ჩემს ფიქრებსა და გეგმაზეა დამოკიდებული. ძეო ჩემო! მე აგირჩიე შენ შენივე გულისთვის და, მეტიც, ეს შენდამი ჩემი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც გაბედავს ფიქრებში ურჩობა გამოავლინოს ან შური აღიძრას, ჩემი წყევლითა და ცეცხლით დაიღუპება. ეს ეხება ჩემი სასუფევლის ადმინისტრაციულ განკარგულებებს, რადგან ამ დღის სასუფეველი უკვე ჩამოყალიბებულია. თუმცა, ძეო ჩემო, ფრთხილად უნდა იყო და ეს ერთგვარ კაპიტალად არ უნდა მიიჩნიო. უნდა ითვალისწინებდე მამის გულს და, ამით აფასებდე მის გულმოდგინე ძალისხმევას. აქედან, ჩემმა ძემ უნდა გაიგოს, როგორი ადამიანი მიყვარს ყველაზე მეტად, როგორი მიყვარს ამის შემდეგ, როგორი ადამიანი მძულს ყველაზე მეტად და როგორი მეზიზღება. ნუ განაგრძობ საკუთარ თავზე ზეწოლას. როგორიც არ უნდა იყოს შენი ხასიათი, ის ჩემ მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული და ჩემი ღვთაებრივი ხასიათის ერთ-ერთი ასპექტის გამოვლენაა. მოიშორე ეჭვები! მე შენდამი სიძულვილს არ ვგრძნობ. სხვაგვარად როგორ გითხრა? ნუთუ ჯერ კიდევ არ გესმის? კვლავ შენი შიშებით ხარ შებოჭილი? ვინ არის ერთგული, ვინ არის გულმოდგინე, ვინ არის პატიოსანი, ვინ არის მზაკვარი — მე ყველაფერი ვიცი, რადგან, როგორც ადრე ვთქვი, წმინდანთა მდგომარეობა ხელისგულივით ვიცი.

ჩემს თვალში, ყველაფერი დიდი ხანია აღსრულდა და გაცხადდა. (მე ვარ ღმერთი, რომელიც ადამიანთა გულის სიღრმეებს იკვლევს; ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ გაჩვენოთ ჩემი ნორმალური ადამიანობის ერთი ასპექტი.) თუმცა, თქვენი თვალთახედვით, ყველაფერი ჯერ კიდევ დაფარულია და არაფერი აღსრულებულა. ეს მთლიანად იმის შედეგია, რომ არ მიცნობთ. ყველაფერი ჩემს ხელშია, ყველაფერი ჩემს ფეხქვეშაა და ჩემი თვალები გულდასმით იკვლევს ყოველივეს; ვინ გაექცევა ჩემს სამსჯავროს? ყველა, ვინც უწმინდურია, ვისაც დასამალი აქვს რამ, ვინც ზურგს უკან განმიკითხავს, ვინც გულში წინააღმდეგობას ატარებს და სხვა ასეთნი — ყველა, ვისაც ჩემი თვალები ძვირფასად არ მიიჩნევს, უნდა დაემხოს ჩემ წინაშე და გული გადამიშალოს. შესაძლოა, ამის მოსმენის შემდეგ, ზოგიერთმა ოდნავ მაინც შეისმინოს, ხოლო სხვებმა ამას საერთოდ არ მიანიჭონ დიდი მნიშვნელობა. გაფრთხილებთ! დაე, ბრძენმა იჩქაროს მონანიება! თუ სულელი ხარ, მაშინ უბრალოდ დაელოდე! როდესაც დრო დადგება, თავად ნახავ, ვინ დაიტანჯება უბედურებით!

ცა კვლავინდებურად თავდაპირველი ცაა, და მიწა კვლავინდებურად თავდაპირველი მიწაა, მაგრამ ჩემს თვალში ორივე უკვე განახლებულია და აღარ არის ის ცა და მიწა, რაც ოდესღაც იყო. რას გულისხმობს ცა? იცით? და რას გულისხმობს დღევანდელი ცა? რას გულისხმობდა წარსულის ცა? ნება მიბოძეთ, ამის შესახებ გაგიზიაროთ: წარსულის ცა გულისხმობდა იმ ღმერთს, რომელიც გწამდათ, მაგრამ არავის ენახა, და ის იყო ღმერთი, რომლისაც ადამიანებს გულწრფელად სწამდათ (რადგან მისი დანახვა არ შეეძლოთ). მეორე მხრივ, დღევანდელი ცა გულისხმობს როგორც ჩემს ნორმალურ ადამიანობას, ისე ჩემს სრულ ღვთაებრიობას; ანუ, გულისხმობს თავად ამ პრაქტიკულ ღმერთს. ორივე ერთი და იგივე ღმერთია, მაშ, რატომ ვამბობ, რომ მე ახალი ცა ვარ? ეს ყველაფერი ადამიანის წარმოდგენებს უკავშირდება. დღევანდელი მიწა გულისხმობს იმ ადგილს, სადაც თქვენ იმყოფებით. წარსულის მიწაზე არც ერთი ადგილი არ იყო წმინდა, მაშინ როცა ის ადგილები, სადაც თქვენ დღეს მიდიხართ, წმინდა ადგილებად არის გამოყოფილი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ახალი მიწა. „ახალი“ აქ ნიშნავს „წმინდას“. ახალი ცა და ახალი მიწა ახლა სრულად დამკვიდრდა. ახლა კარგად გესმით ეს? მე ყველა საიდუმლოებას თანდათანობით გაგიმჟღავნებთ. ნუ იჩქარებთ, და კიდევ უფრო დიდი საიდუმლოებები გაგეცხადებათ!

წინა: თავი 77

შემდეგი: თავი 79

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება