ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (9)
თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2025 წლის 15 დეკემბერი (ნაწილი მეხუთე)
კითხვა 10: ბევრმა სახარების მქადაგებელმა არ იცის, როგორ დაამყაროს ურთიერთობა სახარების პოტენციურ მიმღებებთან დამოწმებისას და ისინი უბრალოდ კითხულობენ თავიანთი ქადაგების ტექსტს დადგენილი წესის მიხედვით. როგორ შეგვიძლია, გავწვრთნათ სახარების მქადაგებლები, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ ყოველდღიური ენა დამოწმებისას?
პასუხი: ყოველდღიური ენის გამოყენებით დამოწმება არ არის ის, რისი ცოდნითაც ადამიანები იბადებიან. ამის მისაღწევად ადამიანმა მეტი უნდა ისწავლოს და ივარჯიშოს. როდესაც პირველად ვირწმუნე უფალი, ვერ ვპოულობდი გზას, რომლის დახმარებითაც ქადაგებას შევძლებდი. ვხედავდი, როგორ ქადაგებდნენ რელიგიური სამყაროს პასტორები და მეც მათ ვბაძავდი. შედეგად, ჩემი ქადაგება ძალიან მშრალი იყო, გულში სიხარულს ვერ ვგრძნობდი და ჩემს ძმებსა და დებს არ სიამოვნებდათ ჩემი მოსმენა. ჩემთვის ვფიქრობდი: „რა ხდება? კონკრეტულად როგორ უნდა ვიქადაგო ისე, რომ კარგ შედეგებს მივაღწიო?“ შემდეგ გავიხსენე, თუ როგორ თავისუფლად და ლაღად ვსაუბრობდი შეკრებებზე, როგორი ცოცხალი იყო ატმოსფერო და როგორ სურდათ ჩემს ძმებსა და დებს მოსმენა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც გულს ვუხსნიდი ყველას თანაზიარებისთვის და ყოველდღიურ ენას ვიყენებდი. როდესაც ყოველდღიურ ენას ვიყენებდი, თითოეული წინადადება შეუფერხებლად მოედინებოდა და შეკრებებზე ყოველთვის კარგ შედეგებს ვიღებდი. მე განვაგრძე ლოცვა და ძიება: ქადაგებისას ლიტერატურული ენის გამოყენება სჯობს თუ ყოველდღიური ენის? გარკვეული დროის განმავლობაში ლოცვის შემდეგ, გავაცნობიერე: მე უნდა მესაუბრა იმ ენით, რომელსაც სულიწმიდა გვასწავლის. რა არის ის ენა, რომელსაც სულიწმიდა გვასწავლის? ვიფიქრე, დავკვირვებოდი, თუ როგორ იყო წარმოთქმული ღვთის სიტყვები. დავინახე, რომ დასაწყისში ქრისტეს მიერ გამოხატულ სიტყვებში თითოეული გამონათქვამი პირდაპირ სათქმელზე გადადიოდა, რომ არ არსებობდა ფიქსირებული სტრუქტურა ან ფორმატი და რომ ქრისტე არ ცდილობდა მთავარ საკითხზე გადასვლამდე რაიმე წინაპირობის ან საფუძვლის დამატებას. იგი საუბრობდა ფაქტებზე ზუსტად ისე, როგორც რეალურად იყო. იგი ყოველთვის ძალიან ბუნებრივად და პრაქტიკულად საუბრობდა და თითოეული წინადადება ყოველდღიური ენით იყო წარმოთქმული. ეს ყოველდღიური ენა შედგებოდა ადამიანების მიერ საყოველთაოდ გამოყენებული სიტყვებისგან და მისი გაგება და წვდომა ძალიან მარტივი იყო. ვიფიქრე, რომ შესაძლოა სწორედ ეს ყოფილიყო სულიწმიდის მიერ ნასწავლი ენა, ამიტომ მეც ვცადე ამგვარად მექადაგა და მეთქვა ის, რაც გულში მქონდა. ამგვარად ყოველდღიური ენით საუბარმა ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია. იმ დროიდან მოყოლებული, გადავწყვიტე ამგვარად მექადაგა და დღემდე ასე ვაგრძელებ. მაშ, მოითხოვს თუ არა ყოველდღიური ენით ქადაგებაც წვრთნას? (დიახ.) რა პრობლემა უნდა გადაიჭრას წვრთნის პროცესში? ენობრივი მარაგის სიმწირის პრობლემა. თუ შენი ყოველდღიური ენის მარაგი მეტისმეტად შეზღუდულია და მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ნასწავლ ენას ფლობ, მაშინ ეს არ გამოგადგება. ეს არ არის ყოველდღიური ენა. ეს მხოლოდ გრამატიკული წესებით მართული ხისტი სიტყვები და ფიქსირებულ შაბლონებზე აგებული გამონათქვამებია. საუბრისას ის ძალიან ხისტად და შებოჭილად ჟღერს. ინტელექტუალებს, როგორებიც არიან პროფესორები და ექსპერტები, ისევე როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, წაკითხული აქვთ წიგნები, რომლებიც უხვად იყენებს ლიტერატურულ ენას, ამიტომ, როგორც კი პირს გააღებენ, ლიტერატურული ენის გარდა არაფერი ამოსდით და ყოველდღიური ენის ნატამალიც არ იგრძნობა. შეკრებაზე მათი საუბრის მოსმენა გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს ღლის და ძილს ჰგვრის. მაგრამ მუშები და ფერმერები არ არიან დიდად განათლებულები ან მცოდნეები და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ ყოველდღიური ენით საუბრობენ. ყოველდღიური ენა, რომელსაც ისინი იყენებენ, სულაც არ არის მარტივი; ის უკიდურესად მოქნილი და მდიდარია. როდესაც ისინი ყოველდღიური ენით საუბრობენ, ეს სახალისოცაა და პრაქტიკულიც. ეს ქმნის ძალიან კარგ ატმოსფეროს: ყველას სურს მოსმენა და რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრის შემდეგაც კი, ყველა ენერგიით სავსე რჩება და არავინ გრძნობს დაღლილობას. რა ხდება აქ? ეს არის ყოველდღიური ენის ხიბლი. დროთა განმავლობაში, მე შევიყვარე ყოველდღიური ენა, ამიტომ, როდესაც შეკრებებზე ვქადაგებ, ყოველდღიურ ენას ვიყენებ. მე ვხსნი გულს და გულიდან ვსაუბრობ, თანაზიარებაში გადმოვცემ ყველაფერს, რასაც ვწვდები და მესმის, თანაზიარებას ვატარებ თავისუფლად და ლაღად. რამდენი დღეც არ უნდა გრძელდებოდეს თანამშრომელთა შეკრება, ჩემი თანაზიარება არასოდეს მეორდება და კვლავაც ძალუძს პრობლემების გადაჭრა. ამგვარად ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში ქადაგება სულაც არ არის დამღლელი. რა ვითარებაში იღლებიან ადამიანები ყველაზე ადვილად ქადაგებისას? როდესაც ისინი მუდმივად ამუშავებენ იმას, რისი თქმაც სურთ, გარდაქმნიან თავიანთ სიტყვებს ისეთ წინადადებებად, რომლებიც შეესაბამება გრამატიკასა და ლიტერატურული ენის ნორმებს, ან გარდაქმნიან თავიანთ სიტყვებს მაღალი დონის თეორიულ ენად. მათ უწევთ თითოეულ წინადადებაზე დაფიქრება და მისი მრავალჯერ დამუშავება, სანამ იტყვიან. ამგვარად საუბარი ნამდვილად დამღლელია. შეკრებებზე თანაზიარებისას, თუ მუდმივად მჭევრმეტყველებით საუბარს აპირებ და გსურს, რომ თითოეული წინადადება შეესაბამებოდეს გრამატიკას ისე, რომ ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ დაგჭირდეს, მაშინ ეს ნამდვილად დამღლელი იქნება და, რაც არ უნდა დაიღალო, ამ შედეგს მაინც ვერ მიაღწევ. რომც შეგეძლოს, გექნებოდა კი კვლავ ნორმალური ადამიანობა? არ გექნებოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის, რასაც ქადაგებ, არის ის, რაც მანამდე არაერთხელ გიქადაგია, ან როდესაც წინასწარ გაქვს დაზეპირებული ის შინაარსი, რის ქადაგებასაც აპირებ, მხოლოდ მაშინ შეგიძლია ისაუბრო მჭევრმეტყველებით ისე, რომ ერთი სიტყვის შეცვლაც არ დაგჭირდეს; სხვაგვარად, ამის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია. სინამდვილეში, ბევრი ცნობილი და დიადი ადამიანიც ძალიან ჩვეულებრივად საუბრობს. არსებობენ პრეზიდენტებიც კი, რომლებიც ასე საუბრობენ, იყენებენ დაუმუშავებელ ყოველდღიურ ენას, საუბრობენ გულიდან და იყენებენ უბრალო, გასაგებ სიტყვებს. შესაბამისად, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ჩვეულებრივად საუბრობს, ხოლო ისინი, ვინც ჭეშმარიტად მჭევრმეტყველებით საუბრობენ, ძალიან, ძალიან ცოტანი არიან.
თუ თქვენ გსურთ, დამოწმებისას კარგ შედეგებს მიაღწიოთ, მეტად უნდა ივარჯიშოთ ყოველდღიური ენით საუბარში. როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს ესაუბრებით, გამოიყენეთ ყოველდღიური ენა. როდესაც ორ ან სამ ადამიანთან ატარებთ თანაზიარებას, გამოიყენეთ ყოველდღიური ენა. როდესაც დიდ შეკრებაზე ხართ, იქაც ყოველდღიური ენა გამოიყენეთ. თანდათანობით, გეცოდინება, როგორ ჩაატარო ჭეშმარიტების თანაზიარება. ეს მართლაც ასე მარტივია. თუ შეძლებ ასე ვარჯიშს სამი-ხუთი თვის განმავლობაში, ჭეშმარიტების თანაზიარებისას შეძლებ გარკვეული ყოველდღიური ენის გამოყენებას. რაც შეეხება იმას, შეძლებ თუ არა პრობლემების გადაჭრის შედეგის მიღწევას, ეს განისაზღვრება იმით, თუ რა დონეზე გესმის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტების გაგება მიიღწევა ჭეშმარიტების ძიებით, ხოლო ჭეშმარიტების ძიება რამდენიმე წლის საქმე არ არის. თუ ათი წლის განმავლობაში ეძიებ ჭეშმარიტებას, ათი წლის შესაბამისი მონაპოვარი გექნება. თუ ოცი წლის განმავლობაში ეძიებ ჭეშმარიტებას, ოცი წლის შესაბამისი მონაპოვარი გექნება. რამდენი წელიც არ უნდა ეძიებდე ჭეშმარიტებას, იმდენი წლის შესაბამისი მონაპოვარი გექნება. ჭეშმარიტების ძიება დაუსრულებელია. ოცდაათი წლის წინ, როდესაც უფალი იესო ვირწმუნე, ყველგან დავდიოდი და ვქადაგებდი. იმ დროს ჭეშმარიტების ჩემეული გაგება ზედაპირული იყო და თანაზიარებას მხოლოდ სულიწმიდის გაცისკროვნებითა და განათებით ვატარებდი, მაგრამ ყველა მსმენელი ინტერესით ისმენდა. მათ სიამოვნებდათ ჩემი ნათქვამი და სწყუროდათ, სულიწმიდისგან მიეღოთ მორწყვა. ახლა რომ ვუყურებ, ჩემი იმდროინდელი თანაზიარების შინაარსი უკიდურესად ზედაპირული იყო იმასთან შედარებით, რასაც ახლა ვაზიარებ, მაგრამ მაინც ამდენ ადამიანს სურდა მოსმენა. რაზე მიუთითებს ეს? ეს იმაზე მიუთითებს, რომ გახრწნილ კაცობრიობას არ ჰქონდა მიღებული ჭეშმარიტებით მორწყვა და დამწყემსვა. თუ ვინმე, ვისაც ჭეშმარიტად ჰქონდა სულიწმიდის საქმე, იქადაგებდა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ღრმა ან ზედაპირული იქნებოდა ის, მაინც ძალიან მიმზიდველი იქნებოდა. განა ასე არ არის? (დიახ.) ჭეშმარიტებები, რომლებსაც დღეს ვაზიარებ, საკმაოდ კარგად ჟღერს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ რომ მოგესმინა ისინი, იფიქრებდი, რომ ზედაპირულია. რატომ არის ასე? იმიტომ ხომ არა, რომ უკვე გაგებული გექნება გარკვეული ჭეშმარიტებები და შენი სულიერი ზრდა გაზრდილი იქნება? შესაბამისად, ჭეშმარიტების ძიება დაუსრულებელია. თქვენ მეტად უნდა ივარჯიშოთ ჭეშმარიტების თანაზიარებაში. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო სიღრმისეულად გაიგებთ ჭეშმარიტებას და მით უკეთესი იქნება თქვენი ჭეშმარიტების თანაზიარების შედეგები. თუ ივარჯიშებ ყოველდღიური ენის გამოყენებით თანაზიარებაში, სამ-ხუთ თვეში შეძლებ ამის სწავლას. თუ გსურს, რომ შენი ენა მდიდარი იყოს, კვლავ უნდა განაგრძო სწავლა. როგორ შეგიძლია ისწავლო? მეტად უნდა მოუსმინო ღვთის ქადაგებებსა და თანაზიარებას. ღვთის ყველა გამონათქვამი ყოველდღიურ ენას იყენებს. თუ მეტს წაიკითხავ ღვთის სიტყვებს და მეტად მოუსმენ ღვთის ქადაგებებსა და თანაზიარებას, ყოველდღიური ენით ქადაგების გზა თანდათანობით და ბუნებრივად ჩამოყალიბდება შენს გულში. როგორც კი დაეუფლები საუბრის ამ მანერას, ადამიანებთან საუბრისასაც ასე ილაპარაკებ და შეკრებებზეც ასე ისაუბრებ; თანდათანობით, შეძლებ ჭეშმარიტების თანაზიარებას ყოველდღიური ენის გამოყენებით და ამგვარად თანაზიარება არ დაგღლის. თუ ასევე შეძლებ მეტი ჭეშმარიტების გაგებას, მაშინ შენი თანაზიარებით მიღწეული შედეგები კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
II. კითხვები სიცოცხლეში შესვლის შესახებ
კითხვა 11: მე გამათავისუფლეს წინამძღოლის მოვალეობიდან, რადგან ვიყავი ამპარტავანი და ქედმაღალი და რადგან საკუთარ თავს განვადიდებდი და საკუთარ თავზე ვამოწმებდი. ახლა, როდესაც კვლავ ამირჩიეს წინამძღოლად, ძალიან მეშინია, რომ ისევ იმავე მცდარ გზას არ დავადგე. მსურს ამ საკითხზე თანაზიარების ძიება. კონკრეტულად რას ნიშნავს ღვთის განდიდება და დამოწმება? როგორ უნდა მოვიქცეთ პრაქტიკაში ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, რათა შევძლოთ ღვთის განდიდება და დამოწმება ყველაფერში?
პასუხი: ღვთის განდიდება და დამოწმება არ არის ის, რისი მიღწევაც ადამიანებს მხოლოდ მცირეოდენი ჭეშმარიტების გაგებით შეუძლიათ. ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ ღვთისმოშიში გულის ქონითაა შესაძლებელი. ეს ღვთისმოშიში გული არის ბოროტებისგან განრიდების საფუძველი და ბარიერი ბოროტების წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ბოროტებისგან განრიდება ღვთისმოშიშებით მიიღწევა. ღვთისმოშიში გულის გარეშე, ადამიანის სიტყვები, რომ მას სურს ბოროტებისგან განრიდება, მხოლოდ ფუჭი საუბარია. როდესაც გექნება ღვთისმოშიში გული და შეძლებ ბოროტებისგან განრიდებას, ბუნებრივად შეძლებ ღვთის განდიდებასა და დამოწმებას შენს მოვალეობაში. როგორ ყალიბდება ღვთისმოშიში გული? ის მოდის ღვთის სიტყვების სამსჯავროსა და გაკიცხვის განცდით, ასევე გასხვლის, განსაცდელების, გამოწრთობის, გვემისა და წვრთნის მრავალგზის გამოცდილებით, და ასევე სულიწმიდისგან გარკვეული პირდაპირი გაცისკროვნების მიღებით. დაიმახსოვრე ეს: სულიწმიდის საქმის გარეშე და ღვთის სიტყვების სამსჯავროსა და გაკიცხვის გარეშე, რომლებიც ადამიანებს თავიანთი გახრწნილი ხასიათის შეცნობის საშუალებას აძლევს, ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ ღვთისმოშიშების მოპოვებას მხოლოდ ღვთის სიტყვების საკუთარი კითხვის, საკუთარი მწირი წვდომის უნარის ან იმ მცირეოდენი ჭეშმარიტების იმედად, რომელიც მათ ესმით. მას შემდეგ, რაც გამოსცდი ღვთის წვრთნას, ღვთის გვემასა და ღვთის გასხვლას, შეძლებ შეიცნო, რომ ღვთის სიტყვები არის სულიწმიდის საუბარი ადამიანთან, რომ ეს არის ღმერთი, რომელიც საკუთარი პირით ესაუბრება ადამიანს, და რომ ეს სიტყვები იგივეა, რაც ზეცაში მყოფი ღვთის საუბარი ადამიანთან. ამ დროს გეცოდინება, რომ ღვთის წვრთნა, ღვთის სამსჯავრო, ღვთის გაკიცხვა და ღვთის სასჯელი ნამდვილად რეალურია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს, მას დაატყდება ღვთის სამსჯავრო, წვრთნა და სასჯელი. ამის შემდეგ, მათ გულის სიღრმიდან შეეშინდებათ ღვთის ხასიათის შეურაცხყოფის, შეეშინდებათ ღვთის რისხვის აღძვრის და შეეშინდებათ მათზე ღვთის სასჯელის დატეხვის და თანდათანობით ჩამოყალიბდება ღვთისმოშიში გული. თუ ადამიანს არასოდეს განუცდია სამსჯავრო, გაკიცხვა, გასხვლა, გვემა ან წვრთნა, მაშინ მისი გული ძალიან შორს იქნება ღვთისგან, და თუმცა შეიძლება აღიარებდეს ღვთის არსებობის ფაქტს ისე გამოჩნდება, თითქოს არ აქვს გაცნობიერებული, თუ როგორ აკვირდება ღმერთი თითოეული ადამიანის ყოველ სიტყვასა და საქმეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მითხარით, აქვს თუ არა ასეთ ადამიანს ღვთისმოშიში გული? (არა.) თუ ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლითა და კურთხევებით ტკბება, მაგრამ არასოდეს განუცდია ღვთის გვემა ან წვრთნა, შესაძლებელია თუ არა, რომ მას ჰქონდეს ღვთისმოშიში გული? (არა.) ადამიანებმა უნდა გამოსცადონ ღვთის გვემა და წვრთნა და იგრძნონ, რომ ღვთის სიტყვების სამსჯავრო და გაკიცხვა არის ზეცაში მყოფი ღმერთი, რომელიც მათ ესაუბრება და რომ ეს არის ზეცაში მყოფი ღმერთი, რომელიც წარმოთქვამს სიტყვებს ადამიანის უსამართლობისა და ცოდვების განსასჯელად. მხოლოდ მაშინ შეეშინდებათ მათ გულში ღვთისა და მისი რისხვის და ამგვარად ექნებათ ღვთისმოშიში გული. როდესაც ადამიანს უყალიბდება ღვთისმოშიში გული და ის კვლავ კითხულობს ღვთის სიტყვებს, რომლებიც განიკითხავს გახრწნილ კაცობრიობას, ის იგრძნობს, რომ ღვთის სიტყვები იმდენად რეალურია და მისი გრძნობები ღვთის მიმართ განსხვავებული იქნება. ის იგრძნობს, რომ ღმერთი აკვირდება ადამიანების ყოველ სიტყვასა და საქმეს, ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ თავიანთ რეალურ ცხოვრებაში, და რომ თუ ადამიანები განზრახ უჯანყდებიან და ეწინააღმდეგებიან ღმერთს და მაინც განზრახ სცოდავენ და ეწინააღმდეგებიან მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან ჭეშმარიტი გზა, მაშინ ღვთის გვემა და წვრთნა ნამდვილად დატყდება მათ თავს. ეს აბსოლუტურად უდავოა! ამ პირადი გამოცდილებების გავლის შემდეგ, განა არ განვითარდება მათში ღვთისმოშიში გული? (განვითარდება.) როგორც კი მათში ჩამოყალიბდება ღვთისმოშიში გული, იქნება თუ არა მათი გრძნობები ღვთის სიტყვების კითხვისას ისეთივე, როგორიც იყო მანამ, სანამ ღვთისმოშიში გული ექნებოდათ? (არა.) ამჯერად, ღვთის სიტყვების მათი გაგება პრაქტიკული იქნება და როდესაც მოუსმენენ ღვთის სიტყვებს, იგრძნობენ ღრმა მოწიწებას. მათ გულებში იქნება შიში და ძრწოლა, და ისინი ვერ გაბედავენ ღვთის სიტყვების წინააღმდეგ წასვლას. მათ შეეშინდებათ არ ღვთის წვრთვნისაა და ღვთის სასჯელის. შესაბამისად, ადამიანებმა უნდა გამოსცადონ ეს ყველაფერი. თუ საერთოდ არ გამოცდი ამ ყველაფერს, მაშინ არ გექნება ღვთის შემეცნება ან მისი შიში. მაგალითად, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ღმერთი გულდასმით იკვლევს ადამიანის გულის სიღრმეებს, გამოცდილების მქონენი იგრძნობენ, რომ ეს რეალურია და რომ ღმერთი ნამდვილად იკვლევს ადამიანების გულებს ყოველ წამს. თუ ისინი ასე გრძნობენ, ეს ამტკიცებს, რომ მათ აქვთ გამოცდილება. თუ ვინმე ამბობს: „არ ვიცი, კონკრეტულად როგორ იკვლევს ღმერთი ადამიანის გულის სიღრმეებს და არ ვიცი, სინამდვილეში იკვლევს თუ არა ღმერთი ადამიანის გულის სიღრმეებს“, გეცოდინება, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გამოცდილება.
როგორ უნდა გამოსცადონ ადამიანებმა ღვთის სიტყვების სამსჯავრო და გაკიცხვა? თუ ღვთის სამსჯავროს სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მხოლოდ აღიარებ: „ეს არის ღმერთი, რომელიც ამხელს გახრწნილ კაცობრიობას და ყველას აქვს ეს პრობლემები“ და ფიქრობ, რომ სანამ მომავალში ყურადღებით იქნები ამ გახრწნილების მოსაშორებლად, ეს საკმარისი იქნება და ეს ნიშნავს, რომ მიიღე ღვთის სამსჯავრო და გაკიცხვა, მაშინ ეს აჩვენებს, რომ არ გაქვს ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის გამოცდილება ან შემეცნება და რომ შენი გაგება ნამდვილად ზედაპირულია. ახალი მორწმუნეები ყველანი ასეთები არიან. როდესაც ისინი გამოსცდიან სამსჯავროსა და გაკიცხვას, აღიარებენ, რომ ყველა სიტყვა, რომელსაც ღმერთი ამბობს ადამიანების სამხილებლად, ჭეშმარიტია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე და რომ ეს სიტყვები ნამდვილად ღვთის გამონათქვამებია. ისინი იტყვიან: „მე არ უნდა წავიდე ღვთის სიტყვების წინააღმდეგ. მე უნდა მივიღო ჭეშმარიტება, უნდა მოვიშორო ჩემი გახრწნილი ხასიათი და უნდა ვილოცო ღვთის მიმართ, რათა აღარ ვაკეთო საქმეები ჩემს გახრწნილ ხასიათზე დაყრდნობით“. როდესაც ისინი წააწყდებიან რაიმეს და კვლავ გამოავლენენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს, შეძლებენ მის უარყოფას და არ გაჰყვებიან თავიანთ გახრწნილ ხასიათს და შეძლებენ ღვთის მიმართ ლოცვას და დაჟინებით იმოქმედებენ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. ეს არის ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლის დასაწყისი. რა უნდა გააჩნდეს ადამიანს პირველ რიგში, რათა შევიდეს ჭეშმარიტება-რეალობაში? ღვთისმოშიში გული. როგორც კი გექნება ღვთისმოშიში გული, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება ადვილი გახდება; როგორც კი გექნება ღვთისმოშიში გული, პრინციპების მიხედვით მოქმედება ადვილი გახდება; როგორც კი გექნება ღვთისმოშიში გული, შეძლებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას ბევრ რამეში. მაშინ რის მეშვეობით მიიღწევა ეს ცვლილება? ღვთისმოშიში გულის ქონით. როგორც კი ადამიანებს განუვითარდებათ ღვთისმოშიში გული, მათი სიცოცხლე-განწყობა და საკუთარი თავის წარმართვა თანდათანობით შეიცვლება. რაც უფრო დიდია მათი ღვთისმოშიში გული, მით უფრო დიდი იქნება მათი ხასიათის ცვლილება. რაც უფრო დიდი და საფუძვლიანია ადამიანის ხასიათის ცვლილება, მით უფრო მეტად აჩვენებს ეს, რომ მათი ღვთისმოშიში გული დიდი ხნის წინ განვითარდა. მაშ, რაზე მიუთითებს ის, როდესაც ზოგიერთ ადამიანს ათი ან ოცი წელია სწამს ღმერთი, მაგრამ მათში დიდი ცვლილება არ შეინიშნება? ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ არ აქვთ ჭეშმარიტი გამოცდილება ან რომ მათ ძალიან ცოტა რამ გამოსცადეს. მათ არ განუცდიათ ღვთის წვრთნა ან გვემა, არც ღვთის სამსჯავრო, გაკიცხვა, განსაცდელები ან გამოწრთობა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია სწამთ ღმერთი, მათ მხოლოდ გარკვეული სიტყვები და მოძღვრებები ესმით, მათ ოდნავადაც არ აქვთ ღვთისმოშიში გული და საერთოდ არ შეცვლილან. ზოგიერთი ადამიანი ღმერთს ირწმუნებს თუ არა, სამ წელიწადში იცვლება და უვითარდება ღვთისმოშიში გული, ზოგს კი ათი წლის რწმენის შემდეგაც არ გააჩნია ღვთისმოშიშება. რაში მდგომარეობს განსხვავება? იმაში, გწყურია თუ არა ჭეშმარიტება. ადამიანების გულები განსხვავებულია. ზოგიერთ ადამიანს ღვთის სიტყვების წიგნი პირდაპირ ხელშიც რომ ჩაუდო, მთელი წელი არ გადაშლის. მორწმუნედ ყოფნის პერიოდში მათ ბევრი არ უკითხავთ ღვთის სიტყვები და მხოლოდ შეკრებებს ესწრებიან. მითხარით, აქვს თუ არა ასეთ ადამიანს ღვთისმოშიში გული? (არა.) ზოგიერთმა კარგად იცის, რომ სექსუალურ უზნეობაში ჩაბმა შეურაცხყოფს ღმერთს და მის ხასიათს, მაგრამ მაინც ჯიუტად სჩადიან ამას და წინ ვერავინ უდგება. აქვთ მათ ღვთისმოშიში გული? (არა.) ჭეშმარიტად რომ ჰქონოდათ ღვთისმოშიში გული, ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ. ლამაზი ქალი ან სიმპათიური მამაკაცი კისერზეც რომ ჩამოკიდებოდნენ, შეძლებდნენ სწრაფად ეთქვათ უარი, მორიდებოდნენ მათ და არ დაუშვებდნენ ცდუნებაში ჩავარდნას. სწორედ ეს არის ბოროტებისგან განრიდების უნარი. რა შეიძლება ითქვას ღვთისმოშიში გულის არმქონე ადამიანებზე? ისინი უარს არ ეტყვიან არავის, ვინც თავს შესთავაზებს. ეს ნიშნავს ღვთისმოშიში გულის არქონას და მათ არ შეუძლიათ ბოროტებისგან განრიდება. რა არის მთავარი იმაში, შეუძლია თუ არა ადამიანს ბოროტებისგან განრიდება? ის, აქვს თუ არა მას ღვთისმოშიში გული. რა არის მთავარი, რასაც უნდა დავაკვირდეთ იმის განსასაზღვრად, შეუძლია თუ არა ადამიანს ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოქმედება? ასევე ის, აქვს თუ არა მას ღვთისმოშიში გული. შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმოშიში გული არის ის სიცოცხლე, რომელსაც ადამიანები იძენენ. ახალი სიცოცხლე, რომელსაც ადამიანები ჭეშმარიტების გაგებით იძენენ, ხასიათდება ღვთისმოშიშებითა და ღვთის სიყვარულით. თუ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ღვთისმოშიში გული, აქვთ მათ სიცოცხლე? (არა.) მაშ, როგორ შეიძლება დაინახო, აქვს თუ არა ადამიანს სიცოცხლე? ბევრ ადამიანს გააჩნია გარკვეული სულიერი მონაცემები და ქადაგებების მუდმივი მოსმენით ასევე შეუძლია გარკვეული ჭეშმარიტებების გაგება, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ აქვთ ჭეშმარიტება-რეალობა? (არა.) მათ ესმით მრავალი სიტყვა და მოძღვრება, მაგრამ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. შეუძლია ამას დაამტკიცოს, რომ მათ აქვთ სიცოცხლე? (არა.) ზოგიერთ ადამიანს არ ესმის ბევრი ჭეშმარიტება, მაგრამ აქვს ღვთისმოშიში გული. მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და როდესაც ცდუნებას აწყდებიან, შეუძლიათ თავი აარიდონ მას და განერიდონ ბოროტებას. შესაბამისად, მოიპოვა თუ არა ადამიანმა ჭეშმარიტება და სიცოცხლე, იზომება იმით, აქვს თუ არა მას ღვთისმოშიში გული. ეს ამის გასაზომად ყველაზე ზუსტი გზაა. ბევრი ადამიანი ამბობს: „მეც გარკვეულწილად ვიცნობ ღმერთს და მეც მესმის ღვთის ზოგიერთი სიტყვა, მაშ, რატომ არ შემიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება?“ გაქვს კი ღვთისმოშიში გული? სწორედ ეს არის პრობლემის ფესვი. არ გაქვს ღვთისმოშიში გული. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია ბევრ მოძღვრებაზე საუბარი და თითქოს გესმის გარკვეული ჭეშმარიტებები, არ შეგიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება. მაშინ, რეალურად შეგიძლია ცდუნებისგან შორს ყოფნა? შეგიძლია ბოროტებისგან განრიდება? (არა.) ეს არ არის ადვილი. ამიტომ, ღვთისმოშიში გულის ქონა ნამდვილად გადამწყვეტია.
იცით თუ არა, როგორ უნდა განადიდოთ და დაამოწმოთ ღმერთი პრაქტიკაში? ეს დამოკიდებულია იმაზე, გაქვთ თუ არა ღვთისმოშიში გული. თუ გაქვთ ღვთისმოშიში გული, მაშინ არ აიმაღლებთ საკუთარ თავს, არ გექნებათ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა და ვერ გაბედავთ საკუთარი თავის განდიდებას ან საკუთარ თავზე დამოწმებას. ამის სანაცვლოდ, შეძლებთ ღვთის განდიდებასა და დამოწმებას. მითხარით, განადიდა და დაამოწმა პავლემ ღმერთი? (არა.) პავლემ ამდენი ეპისტოლე დაწერა, თუმცა მას არასოდეს დაუმოწმებია ან გაუვრცელებია უფალ იესოს მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა. რატომ იყო ასე? უფალი იესო ქადაგებდა და მოღვაწეობდა სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში და მრავალი სიტყვა წარმოთქვა. პავლეს ჭეშმარიტად რომ მიეღო უფალი იესო, რას იტყოდა იგი, როდესაც უფალმა მოციქულად წარგზავნა? „უფალი იესო ჭეშმარიტად ღვთის გამოჩინებაა და იგი ჭეშმარიტად ხორცშესხმული ქრისტეა. იგი ქადაგებდა და მოღვაწეობდა სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში და მრავალი სიტყვა წარმოთქვა. მე უნდა მოვიპოვო ეს სიტყვები. უნდა წავიდე და მოვძებნო ისეთი მოციქულები, როგორებიც არიან პეტრე და იოანე, რათა გავიგო, რა თქვა უფალმა იესომ ზეცად ამაღლებამდე.“ მაგრამ პავლეს ეს აზრი არ მოსვლია. მას არასოდეს არავინ მოუძებნია იმის გასაგებად, თუ რა თქვა უფალმა იესომ. შესაბამისად, პავლეს ცამეტ ეპისტოლეში მას არასოდეს უხსენებია ისეთი რამ, როგორიცაა „უფალმა იესომ ერთხელ თქვა“ ან „ასე თქვა უფალმა იესომ“. მას ასევე არასოდეს უხსენებია, რა თქვა უფალმა იესომ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, რა თქვა უფალმა იესომ, როდესაც მოციქულები წარგზავნა, ან რა დაავალა და მოსთხოვა უფალმა იესომ ადამიანებს. მსგავსი არაფერი ჩანს პავლეს ეპისტოლეებში. მაშ, განადიდა და დაამოწმა პავლემ უფალი იესო? (არა.) მაშ, რას ნიშნავს უპირველესად ღვთის განდიდება და დამოწმება? მისაღებია თუ არა ღვთის სახელის განდიდება და დამოწმება მხოლოდ სიტყვიერად? (არა.) არა ღვთის განდიდება და დამოწმებაა მისი სახელის სიტყვიერად განდიდებისა და დამოწმების საკითხი, არამედ ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებების განდიდება და დამოწმება, ღვთის მიერ აღსრულებული საქმის განდიდება და დამოწმება და ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებებისა და ღვთის მიერ აღსრულებული საქმის გავრცელება და დამოწმება. პავლეს არასოდეს გაუვრცელებია ან დაუმოწმებია უფალი იესოს მიერ გამოხატული ჭეშმარიტებები, ამიტომ მას აბსოლუტურად არც განუდიდებია და არც დაუმოწმებია უფალი იესო. მაშ, კონკრეტულად როგორ უნდა განადიდოს და დაამოწმოს ადამიანმა ღმერთი? თუ ვინმე პრობლემის გადაჭრას ეძიებს და მასთან თანაზიარებას არ ატარებ ღვთის სიტყვებთან დაკავშირებით, არც ჭეშმარიტება-პრინციპებს აზიარებ და, ნაცვლად ამისა, ფიქრობ, რომ იცი პრობლემის გადაჭრა და უბრალოდ შენს პირად გაგებაზე ესაუბრები მას, მაშინ ეს არ არის ღვთის განდიდება ან დამოწმება. პრობლემების გადაჭრისას არ ისაუბრო ჩვენი, ადამიანური სიტყვებით; თანაზიარება უნდა ჩაატარო ღვთის სიტყვებზე და იმაზე, თუ რა თქვა ღმერთმა ამ საკითხზე და შემდეგ ცოტა ისაუბრო შენს საკუთარ გაგებასა და შემეცნებაზე. ამგვარად მოქმედება პრაქტიკაში არის ღვთის განდიდება და დამოწმება. შესაბამისად, ღვთის განდიდება და დამოწმება ნიშნავს, რომ რასაც არ უნდა წავაწყდეთ, საფუძვლად ვიღებთ ღვთის სიტყვებს, თანაზიარებას ვატარებთ ადამიანის მიმართ ღვთის მოთხოვნებთან დაკავშირებით და მკაფიოდ განვმარტავთ იმ გზას, რომელიც ღმერთმა მიუთითა ადამიანს; ეს საშუალებას აძლევს ხალხს, გაიგოს ჭეშმარიტება და ღვთის განზრახვა, და ჰქონდეს გზა, რომელსაც მიჰყვება. ამგვარი შედეგის მიღწევა არის ღვთის განდიდება და დამოწმება. მაგალითად, ღვთის სახლის წესი განსაზღვრავს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც რომანტიკულ ურთიერთობას იწყებს, აღარ შეუძლია სრული განაკვეთით შეასრულოს მოვალეობა ეკლესიაში და იგი ჩვეულებრივ ეკლესიაში უნდა გადავიდეს. მაგრამ ზოგიერთს ეს არ ესმის, ამიტომ ამ პრობლემის გადასაჭრელად, უნდა მოძებნო ღვთის სიტყვის შესაბამისი მონაკვეთები და დაანახო ადამიანებს, რა თქვა ყოვლისშემძლე ღმერთმა და რა თქვა უფალმა იესომ. უფალმა იესომ თქვა: „ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!“ (მათ. 24:19). „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება“ (ლუკ. 9:62). თუ წაუკითხავ ადამიანებს ღვთის სიტყვის ამ მონაკვეთებს და ცოტას ისაუბრებ შენს გაგებასა და შემეცნებაზე ღვთის სიტყვებთან მიმართებაში, ყველა გაიგებს ამ საკითხს. მათ ეცოდინებათ, რომ ამ საკითხისადმი მიდგომას ღვთის სიტყვებში აქვს საფუძველი და ეცოდინებათ, როგორ მოიქცნენ პრაქტიკაში. განა ეს არ არის ღვთის დამოწმებითა და განდიდებით მიღწეული შედეგი? (დიახ.) განვიხილოთ სხვა მაგალითი, ვინმემ შეიძლება თქვას: „როდესაც ღვთის სახლი იცილებს ან გარიცხავს ადამიანებს, ამას ადამიანი აკეთებს თუ ღმერთი? შეესაბამება თუ არა ეს ჭეშმარიტება-პრინციპებს?“ მოძებნე ღვთის სიტყვები და აჩვენე ამ ადამიანს. როდესაც ის დაინახავს, რომ ღვთის სიტყვის მრავალი მონაკვეთი საუბრობს ამ საკითხზე, დარწმუნდება და იტყვის: „ეკლესიის გაწმენდის საკითხს ღვთის სიტყვებში აქვს საფუძველი. ეს ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვების მიხედვით კეთდება და შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. მე ვიღებ ამას და ვემორჩილები.“ ან ვინმემ შეიძლება იკითხოს: „რატომ უნდა მივატოვოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ღმერთს გავყვეთ? აქვს თუ არა ამას საფუძველი ღვთის სიტყვებში?“ მოიშველიე ყოვლისშემძლე ღვთისა და უფალ იესოს სიტყვები. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ის მიხვდება: „მაშასადამე, მადლის ეპოქაში ღვთის პირველი განკაცებიდან მოყოლებული, ღმერთი ამას მოითხოვს ადამიანისგან, სთხოვს ადამიანებს, მიატოვონ ყველაფერი, გაჰყვნენ მას და უყვარდეთ იგი ყველაფერზე მეტად და უყვარდეთ იგი საკუთარ მეუღლეზე, შვილებზე ან მშობლებზე მეტად. ღმერთი ამას მოითხოვს ადამიანისგან სასუფევლის ეპოქაშიც. ამ ყველაფერს აქვს საფუძველი ღვთის სიტყვებში და შესაბამისად, მე ღვთის სიტყვების მიხედვით უნდა მოვიქცე პრაქტიკაში. ამგვარად მოქმედება იძლევა იმის გარანტიას, რომ არ იქნება არავითარი გადახრა. ეს არის პრაქტიკაში მოქმედების ყველაზე ზუსტი გზა და ყველაზე მეტად შეესაბამება ღვთის განზრახვებს.“ ამიტომ, რა საკითხიც არ უნდა იყოს, უნდა იმოქმედო ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად სამოქმედოდ, შენი პრაქტიკა ღვთის სიტყვებს უნდა დააფუძნო. მოიყვანე რამდენიმე საფუძველი ღვთის სიტყვებიდან, მაგალითად, მოახდინე იმის ციტირება, რაც ღმერთმა ერთხელ თქვა, რაც ღმერთს მრავალჯერ უთქვამს და ა.შ. როდესაც ყველა დაინახავს, რომ ღმერთს ამდენი რამ უთქვამს ამ საკითხზე, მათ ეცოდინებათ, რომ ამგვარად მოქმედება ნამდვილად მართებული და სრულიად სწორია. რასაც არ უნდა წააწყდეს ადამიანი, თუ მან ზუსტად არ იცის, როგორ იმოქმედოს სწორად ან როგორ იმოქმედოს ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს ღვთის განზრახვებს, ჩვენ უნდა მოვიშველიოთ ღვთის სიტყვები და თანაზიარება ჩავატაროთ ამ ადამიანთან, გავაგებინოთ მას, რა თქვა ღმერთმა ამ პრობლემაზე, რა არის ღვთის განზრახვები, რა არის ღვთის მოთხოვნები და როგორ უნდა ვასიამოვნოთ ღმერთს. მას შემდეგ, რაც დაასრულებ ღვთის სიტყვების თანაზიარებას, ის გაიგებს ჭეშმარიტებას და ექნება გზა, რომელსაც მიჰყვება. მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის სიტყვებს უნდა ეკავოს პირველი ადგილი ყველაფერში და ღმერთს უნდა ჰქონდეს ხელმწიფება ყველაფერზე. ეს არის ჭეშმარიტების მიხედვით მოქმედება და ეს არის ღვთის განდიდება და დამოწმება. თუ არ ატარებ თანაზიარებას ღვთის სიტყვებზე და ნაცვლად ამისა, ყოველთვის ადამიანის სიტყვებზე ატარებ თანაზიარებას და მუდმივად ამბობ: „მე ვფიქრობ“, „მე ვგრძნობ“ ან „მე დარწმუნებული ვარ“, აქვს თუ არა შენს ნათქვამს რაიმე საფუძველი ღვთის სიტყვებში? ღვთის სიტყვებში საფუძვლის გარეშე, აუცილებელი არ არის, რომ შენი ნათქვამი შეესაბამებოდეს ჭეშმარიტებას და საკუთარ სიტყვებზე თანაზიარების ჩატარებით, განადიდებ და ამოწმებ საკუთარ თავს. რაზეც არ უნდა ატარებდე თანაზიარებას, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი ღვთის სიტყვებში. მხოლოდ ამგვარად მოქმედებით განადიდებ და ამოწმებ ღმერთს. დავუშვათ, ვინმე ამბობს: „ჩემი არჩევანია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება, ჩემი არჩევანია, რომელ აღმსარებლობაში მწამს ღმერთი, და ჩემი არჩევანია, როგორ ვესწრები შეკრებებს. მე თავისუფალი ვარ ამაში და შენ არ გაქვს ჩარევის უფლება!“ მიუხედავად იმისა, რომ ის თავისუფალია ამის კეთებაში, თუ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და შენ ხედავ ამას და ეხმარები მას, ეს სიყვარულის გამოვლენაა. მაგრამ საბოლოოდ ის ამბობს, რომ ეს მისი პირადი საქმეა და შენთან არავითარი კავშირი არ აქვს — რა არის აქ პრობლემა? ეს ამტკიცებს, რომ ის არ იღებს ჭეშმარიტებას. თუ ეს ასეა, აზრი არ აქვს შენს მცდელობას, კვლავ დაეხმარო მას, რადგან ეს სრულიად უშედეგო იქნება.