წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (9)

წინამძღოლებისა და მუშაკების სტანდარტთან შესაბამისობის განსჯა ორი კრიტერიუმით

ჩვენ უკვე გვქონდა თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების სულ რვა პასუხისმგებლობაზე და ამ რვა პასუხისმგებლობასთან მიმართებაში გავაანალიზეთ ცრუ წინამძღოლების სხვადასხვა გამოვლინება. ამ ყველაფრის ამგვარი ანალიზით უკვე გაქვთ ცრუ წინამძღოლების გარჩევის უნარი? თუ წინამძღოლი ხარ, შეგიძლია თუ არა თავიდან აირიდო ცრუ წინამძღოლების ამგვარი პრაქტიკა? შეგიძლია თუ არა შეგნებულად შეასრულო საქმე და წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები იმ პასუხისმგებლობებზე დაყრდნობით, რომლებზეც თანაზიარება გვქონდა? წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებზე თანაზიარების მეშვეობით ახლა გულში უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა ასრულებდნენ წინამძღოლები და მუშაკები თავიანთ საქმეს, რა დეტალებს მოიცავს ამ საქმის შესრულება, როგორ უნდა განახორციელონ საქმე და როგორ უნდა იმოქმედონ პრაქტიკაში, რათა იყვნენ სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები. თუ ადამიანის სულიერი მონაცემები საკმარისია, თუ მას გააჩნია საქმის შესრულების გარკვეული უნარი და ასევე ატარებს ტვირთს, მაშინ მან უნდა შეძლოს ცრუ წინამძღოლების ამ გამოვლინებების თავიდან არიდება. თუმცა, თუ ადამიანს აქვს სულიერი მონაცემები და გააჩნია საქმის შესრულების გარკვეული უნარი, მაგრამ არ ატარებს ტვირთს, შესწევს კი მას უნარი, იყოს სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლი და შეასრულოს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები? (არა.) მისთვის ამის გაკეთება ცოტა რთულია. დავუშვათ, წინამძღოლი ატარებს ტვირთს და მისი ადამიანობაც არ არის მწირი, მაგრამ უბრალოდ არ იცის, როგორ შეასრულოს თავისი საქმე. რაც არ უნდა თანაზიარება ჰქონდეთ მასთან, მან მაინც არ იცის, როგორ განახორციელოს და მიიღოს მონაწილეობა კონკრეტულ საქმეში და ვერ პოულობს პრინციპებსა თუ მიმართულებას. მან ასევე არ იცის, როგორ უხელმძღვანელოს კონკრეტულ პროფესიებსა თუ საქმეს. როდესაც პრობლემები იჩენს თავს, მას არ შეუძლია ამ პრობლემების არსის მოძებნა და არ იცის, როგორ გადაჭრას ისინი. შესაბამისად, ის ყოველთვის ძალიან პასიური და ნელია ნებისმიერი საქმის შესრულებისას ან ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას. შეუძლია თუ არა ასეთ ადამიანს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შესრულება? (არა.) რა სახის პრობლემაა ეს? მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ადამიანი ძალიან ენთუზიაზმით არის განწყობილი, ატარებს ტვირთს და სურს თავისი საქმის შესრულება, მისი სულიერი მონაცემები მეტისმეტად მწირია, მას არ გააჩნია საქმის შესრულების უნარი და არ შეუძლია საქმის საკუთარ თავზე აღება, კონკრეტული საქმის შესრულება ან კონკრეტული პრობლემების გადაჭრა; ნებისმიერ საქმეში მონაწილეობისას ის უბრალოდ ზედაპირულად მოქმედებს და არის ძალიან მოუქნელი, გაშეშებული და პასიური. ამის შედეგია ის, რომ მრავალი პრობლემა იჩენს თავს, თუმცა მას არ შესწევს უნარი, დაიწყოს მათზე მუშაობა, არ იცის, საიდან მომდინარეობს ისინი, მით უმეტეს, არ იცის, როგორ იქონიოს მათზე თანაზიარება და გადაჭრას ისინი და არც კი შეუძლია ამ პრობლემების შესახებ ზემდგომს მოახსენოს და მისგან ეძიოს გამოსავალი. ამიტომ, მას არ შესწევს უნარი, შეასრულოს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები და რომც აირჩიონ წინამძღოლად, ის არ არის კარგი წინამძღოლი — ის ცრუ წინამძღოლია.

ახლა, როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების რვა პასუხისმგებლობაზე, შეგიძლიათ თუ არა ჩამოაყალიბოთ ცრუ წინამძღოლის ძირითადი განმარტება? როგორ უნდა განსაჯოს ადამიანმა, ასრულებს თუ არა წინამძღოლი წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებს, თუ ის ცრუ წინამძღოლია? ყველაზე საბაზისო დონეზე უნდა დავაკვირდეთ, შეუძლია თუ არა მას რეალური საქმის კეთება, აქვს თუ არა მას ამგვარი სულიერი მონაცემები. შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, ატარებს თუ არა ის ტვირთს, რომ ეს საქმე კარგად შეასრულოს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა ლამაზად ჟღერს მისი ნათქვამი და რამდენად კარგად ჩანს, რომ ესმის მოძღვრებანი და ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რაოდენ ნიჭიერი და უნარიანი არის ის გარეგნული საქმეების მოგვარებისას — ეს ყოველივე არ არის მნიშვნელოვანი. ყველაზე გადამწყვეტია, შეუძლია თუ არა მას ეკლესიის საქმის ყველაზე ფუნდამენტური პუნქტების ჯეროვნად შესრულება, შეუძლია თუ არა პრობლემების გადაჭრა ჭეშმარიტების გამოყენებით და შეუძლია თუ არა ადამიანების გაძღოლა ჭეშმარიტება-რეალობაში. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური და არსებითი საქმე. თუ მას არ შეუძლია ამ რეალური საქმეების შესრულება, რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს მისი სულიერი მონაცემები, რაოდენ ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის, რამდენადაც არ უნდა შეეძლოს გაჭირვების ატანა და საფასურის გადახდა, მაინც ცრუ წინამძღოლია. ზოგიერთი ამბობს: „დაივიწყეთ, რომ ის ახლა არავითარ რეალურ საქმეს არ აკეთებს. მას აქვს კარგი სულიერი მონაცემები და აქვს უნარები. თუ ის გარკვეული დროით გაივლის წვრთნას, აუცილებლად შეძლებს რეალური საქმის კეთებას. გარდა ამისა, მას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, არ ჩაუდენია ბოროტება და არ გამოუწვევია ჩაშლა ან არეულობა — როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ ის ცრუ წინამძღოლია?“ როგორ შეგვიძლია ამის ახსნა? არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნიჭიერი ხარ, რა დონის სულიერ მონაცემებსა და განათლებას ფლობ, რამდენი ლოზუნგის წამოძახება შეგიძლია. რამდენ სიტყვასა და მოძღვრებას ფლობ; მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაკავებული ხარ ან რამდენად დაქანცული ხარ დღის განმავლობაში, ან რა მანძილი გაქვს გავლილი, რამდენ ეკლესიას სტუმრობ, ან რა რისკზე მიდიხარ და რამდენ ტანჯვას იტან — არც ერთ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, ასრულებ თუ არა შენს საქმეს სამუშაო განკარგულებებზე დაყრდნობით, ზუსტად ახორციელებ თუ არა ამ განკარგულებებს; შენი წინამძღოლობის პერიოდში, იღებ თუ არა მონაწილეობას თითოეულ კონკრეტულ საქმეში, რომელზეც პასუხისმგებელი ხარ და რამდენი რეალური პრობლემა გაქვს ფაქტობრივად გადაჭრილი; რამდენმა ადამიანმა შეძლო ჭეშმარიტება-პრინციპების გაგება შენი წინამძღოლობისა და ხელმძღვანელობის წყალობით და რამდენად წაიწია წინ და განვითარდა ეკლესიის საქმე — მნიშვნელოვანია, მიაღწიე თუ არა ამ შედეგებს. მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტულ საქმეში ხარ ჩართული, მნიშვნელოვანია ის, მუდმივად ადევნებ თუ არა თვალყურს და წარმართავ თუ არა საქმეს, ნაცვლად იმისა, რომ მედიდურად იქცეოდე და ბრძანებებს გასცემდე. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, ხარ თუ არა სიცოცხლეში შესული შენი მოვალეობის შესრულებისას, შეგიძლია თუ არა საკითხების პრინციპების მიხედვით მოგვარება, გაგაჩნია თუ არა ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენების მოწმობა და შეგიძლია თუ არა ღვთის რჩეული ხალხის წინაშე არსებული რეალური პრობლემების მოგვარება და გადაჭრა. ეს და სხვა მსგავსი საკითხები წარმოადგენს კრიტერიუმებს იმის შესაფასებლად, შეასრულა თუ არა წინამძღოლმა ან მუშაკმა თავისი პასუხისმგებლობები. იტყოდით თუ არა, რომ ეს კრიტერიუმები პრაქტიკულია? და სამართლიანია ადამიანების მიმართ? (დიახ.) ისინი სამართლიანია ყველას მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა შენი განათლების დონეს, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, რამდენი წელია გწამს ღმერთი, შენს სტაჟს, ან ღვთის სიტყვის რა ნაწილი გაქვს წაკითხული — არც ერთ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად კარგად ასრულებ ეკლესიის საქმეს წინამძღოლად არჩევის შემდეგ, რამდენად ეფექტური და პროდუქტიული ხარ შენს საქმეში და მიმდინარეობს თუ არა საქმის თითოეული პუნქტი ორგანიზებულად და ეფექტურად ისე, რომ არ შეფერხდეს. სწორედ ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ფასდება იმის განსაზღვრისას, შეასრულა თუ არა წინამძღოლმა ან მუშაკმა თავისი პასუხისმგებლობები.

ახლახან გამართული თანაზიარების მეშვეობით, თქვენ ახლა გაქვთ მეტ-ნაკლებად ნათელი გაგება და ცოდნა წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შესახებ, ასევე ზუსტი ფორმულირება ცრუ წინამძღოლის განმარტებისა და არსის თაობაზე. ყველაზე საბაზისო კრიტერიუმი იმის განსასჯელად, არის თუ არა ადამიანი ცრუ წინამძღოლი, იმაში მდგომარეობს, რომ დავაკვირდეთ, შეუძლია თუ არა მას რეალური საქმის შესრულება და შემდეგ დავაკვირდეთ, ფაქტობრივად ასრულებს თუ არა ის რეალურ საქმეს. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი: პირველი არის საკითხი იმისა, შესწევს თუ არა მას უნარი, ხოლო მეორე — სურს თუ არა მას ამის გაკეთება. შეგიძლიათ თუ არა ამ ყოველივეს დამახსოვრება? ზოგიერთი ამბობს: „მე არ ვარ წინამძღოლი, მაშ, რატომ უნდა დავიმახსოვრო ეს ყველაფერი?“ არის თუ არა ეს ნათქვამი სწორი? (არა.) რატომ არ არის სწორი? ამ ჭეშმარიტებების გაგებით, ადამიანებს, ერთი მხრივ, შეუძლიათ შეიცნონ საკუთარი თავი, ხოლო მეორე მხრივ, ამოიცნონ სხვა ადამიანები — ეს არის ის ჭეშმარიტებანი, რომლებიც ადამიანებს უნდა ესმოდეთ და გააჩნდეთ და მათი არცოდნა არ ივარგებს. პირველ რიგში, შენ უნდა შეაფასო, გაგაჩნია თუ არა წინამძღოლობისათვის საჭირო სულიერი მონაცემები და უნარი, წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებზე დაყრდნობით. თუ შენ არ გაგაჩნია ეს ყოველივე, მაშინ ნუღარ გენდომება წინამძღოლობა. თუ შენ არ გაგაჩნია წინამძღოლობისათვის საჭირო სულიერი მონაცემები, მაგრამ მაინც გსურს იყო წინამძღოლი, მაშინ ეს ამბიციაა; როგორც კი წინამძღოლი გახდები, შენ არ შეგეძლება რეალური საქმის შესრულება და გარდაუვალად იქცევი ცრუ წინამძღოლად. ზოგიერთი ამბობს: „მე მაქვს კარგი სულიერი მონაცემები; ყველა სხვას შორის გამოვირჩევი. ხშირად მომდის თავში კარგი იდეები და ჭკვიანური, კარგი წინადადებები. ყველაფერი მეხერხება, რასაც ვაკეთებ და მაქვს შედარებით მდიდარი ცოდნა, ხედვა და გამოცდილება. განა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ შემიძლია ვიყო წინამძღოლი?“ მაშინ, შენ ასევე უნდა შეაფასო საკუთარი თავი, რათა დაინახო, გაქვს თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა და ატარებ თუ არა ტვირთს. თუ შენ მხოლოდ მოსაზრებები გაქვს საგნებზე და მხოლოდ საქმის კეთება გსურს და ყოველთვის გაქვს დიდი ამბიციები, მაგრამ არ შეგიძლია მათი ბოლომდე მიყვანა, არ იცი, როგორ გაიღო ძალისხმევა და გადაიხადო საფასური, არ გსურს რაიმე საფასურის გადახდა — თუ ყოველთვის გინდა, რომ შენი გონება და გული მოდუნებულ მდგომარეობაში იყოს, თუ გიყვარს უსაქმურობა და ლაღად ყოფნა, კომფორტული ცხოვრება და არ მოგწონს წუხილი ან დაკავებულობა და გეშინია დაღლილობისა და გაჭირვების — მაშინ შენ არ ხარ შესაფერისი წინამძღოლობისათვის და შენ არ შეგეძლება წინამძღოლობის საქმის საკუთარ თავზე აღება ან შესრულება.

ჩვენ ახლახან ჩამოვაყალიბეთ ორი კრიტერიუმი იმის განსასჯელად, არის თუ არა წინამძღოლი სტანდარტის შესაბამისი: შეუძლია თუ არა მას რეალური საქმის შესრულება და ფაქტობრივად ასრულებს თუ არა ის რეალურ საქმეს. თუ ადამიანებს ესმით ეს ორი კრიტერიუმი, მაშინ მათთვის სრულიად ნათელი უნდა იყოს, შესწევთ თუ არა უნარი, იყვნენ წინამძღოლები, ასევე შესწევთ თუ არა უნარი, კარგად შეასრულონ ეკლესიის საქმე, საფუძვლიანად შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები და იყვნენ სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. თქვენ, ვინც ამჟამად მსახურობთ წინამძღოლებად და მუშაკებად, ახლა უკვე გაქვთ თუ არა გარკვეული გზები და პრინციპები იმის შესაფასებლად, შეასრულეთ თუ არა გარკვეული რეალური საქმე და შეასრულეთ თუ არა წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები? წინამძღოლებისა და მუშაკების ამ რვა პასუხისმგებლობაზე თანაზიარების მეშვეობით თქვენ უნდა შეგეძლოთ შეაფასოთ, თუ რა გამოვლინებები აქვთ ცრუ წინამძღოლებს და ზუსტად დაასკვნათ, თუ როგორ უნდა ასრულებდნენ წინამძღოლები და მუშაკები თავიანთ საქმეს, ასევე ის, თუ სად გაქვთ ნაკლოვანება თქვენს საქმეში, სად ხართ არასაკმარისად ეფექტური ან კონკრეტულნი და როგორ უნდა შეასრულოთ საქმე ამიერიდან — სულ მცირე, ეს ხედვა მაინც უნდა გაგაჩნდეთ. თუ თქვენ არ გაქვთ არავითარი დასკვნა ან ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყოთ წინამძღოლი ან მუშაკი, ან როგორ შეასრულოთ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები, მაშინ ეს ნიშნავს, რომ თქვენი სულიერი მონაცემები არ არის ამ ამოცანის შესაფერისი. უფრო მეტიც, თუ სრულიად დაბნეულნი ხართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამოიცნოთ ცრუ წინამძღოლები, მაშინ ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რომ თქვენი სულიერი მონაცემები მწირია. ასევე, არსებობს განსაკუთრებული გარემოება: არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მოისმინეს ეს თანაზიარებები, არ აქვთ გადაწყვეტილი, ისწრაფოდნენ ჭეშმარიტებისკენ თუ შეასრულონ წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები, რომლებიც უბრალოდ სერიოზულად არ ეკიდებიან ამ საკითხს და გულთან ახლოს არ მიაქვთ იგი. ისინი ფიქრობენ: „არ მაინტერესებს, ვინ არის ცრუ წინამძღოლი. ნებისმიერ შემთხვევაში, წინამძღოლი რომ გავხდე, უბრალოდ გავაკეთებ იმას, რასაც ზემდგომი მეტყვის. არ დამჭირდება ამდენი ძალისხმევის გაღება ან ამდენი ფიქრი.“ როდესაც ისინი ქადაგებებს უსმენენ, უბრალოდ ზედაპირულად მოქმედებენ და დროს კლავენ; მათ დაახლოებით იციან, კონკრეტულად რას ეხება ქადაგება, მაგრამ ეზარებათ იმის დასკვნა, თუ რა ჭეშმარიტებებზე და ადამიანის მიმართ ღვთის რა მოთხოვნებზე მიმდინარეობს თანაზიარება და არ სურთ ამ ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ისინი ფიქრობენ: „ამ საკითხების გარჩევა მეტისმეტად დიდი თავსატეხია. ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი თავისგან მხოლოდ ერთ რამეს მოვითხოვ, რომ არ ჩავიდინო ბოროტება, არ გამოვიწვიო ჩაშლა და არეულობა და არ გამოვირჩეოდე ბრბოსგან, ეს კი საკმარისია. ეს ასე მარტივია! ეს ცხოვრების მშვენიერი გზაა; მე არ ვუყენებ საკუთარ თავს მაღალ მოთხოვნებს.“ ეს არის მათი ერთადერთი თვალთახედვა, როგორც არ უნდა უსმენდნენ ქადაგებებს და ვერავინ შეცვლის მათ; როგორც არ უნდა უზიარებდე შენ ჭეშმარიტებას, რა მეთოდსაც არ უნდა იყენებდე თანაზიარებისთვის, ან რაზეც არ უნდა გქონდეს თანაზიარება, შენ ვერ შეეხები მათ გულს; ისინი არ წუხან იმაზე, მოისმენენ თუ არა ამ სიტყვებს, მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამგვარი ადამიანი უბრალოდ ზედაპირულად მიუყვება ცხოვრების დინებას და ის არაფერს ეკიდება სერიოზულად. რომ აღარაფერი ვთქვათ წინამძღოლებისა და მუშაკების რვა პასუხისმგებლობის თანაზიარებაზე, ყველა მათგანზეც რომ გვქონდეს თანაზიარება, ის მაინც ვერ გაიგებს და ვერ შეძლებს რაიმე პრინციპის ან გზის დასკვნას. ასეთ ადამიანებს არ უყვართ სიკეთეები, ისინი არ არიან დაინტერესებულნი და არ შეუძლიათ ენერგიის მოკრება, როდესაც საქმე ჭეშმარიტებას ან რაიმე სიკეთეს ეხება, ნაცვლად ამისა, მათ აქვთ გარკვეული ინტერესი ჭამა-სმისა და სიამოვნების ძიების მიმართ. წინამძღოლებისა და მუშაკების რვა პასუხისმგებლობაზე თანაზიარებით, ერთი მხრივ, ჩვენ შევაჯამეთ წინამძღოლებისა და მუშაკების გარკვეული პასუხისმგებლობები, ასევე ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს საქმე და როგორ უნდა შეასრულოს ადამიანმა თავისი პასუხისმგებლობები, როგორც წინამძღოლმა ან მუშაკმა; მეორე მხრივ, ჩვენ შევაჯამეთ ცრუ წინამძღოლების გარკვეული კონკრეტული გამოვლინებები. ჩვენ ახლახან ჩამოვაყალიბეთ ორი ძირითადი პრინციპი, ორი კრიტერიუმი ცრუ წინამძღოლების ამოსაცნობად: პირველი არის ის, შეუძლია თუ არა ადამიანს რეალური საქმის შესრულება, ხოლო მეორე — ფაქტობრივად აკეთებს თუ არა ის რეალურ საქმეს მას შემდეგ, რაც გაიგებს ჭეშმარიტება-პრინციპებს. ამ ორი კრიტერიუმის გამოყენება დღემდე ყველაზე მარტივი და მართებული მეთოდია იმის შესაფასებლად, არის თუ არა ადამიანი ცრუ წინამძღოლი.

პუნქტი მეცხრე: ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განკარგულებების ზუსტი ინფორმირება, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და თვალყურის დევნება (ნაწილი პირველი)

სამუშაო მოწყობის განმარტება და კონკრეტული პუნქტები

დღეს ჩვენ გვექნება თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობაზე: „ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განკარგულებების ზუსტი გადაცემა, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და თვალყურის დევნება.“ მთლიანობაში ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რის განხორციელება მოეთხოვებათ წინამძღოლებსა და მუშაკებს? (ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განკარგულებების.) ამ პასუხისმგებლობის ცენტრალური საკითხი არის ის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განკარგულებები — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე წინამძღოლებისა და მუშაკებისთვის. მიუხედავად იმისა, თუ რა დონის წინამძღოლი ან მუშაკია ადამიანი, როგორც წინამძღოლი ან მუშაკი, მას ყოველთვის ექნება შეხება სამუშაო განკარგულებებთან, ისევე როგორც სამუშაო განკარგულებების განხორციელების კონკრეტულ საქმესთან. სხვადასხვა სამუშაო განკარგულებების განხორციელება ეხება თითოეული წინამძღოლისა და მუშაკის საქმეს, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კონკრეტული და ძალიან ფუნდამენტური საქმე. ამ პუნქტის გათვალისწინებით, განა არ არის აუცილებელი, რომ პირველ რიგში კონკრეტულად გვქონდეს თანაზიარება იმაზე, თუ რა არის სამუშაო განკარგულებები? (დიახ.) მაშ, რა არის სამუშაო განკარგულებები? რა არის სამუშაო განკარგულებების მასშტაბი და განმარტება? ზოგიერთი ამბობს: „განა სამუშაო განკარგულებების მასშტაბი უბრალოდ არ მოიცავს ეკლესიის საქმესთან დაკავშირებულ გარკვეულ ამოცანებსა და შინაარსს? და განა სამუშაო განკარგულებები უბრალოდ ამ ამოცანებისა და შინაარსის მოწყობა და გამოცემა არ არის?“ რას ფიქრობთ ამ ახსნაზე? განა ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები და მოძღვრებანი არ არის? (დიახ, ასეა.) და რას ნიშნავს „სიტყვები და მოძღვრებანი“? ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ახსნის არცერთი სიტყვა არ ჟღერს არასწორად, მას შემდეგ, რაც შენ მოისმენ მას, მაინც ვერ გაიგებ; ეს ზუსტად იგივეა, თითქოს ეს საერთოდ არ ყოფილიყო ახსნილი. მოდით, პირველ რიგში მივცეთ სამუშაო განკარგულებების განმარტება წერილობითი აღწერილობის სახით, რათა ადამიანებს ჰქონდეთ მისი საბაზისო კონცეფცია, რათა გაიგონ და იცოდნენ, ზუსტად რა არის სამუშაო განკარგულებები. სამუშაო განკარგულებები არის ღვთის სახლის მიერ შედგენილი კონკრეტული გეგმები და მოთხოვნები კონკრეტული საქმისთვის; წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გადასცენ და განახორციელონ ისინი, და ისინი ასევე არის ეკლესიის ყველა წევრისთვის გამოცემული მოთხოვნები, ამოცანები და მეთოდები კონკრეტული საქმისთვის — ეს არის სამუშაო განკარგულებების განმარტება. და რა პუნქტებს მოიცავს სამუშაო განკარგულებები? ყველამ იცის ეს არსებითი სახელი „პუნქტები“, მაგრამ განა არ უნდა არსებობდეს გარკვეული კონკრეტული შინაარსი, რომელიც მოქცეულია ამ პუნქტების მასშტაბში? (დიახ.) რა შინაარსის შესახებ იცით თქვენ? (არსებობს სახარების საქმე და კინოწარმოების საქმე.) ეს ორი პუნქტია. (ასევე არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ეკლესიის ცხოვრებასთან და ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასთან.) კიდევ რა საქმე არსებობს? (არსებობს ეკლესიის გაწმენდის საქმე, ასევე გარკვეული საქმე, რომელიც დაკავშირებულია ეკლესიის მართვის სისტემებთან.) სამუშაო განკარგულებების კონკრეტული შინაარსი შემდეგნაირია: პუნქტი პირველი, ეკლესიის ადმინისტრაციული საქმე. ეს არის საქმის ყველაზე დიდი პუნქტი, და თუ ადმინისტრაციული საქმე კარგად არ შესრულდება, ეკლესიის საქმე საერთოდ არ იარსებებს. პუნქტი მეორე, პერსონალის საქმე. ეს არის საქმის დიდი პუნქტი. პუნქტი მესამე, სახარების საქმე. ესეც საქმის დიდი პუნქტია. პუნქტი მეოთხე, სხვადასხვა სახის პროფესიული საქმე. ამ საქმის მასშტაბი საკმაოდ დიდია და ის მოიცავს კინოწარმოებას, ტექსტზე დაფუძნებულ სამუშაოს, თარგმნას, მუსიკას, ვიდეო წარმოებას, ხელოვნებას და ა.შ. პუნქტი მეხუთე, ეკლესიის ცხოვრება. პუნქტი მეექვსე, აქტივების მართვის საქმე. პუნქტი მეშვიდე, გაწმენდის საქმე. პუნქტი მერვე, საგარეო საქმეები. პუნქტი მეცხრე, ეკლესიის კეთილდღეობა. მაგალითად, როგორ ჭრის ეკლესია იმ სირთულეებს, რომლებიც იჩენს თავს დებისა და ძმების ოჯახებში, და რას აკეთებს ეკლესია მათთან დაკავშირებით, ასევე ციხეში მყოფი დებისა და ძმების მონახულება და ის, თუ როგორ უნდა მიეხედოს მათ ოჯახებს და ა.შ. — ეს ყველაფერი ეკლესიის კეთილდღეობის ფარგლებში შედის. პუნქტი მეათე, საგანგებო გეგმები. ზოგჯერ, ეკლესია გამოსცემს გარკვეულ საგანგებო ზომებს. მაგალითად, როდესაც პანდემია მოხდა, ეკლესიამ მიიღო შესაბამისი იზოლაციის სისტემა. მსგავსი გეგმები საგანგებო საქმის ფარგლებში შედის. სამუშაო განკარგულებები ძირითადად ამ ათ პუნქტს მოიცავს. ნებისმიერი სხვა მცირე პუნქტი ან განსაკუთრებული ვითარება ამ ათში შედის — ძირითადად, ეკლესიის საქმე ამ ათ მთავარ პუნქტს მოიცავს. ეს არის ძირითადად ღვთის სახლის მიერ გამოცემული სხვადასხვა სამუშაო განკარგულებების მასშტაბი, არა? (სწორია.) ახლა, როდესაც ეს პუნქტები დადასტურდა, ყველას ცოტათი მაინც უნდა გესმოდეთ ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებები და იცოდეთ, რომ ეს არის ღვთის სახლის საქმის მთავარი პუნქტები. ეს არის იმ მოთხოვნების მასშტაბი, რომლებიც ღვთის სახლს აქვს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით. ამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც წინამძღოლის ან მუშაკის, შენი საქმის მასშტაბი და ის პასუხისმგებლობები, რომლებიც შენ უნდა შეასრულო, არ შეიძლება განცალკევდეს იმ პუნქტებისგან, რომლებიც შედის სამუშაო განკარგულებებში — ყველა ეს პუნქტი აუცილებელია. ამ სამუშაო პუნქტების გარდა, იმ საქმეებიდან, რომელთა კეთებაც შენ გსურს, გააკეთე ცოტაოდენი ის, რისი კარგად კეთებაც შეგიძლია, და ღვთის სახლს არ აქვს დამატებითი მოთხოვნები შენ მიერ შენი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ამიტომ, სანამ შენ შენს საქმეს ასრულებ, შენ უნდა ფიქრობდე იმაზე, თუ როგორ განახორციელო ეს სამუშაო პუნქტები, რას მოითხოვს ღვთის სახლის სამუშაო განკარგულებები, რა კონკრეტული საქმე უნდა შეასრულო შენ, როგორ განახორციელო ის, ხორციელდება თუ არა ის კარგად, როგორია ამჟამინდელი პროგრესი, ადევნებ თუ არა შენ თვალყურს საქმეს, არის თუ არა საქმის რაიმე პუნქტი, რომელიც კარგად არ შესრულებულა ან რომელშიც არსებობს გადახრები და ნაკლოვანებები, და ფაქტობრივად აკეთებს თუ არა საქმეს ყველა, ვინც მონაწილეობს საქმის ამ პუნქტში — შენ ყოველთვის უნდა ფიქრობდე ამ საკითხებზე. ახლა, როდესაც თქვენ გაიგეთ სამუშაო განკარგულებებში შემავალი საქმის კონკრეტული პუნქტები, არის თუ არა აუცილებელი, რომ მარტივად ავხსნა თითოეული ეს პუნქტი? ან შესაძლოა თქვენ ფიქრობთ: „ჩვენ ამდენი წელია შეხება გვაქვს საქმის ამ პუნქტებთან და ყველა მათგანი გვესმის; არ არის საჭირო მათი ხელახლა ახსნა — ნაცვლად ამისა, იქონიეთ თანაზიარება რაიმე მნიშვნელოვანზე. ეს თემა არც ისე მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, ვიცით თუ არა მის შესახებ, და არ გვსურს ამაზე მოსმენა“? არის თუ არა აუცილებელი ამ თემის შემდგომი ახსნა? (დიახ.) რადგან ეს აუცილებელია, მოდით, ვისაუბროთ ამაზე მარტივი სიტყვებით. მე შევარჩევ ზოგიერთ პუნქტს, რომლებსაც თქვენ შედარებით ნაკლებად იცნობთ, რომლებიც არც ისე კონკრეტულია, რომლებიც ოდნავ აბსტრაქტულია, და მექნება თანაზიარება მათზე.

I. ადმინისტრაციული სამუშაო

მოდით, დავიწყოთ თანაზიარება პირველ პუნქტზე, ადმინისტრაციულ სამუშაოზე. ადმინისტრაციული სამუშაო შედარებით აბსტრაქტულია და არასაკმარისად კონკრეტული, და ბევრ ადამიანს არ ესმის იგი. კერძოდ, მათ, ვისაც მხოლოდ მცირე ხანია სწამთ ღმერთი, ნამდვილად არ იციან ეკლესიის ჩამოყალიბებისა და მისი ადმინისტრაციული სამუშაოს შესახებ, და არ იციან, რა არის ადმინისტრაცია. ეს ადმინისტრაცია არ არის იგივე, რაც ღვთის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული განკარგულებები. ეს ადმინისტრაციული სამუშაო ძირითადად მოიცავს ღვთის სახლის კონკრეტულ დადგენილებებს ეკლესიების ჩამოყალიბების საქმესთან დაკავშირებით. და რა არის ამ კონკრეტული დადგენილებების შინაარსი? ისინი მოიცავს იმას, თუ როგორ იყოფა ეკლესიები, რამდენი ადამიანია თითოეულ ეკლესიაში, როგორ ენიჭებათ ეკლესიებს სახელები და ა.შ. სამუშაო მოწყობებში დადგენილია, რომ ეკლესიები უნდა დაიყოს მათი ბუნებრივი გეოგრაფიული გარემოს მიხედვით, და 30-დან 50-მდე ადამიანი, რომლებიც ერთმანეთთან შედარებით ახლოს ცხოვრობენ, კლასიფიცირდება როგორც ეკლესია. მაგალითად, ვთქვათ, A ტერიტორია მოიცავს სამ ან ოთხ სოფელს; თუ ამ სოფლებში 50 მორწმუნეა, მაშინ ისინი შეიძლება კლასიფიცირდნენ როგორც ეკლესია. მათ ექნებათ საკუთარი დრო და ადგილები შეკრებების ჩასატარებლად, ეყოლებათ ეკლესიის წინამძღოლები და დიაკვნები, ასევე ექნებათ კონკრეტული საეკლესიო საქმე შესასრულებლად, და ყველა მათგანი ერთად იმართება ამ ეკლესიის მიერ. ეს არის დადგენილება ეკლესიების დაყოფისა და ეკლესიებში წევრთა რაოდენობის შესახებ. ამავდროულად, ეს ეკლესია მოექცევა გარკვეული რაიონის პასუხისმგებლობის ქვეშ, იმისდა მიხედვით, თუ რომელ მათგანში მდებარეობს იგი, და ეს რაიონი პასუხისმგებელი იქნება ამ ეკლესიაში არსებულ ყველა სხვადასხვა საქმეზე, როგორიცაა იქაური ეკლესიის ცხოვრება, არიან თუ არა წინამძღოლები და დიაკვნები შესაფერისნი, ღვთის სიტყვების წიგნების განაწილება, სხვადასხვა სამუშაო მოწყობების განხორციელება და ზემდგომის მოთხოვნების გადაცემა და ა.შ. ღვთის სახლს აქვს კონკრეტული სამუშაო მოწყობები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკლესიების რაოდენობა, რომლებიც ქმნიან რაიონს, და რაიონების რაოდენობა, რომლებიც ქმნიან რეგიონს, ასევე რეგიონების პასუხისმგებლობა რაიონებზე და რაიონების პასუხისმგებლობა ეკლესიებზე, რომლებიც ადმინისტრაციული ერთეულებია. მარტივად რომ ვთქვათ, ამას ეწოდება ადმინისტრაციული სამუშაო და ის შედის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების მასშტაბში. მაშ, რა არის ის პასუხისმგებლობები, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? მათ უნდა დაყონ ეკლესიები მათი ბუნებრივი გეოგრაფიული გარემოსა და მდებარეობის მიხედვით, სამუშაო მოწყობების შესაბამისად. თუ ეკლესიაში ადამიანთა რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება, მაშინ ეკლესია კვლავ უნდა დაიყოს ადამიანთა რაოდენობისა და გეოგრაფიული გარემოს საფუძველზე. მაგალითად, თუ ეკლესია 50-დან 80 ადამიანამდე იზრდება, ის უნდა დაიყოს ორ ეკლესიად; თუ ეს ორი ეკლესია ჯამში 80-დან 150 ადამიანამდე იზრდება, მაშინ ისინი უნდა დაიყოს სამ ეკლესიად. თუ ეკლესია იზრდება 70, 80 ან 100 ადამიანამდე და ჯერ არ დაყოფილა ორ ეკლესიად, განა ეს არ აჩვენებს, რომ ამ ეკლესიის წინამძღოლებსა და მუშაკებს არ ესმით ღვთის სახლის ადმინისტრაციული სამუშაო? (დიახ.) ასეთ დროს, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა წაიკითხონ ამ თემასთან დაკავშირებული სამუშაო მოწყობები — ეკლესიის სახელმძღვანელო სამუშაო მოწყობების შესახებ შეიცავს კონკრეტულ დადგენილებებს. თუ ეკლესია იყოფა ორ ახალ ეკლესიად, მაშინ თითოეულმა ეკლესიამ უნდა აირჩიოს აუცილებელი წინამძღოლები და მუშაკები, როგორიცაა ეკლესიის წინამძღოლები, დიაკვნები და ა.შ. მაშ, რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა? მათ უნდა იცოდნენ და ფლობდნენ ინფორმაციას ეკლესიაში ადამიანთა რაოდენობისა და ეკლესიის ჩამოყალიბების სტატუსის შესახებ. ეს არის ეკლესიის ადმინისტრაციული სამუშაო და ის არის საქმის ყველაზე დიდი პუნქტი. ეკლესია უნდა არსებობდეს ყველგან, სადაც ღვთის რჩეული ხალხია, და როგორც კი ეკლესია ჩამოყალიბდება, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ ეკლესიის საქმის თითოეულ ასპექტზე, როგორიცაა ღვთის სიტყვების წიგნების განაწილება, ეკლესიის წევრების მართვა, სამუშაო მოწყობების განხორციელება, რათა მათ იცოდნენ, რა არის სამუშაო მოწყობების შინაარსი. ადმინისტრაციული სამუშაო ძირითადად მოიცავს ეკლესიების ჩამოყალიბებას, ასევე ეკლესიების ადმინისტრაციული ორგანიზაციებისა და პერსონალის ჩამოყალიბებას — ეს ყველაფერი კონკრეტული ამოცანებია ადმინისტრაციული სამუშაოს ფარგლებში. ჩვეულებრივ, ვინ ეჯახება საქმის ამ პუნქტს უფრო ხშირად? ახალმორწმუნეთა ეკლესიები, სახარების გუნდები, ასევე რეგიონული წინამძღოლები, რაიონული წინამძღოლები და ეკლესიის წინამძღოლები იმ ტერიტორიებზე, სადაც სახარება ვრცელდება, ყველა უფრო ხშირად ეჯახება ამ საქმეს. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული სამუშაო ასევე მოიცავს განსაკუთრებულ ამოცანას, რომელიც მდგომარეობს ეკლესიების დაყოფაში ეკლესიებად სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთათვის, ეკლესიებად ნახევარ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთათვის, ჩვეულებრივ ეკლესიებად და B ჯგუფებად, და ეს არის კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ. წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ესმოდეთ, თუ როგორ დაყონ ეკლესიები, და ეკლესიების დაყოფის პრინციპი მდგომარეობს ადამიანების სხვადასხვა ეკლესიაში განაწილებაში იმ მოვალეობების განსხვავებების საფუძველზე, რომლებსაც ისინი ასრულებენ, რათა განაცალკევონ ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მოვალეობას, მათგან, ვინც არ ასრულებს, და ადამიანები, რომლებიც თავიანთ მოვალეობას სრულ განაკვეთზე ასრულებენ, მათგან, ვინც თავიანთ მოვალეობას ნახევარ განაკვეთზე ასრულებს — ეს არის კიდევ ერთი განსაკუთრებული და კონკრეტული ადმინისტრაციული ამოცანა.

II. პერსონალის სამუშაო

პუნქტი მეორე, პერსონალის სამუშაო. ეს პუნქტი ეხება ყველა დონის წინამძღოლებისა და მუშაკების არჩევას, დანიშვნასა და გათავისუფლებას. სამუშაო მოწყობები ითვალისწინებს კონკრეტულ დადგენილებებს საარჩევნო სისტემებისთვის, იმის შესახებ, თუ როგორი ადამიანები უნდა აირჩიონ წინამძღოლებად და მუშაკებად, და არჩევნების მეთოდებსა და კონკრეტულ მოთხოვნებს. ასევე არსებობს გარკვეული განსაკუთრებული ვითარებები, მაგალითად, რა უნდა გაკეთდეს, თუ დებმა და ძმებმა ახლახან გაიცნეს ერთმანეთი და კარგად არ იცნობენ ერთმანეთს, და არ შეუძლიათ შესაფერისი წინამძღოლებისა და მუშაკების შერჩევა არჩევნების გზით? ასეთ შემთხვევაში, ადამიანები შეიძლება წამოყენებულ იქნენ და დაინიშნონ, შემოწმდეს, ვინ არის შედარებით შესაფერისი წინამძღოლობისთვის, და შემდეგ მოხდეს მათ შესახებ მეტის გაგება, თანაზიარება და მარტივი შემოწმებების ჩატარება, რის შემდეგაც ისინი შეიძლება დაინიშნონ. გარდა ამისა, როდესაც ზემდგომი აწყობს დიდ პროექტს ან ნიშნავს რამდენიმე ადამიანს ზედამხედველად, ეს არის განსაკუთრებული სამუშაო მოწყობა. არსებობს კიდევ ერთი განსაკუთრებული ვითარება, და ეს არის ის, როდესაც ვინმე წერს ანგარიშს ზემდგომთან, სადაც აღწერს, თუ როგორ არ ასრულებს ესა თუ ის წინამძღოლი რეალურ საქმეს და დადის ანტიქრისტეს გზაზე, და ზემდგომი გამოსცემს სამუშაო მოწყობას, რათა გაათავისუფლოს თანამდებობიდან ის წინამძღოლი, რომლის შესახებაც დაიწერა ანგარიში, ამის გადამოწმების შემდეგ. ეს არის კიდევ ერთი სამუშაო მოწყობა, რომელიც დაკავშირებულია პერსონალის სამუშაოსთან. მოკლედ რომ ვთქვათ, პერსონალთან დაკავშირებული სამუშაო მოიცავს ეკლესიაში ყველა დონის წინამძღოლებისა და მუშაკების არჩევას, დანიშვნასა და გათავისუფლებას. საქმის ეს პუნქტი შედარებით მარტივია და მისი გაგება ადვილია.

III. სახარებისეული საქმე

პუნქტი მესამე, სახარებისეული საქმე. ღვთის სახლში ადმინისტრაციული და საკადრო საქმის შემდეგ, სახარებისეული საქმე პირველი დიდი პუნქტია სპეციფიკურ პროფესიულ სამუშაოთა შორის. ღვთის სახლმა სამუშაოს ამ პუნქტისთვის თანმიმდევრულად მრავალი სამუშაო განაწესი შეიმუშავა, დაადგინა კონკრეტული სამუშაო განაწესები სახარების პოტენციური მიმღებების, სახარების ქადაგების გეოგრაფიული არეალისა და სახარების ქადაგების გზებისა და საშუალებების შესახებ. ამავდროულად, ღვთის სახლს სამუშაო განაწესებში ასევე აქვს კონკრეტული მითითებები ღვთის სიტყვების სხვადასხვა წიგნის, ფილმებისა და ვიდეოების, აგრეთვე, სახარების ქადაგებისთვის საჭირო მრავალფეროვანი გადაცემების შესახებ და მითითებებიც კი სახარების პოტენციური მიმღებების სხვადასხვა გავრცელებული წარმოდგენისა და ხშირად დასმული კითხვების თაობაზე. ზოგიერთი განცხადება შესაძლოა არ იყოს კონკრეტულად წერილობით წარმოდგენილი, მაგრამ ბევრი მათგანი ზეპირ და სიტყვიერ თანაზიარებაშია მოცემული. სახარებისეული საქმე მუდამ ვითარდება და გრძელდება და ამ საქმის წინსვლასთან ერთად, ღვთის სახლმა შეიმუშავა კონკრეტული სამუშაო განაწესები და პირობები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მუდმივად წარმოიქმნება და რომელთა წინაშეც მუდმივად ვდგავართ; მან ასევე დაუწესა გარკვეული კონკრეტული მოთხოვნები და დავალებები სახარების მუშაკებს, სახარების დიაკვნებსა და სახარების საქმის ზედამხედველებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გვიანდელ ეტაპზე ღვთის სახლი ბევრს არ საუბრობს სახარებისეული საქმის განაწესებზე, ჭეშმარიტების ამ ასპექტზე ეკლესიაში ძალიან ხშირად მიმდინარეობს თანაზიარება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სახარებამ საზღვარგარეთ გავრცელება დაიწყო, ღვთის სახლმა შეიმუშავა კონკრეტული სამუშაო განაწესები სხვადასხვა ენაზე თარგმნის საქმისთვის. მთარგმნელები და სახარების მუშაკები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა უცხო ენას, მთელ ძალისხმევას დებენ ამგვარ საქმეში სათანამშრომლოდ და ღვთის სახლმა მრავალი ასეთი ადამიანური რესურსი მიმართა სახარებისეულ საქმეში თანამშრომლობისთვის, რაც შეესაბამება ღვთის სახლის სამუშაო განაწესებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ზემდგომი მუდამ პირადად წინამძღოლობს, კითხულობს, თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სახარების გავრცელების საქმეს. მაშ, რა პასუხისმგებლობები აკისრიათ წინამძღოლებსა და მუშაკებს სამუშაოს ამ პუნქტთან დაკავშირებით? სახარებისეული საქმისთვის ზედამხედველის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ სრული გულგრილობა გამოიჩინონ, ყურადღება არ მიაქციონ საქმეს, არ მოიკითხონ იგი და უბრალოდ უგულებელყონ ის, ფიქრობენ რა: „დაე, საქმე ისე განვითარდეს, როგორც გამოვა. ამას ჩემთან მაინც არანაირი კავშირი არ აქვს. მე პასუხისმგებელი ვარ ეკლესიის ცხოვრებასა და სხვადასხვა სახის პროფესიულ საქმეზე. ჩემი საზრუნავი არ არის, თუ სახარებისეულ საქმეში პრობლემები შეიქმნება“. არის კი ეს მისაღები? (არა.) ეს საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფაა. ღვთის სახლის ყველა საქმეს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, სახარებისეული საქმეა. შესაძლოა უშუალოდ არ იყო პასუხისმგებელი ამ საქმეზე, მაგრამ აუცილებლად უნდა მოიკითხო, თუ რამდენად ვითარდება იგი და როგორია მისი წინსვლის სტატუსი — უნდა ადევნო თვალყური, იცოდე და აკონტროლებდე ამ საკითხებს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ მნიშვნელოვან პერსონალს, როგორებიც არიან სახარების მქადაგებლები და მათ, ვინც რწყავს, სახარების გუნდებში, აგრეთვე, სახარებისეული საქმის ზედამხედველებს, შენ მუდამ დროულად უნდა ფლობდე ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ და თუ ამ პერსონალთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიქმნება, დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრა ისინი — დავალების გაცემის შემდეგ ამ საქმეზე ხელები არ უნდა დაიბანო. გარდა ამისა, შენ რეგულარულად უნდა შეამოწმო და უწინამძღოლო სახარების გავრცელების საქმეში ჩართულ სახარების ყველა მქადაგებელს, მათ შორის, ეკლესიებში მყოფთ და წინა ხაზზე მომუშავე სახარების ონლაინ მქადაგებლებს, აგრეთვე მათ, ვინც რწყავს, თითოეულ გუნდში. ღვთის სახლის სამუშაო განაწესებით დიდი ხანია მოითხოვება, რომ სახარების ყველა მქადაგებელმა და მათ, ვინც რწყავს, სპეციალური წვრთნა გაიარონ. რას გულისხმობს სპეციალური წვრთნა? ეს ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ სახარების მქადაგებლებსა და მათ, ვინც რწყავს, ნათლად ესმოდეთ ხილვების ჭეშმარიტებები, და ის, რომ მათ შეეძლოთ ამ საკითხების მკაფიოდ ახსნა. თუ არსებობს ხილვების ჭეშმარიტებების რაიმე ასპექტი, რომელშიც ისინი ბოლომდე არ არიან გარკვეულნი, მაშინ ამაზე ხშირი თანაზიარება უნდა გაიმართოს, და რაც უფრო დეტალურად გაიგებენ ჭეშმარიტებას სახარების მქადაგებლები და ისინი, ვინც რწყავს, მით უკეთესი. ღვთის სახლს აქვს სამუშაო განაწესები ამისთვის, არა? (დიახ.) სახარების გავრცელების საქმე არის საქმის სპეციფიკური და რთული ნაწილი, რომელიც მრავალ ცალკეულ დავალებას მოიცავს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ თითოეული დავალება კარგად შესრულდეს და მასზე მკაცრი მეთვალყურეობა განხორციელდეს; ეს არის ღვთიური მისია. თითოეული დავალება კარგად უნდა შესრულდეს და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ თითოეული დავალების შედეგები მუდმივად უმჯობესდებოდეს — მხოლოდ ეს შეესაბამება ღვთის განზრახვებს. ყველა სხვა სახის პროფესიული საქმე - როგორიცაა კინოწარმოება, ტექსტზე მუშაობა, მუსიკა, ხელოვნება და თარგმნა - არსებობს სახარებისეული საქმის მხარდასაჭერად და გასამყარებლად, ხოლო სახარებისეული საქმე ყველა საქმის წინა ხაზია. ამიტომ, მათ, ვინც სხვადასხვა მოვალეობას ასრულებს, კარგად უნდა შეასრულონ თავიანთი საქმე და მიაღწიონ ღვთის მიერ მოთხოვნილ შედეგებს. ამგვარად ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს სახარების გავრცელების საქმეში, ვინაიდან პროფესიული საქმის სხვა სახეობები სწორედ სახარების გავრცელებას ემსახურება და მთელი ეს საქმე სახარების გავრცელების საქმეზე უნდა იყოს კონცენტრირებული და უზრუნველყოფდეს მის უწყვეტ მომარაგებას. დღესდღეობით, სახარების ქადაგებისთვის საჭირო ყველა მასალა, ფილმი და სხვადასხვა ვიდეო კულისებს მიღმა მყოფი ღვთის მრავალი რჩეული ადამიანის ძალისხმევით იქმნება. ყველაფერი, რასაც ეს ადამიანები კულისებს მიღმა აკეთებენ, მძლავრ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სახარების გავრცელების საქმისთვის. წარსულში ღვთის სახლს არ ჰქონდა სხვადასხვა სახის კინემატოგრაფიული ნამუშევრები, არ ჰქონდა ბევრი სიმღერა და არც გამოცდილებით დამოწმების ბევრი ვიდეო გააჩნდა. იგი მხოლოდ სახარების მუშაკების მიერ უწყვეტად მიწოდებულ თანაზიარებას ეყრდნობოდა. სახარების მუშაკები ენის გაშრობამდე საუბრობდნენ, თუმცა ყოველთვის ვერ ხედავდნენ მნიშვნელოვან შედეგებს და ერთი ადამიანის მოპოვებაც კი რთული იყო. მას შემდეგ, რაც ეკლესიამ ყველა სახის ვიდეო აწარმოა, სახარების გუნდების საქმე შედარებით შემსუბუქდა და ბევრად უფრო მარტივი გახდა, ვიდრე ადრე, ხოლო საქმის ეფექტურობა გაიზარდა. ზოგიერთი ადამიანი ჯიუტი და კონსერვატორია თავისი აზროვნებით და როდესაც მათ სახარებას უქადაგებ, როგორც არ უნდა გაუზიარო ჭეშმარიტება, ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, ისინი ინარჩუნებენ თავიანთ წარმოდგენებს და უარს ამბობენ მის მიღებაზე — მაშ, რას აკეთებ ამ დროს? აყურებინებ მათ ერთ ან ორ სახარების დამოწმების ფილმს, მათი წარმოდგენები იცვლება და მათ უჩნდებათ კარგი განწყობა ჭეშმარიტი გზის მიმართ. როდესაც ისინი კვლავ მოდიან საძიებლად, მათ გულებში აღარ არის დიდი ბარიერები ან დაბრკოლებები, და როდესაც შენ კვლავ გაქვს მათთან თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, მათ მარტივად შეუძლიათ მისი მიღება. სწორედ ამიტომ, შედეგები მართლაც თვალსაჩინოა, როდესაც სახარების პოტენციურ მიმღებებს აჩვენებ ღვთის სახლის მიერ წარმოებულ ფილმებს, ან უკითხავ მათ ღვთის სიტყვებს, ან აჩვენებ გამოცდილებითი დამოწმების ვიდეოებს — ამის კეთება უფრო ეფექტურია, ვიდრე შენ მიერ მათთვის ნათქვამი უამრავი სიტყვა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ეძიებს და იკვლევს ჭეშმარიტ გზას, ჯერ აყურებინე მათ რამდენიმე ფილმი, შემდეგ კი წააკითხე ღვთის სიტყვები, რითაც გზას გაუკვალავ მათ. ამის შემდეგ გაუზიარე მათ ჭეშმარიტება, რათა გააქარწყლო მათი წარმოდგენები. ეს ყველაფერს ბევრად უფრო შეუფერხებელს ხდის პროცესს. დღესდღეობით, მათ, ვინც ჭეშმარიტ გზას იკვლევს, ინტერნეტში უკვე ნანახი აქვთ ღვთის სახლის მიერ წარმოებული მრავალი ფილმი და დამოწმების ვიდეო, და კერძოდ, წაკითხული აქვთ ღვთის მრავალი სიტყვა; სანამ ისინი საძიებლად და გამოსაკვლევად მოვლენ, უკვე აქვთ კარგი განწყობა ჭეშმარიტი გზის მიმართ და, ძირითადად, უკვე აღიარებული აქვთ, რომ ეს არის ჭეშმარიტი გზა. აღმოაჩინეთ თუ არა რაიმე ამაში? ეს ფილმები, ღვთის სიტყვების წაკითხვის ამსახველი ეს ვიდეოები, გამოცდილებითი დამოწმების ეს ვიდეოები, საგალობლების ვიდეოები და ა.შ., რომლებსაც ღვთის სახლი აწარმოებს, ასეთი ეფექტურია ღვთის დასამოწმებლად! აღარ არის საჭირო ამდენი ენერგიის ხარჯვა სახარების პოტენციურ მიმღებებთან თანაზიარებასა და კამათზე; როგორც კი ისინი ამ ვიდეოებს უყურებენ, უკვე შეუძლიათ ჭეშმარიტი გზის მიღება. ეს დიდ დროს უზოგავს მათ, ვინც სახარებას ქადაგებს, და აჩვენებს, რომ სახარების ქადაგების მრავალმხრივი მხარდაჭერა ასეთი მძლავრია! სახარების საქადაგებლად სხვადასხვა სახის რესურსების ასეთი სიუხვეა! სახარების მრავალი პოტენციური მიმღები გაოცებულია, როდესაც ინტერნეტში ღვთის საქმის გამოსაკვლევად შედის, რადგან ღვთის სახლის ვებსაიტზე ამდენი რამ არის და შინაარსის ასეთი სიმრავლეა! ღვთის სიტყვები უხვადაა, უხვადაა ყოველგვარი ფილმი და ვიდეო, და უხვადაა ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, როდესაც საქმე გამოცდილებით დამოწმებებს ეხება. ეს ნამდვილად სულიწმიდის საქმისა და წინამძღოლობის შედეგია! ეს ყველაფერი მართლაც ღვთის საქმისგან მომდინარეობს. როგორც არ უნდა გაავრცელონ დიდმა წითელმა დრაკონმა და რელიგიურმა სამყარომ საფუძველს მოკლებული ხმები და ცილი დასწამონ მას, ეს ყველაფერი უშედეგოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთის სახლის საქმის ყველა პუნქტით მიღწეული შედეგები და გამოღებული ნაყოფი ყველასთვის ნათელია და ეს ღვთის სიტყვებით აღსრულებული ფაქტებია.

ცათა სასუფევლის სახარების გავრცელების საქმეში ღვთის სახლის საქმის ყველა პუნქტი ძალიან მეთოდურად არის ორგანიზებული და გეგმაზომიერად მიმდინარეობს. სახარების გავრცელების საქმე არის კრიტიკული, გრძელვადიანი და რთული საქმე. ამიტომ, მათ, ვინც სახარებისეულ საქმეს კისრულობს, განურჩევლად იმისა, ზედამხედველები არიან თუ რიგითი სახარების მუშაკები, საკუთარ გულებში უნდა განამტკიცონ ამ საქმის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სახარების წინა ხაზზე მუშაობთ და თქვენს მოვალეობებს ასრულებთ, თქვენს ზურგს უკან, ანუ კულისებს მიღმა, მრავალი ძმა და და ასრულებს სხვადასხვა სახის დამხმარე საქმეს და ისინი წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც მხარს უჭერს სახარების გავრცელების საქმეს. რას ვგულისხმობ ამაში? ღვთის სახლის მთელი საქმე კონცენტრირებულია სახარების გავრცელებაზე, და ღვთის მთელი რჩეული ხალხის მიერ შესრულებული მოვალეობები სახარების გავრცელებას ემსახურება. თითოეულ ძმასა და დას, რომელიც მოვალეობას ასრულებს, თავისი წვლილი შეაქვს სახარებისეულ საქმეში და საქმის თითოეული პუნქტი მჭიდროდ და უშუალოდ არის დაკავშირებული სახარებისეულ საქმესთან. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმის თითოეული პუნქტი, თვით სახარებისეული საქმის ჩათვლით, არის მოვალეობა, რომელიც კარგად უნდა შესრულდეს ღვთის საქმის დასამოწმებლად; საქმის ნებისმიერი პუნქტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვან საქმესთან, რაც ღვთის დამოწმებაა. ეს სრულიად ზუსტია. ამიტომ, ღვთის სახლი სახარების გავრცელების საქმეს საქმეთა ყველა პუნქტის სიის სათავეში აყენებს და იგი პირველ ადგილზეა ღვთის სახლის სხვადასხვა საქმეს შორის — ეს სრულიად მართებულია. ეს არის მთავარი, რთული და გრძელვადიანი საქმე და ღვთის თითოეულ რჩეულს, თითოეულ ადამიანს, ვინც ღმერთს მიჰყვება, უნდა ჰქონდეს გამძლეობა, მოთმინება და საკმარისი რწმენა, რათა მოემზადოს ამ საქმის კარგად შესასრულებლად და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში საბრძოლველად. გინდ 10 წელი გაუძლო, გინდ 20 ან 30 წელი, მუდამ ღვთის ერთგული უნდა იყო, შენი სიცოცხლე და შენი ცხოვრება სახარების გავრცელების საქმეს უნდა მიუძღვნა და ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩე. ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომლის ტვირთვაც ღვთის მიმდევარ თითოეულ ადამიანს ევალება; ეს ყველას მოვალეობაა და ეს ასევე არის ის ღვთიური მისია, რომელსაც ღმერთი თითოეულს აკისრებს.

ჩემი ამ თანაზიარების მეშვეობით გაგიჩნდათ თუ არა ენთუზიაზმი გულებში და დაიწყეთ თუ არა სახარებისეული საქმის მნიშვნელოვნად მიჩნევა? ზოგიერთ ადამიანს ადრე უთქვამს: „მე არ მესმის არც ერთი ტექნიკური პროფესია, არ მეხერხება მსახიობობა, სიტყვაკაზმულობაში არ ვარ ძლიერი, ამიტომ არ ვიცი სტატიების წერა, არ მესმის მუსიკა და კიდევ უფრო ნაკლები ვიცი ხელოვნების შესახებ. სწორედ იმიტომ, რომ არაფერში ვარ კარგი, გამანაწილეს სახარების გუნდში. განა სახარების გუნდები ღვთის სახლში მივიწყებულ თაროს არ უტოლდება? და რადგან მივიწყებულ თაროზე გამომგზავნეს, მაქვს კი კიდევ ხსნის მიღწევის რაიმე იმედი?“ ასეა ეს? თუ მართლაც ასე გესმის ეს ვითარება, მაშინ არასწორად გაუგე ღმერთს: სახარების ქადაგება თითოეული ადამიანის სავალდებულო პასუხისმგებლობაა. თუ არაფერში ხარ კარგი და არ გესმის არც ერთი ტექნიკური პროფესია და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, სახარების ქადაგებაა, მაშინ გაგანაწილებენ, რათა შენი მოვალეობა სახარების გუნდში შეასრულო. ეს შენი უკანასკნელი შანსია და ეს კეთდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ შენ, როგორც მასალა, არ გაიფლანგო და მაქსიმალურად იქნა გამოყენებული, რათა უდიდესი მასშტაბით შეასრულო შენი, როგორც ადამიანის, ფუნქცია. არაფერში ხარ კარგი და ნელა აზროვნებ ყველაფერში, რასაც აკეთებ, მაგრამ შეგიძლია კარგად შეასრულო სახარების ქადაგების მოვალეობა და თუნდაც მოგთხოვონ სახარების პოტენციური მიმღებების მოძიება, შეგიძლია ამის გაკეთება პრაქტიკულად და გულმოდგინედ და შენ მიერ ნაპოვნი სახარების პოტენციური მიმღებების გადაცემა სახარების მქადაგებლებისთვის. ამავდროულად, შეგიძლია თანდათან ისწავლო, თუ როგორ იქადაგო ღვთის სიტყვების, ღვთის საქმისა და ღვთის განზრახვების შესახებ, და მიიყვანო ადამიანები ღმერთთან. განა ეს შენი მოვალეობა არ არის? სხვა ადამიანები გარკვეულ შედეგებს აღწევენ ტექსტზე დაფუძნებულ საქმეში, კინოწარმოების საქმესა და სხვა სახის საქმეებში ჩართულობით, მაგრამ შენ არ იცი ამის კეთება და არ გაქვს განსაკუთრებული ტალანტები ან ნიჭი, თუმცა შენს ძალას უძღვნი სახარებისეულ საქმეს, მთელ ძალისხმევას დებ, ასრულებ შენს მოვალეობას და კისრულობ შენს ღვთივბოძებულ მისიას, განა ეს კეთილი საქმეები არ არის? ესენიც კეთილი საქმეებია და ღმერთი დაიმახსოვრებს მათ. ეს ადასტურებს ნათქვამს: ადამიანების მიერ შესრულებულ მოვალეობებში არ არსებობს დაყოფა საპატიო და რიგით საქმეებად; მთავარი მხოლოდ ისაა, ხარ თუ არა ერთგული შენს მოვალეობაში და ასრულებ თუ არა მას ისე, რომ სტანდარტის შესაბამისი იყოს. ღმერთი ყველას სამართლიანად და თანასწორად ეპყრობა; რადგან არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, გთხოვენ სახარების ქადაგებას — ეს კეთდება იმისთვის, რომ შეძლო შენი უკანასკნელი შესაძლო ფუნქციის შესრულება იმ ვითარებაში, როდესაც არ შეგიძლია რაიმე სხვა მოვალეობის აღება. ამის მეშვეობით, გეძლევა შესაძლებლობა და იმედის ნაპერწკალი; არ გართმევენ მოვალეობის შესრულების უფლებას. ღმერთს კვლავ აქვს შენთვის დავალება და იგი არ არის მიკერძოებული შენ მიმართ. ამიტომ, ისინი, ვინც სახარების გუნდებში არიან განაწილებულნი, არ იგზავნებიან მივიწყებულ თაროზე და არც მიტოვებულნი არიან, არამედ ისინი თავიანთ მოვალეობას სხვა ადგილას ასრულებენ. სახარებისეული საქმის სამუშაო განაწესებზე თანაზიარებით ახლა კარგად უყურებთ თუ არა სახარებისეულ საქმეს და აღარ გაქვთ რაიმე გაუგებრობა მის მიმართ? (დიახ.) მაშ, აპირებთ რომ ამის გამო თვითკმაყოფილი იყოთ? რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდნენ ადამიანები, ღვთის მოთხოვნები მათ მიმართ არ იცვლება: ღმერთი მათგან ერთგულებასა და გულწრფელობას ითხოვს. თუ იტყვი: „მე მოკრძალებულად ვიქცევი, არ ვიგრძნობ თვითკმაყოფილებას, უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც ღმერთი მთხოვს“, მაგრამ არ გაქვს ერთგულება, არ გაქვს გულწრფელობა, მაშინ ეს არ გამოდგება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გესმის სახარებისეული საქმე, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შეიძენ ერთგულებასა და გულწრფელობას, მაშინ შენი მოვალეობის შესრულება სტანდარტის შესაბამისი იქნება. რაოდენ კარგადაც არ უნდა უყურებდე სახარების ქადაგების მოვალეობას ან რაოდენ პოზიტიურიც არ უნდა იყოს შენი დამოკიდებულება მის მიმართ, თუ არ შეგიძლია გასაჭირის ატანა, არ გაქვს გამძლეობა და ერთგულება, მაშინ არც ეს გამოდგება. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ განწესებული, რა დროსა და ადგილას იმყოფები, რა ადამიანებთან გაქვს შეხება და რა მოვალეობას ასრულებ. ღმერთი მუდამ დაგინახავს და გულდასმით შეისწავლის შენი გულის სიღრმეებს. არ იფიქრო, რომ რადგან სახარების გუნდის წევრი ხარ, ღმერთი ყურადღებას არ გაქცევს ან რომ ღმერთი ვერ გხედავს და ამიტომ შეგიძლია აკეთო ის, რაც გსურს. და არ იფიქრო, რომ თუ სახარების გუნდში ხარ განაწილებული, აღარ გაქვს გადარჩენის არანაირი იმედი და შემდეგ ნეგატიურად მიუდგე მას. აზროვნების ეს გზები ორივე მცდარია. სადაც არ უნდა იყო განწესებული ან რა მოვალეობის შესრულებაც არ უნდა დაგევალოს, ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო და ეს გულმოდგინედ და პასუხისმგებლობით უნდა შეასრულო. ღვთის მოთხოვნები შენ მიმართ არ იცვლება, და ამიტომ შენი მორჩილება ღვთის განგებულებისადმი ასევე არ უნდა შეიცვალოს. სახარების მუშაკების სტატუსი იგივეა, რაც მათი, ვინც სხვა მოვალეობებს ასრულებს; ადამიანის ღირებულება არ იზომება მის მიერ შესრულებული მოვალეობით, არამედ იმით, ეძიებს თუ არა იგი ჭეშმარიტებას და ფლობს თუ არა ჭეშმარიტება-რეალობას. ეს არის ყველაფერი, რაზეც მე მექნება თანაზიარება სახარებისეული საქმის, ამ დიდი და სპეციფიკური საქმის შესახებ.

IV. პროფესიული საქმის სხვადასხვა სახეობა

პუნქტი მეოთხე, პროფესიული საქმის სხვადასხვა სახეობა. ეს მოიცავს კინოწარმოებას, ტექსტზე დაფუძნებულ საქმეს, მუსიკას, ხელოვნებას, თარგმნას და ა.შ. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ჩვენ, კოსტიუმების დამამზადებლები, ასევე ჩართულნი ვართ კინოწარმოების საქმეში. ითვლება თუ არა კოსტიუმების დამზადება საქმის ერთ-ერთ სახეობად?“ კოსტიუმების დამზადება შედის კინოწარმოებისა და მუსიკის საქმის სახეობებში; ეს არის ერთგვარი დამხმარე საქმე, რომელიც ხელს უწყობს ამ სახის საქმეებს ყოველ ეტაპზე, ღვთის სახლს აქვს კონკრეტული სამუშაო განაწესები პროფესიული საქმის ამ სახეობების კონკრეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი წერილობით გადაიცემა, ზოგიერთი კი — ზეპირად, შეკრებებზე თანაზიარების მეშვეობით. როგორც არ უნდა გადაიცემოდეს ისინი, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა მათზე, ჩაიწერონ ღვთის სახლის მიერ ამ საქმისთვის გაცემული კონკრეტული მოთხოვნები და მოაწესრიგონ ეს ჩანაწერები, შემდეგ კი გამართონ მათზე კონკრეტული თანაზიარება და თავად ჩაერთონ მათ კონკრეტულ განხორციელებაში. ეს ასევე საქმის დიდი პუნქტია და იგი მეორე კონკრეტული საქმეა, რომელიც სახარებისეული საქმის შემდეგ მოდის. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ღვთის სახლი მოითხოვს სხვადასხვა პროფესიაში ჩართული პერსონალის ყველა წევრისგან, რომ მუდმივად შეისწავლონ თავიანთ მოვალეობებთან დაკავშირებული პროფესიული ცოდნა, აგრეთვე მოიძიონ ინფორმაცია, რათა დაადგინონ, რა არის სასარგებლო ღვთის სახლის საქმისთვის. ამავდროულად, ღვთის სახლი მუდმივად ატარებს თანაზიარებას ჭეშმარიტება-პრინციპებზე და იძლევა კონკრეტულ გეგმებს პროფესიული საქმის სხვადასხვა სახეობისთვის. ზოგჯერ ამ სახის საქმებზე თანაზიარება ერთობლივად უტარდებათ გუნდის წინამძღოლებსა და გუნდის წევრებს, ზოგჯერ კი მათზე თანაზიარება უტარდებათ მხოლოდ მოცემულ საქმეზე პასუხისმგებელ წინამძღოლებს, მუშაკებსა და გუნდის წინამძღოლებს. მიუხედავად იმისა, წერილობით გადაიცემა ისინი თუ მათზე თანაზიარება მიმდინარეობს შეკრებების მეშვეობით, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სახის საქმეები მუდმივად უმჯობესდება და სტანდარტიზდება, და მუდმივად მუშავდება კონკრეტული განაწესები სახარებისეული საქმის საჭიროებების შესაბამისად. მაგალითად, ვთქვათ, ღვთის სახლი აწარმოებს ფილმს შედარებით ახალი თემატიკით და ფილმი საკმაოდ პროფესიონალურად არის გადაღებული. ინტერნეტში ფილმის ატვირთვის შემდეგ იგი საკმაოდ მაღალ დაწკაპუნებების რაოდენობას იღებს. ასეთ ვითარებაში, ღვთის სახლი შეიმუშავებს კონკრეტულ მოთხოვნებს ამ ტიპის საქმეებისთვის, გამოხმაურებისა და სახარებისეული საქმის საჭიროებების საფუძველზე. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმის ეს პუნქტი მუდმივად განიხილება და უმჯობესდება, და იგი ასევე მუდმივად იზრდება.

პროფესიული საქმის სხვადასხვა სახეობისთვის, ღვთის სახლის განაწესები მოითხოვს ადამიანებისგან, რომ მეტი ისწავლონ და სასწავლებლად იპოვონ მასწავლებლები და სხვადასხვა სახის რესურსი თუ სასწავლო მასალა. მაგალითად, ავიღოთ სიმღერა; სასწავლებლად მასწავლებლის პოვნა და მის მიერ ვოკალის გაკვეთილების ჩატარება ასევე კონკრეტული სამუშაო განაწესია. ამ განაწესის მოსმენის შემდეგ წინამძღოლებმა და მუშაკებმა ზემდგომის მოთხოვნების შესაბამისად უნდა იპოვონ ამ საქმისთვის შესაფერისი მასწავლებელი და დაავალონ მას ჩვენი მომღერლების მომზადება, რათა დაეხმაროს მომღერლებს ვოკალური მუსიკის სწორი ცოდნისა და სიმღერის სწორი მანერის შესწავლაში და, რა თქმა უნდა, სასწავლებლად კლასიკური ნაწარმოებები უნდა მოიძებნოს. მუსიკის კომპოზიციისა და გუნდური სიმღერის შესახებ პროფესიული ცოდნა მუდმივად უნდა შეისწავლებოდეს და ღვთის სახლის სამუშაო განაწესები მუდამ მოითხოვს ადამიანებისგან, რომ მუდმივად შეისწავლონ თავიანთ მოვალეობებთან დაკავშირებული პროფესიული ცოდნა, ისწავლონ გარკვეული მოწინავე და პრაქტიკული მეთოდების გამოყენება და ა.შ. ეს სამუშაო განაწესები და მოთხოვნები მხოლოდ ერთხელ არ გაიცემა ისე, რომ ამით დასრულდეს საქმე, არამედ წინამძღოლებსა და მუშაკებს მოეთხოვებათ, ხშირად გამართონ თანაზიარება ამ სამუშაო განაწესებზე, უხელმძღვანელონ პროფესიულ სამუშაოში ჩართულ პირებს, რათა მათ შეძლონ სწავლის გაგრძელება და თავად უნდა შეეცადონ იმას, რომ პროფესიული საქმის ყველა სახეობა მუდმივად და ეფექტურად განვითარდეს, გაღრმავდეს და არ გაჩერდეს ერთ ადგილას. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „სამუშაო განაწესები დღეს გადმოგვეცა, ამიტომ მხოლოდ ამ თვეში გვჭირდება მათი პრაქტიკაში გამოყენება და ამით საქმე დასრულდება. თუ ზემდგომი მომავალში არაფერს იტყვის ამის შესახებ, მაშინ, ალბათ, აღარ დაგვჭირდება მათი პრაქტიკაში გამოყენების გაგრძელება.“ მართლაც ასეა ეს? (არა.) წინამძღოლებმა და მუშაკებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრონ ასე, არამედ დროდადრო უნდა მოიკითხონ საქმის ვითარება და დასვან კითხვები : „როგორ მიმდინარეობს ამ პროფესიის შესწავლა? ხომ არ აწყდებით რაიმე სირთულეს? არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ან არღვევს პრინციპებს? ვინ აჩვენა საუკეთესო შედეგი სწავლაში, ვინ არის ყველაზე დახელოვნებული და ვინ აუღო ალღო ყველაზე სწრაფად? ამ თეორიების გაცნობის შემდეგ, თქვენი აზრით, ნასწავლი მასალიდან რომელია გამოსადეგი ღვთის სახლის საქმისთვის?“ გარდა ამისა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა სახარების გუნდებში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ენებს სწავლობენ, უნდა დაუსვან ისეთი კითხვები, როგორიცაა: „რამდენი წელია სწავლობ ამ უცხო ენას? როგორ მიმდინარეობს სწავლა ბოლო დროს? ყოველდღიურ საუბარში რამდენად შეგიძლია ჩართვა? შეგიძლია თუ არა ზოგადი სულიერი ტერმინების თარგმნა? შეგიძლია თუ არა ამ უცხო ენის გამოყენება სახარების ქადაგებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტებების გადასაცემად? ამჟამად საუბარი უკეთ გამოგდის თუ წერა? გჭირდება თუ არა მასწავლებელი სწავლაში დასახმარებლად? არის თუ არა სხვა ვინმე, ვინც უფრო შესაფერისი და დახელოვნებულია უცხო ენების შესწავლაში? გაიზარდა თუ არა ამგვარი პერსონალის რაოდენობა? ხომ არ ფიქრობს ვინმე, რომ ენის სწავლა ზედმეტად დამღლელი და რთულია, ამიტომ აღარ სურს მისი სწავლა, შუა გზაზე ანებებს თავს და სხვა მოვალეობაზე გადასვლა სურს?“ ამ სახის საქმესთან დაკავშირებული ეს კონკრეტული საკითხები დროდადრო მოკითხვასა და ზედამხედველობას საჭიროებს. რადგან ზემდგომმა კონკრეტული სამუშაო განაწესები გასცა, ზედამხედველებმა ბოლომდე უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ დავალებებზე. პასიურად ნუ დაელოდები, რომ ზემდგომი მოიკითხავს საქმეს; თუ ზემდგომი ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში არაფერს მოიკითხავს, მაინც კარგად უნდა შეასრულო მთელი საქმე, შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, და მზად უნდა იყო, ნებისმიერ დროს მიიღო ზემდგომის შემოწმება და მითითება — ეს არის სწორი აზროვნება. ეს იმიტომ ხდება, რომ სამუშაო განაწესები გაცემული და გადმოცემულია და როგორც ზედამხედველი, პასუხისმგებელი ხარ საქმის თვალყურის დევნებაზე და შესაბამისად, უნდა შეასრულო პასუხისმგებლობები. თუმცა, თუ არ შეგიძლია პასუხისმგებლობების შესრულება, მაშინ უსარგებლო ხარ და უნდა გათავისუფლდე და მოიკვეთო. ამიტომ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ხშირად უნდა იფიქრონ და გამართონ თანაზიარება ზემდგომის ამ კონკრეტულ სამუშაო განაწესებზე ან თანაზიარებებზე, შემდეგ კი განახორციელონ ისინი და თვალყური ადევნონ საქმეს ვითარების შესაბამისად. მათ უნდა ნახონ, საქმის რომელი სახეობები გამორჩათ მხედველობიდან ბოლო დროს და დიდი ხანია არ შეუმოწმებიათ და რომელ მათგანში თავად არ არიან ძალიან დახელოვნებულნი და ბოლო დროს არ მოუკითხავთ, რის გამოც არ იციან მათი ამჟამინდელი სტატუსი, შემდეგ უნდა წავიდნენ და გადახედონ მათ. გარდა ამისა, პროფესიული საქმის სხვადასხვა სახეობასთან დაკავშირებით, ღვთის სახლს აქვს კიდევ ერთი კონკრეტული განაწესი: იგი მოითხოვს, რომ მუდმივად ხდებოდეს შესაბამისი ნიჭიერი ინდივიდების აღმოჩენა, კულტივირება და დაწინაურება. მაშ, რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა, როდესაც ამ სამუშაო განაწესს იღებენ? მათ ყურადღება უნდა მიაქციონ, არის თუ არა ვინმე შესაფერისი ამ სახის სამუშაოს შესასრულებლად. თუ ზოგიერთი ადამიანი შესაფერისია ამ სახის სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ დიდად არ ერკვევა ტექნიკურ პროფესიაში, მაშინ სწრაფად უნდა მოხდეს მათი კულტივირება და უნდა დაევალოთ მისი შესწავლა და წვრთნა. მოკლედ რომ ვთქვათ, პროფესიული საქმის სხვადასხვა სახეობა ასევე საქმის მნიშვნელოვანი პუნქტია. ამ საქმეში მრავალი პუნქტი შედის, მისი მასშტაბიც უზარმაზარია და ღვთის სახლმა მისთვის მრავალი კონკრეტული სამუშაო განაწესი შეიმუშავა. რაც ამ საქმის პუნქტისთვის მოითხოვება, არის მუდმივი სწავლა, გადახედვა და გაღრმავება და ასევე უნდა მოიძებნოს შესაბამისი პრინციპები მუდმივი სტანდარტიზაციის განსახორციელებლად. გარდა ამისა, მუდმივად უნდა ხდებოდეს იმ ნიჭიერი ადამიანების კულტივირება, რომლებიც შესაფერისნი არიან ამ მოვალეობების შესასრულებლად. ეს არის სამუშაო განაწესი პროფესიული საქმის სხვადასხვა სახეობის ამ დიდი პუნქტისთვის, და მისი გაგებაც მარტივია.

V. საეკლესიო ცხოვრება

პუნქტი მეხუთე, საეკლესიო ცხოვრება. ღვთის სახლმა შეიმუშავა კონკრეტული განაწესები და დადგენილებები საეკლესიო ცხოვრებისას სულიერი საზრდოს შინაარსთან, საეკლესიო ცხოვრების ფორმატთან და იმ ადამიანთა რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლებიც საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობენ. ღვთის სახლს ასევე აქვს შესაბამისი სამუშაო განაწესები შეკრებების ფორმატისა და საეკლესიო ცხოვრების შინაარსის შესახებ განსაკუთრებულ ვითარებებსა და სიტუაციებში. ამგვარი სამუშაო განაწესები ძირითადად წერილობითი ფორმით გაიცემა. სხვადასხვა ქვეყანაში ახალმორწმუნეთა საეკლესიო ცხოვრების სამუშაო განაწესები — მათი შეკრებების ფორმატი და სიხშირე, შეკრებებისას სულიერი საზრდოს მიღების შინაარსი და ა.შ. — ძირითადად იდენტურია ჩინელთა საეკლესიო ცხოვრების სამუშაო განაწესებისა, ზოგიერთი განსაკუთრებული შემთხვევის გარდა. მე ახლახან ზოგადად მიმოვიხილე საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული სამუშაო განაწესების სფერო — იგი მოიცავს როგორც ღვთის სიტყვების იმ შინაარსს, რომლითაც ხდება საზრდოობა, ასევე ბოლო პერიოდის შეკრებებზე ჭეშმარიტების თანაზიარების შინაარსსა და შეკრებებზე თანაზიარების ფორმატს. მაგალითად, დაუშვებელია, რომ შეკრებებზე თანაზიარებისას ერთმა ადამიანმა იბატონოს, განსაზღვრულია თითოეული ადამიანისთვის თანაზიარებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური დრო, როგორ უნდა მოეპყრონ და მოგვარდეს იმ ადამიანების საკითხი, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და აზრს ბუნდოვნად გამოხატავენ და ა.შ. — ყველა ამ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ეხება საეკლესიო ცხოვრებასა და შეკრებებს, სამუშაო განაწესებში არსებობს კონკრეტული მითითებები. წინამძღოლები და მუშაკები, ერთი მხრივ, პასუხისმგებელნი არიან ამ სამუშაო განაწესების გაცემასა და ინფორმირებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მათ ევალებათ ძმებთან და დებთან მათი ნათლად თანაზიარება, რათა ეკლესიის ყველა წევრმა შეძლოს მათი გაგება და მიღება, რის შემდეგაც მათ უბრალოდ მკაცრად უნდა შეასრულონ და დაიცვან ისინი. კერძოდ, ისინი, განსაკუთრებით უნდა შეიზღუდონ ისინი, ვინც შეკრებებზე საუბრისას ხშირად გადაუხვევენ თემას, იწვევენ შეფერხებებს, საუბრობენ მხოლოდ სიტყვებითა და დოქტრინებით და ყვირიან ლოზუნგებს და სამუშაო განაწესებში არსებობს კონკრეტული დადგენილებები ამგვარი განსაკუთრებული ვითარებების შესახებ. საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებული სამუშაო განაწესები ძირითადად ეხება შეკრებებთან დაკავშირებულ ყველა სხვადასხვა საკითხს; ისინი არ არის რთული, ძალიან მარტივია და, რა მოვალეობასაც არ უნდა ასრულებდეს ადამიანი, მან უბრალოდ უნდა დაიცვას ამ სამუშაო განაწესებში მოცემული პრინციპები. მაგალითად, შეკრებებზე სახარების გუნდებმა უბრალოდ უნდა დაიცვან საეკლესიო ცხოვრების შესახებ სამუშაო განაწესებში არსებული პრინციპები — მათთვის არაფერია განსაკუთრებული. სხვა გუნდები უბრალოდ სხვებისგან განსხვავებულ საქმეს ასრულებენ, მაგრამ ყველაფერი იგივეა, როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შეკრებები, ჭეშმარიტების თანაზიარება, ღვთის სიტყვების ლოცვით კითხვა და პირად გამოცდილებაზე თანაზიარება — ამ ფარგლებს არ სცდება. მათ უბრალოდ პრაქტიკაში უნდა განახორციელონ ღვთის სახლის ამჟამინდელი დადგენილებები იმ შინაარსთან დაკავშირებით, რომლითაც ხდება საზრდოობა საეკლესიო ცხოვრებისას, ასევე თანაზიარების ფორმისა და შეკრებების ფორმატის შესახებ. თუ პირობები იძლევა ამის საშუალებას, ადამიანებს შეუძლიათ პირადად შეიკრიბონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ონლაინ შეკრებების ჩატარება. ეს უნდა იყოს ძალიან მარტივი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკითხი. ეკლესიის ზოგიერთი წევრი გაფანტულია სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში, ზოგი ევროპაშია, ზოგი კი — ახლო აღმოსავლეთში; ასეთ ვითარებაში ონლაინ შეკრებები აუცილებელია. ადგილობრივი ეკლესიების გადასაწყვეტია შეკრებების ჩატარების დრო და მათი სიხშირე; ღვთის სახლი არ ადგენს კონკრეტულ დადგენილებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და არც ერევა მასში. რატომ არ ერევა ღვთის სახლი ამ საკითხში? ეკლესიაში ზოგიერთი ადამიანი თავის მოვალეობას სრულ განაკვეთზე არ ასრულებს; მათ აქვთ სამსახური და ოჯახი, მათი ინდივიდუალური გარემოებები განსხვავებულია, ამას ემატება ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სასაათო სარტყლები განსხვავებულია, ამიტომ მათ უნდა მიეცეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, კვირაში რამდენჯერ შეიკრიბებიან და რომელ საათზე გაიმართება თითოეული შეკრება. ღვთის სახლი არ ადგენს კონკრეტულ დადგენილებებს ამასთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ პრინციპს გვთავაზობს. ღვთის სახლმა განსაზღვრა იმის ფარგლები, თუ რამდენად ხშირად უნდა შეიკრიბონ ახალმორწმუნეები კვირის განმავლობაში, და არსებობს განსხვავება იმაში, თუ კვირაში რამდენჯერ იკრიბებიან ისინი, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას და ისინი, ვინც არ ასრულებს. არსებობს თუ არა სამუშაო განაწესი, რომელიც მოითხოვს, რომ ახალმორწმუნეები კვირაში შვიდჯერ შეიკრიბონ? (არა.) მაშ, რას ეფუძნება ახალმორწმუნეთა შეკრებების რაოდენობა კვირის განმავლობაში? (ეს ეფუძნება ახალი მორწმუნეების თავისუფალ დროს.) კვირაში მაქსიმუმ ორჯერ ან სამჯერ და მინიმუმ ერთხელ შეკრება სრულიად მიზანშეწონილია. ზოგიერთი ამბობს: „ჩვენს მხარეში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისგან თავისუფალ დროს ადამიანები ძალიან მოცლილები არიან, ამიტომ ყველას სურს ყოველდღე შეკრება — დღეში ორჯერ შეკრებაც კი მისაღები იქნებოდა ჩვენთვის. ჩვენ ნამდვილად გვსურს შეკრება.“ ახალმორწმუნეთა გულები სავსეა ენთუზიაზმით და მათ ყოველთვის სურთ მეტი ჭეშმარიტების გაგება. თუ მათი ოჯახური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, მაშინ კარგია, თუ ისინი მეტ შეკრებაზე დასწრებას ითხოვენ, იმ პირობით, რომ ეს გავლენას არ მოახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იმის კონკრეტული რაოდენობა, თუ რამდენჯერ უნდა შეიკრიბოს ხალხი ყოველ კვირას, უნდა განისაზღვროს თითოეულ რეგიონში ღვთის რჩეული ხალხის ოჯახური და სამუშაო მდგომარეობის მიხედვით — ღვთის სახლი არ ადგენს კონკრეტულ დადგენილებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ღვთის რჩეულ ხალხს, რომელსაც აქვს ამის პირობები, შეუძლია უფრო ხშირად შეიკრიბოს და მაშინ ისინი მეტ ჭეშმარიტებას გაიგებენ და უფრო სწრაფად მიაღწევენ სიცოცხლეში ზრდას. ეს კარგია. თუმცა, მათთვის, ვისაც შესაბამისი პირობები არ გააჩნია, ასეთი ფორმით შეკრება შეუფერებელი იქნება და მათთვის სავსებით მისაღებია კვირაში მინიმუმ ერთ ან ორ შეკრებაზე დასწრება. ის, თუ კვირაში რამდენჯერ ატარებენ შეკრებებს სხვადასხვა რეგიონის ეკლესიები, ღვთის რჩეული ხალხის გადასაწყვეტია და ამაში არავინ უნდა ჩაერიოს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეკრებები იმართება იმისთვის, რათა ხალხმა შეძლოს ჭეშმარიტების გაგება და არა რაიმე სხვა მიზეზით. შესაბამისად, თითოეული ეკლესიის მიერ შეკრებების ჩატარების რაოდენობა წყდება მისი კონკრეტული გარემოებების მიხედვით. თუ ღვთის რჩეულ ხალხს შეუძლია კვირაში ერთ დამატებით შეკრებაზე დასწრება, მაშინ ეს უფრო სასარგებლო იქნება მათი სიცოცხლეში ზრდისთვის. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და არ სურთ მეტ შეკრებაზე დასწრება, მაშინ ეს მათ თავს არ უნდა დაეძალოთ. განსაკუთრებით დასაქმებულთათვის, რომლებიც ოდნავ უფრო მეტად დაკავებულნი არიან და არ აქვთ დრო მეტ შეკრებაზე დასასწრებად, ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ადამიანებს შეკრებებზე დასწრების პირობები ან რამდენჯერ იკრიბებიან ისინი, ღვთის სახლი არ ერევა და არ აწესებს არავითარ შეზღუდვას. ეს იმიტომ ხდება, რომ ცალკეული მორწმუნეების გარემოებები და წარსული განსხვავებულია, ამიტომ მათზე არავითარი ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება იმ შინაარსს, რომლით საზრდოობაც ხდება საეკლესიო ცხოვრებისას, ღვთის სახლს აქვს შესაბამისი დადგენილებები თავის სამუშაო განაწესებში და ეკლესიის ყველა დონის წინამძღოლებსა და და-ძმებს მოეთხოვებათ მათი ნათლად გაგება. წინამძღოლებსა და მუშაკებს ზუსტად უნდა ესმოდეთ, თუ რა კონკრეტული დავალებებისა და საკითხების შესრულებას მოითხოვს ზემდგომის სამუშაო განაწესები, ხოლო ძმებმა და დებმა ასევე უნდა გაუწიონ ზედამხედველობა წინამძღოლებსა და მუშაკებს, რათა დაინახონ, ასრულებენ თუ არა ისინი ამ საქმეს. როდესაც საქმე ეხება იმ შინაარსს, რომლით საზრდოობაც ხდება საეკლესიო ცხოვრებისას და შეკრებებთან დაკავშირებულ სამუშაო განაწესებს, რომლებიც გაგებული და დაცული უნდა იქნას, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს ღვთის რჩეულ ხალხთან — ყოველგვარი თვითნებობა კატეგორიულად დაუშვებელია. საეკლესიო ცხოვრების საქმესთან დაკავშირებული სამუშაო განაწესები ძალიან მარტივია, ხალხისთვის ადვილად გასაგები და არა აბსტრაქტული.

VI. აქტივების მართვა

პუნქტი მეექვსე, აქტივების მართვა. მიუხედავად იმისა, რომ აქტივების მართვის საქმესთან დაკავშირებით სამუშაო განაწესები ისე ხშირად არ გაიცემა, როგორც სახარებისეული საქმის ან სხვადასხვა სახის პროფესიული საქმის შემთხვევაში, ღვთის სახლს მაინც აქვს დადგენილი მისთვის კონკრეტული სამუშაო განაწესები. რას მოიცავს აქტივების მართვა? ის მოიცავს აქტივების შენახვის წესს, მათ ადგილმდებარეობას, მათ მმართველებს და იმას, თუ როგორ ხდება მათი განაწილება, მართვა და გადაცემა საფრთხის ან არახელსაყრელი გარემოს წარმოქმნისას, ისევე როგორც სხვა მსგავს განსაკუთრებულ გარემოებებში. სამუშაო განაწესები მართლაც შეიცავს დადგენილებებს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და როდესაც საქმე ამ სამუშაოს ეხება, წინამძღოლები და მუშაკები არ უნდა ელოდონ, რომ ზემდგომმა უშუალოდ გასცეს ბრძანებები ან სამუშაო განაწესები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ აქტივების პასიურად მართვა. თუ არ არსებობს დაუყოვნებელი სამუშაო განაწესები, რომლებიც მოითხოვს შენგან აქტივების კონკრეტული გზით მართვას და, განსაკუთრებულ ვითარებებში, როდესაც არ იცი, როგორ მოექცე აქტივებს და არ შეგიძლია დროული პასუხების მიღება ზემდგომისგან, რა უნდა გააკეთო? უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია და ღვთის სახლის აქტივების დაცვა შენ გევალება. როდესაც საქმე ეხება ღვთის სახლის მიერ დაბეჭდილ ღვთის სიტყვების წიგნებს, ისევე როგორც ყველა სხვადასხვა სახის აღჭურვილობას, სურსათს, ფულსა და სხვა მსგავს აქტივებს, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ისინი უსაფრთხო ადგილებში უნდა შეინახონ ღვთის სახლის განაწესების შესაბამისად და არ დაუშვან მათი დანესტიანება, დაობება ან მწერებისგან დაზიანება, მით უმეტეს, არ უნდა დაუშვან მათი ხელში ჩაგდება ბოროტი ადამიანების ან დიდი წითელი დრაკონის მიერ. გარდა ამისა, ღვთის სახლის ამ აქტივების კარგად მართვასთან ერთად წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე საიდუმლო მკაცრად უნდა დაიცვან; ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ საკითხებთან, ერთიანად არ უნდა მიეცეთ მათ შესახებ ცოდნის მიღების საშუალება, ხოლო მათ, ვინც იცის ამის შესახებ, მკაცრად უნდა დაიცვან საიდუმლო და არ უნდა ისაუბრონ დაუფიქრებლად. ღვთის სახლს აქვს კონკრეტული სამუშაო განაწესები ამ საქმესთან დაკავშირებით და მიზანშეწონილი არ არის ზოგიერთი მათგანის წერილობით გაცემა ან გამჟღავნება. თუ წინამძღოლები და მუშაკები მოიფიქრებენ აქტივების მართვის უკეთეს გზებსა და მეთოდებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ღვთის სახლის აქტივების კარგად მართვისა და დაცვის პრინციპის დაცვით, რათა დაიცვან ისინი ნებისმიერი დანაკარგისგან, მათ შეუძლიათ განიხილონ ეს საკითხი სხვა წინამძღოლებთან და მუშაკებთან და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. ეს არის განსაკუთრებული საქმე და მათ, ვისაც საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აკლია, ვისაც არასწორი მოტივები აქვს, ვინც ახლახან ირწმუნა და არ აქვს საფუძველი თავის რწმენაში და ვინც მუდამ ხარბად უყურებს ღვთის სახლის აქტივებს, ერთნაირად არ უნდა მიეცეთ ამის ცოდნის უფლება. ეს ყველაფერი შეიძლება პირდაპირ არ იყოს ნათქვამი ღვთის სახლის სამუშაო განაწესებში, მაგრამ განა წინამძღოლებმა, მუშაკებმა და სანდო მეურვეებმა არ უნდა იცოდნენ ამის შესახებ? (დიახ.) აქ არის ერთი განსაკუთრებული გარემოება. დავუშვათ, რომ ახლადარჩეულ წინამძღოლს ღმერთი მხოლოდ სამი წელია სწამს, მას აქვს კარგი სულიერი მონაცემები, ძალიან ენთუზიასტია და გარეგნულად ყველაფერი რიგზე ჩანს, თუმცა უცნობია, როგორია მისი ბუნება, როგორ უყურებს იგი აქტივებს ან არის თუ არა ხარბი. ეს საკითხები უცნობი და გაურკვეველია, ხოლო ძმები და დები, რომლებსაც დიდი ხანია სწამთ ღმერთის, კარგად არ იცნობენ ამ ადამიანს, მათ არ იციან მისი ნამდვილი ბუნება ბოლომდე. რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში? როდესაც დგება მათთვის საქმის გადაბარების დრო, ყველა სხვა საქმე გადაეცემათ — უნდა გადაეცეთ თუ არა მათ აქტივების საქმე? (არა.) რატომ არ უნდა გადაეცეს? წინამძღოლებისა და მუშაკების მთავარი საქმე მხოლოდ აქტივების მართვა არ არის; აქტივები მათი საქმის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. თუ ნამდვილად არსებობს შესაფერისი ადამიანი, რომელიც მართავს აქტივებს და ეს ახლადარჩეული წინამძღოლი არ არის სანდო, სავსებით მისაღებია, რომ ეს საქმე დროებით არ გადაეცეს მას, რადგან უცნობ რჩება, დიდხანს იწამებს თუ არა იგი ღმერთს ან შეძლებს თუ არა რწმენაში მტკიცედ დგომას. წარსულში, ვიღაც ახალი არჩეული იყო ეკლესიის წინამძღოლად და თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ ღვთის რჩეულ ხალხს სთხოვა იმ საბანკო ანგარიშების ნომრები და პაროლები, სადაც შესაწირავები ინახებოდა. მან იკითხა, ვის ჰქონდა ეს საბანკო ანგარიშების ნომრები და პაროლები და აიძულებდა მათ, დაუყოვნებლივ გადაეცათ ეს საქმე მისთვის. ასეთ სიტუაციაში, უნდა გადაეცეს თუ არა მას ეს საქმე? ის არ დარდობდა და არ აწუხებდა სხვა არცერთი საქმე, მაგრამ განსაკუთრებით სერიოზულად ეკიდებოდა და წუხდა ამ საკითხზე — იყო კი ის სანდო ადამიანი? ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სანდოა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წინამძღოლი ან მუშაკია. სინამდვილეში, მხოლოდ ის მეურვეები არიან სანდონი, რომლებიც ჭეშმარიტად პრინციპების მიხედვით არიან შერჩეულნი — მათ შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირონ ღვთის სახლის აქტივების დასაცავად. ასეთი ადამიანები ყველაზე სანდონი არიან. მაშ, შესწევს თუ არა ყველა წინამძღოლსა და მუშაკს ამის უნარი? სულაც არა. წარსულში, რეგიონული წინამძღოლი დაიჭირა დიდმა წითელმა დრაკონმა და მან ეკლესიის ყველა აქტივი გასცა, რამაც მათი უზარმაზარი რაოდენობის დაკარგვა გამოიწვია. მას რომ არ სცოდნოდა, სად იყო ეკლესიის აქტივები, სიკვდილამდეც რომ ეცემათ, მაინც ვერ შეძლებდა ამის გამჟღავნებას და მაშინ განა ღვთის სახლის აქტივები არ გადაურჩებოდა დანაკარგებს? სწორედ იმიტომ, რომ მან ზედმეტად ბევრი იცოდა, ყველაფერი თქვა, როდესაც ვეღარ გაუძლო წამებასა და საშინელ ცემას და ეს ფული დიდი წითელი დრაკონის ხელში აღმოჩნდა. მას რომ არ მისცემოდა იმის ცოდნის უფლება, თუ სად იყო ეს აქტივები და ის, ვინც მათ იცავდა, სანდო რომ ყოფილიყო, განიცდიდა თუ არა ღვთის სახლის ფული დანაკარგებს და ჩაიგდებდა თუ არა მას ძალის გამოყენებით დიდი წითელი დრაკონი? არა, ასე არ მოხდებოდა. ეს სერიოზული გაკვეთილია. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ საქმის განკარგვისას არის ის, რომ უსაფრთხოება უპირველესია, დანაკარგები აბსოლუტურ მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და საქმე უნდა შესრულდეს ნებისმიერი უსაფრთხო გზით. იპოვეთ ვინმე, ვინც ერთგულებას ავლენს ღვთის სახლის აქტივების მართვაში, რათა მან მართოს ისინი — ეს მოქმედების ყველაზე სანდო გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს სხვა არაფრის კეთება არ შეუძლია, ის იქნება ერთგული და ნამდვილად შეძლებს ფულის დაცვას, ამიტომ ამ ადამიანის გამოყენება აქტივების დასაცავად სწორი საქციელია. რადგან ეს საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ამოცანას მოიცავს, მისი განაწესები ძალიან მარტივია: იპოვეთ შესაფერისი ადამიანები აქტივების დასაცავად და იპოვეთ უსაფრთხო ადგილი მათ შესანახად. გარდა ამისა, ღვთის სახლის სამუშაო განაწესებში ასევე არსებობს კონკრეტული დადგენილებები ღვთის სახლის აქტივების განაწილებისა და ხარჯვის შესახებ; ფული შეიძლება დაიხარჯოს აუცილებელ დანახარჯებზე, მაგრამ არა არააუცილებელზე. არის კიდევ ერთი რამ, კერძოდ ის, რომ არსებობს მკაცრი მარეგულირებელი სისტემა აქტივებთან დაკავშირებული ხარჯებისთვის და ღვთის სახლს აქვს კონკრეტული დადგენილებები სხვადასხვა პროცესისა და პროცედურისთვის, რაც მოითხოვს რამდენიმე პირის ხელმოწერას და ა.შ. არსებობს მართვა, არსებობს დაცვა, არსებობს ხარჯვა და ასევე არსებობს ბუღალტერია — ყველა ამ საკითხისთვის არსებობს კონკრეტული სამუშაო განაწესები.

VII. განწმენდის სამუშაოები

პუნქტი მეშვიდე, განწმენდის სამუშაოები. ღვთის სახლი ასევე მუდმივად შეიმუშავებს კონკრეტულ სამუშაო განაწესებს ამ საქმესთან დაკავშირებით. სამუშაო განაწესები, ერთი მხრივ, ეფუძნება ღვთის სახლის საქმის საჭიროებებს, ხოლო მეორე მხრივ, ისინი ეფუძნება სხვადასხვა სახის ადამიანთა კლასიფიკაციასა და განსაზღვრას, ისევე როგორც თითოეულის დახარისხებას თავისი გვარისამებრ იმ გამოვლინებების მიხედვით, რომლებიც მათ გამოაშკარავების შემდეგ აჩვენეს. ღვთის სახლს აქვს პრინციპები ყოველგვარ ანტიქრისტეებთან, ბოროტ ადამიანებთან და ურწმუნოებთან მოსაპყრობად; ზოგიერთი განწმენდილი იქნება იმ ადამიანთა რიგებიდან, რომლებიც ასრულებენ მოვალეობებს, ზოგიერთი განწმენდილი იქნება სრულ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთათვის განსაზღვრული ეკლესიებიდან და იგზავნება ნახევარ განაკვეთზე მოვალეობათა შემსრულებელთათვის განსაზღვრულ ეკლესიებში ან ჩვეულებრივ ეკლესიებში, ზოგიერთი განწმენდილი იქნება ჩვეულებრივი ეკლესიებიდან და იგზავნება B ჯგუფებში და არიან ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ იქნებიან ჩამოცილებული ან გარიცხული. ღვთის სახლი არაერთხელ გასცემს სამუშაო განაწესებს ეკლესიის განწმენდის საქმისთვის და მას ასევე აქვს კონკრეტული სამუშაო განაწესები სხვადასხვა სახის ადამიანების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ განწმენდის პირობებს. იმ დამოკიდებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ადამიანებს აქვთ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას და იმ გადაცდომებზე, რომლებიც მათ ჩაიდინეს მოვალეობების შესრულებისას, ისევე როგორც იმ გახრწნილ არსზე, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სახის ადამიანებში, ღვთის სახლი საბოლოოდ ქმნის კონკრეტულ გეგმებს ამ ადამიანებთან მოსაპყრობად. შესაბამისად, ღვთის სახლის მიერ სხვადასხვა სახის ბოროტ ადამიანებთან, ურწმუნოებთან და ანტიქრისტეებთან მოპყრობა ხდება მთლიანად ღვთის სიტყვებისა და ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით და ეს სრულად შეესაბამება ღვთის განზრახვებს. როდესაც საქმე ეხება ამ სამუშაო განაწესებს, ერთი მხრივ, აუცილებელია ჭეშმარიტება-პრინციპების თანაზიარება, რათა ადამიანებმა გაიგონ ისინი და ისწავლონ სხვადასხვა სახის ადამიანების ამოცნობა, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელია ამ სამუშაო განაწესების გაცემა ეკლესიებისთვის, რათა მოხდეს მათზე თანაზიარება და მათი განხორციელება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიის განწმენდის საქმე რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს და ის არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეფერხდეს. ის უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეკლესიაში აღარ დარჩება არცერთი ბოროტი ადამიანი. საქმე ისე არ არის, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა განწმენდის სამუშაოები მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულონ მას შემდეგ, რაც ზემდგომი გასცემს სამუშაო განაწესის ეკლესიის განწმენდის ბრძანებით და თუ ამ განწმენდის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ კვლავ აღმოჩნდება, რომ ბოროტი ადამიანები იწვევენ არეულობას, მაგრამ ზემდგომს არ გაუცია არავითარი სამუშაო განაწესი ამის შესახებ, მაშინ წინამძღოლებსა და მუშაკებს არ სჭირდებათ ამ ბოროტ ადამიანებზე ზრუნვა ან მათი განწმენდა — ეს უბრალოდ მიუღებელია. ეკლესიის განწმენდის სამუშაოები კვლავაც გეგმაზომიერად უნდა განხორციელდეს; სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უნდა მოცილდნენ ან გაირიცხონ, განწმენდის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ნუ დაელოდებით პასიურად, რომ ზემდგომმა გასცეს ბრძანებები ან ზედა დონის წინამძღოლები გაცნონ მათ და ნუ დაელოდებით პასიურად, რომ მეტმა და-ძმამ განაცხადოს ვინმეს შესახებ. როგორც კი ღვთის რჩეული ხალხი ამხელს და განაცხადებს ვინმეს შესახებ, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა დაიწყონ ამ საქმის გამოძიება და მოგვარება. თუ წინამძღოლები და მუშაკები შეაჩერებენ საჩივრის წერილს და არ მოაგვარებენ საკითხს, ისინი თავად უნდა იქნენ გამოძიებულნი და დასჯილნი და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი მფარველობენ ბოროტ ადამიანს, მაშინ ისინი ბოროტ ადამიანთან ერთად უნდა ჩამოშორდნენ ეკლესიას. ნებისმიერი წინამძღოლი ან მუშაკი, რომელიც არ ასრულებს ეკლესიის განწმენდის საქმეს, არის ცრუ წინამძღოლი ან მუშაკი და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. თუ ისინი მფარველობენ და იცავენ კიდეც ბოროტ ადამიანებს, მაშინ ისინი შეიძლება დახასიათდნენ როგორც ანტიქრისტეები და ჩამოშორდნენ და გაირიცხონ ეკლესიიდან. ეს არის ის კონკრეტული დადგენილებები, რომლებიც ღვთის სახლმა შეიმუშავა ეკლესიის განწმენდის საქმესთან დაკავშირებით. ეკლესიის განწმენდის საქმე გადაუდებელი პრიორიტეტია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მითხარით, განა ეკლესიის განწმენდა ეკლესიის განსაწმენდად არ ხდება? თუ ეკლესია განიწმინდება — ანუ, თუ მის შიგნით ბოროტი ადამიანები აღარ გამოიწვევენ არეულობას და მის წევრებს შორის აღარ იქნებიან შერეულნი ურწმუნოები — მაშინ ის იქნება ჭეშმარიტი ეკლესია და ის ასევე იხილავს საუკეთესო შედეგებს საეკლესიო ცხოვრებისთვის. განა ეს არ იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ქრისტეს სასუფევლის რეალიზაციისკენ? ასეთი წმინდა ეკლესია ყველაზე სასარგებლო იქნებოდა სასუფევლის სახარების გავრცელებისთვის, რადგან ყველას ექნება ჭეშმარიტება-რეალობა, ყველა შეძლებდა ღვთის დამოწმებას და სრულქმნილი იქნებოდა, როგორც ღვთის ხალხი, და აღარ იარსებებდნენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც არეულობას გამოიწვევდნენ. ბუნებრივია, ასეთი ეკლესია ყველაზე მეტად კურთხეული იქნებოდა. შესაბამისად, ეკლესიის განწმენდა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა და ის მთლიანად იმისთვის კეთდება, რომ ის გარემო, რომელშიც ღვთის რჩეული ხალხი ასრულებს თავის მოვალეობებს, უფრო მშვიდი გახდეს და თავისუფალი იყოს ბოროტი ადამიანების მიერ გამოწვეული არეულობისგან. გარდა ამისა, ღვთის სახლი არ უჭერს მხარს უსაქმურებსა და უვარგისებს და ის არ ინახავს პარაზიტებს, რომლებიც ხარბად ესწრაფვიან კომფორტს და პურით ძღებიან. ყველა ის, ვინც საერთოდ არ ასრულებს მოვალეობებს და ხელს უშლის და გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ყველა ის, ვინც აკეთებს უპასუხისმგებლო კომენტარებს, ერევა სხვის საქმეში და არ ასრულებს თავის საქმეს ეკლესიაში სათანადოდ, ასევე უნდა იქნას განწმენდილი. ყველა სხვადასხვა სახის ადამიანი ახლა სრულად არის გამოაშკარავებული, ეკლესიის განწმენდის სამუშაოები აუცილებელია და ის საფუძვლიანად და კარგად უნდა შესრულდეს. ყველა ეს გამოაშკარავებული ბოროტი ადამიანი, ანტიქრისტე, ურწმუნო, უვარგისი და პარაზიტი არის ის, ვისაც ღმერთი ზიზღით უარყოფს და მათი გადარჩენა შეუძლებელია. ეკლესიას რომ არ შეესრულებინა განწმენდის სამუშაოები, მაშინ ეს გავლენას მოახდენდა სახარების გავრცელების საქმეზე. შესაბამისად, ეკლესიის განწმენდის სამუშაოები მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც ამჟამად სასწრაფოდ უნდა შესრულდეს კარგად. მხოლოდ ის წინამძღოლები და მუშაკები, რომლებსაც შეუძლიათ ეკლესიის განწმენდის სამუშაოების კარგად შესრულება, არიან კულტივირების ღირსნი და შეუძლიათ გააგრძელონ წინამძღოლებად და მუშაკებად ყოფნა. ნებისმიერი წინამძღოლი ან მუშაკი, რომელიც აფერხებს ეკლესიის განწმენდის სამუშაოებს, არის დაბრკოლება და წინაღობა და ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა ამხილოს და განაცხადოს მათ შესახებ. ყველა დონის წინამძღოლმა და მუშაკმა ჯერ საფუძვლიანად უნდა ჩამოიშოროს და გადაჭრას ეკლესიის საქმის ყველა ეს დაბრკოლება და წინაღობა — ეს შეესაბამება ღვთის განზრახვებს. მხოლოდ ეს უწყობს ხელს ეკლესიის საქმის სხვადასხვა პუნქტის შეუფერხებელ წინსვლას და ეკლესიის მიერ ღვთის ნების შესრულებას, რათა ღმერთმა სრულად მოიპოვოს დიდება.

VIII. საგარეო საქმეები

პუნქტი მერვე, საგარეო საქმეები. საგარეო საქმეები არც დიდი სამუშაოა და არც მცირე და ღვთის სახლის სამუშაო განაწესებში არსებობს რამდენიმე პრინციპი საგარეო საქმეებთან დაკავშირებით. ერთი არის ადგილობრივი კანონებისა და კონკრეტული ადგილობრივი რეგულაციების შესწავლა. ანუ, რასაც არ უნდა აკეთებდეს ეკლესია კონკრეტულ ადგილას, ჯერ ადგილობრივი კანონები უნდა შეისწავლოთ —ერთი პრინციპი ეს არის. მეორე პრინციპი ისაა, რომ როდესაც აწყდებით საგარეო საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც არ გესმით ან თქვენთვის გაურკვეველია, უნდა გაიაროთ კონსულტაცია იურისტთან და შესაბამის სამართლის სპეციალისტებთან და არ უნდა მიიღოთ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად; უნდა შეიმუშაოთ საკითხების მოგვარების კონკრეტული გეგმები სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული პირობების შესაბამისად. მაშ, როგორ იქმნება ეს გეგმები? უნდა იხელმძღვანელოთ იმით, რასაც იურისტი ამბობს და მისცეთ მას გადაწყვეტილებების მიღების უფლება — არ გამოიტანოთ თვითნებური დასკვნები ან გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად. ეროვნული პირობები, პოლიტიკა, კანონები და რეგულაციები თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულია, ამიტომ ნუ იმოქმედებთ თქვენს წარმოსახვაზე დაყრდნობით. მაგალითად, დავუშვათ, ხედავ, რომ ჩინეთში ქუჩაში ვიღაცას ძარცვავენ. ჩინეთის კანონმდებლობა ადგენს, რომ ნებისმიერ გამვლელს, რომელიც ამას შეესწრება, შეუძლია თამამად ჩაერიოს, ჯერ დაიჭიროს ქურდი და შემდეგ გადასცეს პოლიციას. თუ ამას გააკეთებ, გმირი გახდები, არ მოგიწევს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება და შექებასაც დაიმსახურებ. ეს არის ჩინეთის ეროვნული ვითარება და სისტემა და ეს ჩინეთში ერთგვარი ტრადიციული კულტურაა — ჩინელები ამას „ტრადიციული სათნოების“ კეთილხმოვანი სახელით აღწერენ. თუმცა, დასავლეთში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და კანადა, თუ დაინახავ, რომ ქურდი რაღაცას იპარავს, დაუყოვნებლივ დაიჭერ მას და დაელოდები პოლიციის მოსვლას მის დასაპატიმრებლად, მაშინ ეს არასწორია, ეს კანონის დარღვევაა. ეს იმიტომ ხდება, რომ შენ მხოლოდ რიგითი მოქალაქე ხარ და არა სამართალდამცავი და არ გაქვს ვინმეს დაკავების უფლება; დაკავების უფლება მხოლოდ პოლიციას აქვს. როდესაც ხედავ, რომ ქურდი რაღაცას იპარავს, შეგიძლია შეატყობინო პოლიციას, მაგრამ თავად არ შეგიძლია ქურდის დაკავება. თუ თვითნებურად დააკავებ ქურდს, მაშინ უკანონოდ მოქმედებ — ასეთია კანონი დასავლეთში. დასავლეთში ჩინელების „ტრადიციული სათნოების“ პრაქტიკაში გამოყენება მიზანშეწონილი არ არის; დასავლეთს თავისი კანონები აქვს. თუ დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში ქუჩაში წაქცეულ ადამიანს დაინახავ, რას ადგენს კანონი? უნდა მიხვიდე და ჰკითხო: „კარგად ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდება?“ თუ ადამიანი იტყვის, რომ დახმარება არ სჭირდება, მაშინ შეგიძლია წახვიდე. თუ დაინახავ, რომ ვიღაც წაიქცა, მაგრამ არ ჰკითხავ, კარგად არის თუ არა ან არ შეამოწმებ მის მდგომარეობას და უბრალოდ გზას გააგრძელებ, მაშინ კანონს არღვევ. თუ ასეთ სიტუაციას ჩინეთში წააწყდები, ეს შეიძლება თაღლითობა იყოს და არაფერი დაგიშავდება, თუ ყურადღებას არ მიაქცევ. თუ ჰკითხავ: „კარგად ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდება?“ შეიძლება პრობლემები შეგექმნას შენთვის, იმ ადამიანმა შეიძლება მოგატყუოს და მერე შეგიძლია დაივიწყო მშვიდი ცხოვრება. რას გეუბნებათ ეს ორი შემთხვევა? განათლება სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა რასას შორის სრულიად განსხვავებულია, ისევე როგორც სოციალური გარემო და სოციალური სისტემები და, რა თქმა უნდა, კანონები და რეგულაციები. როდესაც საქმე საგარეო საქმეებს ეხება, ერთი მხრივ, ამ საქმის შემსრულებელ ადამიანებს ზუსტად უნდა ესმოდეთ ეკლესიის საქმესთან დაკავშირებული კანონები, რეგულაციები და დებულებები, ხოლო მეორე მხრივ, მათ ასევე უნდა გაავრცელონ ცხოვრებისეული საერთო ცოდნა ან სამართლებრივი დებულებები, რომლებიც ძმებმა და დებმა უნდა იცოდნენ. შესაბამისად, ღვთის სახლს აქვს სამუშაო განაწესები ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც მოითხოვს, რომ მისი შემსრულებლები ნებისმიერი ქმედებისას ჯერ ყოველთვის გაეცნონ შესაბამის კანონებსა და სამთავრობო რეგულაციებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აწყდებიან რთულად მოსაგვარებელ საკითხებს, მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია იურისტთან და ბრმად არ მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები ან არ შეიმუშაონ გადაწყვეტილებები ჩინელების აზროვნებისა და ლოგიკის მიხედვით — ეს მოქმედების სულელური და უგუნური გზაა. როგორც კი ამას გაიგებთ, გეცოდინებათ საგარეო საქმეების მნიშვნელობა, თუ რა შედეგებს უნდა მიაღწიოს მან, ისევე როგორც ის, თუ რამდენად აუცილებელია ღვთის სახლისთვის ამ სამუშაო განაწესების შემუშავება. ამ საქმის მასშტაბი არც ისე დიდია, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ იმის უზრუნველყოფა, რომ ამ საქმეში ჩართულ პერსონალს ნათლად ესმოდეს მისი სამუშაო განაწესები. თუ ეს ისეთი რამ არის, რაც ძმებმა და დებმა უნდა იცოდნენ, მაშინ დაეხმარეთ მათ მის გაგებასა და წვდომაში. საგარეო საქმეები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუღებელია, თუ ძმებსა და დებს არ ესმით საზღვარგარეთ მათ ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებული კანონები და რეგულაციები. ღვთის სახლს აქვს კონკრეტული სამუშაო განაწესები იმის შესახებ, თუ რა არის მოთხოვნილი ამ კუთხით, და უბრალოდ აუცილებელია ამის განხორციელება სამუშაო განაწესების საფუძველზე. თუ განსაკუთრებული გარემოება დადგება, ღვთის სახლი შეიმუშავებს საგანგებო გადაწყვეტილებებს. თუ სამუშაო საგარეო საქმეებს უკავშირდება, უნდა გაიაროთ კონსულტაცია საგარეო საქმეთა პერსონალთან და გაიგოთ, რა კონკრეტული განაწესები აქვს ღვთის სახლს ამ სამუშაოსთან დაკავშირებით, ბრმად ნუ დაეყრდნობით თქვენს წარმოსახვას და ნუ გადადგამთ გაუაზრებელ ნაბიჯებს. ამგვარად მოქმედება, სავარაუდოდ, პრობლემებს გამოიწვევს და შედეგები წარმოუდგენელი იქნება. საგარეო საქმეები ასევე კონკრეტული საქმეა, ის არ არის რთული და უნდა შეგეძლოთ კონკრეტული სამუშაო საკითხების უმეტესობის პოვნა სამუშაო განაწესებში. როდესაც ადამიანები პირველად იწყებენ საგარეო საქმეების შესრულებას საზღვარგარეთ, ეს შეიძლება გარკვეულწილად რთულად მოეჩვენოთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი პოულობენ კანონზომიერებებსა და მეთოდებს და ეს აღარ ჩანს ისეთი რთული. თავდაპირველად, საზღვარგარეთ წასულ ჩინელებს უჩიოდნენ ნაგვის დაყრის, ღამით ძალიან გვიან დაძინების, დილით ძალიან ადრე გაღვიძების, ძაღლების ყეფით ხალხის შეწუხების, აივნებზე ტანსაცმლის გაფენისა და არასწორი პარკირების გამო — მათ ბევრი რამის გამო უჩიოდნენ. საბოლოოდ, მათზე ბევრჯერ შევიდა საჩივარი, პოლიცია ყოველთვის აკაკუნებდა მათ კარზე მითითებების მისაცემად და მხოლოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ გააცნობიერეს, რომ ისინი საზღვარგარეთ იყვნენ და არა ჩინეთში. ნელ-ნელა ისინი ფრთხილები გახდნენ, გაუჩნდათ კანონის გარკვეული ცოდნა და გაიგეს ზოგიერთი წესი ცხოვრების, მუშაობის, ავტომობილის მართვისა და ა.შ. შესახებ. როდესაც ჩინელები პირველად წავიდნენ საზღვარგარეთ, მათ მხოლოდ გარკვეული ელემენტარული ეტიკეტი ესმოდათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარემართათ საკუთარი თავი და არ ჰქონდათ ელემენტარული ცოდნა სამართლებრივი საკითხების უმეტესობის შესახებ; ისინი გარეული ცხოველებივით იყვნენ, კანონის უზენაესობის ყოველგვარი ცნობიერების გარეშე. რამდენიმე წლის შემდეგ მათ შეიძინეს გარკვეული ცოდნა და გაიგეს ზოგიერთი წესი, თითქოს მოშინაურებულნი იყვნენ, და ცოტათი გამოსწორდნენ.

IX. ეკლესიის კეთილდღეობა

მეცხრე პუნქტი, ეკლესიის კეთილდღეობა. ადრე ღვთის სახლმა შეიმუშავა სამუშაო განაწესები ეკლესიის კეთილდღეობასთან დაკავშირებით და თუ მათ, ვინც სრულ განაკვეთზე ასრულებს მოვალეობას, ასევე მათ ოჯახებს ესაჭიროებათ დახმარება თავის გასატანად, ეკლესიის წინამძღოლებმა უნდა მოაგვარონ ეს პრობლემები. კონკრეტული განხორციელების გეგმები და პრინციპები მოცემულია ამ სამუშაო განაწესებში და ღვთის სახლმა წარმოადგინა შესაბამისი განცხადებები და დადგენილებები. რაც შეეხება იმ და-ძმებს, რომლებიც ღვთისადმი რწმენის გამო დააპატიმრეს, რამაც მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაში სირთულეები გამოიწვია; მშობლებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სახლიდან შორს ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და არავინ ჰყავთ მათი შვილების მოსავლელად და ავადმყოფ და-ძმებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს, ეკლესია უნდა დაეხმაროს და მოაგვაროს ეს და სხვა მსგავსი სირთულეები. ამ სამუშაოსთან დაკავშირებით არსებობს ერთი განსაკუთრებული გარემოება, კერძოდ, როდესაც გარკვეული ოჯახები აკმაყოფილებენ და-ძმების საკუთარ სახლებში მასპინძლობის პირობებს, მაგრამ არ აქვთ შემოსავლის წყარო — როგორ უნდა მოგვარდეს და-ძმების მასპინძლობის ხარჯები? ეს ეკლესიის კეთილდღეობის საქმეს განეკუთვნება. ამასთან დაკავშირებული დადგენილებები მოცემულია სამუშაო განაწესებში. წინამძღოლებსა და მუშაკებს ასევე შეუძლიათ, ადგილობრივი ვითარების შესაბამისად, გონივრულად გაანაწილონ ეკლესიის რესურსები მასპინძლობის საქმის განსახორციელებლად — ეკლესიას ყოველივე ამისთვის კონკრეტული დადგენილებები აქვს. თუ ამ კონკრეტული დადგენილებების ფარგლებს მიღმა რაიმე განსაკუთრებული გარემოება წარმოიქმნება, მაშინ წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ იქონიონ თანაზიარება. განიხილონ ეს საკითხი და შეიმუშაონ კონკრეტული, გონივრული განკარგულებები ადგილობრივი ნორმალური ცხოვრების სტანდარტების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ფართომასშტაბიანი საქმე და არც ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა, ეს არის საქმე, რომელიც წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის სფეროში შედის და მისი უგულებელყოფა დაუშვებელია. თუ არავინაა ისეთი, ვისაც თავის გასატანად მხარდაჭერა ან ფინანსური დახმარება სჭირდება, მაშინ წინამძღოლებსა და მუშაკებს არ სჭირდებათ, საგანგებოდ ეძებონ ასეთი ადამიანები. თუ არსებობენ ასეთი ადამიანები, მაშინ წინამძღოლები და მუშაკები არ უნდა მოერიდონ მათ; მით უმეტეს დაუშვებელია მათი უგულებელყოფა, გულხელდაკრეფილად ჯდომა ან თავის მოჩვენება, თითქოს ვერ ამჩნევენ მათ. მათ პრინციპების შესაბამისად უნდა იმოქმედონ — ეს მათი პასუხისმგებლობაა.

X. საგანგებო გეგმები

მეათე პუნქტი, საგანგებო გეგმები. საგანგებო გეგმები ეხება იმ განსაკუთრებულ საკითხებს, რომლებიც ღვთის სახლის საქმის ნებისმიერ ნაწილში წარმოიქმნება. მიუხედავად იმისა, სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემები სახარებისეულ საქმეში იჩენს თავს, ადმინისტრაციულ საქმეში თუ პროფესიულ საქმეში, ან თუ განიხილება საქმე, რომელიც ანტიქრისტეებს ან ცრუ წინამძღოლებს ეხება, ან თუ გამოვლინდება რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, ყოველივე ეს საგანგებო გეგმების კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, თუ ვინმე იწვევს ჩაშლასა და არეულობას ან თუ ანტიქრისტე თვითნებურად და დიქტატორულად მოქმედებს და საკუთარი სამეფოს დაარსებას ცდილობს და ა.შ., როგორც კი ღვთის სახლი აღმოაჩენს, რომ ღირს რომელიმე ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმისთვის სამუშაო განაწესის შემუშავება, იგი შესაბამის წერილობით შეტყობინებას გამოსცემს. საგანგებო გეგმები ეფუძნება გარკვეულ საგანგებო სიტუაციებს, რომლებიც იმ დროს ეკლესიაში ხდება და ზემდგომი ქმნის კონკრეტულ სამუშაო განაწესებს გარემოებათა სიმძიმის მიხედვით, შემდეგ კი გამოსცემს და აცნობებს მათ. კონკრეტული გეგმა შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ საქმეს, რომელიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ; თუკი მისი განკარგვა ხდება ზემდგომის მიერ და წინამძღოლებსა და მუშაკებს ზემდგომისგან მოეთხოვებათ მისი შესრულება, მაშინ წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გამოსცენ და შეასრულონ იგი ზემდგომის სამუშაო განაწესების შესაბამისად. ისინი არ უნდა მოეკიდონ ამ სამუშაო განაწესებს არასერიოზულად. როდესაც ზემდგომი შეიმუშავებს ამგვარ სამუშაო განაწესებს, ისინი არ ჩამოუვარდება არცერთ ადმინისტრაციულ საქმეს ან რაიმე კონკრეტულ პროფესიულ საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო განაწესები მხოლოდ დროებითია, წინამძღოლებმა და მუშაკებმა მაინც უნდა გამოსცენ, აცნობონ, შეასრულონ და თვალყური ადევნონ მათ, როგორც ოფიციალურ სამუშაო განაწესებს და მოგვიანებით ჩააბარონ ანგარიში და მოახსენონ ზემდგომს — ეს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. საგანგებო გეგმები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული საქმისკენ, ანუ ნებისმიერ დროს ზემდგომი დაავალებს ამოცანას, წამოაყენებს მოთხოვნას ან მისცემს სამუშაო განაწესს ყველა დონის წინამძღოლს ყველა სფეროში და წინამძღოლებმა და მუშაკებმა არ უნდა უგულებელყონ ამგვარი საქმე. ვინაიდან ისინი სამუშაო განაწესებია და გაიცემა ყველა დონის წინამძღოლისთვის და ყველა სფეროსთვის, ისინი წარმოადგენს საქმეს, რომელიც წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობის სფეროში შედის. წინამძღოლები და მუშაკები გულხელდაკრეფილნი არ უნდა ისხდნენ ან არ უნდა ახარისხონ საქმე მასშტაბის მან იმის მიხედვით, ევალებათ თუ არა ეს საქმე მათ, ან არ უნდა დაიწყონ ზემდგომის ტონისა და გადაუდებლობის გამოცნობა სამუშაო განაწესებში იმისთვის, რომ განსაზღვრონ, განახორციელონ თუ არა ისინი დროულად. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, ნაცვლად ამისა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ ეს საქმე ისე, როგორც ოფიციალურ საქმეს შეასრულებდნენ და ბოლომდე მიიყვანონ ის, როგორც მნიშვნელოვანი დავალება და მისია — ეს წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებულ გარემოებებში არსებობს საგანგებო გეგმები და ეს არის საქმე, რომელიც განსაკუთრებულ კონტექსტში ხორციელდება. როდესაც გარკვეული კონკრეტული და განსაკუთრებული მოვლენები ხდება, ზემდგომი გამოიყენებს ამ კონტექსტებსა და მოვლენებს, რათა წინამძღოლებმა და მუშაკებმა ან და-ძმებმა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჭეშმარიტების გამოყენებით უფრო პრაქტიკულად ამოიცნონ ადამიანები და საგნები, ისწავლონ ადამიანებისა და საგნების ნამდვილი ბუნების დანახვა და მიაღწიონ ჭეშმარიტების უკეთეს გაგებას. ამის მიზანია, ადამიანებს შეეძლოთ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ამოცნობა. გარდა ამისა, ეს იმისთვის კეთდება, რომ და-ძმებს ჰქონდეთ მშვიდი, შესაფერისი და შეუფერხებელი გარემო თავიანთი საეკლესიო ცხოვრებისთვის. სხვა მხრივ, ეს იმისთვის კეთდება, რომ ადამიანებმა დროულად ისწავლონ სხვადასხვა გაკვეთილი და მიიღონ წვრთნა. ამგვარად ერთხელ გაწვრთნის შემდეგ ადამიანები თავიანთ ცხოვრებაში უდიდეს პროგრესს მიაღწევენ. ეს არის გზა, რომლითაც ზემდგომი წვრთნის ყველა დონის წინამძღოლსა და მუშაკს და და-ძმებს, განსაკუთრებით კი იმ და-ძმებს, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძიებენ. ამაში არავითარი ბოროტგანზრახულობა არ არის, ზემდგომი არ ტანჯავს ადამიანებს და არც არსაიდან ქმნის დიდ პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანგებო გეგმებია, რომლებიც დროებითი სამუშაო განაწესებია, ისინი მაინც მნიშვნელოვანი და ღირებულია და ვიმედოვნებ, რომ ყველა დონის წინამძღოლსა და მუშაკს და და-ძმებს შეუძლიათ ამის გაგება და მათთან სწორად მიდგომა.

ჩვენ ჩამოვთვალეთ სამუშაო განაწესების სულ 10 პუნქტი და მე ძირითადად დავასრულე ამ 10 პუნქტზე თანაზიარება. მათზე ძალიან დეტალურად არ მისაუბრია, მაგრამ ის, რაც გაგიზიარეთ, საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ და ჩაწვდეთ, კონკრეტულად რა არის სამუშაო განაწესები და რა კონკრეტულ საქმეს ასრულებს ღვთის სახლი. სხვა მხრივ, ამ კონკრეტული პუნქტების მეშვეობით თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა გაიგოთ, თუ კონკრეტულად რას აკეთებს ღმერთი ეკლესიაში და მის მიერ რჩეულთა შორის. ღვთის სახლის საქმე არ გულისხმობს რაიმე საწარმოს მართვას, პოლიტიკაში ან ადამიანის უფლებების სფეროში ჩართვას და არც რაიმე კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობას. საქმის ის პუნქტები, რომლებსაც ღვთის სახლი ასრულებს, სწორედ სამუშაო განაწესებშია მოცემული. შესაბამისად, ზოგიერთი მმართველი პარტია და სოციალური ინსტიტუტი მუდმივად აკვირდება, იკვლევს და სწავლობს, თუ რა ხდება ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესიაში და შესაძლოა ამის გამოკვლევით — ღვთის სახლის ვიდეოებისა და ვებსაიტების ნახვით — ისინი დარწმუნდნენ, რომ ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია ჭეშმარიტი რწმენაა და რომ იგი არ არის ჩართული არცერთი ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ყოვლისშემძლე ღვთის ეკლესია მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) სასტიკ ჩაგვრასა და თავდასხმებს, თუმცა იგი მაინც განაგრძობს სახარების ქადაგებას და ღვთისთვის მოწმობის გაცემას; მან ინტერნეტში გაავრცელა ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება და ყოველგვარი დამოწმების ვიდეოები, რითაც ადამიანურ საზოგადოებას უდიდესი და მრავალრიცხოვანი სიკეთე მოუტანა და სრულად დაადასტურა, რომ ღმერთი განუწყვეტლივ გამოხატავს ჭეშმარიტებას და იხსნის კაცობრიობას უკანასკნელ დღეებში. ისინი იკვლევენ და იკვლევენ და რა შედეგს იღებენ თავიანთი კვლევიდან? განა საშინლად იმედგაცრუებულნი არ რჩებიან? ისინი იმაზეც კი ფიქრობდნენ, თუ რა ბერკეტი გამოეყენებინათ ჩვენი ეკლესიისთვის „სექტის“ იარლიყის მისაწებებლად და ეკლესიის ანტიპარტიულ და ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციად გამოსაცხადებლად. მაგრამ ახლა ხედავენ, რომ ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ეკლესიის მიერ წლების განმავლობაში გამოცემული სამუშაო განაწესებიდან გამომდინარე მათ არავითარი გზა არ აქვთ ეკლესიისთვის ამ იარლიყების მისაწებებლად და მათი კვლევა სრულიად ამაო აღმოჩნდა. ეს ზუსტად იმის მსგავსია, როდესაც იუდეველები იკვლევდნენ უფალ იესოს იმ დღეებში. მწიგნობრები, ფარისევლები და მთავრობის მაღალჩინოსნები ამოწმებდნენ იმას, რასაც უფალი იესო ამბობდა და აკეთებდა და აღმოაჩინეს, რომ არაფერი, რასაც იგი აკეთებდა, ეწინააღმდეგებოდა კანონს ან პოლიტიკას, რომ ყველაფერი, რასაც უფალი იესო ამბობდა და აკეთებდა, იყო მართალი, იყო ჭეშმარიტება და სრულად შეესაბამებოდა წმინდა წერილს და საბოლოოდ ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ. რელიგიური სამყარო ახლა ხედავს, რომ ღვთის სახლი ქმნის სულ უფრო მეტ ფილმსა და გამოცდილებითი დამოწმების ვიდეოს და განსაკუთრებით იზრდება ღვთის სიტყვების წიგნებისა და წაკითხული ჩანაწერების რაოდენობა და რას ფიქრობენ ისინი? თუ მათ არ შეუძლიათ დაინახონ, რომ ყოველივე ეს ღვთისგან მოდის, მაშინ ისინი მართლაც წარმოუდგენლად სულელები არიან! ის, რაც ღვთისგან მოდის, აუცილებლად უნდა აყვავდეს — ეს სულიწმიდის საქმის შედეგია და ამის დამალვა არავის ძალუძს. ღვთის სიტყვები ახლა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მის მიერ გამოხატული ჭეშმარიტებანი მთელი კაცობრიობის წინაშეა გადაშლილი. ღვთის გამოჩინება და საქმე ძლევამოსილად მიიწევს წინ, არცერთ ერსა თუ ძალას არ შეუძლია, მას წინ აღუდგეს. დიდი წითელი დრაკონი უკვე სრულად შერცხვენილი და დამარცხებულია! როგორც არ უნდა გმობდეს მას რელიგიური სამყარო, მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ღვთის საქმეს და საბოლოოდ, ისინი მხოლოდ მოკვეთილნი და შთანთქმულნი იქნებიან მისი მძლავრი ტალღის მიერ.

მე ახლა დავასრულე თანაზიარება სამუშაო განაწესების პუნქტებზე. განა ის, რაზეც თანაზიარება მქონდა, არ არის მთელი ის საქმე, რომელსაც ღვთის სახლი ასრულებს? ეს საქმე არის ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ, რასაც საკუთარი ყურით ისმენთ და რასაც თქვენ პირადად განიცდით და შეიგრძნობთ — მასში არაფერია საიდუმლო. დიდ წითელ დრაკონს აქვს წლების განმავლობაში დაგროვილი ეკლესიის ყველა სამუშაო განაწესი — სამუშაო განაწესები, რომლებსაც ისინი ფლობენ, მრავალრიცხოვანი და ყოვლისმომცველია. ისინი ყოველდღე სწავლობენ მათ, სწავლობენ და სწავლობენ, სანამ საბოლოოდ ამ დასკვნამდე არ მივლენ: „თუ ეს ხალხი მუდმივად გაავრცელებს ღვთის სიტყვებს და ამგვარად გასცემს მოწმობას ღვთის საქმეზე, მაშინ ეს საშინელება იქნება! ყველა ეს ადამიანი უნდა განადგურდეს და ისინი არ უნდა იქნან დანდობილი მაშინაც კი, თუ საზღვარგარეთ გაიქცევიან“. შენ ხედავ, ეშმაკნი არ არიან ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანების მსგავსნი — ისინი ბოლომდე შეეწინააღმდეგებიან ღმერთს. თუ ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანები ხედავენ ეკლესიის დამოწმებებს, მათ შეუძლიათ მათი გაგება, ისინი ფიქრობენ, რომ ისინი გონივრულია და არავითარ დევნას არ განახორციელებენ. თუმცა, სატანა და ეშმაკნი ასეთები არ არიან. როდესაც ისინი ხედავენ, რომ შენ მიჰყვები ღმერთს და მოწმობას გასცემ ღვთისთვის, მათ სძულხარ შენ, სურთ შენი მოკვლა და არ გაძლევენ სიცოცხლის უფლებას. თუ შენ არ აკეთებ იმას, რასაც ისინი ამბობენ და თაყვანს არ სცემ მათ, მაშინ ისინი არასოდეს შეგეშვებიან და არ მოგცემენ სიცოცხლის საშუალებას. ისინი სასიკვდილოდ დაგიწყებენ დევნას, სადაც არ უნდა წახვიდე; დედამიწის დასალიერშიც რომ წახვიდე, ისინი მაინც არ დაგანებებენ თავს. სწორედ ამას აკეთებს დიდი წითელი დრაკონი. ეს არის სატანის ბოროტება და იგი განსხვავდება ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანებისგან. თქვენ ნათლად უნდა გესმოდეთ ეს საკითხი.

როგორ გადმოვცეთ ზუსტად და განვახორციელოთ სამუშაო განაწესები

I. როგორ უნდა მოხდეს სამუშაო განაწესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

სამუშაო განაწესების ეს 10 პუნქტი წარმოადგენს იმ განსხვავებული საქმის ფარგლებსა და შინაარსს, რომელსაც ღმერთი ასრულებს ეკლესიაში და ღვთის რჩეულ ხალხთა შორის. ამ საქმის შინაარსისა და ფარგლების გაგება ეხმარება ღვთის რჩეულ ხალხს, ზედამხედველობა გაუწიონ წინამძღოლებსა და მუშაკებს ამ საქმის კარგად შესრულებაში. სხვა მხრივ, ეს ძირითადად ეხმარება წინამძღოლებსა და მუშაკებს, რათა გაიგონ და ჩაწვდნენ თავიანთი პასუხისმგებლობების სფეროს, იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულონ და იმ პასუხისმგებლობებს, რომლებიც უნდა იტვირთონ და ჰქონდეთ ზუსტი განმარტება წოდებისა „წინამძღოლები და მუშაკები“. რა არის წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები? როგორი მსგავსება უნდა გამოავლინონ მათ ცხოვრებაში? უნდა ჰგავდნენ თუ არა ისინი სახელმწიფო მთავრობის ოფიციალურ პირებს? (არა.) „წინამძღოლები და მუშაკები“ არ არის ოფიციალური თანამდებობა ან წოდება. ადამიანმა უნდა გაიგოს, ვინ არიან წინამძღოლები და მუშაკები მათ მიერ შესრულებული მოვალეობებიდან და ღმერთის მიერ მათზე დაკისრებული მისიიდან და იმ სტანდარტებიდან გამომდინარე, რომლებსაც იგი მოითხოვს მათგან. ამგვარად, ადამიანს შეექმნება ტერმინ „წინამძღოლები და მუშაკების“ შედარებით კონკრეტული გაგება და უფრო ნათელი გახდება მისთვის წინამძღოლებისა და მუშაკების განმარტება. რა არის ის მინიმალური პასუხისმგებლობები, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ? მათ ზუსტად უნდა გადასცენ, გამოსცენ და შეასრულონ თითოეული სამუშაო განაწესი ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად, როგორც ეს მეცხრე პუნქტშია აღნიშნული. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ასპექტს ეხება სამუშაო განაწესი, თუკი ის წინამძღოლებისა და მუშაკების მეშვეობით გადაიცემა, მათ დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად უნდა გადასცენ ის ეკლესიებს მას შემდეგ, რაც სრულად და ზუსტად გაიგებენ მის შინაარსს. რაც შეეხება მათ, ვისაც სამუშაო განაწესები გადაეცემა: თუ ღვთის სახლი მოითხოვს, რომ სამუშაო განაწესები გადაეცეს ყველა დონის წინამძღოლსა და მუშაკს, მათ შორის მქადაგებლების, ეკლესიის წინამძღოლებისა და ეკლესიის დიაკვნების დონეზე მყოფ ადამიანებს, მაშინ ისინი სწორედ ამ დონის ადამიანებამდე უნდა იქნას დაყვანილი და სულ ეს არის; თუ სამუშაო განაწესები თითოეულ და-ძმას უნდა გადაეცეს, მაშინ ისინი თითოეულ და-ძმას უნდა გადაეცეს ღვთის სახლის მოთხოვნების მკაცრი დაცვით. თუ გარემოება ხელს არ უწყობს სამუშაო განაწესების წერილობითი ფორმით გადაცემას და ამან შეიძლება უსაფრთხოების რისკები ან კიდევ უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს, მაშინ სამუშაო განაწესების მნიშვნელოვანი და ძირითადი შინაარსი ზეპირად უნდა გადაეცეს თითოეულ ადამიანს სიზუსტით. მაშ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რათა სამუშაო განაწესები გადაცემულად ჩაითვალოს? თუ სამუშაო განაწესები წერილობით გადაიცემა, უნდა დადასტურდეს, რომ ყველამ მიიღო ისინი, რომ ყველამ იცის მათ შესახებ და რომ ყველა სერიოზულად უდგება მათ; თუ ისინი ზეპირად გადაიცემა, მაშინ მათი გადაცემის შემდეგ ადამიანებს არაერთხელ უნდა ჰკითხონ, ნათლად ესმით თუ არა და ახსოვთ თუ არა ისინი და შეიძლება ისიც კი ეთხოვოთ მათ, რომ გაიმეორონ სამუშაო განაწესები — მხოლოდ ამგვარად შეიძლება ჩაითვალოს სამუშაო განაწესები ჭეშმარიტად გადაცემულად. თუ ადამიანებს შეუძლიათ გაიმეორონ და ნათლად ჩამოაყალიბონ, რა არის ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი პრინციპები და რა არის მათი კონკრეტული შინაარსი, ეს ამტკიცებს, რომ სამუშაო განაწესები უკვე აღიბეჭდა მათ გონებაში, რომ მათ დაიმახსოვრეს და ნათლად ესმით განაწესები. მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამუშაო განაწესები ჭეშმარიტად გადაცემულად. თუ პირობები, გარემო და სხვა მსგავსი ფაქტორები ხელსაყრელია სამუშაო განაწესების წერილობით გადასაცემად, მაშინ ისინი აუცილებლად წერილობით უნდა გადაიცეს; თუ მათი წერილობით გადაცემა შეუძლებელია, რადგან გარემო ამის საშუალებას არ იძლევა და ნაცვლად ამისა ზეპირად უნდა გადაიცეს, მაშინ უნდა დადასტურდეს, რომ ზეპირად გადაცემული ზუსტად ემთხვეოდეს სამუშაო განაწესებს, რომ ისინი არ დამახინჯდეს, არ დაემატოს პირადი გაგება და ორიგინალური ტექსტი იყოს გადმოცემული — მხოლოდ ამგვარად შეიძლება ჩაითვალოს სამუშაო განაწესები ჭეშმარიტად და ზუსტად გადაცემულად. სამუშაო განაწესები სრულად უნდა გადაიცეს მათი კონკრეტული ფორმულირების მიხედვით; ისინი არ უნდა გადაიცეს უპასუხისმგებლოდ ან დამახინჯებული თუ აბსურდული ინტერპრეტაციებით, რომლებიც ეფუძნება ადამიანების პირად გაგებას, წარმოდგენებსა და ფანტაზიებს. რაც შეეხება მათ ზუსტად გადაცემას, ადამიანებს უნდა ესმოდეთ სამუშაო განაწესების გადაცემის სიმკაცრის დონე; ანუ, მათი გადაცემა ზუსტად უნდა მოხდეს. ზოგიერთი ამბობს: „უნდა გადავცეთ თუ არა ისინი ტექნიკური სიზუსტით?“ არა, ამის საჭიროება არ არსებობს. ტექნიკური სიზუსტე ის არის, რაც მოწყობილობებისგან მოითხოვება; თუ ადამიანებს უბრალოდ შეუძლიათ მათი შინაარსობრივად ზუსტად გადაცემა, ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. მაგალითად, საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებით, ღვთის სახლის სამუშაო განაწესები მოითხოვს ღვთის რჩეული ხალხისგან, ჭამონ და სვან ღვთის სიტყვები ღვთის შეცნობის შესახებ — ადვილია ამის გადაცემა? (დიახ.) სამუშაო განაწესები აძლევს ადამიანებს ჩარჩოს და მათ შეუძლიათ წაიკითხონ ღვთის ყველა ეს შესაბამისი სიტყვა. თუმცა, თუ ვინმე არასწორად განმარტავს სამუშაო განაწესებს, ამატებს თავის პირად გაგებას, წარმოდგენებსა და ფანტაზიებს და გადასცემს ზედმეტ სიტყვებს, განა ეს არ ნიშნავს, რომ მან გადაუხვია სამუშაო განაწესებს? ზუსტად გადასცემს ის სამუშაო განაწესებს? (არა.) ის გადასცემს სამუშაო განაწესებს საკუთარი დანამატებით — ეს სრული აბსურდია. ადამიანმა რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს ზემდგომისგან მიღებული თითოეული სამუშაო განაწესი და ნათლად გაიგოს მისი სწორი მნიშვნელობა, ამ სამუშაო განაწესის გამოცემის არსი და ის, თუ რა შედეგების მიღწევას ემსახურება იგი და შემდეგ გამოძებნოს ზემდგომის მიერ განკარგული კონკრეტული საქმის პრაქტიკაში განხორციელების სწორი გზა ნებისმიერი შეცდომის თავიდან ასარიდებლად. ამ საკითხებზე თანაზიარებისა და მათი გაგების შემდეგ სამუშაო განაწესის გადაცემა სრულიად ზუსტი იქნება. პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, არის სამუშაო განაწესების მიწოდება სამწყსო არეალების წინამძღოლებისა და მუშაკების მიერ ყველა სხვა დონის წინამძღოლისა და მუშაკისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, საბოლოოდ გადასცემენ მათ თითოეულ ეკლესიაში არსებული თითოეული გუნდის ზედამხედველს. შემდეგ ღვთის სახლის სამუშაო განაწესებთან დაკავშირებით რამდენჯერმე უნდა გაიმართოს თანაზიარება შეკრებებზე, რათა ღვთის ყველა რჩეულმა გაიგოს ისინი და იცოდეს, როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში — მხოლოდ ამ შედეგის მიღწევისას შეიძლება ჩაითვალოს ისინი გადაცემულად. სამუშაო განაწესები უნდა გადაიცეს ღვთის სახლის მიერ მოთხოვნილი მეთოდისა და ფარგლების შესაბამისად. რა თქმა უნდა, გადაცემული შინაარსი უნდა იყოს ზუსტი და არ შეიცავდეს შეცდომებს. წინამძღოლებმა და მუშაკებმა თვითნებურად არ უნდა განმარტონ ისინი არასწორად და არ უნდა დაამატონ საკუთარი იდეები — ეს არ არის მათი ზუსტად გადაცემა და წარმოადგენს წინამძღოლის ან მუშაკის პასუხისმგებლობების შეუსრულებლობას. სწორედ ასე უნდა გვესმოდეს სამუშაო განაწესების ზუსტად გადაცემა და განხორციელება.

რა უნდა გააკეთონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა, თუ ისინი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, როგორ გადასცენ ზუსტად სამუშაო განაწესები? ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი და ადვილი მეთოდი. მას შემდეგ, რაც წინამძღოლები და მუშაკები მიიღებენ სამუშაო განაწესებს, მათ ჯერ თანაზიარება უნდა იქონიონ ამ სამუშაო განაწესებზე სხვა წინამძღოლებთან და მუშაკებთან, უნდა ნახონ, თუ რამდენ კონკრეტულ პუნქტს მოითხოვს ზემდგომი ამ სამუშაო განაწესებისთვის და სათითაოდ ჩამოთვალონ ისინი. შემდეგ ამ სამუშაო განაწესებზე დაყრდნობით, მათ უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ეკლესიის რეალური ვითარება, როგორიცაა სახარებისეული საქმის, სხვადასხვა სახის პროფესიული საქმისა და საეკლესიო ცხოვრების გარემოებები, ასევე ყველა სხვადასხვა ტიპის ადამიანის სულიერი მონაცემები და ოჯახური პირობები და ა.შ. ყოველივე ამის გათვალისწინებით უნდა დაინახონ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს საქმეები. თანაზიარების მეშვეობით ყველა წინამძღოლი და მუშაკი უნდა მივიდეს სამუშაო განაწესების იდენტურ და ზუსტ გაგებამდე და უნდა ჰქონდეს მათი გადაცემის შესაბამისი მეთოდები — მხოლოდ ამგვარად გადაიცემა სამუშაო განაწესები ზუსტად. თუ წინამძღოლი ან მუშაკი მიიღებს სამუშაო განაწესებს და, იმის ცოდნის გარეშე, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ისინი, ბრმად შეკრებს და-ძმებს და გამოსცემს და გადასცემს მათ, იქნება თუ არა ეს მართებული? ამის შედეგი ის იქნება, რომ სამუშაო განაწესების გადაცემიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ თითოეულ ეკლესიაში მათი განხორციელებისას გამოვლინდა გადაცდომები და მხოლოდ მაშინ, როდესაც წინამძღოლი ან მუშაკი ყურადღებით გაეცნობა სამუშაო განაწესებს, აღმოაჩენს, რომ სამუშაო განაწესები გადაცდომებით იქნა გადაცემული. იმ წინამძღოლს ან მუშაკს თავის დროზე კეთილსინდისიერად რომ წაეკითხა და თანაზიარება ჰქონოდა სამუშაო განაწესებთან დაკავშირებით, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მისი წამიერი სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო, მან გამოიწვია მრავალი შეცდომა და გადაცდომა ეკლესიის საქმეში და შემდგომში მას მოუწევს მათი გამოსწორება. ეს მატებს სრულიად არასაჭირო ზედმეტ ნაბიჯს და იწვევს დროის კარგვას. აჯობებდა, მას პირდაპირ და ნათლად ჰქონოდა თანაზიარება სამუშაო განაწესებთან დაკავშირებით და შემდეგ სათითაოდ გადაეცა და განეხორციელებინა ისინი. განა შეცდომა არ არის, როდესაც საქმე კარგად არ სრულდება? (დიახ.) შესაბამისად, არსებობს ნაბიჯები სამუშაო განაწესების ზუსტად გადასაცემად. წინამძღოლებსა და მუშაკებს ჯერ უნდა ჰქონდეთ სამუშაო განაწესების კონკრეტული შინაარსის ჭეშმარიტი წვდომა და ზუსტი გაგება და შემდეგ გონებაში უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი განხორციელების კონკრეტული გეგმები, განხორციელების მეთოდები და განხორციელებისთვის მიზნობრივი პირები — მხოლოდ ამგვარად შეიძლება სამუშაო განაწესების ზუსტად გადაცემა. არის თუ არა მართებული, თუ წინამძღოლები და მუშაკები ბრმად გამოსცემენ და გადასცემენ სამუშაო განაწესებს, როდესაც მათ მხოლოდ არასრულად ესმით ისინი, მხოლოდ ეჩვენებათ, რომ ესმით, ბუნდოვანი და გაურკვეველია მათთვის, ან უბრალოდ არ ესმით მათში არსებული კონკრეტული მოთხოვნები და შინაარსი? (არა.) შეუძლიათ თუ არა ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს საქმის კარგად შესრულება? აშკარაა, რომ არა. ამრიგად, ისეთ სიტუაციებში, როდესაც და-ძმებმა არ იციან, რა არის სამუშაო განაწესებში მოთხოვნილი კონკრეტული სტანდარტები და პრინციპები ან ზუსტად როგორ უნდა განახორციელონ ისინი, წინამძღოლებსა და მუშაკებს უკვე ექნებათ სამუშაო განაწესების ზუსტი გაგება, ასევე მათი განხორციელების კონკრეტული გეგმები და ნაბიჯები — მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ წინამძღოლებსა და მუშაკებს შეასრულონ პირველი ნაბიჯი, ანუ სამუშაო განაწესების გადაცემა. მას შემდეგ, რაც სამუშაო განაწესები გადაიცემა და ყველა და-ძმა ზუსტად გაიგებს სამუშაო განაწესების შინაარსს და ექნება გარკვეული ცოდნა ღვთის სახლის მიერ ამ საქმის შესრულების მნიშვნელობის, ღირებულებისა და სტანდარტების შესახებ, მაშინ წინამძღოლებმა და მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა იქონიონ თანაზიარება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაანაწილონ ადამიანები და კონკრეტული საქმეები და შეიმუშაონ კონკრეტულ გეგმები, თუ ვინ უნდა განახორციელოს და შეასრულოს ეს საქმე — ეს არის საქმის შესრულების ნაბიჯები. რას ფიქრობთ საქმისთვის ამგვარად თვალყურის დევნებაზე? შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს საქმისთვის მჭიდროდ თვალყურის დევნებად? არის თუ არა ეს საქმისთვის დროულად თვალყურის დევნება? (დიახ.)

II. როგორ განვახორციელოთ სამუშაო განაწესები

საქმე ისე არ არის, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა სამუშაო განაწესის მიღებისთანავე მხოლოდ მისი გააზიარონ და გასცენ ის და ამით ყველაფერი სრულდება. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სამუშაო განკარგულება განხორციელებულად, როგორც კი თითოეულ ეკლესიაში ღვთის რჩეულ ხალხს ეცოდინება მისი გაცემის შესახებ? ეს არ არის სამუშაო განაწესის ჭეშმარიტი შესრულება ან განხორციელება, არც მათი პასუხისმგებლობების აღსრულებაა და არც ის სტანდარტია, რომელსაც საბოლოოდ ღმერთი მოითხოვს. სამუშაო განაწესის გაცნობა და გამოცემა არ არის მიზანი — მიზანი მისი განხორციელებაა. მაშ, კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს სამუშაო განაწესები? წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეკრიბონ ყველა შესაბამისი ზედამხედველი და და-ძმა და ჰქონდეთ მათთან თანაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შესრულდეს საქმე და ამავდროულად შეარჩიონ მთავარი ზედამხედველი და გუნდის წევრები ამ საქმის შესასრულებლად. პირველი, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა საქმის განხორციელებისას უნდა გააკეთონ, არის თანაზიარება — თანაზიარება იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს საქმე პრინციპებისა და ღვთის სახლის ამ სამუშაო განაწესის შესაბამისად და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ისე, რომ ღვთის სახლის ეს სამუშაო განაწესი შესრულდეს და განხორციელდეს. თანაზიარებისას და-ძმებმა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა წამოაყენონ სხვადასხვა გეგმა და საბოლოოდ შეარჩიონ ის გზა, მეთოდი და ნაბიჯები, რომლებიც ყველაზე შესაფერისი და პრინციპებთან ყველაზე მეტად შესაბამისია; მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში და რა — შემდეგ საქმის გეგმაზომიერად წარმართვისთვის. მას შემდეგ, რაც ეს თეორიულად გასაგები გახდება, როდესაც ადამიანებს აღარ ექნებათ რაიმე სირთულე ან წარმოდგენა, როდესაც ისინი აღარ იგრძნობენ წინააღმდეგობას ამ საქმის მიმართ და შეძლებენ, გაიგონ ღვთის სახლის ამ სამუშაო განაწესის მნიშვნელობა და მიზანი, საქმე მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს განხორციელებულად. ასევე, უნდა გადაწყდეს, ვინ არის ყველაზე შესაფერისი და გამოცდილი ამ საქმისთვის, ვის შეუძლია აიღოს ამ საქმეზე პასუხისმგებლობა და ვის აქვს ამ საქმის დასრულების უნარი. უნდა შეირჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს შეასრულებენ, უნდა დადგინდეს განხორციელების გეგმა და დასრულების ვადა და ნათლად უნდა განიმარტოს და მომზადდეს ის რესურსები, მასალები და სხვა მსგავსი რამეები, რაც საქმის დასასრულებლადაა საჭირო — მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს საქმე განხორციელებულად. რა თქმა უნდა, განხორციელებამდე ასევე აუცილებელია კონკრეტული კომუნიკაციისა და განხილვების წარმოება ამ საქმეზე პასუხისმგებელ პირებთან ინდივიდუალურად, უნდა დაესვას მათ კითხვა, შეუსრულებიათ თუ არა ეს საქმე წარსულში და როგორია მათი შეხედულებები და მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. თუ ისინი წარმოადგენენ გარკვეულ გეგმებსა და მოსაზრებებს, რომლებიც პრინციპებს შეესაბამება, მაშინ შესაძლებელია მათი მიღება. გარდა ამისა, თითოეული საქმის განხორციელებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმის აღმოჩენაზე, თუ რამდენი პრობლემა არსებობს რეალურად — ეს ნაბიჯი არ უნდა იქნას უგულებელყოფილი. პრობლემების აღმოჩენის შემდეგ უნდა მოიძებნოს მათი დროულად გადაჭრის გზები და მხოლოდ ყველა არსებული პრობლემის საფუძვლიანად მოგვარების შემდეგ იქნება სამუშაო განაწესი რეალურად განხორციელებული. უფრო მეტიც, განა არ უნდა ეძიოთ, თუ როგორ შეასრულოთ ეს საქმე ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს ღვთის სახლის მიერ დადგენილ პრინციპებს? გარდა ამისა, აქვს თუ არა ღვთის სახლს რაიმე მოთხოვნა ამ საქმის შესრულების დროის თვალსაზრისით, რა ვადაში უნდა დასრულდეს იგი, არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული პირობა პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით და ა.შ., — ეს ყველაფერი ის თემებია, რომლებზეც წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ჰქონდეთ თანაზიარება შესაბამის ზედამხედველებთან. სწორედ ეს ნიშნავს განხორციელებას. განხორციელება არ სრულდება ზეპირი კომუნიკაციით ან თეორიით, არამედ იგი მოიცავს შესაბამისი საქმის რეალურ წინსვლას, ისევე როგორც გარკვეულ კონკრეტულ პრობლემებსა და სირთულეებს, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ეს ყველაფერი ის საკითხებია, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა გაითვალისწინონ ზედამხედველებთან ერთად სამუშაო განაწესის განხორციელებისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტული საქმის შესრულებამდე წინამძღოლებსა და მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ამგვარი თანაზიარება, გაანალიზონ და განიხილონ ეს საკითხები ზედამხედველებთან — სწორედ ეს არის განხორციელება. ეს განხორციელება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობაა და სწორედ ამას უნდა მიაღწიონ წინამძღოლებმა და მუშაკებმა. ამგვარად პრაქტიკაში განხორციელება ნიშნავს რეალური საქმის შესრულებას. დავუშვათ, წინამძღოლი ამბობს: „ამჟამად, არც მე ვიცი, როგორ უნდა შესრულდეს ეს საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში მე ის შენ გადმოგაბარე. მე ასევე გაგაცანი და გადმოგეცი სამუშაო განაწესი და გითხარი ყველა მასთან დაკავშირებული საკითხი. რაც შეეხება იმას, იცი თუ არა, როგორ გააკეთო ის, როგორ შეასრულებ მას, კარგად შეასრულებ თუ ცუდად და რა დრო დაგჭირდება, ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ამ საკითხებს ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამ მოცულობის საქმის შესრულებით მე ჩემი პასუხისმგებლობა აღვასრულე.“ არის ეს ის, რაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა თქვან? (არა.) თუ წინამძღოლი ამას ამბობს, როგორი ადამიანია იგი? ის ცრუ წინამძღოლია. ყოველთვის, როდესაც ზემდგომს აქვს მოთხოვნები და აუცილებელია საქმის შესრულება სამუშაო განაწესების შესაბამისად, ამგვარი ადამიანი მას მთლიანად სხვას აკისრებს და ამბობს: „შენ შეასრულე, მე არ ვიცი როგორ. შენ ისედაც ყველაფერი გესმის. შენ ექსპერტი ხარ, მე კი — არაპროფესიონალი.“ ეს არის „ცნობილი გამონათქვამი“, რომელსაც ხშირად იყენებენ ცრუ წინამძღოლები, ისინი პოულობენ საბაბს და შემდეგ ჩუმად იპარებიან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცრუ წინამძღოლები არ არიან პასუხისმგებლიანები თავიანთ საქმესთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, მათი სულიერი მონაცემები მაღალია თუ დაბალი ან შეესაბამებიან თუ არა ისინი საქმეს, მთავარი ის არის, რომ ისინი არ არიან ყურადღებიანები, გულს არ უდებენ საქმეს და ყოველთვის ზედაპირულად ეკიდებიან მას. ეს უპასუხისმგებლობის გამოვლინებებია. დავუშვათ, წინამძღოლს ან მუშაკს გარკვეულწილად აკლია სულიერი მონაცემები და გამოცდილების სიღრმე, მაგრამ შეუძლია ყურადღებით იმუშაოს და გული დაუდოს საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ საქმეში მიღწეული შედეგები არც ისე დიდია, სულ მცირე, ის პასუხისმგებლიანი ადამიანია, მთელ გულს დებს საქმეში და ძალ-ღონეს არ იშურებს. ის საქმეს კარგად ვერ ასრულებს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულწილად აკლია სულიერი მონაცემები და მცირეა მისი სულიერი ზრდა. თუ გარკვეული დროით საკუთარი თავის გაწვრთნის შემდეგ ის სრულად კომპეტენტური გახდება თავის საქმეში, მაშინ ამგვარი წინამძღოლის კულტივირება უნდა გაგრძელდეს. თუ წინამძღოლს სინდისის ან გონიერების ნატამალიც არ აქვს, მხოლოდ თავის პოზიციას ებღაუჭება, სტატუსის სიკეთეებს ხარბად ესწრაფვის და რეალურ საქმეს საერთოდ არ აკეთებს, მაშინ ის ნამდვილი ცრუ წინამძღოლია, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და აღარასოდეს უნდა მიეცეს დაწინაურების უფლება ან არ უნდა იქნან გამოყენებული. ჭეშმარიტი წინამძღოლი, პასუხისმგებლიანი წინამძღოლი, მთელ თავის ძალისხმევას დებს საქმეში — ის მთელ გონებას უძღვნის მას, პოულობს ყოველგვარ გზას ღვთიური მისიის შესასრულებლად და მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს — ამგვარად, ის ასრულებს თავის პასუხისმგებლობას. ღვთის სახლის სამუშაო განაწესების განხორციელებისას პასუხისმგებლიანი წინამძღოლები ასევე დააკვირდებიან და თვალყურს მიადევნებენ მათი განხორციელების სტატუსს. მოულოდნელი სიტუაციის წარმოშობისას ისინი შეძლებენ საპასუხო ზომებისა და გადაწყვეტილებების მიღებას, ნაცვლად იმისა, რომ გაიპარონ და ხელები დაიბანონ ამ საქმეზე. საქმის ამგვარად განხორციელებას პასუხისმგებლიანობა ჰქვია. როდესაც სამუშაო განაწესი გაიცემა, წინამძღოლებმა და მუშაკებმა ეს საქმე მიმდინარედ ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნიონ და საკუთარ თავზე აიღონ. მათ პირადად უნდა მიადევნონ თვალყური მას, იყვნენ მასზე პასუხისმგებელნი თავიდან ბოლომდე და საქმე მხოლოდ მას შემდეგ დაანებონ თავი მას, რაც ის სწორ გზაზე დადგება და თითოეული გუნდის წინამძღოლს ეცოდინება მისი შესრულება. მაგრამ მისი მიტოვების შემდეგაც წინამძღოლებმა და მუშაკებმა კვლავ უნდა გაიგონ საქმის სტატუსი და დროდადრო შეამოწმონ იგი, მხოლოდ ამგვარად შეიძლება იყოს გარანტირებული, რომ საქმე კარგად შესრულდება. როცა წინამძღოლები და მუშაკები არ ტოვებენ თავიანთ პოზიციებს, თავიდან ბოლომდე შეუპოვრად აგრძელებენ, საქმეს სწორ გზაზე აყენებენ — ამას ეწოდება რეალური საქმის შესრულება. ამ დროის განმავლობაში წინამძღოლებმა და მუშაკებმა ასევე უნდა მიაქციონ ყურადღება და შეისწავლონ სხვა საქმეების მიმდინარეობა. რა სირთულეები ან პრობლემებიც არ უნდა წარმოიშვას საქმეში, წინამძღოლები და მუშაკები სწრაფად უნდა მივიდნენ სამუშაო ადგილზე, რათა უზრუნველყონ მითითებების გაცემა და პრობლემის გადაჭრა. მთავარი წინამძღოლი მტკიცედ უნდა მოჰკიდოს ხელი ყველაზე კრიტიკულ საქმეს და ამავდროულად, აუცილებელია, რომ მან თვალყური მიადევნოს, გაიგოს, შეამოწმოს და ზედამხედველობა გაუწიოს ეკლესიის სხვა საქმეებს და უზრუნველყოს, რომ ყველაფერი ნორმალურად წარიმართოს. რაც შეეხება ყველაზე კრიტიკულ საქმეს, მთავარმა წინამძღოლმა პირადად უნდა იმუშაოს ადგილზე და უხელმძღვანელოს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამუშაოს კრიტიკულ ნაწილებს, მან ნამდვილად არ უნდა დატოვოს სამუშაო ადგილი. თუ ერთი ადამიანი არ არის საკმარისი, სხვა ადამიანი უნდა დაინიშნოს მასთან სათანამშრომლოდ და საქმის წარსამართად — ეს არის ყოველგვარი ძალისხმევის გამოჩენა და საერთო მიზნით გაერთიანება კრიტიკული საქმის კარგად შესასრულებლად. ვინაიდან ღვთის სახლს ყოველ ეტაპსა და დროის მონაკვეთში აქვს ყველაზე კრიტიკული საქმე, თუ მთავარი წინამძღოლი კრიტიკულ საქმეს კარგად ვერ ასრულებს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მის სულიერ მონაცემებშია და იგი უნდა გათავისუფლდეს. მთავარმა წინამძღოლმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ყველაზე კრიტიკული საქმე, მაშინ როცა სხვა წინამძღოლები იმავეს აკეთებენ ჩვეულებრივი საქმისთვის; წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა ისწავლონ საქმის პრიორიტიზაცია მნიშვნელობისა და გადაუდებლობის მიხედვით და როგორ აწონ-დაწონონ დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ წინამძღოლები და მუშაკები შეძლებენ ამ პრინციპების ათვისებას, მაშინ ისინი არიან სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები.

ღვთის სახლში წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობა ახალგაზრდაა, ისინი დამწყებები არიან და საქმის შესასრულებლად იწვრთნებიან, ამიტომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისწავლონ პრინციპების ათვისება. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „განა ღვთის სახლის მოთხოვნები წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ ზედმეტად მაღალი არ არის?“ სინამდვილეში, სულაც არა. როგორ შეიძლება ადამიანებისგან პრინციპების ათვისების მოთხოვნა მაღალი მოთხოვნა იყოს? როგორ შეუძლია ვინმეს ეკლესიის საქმის კარგად შესრულება, თუ მას პრინციპების ათვისება არ შეუძლია? როგორ შეიძლება ვინმე იყოს წინამძღოლი ან მუშაკი, თუ ის საკითხებს პრინციპების გარეშე აგვარებს? პრინციპების ათვისება წინამძღოლებისა და მუშაკებისადმი დადგენილი მოთხოვნაა და არა რიგითი ადამიანებისადმი; თუ ვინმეს არ შეუძლია პრინციპების ათვისება, მაშინ ის საქმეს კარგად ვერ შეასრულებს. ადამიანები, რომლებსაც მეტისმეტად აკლიათ სულიერი მონაცემები, ვერ აკმაყოფილებენ პრინციპებს, ღვთის სახლი მათ კულტივირებას არ მოახდენს და ისინი არც წინამძღოლობისათვის არიან კვალიფიციურები. ზოგიერთი ყოველთვის გრძნობს, რომ წინამძღოლობა რთულია და ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის არის, რომ მათ საერთოდ არ ესმით ჭეშმარიტება და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად; მეორე მიზეზი ის არის, რომ მათ აკლიათ სულიერი მონაცემები, არ იციან რას ნიშნავს საქმის კეთება, არ შეუძლიათ ნათლად ახსნან საქმისთვის დადგენილი პრინციპები და პრაქტიკის გზა და მოძღვრებებზეც კი არ შეუძლიათ ნათლად საუბარი. ასეთი ადამიანები არ არიან შესაფერისები წინამძღოლობისათვის. ვთქვათ, ვინმეს სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია, არ იცის როგორ შეასრულოს საქმე და საერთოდ არ არის ეფექტური თავისი მოვალეობის შესრულებისას — ანუ, საქმეს, რომელსაც ერთი დღე უნდა დასჭირდეს, რამდენიმე დღეს ანდომებს, ხოლო საქმეს, რომელსაც ერთი თვე უნდა დასჭირდეს, ექვს თვეს — ასეთი ადამიანები გამოუსადეგარი და უვარგისები არიან. ადამიანებს, რომელთა სულიერი მონაცემებიც მეტისმეტად ღარიბია, არცერთი მოვალეობის კარგად შესრულება არ შეუძლიათ. ჩემთვის სამართლიანიცაა და გონივრულიც, რომ მქონდეს ასეთი მოთხოვნები ადამიანების მიმართ და ეს ის არის, რისი მიღწევაც წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ. ზოგიერთი გრძნობს, რომ ღვთის სახლის მიერ დადგენილი მოთხოვნები ზედმეტად მაღალია — ეს აჩვენებს, რომ მათი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია, რომ ისინი არ არიან კვალიფიციურნი, იყვნენ წინამძღოლები და მუშაკები და რომ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და გადადგნენ. შენ არ ხარ მზად, რომ იტვირთო წინამძღოლის ან მუშაკის პასუხისმგებლობები და არ ხარ ამისთვის შესაფერისი, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შენ წინამძღოლი ხარ, შენ ხარ ცრუ წინამძღოლი. თუ შენ ერთი საქმის კარგად შესრულებაც კი არ შეგიძლია, როგორ შეძლებ თანადროულად სხვა საქმის მიხედვას? არიან კი ის ადამიანები, რომელთა სულიერი მონაცემებიც მეტისმეტად ღარიბია, წინამძღოლობისა და მუშაკობის ღირსნი? თუ ისინი მოდარაჯე ძაღლზე უკეთესნიც კი არ არიან, მაშინ ისინი არ არიან ღირსნი, რომ ადამიანები ეწოდოთ. როდესაც ძაღლი სახლს დარაჯობს, ის არა მხოლოდ წინა ეზოს, უკანა ეზოსა და ბოსტან დარაჯობს, შეუძლია თვალყური ადევნოს სახლის ქათმებს, ბატებსა და ცხვრებსაც. როგორც კი უცხო ადამიანის მოახლოებას შენიშნავს, ის ყეფას იწყებს — ეზოში არავის უშვებს და იცის, როგორ გააფრთხილოს პატრონი უცხოს მოახლოების შესახებ. ძაღლის გონებაც კი არ არის მარტივი. თუ ვინმეს სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია და ძაღლსაც კი ვერ შეედრება, განა ასეთი ადამიანი უსარგებლო არ არის? ზოგიერთს უყვარს დასვენება და სძულს შრომა, არიან გაუმაძღარნი და ზარმაცნი და სურთ ღვთის სახლის ხარჯზე იცხოვრონ ისე, რომ თავად არაფერი აკეთონ — განა ისინი პარაზიტები არ არიან? იმის მოთხოვნით, რომ წინამძღოლებმა და მუშაკებმა საკითხები პრინციპებით გადაწყვიტონ, ღვთის სახლი ახდენს მათ კულტივირებასა და წვრთნას, რათა შეძლონ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და თავიანთი მოვალეობების შესრულებისას რეალობაში შესვლა. ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს შეუძლია ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა და ღვთის სახლის განკარგულებებისადმი დამორჩილება — ეს ადამიანები ღვთის მიერ არიან კურთხეულნი. ისინი, ვისაც უყვარს დასვენება და სძულს შრომა და ვინც რეალურს არაფერს აკეთებს, უნდა იქნან მოკვეთილნი. ყველა ის უსარგებლო ადამიანი, ვინც კომფორტს ესწრაფვის, ვისაც ეშინია გასაჭირისა და დაღლილობის, ვინც მუდამ წუწუნებს სირთულეებსა და გასაჭირზე და საერთოდ არ შეუძლია გასაჭირის ატანა, უნდა მოიკვეთოს — არცერთი მათგანი არ უნდა დარჩეს! თუ წინამძღოლები და მუშაკები საქმის დაწყებისას სხვადასხვა სირთულეს წააწყდებიან, მათ უნდა მოძებნონ პრობლემის წყარო და შემდეგ გაწმინდონ ის ხელისშემშლელი და უგუნური პრობლემების შემქმნელები — ის დამაბრკოლებელი ლოდები და წინაღობები. როდესაც მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, სიტყვის მოსმენა და დამორჩილება, მათი წინამძღოლობა ბევრად უფრო ადვილი იქნება. როდესაც წინამძღოლები და მუშაკები მუშაობენ, მათ ჯერ ნათლად უნდა იქონიონ თანაზიარება ჭეშმარიტებაზე, რათა ადამიანებს მათი მოსმენის შემდეგ წინსვლის გზა ჰქონდეთ. მათ არ უნდა ისაუბრონ მოძღვრებებზე, არ უნდა იყვირონ ლოზუნგები და მით უმეტეს, არ უნდა აიძულონ ადამიანები, ყურადღება მიაქციონ, დაემორჩილონ მათ და პრაქტიკაში გამოიყენონ. თუ წინამძღოლები და მუშაკები ნათლად ახდენენ თანაზიარებას ჭეშმარიტებაზე, მაშინ ადამიანთა უმეტესობა მზად იქნება მისი პრაქტიკაში გამოსაყენებლად. შემაშფოთებელია, თუ წინამძღოლები და მუშაკები საკითხებს ნათლად ან გასაგებად არ ხსნიან, მაგრამ მაინც მოითხოვენ და-ძმებისგან მათ პრაქტიკაში გამოყენებას, ხოლო და-ძმებმა არ იციან, როგორ გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში და ვერ პოულობენ პრაქტიკის გზას — ეს გავლენას მოახდენს საქმის შედეგებზე. თუკი წინამძღოლებსა და მუშაკებს შეეძლებათ გასაგებად ახსნან და ნათლად იქონიონ თანაზიარება იმ ჭეშმარიტება-პრინციპებზე, რომლებიც თითოეულ კონკრეტულ საქმეს უკავშირდება, ადამიანთა უმეტესობა გაგებით მოეკიდება, კეთილგონიერი იქნება და ისინი მზად იქნებიან თავიანთი წვლილის შესატანად. ყველა მზად არის მოუსმინოს ვინმეს, თუ ის, რასაც ის ამბობს, სწორია, შეესაბამება ჭეშმარიტებას და სასარგებლოა ეკლესიის საქმისა და და-ძმების სიცოცხლეში შესვლისთვის. თუმცა, არსებობს სიტუაცია, როდესაც ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებს აფრქვევს და როდესაც ვინმე მათ პრაქტიკის კონკრეტული გზის შესახებ ეკითხება, მათ არ შეუძლიათ ამის ახსნა და ნაცვლად ამისა, საუბრობენ რაღაც მაღალფარდოვან მოძღვრებებზე, ყვირიან ლოზუნგებს და შემდეგ ამ ადამიანს თავის გზაზე ისტუმრებენ. ეს ადამიანი არ არის დარწმუნებული და ფიქრობს: „შენ მთხოვ, რომ წავიდე და ეს პრაქტიკაში გამოვიყენო, მაგრამ შენ ეს ნათლად არ აგიხსნია — მაშ, როგორ შემიძლია მისი პრაქტიკაში გამოყენება? მე არ მაქვს გზა, რომელსაც უნდა მივყვე! მე შენ გკითხე, რადგან არ მესმის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც შენ გესმის და მხოლოდ მოძღვრებებზე საუბარი და ლოზუნგების ყვირილი იცი. შენ ჩემზე უკეთესი არ ხარ. რატომ უნდა დაგემორჩილო შენ? მე ვემორჩილები ჭეშმარიტებას და არა შენ, რომელიც მოძღვრებებზე საუბრობ და ლოზუნგებს ყვირი!“ ასეთ სიტუაციას აქვს ადგილი. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ თავი აარიდონ ცარიელ მოძღვრებებზე საუბარს, ისაუბრონ ჭეშმარიტად და ნათლად იქონიონ თანაზიარება პრინციპებსა და პრაქტიკის გზაზე, მაშინ ადამიანთა უმეტესობა შეძლებს დამორჩილებას. მაშასადამე, ეკლესიის საქმის კეთება სინამდვილეში ადვილია; თუკი წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ გულმოდგინედ განახორციელონ სამუშაო განაწესები დარჩნენ თავიანთ სამუშაო პოზიციებზე და ჩაერთონ კონკრეტულ საქმეში, მაშინ ისინი აუცილებლად შეძლებენ საქმის კარგად შესრულებას. შემაშფოთებელია ის, თუ წინამძღოლები, მუშაკები და ზედამხედველები უპასუხისმგებლონი არიან და ქედმაღლურად იქცევიან, მხოლოდ მოძღვრებებზე საუბარი და ლოზუნგების ყვირილი იციან და არ ერთვებიან კონკრეტულ საქმეში ადგილზე — მაშინ საქმეში აუცილებლად იქნება პრობლემები. ეს იმიტომ ხდება, რომ ქვემდგომებს არ შეუძლიათ ამგვარი რამეების განჭვრეტა, მათ სჭირდებათ ვინმე, ვინც გზას უჩვენებს, მათ სჭირდებათ საყრდენი, მათ სჭირდებათ ვინმე, ვინც პირადად გაუძღვება მათ და ეტყვის, რა გააკეთონ, მათ სჭირდებათ ვინმე, ვინც უზრუნველყოფს ზედამხედველობას და ჩაატარებს შემოწმებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე არ განხორციელდება. თუ შენ მოელი, რომ შეგიძლია უბრალოდ რამდენიმე მოძღვრება და ლოზუნგი იყვირო სტატუსის პოზიციიდან და შემდეგ ქვემდგომი ხალხი იმოქმედებს და გააკეთებს იმას, რასაც შენ ამბობ, ტყუილად ოცნებობ. ქვემდგომი ხალხი მანქანებს ჰგავს: თუ მათ არავინ აამუშავებს, ისინი არ იმოქმედებენ. თუ მათ, ვინც წინამძღოლებად და მუშაკებად მსახურობენ, ამის დანახვაც კი არ შეუძლიათ, მაშინ მათ მეტისმეტად აკლიათ გამჭრიახობა! როდესაც ცრუ წინამძღოლები მუშაობენ, მათ არაფრის განჭვრეტა არ შეუძლიათ. მათ არ იციან, რომელი საქმეა კრიტიკული და რომელი — საერთო და არც საქმეების პრიორიტიზაცია შეუძლიათ მნიშვნელობისა და გადაუდებლობის მიხედვით. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათ არ აქვთ პრინციპები, არ შეუძლიათ ნათლად ახსნან პრაქტიკის გზა და მხოლოდ მოძღვრებებზე საუბრობენ და ლოზუნგებს ყვირიან, ამბობენ რა მხოლოდ არაპრაქტიკულ რამეებს. შესაბამისად, მათ საერთოდ არ შეუძლიათ რაიმე საქმის კეთება და მხოლოდ მათი მოკვეთაა შესაძლებელი. წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაგეგმონ და განახორციელონ საქმე და უნდა იცოდნენ, როგორ შეამოწმონ და წარმართონ საქმე და პირადად გადაჭრან წარმოშობილი პრობლემები. მხოლოდ ასეთ წინამძღოლებსა და მუშაკებს შეუძლიათ რეალური საქმის კეთება და ადამიანების სრულად დარწმუნება. თუ წინამძღოლს არ შეუძლია საქმის წარმართვა ან პრობლემების აღმოჩენა და გადაჭრა, თუ მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ მუდმივად ჭკუა დაარიგოს და გასხვლას სხვები და ის სხვებს ადანაშაულებს, როდესაც თავად აფუჭებს საქმეს, მაშინ ეს არაკომპეტენტური წინამძღოლობაა. ასეთი წინამძღოლი უსარგებლო ადამიანია, ის ცრუ წინამძღოლია და ის უნდა მოიკვეთოს. თუ შენ არ იცი, როგორ შეასრულო გარკვეული კონკრეტული საქმე, სულ მცირე, ორი შესაფერისი ადამიანი მაინც უნდა იპოვო, რომლებიც შენი თანაშემწეები იქნებიან და დაგეხმარებიან ამ კონკრეტული საქმის კარგად შესრულებაში და სულ მცირე, ჯერ უნდა მიხედო და მოიცილო ის ხელისშემშლელი ადამიანები, რომლებიც არევ-დარევას იწვევენ. განა ამგვარი მოქმედება არ ქმნის ხელსაყრელ პირობებს ამ საქმის კარგად შესასრულებლად? თუ, როდესაც იპოვი ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც რეალურის გაკეთება დაუყოვნებლივ დააწინაურებ მათ და თუ დაუყოვნებლივ მიხედავ და მოიცილებ იმათ, ვინც არევ-დარევასა და ხელის შეშლას იწვევს, მაშინ გაცილებით ნაკლები სირთულე, როდესაც ამ საქმის კეთებას გააგრძელებ. წინამძღოლებს, რომლებსაც მეტისმეტად აკლიათ სულიერი მონაცემები, არ შეუძლიათ ასე მუშაობა. მათ ეშინიათ ადამიანების შეურაცხყოფის და როდესაც ხედავენ, რომ უკეთური ადამიანი მუდმივად იწვევს არევ-დარევასა და ხელის შეშლას, ისინი მის მიმართ არავითარ ზომებს არ იღებენ. მათ ასევე არ შეუძლიათ გაარჩიონ, ვის შეუძლია რაიმე რეალურის კეთება და არ იციან, ვინ არის შესაფერისი დასაწინაურებლად, რათა საქმეს ჩაუდგეს სათავეში. ასეთი წინამძღოლები ბრმები არიან და არ შესწევთ უნარი, შეასრულონ თავიანთი საქმე. თუ წინამძღოლებსა და მუშაკებს არ ესმით ჭეშმარიტება ან პროფესიული უნარები, ისინი თავიანთ საქმეს კარგად ვერ შეასრულებენ, ამიტომ წინამძღოლები და მუშაკები ხშირად უნდა იწვრთნებოდნენ რეალური საქმის შესასრულებლად. თუკი ისინი აითვისებენ პრინციპებს, ეცოდინებათ, საქმეების პრიორიტიზაცია მნიშვნელობისა და გადაუდებლობის მიხედვით და ეცოდინებათ, როგორ აწონ-დაწონონ დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაშინ ისინი შეძლებენ თავიანთი საქმის კარგად შესრულებას და გახდებიან სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლები და მუშაკები.

ახლა, როდესაც მე მქონდა თანაზიარება ღვთის სახლის მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო განაწესების ზუსტად გაზიარების, გაცემისა და განხორციელების შინაარსზე, გაქვთ თუ არა ახლა თქვენ, წინამძღოლებსა და მუშაკებს, გარკვეული საბაზისო გაგება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიუდგეთ და განახორციელოთ სამუშაო განაწესები? და გაქვთ თუ არა ახლა გარკვეული კონკრეტული გაგება იმ პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულოთ სამუშაო განაწესების განხორციელებისას? (დიახ.) ახლა, როდესაც გაქვს ეს კონკრეტული გაგება, შენ უნდა იფიქრო იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო და რა ზომით შეგიძლია ამის გაკეთება, და შემდეგ უნდა შეგეძლოს განსაჯო, გაქვს თუ არა სულიერი მონაცემები იმისთვის, რომ იყო წინამძღოლი ან მუშაკი და შეეფერები თუ არა წინამძღოლობის საქმეს. რაც შეეხება ზოგიერთ წინამძღოლსა და მუშაკს, რომელთა სულიერი მონაცემებიც ღარიბია და რომლებიც არ ასრულებენ რეალურ საქმეს — ანუ მათ, ვისაც ჩვენ ცრუ წინამძღოლებს ვუწოდებთ — მას შემდეგ, რაც ისინი გაიგებენ წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობის კონკრეტულ შინაარსს, რა უნდა გააკეთონ მათ? ზოგიერთი ამბობს: „მე აქამდე ნამდვილად არ მესმოდა წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობები და მას შემდეგ, რაც წინამძღოლი გავხდი, მე უბრალოდ ჩემს წარმოდგენებსა და წარმოსახვებს ვეყრდნობოდი, რათა თვალის ასახვევად გამეკეთებინა გარკვეული საქმე და ვფიქრობდი, რომ რადგან ენთუზიაზმით ვიყავი სავსე და მზად ვიყავი ტანჯვის ასატანად, ალბათ სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლი ვიყავი. გაოგნებული დავრჩი ღვთის ამგვარი თანაზიარების მოსმენის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მე ცრუ წინამძღოლი ვარ, ჩემი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია და არ შემიძლია რეალური საქმის შესრულება. მე ღვთის სახლის ერთი კონკრეტული სამუშაო განაწესის განხორციელების უნარიც კი არ შემწევს. ადრე ვფიქრობდი, რომ სამუშაო განაწესის რამდენჯერმე წაკითხვა, მისი ყველასთვის გადაცემა და შემდეგ ქვემდგომი ხალხის იძულება და მათზე ზედამხედველობა, როდესაც ისინი მასზე მუშაობდნენ, ნიშნავდა, რომ მე ვახორციელებდი ამ სამუშაო განაწესს. გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქმე კარგად არ იყო შესრულებული და მრავალი კონკრეტული დავალება გამორჩენილი იყო და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სულიერი მონაცემები ნამდვილად არასაკმარისი იყო და რომ წინამძღოლობისათვის არ ვიყავი შესაფერისი მასალა.“ მაშ, რა უნდა გააკეთოს ასეთმა ადამიანმა? სწორი იქნება თუ საქმეს თავს დაანებებენ? (არა.) მაშინ არსებობს თუ არა ამ პრობლემის გადაჭრის გზა? თუ ეს პრობლემა გადაუჭრელია? (არა, ეს არ არის გადაუჭრელი. ეს ადამიანები უნდა ეცადონ, უკეთესად იმოქმედონ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად.) ეს არის პოზიტიური და აქტიური პერსპექტივა; ეს ძალიან კარგი პერსპექტივაა. მათ უნდა იბრძოლონ, რომ უკეთესად იმოქმედონ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად, ჰქონდეთ რწმენა და დაეყრდნონ ღმერთს და არ გახდნენ ნეგატიურები, ან არ დაანებონ თავი საქმეს — ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი. არის ეს კარგი გამოსავალი? (დიახ.) მაგრამ არის თუ არა ეს ერთადერთი გამოსავალი? (არა, არ არის. თუ მათი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია და მათ ნამდვილად არ შეუძლიათ რაიმე რეალური საქმის კეთება, მაშინ მათ შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა ამაზე და გადადგნენ თავიანთი პოზიციიდან.) ეს არის მეორე გამოსავალი. თუ მას ადრე უცდია და გრძნობს, რომ არ შეუძლია წინამძღოლობის საქმის შესრულება — ანუ, თუ ეს მისთვის ძალიან დამღლელი და მძიმეა, ამის გამო ძალიან წუხს და კარგად ვერ იძინებს და ყოველდღე ისე გრძნობს თავს, თითქოს უზარმაზარი მთა აწვება, ისე რომ თავის აწევას ან სუნთქვას ვერ ახერხებს და სიარულის დროსაც კი გრძნობს, რომ ფეხები უმძიმდება და ამ კონკრეტული მოთხოვნების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გრძნობს, რომ მისი სულიერი მონაცემები მეტისმეტად ღარიბია და უბრალოდ არ შეუძლია საქმის კეთება, რა უნდა გააკეთოს მან? არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც მას შეუძლია და ეს არის დაუყოვნებლივ გადადგომა. თუ მას არ შეუძლია რეალური საქმის კეთება, მაშინ მას არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ღვთის სახლის საქმეზე — სწორედ ასეთი გონიერება უნდა ჰქონდეს მას. მან ბრმად არ უნდა უბიძგოს საკუთარ თავს თავის შესაძლებლობებს მიღმა, დაჟინებით არ უნდა შეეცადოს ისეთი რამის გაკეთებას, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება, ან არ უნდა ჩაიდინოს სისულელეები. მხოლოდ ისინი, ვინც თავს იკავებენ ამგვარი ქმედებებისგან, ფლობენ გონიერებას. გონიერ ადამიანებს აქვთ თვითშემეცნება; მათთვის ნათელია საკუთარი სულიერი მონაცემები და იციან თავიანთი ნაკლოვანებები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანებმა ნათლად იციან საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები, შეუძლიათ ზუსტად გაიგონ, რისი უნარი შესწევთ, რისი უნარი არ შესწევთ და რისი კეთებისთვის არიან ყველაზე მეტად შესაფერისნი. რატომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა საკუთარი სულიერი მონაცემები? ეს ეხმარება მათ, განსაზღვრონ ის მოვალეობა, რომელიც უნდა შეასრულონ და ასევე ეხმარება მათ ამ მოვალეობის კარგად შესრულებაში. თუ შენ უკვე გამოიკვლიე საკუთარი თავი და დაინახე, რომ მხოლოდ ამგვარი სულიერი მონაცემები გაქვს და იცი, რომ არ შეგიძლია წინამძღოლობის საქმის შესრულება, მაშინ აღარ არის საჭირო შენი თავის ხელახლა გამოკვლევა და ამის კიდევ ერთხელ დამტკიცება. შენ დაუყოვნებლივ უნდა გადადგე — ნუ ჩაებღაუჭები შენს პოზიციას და ნუ იტყვი უარს გადადგომაზე; ნუ გექნება უარყოფითი გავლენა და ნუ შეაფერხებ სხვა ადამიანებს მაშინ, როდესაც თავად არ შეგიძლია კონკრეტული საქმის შესრულება. განა გადადგომა წინსვლის გზა არ არის? ეს ორი გზა შენ წინაშეა გადაშლილი და შენ შეგიძლია აირჩიო ერთ-ერთი; შენ არ გაკლია წინსვლის გზა და არ არსებობს მხოლოდ ერთი გზა. შენ შეგიძლია გამოიტანო პრაქტიკული და ზუსტი დასკვნები შენი რეალური სიტუაციის შესახებ საკუთარი თავის გაგებაზე დაყრდნობით, ასევე იმ შეფასებების საფუძველზე, რომლებსაც შენზე აკეთებენ შენ გარშემო მყოფი და-ძმები, რომლებიც გიცნობენ და შემდეგ გააკეთო სწორი არჩევანი. ღვთის სახლი საქმეს არ გაგირთულებს. რას ფიქრობთ ამაზე? (კარგია.) ზოგიერთი ამბობს: „მე მინდა კვლავ ვცადო და ვეცადო, რომ უკეთესად ვიმოქმედო. ვფიქრობ, შემიძლია ამის გაკეთება. მე უბრალოდ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ჭეშმარიტების სწრაფვას იმ წლებში და მას შემდეგ, რაც წინამძღოლი გავხდი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორ მეძია ჭეშმარიტება და დაბნეულად ვმუშაობდი. ოდესღაც ვფიქრობდი, რომ ეკლესიის წინამძღოლობა ძალიან ადვილი იყო, რომ ეს მხოლოდ ადამიანების შეკრებებზე დასასწრებად ორგანიზებას, ჭეშმარიტებაზე თანაზიარებაში ინიციატივის გამოჩენას, წარმოშობილი პრობლემების დროულად გადაჭრას და ზემდგომის ნებისმიერი განკარგულების დაუყოვნებლივ განხორციელებას მოიცავდა და ამით მთავრდებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წინამძღოლად გარკვეული დროის ყოფნის შემდეგ აღმოვაჩენდი, რომ არსებობდა ამდენი პრობლემა, რომელთა გადაჭრაც არ შემეძლო, რომ, როდესაც ზემდგომი საქმის შესახებ მეკითხებოდა, არ ვიცოდი რა მეპასუხა და რომ, როდესაც ღვთის ზოგიერთი რჩეული რეალურ საკითხებს წამოჭრიდა, პასუხის გაცემა არ შემეძლო. ამ წლების განმავლობაში, რაც და-ძმებს ღმერთი სწამთ, ყველა მათგანი კითხულობდა ღვთის სიტყვებს და ხშირად უსმენდა ქადაგებებს. მათ ნამდვილად ესმით გარკვეული ჭეშმარიტებები და აქვთ გარკვეული გამჭრიახობა. ჭეშმარიტება-რეალობის გარეშე მე ნამდვილად არ შემიძლია მათი მორწყვა ან უზრუნველყოფა.“ ახლა ნათელია, რომ არც ისე მარტივია ღვთის სახლში ნებისმიერი კონკრეტული საქმის კარგად შესრულება. ერთი მხრივ, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სულიერი მონაცემები, ხოლო მეორე მხრივ, მათ უნდა ატარონ ტვირთი და ასევე ესმოდეთ ჭეშმარიტება — ეს ყველაფერი აბსოლუტურად აუცილებელია. არ ივარგებს, თუ ვინმე არ მიისწრაფოდეს ჭეშმარიტებისკენ ან აკლდეს სულიერი მონაცემები და არც ის ივარგებს, რომ ვინმეს აკლდეს ადამიანურობა და არ ატარებდეს ტვირთს. კონკრეტულ საქმეს კონკრეტული მიდგომა სჭირდება და ეს არ არის ასეთი მარტივი საკითხი. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი დაურწმუნებელი რჩება. მათ მაინც სურთ კიდევ ერთხელ სცადონ და ითხოვენ, რომ კიდევ ერთი შანსი მიეცეთ — უნდა მიეცეთ თუ არა ასეთ ადამიანებს კიდევ ერთი შანსი? თუ მათი მუშაობის უნარი და სულიერი მონაცემები საშუალოა, მაგრამ შეუძლიათ გარკვეული კონკრეტული საქმის შესრულება, არ ეკიდებიან მას ზედაპირულად და ყურადღებას ამახვილებენ პრობლემების გადაჭრაზე, რათა თავიანთ საქმეში შედეგებს მიაღწიონ და შეუძლიათ სიტყვის მოსმენა, შეუძლიათ დაემორჩილონ ზემდგომის ნებისმიერ განკარგულებას, ძირითადად ახორციელებენ საქმეს ღვთის სახლის სამუშაო განაწესებისა და მოთხოვნილი პრინციპების შესაბამისად და მიუხედავად იმისა, რომ ადრე თავიანთ საქმეს კარგად ვერ ასრულებდნენ, რადგან ახალგაზრდები იყვნენ, არ ესმოდათ ჭეშმარიტება და სუსტი საძირკველი ჰქონდათ, მაგრამ არიან მართალი ადამიანები, მაშინ მათ უნდა მიეცეთ კიდევ ერთი შანსი და განაგრძონ საკუთარი თავის წვრთნა — ბრმად ნუ გაათავისუფლებთ მათ. არც ისე ადვილია იყო წინამძღოლი ან მუშაკი და არც წინამძღოლის ან მუშაკის არჩევაა ასეთი ადვილი. ახლა, წინამძღოლებისა და მუშაკების უმეტესობას აქვს გარკვეული გაგება თავიანთი პასუხისმგებლობების შესახებ და ისინი სულ ოდნავ უკეთ მაინც შეასრულებენ თავიანთ საქმეს, ვიდრე ადრე — ეს ფაქტია.

ახლა, როცა დავასრულე თანაზიარება წინამძღოლებისა და მუშაკების მეცხრე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ჭეშმარიტების პრინციპების შესახებ — ღვთის სახლის სხვადასხვა სამუშაო განაწესების ზუსტი ინფორმირება, გამოცემა და განხორციელება მისი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და წახალისების უზრუნველყოფა, ასევე მათი განხორციელების სტატუსის შემოწმება და თვალყურის დევნება — თქვენი გულები განათდა და თქვენ გაქვთ პრაქტიკის გზა. თქვენ არა მხოლოდ შეგიძლიათ ახლა შეასრულოთ თქვენი მოვალეობა და შეხვიდეთ სიცოცხლეში, არამედ ასევე უნდა გქონდეთ გარკვეული ცოდნა ან გამჭრიახობა წინამძღოლებისა და მუშაკების მიმართ და სულ მცირე მიღწეული უნდა გქონდეთ სიცხადე და გაგება იმ პასუხისმგებლობების შესახებ, რომლებიც წინამძღოლებმა და მუშაკებმა უნდა შეასრულონ და იმ საქმისა, რომელიც მათ უნდა აკეთონ. მოკლედ რომ ვთქვათ, იმის ცოდნა, ასრულებენ თუ არა წინამძღოლები და მუშაკები რეალურ საქმეს, სასარგებლო და კეთილისმყოფელია ღვთის თითოეული რჩეულისთვის და ამგვარად, მათი გაგება წინამძღოლებისა და მუშაკების პასუხისმგებლობების შესახებ აღარ იქნება ფუჭი, არამედ უფრო კონკრეტული გახდება.

2021 წლის 10 აპრილი

წინა: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (3)

შემდეგი: წინამძღოლთა და მუშაკთა პასუხისმგებლობები (13)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება