როგორ უნდა მოეკიდო შენს მომავალ მისიას?
შეგიძლია თუ არა, თითოეული ეპოქის შესაბამისი და სათანადო ენით, კონკრეტულად გადმოსცე ღვთის მიერ ყოველ ეპოქაში გამოვლენილი ხასიათი? შეგიძლია თუ არა, შენ, ვინც გამოცდი ღვთის უკანასკნელი დღეების საქმეს, დეტალურად აღწერო ღვთის სამართლიანი ხასიათი? შეგიძლია თუ არა, ნათლად და ზუსტად დაამოწმო ღვთის ხასიათი? როგორ მოუყვები შენს ნანახსა და განცდილს იმ საწყალ, ღატაკ და ღვთისმოსავ რელიგიურ მორწმუნეებს, რომელნიც მოწყურებულნი არიან სამართლიანობას და შენგან ელიან დამწყემსვას? როგორი ხალხი ელის შენს მწყემსვას? შეგიძლია, წარმოიდგინო? აცნობიერებ თუ არა შენს მხრებზე დაწოლილ ტვირთს, შენს დავალებასა და შენს პასუხისმგებლობას? სად არის შენი ისტორიული მისიის შეგრძნება? როგორ შეძლებ სათანადოდ მსახურებას როგორც მომავალი ეპოქის მეუფე? გაქვს თუ არა იმის ძლიერი განცდა, რომ შენ ხარ მეუფე? როგორ უნდა განიმარტოს ყოველივეს მეუფე? მართლა ყოველი სულიერისა და ამქვეყნიური ფიზიკური საგნის მეუფეს ნიშნავს ეს? რა გეგმები გაქვს საქმის შემდეგი ფაზის წინსვლასთან დაკავშირებით? რამდენი ადამიანი ელის შენგან დამწყემსვას? მძიმეა შენი ამოცანა? ისინი ღატაკნი, საწყალნი, ბრმანი და გზააბნეულნი არიან, წყვდიადში მოთქვამენ — სად არის გზა? როგორ ესწრაფვიან ისინი სინათლეს, როგორც მოწყვეტილ ვარსკვლავს, რომელიც მოულოდნელად ჩამოვარდება და გაფანტავს წყვდიადის ძალებს, წლების განმავლობაში რომ თრგუნავდნენ ადამიანს. ისინი ამას შფოთიანი სასოებითა დღედაღამ ნატვრით ელიან — ვინ უწყის ეს სრულად? ამ მძიმე ტანჯვაში მყოფი ხალხი სინათლის გაელვების დღესაც კი კვლავ ბნელ საპყრობილეში გამომწყვდეული რჩება, განთავისუფლების იმედის გარეშე; როდის დადგება დღე, როცა ისინი აღარ იტირებენ? რა საშინელია ამ მყიფე სულების უბედურება, რომელთაც მოსვენება არასოდეს ღირსებიათ; ისინი დიდი ხანია შებოჭილნი არიან დაუნდობელი ბორკილებითა და გაყინული ისტორიით. ვინ ისმენს მათ მოთქმას? ვის უხილავს მათი სავალალო მდგომარეობა? გიფიქრია ოდესმე, როგორ წუხს და შფოთავს ღვთის გული? როგორ გაუძლებს ის იმის დანახვას, თუ როგორ იტანჯება მისივე ხელით შექმნილი უმანკო კაცობრიობა? საბოლოო ჯამში, ადამიანები მსხვერპლნი არიან, რომლებიც მოიწამლნენ. თუმცა ადამიანმა დღემდე მოაღწია, ვის ეცოდინებოდა, რომ კაცობრიობა დიდი ხნის წინ მოწამლა ბოროტმა? ნუთუ დაივიწყე, რომ თავადაც ერთ-ერთი მსხვერპლი ხარ? განა არ გსურს, ღვთისადმი სიყვარულის გამო, ძალისხმევა არ დაიშურო ამ გადარჩენილთა გამოსახსნელად? განა არ გსურს, მთელი შენი ძალა მიუძღვნა იმ ღმერთს, რომელსაც კაცობრიობა საკუთარი სისხლივით და ხორცივით უყვარს? როგორ გესმის ის ფაქტი, რომ ღმერთი გიყენებს, რათა შენ არაჩვეულებრივად იცხოვრო? მართლა გაქვს იმის მტკიცე ნება და რწმენა, რომ იცხოვრო ღვთისმოსავი, ღვთისმსახური ადამიანის აზრიანი ცხოვრებით?