თავი 6
ადამიანები გაოგნებულნი არიან, როდესაც კითხულობენ ღვთის გამონათქვამებს და ფიქრობენ, რომ ღმერთმა სულიერ სამყაროში დიდი საქმე აღასრულა, ისეთი რამ, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია და რაც თავად ღმერთმა პირადად უნდა აღასრულოს. ამიტომ ღმერთი კიდევ ერთხელ წარმოთქვამს კაცობრიობის მიმართ შემწყნარებლობის სიტყვებს. როდესაც ადამიანები გულში წინააღმდეგობას გრძნობენ: „ღმერთი არ არის გულმოწყალებისა და კეთილმოსურნე სიყვარულის ღმერთი, ის არის ღმერთი, რომელიც მხოლოდ განგმირავს ადამიანს, მაშ, რატომ იჩენს ის ჩვენ მიმართ შემწყნარებლობას? შესაძლოა, ღმერთი კვლავ დაუბრუნდა თავის „მეთოდს“?“ — როდესაც ეს წარმოდგენა, აზროვნების ეს წესი მათ გულებში ჩნდება, ისინი მთელი ძალით ცდილობენ მასთან გამკლავებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთის საქმე გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება, სულიწმიდა დიდ საქმეს აღასრულებს ეკლესიაში და ყველა იწყებს თავისი ფუნქციის შესრულებას, ყველა ადამიანი შედის ღვთის მეთოდში, რადგან ვერავინ ხედავს რაიმე ნაკლს იმაში, რასაც ღმერთი ამბობს და აღასრულებს. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა იქნება ღვთის შემდეგი ნაბიჯი, არავის აქვს ამაზე ოდნავი წარმოდგენაც კი. ეს ისეა, როგორც ღმერთმა თქვა: „ცისქვეშეთში ვინ არ არის ჩემს ხელში? ვინ არ მოქმედებს ჩემი წინამძღოლობის მიხედვით?“ თუმცა, მე გაძლევთ რჩევას: იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენთვის ნათელი არ არის, არცერთმა თქვენგანმა არ უნდა წარმოთქვას ან გააკეთოს რაიმე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ შენი ენთუზიაზმი ჩავახშო, არამედ იმისთვის, რომ მოგცე საშუალება, იმოქმედო ღვთის წინამძღოლობის შესაბამისად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგწყდეს გული ან დაეჭვდე იმის გამო, რომ მე ვახსენე „ნაკლოვანებები“; ჩემი მიზანი ძირითადად ის არის, რომ შეგახსენო, ყურადღება მიაქციო ღვთის სიტყვებს. ადამიანები კვლავ გაოგნებულნი არიან, როდესაც კითხულობენ ღვთის სიტყვებს, სადაც ნათქვამია: „იყავით გამჭრიახნი სულიერი საკითხების მიმართ, ყურადღებით მოეკიდეთ ჩემს სიტყვას და ჭეშმარიტად აღიქვით ჩემი სული და ჩემი ხორციელი არსება, ჩემი სიტყვა და ჩემი ხორციელი არსება ერთ განუყოფელ მთლიანობად, რათა ყოველმა ადამიანმა შეძლოს ჩემი სიამოვნება ჩემი თანამყოფობისას.“ გუშინ ისინი კითხულობდნენ გაფრთხილების სიტყვებს, სიტყვებს ღვთის შემწყნარებლობის შესახებ, მაგრამ დღეს ღმერთი მოულოდნელად საუბრობს სულიერ საკითხებზე. რა ხდება? რატომ ცვლის ღმერთი მუდმივად იმ მეთოდს, რომლითაც საუბრობს? რატომ უნდა აღვიქვათ ეს ყოველივე განუყოფელ მთლიანობად? შესაძლოა, ღვთის სიტყვებიც არ არის პრაქტიკული? ღვთის სიტყვების უფრო ყურადღებით წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ როდესაც ღვთის ხორცი და სული განცალკევებულია, ხორცი ხდება ფიზიკური სხეული ხორციელი თვისებებით — რასაც ადამიანები მოსიარულე გვამს უწოდებენ. განკაცებული ხორცი სულისგან მოდის. ის არის სულის განსახიერება, ხორცშესხმული გზა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავად ღმერთი ცხოვრობს ხორციელ სხეულში. ამგვარად, შეიძლება დავინახოთ, რამდენად სერიოზულია პიროვნებისგან სულის განცალკევება. შედეგად, თუმცა მას ადამიანს უწოდებენ, ის არ არის ერთ-ერთი ადამიანთაგანი. არ გააჩნია ადამიანური თვისებები, ის არის პიროვნება, რომლითაც ღმერთი იმოსება და რომელსაც ღმერთი იწონებს. ღვთის სიტყვა განასახიერებს ღვთის სულს და ღვთის სიტყვა უშუალოდ ვლინდება ხორციელად — რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ღმერთი ცხოვრობს ხორციელ სხეულში და არის უფრო პრაქტიკული ღმერთი, რითაც ამტკიცებს ღვთის არსებობას და ასრულებს ღვთის მიმართ ადამიანის ამბოხების ეპოქას. მას შემდეგ, რაც ადამიანებს ღვთის შეცნობის გზის შესახებ უამბობს, ღმერთი ცვლის თემას და საკითხის მეორე მხარეზე გადადის.
„ფეხი დავადგი ყოველივეს, გადავხედე სამყაროს უკიდეგანო სივრცეს, ვიარე ყველა ადამიანს შორის და განვიცადე ადამიანთა შორის სიტკბო და სიმწარე.“ თუმცა მარტივია, ეს სიტყვები კაცობრიობისთვის ადვილად გასაგები არ არის. თემა შეიცვალა, მაგრამ არსებითად იგივე რჩება: ის კვლავ აძლევს ადამიანებს განკაცებული ღვთის შეცნობის საშუალებას. რატომ ამბობს ღმერთი, რომ მან იგემა სიტკბო და სიმწარე ადამიანთა შორის? რატომ ამბობს, რომ მან იარა ყველა ადამიანს შორის? ღმერთი არის სული და ის ასევე არის განკაცებული პიროვნება. სულს, რომელიც არ არის შებოჭილი პიროვნების შეზღუდვებით, ძალუძს, ფეხი დადგას ყოველივეს, სულს ძალუძს, გახედოს სამყაროს უკიდეგანო სივრცეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სული ავსებს მთელ სამყაროს, რომ ის ფარავს დედამიწას ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსამდე, რომ არაფერია ისეთი, რაც ღვთის ხელით არ არის მოწყობილი და არსად არის ისეთი ადგილი, სადაც ღვთის ნაკვალევი არ მოიძებნება. თუმცა სული განკაცდა და ადამიანად იშვა, სულის არსებობა არ უარყოფს ადამიანის ყველა საჭიროებას; ის ჭამს, იმოსება, სძინავს და ცხოვრობს ჩვეულებრივად და აკეთებს იმას, რაც ადამიანებმა ჩვეულებრივ უნდა გააკეთონ. თუმცა, რადგან მისი შინაგანი არსი განსხვავებულია, ის არ არის იგივე, რაც „ადამიანი“, რომელზეც საუბრობენ. და თუმცა ის იტანჯება ადამიანთა შორის, არ ტოვებს სულს ამ ტანჯვის გამო. თუმცა ის ტკბება კურთხევით, არ ივიწყებს სულს ამ კურთხევის გამო. სული და პიროვნება მოქმედებენ მდუმარე თანხმობით. სულისა და პიროვნების განცალკავება შეუძლებელიადა არც არასდროს ყოფილან განცალკევებულნი, რადგან პიროვნება არის სულის განსახიერება, ის მოდის სულისგან, რომელსაც აქვს ხატი. ამგვარად, ტრანსცენდენტულობა შეუძლებელია ხორცში მყოფი სულისთვის; ანუ, სულს არ ძალუძს ზებუნებრივი საქმეები, რაც იმას ნიშნავს, რომ სული არ შეიძლება განშორდეს ხორციელ სხეულს. ის რომ განშორებოდა ხორციელ სხეულს, ღვთის განკაცება ყოველგვარ აზრს დაკარგავდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც სული სრულად გამოვლინდება ხორციელ სხეულში, შეძლებს ადამიანი თავად პრაქტიკული ღმერთის შეცნობას და მხოლოდ მაშინ აღსრულდება ღვთის განზრახვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღმერთი ცალ-ცალკე წარუდგენს ადამიანს ხორციელ სხეულსა და სულს, ის მიუთითებს ადამიანის სიბრმავესა და ამბოხებაზე: „თუმცა ადამიანს არასოდეს შევუცნივარ ჭეშმარიტად, არასოდეს მოუქცევია ჩემთვის ყურადღება, როცა აქეთ-იქით დავდიოდი.“ ერთი მხრივ, ღმერთი ამბობს, რომ ის ანონიმურად ცხოვრობს ხორცშესხმული და არასოდეს აკეთებს რაიმე ზებუნებრივს ადამიანთა დასანახად; მეორე მხრივ, ის ჩივის, რომ ადამიანები არ იცნობენ მას. ამასთან მიმართებაში არავითარი წინააღმდეგობა არ არის. სინამდვილეში დეტალური განხილვისას არ არის რთული იმის დანახვა, რომ ღმერთი თავის მიზნებს ამ ორივე მხრიდან აღწევს. დავუშვათ, ღმერთს ეჩვენებინა ზებუნებრივი ნიშნები და სასწაულები, მას არ დასჭირდებოდა დიდი საქმის წამოწყება, არამედ უბრალოდ საკუთარი პირით სასიკვდილოდ დასწყევლიდა ადამიანებს და ისინი მყისიერად დაიხოცებოდნენ. ასე რომ მოქცეულიყო, ყველა ადამიანი დარწმუნდებოდა — მაგრამ ამით არ მიიღწეოდა ღვთის განკაცების მიზანი. ღმერთი მართლაც ასე რომ მოქცეულიყო, ადამიანები ვერასოდეს შეძლებდნენ თავიანთ ცნობიერებაში მისი არსებობის დაჯერებას და არ შესწევდათ ჭეშმარიტი რწმენის უნარი. უფრო მეტიც, ისინი ეშმაკებს ღმერთში აურევდნენ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ვერასოდეს შეძლებდნენ ღვთის ხასიათის შეცნობას. განა ეს არ არის გაბკაცებული ღვთის ყოფნის მნიშვნელობის ერთ-ერთი ასპექტი? ადამიანებს რომ არ შესწევდეთ ღვთის შეცნობის უნარი, მაშინ ბუნდოვანი ღმერთი, ზებუნებრივი ღმერთი, სამუდამოდ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას ადამიანთა შორის. და ამ შემთხვევაში, განა ადამიანები არ იქნებოდნენ შეპყრობილნი საკუთარი წარმოდგენებით? უფრო ნათლად რომ ვთქვათ, განა სატანა და ეშმაკები არ იქნებოდნენ ძალაუფლების მფლობელნი? „რატომ ვამბობ, რომ დავიბრუნე ძალაუფლება? რატომ ვამბობ, რომ განკაცებას ამდენი მნიშვნელობა აქვს?“ ის მომენტი, როდესაც ღმერთი ხორცს ისხამს, არის მომენტი, როდესაც ის იბრუნებს ძალაუფლებას და ეს არის დრო, როდესაც მისი ღვთაებრიობა უშუალოდ ვლინდება სამოქმედოდ. ყველა ადამიანი თანდათანობით იცნობს პრაქტიკულ ღმერთს და ამგვარად სრულად აღმოფხვრის სატანის ადგილს თავის გულში, რითაც ღმერთს უფრო ღრმა ადგილს უთმობს. თავიანთ გონებაში ადამიანები ადრე ხედავდნენ „ღმერთს“ სატანის ხატად, როგორც „ღმერთს“, რომელიც იყო უხილავი და ხელშეუხებელი; და მაინც მათ სწამდათ, რომ ეს ღმერთი არა მხოლოდ არსებობდა, არამედ შეეძლო მრავალი ნიშნისა და სასწაულის მოხდენა და მრავალი საიდუმლოს გამჟღავნება, როგორიცაა დემონებით შეპყრობილთა მახინჯი სახეები. ეს საკმარისად ამტკიცებს, რომ ღმერთი ადამიანთა გონებაში არ არის ღვთის ხატი, არამედ რაღაც სხვა, ღვთისგან განსხვავებული ხატი. ღმერთმა თქვა, რომ მას სურს დაიკავოს ადამიანთა გულების 0,1 პროცენტი. ეს არის ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომელსაც ის ითხოვს ადამიანისგან. ამ სიტყვების ზედაპირული მნიშვნელობის მიღმა, მათ პრაქტიკული მხარეც გააჩნია. ასე რომ არ ყოფილიყო ახსნილი, ადამიანები იფიქრებდნენ, რომ ღვთის მოთხოვნები მათ მიმართ ძალიან დაბალია, თითქოს ღმერთს ძალიან ცოტა ესმოდა მათი. განა ეს არ არის ადამიანის მენტალიტეტი?
ზემოთქმულისა და ქვემოთ მოყვანილი პეტრეს მაგალითის შეჯერებით დავინახავთ, რომ პეტრე რეალურად ყველაზე უკეთ იცნობდა ღმერთს, რადგან მან შეძლო ზურგი ექცია ბუნდოვანი ღმერთისთვის და ესწრაფა პრაქტიკული ღვთის შეცნობისკენ. რატომ არის ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ მისი მშობლები იყვნენ ბოროტი დემონები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს? ეს ამტკიცებს, რომ პეტრე არ ეძიებდა ღმერთს თავის გულში. იმის მოხსენიება, რომ მისი მშობლები ბუნდოვანი ღმერთის განსახიერებაა, ხაზს უსვამს ღვთის მიერ მათზე მითითების მნიშვნელობას. ადამიანთა უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს ამ ფაქტს. ნაცვლად ამისა, ისინი კონცენტრირდებიან პეტრეს ლოცვებზე. არიან ისეთებიც, ვისც პეტრეს ლოცვები მუდამ პირზე აკერიათ, მუდმივად გონებაში აქვთ, მაგრამ არასოდეს ადარებენ ბუნდოვან ღმერთს პეტრეს ცოდნას. რატომ წავიდა პეტრე თავისი მშობლების წინააღმდეგ და რატომ ესწრაფოდა ღვთის შეცნობას? რატომ წაახალისა პეტრემ საკუთარი თავი იმათი გაკვეთილებით, ვინც მარცხი განიცადა? რატომ გაითავისა მან ყველა იმ ადამიანის რწმენა და სიყვარული, ვისაც უყვარდა ღმერთი საუკუნეების განმავლობაში? პეტრემ შეიცნო, რომ ყოველივე დადებითი მოდის ღვთისგან და უშუალოდ მისგან მომდინარეობს სატანის ჩარევის გარეშე. ეს იმაზე მეტყვეებ, რომ ღმერთი, რომელსაც ის იცნობდა, იყო პრაქტიკული ღმერთი და არა ზებუნებრივი ღმერთი. რატომ არის ნათქვამი, რომ პეტრე ფოკუსირებული იყო ყველა იმ ადამიანის რწმენისა და სიყვარულის გათავისებაზე, ვისაც უყვარდა ღმერთი საუკუნეების განმავლობაში? აქედან ჩანს, რომ საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა მარცხი ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ მათ ჰქონდათ მხოლოდ რწმენა და სიყვარული, მაგრამ არ შესწევდათ პრაქტიკული ღმერთის შეცნობის უნარი. შედეგად, მათი რწმენა ბუნდოვანი დარჩა. რატომ ახსენებს ღმერთი მრავალჯერ იობის რწმენას, ისე, რომ არ ამბობს, რომ ის იცნობდა ღმერთს, და რატომ ამბობს ღმერთი, რომ იობი არ იყო პეტრეს თანასწორი? იობის სიტყვები — „ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ“ — აჩვენებს, რომ მას მხოლოდ რწმენა ჰქონდა და არ გააჩნდა ცოდნა. სიტყვები „პეტრეს მშობლების ურთიერთსაპირისპირო ბუნებამ განაპირობა ის, რომ მან ჩემი კეთილმოსურნე სიყვარულისა და წყალობის უფრო ღრმა შემეცნება შესძლო“ უამრავ კითხვას ბადებს ადამიანთა უმეტესობაში: რატომ სჭირდებოდა პეტრეს ურთიერთდაპირისპირება ღვთის შესაცნობად? რატომ არ შეეძლო მას ღვთის უშუალოდ შეცნობა? რატომ იყო, რომ მან იცოდა მხოლოდ ღვთის გულმოწყალებისა და კეთილმოსურნე სიყვარულის შესახებ და ღმერთი სხვა არაფერზე საუბრობდა? პრაქტიკული ღმერთის შეცნობისკენ სწრაფვა შესაძლებელია მხოლოდ ბუნდოვანი ღმერთის არაპრაქტიკულობის შეცნობის შემდეგ; ამ სიტყვების მიზანია, ადამიანებმა განდევნონ ბუნდოვანი ღმერთი თავიანთი გულებიდან. სამყაროს შექმნის დროიდან დღემდე ადამიანებს ყოველთვის რომ სცოდნოდათ ღვთის ჭეშმარიტი სახე, ისინი ვერ შეძლებდნენ სატანის საქმეების ამოცნობას, რადგან ადამიანის ეს გავრცელებული გამონათქვამი — „ადამიანი ვერ ამჩნევს სწორ მიწას, სანამ მთას არ გადალახავს“ — აჩვენებს ღვთის მიზანს ამ სიტყვების წარმოთქმისას. რადგან მას სურს ადამიანებს მისცეს უფრო ღრმა გაგება მის მიერ მოყვანილი მაგალითის ჭეშმარიტების შესახებ, ღმერთი განზრახ უსვამს ხაზს გულმოწყალებასა და კეთილმოსურნე სიყვარულს, რითაც ამტკიცებს, რომ ეპოქა, რომელშიც პეტრე ცხოვრობდა, იყო მადლის ეპოქა. სხვა კუთხით ეს კიდევ უფრო მეტად ავლენს ბოროტი დემონების საზარელ სახეს, რომლებიც სხვა არაფერს აკეთებენ, თუ არა ადამიანის დაზიანებასა და გახრწნას, რაც ღვთის გულმოწყალებასა და კეთილმოსურნე სიყვარულს კიდევ უფრო მკვეთრი კონტრასტით წარმოაჩენს.
ღმერთი ასევე გამოკვეთს პეტრეს განსაცდელების ფაქტებს და აღწერს მათ რეალურ გარემოებებს, რითაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ადამიანებს, რომ ღმერთი არა მხოლოდ კეთილმოსურნე სიყვარულსა და გულმოწყალებას ფლობს, არამედ დიდებულებასა და რისხვასაც, და სავსებით არ არის მართალი, რომ თითქოს ყველა, ვინც მშვიდობაში ცხოვრობს, ღვთისგან კურთეულია. ადამიანთათვის პეტრეს განსაცდელების შემდგომი გამოცდილების გაზიარება კიდევ უფრო დიდი დადასტურებაა იობის სიტყვების ჭეშმარიტებისა: „თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?“ ამგვარად დასტურდება, რომ პეტრეს მიერ ღვთის შეცნობამ მართლაც მიაღწია უპრეცედენტო მწვერვალებს, რომელთათვისაც არასოდეს მიუღწევიათ წარსული ეპოქების ადამიანებს; ეს ასევე იყო ნაყოფი იმისა, რომ მან გაითავისა ყველა იმ ადამიანის რწმენა და სიყვარული, ვისაც უყვარდა ღმერთი საუკუნეების განმავლობაში და გაკვეთილები გამოიტანა იმ ადამიანებისგან, ვინც წარსულში მარცხი განიცადა, რათა საკუთარი თავი წაეხალისებინა. ამ მიზეზით, ყველა, ვინც ღვთის ჭეშმარიტ შეცნობას აღწევს, იწოდება „ნაყოფად“ და ეს ეხება პეტრესაც. პეტრეს მიერ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვები აჩვენებს მის მიერ ღვთის ჭეშმარიტ შეცნობას განსაცდელების დროს. თუმცა, მისი ნაკლი იმაში მდგომარეობდა, რომ არ ძალუძდა სრულად ჩასწვდომოდა ღვთის განზრახვებს. და ამიტომ მხოლოდ პეტრეს მიერ მისი შეცნობის საფუძველზე ითხოვა ღმერთმა „დაეკავებინა ადამიანების გულების მხოლოდ 0,1 პროცენტი“. ის, რომ პეტრესაც კი, ადამიანს, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობდა ღმერთს, არ შეეძლო ზუსტად ჩასწვდომოდა ღვთის განზრახვებს, აჩვენებს, რომ ადამიანებს აკლიათ ღვთის შემეცნების უნარი, რადგან ისინი ასე გაიხრწნენ სატანის მიერ; ეს საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, შეიცნოს ადამიანის არსი. ეს ორი წინაპირობა — ადამიანთა მიერ ღვთის შეცნობის უნარის არქონა და სატანით მათი სრული გამსჭვალვა — წარმოადგნს ფონს ღვთის დიდი ძალმოსილები გამოსაჩენად, რადგან ღმერთი მხოლოდ სიტყვებით მოქმედებს, ის არ იწყებს არავითარ სხვა საქმეს და ამგვარად იკავებს გარკვეულ ადგილს ადამიანთა გულებში. მაგრამ რატომ უნდა მიაღწიონ ადამიანებმა მხოლოდ ამ 0,1 პროცენტს ღვთის განზრახვების დასაკმაყოფილებლად? ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ღმერთს არ შეუქმნია ეს მოცემულობა ადამიანთან მიმართებით. ამ მოცემულობის არარსებობის ადამიანმა რომ მიაღწიოს ღვთის 100 პროცენტით შეცნობას, მაშინ ის ღვთის ყოველ ნაბიჯს საკუთარი ხუთი თითივით შეიცნობდა — და ადამიანის თანდაყოლილი ბუნების გათვალისწინებით ადამიანები მყისიერად უღალატებდნენ ღმერთს, ისინი აღდგებოდნენ და ღიად დაუპირისპირდებოდნენ მას (სწორედ ასე დაეცა სატანა). ამიტომ ღმერთი არასოდეს აფასებს ადამიანებს სათანადოზე ნაკლებად. მან უკვე საფუძვლიანად გააანალიზა ადამიანები და სწორედ ამ მიზეზით მისთვის კრისტალურად ნათელია ისიც კი, თუ რამდენი წყლის მოლეკულაა მათ სისხლში — და რამდენად უფრო ნათელი უნდა იყოს მისთვის ადამიანის ბუნება, რომელიც აშკარად ჩანს? ღმერთი არასოდეს უშვებს შეცდომებს და ის თავისი გამონათქვამების სიტყვებს უდიდესი სიზუსტით ირჩევს. ამგვარად არ არსებობს წინააღმდეგობა იმას შორის, რომ პეტრე ზუსტად ვერ სწვდებოდა ღვთის განზრახვებს და იმას შორის, რომ მას ჰქონდა ღვთის შესახებ უდიდესი ცოდნა; უფრო მეტიც, ეს ორი სრულიად არაა კავშირში ერთმანეთთან. ღმერთს პეტრე მაგალითად იმიტომ არ მოუყვანია, რომ ადამიანების ყურადღება მასზე გაემახვილებინა. რატომ ვერ შეძლო იობის მსგავსმა ადამიანმა ღვთის შეცნობა, პეტრემ კი შეძლო? რატომ იტყოდა ღმერთი, რომ ადამიანს შესწევს ამის მიღწევის უნარი და ამავდროულად იტყოდა, რომ ეს მისი უდიდესი ძალმოსილების დამსახურებაა? მართლა თანდაყოლილი ნიჭი აქვთ ადამიანებს? ამის ცოდნა ადამიანებისთვის ადვილი არ არის; ვერავინ მიხვდებოდა ამის რეალურ მნიშვნელობას, მე რომ არ მესაუბრა ამაზე. ამ სიტყვების მიზანია, ადამიანებს მისცეს წვდომა, რათა მათ ჰქონდეთ რწმენა ღმერთთან თანამშრომლობისთვის. მხოლოდ მაშინ შეძლებს ღმერთი მოქმედებას ადამიანის თანამშრომლობით. ასეთია რეალური ვითარება სულიერ სამყაროში და ეს სრულიად მიუწვდომელია ადამიანისთვის. ადამიანთა გულებში სატანის ადგილის აღმოფხვრა და ამ ადგილის ღვთისთვის დათმობა — აი, რას ნიშნავს სატანის თავდასხმის მოგერიება და მხოლოდ ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ქრისტე დედამიწაზე გარდამოვიდა, მხოლოდ ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის სასუფევლები ქრისტეს სასუფევლებად იქცა.
იმის ხაზგასმა, რომ პეტრე რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში იყო ეტალონი და მაგალითი, მხოლოდ იმის ჩვენებას არ ემსახურება, რომ ის იყო ეტალონი და მაგალითი; ეს სიტყვები არის სულიერ სამყაროში მიმდინარე ბრძოლის ანარეკლი. სატანა მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა ადამიანზე მისი შთანთქმის ამაო იმედით, რითაც აიძულებდა ღმერთს გაენადგურებინა სამყარო და დაეკარგა თავისი მოწმობა. თუმცა ღმერთმა თქვა: „მე ჯერ შევქმნი ეტალონს, რათა დავიკავო ყველაზე მცირე ადგილი ადამიანის გულში. ამ ეტაპზე კაცობრიობა ვერც ჩემს გულს აკმაყოფილებს და ვერც მე მიცნობს სრულად; მიუხედავად ამისა, ჩემი დიდი ძალმოსილების გამო, ადამიანები შეძლებენ სრულად დამემორჩილონ და შეწყვიტონ ჩემ მიმართ ამბოხება და მე გამოვიყენებ ამ მაგალითს სატანის დასაპყრობად. ანუ მე გამოვიყენებ ადამიანის გულის იმ 0,1 პროცენტს, რომელსაც ვიკავებ, რათა ჩავახშო ყველა ის ძალა, რომელსაც სატანა იყენებდა კაცობრიობის წინააღმდეგ.“ ამიტომ, დღეს ღმერთი პეტრეს მოიხსენიებს როგორც მაგალითს, რათა ის იყოს ეტალონი მთელი კაცობრიობისთვის, რათა მიბაძონ და პრაქტიკაში განახორციელონ. შესავალ ნაწილთან ერთად ეს ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რაც ღმერთმა თქვა სულიერ სამყაროში არსებულ ვითარებაზე: „დღევანდელი დღე არ ჰგავს წარსულს: მე მოვიმოქმედებ იმას, რაც დასაბამიდან არავის უხილავს, ვიტყვი სიტყვებს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში არავის სმენია, რადგან ვითხოვ, რომ ყველა ადამიანმა შემიცნოს განკაცებული.“ აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ღმერთმა დღეს დაიწყო მოქმედება თავისი სიტყვების შესაბამისად. ადამიანებს მხოლოდ იმის დანახვა ძალუძთ, რაც გარეგნულად ხდება, მათ არ შეუძლიათ დაინახონ, რა ხდება სინამდვილეში სულიერ სამყაროში და ამიტომ ღმერთი პირდაპირ ამბობს: „ეს არის ჩემი მართვის ეტაპები, მაგრამ ადამიანს ამის შესახებ ოდნავი წარმოდგენაც კი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ვისაუბრე, ადამიანები კვლავ დაბნეულნი რჩებიან; რთულია მათთვის რამის გაგებინება. განა ეს არ არის ადამიანის უბადრუკობა?“ ამ სიტყვებს ფარული აზრი აქვს: ისინი ხსნიან, რომ სულიერ სამყაროში მიმდინარეობს ბრძოლა ზუსტად ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი.
ღვთის განზრახვები სრულად არ არის დაკმაყოფილებული მის მიერ პეტრეს ისტორიის მოკლე აღწერის შემდეგ; ამიტომ ღმერთი ადამიანს შემდეგ მოთხოვნას უყენებს პეტრეს საკითხებთან დაკავშირებით: „მთელ კოსმოსსა და ცისქვეშეთში, ცასა და მიწას და ყოველივეს შორის, დედამიწასა და ზეცაში არსებული ყოველივე მთელ ძალისხმევას იჩენს ჩემი საქმის დასკვნითი ეტაპისთვის. ნუთუ მართლა გსურთ იყოთ მაყურებლები, რომლებსაც სატანის ძალები განაგებენ?“ პეტრეს ცოდნის შესახებ წაკითხვის შემდეგ ადამიანები დიდად არიან გაცისკროვნებულნი. ამიტომ კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის ღმერთი უჩვენებს ადამიანებს მათი აღვირახსნილობის, თავშეუკავებლობისა და ღვთის შესახებ ცოდნის ნაკლებობის შედეგს; უფრო მეტიც, ის ეუბნება კაცობრიობას — კიდევ ერთხელ და უფრო დიდი სიზუსტით — იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში სულიერ სამყაროში მიმდინარე ბრძოლაში. მხოლოდ ამგვარად გახდებიან ადამიანები უფრო ფხიზლად და მიიღებენ ზომებს, რათა სატანამ არ ჩაიგდოს ისინი ხელში. გარდა ამისა, ეს ნათელს ჰყოფს, რომ თუ ადამიანები ამჯერად დაეცემიან, ღმერთი აღარ გადაარჩენს ისე, როგორც ამჯერად. ერთობლიობაში ეს გაფრთხილებები ადამიანებში კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას ღვთის სიტყვების შესახებ, აიძულებს მათ, უფრო მეტად დააფასონ ღვთის წყალობა და გაუფრთხილდნენ ღვთის გამაფრთხილებელ სიტყვებს, რათა ჭეშმარიტად იქნას მიღწეული ღვთის მიზანი კაცობრიობის გადარჩენასთან დაკავშირებით.