ხსნის ეპოქის მსახურების რეალური ისტორია
ჩემი მთელი მართვის გეგმა, რომელიც ექვსი ათასი წლის პერიოდს მოიცავს, სამ ეტაპად — ანუ სამ ეპოქად — იყოფა: დასაწყისის კანონის ეპოქად; ღვთიური მადლის ეპოქად (რომელიც ასევე ხსნის ეპოქაა); და უკანასკნელი დღეების სამეფოს ეპოქად. ამ სამ ეპოქაში ჩემი მოქმედება შინაარსით განსხვავდება თითოეული პერიოდის შესაბამისად, თუმცა ყოველ ეტაპზე იგი სრულდება კაცობრიობის საჭიროებათა მიხედვით — უფრო ზუსტად კი იმ მზაკვრული ხერხების გათვალისწინებით, რომლებსაც სატანა იყენებს იმ ბრძოლაში, რომელსაც მე მის წინააღმდეგ ვაწარმოებ. მიზანია სატანის დამარცხება, ჩემი სიბრძნისა და ყოვლისშემძლეობის წარმოჩენა, მისი ყველა მზაკვრული ხრიკის გამოაშკარავება და ამ გზით მთელი კაცობრიობის ხსნა, რომელიც დღემდე სატანის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება. ეს წარმოადგენს ჩემი სიბრძნისა და ყოვლისშემძლეობის გამოვლენას და სატანის აუტანელი სიმახინჯის გამჟღავნებას; უფრო მეტიც, ეს იმისთვის არის, რომ შექმნილ არსებებს მიეცეთ უნარი, მკაფიოდ გაარჩიონ კეთილი და ბოროტი, შეიცნონ, რომ მე ვარ ყოველთა უზენაესი მბრძანებელი, ნათლად დაინახონ, რომ სატანა კაცობრიობის მტერია — გახრწნილი და ბოროტი არსება — და სრული სიზუსტით შეძლონ განასხვაონ სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტება და სიცრუე, სიწმინდე და სიბილწე, დიდებულება და სიმდაბლე. ამგვარად, უმეცარი კაცობრიობა შეძლებს დამემოწმოს, რომ მე არ ვარ ის, ვინც რყვნის კაცობრიობას და მხოლოდ მე - შემოქმედს - შემიძლია კაცობრიობის ხსნა, შემიძლია ადამიანებს მივცე ის, რითაც მათ შეუძლიათ ტკბობა; ხოლო ისინი შეიცნობენ, რომ მე ვარ ყველაფრის უზენაესი მბრძანებელი და რომ სატანა მხოლოდ ერთ-ერთია იმ არსებებს შორის, რომლებიც მე შევქმენი და რომელმაც მოგვიანებით მიღალატა. ჩემი ექვსიათასწლიანი მართვის გეგმა დაყოფილია სამ ეტაპად და მე ამგვარად ვმოქმედებ იმისთვის, რომ მივაღწიო იმ მიზანს, რომ შექმნილ არსებებს მიეცეთ საშუალება, დამემოწმონ მე, გაიგონ ჩემი განზრახვები და იცოდნენ, რომ მე ვარ ჭეშმარიტება. ამგვარად, ჩემი ექვსიათასწლიანი მართვის გეგმის საწყის ეტაპზე მე აღვასრულე კანონის მსახურება—ის მსახურება, რომლის დროსაც იეჰოვა წინამძღოლობდა ხალხს. მეორე ეტაპი წარმოადგენდა იუდეის სოფლებში ღვთიური მადლის ეპოქის მსახურებას. იესო წარმოადგენს ღვთიური მადლის ეპოქის მთელ მსახურებას. იგი განკაცებული მობრძანდა, ჯვარზე იქნა გაკრული და სწორედ მან დაუდო დასაბამი ღვთიური მადლის ეპოქას. იგი ჯვარს ეცვა იმისათვის, რომ დაესრულებინა ხსნის მსახურება, დაეხურა კანონის ეპოქა და დაედო დასაბამი ღვთიური მადლის ეპოქისთვის; ამიტომ მას ეწოდა „უზენაესი მეთაური“, „ცოდვის მსხვერპლი“ და „მხსნელი“. შედეგად, იესოს მსახურება შინაარსით განსხვავდებოდა იეჰოვას მსახურებისგან, თუმცა პრინციპით ისინი ერთსა და იმავეს ემყარებოდა. იეჰოვამ დაიწყო კანონის ეპოქა, ჩაუყარა საფუძველი - საწყისი წერტილი - ღვთის საქმეს დედამიწაზე და გამოსცა კანონები და მცნებები. ეს არის ორი მსახურება, რომელიც მან შეასრულა და ისინი კანონის ეპოქას წარმოადგენენ. იესოს მიერ ღვთიური მადლის ეპოქაში შესრულებული მსახურება არ იყო მიმართული კანონების გამოცემისკენ, არამედ მათი შესრულებისკენ; ამით დაიწყო ღვთიური მადლის ეპოქა და დასრულდა კანონის ეპოქა, რომელიც ორი ათასწლეულის განმავლობაში არსებობდა. იგი იყო ახალი გზის გამკვალავი, რომელიც მოვიდა ღვთიური მადლის ეპოქის დასაწყებად, თუმცა მისი მსახურების ძირითადი არსი ხსნაში მდგომარეობდა. ამგვარად, მის მსახურებას ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: ერთი მხრივ — ახალი ეპოქის დაწყება, ხოლო მეორე მხრივ — ხსნის მსახურების დასრულება ჯვარცმის გზით, რის შემდეგაც იგი აღსრულდა. ამით დასრულდა კანონის ეპოქა და დაიწყო ღვთიური მადლის ეპოქა.
იესოს მიერ აღსრულებული მსახურება შეესატყვისებოდა იმ ეპოქის ადამიანის სულიერ მოთხოვნილებებს. მისი ამოცანა კაცობრიობის ხსნა და მათთვის ცოდვების მიტევება იყო; ამიტომ მისი განწყობა მთლიანად თავმდაბლობის, მოთმინების, სიყვარულის, ღვთისმოსაობის, შემწყნარებლობის, წყალობისა და სიკეთის ნაყოფს წარმოადგენდა. მან კაცობრიობას უხვი მადლი და კურთხევა მოუტანა და ყოველივე ის, რითაც ადამიანებს შეეძლოთ ტკბობა, მათ სასიხარულოდ უბოძა. მშვიდობა და ბედნიერება, შემწყნარებლობა და სიყვარული, მისი წყალობა და კაცთმოყვარეობა. იმ დროს ადამიანებს მრავალი რამით შეეძლოთ ტკბობა — გულში სიმშვიდითა და უსაფრთხოების განცდით, სულის სიმშვიდითა და მხსნელ იესოზე დამყარებული იმედით — და ეს ყველაფერი იმ ეპოქის ნაყოფი იყო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ღვთიური მადლის ეპოქაში ადამიანი უკვე სატანის მიერ იყო გარყვნილი; ამიტომ მთელი კაცობრიობის ხსნის საქმის აღსასრულებლად საჭირო იყო მადლის სიუხვე, უსაზღვრო მოთმინება და, მეტიც, კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად საკმარისი მსხვერპლი, რათა ეს საქმე შედეგიანი გამხდარიყო. ის, რაც კაცობრიობამ ღვთიური მადლის ეპოქაში იხილა, მხოლოდ ჩემი შესაწირავი იყო კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად — იესო. მათთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ღმერთი მოწყალე და შემწყნარებელია, და მათ თვალწინ მხოლოდ იესოს წყალობა და სიყვარული იდგა. ეს მთლიანად იმით იყო განპირობებული, რომ ისინი მადლის ეპოქაში იყვნენ დაბადებულნი. ამიტომ, ხსნამდე, მათ უნდა ეგემათ ის უხვი მადლი, რომელიც იესომ მათ უბოძა, რათა მისგან სარგებელი მიეღოთ. ამგვარად, მადლით ტკბობის მეშვეობით მათ შეეძლოთ ცოდვების მიტევება მიეღოთ, ხოლო იესოს სულგრძელობისა და მოთმინებით ტკბობით — გამოსყიდვის შესაძლებლობაც ჰქონოდათ. მხოლოდ იესოს სულგრძელობისა და მოთმინების წყალობით მოიპოვეს მათ უფლება მიეღოთ პატიება და ზიარებოდნენ იესოს მიერ ბოძებულ მადლის სიუხვეს. როგორც თავად იესომ თქვა, იგი მოვიდა არა მართალთა, არამედ ცოდვილთა გამოსასყიდად, რათა ცოდვილებს ცოდვები მიეტევოთ. თუ იესო განკაცებისას მოიტანდა განკითხვისა და წყევლის განწყობილებას და ადამიანის ცოდვათა შეუწყნარებლობას, მაშინ ადამიანს არასოდეს ექნებოდა ხსნის შესაძლებლობა და იგი სამუდამოდ ცოდვილად დარჩებოდა. ასე რომ ყოფილიყო, ექვსი ათასწლიანი მართვის გეგმა კანონის ეპოქაში შეჩერდებოდა და თავად კანონის ეპოქა ექვსი ათასი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა. ადამიანის ცოდვები გამუდმებით მოიმატებდა და უფრო დამძიმდებოდა, ხოლო კაცობრიობის შექმნა ფუჭი იქნებოდა. ადამიანები მხოლოდ კანონის თანახმად შეძლებდნენ იეჰოვას მსახურებას, ხოლო მათი ცოდვები პირველქმნილ ადამიანთა ცოდვებს გადააჭარბებდა. რაც უფრო მეტად უყვარდა იესოს კაცობრიობა, რაც უფრო მეტად მიუტევებდა მათ ცოდვებს და უხვად მოუვლენდა წყალობასა და კაცთმოყვარეობას, მით მეტად ეძლეოდათ ადამიანებს ხსნის შესაძლებლობა და ისინი იმ დაკარგულ ბატკნებად იწოდებოდნენ, რომლებიც იესომ დიდი მსხვერპლის ფასად იხსნა. სატანას არ შეეძლო ამ საქმეში ჩარევა, რადგან იესო თავის მიმდევრებს ისე ეპყრობოდა, როგორც მოსიყვარულე დედა ექცევა ჩვილს. იგი არასოდეს განრისხებულა მათზე, პირიქით, ითმენდა მათ ცოდვებს, თვალს ხუჭავდა მათ სისულელესა და უმეცრებაზე და იქამდეც კი მივიდა, რომ თქვა: „მიუტევეთ სხვებს სამოცდაათგზის შვიდჯერო.” ამგვარად გარდაიქმნებოდა სხვათა გულები მისი გულით და მხოლოდ ასე იღებდნენ ადამიანები ცოდვების მიტევებას მისი სულგრძელობის წყალობით.
მიუხედავად იმისა, რომ იესო თავის განკაცებაში სრულიად თავისუფალი იყო ხორციელი გრძნობებისგან, იგი განუწყვეტლივ ანუგეშებდა თავის მოციქულებს, ზრუნავდა მათზე, ეხმარებოდა და მხარს უჭერდა მათ. რაოდენ დიდი შრომაც არ უნდა გაეწია ან რაოდენ დიდი ტანჯვაც არ უნდა გადაეტანა, იგი არასოდეს აკისრებდა ადამიანებს ზედმეტ მოთხოვნებს, არამედ მუდამ მომთმენი და შემწყნარებელი იყო მათი ცოდვების მიმართ; იმდენად, რომ ღვთიური მადლის ეპოქის ხალხი სიყვარულით უწოდებდა მას „საყვარელ მხსნელ იესოს“. იმ დროის თითოეული ადამიანისათვის ყოველივე, რაც იესოში იყო და რაც მას ჰქონდა, წყალობა და სიკეთე იყო. მას არ ახსოვდა ადამიანთა ცოდვები და მისი მათდამი დამოკიდებულება არასოდეს ეფუძნებოდა მათ ცოდვებს. რადგან ეს სხვა ეპოქა იყო, იგი ხშირად უხვად უბოძებდა ადამიანებს საზრდოს, რათა ისინი დანაყრებულიყვნენ. იგი მადლით ეპყრობოდა ყველა თავის მიმდევარს: კურნავდა ავადმყოფებს, აძევებდა დემონებს და აღადგენდა მკვდრებს. ხოლო იმისათვის, რომ ხალხს ერწმუნა მისი და დაენახა, რომ ყოველივე, რასაც იგი აღასრულებდა, ჭეშმარიტად და გულწრფელად კეთდებოდა, ის იქამდე მივიდა, რომ ლპობად ქცეული გვამიც კი აღადგინა, რითაც უჩვენა მათ, რომ მის ხელში მკვდართაც შეეძლოთ გაცოცხლება. ამრიგად, იგი ჩუმად იტანდა და მათ შორის ასრულებდა თავის ხსნის მსახურებას. ჯერ კიდევ ჯვარცმამდე თავის თავზე აიღო კაცობრიობის ცოდვები და კაცობრიობის ცოდვათა მსხვერპლად შეიქნა. ჯერ კიდევ ჯვარცმამდე მან გახსნა გზა ჯვრისკენ კაცობრიობის ხსნისთვის. საბოლოოდ იგი ჯვარზე აცვეს, ჯვრისათვის თავი შესწირა და კაცობრიობას უბოძა მთელი თავისი წყალობა, კაცთმოყვარეობა და სიწმინდე. კაცობრიობის მიმართ იგი მუდამ შემწყნარებელი იყო და არასოდეს შურისმაძიებელი; მიუტევებდა მათ ცოდვებს, სინანულისკენ მოუწოდებდა და ასწავლიდა მოთმინებას, სულგრძელობასა და სიყვარულს, რათა მის კვალს გაჰყოლოდნენ და ჯვრისათვის თავი შეეწირათ. მისი სიყვარული ძმათა და დათა მიმართ უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი სიყვარული მარიამისადმი. ხოლო საქმე, რომელსაც იგი აღასრულებდა, ეფუძნებოდა სნეულთა განკურნებასა და ეშმაკთა განდევნას, ყოველივე ეს მისი ხსნისთვის. სადაც არ უნდა წასულიყო, იგი მადლით ეპყრობოდა ყველას, ვინც მისი მიმდევარი იყო. ღარიბებს ამდიდრებდა, კოჭლებს სიარულის შესაძლებლობას აძლევდა, ბრმებსა და ყრუებს მხედველობასა და სმენას უბრუნებდა. იგი თვით ყველაზე უქონელს, გაჭირვებულებსა და ცოდვილებსაც კი იწვევდა, რათა ერთად დამსხდარიყვნენ სუფრასთან; არასოდეს ერიდებოდა მათ, არამედ მუდამ მოთმინებას ავლენდა და ამბობდა კიდეც: „როდესაც მწყემსს ასი ცხვრიდან ერთი დაეკარგება, დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და წავა დაკარგულის საძებნელად; ხოლო როცა იპოვის მას, დიდად გაიხარებს“. მას თავისი მიმდევრები ისე უყვარდა, როგორც დედალ ცხვარს უყვარს თავისი ბატკნები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უგუნურნი და უმეცარნი იყვნენ და მის თვალში ცოდვილებად ითვლებოდნენ, და მეტიც — საზოგადოების ყველაზე მდაბიური წარმოშობის წევრებს წარმოადგენდნენ, იგი ამ ცოდვილებს — ადამიანებს, რომელთაც სხვები ზიზღით უყურებდნენ — თავისი თვალის ჩინად მიიჩნევდა. რადგან იგი მათდამი კეთილგანწყობით იყო, მათთვის თავისი სიცოცხლე შესწირა, ვითარცა ბატკანი შეწირულ იქნა სამსხვერპლოზე. იგი დადიოდა მათ შორის, ვითარცა მათი მსახური, აძლევდა მათ ნებას, რომ გამოეყენებინათ იგი და მოეკლათ კიდეც, უსიტყვოდ ემორჩილებოდა მათ. თავის მიმდევართათვის იგი იყო საყვარელი მხსნელი იესო; ხოლო ფარისევლების მიმართ, რომელნიც ხალხს კვარცხლბეკიდან ასწავლიდნენ, იგი არ იჩენდა წყალობასა და სიყვარულს, არამედ სიძულვილსა და გულისწყრომას ავლენდა. ფარისევლებთან მას ბევრი არაფერი აკავშირებდა, მხოლოდ ხანდახან თუ შეაჩვენებდა ან ამხელდა მათ; იგი არ ტრიალებდა მათ წრეში გამოსყიდვის მისიით და არც სასწაულებით აოცებდა მათ. სამაგიეროდ, მთელი თავისი მოწყალება და სითბო საკუთარ მიმდევრებს მიუძღვნა. ამ ცოდვილთა გამო იგი ბოლომდე ითმენდა ყველაფერს, ვიდრე ჯვარზე არ გააკრეს; მან ყოველი დამცირება საკუთარ თავზე იწვნია, სანამ კაცობრიობის გამოხსნა სისრულეში არ მოიყვანა. ეს იყო მისი ღვაწლის სრული სურათი.
იესოს ხსნის მსახურების გარეშე კაცობრიობა სამარადისოდ ცოდვაში დარჩებოდა და ცოდვის შთამომავლობად, დემონთა მოდგმად იქცეოდა; ხოლო ასე გაგრძელებისას მთელი სამყარო სატანის სამკვიდროდ გარდაიქმნებოდა, მის სავანედ. თუმცა, ხსნის საქმე მოითხოვდა კაცობრიობის მიმართ წყალობისა და სიკეთის გამოვლენას; მხოლოდ ასეთი საშუალებით შეეძლო კაცობრიობას მიეღო პატიება და საბოლოოდ მოეპოვებინა უფლება, ღვთისგან სრულყოფილებისა და სრულად მოპოვების. ამ ეტაპის გარეშე ექვსი ათასწლიანი მართვის გეგმა ვერ შეძლებდა წინსვლას. იესო ჯვარზე რომ არ ეცვათ და მხოლოდ ავადმყოფთა კურნებითა და დემონთა განდევნით შემოფარგლულიყო, ადამიანებს თავიანთი ცოდვები სრულად არ მიეტევებოდათ. იმ სამწელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც იესომ დედამიწაზე თავისი მსახურების აღსრულებაში გაატარა, მან ხსნის საქმის მხოლოდ ნახევარი დაასრულა; შემდეგ ჯვარზე გაკვრითა და და ცოდვილი ხორცის მსგავსად ქცევით, მან დაასრულა ჯვარცმის საქმე და დაეუფლა კაცობრიობის ბედისწერას. მხოლოდ მას შემდეგ იხსნა კაცობრიობა, რაც იგი სატანის ხელში იქნა გადაცემული. ამ ქვეყნად მან ოცდაცამეტნახევარი წელი გაატარა ტანჯვაში; ითმენდა დაცინვას, ცილისწამებასა და განდგომას, იქამდეც კი, რომ თავშესაფარიც კი არ გააჩნდა და მოსასვენებელი ადგილი არ ებადა; ბოლოს კი ჯვარს აცვეს და მისი მთელი არსება — წმინდა, უბიწო სხეული — ძელზე გააკრეს.მან ყველანაირი სახის ტანჯვას გაუძლო. ძალაუფლების მქონეები დასცინოდნენ და მათრახებს ურტყამდნენ, ხოლო ჯარისკაცები სახეშიც კი აფურთხებდნენ; იგი დუმილს ინარჩუნებდა და ბოლომდე იტანდა, უპირობოდ დაემორჩილა სიკვდილამდე დაამით მთელი კაცობრიობა იხსნა. მხოლოდ ამის შემდგომ ეზიარა იგი წმიდა განსვენებას. საქმეები, რომლებიც იესომ აღასრულა, მხოლოდ ღვთიური მადლის ეპოქას განეკუთვნება; ისინი არ წარმოადგენს კანონის ეპოქას და არც უკანსკნელი დღეების მსახურებას ცვლის. ეს არის იესოს მსახურების არსი ღვთიური მადლის ეპოქაში — მეორე ეპოქაში, რომელიც კაცობრიობამ გამოიარა, ანუ ხსნის ეპოქაში.