ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (16)
თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2026 წლის 1 მაისი (ნაწილი მეექვსე)
კითხვა 12: როდესაც ზოგიერთ დასა და ძმას სხლავენ, ისინი, როგორც წესი, არ იღებენ გასხვლას და არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს. ნაცვლად ამისა, ისინი მუდმივად სხვების პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და განსჯიან კიდეც მათ, ვინც მათსავე პრობლემებზე მიუთითებს. როდესაც ასეთ ადამიანებს ვაწყდები, ხშირად არ ვიცი, როგორ მოვექცე მათ. რა განსხვავებაა გახრწნილების ნორმალურ გამოაშკარავებასა და იმ ადამიანების ქცევას შორის, რომლებიც არ იღებენ ჭეშმარიტებას? როგორ უნდა ამოვიცნო და მოვექცე ადამიანებს, რომლებიც არ იღებენ ჭეშმარიტებას?
პასუხი: პირველ რიგში, უნდა იცოდე, რომ ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მათ გულწრფელად სწამთ ღმერთის და სწყურიათ ჭეშმარიტება, მათი გახრწნილი ხასიათი ადრე თუ გვიან შეიცვლება. საშიში მხოლოდ ის არის, თუკი ამ ადამიანს არ სწყურია ან არ ეძიებს ჭეშმარიტებას, მით უმეტეს, არ იღებს მას. ამ შემთხვევაში, მათი გახრწნილი ხასიათი არასოდეს შეიცვლება. უბრალოდ ნათლად უნდა დაინახო ეს საკითხი. თუ ამ ადამიანს სწყურია და შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, მაშინ მათი ამჟამინდელი გახრწნილი ხასიათი მხოლოდ დროებითია და, რადგან ისინი განაგრძობენ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას, მათი გახრწნილების გამოაშკარავება აუცილებლად შემცირდება და მათი გახრწნილი ხასიათიც თანდათან შეიცვლება. მათ სწორად უნდა მოექცე. თუ ეს ადამიანი არასოდეს იღებს ჭეშმარიტებას და განსაკუთრებით ამპარტავანი და თვითმართალია, ყოველგვარი გონიერების გარეშე, მაშინ მას ისე უნდა მოექცე, როგორც ეშმაკს და როგორც არამორწმუნეს. აღარ არის საჭირო, რომ კვლავ განაგრძო მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარება. ისინი არასოდეს შეიცვლებიან. იცი თუ არა, როგორ ადამიანებს გადაარჩენს ღმერთი და როგორ ადამიანებს სრულყოფს იგი? შენთვის ეს საკითხი ნათელი უნდა იყოს. ღმერთი გადაარჩენს მათ, ვინც ჭეშმარიტებას იღებს და ვისაც ჭეშმარიტება სწყურია. რაც შეეხება მათ, ვინც არ იღებს ჭეშმარიტებას ან ოდნავადაც არ სწყურია იგი, და ვინც არ იყენებს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში მაშინაც კი, როცა ესმის იგი, ღმერთი მათ არ გადაარჩენს. მაშ, როგორ უნდა მოექცე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი არ გადაარჩენს? კვლავ დაეხმარები მათ სიყვარულის გამო? (არა.) კვლავ მოგინდება მათი მხარდაჭერა, რათა ღმერთმა გადაარჩინოს ისინი? შეგიძლია ამის გაკეთება? (არა.) გახრწნილ კაცობრიობაში არავის შეუძლია სხვისი შეცვლა. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანების შეცვლა. მაგრამ ღმერთი არ გადაარჩენს მათ, ვინც არ იღებს ჭეშმარიტებას და არც მათ, ვისაც არ სწყურია ჭეშმარიტება. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მათ ბუნებაშია პრობლემა. ასე რომ, თუ კვლავ სიყვარულით ექცევი, მხარს უჭერ და რწყავ მათ, ვისაც ღმერთი არ გადაარჩენს, განა ეს ღვთის წინააღმდეგ წასვლა არ არის? (არის.) შენი მოვალეობის ამგვარად შესრულება ნიშნავს, რომ აკეთებ იმას, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან, და რომ აკეთებ იმას, რაც ჩაშლის და დაბრკოლებას შეუქმნის ღვთის საქმეს. ამგვარი მუშაობა არ შეესაბამება ღვთის განზრახვებს და ეს ღვთის წინააღმდეგ ამბოხების გამოვლინებაა. ამიტომ, არ გჭირდება ძალისხმევის დახარჯვა მათზე, ვინც არ იღებს ან ოდნავადაც არ სწყურია ჭეშმარიტება. სათანადოდ უნდა მორწყო და მხარი დაუჭირო ყველას, ვისაც ხედავ, რომ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება და სწყურია ჭეშმარიტება, რათა მათი სიცოცხლე თანდათან გაიზარდოს. ასე მოქმედება შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ეს ასრულებს უფალი იესოს ნათქვამს: „ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“ (მათ. 13:12). ეს ასევე ასრულებს გამოცხადების წინასწარმეტყველებას: „უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს“ (გამოცხ. 22:11). ამიტომ, ადამიანი, რომელსაც თავისი ბუნებით არ უყვარს ან არ იღებს ჭეშმარიტებას, არ შეიცვლება და ღმერთი არ გადაარჩენს მას. მხოლოდ მათ, ვისაც თავისი ბუნებით უყვარს ჭეშმარიტება და შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, და ვისაც აქვს სინდისი და გონიერება, გადაარჩენს ღმერთი. მაშ, გადაარჩენს ღმერთი ურწმუნოებს? გადაარჩენს ღმერთი ანტიქრისტეებს? (არა.) გადაარჩენს ღმერთი ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ეფლობიან გადაცდომებში და ოდნავადაც არ ინანიებენ? (არა.) თუ ძალისხმევას ხარჯავ ადამიანებზე, რომლებსაც ღმერთი არ გადაარჩენს, მაშინ აკეთებ საქმეს, რომელიც უსარგებლოა. თუ აკეთებ ბევრ ისეთ რამეს, რასაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან, მაშინ შენი მოვალეობის შესრულება ამაო იქნება, ისევე როგორც ბრმა ფლანგავს სანთლის ცვილს სინათლისთვის. ასე მოქმედება სულელური და უგუნური შეცდომის დაშვებაა და ამ ქმედებებით არ მსახურობ ღვთის განზრახვების შესაბამისად. ღვთის სახლი ახლა აცალკევებს მათ, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას, მათგან, ვინც არ ასრულებს. მათ შორის, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას, არიან ისეთებიც, რომლებიც ამას აკეთებენ სრულ განაკვეთზე, ნახევარ განაკვეთზე და თავისუფალ დროს, და ისინი განაწილებულნი არიან ეკლესიებში მათთვის, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას. რაც შეეხება მათ, ვინც არ ასრულებს თავის მოვალეობას, მიუხედავად იმისა, ახალი მორწმუნეები არიან თუ რამდენიმე წელია სწამთ ღმერთი, ისინი განაწილებულნი არიან ეკლესიებში მათთვის, ვინც არ ასრულებს თავის მოვალეობას. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად სჩადიან ბოროტებას და იწვევენ ჩაშლასა და არეულობას. ისინი ყოველთვის თესავენ განხეთქილებას, აღვივებენ ცეცხლს, ტანჯვას აყენებენ სხვებს და ქმნიან დაჯგუფებებს. ასეთი ადამიანები განაწილებულნი არიან B ჯგუფებში, რათა ცალკე შეიკრიბონ, რათა არ მიეცეთ საშუალება, შეაწუხონ ღვთის რჩეული ხალხი თავიანთი მოვალეობის შესრულებაში. რა არის ღვთის სახლის ეს პრაქტიკა, რომელიც ღვთის რჩეულ ხალხს ამგვარად ახარისხებსს? ეს არის თითოეულის დახარისხების პრაქტიკა მათი გვარისამებრ. სანამ ქრისტეს სასუფეველი განხორციელდება, ყველა, ვისაც სწამს ღმერთი, ჯერ დახარისხდება თავისი გვარისამებრ: ისინი, ვინც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ისინი, ვინც არ ასრულებენ, ცალკეულ კატეგორიებად იყოფიან. ეს არის ორი სახის ადამიანი. ისინი, ვინც იღებენ ჭეშმარიტებას და ისინი, ვინც არ იღებენ ჭეშმარიტებას და ბოროტებასაც კი სჩადიან, ასევე ცალკეულ კატეგორიებად იყოფიან. ისინიც ორი სახის ადამიანია. მას შემდეგ, რაც ღვთის რჩეული ხალხი სრულად დახარისხდება თავისი გვარისამებრ, ღვთის საქმე მალე დასრულდება. ეს ასრულებს უფალი იესოს სიტყვებს: „მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: «ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ»“ (მათ. 13:30). კარგი ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან ჭეშმარიტებას, არიან ხორბალი და საბოლოოდ ისინი ყველანი ბეღელში შეგროვდებიან. ბოროტი ადამიანები, რომლებიც არ იღებენ ჭეშმარიტებას, არიან ღვარძლი და ბზე და საბოლოოდ, ისინი ძნებად შეიკვრებიან და ცეცხლში ჩაიყრებიან დასაწვავად. ეს არის თითოეული ადამიანის დახარისხება თავისი გვარისამებრ და ეს არის უფალი იესოს წინასწარმეტყველების აღსრულება. ამიტომ, როგორც ეკლესიის ყველა დონის წინამძღოლებმა და მუშაკებმა, უნდა ისწავლოთ გარჩევა. უნდა განასხვავოთ, ეკლესიაში რომელი ადამიანები უნდა გადაარჩინოს ღმერთმა და რომელი — არა, და თითოეულ ჯგუფს განსხვავებულად უნდა მოექცე. თუ შეძლებ თითოეულ ამ ჯგუფს განსხვავებულად მოექცე, განა არ გექნება პრინციპები ქმედებებში? განა შენი მსახურება არ შეესაბამება ღვთის განზრახვებს? განა მთელი შესრულებული საქმე არ იქნება ზუსტი? (იქნება.) თუ სიყვარულით განაგრძობ იმ ადამიანების მორწყვას, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, სწყურიათ ჭეშმარიტება და გულწრფელად სწამთ ღმერთი, მაშინ სულიწმიდა ნათელს მოგფენს და წინ გაგიძღვება. თუ მორწყავ მათ, ვინც არ იღებს ჭეშმარიტებას და ვინც ღმერთს სძულს და ვისაც წყევლის, მაშინ სულიწმიდა არ იმოქმედებს. ამგვარად, გაგიჭირდება ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, იგრძნობ, რომ სათქმელი არაფერი გაქვს და არ გექნება მუშაობის სურვილი. რაც მეტს იმუშავებ, მით უფრო დაიღლები და იფიქრებ: „რატომ ვარ ასე დაღლილი? რატომ არ არის ჩემი სული განთავისუფლებული?“ ეს ამტკიცებს, რომ შენი საქმე არ შეესაბამება ღვთის განზრახვებს, რომ სულიწმიდა არ მოქმედებს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, უსარგებლო საქმეა და რომ დანაკარგი აღემატება მონაგარს. ამიტომ, რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდნენ ადამიანები, ისინი უნდა მოქმედებდნენ ღვთის მოთხოვნებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. მათ არ შეუძლიათ, იმოქმედონ თვითნებურად, საკუთარი ნებისა და წარმოდგენების საფუძველზე. თუ ადამიანებს შენი წარმოდგენების საფუძველზე ექცევი და ფიქრობ: „მე უნდა მქონდეს სიყვარული ადამიანების მიმართ. დებისა და ძმების მიმართ არ შეიძლება მიკერძოების გამოჩენა ან განსხვავებულად მოპყრობა. მიუხედავად იმისა, მათი ადამიანობა კარგია თუ ბოროტი, ასრულებენ თუ არა თავიანთ მოვალეობას, ან იღებენ თუ არა ჭეშმარიტებას, ყველას აბსოლუტური სამართლიანობითა და სრული სიყვარულით უნდა მოვეპყროთ“, — ეს რელიგიური ადამიანების სულელური სიყვარულია. ადამიანებისადმი ამგვარი მოპყრობა არ შეესაბამება ჭეშმარიტება-პრინციპებს. თუ ყველას სიყვარულით მოვეპყრობით რელიგიური ადამიანების წარმოდგენების შესაბამისად, როგორღა შესრულდება უფალი იესოს წინასწარმეტყველებები? როგორ განვასხვავებთ ღვარძლს ხორბლისგან? როგორ განვასხვავებთ თხებს ცხვრებისგან? როგორ განვასხვავებთ მათ, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას, მათგან, ვინც არ ასრულებს? როგორ განვასხვავებთ მათ, ვინც ემსახურება ღმერთს, მათგან, ვინც არ ემსახურება? როგორ განვასხვავებთ კეთილ მსახურებს ბოროტი მსახურებისგან? ვინ დაჯილდოვდება და ვინ დაისჯება? განა შეუძლებელი არ იქნება ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გარჩევა? (იქნება.) ამგვარად, შეუძლებელია მკაფიოდ გაიმიჯნოს ის, თუ რა უნდა გიყვარდეს და რა უნდა გძულდეს. თუ ყველას სიყვარულით მოექცევი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი, გამოჩნდება კი ღვთის მიუკერძოებლობა და სამართლიანობა? (არა.) რას გულისხმობს ღვთის სამართლიანობა? კეთილთა დაჯილდოება და ბოროტთა დასჯა არის ღვთის სამართლიანობა. ღმერთს სძულს ყველა ეშმაკი და სატანა და მას სძულს ყველა, ვინც წინააღმდეგობას უწევს მას. ეს არის ღვთის სამართლიანობა. რელიგიურმა ადამიანებმა ეს არ იციან და მათ არ შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ ღვთის ხასიათი სამართლიანია. რელიგიური ადამიანების გადმოსახედიდან, ღმერთი გადაარჩენს ყველას მსოფლიოში და არცერთ მათგანს არ ტოვებს. განა ეს მცდარობა არ არის? (არის.) ამიტომ, ადამიანებისადმი მოპყრობა რელიგიური ადამიანების შეხედულებების შესაბამისად ამაო ძალისხმევაა. მხოლოდ ადამიანებისადმი ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოპყრობა შეესაბამება ღვთის განზრახვებს.
კითხვა 13: ეკლესიის ზედამხედველი, რომლის კულტივირებაც მე მოვახდინე, ბოლო დროს ფულის საშოვნელად მუშაობით არის დაკავებული და აღარ მონაწილეობს ეკლესიის საქმეში. როდესაც მე მასთან მივედი თანაზიარებისთვის, ჩემი თანაზიარება იყო ძალიან ზედაპირული, ცარიელი და მოკლებული პრაქტიკულ გამოცდილებას, და ამან ვერ შეძლო მისი პრობლემის გადაჭრა. მივხვდი, რომ მაკლია სიცოცხლეში შესვლა. როგორ შემიძლია მოვიპოვო სიცოცხლეში შესვლა, რათა პრაქტიკულად გადავჭრა დებისა და ძმების პრობლემები?
პასუხი: შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს, თუ არ გესმის ჭეშმარიტება? (არა.) თუ არ შეგიძლია ჩაწვდე ადამიანების პრობლემების ფესვს, მაშინ, როგორც არ უნდა აწარმოო თანაზიარება, მიზანს ვერ მიაღწევ და აჯობებს, იპოვო ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთი და წაუკითხო მათ. ეს უფრო ქმედითი იქნება, ვიდრე შენი თანაზიარება. ამიტომ, როდესაც არ შეგიძლია დებისა და ძმების პრობლემების გადაჭრა, საუკეთესოა, იპოვო ღვთის სიტყვების რამდენიმე შესაფერისი მონაკვეთი და წაუკითხო მათ. შეგიძლია, უთხრა მათ: „მე ვერ ვწვდები შენი პრობლემის ფესვს, მაგრამ ვიპოვე ღვთის სიტყვების რამდენიმე მონაკვეთი, რათა წავიკითხოთ. შესაძლოა, ეს დაგეხმაროს, რომ ცოტა უფრო ნათლად დაინახო საკუთარი პრობლემა და შეიძინო გარკვეული ცოდნა.“ ამგვარი თანაზიარებით მიღწეული შედეგები უკეთესი იქნება. მაშ, როგორ შეუძლია ადამიანს მოიპოვოს სიცოცხლეში შესვლა? პირველ რიგში, უნდა იცოდე, რომ სიცოცხლეში შესვლა ძირითადად გულისხმობს ჭეშმარიტებაში შესვლას. რას ეფუძნება ჭეშმარიტებაში შესვლა? ყველაფერში ჭეშმარიტების ძიებას. როგორც კი ეძიებ ჭეშმარიტებას ყველაფერში, მიაღწევ ჭეშმარიტების გაგებას და ჩასწვდები ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპებს, მოპოვებული გექნება სიცოცხლეში შესვლა. თუ არ შეგიძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, მაშინ არასოდეს გექნება სიცოცხლეში შესვლა. მაგალითად, შეგიძლია თუ არა პრაქტიკაში გამოიყენო პატიოსან ადამიანად ყოფნის ჭეშმარიტება? თუ ჩაწვდი პატიოსან ადამიანად ყოფნის რამდენიმე პრინციპს და შეგიძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება და მათში შესვლა, მაშინ შეგიძლია გახდე პატიოსანი ადამიანი. თუ ვერ სწვდები ამ პრინციპებს და მხოლოდ მეთოდს ან წესს იცავ, მაშინ ვერ შეძლებ შედეგების მიღწევას შენს მცდელობებში, რომ იყო პატიოსანი ადამიანი. მხოლოდ ქცევის უმნიშვნელო ცვლილებას დაინახავ, მაგრამ მაინც ვერ შეძლებ ჭეშმარიტად პატიოსანი ადამიანის მსგავსების ცხოვრებაში გამოვლენას. პატიოსან ადამიანად ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არ იცრუო შენი ნათქვამი სიტყვებით, რადგან ხშირად ადამიანები მზაკვრულად მოქმედებენ სხვა საშუალებებით და არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვებით. ეს ჰგავს იმას, თუ როგორ არ შეუძლია მუნჯ ადამიანს თავისი ტყუილების თქმა, მაგრამ ხშირად ის იცრუებს თავისი გულით, თავისი ქმედებებითა და სხეულის ენით. განა ეს ყველაფერიც ტყუილს არ წარმოადგენს? (წარმოადგენს.) ასე რომ, თუ მხოლოდ წესების დაცვით შემოიფარგლები და იფიქრებ, რომ პირით ტყუილის ართქმა ნიშნავს, რომ არ იცრუებ, მაშინ ცდები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იცრუო შენი პირით, შენი გული იცრუებს და შენს ქმედებებში სიცრუეს მიმართავ. განა ეს მატყუარა არ არის? (არის.) ამიტომ, თუ პატიოსან ადამიანად ყოფნის შენი პრაქტიკის პრინციპი ზედმეტად მარტივია, თუ მხოლოდ ერთ წესს იცავ, იქნება ეს საკმარისი? (არა.) მხოლოდ წესების დაცვა არ იქნება საკმარისი. ეს არ არის ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება და ეს ვერ დაგეხმარება ხასიათის ცვლილების მიღწევაში. სიცოცხლეში შესვლა ძირითადად ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას გულისხმობს. როდესაც ჭეშმარიტების ძიებით მიაღწევ ჭეშმარიტების გაგებას, ჩასწვდები ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპებს და გეცოდინება, როგორ განახორციელო ჭეშმარიტება პრაქტიკაში, ბუნებრივად მიაღწევ იმ რეალობას, რომ ჭეშმარიტება შენს ცხოვრებად იქცევა. როგორც კი ჭეშმარიტება შენს ცხოვრებად იქცევა, გექნება ჭეშმარიტების ცხოვრებაში გამოვლენის დამოწმება. ამიტომ, სიცოცხლეში შესვლა გულისხმობს ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. თუ გსურს ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა, ჯერ ჭეშმარიტება უნდა გაიგო. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ, ჭეშმარიტება პრაქტიკაში უნდა გამოიყენო და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებისა და გამოცდის მეშვეობით, მას სულ უფრო მეტად გაიგებ. საბოლოოდ, როდესაც ჭეშმარიტებას საფუძვლიანად გაიგებ, როდესაც ჭეშმარიტება გამეფდება შენს გულში და როდესაც ჭეშმარიტება შენს ცხოვრებად იქცევა, სრულად შეხვალ ჭეშმარიტება-რეალობაში და შეიძლება ითქვას, რომ მიაღწევ სიცოცხლეში შესვლას. სიცოცხლეში შესვლა გულისხმობს ადამიანების მიერ ჭეშმარიტების გაგებასა და ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლას. ეს არ არის რაიმე სახის წესის დაცვა. წესების დაცვა არ ითვლება სიცოცხლეში შესვლად. ამიტომ, თუ გსურს, გქონდეს სიცოცხლეში შესვლა, ყურადღება უნდა გაამახვილო ჭეშმარიტების გაგებასა და პრაქტიკაში განხორციელებაზე და ყურადღება უნდა გაამახვილო პრინციპების მიხედვით მოქმედებაზე. რაც უფრო მეტად გამოიყენებ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში, მით მეტი ცოდნა გექნება ჭეშმარიტების შესახებ. მხოლოდ მაშინ, როცა ჭეშმარიტების მეტი ცოდნა გექნება, შეძლებს ჭეშმარიტება შენში გამეფებას და შენს ცხოვრებად ქცევას. მაგალითად, როგორ მიიღწევა ღვთისმოშიშება? უნდა იცოდე, როგორ გამოსცადო ღვთის საქმე და უნდა მიაღწიო ჭეშმარიტების გაგებასა და როგორც საკუთარი თავის, ისე ღვთის შეცნობას, და მაშინ გექნება სულიერი ზრდა. როგორც კი გექნება ღვთის ჭეშმარიტი ცოდნა, ღვთისმოშიშება შენს ცხოვრებად იქცევა და შეძლებ ჭეშმარიტად გეშინოდეს ღვთის. თუ მხოლოდ ღვთისადმი უბრალო შიში გაქვს, მაშინ ეს არ უტოლდება ღვთისმოშიშებით სიცოცხლეს. უნდა გქონდეს ღვთის ხელმწიფებისა და ხასიათის ცოდნა და უნდა დაინახო, რომ ღვთის ხელმწიფება და ძალა ჭეშმარიტად დიდია, რომ ღმერთს შეუძლია შექმნას ყოველივე, რომ ღმერთი ფლობს მეუფებას ყოველივეზე, რომ ღმერთს ასევე შეუძლია გაანადგუროს ყოველივე, რომ ღვთის ხასიათი არ იწყნარებს შეურაცხყოფას და რომ ღმერთი ჭეშმარიტად შიშის ღირსია. როდესაც გექნება ღვთის საქმეების, ხელმწიფებისა და ხასიათის გარკვეული ცოდნა, შენი ღვთისმოშიში გული აშკარა გახდება, გექნება ღვთის ჭეშმარიტი შიში და შეძლებ ღვთისმოშიში გულის შენარჩუნებას ყველა საკითხში. ზოგიერთ საკითხში, თუ არ გესმის ჭეშმარიტება, არ გეცოდინება, რა არის შესაფერისი ქმედება, მაგრამ ღვთისმოშიში გულის ქონა დაგიცავს და მოგცემს ბოროტებისგან განრიდების საშუალებას. თუ გაქვს ღვთისმოშიში გული, არ გაუწევ წინააღმდეგობას ღმერთს. თუ გაქვს ღვთისმოშიში გული, ვერ გაბედავ შენი მოვალეობის საკუთარი სურვილის მიხედვით შესრულებას. თუ გაქვს ღვთისმოშიში გული, ვერ გაბედავ დაუფიქრებლად საუბარს ან მოქმედებას. თუ ღვთისმოშიში გული შენში გაბატონდება, შეძლებ თავი შორს დაიჭირო სხვადასხვა ცდუნებისგან და განერიდო სხვადასხვა ბოროტებას. სტატუსი და ძალაუფლებაც რომ გქონდეს, შენში არსებული ღვთისმოშიში გული შეზღუდავს შენს ყველა ქცევას და არ ჩაიდენ ბოროტებას ან არ გაუწევ წინააღმდეგობას ღმერთს შენი სტატუსისა და ძალაუფლების გამო, და არც ანტიქრისტეთა გზით ივლი. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს აქვს ჭეშმარიტი ღვთისმოშიში გული, შეუძლია მას ბოროტებისგან განრიდება. ჭეშმარიტების მხოლოდ ერთი ასპექტის გაგება ან მცირეოდენი მოძღვრების გაგება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბოროტებას განერიდო. მხოლოდ ღვთისმოშიშებით შეგიძლია ბოროტებისგან განრიდება და ეს არის საუკეთესო და ყველაზე შესამჩნევი შედეგი. უკავშირდება თუ არა ეს სიცოცხლეში შესვლას? (დიახ.) საიდან იწყება სიცოცხლეში შესვლა? ის იწყება ღვთის საქმის გამოცდით, ღვთის ხასიათის შეცნობითა და ჭეშმარიტების გაგებით. ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები სულ ჭეშმარიტებაა და ღვთის სიტყვებიდან ადამიანს შეუძლია ყველა ჭეშმარიტების გაგება. როგორც კი ღვთის სიტყვებიდან ბევრ ჭეშმარიტებას გაიგებ, შენდაუნებურად, ღვთისმოშიში გახდები, განგივითარდება ღვთისმოყვარე გული, დაინახავ ღვთის სილამაზეს, იგრძნობ, რომ ღმერთი დიადი და შიშის მომგვრელია და დაინახავ, რომ ღმერთი ჭეშმარიტად საოცარია. ეს ყველაფერი ღვთის სიტყვების გაგებით მოტანილი შედეგებია. მაგრამ თუ მხოლოდ ჭეშმარიტების ერთი ასპექტის გაგებაზე გაამახვილებ ყურადღებას, ამ შედეგებს ვერ მიაღწევ. რაც უფრო მეტად მიეცემი ღვთის სიტყვის ჭამასა და სმას, მით უფრო მდიდარი იქნება სიცოცხლეში შესვლა და როგორც კი შეხვალ ჭეშმარიტების ყველა ასპექტში, შენ მიერ მოპოვებული ჭეშმარიტებები შეუდარებლად მდიდარი იქნება. ამიტომ, რაც უფრო მეტად მიეცემი ღვთის სიტყვის ჭამასა და სმას, მით მეტ ჭეშმარიტებას გაიგებ და როგორც კი გაიგებ ჭეშმარიტების ყველა ასპექტს, სრულად დაეუფლები ჭეშმარიტება-რეალობის ყველა ასპექტს. შენ გაიგებ ღმერთზე მინდობის ჭეშმარიტებას, ღვთისადმი მორჩილების ჭეშმარიტებას, ღვთის მსახურების ჭეშმარიტებას, ღვთისმოშიშების ჭეშმარიტებას და ღვთის სიყვარულის ჭეშმარიტებას. როდესაც გაიგებ ჭეშმარიტების ყველა ასპექტს, დაინახავ ღვთის საქმეებს და შენში ღვთისმოშიში გულიც გაჩნდება, ეს აჩვენებს, რომ საკმარისად მიეცი თავი ღვთის სიტყვის ჭამასა და სმას, რომ შენ მიერ მოპოვებული ჭეშმარიტებები ყოვლისმომცველია და რომ შინაგანად მდიდარი ხარ საზრდოთი! მაგრამ ამ შედეგის მიღწევა ერთბაშად შეუძლებელია; ის მოითხოვს გამოცდილების ხანგრძლივ პროცესს. რაც უფრო მეტს წაიკითხავ ღვთის სიტყვებს და რაც უფრო მეტს გამოსცდი, მით მეტს მოიპოვებ. თუ ეძიებ ჭეშმარიტებას ღვთის მიერ წარმართულ და განგებულ ყველა საკითხში და ყველაფერში, რაც თავს გადაგხდება, შენ მიერ მოპოვებული ჭეშმარიტებები ბუნებრივად მდიდარი იქნება. თუ ფიქრობ, რომ ამა თუ იმ საკითხს არაფერი აქვს საერთო ღმერთთან და რომ არაფერს აქვს საერთო ღმერთთან, მაშინ ვერავითარ ჭეშმარიტებას ვერ მოიპოვებ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გამოსცადო. ყველაფრის გამოცდის შემდეგ დაინახავ, თუ რამდენად პრაქტიკულია განცხადება „ყოველივე ღვთის ხელთაა“. მარტივი საქმეა იმის აღიარება, რომ ყველა ადამიანი, მოვლენა და საგანი ღვთის მიერ არის დაშვებული, რომ ისინი ყველა ღვთის წარმართვა და განგებაა და რომ ყოველივე ღვთის ხელთაა? (არა.) თუ შეძლებ ამ დასკვნამდე მისვლას, მაშინ შეძლებ ღვთისადმი მორჩილებას. ამის მიღწევა შეუძლებელია მრავალწლიანი გამოცდილების გარეშე.