თავი 45

საჯაროდ განიკითხავთ დებსა და ძმებს, თითქოს ეს არაფერი იყოს. ჭეშმარიტად ვერ ასხვავებთ კეთილსა და ბოროტს; სირცხვილის გრძნობა არ გაგაჩნიათ! განა ეს ქცევა უკიდურესად თავხედური, დაუფიქრებელი და თვითნებური არ არის? თითოეული თქვენგანი დაბნეული და დამძიმებულია; ამდენ დიდსა თუ მცირე ტვირთს ატარებთ და თქვენს გულში ადგილსაც არ მითმობთ. ბრმანო თქვენმა სისასტიკემ ასეთ უკიდურესობამდე მიაღწია — როდის დასრულდება ეს?

კვლავ და კვლავ გულით გესაუბრებით და გაძლევთ ყოველივეს, რაც გამაჩნია, მაგრამ ასეთი ძუნწები ხართ და ოდნავი ადამიანობაც კი არ გაგაჩნიათ; ამის გაგება ნამდვილად რთულია. რატომ ებღაუჭებით მუდამ საკუთარ წარმოდგენებს? რატომ არ ძალგიძთ, რომ ადგილი დამითმოთ თქვენში? როგორ შემიძლია, ზიანი მოგაყენოთ? აღარ განაგრძოთ ამგვარად მოქცევა — ჩემი დღე ნამდვილად აღარ არის შორს. ნუ საუბრობთ დაუფიქრებლად, ნუ იქცევით უგუნურად, ნუ ჩხუბობთ და ნუ ქმნით პრობლემებს თვითნებურად; რა სიკეთის მოტანა შეუძლია ამას თქვენი სიცოცხლისთვის? ჭეშმარიტებას გეუბნებით, ჩემი დღის დადგომისას ერთი ადამიანიც რომ არ გადარჩეს, საქმეებს მაინც ჩემი გეგმის მიხედვით აღვასრულებ. იცოდეთ, რომ მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი! ვერავითარი საგანი, ვერავითარი ადამიანი და ვერავითარი მოვლენა ვერ გაბედავს ჩემი წინსვლის შეფერხებას. ნუ ფიქრობთ მუდამ, რომ თქვენ გარეშე ჩემ ნებას ვერ აღვასრულებ. შემიძლია გითხრათ, რომ თუ საკუთარ სიცოცხლეს ასეთი ნეგატიური დამოკიდებულებით მოეპყრობი, მხოლოდ საკუთარ თავს დაიღუპავ; ეს მე არ შემეხება.

სულიწმიდის საქმე გარკვეულ ეტაპამდე წავიდა წინ და მოწმობამ პიკს მიაღწია. ეს არის ნათელი ჭეშმარიტება. სწრაფად გაახილეთ ბინდგადაკრული თვალები; არ დაუშვათ, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ამაოდ გავწირო თქვენთვის და ნუღარ გაანებივრებთ საკუთარ თავს. ყოველთვის მოგწონთ ჩემ წინაშე კეთილი საქმეების კეთება, მაგრამ როდესაც მე არ ვარ იქ, განა თქვენი ქმედებები და საქციელი გაუძლებს ჩემს მიერ გულდასმით შესწავლას? არ იცით, რა არის თქვენთვის სასიკეთო! უბრალოდ არ მისმენთ; ჩემ წინაშე ერთს აკეთებთ, ხოლო ჩემს ზურგს უკან — მეორეს. ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ, რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც ადამიანის დაფარულ გულს ჭვრეტს. თქვენ იმდენად უმეცარნი ხართ!

მოგვიანებით წინ მიმავალ გზაზე აღარ უნდა მიმართოთ მზაკვრულ ხრიკებს ან ჩაერთოთ სიცრუესა და მზაკვრობაში, სხვაგვარად შედეგები წარმოუდგენელი იქნება! ჯერ კიდევ არ გესმით ნათლად, რა არის სიცრუე და მზაკვრობა. ნებისმიერი ქმედება ან საქციელი, რომლის გულდასმით შესწავლის უფლებასაც არ მაძლევთ, რომლის სააშკარაოზე გამოტანაც არ ძალგიძთ, არის სიცრუე და მზაკვრობა. ახლა ეს უნდა გესმოდეთ! თუ მომავალში ჩაერთვებით სიცრუესა და მზაკვრობაში, ნუ მოიკატუნებთ თავს, თითქოს არ გესმით — თუ ამას აკეთებთ, შეგნებულად სჩადიხართ ბოროტებას და ორმაგად დამნაშავენი ხართ. ეს მხოლოდ იქამდე მიგიყვანთ, რომ ცეცხლში დაიწვებით ან კიდევ უარესი, საკუთარ თავს დაიღუპავთ. ნათლად გაიგეთ! ის, რაც დღეს თქვენზე გადმოდის, მხოლოდ სიყვარულით გამოწვეული გვემაა; ეს ნამდვილად არ არის უგულო სამსჯავრო. თუ ვერ შეძლებთ ამის სრულად გაცნობიერებას, მაშინ მეტისმეტად შესაბრალისნი ხართ და უბრალოდ ყოველგვარ იმედს მოკლებულნი. თუ არ გსურთ სიყვარულით გამოწვეული გვემა იგემოთ, მაშინ მხოლოდ უგულო სამსჯავროს წინაშე წარდგომა მოგიწევთ. როდესაც ეს მოხდება, ნუ დაიჩივლებთ, რომ არ გითხარით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ; პირიქით, ეს არის იმის შედეგი, რომ არ მოუსმინეთ ჩემს სიტყვებს და არ განახორციელეთ ისინი პრაქტიკაში. ამას ახლა ვხსნი, რათა მოგვიანებით ხალხმა არ დამადანაშაულოს.

წინა: თავი 44

შემდეგი: თავი 47

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება