როგორ უნდა მოეკიდო შენს მომავალ მისიას?
შეგიძლია თუ არა კონკრეტულად გადმოსცე ღვთის მიერ ყოველ ეპოქაში გამოხატული ხასიათი შესაფერისი და იმ ეპოქის მნიშვნელობის მატარებელი ენით? შეგიძლია თუ არა შენ, ვინც განიცდი ღვთის უკანასკნელი დღეების საქმეს, დეტალურად აღწერო ღვთის სამართლიანი ხასიათი? შეგიძლია თუ არა ღვთის ხასიათის ნათლად და ზუსტად დამოწმება? როგორ მოუყვები შენს ნანახსა და განცდილს იმ საწყალ, ღატაკ და ღვთისმოსავ რელიგიურ მორწმუნეებს, რომელნიც მოშიებულნი და მოწყურებულნი არიან სამართლიანობას და შენგან ელიან დამწყემსვას? როგორი „ხალხი“ ელის შენს მწყემსვას? შეგიძლია წარმოიდგინო? აცნობიერებ თუ არა ამ ყოველივეს — შენს მხრებზე დაწოლილ ტვირთს, შენს დავალებასა და შენს პასუხისმგებლობას? სად არის შენი ისტორიული მისიის განცდა? როგორ იქნები სათანადოდ მომდევნო ეპოქის ბატონი? გაქვს თუ არა იმის ძლიერი განცდა, რომ შენ ხარ ბატონი? როგორ უნდა განიმარტოს ყოველივეს ბატონი? მართლა ის არის ცოცხალი არსებებისა და სამყაროში არსებული ყველა ფიზიკური საგნის ბატონი? რა გეგმები გაქვს საქმის შემდეგი ეტაპის წინსვლასთან დაკავშირებით? რამდენი ადამიანი უნდა ელოდეს შენგან დამწყემსვას? მძიმეა შენი ამოცანა? ისინი ღატაკნი, საწყალნი, ბრმანი და გზააბნეულნი არიან, წყვდიადში ვარდებიან და მოთქვამენ — სად არის გზა? როგორ ესწრაფვიან ისინი, რომ სინათლე, მოწყვეტილი ვარსკვლავივით, უეცრად ჩამოეშვას, და გაფანტოს ბნელეთის ძალები, მრავალი წლის განმავლობაში რომ თრგუნავდა ადამიანს. ისინი სასოწარკვეთილად ნატრობენ და დღედაღამ მოლოდინში ილევიან — ვის შეუძლია ამის მთელი სისრულით შეცნობა? ეს მძიმე ტანჯვაში მყოფი ხალხი სინათლის გაელვების დღესაც კი ბნელ საპყრობილეში რჩება გამომწყვდეული და ვერ თავისუფლდება; როდის აღარ იტირებენ ისინი? რა საშინელებაა, რომ ამ მყიფე სულებს, რომელთაც მოსვენება არასოდეს ღირსებიათ, ასეთი უბედურება ატყდებათ თავს. ისინი დიდი ხანია შებოჭილნი არიან დაუნდობელი ბორკილებითა და გაყინული ისტორიით. ვის გაუგონია მათი მოთქმის ხმა? ვის უხილავს მათი სავალალო მდგომარეობა? გიფიქრია ოდესმე, როგორ წუხს და შფოთავს ღვთის გული? როგორ შეუძლია მას იმის დანახვის ატანა, თუ როგორ იტანჯება მისივე ხელით შექმნილი უმანკო კაცობრიობა ასეთი წამებით? კაცობრიობა ხომ, ბოლოს და ბოლოს, ის უბედურია, რომელიც მოიწამლა. თუმცა კაცობრიობამ დღემდე მოაღწია, ვის ეცოდინებოდა, რომ კაცობრიობა დიდი ხნის წინ მოწამლა ბოროტმა? ნუთუ დაივიწყე, რომ თავად ერთ-ერთი მსხვერპლი ხარ? განა არ გსურს იღვაწო, ღვთისადმი სიყვარულის გამო, იმისათვის, რომ გადაარჩინო ყველა ეს გადარჩენილი? განა არ გსურს, მთელი შენი ძალა მიუძღვნა იმ ღმერთისთვის სამაგიეროს მიგებას, რომელსაც ადამიანი საკუთარი ხორცივით და სისხლივით უყვარს? ზუსტად როგორ გაქვს გააზრებული ღვთის მიერ შენი გამოყენება, რათა იცხოვრო შენი არაჩვეულებრივი ცხოვრებით? ნამდვილად გაქვთ მტკიცე ნება და რწმენა, რომ ცხოვრებაში გამოავლინოთ „ღვთისმოსავი, ღვთისადმი თავდადებული ადამიანის“ აზრიანი ცხოვრება?