განკაცების საიდუმლო (1)

მადლის ეპოქაში იოანემ გზა გაუკვალა იესოს. იოანე ვერ აღასრულებდა თავად ღვთის საქმეს. იგი მხოლოდ ადამიანის მოვალეობას ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ იოანე უფლის წინამორბედი იყო, იგი ვერ წარმოადგენდა ღმერთს. ის მხოლოდ ადამიანი იყო, რომელსაც სულიწმიდა იყენებდა. იესოს ნათლობის შემდეგ სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით. შემდეგ მან დაიწყო თავისი საქმე, ანუ დაიწყო ქრისტეს მსახურების აღსრულება. სწორედ ამიტომ მიიღო მან ღვთის სახე, რადგან სწორედ ღვთისგან იყო მოვლენილი. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი რწმენა მანამდე — ის შეიძლება ხან სუსტი ყოფილიყო, ხან - ძლიერი — ეს ყოველივე იყო იმ ნორმალური ადამიანური ცხოვრების ნაწილი, რომელსაც იგი მისი მსახურების აღსრულებამდე ეწეოდა. მას შემდეგ, რაც მოინათლა (ანუ მირონი იცხო), ის მაშინვე აღივსო ღვთის ძალითა და დიდებით და ასე დაიწყო მან თავისი მსახურების აღსრულება. მას შეეძლო ნიშნებისა და საკვირველებების მოხდენა, სასწაულების აღსრულება და ჰქონდა ძალა და ხელმწიფება, რადგან იგი მოქმედებდა უშუალოდ თავად ღვთის სახელით. ის აღასრულებდა სულის საქმეს მის ნაცვლად და გამოხატავდა სულის ხმას. ამიტომ, იგი იყო თავად ღმერთი. ეს უდაოა. იოანე იყო ადამიანი, რომელსაც სულიწმიდა იყენებდა. ის ვერ წარმოადგენდა ღმერთს და არც იყო შესაძლებელი, რომ მას ღმერთი განესახიერებინა. ამის სურვილიც რომ ჰქონოდა, სულიწმიდა ამის უფლებას არ მისცემდა, რადგან იგი ვერ აღასრულებდა იმ საქმეს, რომლის აღსრულებაც თავად ღმერთს ჰქონდა განზრახული. შესაძლოა, მასში დიდი დოზით იყო ადამიანური ნება ან გადაცდომები. არავითარ შემთხვევაში მას არ შეეძლო უშუალოდ ღვთის წარმოდგენა. მისი შეცდომები და აბსურდულობა მხოლოდ მასვე წარმოაჩენდა, მაგრამ მისი საქმე სულიწმიდის გამოხატულება იყო. მიუხედავად ამისა, ვერ იტყვით, რომ ის მთელი თავისი არსით ღმერთს წარმოადგენდა. განა შეეძლო მის უკეთურობებსაც ღვთის წარმოჩენა? ადამიანის წარმოდგენისას გარკვეული გადაცდომები ბუნებრივია, მაგრამ თუკი ღვთის წარმოჩენისას მოხდება გადახრები, განა ეს ღმერთს არ შეურაცხყოფს? განა ეს არ სულიწმიდის გმობა არ იქნებოდა? სულიწმიდა არ აძლევს ადამიანს უფლებას, რომ ღვთის ადგილი მარტივად დაიკავოს მაშინაც კი, თუ მას სხვები განადიდებენ. თუ ის არ არის ღმერთი, ბოლომდე მყარად დგომას ვერ შეძლებს. სულიწმიდა არ აძლევს ადამიანს უფლებას, წარმოადგინოს ღმერთი ისე, როგორც თავად სურს! მაგალითად, სწორედ სულიწმიდა მოწმობდა იოანეს შესახებ და ასევე სულიწმინდამ გამოააშკარავა ის, როგორც იესოსთვის გზის გამკვალავი, თუმცა სულიწმინდის მიერ მასზე შესრულებული საქმე ზუსტად იყო მოზომილი. იოანეს მხოლოდ ის მოეთხოვებოდა, რომ იესოსთვის გზის გამკვალავი ყოფილიყო, მისთვის გზა მოემზადებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმინდა მხოლოდ მხარს უჭერდა მის საქმეს გზის გაკვალვაში და მხოლოდ ასეთი საქმის შესრულების უფლებას აძლევდა - მას სხვა საქმის შესრულების უფლება არ ჰქონდა. იოანე განასახიერებდა ელიას და წინასწარმეტყველს, რომელმაც გზა გაკვალა. სულიწმინდა მას ამაში მხარს უჭერდა. სანამ მისი საქმე გზის გაკვალვა იყო, სულიწმინდა ეხმარებოდა მას. თუმცა, თუ ის ღმერთად გამოცხადებდა თავს და იტყოდა, რომ გამოსყიდვის საქმის დასასრულებლად მოვიდა, სულიწმიდას მისი დასჯა მოუწევდა. რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო იოანეს საქმე და მიუხედავად იმისა, რომ მას სულიწმიდა უჭერდა მხარს, მისი საქმე უსაზღვრო არ იყო. მართალია, სულიწმიდა მართლაც უჭერდა მხარს მის საქმეს, მაგრამ იმ დროს მისთვის მინიჭებული ძალა მხოლოდ გზის გაკვალვით შემოიფარგლებოდა. მას არავითარ შემთხვევაში არ შეეძლო სხვა საქმის კეთება, რადგან ის მხოლოდ იოანე იყო, რომელმაც გზა გაკვალა და არა იესო. ამიტომ, სულიწმინდის მოწმობა მთავარია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის საქმე, რომლის შესრულების უფლებასაც სულიწმინდა აძლევს ადამიანს. განა იოანე იმ დროს არ იყო სარწმუნოდ დამოწმებული? განა მისი საქმეც არ იყო დიდი? მაგრამ საქმე, რომელსაც ის ასრულებდა, ვერ აღემატებოდა იესოს საქმეს, რადგან ის იყო მხოლოდ ადამიანი, რომელსაც სულიწმიდა იყენებდა, და ვერ წარმოადგენდა უშუალოდ ღმერთს, ამიტომ მის მიერ შესრულებული საქმეც შეზღუდული იყო. მას შემდეგ, რაც მან გზის გაკვალვის საქმე დაასრულა, სულიწმიდა აღარ უჭერდა მხარს მის მოწმობას, მას აღარ მოჰყოლია ახალი საქმე და ის წავიდა, როცა თავად ღვთის საქმის აღსრულება დაიწყო.

არიან ისეთებიც, ვინც ბოროტი სულებითაა შეპყრობილი და ხმამაღლა გაჰყვირიან: „მე ვარ ღმერთი!“ მაგრამ, საბოლოოდ, ისინი მხილებულნი იქნებიან, რადგან ცდებიან იმაში, რასაც წარმოადგენენ. ისინი სატანას განასახიერებენ და სულიწმიდა მათ ყურადღებას არ აქცევს. რაც უნდა განადიდო საკუთარი თავი, ან რაც უნდა ხმამაღლა იყვირო, მაინც ქმნილება ხარ და სატანისეული ხარ. მე არასდროს ვყვირი: ვტირი: „მე ვარ ღმერთი, მე ვარ ღვთის საყვარელი ძე!“ მაგრამ საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ღვთის საქმეა. საჭიროა ამაზე ყვირილი? განდიდება საჭირო არ არის. ღმერთი თავად ასრულებს თავის საქმეს და არ სჭირდება ადამიანებისგან სტატუსის ან საპატიო ტიტულის მინიჭება: მისი საქმე წარმოადგენს მის ვინაობასა და სტატუსს. განა იესო მის ნათლობამდე არ იყო ღმერთი? განა ის არ იყო ხორცშესხმული ღმერთი? რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ აღიარების შემდეგ გახდა ის ღვთის ერთადერთი ძე? დიდი ხნით ადრე, სანამ ის თავის საქმეს დაიწყებდა, განა უკვე არ არსებობდა ადამიანი სახელად იესო? თქვენ არ შეგიძლიათ ახალი გზების გაკვალვა, ან სულიწმინდის წარმოჩენა. თქვენ არ შეგიძლიათ გამოხატოთ სულიწმინდის მოქმედება, ან მისი ნათქვამი სიტყვები. თქვენ არ შეგიძლიათ შეასრულოთ თავად ღმერთის და სულიწმინდის საქმე. ღვთის სიბრძნე, სასწაული და შეუცნობადობა, ასევე მის მიერ ადამიანის დასჯის განკარგვის ერთობლიობა — ეს ყველაფერი თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომ, ფუჭი იქნებოდა მტკიცება, რომ ღმერთი ხარ; თქვენ მხოლოდ სახელი გექნებოდათ და არა არსი. თვით ღმერთი მოვიდა, მაგრამ მას ვერავინ სცნობს, თუმცა ის აგრძელებს თავის საქმეს და ამას სულიწმინდის მეშვეობით აკეთებს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას უწოდებთ მას, ადამიანსა, თუ ღმერთს, უფალსა, თუ ქრისტეს, თუ მას დას უწოდებთ. მაგრამ მის მიერ შესრულებული საქმე სულიწმინდის საქმეა და თავად ღვთის საქმეს წარმოადგენს. მას არ აინტერესებს, რა სახელს უწოდებს მას ადამიანი. შეუძლია თუ არა ამ სახელს მისი საქმის განსაზღვრა? მიუხედავად იმისა, თუ რას უწოდებთ მას, უფალისთვის ის არის ხორცშესხმული ღვთის სული; ის წარმოადგენს სულიწმინდას და აღიარებულია სულიწმინდის მიერ. თუ არ ძალგიძს ახალ ეპოქას გზა გაუკვალო ან ძველი დაასრულო, ახალ ეპოქას დასაბამი მისცე ან ახალი საქმე აკეთო, მაშინ არ შეიძლება გეწოდოს ღმერთი!

იმ ადამიანსაც კი, რომელსაც სულიწმიდა იყენებს, თავად არ შეუძლია ღმერთის წარმოდგენა. ეს არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს არ ძალუძს ღვთის განსახიერება, არამედ იმასაც, რომ საქმე, რომელსაც ის ასრულებს, უშუალოდ ღმერთს ვერ წარმოააჩენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანური გამოცდილება ვერ მოექცევა უშუალოდ ღვთის მართვაში და ვერ წარმოადგენს ღვთის მართვას. საქმე, რომელსაც თავად ღმერთი ააღასრულებს, არის მთლიანად ის საქმე, რომლის შესრულებასაც ის აპირებს თავისი მართვისს გეგმით და ეს დიდ მართვას ეხება. ადამიანთა მიერ შესრულებული საქმე მათი ინდივიდუალური გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. ის გულისხმობს გამოცდილების ახალი გზის პოვნას, რომელიც განსხვავდება წინამორბედთა მიერ გავლილი გზებისგან და დებისა და ძმების წინამძღოლობას სულიწმიდის გზამკვლევობით. რაც ამ ადამიანებს მოაქვთ, არის მათი ინდივიდუალური გამოცდილება ან სულიერ ადამიანთა ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს სულიწმიდა იყენებს, საქმე, რომელსაც ისინი ასრულებენ, არ არის დაკავშირებული ექვსიათასწლოვანი გეგმით გათვალისწინებულ მართვის დიდ საქმესთან. ისინი წარმოადგენენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც სულიწმიდამ სხვადასხვა ჟამს წამოაყენა, რათა გაძღოლოდნენ ხალხს სულიწმიდის ნაკადში მათი ფუნქციების ამოწურვამდე ან სიცოცხლის დასრულებამდე. საქმე, რომელსაც ისინი ასრულებენ, მხოლოდ თავად ღვთისთვის შესაფერისი გზის მომზადებას ან დედამიწაზე თავად ღვთის მართვის გარკვეული ასპექტის გაგრძელებას ემსახურება. თავისთავად ამ ადამიანებს არ ძალუძთ მისი მართვის უფრო დიდი საქმის შესრულება და არც ახალი გზების გაკვალვა; მით უმეტეს, არცერთ მათგანს არ შეუძლია წინა ეპოქიდან ღვთის მთელი საქმის დასრულება. ამიტომ საქმე, რომელსაც ისინი ასრულებენ, წარმოადგენს მხოლოდ ქმნილების მიერ საკუთარი ფუნქციის შესრულებას და ვერ წარმოადგენს თავად ღმერთს, რომელიც აღასრულებს თავის მსახურებას. ეს იმიტომ ხდება, რომ საქმე, რომელსაც ისინი ასრულებენ, განსხვავდება თავად ღვთის მიერ აღსრულებული საქმისგან. ახალი ეპოქის დაწყების საქმე არ არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს ძალუძს ღვთის ნაცვლად. ამას ვერავინ გააკეთებს გარდა თავად ღმერთისა. ადამიანის მიერ შესრულებული მთელი საქმე მდგომარეობს მისი, როგორც ქმნილების, მოვალეობის შესრულებაში და სრულდება მაშინ, როდესაც მას სულიწმიდა აღძრავს ან ნათელს ჰფენს. ამ ადამიანთა მიერ გაწეული წინამძღოლობა, მთლიანად მდგომარეობს იმაში, რომ აჩვენონ ადამიანს პრაქტიკის გზა ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ როგორ უნდა იმოქმედოს მან ღვთის განზრახვების შესაბამისად. ადამიანის საქმე არც ღვთის მართვას მოიცავს და არც სულის საქმეს წარმოადგენს. მაგალითად, უიტნეს ლისა და უოჩმან ნის საქმე გზის გაკვალვა იყო. ახალი ინებოდა ეს გზა თუ ძველი, მათი საქმე ეფუძნებოდა ბიბლიის ფარგლებში დარჩენის პრინციპს. ადგილობრივი ეკლესიის აღდგენა იქნებოდა ეს თუ ადგილობრივი ეკლესიის აშენება, მათი საქმე დაკავშირებული იყო ეკლესიების დაარსებასთან. საქმე, რომელსაც ისინი ასრულებდნენ, აგრძელებდა იმ საქმეს, რომელიც იესომ და მისმა მოციქულებმა დაუსრულებელი დატოვეს ან არ განავითარეს მადლის ეპოქაში. მათი საქმე მოიცავდა იმის აღდგენას, რაც იესომ თავისი იმჟამინდელი მოღვაწეობისას სთხოვა მომდევნო თაობებს, როგორებიცაა თავსაბურავის ტარება, ნათლობის მიღება, პურის გატეხვა ან ღვინის სმა. შეიძლება ითქვას, რომ მათი საქმე იყო ბიბლიისადმი ერთგულების შენარჩუნება და ბიბლიის ფარგლებში გზების ძიება. მათ არავითარი ახალი წინსვლა არ ჰქონიათ. ამიტომ მათ საქმეში შეიძლება დავინახოთ მხოლოდ ბიბლიის ფარგლებში ახალი გზების აღმოჩენა ისევე, როგორც უკეთესი და უფრო რეალისტური პრაქტიკა. თუმცა მათ საქმეში შეუძლებელია ღვთის ამჟამინდელი ზრახვების პოვნა და მით უმეტეს, იმ ახალი საქმის ხილვა, რომლის აღსრულებასაც ღმერთი უკანასკნელ დღეებში აპირებს. ეს იმიტომ ხდება, რომ გზა, რომელსაც ისინი მიჰყვებოდნენ, კვლავ ძველი იყო — არ ყოფილა არც განახლება და არც წინსვლა. ისინი კვლავაც ებღაუჭებოდნენ იესოს ჯვარცმის ფაქტს, იცავდნენ პრაქტიკას, რომლითაც ადამიანებს მონანიებასა და ცოდვების აღიარებას სთხოვდნენ, ერთგულნი რჩებოდნენ გამონათქვამებისა, რომ ის, ვინც ბოლომდე მოითმენს, გადარჩება და რომ მამაკაცი ქალის თავია, ქალი კი ქმარს უნდა დაემორჩილოს და კიდევ უფრო მეტად ტრადიციული წარმოდგენისა, რომ დებმა არ უნდა იქადაგონ, არამედ მხოლოდ დამორჩილდნენ. წინამძღოლობის ასეთი მანერის შენარჩუნების შემთხვევაში სულიწმიდა ვერასოდეს შეძლებდა ახალი საქმის აღსრულებას, ადამიანთა წესებისგან გათავისუფლებას ან მათ თავისუფლებისა და სილამაზის სამყაროში შეყვანას. ამიტომ საქმის ეს ეტაპი, რომელიც ცვლის ეპოქას, მოითხოვს, რომ თავად ღმერთმა იმოქმედოს და ისაუბროს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ამას მის ნაცვლად. ამრიგად, დღემდე ამ ნაკადის მიღმა აღსრულებული სულიწმიდის მთელი საქმე შეჩერდა და მათ, ვისაც სულიწმიდა იყენებდა, გზა აებნათ. ამიტომ, რადგან იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს, განსხვავდება თავად ღვთის მიერ აღსრულებული საქმისგან, მათი ვინაობა და ისინი, ვისი სახელითაც მოქმედებენ, ასევე განსხვავებულია. ეს იმიტომ ხდება, რომ საქმე, რომლის აღსრულებასაც სულიწმიდა აპირებს, განსხვავებულია და ამის გამო საქმის შემსრულებელთა ვინაობა და სტატუსიც განსხვავებულია. ადამიანებმა, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს, შეიძლება ასევე შეასრულონ გარკვეული ახალი საქმე და აღმოფხვრან კიდეც წინა ეპოქაში აღსრულებული გარკვეული საქმე, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ ვერ გამოხატავს ღვთის ხასიათსა და განზრახვებს ახალ ეპოქაში. ისინი იღწვიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ წინა ეპოქის საქმეს და არა იმისთვის, რომ შეასრულონ ახალი საქმე უშუალოდ თავად ღვთის ხასიათის წარმოსაჩენად. ამრიგად, რამდენი მოძველებული პრაქტიკაც არ უნდა აღმოფხვრან ან რამდენი ახალი პრაქტიკაც არ უნდა დანერგონ, ისინი მაინც წარმოადგენენ ადამიანს და ქმნილებებს. თუმცა, როდესაც თავად ღმერთი აღასრულებს საქმეს, ის ღიად არც ძველი ეპოქის პრაქტიკის გაუქმების შესახებ აცხადებს და არც პირდაპირ ახალი ეპოქის დაწყებას არ აუწყებს. ის პირდაპირი და გულახდილია თავის საქმეში. ის გადაჭრით მოქმედებს იმ საქმის აღსრულებისას, რომლის შესრულებასაც აპირებს; ანუ ის უშუალოდ გამოხატავს იმ საქმეს, რომელიც აღასრულა; ის პირდაპირ აღასრულებს თავის საქმეს ისე, როგორც თავიდანვე იყო განზრახული გამოხატავს რა თავის არსსა და ხასიათს. ადამიანის თვალით, მისი ხასიათი და, შესაბამისად, მისი საქმეც განსხვავდება წარსული ეპოქების ხასიათისა და საქმისგან. თუმცა, თავად ღვთის გადმოსახედიდან, ეს მხოლოდ მისი საქმის გაგრძელება და შემდგომი განვითარებაა. როდესაც თავად ღმერთი აღასრულებს საქმეს, ის გამოხატავს თავის სიტყვას და უშუალოდ მოაქვს ახალი საქმე. მისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანი ასრულებს საქმეს, ეს ხდება განსჯისა და შესწავლის გზით ან სხვათა საქმეზე დაფუძნებული ცოდნის გაფართოებითა და პრაქტიკის სისტემატიზაციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის მიერ შესრულებული საქმის არსი არის დადგენილი წესის მიყოლა და „ძველ ბილიკებზე ახალი ფეხსაცმლით სიარული“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზაც კი, რომელსაც სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანები მიჰყვებიან, აგებულია თავად ღვთის მიერ დაწყებულ გზაზე. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ადამიანი მაინც ადამიანია, ღმერთი კი მაინც ღმერთია.

იოანე დაიბადა აღთქმისამებრ ისევე, როგორც ისააკი შეეძინა აბრაამს. მან გზა გაუკვალა იესოს და დიდი საქმე აღასრულა, მაგრამ ის არ იყო ღმერთი. არამედ ის იყო ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, რადგან მან მხოლოდ გზა გაუკვალა იესოს. მისი საქმეც დიადი იყო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან გზა გაკვალა, იესომ ოფიციალურად დაიწყო თავისი საქმის აღსრულებაa. ძირითადად ის უბრალოდ მსახურებდა იესოს და საქმე, რომელსაც იგი ასრულებდა, იესოს საქმის მსახურება იყო. მას შემდეგ, რაც მან გზის გაკვალვა დაასრულა, იესო შეუდგა თავის საქმეს — საქმეს, რომელიც იყო უფრო ახალი, უფრო კონკრეტული და უფრო დეტალური. იოანემ საქმის მხოლოდ საწყისი ნაწილი შეასრულა; ახალი საქმის უდიდესი ნაწილი კი იესომ აღასრულა. იოანემაც შეასრულა ახალი საქმე, მაგრამ მას არ მიუცია დასაბამი ახალი ეპოქისთვის. იოანე აღთქმისამებრ დაიბადა და სახელი მას ანგელოზმა უწოდა. იმ დროს ზოგს სურდა, მისთვის მამის, ზაქარიას სახელი დაერქმიათ, მაგრამ დედამისმა ხმამაღლა თქვა: „ამ ბავშვს ვერ დავარქმევთ ამ სახელს. მას იოანე უნდა ეწოდოს“. ეს ყოველივე სულიწმიდის მითითებით მოხდა. იესოსაც სულიწმიდის მითითებით ეწოდა სახელი; ის სულიწმიდისგან იშვა და სულიწმიდის მიერ იყო აღთქმული. იესო იყო ღმერთი, ქრისტე და ძე კაცისა. მაგრამ, რადგან იოანეს საქმეც დიადი იყო, რატომ არ ეწოდა მას ღმერთი? ზუსტად რა განსხვავება იყო იესოს მიერ შესრულებულ საქმესა და იოანეს მიერ შესრულებულ საქმეს შორის? იყო თუ არა ერთადერთი მიზეზი ის, რომ იოანე იესოსთვის გზის გამკვალავი იყო? თუ იმიტომ, რომ ეს ღვთის მიერ იყო წინასწარგანსაზღვრული? მიუხედავად იმისა, რომ იოანეც ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“, და ისიც ქადაგებდა ცათა სასუფევლის სახარებას, მისი საქმე შემდგომში არ განვითარებულა და მხოლოდ დასაწყისს წარმოადგენდა. მისგან განსხვავებით იესომ დასაბამი მისცა ახალ ეპოქას და ასევე დაასრულა ძველი, თუმცა მან ასევე აღასრულა ძველი აღთქმის რჯული. საქმე, რომელიც მან აღასრულა, იოანეს საქმეზე დიდი იყო და უფრო მეტიც, ის მოვიდა მთელი კაცობრიობის გამოსასყიდად — მან შეასრულა საქმის ეს ეტაპი. რაც შეეხება იოანეს, მან უბრალოდ გზა გაკვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმე დიადი იყო, მისი სიტყვები — უხვი, ხოლო მისი მიმდევარი მოწაფეები — მრავალრიცხოვანი, მისმა საქმემ ადამიანს მხოლოდ ახალი დასაწყისი მოუტანა. ადამიანს მისგან არასოდეს მიუღია სიცოცხლე, გზა ან უფრო ღრმა ჭეშმარიტება და არც ღვთის განზრახვების გაგება მოუპოვებია მისი მეშვეობით. იოანე იყო დიდი წინასწარმეტყველი (ელია), რომელმაც ასპარეზი მოამზადა იესოს საქმისთვის და შეარჩია კანდიდატები; ის იყო მადლის ეპოქის წინამორბედი. ამგვარი საკითხების გარჩევა სრულიად შეუძლებელია მათ ჩვეულებრივ ადამიანურ გარეგნობაზე დაკვირვებით. ეს მით უფრო მართებულია, რადგან იოანემაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა და, უფრო მეტიც, ის სულიწმიდის მიერ იყო აღთქმული და მის საქმეს სულიწმიდა უჭერდა მხარს. ვინაიდან ეს ასეა, მხოლოდ მათ მიერ შესრულებული საქმით შეიძლება მათი შესაბამისი ვინაობების ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან ადამიანის არსის ამოცნობა მისი გარეგნობიდან გამომდინარე შეუძლებელია და არც არც ადამიანს ძალუძს იმის დადგენა, თუ რას წარმოადგენს სულიწმიდის მოწმობა. იოანესა და იესოს მიერ აღსრულებული საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და სხვადასხვა ბუნებისა იყო. სწორედ ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს, იყო თუ არა იოანე ღმერთი. იესოს საქმე მოიცავდა დაწყებას, გაგრძელებას, დასრულებასა და სისრულეში მოყვანას. მან განახორციელა თითოეული ეს ეტაპი, მაშინ როცა იოანეს საქმე მხოლოდ დასაწყისის შექმნით შემოიფარგლებოდა. დასაწყისში იესო ქადაგებდა სახარებას და მონანიების გზას, შემდეგ კი მან განაგრძო ადამიანთა მონათვლა, სნეულთა განკურნება და დემონების განდევნა. საბოლოოდ მან გამოისყიდა კაცობრიობა ცოდვისგან და აღასრულა მთელი ეპოქის საქმე. ის ასევე დადიოდა ყველგან, უქადაგებდა ადამიანებს და აუწყებდა ცათა სასუფევლის სახარებას. ამ მხრივ ის და იოანე ერთმანეთს ჰგავდნენ, განსხვავება კი ის იყო, რომ იესომ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი და ადამიანს მადლის ეპოქა მოუტანა. მისი ბაგიდან გამოვიდა სიტყვა იმის შესახებ, თუ რა უნდა გამოეყენებინა ადამიანს პრაქტიკაში და რა გზას უნდა გაჰყოლოდა ის მადლის ეპოქაში; საბოლოოდ მან დაასრულა გამოსყიდვის საქმე. იოანე ამ საქმეს ვერ შეასრულებდა. ამიტომ სწორედ იესომ აღასრულა თავად ღვთის საქმე და სწორედ ის არის თავად ღმერთი, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ღმერთს. ადამიანური წარმოდგენების თანახმად, ყველა, ვინც აღთქმისამებრ იბადება, სულისგან იბადება, სულიწმიდის მიერ არის მხარდაჭერილი და ვინც ახალ გზებს ხსნის, ღმერთია. ამ ლოგიკით, იოანეც ღმერთი იქნებოდა და მოსე, აბრაამი და დავითიც... ყველა მათგანი ღმერთი იქნებოდა. განა ეს სრული აბსურდი არ არის?

თავისი მსახურების აღსრულებამდე იესოც მხოლოდ ნორმალური ადამიანი იყო, რომელიც მოქმედებდა იმის შესაბამისად, რასაც სულიწმიდა აკეთებდა. მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა მან იმ დროს საკუთარი ვინაობის შესახებ, ის ემორჩილებოდა ყველაფერს, რაც ღვთისგან მოდიოდა. სულიწმიდას არასოდეს გაუმჟღავნებია მისი ვინაობა მისი მსახურების დაწყებამდე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან თავისი მსახურება დაიწყო, გააუქმა ის წესები და რჯული, რაც მან ოფიციალურად დაიწყო მსახურების აღსრულება, მისმა სიტყვებმა ძალა და ავტორიტეტი შეიძინა. მხოლოდ მისი მსახურების დაწყების შემდეგ დაიწყო მისი საქმის აღსრულება, რამაც დასაბამი მისცა ახალ ეპოქას. მანამდე სულიწმიდა 29 წლის განმავლობაში ფარულად მკვიდრობდა მასში, რა დროსაც ის მხოლოდ ადამიანს წარმოადგენდა და არ გააჩნდა ღვთაებრივი ბუნება. ღვთის საქმის აღსრულება დაიწყო იმით, რომ მან დაიწყო მოღვაწეობა და მსახურების აღსრულება. ის აღასრულებდა თავის საქმეს თავისი შინაგანი გეგმის მიხედვით მიუხედავად იმისა, თუ რამდენი იცოდა ადამიანმა მის შესახებ და საქმე, რომელსაც ის აღასრულებდა, თავად ღვთის უშუალო გამოხატულება იყო. იმ დროს იესომ ჰკითხა თავის გარშემომყოფთ: „თქვენ რას იტყვით, ვინ ვარ მე?“ მათ უპასუხეს: „შენ ხარ უდიდესი წინასწარმეტყველთა შორის და ჩვენი საუკეთესო მკურნალი“. ზოგმა კი უპასუხა: „შენ ხარ ჩვენი მღვდელმთავარი“ და ასე შემდეგ. ყველანაირი პასუხი გასცეს; ზოგიერთი იმასაც კი ამბობდა, რომ ის იოანე იყო, რომ ის ელია იყო. შემდეგ იესო მიუბრუნდა სიმონ პეტრეს და ჰკითხა: „შენ რას იტყვი, ვინ ვარ მე?“ პეტრემ უპასუხა: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“. იმ დროიდან მოყოლებული, ხალხმა გააცნობიერა, რომ ის ღმერთი იყო. როდესაც მისი ვინაობა ცნობილი გახდა, სწორედ პეტრე იყო ის, ვინც პირველმა გააცნობიერა ეს და სწორედ მისი ბაგიდან ითქვა ეს. შემდეგ იესომ განაცხადა: „ხორცმა და სისხლმა კი არ გამოგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.“ მისი ნათლობის შემდეგ მიუხედავად იმისა, იცოდნენ თუ არა სხვებმა ამის შესახებ, საქმე, რომელსაც ის აღასრულებდა, ღვთის სახელით სრულდებოდა. ის მოვიდა თავისი საქმის აღსასრულებლად და არა საკუთარი ვინაობის გასამჟღავნებლად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პეტრემ ისაუბრა ამის შესახებ, მისი ვინაობა საქვეყნოდ ცნობილი გახდა. მიუხედავად იმისა, აცნობიერებდი თუ არა, რომ ის თავად ღმერთი იყო, როცა დრო დადგა, მან დაიწყო თავისი საქმის აღსრულება. და იცოდი თუ არა შენ ამის შესახებ, ის მაინც განაგრძობდა თავის საქმეს. შენ რომც უარგეყო ეს, ის მაინც შეასრულებდა თავის საქმეს და განახორციელებდა მას, როცა ამის დრო დადგებოდა. ის მოვიდა იმისთვის, რომ აღესრულებინა თავისი საქმე და აღევლინა თავისი მსახურება, არა იმისთვის, რომ ადამიანს შეეცნო მისი ხორციელი სხეული, არამედ იმისთვის, რომ ადამიანს გაეგო მისი საქმე. თუ შენ ვერ შეძელი იმის გაცნობიერება, რომ საქმის დღევანდელი ეტაპი თავად ღვთის საქმეა, ეს იმიტომ ხდება, რომ ხილვა გაკლია. მიუხედავად ამისა, შენ არ ძალგიძს უარყო საქმის ეს ეტაპი; შენი უუნარობა, გააცნობიერო ის, არ ამტკიცებს, რომ სულიწმიდა არ აღასრულებ საქმეს ან რომ მისი საქმე მცდარია. არიან ისეთებიც, რომლებიც აწმყოს საქმეს ბიბლიაში აღწერილ იესოს საქმესაც კი ადარებენ და ნებისმიერ შეუსაბამობას საქმის ამ ეტაპის უარსაყოფად იყენებენ. განა ეს უკიდურესი სიბრმავე არ არის? ბიბლიაში აღწერილი მოვლენები შეზღუდულია; მათ არ შეუძლიათ ღვთის საქმის მთლიანობაში წარმოჩენა. ოთხი სახარება მთლიანობაში ასზე ნაკლებ თავს შეიცავს, რომლებშიც აღრიცხულია მოვლენათა განსაზღვრული რაოდენობა, როგორებიცაა იესოს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა, პეტრეს მიერ უფლის სამგზის უარყოფა, იესოს გამოცხადება მოწაფეებთან ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სწავლება მარხვის შესახებ, სწავლება ლოცვის შესახებ, სწავლება განქორწინების შესახებ, იესოს შობა და გენეალოგია, იესოს მიერ მოწაფეების არჩევა და ასე შემდეგ. თუმცა ადამიანი მას საუნჯედ მიიჩნევს და დღევანდელ საქმესაც კი მას ადარებს. ადამიანს ისიც კი სჯერა, რომ მთელი საქმე, რომელიც იესომ თავისი სიცოცხლის განმავლობაში აღასრულა, მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა, თითქოს ღმერთს მხოლოდ ამის გაკეთება შეეძლო და მეტი არაფრის. განა ეს აბსურდი არ არის?

დრო, რომელიც იესომ დედამიწაზე გაატარა, ოცდაცამეტნახევარი წელი იყო ანუ ის დედამიწაზე ოცდაცამეტნახევარი წელი ცხოვრობდა. ამ დროიდან მხოლოდ სამნახევარი წელი დაეთმო მისი მსახურების აღსრულებას; დანარჩენი დრო ის უბრალოდ ნორმალური ადამიანური ცხოვრებით ცხოვრობდა. დასაწყისში ის ესწრებოდა სინაგოგაში აღვლენილ მსახურებასდა იქ უსმენდა მღვდლების მიერ წმინდა წერილის განმარტებასა და სხვათა ქადაგებას. მან ბიბლიის დიდი ცოდნა შეიძინა: ის არ დაბადებულა ასეთი ცოდნით; ის მხოლოდ კითხვითა და მოსმენით შეიძინა. ბიბლიაში ნათლად არის აღნიშნული, რომ თორმეტი წლის ასაკში მან კითხვები დაუსვა მასწავლებლებს სინაგოგაში: რას ეხება ძველ წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებები? რას იტყვით მოსეს რჯულზე? და ძველ აღთქმაზე? და რას იტყვით ადამიანზე, რომელიც ემსახურება ღმერთს და ატარებს სამღვდელო სამოსს ტაძარში? ... მან მრავალი კითხვა დასვა, რადგან არც ცოდნა ჰქონდა და არც გაგება. მიუხედავად იმისა, რომ ის სულიწმიდის მიერ ჩაისახა, სრულიად ნორმალურ ადამიანად მოევლინა ქვეყანას; მისი პიროვნების გარკვეული განსაკუთრებული ასპექტების მიუხედავად, ის მაინც ჩვეულებრივი ადამიანი იყო. სიბრძნე განუწყვეტლივ ემატებოდა მისი სულიერი ზრდისა და ასაკის პროპორციულად და მან გაიარა ნორმალური ადამიანური ცხოვრების ეტაპები. ადამიანთა წარმოსახვით იესოს არ ჰქონია ბავშვობა და მოზარდობა; დაბადებისთანავე მან ოცდაათი წლის ადამიანის ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება და თავისი საქმის აღსრულებისთანავე ჯვარს აცვეს. მას სავარაუდოდ არ გაუვლია ადამიანური ცხოვრების ეტაპები; არც ჭამდა და არც სხვა ადამიანებთან ურთიერთობდა; ხალხისთვის ადვილი არ იყო მისი დანახვა. ის რაღაც უცნაური მოვლენა უნდა ყოფილიყო, რომელიც აშინებდა ყველას, ვინც მას დაინახავდა, რადგან იგი ღმერთი იყო. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ხორცშესხმული ღმერთი ნამდვილად არ ცხოვრობს ნორმალური ადამიანური ცხოვრებით; მათ სჯერათ, რომ ის სუფთაა კბილების გამოხეხვისა და პირის დაბანის გარეშეც, რადგან ის წმინდა პიროვნებაა. განა ეს წმინდა წყლის ადამიანური წარმოდგენები არ არის? ბიბლიაში არ არის მოთხრობილი იესოს ადამიანური ცხოვრების შესახებ. მასში მხოლოდ იესოს საქმეა აღწერილი, მაგრამ ეს არ ამტკიცებს იმას, რომ მას არ ჰქონდა ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება ან რომ ის არ ცხოვრობდა ნორმალური ადამიანური ცხოვრებით ოცდაათი წლის ასაკამდე. იესომ ოფიციალურად დაიწყო თავისი საქმის აღსრულება 29 წლის ასაკში, მაგრამ ვერ უგულვებელყოფ მთელ მის ადამიანურ ცხოვრებას ამ ასაკამდე. ბიბლიაში უბრალოდ გამოტოვბულია ეს პერიოდი; რადგან ეს იყო მისი ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება და არა მისი ღვთაებრივი საქმის პერიოდი, მისი აღრიცხვის საჭიროება არ არსებობდა. იესოს მონათვლამდე სულიწმიდა უშუალოდ არ მოქმედებდა და მხოლოდ ადამიანურ ცხოვრებას უნარჩუნებდა იმ დღემდე, როცა იესოს თავისი მსახურება უნდა აღესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხორცშესხმული ღმერთი იყო, მან გაიარა მომწიფების პროცესი ისევე, როგორც ნორმალური ადამიანი გადის. მომწიფების ეს პროცესი ბიბლიიდან გამოტოვებულ იქნა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მას არ შეეძლო დიდი დახმარების გაწევა ადამიანის სულიერი ზრდისთვის. მისი ნათლობის წინა პერიოდი იყო დაფარული პერიოდი, როდესაც მას არანაირი ნიშანი და სასწაული არ მოუვლენია. იესოს საქმე მისი ნათლობის შემდეგ იყო მხოლოდ კაცობრიობის გამოსყიდვა — უხვი და სავსე მადლით, ჭეშმარიტებით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნე სიყვარულით. ამ საქმის დასაწყისი ზუსტად მადლის ეპოქის დასაწყისს ემთხვეოდა; ამის გამო ის დააფიქსირეს და დღემდე შემოგვრჩა. ეს ემსახურებოდა გამოსავლის პოვნას და ყველაფრის სისრულეში მოყვანას მათთვის, ვინც მადლის ეპოქაში იმყოფებოდა, რათა მადლის ეპოქაში მყოფთ გაევლოთ მადლის ეპოქისა და ჯვრის გზა. თუმცა ეს ყველაფერი ადამიანის მიერ გაკეთებული ჩანაწერებიდან მომდინარეობს, ყოველივე ფაქტია, თუ არ ჩავთვლით აქა-იქ გაპარულ მცირე შეცდომებს. თუმცა ამ ჩანაწერებზე ვერ ვიტყვით, რომ სიცრუეა. აღწერილი მოვლენები სრულიად რეალურია; ადამიანებმა შეცდომები მხოლოდ მათი ჩაწერისას დაუშვეს. ზოგი იტყვის, რომ თუ იესო ჩვეულებრივი და უბრალო ადამიანი იყო, როგორ შეეძლო მას ნიშნებისა და საკვირველებების მოვლენა? იესოს ორმოცდღიანი გამოცდა უდაბნოში სასწაულებრივი ნიშანი იყო, რომლის მიღწევასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეძლებდა. ეს ორმოცდღიანი გამოცდა თავისი არსით სულიწმიდის მოქმედება იყო; მაშინ როგორ შეიძლება ითქვას, რომ მასში ზებუნებრივი არაფერი ყოფილა? სასწაულებისა და ნიშნების მოვლენის უნარი არ ამტკიცებს იმას, რომ იგი ტრანსცენდენტური პიროვნება იყო და არა ჩვეულებრივი ადამიანი; უბრალოდ, სულიწმიდა მოქმედებდა მასზე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე, რამაც მისცა მას სასწაულების მოხდენისა და კიდევ უფრო დიდებული საქმეების კეთების შესაძლებლობა. თავისი მსახურების აღსრულებამდე ან როგორც ბიბლია ამბობს, მასზე სულიწმიდის გადმოსვლამდე, იესო მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და არანაირად არ იყო ზებუნებრივი. როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა მასზეანუ როდესაც მან დაიწყო თავისი მსახურების აღსრულება, ის ზებუნებრივი უნარითაღიჭურვა. ამის გამო, ადამიანს უჩნდება რწმენა, თითქოს ღვთის განკაცებულ სხეულს არ გააჩნია ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება; უფრო მეტიც, იგი შეცდომით ფიქრობს, რომ ხორცშესხმულ ღმერთს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება აქვს და არა ადამიანური. რა თქმა უნდა, როდესაც ღმერთი დედამიწაზე მოდის თავისი საქმის აღსასრულებლად, ყოველივე, რასაც ადამიანები ხედავენ, ზებუნებრივი მოვლენებია. ყოველივე, რასაც ისინი საკუთარი თვალით ხედავენ და საკუთარი ყურით ესმით, ზებუნებრივია, რადგან ღვთის საქმე და სიტყვები მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელია. თუკი ზეციური დედამიწაზე გადმოდის, როგორ შეიძლება ის სხვა რამ იყოს, თუ არა ზებუნებრივი მოვლენა? როდესაც ცათა სასუფევლის საიდუმლოებები დედამიწაზე გადმოდის, რომლებიც ადამიანისთვის გაუგებარი და მიუწვდომელია და მეტისმეტად საოცარი და ბრძნულია — განა ყოველივე ეს ზებუნებრივი არ არის? თუმცა უნდა იცოდე, რომ რაც არ უნდა ზებუნებრივი იყოს ის, ყოველივე მისი ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებით ხორციელდება. განკაცებული ღვთის ხორციელ სხეულს გააჩნია ადამიანური ბუნება; ასე რომ არ იყოს, მაშინ ის არ იქნებოდა ხორცშესხმული ღმერთი. თავის დროზე იესომ უამრავი სასწაული მოახდინა. ის, რაც იმდროინდელმა ისრაელიანებმა იხილეს, სავსე იყო ზებუნებრივი მოვლენებით; მათ იხილეს ანგელოზები და მაცნეები და გაიგონეს იეჰოვას ხმა. განა ეს ყოველივე ზებუნებრივი არ იყო? რა თქმა უნდა, დღეს არსებობენ ბოროტი სულები, რომლებსაც ადამიანი შეცდომაში შეჰყავთ ზებუნებრივი მოვლენებით; ეს სხვა არაფერია, თუ არა მათი მხრიდან მიბაძვა, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანი იმ საქმით, რომელსაც ამჟამად სულიწმიდა არ აღასრულებს. ბევრი ადამიანი ახდენს სასწაულებს, კურნავს სნეულებს და განდევნის დემონებს; ეს სხვა არაფერია, თუ არა ბოროტი სულების საქმე, რადგან დღეს სულიწმიდა აღარ აღასრულებს ასეთ საქმეს და ყველა, ვინც იმ დროიდან მოყოლებული ბაძავს სულიწმიდის საქმეს, ნამდვილად ბოროტი სულია. მთელი საქმე, რომელიც იმ დროს ისრაელში სრულდებოდა, ზებუნებრივი ბუნების იყო, თუმცა სულიწმიდა ახლა აღარ მოქმედებს ამგვარად; ნებისმიერი ასეთი საქმე ახლა სატანის მიბაძვა, თვალთმაქცობა და მისი მხრიდან შფოთის შემოტანაა თუმცა ვერ იტყვი, რომ ყოველივე, რაც ზებუნებრივია, ბოროტი სულებისგან მოდის — ეს დამოკიდებულია ღვთის საქმის ეპოქაზე. დაფიქრდი ხორცშესხმული ღვთის მიერ დღეს აღსრულებულ საქმეზე: მისი რომელი ასპექტი არ არის ზებუნებრივი? მისი სიტყვები შენთვის გაუგებარი და მიუწვდომელია და იმ საქმის შესრულება, რომელსაც ის აღასრულებს, არცერთ ადამიანს არ ძალუძს. რაც მას ესმის, ადამიანი ვერანაირად ვერ გაიგებს; რაც შეეხება მის ცოდნას, ადამიანმა არ იცის, საიდან მოდის იგი. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „მეც ისეთივე ნორმალური ვარ, როგორიც შენ ხარ, მაგრამ როგორ ხდება, რომ მე არ ვიცი ის, რაც შენ იცი? მე უფროსი ვარ და უფრო მდიდარი გამოცდილება მაქვს, მაგრამ როგორ შეიძლება იცოდე ის, რაც მე არ ვიცი?“ ყოველივე, რაც ადამიანს შეეხება, არის ის, რისი მიღწევაც ადამიანს არანაირად არ ძალუძს. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „არავინ იცის იმ საქმის შესახებ, რომელიც ისრაელში აღსრულდა; ბიბლიის განმმარტებლებსაც კი არ შეუძლიათ ახსნა-განმარტების მოცემა; შენ როგორღა იცი?“ განა ეს ყოველივე ზებუნებრივი საკითხები არ არის? უფალს არ აქვს სასწაულების გამოცდილება, მაგრამ მან ყველაფერი იცის; ის ძალიან მარტივად საუბრობს და გამოხატავს ჭეშმარიტებას. განა ეს ზებუნებრივი არ არის? მისი საქმე აღემატება იმას, რისი მიღწევაც ხორციელ სხეულს ძალუძს. ის მიუწვდომელია ხორციელი სხეულის მქონე ნებისმიერი ადამიანის აზროვნებისთვის და სრულიად წარმოუდგენელია ადამიანის გონების ლოგიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უფალს არასოდეს წაუკითხავს ბიბლია, მას ესმის ღვთის საქმე ისრაელში. და მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწაზე დგას, როდესაც მესამე ცის საიდუმლოებებზე საუბრობს. როდესაც ადამიანი ამ სიტყვებს კითხულობს, ის გრძნობს: „განა ეს მესამე ცის ენა არ არის?“ განა ეს ყოველივე არ აღემატება იმას, რისი მიღწევაც ჩვულებრივ ადამიანს ძალუძს? იმ დროს, როდესაც იესომ ორმოცი დღე იმარხულა, განა ეს ზებუნებრივი არ იყო? თუ იტყვი, რომ ორმოცდღიანი მარხვა ყველა შემთხვევაში ზებუნებრივია, ბოროტი სულების ქმედებაა, მაშინ განა შენ არ განსაჯე იესო? თავისი მსახურების აღსრულებამდე იესო ნორმალურ ადამიანს ჰგავდა. ის სკოლაშიც დადიოდა; სხვაგვარად როგორ ისწავლიდა კითხვასა და წერას? როდესაც ღმერთი განკაცდა, სული ხორციელი სხეულით იყო დაფარული. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მას აუცილებლად უნდა გაევლო ზრდისა და მომწიფების პროცესი და სანამ მისი შემეცნებითი უნარი არ მომწიფდებოდა და ვერ შეძლებდა საგნის არსში წვდომას, ის ვერ ჩაითვლებოდა ჩვეულებრივ ადამიანად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ადამიანობა მომწიფდა, შეძლო მან თავისი მსახურების აღსრულება. როგორ შეძლებდა ის თავისი მსახურების აღსრულებას, როდესაც მისი ნორმალური ადამიანობა ჯერ კიდევ მოუმწიფებელი იყო და მისი გონება — ჩამოუყალიბებელი? რა თქმა უნდა, მისგან არ მოელოდნენ თავისი მსახურების აღსრულებას ექვსი ან შვიდი წლის ასაკში! რატომ არ გამოჩნდა ღმერთი ღიად, როდესაც ის პირველად განკაცდა? ეს იმიტომ მოხდა, რომ მისი ხორციელი ადამიანობა ჯერ კიდევ მოუმწიფებელი იყო; ის ჯერ კიდევ სრულად ვერ მართავდა თავის ხორციელ ბუნებასთან დაკავშირებულ შემეცნებით პროცესებს ისევე, როგორც ადამიანურ ბუნებას. ამ მიზეზით მისთვის აბსოლუტურად აუცილებელი იყო, რომ ჰქონოდა ნორმალური ადამიანობა და ადამიანური საღი აზრი — იმ დოზით, რომ საკმარისად აღჭურვილი ყოფილიყო ხორციელი სხეულით თავისი საქმის აღსასრულებლად — სანამ თავის საქმეს შეუდგებოდა. თუ ის არ იქნებოდა მზად ამ ამოცანის შესასრულებლად, აუცილებელი გახდებოდა მისი შემდგომი ზრდა და მომწიფება. იესოს თავისი საქმე შვიდი ან რვა წლის ასაკში რომ დაეწყო, განა ადამიანი მას საოცრებად არ მიიჩნევდა? განა ყველა ადამიანი მას ბავშვად არ ჩათვლიდა? ვისთვის იქნებოდა ის დამაჯერებელი? შვიდი ან რვა წლის ბავშვი, რომელიც იმ ტრიბუნაზე მაღალიც კი არ იყო, რომლის უკანაც იდგა — იქნებოდა ის ქადაგებისთვის შესაფერისი? სანამ მისი ნორმალური ადამიანობა არ მომწიფდა, ის არ იყო ამ ამოცანისთვის მზად. რაც შეეხება მის ადამიანობას, რომელიც ჯერ კიდევ მოუმწიფებელი იყო, საქმის საკმაოდ დიდი ნაწილი უბრალოდ მიუღწეველი იყო. ხორციელ სხეულში ღვთის სულის მოქმედებასაც აქვს პრინციპები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის აღჭურვილია ადამიანური ბუნებით, შეუძლია თავის თავზე აიღოს მამის საქმე და შ და მამის მიერ დაკისრებული დავალების საკუთარ თავზე აღება. მხოლოდ მაშინ შეუძლია მას თავისი საქმის დაწყება. ბავშვობაში იესო უბრალოდ ვერ გებულობდა ბევრ რამეს, რაც ძველ დროში მოხდა; მან ამის შესახებ მხოლოდ სინაგოგაში მასწავლებლებისთვის კითხვების დასმის მეშვეობით შეიტყო. ლაპარაკის სწავლისთანავე რომ დაეწყო თავისი საქმე, როგორ იქნებოდა შესაძლებელი, რომ შეცდომები არ დაეშვა? როგორ შეიძლებოდა ღმერთს მცდარი ნაბიჯები გადაედგა? ამიტომ მან თავისი საქმის აღსრულება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედება შეძლო; მან არანაირი საქმე არ აღასრულა, სანამ სრულად არ შესწევდა მისი საკუთარ თავზე აღების უნარი. 29 წლის ასაკში იესო უკვე საკმაოდ მომწიფებული იყო და მისი ადამიანური ბუნება საკმარისი იყო იმ საქმის აღსასრულებლად, რომელიც მას უნდა გაეკეთებინა. მხოლოდ მაშინ დაიწყო ღვთის სულმა მასზე ოფიციალურად მოქმედება. იმ დროისთვის შვიდი წელი იყო გასული, რაც იოანე ემზადებოდა მისთვის გზის გასაკვალად, რომელიც თავისი საქმის დასრულების შემდეგ ციხეში ჩასვეს. ამის შემდეგ ტვირთი მთლიანად იესოს დააწვა. მას ეს საქმე 21 ან 22 წლის ასაკში რომ წამოეწყო, იმ დროს, როდესაც მისი ადამიანური ბუნება ჯერ კიდევ მოუმწიფებელი იყო, ახლად ფეხშედგმული იყო ახალგაზრდობაში და ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ესმოდა, მაშინ ის ვერ შეძლებდა კონტროლის ხელში აღებას. იმ დროისთვის იოანეს უკვე შესრულებული ჰქონდა თავისი საქმე მანამ, სანამ იესო თავის საქმეს დაიწყებდა, როდესაც უფალი უკვე შუახნის ასაკში იყო. ამ ასაკში მისი ადამიანური ბუნება საკმარისი იყო მისი საქმის აღსასრულებლად. ახლა ხორცშესხმულ ღმერთსაც აქვს ადამიანური ბუნება და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის უფროსებთან შედარებით მომწიფებული არ არის, ეს ადამიანობა უკვე საკმარისია მისი საქმის აღსასრულებლად. დღევანდელი საქმის გარემოებები ბოლომდე არ ემთხვევა იესოს დროინდელ გარემოებებს. რატომ აირჩია იესომ თორმეტი მოციქული? ეს ყოველივე მისი საქმის მხარდასაჭერად და მასთან შესაბამისობაში იყო. ერთი მხრივ, ეს ემსახურებოდა იმ დროს მისი საქმისთვის საფუძვლის ჩაყრას, ხოლო მეორე მხრივ — მომავალ დღეებში მისი საქმისთვის საფუძვლის ჩაყრას. იმ დროინდელი საქმის შესაბამისად იესომ აირჩია თორმეტი მოციქული; ეს იყო იესოს განზრახვა ისევე, როგორც თავად ღვთის განზრახვა. მას სწამდა, რომ უნდა აერჩია თორმეტი მოციქული და შემდეგ წაეყვანა ისინი ყველგან საქადაგებლად. მაგრამ დღეს თქვენ შორის ამის საჭიროება არ არსებობს! როდესაც განკაცებული ღმერთი ხორციელი სხეულით მოქმედებს, არსებობს მრავალი პრინციპი და საკითხი, რომელიც ადამიანს უბრალოდ არ ესმის; ადამიანი მუდმივად იყენებს საკუთარ წარმოდგენებს მის შესაფასებლად ან ღვთის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნების წამოსაყენებლად. თუმცა დღემდე ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ მათი ცოდნა მხოლოდ მათივე წარმოდგენებისგან შედგება. რომელ ეპოქაში ან რა ადგილასაც არ უნდა განკაცდეს ღმერთი, ხორცშსხმული სხეულით აღსასრულებელი საქმის პრინციპები უცვლელი რჩება. მას არ ძალუძს განკაცდეს და ამავდროულად თავისი საქმის აღსრულებისას ხორციელ სხეულს გასცდეს; მით უმეტეს, არ შეუძლია განკაცდეს და არ იმოქმედოს ადამიანური ბუნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვთის განკაცება აზრს დაკარგავდა, ხოლო სიტყვის განკაცება კიდევ უფრო უმნიშვნელო გახდებოდა. უფრო მეტიც, მხოლოდ ზეციერმა მამა (სულმა) იცის ღვთის განკაცების შესახებ და სხვამ არავინ, თავად ხორციელმა სხეულმაც კი ან ზეციურმა მაცნეებმა. ვინაიდან ეს ასეა, ღვთის საქმის აღსრულება ხორციელად კიდევ უფრო ნორმალურია და მით უფრო უკეთ შეუძლია იმის ჩვენება, რომ გზა მართლაც განკაცდა, სიტყვა მართლაც განკაცდა, ხოლო ხორციელი სხეული ნიშნავს ჩვეულებრივ და ნორმალურ ადამიანს.

ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „რატომ უნდა მისცეს ახალ ეპოქას დასაბამი თავად ღმერთმა? განა ქმნილებას არ ძალუძს დაიკავოს მისი ადგილი?“ ყველამ იცით, რომ ღმერთი ხორცს ისხამს სწორედ იმ მიზნით, რომ დასაბამი მისცეს ახალ ეპოქას და, რა თქმა უნდა, როდესაც ის ახალ ეპოქას დასაბამს აძლევს, ამავდროულად ასრულებს წინა ეპოქას. ღმერთი არის დასაწყისი და დასასრული; სწორედ ის იწყებს თავის საქმეს და ამიტომ სწორედ მან უნდა დაასრულოს წინა ეპოქა. ეს არის სატანის დამარცხებისა და წუთისოფელზე მისი გამარჯვების მტკიცებულება. ყოველ ჯერზე, როდესაც ის თავად მოქმედებს ადამიანთა შორის, ეს ახალი ბრძოლის დასაწყისია. ახალი საქმის დაწყების გარეშე ბუნებრივია, ვერ იარსებებდა ძველის დასასრული. და როდესაც არ არსებობს ძველის დასასრული, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ სატანასთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ღმერთი მოვა და აღასრულებს ახალ საქმეს ადამიანთა შორის, შეძლებს ადამიანი სრულად დააღწიოს თავი სატანის ძალაუფლებას და მოიპოვოს ახალი ცხოვრება და ახალი დასაწყისი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი სამუდამოდ იცხოვრებს ძველ ეპოქაში სატანის ძველი გავლენის ქვეშ. ღვთის მიერ წარმართულ ყოველ ეპოქაში ადამიანის ნაწილი თავისუფლდება და ამგვარად, ადამიანი ღვთის საქმესთან ერთად მიიწევს წინ ახალი ეპოქისკენ. ღვთის გამარჯვება ნიშნავს გამარჯვებას ყველასთვის, ვინც მას მიჰყვება. შექმნილი კაცობრიობისთვის რომ მიენდოთ ეპოქის დასრულება, მაშინ ადამიანის თუ სატანის გადმოსახედიდან ეს იქნებოდა არა ღვთისადმი მორჩილება, არამედ ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მისი ღალატის აქტიდა ადამიანის საქმე სატანისთვის ბერკეტად იქცეოდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაემორჩილება და გაჰყვება ღმერთს თავად ღვთის მიერ დაწყებულ ეპოქაში, შეიძლება სატანა სრულად დარწმუნდეს, რადგან ეს არის ქმნილების მოვალეობა. ამიტომ, მე ვამბობ, რომ თქვენ მხოლოდ უნდა მიჰყვეთ და დაემორჩილოთ; მეტი არაფერი მოგეთხოვებათ. სწორედ ამას ნიშნავს, რომ თითოეული იცავს თავის მოვალეობას და ასრულებს შესაბამის ფუნქციას. ღმერთი აღასრულებს თავის საქმეს და არ სჭირდება, რომ ადამიანმა ჩაანაცვლოს ის და არც თავად მონაწილეობს ქმნილებების საქმეში. ადამიანი ასრულებს თავის მოვალეობას და არ ერთვება ღვთის საქმეში. სწორედ ეს არის მორჩილება და სატანის დამარცხების მტკიცებულება. მას შემდეგ, რაც თავად ღმერთი დაასრულებს ახალი ეპოქისთვის დასაბამის მიცემას, ის აღარ ჩამოდის, რათა თავად იმოქმედოს კაცთა შორის. მხოლოდ ამის შემდეგ შეაბიჯებს ადამიანი ოფიციალურად ახალ ეპოქაში, რათა შეასრულოს თავისი მოვალეობა და განახორციელოს თავისი, როგორც ქმნილების, მისია. ეს არის ღვთის მოქმედები პრინციპები, რომელთა დარღვევაც არავის ძალუძს. მხოლოდ ამგვარად მუშაობაა გონივრული და მიზანშეწონილი. ღვთის საქმეს თავად ღმერთი აღასრულებს. სწორედ ის იწყებს თავის საქმეს და სწორედ ის ასრულებს თავის საქმეს. სწორედ ის გეგმავს საქმეს და სწორედ ის მართავს მას, და უფრო მეტიც, სწორედ მას მოჰყავს საქმე სისრულეში. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: „მე ვარ დასაბამი და დასასრული; მე ვარ მთესველი და მომმკელი“. მთელ ამ საქმეს, რომელიც ღვთის მართვას ეხება, თავად ღმერთი აღასრულებს. ის არის ექვსათასწლიანი მართვის გეგმის ხელმწიფე; არავის ძალუძს მისი საქმის აღსრულება მის ნაცვლად და მისი საქმის დასრულება, რადგან ყოველივე მას მას უპყრია ხელთ. რაკი შექმნა წუთისოფელი, ის წაუძღვება მთელ წუთისოფელს, რათა იცხოვროს მის ნათელში, და ის ასევე აუცილებლად დაასრულებს მთელ ეპოქას, რითაც თავის მთელ გეგმას სისრულეში მოიყვანს!

წინა: ღვთის საქმის ხედვა (3)

შემდეგი: განკაცების საიდუმლო (2)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება