ვინც ღმერთს ჭეშმარიტი გულით ემორჩილება, ის ნამდვილად იქნება ღვთის მიერ მოპოვებული
სულიწმიდას საქმე დღითი-დღე იცვლება. ის სულ უფრო მაღლა იწევს, ხვალინდელი დღის გაცხადება უფრო მაღალია, ვიდრე დღევანდელისა, ყოველი ნაბიჯით ახალ საფეხურზე ადის რა. ასეთია საქმე, რომლითაც ღმერთი ადამიანს სრულყოფს. თუ ადამიანები ვერ აუწყობენ მას ფეხს, ნებისმიერ დროს შესაძლებელია მათი მოკვეთა. ის, ვისაც არ გააჩნია ღვთისადმი მორჩილი გული, ბოლომდე ვერ გაჰყვება მას. წინა დროებამ ჩაიარა; ეს ახალი დროა და ახალ ხანაში ახალი საქმე უნდა გაკეთდეს. განსაკუთრებით ბოლო ხანაში. როდესაც ხდება ადამიანების სრულქმნა, ღმერთი უფრო ახალ საქმეს აღასრულებს, უფრო სწრაფად, ამიტომ, თუ ადამიანები განზრახ არ ემორჩილებიან, მათ გაუჭირდებათ ღვთის კვალდაკვალ სიარული. ღმერთი არ იზღუდება რაიმე წესებით და არც თავისი საქმის ცალკეულ ეტაპებს მიიჩნევს მარადიულად და უცვლელად. პირიქით, მისი საქმე სულ უფრო ახალია და უფრო ამაღლებული. ყოველ ეტაპზე მისი საქმე უფრო და უფრო პრაქტიკული ხდება და უფრო მეტად შეესაბამება ადამიანის რეალურ საჭიროებებს. მხოლოდ ამგვარი საქმის განცდის გზით მიაღწევენ ადამიანები მათი ხასიათის საბოლოო გარდაქმნას. ადამიანის მიერ სიცოცხლის შეცნობა სულ უფრო მაღალ დონეებს აღწევს, შესაბამისად ღვთის საქმეც სულ უფრო მაღალ დონეზე ადის. მხოლოდ ასე ძალუძს ადამიანს, მიაღწიოს სრულყოფას და გახდეს ღვთის სამსახურისთვის ვარგისი. ღმერთი ასე მოქმედებს, ერთის მხრივ, რათა გააქარწყლოს და დაძლიოს ადამიანის წარმოდგენები, ხოლო მეორეს მხრივ, რათა გაუძღვეს ადამიანს უფრო მაღალ და რეალისტურ მდგომარეობისკენ, ღმერთის რწმენის უმაღლეს სფეროში, რათა საბოლოო ჯამში აღსრულდეს ღვთის ნება. ყველა ის ურჩი, ვინც განზრახ უწევს წინააღმდეგობას, უნდა განიდევნოს ღვთის ამ სწრაფი და ძლიერი მოქმედების ეტაპზე; მხოლოდ ის, ვინც შეგნებულად მორჩილებს და სიხარულით თავმდაბლობს, შეძლებს გზის ბოლომდე მიღწევას. ამგვარად მოქმედებისას ყველამ უნდა ისწავლოთ მორჩილება და საკუთარი წარმოდგენების გვერდზე გადადება. ფრთხილად უნდა იყოთ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. შენ თუ დაუდევარი ხარ, უეჭველად გახდები ის, ვისაც სულიწმიდა ზიზღით უარყოფს, ის, ვინც ღვთის საქმეს აფერხებს. საქმის ამ ეტაპის დაწყებამდე, ადამიანს ჰქონდა იმდენად მრავალრიცხოვანი ძველი წესი და კანონი, რომ ის აჰყვა მათ, გახდა ქედმაღალი და დაივიწყა საკუთარი თავი. ეს ის დაბრკოლებებია, რომლებიც ადამიანს ღვთის ახალი საქმის მიღებისგან აკავებენ; ისინი ადამიანის მიერ ღვთის შეცნობის მტრები არიან. საშიშია, როცა ადამიანებს გულში არც მორჩილება აქვთ და არც ჭეშმარიტების ძიების სურვილი. თუ შენ მხოლოდ მარტივ საქმესა და სიტყვებს მორჩილებ და არ გაქვს უფრო ღრმა რამის მიღების უნარი, მაშინ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც ვერ ელევა ძველ გზებს და ვერ აუბამს ფეხს სულიწმიდის საქმეს. ღვთის საქმე ეპოქიდან ეპოქამდე განსხვავდება. თუ შენ ემორჩილები ღვთის საქმეს ერთ ეტაპზე, მაგრამ შემდეგ ეტაპზე შენი მორჩილება მისი საქმისადმი სუსტია, ან თუ არ გაქვს მორჩილების უნარი, მაშინ ღმერთი მიგატოვებს. შენ ფეხდაფეხ მიჰყვები ღმერთს, როდესაც ის ამ ნაბიჯს დგამს, და ასევე უნდა განაგრძო მისი მიყოლა, როდესაც ის მომდევნო საფეხურზე ავა. მხოლოდ მაშინ იქნები სულიწმიდის მორჩილი. რამდენადაც შენ გწამს ღმერთის, მტკიცე უნდა დარჩე შენს მორჩილებაში. არ შეიძლება დაემორჩილო, როდესაც მოგესურვება და არ დაემორჩილო, როდესაც არ მოგესურვება. ასეთი მორჩილება ღმერთს არ მოსწონს. თუ შენ ვერ აუწყობ ფეხს იმ ახალ საქმეს, რომელსაც მე გაზიარებთ და არ დათმობ ძველ ნათქვამებს, მაშ, როგორ არის შესაძლებელი წინსვლა შენ ცხოვრებაში? ღვთის საქმე ისაა, მოგამარაგოს თავისი სიტყვებით. როდესაც შენ ემორჩილები და იზიარებ მის სიტყვებს, სულიწმიდა აუცილებლად დაიწყებს შენში მოქმედებას. სულიწმიდა ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც მე ვამბობ; იმოქმედე, როგორც გითხარი და სულიწმიდა მყისიერად იმოქმედებს შენში. მე თქვენთვის ახალ ნათებას ვანთებ, შეგიძღვებით აწმყოს ნათელში და როდესაც შენ ამ ნათელში შეხვალ, სულიწმიდა დაუყოვნებლივ იმოქმედებს შენში. არიან ისეთები, ვინც ურჩობენ და ამბობენ: „მე უბრალოდ არ შევასრულებ იმას, რასაც შენ ამბობ.“ ასეთ შემთხვევაში, მე გეტყვი, რომ შენ ახლა მიაღწიე გზის ბოლოს; შენ ხარ გამომშრალი და უსიცოცხლო. ამგვარად, შენი ბუნების გარდაქმნის პროცესში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამჟამინდელ ნათელისთვის ფეხის აწყობა. სულიწმიდა მოქმედებს არა მხოლოდ იმ ადამიანებში, ვისაც ღმერთი იყენებს, არამედ ეკლესიაშიც. ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანში მუშაობდეს. შესაძლოა, ის ამჟამად შენში მოქმედებს და შენ შეიგრძნობ ამ საქმეს. შემდეგი პერიოდის განმავლობაში ის შეიძლება ვინმე სხვაში მუშაობდეს, ამ შემთხვევაში შენ უნდა იჩქარო, რომ დაედევნო მას; რაც უფრო მიუახლოვდები ამჟამინდელ ნათებას, მით მეტად შეძლებს შენი ცხოვრება ზრდას.არ აქვს მნიშვნელობა, როგორია მავანი პიროვნება, თუ სულიწმიდა მუშაობს მასში, შენც უნდა მისდიო. გაითავისე მათი გამოცდილება პრაქტიკული გზით, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და კიდევ უფრო დიდ რამეებს მიიღებ. ამგვარი პრაქტიკის მეშვეობით უფრო სწრაფად განვითარდები. ეს არის ადამიანის სრულყოფის გზა და საშუალება, რომლითაც ცხოვრება იზრდება. სრულყოფის გზა სულიწმიდის საქმისადმი შენს მორჩილებაზე გადის. შენ არ იცი, რომელი ადამიანის მეშვეობით იმოქმედებს ღმერთი შენი სრულყოფისათვის, არც ის იცი, თუ რომელი ადამიანის, მოვლენისა თუ საგნის მეშვეობით მოგცემს ღმერთი საშუალებას მიიღო ან იხილო საგნები. თუ შენ ძალგიძს ამ სწორ გზაზე დადგომა, ეს ნიშნავს, რომ დიდია ღვთის მიერ შენი სრულქმნის იმედი. თუ ეს არ შეგიძლია, შენი მომავალი იქნება განძარცული და სინათლეს მოკლებული. როდესაც შენ დაადგები სწორ გზას, შენ მიაღწევ გაცხადებას ყველაფერში. არ აქვს მნიშვნელობა სხვებისთვის რას ცხადქმნის სულიწმიდა, თუ შენ მათ ცოდნაზე დაყრდნობით საკუთარი გამოცდილების მიღებას გადაწყვეტ, მაშინ ის იქცევა შენი ცხოვრების ნაწილად და შენ შეძლებ სხვების მომარაგებას ამ გამოცდილებიდან. ისინი, ვინც სხვებს მხოლოდ სიტყვების გამეორებით მოძღვრავენ, ის ადამიანები არიან, რომელთაც არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ. სხვების მოფენილი ნათლითა და განათების მეშვეობით შენ უნდა ისწავლო პრაქტიკული გზის პოვნა, სანამ საკუთარ რეალურ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაიწყებდე საუბარს. ეს მეტ სარგებელს მოუტანს შენს ცხოვრებას. ამდენად შენ უნდა განიცადო, დაემორჩილო ყოველივეს, რაც ღვთისგან მოდის. ღვთის განზრახვები უნდა ეძიო ყველაფერში და უნდა ისწავლო ყველაფრიდან, რათა შენი ცხოვრება გაიზარდოს. ასეთი პრაქტიკა უსწრაფეს წინსვლას უზრუნველყოფს.
სულიწმიდა ნათელს გფენს შენი ამჟამინდელი გამოცდილების მეშვეობით და სრულგყოფს შენი რწმენის მეშვეობით. ჭეშმარიტად გსურს, გახდე სრულყოფილი? თუ მართლა გსურს, რომ ღმერთმა სრულგყოს, მაშინ გეყოფა გამბედაობა, უარყო საკუთარი ხორციელი სურვილები, შეძლებ ღვთის სიტყვების აღსრულებას და არ იქნები ნეგატიური ან სუსტი. შეძლებ, დაემორჩილო ყველაფერს, რაც ღვთისგან მოდის და შეძლებ, ღმერთს წარმოუჩინო ყველა შენი ქმედება — იქნება ეს სხვების თვალწინ თუ მათ ზურგს უკან ჩადენილი. თუ შენ მოქმედებ პატიოსანი ადამიანის დარად და ყველა საქმეში მისდევ ჭეშმარიტებას, მაშინ შენ იქნები ის, ვინც სრულყოფას მიაღწევს. იმ ცრუ ადამიანებს, რომლებიც სხვების თვალწინ ერთნაირად იქცევიან და მათსავე ზურგს უკან სხვანაგვარად, არ სურთ სრულყოფა. ისინი ყველანი წარწყმედისა და განადგურების ძენი არიან; ისინი სატანასანი არიან და ღვთის მიერ არ არიან რჩეულნი. ღმერთი ასეთ ადამიანებს არ ირჩევს! თუ შენი ქმედებები და ქცევა არ შეიძლება წარედგინოს ღმერთს ან ვერ იქნება გამოკვლეული ღვთის სულის მიერ, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ შენში რაღაც ვერ არის რიგზე. მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებ ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვას და ყურადღებას გაამახვილებ შენი ხასიათის გარდაქმნაზე, შეძლებ სრულყოფის გზაზე დადგომას. თუ ჭეშმარიტად გსურს, გახდე ღვთის მიერ სრულყოფილი და მიჰყვე ღვთის ნებას, მაშინ უნდა დამორჩილდე ღვთის ყველა საქმეს, არ დაგცდეს უკმაყოფილების ერთი სიტყვაც, არ გამოთქვა ღვთის საქმეზე თვითნებური მსჯელობები თუ დასკვნები. ეს არის მინიმალური მოთხოვნები ღვთის მიერ სრულყოფისთვის. მათთვის, ვინც ღვთის მიერ სრულყოფას ესწრაფვის, არსებობს სავალდებულო მოთხოვნა: ყველაფერში იმოქმედეთ ღვთისმოყვარე გულით. რას ნიშნავს ღვთისმოყვარე გულით მოქმედება? ეს ნიშნავს, რომ ყველა შენი ქმედება და ქცევა შეიძლება წარდგენილ იქნას ღვთის წინაშე. და რადგან შენ გაქვს სწორი ზრახვები, საქმიანობა სწორი იქნება თუ მცდარი, შენ არ გეშინია, აჩვენო ის ღმერთს ან შენს ძმებსა და დებს და შენ ბედავ ღვთის წინაშე ფიცის დადებას. ყველა შენი განზრახვა, აზრი თუ იდეა უნდა წარადგინო ღვთის წინაშე მისი დაკვირვებისთვის. თუ ამგვარად იმოქმედებ და ასეთი გზით შეხვალ, მაშინ წინსვლა შენს ცხოვრებაში სწრაფი იქნება.
რადგან ღმერთის გწამს, კიდეც უნდა ენდო ღვთის ყველა სიტყვას და მთელ მის საქმეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რადგან ღმერთის გწამს, უნდა დაემორჩილო მას. თუ ამას ვერ ახერხებ, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, გწამს თუ არა. თუ შენ მრავალი წელია გწამს ღმერთის, მაგრამ აქამდე არასდროს დამორჩილებიხარ მას, არ იღებ მის სიტყვებს სრულად და, ამის ნაცვლად, ითხოვ, რომ ღმერთი დაგემორჩილოს შენ და იმოქმედოს შენი წარმოდგენებისამებრ, მაშინ შენ ხარ ყველაზე მეამბოხე, შენ ხარ ურწმუნო. როგორ შეძლებენ ასეთი ადამიანები დაემორჩილონ ღვთის საქმესა და სიტყვებს, რომლებიც ადამიანის წარმოდგენებს არ შეესაბამება? ყველაზე მეამბოხეები ისინი არიან, ვინც განზრახ უარს ამბობენ ღვთისადმი დაქვემდებარებაზე და ეწინააღმდეგებიან ღმერთს. ისინი არიან ღვთის მტრები, ანტიქრისტეები. ღვთის ახალი საქმის მიმართ ისინი ყოველთვის მტრულად არიან განწყობილნი. ისინი არასდროს ავლენენ სულ მცირე მიდრეკილებასაც კი დამორჩილებისადმი და არც არასდროს დაემორჩილებიან ან დაიმდაბლებენ თავს სიხარულით. სხვების წინაშე ისინი უზომოდ დიდგულები არიან და არავის ემორჩილებიან. ღვთის წინაშე კი თვლიან, რომ საუკეთესო „მქადაგებლები“ არიან, თანაც ყველაზე დაოსტატებულები სხვებზე მუშაობაში. ისინი არასდროს გასცემენ მათ ხელთ მყოფ „განძს“; არამედ, პირიქით, ისინი ეპყრობიან მას როგორც საგვარეულო ქონებას, თაყვანისცემისა და სხვებისთვის ქადაგების ობიექტს და იყენებენ მას იმ უმეცრების დასამოძღვრად, რომლებიც მას კერპად აქცევენ. ეკლესიაში ნამდვილად არიან მსგავსი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ ისინი წარმოადგენენ „დაუმორჩილებელი გმირების დინასტიას“, რომელიც თაობების განმავლობაში ბუდობს ღვთის სახლში. ისინი თვლიან, რომ ქადაგება (მოძღვრებების) მათი უზენაესი მოვალეობაა. წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე, ისინი მკაცრად ასრულებენ თავიანთ „წმინდა და ხელშეუხებელ“ მოვალეობას. ვერავინ ბედავს, ხელი ახლოს მათ; არავინ გაბედავს დაუფარავად მათ გაკიცხვას. ღვთის სახლში ისინი „მეფეებად“ იქცევიან, გახელებულები თაობების მანძილზე სასტიკად ჩაგრავენ სხვებს. ეს ჯოგი ბოროტი დემონებისა ცდილობს გაერთიანდეს და გაანადგუროს ჩემი საქმე; როგორ უნდა დავრთო ამ ცოცხალ ეშმაკებს ჩემ თვალწინ არსებობის უფლება? ისინიც კი, ვინც მხოლოდ ნახევრად მორჩილნი არიან, ვერ აღწევენ გზის ბოლომდე, არათუ ეს ტირანები, გულში მცირედი მორჩილებაც რომ არ გააჩნიათ! ადამიანი იოლად ვერ მოიპოვებს ღვთის საქმეს. ადამიანებს მთელი თავიანთი ძალების მეშვეობითაც კი მხოლოდ მისი ულუფის მიღება შეუძლიათ, რომელიც მათ საბოლოო ჯამში სრულყოფის საშუალებას აძლევს. მაშ რა ეთქმით მთავარანგელოზის შვილებს, რომლებიც ღვთის საქმის განადგურებას ცდილობენ? განა მათ უფრო მცირე იმედი არ აქვთ, გახდნენ ღვთის მიერ მოპოვებულები? დაპყრობის საქმის კეთებისას ჩემი მიზანია არა მხოლოდ დაპყრობა დაპყრობის ხათრით, არამედ დაპყრობა სამართლიანობისა და უსამართლობის გამოსავლენად, ადამიანის დასჯის მიზნით მტკიცებულების მოსაძიებლად, ბოროტების დასაგმობად და, რაც მთავარია, დაპყრობა იმათი სრულყოფისთვის, ვინც ნებაყოფლობით ემორჩილება. საბოლოოდ, ყველაფერი თავისი გვარისამებრ დახარისხდება და სრულქმნილთა აზრები და იდეები მორჩილებით აღივსება. ეს ის საქმეა, რომელიც საბოლოოდ აღსრულდება. ხოლო ისინი, ვისი ქმედებაც მეამბოხეობითაა სავსე, დაისჯებიან და ჩაყრილნი იქნებიან მგზნებარე ცეცხლში და იქნებიან მარადიული წყევლის ობიექტები. როდესაც ის დრო დადგება, „დიდი და დაუმორჩილებელი გმირების დინასტია“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, გადაიქცევა ყველაზე საზიზღარ და გარიყულ „სუსტი და უძლური მხდალების დინასტიად“. მხოლოდ ამით გამოვლინდება სრულად ღვთის სამართლიანობა და მისი ხასიათი, რომელიც არ იტანს ადამიანის მხრიდან შეურაცხყოფას და მხოლოდ ეს დააცხრობს სიძულვილს ჩემს გულში. განა არ მეთანხმებით, რომ ეს სავსებით გონივრულია?
ვინც სულიწმიდის მოქმედებას განიცდის ან ვინც ამ ნაკადშია, ყველა მათგანი ვერ მოიპოვებს სიცოცხლეს. სიცოცხლე არ არის საერთო საკუთრება, რომელსაც მთელი კაცობრიობა იზიარებს და ყველა ადამიანს არ ძალუძს ხასიათის ადვილად შეცვლა. ღვთის საქმისადმი მორჩილება უნდა იყოს რეალური და ნამდვილი და ის ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს. მხოლოდ ზერელე მორჩილება ვერ დაიმსახურებს ღვთის მოწონებას, მხოლოდ ღვთის სიტყვის ზედაპირული ასპექტებისადმი მორჩილება, საკუთარი ხასიათის შეცვლის ძიების გარეშე, არ შეესაბამება ღვთის განზრახვას. მორჩილება ღვთისა და მორჩილება ღვთის საქმისა ერთი და იგივეა. ისინი, ვინც ემორჩილებიან მხოლოდ ღმერთს და არა მის საქმეს, ვერ ჩაითვლებიან მორჩილებად, მით უფრო ისინი, ვინც გულწრფელად კი არ ემორჩილება, არამედ გარეგნულად პირმოთნეობენ. ყველას, ვინც ჭეშმარიტად ემორჩილება ღმერთს, შეუძლია სარგებელი ნახოს ამ საქმიდან და მიაღწიოს ღვთის ხასიათის და მისი საქმის შეცნობას. მხოლოდ ასეთი ადამიანები ემორჩილებიან ღმერთს ჭეშმარიტად. მხოლოდ ასეთ ადამიანებს ძალუძთ ახალი საქმის მეშვეობით ახალი ცოდნის მოპოვება და ახალი ცვლილებების განცდა. მხოლოდ ასეთ ადამიანებს მოიწონებს ღმერთი, მხოლოდ ეს ადამიანები აღწევენ სრულყოფას და მხოლოდ მათი ხასიათები შეიცვალა. ღვთის მიერ მოწონებულნი არიან ისინი, ვინც სიხარულით ემორჩილებიან ღმერთს, მის სიტყვასა და საქმეს. მხოლოდ ეს ადამიანები არიან მართალი ადამიანები, მხოლოდ ამ ადამიანებს გულწრფელად სწადიათ ღმერთი და გულწრფელად ეძიებენ ღმერთს. რაც შეეხება მათ, ვინც მხოლოდ თავიანთი ბაგეებით აცხადებენ ღმერთის რწმენას, გულის სიღრმეში კი წყევლიან მას, ეს ადამიანები ინიღბებიან და გველის შხამს ატარებენ; ისინი ყველაზე მზაკვარნი არიან. ადრე თუ გვიან ამ სალახანებს ჩამოეხსნებათ მათი ამაზრზენი ნიღბები. განა ეს ის საქმე არაა, რომელიც დღეს კეთდება ბოროტი ადამიანები მუდამ ბოროტნი იქნებიან და ვერასდროს გაექცევიან სასჯელის დღეს. კეთილი ადამიანები მუდამ კეთილნი იქნებიან და გამოაშკარავდებიან, როდესაც ღვთის საქმე დასრულდება. არცერთი ბოროტი არ ჩაითვლება მართლად და არცერთი მართალი — ბოროტად. განა მე დავუშვებ, რომ რომელიმე ადამიანს უსამართლოდ დაედოს ბრალი?
ცხოვრებაში წინ მიიწევთ რა, მუდმივად უნდა გქონდეთ ახალი ხედვა და ახალი, უფრო მაღალი გაგება, რომელიც ყოველი ნაბიჯით უფრო ღრმავდება. სწორედ ესაა, რაშიც უნდა შევიდეს მთელი კაცობრიობა. თანაზიარების, ქადაგებების მოსმენის, ღვთის სიტყვის კითხვის და გარკვეული საკითხის განხილვის მეშვეობით, შენ მიიღებ ახალ გაგებასა და ახალ ნათლის მოფენას და არ იცხოვრებ ძველი წესებისა და ძველ დროის თანახმად; შენ ყოველთვის იცხოვრებ ახალ ნათელში და არ გადაუხვევ ღვთის სიტყვას. სწორ გზაზე დადგომა სწორედ ამას ნიშნავს. რაიმე ზედაპირულ დონეზე საფასურის გადახდა საკმარისი არ არის; დღითი დღე ღვთის სიტყვა უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ყოველდღიურად ახალი რამ ვლინდება და ადამიანმაც ყოველდღე ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას შესვლაში. ღმერთი რასაც ამბობს, ყველაფერს ისე აღასრულებს ცხოვრებაში, როგორც თქვა და თუ შენ ვერ შეძლებ მისდიო მას, ჩამორჩები. უნდა ჩაუღრმავდე შენს ლოცვებს. ღვთის სიტყვის ჭამა და სმა არ შეიძლება იყოს წყვეტილი. გააღრმავე შენ მიერ მიღებული ნათლის მოფენა და განათება, საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვებზე კი თანდათან უარი უნდა თქვა. ასევე უნდა გააძლიერო შენი განსჯის უნარი და უნდა გქონდეს საკუთარი შეხედულებები და თვალსაზრისი ყველაფერზე, რასაც შეხვდები. სულთან მიმართებაში ზოგიერთი რამის გაგებით შენ უნდა შეიძინო გარე საგნების გაგების უნარი და ჩაწვდე ნებისმიერი საკითხის არსს. თუ შენ არ ხარ აღჭურვილი ამ უნარებით, როგორ შეძლებ ეკლესიის ხელმძღვანელობას? თუ შენ მხოლოდ საუბრობ სიტყვებისა და მოძღვრებების შესახებ, ყოველგვარი რეალობისა და პრაქტიკაში განხორციელების გზების გარეშე, მაშინ საქმეს მხოლოდ მცირე ხნით გაართმევ თავს. ეს შეიძლება მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს ახლად მოქცეულებთან საუბრისას, მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ისინი განსაზღვრულ ნამდვილ გამოცდილებას შეიძენენ, შენ მათ ვეღარაფერს მიაწვდი. მაშინ როგორღა იქნები ღმერთისთვის გამოსადეგი? ახალი ნათლის მოფენის გარეშე ვერ შეძლებ მუშაობას. ახალ ნათლის მოფენას მოკლებულები ისინი არიან, ვინც არ იციან, როგორ განიცადონ, და ასეთი ადამიანები ვერასდროს შეიძენენ ახალ ცოდნას ან ახალ გამოცდილებას. სიცოცხლის უზრუნველყოფის საკითხში ისინი ვერასდროს შეძლებენ თავიანთი ფუნქციის შესრულებას და ვერც ღმერთისთვის იქნებიან გამოსადეგნი. ასეთი ადამიანი არაფერში გამოდგება, უბრალოდ უსაქმურია. რეალურად, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ შეუძლიათ საქმეში თავიანთი ფუნქციის შესრულება, ისინი ყველაფერში უვარგისები არიან. ისინი არა მხოლოდ ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას საქმეში, არამედ რეალურად ზედმეტ ტვირთს წარმოადგენენ ეკლესიისთვის. მე მოვუწოდებ ამ „პატივცემულ მოხუცებს“, საჩქაროდ დატოვონ ეკლესია, რათა სხვებს მეტად აღარ მოუწიოთ შენი ყურება. ასეთ ადამიანებს არ ესმით ახალი საქმე, ისინი სავსე არიან დაუსრულებელი წარმოდგენებით. ისინი არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ ეკლესიაში. პირიქით, თესავენ ბოროტებას და ყველგან ნეგატიურ განწყობას ავრცელებენ. იმ დონემდეც კი მიდიან, რომ სჩადიან უგუნურ ბოროტმოქმედებებს და ქაოსს ქმნიან ეკლესიაში, რითაც იმ ადამიანებში, რომელთაც ნაკლებად აქვთ გარჩევის უნარი, დაბნეულობასა და არეულობას იწვევენ. ამ ცოცხალმა ეშმაკებმა, ამ ბოროტმა სულებმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ეკლესია, რათა ეკლესიამ შენ გამო არ იზარალოს. შენ შეიძლება არ გეშინოდეს დღევანდელი საქმის, მაგრამ ნუთუ არ გეშინია ხვალინდელი სამართლიანი სასჯელის? ეკლესიაში უამრავი ადამიანია, რომლებიც უსაქმურები არიან და უამრავი მგელი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ღმერთის ნორმალურ საქმეს. მთავარი დემონის მიერ გამოგზავნილ ამ დემონებს, სასტიკ მგლებს სურთ უმეცარი ბატკნების გადასანსვლა. თუ ეს ეგრეთ წოდებული, ადამიანები არ განიდევნებიან, ისინი იქცევიან პარაზიტებად ეკლესიაში, ჩრჩილად, რომელიც ხრავს შესაწირავს. ადრე თუ გვიან, დადგება დღე, როდესაც ეს საძულველი, უმეცარი, მდაბიო და ამაზრზენი მატლები დაისჯებიან!