ზემდგომის პასუხები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთის რჩეული ხალხის შეკითხვებზე (16)
თანაზიარება ზემდგომი ძმისგან – 2026 წლის 1 მაისი (ნაწილი პირველი)
I. შეკითხვები სახარების ქადაგებასთან დაკავშირებით
შეკითხვა 1: როდესაც ჩვენ ვუმოწმებთ სახარების პოტენციურ მიმღებებს უფლის დაბრუნების შესახებ, ზოგიერთი მათგანი აღიარებს, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ღვთის სიტყვებია და რომ ღმერთი დაბრუნდა. თუმცა, მათ არ ესმით, როგორ უნდა დაადასტურონ, რომ ღმერთი დაბრუნდა. ზოგიერთი ამბობს, რომ ღმერთი დაბრუნდა, რადგან მან მათი ლოცვები შეისმინა. როგორ უნდა დავამოწმოთ, რათა მათ გაიგონ, რომ ღვთის დაბრუნების დადასტურება მის მიერ ახალი სიტყვების გამოხატვას ეფუძნება და რომ სწორედ ეს ახალი სიტყვებია მისი დაბრუნების მტკიცებულება?
პასუხი: ღვთის დაბრუნების დადასტურების საკითხთან დაკავშირებით ყველას თავისი გაგება აქვს. ჩვენი გადმოსახედიდან, ვინც უკვე მივიღეთ უფლის დაბრუნება, ის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გამოხატა ამდენი ჭეშმარიტება და აღასრულა განკითხვის საქმე, რომელიც ღვთის სახლიდან დაიწყო, საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი არის ღმერთი, რომელიც დაბრუნდა. ეს არის ჩვენი შეხედულება. მაგრამ რელიგიური სამყაროს ხალხმა არ იცის ჭეშმარიტება. მათ ღვთის დაბრუნების დადასტურების მხოლოდ ერთი გზა აქვთ: იხილონ ღმერთის, როგორც სულიერი სხეულის დაბრუნება, რომელიც ღრუბელზე ჩამოდის, რათა ყველამ დაინახოს და ეს გრანდიოზულად ხდება. მათთვის მხოლოდ ამას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი ჭეშმარიტად დაბრუნდა. ეს არის რელიგიური სამყაროს შეხედულება. ამ შეკითხვაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ადამიანი დარწმუნდა ღვთის დაბრუნებაში, რადგან მან მათი ლოცვები შეისმინა. ეს აბსურდული და საფუძველს მოკლებულია. ღმერთი მადლის ეპოქაშიც ისმენდა ადამიანების ლოცვებს, მაგრამ ამტკიცებდა კი ეს იმას, რომ ღმერთი დაბრუნდა? (არა.) შესაბამისად, აბსურდულია იმ ფაქტის გამოყენება ღვთის დაბრუნების მტკიცებულებად, რომ იგი ისმენს ადამიანების ლოცვებს. რა თქვა უფალმა იესომ უფლის დაბრუნების შესახებ? „როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში“ (იოან. 16:13). შესაბამისად, ჭეშმარიტების სულის მოსვლა, რათა წაუძღვეს ადამიანებს სრულ ჭეშმარიტებაში, საუკეთესო მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ ღმერთი დაბრუნდა. ეს აბსოლუტურ შესაბამისობაშია უფლის სიტყვებთან. უფლის დაბრუნების დადასტურების ყველა სხვა მეთოდი ან მტკიცებულების ფორმა, რომელიც არ შეესაბამება უფლის სიტყვებს და რომელიც ეწინააღმდეგება უფლის სიტყვებსა და განზრახვებს, საფუძველს მოკლებულია. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბელზე ჩამოსვლა უფლის მოსვლის ერთ-ერთი გზაა, თუ ადამიანებს სურთ იხილონ ღრუბელზე ჩამომავალი უფლის საჯაროდ გამოჩენა (preferential change, for better readability), მათ მოუწევთ ლოდინი დიდი კატასტროფების დასრულებამდე. ვინ იცის, კიდევ რამდენი წელი მოუწევთ მათ ამისთვის ლოდინი. მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა იცადო, თუ დაელოდები უფლის ღრუბელზე ჩამოსვლას, რათა დაადასტურო მისი დაბრუნება, უკვე მეტისმეტად გვიანი იქნება, რადგან იმ დროისთვის ღვთის საქმე დასრულებული იქნება, მადლის კარი დაიკეტება და ღმერთი დაიწყებს კეთილის დაჯილდოებასა და ბოროტის დასჯას. ასე რომ, რეალურად, უფლის დაბრუნების დადასტურების საუკეთესო გზა იმის დანახვაა, რომ ღმერთმა უკანასკნელ დღეებში გამოხატა ამდენი ჭეშმარიტება და აღასრულა განკითხვისა და გაკიცხვის საქმის ეტაპი. ეს არის საუკეთესო მტკიცებულება. მაგრამ რას უნდა დაეყრდნოს ადამიანი, რომ აღიაროს ეს? ადამიანები უნდა დაეყრდნონ რწმენას, ჰქონდეთ სულიერი გაგება და იცოდნენ ჭეშმარიტება, რათა დაინახონ, რომ უფალი ნამდვილად დაბრუნდა. თუ ადამიანებმა უნდა იხილონ უფლის ღრუბელზე ჩამოსვლა იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილად დაბრუნდა, მაშინ არის კი რაიმე საჭიროება, რომ ისინი რწმენას დაეყრდნონ? თუ მათ ეს საკუთარი თვალით იხილეს, მაშინ ისინი ეყრდნობიან არა რწმენას, არამედ მხედველობას. ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანები მხოლოდ საკუთარი თვალით დანახვის შემდეგ ადასტურებენ, ეფუძნება არა რწმენას, არამედ მხედველობას. რწმენა ნიშნავს არა საკუთარ თვალებზე დაყრდნობას, არამედ დადასტურებასა და მტკიცე სულიერ რწმენას იმაში, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა, რომ საქმე, რომელსაც ყოვლისშემძლე ღმერთი აღასრულებს, თავად ღვთის საქმეა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა და რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია განკითხვის საქმის აღსრულება. შესაბამისად, რწმენის შეძენა მხოლოდ ღრუბელზე ჩამომავალი ღვთის სულიერი სხეულის ხილვის შემდეგ არ ითვლება ჭეშმარიტ რწმენად. უფლის რწმენა მაშინ, როდესაც განკაცებული ღმერთი ჩნდება და მოქმედებს — ეს არის ჭეშმარიტი რწმენა. როდესაც უფალი იესო გამოჩნდა და მოქმედებდა მადლის ეპოქაში, შეეძლოთ კი ადამიანებს უფლის მიყოლა რწმენის გარეშე? (არა.) მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება რწმენის გარეშე. რადგან მმართველმა პარტიამ და რელიგიურმა სამყარომ წინააღმდეგობა გაუწიეს უფალ იესოს, დაგმეს, დააპატიმრეს და დევნეს კიდეც იგი, და რადგან ისინი ასევე გამალებით აპატიმრებდნენ მის მოწაფეებს, რწმენის გარეშე ადამიანები ვერ გაბედავდნენ უფალ იესოს მიყოლას. იმ დროს ადამიანები ეყრდნობოდნენ თავიანთ რწმენას, რათა მიეღოთ უფალი და მიჰყოლოდნენ მას. ჩვეულებრივ ადამიანებს არ ექნებოდათ რწმენა ასეთ ვითარებაში და, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებდნენ უფლის მიყოლას. რატომ მივიდა იუდეველი მოხელე ნიკოდემოსი უფალ იესოსთან შუაღამისას? მას ეშინოდა, რომ თუ დაინახავდნენ, დაკარგავდა თავის ოფიციალურ თანამდებობას და შესაძლოა დაეპატიმრებინათ კიდეც. ამიტომ, ადამიანები უნდა დაყრდნობოდნენ ჭეშმარიტ რწმენას, რათა გაჰყოლოდნენ უფალს ასეთ მძიმე ვითარებაში. რწმენის გარეშე ადამიანებს არ ექნებოდათ რწმენის გამბედაობა. ყოვლისშემძლე ღვთის საქმის ამ ეტაპს უკანასკნელ დღეებში ანალოგიურად შეეწინააღმდეგა და დაგმო როგორც მმართველმა პარტიამ, ისე რელიგიურმა სამყარომ. ასეთ ვითარებაში, ადამიანები კიდევ უფრო მეტად უნდა დაეყრდნონ რწმენას, რათა ირწმუნონ ღმერთი და მიჰყვნენ მას. რწმენის გარეშე შეუძლებელია ბოლომდე მიყოლა. ხედავ, რომ მატერიკულ ჩინეთში ღვთის მრავალი რჩეული ადამიანი დააპატიმრა და აწამა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ზოგიერთმა ადამიანმა ხელი მოაწერა „სამ განცხადებას“ და უღალატა ღმერთს, რადგან მათ სიკვდილის ეშინოდათ. იყო კი ამ ადამიანების რწმენა სტანდარტის შესაბამისი? (არა.) არა, არ იყო. შესაბამისად, ყოვლისშემძლე ღმერთი ამბობს: „საქმის ამ ეტაპზე ჩვენგან უდიდესი რწმენა და სიყვარული მოითხოვება, მცირედმა დაუდევრობამაც კი შეიძლება წაგვაბორძიკოს“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. გზა... (8)). რას ნიშნავს „მცირედმა დაუდევრობამაც კი შეიძლება წაგვაბორძიკოს“? ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელ დღეებში საქმის ამ ეტაპზე, ღვთის რწმენისა და მისი მიყოლის გზაზე სიარული არ არის ადვილი! ჭეშმარიტი რწმენის გარეშე, როდესაც ადამიანები მცირე ცდუნებასაც კი აწყდებიან, ისინი მიდრეკილნი არიან წაბორძიკებისა და სატანის ტყვეობაში ჩავარდნისკენ. ზოგიერთი ადამიანი, ვინც მიიღო საქმის ეს ეტაპი, ეჭვებით ივსება და უკანაც კი იხევს, როდესაც უარყოფით პროპაგანდას ხედავს. აქვთ მათ რწმენა? (არა.) მათ არ სჯერათ, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამ ჭეშმარიტებების გამოხატვა, და მით უმეტეს არ სჯერათ იმ ფაქტის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ ამ ჭეშმარიტებების გამოხატვა ნიშნავს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი გამოჩნდა და რომ ღმერთი დაბრუნდა. მრავალი ადამიანი ასევე აღიარებს, რომ ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებები ნამდვილად ღვთისგან მოდის; მაშ, როგორ ხდება, რომ ისინი მაინც შედიან შეცდომაში უარყოფითი პროპაგანდის გამო და უკან იხევენ? არის კი უარყოფითი პროპაგანდის მტკიცებები საფუძვლიანი? (არა.) მაშ, რა შეცდომა დაუშვეს მათ? რატომ სჯერათ მათ ამ უარყოფითი პროპაგანდის? რატომ არ უჯერებენ ისინი ღმერთს? როგორ ხდება, რომ მათ მაინც ეჭვი ეპარებათ ღმერთში? (preferential change - საბოლოოდ ისინი უარყოფენ ღმერთს მმართველი პარტიისა და რელიგიური სამყაროს მხრიდან ღმერთის დაგმობისა და უარყოფის გამო). აქვს კი ასეთ ადამიანს რაიმე რწმენა? (მცირედიც კი არა.) მაშ, რისგან წარმოიშობა რწმენა? ღვთის სიტყვებისგან. ზუსტად ისე, როგორც ღმერთი ამბობს: „რასაც ღმერთი აკეთებს, ესაა სიტყვების გარდაქმნა რწმენად, სიყვარულად“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. გზა... (8)). არსებობს მრავალი ადამიანი, ვინც წაიკითხა ყოვლისშემძლე ღვთის მრავალი სიტყვა და აღიარებს, რომ ისინი ჭეშმარიტებაა, თუმცა მათ მაინც შეუძლიათ მოუსმინონ უარყოფით პროპაგანდას, დაიხიონ უკან და შეწყვიტონ რწმენა. სწორედ ეს არის პრობლემა. შესაბამისად, რაც არ უნდა დაგმოს, ცილი დასწამოს და აძაგოს მმართველმა პარტიამ და რელიგიურმა სამყარომ ყოვლისშემძლე ღმერთი, ის, შეძლებს თუ არა ადამიანი თავიდან აირიდოს შეცდომაში შესვლა და გააგრძელოს ღვთის რწმენა და მისი მიყოლა, არის ის, რაც ყველაზე მეტად ააშკარავებს მათ. რატომ ააშკარავებს ეს ადამიანებს? რადგან ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ სჯერა იმისა, რასაც მმართველი პარტია და რელიგიური სამყარო ამბობს ღვთის დასაგმობად, ცილის დასაწამებლად და საძაგებლად. მათ სჯერათ იმისა, რასაც სატანა ამბობს და შედეგად, ისინი უარყოფენ ღმერთს. ეს ცხადყოფს, რომ მათ არ აქვთ ჭეშმარიტება, რომ მათ არ სჯერათ ჭეშმარიტების, მათ არ სჯერათ, რომ ღმერთი სამართლიანია და მათ არ სჯერათ, რომ ეს ღმერთი, რომელიც გამოხატავს ჭეშმარიტებას, არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი. ანალოგიურად, უარყოფითი პროპაგანდის პირისპირ, ყოვლისშემძლე ღმერთი რომ სულიერი სხეული ყოფილიყო, რომელიც გამოჩნდა, მაინც დაიხევდნენ ისინი უკან? (არა.) მაშინ რატომ ხდება, რომ როდესაც ღმერთი იმოსება ჩვეულებრივი ხორცით, რომელსაც ნორმალური ადამიანობა გააჩნია, ისინი უარყოფენ ღმერთს და უკან იხევენ? რა არის აქ პრობლემა? პრობლემა ის არის, რომ მათ არ აქვთ რწმენა და არ სჯერათ ჭეშმარიტების. მაშინ კონკრეტულად რაში მდგომარეობს რწმენის არქონის საკითხი? რწმენის ნაკლებობა გამოწვეულია იმ ადამიანების მიერ, ვისაც არ სჯერა ჭეშმარიტების. თუ ადამიანებს არ სჯერათ ჭეშმარიტების, მაშინ მათ მცირედი რწმენაც კი არ გააჩნიათ. განკაცებულ ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა და რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი, ის მართალი, სამართლიანი და წმინდაა. შეგიძლია ამაში დარწმუნებული იყო? გჯერა თუ არა, რომ ეს ჭეშმარიტებაა? (გვჯერა.) რას აფუძნებ შენს რწმენას? (ღვთის მიერ გამოხატულ ჭეშმარიტებებს.) მრავალი ადამიანი შეცდომაში შედის და იმ მცდარი შეხედულებების, უარყოფითი პროპაგანდის, ცილისწამების, გმობისა და ძაგების ტყვეობაში ვარდება (გავლენის ქვეშ ექცევა), რომელიც მმართველი პარტიისა და რელიგიური სამყაროსგან მოდის. შემდეგ ისინი უბრალოდ უკან იხევენ. ეს არის გამოაშკარავება და მოკვეთა. მაშ, ვისი ბრალია მათი გამოაშკარავება და მოკვეთა? ეს მხოლოდ მათი საკუთარი სისულელის, უმეცრებისა და ჭეშმარიტებისადმი ურწმუნოების ბრალია. თუ არ გჯერა, რომ ჭეშმარიტება ღვთის მიერ არის გამოხატული, ან რომ ღმერთი, რომელიც გამოხატავს ჭეშმარიტებას, სამართლიანი და წმინდაა, მაშინ აუცილებლად დაეცემი. თუ არ გჯერა ჭეშმარიტების ხელმწიფების, მაშინ ყველაზე სულელი ქალწული ხარ. შესაბამისად, ისინი, ვინც იღებენ ყოვლისშემძლე ღვთის გამოჩინებასა და საქმეს უკანასკნელ დღეებში და ვისაც სწყურია და იღებს ჭეშმარიტებას, ყველაზე გონიერი ქალწულები არიან.
მე ხშირად ვეუბნები მათ, ვინც სახარებას ქადაგებს: მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურებიან მოყვანილი ადამიანები ან აქვთ თუ არა მათ საზოგადოებაში სტატუსი, თუ მათ შეუძლიათ მიიღონ ღვთის უკანასკნელი დღეების საქმე, მაშინ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების წვდომა. მათ რომ არ შეეძლოთ ჭეშმარიტების წვდომა, მაშინ ისინი აბსოლუტურად არ ირწმუნებდნენ და არ მიიღებდნენ ყოვლისშემძლე ღმერთს. ეს იმიტომ ხდება, რომ განკაცებული ღვთის რწმენა ყველაზე რთული რამ არის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. ღვთის რწმენაში ყველაზე რთული განკაცებული ღვთის რწმენაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძე კაცისა ჩვეულებრივი ხორცია, არაფრით გამოირჩევა და, უფრო მეტიც, ქალის ხატება აქვს. ამის მიღება ყველაზე რთულია. სწორედ იმიტომ, რომ ამის მიღება ყველაზე რთულია, ღმერთმა მადლი უბოძა ყველას, ვინც იღებს ყოვლისშემძლე ღმერთს. ღმერთმა მადლი უბოძა იმ მუშაკებსაც კი, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, და მათ შორის ერთგულ მუშაკებს გადარჩენის საშუალება მისცა. რატომ აძლევს იგი ერთგულ მუშაკებს გადარჩენის საშუალებას? იმიტომ, რომ განკაცებული ღვთის რწმენა მართლაც რთულია და განსაკუთრებით განკაცებული ყოვლისშემძლე ღვთის რწმენა წარმოადგენს უდიდეს სირთულეს. ეს გზა მართლაც რთულია და სულაც არ არის ადვილი, ამიტომ ღმერთმა მადლი უბოძა ზოგიერთ ერთგულ მუშაკს. მაშ, რთული იყო უფალი იესოს რწმენა? ესეც საკმაოდ რთული იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უფალი იესო ჯვარს აცვეს, მთელი იუდაიზმი და რომის რეჟიმი აპატიმრებდა უფალი იესოს მორწმუნეებს ყველგან, სადაც კი მათ პოვნას შეძლებდნენ. ისინი ახორციელებდნენ მასობრივ დაპატიმრებებსა და საყოველთაო ჩხრეკას. მორწმუნეები იუდეაში რომ დარჩენილიყვნენ და მთელ მსოფლიოში არ გაფანტულიყვნენ, დაპატიმრებისთანავე სიცოცხლეს გამოესალმებოდნენ. მითხარით, იყვნენ თუ არა იუდაიზმის მიმდევრები სასტიკნი? (დიახ, იყვნენ.) ისინი განსაკუთრებით სასტიკნი იყვნენ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე დღევანდელი ადამიანები. დღეს მრავალ ქვეყანაში არსებობს რელიგიური რწმენის თავისუფლება, მაგრამ არის თუ არა რწმენის თავისუფლება იუდაიზმში? (არა.) ჩვენ რომ იუდეველთა სინაგოგაში მივსულიყავით ყოვლისშემძლე ღვთის დასამოწმებლად, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას? (გამოგვაგდებდნენ და გვცემდნენ კიდეც.) შესაძლოა სიცოცხლეც კი დაგვეკარგა! რომ აღარაფერი ვთქვათ იუდეველთა სინაგოგაში მისვლაზე, ყოვლისშემძლე ღვთის დამოწმება მსოფლიოს დიდ ეკლესიებშიც კი შეიძლება საშიში იყოს. შესაძლოა გამოგვაგდონ და გვცემონ კიდეც, ან პოლიციაში გვიჩივლონ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობა უზრუნველყოფს რწმენის თავისუფლებას და აცხადებს, რომ არ დაგვგმობს, ისინი აუცილებლად არ მიგვიღებენ ან არ დაგვიცავენ. შესაბამისად, რომელი კუთხითაც არ უნდა შეხედოთ, ქრისტეს მიყოლის გზა საკმაოდ რთული და საშიშია. იგი ადამიანებისგან უდიდეს რწმენას მოითხოვს, იმაზე დიდ რწმენასაც კი, ვიდრე იობს ჰქონდა. განკაცებული ღვთის რწმენა ყველაზე რთულია და მთავარი სირთულე ჭეშმარიტების შეცნობაში მდგომარეობს. ეს ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ჩვეულებრივმა ადამიანებმა არ იციან ჭეშმარიტება. ისინი უბრალოდ გრძნობენ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ღრმაა და რომ ყველაფერი, რასაც იგი ამბობს, სწორია, მაგრამ მათ გარკვეულწილად ეჭვი ეპარებათ იმაში, არის თუ არა ეს სიტყვები ჭეშმარიტება და მოდის თუ არა ისინი ღვთისგან. ეს არ არის ჭეშმარიტების ცოდნა. მაშ, გახრწნილი კაცობრიობის რა ნაწილს აქვს სულიერი გაგება, ფლობს წვდომის უნარს და შეუძლია ჭეშმარიტების შეცნობა? უმცირესობას და თანაც ძალიან მცირეს! მსოფლიოს მასშტაბით წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობას არ შეუძლია ყველაფრის მიტოვება თავისი მოვალეობისთვის. რა ხდება აქ? განა ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ არ უყვართ ან არ იციან ჭეშმარიტება? ზოგიერთ ადამიანს ხუთი ან ათი წელია სწამს ღმერთი და მაინც არ ასრულებს თავის მოვალეობას. ეს ჭეშმარიტი რწმენის სრულ არარსებობას წარმოადგენს. რატომ არ აქვთ მათ ჭეშმარიტი რწმენა? იმიტომ, რომ მათ არ უყვართ ან არ იციან ჭეშმარიტება და იმიტომ, რომ მათი სულიერი მონაცემები მწირია და მათ წვდომის უნარი აკლიათ. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ წარმოდგენები ღვთის ზოგიერთ სიტყვასთან დაკავშირებით. იციან ასეთმა ადამიანებმა ჭეშმარიტება? (არა.) მათ ჭეშმარიტად რომ ეღიარებინათ ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებად, გზად და სიცოცხლედ და შემოქმედისგან მომდინარედ, ექნებოდათ კი მათ კვლავ წარმოდგენები? (არა.) გაბედავდნენ კი ისინი კვლავ წინააღმდეგობის გაწევას? ისინი ამას ვერ გაბედავდნენ. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ ღვთის სიტყვების წვდომის უნარი და ვერ ბედავენ ასი პროცენტით იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ეს სიტყვები ჭეშმარიტებაა და ღვთისგან მოდის, მათ ბოლომდე არ სჯერათ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის ყველა სიტყვა ჭეშმარიტებაა. ისინი ზოგიერთ სიტყვას ჭეშმარიტებად აღიარებენ, ზოგს კი — არა. მაშინ აქვთ კი მათ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა? (არა.) ჭეშმარიტი რწმენის გარეშე, შეუძლიათ კი მათ ყველაფრის მიტოვება ღმერთს რომ გაჰყვნენ? შეუძლიათ მათ თავიანთი მოვალეობის შესრულება? არ შეუძლიათ. ისინი, ვისაც სამიდან ხუთ წლამდე, ან თუნდაც რვიდან ათ წლამდე სწამთ ღმერთი, მაგრამ უბრალოდ არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ჭეშმარიტად არ ეჭვობენ ამ გზაში, რადგან ჭეშმარიტად რომ ეჭვობდნენ, უკან დაიხევდნენ. მაგრამ ისინი უბრალოდ არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ამ პრობლემის ფესვი ის არის, რომ მათ არ იციან ჭეშმარიტება ან არ სჯერათ, რომ ღვთის ყველა სიტყვა ჭეშმარიტებაა. მათ სჯერათ, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რაც მათ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს შეესაბამება და რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რისი პრაქტიკაში გამოყენებაც მათ შეუძლიათ. რადგან ასეთ ადამიანებს აკლიათ ჭეშმარიტების წვდომის უნარი და არ იციან ჭეშმარიტება, მათი რწმენა ძალიან მცირეა და ხსენებადაც კი არ ღირს. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არ იციან ჭეშმარიტება ან რომლებიც არ ეძიებენ მას, ძალიან რთულია ხსნის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა გარკვეული დროით მცირეოდენი ენთუზიაზმი ჰქონდეთ და შეეძლოთ მცირედი მოვალეობის შესრულება, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მათი ენთუზიაზმი დიდხანს არ გასტანს და არავინ იცის, როდის შეიძლება წააწყდნენ რაიმეს და უკან დაიხიონ. მრავალი ადამიანი ამბობს: „ჩვენ ღვთის ამდენი სიტყვა გავუზიარეთ სახარების პოტენციურ მიმღებებს და ისინიც აღიარებენ, რომ ეს სიტყვები ჭეშმარიტებაა და ღვთის სიტყვებია. როგორ ხდება, რომ ისინი მაინც ვერ რწმუნდებიან იმაში, არის თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთი და დაბრუნებული უფალი იესო?“ არის თუ არა ახლა ამ შეკითხვაზე პასუხი ნათელი? (დიახ.) რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება ან არ აქვთ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ, რომ ღმერთი დაბრუნდა. რასაც სახარების ეს პოტენციური მიმღებები გულისხმობენ, არის შემდეგი: „მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიხილავ უფლის ღრუბელზე ჩამოსვლას და ღვთის სულიერი სხეულის გამოჩენას, ვიგრძნობ, რომ ღმერთი ჭეშმარიტად დაბრუნდა, და თუ ამას ვერ ვიხილავ, ვერასოდეს ვიგრძნობ, რომ უფალი დაბრუნდა“. ისინი უბრალოდ ეჭიდებიან თავიანთ წარმოდგენებს, მაგრამ არ იციან ჭეშმარიტება. მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ჭეშმარიტება ღვთისგან მოდის და რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტების გამოხატვა. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ ისინი აღიარებენ, რომ ის, რასაც ყოვლისშემძლე ღმერთი გამოხატავს, ჭეშმარიტებაა, ისინი მაინც ვერ იქნებიან დარწმუნებულნი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი თავად ღმერთია. ისინი რომ დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ის, ვინც ჭეშმარიტებას გამოხატავს, ღმერთია, დაიჯერებდნენ კი ისინი მაინც სატანებისა და ეშმაკების ცილისწამებას, განკითხვას, დაგმობასა და გმობას? (არა.) მაშ, თუ უარყოფ ყოვლისშემძლე ღმერთს, რადგან გჯერა სატანებისა და ეშმაკების, და სანაცვლოდ გჯერა მმართველი პარტიისა და რელიგიური სამყაროს ცილისწამების, დაგმობისა და გმობის, რა იქნება ამის შედეგი? უეჭველი სიკვდილი! თუ გჯერა სატანებისა და ეშმაკების, შენი მომავალი და შენი სიცოცხლე განადგურდება და დიდი კატასტროფების გადატანის შენი იმედები სრულიად დაიმსხვრევა. შესაბამისად, ეშმაკების დაჯერების შედეგები მართლაც საშინელია! ამან შეიძლება ადამიანებს სიცოცხლე დაუჯდეთ. ღვთის სიტყვები „წინააღმდეგობა სიკვდილით მთავრდება!“ შენზე აღსრულდება. უფლის მიღების საკითხში, ვინც მოუსმენს სატანის ეშმას სიტყვებს, მას მოუწევს კატასტროფული შედეგების ატანა და დაისჯება, და სიკვდილი უდავოდ იქნება მათი აღსასრული! შესაბამისად, საქმის ამ ეტაპზე, ყველა, ვინც გმობს და ეწინააღმდეგება ყოვლისშემძლე ღმერთს, დაისჯება ღვთის მიერ და არცერთ მათგანს არ ექნება კარგი დასასრული.
ასევე არიან ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის სამუშაო განკარგულებებს. ისინი ამბობენ: „მე მწამს ღვთის სიტყვების და არა სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის განკარგულებების“. რა არის აქ პრობლემა? სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის მიერ დადგენილი სხვადასხვა საქმე ღვთის საქმესთან თანამშრომლობისთვისაა. ისინი ღვთისა და სულიწმიდისგან მოდის. უნდა მიიღო და დაემორჩილო ყველაფერს, რაც ღვთისა და სულიწმიდისგან მოდის. ჩემი გადმოსახედიდან, თუ ჩემ მიმართ წარმოდგენები გაქვს, ამაზე არ გამოგეკიდები, მაგრამ თუ არ მოქმედებ ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებების შესაბამისად, აფერხებ და არევ-დარევა შეგაქვს ღვთის სახლის საქმეში, მაშინ მე ამას არ გაპატიებ. ყველა ასეთი ადამიანი გათავისუფლდება. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან ღმერთსა და ქრისტეს, ანტიქრისტეები არიან. მაშ, არიან თუ არა ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის სამუშაო განკარგულებებს, ანტიქრისტეები? (დიახ, არიან.) ამის ბუნებაც სერიოზულია. ორას ორმოცდაათი წინამძღოლი, რომლებიც მოსეს შეეწინააღმდეგნენ, პირდაპირ ჯოჯოხეთში ჩავიდნენ. შეხედე, რას ამბობს სასუფევლის ეპოქის ათი ადმინისტრაციული განკარგულებიდან მეშვიდე? „ეკლესიის საქმესა და საკითხებში ღვთისადმი მორჩილების გარდა, ყველაფერში მიჰყევი იმ ადამიანის მითითებებს, რომელსაც სულიწმიდა იყენებს. უმცირესი დარღვევაც კი მიუღებელია. იყავი აბსოლუტური შენს მორჩილებაში და არ გააანალიზო, რა არის სწორი ან არასწორი; ის, თუ რა არის სწორი ან არასწორი, შენ არ გეხება. მხოლოდ აბსოლუტურ მორჩილებაზე უნდა იზრუნო“ (სიტყვა, ტ. 1. ღვთის გამოჩინება და საქმე. ათი ადმინისტრაციული განკარგულება, რომლებსაც ღვთის რჩეული ხალხი უნდა დაემორჩილოს სასუფევლის ეპოქაში). უნდა დაემორჩილო სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის ყველა სამუშაო განკარგულებას, და თუ არ დაემორჩილები, ღმერთი დაგსჯის. ეს არის სასუფევლის ეპოქის ადმინისტრაციული განკარგულება და მორჩილად უნდა დაემორჩილო მას. თუ იტყვი: „მე მაქვს წარმოდგენები სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანისადმი მორჩილებაზე, ამიტომ არ ვემორჩილები მის სამუშაო განკარგულებებს!“ — ასეთი ადამიანი რჯულის ეპოქაში მყისიერად განადგურდებოდა. ჰქონდათ კი კარგი დასასრული მათ, ვინც რჯულის ეპოქაში მოსეს ეწინააღმდეგებოდა? (არა.) სასუფევლის ეპოქაში სულიწმიდის მიერ გამოყენებული ადამიანის სამუშაო განკარგულებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ასევე შეურაცხყოფს ღვთის ხასიათს და სერიოზული გადაცდომაა. მაგრამ როდესაც პირველად სჩადიხარ ასეთ გადაცდომას, ღმერთი მაინც გაძლევს მონანიების შანსს. თუ მრავალგზის შეგონების მიუხედავად უარს იტყვი მონანიებაზე, მაშინ პრობლემები შეგექმნება და სულიწმიდა აღარ იმოქმედებს შენში. შესაბამისად, უკანასკნელ დღეებში საქმის ამ ეტაპზე ღვთის რწმენა ან მისი მიყოლა არ არის ადვილი, რადგან არც განკაცებული ღვთის საქმე და არც ღვთის მიერ გამოყენებული ადამიანის საქმე არ შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს. ადამიანები რწმენას უნდა დაეყრდნონ, რათა მტკიცედ იდგნენ. რას ვგულისხმობ აქ რწმენაზე დაყრდნობაში? პირველ რიგში, უნდა მიიღო ჭეშმარიტება და დაემორჩილო მას, და საბოლოოდ მიაღწიო იმ წერტილს, როდესაც ღვთის სიტყვები შენს რწმენად და სიყვარულად გარდაიქმნება. როგორც კი ეს მოხდება, მიაღწევ გარკვეულ სულიერ სიმწიფეს, გაიგებ ჭეშმარიტებას და შეიძენ ჭეშმარიტ რწმენას. სანამ ჭეშმარიტად არ გაიგებ ჭეშმარიტებას, ვერ შეძლებ მტკიცედ დგომას მხოლოდ იმ მცირეოდენ რწმენაზე დაყრდნობით, რომელიც გაგაჩნია. რწმენა, რომელსაც ღმერთი ადამიანებისგან მოითხოვს საქმის ამ ეტაპზე, იობის რწმენაზე დიდია. თუ ვერ მიაღწევ იობის რწმენის ტოლფას რწმენას, ვერ შეძლებ მტკიცედ დგომას და საბოლოოდ, მოიკვეთები. მაშ, რა არის იობის რწმენაზე აღმატებული რწმენის სტანდარტი? უნდა იცოდე ღვთის ხელმწიფება და განგებულება. რაც არ უნდა მოხდეს, ის ღვთის მიერ არის მოწყობილი. ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად აწყდები, ღვთის მიერ არის მოწყობილი. მიუხედავად იმისა, მოვლენები საერო სამყაროში ხდება, თუ სხვადასხვა ქვეყანაში პარტიები აღზევდებიან ან ეცემიან, ყოველივე ამას ღმერთი წარმართავს და განაგებს. ყოველივე ეს ღვთის მიერ არის დაშვებული — ღმერთი ფლობს ხელმწიფებას ამ ყველაფერზე და ღმერთი წინასწარ საზღვრავს მათ. თუ არ შეგიძლია ამ ყველაფრის არსში წვდომა, მაშინ შენი რწმენა არ არის იობის რწმენაზე დიდი. იობს მტკიცედ სწამდა, რომ სიმდიდრე, რომელიც მან ცხოვრებაში მოიპოვა, მისი შრომით არ იყო დამსახურებული, არამედ ღვთის მიერ იყო მისთვის ბოძებული. მაშინაც კი, როდესაც მისი სიმდიდრე ყაჩაღებმა წაართვეს, მან თქვა, რომ ესეც ღვთის მიერ იყო დაშვებული. მას ესმოდა, რომ ღვთის ნებართვის გარეშე ყაჩაღები ვერ შეძლებდნენ მისთვის ამ სიმდიდრის წართმევას და რომ ღვთის ნებართვის გარეშე ვერავინ შეძლებდა მისთვის ამ სიმდიდრის წართმევას. შესაბამისად, იობმა თქვა: „უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი“ (იობ. 1:21). მას რომ არ ეღიარებინა, რომ სწორედ იეჰოვა ღმერთმა წაართვა მას ყველაფერი და სანაცვლოდ ეფიქრა, რომ ეს ყველაფერი ყაჩაღებმა ან სატანამ წაართვეს, შეძლებდა კი იგი ღვთის განდიდებას? (არა.) მაშასადამე, იობს მტკიცედ სწამდა, რომ ყველაფერი, რასაც ფლობდა, ღვთის მიერ იყო მისთვის ბოძებული და რომ ყველაფერი, რაც დაკარგა, ასევე ღვთის მიერ იყო წართმეული. განა ეს რწმენა დიდი არ არის? ეს რწმენა საკმარისად დიდია და საუკუნეთა და თაობათა მანძილზე ცოტა ადამიანმა თუ შეძლო იობის რწმენის ტოლფასი რწმენის მიღწევა. იობის რწმენა გამოცდილებიდან მოდიოდა. ეს იყო რწმენა, რომელიც მან გამოცდილებით შეიძინა იმ დროისთვის, როდესაც სამოცდაათი წლის ასაკს მიაღწია. საბოლოოდ, განსაცდელების მეშვეობით გამოცდისა და სრულყოფის შედეგად, მისი რწმენა კიდევ უფრო გაიზარდა და მან ღვთის აღიარება მოიპოვა. ღმერთმა თქვა, რომ იობი იყო ღვთისმოშიში და ბოროტებისგან განრიდებული და რომ იობი სრულყოფილი ადამიანი იყო. რწმენის ის დონე, რომელიც იობს ჰქონდა, არის რწმენის ის მინიმალური დონე, რომელიც სასუფევლის ეპოქის ადამიანებს უნდა გააჩნდეთ ღვთის რწმენაში და ეს ასევე არის რწმენის ის დონე, რომელიც მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. თუ ჭეშმარიტად მოიპოვებ ჭეშმარიტებას და სრულყოფილი გახდები, მაშინ შენი რწმენა იობის რწმენაზე დიდი იქნება. რადგან იობს არ შეეძლო სულიერი სამყაროს საკითხების არსში წვდომა, თუ გესმის ჭეშმარიტება და შეგიძლია სულიერი სამყაროს საკითხების არსში წვდომა და შეგიძლია ამ ყველაფრის სრული სიზუსტით ახსნა, მაშინ შენი რწმენა კიდევ უფრო დიდი იქნება. მადლის ეპოქის ადამიანებს არ ჰქონიათ ასეთი რწმენა. ისინი უფლის რწმენასა და უფლის დაბრუნების მიღებას უკიდურესად მარტივ საკითხებად მიიჩნევენ. სხვადასხვა აღმსარებლობის მრავალმა ადამიანმა ისიც კი თქვა: „ვინც არ უნდა იქადაგოს, რომ უფალი მოვიდა, ჩვენ ამას არ მივიღებთ. ჩვენ უბრალოდ ვირწმუნებთ უფალს რელიგიურ სამყაროში და აუცილებლად შევძლებთ უფლის მიღებას. უფალი არ მიგვატოვებს!“ რაოდენ სულელები და უმეცრები უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, ასეთი უგუნური სიტყვები რომ ეთქვათ? აქვთ მათ წვდომის უნარი? (არა.) მათ არ იციან ჭეშმარიტება და აკლიათ წვდომის უნარი. როდესაც ღვთის სახლმა პირველად დაიწყო სახარების გავრცელების საქმე, მე მეგონა, რომ რელიგიურ პასტორებსა და უხუცესებს ექნებოდათ გარკვეული წვდომის უნარი. ყოვლისშემძლე ღვთის მიერ გამოხატული სიტყვები აშკარად სულიწმიდის გამონათქვამებია და ისინი ღვთის სიტყვებია, და თუ ისინი წიგნებად დაიბეჭდებოდა და მთელ რელიგიურ სამყაროში გავრცელდებოდა, მათ უნდა შესძლებოდათ ღვთის ხმის ამოცნობა და ერთ აღმსარებლობაში სულ მცირე რვა ან ათ ადამიანს მაინც უნდა მიეღო ღვთის უკანასკნელი დღეების საქმე. მაგრამ ასე არ მოხდა, და მას შემდეგ, რაც მე ეს გავაკეთე, არცერთ პასტორს ან უხუცესს არ მიუღია აქტიურად ღვთის უკანასკნელი დღეების საქმე. მიკვირდა, როგორ ხდებოდა, რომ რელიგიური სამყაროს ეს პასტორები და უხუცესები ვერ ცნობდნენ სულიწმიდის გამონათქვამებს. ნუთუ მათ მცირედი წვდომის უნარიც კი არ გააჩნდათ? აი, რაოდენ სულელი და უმეცარია რელიგიური სამყარო. ისინი ვერც კი ცნობენ ღვთის სიტყვებს და ყოვლისშემძლე ღვთის სიტყვების წაკითხვის შემდეგაც კი, კვლავ არ შეუძლიათ ამოიცნონ, რომ ეს ღვთის ხმაა. მათ სულებში არავითარი შეგნება არ აქვთ. ისინი სრულიად ბრმები არიან. ახლა, როდესაც ჩვენ სახარებას ვუქადაგებთ რელიგიურ ადამიანებს, როგორც წესი, ერთ კვირაზე მეტხანს გვიწევს მათთან თანაზიარება, სანამ მათ ჩვენს მხარეს გადმოვიყვანთ. ადამიანთა უმეტესობისთვის ერთი კვირის თანაზიარებაც კი არ არის საკმარისი. ზოგიერთ ადამიანს, ვინც უკვე მიიღო, მაინც შეუძლია უკან დაიხიოს და შეწყვიტოს რწმენა ეკლესიური ცხოვრებით რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების შემდეგაც კი. ეს ადამიანები სულელი ქალწულები არიან. ისინი მართლაც ძალიან სულელები არიან.