ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (16)

თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2026 წლის 1 მაისი (ნაწილი მეხუთე)

კითხვა 10: როდესაც ღვთის სიტყვებს ვკითხულობ, შემიძლია მათი მნიშვნელობის გაგება და საკუთარი მდგომარეობის ამოცნობა, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია ღვთის სიტყვების ჭეშმარიტად პრაქტიკაში განხორციელება. როგორ შემიძლია, პროაქტიულად განვახორციელო ღვთის სიტყვები პრაქტიკაში და მათი მეშვეობით გადავჭრა ჩემი პრობლემები?

პასუხი: როდესაც ადამიანები კითხულობენ ღვთის სიტყვებს, თუ მათ შეუძლიათ მათი მნიშვნელობის გაგება, მაგრამ არ შეუძლიათ მათი პრაქტიკაში გამოყენება, ჩვეულებრივ, არსებობს სამი ტიპის სცენარი, რომლებშიც ეს ხდება. პირველი ის არის, რომ ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მათ მხოლოდ ტექსტის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა ესმით, მაგრამ მაინც არ შეუძლიათ ჩასწვდნენ განსახილველხილული პრაქტიკის პრინციპებს, ამიტომ, როდესაც პრაქტიკაში განხორციელების დრო დგება, მათ არ გააჩნიათ გზა და არ იციან, როგორ განახორციელონ პრაქტიკაში. მეორე ტიპის სცენარია, როდესაც ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგ ადამიანი კმაყოფილდება მხოლოდ ზოგიერთი სიტყვბა და მოძღვრების გაგებით და ჰგონია, რომ გაიგო და მოიპოვა ჭეშმარიტება. ის სერიოზულად არ ეკიდება ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელებას. მესამე ტიპის ვითარებაა, როდესაც ადამიანს ესმის ჭეშმარიტება, მაგრამ არ სურს მისი პრაქტიკაში განხორციელება. მათ არ აინტერესებთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებით, მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება ზედმეტია და გრძნობენ, რომ პრინციპების დაცვა ადამიანებს შეურაცხყოფს და პრობლემებს მოიტანს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ამად არ ღირს, და ამიტომ პრაქტიკაში არ ახორციელებენ ჭეშმარიტებას. მაშ, რომელ ვითარებაში იმყოფება ადამიანი, რომელიც ამ კითხვას სვამს? (პირველში.) ეს აჩვენებს, რომ მათ სრულად არ ესმით ჭეშმარიტება, რომ მათმხოლოდ ზოგიერთი სიტყვა და მოძღვრება ესმით და ჯერ კიდევ არ ესმით ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების პრინციპები, ამიტომ, როცა ჭეშმარიტების რეალურად პრაქტიკაში განხორციელების დრო დგება, არ გააჩნიათ წინსვლის გზა. ამ ტიპის ვითარებაში, მეტი თანაზიარება უნდა გქონდეს ჭეშმარიტებაზე. ჭეშმარიტების რომელ ასპექტსაც ვერ ახორციელებ პრაქტიკაში, ჭეშმარიტების სწორედ იმ ასპექტზე უნდა გქონდეს მეტი თანაზიარება. მაგალითად: რა არის ჭეშმარიტების ამ ასპექტის არსი? რაში მდგომარეობს ჭეშმარიტების რეალობა? როგორ შედის ადამიანი ჭეშმარიტება-რეალობის ამ ასპექტში? რა არის ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების პრინციპები? და ასე შემდეგ. როგორც კი ამ საკითხებზე ნათელი თანაზიარება გექნება, მოიპოვებ გზას, რომლითაც ჭეშმარიტებას პრაქტიკაში განახორციელებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება რომც გსურდეს, ამისთვის გზა არ გექნება. მათი მწირი სულიერი მონაცემებისა და სულიწმიდის ნათელის მოფენისა და განათების ნაკლებობის გამო, ადამიანთა უმეტესობას ღვთის სიტყვების წაკითხვისას მხოლოდ ზოგიერთი სიტყვა და მოძღვრება ესმის, მაგრამ არ ესმის ჭეშმარიტება და არ შეუძლია პრაქტიკის გზის პოვნა. ამ ტიპის ვითარებაში, მათთვის ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების არავითარი გზა არ არსებობს. მაშ, როგორ შეიძლება განისაზღვროს, რომ ადამიანს მხოლოდ მოძღვრებები ესმის და სინამდვილეში არ ესმის ჭეშმარიტება? იმის დანახვით, იციან თუ არა მათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. დავუშვათ, ამტკიცებ, რომ გესმის ჭეშმარიტების გარკვეული ასპექტი, მაგრამ როდესაც ვინმე გეკითხება: „როგორ ახორციელებ პრაქტიკაში ჭეშმარიტების ამ ასპექტს?“ გაოგნებული ხარ და ფიქრობ: „მართლაც, როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკაში ჭეშმარიტების ეს ასპექტი? ნამდვილად რომ მესმოდეს ჭეშმარიტება, ხომ მეცოდინებოდა მისი პრაქტიკაში განხორციელება. რატომ არ ვიცი? მაშ, ნამდვილად მესმის კი ჭეშმარიტება?“ ეს აჩვენებს, რომ ჭეშმარიტება ნამდვილად არ გესმის. თუ ნამდვილად გესმის ჭეშმარიტება, გექნება პრაქტიკის გზა და პრაქტიკის პრინციპები. მაგალითად, როგორ უნდა განახორციელოს ადამიანმა პრაქტიკაში პატიოსან ადამიანად ყოფნა? ზოგიერთი ამბობს: „პატიოსან ადამიანად ყოფნის ყველაზე მარტივი ის არის, რომ უნდა ილაპარაკო სიმართლე და არ იცრუო. ამის კეთება პატიოსან ადამიანად გაქცევს“. არის თუ არა პრაქტიკის ეს პრინციპი სწორი? (არა, არ არის.) პატიოსან ადამიანად ყოფნის პრაქტიკის პრინციპები სულ მცირე ოთხ ან ხუთ ასპექტს მოიცავს. თუ მხოლოდ ერთს იცავ, მაშინ ის წესად იქცევა. ითვლება კი წესების დაცვა ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებად? (არა, არ ითვლება.) პატიოსან ადამიანად ყოფნისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სიცრუის ართქმის ერთი პრაქტიკის პრინციპის დაცვა. როგორ აღმოფხვრი შენში არსებულ მზაკვრობას? რა არის შენი სიცრუის ფესვი? რა გმართავს, როდესაც ცრუობ? ეს შენი გახრწნილი ხასიათიდან მომდინარეობს. თუ შენი გახრწნილი ხასიათი არ გამოსწორდება, შეძლებ კი პატიოსან ადამიანად ქცევას? (არა.) გარდა ამისა, მზაკვარი ადამიანი მხოლოდ კი არ ცრუობს, არამედ შეცდომაში შეჰყავს სხვები, ატყუებს და მალავს, და მას აქვს სხვა მრავალი მეთოდი, რომლებსაც იყენებს. ყველა ეს საკითხი უნდა გადაიჭრას და ამის გასაკეთებლად არსებობს პრაქტიკის კონკრეტული პრინციპები და გზები. განა ასე არ არის? (დიახ, ასეა.) ამრიგად, ამ პრობლემების გადაჭრა მოითხოვს ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარებას. როგორც კი ნათლად გაიგებ პრაქტიკის პრინციპებს და გექნება წინსვლის გზა, შეძლებ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას. შესაბამისად, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებისას შედეგებს ვერ მიაღწევ მხოლოდ ღვთის სიტყვების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის გაგებითა და ზოგიერთი სიტყვისა და მოძღვრების ქადაგების უნარით; ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების შედეგის მისაღწევად, ასევე უნდა გესმოდეს ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპებიც და გზაც. ზოგიერთი ამბობს: „მე სიტყვებსა და მოძღვრებებს საკმაოდ კონკრეტულად ვქადაგებ. ითვლება თუ არა ეს ჭეშმარიტების გაგებად?“ იცი თუ არა, როგორ განახორციელო ჭეშმარიტება პრაქტიკაში? ნამდვილად რომ გესმოდეს ჭეშმარიტება, მაშინ უნდა იცოდე, საიდან დაიწყო მისი პრაქტიკაში განხორციელებაუნდა დაეუფლო პრაქტიკის პრინციპების რამდენიმე ასპექტს და ზუსტად უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო ღვთის სიტყვები პრაქტიკაში უშეცდომოდ. მხოლოდ ეს ითვლება ჭეშმარიტების გაგებად. მაგალითად, როდესაც ღმერთისადმი რწმენა მოითხოვს ადამიანისგან, რომ მიატოვოს რამე, თავი გაიღოს და გააკეთოს შესაწირავი, როგორ უნდა განახორციელოს ადამიანმა ეს პრაქტიკაში ზუსტად? თუ არ გესმის ჭეშმარიტება, შეგიძლია ამ საკითხზე ნათლად ითანაზიარო ადამიანებთან? ზოგიერთ ადამიანს არ ესმის ჭეშმარიტება. თუ მათგან ითხოვ, რომ მიატოვონ რამე, თუნდაც მათ მართლაც მიატოვონ, განა გულწრფელად აკეთებენ ამას ღვთისთვის? განა ამით ისინი წესებს არ იცავენ? ითვლება თუ არა წესების დაცვა ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებად? (არა, არ ითვლება.) ამრიგად, შენი ამგვარი თანაზიარება რამის მიტოვების შესახებ არ შეესაბამება ჭეშმარიტებას ან ღვთის განზრახვებს. შესაბამისად, თუ მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს ქადაგებ, ამის შედეგად ადამიანებს შეცდომაში შეიყვან და დიდ ზიანს მიაყენებ! ნათელი თანაზიარება უნდა გქონდეს ღვთის სიტყვების პრაქტიკაში განხორციელების გზაზე და პრაქტიკის იმ სხვადასხვა პრინციპზე, რომლებიც ადამიანთა განსხვავებულ წარმომავლობასა და ვითარებას ესადაგება. ადამიანებს უნდა გააგებინო, რას ნიშნავს რამის მიტოვება, რა ვითარებაში მოეთხოვებათ ადამიანებს რამის მიტოვება და რა ვითარებაში — არა. გარდა ამისა, ღმერთი რამის მიტოვებას მხოლოდ მათგან მოითხოვს, ვინც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის; ისინი ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანები უნდა იყვნენ. ასევე უნდა გაითვალისწინო ადამიანების იმდროინდელი ვითარება, რამდენი ჭეშმარიტება ესმით მათ და შეუძლიათ თუ არა ეკლესიის საქმის საკუთარ თავზე აღება. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა პირობა ხელსაყრელია, შეუძლია ადამიანს რამის მიტოვება. თუ ადამიანს არანაირი ჭეშმარიტება არ ესმის, რისი გაკეთება შეუძლია მას, თუ რამეს მიატოვებს? შეძლებს კი ღვთის დამოწმებას? თუ სთხოვ ვინმეს, ვისაც ღმერთი მხოლოდ ერთი ან ორი წელია სწამს, მიატოვოს ოჯახი, რათა იქადაგოს სახარება და გასცეს მოწმობა ღვთისთვის, ის იტყვის: „ოჯახიც რომ მივატოვო, არ მეცოდინება, როგორ გავცე მოწმობა და არც ის მეცოდინება, რა ვუთხრა სახარების პოტენციურ მიმღებებს“. სწორია თუ არა, რომ ასეთ ადამიანს მოსთხოვო რამის მიტოვება და ღვთისთვის თავის გაღება? (არა.) ამგვარად, ადამიანებს უნდა ესმოდეთ გარკვეული ჭეშმარიტება, ჰქონდეთ გარკვეული სულიერი ზრდა და შეეძლოთ იმ საქმის საკუთარ თავზე აღება, რომელიც უნდა შესრულდეს. მხოლოდ ამის შემდეგ არიან ისინი მზად, რათა რამის მიტოვების ჭეშმარიტება პრაქტიკაში განახორციელონ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ისინი ოჯახს მიატოვებენ, დარჩება ვინმე, ვინც მათ ოჯახს უზრუნველყოფს? ყველა ეს პრობლემა უნდა იქნას გათვალისწინებული. შესაბამისად, რატომ არ რთავს ღვთის სახლი ადამიანებს ნებას, სხვებს რამის მიტოვებისკენ მოუწოდონ? რადგან ყველას ვითარება განსხვავებულია, ყველას სულიერი ზრდა განსხვავებულია და ყველას სწრაფვის დონე განსხვავებულია, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ადამიანების საკუთარ არჩევანს ეფუძნება. ღვთის სახლი ყველას ერთი საზომით არ უდგება. თუ ადამიანს ნამდვილად ესმის ჭეშმარიტება, აქვს სათანადო სულიერი ზრდა და სურს რამის მიტოვება, მაშინ ის ბუნებრივად იზამს ამას და რომც ეცადო, ვერ შეაჩერებ. ამიტომ, ეკლესიაში მყოფნი, რომლებსაც არ ესმით, რატომ უნდა მიატოვონ რამე ან თავი გაიღონ, უბრალოდ ჩვეულებრივად მორწყოთ. როგორც კი გაიგებენ ჭეშმარიტებას, თავადვე ეცოდინებათ, როგორ განახორციელონ ეს ყველაფერი პრაქტიკაში, ისე, რომ აღარ დაგჭირდება მათთვის მოწოდება, რათა მიატოვონ რამე და თავი გაიღონ. წლების განმავლობაში, ჩემი მუშაობის გზა შედგებოდა ჭეშმარიტების გამუდმებული თანაზიარების, კვლავ და კვლავ თანაზიარებისა და ადამიანების კვლავ და კვლავ უზრუნველყოფისგან, და საბოლოოდ, საქმის ყველა სფერომ შედეგს მიაღწია. ამიტომ, თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს სურთ თავიანთი საქმის კარგად შესრულება, ისინი მეტად უნდა ფოკუსირდნენ ჭეშმარიტების თანაზიარებაზე. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა მარტივია, როგორც კი ჭეშმარიტებაზე ნათლად ითანაზიარებ. თუ ჭეშმარიტებაზე ნათელ თანაზიარებას არ გასწევ, რამდენიც უნდა შეაგონო ან ასწავლო ადამიანებს, ამას არავითარი სარგებელი არ ექნება. რამდენიც უნდა უთხრა ადამიანებს: „ჭეშმარიტება პრაქტიკაში უნდა განახორციელო და შეხვიდე ჭეშმარიტება-რეალობაში. უნდა გიყვარდეს ღმერთი და დაემორჩილო ღმერთს“, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ. შეგონების ამ სიტყვების ათასჯერ თქმასაც კი არავითარი სარგებელი არ ექნება და ვერ შეძლებს პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას. როგორც კი ამ ყველაფრის არსს ჩასწვდები, გეცოდინება, როგორ შეასრულო შენი მოვალეობა და შემდეგ ფოკუსირდები იმაზე, თუ როგორ გადაჭრა რეალური პრობლემები. შეკრებების ჩატარებისას წინამძღოლებმა და მუშაკებმა თავი უნდა აარიდონ ცარიელი სიტყვებისა და მოძღვრებების ქადაგებას. რაც უნდა კარგად, საფუძვლიანად ან გრამატიკულად გამართულად იყოს მოძღვრებები გადმოცემული, ეს ქადაგება არ იქნება პრაქტიკული და არავითარი სარგებელი არ ექნება. უბრალოდ გამოიყენე ყოველდღიური ენა, რათა ნათლად ისაუბრო პრაქტიკულ გამოცდილებაზე. როდესაც გულისა და სულის მქონე ადამიანები ამას მოისმენენ, ისინი რაღაცას იგრძნობენ. ისინი იგრძნობენ, რომ შენი სიტყვები პრაქტიკულია, ადვილად გასაგებია და რომ ისინი გულს ანათებს. ყოველდღიური ენა საუკეთესო ენაა გამოსაყენებლად. რასაც არ უნდა აკეთებდე, თეორიებით ნუ ისაუბრებ. თეორიების ქადაგება უსარგებლოა და შედეგს ვერ მიაღწევს.

ყველა რელიგიასა და აღმსარებლობას უყვარს სწავლებებზე საუბარი. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს: „რა არის ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიის სწავლებები?“ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია არ საუბრობს არავითარ სწავლებაზე. ჩვენ უბრალოდ თანაზიარება გვაქვს ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებებზე. ქრისტიანობისა და კათოლიციზმის სწავლებები სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი თეორიები, რომლებსაც ოდნავი პრაქტიკული სარგებელიც კი არ გააჩნია. რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს ისინი ადამიანმა ან რამდენი წელიც არ უნდა დახარჯოს მათ კითხვაზე, ის მაინც ვერ შეძლებს ჭეშმარიტების მოპოვებას. ყოვლისშემძლე ღვთისადმი ჩვენს რწმენაში ჩვენ არ ვსაუბრობთ სწავლებებზე. სწავლებებს საერთოდ არავითარი სარგებელი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ თანაზიარება გვაქვს ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებზე. მხოლოდ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვებია ჭეშმარიტება. რაც უფრო ნათლად მოახდენენ თანაზიარებას ადამიანები, მით მეტი ცოდნა ექნებათ ჭეშმარიტების შესახებ და მით მეტად ექნებათ პრაქტიკის გზა. ამიტომ, ჩვენ ახლა ვიწვრთნებით ღვთის სიტყვების გამოყენებაში ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, ვსწავლობთ ჭეშმარიტებაზე თანაზიარებას და ვსწავლობთ ღვთის სიტყვებში პრაქტიკის პრინციპებისა და გზის პოვნას, რათა საბოლოოდ შევძლოთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. მაშ, რას ნიშნავს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება პრინციპების მიხედვით მოქმედებაა. თუ ვინმე გკითხავს, ხარ თუ არა პრინციპული გარკვეული საკითხის მოგვარებისას, თუკი შეგიძლია ზუსტად ჩამოაყალიბო ის პრინციპები, რომლებითაც მოქმედებ, და ყველა ხედავს, რომ პრინციპებით მოქმედებ, მაშინ ეს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას წარმოადგენს. მაგალითად, როგორ უნდა მოექცე სხვადასხვა ტიპის ადამიანებს? თუ შეგიძლია, ადამიანებს მოეპყრო ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით და არა ხორციელი გრძნობების მიხედვით, იმის გაუთვალისწინებლად, არიან თუ არა ისინი შენი მშობელი, მეუღლე, შვილი ან სხვა ნათესავი, და ასევე არა ადამიანური წარმოდგენების მიხედვით, არამედ შეგიძლია მათი ამოცნობა და მათდამი მოპყრობა მხოლოდ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად, მაშინ შენი პრაქტიკა პრინციპულია. ზუსტად ისე, როგორც უფალმა იესომ თქვა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები? … ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მათ. 12:48, 50). უფალი იესო სამართლიანია და ადამიანებს პრინციპების მიხედვით ექცევა. ყოვლისშემძლე ღმერთიც სამართლიანია ადამიანებისადმი მოპყრობაში. ეს ყველაფერი ჭეშმარიტება-პრინციპებს ეფუძნება და არა გრძნობებს. ამიტომ, ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების გასაღები ჭეშმარიტების გაგება და ჭეშმარიტება-პრინციპების წვდომაა. როგორც კი გაიგებ სხვადასხვა ჭეშმარიტებაში არსებულ პრინციპებს და გექნება წინსვლის გზა, ბუნებრივად შეძლებ ამ ჭეშმარიტებების პრაქტიკაში გამოყენებას.

კითხვა 11: ყოველთვის, როდესაც ვკითხულობ ღვთის ამ სიტყვებს: „ადამიანის ბუნების უცვლელობა ღმერთთან მტრობას ნიშნავს“, ვშფოთავ და მეშინია, რადგან ჯერ კიდევ მაქვს მრავალი გახრწნილი ხასიათი, რომლებიც არ მომიშორებია, და ეს აჩვენებს, რომ ჩემს დღეებს ღმერთთან მტრობაში ვატარებ. ამიტომ, ყოველდღე ვჭამ და ვსვამ ღვთის სიტყვების ერთ თავს და ვცდილობ, ვივარჯიშო ყოველთვე გამოცდილებითი სტატიების წერაში, რათა დავფიქრდე და შევიცნო საკუთარი თავი იმ იმედით, რომ მალე მოვიშორებ ჩემს გახრწნილ ხასიათს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარად ვახორციელებ პრაქტიკაში, როდესაც რაღაც მემართება, მაინც ჩემს გახრწნილ ხასიათზე დაყრდნობით ვაგვარებ მას. როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ უფრო სწრაფად მივაღწიო ხასიათის ცვლილებას და აღარ ვიყო ღმერთთან მტრობაში?

პასუხი: ეს კარგი კითხვაა. ღვთის ეს სიტყვები: „ადამიანის ბუნების უცვლელობა ღმერთთან მტრობას ნიშნავს“, ჭეშმარიტებაა. მაშ, ზუსტად როგორ უნდა გავიგოთ ჭეშმარიტების ეს ასპექტი? რატომ ნიშნავს ადამიანის ბუნების უცვლელობა ღმერთთან მტრობას და რატომ აქცევს ეს ადამიანს ღვთის მოწინააღმდეგედ? გამოცდილების მქონე ადამიანები მიხვდნენ, რომ ისინი, ვისი ხასიათიც უცვლელი რჩება, წინააღმდეგობას უწევენ ღმერთს და ღმერთთან მტრობაში არიან. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა! როგორ გააცნობიერეს მათ ეს? იმით, რომ ღვთის სიტყვების სამსჯავროს გამოცდის შემდეგ, მათ დაინახეს, რომ გახრწნილი ხასიათი ადამიანებში ძალაუფლებას ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურდეთ, მაინც ვერ იკავებენ თავს ცოდვისგან, ღვთის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებისა და ღვთის განსჯისგან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურდეთ ღვთისადმი აბსოლუტური მორჩილება, მათთვის ამის მიღწევა ძალიან რთულია; მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურდეთ ღვთისთვის მოწმობის გაცემა, ისინი მტკიცედ ვერ დგანან; და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურდეთ ღვთის სიყვარული, უბრალოდ არ ძალუძთ ამის გაკეთება. როდესაც ადამიანებს აქვთ გახრწნილი ხასიათი, ისინი ვერ იკავებენ თავს ღვთის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებისგან და ვერ იკავებენ თავს ღვთის განსჯის, მისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ამბოხებისგან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურდეთ თავის დაღწევა, არ შეუძლიათ, და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურდეთ შეცვლა, არ შეუძლიათ. ისინი ხედავენ, რომ გახრწნილ ხასიათს ასეთი მჭიდრო კონტროლი აქვს ადამიანებზე და რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მისგან თავის დაღწევა, ამიტომ აღიარებენ, რომ განცხადება „ადამიანის ბუნების უცვლელობა ღმერთთან მტრობას ნიშნავს“ ჭეშმარიტებაა, რომ ეს ფაქტია და რომ ეს ნამდვილად პრაქტიკულია! მრავალი მარცხის განცდის შემდეგ, შენც აღიარებ, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა. მაგრამ შეუძლიათ თუ არა მცირე გამოცდილების მქონე ადამიანებს აღიარონ, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა? (არა.) შეუძლიათ თუ არა რელიგიური სამყაროს პასტორებს, უხუცესებს, მღვდლებსა და ეპისკოპოსებს აღიარონ, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა? (არა.) შეუძლიათ თუ არა რელიგიური სამყაროს მორწმუნეებს აღიარონ, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა? (არა, არ შეუძლიათ.) მათ სრულიად არ სურთ ამ განცხადების მიღება და ამბობენ: „მე არ ვაღიარებ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენ ამდენი წელია გვწამს უფალი, უარი ვთქვით საგნებზე და ღვთისთვის თავი გავიღეთ. ჩვენ ვემორჩილებით ღმერთს. როგორ შეგვიძლია, ვიყოთ ღმერთთან მტრობაში? ეს შეუძლებელია. ჩვენ არასოდეს გაგვიწევია წინააღმდეგობა უფალ იესოსოსთვის!“ სწორედ ამას იტყოდნენ რელიგიური ადამიანები. განცხადება „ადამიანის ბუნების უცვლელობა ღმერთთან მტრობას ნიშნავს“ არ შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს. სამსჯავროსა და გაკიცხვის გამოცდისა და გარკვეული გამოცდილების ქონის გარეშე, ადამიანი არ აღიარებს, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა. მაშ, ღვთის სახლში რამდენ ადამიანს შესწევს უნარი, გააცნობიეროს, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა, რომ ის ნამდვილად პრაქტიკულია და რომ ის აღწერს გახრწნილი კაცობრიობის ჭეშმარიტ მდგომარეობას? ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია აღიაროს, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა? (არა.) ამიტომ, ადამიანს, რომელმაც ეს კითხვა დასვა, აქვს წვდომის უნარი. მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება და დაიწყეს ხასიათის ცვლილების ძიება. მათი ამჟამინდელი პრაქტიკა მოიცავს ღვთის სიტყვების ყოველდღიურ ჭამა-სმას და ყოველთვე გამოცდილებითი დამოწმების სტატიების წერას, რაც აჩვენებს, რომ მათ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგეს. თუმცა, გახრწნილი ხასიათის მოშორება ხანგრძლივ გამოცდილებას მოითხოვს. ადამიანმა ძალიან გრძელი პროცესი უნდა გაიაროს, სანამ ამას მიაღწევს. ამ ადამიანს ჯერ არ მიუღწევია ამ დონისთვის. როგორც კი ისინი ჭეშმარიტად შეიცნობენ საკუთარ თავს და აღარ ენდობიან საკუთარ თავს, უარყოფენ საკუთარ თავს და შეიძულებენ საკუთარ თავს, მათი ხასიათი შეცვლას დაიწყებს. როდესაც ერთ დღეს ჭეშმარიტად შეიძულებ საკუთარ თავს, იტყვი: „ჩემი ბუნება-არსებიდან გამომდინარე, მე ვარ ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ღმერთს. მე არ გამაჩნია ჭეშმარიტება-რეალობა და არ შემიძლია ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაში ყოფნა. მე არ ვემორჩილები ღმერთს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის სიყვარულზე. მე უბრალოდ ბოლომდე გახრწნილი ადამიანი ვარ და საერთოდ არ ვესწრაფვი ჭეშმარიტებას!“ როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის ამ დონემდე შეცნობა, ის დაინახავს, რომ მისი გახრწნილი ხასიათის მოგვარება უდიდესი მნიშვნელობისაა. სანამ ადამიანის გახრწნილი ხასიათი მოუგვარებელი რჩება, ის მუდმივად ჩამოიყალიბებს წარმოდგენებს ღვთის შესახებ, წინააღმდეგობას გაუწევს და განსჯის ღმერთს, აჯანყდება და დაშორდება ღმერთს. თუ ის წააწყდება დიდ განსაცდელს, რომელიც არ შეესაბამება მის წარმოდგენებს, ის შეწყვეტს ღვთის რწმენას, მიატოვებს ღმერთს და დაუბრუნდება საერო სამყაროს. ამიტომ, საკუთარი გახრწნილი ხასიათის მოუგვარებლობის შედეგები წარმოუდგენელია.

თუ ადამიანების გახრწნილი ხასიათი მოუგვარებელი დარჩება, ექნებათ მათ წილი ცათა სასუფეველში? (არა.) რატომ არა? (რადგან თუ მათი გახრწნილი ხასიათი მოუგვარებელი დარჩება, ისინი მაინც წინააღმდეგობას გაუწევენ ღმერთს.) ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ამის გაცნობიერება და ისინი ამბობენ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გახრწნილი ხასიათი არ მოგვარებულა, მე ღმერთს წინააღმდეგობას არ ვუწევ და არც არავითარი ბოროტება ჩამიდენია. ღმერთს რომც შევხვდე და მასთან კონტაქტი მქონდეს, გარანტიას გაძლევთ, რომ მას წინააღმდეგობას არ გავუწევ!“ ფიქრობენ ადამიანები ამგვარად? (დიახ.) რა არის ამგვარად ფიქრის პრობლემა? (საკუთარი თავის შეუცნობლობა.) მოდით, განვიხილოთ მაგალითი. მე რომ თქვენთან ვცხოვრობდე და ყოველდღიური პირადი კონტაქტი მქონდეს თქვენთან, როგორ ფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა კარგი იქნებოდა? (არა.) რომ დამენახა ის მდგომარეობა, რომელშიც თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, რას ვიგრძნობდი? (გაბრაზდებოდი.) უმეტესწილად, ვერ ავიტანდი იმას, რასაც თქვენ ამბობთ ან აკეთებთ, რადგან თქვენ სრულიად დაბნეულები ხართ და არ გაგაჩნიათ არავითარი ჭეშმარიტება. თქვენს შეკრებებსა და თანაზიარებებში თქვენ მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებზე საუბრობთ და არ შეგიძლიათ რეალური პრობლემების გადაჭრა. თქვენს საქმეში არ გაგაჩნიათ პრინციპები და უბრალოდ ბრმად მოქმედებთ საკუთარი ნების საფუძველზე. ზოგჯერ, როგორც კი ვხედავ იმას, რასაც აკეთებთ, ვგრძნობ, რომ ეს ყოველივე ძალიან აბსურდული და უკუღმართია. ამიტომ, თქვენთან რეალური კონტაქტი რომ მქონდეს, დიდი დრო არ დასჭირდებოდა თქვენი მრავალი პრობლემის გამოაშკარავებას. შემდეგ, შენს სამხილებლად და გასასხლავად რამე რომ მეთქვა, წარმოდგენები გაგიჩნდებოდა, გული დღეების განმავლობაში აგიფორიაქდებოდა და დაინახავდი, რომ ღარიბი და საცოდავი ხარ და რომ არარაობა ხარ. მაგრამ ახლა, არც ზემდგომთან გქონია რეალური კონტაქტი და არც ღმერთთან გქონია მჭიდრო შეხება. უბრალოდ აკეთებ იმას, რაც გსურს შენს საკუთარ პატარა სამყაროში. შენი გადმოსახედიდან, არავითარი აშკარა ბოროტება არ ჩაგიდენია, ამიტომ გრძნობ, რომ ღვთის განზრახვებს შეესაბამები და ღვთისგან მოწონებული ხარ. განა ეს საკუთარი თავის შეუცნობლობა არ არის? (დიახ, ასეა.) ერთ რამეს გეტყვი, ვერ ვიტან ვერაფერს, რასაც ამბობ ან აკეთებ, და ვერ ვიტან შენს დამოკიდებულებას შენი მოვალეობის მიმართ და იმას, თუ როგორ ასრულებ მას. შენი დღეები ღმერთთან ცხოვრებაში რომ გაგეტარებინა, შენი პრობლემები კიდევ უფრო საფუძვლიანად გამოაშკარავდებოდა. ღმერთი სერიოზულად რომ მოგდგომოდა, პრობლემები შეგექმნებოდა და სასჯელის ღირსი იქნებოდი. ამიტომ, შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რომ საკმაოდ კარგი ხარ ან ღვთის განზრახვებს შეესაბამები. ამგვარად ფიქრი ჭეშმარიტად უმეცრებაა და გონიერებას მოკლებულია! ხომ ხედავ, მე ხშირად მაქვს კონტაქტი კორექტურის გუნდის ხალხთან. ესენი ყველანი მცოდნე და განათლებული ადამიანები არიან, ზოგიერთი მათგანი საერო სამყაროში ჟურნალისტი, რედაქტორი და პროფესორიც კი იყო. მაგრამ, როდესაც ისინი ტექსტზე დაფუძნებულ სამუშაოს ასრულებენ, ხშირად არ გააჩნიათ პრინციპები და ყოველთვის ბრმად და დაუფიქრებლად მოქმედებენ, ამიტომ ხშირად ვსხლავ მათ. თუმცა, მე მათში ნაკლოვანებების პოვნას არ ვცდილობ; უბრალოდ ვასწორებ მათ აშკარა შეცდომებს და იმ ადგილებს, სადაც ისინი სასაცილონი და აბსურდულნი არიან. დროთა განმავლობაში, ისინი ხვდებიან, რომ ჭეშმარიტად არარაობას წარმოადგენენ და საერთოდ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა. როდესაც ადამიანებს არ აქვთ კონტაქტი ზემდგომთან, ისინი დადიან იმ განცდით, თითქოს მართლაც კარგად იციან თავიანთი საქმე და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ; ისინი ამპარტავნებით საუბრობენ და ბედავენ, თქვან ის, რაც მოესურვებათ. მაგრამ ზემდგომთან კონტაქტის დაწყებიდან მალევე, მათი პრობლემები ნელ-ნელა მჟღავნდება. მრავალგზის მხილებისა და გაანალიზების შემდეგ, ისინი აღარ ბედავენ ტრაბახს და თავიანთ მოვალეობას მორჩილად და ჯეროვნად ასრულებენ. რა ხდება აქ? ზემდგომმა გამოააშკარავა და გააანალიზა მათი გახრწნილი ხასიათი და რეალური სულიერი ზრდა, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი თავმდაბლობას იჩენენ. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანებს ვამხელ, სისულელეებს არ ვამბობ. რასაც ვამბობ, უაღრესად ზუსტი და პრაქტიკულია, ამიტომ ისინი გრძნობენ, რომ არარაობას წარმოადგენენ, რომ ღარიბები, საცოდავები და ბრმები არიან, და ღრმა სირცხვილს განიცდიან. ადამიანთა უმეტესობა აშკარად თავისი გახრწნილი ხასიათით ცხოვრობს, თუმცა არ გრძნობს, რომ რაიმე პრობლემა აქვს, და ისიც კი ჰგონია, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, სწორია. სინამდვილეში, ის საქმეები, რომლებიც ადამიანებს სწორად მიაჩნიათ, ჭეშმარიტად რომ წარედგინათ ღვთის წინაშე, არცერთი მათგანი არ გამოდგებოდა და არცერთი იქნებოდა სტანდარტის შესაბამისი. ღმერთს რომ ემხილე და გაეანალიზებინე, დაინახავდი, რომ არარაობა ხარ, სირცხვილს ვერსად დამალავდი, სრულიად დამცირებული იქნებოდი და საბოლოოდ დაინახავდი, რომ ეშმაკი ხარ და სატანა ხარ! რატომ დაინახავდი, რომ ეშმაკი ხარ და სატანა ხარ? ეს აჩვენებს, რომ ჭეშმარიტად მოიპოვე საკუთარი თავის შეცნობა. ზოგიერთი ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავს და მაინც გრძნობს: „მე არ შემიცოდავს, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სწორია და ღვთის წინაშე ვცხოვრობ“. ეს თავად ადამიანთა წარმოსახვაა. ღვთის წინაშე ჭეშმარიტად ცხოვრება ასეთი არ არის; პირიქით, ის ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებასა და პრინციპების მიხედვით მოქმედებას მოიცავს. გგონია, რომ შეუცოდველობა და საქმეების სწორად კეთება ღვთის წინაშე ცხოვრებას ნიშნავს. ასე იმიტომ ფიქრობ, რომ არ იცნობ საკუთარ თავს, ჯერ არ გქონია კონტაქტი ღმერთთან და ღმერთს არ უმხელიხარ და არ გაუანალიზებიხარ. ღმერთთან კონტაქტის შემდეგ გეცოდინება, რომ არარაობა ხარ. მაშ, მართალია თუ არა, რომ ღვთის საქმის გამოცდილება მრავალ დეტალს მოიცავს? (დიახ.) აქვთ თუ არა ღმერთთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს საკუთარი თავის ისეთივე შეცნობა, როგორიც მათ, ვისაც არ ჰქონია კონტაქტი? (არა.) ვისაც ჩემთან ჰქონია კონტაქტი, საკუთარი თავის შეცნობა განსხვავებული აქვთ მათგან, ვისაც არ ჰქონია, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვისაც ღმერთთან ჰქონია კონტაქტი. ღმერთთან მიმართებაში განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ღმერთი ჭეშმარიტებაა და ღმერთი აბსოლუტურად ზუსტია. თუ არ გქონია კონტაქტი ღმერთთან ან ზემდგომთან, მაშინ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ნახევარი ცხოვრების გამოცდილების შემდეგაც ვერ გააცნობიერებ, და მაინც იფიქრებ, რომ საკმაოდ კარგი ხარ. ეს ჭეშმარიტად სისულელე და უმეცრებაა.

ადამიანი, რომელმაც ეს კითხვა დასვა, საკმაოდ გულმოდგინეა თავის ძიებაში და აქვს წინსვლის გადაუდებელი სურვილი. თუმცა, ხასიათის ცვლილების მისაღწევად ადამიანმა გარკვეული პროცესი უნდა გაიაროს და ამ ცვლილების მიღწევა მხოლოდ ამაზე ნერვიულობით შეუძლებელია. უბრალოდ განაგრძე ჭეშმარიტების ძიება და საკუთარი თავის შეცნობა დაუღალავი შეუპოვრობით, და როგორც კი შეძლებ შენი გახრწნილი ხასიათის ზუსტად შეცნობას, შეძლებ საკუთარი თავის შეძულებას, საკუთარი თავის უარყოფას და აღარ ენდობი იმას, რასაც ამბობ ან აკეთებ. თუ ადამიანი გრძნობს, რომ თავად არასანდოა, რომ არაფერში ვარგა და რომ არარაობაა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მან საფუძვლიანად უარყო საკუთარი თავი და ამ ეტაპზე მისი სიცოცხლე-განწყობა შეცვლას დაიწყებს. რა არის იმის ნიშანი, რომ ადამიანის სიცოცხლე-განწყობა შეცვლას იწყებს? ის, რომ მისი შეხედულებები საგნებზე შეიცვალა და სრულიად განსხვავდება არამორწმუნეთა შეხედულებებისგან, და მისი შეხედულებები საგნებზე სრულად შეესაბამება ჭეშმარიტება-რეალობას. მხოლოდ ამ დროს იწყებს მისი სიცოცხლე-განწყობა შეცვლას. მითხარი, რამდენი წელი სჭირდება ადამიანს ჭეშმარიტების საძიებლად, სანამ საგნებზე თავისი შეხედულებების ტრანსფორმაციას მიაღწევს? სულ მცირე სამიდან ხუთ წლამდე. საგნებზე შეხედულებების ტრანსფორმაციის განცდიდან სიცოცხლე-განწყობის ცვლილების განცდამდე კიდევ სულ მცირე სამიდან ხუთ წლამდეა საჭირო. შესაბამისად, ხასიათის ცვლილების მიღწევა ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მაშ, რა არის სიცოცხლე-განწყობის ცვლილება? ეს არის ისეთი მდგომარეობის მიღწევა, რომელშიც, რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, აღარ გაქვს წარმოდგენები. უბრალოდ გწამს, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა, რომ ღვთისადმი მორჩილება არასოდეს იქნება შეცდომა და რომ არასოდეს ინანებ ღვთის სიყვარულს. ეს ასევე იმის ცოდნაა, რომ ადამიანებმა არასოდეს არ უნდა გამოსცადონ ღმერთი ან ეთამაშონ ღმერთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გარდაუვალად შერცხვებიან და დამარცხდებიან. როგორც კი გამოცდილების ამ წერტილს მიაღწევ, შენი სიცოცხლე-განწყობა ჭეშმარიტად შეიცვლება და შეძლებ ღვთისადმი აბსოლუტურ მორჩილებას და მტკიცედ გეწამება, რომ ღვთის სიტყვების მოსმენა და ღვთისადმი მორჩილება არასოდეს იქნება შეცდომა. თუ ღვთისადმი რწმენაში ასეთი დარწმუნებულობა გაქვს, მაშინ მოპოვებული გექნება ჭეშმარიტება.