თავი 61
როდესაც საკუთარ მდგომარეობას შეიცნობ, მაშინ შეძლებ ჩემი განზრახვის შესაბამისად იმოქმედო. სინამდვილეში, ჩემი განზრახვების გაგება რთული არ არის; უბრალოდ, წარსულში არასოდეს ცდილობდი ჩემი ნების შესაბამისად გემოქმედა. მე არ მსურს ადამიანთა შეხედულებები ან აზრები, მით უმეტეს შენი ფული ან ქონება. ის, რაც მე მსურს, შენი გულია. გესმის? ეს არის ჩემი განზრახვა; და უფრო მეტიც, სწორედ ამის მოპოვება მსურს. ადამიანები ყოველთვის საკუთარი გონებითა და შეხედულებებით მსჯელობენ ჩემზე და საკუთარი საზომით აფასებენ ჩემს სულიერ ზრდას. კაცობრიობასთან მიმართებით, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც ყველაზე მეტად მიჭირს, და სწორედ ეს მძულს და მეზიზღება ყველაზე მეტად. ახლა ხომ ხედავ? ეს იმიტომ ხდება, რომ რომ სწორედ ეს არის სატანის ხასიათის ყველაზე აშკარა გამოვლინება. უფრო მეტიც, თქვენი სულიერი ზრდა იმდენად მცირეა, რომ ხშირად ებმებით სატანის მახეში. თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ მათი ამოცნობა! მე არაერთხელ გითხარით, რომ ყოველთვის და ყველაფერში ფრთხილად იყოთ, რათა სატანამ არ მოგატყუოთ. მიუხედავად ამისა, თქვენ არ მისმენთ და უდარდელად უგულებელყოფთ იმას, რასაც ვამბობ. შედეგად, თქვენ ბევრ დანაკარგს განიცდით სიცოცხლეში, და შემდეგ უკვე გვიანია სინანული. განა უმჯობესი არ იქნებოდა, ეს მომავალი სწრაფვისთვის გაკვეთილად მიგეღო? გეუბნები ამას! ნეგატიურობისკენ მიდრეკილება დიდ ზიანს მოუტანს შენს სიცოცხლეს — და ეს ზიანი უკიდურესად მძიმე იქნება. ახლა მაინც ხომ დროა გამოფხიზლდე?
ადამიანები მოუთმენლად ელიან სწრაფ შედეგებს და ხედავენ მხოლოდ იმას, რაც მათ ცხვირწინაა. როდესაც ვამბობ, რომ დავიწყე ძალაუფლების მქონეთა დასჯა, თქვენ კიდევ უფრო მეტად შფოთავთ და კითხულობთ: „რატომ არიან ეს ადამიანები კვლავ ძალაუფლებაში? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის სიტყვები ფუჭია?“ ადამიანური წარმოდგენები თქვენში ასე მყარად არის დამკვიდრებული! თქვენ ვერ იგებთ ჩემი სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობას. ადამიანები, რომლებსაც მე ვსჯი, არიან ბოროტნი, ისინი, ვინც მეწინააღმდეგებიან და ისინი, ვინც არ მიცნობენ, ხოლო მათ, ვისაც ჩემი სწამს, მაგრამ ჭეშმარიტებას არ ეძებს, უგულებელვყოფ. თქვენ მართლაც უგუნურები ხართ! თქვენ ოდნავადაც არ გესმით ის, რაც მე ვთქვი! მიუხედავად ამისა, კვლავ თავს იწონებთ, მიგაჩნიათ რა, რომ უკვე გაიზარდეთ, რომ ყველაფერი გესმით და შეგიძლიათ ჩემი განზრახვების გაგება. მე ხშირად მითქვამს, რომ ყოველივე და ყველა მოვლენა ქრისტეს ემსახურება, მაგრამ ჭეშმარიტად გესმის შენ ეს სიტყვები? ნამდვილად შეიცანი მათი მნიშვნელობა? ადრეც მითქვამს, რომ არავის ვსჯი დაუფიქრებლად. სამყაროში თითოეული ადამიანი მიჰყვება ჩემს მიერ დადგენილ წესრიგს. ვინ არიან ჩემი სასჯელის ობიექტები, ვინ ასრულებს მსახურებას ქრისტესთვის (რომელთაც მე არ გადავარჩენ), ვინ არიან ჩემ მიერ რჩეულნი და ისინი, ვინც ჩემ მიერ არჩევის შემდეგ მოგვიანებით მოიკვეთებიან — ყოველივე ეს ჩემს ხელშია, რომ აღარაფერი ვთქვათ შენზე, ერთ-ერთ რჩეულზე, რომელსაც კიდევ უფრო უკეთ ვიცნობ. რასაც ამ პერიოდში ვაკეთებ და რასაც მომდევნო პერიოდში გავაკეთებ, ყველაფერი ჩემი ბრძნული განგებულებით იმართება. შენ არ გჭირდება ჩემთვის გეგმების წინასწარ შედგენა; უბრალოდ დაელოდე და დატკბი! სწორედ ამას იმსახურებ. მე ვბატონობ ყველაფერზე, რაც ჩემია, და იოლად არ ვპატიობ მათ, ვინც ბედავს წუწუნს ან სხვაგვარი შეხედულებები აქვს ჩემზე. ამ დღეებში ხშირად ვრისხდები, რადგან ჩემ მიერ დადგენილი ადმინისტრაციული განკარგულებების პროგრამა ამ ეტაპამდე მივიდა. ნუ ჩათვლით, რომ მე არ გამაჩნია ლმობიერება. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც ადრე ვთქვი, არც ერთ საგანს, ადამიანს ან მოვლენას არ ძალუძს ჩემი წინსვლის შეფერხება. რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ, და ეს არის ჩემი არსი; უფრო მეტიც, ეს არის ჩემი ხასიათის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება. მე ყველას ერთნაირად ვეპყრობი, რადგან თქვენ ყველანი ჩემი ძენი ხართ და მე თითოეული თქვენგანი მიყვარს. რომელ მამას არ ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი ძის სიცოცხლეზე? რომელი მამა არ შრომობს თავდაუზოგავად, დღედაღამ, თავისი ძის მომავლისთვის? რომელმა თქვენგანმა იცის ეს? ვის შეუძლია იზრუნოს იმაზე, რაც ჩემს გულს სწადია? თქვენ გამუდმებით გეგმავთ ყველაფერს თქვენი ხორციელი სიამოვნებისთვის და სრულიად არ ითვალისწინებთ ჩემს გულს. თქვენზე დარდით გული მეკუმშება, მაგრამ თქვენ გამუდმებით ხორციელ სიამოვნებებს ხართ აყოლილნი — ჭამთ, სვამთ, გძინავთ და იმოსებით. ნუთუ ოდნავი სინდისიც აღარ გაგაჩნიათ? თუ ასეა, მაშინ თქვენ მხოლოდ მხეცები ხართ ადამიანის სამოსში. რასაც ვამბობ, არ არის გადამეტებული და თქვენ უნდა შეგეძლოთ ამ სიტყვების ატანა. ეს თქვენი ხსნის საუკეთესო გზაა და, უფრო მეტიც, სწორედ ამაში ვლინდება ჩემი სიბრძნე: სატანის სასიცოცხლო სისუსტეზე დარტყმა, მისი სრული დამარცხება და განადგურება. თუ მოინანიებ, მე დამეყრდნობი, რათა მოიშორო შენი ძველი ბუნება და ცხოვრებაში გამოავლინო ახალი ადამიანის სახე, სრულიად კმაყოფილი ვიქნები, რადგან ამგვარად შენ ცხოვრებაში გამოავლენ ნორმალურ ადამიანობას და მოწმობას გასცემ ჩემი სახელისთვის. არაფერი მანიჭებს ამაზე დიდ ბედნიერებას.
შენ ყოველთვის უნდა იყო ჩემთან ახლოს. აშკარაა, რომ ჩემი ტემპი დღითიდღე ჩქარდება. თუ თუნდაც ერთი წამით შეწყვეტ სულში თანაზიარებას, მაშინ ჩემი სამსჯავრო მყისიერად დაგატყდება თავს. ეს უკვე საფუძვლიანად გაქვს გაცნობიერებული. მე გგვემ არა იმიტომ, რომ არ მიყვარხარ; პირიქით, მე გმოძღვრავ შენ სიყვარულით. სხვაგვარად, შენ ვერ გაიზრდებოდი და მუდამ თავაშვებული და სულიწმიდის მიერ შეუბოჭავი იქნებოდი. ეს კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ჩემს სიბრძნეს.