ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (9)
თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2025 წლის 15 დეკემბერი (ნაწილი მესამე)
კითხვა 5: სახარების ზოგიერთი პოტენციური მიმღები ამბობს: „თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი დაბრუნდა, რათა აღასრულოს განკითხვის საქმე ადამიანის ცოდვილი ბუნების განსაწმენდად, მაგრამ კათოლიციზმი და აღმოსავლური მართლმადიდებლობაც საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანს ცოდვილი ბუნება აქვს, და ხაზს უსვამენ, რომ ადამიანი დაცემულია“. მათ მიაჩნიათ, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იგივეა, რაც კათოლიციზმი ან აღმოსავლური მართლმადიდებლობა, ამიტომ ისინი არ იღებენ იმას, რომ ღმერთი დაბრუნდა ადამიანის განსჯისა და განწმენდის საქმის აღსასრულებლად. როგორ უნდა ვიქონიოთ თანაზიარება, რათა გავაგებინოთ მათ, რომ არსებითი სხვაობაა უკანასკნელ დღეებში ადამიანის ცოდვილი ბუნების განსაწმენდად ღვთის მიერ განკითხვის საქმის აღსრულებასა და იმას შორის, რაზეც რელიგიურ სამყაროში საუბრობენ?
პასუხი: რელიგიურ ადამიანებს არ ესმით ჭეშმარიტება. მათ უყვართ ბიბლიაში მუხლების ან პროტესტანტიზმის, კათოლიციზმისა თუ აღმოსავლური მართლმადიდებლობის მოძღვრებებში საფუძვლების მოძიება, რათა უარყონ და უკუაგდონ ღვთის ახალი საქმე. მაგალითად, ჩვენ ვუმოწმებთ მათ, რომ ღმერთი უკანასკნელ დღეებში აღასრულებს განკითხვის საქმეს ადამიანის ცოდვილი ბუნების განსაწმენდად, მაგრამ როდესაც ისინი ბიბლიაში ან რელიგიურ მოძღვრებაში პოულობენ ისეთსავე ტერმინებს, როგორებიცაა „განკითხვა“ და „ცოდვილი ბუნება“, ჰგონიათ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს უფლის მორწმუნეებმა უკვე მიიღეს განკითხვადა განიწმინდნენ ცოდვებისგან, და რომ აღარ არის საჭირო უკანასკნელ დღეებში ყოვლისშემძლე ღვთის განკითხვის საქმის მიღება. შეესაბამება ეს შეხედულება ფაქტებს? განა ისინი წესებს არ იცავენ? შეუძლიათ ადამიანებს განიწმინდონ რელიგიაში უფლის რწმენით? არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ უფლის მორწმუნეთა ცოდვები მიტევებულია, ისინი მაინც ვერ აღწევენ თავს თავიანთი ცოდვილი ბუნების შებოჭვასა და ბორკილებს და კვლავ ცოდვაში ცხოვრობენ. ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ამიტომ, როდესაც ადამიანებს სწამთ უფალი კათოლიციზმში ან აღმოსავლურ მართლმადიდებლობაში და ესმით, როგორ ამბობენ ეპისკოპოსები და მღვდლები: „ჩვენ ცოდვილები ვართ. უფალ იესოს რწმენით ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები უფლის წინაშე, მივიღოთ უფლის განკითხვადა ჩვენი ცოდვები განიწმინდება“, მათ ჰგონიათ, რომ კათოლიციზმში ან აღმოსავლურ მართლმადიდებლობაში უფლის რწმენით ისინი უკვე განიწმინდნენ, რომ აღარ არის საჭირო უფლის დაბრუნებასთან შეგეგება, და რომ როდესაც უფალი მოვა, ისინი პირდაპირ სასუფეველში იქნებიან ზეატაცებულნი. განა ეს უკიდურესი უგუნურობა არ არის? (დიახ.) ყოვლისშემძლე ღმერთმა ამდენი სიტყვა წარმოთქვა, მაშ, რატომ არ შეუძლიათ გაიგონონ, რომ ეს ღვთის ხმაა? მათ უბრალოდ არ შეუძლიათ დაინახონ, რომ ეს არის ღმერთი, რომელიც მოდის უკანასკნელ დღეებში განკითხვის საქმის აღსასრულებლად. ეს განსხვავდება კათოლიციზმისა და აღმოსავლური მართლმადიდებლობისგან; მოძღვრებები განსხვავებულია, სიტყვები, რომლებსაც ჭამენ და სვამენ, ასევე განსხვავებულია და მიღწეული შედეგებიც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. რატომ არ შეუძლიათ მათ ამის დანახვა? ისინი განუწყვეტლივ ფიქრობენ, რომ რელიგიურ სამყაროში უფლის რწმენით შეუძლიათ მიიღონ განკითხვადა გაკიცხვა და ამგვარად განიწმინდონ, რომ ამიტომ აღარ არის საჭირო უფლის დახვედრა, რომ აღარ არის საჭირო ყოვლისშემძლე ღვთის საქმის ამ ეტაპის მიღება და რომ მათ შეუძლიათ პირდაპირ ცათა სასუფეველში შესვლა. არიან კი ეს ადამიანები ღვთის ცხვრები? (არა.) შეუძლიათ მათ ღვთის ხმის გაგონება? (არა.) რატომ არის მათი შეხედულებები ასეთი უგუნური და აბსურდული? მათ არ გააჩნიათ სულიერი გაგება, ამიტომ ის, რასაც ამბობენ, სრულიად აბსურდულია და ისინი სავსენი არიან აბსურდულობითა და ცრურწმენებით. თუ დიდი მოთმინებით გექნება თანაზიარება ასეთ ადამიანებთან რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა ზოგიერთმა მათგანმა მიიღოს ყოვლისშემძლე ღვთის საქმის ეს ეტაპი, მაგრამ ამის შემდეგ შეძლებენ კი ისინი ჭეშმარიტების გაგებას? (არა.) შეძლებენ კი ისინი ჭეშმარიტების გაგებას წლების განმავლობაში ქადაგებების მოსმენის შემდეგ? (არა.) ზოგიერთ ადამიანს ათ წელზე მეტია სწამს ღმერთი და მაინც არ ესმის ჭეშმარიტება. მითხარით, არიან კი ეს ადამიანები ღვთის ცხვრები? არ არიან. მაშ, როგორ შემოიპარნენ ისინი ეკლესიაში? ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი და-ძმა მეტისმეტად „მოსიყვარულეა“. ისინი არ იჩენენ გარჩევის უნარს და ძალისხმევას ხარჯავენ განურჩევლად ყველასთან თანაზიარებაზე, რის გამოც საბოლოოდ ეს ადამიანები შემოიყვანეს. რა შედეგები მოაქვს ეკლესიაში ისეთი ადამიანების შემოყვანას, რომლებსაც არ გააჩნიათ სულიერი გაგება, რომელთა სულიერი მონაცემები მეტისმეტად მწირია ჭეშმარიტების გასაგებად და რომლებიც უკიდურესად უკუღმართნი არიან? (მათ არ შესწევთ ჭეშმარიტების წვდომის უნარი, არ შეუძლიათ პრინციპების მიხედვით მოქმედება და საბოლოოდ მხოლოდ ეკლესიის საქმეს შეუშლიან ხელს, რის შემდეგაც მაინც მოგვიწევს ძალისხმევის დახარჯვა მათგან ეკლესიის გასაწმენდად.) როდესაც ღვთის ჟამი დადგება, ღვთის სახლი მაინც გაიწმინდება მათგან. თუნდაც ეკლესია ზოგიერთისგან არ გაიწმინდოს, ისინი მაინც განადგურდებიან დიდ კატასტროფებში, ისევე როგორც არამორწმუნეები. ღმერთი გამოიყენებს კატასტროფებს მათ მოსაკვეთად. როდესაც ეს დრო დადგება, ზოგიერთი ადამიანი ვერ გაიგებს და იტყვის: „ესენი მორწმუნეები არიან, მაშ, რატომ იღუპებიან ისინიც კატასტროფებში?“ ღვთის თვალში ესენი არ არიან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული ან რჩეული ადამიანები. მათ არ გააჩნიათ სულიერი გაგება, არ ფლობენ ჭეშმარიტების გასაგებად საჭირო სულიერ მონაცემებს და უკიდურესად უკუღმართნი არიან. მას შემდეგ, რაც ღმერთი ირწმუნეს, ამ ადამიანებს მხოლოდ პრობლემები მოაქვთ ეკლესიისა და ღვთის რჩეული ხალხისთვის, ამიტომ ღმერთი იყენებს კატასტროფებს მათ მოსაკვეთად. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ იღუპება ზოგიერთი მორწმუნე უეცრად და მოულოდნელად. გასაგებია ეს? (დიახ.) ამიტომ, როდესაც აწყდებით სახარების პოტენციურ მიმღებთა კითხვებს, უნდა შეგეძლოთ გარჩევის უნარის გამოჩენა. თუ ზოგიერთი ადამიანი სვამს კითხვებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ისინი ეძიებენ ჭეშმარიტებას, მაშინ ღირს მათთვის პასუხის გაცემა. თუ ზოგიერთი ადამიანი სვამს სრულიად აბსურდულ კითხვებს და ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ მათი აღქმა უკიდურესად უკუღმართია და არ გააჩნიათ სულიერი გაგება, მაშინ მათთვის პასუხის გაცემა საჭირო არ არის.
კითხვა 6: რადგან ბევრი კათოლიკე დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მღვდლების სწავლებებს, მათ სჯერათ, რომ განწმენდის გზა არის მღვდელთან ცოდვების აღიარება, ევქარისტიის მიღება და რომის პაპის განზრახვებისთვის ლოცვა, რათა ამგვარად მიიღონ ცოდვების მიტევება. ასეთი მცდარი წარმოდგენები ღრმად არის გამჯდარი მათ გულებში. როგორ უნდა ვიქონიოთ თანაზიარება, რათა მათ შეძლონ გამჭრიახობის შეძენა და როგორ წარვმართოთ ისინი ღვთის სიტყვების სწორად გასაგებად?
პასუხი: ამ რელიგიურ მორწმუნეთა შეხედულებები გარკვეულწილად დამახინჯებულია. თუ მათ სურთ გამოკვლევა და ჩვენი თანაზიარების მოსმენა, მაშინ წაუკითხე ყოვლისშემძლე ღვთის უფრო მეტი სიტყვა, რომლებიც მათ წარმოდგენებსა და კითხვებს ეხება. თუ ისინი შეძლებენ, ჩაწვდნენ ღვთის სიტყვებს და გაიგონ ისინი, მაშინ გარკვეული შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება. შემდეგ შეგიძლიათ ესაუბროთ მათ იმაზე, თუ როგორ გადაარჩენს ღმერთი ადამიანს. მადლის ეპოქაში უფალმა იესომ აღასრულა გამოსყიდვის საქმე და მიუტევა ადამიანს ცოდვები, მაგრამ მას არ გადაუჭრია ადამიანის ცოდვილი ბუნების პრობლემა. უკანასკნელ დღეებში ყოვლისშემძლე ღმერთი აღასრულებს განკითხვის საქმეს და გამოხატავს ყველა ჭეშმარიტებას, რომელიც ადამიანს ხსნის მოპოვების საშუალებას აძლევს, აშორებს ადამიანის ცოდვილ ბუნებას და საფუძვლიანად განწმენდს და გადაარჩენს ადამიანს. კათოლიკეები იღებენ ეპისკოპოსებისა და მღვდლების სწავლებებს და სჯერათ, რომ მღვდლის წინაშე ცოდვების აღიარებითა და რომის პაპის განზრახვებისთვის ლოცვით მათცოდვები მიეტევებათ. არის კი მათი შეხედულება სწორი? აქვთ კი ეპისკოპოსებსა და მღვდლებს ცოდვების მიტევების ხელმწიფება? (არა.) შეუძლია კი მათ სიტყვებს ადამიანის განწმენდა და გადარჩენა? (არა.) მხოლოდ ღვთის სიტყვებს შეუძლია ადამიანის განწმენდა და გადარჩენა. ადამიანთა სიტყვებს არ ძალუძს ადამიანის განწმენდა და გადარჩენა. რაც არ უნდა სასიამოვნოდ ჟღერდეს კათოლიკე ეპისკოპოსებისა და მღვდლების სიტყვები, და რაც არ უნდა სწორი იყოს მათ მიერ ნაქადაგები მოძღვრებები, ეს მაინც ადამიანური სიტყვებია და არა ჭეშმარიტება. მხოლოდ ჭეშმარიტებას შეუძლია მისცეს ადამიანს განწმენდის მიღწევის საშუალება. ადამიანური სიტყვები არ არის ჭეშმარიტება, და თუ ისინი ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, როგორ შეუძლია მათ ადამიანისთვის განწმენდის მიღწევის საშუალების მიცემა? ეს სრულიად შეუძლებელია. ამიტომ, როდესაც ასეთ რელიგიურ ადამიანებს შეხვდები, ჯერ უფალი იესოს სიტყვების რამდენიმე მონაკვეთი წაუკითხე, და შემდეგ წაუკითხე ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთი. ღვთის სიტყვების ამ მონაკვეთების წაკითხვის შემდეგდააკვირდი მათ რეაქციას. თუ ისინი საკმაოდ კარგად გაიგებენ ამ სიტყვებს და იტყვიან: „ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა და უფალი იესოს სიტყვებიც ჭეშმარიტებაა. მხოლოდ ჭეშმარიტებას შეუძლია ადამიანის გადარჩენა. მღვდლები და ეპისკოპოსები გახრწნილი ადამიანები არიან და მათ სიტყვებში არ არის ჭეშმარიტება. მე მათ აღარ უნდა მოვუსმინო. ნაცვლად ამისა, ღვთის სიტყვებს უნდა მოვუსმინო“, და თუ ისინი შეძლებენ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვების მიღებას, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ღვთის სიტყვების კითხვა და მათთან თანაზიარება, რათა გავაგებინოთ, რომ მხოლოდ ღმერთს აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება და რომ ადამიანის განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. თუ, როგორც არ უნდა იქონიო თანაზიარება, ისინი ვერ იღებენ ღვთის სიტყვებს, კვლავ სწამთ და ეთაყვანებიან მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, მიჰყვებიან მათ და სჯერათ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ მათი გადარჩენა, მაშინ მათი აღქმა მართლაც დამახინჯებულია, ისინი უბრალოდ აბსურდულები არიან და აღარ არის საჭირო მათთან თანაზიარების გაგრძელება.
კითხვა 7: როდესაც ვმოწმობთ, რომ უფალი ხორციელად დაბრუნდა, სახარების ბევრი პოტენციური მიმღები ხშირად კითხულობს: „როგორია ყოვლისშემძლე ღვთის წარმომავლობა? ვინ არიან მისი მშობლები? როგორი ოჯახიდან მოდის იგი? როგორი გამოცდილება გაიარა მან თავის ცხოვრებაში?“ როდესაც ასეთ კითხვებს გვისვამენ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ მოკლედ ვიქონიოთ თანაზიარება იმაზე, რომ ღვთის რწმენაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის სიტყვების მოსმენაა, მაგრამ მათ მაინც აქვთ ეჭვები და არ შეუძლიათ ხორცშესხმული ყოვლისშემძლე ღვთის მიღება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ კითხვებს ისე, რომ შედეგებს მივაღწიოთ?
პასუხი: უფალმა იესომ გვითხრა, რომ უფლის დახვედრის გზა ღვთის ხმის მოსმენაზე ორიენტირებაა. მას არ მოუთხოვია ჩვენგან ქრისტეს წარმომავლობის გამოკვლევა. მითხარი, როგორ ირწმუნე უფალი იესო? განა, სანამ მას ირწმუნებდი, განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინე, რათა უფალი იესოს წარმომავლობის შესახებ ყველაფერი გაგეგო? არა, სპეციალურად არ გამოგიკვლევია. შეძელი, გერწმუნა და გაჰყოლოდი უფალ იესოს მისი საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე, მაშ, რატომ მოითხოვ ყოვლისშემძლე ღვთის წარმომავლობის გარკვევას, როდესაც უკანასკნელ დღეებში საქმის ამ ეტაპის წინაშე დგახარ? განა არ არის პრობლემა ამ შეხედულებაში? ყოვლისშემძლე ღმერთი ხორცშესხმული ძე კაცისაა, ამიტომ მას ნამდვილად ჰყავს მშობლები და ოჯახიისევე, როგორც უფალ იესოს. მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფრის ცოდნას ღვთის სიტყვების მოსმენასა და უფლის დახვედრასთან? არავითარი. არცერთ ადამიანს, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი, არ სურს ყოვლისშემძლე ღვთის წარმომავლობის გარკვევა. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მიჰყვნენ ღმერთს, შეძლონ ღვთის სიტყვების ჭამა და სმა და ჭეშმარიტების ძიება სიცოცხლის მოსაპოვებლად. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათ გულებში. არავის სურს, შეეცადოს და ჩაუღრმავდეს იმას, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებასთან. ამ ყველაფრის ცოდნა უსარგებლოა და არ მისცემს ადამიანებს ჭეშმარიტების მოპოვების ან ღვთის ხსნის მიღწევის საშუალებას. ღვთის ცხვრები ისმენენ მის ხმას, ამიტომ უფალს უნდა დახვდე უფალი იესოს სიტყვებზე დაყრდნობით და ღვთის ხმის მოსმენაზე ორიენტირებით. თუ არ ამახვილებ ყურადღებას ღვთის ხმის მოსმენაზე და ნაცვლად ამისა, განუწყვეტლივ გსურს ყოვლისშემძლე ღვთის წარმომავლობის დადგენა, განა არ ცდილობ ღვთის გამოკვლევას? ღმერთს სძულს ადამიანები, რომლებიც მას იკვლევენ, ამიტომ თუ შეეცდები ღვთის გამოკვლევას, მაშინ ღმერთი შეგიძულებს. საბოლოოდ რას მოიპოვებენ ის ბიბლიის მკვლევრები და რელიგიური ექსპერტები, რომლებიც არ იღებენ ჭეშმარიტებას, არამედ ღვთის შესწავლის საკითხში არიან სპეციალიზებულნი? ისინი იქნებიან ღვთისგან მოძულებულნი და დაწყევლილნი, და საბოლოოდ, ღმერთი გაანადგურებს მათ. ამიტომ, ისინი, ვინც იკვლევენ ღმერთს და არ იღებენ ჭეშმარიტებას, ყველაზე საძულველი ადამიანები არიან.
კითხვა 8: როდესაც სახარებას ვქადაგებთ, ჩვენ ვაანალიზებთ ფარისეველთა არსს სახარების პოტენციური მიმღებებისთვის და მივუძღვებით მათ პასტორებისა და უხუცესების ამოსაცნობად. თუმცა ზოგიერთ ადამიანს არ გააჩნია გამჭრიახობა პასტორებისა და უხუცესების მიმართ და ჰგონია კიდეც, რომ ისინი საკმაოდ მოსიყვარულენი არიან, შეუძლიათ დაეხმარონ მათ ცხოვრებაში და ილოცონ მათთვის. როგორ უნდა ვიქონიოთ თანაზიარება, რათა მათ შეძლონ პასტორებისა და უხუცესების ამოცნობა?
პასუხი: როდესაც სახარებას ვქადაგებთ და ღვთის შესახებ ვმოწმობთ, ეს კონკრეტულად იმ მიზანს არ ემსახურება, რომ ადამიანებს პასტორებისა და უხუცესების ამოცნობის საშუალება მივცეთ. სახარების ქადაგებისას ჩვენი მიზანია, მივცეთ ადამიანებს ღვთის მეტი სიტყვის მოსმენის საშუალება, რათა შეძლონ ჭეშმარიტების გაგება, ღვთის განზრახვების გაგება და ღვთის საქმის შეცნობა. სახარების პოტენციურ მიმღებებთან მეტი თანაზიარება უნდა იქონიო დადებით საკითხებზე, წაუკითხო მათ ღვთის უფრო მეტი სიტყვა და მეტად იქონიო მათთან თანაზიარება ჭეშმარიტებაზე. როგორც კი გაიგებენ ჭეშმარიტებას, ისინი ბუნებრივად შეძლებენ პასტორებისა და უხუცესების საქმეების ამოცნობას. მაგალითად, როდესაც სახარების პოტენციურ მიმღებებს ყოვლისშემძლე ღვთის შესახებ უმოწმებ, უბრალოდ წაუკითხე მათ ღვთის უფრო მეტი სიტყვა. ყოვლისშემძლე ღვთის უამრავი სიტყვის მოსმენის შემდეგ, ისინი საბოლოოდ დარწმუნდებიან და იტყვიან: „ოჰ! ყოვლისშემძლე ღმერთი მართლაც დაბრუნებული უფალი იესოა! ის მართლაც ხორცშესხმული ღმერთია! ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები მთლიანად ჭეშმარიტებაა. თუ შევალთ ამ ჭეშმარიტება-რეალობებში, ნამდვილად გვექნება წილი ცათა სასუფეველში!“ როგორც კი ამ ყველაფერს გააცნობიერებენ, ისინი დაფიქრდებიან და საკუთარ თავს ჰკითხავენ: „რატომ არ მოგვცა ჩვენმა პასტორმა ყოვლისშემძლე ღვთის უკანასკნელი დღეების საქმის გამოკვლევის უფლება? რატომ გვიშლიდა მუდამ ხელს ჭეშმარიტი გზის გამოკვლევაში? რატომ განსჯიდა განუწყვეტლივ ყოვლისშემძლე ღვთის უკანასკნელი დღეების საქმეს, როგორც მცდარ გზას? ჩვენი პასტორი საკმაოდ ბოროტია! ის მეხმარებოდა და მცირე სიკეთეებს მიკეთებდა, ამიტომ მეგონა, რომ მოსიყვარულე იყო. მაგრამ ახლა ნათლად ვხედავ, რომ ის ხელს მიშლიდა ჭეშმარიტი გზის გამოკვლევასა და ყოვლისშემძლე ღვთის მიღებაში. მცირე სიკეთეები, რომლებსაც ის ჩემთვის აკეთებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა თვალთმაქცობა, მოტყუება და შეცდომაში შეყვანა. მას ჩემი ჯოჯოხეთში ჩათრევა სურდა. ეს უსისხლო მკვლელობა იყო!“ ხედავ, როგორც კი დარწმუნდებიან ჭეშმარიტ გზაში და გაიგებენ ჭეშმარიტებას, ისინი ბუნებრივად შეძლებენ იმ ყველაფრის ამოცნობას, რაც პასტორებმა გააკეთეს: როგორ უშლიდნენ ხელს ადამიანებს ჭეშმარიტი გზის გამოკვლევაში, როგორ აბრკოლებდნენ მათ ყოვლისშემძლე ღვთის უკანასკნელი დღეების საქმის მიღებაში და ა.შ. ისინი ბუნებრივად შეიძულებენ ამ პასტორებს. განა ეს კარგი მეთოდი არ არის? (დიახ.)