ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (9)
თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2025 წლის 15 დეკემბერი (ნაწილი მეშვიდე)
კითხვა 12: შეკითხვა მაქვს: როგორ უნდა შეიცნოს ადამიანმა მუდმივად ის გახრწნილი ხასიათი, რომელსაც ავლენს, რათა ძირფესვიანად აღმოფხვრას იგი? მაგალითად, ჩემი მოვალეობის შესრულებისას მე ვავლენ ამპარტავან, გახრწნილ ხასიათს. სანამ ამ პრობლემის გადასაჭრელად ჭეშმარიტებას ვეძიებ, ვაწყდები ისეთ საკითხებს, რომლებიც ჩემს ბოროტგანზრახულ გახრწნილ ხასიათს ავლენს, ამიტომ ბოროტგანზრახულობის პრობლემის გადაჭრაზე გადავდივარ. შედეგად, ჩემი ცოდნა ყოველგვარი გახრწნილების შესახებ მხოლოდ ზედაპირულ დონეზე რჩება. როგორ უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა?
პასუხი: რადგან გამოავლინე ეს გახრწნილი ხასიათი, თუ ისე გააგრძელებ, რომ არ ეძიებ ჭეშმარიტებას, რათა გაიგო იგი და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი თავი, კვლავაც გამოავლენ მას მომავალში? (დიახ.) ეს ზუსტად გაციებას ჰგავს. თუ შენი იმუნიტეტი შედარებით დაბალია, მაშინ გაციება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომ, რა გახრწნილი ხასიათიც არ უნდა გამოავლინო, ღრმად უნდა დაფიქრდე საკუთარ თავზე, ჩაწვდე მის ბუნებას და ეძიო ჭეშმარიტება მის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად. ზოგიერთი ადამიანი ხედავს, რომ მის მიერ გამოვლენილი გახრწნილი ხასიათი საკმაოდ სერიოზულია, გულში სინანულს განიცდის და საკუთარ თავს ეუბნება: „მე ნამდვილად ვალში ვარ ღვთის წინაშე! როგორ შემიძლია ჩემი მოვალეობის ჯეროვნად შესრულება, როდესაც ასეთი სერიოზული გახრწნილი ხასიათი მაქვს? მე არ გამომიყენებია ჭეშმარიტება პრაქტიკაში. მე ადამიანი არ ვარ! მე ეშმაკი ვარ და წყევლას ვიმსახურებ!“ შემდეგ ის სახეში ერთ-ორჯერ მაგრად შემოირტყამს. მისაღებია თუ არა პრობლემის ამგვარად გადაჭრა? (არა.) მაშინ რა არის ამის საუკეთესო გზა? ეს პრობლემა ღვთის სიტყვების შესაბამისად უნდა გადაიჭრას. უნდა დაინახო, თუ როგორ ამხელს ღვთის სიტყვები ამ გახრწნილ ხასიათს, რა არის ამ გახრწნილი ხასიათის საფუძველი და რა ვითარებაში გამოავლინე იგი. ზუსტად უნდა დაინახო ყოველივე ეს და როგორც კი ამას ზუსტად დაინახავ, შეიცნობ შენ მიერ გამოვლენილი ამ გახრწნილი ხასიათის არსს. ასი პროცენტით გარანტირებულია, რომ კვლავ გამოავლენ ამ გახრწნილ ხასიათს; მაშ, როგორ უნდა აღმოფხვრა იგი? უნდა ილოცო ღვთის მიმართ. ღვთის მიმართ ლოცვა შენთვის ყველაზე გადამწყვეტი ქმედებაა. როგორ უნდა ილოცო? თუ, მაგალითად, ავლენ ამპარტავან ხასიათს, ასე უნდა ილოცო: „ღმერთო, მე დღეს ამპარტავანი ხასიათი გამოვავლინე. მე ვარ ამპარტავანი და ქედმაღალი და არავის ვუთმობ. ჩემი თანამშრომლები საერთოდ არ აღვიქვი სერიოზულად. მაშინაც კი, როცა ისინი მართლები იყვნენ, მაინც არ ვუსმენდი. მე უბრალოდ განვაგრძობდი საკუთარი სიმართლის მტკიცებას და თავის გამოჩენას. მე ნამდვილად ამპარტავანი და თვითმართალი ვარ! მე უბრალოდ საერთოდ არ გამაჩნია გონიერება! ადრე ვგრძნობდი, რომ არც ისე ამპარტავანი ვიყავი და თითქოს გარკვეული გონიერებაც გამაჩნდა და ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ დღეს, ამ საკითხთან შეჯახებისას, კვლავ ასეთი ამპარტავანი და ქედმაღალი აღმოვჩნდი. ღმერთო, მე თავად არ შემიძლია ამ გახრწნილი ხასიათის მოშორება. დაე, შენ განწმინდო ჩემი გახრწნილება და აღმოფხვრა ჩემი ამპარტავანი ხასიათი. თუკი ჩემი ამპარტავანი ხასიათი აღმოიფხვრება და შევძლებ საკუთარი თავის გულის სიღრმიდან შეცნობას, შენს განდიდებას, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას და თავმდაბლობის შენარჩუნებას, მე მზად ვიქნები დავემორჩილო, რა ტანჯვის გადატანაც არ უნდა მომიწიოს. თუ ამას ვერ შევძლებ, დაე, შენი სამსჯავრო და გაკიცხვა მძიმედ დამატყდეს თავს.“ ამგვარი გადაწყვეტილებით, ღმერთი დაინახავს შენს გულწრფელობას და ღმერთი იმოქმედებს. ის მოგიწყობს ისეთ სიტუაციებს, რომ აღმოფხვრა შენი ამპარტავანი ხასიათი. თუ ასე გულწრფელად არ ილოცებ და უბრალოდ შეიცნობ შენს ამპარტავან ხასიათს და არაფრის შეცვლას არ შეეცდები, ეს პრობლემას ნამდვილად არ მოაგვარებს. ამიტომ, როდესაც ავლენ გახრწნილ ხასიათს, უნდა ილოცო ღვთის მიმართ. ილოცე ყოველ ჯერზე, როცა გახრწნილ ხასიათს ავლენ. გამონაკლისის გარეშე ილოცე ყოველ ჯერზე, როცა გახრწნილ ხასიათს ავლენ და შემდეგ წაიკითხე ღვთის სიტყვები, რათა დაფიქრდე და შეიცნო შენი გახრწნილი ხასიათი. თუ ასე განაგრძობ, შეძლებ შედეგების მიღწევას. ზოგიერთ ადამიანს ჭეშმარიტად სძულს საკუთარი თავი გახრწნილი ხასიათის გამოვლენის შემდეგ და თავს სახეში შემოლაწუნებით ისჯის. ესეც ადამიანთა ერთგვარი გადაწყვეტილებაა და ღმერთსაც შეუძლია დაინახოს ადამიანების გულწრფელობა. თუმცა, გახრწნილი ხასიათის აღმოსაფხვრელად, ადამიანმა მაინც უნდა ილოცოს ღვთის მიმართ და ეძიოს ჭეშმარიტება, იგი უნდა მიენდოს ღმერთს. ყოველ ჯერზე, როცა ავლენ გახრწნილ ხასიათს, უნდა ილოცო ღვთის მიმართ: „ღმერთო, მე კვლავ გამოვავლინე გახრწნილება. ეს გახრწნილი ხასიათი ასე დიდი ხანია მაწუხებს და მე თავად არ შემიძლია მისი აღმოფხვრა. მე მსურს მოგენდო შენ მის გამოსასწორებლად. დაე, შენ განწმინდო ჩემი გახრწნილება და მიხსნა ჩემი გახრწნილი ხასიათის ბორკილებისგან. მე მზად ვარ დავემორჩილო შენს წარმართვასა და განგებას და ვიცხოვრო ჭეშმარიტების პრინციპის დაცვით შენს განსადიდებლად.“ თუ ხშირად ილოცებ ასე, ღმერთი თანდათანობით შეგიქმნის სიტუაციებს, რაც საშუალებას მოგცემს ნელ-ნელა მოიშორო შენი გახრწნილი ხასიათი და ნელ-ნელა შეიცვალო, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდები, აღმოაჩენ, რომ შენს გახრწნილ ხასიათს უფრო იშვიათად ავლენ. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ შეიცვალე. ავიღოთ, მაგალითად, ამპარტავანი ხასიათი, რომელსაც ადამიანები ხშირად ავლენენ. გარკვეული დროის განმავლობაში ამგვარი გამოცდილებების მიღების შემდეგ, ცვლილებები მოხდება. შეძლებ მოუსმინო და მიიღო ის, რაც მართებულია, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ძმა ან და იტყვის ამას. შეძლებ საკუთარ თავზე უარის თქმას და ასევე შეძლებ ღვთის ამაღლებასა და დამოწმებას. ამ ეტაპზე იტყვი: „მთელი დიდება ღმერთს! ამ შედეგს მივაღწიე ჩემზე ღვთის მოქმედებით! ეს ღვთის მიერ ჩემი გადარჩენაა!“ ხედავ, თუ ხშირად ილოცებ ღვთის მიმართ, მიენდობი ღმერთს და ეძიებ ჭეშმარიტებას, შეძლებ კარგი შედეგების მიღწევას შენი გახრწნილი ხასიათის აღმოფხვრაში.
კითხვა 13: როდესაც მსხლავენ ან საყვედურობენ, მყისიერად არ ვიღებ ნათქვამს და არ ვეძიებ ჭეშმარიტებას. ამის ნაცვლად, გულში საკუთარი თავის გამართლებას ვცდილობ. გარეგნულად შეიძლება ვდუმდე, თუმცა, შინაგანად წინააღმდეგობით ვარ სავსე. როგორ უნდა გადავჭრა ეს პრობლემა?
პასუხი: ყველას აქვს ეს პრობლემა. რასაც არ უნდა აშავებდნენ ადამიანები, მათ არ სურთ სხვების საყვედურების მიღება. ვინმემ ძალიან რბილი ტონითაც რომ გისაყვედუროს, მაინც დისკომფორტს გრძნობ. შეუძლიათ ადამიანებს ამ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა? (არა.) მაშ, როგორ უნდა გადაიჭრას იგი? უნდა ილოცო ღვთის მიმართ და მიენდო ღმერთს — ეს ერთი ასპექტია. გარდა ამისა, რატომ არ სურთ ადამიანებს სხვების საყვედურების მიღება? ძირითადად იმიტომ, რომ არ იცნობენ საკუთარ თავს და საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ. მითხარი, როდესაც ადამიანი სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს ავლენს, მისი ქცევა დადებითად აღიქმება თუ უარყოფითად? (უარყოფითად.) ნებისმიერი სახის გახრწნილი ხასიათი უარყოფითი მოვლენაა. თუ მეტისმეტად ბევრ გახრწნილ ხასიათს გამოავლენ, სხვები დადებით პიროვნებად აღგიქვამენ თუ უარყოფითად? (უარყოფითად.) ბოროტგანზრახული არაფერიც რომ არ თქვა და შენი ნათქვამი საკმაოდ კარგადაც ჟღერდეს, მაინც თვალთმაქცი ფარისეველი ხარ. თუ მთლიანობაში შეხედავ ყველა იმ გახრწნილ ხასიათს, რომელიც გამოავლინე, განა არ დაინახავ თვალთმაქცი ფარისევლის სრულ სურათს? (დიახ.) თუ ჭეშმარიტად დაინახავ, რომ თვალთმაქცი ფარისეველი ხარ, მაშინ გულში იგრძნობ თუ არა ზიზღს საკუთარი თავის მიმართ და შეიძულებ თუ არა საკუთარ თავს? (დიახ, შევიძულებთ.) ასეთ ვითარებაში, სხვებმა კვლავ რომ გისაყვედურონ, გაგსხლან, ან თუნდაც გამხილონ და დაგამცირონ, უფრო გაგიადვილდება ამის მიღება? (დიახ.) კვლავ შეეცდები საკუთარი თავის გამართლებასა და დაცვას? (არა.) მაშინ ილოცებ ღვთის მიმართ: „ღმერთო, როგორ ხდება, რომ საკუთარ თავში მხოლოდ თვალთმაქც ფარისეველს ვხედავ? მე არ გამაჩნია ნორმალური ადამიანობა და არ ვარ ნამდვილი ადამიანი. მე ეშმაკი ვარ, ჯოჯოხეთის ძე და ჯოჯოხეთში წასვლას ვიმსახურებ. მე არ ვარ შენი ხსნის მიღებისა და შენი სიყვარულით ტკბობის ღირსი!“ რას გრძნობ, როდესაც ასე ლოცულობ? (სიმშვიდეს.) ლოცვის შემდეგ იგრძნობ, რომ იმ დღეს საბოლოოდ ნათლად დაინახე შენი ნამდვილი სახე. მაშინ ღმერთის წინაშე პირქვე დაემხობი და ინატრებ ღმერთის ხსნას, ინატრებ, განიცადო ღმერთის სამართალი და სასჯელი. იტყვი: „ღმერთო, გთხოვ, გადამარჩინე. მე მჭირდება შენი ხსნა. თუ არ გადამარჩენ, მაშინ უბრალოდ ეშმაკივით ვიცხოვრებ და შენს სახლში ჩემი მოვალეობის შესრულება სხვა არაფერი იქნება, თუ არა ჩაშლა და არევ-დარევა. ყველაფერი, რასაც ვავლენ, უარყოფითია და სატანის ხატის პრინციპით ვცხოვრობ. ღმერთო, გთხოვ, გადამარჩინე. თუ კვლავ გამოვავლენ სატანურ ხასიათს, გთხოვ, შენი სამსჯავრო, გაკიცხვა და გასხვლა დამატყდეს თავს. მზად ვარ მივიღო და დავემორჩილო და ჩემი მორჩილება შენდამი უპირობო იქნება.“ რას გრძნობს ღმერთი, როდესაც ასეთ ლოცვას ისმენს? იგი ამბობს, რომ ამ ადამიანს აქვს სიცოცხლეში შესვლა, საბოლოოდ მიაღწია საკუთარი თავის შეცნობას და ნათლად დაინახა თავისი გახრწნილების ჭეშმარიტება. ღვთის გული ნუგეშს პოვებს და მას სურს ასეთ ადამიანზე მუშაობა. ღმერთმა ერთხელ თქვა: „ამიტომ ღვთის საქმე დასრულდება მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ჯოჯოხეთის ძეებად მიიჩნევენ“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. „ღვთის სიტყვა მთელი სამყაროსადმი“, საიდუმლოებების გაცხადება თავი 30). როდესაც ღვთის საქმეს იმ დონემდე გამოსცდი, რომ ნათლად დაინახავ შენს გახრწნილ არსს და შეძლებ ჭეშმარიტად შეიძულო საკუთარი თავი და წინ აღუდგე საკუთარ თავს, მაშინ სამსჯავროსა და გაკიცხვის საქმე თავის შედეგს მიაღწევს შენზე. თუ ამ საფუძველზე ილოცებ ღვთის მიმართ და სთხოვ ღმერთს, მეტად განგსაჯოს, განგწმინდოს და გადაგარჩინოს, ღმერთი კიდევ უფრო კმაყოფილი იქნება, სულიწმიდა მეტად იმოქმედებს შენზე, ნათელს მოგფენს და გაგანათებს ყველაფერში, რაც საშუალებას მოგცემს ისწავლო, როგორ გამოიყენო ჭეშმარიტება პრაქტიკაში, როგორ აამაღლო ღმერთი და დაამოწმო ღმერთი ყოველ საქმეში. მაშინ დაიწყებ ღვთის მიერ სრულყოფის მიღებას და სრულყოფის გზაზე სვლას. ამიტომ ღვთის მიმართ ლოცვა, ღმერთზე მინდობა და ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის გამოცდა საკუთარი თავის შესაცნობად და გახრწნილი ხასიათის მოსაშორებლად, წინსვლის ზუსტი გზაა. როდესაც ჭეშმარიტად შეიცნობ საკუთარ თავს, წინსვლას განიცდი და ღვთის თვალში იქნები ის, ვინც ჭეშმარიტად მიჰყვება ღმერთს და ჭეშმარიტად გამოსცდის მის საქმეს, იქნები ის, ვისაც გადარჩენის დიდი იმედი აქვს და დაწყებული გექნება სრულყოფის გზაზე სვლა. ისინი, ვინც ვერ გააცნობიერეს, რომ ეშმაკები არიან და ჯოჯოხეთში წასვლას იმსახურებენ, ჯერ კიდევ არ დამდგარან ღვთის რწმენის სწორ გზაზე, არც საკუთარი თავის ჭეშმარიტი შეცნობისთვის მიუღწევიათ და როდესაც ოდნავ მაინც სხლავენ ან საყვედურობენ, წინააღმდეგობას უწევენ და ურჩობენ. ისინი ჯერ კიდევ შორს არიან სრულყოფისგან.
კითხვა 14: როდესაც სახარებისეული საქმის შედეგები ცუდია, ძალიან ვდარდობ იმაზე, რომ ეს გავლენას მოახდენს ჩემს, როგორც წინამძღოლის იმიჯზე და ეს გარკვეული დროით ნეგატიურ მდგომარეობაში მაგდებს. და-ძმებთან თანაზიარების მეშვეობით თანდათანობით მივხვდი, რომ იმაზე მეტად ვაფასებ ადამიანების შეხედულებას ჩემზე, ვიდრე იმას, თუ როგორ მიყურებს ღმერთი და რომ კვლავაც დიდებას, სარგებელსა და სტატუსს ვეძიებ. მსურს ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ის კვლავ და კვლავ ბრუნდება. ძმაო, შეგიძლია თანაზიარება გაგვიწიო იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?
პასუხი: რა სირთულეებსაც არ უნდა წააწყდე შენს საქმეში, შენი განზრახვა მოვალეობის ჯეროვნად შესრულება უნდა იყოს. შეწყვიტე მუდმივი წუხილი იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები ამის გამო; უბრალოდ ილოცე ღვთის მიმართ, მიენდე ღმერთს და იპოვე გზა შენი საქმის შედეგების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, თუ ბოლო დროს სახარებისეული საქმის შედეგები ცუდია და არავინ იცის, როგორ გადაჭრას გარკვეული პრობლემები ან არ გააჩნია ამ პრობლემების პრაქტიკაში გადაჭრის გზა, მაშინ ხშირად უნდა მოიხსენიო ეს პრობლემები ღვთის წინაშე ლოცვაში. უთხარი ღმერთს: „ღმერთო, სახარების გავრცელების საქმე ბოლო დროს გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება. ბევრი დავალებაა, რომლის შესრულებაც ხალხმა არ იცის და არც მე ვიცი, როგორ გადავჭრა ეს პრობლემა, არც ის ვიცი, როგორ შევასრულო იგი ჯეროვნად. ღმერთო, ჩემი გული შფოთვითაა სავსე. სახარებისეული საქმის დაყოვნება არ შეიძლება. გთხოვ, ნათელი მომფინე, გამანათე და მიწინამძღვრე, რათა ვიპოვო წინსვლის გზა. მზად ვარ, დავიტანჯო და გავიღო საფასური და მსურს, რომ შენი ნება რაც შეიძლება მალე შესრულდეს, რათა შენ მოიპოვო დიდება.“ რამდენჯერმე ასეთი ლოცვის შემდეგ, შეკრებების დროს ორგანიზება გაუწიე ყველას, რათა ერთად ილოცონ და შემდეგ, როდესაც და-ძმები ერთად გაწევენ თანაზიარებას, სულიწმიდა ნათელს მოჰფენს მათ. ერთი იტყვის, რომ წინსვლის ასეთი გზა აქვს, მეორე კი იტყვის, რომ წინსვლის ისეთი გზა აქვს. როდესაც ყველა სათითაოდ გამოთქვამს თავის აზრს, თანაზიარების მეშვეობით ყველა იპოვის წინსვლის შესაბამის გზას და შემდეგ ყველას შეეძლება ამ გზის მიხედვით პრაქტიკაში მოქმედება. ხედავ, ლოცვამდე წინსვლის გზა არ არსებობდა, ახლა კი არსებობს. რა ხდება აქ? როდესაც ყველა ერთი გულითა და ერთი გონებით ლოცულობს, სულიწმიდა ნათელს ჰფენს და წინამძღოლობს მათ, წინსვლის შესაბამისი გზა მოიძებნება და პრობლემაც გვარდება. მაგრამ გახსოვდეს ეს: ყოველთვის, როდესაც იღებ სულიწმიდისგან ნათლის მოფენასა და სინათლეს და პოულობ წინსვლის გზას, უნდა აღავლინო ქების ლოცვა ღვთის მიმართ: „ღმერთო, სწორედ შენ მოგვფინე ნათელი, გვიწინამძღოლე და მოგვანიჭე გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ! მადლობას გიხდით, გადიდებთ და მთელ დიდებას შენ გიძღვნით!“ შენი საქმის შესრულებისას, მუდმივად უნდა ილოცო ღვთის მიმართ. ილოცე საქმის დაწყებამდე, კვლავ ილოცე ღვთის მიმართ, როდესაც საქმეში სირთულეებს წააწყდები და განაგრძე სვლა მას შემდეგ, რაც ლოცვის შედეგად წინსვლის გზას იპოვი. როდესაც პრობლემა გადაიჭრება, კვლავ ილოცე ღვთის მიმართ, რათა მადლობა გადაუხადო მას წინამძღოლობისთვის. ეს ღვთის ნახელავია; ჩვენ, ადამიანებს, არ გაგვაჩნია ასეთი გონიერება და სიბრძნე, ამიტომ მიაგე დიდება ღმერთს. თუ ამგვარად იმოქმედებ პრაქტიკაში, შენს გულში მშვიდობა და სიხარული დაისადგურებს. ამიტომ, ღმერთთან ერთად არაფერია რთული მისაღწევი. თუკი ადამიანები გულწრფელად ილოცებენ ღვთის მიმართ და მიენდობიან ღმერთს, ღმერთი მათ გამოსავალს უჩვენებს. საქმეები ისე აღსრულდება, რომ ვერც კი გააცნობიერებენ, და თავადაც არ ეცოდინებათ, როგორ მოხდა ეს. ეს ღვთის საქმეებია. ზუსტად ისე, როგორც უკანასკნელი დღეების საქმის ეს ეტაპი — რამდენი წელია, რაც ღვთის სახლი სახარების გავრცელების საქმეს ასრულებს? ოცდაათ წელზე ოდნავ მეტი. ამ მოკლე, ოცდაათიოდე წლის განმავლობაში, ცათა სასუფევლის სახარება მსოფლიოს ყველა მთავარ კონტინენტზე გავრცელდა და ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესია ას ოცზე მეტ ქვეყანაში დაფუძნდა. შეკრებებისა და ღვთის სიტყვების ჭამა-სმის მეშვეობით, ღვთის რჩეულმა ხალხმა მთელ მსოფლიოში უკვე გაიგო გარკვეული ჭეშმარიტებანი და საფუძველი ჩაყარა. მათი სიცოცხლე საკმაოდ სწრაფად იზრდება და ყველას შესწევს უნარი, შეიცნოს საკუთარი თავი. ზოგიერთს სიცოცხლის გამოცდილების შესახებ დამოწმებების გაზიარებაც კი შეუძლია და ის, რასაც ისინი აზიარებენ, საკმაოდ პრაქტიკულია. ეს არ არის ადვილი! განა ეს არ არის სულიწმიდის საქმით მიღწეული შედეგი? მითხარი, სულიწმიდის ამდენი საქმის გამოცდისა და ღვთის ამდენი საოცარი საქმის ხილვის შემდეგ, განა ნათელი არ არის, რომ ეს ყოველივე თავად ღმერთმა აღასრულა? (დიახ, ასეა.) ეს ყოველივე თავად ღმერთის აღსრულებულია. მაშ, გინახავს, როგორ მოქმედებს სულიწმიდა? ეს არავის უნახავს. მაგრამ ეს ფაქტი უკვე აღსრულდა. ეს სულიწმიდას რომ არ გაეკეთებინა, სხვა ვინ შეძლებდა ამას? ვერავინ. ჩვენ, ადამიანები, არაფერს წარმოვადგენთ სულიწმიდის საქმის გარეშე. ეს არის ღვთის დიდი ძალმოსილების ხილვა. მაშ, ღვთის მიმართ ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, შეუძლია თუ არა ჩვენს სიცოცხლე-განწყობას შეცვლა? შეგვიძლია თუ არა ჭეშმარიტების მოპოვება? შეგვიძლია თუ არა სრულყოფა? (დიახ.) ყველაფერში ღმერთზე მინდობა არასოდესაა სირცხვილი. თუ ადამიანები განუდგებიან ღმერთს, კვლავინდებურად იფიქრებენ, რომ თავად შესწევთ უნარი და განაგრძობენ საქმეების დამოუკიდებლად კეთებას, მაშინ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ეს უდავოდ მარცხი იქნება, სრული მარცხი! თუ ადამიანმა იცის ყველაფერში ღმერთზე მინდობა, მაშინ ის არის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტად იცნობს საკუთარ თავს; მან იცის, რომ ღმერთზე მინდობის გარეშე ადამიანებს დამოუკიდებლად არაფრის მიღწევა არ შეუძლიათ. თუმცა, საკუთარი თავის შეცნობა არის გაკვეთილი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა ისწავლებოდეს. მხოლოდ ამპარტავანი ხასიათიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ძალიან დიდი დრო დახარჯოს მის შესაცნობად. ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, რომ ერთ საკითხში მეტ-ნაკლებად შეიცნო საკუთარი თავი, მაგრამ როდესაც სხვა საკითხს წააწყდება, კვლავ ავლენს თავის ამპარტავან ხასიათს, გრძნობს, რომ შეუძლია გარკვეული საქმის დამოუკიდებლად შესრულება და შედეგად, მარცხს განიცდის. როდესაც იგი დაფიქრდება საკუთარ თავზე, შეიცნობს საკუთარ თავს, გარკვეულ ცოდნას შეიძენს თავისი ამპარტავანი ხასიათის შესახებ და შეძლებს თავმდაბლად ყოფნასა და ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოქმედებას, სულიწმიდა კვლავ იწყებს მასზე მოქმედებასა და მის წინამძღოლობას და მისი საქმეც კვლავ შეუფერხებლად მიმდინარეობს. შემდეგ, გარკვეული დროის გასვლის მერე, ადამიანის ამპარტავანი ხასიათი კვლავ ვლინდება. იგი კვლავ გრძნობს, რომ ცოტათი ესმის ჭეშმარიტება და კვლავ შეუძლია ღვთის გარეშე მუშაობა, რის შედეგადაც მისი საქმე კვლავ მარცხს განიცდის. ღვთის მიმართ ლოცვის, საკუთარ თავზე დაფიქრებისა და საკუთარი თავის ხელახლა შეცნობის მეშვეობით, იგი ხედავს, რომ ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული და რომ ადამიანი არაფერს წარმოადგენს ღვთის გარეშე. როდესაც კვლავ ასრულებს თავის საქმეს, იგი ფოკუსირდება ღმერთზე მინდობასა და ჭეშმარიტება-პრინციპების ძიებაზე და საბოლოოდ, კვლავ აღწევს შედეგებს. ხედავ, რამდენჯერ უნდა განიცადოს ადამიანმა მარცხი და დაეცეს, სანამ შეძლებს ღვთის განდიდებას, ღვთის ამაღლებასა და ღვთისთვის მოწმობის გაწევას? სწორედ ასეთი სავსეა სიცოცხლის გამოცდილება სირთულეებითა და დაბრკოლებებით და ასეთი სავსეა უკუსვლებით. მაშ, შესაძლებელია თუ არა საკუთარი თავის შეცნობის მიღწევა მხოლოდ ერთი მარცხის განცდით? (არა.) შეუძლია თუ არა ათი მარცხის განცდას, მისცეს ადამიანს საკუთარი თავის საფუძვლიანად შეცნობის საშუალება? (არა.) მაშ, რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ადამიანმა, რათა საფუძვლიანად შეიცნოს საკუთარი თავი და ჭეშმარიტად გააცნობიეროს, რომ ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია ღვთის გარეშე, რომ ადამიანს არაფერში არ შეუძლია ღვთის გარეშე ყოფნა და რომ ადამიანი ყველაფერში ღმერთს უნდა მიენდოს? რამდენი წლის გამოცდილება უნდა გაიაროს ადამიანმა ამ შედეგის მისაღწევად? (სულ მცირე, ათიდან ოც წლამდე და ასობით მარცხი.) როდესაც ადამიანი საკუთარ თავს საფუძვლიანად იცნობს, იგი შეძლებს შეწყვიტოს საკუთარ თავზე მინდობა, რადგან ეცოდინება, რომ საკუთარ თავზე მინდობა მარცხს გამოიწვევს და რომ ადამიანები ყველაფერში და სამუდამოდ ღმერთს უნდა მიენდონ. საკუთარი თავის ჭეშმარიტად შეცნობა შეუძლებელია ასობით მარცხის გამოცდილების გარეშე. სწორედ ასეთია ის გამოცდილება, რომელიც მეც გავიარე. მეც მხოლოდ უთვალავი მარცხის გამოცდის შემდეგ შევიძინე ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. ახლა კი ამ გამოცდილებას თქვენ გიზიარებთ. ნუ იფიქრებ, რომ ერთი ან ორი მარცხის განცდის შემდეგ იცნობ საკუთარ თავს; ჯერ კიდევ შორს ხარ საკუთარი თავის ჭეშმარიტად შეცნობისგან. ამიტომ, რა გახრწნილებაც არ უნდა გამოავლინო, უბრალოდ გულწრფელად ილოცე ღვთის მიმართ, მიენდე ღმერთს და გამოსცადე ღვთის საქმე და თანდათანობით შეძლებ ცვლილებების დანახვას.