ღვთის საქმის ხედვა (2)

მადლის ეპოქაში მონანიების სახარება იქადაგებოდა და თუკი ადამიანი ირწმუნებდა, მას უალი გამოისყიდდა. დღეს გამოსყიდვის ნაცვლად საუბარია მხოლოდ ადამიანის მოქცევასა და სრულყოფაზე. არასოდეს თქმულა, რომ თუ ერთი ადამიანი ირწმუნებს, მისი მთელი ოჯახი კურთხეულ იქნება ან რომ ერთხელ გადარჩენილი სამუდამოდ გადარჩენილია. დღეს ამ სიტყვებს აღარავინ ამბობს და ეს ყოველივე მოძველებულია. იმ დროს იესოს საქმე მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე იყო. ყველას, ვინც მას ირწმუნებდა, ცოდვები მიეტევებოდა; თუკი ირწმუნებდი მას, ის გამოგისყიდიდა; თუ ირწმუნებდი მას, აღარ იქნებოდი ცოდვის ტყვეობაში და გათავისუფლდებოდი ცოდვებისგან. სწორედ ამას ნიშნავდა გამოსყიდვა და რწმენით გამართლება. თუმცა მათში, ვინც ირწმუნა, მაინც რჩებოდა ღვთისადმი ამბოხება და წინააღმდეგობა, რაც ჯერ კიდევ ნელ-ნელა უნდა აღმოფხვრილიყო. გამოსყიდვა ნიშნავდა არა იმას, რომ ადამიანი სრულად იყო მოპოვებული იესოს მიერ, არამედ იმას, რომ ადამიანი აღარ იყო ცოდვის ტყვეობაში და მას მიეტევა ცოდვები. თუკი ირწმუნებდი უფალს, ცოდვას არ დაემონებოდი. იმ დროს იესომ აღასრულა ბევრი ისეთი საქმე, რომელიც გაუგებარი იყო მისი მოწაფეებისთვის და თქვა ბევრი ისეთი რამ, რაც ადამიანს არ ესმოდა. ეს იმიტომ, რომ იმ დროს მას არავითარი განმარტება არ მიუცია. ამგვარად, მისი წასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მათემ შეადგინა იესოს გენეალოგია; სხვებმაც შეასრულეს ბევრი ისეთი საქმე, რომელიც ადამიანის ნებიდან გამომდინარეობდა. იესო მოვიდა არა ადამიანის სრულსაყოფად და მოსაპოვებლად, არამედ საქმის ერთი ეტაპის აღსასრულებლად: ცათა სასუფევლის სახარების მოსატანად და ჯვარცმის საქმის დასასრულებლად. და ამგვარად, როგორც კი იესო ჯვარს აცვეს, მისი საქმე სრულად დასრულდა. მაგრამ ამჟამინდელ ეტაპზე — ადამიანის მოქცევის საქმესთან მიმართებაში — მეტი სიტყვა უნდა ითქვას, მეტი საქმე უნდა შესრულდეს და მრავალი პროცესი უნდა წარიმართოს. ასევე უნდა გაცხადდეს იესოსა და იეჰოვას საქმის საიდუმლოებები, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს ნათელი და მკაფიო წარმოდგენა თავის რწმენაზე, რადგან ეს არის უკანასკნელი დღეების საქმე, ხოლო უკანასკნელი დღეები ღვთის საქმის დაგვირგვინება და საქმის დასრულების ჟამია. საქმის ეს ეტაპი შენთვის სრულიად ნათელს გახდის იეჰოვას რჯულსა და იესოს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვას და ძირითადად იმას ემსახურება, რათა შეიცნო ღვთის ექვსიათასწლოვანი მართვის გეგმის მთელი საქმე, ჩაწვდე მის მნიშვნელობასა და არსს, გაიგო იესოს მიერ აღსრულებული მთელი საქმისა და მისი თიოეული სიტყვის მიზანი და ბოლომდე გაიაზრო ბიბლიისადმი შენი ბრმა რწმენა და თაყვანისცემა. ყოველივე ამის საფუძვლიანად გაგების შესაძლებლობა სწორედ ახლა მოგეცემა. შეიცნობ როგორც იესოს მიერ აღსრულებულ საქმეს, ისე ღვთის დღევანდელ საქმეს; გაიგებ და იხილავ მთელ ჭეშმარიტებას, სიცოცხლესა და გზას. რატომ წავიდა იესო ისე, რომ თავისი საქმე ბოლომდე არ მიუყვანია? იმიტომ, რომ იესოს საქმის ეტაპი არ იყო დასკვნითი საქმე. როდესაც ის ჯვარს აცვეს, მისი სიტყვებიც დასრულდა; ჯვარცმის შემდეგ მისი საქმე სრულად აღესრულა. ეს არ ჰგავდა მიმდინარე ეტაპს, როდესაც ღვთის საქმე მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, როცა სიტყვები ბოლომდე ითქმება და მთელი მისი საქმე დაგვირგვინდება. იესოს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ბევრი რამ დარჩა უთქმელი ან ბოლომდე გამოუთქმელი. თუმცა იესოს არ ადარდებდა, იყო თუ არა მისი სიტყვები სრულყოფილად გამოხატული, რადგან მისი მსახურება არ ყოფილა სიტყვიერი და ამიტომ ის წავიდა ჯვარცმის შემდეგ. საქმის ის ეტაპი ძირითადად ჯვარცმას უკავშირდებოდა და განსხვავდება ამჟამინდელი ეტაპისგან. საქმის ამჟამინდელი ეტაპი ძირითადად დასრულების, მოწერიგებისა და მთელი საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნით ხორციელდება. თუ სიტყვები ბოლომდე არ ითქმება, ამ საქმის დასრულება შეუძლებელი იქნება, რადგან საქმის ამ ეტაპზე ყოველივე სიტყვების მეშვეობით სრულდება და აღესრულება სიტყვების გამოყენებით. იმ დროს იესომ აღასრულა ბევრი ისეთი საქმე, რომელიც გაუგებარი იყო ადამიანისთვის. ის ჩუმად წავიდა და დღესაც ბევრია ისეთი, ვისაც არ ესმის მისი სიტყვები. მათი გაგება მცდარია, თუმცა მაინც სწორი ჰგონიათ და არ იციან, რომ ცდებიან. უკანასკნელი ეტაპი ღვთის საქმეს სრულად დაასრულებს და დააგვირგვინებს. ყველა გაიგებს და შეიცნობს ღვთის მართვის გეგმას. ადამიანის წარმოდგენები, განზრახვები, მცდარი გაგება, წარმოდგენები იეჰოვასა და იესოს საქმის შესახებ, შეხედულებები არამორწმუნეთა შესახებ და მისი ყველა სხვა დამახინჯებული წარმოდგენა გამოსწორდება. ადამიანი შეიმეცნებს ცხოვრების ყველა სწორ გზას, ღვთის მიერ აღსრულებულ მთელ საქმესა და ჭეშმარიტებას. როდესაც ეს მოხდება, საქმის ეს ეტაპი დასრულდება. იეჰოვას საქმე სამყაროს შექმნა იყო, ეს იყო დასაბამი; საქმის ეს ეტაპი კი საქმის დასასრულია და შეჯამება. დასაწყისში ღვთის საქმე ისრაელის რჩეულთა შორის აღსრულდა და ეს იყო გარდამტეხი საქმე წმინდათა შორის წმინდა ადგილას. საქმის უკანასკნელი ეტაპი კი ყველაზე არაწმინდა ქვეყანაში ხორციელდება, რათა განისაჯოს სამყარო და აღესრულოს ეს ჟამი. პირველ ეტაპზე ღვთის საქმე ყველაზე ნათელ ადგილას ხორციელდებოდა, სრულდებოდა, უკანასკნელი ეტაპი კი - ყველაზე ბნელ ადგილას, ეს სიბნელე განიდევნება, გამოჩნდება ნათელი და მთელი კაცობრიობა დაემორჩილება მას. როდესაც ამ ყველაზე არაწმინდა და ბნელი ადგილის მკვიდრნი დაემორჩილებიან მას და მთელი მოსახლეობა აღიარებს, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც არის ჭეშმარიტი ღმერთი და როცა თითოეული ადამიანი სრულად დარწმუნდება ამაში, შემდეგ სწორედ ეს ფაქტი იქნება გამოყენებული მთელი სამყაროს დასამორჩილებლად. საქმის ეს ეტაპი საჩვენებელია: როგორც კი დასრულდება ამ ეპოქის საქმე, ექვსი ათასი წლის მართვის საქმეც სრულად დასრულდება. მას შემდეგ, რაც ყველაზე ბნელ ადგილას მყოფნი იქნებიან დამორჩილებულნი, ცხადია, რომ ყველგან ასე მოხდება. ამდენად, დამორჩილების საქმეს აქვს საჩვენებელი დატვირთვა. ჩინეთი განასახიერებს სიბნელის ყველა ძალას, ხოლო ჩინელი ხალხი წარმოადგენს ყველას, ვინც ხორციელი, სატანისეული და ცოდვილი ბუნებისაა. სწორედ ჩინელი ხალხი გაიხრწნა ყველაზე მეტად დიდი წითელი დრაკონის მიერ, სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ყველაზე მეტად ღმერთს, მათი ადამიანობა ყველაზე მდაბალი და უწმინდურია; ამიტომ ისინი ყველა გახრწნილი ადამიანის არქეტიპს წარმოადგენენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებს საერთოდ არ აქვთ პრობლემები; ადამიანის წარმოდგენები ყველგან ერთნაირია და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების ხალხს შეიძლება კარგი სულიერი მონაცემები ჰქონდეს, თუ ისინი არ იცნობენ ღმერთს, მაშინ აუცილებლად ეწინააღმდეგებიან მას. ებრაელებიც რატომ ეწინააღმდეგებოდნენ და უჯანყდებოდნენ ღმერთს? რატომ ეწინააღმდეგებოდნენ მას ფარისევლებიც? რატომ უღალატა იუდამ იესოს? იმ დროს ბევრი მოწაფე არ იცნობდა იესოს. რატომ არ ირწმუნა ადამიანმა იგი მას შემდეგაც კი, რაც იესო ჯვარს აცვეს და მკვდრეთით აღდგა? განა ადამიანის ურჩობა ყველგან ერთნაირი არ არის? უბრალოდ ჩინელი ხალხი მაგალითად არის მოყვანილი; როდესაც მათ ღმერთი მოაქცევს, ისინი სხვებისთვის ეტალონებად, ნიმუშებად და ორიენტირებად იქცევიან და სხვათათვის სახელმძღვანელოდ გამოდგებიან. რატომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ჩემი მართვის გეგმის დამატება ხართ? სწორედ ჩინელ ხალხში ვლინდება ყველაზე სრულყოფილად და მთელი თავისი მრავალფეროვნებით გახრწნილება, უწმინდურება, უსამართლობა, წინააღმდეგობა და ურჩობა. ერთი მხრივ, მათ აქვთ მწირი სულიერი მონაცემები, მეორე მხრივ კი, მათი ცხოვრება და აზროვნება ჩამორჩენილია, ხოლო მათი ჩვევები, სოციალური გარემო, ოჯახი, სადაც დაიბადნენ — ყოველივე ღარიბი და ძალიან ჩამორჩენილია. მათი სტატუსიც დაბალია. ამ ადგილას შესრულებული საქმე საჩვენებელია და მას შემდეგ, რაც ეს საცდელი საქმე სრულად განხორციელდება, ღვთის შემდგომი საქმე ბევრად უფრო მარტივი იქნება. როდესაც საქმის ეს ეტაპი აღესრულება, შემდგომი საქმე სულაც აღარ იქნება რთული. როგორც კი საქმის ეს ეტაპი დასრულდება, დიდი წარმატება იქნება მიღწეული და მოქცევის საქმე მთელ სამყაროში სრულად აღესრულება. რეალურად, როგორც კი თქვენ შორის საქმე წარმატებით დაგვირგვინდება, ეს მთელ სამყაროში მიღწეული წარმატების ტოლფასი იქნება. სწორედ ამიტომ გაქციეთ ეტალონად და ნიმუშად. ურჩობა, წინააღმდეგობა, უწმინდურება, უსამართლობა — ყოველივე ეს ამ ხალხშია თავმოყრილი; მათშია წარმოდგენილი კაცობრიობის მთელი ურჩობა. ისინი მართლაც გამორჩეულნი არიან ამ მხრივ. ამრიგად, ისინი მოქცევის განსახიერებად არიან მიჩნეულნი და როგორც კი მათ მოქცევენ, ბუნებრივია, სხვებისთვის ნიმუშებად და ეტალონებად იქცევიან. არაფერი იყო იმაზე უფრო სიმბოლური, ვიდრე პირველი ეტაპის ისრაელში განხორციელება. ისრაელიანები მთელ კაცობრიობაში ყველაზე წმინდანი და ყველაზე ნაკლებად გახრწნილნი იყვნენ, ამიტომ ამ მიწაზე გარდამტეხი საქმის აღსრულებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის წინაპრები ისრაელიდან იყვნენ და რომ ისრაელი ღვთის საქმის აკვანი იყო. დასაწყისში ეს ხალხი ყველაზე წმინდა იყო; ყველა მათგანი თაყვანს სცემდა იეჰოვას და მათზე აღსრულებულ ღვთის საქმეს შეეძლო უდიდესი შედეგების გამოღება. მთელი ბიბლია ორი ეპოქის საქმეს აღწერს: ერთი იყო რჯულის ეპოქის საქმე, ხოლო მეორე — მადლის ეპოქის საქმე. ძველი აღთქმა აღწერს ისრაელიანთა მიმართ წარმოთქმულ იეჰოვას სიტყვებს და ისრაელში აღსრულებულ მის საქმეს; ახალი აღთქმა აღწერს იესოს საქმეს იუდეაში. მაგრამ რატომ არ არის ბიბლიაში წარმოდგენილი არცერთი ჩინური სახელი? იმიტომ, რომ ღვთის საქმის პირველი ორი ნაწილი ისრაელში განხორციელდა, რადგან ისრაელის ხალხი რჩეული იყო — რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პირველებმა მიიღეს იეჰოვას საქმე. ისინი მთელ კაცობრიობაში ყველაზე ნაკლებად გახრწნილნი იყვნენ და თავდაპირველად მათი გულები ღვთისკენ იყო მიმართული; ასევე მათ ჰქონდათ ღვთისმოშიში გულები. ისინი ემორჩილებოდნენ იეჰოვას სიტყვებს, ყოველთვის ტაძარში მსახურებდნენ, ატარებდნენ სამღვდელო სამოსს ან გვირგვინებს. ისინი იყვნენ პირველი ხალხი, ვინც თაყვანი სცა ღმერთს და მისი საქმის პირველი ობიექტი გახდა. ეს ხალხი მთელი კაცობრიობისთვის ნიმუშსა და ეტალონს წარმოადგენდა. ისინი იყვნენ წმინდა, მართალი ხალხის ნიმუშები და ეტალონები. ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ იობი, აბრაამი, ლოტი, პეტრე ან ტიმოთე — ყველა მათგანი ისრაელიანი იყო და ყველაზე წმინდა ნიმუშებსა და ეტალონებს წარმოადგენდნენ. ისრაელი იყო პირველი ერი კაცობრიობაში, რომელმაც თაყვანი სცა ღმერთს და აქედან უფრო მეტი მართალი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. ღმერთი მოქმედებდა მათზე, რათა მომავალში უკეთ შესძლებოდა მთელი დედამიწის კაცობრიობის მართვა. აღირიცხა მათი საქმეები და ის მართალი ქმედებები, რომლებსაც ისინი იეჰოვას თაყვანისცემისას ასრულებდნენ, რათა მადლის ეპოქაში ისრაელის მიღმა მყოფი ხალხისთვის ნიმუშებად და ეტალონებად ქცეულიყო; მათმა ქმედებებმა ხელი შეუწყო რამდენიმე ათასწლოვანი საქმის შენარჩუნებას ზუსტად დღევანდელ დღემდე.

სამყაროს შექმნის შემდეგ ღვთის საქმის პირველი ეტაპი ისრაელში აღესრულა; ამგვარად, ისრაელი იყო დედამიწაზე ღვთის საქმის აკვანი და საფუძველი. იესოს საქმე მთელ იუდეას სწვდებოდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში იუდეის გარეთ ძალიან ცოტამ თუ იცოდა ამის შესახებ, რადგან მას იუდეის მიღმა არავითარი საქმე არ აღუსრულებია. დღეს ღვთის საქმე გადმოტანილ იქნა ჩინეთში და მხოლოდ მის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე ჩინეთის გარეთ არავითარი საქმე არ იწყება; მისი გავრცელება ჩინეთის მიღმა წარმოადგენს საქმეს, რომელიცმოგვიანებით აღსრულდება. საქმის ეს ეტაპი იესოს საქმის ეტაპს მოსდევს. იესომ აღასრულა კაცობრიობის გამოსყიდვის საქმე და აღნიშნული ეტაპი წარმოადგენს საქმეს, რომელიც მას მოსდევს; გამოსყიდვის საქმე აღსრულებულია და ამ ეტაპზე სულიწმიდის მიერ ჩასახვის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან საქმის ეს ეტაპი არ ჰგავს წინა ეტაპს და ჩინეთი კიდევ უფრო ნაკლებად ჰგავს ისრაელს. იესომ აღასრულა საქმის ერთი ეტაპი — გამოსყიდვის საქმე. ადამიანმა იხილა იესო და მალევე მისი საქმე წარმართებში გავრცელდა. დღეს ამერიკაში, გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელსაც სწამს ღმერთი, მაშ, რატომ არის ჩინეთში მორწმუნეთა რაოდენობა უფრო მცირე? იმიტომ, რომ ჩინეთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა. შესაბამისად, ჩინეთმა ყველაზე ბოლოს მიიღო ღვთის გზა და ას წელზე ნაკლებია გასული მას შემდეგ, რაც ეს მოხდა — ბევრად უფრო გვიან, ვიდრე ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში. ღვთის საქმის უკანასკნელი ეტაპი ჩინეთის მიწაზე ხორციელდება, რათა ღვთის საქმე დასრულდეს და მთელი მისი საქმე აღსრულდეს. ისრაელში ყველა იეჰოვას უწოდებდა უფალს. იმ დროს ისინი მას თავიანთი ოჯახის თავად მიიჩნევდნენ და მთელი ისრაელი იქცა ერთ დიდ ოჯახად, სადაც ყველა თაყვანს სცემდა უფალ იეჰოვას. იეჰოვას სული ხშირად ეცხადებოდა მათ, ესაუბრებოდა, თავის ხმას აგონებდა მათ და ღრუბლის სვეტისა და ხმის მეშვეობით წარმართავდა მათ ცხოვრებას. იმ დროს სული უშუალოდ წინამძღოლობდა ისრაელს, ესაუბრებოდა და თავის ხმას აწვდენდა ხალხს; ისინი კი ხედავდნენ ღრუბლებს და ესმოდათ ქუხილის ხმა; ამგვარად ის წარმართავდა მათ ცხოვრებას რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში. ამიტომ მხოლოდ ისრაელის ხალხი სცემდა ყოველთვის თაყვანს იეჰოვას. მათ სწამთ, რომ იეჰოვა მათი ღმერთია და რომ ის არ არის წარმართთა ღმერთი. ეს არ არის გასაკვირი: ბოლოს და ბოლოს, იეჰოვა მათ შორის თითქმის ოთხი ათასი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ჩინეთის მიწაზე ათასობით წლის ლეთარგიული ძილის შემდეგ მხოლოდ ახლა გაიგეს გადაგვარებულებმა, რომ ცა, მიწა და ყოველივე ბუნებრივად კი არ წარმოშობილა, არამედ შემოქმედის მიერ შეიქმნა. რადგან ეს სახარება საზღვარგარეთიდან შემოვიდა, ფეოდალური, რეაქციული აზროვნების მქონე ადამიანები მიიჩნევენ, რომ ყველანი, ვინც ამ სახარებას იღებს, მოღალატეები არიან, ისინი არიან ძაღლები, რომლებმაც უღალატეს ბუდას, თავიანთ წინაპარს. ბევრი ასეთი ფეოდალური აზროვნების მქონე იმასაც კი კითხულობს: „როგორ შეუძლია ჩინელ ხალხს ირწმუნოს უცხოელთა ღმერთი? განა ისინი არ ღალატობენ თავიანთ წინაპრებს? განა ისინი ბოროტებას არ სჩადიან?“ დღეს ადამიანებს დიდი ხანია დაავიწყდათ, რომ იეჰოვა მათი ღმერთია. მათ დიდი ხანია გონებიდან ამოიშალეს შემოქმედი და, შესაბამისად, სწამთ ევოლუციის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა და რომ ბუნებრივი სამყარო თავისთავად გაჩნდა. მთელ იმ კარგ საკვებს, რომლითაც კაცობრიობა ტკბება, ბუნება გვაძლევს, ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს თავისი კანონზომიერებები აქვს და სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ ღმერთი ფლობს მეუფებას ყველაფერზე. ბევრი ათეისტიც კი მიიჩნევს, რომ ღვთის მეუფება ყველაფერზე ცრურწმენაა და არ გააჩნია მეცნიერული საფუძველი. მაგრამ შეუძლია კი მეცნიერებას ღვთის საქმის ჩანაცვლება? შეუძლია კი მეცნიერებას კაცობრიობაზე მეუფების ფლობა? ათეიზმის მიერ მართულ ქვეყანაში სახარების ქადაგება ადვილი საქმე არ არის და ის დიდ დაბრკოლებებს აწყდება. დღეს განა ბევრი ადამიანი ამგვარად არ ეწინააღმდეგება ღმერთს?

როდესაც იესო მოვიდა თავისი საქმის აღსასრულებლად, ბევრმა ადამიანმა შეადარა მისი საქმე იეჰოვას საქმეს და რადგან შეუსაბამოდ მიიჩნიეს, იესო ჯვარს აცვეს. რატომ ვერ იპოვეს მათ ვერავითარი შესაბამისობა მათ საქმეთა შორის? ნაწილობრივ იმიტომ, რომ იესომ ახალი საქმე აღასრულა და ასევე იმიტომ, რომ სანამ იესო თავის საქმეს დაიწყებდა, არავის შეუდგენია მისი „გენეალოგია“. კარგი იქნებოდა, ვინმეს რომ შეედგინა — მაშინ ვინ აცვამდა იესოს ჯვარს? მათეს რომ იესოს გენეალოგია რამდენიმე ათეული წლით ადრე შეედგინა, მაშინ იესო ასეთ დიდ დევნას არ განიცდიდა. განა ასე არ არის? როგორც კი ადამიანები წაიკითხავდნენ იესოს გენეალოგიას — რომ ის იყო აბრაამის ძე და დავითის შთამომავალი — მაშინ ისინი აღარ დაუწყებდნენ მას დევნას. განა სამწუხარო არ არის, რომ მისი გენეალოგია ძალიან გვიან შეადგინეს? და რა სამწუხაროა, რომ ბიბლია ღვთის საქმის მხოლოდ ორ ეტაპს აღწერს: ერთ ეტაპს, რომელიც რჯულის ეპოქის საქმე იყო და მეორეს, რომელიც მადლის ეპოქის საქმეს წარმოადგენდა; ერთ ეტაპს, რომელიც იეჰოვას საქმე იყო და მეორეს, რომელიც იესოს საქმე იყო. რამდენად უკეთესი იქნებოდა, დიდ წინასწარმეტყველს რომ ეწინასწარმეტყველა დღევანდელი საქმე. ბიბლიას ექნებოდა დამატებითი ნაწილი სათაურით „უკანასკნელ დღეთა საქმე“ — განა ეს ბევრად უკეთესი არ იქნებოდა? რატომ უნდა განიცადოს ადამიანმა ამდენი ტანჯვა დღეს? თქვენ ასე ძალიან დაიტანჯეთ! თუ ვინმე სიძულვილს იმსახურებს, ესენი ესაია და დანიელი არიან, რადგან მათ არ იწინასწარმეტყველეს უკანასკნელი დღეების საქმე, და თუ ვინმე დასადანაშაულებელია, ესენი ახალი აღთქმის მოციქულები არიან, რომლებმაც წინასწარ არ შეადგინეს მეორედ განკაცებული ღვთის გენეალოგია. რა სამწუხაროა ეს! მტკიცებულებების ყველგან ძიება გიწევთ და სიტყვების მცირე ფრაგმენტების პოვნის შემდეგაც კი არ იცით, ემთხვევა თუ არა ისინი ერთმანეთს. რა უხერხულია! რატომ არის ღმერთი ასეთი ფარული თავის საქმეში? დღეს ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ უპოვია დამაჯერებელი მტკიცებულება, თუმცა არც მისი უარყოფა შეუძლიათ. მაშ, რა უნდა ქნან? მათ არ ძალუძთ მტკიცედ გაჰყვნენ ღმერთს, მაგრამ ვერც ასეთი ეჭვით წავლენ წინ. ამიტომ ბევრი „ჭკვიანი და ნიჭიერი სწავლული“ ღვთის მიყოლისას „ვცდი და ვნახავ“ დამოკიდებულებას ირჩევს. ეს მეტისმეტად დამღლელია! განა ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი არ იქნებოდა, მათეს, მარკოზს, ლუკასა და იოანეს მომავლის წინასწარმეტყველება რომ შეძლებოდათ? უკეთესი იქნებოდა, იოანეს სასუფეველში ცხოვრების რეალური ვითარება რომ ეხილა — რა სამწუხაროა, რომ მას მხოლოდ ხილვები ჰქონდა და არ უნახავს რეალური საქმე, რომელიც დედამიწაზე განხორციელდა. მართლაც რა სამწუხაროა! რა სჭირს ღმერთს? რატომ მოვიდა ახლა ჩინეთში მას შემდეგ, რაც მისი საქმე ასე კარგად წარიმართა ისრაელში; რატომ გახდა საჭირო მისი განკაცება და პირადად მის მიერ საქმის აღსრულება და ცხოვრება ადამიანთა შორის? ღმერთი მეტისმეტად უყურადღებოა ადამიანის მიმართ! მან არა მხოლოდ წინასწარ არ აცნობა ადამიანს, არამედ მოულოდნელად მოიტანა თავისი გაკიცხვა და სამსჯავრო. ეს მართლაც მოკლებულია ყოველგვარ აზრს! როდესაც ღმერთი პირველად განკაცდა, მან ბევრი გასაჭირი გადაიტანა იმის გამო, რომ წინასწარ არ აცნობა ადამიანს მთელი რეალური ისტორია. განა შეიძლებოდა, რომ მას ეს დავიწყებოდა? მაშ, რატომ არ აუწყებს ადამიანს ამჯერადაც? რა სამწუხაროა, რომ დღეს ბიბლიაში მხოლოდ სამოცდაექვსი წიგნია. კიდევ ერთი რომ ყოფილიყო, რომელიც უკანასკნელი დღეების საქმეს იწინასწარმეტყველებდა, ეს საკმარისი იქნებოდა! განა ასე არ ფიქრობ? იეჰოვას, ესაიასა და დავითსაც კი არ უხსენებიათ დღევანდელი საქმე. ისინი კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაშორებულნი აწმყოს, ოთხი ათას წელზე მეტი ხნით. არც იესოს უწინასწარმეტყველებია სრულად დღევანდელი საქმე, მხოლოდ ცოტა ისაუბრა მასზე და ადამიანს მაინც არასაკმარისად მიაჩნია მტკიცებულებები. თუ დღევანდელ საქმეს წარსულს შეადარებ, როგორ შეიძლება ეს ორი ერთმანეთს ემთხვეოდეს? იეჰოვას საქმის ეტაპი ისრაელისკენ იყო მიმართული, ამიტომ თუ დღევანდელ საქმეს მას შეადარებ, კიდევ უფრო დიდი შეუსაბამობა იქნება; ამ ორის ერთმანეთთან შედარება უბრალოდ შეუძლებელია. არც ისრაელიდან ხარ და არც ებრაელი ხარ; შენი სულიერი მონაცემები და ყველაფერი, რაც შენ გეხება, ნაკლოვანია — როგორ შეგიძლია საკუთარი თავი მათ შეადარო? შესაძლებელია კი ეს? იცოდე, რომ დღეს სასუფევლის ეპოქაა და ის განსხვავდება რჯულის ეპოქისა და მადლის ეპოქისგან. ნებისმიერ შემთხვევაში ნუ ეცდები ფორმულის მორგებას; ღმერთს ვერცერთ ასეთ ფორმულაში ვერ იპოვი.

როგორ ცხოვრობდა იესო დაბადებიდან 29 წლის განმავლობაში? ბიბლია არაფერს ამბობს მის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე; იცი კი, როგორი იყო ისინი? შეიძლება, რომ მას არ ჰქონოდა ბავშვობა ან ახალგაზრდობა და დაბადებისას უკვე 30 წლის ყოფილიყო? მეტისმეტად ცოტა იცი, ამიტომ ნუ იქნები ასეთი დაუფიქრებელი საკუთარი შეხედულებების გამოთქმისას. ეს სიკეთეს არ მოგიტანს! ბიბლია მხოლოდ იმას აღწერს, რომ იესო30 წლის ასაკამდე მოინათლა და სულიწმიდამ უდაბნოში წაიყვანა ეშმაკის ცდუნების გასავლელად. ოთხი სახარება კი მისი სამწელიწად-ნახევრიანი საქმის შესახებ მოგვითხრობს. მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ არავითარი ჩანაწერი არ არსებობს, მაგრამ ეს არ ამტკიცებს იმას, რომ მას არ ჰქონია ბავშვობა და ახალგაზრდობა; უბრალოდ, დასაწყისში მას არავითარი საქმე არ აღუსრულებია და ნორმალური ადამიანი იყო. მაშ, შეგიძლია თქვა, რომ იესომ 33 წელი იცხოვრა ახალგაზრდობისა და ბავშვობის გარეშე? შეეძლო მას უეცრად მიეღწია 33 წლინახევრის ასაკისთვის? ყველაფერი, რასაც ადამიანი მასზე ფიქრობს, ზებუნებრივი და არარეალურია. რა თქმა უნდა, განკაცებულ ღმერთს გააჩნია ჩვეულებრივი და ნორმალური ადამიანური ბუნება, მაგრამ როდესაც ის თავის საქმეს აღასრულებს, ამას უშუალოდ თავისი არასრულყოფილი ადამიანური და სრულყოფილი ღვთაებრივი ბუნების მეშვეობით აკეთებს. სწორედ ამის გამო ავლენს ადამიანი ეჭვნარევ დამოკიდებულებას დღევანდელი საქმის მიმართ და იესოს საქმის მიმართაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის საქმე განსხვავდება მისი განკაცების ამ ორ შემთხვევაში, მისი არსი აბსოლუტურად უცვლელია. რა თქმა უნდა, თუ ოთხი სახარების ჩანაწერებს წაიკითხავ, განსხვავებები დიდია. როგორ შეგიძლია დაუბრუნდე იესოს ცხოვრებას მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდში? როგორ შეგიძლია ჩაწვდე იესოს ადამიანურ ბუნებას? შესაძლოა, კარგად აცნობიერებ დღევანდელი ღვთის ადამიანურ ბუნებას, მაგრამ საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა იესოს ადამიანობაზე; მით უმეტეს, არ გესმის იგი. მათეს რომ არ აესახა, იესოს ადამიანობაზე წარმოდგენაც კი არ გექნებოდა. როდესაც გიამბობ იესოს ცხოვრებისეულ ისტორიებს და მოგიყვები რეალურ ფაქტებს იესოს ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ, შესაძლოა თავი გააქნიო და თქვა: „არა! ის ასეთი ვერ იქნებოდა. მას ვერ ექნებოდა რაიმე სისუსტე, მით უმეტეს, ადამიანური ბუნება!“ შეიძლება იყვირო და იკივლო კიდეც. ეს იმიტომ ხდება, რომ არ გესმის იესოსი და მცდარი წარმოდგენები გაქვს ჩემზე. მიგაჩნია, რომ იესო მეტისმეტად ღვთაებრივია და მასში არაფერია ხორციელი. მაგრამ ფაქტები მაინც ფაქტებად რჩება და არავის სურს ფაქტების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ ლაპარაკი, რადგან როდესაც მე ვსაუბრობ, ეს ჭეშმარიტებას ეფუძნება; ეს არ არის ვარაუდი და არც წინასწარმეტყველებაა. იცოდე, რომ ღმერთს შეუძლია დიდ სიმაღლეებზე ასვლა, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტად ძალუძს უდიდეს სიღრმეებში დამალვა. ღმერთი არ არის ის, რასაც შენს გონებაში წარმოიდგენ — ის ყოველი ქმნილების ღმერთია და არა ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ წარმოდგენილი პირადი ღმერთი.

წინა: ღვთის საქმის ხედვა (1)

შემდეგი: ღვთის საქმის ხედვა (3)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება