პრაქტიკა (3)

თქვენ უნდა გქონდეთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი, რათა თავად შეძლოთ ღვთის სიტყვის ჭამა და სმა, თავად გამოსცადოთ ღვთის სიტყვები და სხვების წინამძღოლობის გარეშე წარმართოთ ნორმალური სულიერი ცხოვრება. იმისათვის, რომ იცხოვროთ, შეხვიდეთ ჭეშმარიტ გამოცდილებაში და განივითაროთ გამჭრიახობა, უნდა დაეყრდნოთ ღვთის მიერ დღეს წარმოთქმულ სიტყვებს. მხოლოდ ამის მეშვეობით შეძლებთ მტკიცედ დგომას. დღეს ბევრს ბოლომდე არ ესმის მომავალი გასაჭირი და განსაცდელი. მომავალში ზოგიერთი ადამიანი გასაჭირს გამოსცდის, ზოგიერთი კი — სასჯელს. ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება; ეს იქნება რეალობის გაცნობიერება. დღეს ყოველივე, რასაც განიცდი, პრაქტიკაში ახორციელებ და ავლენ, საფუძველს უყრის მომავალში განსაცდელის გამოცდას და, სულ მცირე, უნდა შეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება. დღეს ეკლესიაში ბევრის მდგომარეობა ზოგადად ისეთია, რომ თუ არსებობენ წინამძღოლები და მუშაკები, რომლებიც საქმის ასრულებენ, ისინი ბედნიერნი არიან, ხოლო თუ არა — უბედურები. ისინი ყურადღებას არ აქცევენ ეკლესიის საქმეს, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ საკუთარ სულიერ ცხოვრებას და არ აქვთ აღებული უმცირესი ტვირთიც კი — ჰანჰაოს ჩიტებივით უდარდელად ცხოვრობენ.[ა] გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი ადამიანისთვის ჩემ მიერ აღსრულებული საქმე მხოლოდ დაპყრობის საქმეა, რადგან ბევრი უბრალოდ არ არის იმის ღირსი, რომ სრულქმნილ იქნას. ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილის სრულყოფაა შესაძლებელი. თუ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ფიქრობ: „რადგან ღვთის მიერ შესრულებული საქმე მხოლოდ ადამიანთა დასაპყრობადაა, მე მხოლოდ ზერელედ მივყვები მას“, როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება მისაღები იყოს? თუ მართლაც გაგაჩნია სინდისი, მაშინ აღებული უნდა გქონდეს ტვირთი და პასუხისმგებლობის გრძნობა. უნდა თქვა: „მიუხედავად იმისა, დაპყრობილი ვიქნები თუ სრულქმნილი, მე ჯეროვნად უნდა გავცე ამ ეტაპის მოწმობა“. ქმნილებისთვის, იყოს ღვთის მიერ სრულად დაპყრობილი და საბოლოო ჯამში, ასიამოვნოს ღმერთს, ღვთის სიყვარულის სანაცვლოდ მიაგოს ღვთისმოყვარე გულით და ღვთისადმი საკუთარი თავის სრულად მიძღვნით — ადამიანის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს; ადამიანმა უნდა ატაროს ეს ტვირთი და შეასრულოს ეს დავალება. მხოლოდ მაშინ სწამს მას ჭეშმარიტად ღმერთი. დღეს განახორციელე თუ არა შენი პასუხისმგებლობა იმ საქმესთან მიმართებაში, რასაც ეკლესიაში აკეთებ? ეს დამოკიდებულია იმაზე, აღებული გაქვს თუ არა ტვირთი და ასევე შენს ცოდნაზე. თუ ამ საქმის გამოცდისას ადამიანი დაპყრობილია და გააჩნია ჭეშმარიტი ცოდნა, მაშინ იგი შეძლებს დამორჩილებას, საკუთარი პერსპექტივებისა თუ ბედის მიუხედავად. ამგვარად, ღვთის დიადი საქმე სრულად აღსრულდება, რადგან თქვენ, ადამიანებს, ამაზე მეტი არ შეგიძლიათ და არ ძალგიძთ რაიმე უფრო მაღალი მოთხოვნების შესრულება. თუმცა მომავალში ზოგიერთი ადამიანი სრულქმნილი გახდება. მათი სულიერი მონაცემები გაუმჯობესდება, ექნებათ უფრო ღრმა ცოდნა და მათი სიცოცხლე გაიზრდება... მაგრამ ზოგიერთს ამის მიღწევა საერთოდ არ ძალუძს და ამიტომ ვერ გადარჩება. არსებობს მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ ისინი ვერ გადარჩებიან. მომავალში ზოგიერთი დაპყრობილი იქნება, ზოგიერთი მოიკვეთება, ზოგიერთი სრულქმნილი გახდება, ზოგიერთი კი გამოყენებული იქნება — ამიტომ ზოგიერთი გამოსცდის გასაჭირს, ზოგიერთი გამოსცდის სასჯელს (როგორც ბუნებრივ კატასტროფებს, ისე ადამიანის მიერ გამოწვეულ უბედურებებს), ზოგიერთი მოიკვეთება, ზოგიერთი კი გადარჩება. სწორედ ამას ნიშნავს თითოეულის დახარისხება მათი გვარისამებრ, სადაც თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ადამიანის გარკვეულ ტიპს. ყველა ადამიანი არ მოიკვეთება და არც ყველა ადამიანი გახდება სრულქმნილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩინელი ხალხის სულიერი მონაცემები ძალიან მწირია და მათ შორის მხოლოდ მცირე ნაწილს გააჩნია პავლეს მსგავსი თვითშემეცნება. თქვენ შორის ცოტას თუ აქვს პეტრეს მსგავსი სიმტკიცე ღვთის შესაყვარებლად ან იობის მსგავსი რწმენა. თქვენ შორის თითქმის არავინაა ისეთი, ვისაც დავითის მსგავსად ეშინია და ემსახურება იეჰოვას, ვისაც ერთგულების იგივე დონე გააჩნია. რა საცოდავები ხართ!

დღეს სრულყოფაზე საუბარი მხოლოდ ერთი ასპექტია. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ჯეროვნად უნდა გასცეთ ამ ეტაპის მოწმობა. ტაძარში ღვთის მსახურება რომ გთხოვონ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს? მღვდელი რომ არ იყო და არ გქონდეს პირმშო ძეთა ან ღვთის ძეთა სტატუსი, მაინც შეძლებდი თავდადებას? მაინც შეძლებდი მთელი შენი ძალისხმევის გაღებას სასუფევლის გაფართოების საქმეში? მაინც შეძლებდი ღვთიური მისიის საქმის ჯეროვნად შესრულებას? მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გაიზარდა შენი სიცოცხლე, დღევანდელი საქმე შინაგანად სრულად დაგარწმუნებს და გაიძულებს, უარი თქვა შენს ყველა წარმოდგენაზე. გაქვს თუ არა ის, რაც სიცოცხლის საძიებლადაა საჭირო, ღვთის საქმე სრულად დაგარწმუნებს. ზოგიერთი ამბობს: „მე უბრალოდ მწამს ღმერთი და არ მესმის, რას ნიშნავს სიცოცხლის ძიება“. ზოგიერთი კი ამბობს: „მე სრულიად დაბნეული ვარ ღვთისადმი ჩემს რწმენასთან მიმართებაში. ვიცი, რომ ვერ გავხდები სრულქმნილი, ამიტომ მზად ვარ, მივიღო გაკიცხვა“. ასეთი ადამიანებიც კი, რომლებიც მზად არიან გაკიცხვისთვის ან განადგურებისთვის, უნდა მივიყვანოთ იმის აღიარებამდე, რომ დღევანდელი საქმე ღვთის მიერ არის აღსრულებული. ზოგიერთი ადამიანი ასევე ამბობს: „მე არ ვითხოვ სრულქმნას, მაგრამ დღეს მზად ვარ, მივიღო ღვთის ყოველგვარი წვრთნა, მზად ვარ, ცხოვრებაში გამოვავლინო ნორმალური ადამიანობა, გავაუმჯობესო ჩემი სულიერი მონაცემები და დავემორჩილო ღვთის ყველა განგებულებას...“ ამ მხრივადაც ისინი დაპყრობილნი არიან და დამოწმებული აქვთ, რაც ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებში არსებობს გარკვეული ცოდნა ღვთის საქმის შესახებ. საქმის ეს ეტაპი უკიდურესად სწრაფად განხორციელდა და მომავალში ის კიდევ უფრო სწრაფად წარიმართება საზღვარგარეთ. დღეს საზღვარგარეთ მყოფი ხალხი ძლივს ითმენს, ისინი განუწყვეტლივ მოეშურებიან ჩინეთისკენ — ამიტომ, თუ თქვენ ვერ შეძლებთ სრულქმნას, დააბრკოლებთ საზღვარგარეთ მყოფ ხალხს. როცა დრო მოვა, ჩემი საქმე დასრულდება და აღსრულდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად შეხვედით ან როგორი ხართ თქვენ. მთელი საქმე არ შეიძლება შეფერხდეს თქვენ გამო. მთელი კაცობრიობის საქმეს აღვასრულებ და არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ თქვენზე მეტი დრო დავხარჯო! ძალიან მიცრუებთ იმედს ხართ, მეტისმეტად გაკლიათ თვითშემეცნება! თქვენს სრულქმნას მცირე ღირებულება აქვს — თითქმის არავითარი პოტენციალი არ გაგაჩნიათ! მომავალში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანები კვლავ ასე დაუდევრები და უქნარები იქნებიან და ვერ შეძლებენ თავიანთი სულიერი მონაცემების გაუმჯობესებას, ეს მაინც ვერ შეაფერხებს მთელი სამყაროს საქმის აღსრულებას. როდესაც ღვთის საქმის დასრულების დრო მოვა, ის დასრულდება და როდესაც ადამიანთა მოკვეთის დრო დადგება, ისინი მოიკვეთებიან. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც უნდა სრულქმნილ იქნან და ვინც სრულქმნის ღირსნი არიან, ასევე სრულქმნილნი გახდებიან — მაგრამ თუ თქვენ მართლაც აღარ გაქვთ იმედი, მაშინ ღვთის საქმე აღარ დაგელოდებათ! საბოლოოდ, თუ დაპყრობილი იქნები, ესეც შეიძლება დამოწმებად ჩაითვალოს. ზღვარი აქვს იმას, რასაც ღმერთი თქვენგან მოითხოვს; სულიერი სიმწიფის რა სიმაღლესაც შეუძლია ადამიანს მიაღწიოს, სწორედ იმ სიმაღლის მოწმობა მოეთხოვება მას. ეს ისე არ არის, როგორც ადამიანს წარმოუდგენია, თითქოს ამგვარმა მოწმობამ უმაღლეს ზღვარს უნდა მიაღწიოს და გრანდიოზული უნდა იყოს — ამის მიღწევა თქვენში, ჩინელ ხალხში, სრულიად შეუძლებელია. მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენთან მქონდა ურთიერთობა და ეს თავადაც დაინახეთ: გითხარით, რომ არ გაგეწიათ წინააღმდეგობა, არ ყოფილიყავით ურჩნი, არ გაგეკეთებინათ ისეთი რამ, რაც ჩემს ზურგს უკან ჩაშლასა და არეულობას გამოიწვევდა. მრავალჯერ პირდაპირ მიგითითეთ ამ ყველაფერზე, მაგრამ ესეც კი არ ჭრის — როგორც კი ზურგს შემაქცევთ, მაშინვე იცვლებით, ზოგიერთი კი ფარულად მიწევს წინააღმდეგობას ისე, რომ სრულიად არ ადარდებს ეს. გგონია, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცი? გგონია, შეგიძლია წინ აღმიდგე და ეს ასე შეგრჩება? გგონია, არ ვიცი, როდესაც ჩემს ზურგს უკან ჩემი საქმის ჩაშლას ცდილობ? გგონია, შენს მცირე მოხერხებულობა შენს ზნეობას ჩაანაცვლებს? მუდამ გარეგნულად მორჩილი, მაგრამ ფარულად მზაკვარი ხარ, გულში ბოროტ ზრახვებს მალავ და შენნაირი ადამიანებისთვის სიკვდილიც კი არ არის საკმარისი სასჯელი! გგონია, რომ სულიწმიდის მცირედი მოქმედება შენზე ჩაანაცვლებს ჩემდამი შენს შიშს? გგონია, გაცისკროვნება ზეცისადმი შეღაღადებით მოიპოვე? სირცხვილი არ გაგაჩნია! ასეთი უღირსი ხარ! გგონია, შენმა „კეთილმა საქმეებმა“ ზეცას გული აუჩუყა და მანაც გამონაკლისი დაუშვა, მცირედი ნიჭით დაგაჯილდოვა, ენამჭევრად გაქცია და ნება დაგრთო, მოგეტყუებინა სხვები და მოგეტყუებინე მე? სრულიად მოკლებული ხარ გონიერებას! იცი, საიდან მოდის შენი გაცისკროვნება? არ იცი, ვისი საკვებით გაიზარდე? რა უსინდისო ხარ! თქვენ შორის ზოგიერთი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში გასხვლის შემდეგაც კი არ შეცვლილა და თქვენთვის ნათელია ეს საკითხები. ნათლად უნდა გესმოდეთ თქვენი ბუნება და არ უნდა გქონდეთ პრეტენზიები, როდესაც ერთ დღესაც მიტოვებულნი იქნებით. ზოგიერთი, ვინც მსახურებისას ატყუებს ზემდგომთ და უმალავს ქვემდგომთ, ბევრჯერ გაისხლა; ზოგიერთი, ფულისადმი სიხარბის გამო ასევე არაერთხელ გაისხლა; ზოგიერთი, იმის გამო, რომ არ იცავს მამაკაცსა და ქალს შორის მკაფიო საზღვრებს, ასევე ხშირად გაისხლა; ზოგიერთი, იმის გამო, რომ ზარმაცია, მხოლოდ ხორციელ სხეულზე ზრუნავს და ეკლესიების მონახულებისას პრინციპების მიხედვით არ მოქმედებს, ბევრჯერ დაექვემდებარა გასხვლას; ზოგიერთი იმის გამო, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, არ ამოწმებს, თვითნებურად მოქმედებს, დაუფიქრებლად სჩადის ბოროტ საქმეებს და შეგნებულადაც კი აშავებს, მრავალჯერ იქნა გაფრთხილებული ამის შესახებ; ზოგიერთს, ვინც შეკრებებზე მხოლოდ სიტყვებსა და მოძღვრებებზე საუბრობს, ყველაზე აღმატებულად მოაქვს თავი, არ გააჩნია უმცირესი ჭეშმარიტება-რეალობაც კი და ვინც ინტრიგებს ხლართავს და ეჯიბრება თავის დებსა და ძმებს, ხშირად იქნა მხილებული ამის გამო. ეს სიტყვები იმდენჯერ მითქვამს თქვენთვის და დღეს ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებ — აკეთეთ, რაც გსურთ! თავად მიიღეთ გადაწყვეტილებები! ბევრი ადამიანი დაექვემდებარა ამგვარ გასხვლას არა მხოლოდ ერთი ან ორი წლის განმავლობაში; ზოგიერთისთვის ეს სამი ან ოთხი წელი გრძელდებოდა, ზოგიერთმა კი ეს ათ წელზე მეტხანს გამოსცადა, რადგან გასხვლას მორწმუნედ გახდომისთანავე დაექვემდებარნენ, მაგრამ დღემდე მათში მცირე ცვლილებაა. არ ფიქრობ, რომ ღორის ბუნება გაქვს? შესაძლოა, რომ ღმერთი უსამართლოა შენ მიმართ? ნუ გგონიათ, რომ ღვთის საქმე არ დასრულდება, თუ გარკვეული დონისთვის მიღწევა არ შეგიძლიათ. ნუთუ ღმერთი კვლავ დაგელოდებათ, თუ მისი მოთხოვნების შესრულება არ ძალგიძთ? სრულ სიმართლეს გეუბნები — ეს ასე არ არის. ნუ გაქვს მოვლენების შესახებ ასეთი ილუზიები! დღევანდელ საქმეს დროის ლიმიტი აქვს და ღმერთი არ გეთამაშება! წარსულში, როდესაც საქმე მსახურთა სამსჯავროს გამოცდას ეხებოდა, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ თუ ისინი ღვთისთვის მოწმობაში მტკიცედ დადგებოდნენ და დაპყრობილნი იქნებოდნე ღვთის მიერ, გარკვეული წერტილისთვის უნდა მიეღწიათ — ნებაყოფლობით და სიხარულით უნდა ყოფილიყვნენ მსახურების შემსრულებელნი, ყოველდღე უნდა განედიდებინათ ღმერთი და მცირედითაც კი არ ყოფილიყვნენ აღვირახსნილნი ან ზერელენი. მათ ეგონათ, რომ მხოლოდ მაშინ იქნებოდნენ ნამდვილი მსახურების შემსრულებელნი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ ნუთუ მართლა ასეა? იმ დროს სხვადასხვა ტიპის ადამიანები გამოაშკარავდნენ; ისინი ყოველგვარ ქცევას ავლენდნენ. ზოგიერთი წუწუნებდა, ზოგიერთი წარმოდგენებს ავრცელებდა, ზოგიერთმა შეკრებებზე დასწრება შეწყვიტა, ზოგიერთი კი ეკლესიის ფულსაც კი ინაწილებდა. დები და ძმები ერთმანეთის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდნენ. ეს მართლაც დიდი „განთავისუფლება“ იყო. ერთადერთი, რაც ქების ღირსი იყო, ის გახლდათ, რომ უკან არავის დაუხევია. ეს იყო ყველაზე ძლიერი მხარე. ამის გამო მათ სატანის წინაშე დამოწმების ნაბიჯი გადადგეს, მოგვიანებით კი ღვთის ხალხის ვინაობა მოიპოვეს და დღემდე მოაღწიეს. ღვთის საქმე ისე არ სრულდება, როგორც შენ წარმოგიდგენია; პირიქით, როდესაც დრო ამოიწურება, საქმე დასრულდება მიუხედავად იმისა, თუ რა დონეს მიაღწიე. ზოგმა შეიძლება თქვას: „ასე მოქმედებით შენ არ იხსნი ადამიანებს და არც გიყვარს ისინი — შენ არ ხარ სამართლიანი ღმერთი“. სრული სიმართლით გეუბნები: დღეს ჩემი საქმის მთავარი მიზანი შენი დაპყრობა და შენ მიერ დამოწმებაა. შენი ხსნა მხოლოდ დამატებითი ნაწილია; გადარჩები თუ არა, ეს შენსავე ძიებაზეა დამოკიდებული და ჩემთან არ არის კავშირში. თუმცა, მე უნდა დაგიპყრო; ნუ ცდილობ მუდამ ჩემს მართვას — დღეს მე ვმოქმედებ და გიხსნი შენ და არა პირიქით!

დღეს ის, რაც თქვენ გააცნობიერეთ, აღემატება მთელი ისტორიის მანძილზე ნებისმიერი იმ ადამიანის გაგებას, ვინც არ ყოფილა სრულქმნილი. იქნება ეს თქვენი ცოდნა განსაცდელების შესახებ თუ ღვთისადმი რწმენა, ეს ყოველივე აღემატება ღვთის ნებისმიერი მორწმუნის ცოდნას. ის, რაც თქვენ გესმით, არის ის, რაც გარემოებათა განსაცდელების გამოვლამდე შეიტყვეთ, მაგრამ ეს სრულიად არ შეესაბამება თქვენს რეალურ სულიერ სიმწიფეს. ის, რაც იცით, აღემატება იმას, რასაც პრაქტიკაში იყენებთ. თუმცა ამბობთ, რომ ღვთის მორწმუნეებს უნდა უყვარდეთ ღმერთი და უნდა ეძიებდნენ არა კურთხევას, არამედ მხოლოდ ღვთის განზრახვების შესრულებას; ის, რაც თქვენს ცხოვრებაში ვლინდება, ძალიან შორს არის ამისგან და დიდად შებილწულია. ადამიანთა უმეტესობას ღმერთი სიმშვიდისა და სხვა სარგებლის გამო სწამს. თუ ეს შენთვის სასიკეთო არ არის, ღმერთი არ გწამს და თუ ღვთის მადლს ვერ იღებ, უკმაყოფილებას გამოხატავ. როგორ შეიძლება ის, რაც თქვი, შენი ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე იყოს? როდესაც საქმე ეხება ისეთ გარდაუვალ ოჯახურ შემთხვევებს, როგორიცაა ბავშვების ავადმყოფობა, საყვარელი ადამიანების საავადმყოფოში მოხვედრა, მცირე მოსავალი და ოჯახის წევრების მხრიდან დევნა, ეს ხშირად განმეორებადი, ყოველდღიური მოვლენებიც კი მეტისმეტია შენთვის. როდესაც ასეთი რამ ხდება, მუდამ პანიკაში ვარდები, არ იცი რა გააკეთო —უმეტესწილად ღმერთზე წუწუნებ. წუწუნებ, რომ ღვთის სიტყვებმა შეცდომაში შეგიყვანა, რომ ღვთის საქმემ ითამაშა შენით. ნუთუ არ გაქვს ასეთი ფიქრები? გგონია, რომ ასეთი რამ თქვენ შორის მხოლოდ იშვიათად ხდება? ყოველდღე ასეთი მოვლენების შუაგულში ცხოვრობ. საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ღვთისადმი რწმენაში ან როგორ შეასრულო ღვთის განზრახვები. თქვენი ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე მეტისმეტად მცირეა, პატარა წიწილაზე მცირეც კი. როდესაც ოჯახის ბიზნესი წარუმატებლობას განიცდის, ღმერთზე წუწუნებ; როდესაც ღვთის მფარველობის გარეშე აღმოჩნდები, კვლავ ღმერთზე წუწუნებ; მაშინაც კი წუწუნებ, როცა შენი ერთ-ერთი წიწილა კვდება ან ბოსელში ბებერი ძროხა ხდება ავად. წუწუნებ, როდესაც შენი ვაჟის დაქორწინების დრო დგება, მაგრამ ოჯახს საკმარისი ფული არ აქვს; გსურს მასპინძლობის მოვალეობის შესრულება, მაგრამ ამის საშუალება არ გაქვს და მაშინაც წუწუნებ. შენ სავსე ხარ პრეტენზიებით და ამის გამო ზოგჯერ არ ესწრები შეკრებებს ან არ ჭამ და სვამ ღვთის სიტყვებს და ვინ იცის, რამდენ ხანს რჩები ნეგატიური. რაც დღეს შენ თავს ხდება, არაფერს არავითარი კავშირი არ აქვს შენს პერსპექტივებთან ან ბედთან; ეს მოვლენები მაშინაც მოხდებოდა, ღმერთი რომ არ გწამდეს, თუმცა დღეს შენ მათზე პასუხისმგებლობას ღმერთს აკისრებ და ჯიუტად ამბობ, რომ ღმერთმა მოგკვეთა. როგორია შენი რწმენა ღვთისადმი? მართლა შესწირე მას შენი სიცოცხლე? იობის მსგავსი განსაცდელები რომ გაგევლო, დღეს ღვთის მიმდევართაგან თქვენ შორის ვერავინ შეძლებდა მტკიცედ დგომას, ყველა დაეცემოდით. მარტივად რომ ვთქვათ, შენსა და იობს შორის უზარმაზარი სხვაობაა; ისე განსხვავდებით, როგორც ცა და დედამიწა. დღეს შენი ქონების ნახევარი რომ ჩამორთმიათ, გაბედავდი და უარყოფდი ღვთის არსებობას; ვაჟი ან ქალიშვილი რომ წაერთმიათ, ქუჩაში გამოხვიდოდი და წყევლას დაიწყებდი; საარსებო წყარო რომ გადაეკეტათ, შეეცდებოდი, ღმერთს დაპირისპირებოდი და იკითხავდი, რატომ ვთქვი ამდენი სიტყვა დასაწყისში შენს შესაშინებლად. ასეთ დროს არ იქნებოდა არაფერი, რის გაკეთებასაც ვერ გაბედავდი. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ არ გაგაჩნია არავითარი ჭეშმარიტი წვდომა და არც ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე. ამიტომ, განსაცდელები, რომლებიც უნდა გაიარო, მეტისმეტად დიდია, რადგან ძალიან ბევრი იცი, მაგრამ ის, რაც ჭეშმარიტად გესმის, იმის მეათასედიც კი არ არის, რაც იცი. არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ ცოდნითა და გაგებით. ნაცვლად ამისა, აჯობებს დაინახო, რამდენი ჭეშმარიტება გამოიყენე რეალურად პრაქტიკაში; შენთვის ცნობილი ჭეშმარიტებებიდან ჯერ კიდევ რომელი არ გამოგიყენებია პრაქტიკაში; სულიწმიდის ნათლის მოფენისა და გაცისკროვნებისრომელი ნაწილი მოიპოვე საკუთარი მძიმე შრომითა და ოფლით; შესრულდა თუ არა შენი მტკიცე გადაწყვეტილება ჭეშმარიტების ძიების შესახებ; რამდენად შორს წახვედი სრულყოფლების მიღწევის გზაზედა გაქვს თუ არა ჭეშმარიტი სულიერი სიმწიფე სატანის ცდუნებების დასაძლევად. შენ უნდა იყო გულმოდგინე და ფასი გაიღო, როდესაც საქმე ეხება შენს ჭეშმარიტ სულიერ სიმწიფესა და იმ მოწმობას, რომელიც უნდა გასცე. ღვთისადმი რწმენასთან მიმართებაში ნუ იფიქრებ იმაზე, თუ რა კურთხევის მოპოვება შეგიძლია ან რითი შეიძლება დატკბე მომავალში. საბოლოოდ შეძლებ თუ არა ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის მოპოვებას, მთლიანად შენს პირად სწრაფვაზეა დამოკიდებული.

სქოლიო:

ა. ჰანჰაოს ჩიტის ამბავი ძალიან ჰგავს ეზოპეს იგავს ჭრიჭინასა და ჭიანჭველაზე. სანამ თბილი ამინდებია,ჰანჰაოს ჩიტს ურჩევნია იძინოს, ნაცვლად იმისა, რომ ბუდე აიშენოსმისი მეზობლის, კაჭკაჭის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. როდესაც ზამთარი დგება, ჩიტი იყინება და კვდება.

წინა: არსებობს თუ არა სამება

შემდეგი: პრაქტიკა (4)

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება