თავი 32
რა არის ნათელი? წარსულში თქვენ სინამდვილეში სულიწმიდის საქმის ცვლილებას ნათლად მიიჩნევდით. ჭეშმარიტი ნათელი ყოველთვის არსებობს: ღვთის არსის შეცნობა ჩემთან მოახლოებით და ჩემთან თანაზიარებით; ღვთის სიტყვების წვდომა და ღვთის განზრახვების გაგება მის სიტყვებში — ანუ, მათი ჭამისა და სმის დროს, ღვთის სიტყვებში სულის განცდა და ღვთის სიტყვების საკუთარ თავებში მიღება; წვდომა იმისა, თუ რა არის იგი გამოცდილებით; და ღვთისგან ნათლის მოფენის მიღება მასთან თანაზიარების დროს —ყოველივე ეს არის ნათელი. აგრეთვე, განჭვრეტისა და ფიქრისას, თქვენ ნათელი გეფინებათ და ღვთის სიტყვებში ნებისმიერ დროს ახალ წვდომას მოიპოვებთ. თუ შენ ჩაწვდები ღვთის სიტყვას და იგრძნობ ახალ ნათელს, ნუთუ არ გექნება ძალა მსახურებაში? თქვენ ნამდვილად გტანჯავთ შფოთვა მსახურების გამო! ეს იმიტომ, რომ არ შეხებიხართ რეალობას და არ გაქვთ ნამდვილი გამოცდილება ან წვდომა. თუ ნამდვილი წვდომა გექნებოდა, ნუთუ არ გეცოდინებოდა, როგორ ემსახურო? როდესაც გარკვეული რაღაცეები ხდება შენს თავს, გულმოდგინედ უნდა გამოსცადო ისინი. თუ მარტივ და კომფორტულ გარემოშიც შეგიძლია იცხოვრო ღვთის სახის ნათელში, მაშინ ყოველდღე იხილავ ღვთის სახეს. თუ იხილავდი ღვთის სახეს და თანაზიარება გექნებოდა ღმერთთან, ნუთუ არ გექნებოდა ნათელი? თქვენ არ შედიხართ რეალობაში და მუდამ გარეგნულად იკვლევთ; შედეგად, ვერაფერს პოულობთ და თქვენი ცხოვრებისეული წინსვლა ფერხდება.
ნუ გაამახვილებ ყურადღებას გარეგანზე; ამის ნაცვლად, შინაგანად მიუახლოვდი ღმერთს, საკმარისად ღრმად გქონდეს თანაზიარება და ჩაწვდი ღვთის განზრახვებს. ნუთუ, მაშინ არ გექნება გზა შენს მსახურებაში? თქვენ ყურადღებით და გულმოდგინედ უნდა მოუსმინოთ ჩემს სიტყვებს. აკეთეთ ყოველივე მხოლოდ ჩემი სიტყვების მიხედვით და იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მივუთითებ. ნუთუ მაშინ არ გექნებათ გზა? თუ შენ იპოვი რეალობაში შესვლის გზას, მაშინ ღვთის მსახურების გზაც გექნება. ეს მარტივია! უფრო ხშირად მოდი ღვთის მყოფობაში, მეტი იფიქრე ღვთის სიტყვებზე და მიიღებ იმას, რაც გაკლია. აგრეთვე გექნება ახალი წვდომა, ახალი გაბრწყინება და ნათელი.