თავი 24
დრო სულ უფრო ახლოვდება. გაიღვიძეთ! ყველა წმინდანნო! გესაუბრებით თქვენ და ვინც მოისმენს, ისიც გაიღვიძებს. მე ვარ ღმერთი, რომლისაც ამდენი წლის განმავლობაში გწამდათ. დღეს ხორცშესხმული წარვსდექი თქვენ წინაშე, რათა გამოვავლინო, ვის ვუნდივარ სინამდვიეში, ვინ არის მზად ჩემთვის ნებისმიერი საფასური გაიღოს, ვინ უსმენს გულით ჩემს სიტყვას და ვინ არის მზად ჭეშმარიტება საქმით განახორციელოს. რადგან მე ვარ ყოვლისშემძლე ღმერთი — ვხედავ ადამიანის ყველა საიდუმლოს, რომლებიც სიბნელითაა მოცული, ვიცი, ვინ მეძიებს გულწრფელად და ვინ მეწინააღმდეგება. მე ყველაფერს ვაკვირდები.
ახლა, რაც შეიძლება მალე, მსურს შევქმნა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩემს განზრახვას შეესაბამება, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეძლებს ჩემი ტვირთის გაზიარებას. მაგრამ ვერ შევიკავებ თავს ჩემი ეკლესიის გაწმენდისა და განწმენდისგან; ეკლესია ჩემი გულია. მძულს ყველა ბოროტი ადამიანი, ვინც ხელს გიშლით ჩემი სიტყვის ჭამასა და სმაში. რადგან არსებობენ ადამიანები, რომელთაც სინამდვილეში არ ვუნდივარ. ისინი სავსენი არიან მზაკვრობით, არ მოდიან ჩემთან წრფელი გულით; ისინი ბოროტნი არიან და ხელს უშლიან ჩემი ნების აღსრულებას. ისინი არ ცხოვრობენ ჭეშმარიტების გზით. ეს ადამიანები სავსენი არიან თვითმართლობითა და ამპარტავნებით, მათ თავაშვებული ამბიციები აქვთ და უყვართ სხვებზე ზემოდან ყურება. მათი სიტყვები შეიძლება სასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ ფარულად ისინი არ აღასრულებენ ჭეშმარიტებას. ეს ბოროტი ადამიანები მოიკვეთებიან და წარიხოცებიან; უბედურებაში დაიტანჯებიან. ეს სიტყვები გაფრთხილებად და შეგონებად გეძლევათ, რათა მტკიცედ გაჰყვეთ იმ გზას, რომელიც ჩემს განზრახვებს შეესაბამება. ყოველთვის დაუბრუნდით თქვენს სულს, რადგან მე მიყვარს ისინი, ვისაც მთელი გულით ვუყვარვარ. რადგან თქვენ მე მომიახლოვდებით, მე დაგიფარავთ ბოროტთაგან; მტკიცედ დაგაფუძნებთ ჩემს სახლში და დაგიცავთ, რათა გზის დასასრულს მიაღწიოთ.