თავი 4

ყოველ წამს უნდა ვიფხიზლოთ და ველოდოთ, ვიყოთ მშვიდნი სულით და ვეძიოთ სუფთა გულით. რაც არ უნდა შეგვემთხვეს, ბრმად არ უნდა შევიდეთ თანაზიარებაში. მხოლოდ ღვთის წინაშე უნდა დავდუმდეთ და მუდმივად გვქონდეს მასთან თანაზიარება, და მაშინ მისი განზრახვები აუცილებლად გაგვეცხადება. ჩვენს სულებში მუდამ უნდა გვქონდეს გამჭრიახობა და მახვილი და ძლიერი სულები. ღვთის თანდასწრებით უნდა ამოვხაპოთ ცოცხალი წყალი, რათა განვიგრილოთ და აღვიდგინოთ ჩვენი მწყურვალი გულები. მუდამ უნდა განვიწმინდოთ სატანური ხასიათისგან: თვითმართლობისგან, მედიდურობისგან, თვითდაჯერებულობისა და თვითკმაყოფილებისგან. გული უნდა გავხსნათ ღვთის სიტყვის მისაღებად, ვიმოქმედოთ მისი სიტყვის საფუძველზე, განვიცადოთ და დავრწმუნდეთ მის სიტყვაში, და მივაღწიოთ მისი სიტყვის გაგებას, რათა მისი სიტყვა ჩვენს სიცოცხლედ იქცეს; ეს არის ჩვენი მოწოდება! მხოლოდ მაშინ შევძლებთ გამარჯვებას, როდესაც ღვთის სიტყვით ვიცხოვრებთ!

ახლა ჩვენი წარმოდგენები მეტისმეტად ღრმად არის გამჯდარი, გვიყვარს საუბარი და ნაჩქარევად ვმოქმედებთ, არ შეგვიძლია სულის შესაბამისად მოქმედება. დღევანდელი დღე წარსულს აღარ ჰგავს. სულიწმიდის საქმე დიდი სისწრაფით მიიწევს წინ. ჩვენ ღვთის სიტყვა დეტალურად უნდა განვიცადოთ; ყოველი იდეა და ფიქრი, ყოველი მოძრაობა და რეაქცია ჩვენს გულებში ნათლად უნდა გავარჩიოთ. ვერაფერი, რასაც სხვის თვალწინ ან ზურგს უკან ვაკეთებთ, ვერ გაექცევა სამსჯავროს ქრისტეს ტახტის წინაშე. სულიწმიდა უფრო ღრმა განცდებისკენ გვიძღვება და ჩვენი განცდების მეშვეობით უფრო მეტად ვრწმუნდებით ყოვლისშემძლეში.

სამყაროს ღმერთმა აგვიხილა სულიერი თვალები და სულიერი საიდუმლოებანი განუწყვეტლივ გვეცხადება. ეძიეთ სუფთა გულით! იყავით მზად საფასურის გადასახდელად, მთელი გულით იარეთ წინ, იყავით მზად საკუთარი თავის უარსაყოფად, აღარ იყოთ ხარბნი, მიჰყევით სულიწმიდას და დატკბით ღვთის სიტყვით, და მაშინ გამოჩნდება საყოველთაო ახალი ადამიანი. სატანის აღსასრული ახლოვდება, ღვთის ნება აღსრულდება, მსოფლიოს ყველა ერი ქრისტეს სასუფევლად იქცევა და ქრისტე იმეფებს დედამიწაზე, უკუნითი უკუნისამდე!

წინა: თავი 3

შემდეგი: თავი 5

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება