პუნქტი მეოთხე: საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება

დანართი: ვირთხებზე ნადირობა

ცოტა ხნის წინ, ერთმა ამბავმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მოუსმინეთ და დაფიქრდით — თუ როგორ აისახება იგი ადამიანთა ქცევებსა და განწყობებზე, ასევე თუ რაზეა ეს ისტორია და რა სახის პრობლემას გვიჩვენებს. როცა ჩინელები ამერიკაში ჩავიდნენ, მათ არა მხოლოდ შენიშნეს ის, რომ იქაური სოციალური გარემო და ატმოსფერო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჩინეთისგან, არამედ ისიც, რამაც განსაკუთრებულად მიიქცია მათი ყურადღება და დააინტერესა ისინი. საქმე ის იყო, რომ იმ ქვეყანაში არა მხოლოდ ადამიანები იყვნენ თავისუფალნი, არამედ ყოველი სულიერი არსება და პირუტყვიც კი თავისუფლად სუნთქავდა, და არავინ აღმართავდა ხელს მათზე. ადამიანის თავისუფლება, რასაკვირველია, საზოგადოებრივი წყობის ნაყოფია, მაგრამ რა ძალა ანიჭებს თავისუფლებას ყოველ ცოცხალ ქმნილებასა თუ არსებას? ნუთუ ესეც სოციალური სისტემის ნაწილია? (დიახ, არის). დიახ, იგი კავშირშია იმასთან, თუ როგორ იცავს და მართავს საზოგადოებრივი წყობა და სახელმწიფო პოლიტიკა მთელ ბუნებრივ გარემოს. აქ ველური ცხოველები ყველგან არიან და მათი ნახვა ყველგან შეიძლება. მაგალითად, გზატკეცილის პირას გაშლილ მინდვრებში ხშირად ნახავთ ველურ ბატებს, მშვიდად რომ კენკავენ ბალახს; ასევე ბევრი შეხვდება ირემს, დათვებსა და მგლებს, ასევე ინდაურებს, ხოხბებსა და მრავალფეროვან ფრინველსა თუ სხვა ველურ არსებას პარკებში, ველებსა თუ ტყეებში. რა არის პირველი შთაბეჭდილება, რაც ადამიანებს ეუფლებათ, როცა ასეთ სურათს ხედავენ? (ისინი გრძნობენ, რომ ბუნებას ხედავენ.) და რა გრძნობები იბადება მათში ბუნების ნახვისას? განა არ იტყვიან ისინი: „ნახეთ მათი ქვეყანა — აქ არა მხოლოდ ადამიანები არიან თავისუფალნი, არამედ თვით პირუტყვიც კი თავისუფალია. ნუთუ უკეთესი არ იქნებოდა, ამ ადგილას ცხოველად შობილიყო ადამიანი, ვიდრე ჩინეთში კაცად ეცხოვრა, რადგან აქ თვით ცხოველიც თავისუფალია და არავინ ეპყრობა მათ სისასტიკით?“ განა მათ ასეთი განცდები არ ეუფლებათ? (ეუფლებათ). თუმცა ისინი, ვინც დიდი ხანია აქ ცხოვრობენ, შეეჩვივნენ ამას და უჩვეულო მათთვის ამაში აღარაფერი აღარ არის; მათთივის ეს ბუნებრივი და ნორმალურია. თუმცა ზოგ ადამიანს, რომლებიც შეჩვეულნი და შეგუებულნი არიან ამგვარ გარემოს, აქტიურად უჩნდებათ ასეთი ფიქრები: „ეს ცხოველები ასე თავისუფლად რომ არიან, არც არავინ დარაჯობს მათ და არავინ ადევნებს თვალს — ნუთუ ვერ შევძლებ მათ მონადირებას? კარგი იქნებოდა მათი ხორცის დაგემოვნება, მაგრამ ცხადია, ამას დაუფიქრებლად ვერ ჩავიდენ, რადგან ვინ იცის, იქნებ კანონი იცავს მათ. ჯობს მეტი გავიგო ამის შესახებ“. საკმარისი ცნობების მოძიებით, ისინი ხვდებიან, რომ კანონი მკაფიოდ ადგენს, რომ ველური ცხოველები ერთნაირად დაცულნი არიან სახელმწიფოს მიერ და ადამიანს არ ეძლევა უფლება საკუთარი სურვილისამებრ ინადიროს და დახოცოს ისინი. თუ ვინმე ნადირობას მოისურვებს, ეს უნდა აღსრულდეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სანადირო სივრცეებში; ასევე საჭიროა ნებართვის აღება და შესაძლო საფასურის გადახდაც ნანადირევზე. საგულისხმოა, რომ კანონი იცავს ამ ველურ ცხოველებს და მათ შესახებ მკაფიო წესებს ადგენს. ზოგიერთისთვის ეს კანონი გარეული ცხოველების დაცვის შესახებ კვლავაც გაუგებრად რჩება და ამიტომ უჩნდებათ კითხვა: „ამდენი ველური ნადავლი და დელიკატესია გარშემო, ხელისუფლება კი მაინც არ გვრთავს ნებას, მოვინადიროთ ისინი ჩვენი სურვილისამებრ. რა სამწუხაროა! ჩინეთში არავინ აქცევს ამას ყურადღებას: „თუ არავინაა, ვინც ამ ამბავს ხელისუფლებას შეატყობინებს, მაშინ გამოძიებაც არ დაიწყება“. თუკი არავინ იცის ამის შესახებ, მაშინ თავისუფლად შეგიძლია დაიჭირო და მიირთვა გარეული ცხოველი. საგულისხმოა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ვერ მოიქცევი. აქ სამართლებრივი რეგულაციები არსებობს და სხვის მიწაზე ვერ იზამ იმას, რაც მოგესურვება. მაგრამ ისინი ხომ გარეული ცხოველები არიან; რა დასანანია, რომ მათ მხოლოდ თვალს ვადევნებთ და არ მივირთმევთ! რამე გამოსავალი უნდა მოვძებნო. როგორ შეიძლება ამ გარეული ცხოველების ისე დაგემოვნება, რომ ვერავინ შეამჩნიოს ეს და არც კანონი დავარღვიო?“ ზოგი ადამიანი ეშმაკურ ხრიკის მოიფიქრებს და იტყვის: „თუ გალიას გავაკეთებ და გარეული ცხოველების მოსაზიდად შიგ რაიმე გემრიელობას მოვათავსებ, და ამით რამდენიმე პატარა ზომის გარეულ ცხოველს მოვინადირებ, მაგალითად ველურ კურდღელს, მერე ისეთ ადგილას წავიყვან, სადაც ვერავინ დამინახავს და იქ მოვკლავ და შევჭამ მათ — განა ამით კანონს დავარღვევ? ამ პატარა ცხოველებს სახელმწიფო არც კი იცავს და კანონში მათზე არაფერი განსაკუთრებული არ წერია. თუკი ასე მოვიქცევი, ველური ნადავლის შეჭმასაც შევძლებ და იმასაც, რომ კანონი არ დავარღვიო. ეს ხომ ორივე მხრივ საუკეთესო გამოსავალი იქნება.“ როცა ასეთი აზრი გაუჩნდებათ, გალიას შეკრავენ და ნადირობას შეუდგებიან. ორი დღეც არ იქნება გასული, როცა გალიაში ვირთხა შეძვრება; ისინი სწრაფად დაიჭერენ, მოკლავენ და შეჭამენ მას და ეგონებათ, რომ გარეული ცხოველი მოინადირეს! და რა დასკვნის გამოტანა შეუძლიათ მათ ამის შემდეგ? ის, რომ „ველურ ცხოველებს საკმაოდ კარგი გემო აქვთ და ამიერიდან სხვა სახეობების დაჭერის გზებზეც დაიწყებენ ფიქრს. უკვე ნანადირევის ჭამის აღარც კი შეეშინდებათ, თუკი ამით კანონს არ დაარღვევენ.“ აქ სრულდება ეს ამბავი.

ზოგი იკითხავს: „ეს ნამდვილი ამბავია თუ გამოგონილი?“ ნუ იდარდებთ იმაზე, რამდენად სიმართლეა ეს, ან მოგონილი, ან თუნდაც მოხდა თუ არა ის სინამდვილეში. უბრალოდ დაფიქრდით, რა სჭირთ ამ ამბავში მოთხრობილ ადამიანებს, ვინც ასე იქცევა. ითვლება თუ არა ამგვარი ქცევა მძიმე შეცდომად? არის თუ არა ეს ქმედება კანონის დარღვევა? ეწინააღმდეგება თუ არა იგი ზნეობრივ სამართლიანობას? (ეწინააღმდეგება.) რომელს უფრო ეწინააღმდეგება, ზნეობრივ სამართლიანობას თუ ადამიანურობას, თუ კიდევ სხვა რამეს? ჯერ მითხარით: ეს საქციელი ქების ღირსია თუ დაგმობის? რომელ მხარეს ირჩევთ თქვენ? (დაგმობის.) განურჩევლად იმისა, რამდენად ეწინააღმდეგება იგი ზნეობრივ სამართლიანობას, კანონს, თუ ადამიანურობას — ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ქცევა არის ცუდი და არ არის იმ ადამიანთა საქციელი, ვისაც ადამიანურობა გააჩნია. მაშინ, რა არის ეს? წარმოადგენს თუ არა ამგვარი დამოკიდებულება თუ ქცევა სერიოზულ პრობლემას? როგორ შეაფასებდით ამ საკითხს თქვენივე სტანდარტებით? განა არ არის ამგვარი ქცევა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საზოგადოების ფართო წრეებში ჩვეულებრივი მოვლენა? (არის.) ეს განსაკუთრებულად არც მზაკვრულია და არც უკიდურესად ბოროტული საქციელია, მაგრამ უღირსია და ნორმალური ადამიანობის მქონე ხალხს არ უნდა ახასიათებდეს. მაშ, ზუსტად რისი გამოვლინებაა იგი? თქვით, როგორ დაახასიათებდით მას. რა სახის ქცევაა ეს? უნდა წახალისდეს? (არა.) ცხადია, ეს არც წასახალისებელია და არც ადამიანთა ქებას იმსახურებს; პირიქით, დასაგმობი და აბუჩადასაგდებია. ამგვარი ქცევა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საზოგადოების ფართო წრეებში, ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, ხშირად ვაწყდებით ასეთ ქცევას და არიან ადამიანები, ვინც საკმაოდ ხშირად იქცევიან ასე. ამიტომ, მართლაც ღირს ამ ქცევის სხვებისგან გამოყოფა და ისე განხილვა, რომ თითოეულმა ადამიანმა ამ ქცევის ზუსტი განსაზღვრება შეძლოს და ასევე მისგან დისტანცირებაც მოახერხოს, არა? განა ეს კარგი არ იქნება? (იქნება.) მაშ, განვსაზღვროთ — რა ტიპის ქცევაა ეს? არის ის ქედმაღლობა? შეურიგებლობა? მზაკვრობა? (არა.) არის ის ბოროტება? (ცოტათი.) დიახ, გარკვეულწილად ახლოსაა ამ უკანასკნელთან. იმ სიტყვებს შორის, რაც გისწავლიათ და გესმით შინაარსი, არის კი ისეთი, რომელიც ამგვარ ქცევას კარგად აღწერს? (უღირსი). უღირსი, დიახ, ამ თვისების კვალი ნამდვილად აქვს ამ სიტყვას. ეს სიტყვა ამგვარი ქცევის ნაწილსა და არსს კარგად აღწერს, მაგრამ სრულად და ამომწურავად ვერ აჯამებს მას. ეს ქცევა ბოროტ განზრახვად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან თუ ვირთხის მოკვლას ბოროტ განზრახვად ჩავთლით, მაშინ ვირთხების გაჟლეტაც უარყოფით ქმედებად უნდა მივიჩნიოთ. ვირთხები ზიანს აყენებენ ადამიანებს, ამიტომ მათი განადგურება სწორია. მაგრამ მათ გაჟლეტვასა და ჭამას შორის ხომ არის განსხვავება? (არის.) მაშ, როგორ შეგვიძლია ამ ქცევის შეჯამება? რა სიტყვები გახსენდებათ, რომლებიც ამგვარ ქცევასთან არის კავშირში? (საძაგელი.) (მდაბალი ზნეობის) მდაბალი ზნეობის, უღირსი და საძაგელი. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა სიტყვით აღიწერება მდაბალი ქცევა და ის, როცა ადამიანი თავის საკადრის საქმეს არ ასრულებს? (ნაძირლობა). ეს უკანასკნელი ზუსტად და გამჭოლი სიზუსტით აჯამებს ამგვარ ქცევას. რატომ განისაზღვრება ეს როგორც „ნაძირლობა“? თუ ადამიანს უღირსად, ეგოისტად ან საძაგლად მიიჩნევენ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელსაც ნაძირალა ადამიანები ავლენენ. „ნაძირლობა“ მრავალ სხვა მნიშვნელობასაც ატარებს — იყო უღირსი, ზნეობრივად დაცემული, საძაგელი, ეგოისტი, ამორალური, შეუფერებელი საქციელის მქონე, საქმეში გულწრფელობასა და პირდაპირობას მოკლებული, ამის ნაცვლად, ფარულად და მზაკვრულად მოქმედი და მხოლოდ არასწორი საქციელის ჩამდენი. ეს არის ნაძირალა ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევები და გამოვლინებები. მაგალითად, თუ ნორმალურ ადამიანს რაიმე სწორი საქმის კეთება სურს, იგი ამას ღიად და პატიოსნად აკეთებს, მაგრამ, თუკი გაარკვევს, რომ მისი ქმედებით კანონს არღვევს, მაშინ უარს იტყვის და აღარ გააკეთებს ამას. ნაძირლური ბუნების ადამიანები ასეთები არ არიან. ისინი დასახულ მიზანს ხრიკებითა და ეშმაკობით მაინც აღწევენ და ყოველთვის გამონახავენ გზებს კანონის შეზღუდვების დასაძლევად. ისინი კანონს გვერდს უვლიან და საკუთარი მიზნების მისაღწევად გზებს ეძებენ, შესაძლო სავალალო შედეგებისა და მათი ქმედებების ეთიკურ, ზნეობრივ თუ ადამიანურ ჩარჩოებთან შეუსაბამობის მიუხედავად. მათ არ აინტერესებთ ეს ყველაფერი და მხოლოდ საკუთარი მიზნების ნებისმიერი გზით მიღწევას ცდილობენ. აი, სწორედ ეს არის „ნაძირლობა“. აქვთ კი ნაძირლური ბუნების ადამიანებს ღირსება ან თავმოყვარეობა? (არა.) კეთილშობილნი არიან ისინი თუ მდაბალი ზნეობის? (მდაბალი ზნეობის.) რაში ვლინდება მათი მდაბალი ზნეობა? (მათ ქცევას არ გააჩნია ზნეობრივი საფუძველი.) სწორედ ასეა — ამგვარ ადამიანს საკუთარ ქცევაში არც ზღვარი აქვს და არც პრინციპი; შედეგებზე არ ფიქრობს და ისე იქცევა, როგორც სურს. მათ არ ადარდებთ კანონი, არც მორალი, არც ის, რამდენად აწუხებთ სინდისი მათივე საქციელის გამო, არც ის, დაგმობს თუ არა ვინმე მათ, ან განსჯის თუ გაამტყუნებს. ისინი ყოველივე ამის მიმართ გულგრილნი არიან და არაფრად მიიჩნევენ ამას, მთავარია სარგებელი მიიღონ და თავად დარჩნენ კმაყოფილნი. მათი საქმის კეთების პრინციპი ამორალური და მანკიერია, მათი აზროვნება საზიზღარი და ორივე ერთად სამარცხვინო. აი, ეს არის ნაძირლობა. შეიძლება კი სიტყვა „ნაძირლობა“ ჩანაცვლდეს იმ რამდენიმე განწყობის გამოვლინებით, რაზეც ადრე ვსაუბრობდით?“ ეს ნამდვილად ვერ გამოვა, რადგან სიტყვა „ნაძირლობა“ საკმაოდ განსაკუთრებულია. მაშ, ნაძირლობა განსაკუთრებული ტიპის ადამიანებს ახასიათებთ? არა, არ აქვთ. არის თქვენში ნაძირლური ბუნების რაიმე მსგავსი? (არის.) კონკრეტულად რაში ვლინდება იგი? (ზოგჯერ ადამიანი პირს რომ დაიბანს, ნიჟარის ირგვლივ წყალს ტოვებს და არ წმენდს. როცა ჭამას მორჩება, ბრინჯის მარცვლებისა და ბოსტნეულის წვნიანის ნარჩენებისგან მაგიდას არ ასუფთავებს. როცა ტანსაცმელი დაესვრება, უბრალოდ მიაგდებს სადღაც, დაკეცვის გარეშე. ვფიქრობ, ესენიც ნაძირლობის გამოვლინებებია). სინამდვილეში, ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანი დეტალებია, ხოლო არაჰიგიენურობა თავისთავად ნაძირლობა არ არის; ეს უფრო ადამიანის ყოფით თვისებებსა და ადამიანურ ქცევას ასახავს. თუ ჯგუფში ყოფნისას ადამიანი სხვებისთვის სასიკეთოს არაფერს აკეთებს, თუ სათანადოდ არ არის აღზრდილი და ქცევის წესებს არ იცავს, ასევე სხვების უკმაყოფილებას იწვევს და ადამიანებს თავს აძულებს, ან თუ არ იცის, როგორ დაიცვას იმ ადგილის წესები და მოერგოს იმ წყობას, სადაც მიდის, და ეს შეგნება მას არ აქვს — მაშინ, მის ადამიანობას რაღაც არ აკლია? (აკლია.)“ რის სიმცირესთან გვაქვს აქ საქმე? — გონიერების ნაკლებობასთან. ნუთუ ასეთ ადამიანებს ღირსება არ აკლიათ? (აკლიათ.) მათ არც ღირსება აქვთ, არც პატიოსნება და ცუდადაც არიან აღზრდილნი. ეს, ცხადია, საკუთარი ქცევის ზნეობრივ საფუძვლებსა და ნორმალურ ადამიანურ ყოფას უკავშირდება. თუკი ადამიანებს ამ სტანდარტების დაკმაყოფილებაც კი არ შეუძლიათ, მაშინ როგორ შეძლებენ ისინი ჭეშმარიტების პრაქტიკაში გადმოტანას? ან როგორ შეძლებენ ღმერთის განდიდებას? როგორ გამოუვათ ასეთ ადამიანებს ჭეშმარიტი პრინციპების შესაბამისად მოქმედება? ისინი ყოველივე ამისგან ძალზედ შორს დგანან. ასეთი ტიპის ადამიანებს არც სინდისი აქვთ და არც გონიერება — რამდენად ადვილია მათი კონტროლი? ან მათი შეცვლა? ეს მარტივი სრულიადაც არ არის. მაშ, როგორ უნდა შეიცვალონ ისინი? ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ, შეაკავებენ და წაახალისებენ მათ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ყველამ დაუფარავად უნდა აკრიტიკოს ისინი. და რა არის ამ კრიტიკის მიზანი? ამის მიზანია მათი დახმარება, რათა მოიქცნენ სათანადოდ და შეწყვიტონ სამარცხვინო და მდარე საქმეების კეთება. მაშ ასე, ადამიანში ნაძირლური ბუნება ზუსტად რას უნდა გულისხმობდეს? რა არის მისი მთავარი მახასიათებლები და გამოვლინებები? ნახეთ, სწორია თუ არა ჩემი შეჯამება. რას შეიძლება გაუტოლდნენ ნაძირლური ბუნების მქონე ადამიანები? ისინი მოუთვინიერებელ, ცუდად აღზრდილ, ველურ ცხოველებს ჰგვანან და ამის უმთავრესი გამოვლინებებია ამპარტავნება, უხეშობა, თავშეუკავებლობა, დაუფიქრებლად მოქმედება, ჭეშმარიტების სრულად უგულებელყოფა, საკუთარი სურვილისამებრ მოქმედება, არავის მოსმენა, დაუმორჩილებლობა, კადნიერება და სხვისადმი ანგარიშის გაუწევლობა. მითხარით, რამდენად მძიმე და სერიოზულია ნაძირლობის ამგვარი გამოვლინებები? (ნამდვილად არის.) სულ მცირე, ქედმაღლობის უგუნურებისა და დაუფიქრებელად მოქმედების ამგვარი ხასიათი მეტად მძიმე და სერიოზულია. მაშინაც კი, თუკი ასეთი ადამიანი თავისი ამპარტავანი ხასიათის გამო, მისი ქმედებით, არც ღმერთის განსჯასა და არც მის წინააღმდეგ წასვლას გამოხატავს, მაინც ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი ბოროტებას ჩაიდენს და ღმერთს დაუპირისპირდება. მისი ყოველი ქმედება გახრწნილი ბუნების გამოვლინებაა. როცა ადამიანში ნაძირლობა გარკვეულ ზღვარს აღწევს, იგი ყაჩაღად და დემონად იქცევა; ხოლო ყაჩაღები და დემონები ჭეშმარიტებას არასოდეს აღიარებენ — ისინი მხოლოდ განადგურებას იმსახურებენ.“

ღირს კი ამ ამბავზე საერთოდ საუბარი? (ღირს.) მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი უშუალოდ ადამიანის ბუნება-არსებას ან განწყობას არ ეხება, მას ადამიანის ქცევასთან მაინც აქვს შეხება, რომელიც არც ისე განსხვავებული და მოწყვეტილია მის არსებასთან. რა უნდა ერქვას ამ ამბავს? მოდით, ისეთი სახელი დავარქვათ, რომელსაც ალეგორიული შინაარსი ექნება და ზედმეტად პირდაპირი არ იქნება. (ვირთხებზე ნადირობა.) „ვირთხებზე ნადირობა“ საკმაოდ კარგი ვერსიაა. ვიღაცამ „სრულიად კანონიერად“ დაიჭირა ვირთხა და თქვა: „რა ვქნა? თვითონ შემოვიდა აქ და მეც დამენანა, თანაც, დაშავებულია. თუ ისევ უკან გაიქცევა, დაიღუპება და მერე, სხვა ცხოველები მაინც შეჭამენ, მაშ რატომ არ უნდა შევჭამო მე? განა ეს „სრულიად კანონიერი“ არ იქნება?“ იმისათვის, რომ ეს ვირთხა შეეჭამა, ყველა ეს გამართლება შეთხზა და მრავალი მიზეზი მოიგონა, შემდეგ კი სრულიად სუფთა სინდისით შეჭამა იგი. აი, ეს არის ნაძირლური ბუნება. საქმე იმაში არ არის, თითქოს ამერიკაში ადამიანებს ხორცის ჭამა არ შეეძლოთ; ამიტომ არ ღირს ამგვარი რამეებისათვის ამდენი ძალისხმევის გაწევა. სწორედ ასეთ რამეებს სჩადიან ნაძირლური ბუნების მქონე ადამიანები. ნორმალური ადამიანები არ აკეთებენ ამგვარ რამეს? არც ადამიანობის და პატიოსნების მქონე ადამიანები? (არა.) რატომ არ აკეთებენ ისინი ამას? იმიტომ, რომ ეს პატიოსნებას უკავშირდება. ისინი, ვინც ბუნებით გამოუსწორებელი ქურდები არიან, მუდამ ქურდობენ, იპარავენ და სამარცხვინო საქმეებს სჩადიან. ნუთუ მათ რაიმე აკლიათ სახლში? სულაც არა. ისინი ნაძირლები არიან და ქურდობით საკუთარ სურვილებსა და დაუოკებელ სიხარბეს იკმაყოფილებენ. ასეთი საქციელი მათ გულს სიამოვნებას ჰგვრის; თუ ამას არ გააკეთებენ, დაუკმაყოფილებლობას გრძნობენ. აი, ეს არის ნაძირლური ბუნება. ახლა კი, ამ ამბავს აქ დავასრულებ და მთავარ თემაზე გადავალ.

სანამ მთავარ თემაზე საუბარს დავიწყებ, ჯერ მიმოვიხილოთ ჩვენი წინა თანაზიარების შინაარსი. მოვალეობები, რომლებსაც ღმერთის რჩეული ადამიანები ასრულებენ, შესაძლოა ექვს ძირითად კატეგორიად დაიყოს. ჩვენ უკვე დავასრულეთ პირველი კატეგორიის განხილვა, ეს ის ხალხია, ვინც სახარების ქადაგების მოვალეობას ასრულებს. მეორე კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც ეკლესიაში სხვადასხვა დონეზე ხელმძღვანელობისა და მსახურების მოვალეობებს ასრულებენ. ამ კატეგორიის წევრები, ძირითადად, ორ მთავარ ტიპად შეიძლება დაიყოს, და წინა შეხვედრაზე სწორედ ერთ-ერთ ამ ტიპზე ვისაუბრეთ — კერძოდ, ანტიქრისტეებზე. როგორ მოქმედებენ ანტიქრისტეები, რაში გამოიხატება ეს და რა ქმედებები ახასიათებთ მათ, რაც ანტიქრისტეებად წარმოაჩენთ. ჩვენ ამ გამოვლინებებისა და განწყობების კლასიფიცირება მოვახდინეთ. რომელი კონკრეტული პუნქტები გამოვყავით აქ? პუნქტი პირველი: ისინი ცდილობენ ადამიანთა გულების მოგებას; პუნქტი მეორე: განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა და მათი გარიყვა; პუნქტი მესამე: ჭეშმარიტების მაძიებელთა გარიყვა და მათზე თავდასხმა; პუნქტი მეოთხე: საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება; პუნქტი მეხუთე: მათ მიერ ადამიანთა შეცდომაში შეყვანა, მიზიდვა, დაშინება და კონტროლი). ბოლოს ხუთი პუნქტი დავახარისხეთ და თქვენ ყველა მათგანი ჩაინიშნეთ. ახლაც ჩაინიშნეთ შემდეგი. პუნქტი მეექვსე: ისინი იქცევიან მზაკვრულად, არიან თვითნებურნი და დიქტატორულნი, არასოდეს აქვთ თანაზიარება სხვებთან და აიძულებენ სხვებს მორჩილებას; პუნქტი მეშვიდე: ისინი არიან ბოროტნი, მზაკვარნი და მატყუარანი; პუნქტი მერვე: მათ სურთ, რომ სხვები მხოლოდ მათ დაემორჩილონ და არა ჭეშმარიტებას ან ღმერთს; პუნქტი მეცხრე: ისინი თავიანთ მოვალეობას მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად ასრულებენ. ისინი არასოდეს ითვალისწინებენ ღვთის სახლის ინტერესებს და ღალატობენ კიდეც მათ პირადი დიდების სანაცვლოდ; პუნქტი მეათე: მათ ეზიზღებათ ჭეშმარიტება, ურცხვად არღვევენ პრინციპებს და უგულებელყოფენ ღვთის სახლის განგებულებებს; პუნქტი მეთერთმეტე: ისინი არ იღებენ გასხვლას და არ გრძნობენ სინანულს შეცდომის დაშვებისას; პირიქით, ავრცელებენ მცდარ წარმოდგენებს და საჯაროდ განიკითხავენ ღმერთს; პუნქტი მეთორმეტე: მათ სურთ უკან დაიხიონ, როდესაც აღარ გააჩნიათ სტატუსი ან კურთხევის მიღების იმედი; პუნქტი მეცამეტე: ისინი აკონტროლებენ ეკლესიის ფინანსებს და ასევეადამიანთა გულებს; პუნქტი მეთოთხმეტე: ისინი ღვთის სახლს ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარ პირად სამფლობელოს; პუნქტი მეთხუთმეტე: მათ არ სჯერათ ღმერთის არსებობის და უარყოფენ ქრისტეს არსს. სულ 15 პუნქტია და თითოეული მათგანი ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინებას აანალიზებს და ააშკარავებს. ეს 15 პუნქტი, არსებითად, აჯამებს იმ განსხვავებულ ქცევებს, გამოვლინებებსა და განწყობებს, რომლებიც მათ ახასიათებთ. ზოგიერთი მათგანი ერთი შეხედვით, ქცევას ჰგავს, თუმცა ამ ქცევების მიღმა ანტიქრისტეთა ფარული ხასიათი-არსი და განწყობა იმალება. თავისი პირდაპირი მნიშვნელობით, ნუთუ ამ 15 განმარტების გაგება მარტივი არ არის? ისინი ყველა გასაგები ენით არის გადმოცემული და ერთი მხრივ, ადვილად გასაგებია. ამასთანავე, თითოეული მათგანი ეხება ადამიანის გამოვლინებებსა და მის არსს. ცხადია, რომ ყოველი მათგანი ხასიათის ტიპს წარმოადგენს, ეს არ არის დროებითი ქცევა ან წამიერი აზრი. რა არის ხასიათი და როგორ შეიძლება მისი ახსნა? ხასიათი არის ის, როდესაც ადამიანის აზრები, შეხედულებები, ქცევის პრინციპები, მოქმედების მეთოდები და მიზნები დროისა და გეოგრაფიული გარემოს ცვლილების მიუხედავად არ იცვლება. თუკი ადამიანის ქცევის წესი გარემოს ცვლილებასთან ერთად ქრება, ეს მისი მორალურად გახრწნილი ხასიათის გამოვლინება კი არა, არამედ დროებითი ქცევაა. მაშ, რას გულისხმობს ნამდვილი ხასიათი? (მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას შეუძლია ადამიანის მართვა.) სწორედ ასეა — მას შეუძლია მართავდეს ადამიანის სიტყვებსა და ქმედებებს დროისა და ადგილის მიუხედავად, ყოველგვარი პირობითი შეზღუდვებისა და გავლენების გარეშე; სწორედ ეს არის მისი არსი. არსი არის ის, რაზეც ადამიანი ეყრდნობა, რათა გადარჩეს; იგი არ იცვლება დროის, ადგილის ან სხვა გარეგანი ფაქტორების ცვლილებასთან ერთად. ეს არის ადამიანის არსი. ზოგი იტყვის: „ანტიქრისტესთვის დამახასიათებელი და ჩამოთვლილი ამ 15 გამოვლინებიდან უმეტესობა მეც მახასიათებს, მაგრამ სტატუსს არ ვესწრაფვი და არც ამბიციებით არ დავბადებულვარ. გარდა ამისა, ამჟამად არავითარი პასუხისმგებლობა არ გამაჩნია; არც წინამძღოლი და არც მუშაკი ვარ, და არც ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს, მაშ, რანაირად არის ანტიქრისტეს ბუნება-არსება ჩემთან კავშირში? და თუ არ არის, მაშინ რა საჭიროა ვუსმინო ამ თანაზიარებებს ან საკუთარი თავი ვადარო მათ? არის თუ არა ეს ყველაფერი ასე? (არა.) მაშ, როგორ უნდა მივუდგეთ ანტიქრისტეთა ამ გამოვლინებებს? როგორ უნდა მივუდგეთ იმ ჭეშმარიტებებს, რომელთა თანაზიარებაც ამ გამოვლინებებთან დაკავშირებით მოხდა? ადამიანმა საჭიროა ჭეშმარიტების გაგება შეძლოს და ამ თანაზიარებათა ფარგლებში შეიცნოს საკუთარი თავი და შეიძინოს ის პრინციპები, რაც საკუთარი მოვალეობისა და ღვთის მსახურების შესრულებაში დაეხმარება. მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი ანტიქრისტეს გზიდან გადახვევას და სრულყოფის გზაზე შედგომას. თუ შეძლებთ ანტიქრისტეების ამ გამოვლინებების საკუთარ თავთან დაკავშირებას, მაშინ ეს იქნება თქვენთვის გაფრთხილება, შეხსენება, მხილება და სამსჯავრო. თუკი მათ საკუთარ თავს ვერ დაუკავშირებთ, მაგრამ მაინც იგრძნობთ, რომ მსგავსი განცდები თქვენთვის უცხო არ არის, მაშინ უნდა დაფიქრდეთ, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და ეძებოთ ჭეშმარიტება მათ გადასაჭრელად. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ თანდათან გათავისუფლდეთ გახრწნილი ხასიათისგან და თავი აარიდოთ ანტიქრისტეს გზას.

ანტიქრისტეთა მიერ საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების ანალიზი

დღევანდელი განხილვა ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინებიდან მეოთხე პუნქტს ეხება — საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებას. საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება, საკუთარი თავის გამოჩენა, მცდელობა, რომ ადამიანებმა მაღალი წარმოდგენა იქონიონ და თაყვანი სცენ მას — გახრწნილ კაცობრიობას ამ ყველაფრის უნარი შესწევს. ასე რეაგირებენ ადამიანები ინსტინქტურად, როდესაც მათ საკუთარი სატანური ბუნება მართავს და ეს საერთოა მთელი გახრწნილი კაცობრიობისთვის. ჩვეულებრივ როგორ განადიდებენ და მოწმობენ ადამიანები საკუთარ თავს? როგორ აღწევენ ისინი იმ მიზანს, რომ სხვებს მათზე მაღალი წარმოდგენა შეუქმნან და თაყვანი სცენ მათ? ისინი მოწმობენ იმაზე, თუ რამდენი იშრომეს, რამდენი იტანჯნენ, როგორ დაიხარჯნენ და რამდენად დიდი ფასი გადაიხადეს. ისინი საკუთარ თავს განადიდებენ თავიანთ კაპიტალზე საუბრით, რათა სხვების გულებში უფრო მაღალი, მყარი და საიმედო ადგილი დაიმკვიდრონ და ამგვარად მიაღწიონ იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა დააფასოს ისინი, მათზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეს, შურდეს მათი და თაყვანიც კი სცეს, პატივისცემით შეხედოს და მიჰყვეს მათ. ამ მიზნის მისაღწევად, ადამიანები ბევრ რამეს აკეთებენ, რაც გარეგნულად ღმერთს მოწმობს, მაგრამ არსებითად საკუთარ თავს განადიდებენ და მოწმობენ. აქვთ თუ არა მათ გონიერება ასე მოქმედებისას? ისინი რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ. ისინი ურცხვად მოწმობენ იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს ღვთისთვის და რამდენი დაითმინეს მის გამო. ისინი თავიანთი ნიჭით, ტალანტით, გამოცდილებით, განსაკუთრებული უნარებით, ამქვეყნიური საქმეებისთვის განკუთვნილი გონივრული ხერხებით, ადამიანებით სათამაშოდ გამოყენებული საშუალებებითა და სხვა მსგავსი რამეებითაც კი ტრაბახობენ. საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების მათი ერთ-ერთი მეთოდი საკუთარი, თავის წარმოჩენა და სხვების დამცირებაა. ისინი ასევე ინიღბებიან და ადამიანებისგან მალავენ თავიანთ სისუსტეებს და ნაკლოვანებებსა და ადამიანებს მხოლოდ თავიანთ ბრწყინვალებას აჩვენებენ. ისინი ვერც კი ბედავენ სხვებისთვის იმის თქმას, როდესაც ნეგატიურად არიან განწყობილნი და არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ გაიხსნან და მათთან ურთიერთობა იქონიონ. როდესაც ისინი რაღაცას არასწორად აკეთებენ, ყველაფერს აკეთებენ მის დასამალად. ისინი არასოდეს ახსენებენ იმ ზიანს, რომელიც თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ეკლესიას მიაყენეს. თუმცა, როდესაც რაიმე მცირე წვლილი შეაქვთ ან მცირე წარმატებას აღწევენ, ისინი მაშინვე ჩქარობენ ამის გამოჩენას. მათ თავგამოდებით სურთ, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რა შეუძლიათ, რამდენად მაღალია მათი კალიბრი, რამდენად გამორჩეულები არიან და რამდენად უკეთესები არიან ჩვეულებრივ ადამიანებზე. განა ეს საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების გზები არ არის? განა საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება ისეთი რამ არის, რასაც სინდისისა და გონიერების მქონე ადამიანი აკეთებს? არა. მაშ, როდესაც ადამიანები ასე იქცევიან, ჩვეულებრივ რა ხასიათი ვლინდება? ამპარტავნება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოვლენილი ხასიათი, რომელსაც მოსდევს მზაკვრობა, რაც გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ სხვებმა ისინი დიდ პატივში ამყოფონ. მათი სიტყვები სრულიად უნაკლოა და აშკარად შეიცავს მოტივებსა და მზაკვრულ გეგმებს, ისინი თავს იწონებენ, თუმცა ამ ფაქტის დამალვა სურთ. მათი ნათქვამის შედეგი ის არის, რომ ადამიანებს უჩნდებათ განცდა, თითქოს ისინი სხვებზე უკეთესები არიან, რომ მათ ბადალი არ ჰყავთ და ყველა დანარჩენი მათზე დაბლა დგას. განა ეს შედეგი მალული ხერხებით არ მიიღწევა? რა ხასიათი დგას ასეთი ხერხების მიღმა? და არის მასში ბოროტების ელემენტები? (არის.) ეს არის ერთგვარი ბოროტი ხასიათი. ჩანს, რომ ეს საშუალებები, რომლებსაც ისინი იყენებენ, მართულია მაცდური ხასიათით — მაშ, რატომ ვამბობ, რომ ეს ბოროტებაა? რა კავშირი აქვს ამას ბოროტებასთან? თქვენ რას ფიქრობთ: შეუძლიათ მათ იყვნენ გულახდილები თავიანთი მიზნების შესახებ საკუთარი თავის განდიდებასა და დამოწმებაში? მათ ეს არ შეუძლიათ. მაგრამ მათი გულის სიღრმეში, ყოველთვის არის სურვილი და ის, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ, ამ სურვილის ხელშესაწყობადაა, ხოლო მათი ნათქვამისა და ნამოქმედარის მიზნები და მოტივები ძალიან საიდუმლოდ ინახება. მაგალითად, ამ მიზნების მისაღწევად, ისინი გამოიყენებენ გზა-კვალის აბნევას ან რაიმე საეჭვო ტაქტიკას. განა ასეთი გასაიდუმლოება თავისი ბუნებით ეშმაკური არ არის? განა ასეთ სიეშმაკეს არ შეიძლება ეწოდოს ბოროტება? (დიახ.) მას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს ბოროტება და ის უფრო ღრმაა, ვიდრე თვალთმაქცობა. ისინი იყენებენ გარკვეულ გზებსა თუ მეთოდებს თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს ხასიათი მზაკვრობაა. თუმცა, მათ გულებში ღრმად არსებული ამბიცია და სურვილი იმისა, რომ ხალხი ყოველთვის მათ მიჰყვებოდეს, მათ უყურებდეს და თაყვანს სცემდეს, ხშირად უბიძგებს მათ საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმებისკენ და ამ ყველაფრის უსინდისოდ და ურცხვად კეთებისკენ. რა არის ეს ხასიათი? ეს ბოროტების დონემდე აღწევს. ბოროტება უფრო მეტია, ვიდრე უბრალო შეზღუდულობა ან მზაკვრობა და ტყუილი. თუ ადამიანს შეუძლია ჩვეულებრივი გახრწნილობიდან ბოროტების დონემდე ავიდეს, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უფრო ღრმად არის გახრწნილი? (ნიშნავს.) მაშინ აღწერეთ ბოროტების დონე — როგორ შეიძლება ამის შესაფერისად თქმა? რატომ გადადის ადამიანი ჩვეულებრივი გახრწნილობიდან ბოროტებაზე? ამ საკითხს ნათლად იაზრებთ? რა განსხვავებაა მზაკვრობასა და ბოროტებას შორის? მათი გამოვლინების თვალსაზრისით, ბოროტება და მზაკვრობა მჭიდრო კავშირშია, მაგრამ ბოროტება უფრო მძიმეა — ეს არის უკიდურესობამდე მიყვანილი მზაკვრობა. თუ ამბობენ, რომ ადამიანს ბოროტი ხასიათი აქვს, მაშინ ეს ადამიანი არ არის უბრალოდ მზაკვარი, რადგან ჩვეულებრივი მზაკვრობა შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს იმას, რომ ის ჩვეული მატყუარაა ან არცთუ ისე პატიოსანია თავის ქმედებებში, მაშინ როდესაც ბოროტება უფრო მძიმეა და მზაკვრობაზე უფრო ღრმა დონეზეა. ბოროტი ხასიათის მქონე ადამიანის მზაკვრობა უფრო დიდი და მძიმეა, ვიდრე საშუალო ადამიანისა და მისი მოქმედების ხერხები და მეთოდები, ისევე როგორც მისი ქმედებების მიღმა არსებული ხრიკები, გაცილებით უფრო ცბიერი და ფარულია და ადამიანების უმეტესობა მათ ვერ ხედავს. აი, ეს არის ბოროტება.

რით განსხვავდება ანტიქრისტეს მიერ საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება, ჩვეულებრივი ადამიანის მიერ იმავეს გაკეთებისგან? ჩვეულებრივი ადამიანი ხშირად ტრაბახობს და თავს იწონებს, რათა ხალხმა მასზე მაღალი წარმოდგენა იქონიოს და მას ასევე ექნება ამ ხასიათების და მდგომარეობების გამოვლინებები, მაშ, რით განსხვავდება ანტიქრისტეს მიერ საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება ჩვეულებრივი ადამიანების მიერ იმავეს გაკეთებისგან? განსხვავება რაში მდგომარეობს? თქვენ ნათლად უნდა გესმოდეთ ეს — ნუ მოაქცევთ საკუთარი თავის დროდადრო განდიდების ან ტრაბახის ყველა გამოვლინებას ანტიქრისტეების კატეგორიაში. განა ეს არ არის კონცეპტუალური შეცდომა? (არის.) მაშინ, როგორ შეიძლება ამ საკითხის ნათლად გამიჯვნა? განსხვავება რაში მდგომარეობს? თუ შენ შეგიძლია, ეს ნათლად ჩამოაყალიბო, შენ შეგიძლია, საფუძვლიანად გაიგო, თუ რა არის ანტიქრისტეს არსი. სცადე. (ანტიქრისტეს მოქმედების წესი უფრო შეფარულია; ისინი იყენებენ გარკვეულ საშუალებებს, რომლებიც ძალიან მართებული ჩანს ხალხის შეცდომაში შესაყვანად. ისინი თითქოს მართებულ საკითხზე საუბრობენ, მაგრამ სანამ ამას მიხვდები, ისინი იწყებენ საკუთარი თავის განდიდებასა და დამოწმებას ისე, რომ ვერავინ ამჩნევს. მათი საშუალებები შედარებით შეფარულია.) შედარებით ფარული საშუალებები — ეს არის მათი გარჩევა საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების გზით. კიდევ არის რამე? მითხარით, რა არის არსობრივი განსხვავება საკუთარი თავის გაცნობიერებულად განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებასა და ამის გაუცნობიერებლად გაკეთებას შორის? (განზრახვები განსხვავებულია.) განა სწორედ ამაში არ მდგომარეობს განსხვავება? (დიახ.) როდესაც გახრწნილი ბუნების მქონე ჩვეულებრივი ადამიანი საკუთარ თავს განადიდებს და თავს იწონებს, ეს მხოლოდ თავის გამოსაჩენად ხდება. როგორც კი თავს გამოიჩენს, ამით ყველაფერი მთავრდება და მას არ ადარდებს, სხვები მასზე მაღალი წარმოდგენის იქნებიან თუ არა. მათი განზრახვა არც ისე მკაფიოა, ეს მხოლოდ მათში გაბატონებული ხასიათია, ხასიათის გამოვლინება. სულ ეს არის. ადვილია ასეთი ხასიათის შეცვლა? თუ მოცემული პიროვნება ჭეშმარიტებას ეძიებს, ის შეძლებს თანდათან შეიცვალოს, როდესაც გასხვლას, განკითხვასა და სასჯელს გამოცდის. მას თანდათან უფრო მეტად გაუჩნდება სირცხვილის გრძნობა და გონიერება და სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოავლენს ამგვარ ქცევას. ის დაგმობს ამ ტიპის ქცევას, გამოიჩენს თავშეკავებას და თავს მოთოკავს. ეს არის საკუთარი თავის გაუცნობიერებლად განდიდება და დამოწმება. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის გაცნობიერებულად განდიდებასა და დამოწმებაში და ამის გაუცნობიერებლად კეთებაში არსებული განწყობები ერთნაირია, ამ ორის ბუნება განსხვავებულია. რით განსხვავდება მათი ბუნება? საკუთარი თავის გაცნობიერებულად განდიდება და დამოწმება განზრახ ხდება. ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, უბრალოდ არ საუბრობენ — ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი საკუთარ თავს განადიდებენ და ამოწმებენ, მათ გარკვეული განზრახვები და ფარული მიზნები აქვთ და ისინი ამას სატანური ამბიციებითა და სურვილებით აკეთებენ. გარეგნულად ეს ერთი და იმავე სახის გამოვლინებას ჰგავს. ორივე შემთხვევაში, ადამიანები საკუთარ თავს განადიდებენ და მოწმობენ, მაგრამ როგორ განსაზღვრავს ღმერთი საკუთარი თავის გაუცნობიერებლად განდიდებასა და დამოწმებას? როგორც გახრწნილი ხასიათის გამოვლინებას. და როგორ განსაზღვრავს ღმერთი საკუთარი თავის შეგნებულად განდიდებასა და დამოწმებას? როგორც ვინმეს სურს ხალხის შეცდომაში შეყვანა, ვისაც განზრახული აქვს, რომ ხალხს მასზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეს, თაყვანი სცენ მას, უყურონ მას და შემდეგ გაჰყვნენ მას. მათი მოქმედება თავისი ბუნებით, შეცდომაში შემყვანია. ასე რომ, როგორც კი მათ უჩნდებათ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ხალხის დაუფლების განზრახვა, რათა მათ გაჰყვნენ და თაყვანი სცენ, ისინი ლაპარაკისა და მოქმედებისას გამოიყენებენ გარკვეულ საშუალებებსა და მეთოდებს, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად შეიყვანონ შეცდომაში და გზა აუბნიონ მათ, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება და აკლია ღრმა საფუძველი. ასეთ ადამიანებს არა მხოლოდ აკლიათ გამჭრიახობა, პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ რასაც ეს ადამიანი ამბობს, სწორია და შესაძლოა პატივს სცემდნენ და დიდად აფასებდნენ მათ, დროთა განმავლობაში კი თაყვანს სცემდნენ და მიჰყვებოდნენ კიდეც მათ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე გავრცელებული მოვლენაა ის, რომ ვინმეს ქადაგების მოსმენის შემდეგ თითქოს კარგად ესმისის, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მათ რამე შეემთხვევათ, არ იციან, როგორ გადაჭრან ის. ისინი მიდიან ღვთის წინაშე საძიებლად, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს და ბოლოს, ისინი უნდა მივიდნენ თავიანთ ლიდერთან, რათა იკითხონ ამ საკითხის შესახებ და სთხოვონ მას გამოსავალი. ყოველთვის, როცა მათ რამე შეემთხვევათ, მათ სურთ, თავიანთ ლიდერს ამის მოგვარება სთხოვონ. ეს ჰგავს იმას, თუ როგორ ხდება ოპიუმის მოწევა ზოგიერთი ადამიანისთვის დამოკიდებულება და ჩვევა და დროთა განმავლობაში ისინი ვეღარ შეძლებენ მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებას. ასე რომ, ანტიქრისტეების მიერ საკუთარი თავის განდიდება და დამოწმება შეუმჩნევლად იქცევა ერთგვარ ნარკოტიკად მცირე აღნაგობის, გამჭრიახობას მოკლებული, უგუნური და უმეცარი ადამიანებისთვის. როდესაც მათ რამე შეემთხვევათ, ისინი მიდიან ანტიქრისტესთან ამის საკითხავად და თუ ანტიქრისტე ბრძანებას არ გასცემს, ისინი ვერაფრის განხორციელებას ვერ ბედავენ, მაშინაც კი, როცა ყველამ უკვე დაასრულა ამ საკითხის განხილვა და საკითხზე ერთსულოვნებას მიაღწია. მათ ეშინიათ ანტიქრისტეს ნების წინააღმდეგ წასვლისა და დათრგუნვის, ამიტომ ყოველ საკითხში ისინი მოქმედებას მხოლოდ მას შემდეგ ბედავენ, რაც ანტიქრისტე თავის სიტყვას იტყვის. მაშინაც კი, როცა მათ ნათლად აქვთ გააზრებული ჭეშმარიტების პრინციპები, ისინი ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას ან საკითხის მოგვარებას, ნაცვლად ამისა, ისინი ელიან საბოლოო განაჩენსა და გადაწყვეტილებას იმ „ბატონისგან“, რომელსაც შეჰყურებენ. თუ მათი ბატონი არაფერს იტყვის, ვინც საქმეს განაგებს, დაიბნევა იმაში, თუ რა უნდა გააკეთოს. განა ეს ხალხი არ მოწამლულა? (მოიწამლნენ.) აი, რას ნიშნავს, იყო მოწამლული. იმისთვის, რომ ისინი ასე ღრმად მოიწამლონ, რამდენი უნდა იშრომოს ანტიქრისტემ და რამდენი საწამლავი უნდა შეაპაროს მათ? ანტიქრისტეს ხშირად რომ გაეანალიზებინა და შეეცნო საკუთარი თავი და ხშირად გამოეტანა თავისი სისუსტეები, შეცდომები და გადაცდომები სააშკარაოზე ხალხის დასანახად, განა ყველა კვლავ ასე სცემდა მას თაყვანს? რა თქმა უნდა, არა. როგორც ჩანს, ანტიქრისტე დიდ ძალისხმევას ხარჯავს საკუთარი თავის განდიდებასა და დამოწმებაში, სწორედ ამიტომ მიაღწია მან ასეთ „წარმატებას“. ეს არის ის შედეგი, რომელიც მას სურს. მის გარეშე არავინ იცოდა, როგორ შეესრულებინა თავისი მოვალეობები ჯეროვნად და ყველა სრულიად გზააბნეული იქნებოდა. აშკარაა, რომ ამ ადამიანების კონტროლისას ანტიქრისტე მათ ფარულად ბევრ საწამლავს აპარებს და დიდ ძალისხმევას დებს! მხოლოდ რამდენიმე სიტყვა რომ ეთქვა, განა ეს ადამიანები მაინც ასე იქნებოდნენ მისით შებოჭილნი? რა თქმა უნდა, არა. როდესაც ანტიქრისტე ახერხებს თავისი მიზნის მიღწევას, აიძულოს ადამიანები, თაყვანი სცენ მას, მას შეჰყურებდნენ და ყოველ საკითხში მას უსმენდნენ, განა მაშინ მას ბევრი რამ არ გაუკეთებია და ბევრი სიტყვა არ უთქვამს საკუთარი თავის განსადიდებლად და დასამოწმებლად? რა შედეგს აღწევენ ისინი ამით? ეს ისაა, რომ ადამიანებს გზა დაეკარგებოდათ და მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ — თითქოს მის გარეშე ცა ჩამოიქცეოდა და დედამიწა ბრუნვას შეწყვეტდა, ღვთის რწმენას კი არავითარი ფასი ან აზრი არ ექნებოდა და ქადაგებების მოსმენა უსარგებლო იქნებოდა. ეს ასევე ისაა, რომ ადამიანები გრძნობენ, თითქოს მათ ცხოვრებაში რაღაც იმედი არსებობს, როდესაც ანტიქრისტე მათ გვერდითაა, და ყოველგვარ იმედს დაკარგავდნენ, ანტიქრისტე რომ მომკვდარიყო. განა ეს ადამიანები სატანას არ ჰყავს დატყვევებული? (ჰყავს.) და განა ასეთი ადამიანები ამას არ იმსახურებენ? (იმსახურებენ.) რატომ ვამბობთ, რომ ისინი ამას იმსახურებენ? ღმერთი არის ის, ვისიც შენ გწამს, მაშ, რატომ სცემ თაყვანს და მიჰყვები ანტიქრისტეებს, და რატომ აძლევ მათ უფლებას, ყოველ ნაბიჯზე შეგზღუდონ და გაკონტროლონ? გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, თუ რა მოვალეობას ასრულებს ადამიანი, ღვთის სახლმა ხალხს ნათელი პრინციპები და წესები მისცა. თუ არსებობს სირთულე, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ვერ გადაჭრის, მან დახმარება უნდა სთხოვოს მას, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, ხოლო უფრო სერიოზულ საკითხებში – ზემდგომს მიმართოს. თუმცა შენ არა მხოლოდ არ ეძებ ჭეშმარიტებას, არამედ პირიქით, თაყვანს სცემ ადამიანებს და მათ შეჰყურებ, გჯერათ იმისა, რასაც ეს ანტიქრისტეები ამბობენ. შენ სატანის ხელქვეითად იქეცი და განა ეს მხოლოდ საკუთარ თავს არ უნდა დააბრალო? განა ამას არ იმსახურებ? საკუთარი თავის განდიდება და დამოწმება ანტიქრისტეებისთვის დამახასიათებელი საერთო ქცევა და გამოვლინებაა და ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. რა არის იმის მთავარი მახასიათებელი, თუ როგორ განადიდებენ და იმოწმებენ ანტიქრისტეები საკუთარ თავს? რით განსხვავდება ეს იმისგან, თუ როგორ განადიდებს და იმოწმებს საკუთარ თავს ჩვეულებრივი ადამიანი? საქმე ისაა, რომ ანტიქრისტეებს ამ ქმედების მიღმა საკუთარი განზრახვა აქვთ და ამას აბსოლუტურად არ აკეთებენ გაუცნობიერებლად. პირიქით, მათ აქვთ გარკვეული განზრახვები, სურვილები და ამბიციები, ხოლო მათი მხრიდან საკუთარ თავზე ამგვარად დამოწმების შედეგები იმდენად საშინელია, რომ ძნელი წარმოსადგენია — მათ შეუძლიათ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და გააკონტროლონ.

მოდით, მოგიყვანთ მაგალითს. შეგიძლიათ დაფიქრდეთ იმაზე, არის თუ არა ამგვარი გამოვლინება და განწყობა საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებასთან დაკავშირებული. ერთხელ, იყო ერთი ლიდერი, რომელიც გარკვეულ ადგილას ორი-სამი წლის განმავლობაში ასრულებდა საეკლესიო საქმეს. ის დადიოდა ეკლესიებში და ბოლოს იქ ფესვები გაიდგა. რას ნიშნავს მან ფესვები გაიდგა? ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობა იცნობდა მას და მასზე დიდი წარმოდგენის იყო და რომ ის იმ ადგილას შედარებით კარგად ცნობილი იყო. როგორც კი ხალხი მას დაინახავდა, მიეგებებოდნენ, თავიანთ ადგილებს სთავაზობდნენ და რაიმე გემრიელს აძლევდნენ საჭმელად. არ ისმოდა საწინააღმდეგო აზრი, არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას ეწინააღმდეგებოდნენ; ყველა საკმაოდ კარგად იცნობდა ამ ლიდერს და გულის სიღრმეში ყველა საკმაოდ იწონებდა იმას, თუ როგორ აკეთებდა ის საქმეს და აღიარებდა მის ლიდერობას. გაურკვეველია, რა მოცულობის სამუშაო შეასრულა ლიდერმა იქ, რამდენს საუბრობდა, ან რაზე საუბრობდა; ეს დეტალები უცნობია, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანების უმეტესობა საკმაოდ იწონებდა მის ლიდერობას. გარკვეული დროის შემდეგ, ლიდერმა თქვა: „აქაური და-ძმა, ყველა მორჩილი და დამყოლია და ეკლესიაში საქმეები ყველა მხრივ კარგად მიდის. სამწუხაროდ, არის ერთი რამ, რაც მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, კერძოდ კი ის, რომ აქაური გარემო საშინელია. გარემო რომ შესაფერისი იყოს, ჩვენ ვიპოვიდით კარგ, მზიან დღეს, რათა წავსულიყავით დიდ პარკში ათასობით ადამიანთან ერთად, დიდი შეკრების მოსაწყობად, მიკროფონისა და დიდი დინამიკების გამოყენებით გავაჟღერებდით ჭეშმარიტებას, რათა მეტ ადამიანს ერწმუნა ღმერთის. განა მაშინ ჩვენი შრომა ნაყოფს არ გამოიღებდა?“ ამის გაგონებისას ყველამ თქვა „ამინ“ და მოიწონა ეს. მითხარით, არის თუ არა რაიმე პრობლემა ფრაზაში „ჩვენ გავაჟღერებდით ჭეშმარიტებას“? (დიახ.) რა არის პრობლემა? (ლიდერი საკუთარ თავს ღმერთად მიიჩნევდა.) თქვენ ყველამ დაინახეთ, რომ ამაში პრობლემაა, მაგრამ იქ მყოფმა გონებაარეულმა ადამიანებმა ეს ვერ დაინახეს. მათ ამ წინადადებაზე „ამინითაც“ კი უპასუხეს! განა ეს ლიდერი ჭეშმარიტებას ავრცელებს? ის ვინ არის? ის ჩვეულებრივი ლიდერია; მან რამდენიმე წელი იმუშავა და შემდეგ დაიწყო ფიქრი, რომ ყველაზე აღმატებული იყო და დაავიწყდა, ვინ იყო და ჭეშმარიტების გამოხატვაც კი მოინდომა — ეს მისთვის ზედმეტად რთული ამოცანა იქნებოდა. ეს რას ამტკიცებს? ეს ამტკიცებს, რომ მან არ იცოდა, ვინ იყო და არ იცოდა, რა მოვალეობას ასრულებდა. რადგან მას ასეთი ხასიათი აქვს, არის კი მისი ჩვეული საქმიანობის ან საუბრის რომელიმე ნაწილი ჭეშმარიტებასთან შესაბამისობაში? მისი ჩვეული საქმიანობა და საუბარი ნამდვილად სავსეა ბუნდოვანი და ეშმაკისეული სიტყვებით და აბსოლუტურად ვერ აღწევს ეკლესიის მომარაგებისა და მორწყვის შედეგს. მან არ იცის, რა არის ჭეშმარიტება, მით უმეტეს, რას ნიშნავს ჭეშმარიტების გამოხატვა. სადმე, სულ რაღაც ორი-სამი წლის მუშაობის შემდეგ, მან იგრძნო, რომ გარკვეული პრესტიჟი და კაპიტალი ჰქონდა, შემდეგ კი დაივიწყა, ვინ იყო, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა და ჭეშმარიტების გამოხატვა მოინდომა. განა ასეთი მცდარი წარმოდგენის ქონა ამაზრზენი არ არის? საიდან მოდის ეს მცდარი წარმოდგენა? მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, თუ ეს წამიერი იმპულსი იყო? მან მცირეოდენი სამუშაო შეასრულა, ადგილობრივ ეკლესიაში მას არავინ დაუპირისპირდა და ყველაფერი თითქოს შეუფერხებლად მიდიოდა, ამიტომ მან დაიჯერა, რომ ყველაფერი მისი შესრულებული სამუშაოს შედეგი იყო და უცებ იგრძნო, რომ შეეძლო, ეს თავის დამსახურებად მიეწერა. მან გაიფიქრა: „თუ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შემიძლია, განა ღმერთი არ ვარ? და თუ ღმერთი ვარ, მაშინ ახლა საშინლად ვიზღუდები — გარე პირობები უკეთესი რომ ყოფილიყო, ჭეშმარიტების გამოხატვას შევძლებდი!“ ეს აზრი მას თავში სრულიად მოულოდნელად მოუვიდა. განა მის თავში რაღაც არ არის წესრიგში? (დიახ.) მის გონებას რაღაც სჭირს. განა მას გონიერება არ აკლია? განა შეიძლება სატანებისა და ანტიქრისტეების მოქმედებებსა და სიტყვებს ნორმალური კაცობრიობის გონიერება ჰქონდეს? მათ ეს აბსოლუტურად არ შეუძლიათ. ამ ლიდერმა ცოტაოდენი სამუშაო შეასრულა და გარკვეულ შედეგებს მიაღწია, შემდეგ კი უცებ დაავიწყდა, რომ ადამიანი იყო. განა ის, რომ მას ასეთი უგუნური სიტყვების წამოროშვა შეუძლია, მის ხასიათთან არ არის დაკავშირებული? (დიახ, არის.) როგორ არის ეს დაკავშირებული? თავის ხასიათით, არის ის მზად, რომ მიმდევარი იყოს? იცის მან, რომ ის მხოლოდ ღვთის ჩვეულებრივი მიმდევარია? აბსოლუტურად არა. მას სჯერა, რომ მისი სტატუსი და იდენტობა მეტისმეტად პატივსაცემი და ყველაზე აღმატებულია.განა არ იცნობთ ამგვარ ქცევას და მის ხასიათს? სატანა ჰაერში რატომ გადმოაგდეს? (მას სურდა ღმერთთან თანასწორი ყოფილიყო.) საქმე ისაა, რომ მას სურდა, ღმერთთან თანასწორი ყოფილიყო. რადგან სატანამ არ იცოდა თავისი ადგილი სამყაროში, არ იცოდა ვინ იყო და არ იცოდა საკუთარი ზომა, როდესაც ღმერთმა სატანას მასთან ერთად, იმავე სივრცეში ყოფნის ნება დართო, სატანამ დაიწყო ფიქრი, რომ ის ღმერთი იყო. მას სურდა გაეკეთებინა ის, რასაც ღმერთი აკეთებდა, სურდა მისი წარმოდგენა, მისი ჩანაცვლება და მისი არსებობის უარყოფა და შედეგად, იგი ჰაერში გადმოაგდეს. ანტიქრისტეები მსგავს რაღაცებს აკეთებენ, მათი მოქმედებების ბუნება იგივეა და მათ სატანასთან ერთი წყარო აქვთ. ანტიქრისტესთვის ასეთი გამოვლინება არ არის შემთხვევითი გამოცხადება, ან ახირების შედეგი — ეს არის მათი სატანური ბუნების აბსოლუტური გაბატონება და მათი სატანური ხასიათის ბუნებრივი გამოცხადება. როგორია იმ ლიდერის გამოვლინების ბუნება, რომელზეც ახლახან ვისაუბრე? (ეს ანტიქრისტეს ბუნებაა.) რატომ განვიხილავთ ამ გამოვლინებას საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარ თავის დამოწმების საკითხთან დაკავშირებით? როგორ არის ამ გამოვლინების ბუნება დაკავშირებული საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებასთან? როგორი იყო მის მიერ ნათქვამი სიტყვების — „ჭეშმარიტების გაჟღერების“ — ბუნება? რატომ ვამბობ, რომ ეს სიტყვები დაკავშირებულია საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებასთან? (ლიდერს სჯეროდა, რომ მას ადამიანებისთვის ჭეშმარიტების მიცემა შეეძლო.) ის სწორედ ამას გულისხმობდა. როდესაც ის ასეთ რამეებს ამბობდა, ადამიანები, რომლებსაც ეს ესმოდათ, ფიქრობდნენ: „შენ ისეთი შთამბეჭდავი მანერები გაქვს და შეგიძლია ასეთი ტონით ისაუბრო — განა ეს არ არის ისეთი ტონი, რომლითაც ღმერთი უნდა საუბრობდეს? განა ეს არ არის ისეთი შთამბეჭდავი მანერა და ფართო აზროვნება, რომელიც ღმერთს უნდა ჰქონდეს?“ განა ამ ლიდერმა არ მიაღწია საკუთარი თავის განდიდებისა და დამოწმების მიზანს? მან ადამიანებს გაუცნობიერებლად გაუჩინა მის მიმართ პატივისცემის, თაყვანისცემისა და აღტაცების გრძნობები. განა ასე არ იყო? (დიახ.) ეს არის ანტიქრისტეს საზარელი სახე; ეს არის ანტიქრისტე, რომელიც ფარულად განადიდებს და ამოწმებს საკუთარ თავს.

არსებობს თუ არა საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების სხვა გამოვლინებები? ყველანი უნდა დაფიქრდეთ საკუთარ თავზე ამ საკითხთან დაკავშირებით. გააკეთებდით ისეთ რამეს, როგორიც საკუთარი თავის დამოწმებაა? შეგიძლია, სინდისითა და გონიერებით შეიკავო თავი და არ დაუშვა ასეთი სამარცხვინო საქციელის ჩადენა? თუ თავის შეკავება შეგიძლია, ეს ამტკიცებს, რომ გონიერება გაგაჩნია და ანტიქრისტეებისგან განსხვავდები. თუ ამ გონიერებას არ ფლობ, გაქვს ამგვარი ამბიციები და სურვილები და ასევე შეგიძლია ისეთი რამის გაკეთება, როგორიც საკუთარი თავის დამოწმებაა, მაშინ შენ ანტიქრისტესნაირი ხარ. მაშ, თქვენს შემთხვევაში საქმე როგორაა? თავს იკავებთ? თუ გაქვს ღვთისმოშიში გული, სირცხვილის გრძნობა და გონიერება, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება გსურს, იფიქრებ, რომ ეს ღმერთს შეურაცხყოფს და მისთვის საძულველი იქნება, ამიტომ შეძლებ თავის შეკავებას და საკუთარი თავის დამოწმებას ვერ გაბედავ. თუ ერთხელ და შემდეგ ორჯერ შეიკავებ თავს, გარკვეული დროის შემდეგ, ეს იდეები, ეს განზრახვები და ფიქრები ნელ-ნელა, თანდათანობით შემცირდება. შენ გექნება ამ იდეების გარჩევის უნარი და იგრძნობ, რომ ისინი საზიზღარი და ამაზრზენია, ასეთი რამეების კეთების იმპულსები და სურვილები შემცირდება და თანდათან შეძლებ საკუთარი თავის მოთოკვასა და კონტროლს იმ დონემდე, რომ ეს იდეები სულ უფრო და უფრო იშვიათად გაგიჩნდება. თუ აცნობიერებ მათ, მაგრამ არ შეგიძლია თავის შეკავება და განსაკუთრებით ძლიერ განზრახვებს ატარებ, მხოლოდ იმის სურვილით, რომ ხალხმა თაყვანი გცეს და უკმაყოფილო ხარ, თუ არავინ გცემს თაყვანს, ან არ მოგყვება და სიძულვილით ივსები და რაიმეს გაკეთება გსურს და ურცხვად საკუთარი თავის დამოწმება და თავის მოწონება შეგიძლია — მაშინ შენ ანტიქრისტე ხარ. თქვენს შემთხვევაში, საქმე როგორ არის? (როდესაც მათ ვაცნობიერებ, თავის შეკავება შემიძლია.) თავის შესაკავებლად რას ეყრდნობით? (ღვთის გარკვეულ შემეცნებას და ღვთისმოშიშ გულს ვეყრდნობი.) თუ ადამიანს ღვთისმოშიში გული აქვს, მას თავშეკავების გამოჩენა შეუძლია. თავშეკავება არ მიიღწევა საკუთარი თავის შეკავებით, ან საკუთარი თავის დაბრკოლებით, არამედ ეს უფრო ჭეშმარიტების წვდომისა და ღვთისმოშიშების შედეგია. ადამიანი თავს იკავებს გონიერებისა და შემეცნების გზით და ამავდროულად, თავშეკავებას ავლენს, რადგან მას აქვს მცირედი ღვთისმოშიში გული და მისი განაწყენების ეშინია. თუ შენი გონიერება ვერ გაკავებს და ასევე არ გაქვს ღვთისმოშიში გული და თუ არ გრძნობ სირცხვილს საკუთარი თავის დამოწმებისას და გსურს, ეს დაჟინებით განაგრძო, მანამ არ დანებდე, სანამ შენს მიზანს მიაღწევ, მაშინ ამის ბუნება სხვაგვარია — შენ ანტიქრისტე ხარ.

ანტიქრისტეების მიერ საკუთარი თავის განდიდებისა და დამოწმების ტექნიკები და გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგიერთი მათგანი გულისხმობს ანტიქრისტეების მიერ საკუთარი თავის პირდაპირ განდიდებასა და დამოწმებას და საკუთარ ყველა ღირსებაზე საუბარს, მაშინ როცა სხვები გულისხმობს გზების პოვნას ირიბი ფრაზების ან მეთოდების გამოსაყენებლად, რათა ფარულად აიძულონ ადამიანები მათზე მაღალი წარმოდგენისანი იყვნენ და მიაღწიონ თავიანთ მიზანს — ხალხმა მათ პატივი სცეს, თაყვანი სცეს და გაჰყვეს მათ, და ადამიანების გულებში ადგილიც კი დაიკავონ — ასეთია ამგვარი ქცევის ბუნება. ანტიქრისტეს განწყობა საკუთარი თავის განდიდებისა და დამოწმების მიმართ, განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანების განწყობისგან თავისი ბუნებით, შედეგებით, რომლებსაც ის იწვევს, ასევე მისი გამოვლინების გზებით და მისი საფუძვლად არსებული ზრახვებითა და მიზნებით. გარდა ამისა, განა ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს განადიდებენ და მოწმობენ, უბრალოდ თავიანთ ყველა ღირსებაზე საუბრობენ? ზოგჯერ ისინი თავიანთ ცუდ მხარეებზეც საუბრობენ, მაგრამ განა ისინი მართლა აანალიზებენ და ცდილობენ საკუთარი თავის შეცნობას, როდესაც ამას აკეთებენ? (არა.) მაშინ, როგორ უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა, რომ მათი თვითშემეცნება არ არის რეალური და რომ ის, პირიქით, გაჯერებულია მინარევებით და მის მიღმა განზრახვა იმალება? როგორ შეიძლება ამ საკითხის საფუძვლიანად გაგება? აქ მთავარი ის არის, რომ იმ დროს, როდესაც ისინი საკუთარი თავის შეცნობას და თავიანთი სისუსტეების, ნაკლოვანებების, ხარვეზებისა და გახრწნილი ხასიათის მხილებას ცდილობენ, საკუთარი თავის დანაშაულისგან გასათავისუფლებლად, ისინი ასევე გამართლებასა და მიზეზებს ეძებენ. ისინი ფარულად ეუბნებიან ადამიანებს: „არა მხოლოდ მე, შეცდომის დაშვება ყველას შეუძლია. თქვენც, ყველას შეგიძლიათ შეცდომების დაშვება. შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, საპატიებელია; ეს მცირე შეცდომაა. თქვენ რომ იგივე შეცდომა დაგეშვათ, ეს გაცილებით მძიმე შემთხვევა იქნებოდა, ვიდრე ჩემი, რადგან თქვენ არ დაფიქრდებოდით და საკუთარ თავს არ გააანალიზებდით. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებს ვუშვებ, მე თქვენზე უკეთესი ვარ და მეტი კეთილგონიერება და პატიოსნება მაქვს“. როდესაც ყველა ამას ისმენს, ფიქრობენ: „შენ სრულიად მართალი ხარ. შენ ასე კარგად გესმის ჭეშმარიტება და ნამდვილად გაქვს სულიერი სიმწიფე. როდესაც შეცდომებს უშვებთ, თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ თავზე დაფიქრდეთ და საკუთარი თავი გააანალიზოთ; თქვენ ჩვენზე ბევრად უკეთესები ხართ. თუ ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ჩვენ არ ვფიქრდებით და არ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას, ხოლო შერცხვენის შიშით ვერ ვბედავთ საკუთარი თავის გაანალიზებას. შენ ჩვენზე დიდი სიდიადე და სიმამაცე გაქვს“. ამ ადამიანებმა დაუშვეს შეცდომები, თუმცა, მაინც მოიპოვეს სხვების პატივისცემა და საკუთარ თავს ხოტბას ასხამდნენ — რა ხასიათია ეს? ზოგიერთი ანტიქრისტე განსაკუთრებით დახელოვნებულია თვალთმაქცობაში, ადამიანების მოტყუებასა და ფასადის შექმნაში. როდესაც ისინი ხვდებიან ადამიანებს, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, ისინი იწყებენ საუბარს საკუთარი თავის შეცნობაზე და ასევე ამბობენ, რომ ისინი არიან ეშმაკი და სატანა, რომ მათი ადამიანობა ცუდია და რომ ისინი წყევლის ღირსნი არიან. დავუშვათ, თქვენ მათ ჰკითხავთ: „რაკი ამბობ, რომ ეშმაკი და სატანა ხარ, რა ბოროტი საქმეები ჩაიდინე?“ ისინი იტყვიან: „მე არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მე ვარ ეშმაკი. მე არა მხოლოდ ეშმაკი, არამედ სატანაც ვარ!“ შემდეგ შენ მათ ეკითხები: „რაკი ამბობ, რომ ეშმაკი და სატანა ხარ, ეშმაკისა და სატანის რომელი ბოროტი ქმედებები ჩაიდინე და როგორ გაუწიე წინააღმდეგობა ღმერთს? შეგიძლია თქვა სიმართლე იმ ბოროტ საქმეებზე, რაც ჩაიდინე?“ ისინი იტყვიან: „მე არაფერი ბოროტი არ გამიკეთებია!“ შემდეგ შენ კიდევ უფრო მეტად ჩაეძიები და ეკითხები: „თუ არაფერი ბოროტი არ გაგიკეთებია, მაშინ რატომ ამბობ, რომ ეშმაკი და სატანა ხარ? რის მიღწევას ცდილობ ამის თქმით?“ როდესაც მათთან ასე სერიოზულად დაიჭერთ საქმეს, მათ სათქმელი აღარაფერი ექნებათ. სინამდვილეში, მათ ბევრი ცუდი რამ აქვთ გაკეთებული, მაგრამ ამის შესახებ ფაქტებს თქვენ აბსოლუტურად არ გაგიზიარებენ. ისინი უბრალოდ მაღალფარდოვან სიტყვებს იტყვიან და რაღაც დოქტრინებს წამოროშავენ, რათა საკუთარი თავის შეცნობაზე ფუჭად ისაუბრონ. როდესაც საქმე ეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ იზიდავდნენ ხალხს, ატყუებდნენ მათ, იყენებდნენ მათ საკუთარი გრძნობების მიხედვით, ვერ მოეკიდნენ სერიოზულად ღვთის სახლის ინტერესებს, ეწინააღმდეგებოდნენ სამუშაო განრიგს, ატყუებდნენ ზემდგომს, და-ძმას რაღაცებს უმალავდნენ და რამდენად დააზიანეს ღვთის სახლის ინტერესები, ისინი ამ ფაქტების შესახებ ერთ სიტყვასაც არ იტყვიან. არის ეს საკუთარი თავის ჭეშმარიტი შეცნობა? (არა.) იმის თქმით, რომ ისინი ეშმაკი და სატანა არიან, განა არ თვალთმაქცობენ თვითშემეცნებას, რათა საკუთარი თავი განადიდონ და დაამოწმონ? განა ეს არ არის მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ? (დიახ.) ჩვეულებრივი ადამიანი ამ მეთოდს ვერ ხედავს. როდესაც ზოგიერთ ლიდერს ათავისუფლებენ, მათ მალევე ხელახლა ირჩევენ და როდესაც ამის მიზეზს კითხულობთ, ზოგიერთი ამბობს: „ეს ლიდერი კარგი მონაცემებისაა. მათ იციან, რომ ეშმაკი და სატანა არიან. კიდევ ვის აქვს ცოდნის ასეთი დონე? მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მიჰყვებიან ჭეშმარიტებას, ფლობენ ასეთ ცოდნას. ჩვენგან ვერავინ შეძლებს საკუთარ თავზე ასეთი ცოდნის შეძენას; ჩვეულებრივ ადამიანს ასეთი სულიერი დონე არ აქვს. ამ მიზეზით, ყველამ კვლავ ისინი აირჩია“. აქ რა ხდება? ეს ხალხი შეცდომაში შეიყვანეს. ამ ლიდერმა იცოდა, რომ ისინი ეშმაკი და სატანა არიან, მაგრამ მაინც ყველამ აირჩია, ასე რომ, რა გავლენა და შედეგი აქვს ადამიანებზე იმის თქმას, რომ ისინი ეშმაკი და სატანა არიან? (ეს ადამიანებს აიძულებს, მათზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ.) მართალია, ეს აიძულებს ადამიანებს, მათზე კიდევ უფრო დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ. ურწმუნოები ამ მეთოდს უწოდებენ „უკან დახევას წინსვლისთვის“. ეს ნიშნავს, რომ იმისთვის, რათა ადამიანებს მათზე უფრო დიდი წარმოდგენა შეექმნათ, ისინი ჯერ საკუთარ თავზე ამბობენ ცუდს, რათა სხვებმა დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ გაიხსნან და შეიცნონ საკუთარი თავი, რომ მათ აქვთ სიღრმე და გამჭრიახობა და ღრმა გაგება და ამის გამო, მათ ყველა უფრო მეტად სცემს თაყვანს. რა არის იმის შედეგი, რომ მათ ყველა უფრო მეტად სცემს თაყვანს? როდესაც კვლავ დადგება ლიდერების არჩევის დრო, ისინი კვლავ მიიჩნევიან ამ როლისთვის სრულყოფილ ადამიანებად. განა ეს მეთოდი საკმაოდ ჭკვიანური არ არის? ისინი ასე რომ არ საუბრობდნენ საკუთარი თავის შეცნობაზე და არ ეთქვათ, რომ ეშმაკები და სატანები არიან და ამის ნაცვლად, უბრალოდ ნეგატიურები ყოფილიყვნენ, სხვები ამის დანახვისას იტყოდნენ: „როგორც კი შენ გაგათავისუფლეს და სტატუსი დაკარგე, მაშინვე ნეგატიური გახდი. შენ გვასწავლიდი, რომ ნეგატიურები არ ვყოფილიყავით, ახლა კი შენი ნეგატივიზმი ჩვენსაზე უფრო მძაფრია. ჩვენ შენ აღარ აგირჩევთ“. ამ ლიდერზე აღარავინ იქნებოდა მაღალი წარმოდგენის. მიუხედავად იმისა, რომ ყველას კვლავ აკლდებოდა მათ მიმართ გარჩევის უნარი, ყოველ შემთხვევაში, მათ აღარ აირჩევდნენ ლიდერად და ეს ადამიანი ვერ მიაღწევდა თავის მიზანს, რომ სხვებს მასზე მაღალი წარმოდგენა ჰქონოდათ. მაგრამ ეს ლიდერი ინიციატივას იჩენს და ამბობს: „მე ეშმაკი და სატანა ვარ; დაე, დამწყევლოს ღმერთმა, ჯოჯოხეთის მეთვრამეტე შრეში გამგზავნოს და რეინკარნაციის უფლება სამუდამოდ არ მომცეს!“ ზოგიერთს ამის მოსმენისას, ეცოდება ისინი და ამბობენ: „ჩვენმა ლიდერმა იმდენი იტანჯა. ო, როგორ დაიჩაგრა! თუ ღმერთი მას ლიდერობის უფლებას არ აძლევს, მაშინ მას ჩვენ ავირჩევთ“. ყველა ისე უჭერს მხარს ამ ლიდერს, განა ისინი შეცდომაში არ არიან შეყვანილნი? მათი სიტყვების თავდაპირველი განზრახვა დადასტურდა, რაც ამტკიცებს, რომ მათ ნამდვილად ამგვარად შეჰყავთ ადამიანები შეცდომაში. სატანა ზოგჯერ ადამიანებს საკუთარი თავის განდიდებითა და დამოწმებით შეჰყავს შეცდომაში, ზოგჯერ კი, როცა სხვა გზა არ აქვს, შეუძლია ირიბად აღიაროს თავისი შეცდომები, მაგრამ ეს ყველაფერი ფასადია და მისი მიზანი ხალხის თანაგრძნობისა და გაგების მოპოვებაა. ის იმასაც კი იტყვის: „არავინ არის სრულყოფილი. ყველას აქვს გახრწნილი ხასიათი და ყველას შეუძლია შეცდომების დაშვება. სანამ ადამიანს შეუძლია თავისი შეცდომების გამოსწორება, ის კარგი ადამიანია“. როდესაც ადამიანები ამას ისმენენ, ისინი გრძნობენ, რომ ეს სწორია და აგრძელებენ სატანის თაყვანისცემასა და მის მიყოლას. სატანის მეთოდია, პროაქტიულად აღიაროს თავისი შეცდომები და ფარულად განადიდოს საკუთარი თავი და აიმაღლოს თავისი მდგომარეობა ადამიანთა გულებში, რათა ადამიანებმა მიიღონ ყველაფერი მის შესახებ — მისი შეცდომებიც კი — შემდეგ კი აპატიონ ეს შეცდომები, თანდათან დაივიწყონ ისინი და საბოლოოდ, სრულად მიიღონ სატანა, გახდნენ მისი ერთგულნი სიკვდილამდე, არასოდეს დატოვონ, ან მიატოვონ იგი და მას ბოლომდე გაჰყვნენ. განა ეს არ არის სატანის მოქმედების მეთოდი? აი, ასე მოქმედებს სატანა და ანტიქრისტეებიც ამგვარ მეთოდს იყენებენ თავიანთი მოქმედებისას, რათა აისრულონ თავიანთი ამბიციები და მიზნები, რომ ადამიანებმა თაყვანი სცენ და გაჰყვნენ მათ. შედეგები, რომლებამდეც ეს მიგვიყვანს, იგივეა და სულაც არ განსხვავდება იმ შედეგებისგან, რომლებსაც სატანის მიერ ადამიანების შეცდენა და გახრწნა იწვევს.

როდესაც ზოგიერთი ადამიანი საკუთარი თავის შეცნობაზე საუბრობს, ისინი საკუთარ თავს სრულად გაპარტახებულად და არაფრისმაქნისად წარმოაჩენენ, იმასაც კი ამბობენ, რომ ეშმაკები და სატანები არიან, რომ წყევლას იმსახურებენ და არ დაიჩივლებდნენ, ღმერთს რომ ისინი მოეკვეთა. თუმცა, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ თავიანთი ბუნება-არსების ან გახრწნილი ხასიათის ჭეშმარიტი გაგება და არ შეუძლიათ რაიმეს გაზიარება თავიანთი რეალური მდგომარეობის შესახებ. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ გამოიყენონ ნიღაბი სხვების შეცდომაში შესაყვანად და იყენებენ საკუთარი შეცდომების პროაქტიულად აღიარებისა და „წინსვლისთვის უკან დახევის“ მეთოდსა და ტექნიკას, რათა თვალი აუხვიონ და მოატყუონ ადამიანები, და შემდეგ მიაღწიონ იმას, რომ ხალხს მათზე კარგი წარმოდგენა შეექმნას. ეს არის ანტიქრისტეთა პრაქტიკა. შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენ ასეთ ადამიანს წააწყდებით, როგორ უნდა მოექცეთ მას? (ჩავეძიოთ დეტალებში.) სწორია, უნდა ისწავლოთ საკითხის გამოკვლევა და დეტალებში ჩაძიება. რამდენად ღრმად უნდა გამოიკვლიოთ? აკეთეთ ეს იქამდე, სანამ ისინი არ შეევედრებიან შეწყალებას და არ იტყვიან: „ აღარასოდეს შეგიყვანთ შეცდომაში. თქვენ რომ წინამძღოლადამირჩიოთ, ამ როლს მაინც არ ვიკისრებ.“ უთხარით მათ: აღარასოდეს მოგატყუებინებთ თავს და აღარასოდეს აგირჩევთ ჩვენს წინამძღოლად, ასე რომ, შეწყვიტე ოცნება!“ რას იტყვით ამაზე? ყველანი, ვინც გაზვიადებულად საუბრობს საკუთარი თავის შეცნობაზე და საკუთარ თავსაც კი წყევლის, ისე, რომ ამაში არაფერია ჭეშმარიტება, არიან ცრუ სულიერი და თვალთმაქცი ადამიანები და მათი ყოველი სიტყვა შეცდომაში შემყვანია. ასეთი ადამიანების საუბარს აქვს ერთი მახასიათებელი და რამდენიმე დეტალი, რომელთა გარჩევაც შენ უნდა შეგეძლოს. მაგალითად, მითხარი, თუ ვინმეს სთხოვენ დაწეროს ფიცი შესაწირავების დასაცავად, რა უნდა ეწეროს ფიცის პირველ წინადადებაში? რას დაწერდა გონივრულობისა და ადამიანობის მქონე პიროვნება? რა ტონსა და ფრაზებს გამოიყენებდნენ ისინი, რათა დამდგარიყვნენ თავიანთ სათანადო პოზიციაზე და გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება? როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები საუბრობენ, ყველას შეუძლია იგრძნოს, რომ ისინი ნორმალურად საუბრობენ, მაგრამ ამბიციურ პირებს, რომლებიც ბოროტმოქმედები ან ანტიქრისტეები არიან, საუბრისას განსაკუთრებული ტონი აქვთ, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის ტონისგან. მაგალითად, ისინი ამბობენ: „თუ მე, ამან და ამან, ღვთის შესაწირავების ერთი თეთრიმივითვისო, დაე, საშინელი სიკვდილით მოვკვდე — დაე, მანქანამ გამიტანოს!“ როგორი ტონია ეს? ისინი იწყებენ სიტყვით „მე“ და იღებენ ყველაზე მაღალფარდოვან ტონს — მათი ტონისა და საუბრის მანერის მიღმა არსებული მოტივაცია შეიძლება შეინიშნოს უშუალოდ იმ სიტყვებში, რომლებსაც ისინი იყენებენ. პირველი სიტყვა არის „მე“ — ისინი იღებენ ყველაზე მაღალფარდოვან ტონს და ასეთ მაღალ რეგისტრს — განა ეს არ არის მაღალფარდოვანი ფიცი? რას უწოდებენ ამგვარ ფიცს? მას უწოდებენ მაღალფარდოვანსა და თვალთმაქცურს. ფიცის ასეთი აგრესიულობით დაწერა — როგორი ხასიათია ეს? ეს არის ფიცი, მაშ, ვის აძლევ შენ ამ ფიცს? შენ ამ ფიცს აძლევ ღმერთს, მაშ, როგორ უნდა ისაუბროს ნორმალურმა ადამიანმა ამ შემთხვევაში? მან უნდა ისაუბროს თავმდაბლად, დადგეს თავის სათანადო პოზიციაზე, ილოცოს ღვთის მიმართ და ისაუბროს გულით. მან არ უნდა გამოიყენოს მაღალფარდოვანი სიტყვები და არ იყოს აგრესიული. ასეთი ადამიანები ფიცის დადების დროსაც კი ასეთი აგრესიულები არიან — მათი სატანური ხასიათი ასეთი მძიმეა! რთული სათქმელია, მათი ფიცი ჭეშმარიტია თუ ყალბი. რასაც ისინი გულისხმობენ, არის: „შენ არ მენდობი? შენ გეშინია, რომ მე ბოროტად ვსარგებლობ ღვთის სახლით და შესაწირავებს ვიპარავ? შენ მიყენებ მე, მაგრამ არ მენდობი და მთხოვ ფიცის დადებას — მაშინ მე დავდებ ფიცს, შენ უბრალოდ მიყურე და ნახე, გავბედავ თუ არა ამ ფიცის დადებას! არ მჯერა, რომ მსგავსი რამის გაკეთება შემეძლოს.“ როგორი დამოკიდებულებაა ეს? ეს არის აგრესიულობა და უპრინციპობა. მათ იმის კადნიერებაც კი აქვთ, რომ ღვთის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ და ფიცი გამოიყენონ საკუთარი თავის გასამართლებლად და ადამიანების შეცდომაში შესაყვანად. არის ეს ღვთისმოშიშება? ამაში საერთოდ არ არის ღვთისმოსაობა. ამგვარი ადამიანი სატანა და ანტიქრისტეა; სწორედ ასე საუბრობენ ანტიქრისტეები. ფიცის დადება ხმის ამაღლების ქვეტექსტით — როგორი ხასიათია ეს? შეუძლია თუ არა ამგვარ ადამიანს ხსნის მოპოვება? შეხვედრიხართ თუ არა თქვენ ასეთ ადამიანს წარსულში? თქვენ არ იცით, როგორ გაარჩიოთ ეს გამოვლინებები, გამჟღავნებები ან ხასიათი, რომელსაც ისინი ავლენენ, არა? ზოგიერთ ადამიანს ისიც კი სჯერა, რომ ამგვარი ადამიანი არის საღად მოაზროვნე, ფლობს სულიერ გაგებას, არის პატიოსანი და ღვთის ერთგული. განა ეს უგუნურება არ არის? განა ეს გარჩევის უნარის ნაკლებობა არ არის? ეს საშინელი ქცევა და ხასიათი შეიძლება დავინახოთ უშუალოდ მათი ფიცის სიტყვებსა და ფრაზებში, მაგრამ ხალხს მაინც ჰგონია, რომ ეს ანტიქრისტე საკმაოდ კარგია. ესმით ამ ადამიანებს ჭეშმარიტება? როგორც ჩანს, ყველაფერი, რაც თქვენ გესმით, მხოლოდ მოძღვრებებია, რომ თქვენ მხოლოდ მოძღვრებებზე საუბარი და ცარიელი სიტყვების ფრქვევა შეგიძლიათ და რომ არ გაგაჩნიათ გარჩევის უნარი, როდესაც საქმე კონკრეტულ საკითხებსა და პრობლემებს ეხება. მომავალში, თუ წააწყდებით ამგვარ საკითხებს, გექნებათ გარჩევის უნარი? (დიახ, გვექნება.) ადამიანები, რომლებიც ასეთ ფიცებს წერენ, მხეცები არიან და ყველას აკლია ადამიანობა. გინახავთ ამგვარი ფიცი წარსულში? დაგიწერიათ თქვენ ასეთი ფიცი წარსულში? (დიახ.) ჰქონდა მას იგივე ტონი და იგივე დასაწყისი, რაც ამას? (ის არ იყო ასეთი პირდაპირი.) მაშინ მისი ბუნება იგივე იყო? (დიახ.) მისი ბუნება იგივე იყო. ფიცის დადება არ ჰგავს ბრძოლის ველზე გასვლას, რაც გმირული თავგანწირვის სულისკვეთებას მოითხოვს. ის არ მოითხოვს ამგვარ სულისკვეთებას. როდესაც ღმერთს ფიცს აძლევ, შენ საფუძვლიანად უნდა დაფიქრდე ამაზე და გაიგო, რატომ გჭირდება ამ ფიცის დაწერა და ვის აძლევ ამ ფიცს და ვის წინაშე დებ ამ აღთქმას. ის, რაც ღმერთს სურს, არის ადამიანის დამოკიდებულება და არა რაიმე სულისკვეთება. შენი ეს სულისკვეთება აგრესიული და გამომწვევია; ეს სატანის ამპარტავანი ხასიათის გამოვლინებაა. ეს არ არის ღვთისმოსაობა და არც ის გამოვლინებაა, რომელიც ქმნილებებს უნდა ჰქონდეთ, მით უმეტეს, ეს არ არის ის პოზიცია, რომელიც ქმნილებებმა უნდა დაიკავონ. განა ის ადამიანები, რომლებიც ამგვარ გამოვლინებას აჩვენებენ, ეროვნული გმირობის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ? არის ეს ამასთან დაკავშირებული? ადამიანები მეტისმეტად ღრმად არიან მოწამლულნი — როგორც კი ფიცს ან აღთქმას წერენ, მაშინვე ახსენდებათ ყველა დროის ის ცნობილი მოღვაწეები, რომლებიც თავიანთი ქვეყნისა და ხალხის ერთგულნი იყვნენ. ეს ცნობილი მოღვაწეები სატანის ხროვის ნაწილს წარმოადგენდნენ და უპრინციპოდ მოქმედებდნენ, რათა თავი გამოეჩინათ და საკუთარი თავი დაემოწმებინათ, რათა ადამიანთა გულებში ადგილი დაემკვიდრებინათ და საკუთარი თავისთვის კარგი რეპუტაცია დაეტოვებინათ, რათა ისტორიაში შესულიყვნენ და მარადიული სახელი მოეხვეჭათ. მომავალი თაობები ამას აფასებდნენ, როგორც თავიანთი ქვეყნებისადმი ბრმა თავდადებას. შენ ფიქრობ, რომ ისინი მართლაც ბრმები იყვნენ? სინამდვილეში რა არის ეს სიბრმავე? ეს არის ყველაზე ვერაგული, ბოროტი ქმედება და მასში პირადი განზრახვა დევს. ეს არ არის სიბრმავე და ნამდვილად არ არის თავდადება — ეს ბოროტებაა.

ჩვენ უკვე ბევრი განვიხილეთ ანტიქრისტეთა მიერ საკუთარი თავის დამოწმების შესახებ. არის თუ არა ამ თემასთან დაკავშირებული კიდევ რაიმე საკითხი, რომელიც თქვენ ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ გესმით? ზოგიერთი ადამიანი სიტყვიერად ამოწმებს საკუთარ თავს და ამბობს ისეთ სიტყვებს, რითაც თავს იწონებს, მაშინ როცა სხვები ამისთვის ქცევებს იყენებენ. როგორია იმ ადამიანის გამოვლინებები, რომელიც საკუთარი თავის დასამოწმებლად ქცევებს იყენებს? გარეგნულად, ისინი ისეთ ავლენენ, რომლებიც საკმაოდ შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს, ადამიანთა ყურადღებას იპყრობს და ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც საკმაოდ კეთილშობილური და მორალური სტანდარტების შესაბამისი. ეს ქცევები ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ისინი პატივსაცემნი არიან, რომ აქვთ ზნეობა, რომ ნამდვილად უყვართ ღმერთი, ძალიან ღვთისმოსავნი არიან და ნამდვილად გააჩნიათ ღვთისმოშიში გული და რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძიებენ. ისინი ხშირად ავლენენ გარკვეულ გარეგნულ კეთილ ქცევებს ადამიანების შეცდომაში შესაყვანად — განა აქედანაც საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების მყრალი სუნი არ ასდის? ჩვეულებრივ, ადამიანები საკუთარ თავს განადიდებენ და მოწმობენ სიტყვების მეშვეობით, იყენებენ მკაფიო საუბარს იმის გამოსახატავად, თუ რით განსხვავდებიან მასისგან და როგორ აქვთ სხვებზე უფრო ბრძნული მოსაზრებები, რათა ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა შეექმნათ და პატივისცემით შეხედონ მათ. თუმცა, არსებობს ზოგიერთი მეთოდი, რომელიც არ მოიცავს პირდაპირ საუბარს, სადაც ადამიანები ამის ნაცვლად იყენებენ გარეგნულ პრაქტიკებს იმის დასამოწმებლად, რომ სხვებზე უკეთესები არიან. ამგვარი პრაქტიკები კარგად არის გააზრებული, მათ თან ახლავს მოტივი და გარკვეული განზრახვა და ისინი საკმაოდ მიზანმიმართულია. ისინი ისეა შეფუთული და დამუშავებული, რომ რასაც ადამიანები ხედავენ, არის გარკვეული ქცევები და პრაქტიკები, რომლებიც შეესაბამება ადამიანის წარმოდგენებს, არის კეთილშობილური, ღვთისმოსაური და შეესაბამება წმინდანის ღირსებას და არის ღვთისმოყვარე, ღვთისმოშიში და ჭეშმარიტების შესაბამისიც კი. ამით მიიღწევა საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების იგივე მიზანი და ეს უბიძგებს ადამიანებს იმისკენ, რომ, მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ მათზე და თაყვანი სცენ მათ. თქვენ ოდესმე შეხვედრიხართ ან გინახავთ მსგავსი რამ? გაქვთ თქვენ ეს გამოვლინებები? არის თუ არა ეს საკითხები და ეს თემა, რომელსაც მე განვიხილავ, რეალობას მოწყვეტილი? სინამდვილეში, არ არის. მე ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. როდესაც ზოგიერთი ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს, გარეგნულად ისინი უკიდურესად დაკავებულნი ჩანან; ისინი მიზანმიმართულად განაგრძობენ მუშაობას მაშინ, როცა სხვები ჭამენ ან სძინავთ, ხოლო როცა სხვები იწყებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, ისინი მიდიან საჭმელად ან დასაძინებლად. რა არის მათი მიზანი ამის კეთებისას? მათ სურთ ყურადღების მიპყრობა და ყველასთვის იმის ჩვენება, რომ ისე არიან დაკავებულნი თავიანთი მოვალეობების შესრულებით, რომ ჭამის ან ძილის დრო არ აქვთ. ისინი ფიქრობენ: „თქვენ ნამდვილად არ ატარებთ ტვირთს. როგორ ხართ ასეთი მოწადინებულნი ჭამასა და ძილში? თქვენ, უმაქნისებო! შემომხედეთ, მე ვმუშაობ, სანამ თქვენ ჭამთ და ღამითაც ვმუშაობ, როცა თქვენ გძინავთ. შეძლებდით თქვენ ასე ტანჯვას? მე შემიძლია ამ ტანჯვის ატანა; მე ჩემი ქცევით მაგალითს ვაძლევ.“ რას ფიქრობთ თქვენ ამგვარ ქცევასა და გამოვლინებაზე? განა ეს ადამიანები ამას განზრახ არ აკეთებენ? ზოგიერთი ადამიანი ამას განზრახ აკეთებს და როგორი ქცევაა ეს? ამ ადამიანებს სურთ იყვნენ სხვებისგან გამორჩეულები; მათ სურთ იყვნენ მასისგან განსხვავებულნი და აჩვენონ ხალხს, რომ მთელი ღამე დაკავებულნი არიან თავიანთი მოვალეობების შესრულებით და რომ განსაკუთრებით შეუძლიათ ტანჯვის ატანა. ამგვარად, ყველას განსაკუთრებით შეეცოდება ისინი და განსაკუთრებულ თანაგრძნობას გამოიჩენს მათ მიმართ, რადგან იფიქრებენ, რომ მათ მხრებზე მძიმე ტვირთი აწევთ, იმდენად, რომ ყელამდე საქმეში არიან ჩაფლულნი და ზედმეტად დაკავებულნი არიან იმისთვის, რომ ჭამონ ან დაიძინონ. თუ ისინი ხსნას ვერ პოვებენ, მაშინ ყველა შეევედრება ღმერთს მათთვის, მათ მაგივრად სთხოვს ღმერთს და ილოცებს მათთვის. ამით, ეს ადამიანები იყენებენ კეთილ ქცევებსა და პრაქტიკებს, რომლებიც შეესაბამება ადამიანის წარმოდგენებს, როგორიცაა სირთულეების ატანა და საფასურის გადახდა, რათა თვალი აუხვიონ სხვა ადამიანებს და თაღლითურად მოიპოვონ მათი თანაგრძნობა და ქება. რა არის ამის საბოლოო შედეგი? ყველა, ვინც მათთან კონტაქტში შევიდა და დაინახა, თუ როგორ იხდიდნენ ისინი საფასურს, ერთხმად იტყვის: „ჩვენი წინამძღოლი ყველაზე კომპეტენტურია, ყველაზე მეტად შეუძლია ტანჯვის ატანა და საფასურის გადახდა!“ განა მათ არ მიაღწიეს თავიანთ მიზანს ადამიანების შეცდომაში შეყვანის კუთხით? შემდეგ ერთ დღეს, ღვთის სახლი ამბობს: „თქვენი წინამძღოლი არ ასრულებს რეალურ საქმეს. ისინი ფაციფუცობენ და უმიზნოდ მუშაობენ; ისინი დაუფიქრებლად მოქმედებენ და არიან თვითნებური და დიქტატორული. მათ არიეს ეკლესიის საქმე, არ შეუსრულებიათ არცერთი საქმე, რომელიც უნდა შეესრულებინათ, არ შეუსრულებიათ სახარებისეული საქმე ან კინოწარმოების საქმე და ეკლესიური ცხოვრებაც ასევე არეულია. დებსა და ძმებს არ ესმით ჭეშმარიტება, არ აქვთ სიცოცხლეში შესვლა და არ შეუძლიათ დამოწმების სტატიების დაწერა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მათ არც კი შეუძლიათ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ამოცნობა. ამგვარი წინამძღოლი მეტისმეტად არაკომპეტენტურია; ის არის ცრუ წინამძღოლი, რომელიც უნდა გათავისუფლდეს!“ ასეთ ვითარებაში, ადვილი იქნება მათი გათავისუფლება? ეს შეიძლება რთული იყოს. ვინაიდან ყველა და-ძმა იწონებს და მხარს უჭერს მათ, თუ ვინმე შეეცდება ამ წინამძღოლის გათავისუფლებას, დები და ძმები პროტესტს გამოთქვამენ და ზემდგომს მიმართავენ თხოვნით, რომ ისინი შეინარჩუნონ. რატომ დადგება ასეთი შედეგი? იმიტომ, რომ ეს ცრუ წინამძღოლი და ანტიქრისტე იყენებს გარეგნულ კეთილ ქცევებს, როგორიცაა სირთულეების ატანა და საფასურის გადახდა, ასევე სასიამოვნოდ მჟღერ სიტყვებს, რათა ადამიანებს გული აუჩუყოს, მოისყიდოს და შეცდომაში შეიყვანოს. როგორც კი ისინი გამოიყენებენ ამ ყალბ გარეგნობას ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, ყველა მათ სასარგებლოდ ისაუბრებს და ვერ შეძლებს მათ მიტოვებას. მათ ნათლად იციან, რომ ამ წინამძღოლს ბევრი რეალური საქმე არ შეუსრულებია და რომ მას არ წაუძღვია ღვთის რჩეული ხალხი ჭეშმარიტების გასაგებად და სიცოცხლეში შესასვლელად, მაგრამ ეს ადამიანები მაინც მხარს უჭერენ მათ, იწონებენ მათ და მიჰყვებიან მათ, არც კი ადარდებთ, თუ ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ მოიპოვებენ ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს. ამასთან ერთად, ამ წინამძღოლის მიერ შეცდომაში შეყვანის გამო, ეს ადამიანები ყველანი თაყვანს სცემენ მას, არ იღებენ არცერთ სხვა წინამძღოლს მის გარდა და ღმერთიც კი აღარ სურთ. განა ისინი ამ წინამძღოლს ღმერთივით არ ეპყრობიან? თუ ღვთის სახლი იტყვის, რომ ეს პიროვნება არ ასრულებს რეალურ საქმეს და რომ ის არის ცრუ წინამძღოლი და ანტიქრისტე, ხალხი მათ ეკლესიაში პროტესტს გამოთქვამს და აჯანყდება. მითხარით, რა ზომამდე შეიყვანა ამ ანტიქრისტემ ის ადამიანები შეცდომაში? თუ ეს სულიწმიდის საქმეა, მაშინ ადამიანების მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება და ისინი უფრო მეტად გაიგებენ ჭეშმარიტებას, უფრო მორჩილნი გახდებიან ღვთის მიმართ, უფრო მეტი ადგილი ექნებათ ღვთისთვის თავიანთ გულებში და უკეთესად შეძლებენ ცრუ წინამძღოლებისა და ანტიქრისტეების ამოცნობას. ამ თვალსაზრისით, სიტუაცია, რომელიც ახლახან განვიხილეთ, აბსოლუტურად არ არის სულიწმიდის საქმე — მხოლოდ ანტიქრისტეებსა და ბოროტ სულებს შეუძლიათ ადამიანების ასეთ ზომამდე შეცდომაში შეყვანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობის შემდეგ. ბევრი ადამიანი შეცდომაში იქნა შეყვანილი და გაკონტროლებული ამ ანტიქრისტეების მიერ და მათ გულებში მხოლოდ ანტიქრისტეებისთვის აქვთ ადგილი და არავითარი ადგილი არ აქვთ ღვთისთვის. ეს არის საბოლოო შედეგი, რომელსაც ანტიქრისტეები აღწევენ საკუთარი თავის განდიდებითა და დამოწმებით გარეგნული კეთილი ქცევების მეშვეობით. ისინი იყენებენ სირთულეების ატანისა და საფასურის გადახდის გარეგნულ კეთილ ქცევებს საკუთარი თავის განსადიდებლად და დასამოწმებლად, რაც არის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც ანტიქრისტეები იყენებენ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და გასაკონტროლებლად. თქვენ ახლა ამ საკითხს ნათლად ხედავთ, ხომ?განა ანტიქრისტეს მიერ სირთულეების ატანისა და საფასურის გადახდის გარეგნული კეთილი ქცევების გამოყენება ადამიანების შეცდომაში შესაყვანად არ არის ძალიან ცბიერი და ვერაგული? განა თქვენც არ აკეთებთ ამას ზოგჯერ? ზოგიერთი ადამიანი საღამოს ყავას სვამს ენერგიის მოსამატებლად, რათა მოემზადოს გვიანობამდე ფხიზლად ყოფნისთვის თავისი მოვალეობების შესასრულებლად. და-ძმები წუხან მათ ჯანმრთელობაზე და მათთვის ქათმის ბულიონს ამზადებენ. როდესაც ისინი ბულიონს ამთავრებენ, ეს ადამიანები ამბობენ: „მადლობა ღმერთს! მე დავტკბი ღვთისს მადლით. მე არ ვიმსახურებ ამას. ახლა, როცა ეს ქათმის ბულიონი დავამთავრე, ~ ჩემი მოვალეობების შესრულებაში უფრო ეფექტური უნდა ვიყო!“ სინამდვილეში, ისინი განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას ისევე, როგორც ჩვეულებრივ აკეთებენ, ყოველგვარი ეფექტურობის გაზრდის გარეშე. განა ისინი არ თვალთმაქცობენ? ისინი თვალთმაქცობენ და ამგვარი ქცევა ასევე არის ფარულად საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება; მისი შედეგი ის არის, რომ უბიძგებს ადამიანებს, მოიწონონ ისინი, დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ მათზე და გახდნენ მათი ერთგული მიმდევრები. თუ ადამიანებს აქვთ ამგვარი მენტალიტეტი, განა მათ არ დაივიწყეს ღმერთი? მათ აღარ ჰყავთ ღმერთი თავიანთ გულებში, მაშ, ვინ არის ის, ვისზეც ისინი დღე და ღამე ფიქრობენ? ეს არის მათი „კარგი წინამძღოლი“, მათი „საყვარელი ადამიანი“. ზოგიერთი ანტიქრისტე ზედაპირულად ძალიან მოსიყვარულეა ადამიანთა უმეტესობის მიმართ დასაუბრისას გარკვეულ ტექნიკებს იყენებენ, რათა ადამიანებმა დაინახონ, რომ ისინი მოსიყვარულენი არიან და მათთან დაახლოების სურვილი გაუჩნდეთ. ისინი თბილად უღიმიან ყველას, ვინც უახლოვდება და ურთიერთობს მათთან და ასეთ ადამიანებს ძალიან ნაზი ტონით ესაუბრებიან. თუნდაც ხედავდნენ, რომ ზოგიერთი და-ძმა უპრინციპოდ მოქმედებს და ამით ზიანი მიაყენა ეკლესიის ინტერესებს, ისინი ოდნავადაც არ სხლავენ მათ, მხოლოდ შეაგონებენ და ანუგეშებენ მათ და ეპირფერებიან მათ, როდესაც ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ — ისინი მანამ ეპირფერებიან და ეპირფერებიან ადამიანებს, სანამ ყველას თავის წინაშე არ მოიყვანენ. ადამიანები თანდათან იხიბლებიან ამ ანტიქრისტეებით; ყველა ძალიან იწონებს მათ მოსიყვარულე გულებს და მათ ღვთისმოყვარე ადამიანებს უწოდებს. საბოლოოდ, ყველა მათ სცემს თაყვანს და ყოველ საკითხში მათთან თანაზიარებას ეძიებს, და ამ ანტიქრისტეებს თავიანთ ყველა შინაგან ფიქრსა და გრძნობას უმხელენ, იქამდე,, რომ აღარც ღვთის მიმართ ლოცულობენ და აღარც ჭეშმარიტებას ეძიებენ ღვთის სიტყვებში. განა ეს ხალხი ამ ანტიქრისტეებმა არ შეიყვანეს შეცდომაში? ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც ანტიქრისტეები ადამიანების შეცდომაში შესაყვანად იყენებენ. როდესაც თქვენ ამგვარ ქცევებსა და პრაქტიკებს მიმართავთ ან გაქვთ ეს განზრახვები, აცნობიერებთ თუ არა, რომ ამაში პრობლემაა? და როდესაც ამას აცნობიერებ, შეგიძლია თუ არა შეცვალო შენი მოქმედების გეზი? თუ შეგიძლია საკუთარ თავზე დაფიქრდე და ჭეშმარიტი სინანული იგრძნო, როდესაც აცნობიერებ და იკვლევ, რომ შენი ქცევა, პრაქტიკები ან განზრახვები პრობლემურია, ეს ამტკიცებს, რომ შენ შეიცვალე გეზი. თუ აცნობიერებ შენს პრობლემებს, მაგრამ უბრალოდ თვალს ხუჭავ მათზე და მოქმედებ შენი საკუთარი განზრახვების შესაბამისად, და სულ უფრო და უფრო ღრმად ეშვები, სანამ არ მიაღწევ იმ წერტილს, საიდანაც თავის დაღწევა აღარ შეგიძლია, მაშინ შენ არ შეგიცვლია გეზი და განზრახ უპირისპირდები ღმერთს, საკუთარ თავს განადიდებ და საკუთარ თავს მოწმობ და უხვევ ჭეშმარიტი გზიდან. როგორი ხასიათია ეს? ეს ანტიქრისტეს ხასიათია. სერიოზულია ეს? (დიახ.) რამდენად სერიოზულია? იმ ადამიანის ქმედების შედეგი, რომელიც იყენებს უფრო ვერაგულ და მზაკვრულ საშუალებებს, იყენებს სირთულეების ატანასა და საფასურის გადახდას ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ თაყვანი სცენ და გაჰყვნენ მას, იგივეა, რაც იმ ადამიანისა, რომელიც ღიად ეწევა საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებას — ეს ერთი და იმავე ბუნებისაა. მიუხედავად იმისა, თუ რომელ საშუალებას იყენებ საკუთარი თავის განსადიდებლად და საკუთარი თავის დასამოწმებლად, იქნება ეს მკაფიო საუბარი თუ გარკვეული აშკარა კეთილი ქცევები, ეს ყველაფერი თავისი არსით ერთი და იგივეა. მასში არის ანტიქრისტეს თვისება და ღმერთთან ბრძოლის თვისება მისი რჩეული ხალხის გამო. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს შენმა გამოვლინებებმა ან რა საშუალებაც არ უნდა გამოიყენო, სანამ შენი განზრახვა არ იცვლება და შედეგები იგივე რჩება, ბუნებით ყველა ერთნაირია. აქედან ნათელია, რომ ანტიქრისტეები ძალიან ცბიერები არიან. მათ არ უყვართ და არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, მაგრამ შეუძლიათ გამოიყენონ სირთულეების ატანა და საფასურის გადახდა ადამიანთა შეცდომაში შესაყვანად— ეს არის ანტიქრისტეთა ბოროტება.

ზოგიერთი ადამიანი საუბრობს აბსურდულ თეორიებსა და აბსტრაქტულ არგუმენტებზე, რათა ადამიანებს აფიქრებინოს, რომ ისინი ინტელექტუალურები და მცოდნენი არიან და რომ მათი ქმედებები ძალიან ღრმაა, და ამით აღწევენ თავიანთ მიზანს, რომ ადამიანებმა თაყვანი სცენ მათ. ანუ, მათ ყოველთვის სურთ მონაწილეობის მიღება და თავიანთი აზრის გამოთქმა ყველა საკითხში, და მაშინაც კი, როდესაც ყველამ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ისინი არ არიან ამით კმაყოფილნი, აფრქვევენ მაღალფარდოვან იდეებს თავის გამოსაჩენად. განა ეს არ არის საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების საშუალება? ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, ყველამ სინამდვილეში უკვე განიხილა ყველაფერი, მოეთათბირა ერთმანეთს, იპოვა პრინციპები და გადაწყვიტა მოქმედების გეგმა, მაგრამ ისინი არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და უგუნურად აფერხებენ საქმეს, და ამბობენ: „ასე არ გამოვა. თქვენ არ განგიხილავთ ეს ყოველმხრივ. გარდა იმ რამდენიმე ასპექტისა, რაზეც ვისაუბრეთ, მე კიდევ ერთი მოვიფიქრე.“ სინამდვილეში, ის ასპექტი, რომელიც მათ მოიფიქრეს, უბრალოდ რაღაც აბსურდული თეორიაა; ისინი უბრალოდ წვრილმანებს ეძიებიან. მათ კარგად იციან, რომ წვრილმანებს ეძიებიან და სხვებს საქმეს ურთულებენ, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას. რა არის მათი მიზანი ამაში? ის, რომ აჩვენონ ხალხს, თითქოს განსხვავებულნი არიან, თითქოს სხვებზე ჭკვიანები არიან. ამით იმის თქმა სურთ: „ესე იგი, თქვენ ყველანი ამ დონეზე ხართ? მე უნდა გაჩვენოთ, რომ უფრო მაღალ დონეზე ვარ.“ ისინი, როგორც წესი, უგულებელყოფენ ყველაფერს, რასაც სხვები ამბობენ, მაგრამ როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი ჩნდება, იწყებენ საქმის არევას. რას უწოდებენ ამგვარ ადამიანს? სასაუბრო ენაში მას შარიანსა და ნაძირალას უწოდებენ. როგორია შარიანი ადამიანის ჩვეული მიდგომები? მათ სიამოვნებთ მაღალფარდოვანი იდეების ფრქვევა და ზოგიერთ საძაგელ და მრუდ პრაქტიკაში ჩაბმა. შენ რომ სთხოვო მათ მოქმედების სწორი გეგმის წარმოდგენა, ისინი ამას ვერ შეძლებენ, და შენ რომ სთხოვო მათ რაიმე სერიოზული საქმის მოგვარება, ვერც ამას შეძლებენ. ისინი მხოლოდ საძაგელ საქმეებს აკეთებენ და ყოველთვის სურთ ადამიანებს „სიურპრიზი“ მოუწყონ და თავიანთი შესაძლებლობებით თავი მოიწონონ. როგორ არის ის ფრაზა? „მოხუცი ქალი ტუჩსაცხს ისვამს — რათა სანახაობა მოგიწყოს.“ ეს ნიშნავს, რომ მათ ყოველთვის სურთ თავიანთი შესაძლებლობებით თავის მოწონება და მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა ამის კარგად გაკეთება, სურთ ხალხს დაანახონ: „მე თქვენზე გამორჩეული ვარ. თქვენ ყველანი უმაქნისები ხართ, თქვენ უბრალო მოკვდავები, რიგითი ადამიანები ხართ. მე არაორდინარული და აღმატებული ვარ. მე გაგიზიარებთ ჩემს იდეებს, რათა გაგაოცოთ და მერე დაინახავთ, ვარ თუ არა თქვენზე აღმატებული.“ განა ეს საქმის არევა არ არის? ისინი განზრახ ურევენ საქმეს. როგორი ქცევაა ეს? ისინი იწვევენ ჩაშლასა და არევ-დარევას. ამით იმის თქმა სურთ: მე ჯერ არ მიჩვენებია, რა ჭკვიანი ვარ ამ საკითხში, ამიტომ ვისი ინტერესებიც არ უნდა დაზარალდეს და ვისი ძალისხმევაც არ უნდა დაიკარგოს ფუჭად, მე ჩავშლი ამას, სანამ ყველა არ ირწმუნებს, რომ მე ვარ აღმატებული, უნარიანი და კომპეტენტური. მხოლოდ ამის შემდეგ მივცემ ამ საქმეს შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას. არსებობენ ასეთი ცუდი ადამიანები? გაგიკეთებიათ თქვენ მსგავსი რამ წარსულში? (დიახ. ზოგჯერ სხვები ამთავრებდნენ საკითხის განხილვას და პოულობდნენ შესაფერის გეგმას, მაგრამ რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მაცნობეს, მე განზრახ ვპოულობდი მასში რაღაც ნაკლოვანებებს.) როდესაც ამას აკეთებდი, იცოდი თუ არა შენს გულში, სწორი იყო ეს თუ არასწორი? იცოდი თუ არა, რომ ამ პრობლემის ბუნება სერიოზულია, რომ ის იწვევს ჩაშლასა და არევ-დარევას? (მე იმ დროს არ ვაცნობიერებდი ამას, მაგრამ ჩემი დებისა და ძმების მიერ მკაცრად გასხვლისა და ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის სიტყვების ჭამა-სმის მეშვეობით, დავინახე, რომ ეს პრობლემა თავისი ბუნებით სერიოზულია, რომ ის იწვევს ეკლესიის საქმის ჩაშლასა და არევ-დარევას და არის ერთგვარი სატანური ქცევა.) რადგან შენ გააცნობიერე, რამდენად სერიოზულია ეს, როდესაც ამის შემდეგ მსგავსი რამ შეგემთხვა, შეძელი თუ არა ოდნავ შეცვლა და გქონდა თუ არა რაიმე შესვლა შენი მიდგომის კუთხით? (დიახ. როდესაც ასეთ ფიქრებსა და იდეებს ვავლენდი, ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო სატანური ხასიათი, რომ არ შემეძლო ასე მოქმედება და შევძელი შეგნებულად მელოცა ღვთის მიმართ და გამეწია წინააღმდეგობა ამ არასწორი ფიქრებისა და იდეებისთვის.) შენ შეძელი გარკვეულწილად შეცვლა. როდესაც გაქვს გახრწნილების ასეთი პრობლემები, შენ უნდა ეძიო ჭეშმარიტება მათ მოსაგვარებლად, შეიკავო თავი და ილოცო ღვთის მიმართ. როდესაც ფიქრობ, რომ სხვები ზემოდან გიყურებენ, რომ მათ არ აქვთ შენზე მაღალი წარმოდგენა ან სერიოზულად არ აღგიქვამენ და შესაბამისად, გსურს არეულობის გამოწვევა, როდესაც ეს ფიქრი გიჩნდება, უნდა აცნობიერებდე, რომ ის არ მოდის ნორმალური ადამიანობისგან, არამედ სატანური ხასიათისგან და რომ, თუ ასე გააგრძელებ, პრობლემები შეგექმნება და დიდი ალბათობით, შეურაცხყოფ ღვთის ხასიათს. შენ ჯერ უნდა იცოდე, როგორ შეიკავო თავი და შემდეგ წარდგე ღვთის წინაშე, რათა ილოცო მის მიმართ და შეცვალო შენი გეზი. როდესაც ადამიანები ცხოვრობენ საკუთარ ფიქრებში, თავიანთ გახრწნილ ხასიათში, არაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და არ შეუძლია ღვთის დაკმაყოფილება; ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მის მიმართ მტრულია. თქვენ შეგიძლიათ ახლა ამ ფაქტის გაცნობიერება, არა? მუდმივი სურვილი, იბრძოლო დიდებისა და სარგებლისთვის და არ მოგერიდოს ეკლესიის საქმის ჩაშლა და არევ-დარევა რეპუტაციისა და სტატუსის მოსაპოვებლად, ანტიქრისტეთა ყველაზე აშკარა გამოვლინებებია. სინამდვილეში, ყველა ადამიანს გააჩნია ეს გამოვლინებები, მაგრამ თუ შენ შეგიძლია ამის გაცნობიერება და აღიარება, და შემდეგ იცვლი შენს გეზს, იღებ ჭეშმარიტი მონანიების დამოკიდებულებას ღვთის წინაშე და ცვლი შენს მიდგომას, ქცევებსა და ხასიათს, მაშინ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ეძიებს ჭეშმარიტებას. თუ შენ არ აღიარებ ამ რეალურ პრობლემებს, შენ ნამდვილად არ გაქვს მონანიების დამოკიდებულება და არ ხარ ადამიანი, რომელიც ეძიებს ჭეშმარიტებას. თუ შენ ჯიუტად განაგრძობ ანტიქრისტეს გზაზე სიარულს და მიჰყვები ამ გზას ბოლომდე, და მაინც ფიქრობ, რომ ეს არ არის პრობლემა და არ გსურს მონანიება, ჯიუტად განაგრძობ ასე მოქმედებას და მუშაკებთან და წინამძღოლებთან დიდებისა და სარგებლისთვის კონკურენციას, ჯიუტად ცდილობ სხვებზე მეტად გამორჩევას, მასისგან გამოყოფას და სხვებზე უკეთესად ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომელ ჯგუფში ხარ, მაშინ შენ შარში ხარ! თუ შენ განაგრძობ რეპუტაციისა და სტატუსის ძიებას და ჯიუტად ამბობ უარს მონანიებაზე, მაშინ შენ ხარ ანტიქრისტე და განწირული ხარ საბოლოოდ დასასჯელად. ღვთის სიტყვები, ჭეშმარიტება და სინდისი და გონიერება არ მოქმედებს შენზე და შენ აუცილებლად გაიზიარებ ანტიქრისტეთა აღსასრულს. შენ ვერ მოიპოვებ ხსნას და შენი გამოსყიდვა შეუძლებელია! შეძლებენ თუ არა ადამიანები ხსნის მოპოვებას და ღვთისმოშიშებისა და ბოროტებისგან განრიდების გზაზე დადგომას, დამოკიდებულია იმაზე, ავლენენ თუ არა ისინი ჭეშმარიტი მონანიების გამოვლინებებს საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ და რა დამოკიდებულებით უდგებიან ისინი ჭეშმარიტებას, ასევე იმ გზაზე, რომელსაც ისინი ირჩევენ. თუ შენ არ მიატოვებ ანტიქრისტეს გზას და ამის ნაცვლად აირჩევ საკუთარი ამბიციებისა და სურვილების დაკმაყოფილებას, ურცხვად წახვალ ჭეშმარიტების წინააღმდეგ და დაუპირისპირდები ღმერთს, მაშინ შენი გამოსყიდვა შეუძლებელია. თუ ადამიანმა არ იცის შიში, მიუხედავად მისი შეცდომების მასშტაბისა ან იმისა, თუ რამდენ ბოროტ საქმეს სჩადის ის, და არ გრძნობს დანაშაულს და განაგრძობს საკუთარი თავის გამართლებას სინანულის ნატამალის გარეშე, მაშინ ის არის ნამდვილი ანტიქრისტე და ეშმაკი. თუ ადამიანს უბრალოდ გააჩნია ანტიქრისტეთა სხვადასხვა გამოვლინება, მაგრამ შეუძლია თავისი შეცდომების აღიარება, უკან მობრუნება და აქვს მომნანიებელი გული, მაშინ ეს თავისი ბუნებით განსხვავდება ანტიქრისტეებისგან და სრულიად სხვა საკითხია. ამგვარად, იმის გასაღები, შეძლებს თუ არა ადამიანი ხსნის მოპოვებას, მდგომარეობს იმაში, შეუძლია თუ არა მას საკუთარ თავზე დაფიქრება, აქვს თუ არა მას მონანიების გული და შეუძლია თუ არა მას ჭეშმარიტების ძიების გზაზე დადგომა.

მეოთხე პუნქტი - საკუთარი თავის განდიდება და დამოწმება, ანტიქრისტეების მუდმივი მიდგომაა. შეგიძლიათ ამოიცნოთ ის აშკარა საშუალებები, გზები და მეთოდები, რომლებითაც ანტიქრისტეები საკუთარ თავს განადიდებენ და საკუთარ თავზე მოწმობენ, მაგრამ შეგიძლიათ ამოიცნოთ უფრო ფარული ქცევები და გამოვლინებები? რაც შეეხება ისეთ აშკარა რამეებს, როგორიცაა სიტყვების გამოყენება საკუთარი თავის განსადიდებლად და დასამოწმებლად, თქვენ ამას ამხელთ, გინახავთ, როგორ ამხელენ ამას სხვებიც და შეგიძლიათ მათი ამოცნობა. მაგრამ თუ სიტყვებს არ წარმოთქვამენ და არსებობს მხოლოდ ქცევითი გამოვლინებები ა, მაინც შეძლებთ მათ ამოცნობას? შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა უმეტესობას ეს არ შეუძლია. მაშ, რა მახასიათებლები აქვს იმ ქცევებს, რომლებითაც ანტიქრისტეები საკუთარ თავს განადიდებენ და საკუთარ თავზე მოწმობენ? მათი ქცევა ნამდვილად შეესაბამება ადამიანის წარმოდგენებს, ფანტაზიებს, ზნეობას, სინდისსა და გრძნობებს. კიდევ რა? (ის მოიპოვებს ადამიანთა მოწონებასა და თაყვანისცემას.) ის მოიპოვებს მოწონებასა და თაყვანისცემას; ეს არის ის შედეგი, რომელსაც ის იძლევა. შედეგიდან გამომდინარე, ამ ქცევას ნამდვილად აქვს შეცდომაში შემყვანი თვისება. ამ ქმედების ბუნების მიხედვით, ის ძალიან მიზანმიმართულია. მაგალითად, როდესაც ვინმე ავად ხდება, თუ მას სურს ადამიანების შეცდომაში შეყვანა და უნდა, რომ მასზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ, მაშინ ის წამალს ხალხის წინაშე დალევს თუ მაშინ, როცა გარშემო არავინაა? (ხალხის წინაშე.) განა ამის მიღმა განზრახვა არ დგას? ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მიზანმიმართულად მოქმედებენ. რა არის მათი რეალური მიზანი წამლის ამგვარად მიღებისას? მათ სურთ, ამით საკუთარ თავს მიაწერონ დამსახურება და გითხრან: „შეხედე, მოვალეობის შესრულებით ისე დავიღალე, რომ ავად გავხდი და მაინც არ დამიჩივლია და ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია. მე ვმკურნალობ ჩემს ავადმყოფობას, მაგრამ წამლების მიღების დროსაც კი შემიძლია განვაგრძო ჩემი მოვალეობის შესრულება.“ სინამდვილეში ისინი ამ დაავადებით სულაც არ დაავადებულან მოვალეობის შესრულებისას გადაღლილობისგან ან მას შემდგ, რაც ღმერთი ირწმუნეს. ისინი უბრალოდ ცდილობენ გამოიყენონ ყოველგვარი ქცევა, რათა ადამიანებს გადასცენ გზავნილი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ითმენენ ტანჯვას და იხდიან საფასურს, რომ მათ ამ გარემოში ამდენი გაჭირვება გადაიტანეს, მაგრამ ერთხელაც არ დაუჩივლიათ და მაინც ასე აქტიურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და რომ მათ გააჩნიათ ტანჯვის ატანის სიმტკიცე. რას მიანიშნებს ეს ადამიანებს ფარულად? იმას, რომ მათი ერთგულება ღვთისადმი უეჭველია. რისი გამოხატვაც მათ სურთ, არის ის, რომ ისინი ერთგულნი არიან და მზად არიან საფასურის გადასახდელად. განა ესსაკუთარი თავის ფარულად განდიდების ფორმა არ არის? მათ რომ გონიერება ჰქონოდათ, ისინი არ წამოჭრიდნენ ამ საკითხს, ისინი ილოცებდნენ ღვთის მიმართ მაშინ, როცა არავინ იქნებოდა გარშემო, გამოხატავდნენ თავიანთ სიმტკიცეს და შეეცდებოდნენ საკუთარი თავის შეცნობას, ან უბრალოდ ჩვეულებრივ მიიღებდნენ წამალს. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი არ გამოიყენებდნენ ამ გარეგნულ ქცევებს, რათა ეთქვათ ადამიანებისთვის, რომ იტანჯებიან, რომ ერთგულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და რომ ჯილდოს იმსახურებენ.. მათ ასეთი განზრახვები არ ექნებოდათ. თუმცა, თუ ისინი განსაკუთრებულად საჩვენებლად მოქმედებენ, სურთ რა, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ და აქებდნენ მათ, მაშინ ეს ძალიან მიზანმიმართულია. და რა არის მათი მიზანი? ეს არის საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების შედეგის მიღწევა იმ გზავნილის მეშვეობით, რომელსაც ისინი ადამიანებს გადასცემენ. თუ ისინი ერთგულნი არიან, ღმერთს ეცოდინება ეს; მაშ, რატომ უნდა დაიკვეხნონ ამით სხვა ადამიანებთან და რატომ უნდა გააგებინონ ეს ყველას? რა არის მათი მიზანი იმაში, რომ ყველას გააგებინონ ეს? ეს არის ის, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ. მათ რომ ეს მიზანი არ ამოძრავებდეთ, მაშინ ისინი განზრახვების გარეშე იმოქმედებდნენ და სხვები ვერ დაინახავდნენ, როგორ აკეთებენ ისინი ამ რამეებს. თუ ისინი ძალიან მიზანმიმართულნი არიან, ისინი გაზომავენ თავიანთი ქმედებების მასშტაბს, ატეხენ აურზაურს და საგანგებოდ შეარჩევენ დროსა და ადგილს, დაელოდებიან, სანამ ყველა იქ შეიკრიბება, რათა სთხოვონ ვინმეს წამლის მოტანა და ამას საჯაროდ და დიდი ზარ-ზეიმით გააკეთებენ. ამას ძალიან მკაფიო მიზანი აქვს. მათ რომ ეს მიზანი არ ჰქონდეთ, მაშინ წამალს დალევდნენ, როდესაც გარშემო არავინ იქნებოდა. მზადყოფნა, აიტანო ტანჯვა და გადაიხადო საფასური, ეხება ღმერთთან ურთიერთობას; არ არის საჭირო ეს სხვებს გააგებინოთ და მათთვის ცნობილი გახადოთ. თუ ამას სხვებს დაანახებთ, რა შეუძლიათ მათ მოგცენ? მათი თანაგრძნობისა და ქების მოპოვების გარდა, არის კიდევ რამე, რისი მიღებაც მათგან შეგიძლია? არა, არაფერი. როდესაც იტან გარკვეულ ტანჯვას და იხდი გარკვეულ საფასურს მოვალეობის შესრულებისას, ერთი მხრივ, ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო და რისი გაკეთების სურვილიც გაქვს და ასრულებ საკუთარ მოვალეობას. მეორე მხრივ, ეს არის გამოვლინებები, რომლებიც, როგორც ქმნილებამ, უნდა აჩვენო შემოქმედის მიმართ; მაშ, რატომ უნდა გაასაჯაროო ისინი? როდესაც მათ ასაჯაროებ, ისინი ამაზრზენი ხდება; რად იქცევა ასეთი ქცევის ბუნება? ის იქცევა საკუთარი თავის განდიდებად და დამოწმებად და სხვების შეცდომაში შეყვანად — ბუნება იცვლება. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი სხვების წინაშე ყოველთვის იფხანს თავს და როდესაც ვინმე ეკითხება ამის შესახებ, ისინი ამბობენ: „10 დღეზე მეტია, თმა არ დამიბანია — სახარების პოტენციურ მიმღებებს ერთმანეთის მიყოლებით ვხვდებოდი. წინა დღეს ვცადე დროის გამონახვა თმის დასაბანად, მაგრამ შემდეგ სახარების პოტენციური მიმღები მოვიდა გამოსაკვლევად და წასვლა ვერ შევძელი.“ სინამდვილეში, ისინი განზრახ არ იბანენ თმას, რათა ადამიანებს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ თავიანთი მოვალეობების შესრულებით ძალიან დაკავებულნი არიან. ამას თავის მოჩვენება ჰქვია. რა არის ამ თავის მოჩვენების მიზანი? ეს არის ის, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ და ამ ქცევის ბუნება საკუთარი თავის განდიდება და დამოწმებაა. ასეთ მცირე საკითხსაც კი არ ტოვებენ უყურადღებოდ, მაინც სურთ მისი გაზვიადება, მის ერთგვარ ღირებულ ბერკეტად ქცევა, რომელსაც გამოიყენებენ თავის მოსაწონებლად, თავიანთი ამბიციებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად და იმ მიზნის მისაღწევად, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ და თაყვანს სცემდნენ მათ. განა ეს სამარცხვინო არ არის? ეს სამარცხვინო და საზიზღარია. საიდან მოდის ყოველივე ეს? ეს მომდინარეობს სატანის გახრწნილი ხასიათიდან, რომელშიც თვალთმაქცობა, მზაკვრობა, ბოროტება და ამბიციები დევს. ასეთი ადამიანები მუდმივად ფიქრობენ თავიანთ იმიჯზე, სტატუსსა და რეპუტაციაზე. ისინი არაფერს ტოვებენ უყურადღებოდ, ყოველთვის ეძებენ გზებს, რათა ეს ყველაფერი კაპიტალად, იმ ბერკეტებად აქციონ, რომლებსაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ ადამიანებს მათზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ და თაყვანს სცემდნენ მათ. საბოლოოდ, როდესაც თავიანთ მიზანს აღწევენ, ისე იქცევიან, თითქოს ეს არ ადარდებთ. ესეც ერთგვარი ყალბი გარეგნობაა, შინაგანად კი სინამდვილეში ფარულად ზეიმობენ და საკუთარი თავით კმაყოფილნი არიან. განა ეს კიდევ უფრო საზიზღარი არ არის? ნათელია, რომ მათ უკვე აქვთ ძალიან მაღალი სტატუსი, რომ ყველა პატივს სცემს, პატივისცემით უყურებს, ემორჩილება და მიჰყვება მათ, მაგრამ გარეგნულად მაინც ისე აჩვენებენ თავს, თითქოს სტატუსი არ მოსწონთ. ეს კიდევ უფრო თვალთმაქცურია. საბოლოოდ, მათ ყველა შეცდომაში შეჰყავთ ამბობენ, რომ ისინი ყოველგვარი ამბიციების გარეშე დაიბადნენ, რომ ისინი საქმის ადამიანები არიან. სინამდვილეში, მცირე გამოცდას შეუძლია ამის გამოაშკარავება: თუ მათ სტატუსს ჩამოართმევენ, ისინი დაუყოვნებლივ შეწყვეტენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. ეს ასე სწრაფად მოხდება; ერთი მცირე რამ გამოააშკარავებს მათ ამბიციებს. ეს არის ის ქცევები და მიდგომები, რომლებსაც სატანის გახრწნილი ხასიათი ავლენს ადამიანებში ისევე, როგორც ადამიანთა სხვადასხვა მახინჯი მდგომარეობა. ამ გამოვლინებებიდან ჩანს, რომ ადამიანებს მოსწონთ სტატუსი და სურთ სხვების გულებში ადგილის დაკავება. მათ სურთ სხვათა გულების დაუფლება, სხვათა გულების მოგება და იმის მიღწევა, რომ სხვები თაყვანს სცემდნენ, პატივისცემით უყურებდნენ და მიჰყვებოდნენ კიდეც მათ, რითაც სხვა ადამიანების გულებში ღვთის ადგილს დაიკავებენ. ეს არის სურვილი, რომელიც თითოეულ ადამიანს დაბადებიდანვე გააჩნია. და რას ამტკიცებს ეს? იმას, რომ ადამიანთა ცხოვრებაში ის, რაც მათ აკონტროლებს, სატანის ხასიათია. გახრწნილ კაცობრიობაში არ მოიძებნება არცერთი ადამიანი, ვისაც სტატუსი არ მოსწონს — სულელებსაც კი სურთ თანამდებობის პირები გახდნენ და გონებაჩლუნგებსაც კი სურთ სხვების მართვა. ყველას მოსწონს სტატუსი, ყველა აკეთებს რაღაცას სტატუსის გულისთვის და სტატუსისთვის ღმერთს ეჯიბრება. ყველას აქვს ამგვარი ქცევები და მიდგომები, ისევე როგორც ამგვარი ხასიათი. ამიტომ, როდესაც ვამხელთ ანტიქრისტეების მიერ საკუთარი თავის განდიდებასა და დამოწმებას, ჩვენ ასევე ვამხელთ თითოეული ადამიანის გახრწნილ ხასიათს. რა არის ამ მხილების მიზანი? ეს არის ის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, რომ საკუთარი თავის განდიდებისა და დამოწმების ეს ქცევები და გამოვლინებები არ არის ის, რაც ნორმალურ ადამიანობას უნდა გააჩნდეს, არამედ ეს არის გახრწნილი ხასიათის გამოვლინებები და ნეგატიური, საძულველი რამ. რაც არ უნდა ჭკვიანური იყოს საკუთარი თავის განდიდებისა და დამოწმების მეთოდები და რაც არ უნდა ფარული იყოს ქმედებები, არცერთი მათგანი არ არის ისეთი რამ, რაც ნორმალურ ადამიანობას უნდა ახასიათებდეს და ყველა მათგანი ღვთის მიერ არის შეძულებული, დაგმობილი და დაწყევლილი. ამიტომ, ყველამ უნდა უარყოს ეს მიდგომები. საკუთარი თავის განდიდება და დამოწმება არ არის ინსტინქტი, რომელიც ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა — პირიქით, ეს სატანის გახრწნილი ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე ტიპური გამოაშკარავებაა და უფრო მეტიც, ეს არის სატანის გახრწნილი არსის ერთ-ერთი ყველაზე ტიპური და კონკრეტული ხასიათი და მიდგომა.

გეხმარებათ თუ არა ზოგიერთ კონკრეტულ მაგალითზე თანაზიარება საკუთარი თავის განდიდებისა და დამოწმების სხვადასხვა გამოვლინების გაგებაში, იქნება ეს საუბრისა და მოქმედების აშკარა თუ უფრო ფარული გზები? (დიახ, გვეხმარება.) რაში გეხმარებათ ის? ის ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავისა და სხვების გარჩევაში. ეს მდგომარეობები, გამოვლინებები და გამოაშკარავებები, რომლებზეც ვსაუბრობ, არის ის, რასაც ხშირად ავლენთ და საკუთარი მდგომარეობები მათ უნდა შეადაროთ, რათა გაიგოთ, ზუსტად ვინ ხართ, ზუსტად რა არის ის სიცოცხლე, რომელზეც ხართ დამოკიდებულნი და რომელსაც ეყრდნობით არსებობისთვის, ზუსტად რა დევს ამ სიცოცხლეში, ზუსტად რის გაკეთებას აიძულებს ეს ხასიათი ადამიანებს და რის ცხოვრებაში გამოვლენას აიძულებს მათ. ამ კონკრეტული ქცევების, გამოვლინებების, მიდგომებისა და ხასიათის გაგებით, ადამიანებს შეუძლიათ თანდათანობით გაკვეთონ და შეიცნონ საკუთარი თავი, საკუთარი არსი და ბუნება, რომელიც ღვთისადმი მტრულად არის განწყობილი, და ამგვარად უარყონ ეს მიდგომები, წარდგნენ ღვთის წინაშე, ჭეშმარიტად შეიცვალონ, ჭეშმარიტება პრაქტიკაში განახორციელონ და ცხოვრებაში გამოავლინონ იგი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „რადგან საკუთარი თავის განდიდება და დამოწმება არის მიდგომა, რომელიც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას და სატანისა და ანტიქრისტეებისგანაა, თუ არაფერს ვიტყვი ან გავაკეთებ, განა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს არ განვადიდებ და საკუთარ თავზე არ ვმოწმობ?“ ეს არ არის სწორი. მაშ, მოქმედების რომელი გზა არ არის საკუთარი თავის განდიდება და დამოწმება? თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით თავს იწონებ და საკუთარ თავზე მოწმობ, მიაღწევ იმ შედეგს, რომ ზოგიერთ ადამიანს შენზე მაღალი წარმოდგენა ექნება და თაყვანს გცემს. მაგრამ თუ იმავე საკითხთან დაკავშირებით გულს გადაშლი და საკუთარი თავის შეცნობას გააზიარებ, ამის ბუნება განსხვავებულია. განა ასე არ არის? გულის გადაშლა და საკუთარი თავის შეცნობის გაზიარება არის ის, რაც ნორმალურ ადამიანობას უნდა გააჩნდეს. ეს დადებითი რამ არის. თუ ნამდვილად იცნობ საკუთარ თავს და შენს მდგომარეობაზე ზუსტად, გულწრფელად და მკაფიოდ საუბრობ; თუ აზიარებ ცოდნას, რომელიც მთლიანად ღვთის სიტყვებზეა დაფუძნებული; თუ შენი მსმენელები რწმენაში ძლიერდებიან და სარგებელს იღებენ ამით; თუ მოწმობ ღვთის საქმეზე და განადიდებ მას, ეს ღვთის დამოწმებაა. თუ გულის გადაშლისას ბევრს საუბრობ შენს ძლიერ მხარეებზე და იმაზე, თუ როგორ დაიტანჯე და რა საფასური გადაიხადე და მტკიცედ იდექი შენს მოწმობაში და შედეგად, ადამიანებს შენზე მაღალი წარმოდგენა აქვთ და თაყვანს გცემენ, მაშინ ეს არის საკუთარი თავის დამოწმება. უნდა შეგეძლოს ამ ორი გამოვლინების ერთმანეთისგან გარჩევა. მაგალითად, იმის მოყოლა, თუ რა სუსტი და ნეგატიური იყავი განსაცდელების წინაშე და როგორ გაიგე საბოლოოდ ღვთის განზრახვა ლოცვისა და ჭეშმარიტების ძიების შემდეგ, მოიპოვე რწმენა და მტკიცედ იდექი შენს დამოწმებაში, არის ღვთის განდიდება და დამოწმება. ეს ნამდვილად არ არის თავის მოწონება და საკუთარი თავის დამოწმება. ამიტომ, იწონებ თავს და მოწმბ საკუთარ თავზე თუ არა, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, საუბრობ თუ არა შენს რეალურ გამოცდილებაზე და აღწევ თუ არა ღვთის დამოწმების შედეგს; ასევე აუცილებელია იმის დანახვა, თუ რა არის შენი განზრახვები და მიზნები, როდესაც შენს გამოცდილებით დამოწმებაზე საუბრობ. ასე მოქცევა გააადვილებს ამ ორი გამოვლინების გარჩევას. თუ მოწმობის გაზიარებისას სწორი განზრახვა გაქვს, მაშინაც კი, თუ ადამიანებს შენზე მაღალი წარმოდგენა აქვთ და თაყვანს გცემენ, ეს ნამდვილად არ არის პრობლემა. თუ არასწორი განზრახვა გაქვს, მაშინაც კი, თუ არავის აქვს შენზე მაღალი წარმოდგენა ან არავინ გცემს თაყვანს, ეს მაინც პრობლემაა — და თუ ადამიანებს მართლაც აქვთ შენზე მაღალი წარმოდგენა და თაყვანს გცემენ, მაშინ ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ამიტომ, მხოლოდ შედეგებს ვერ დაეყრდნობი იმის განსასაზღვრად, განადიდებს და მოწმობს თუ არა ადამიანი საკუთარ თავზე. უპირველესად მათ განზრახვას უნდა შეხედო; ამ ორი გამოვლინების ერთმანეთისგან ზუსტად გარჩევა განზრახვების საფუძველზეა შესაძლებელი. თუ ამის გარჩევას მხოლოდ შედეგებზე დაყრდნობით შეეცდები, დიდია ალბათობა, რომ კარგ ადამიანებს ტყუილად დასდო ბრალი. ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით გულწრფელ მოწმობას აზიარებს და შესაბამისად, ზოგიერთ სხვას მათზე მაღალი წარმოდგენა უჩნდება და თაყვანს სცემს მათ — შეგიძლია თქვა, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავზე მოწმობენ? არა, არ შეგიძლია. ამ ადამიანებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, მათ მიერ გაზიარებული მოწმობა და შესრულებული მოვალეობა სხვებისთვის სასარგებლოა და მხოლოდ სულელი და უგუნური ადამიანები, რომლებსაც უკუღმართი გაგება აქვთ, თაყვანს სცემენ მათ. იმის გასარკვევად, განადიდებენ და მოწმობენ თუ არა ადამიანები საკუთარ თავზეს, არის მომხსენებლის განზრახვის დანახვა. თუ განზრახვაა, ყველას დაანახო ის გახრწნილება, რომელიც გამოავლინე და ის, თუ როგორ შეიცვალე და მისცე მათ ამით სარგებლის მიღების საშუალება, მაშინ სიტყვები გულწრფელი და ჭეშმარიტია და ფაქტებს შეესაბამება. ასეთი განზრახვა სწორია და შენ თავს არ იწონებ ან საკუთარ თავზე არ მოწმობ. თუ განზრახვაა, ყველას დაანახო, რომ რეალური გამოცდილება გაქვს და რომ შეიცვალე და ჭეშმარიტება-რეალობას ფლობ, რათა მათ შენზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდეთ და თაყვანი გცენ, მაშინ ეს განზრახვა არასწორია. ეს თავის მოწონება და საკუთარი თავის დამოწმებაა. თუ გამოცდილებითი დამოწმება, რომელზეც საუბრობ, ყალბი და შერყვნილია და მიზნად ისახავს ადამიანების მოტყუებას, რათა ვერ დაინახონ ნამდვილი მდგომარეობა და რათა განზრახვები, გახრწნილება, სისუსტე ან ნეგატიურობა სხვების წინაშე არ გამოაშკარავდეს, მაშინ ამგვარად საუბარი ადამიანების მოტყუება და შეცდომაში შეყვანაა. ეს ცრუ მოწმობის გაცემაა, ეს ღვთის მოტყუების მცდელობაა, ეს ღვთის შერცხვენაა და ეს არის ის, რაც ღმერთს ყველაზე მეტად სძულს. ამ მდგომარეობებს შორის მკაფიო განსხვავებებია და ყველა მათგანის გარჩევა განზრახვების საფუძველზეა შესაძლებელი. თუ შეგიძლია სხვების გარჩევა, შეძლებ მათ მდგომარეობებში ჩაწვდომას და შემდეგ საკუთარი თავის გარჩევასაც შეძლებ და საკუთარ მდგომარეობებსაც ჩასწვდები.

ამ ქადაგებების მოსმენის შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი კვლავაც განაგრძობს საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებას ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. როგორ უნდა მოეპყროთ ასეთ ადამიანებს? გამოიჩინეთ მათ მიმართ გარჩევის უნარი, ამხილეთ ისინი და დაიჭირეთ მათგან დისტანცია. თუ მათ სიტყვებს აქვს ღირებულება, როგორც ორიენტირს, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ ეს სიტყვები, მაგრამ თუ მათ არანაირი საორიენტაციო ღირებულება არ გააჩნიათ, უნდა უარყოთ ისინი და არ მოექცეთ მათი გავლენის ქვეშ. თუ ეს ადამიანები წინამძღოლები არიან, მაშინ ამხილეთ ისინი, განაცხადეთ მათ შესახებ, უარყავით ისინი და არ მიიღოთ მათი წინამძღოლობა. თქვით ასე: „შენ ყოველთვის საკუთარ თავს მოწმობდა საკუთარ თავს განადიდებ, ყოველთვის გვაბრუებ, გვაკონტროლებ და შეცდომაში შეგვყავხარ. ჩვენ ყველანი დავშორდით ღმერთს და ღმერთი გულებშიც კი აღარ გვყავს — იქ მხოლოდ შენ ხარ. ახლა ჩვენ წინ აღვდგებით და უარგყოფთ შენ.“ თქვენ ასე უნდა იმოქმედოთ, ზედამხედველობა უნდა გაუწიოთ ერთმანეთს, ზედამხედველობა გაუწიოთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. განა ხშირად არ მოგიფხანიათ თავი სხვების წინაშე, ან არ გითქვამთ ადამიანებისთვის, რომ რამდენიმე კვება გამოტოვეთ, მაშინ როცა სინამდვილეში მათ ზურგს უკან უამრავ წასახემსებელს მიირთმევდით? როდესაც ზოგჯერ გარემო არ იძლევა ამის საშუალებას, ნორმალურია, რომ ადამიანებმა ერთი თვის განმავლობაში არ მიიღონ შხაპი, ან გამოტოვონ შხაპის მიღება ან თმის დაბანა, რადგან ძალიან დაკავებულნი არიან საქმით. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს არის ის საფასური, რომელიც ადამიანებმა უნდა გადაიხადონ. ეს არ არის დიდი პრობლემა — ნუ აზვიადებთ. თუ ვინმე მართლაც აზვიადებს ასეთ საკითხებს, განზრახ იფხანს თავს სხვების წინაშე და ამბობს, რომ რამდენიმე დღეა თმა არ დაუბანია, განზრახ იღებს წამალს სხვების წინაშე, ან თავს ისე აჩვენებს, თითქოს გადაღლილია და ძალიან ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშია, მაშინ ყველა წინ უნდა აღუდგეს მათ სამხილებლად და უკმაყოფილება გამოხატოს მათ მიმართ. ამგვარად, ამ უსირცხვილო ადამიანის შეზღუდვა შესაძლებელი გახდება. ისინი თვალთმაქცობენ, სხვების დასანახად თავს იკატუნებენ და მაინც ცდილობენ, რომ ადამიანებმა მოწონება გამოხატონ მათი ქცევის მიმართ, შეხედონ მათ შურით, აღტაცებითა და მადლიერებით. განა ისინი არ ატყუებენ ადამიანებს? ეს მიდგომები იგივეა, რაც მაშინ, როდესაც ფარისევლებს წმინდა წერილები ეჭირათ და ლოცულობდნენ ღვთის მიმართ ქუჩის კუთხეებში. ისინი არაფრით განსხვავდებიან ამისგან. როგორც კი ვინმე ახსენებს ფარისევლებს, რომლებსაც წმინდა წერილები ეჭირათ და იდგნენ ქუჩის კუთხეებში, კითხულობდნენ წერილებს ან ლოცულობდნენ, ეს ადამიანები ფიქრობენ: „ეს ძალიან სამარცხვინოა. მე ასეთ რამეს არ გავაკეთებდი.“ თუმცა, ისინი განზრახ იღებენ წამალს ან იფხანენ თავს სხვების წინაშე, ვერ აცნობიერებენ რა, რომ რასაც ისინი აკეთებენ, იგივე ბუნებისაა. მათ არ შეუძლიათ ამის არსში ჩაწვდომა. მოგვიანებით, როდესაც ასეთ საკითხებს წააწყდებით, უნდა ისწავლოთ ასეთი ადამიანების გარჩევა და მხილება, მათი მთელი თვალთმაქცობის მხილება — მაშინ ისინი ვეღარ გაბედავენ ასე მოქცევას. თქვენ მათზე ცოტა ზეწოლა უნდა მოახდინოთ და აფიქრებინოთ, რომ ასეთი მიდგომები, ქცევები და ხასიათი სამარცხვინოა და ყველასთვის ძალიან საძულველია. თუ ადამიანებს ასე სძულთ ისინი, სძულს თუ არა ისინი ღმერთს? მას ისინი კიდევ უფრო მეტად სძულს. არსებითად, არაფერს წარმოადგენ. უკვე საკმარისად შესაბრალისი ხარ, მაშინაც კი, თუ საკუთარ თავს არ განადიდებ და საკუთარ თავს არ მოწმობ, ამიტომ თუ ასეთი შესაბრალისი ხარ და მაინც განადიდებ და მოწმობ საკუთარ თავს. განა ეს ადამიანებში ზიზღს არ გამოიწვევს? არასოდეს შეგისრულებია მოვალეობა ერთგულად, არასოდეს გიმოქმედია პრინციპებით და არცერთ ასპექტში არ დაგიკმაყოფილებია ღვთის მოთხოვნები. უკვე პრობლემებში ხარ, ამიტომ თუ საკუთარ თავსაც განადიდებ და საკუთარ თავსაც მოწმობ, განა შენთვის ყველაფერი კიდევ უფრო არ გართულდება? კიდევ უფრო დაშორდები ღვთის მოთხოვნებს და კიდევ უფრო მეტად დაშორდები ხსნის მოპოვების სტანდარტის მიღწევას.

მითხარით, რა არის საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების პრობლემის ბუნება? სატანამ ადამიანები ისეთ დონემდე გახრწნა; განა მათი ადამიანობა და გონიერება აღარ არის ნორმალური? გქონიათ თუ არა საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების გამოვლინებები თქვენი მოვალეობების შესრულებისას? ვის შეუძლია ამაზე საუბარი? (მქონია ასეთი გამოვლინება. როდესაც ჩემს მოვალეობას გვიან ღამემდე ვასრულებ, შეკრების ჯგუფში ვაგზავნი შეტყობინებას, რათა სხვებმა იცოდნენ, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ მძინავს და იფიქრონ, რომ შემიძლია ტანჯვის ატანა და საფასურის გადახდა. მე ეს თავად გამიკეთებია და ხშირად მინახავს, რომ სხვებიც ასე იქცევიან.) როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები ბევრნი არიან და ნამდვილად არ არიან უმცირესობაში. განა ასეთი ქმედება უადგილო არ არის? რა სისულელეა! კიდევ ვის სურს რამის თქმა? (მქონია ასეთი გამოვლინება. როდესაც ვხედავ, რომ ეკლესიის საქმეში გარკვეული პრობლემები არსებობს, მათ მოსაგვარებლად ვიწყებ მოქმედებას, რითაც ადამიანებს ვუქმნი ცრუ შთაბეჭდილებას, რომ დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი, მაგრამ უმეტესწილად,სინამდვილეში არაფერს ვაკეთებ. ჩემი ქმედებები არ ვითარდება და არაეფექტურია და საბოლოოდ პრობლემა მოუგვარებელი რჩება, საკითხი კი — გადაუჭრელი. მე ვიყენებ ჩემს ზედაპირულ ენთუზიაზმს ადამიანების მოსატყუებლად და იმ ფაქტის დასაფარად, რომ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში არ ვანხორციელებ.) ცარიელ სიტყვებს ამბობ, ტრაბახობ და არანაირ რეალურ ქმედებას არ ახორციელებ. აძლევ ადამიანებს საშუალებას, დაინახონ შენი ენერგიულობა, თითქოს ჭეშმარიტებას პრაქტიკაში ახორციელებ, მაგრამ როდესაც რაღაცის გაკეთების დრო დგება, ამას პრაქტიკულად და საქმისადმი სერიოზული მიდგომით არ აკეთებ და მხოლოდ ლოზუნგებს გაიძახი. საბოლოოდ, საქმეს დიდი ენთუზიაზმით იწყებ და უშედეგოდ ამთავრებ, საკითხი კი დაუსრულებელი რჩება. ასეთი გამოვლინებაც შეცდომაში შემყვანია. მომავალში, როდესაც მსგავსი რამ შეგემთხვევა, გამოიჩენ თუ არა გარჩევის უნარს ამ საკითხთან მიმართებაში? (ახლა შემიძლია მისი მეტ-ნაკლებად გარჩევა.) მაშინ იცი,, რა მიმართულებით უნდა შეცვალო შენი გეზი? თუ მსგავსი რამ კვლავ შეგემთხვევა, შეგიძლია გადადგა ორი ნაბიჯი: პირველი ნაბიჯია იმის განსჯა, რეალურად შეგიძლია თუ არა ამ საკითხის მოგვარება. თუ შეგიძლია, მაშინ მას სერიოზულად და პრაქტიკულად უნდა მიუდგე. მეორე ნაბიჯია ღვთის წინაშე ლოცვა და მისთვის თხოვნა, რომ წარგმართოს ამ საკითხში, და როდესაც იმოქმედებ, ასევე უნდა მიიღო ყველას ზედამხედველობა, ამავდროულად გქონდეს სიმტკიცე, რომ შეასრულო შენი წილი სამუშაო და ითანამშრომლო ყველასთან ამ ამოცანის დასასრულებლად. თუ ისწავლი საქმის ეტაპობრივად კეთებას და პრაქტიკულად და საქმისადმი სერიოზული მიდგომით მუშაობას, მაშინ ამ პრობლემას გადაჭრი. თუ ყოველთვის ცარიელ სიტყვებს ამბობ, ტრაბახობ, ბევრს ლაყბობ, საქმის კეთებისას მხოლოდ ზედაპირულად მოქმედებ და საერთოდ არ უდგები საქმეს სერიოზულად და პრაქტიკულად, მაშინ საძაგელი ხარ. ვინაიდან შეგიძლია დაინახო, რომ ეკლესიის საქმესთან დაკავშირებით პრობლემაა და შეგიძლია შესთავაზო მოგვარების გზები,ეს ამტკიცებს, რომ შესაძლოა პოტენციალი გაგაჩნდეს და გქონდეს მუშაობის უნარი ამ საკითხის მოსაგვარებლად. ერთადერთი ისაა, რომ შენს ხასიათშია პრობლემა — დაუფიქრებლად მოქმედებ, არ გსურს საფასურის გადახდა და მხოლოდ ცარიელი ლოზუნგების ძახილზე ხარ ფოკუსირებული. როგორც კი პრობლემას აღმოაჩენ, ჯერ შეხედე, შეგიძლია თუ არა მისი გადაჭრა და თუ შეგიძლია, მაშინ ითავე ეს ამოცანა და ბოლომდე მიიყვანე, გადაჭერი პრობლემა, შეასრულე და აღასრულე პასუხისმგებლობა და ღმერთს ანგარიში ჩააბარე. სწორედ ამას ნიშნავს მოვალეობების შესრულება და საკუთარი თავის პრაქტიკულად და საქმისადმი სერიოზული მიდგომით წარმართვა. თუ არ შეგიძლია ამ პრობლემის გადაჭრა, მაშინ განაცხადე ამის შესახებ წინამძღოლთან და ნახე, ვინ არის ყველაზე შესაფერისი ამ საკითხის მოსაგვარებლად. პირველ რიგში, უნდა შეასრულო პასუხისმგებლობა; ამგვარად, შეინარჩუნებ მოვალეობას და სწორ პოზიციაზე იდგები. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, თუ არ შეგიძლია მისი გადაჭრა, მაგრამ შეგიძლია ამის შესახებ განაცხადო, მაშინ შეგისრულებია პირველი პასუხისმგებლობა. თუ გრძნობ, რომ ეს არის მოვალეობა, რომელიც უნდა შეასრულო და შეგწევს ძალა ამ ამოცანის შესასრულებლად, მაშინ დახმარება უნდა სთხოვო დებსა და ძმებს, ჯერ ითანაზიარო პრინციპებზე და შეადგინო გეგმა, შემდეგ კი ჰარმონიულად ითანამშრომლოთ ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს შენი მეორე პასუხისმგებლობაა. თუ შეგიძლია ორივე ამ პასუხისმგებლობის ტვირთვა, მაშინ ჯეროვნად შეასრულებ მოვალეობებს და იქნები ქმნილება, რომელიც სტანდარტს შეესაბამება. ადამიანთა მოვალეობები მხოლოდ ამ ორი ასპექტისგან შედგება. თუ შეგიძლია იტვირთო ის, რასაც ხედავ და რისი გაკეთებაც შეგიძლია და ჯეროვნად შეასრულო მოვალეობები, მაშინ ღვთის განზრახვების შესაბამისად მოქმედებ.

არსებობს საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების სხვა გამოვლინებები? (მე ახლახან მქონდა ასეთი გამოვლინება. როდესაც ჩემს მოვალეობებს ვასრულებდი, მთელი დღე საქმეებით ვიყავი დაკავებული და ეკლესიაში იყო გარკვეული პრობლემები, რომლებიც პრაქტიკულად არ მომიგვარებია და ამის ნაცვლად, მხოლოდ ზედაპირულად მივუდექი. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა დაინახა, რომ ყოველდღე დაკავებული ვიყავი ჩემი მოვალეობის შესრულებით, ამიტომ მათ ჩემზე მაღალი წარმოდგენა შეექმნათ და აღფრთოვანდნენ ჩემით. განა ეს ქცევა ასევე არ შეიცავს საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების ელემენტებს? მე არ შემიძლია ამ საკითხის არსში ჩაწვდომა და ყოველთვის ოდნავ შებოჭილად ვგრძნობ თავს.) არის ეს საკუთარი თავის დამოწმება? თუ დაკავებული ხარ მოვალეობების შესრულებით, შეგიძლია ტანჯვის ატანა და არ წუწუნებ და ღვთის რჩეულ ხალხს შენზე მაღალი წარმოდგენა აქვს და აღფრთოვანებულია შენით, ეს ნორმალურია და არ არის გამოწვეული საკუთარი თავის დამოწმებით. უბრალოდ დაკავებული ხარ მოვალეობების შესრულებით და არ ტრაბახობ ან თავს არ იწონებ და მუდმივად არ საუბრობ შენს ტანჯვის გამოცდილებაზე, ამიტომ ეს არ უკავშირდება საკუთარი თავის დამოწმებას. თუმცა, ბევრი ადამიანი მოვალეობების შესრულებისას გარეგნულად დაკავებული ჩანს, მაშინ როცა, სინამდვილეში, მათ მუშაობას არანაირი შედეგი არ მოუტანია და არცერთი პრობლემა არ გადაუჭრიათ. იწონებს თუ არა ღმერთი ადამიანებს, რომლებიც ამგვარად არიან დაკავებულნი? თუ მთელი დღე დაკავებული ხარ მარტივი პრობლემებით, რომელთა მოგვარებაც ჭეშმარიტების მცოდნე და პრინციპებში გარკვეულ ადამიანებს ორ საათში შეუძლიათ და თავს საკმაოდ გადაღლილად გრძნობ და ფიქრობ, რომ ბევრი იტანჯე, განა უბრალოდ არაფრის კეთებით არ ხარ დაკავებული და უმიზნოდ არ დარბიხარ? შეგიძლია მოიპოვო ღვთის მოწონება შენი მოვალეობების ამგვარად შესრულებით? (არა.) ძალიან არაეფექტურად მუშაობ! ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა ეძიო ჭეშმარიტება-პრინციპები. ზოგჯერ ადამიანებს ბევრი საქმე აქვთ და მართლაც დაკავებულნი არიან, რაც ნორმალურია, მაგრამ ზოგჯერ მათ ბევრი არაფერი აქვთ გასაკეთებელი და მაინც დაკავებულნი არიან. რა იწვევს ამას? ერთი მიზეზი ის არის, რომ შენი სამუშაო არ არის გონივრულად დაგეგმილი და ორგანიზებული. უნდა ჩასწვდე ძირითად სამუშაო მოვალეობებს, გონივრულად დაგეგმო და მოაწყო ისინი და მოვალეობები უფრო ეფექტურად შეასრულო. უმიზნოდ სირბილი და ამაოდ ფაციფუცი ღვთის მიერ არ იქნება მოწონებული. სხვა სიტუაციაა, როდესაც შენი განზრახვაა, ადამიანებს აფიქრებინო, რომ დაკავებული ხარ და ამ საშუალებასა და ყალბ გარეგნობას სხვების მოსატყუებლად იყენებ. შეკრებების დროს ზოგიერთი წინამძღოლი და მუშაკი არ აგვარებს რეალურ პრობლემებს და ამის ნაცვლად უაზრო შენიშვნებს აკეთებს, მუდმივად უხვევს თემიდან და დაუსრულებლად საუბრობს ისე, რომ მთავარ საკითხზე არ გადადის. ამგვარად დაკავებულობას — როდესაც არ ისწრაფვიან ეფექტურობისკენ ან წინსვლისკენ — არაფრის კეთებით დაკავებულობა ჰქვია. როგორი დამოკიდებულებაა ეს? ეს არის სამუშაოს მხოლოდ ფორმალურად შესრულება, ზედაპირულობა, დროის გაყვანა და საბოლოოდ მაინც იმის ფიქრი: „რაც არ უნდა იფიქრონ სხვა ადამიანებმა ან ღმერთმა, სანამ სინდისი სუფთა მაქვს, კარგად ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, უსაქმოდ არ ვარ, ყოველ შემთხვევაში, მუქთახორა არ ვარ.“ გარეგნულად შეიძლება ჩანდეს, რომ უსაქმოდ არ ხარ, რომ მუქთახორა არ ხარ, რომ ყოველდღე ან შეკრებებს ესწრები, ან მოვალეობას ასრულებ და რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, ეკლესიის საქმეს უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში, გულის სიღრმეში იცი, რომ ის, რასაც აკეთებ, საერთოდ არ არის სასარგებლო ან ღირებული და რომ მხოლოდ ფორმალურად მოქმედებ. ეს პრობლემატურია. მაშ, რამდენად კარგად ასრულებ შენს მოვალეობას? ძალიან კარგად იცი, რომ პრობლემა გაქვს, მაგრამ არ ეძიებ ჭეშმარიტებას მის მოსაგვარებლად — ეს არის ზედაპირულობა, გულგრილობა და შეუვალობა. რა შედეგი მოჰყვება მოვალეობის შესრულებისას ზედაპირულობასა და საქმის გაჭიანურებას? ნამდვილად ვერ მოიპოვებ ღვთის მიერ მოწონებას, რადგან არ მოქმედებ პრინციპებით ან ეფექტურობით და მოვალეობის ამგვარად შესრულება წმინდა წყლის შრომაა. თუ გსხლავენ და გეხმარებიან, მაგრამ მაინც არ ინანიებ და წუწუნებ კიდეც, ნეგატიური ხარ და მუშაობისას ზარმაცობ, მაშინ მხოლოდ განკვეთა გელის. ამიტომ, თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას ზედაპირულობის პრობლემის მოსაგვარებლად, რაც არ უნდა დიდხანს ასრულებდე შენს მოვალეობებს, ამას აზრი არ ექნება და ვერ დააკმაყოფილებ მოვალეობების ერთგულად შესრულების სტანდარტებს. ამ პრობლემაზე დაფიქრება ღირს. ღმერთი მოითხოვს, რომ ადამიანებმა იმოქმედონ პრინციპებით, პრაქტიკაში განახორციელონ ჭეშმარიტება და იყვნენ პატიოსნები. თუ ადამიანი შეძლებს ამ ჭეშმარიტებებში შესვლას, მაშინ ის მიაღწევს შედეგებს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სულ მცირე, შეძლებს პრინციპებით მოქმედებას. საკუთარი ეფექტურობის ამაღლების საფუძველი და გასაღები სწორედ აქ დევს. თუ ადამიანს არ გააჩნია ჭეშმარიტება-პრინციპები, მაშინ რაც არ უნდა დაკავებული იყოს თავისი მოვალეობების შესრულებით და რაც არ უნდა დიდხანს მუშაობდეს ყოველდღე, ის ვერ დაინახავს ჭეშმარიტ შედეგებს. როდესაც ღმერთი განსჯის, ასრულებენ თუ არა ადამიანები თავიანთ მოვალეობებს ერთგულად, ის უყურებს არა იმას, თუ რამდენ ხანს ასრულებენ ისინი თავიანთ მოვალეობებს, არამედ მათ პრაქტიკულ შედეგებსა და მუშაობის ეფექტურობას და იმას, მოქმედებენ თუ არა ისინი პრინციპებით და ჭეშმარიტების შესაბამისად. მარტივად რომ ვთქვათ, ის უყურებს, აქვთ თუ არა ადამიანებს ჭეშმარიტი გამოცდილებითი დამოწმება და სიცოცხლეში შესვლა თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. თუ ადამიანებს არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-რეალობა, მაშინ ისინი მხოლოდ მსახურების შემსრულებლები არიან, მაგრამ თუ მათ შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება და პრინციპებით მოქმედება, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ, როგორც ღვთის ხალხი. ამ შედარების მეშვეობით შეიძლება გავიგოთ, რომ მხოლოდ ისინი, ვინც თავიანთი მოვალეობების შესრულებისას სტანდარტს შეესაბამებიან, არიან ღვთის ხალხი. ისინი, ვინც თავიანთი მოვალეობებით არ შეესაბამებიან სტანდარტს, ვინც ყოველთვის ზედაპირულები არიან, მსახურების შემსრულებლები არიან. თუ ადამიანი შეძლებს ჭეშმარიტების გაგებას და პრინციპებით მოქმედებას, მაშინ ნებისმიერი მოვალეობის შესრულება არ იქნება პრობლემა და თუ გარკვეული დროის განმავლობაში გზას გაიკვლევს, საბოლოოდ თავის მოვალეობებს ისე შეასრულებს, რომ სტანდარტს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება მათ, ვისაც ძალიან დაბალი სულიერი მონაცემები აქვთ ან ყოველთვის ზედაპირულები არიან, მათთვის რთული იქნება მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათი მოვალეობების შესრულება სხვა არაფერია, თუ არა შრომა. რაც შეეხება დაბნეულ ადამიანებს, ჩერჩეტებსა და ცუდი ადამიანობის მქონე პირებს, რომლებიც არ ასრულებენ სათანადო სამუშაოს, არ იღებენ ჭეშმარიტებას, რაც არ უნდა ეთანაზიარონ მათ, და განაგრძობენ დაუფიქრებლად მოქმედებას, მათი მხოლოდ განდევნაა შესაძლებელი და უნდა მიუშვან, რომ სწამდეთ ღმერთი ისე, როგორც თავად სურთ. ამიტომ, თუ ადამიანი თავის მოვალეობას პრინციპებით არ ასრულებს და ყოველდღე უმიზნოდ დარბის და არაფრის კეთებით არის დაკავებული, მაშინ მან სწრაფად უნდა ეძიოს ჭეშმარიტება ამის მოსაგვარებლად და იმოქმედოს პრინციპებით. მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი მოვალეობის ნორმალურად შესრულება ყოველდღე და არ უნდა კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ იმით, რომ დიდხანს იმუშავეს, არამედ მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ ეფექტურობას და მიაღწიონ რეალურ შედეგს. ისინი, ვინც ერთგულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, — მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან ღვთის მიერ მოწონებულნი.

დღეს მრავალია ისეთი, ვინც ღმერთს მიჰყვება და საკუთარ მოვალეობას ასრულებს, მაგრამ მათ ნაწილს ჭეშმარიტება არასოდეს უძიებია და მოვალეობების შესრულებისას საკუთარი ნება-სურვილით მოქმედებენ და აკეთებენ იმას, რაც სურთ. ისინი დიდ შეცდომებს არ უშვებენ, მაგრამ გამუდმებით უშვებენ მცირე შეცდომებს; განსაკუთრებით კი, ყოველდღიურად თავს ისე აჩვენებენ, თითქოს საქმით არიან დაკავებულნი, რეალურად კი არავითარი არსებითი საქმე არ გაუკეთებიათ და დროს ფუჭად კარგავენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავიანთ საქმეს მხოლოდ ზერელედ ასრულებენ. განა ასეთი ადამიანები საფრთხეში არ არიან? თუ ადამიანი თავის მოვალეობებსა და ღვთიურ მისიას ყოველთვის ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებით უდგება, რა შედეგები მოჰყვება ამას? უნაყოფო შრომა და მოვალეობებიდან გათავისუფლება მსუბუქი შედეგია — თუ ადამიანი სხვადასხვა სახის ბოროტ საქმეს სჩადის, მაშინ ის უნდა მოიცილონ და ღმერთი ასეთ ადამიანს სატანას გადასცემს. რას ნიშნავს სატანისთვის გადაცემა? ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მათზე აღარ იზრუნებს, რომ ღმერთი არ გადაარჩენს მათ და რომ ისინი მცდარ გზას დაადგებიან და შემდეგ დაისჯებიან. ხომ გესმით ეს? ახლა ის დროა, როდესაც ღმერთი ააშკარავებს ადამიანებს და თუ დროებით არ მიჰყვები სწორ გზას, მაშინ ღმერთი გამოიყენებს პრაქტიკულ გარემოს, რათა შეიცნო საკუთარი შეცდომები. თუმცა, როგორც კი მიხვდები, რომ ღმერთმა მოგცა დრო დასაფიქრებლად, რომ იგი გაძლევს უკანასკნელ შანსს, თუ მაინც არ მობრუნდები და ჯიუტად განაგრძობ შენი მოვალეობის ზედაპირულად შესრულებას, მაშინ ღმერთი იმოქმედებს. როდესაც ღმერთმა ნინევეს განადგურება განიზრახა, ნუთუ დაუყოვნებლივ აღასრულა ეს? არა. რა იყო ღვთის პირველი ნაბიჯი, როდესაც იმოქმედა? მან ჯერ იონას აცნობა და მკაფიოდ უთხრა მას, თუ როგორ წარიმართებოდა მთელი პროცესი და რა იყო მისი განზრახვა. ამის შემდეგ იონა წავიდა ნინევეში, შემოიარა მთელი ქალაქი და აცხადებდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე“ (იონა 3:4). ეს ცნობა ყველას ყურამდე მივიდა; კაცებმა და ქალებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელმა გაიგო ამის შესახებ. ეს ამბავი თითოეულ ოჯახში გახდა ცნობილი და მათმა მეფემაც კი მოისმინა. რატომ იმოქმედა ღმერთმა ამგვარად? ამ საკითხზე დაკვირვებით შეიძლება დავინახოთ, რომ, მიუხედავად იმისა, გადაარჩენს ის ადამიანებს, ამჟღავნებს თუ სჯის მათ, ადამიანებისადმი მისი მოპყრობის გზებს ყოველთვის გააჩნია პროცედურები და პრინციპები. ის არ მოქმედებს უეცარი ახირებით და არავის გაანადგურებს დაუყოვნებლივ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მოსწონს. პირიქით, ის გარკვეულ დროს აძლევს მათ. რა არის ამ დროის მიცემის მიზანი? (მონანიების შესაძლებლობა). ეს კეთდება იმისთვის, რომ ნინევეს ხალხმა იცოდეს, რის გაკეთებას აპირებს იგი, დაფიქრდნენ, ნელ-ნელა გაიგონ მისი განზრახვები და თანდათანობით დაიწყონ მობრუნება. ამ ყველაფრის გაცნობიერებას გარკვეული დრო სჭირდება, და ეს ორმოცი დღე სწორედ ის პერიოდია, რომელიც ღმერთმა ადამიანებს მოსაბრუნებლად მისცა. თუ ისინი ორმოცი დღის შემდეგაც არ მობრუნდებიან და არ აღიარებენ მის წინაშე თავიანთ ცოდვებს, მაშინ ღმერთი ნათქვამისამებრ აღასრულებს ამ საქმეს. ეს იმიტომ, რომ ღმერთი თავისი სიტყვის ერთგულია და რასაც ამბობს, ის აღსრულდება, მის სიტყვებში სიყალბე არ არსებობს. მაშ, როგორი იყო ნინევეს ხალხის რეაქცია, როდესაც მათ ეს ცნობა მიიღეს? მაშინვე შეიმოსნენ ჯვალოთი და ნაცარი დაიყარეს? არა, ყველაფერი თანდათან მოხდა. თავდაპირველად, ადამიანებს, შესაძლოა, ეჭვი ეპარებოდათ: „ღმერთი ჩვენს განადგურებას აპირებს? მართლა ეს თქვა? რა დავაშავეთ?“ ამის შემდეგ, ყველა ოჯახმა აცნობა ერთმანეთს ამ საკითხის შესახებ და ყველამ ერთად დაიწყო ამაზე მსჯელობა. მიხვდნენ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე იდგნენ და რომ ისინი სიკვდილ-სიცოცხლის გზაჯვარედინზე იდგნენ. მაშ, რა უნდა გაეკეთებინათ? უნდა ეღიარებინათ და მოენანიებინათ თავიანთი დანაშაული, თუ სკეპტიკურად განწყობილიყვნენ და წინააღმდეგობა გაეწიათ? თუ ისინი მართლაც სკეპტიციზმსა და წინააღმდეგობის გაწევას აირჩევდნენ, ორმოცი დღის შემდეგ აუცილებლად განადგურდებოდნენ, მაგრამ თუ ისინი თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ და მობრუნდებოდნენ, კვლავ ექნებოდათ გადარჩენის შანსი. მრავალდღიანი განხილვის შემდეგ, მოქალაქეთა უკიდურესმა უმცირესობამ შეძლო ცოდვების აღიარება და გამოსწორების გზაზე დადგომა. მათ შეძლეს თაყვანსაცემად დამხობა, მსხვერპლის შეწირვა თუ გარკვეული კარგი ქცევებისა და გამოვლინებების ჩვენება. თუმცა, ამ ქალაქის გადარჩენაში ყველაზე გადამწყვეტი როლი ერთმა ადამიანმა ითამაშა — ვინ იყო ეს? ეს იყო ნინევეს მეფე. მან მთელ ქვეყანას უბრძანა, მეფიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დამთავრებული, რომ შეემოსათ ჯვალო და ნაცარი დაეყარათ, რათა ეღიარებინათ თავიანთი ცოდვები და მოენანიებინათ იეჰოვა ღმერთის წინაშე. ასეთი ბრძანების გაცემის შემდეგ, გაბედავდა კი ქალაქში ვინმე მის შეუსრულებლობას? მეფეს ხომ უდიდესი ძალაუფლება აქვს. მას რომ თავისი ძალაუფლება ცუდი საქმეების საკეთებლად გამოეყენებინა, მაშინ ქვეყნის მოსახლეობას დიდი უბედურება დაატყდებოდა თავს, მაგრამ ამის ნაცვლად მან ეს ძალაუფლება გამოიყენა კარგი საქმეების საკეთებლად, ღვთის თაყვანისცემისა და მისკენ მობრუნების საქმეებისთვის, შედეგად, ქალაქი გადარჩა, მთელი ქვეყნის ხალხი დაიხსნა და მათ მიტევების იმედი მიეცათ. განა ეს ყველაფერი ამ მეფის ერთადერთმა ფიქრმა არ გადაწყვიტა? მას რომ ეთქვა: „მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა მონანიება, მე ამას არ გავაკეთებ; თქვენს თავს მიხედეთ. მე ასეთი რაღაცების არ მჯერა, თანაც, არავითარი ბოროტება არ ჩამიდენია. უფრო მეტიც, მე სტატუსი მაქვს, მაშ, რა უნდა მიქნას ღმერთმა? შეუძლია მას ტახტიდან ჩამომაგდოს? თუ ქალაქი განადგურდება, დაე, ასე იყოს. ამ რიგითი მოქალაქეების გარეშეც ვიქნები მეფე, ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვიყავი!“ რა მოხდებოდა, მას რომ ასეთი აზრი, ასეთი აზროვნება ჰქონოდა? მაშინ გაცილებით ნაკლები რიგითი ადამიანი გადარჩებოდა და ღმერთი საბოლოოდ, შესაძლოა, შერჩევით გამოიყვანდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მონანიება სურდათ. მათი გამოყვანის შემდეგ, ისინი, ვინც მონანიებას სიკვდილს ამჯობინებდნენ, ქალაქთან ერთად განადგურდებოდნენ და, რა თქმა უნდა, მეფეც მათ შორის იქნებოდა. რაც შეეხება მათ, ვისაც მონანიება სურდა, ისინი შეძლებდნენ სიცოცხლის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც ღმერთი მათ ქალაქიდან გამოიყვანდა. თუმცა, ამაში საუკეთესო ის იყო, რომ ნინევეს მეფემ შეძლო, პირველს შეემოსა ჯვალო და ნაცარი დაეყარა, და ასევე, ებრძანა ქალაქის რიგითი მოქალაქეებისთვის, ქალებისთვის თუ კაცებისთვის, ახალგაზრდებისთვის თუ მოხუცებისთვის — ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, რაოდენ მაღალი რანგის ჩინოვნიკები თუ რიგითი გლეხები — არისტოკრატებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, რომ ყველას უნდა შეემოსა ჯვალო, ნაცარი დაეყარა და იეჰოვა ღმერთის წინაშე თაყვანსაცემად პირქვე დამხობილიყო და ეღიარებინა თავისი ცოდვები, გამოეხატა მობრუნების დამოკიდებულება, გადაეხვია თავისი ბოროტი გზიდან და მიეტოვებინა თავის ხელთ არსებული ბოროტება, მოენანიებინა ღვთის წინაშე და ელოცა, რომ ღმერთს ისინი არ გაენადგურებინა.. ნინევეს მეფემ პირველმა მოინანია და აღიარა თავისი ცოდვები ღვთის წინაშე და ამით ქალაქის მთელი მოსახლეობა იხსნა, რითაც ბევრმა ადამიანმა მიიღო სარგებელი მასთან ერთად. მისი ამგვარი ინიციატივით, მისმა ძალაუფლებამ ფასი შეიძინა. ის, რომ მეფემ საკუთარ ხალხს უწინამძღოლა ღმერთთან მისაბრუნებლად, არის საქმე, რომელსაც ღმერთი ყოველთვის იმახსოვრებს.

აქვს თუ არა თქვენთვის რაიმე სარგებელი ანტიქრისტეების მიერ საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების შინაარსზე ასეთ დეტალურ თანაზიარებას? კვლავ და კვლავ მსგავსად თანაზიარება, მაგალითების მოყვანა, ისტორიების მოყოლა, სხვადასხვა საშუალებისა და ტერმინის გამოყენება მის აღსაწერად და განსასაზღვრად — თუ ადამიანებს მაინც არ ესმით, მაშინ მათ ნამდვილად აკლიათ სულიერი გაგება და ასეთი ადამიანები გამოუსწორებლები არიან. რა არის ასეთი დეტალური თანაზიარების მიზანი? ის, რომ ამ სიტყვების მოსმენისას ადამიანებმა აღიქვან და მიიღონ არა უბრალო მოძღვრება, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობები ან კონკრეტული გამოთქმები, არამედ რეალური ჭეშმარიტება მოვლენათა არსზე; და ზოგიერთი ჭეშმარიტება და პრინციპი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების არსთან, მათ არსებობასა და მათ ცხოვრებასთან. თუ შეგიძლიათ, ეს ნათქვამი ან ის მაგალითები, რომლებზეც ვისაუბრე, შეადაროთ თქვენს რეალურ მდგომარეობას ან იმას, რასაც ცხოვრებაში ავლენთ, მაშინ შეგიძლიათ გაიგოთ ჭეშმარიტება და იმასაც დაამტკიცებთ, რომ სულიერი გაგების მქონე ადამიანები ხართ. შედარება სწორედ იმას ნიშნავს, რომ თითოეული განხილული საკითხი თუ მაგალითი საკუთარ თავს მოარგოთ, ხოლო თანაზიარებული ჭეშმარიტების ყოველი ასპექტი თქვენს პირად მდგომარეობასა და ქმედებებს დაუკავშიროთ. თუ იცი, როგორ დააკავშირო ეს ყველაფერი ერთმანეთთან და გამოიყენო პრაქტიკაში, მაშინ გაქვს სულიერი გაგება, გაქვს ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლის იმედი და შეგიძლია ჭეშმარიტების გაგება. თუ არ გესმის, რაც არ უნდა ითქვას, თუ არ შეგიძლია ამ საკითხების საკუთარ თავთან დაკავშირება, თუ გრძნობ, რომ რასაც არ უნდა ისმენდე, მას არაფერი აქვს საერთო შენს გამოვლინებებთან და შენს საკუთარ ბუნება-არსებასთან და თუ ვერ პოულობ კავშირს, მაშინ სრულიად უგუნური ხარ და თავში არაფერი შეგდის; გაკლია სულიერი გაგება. ასეთი ადამიანები, რომლებსაც სულიერი გაგება აკლიათ, მხოლოდ შრომისთვის არიან გამოსადეგნი და არ შეუძლიათ ჭეშმარიტება-რეალობაში შესვლა. ადამიანები, რომლებსაც ხსნის მოპოვება სურთ, უნდა შევიდნენ ჭეშმარიტება-რეალობაში, ხოლო ჭეშმარიტება-რეალობაში შესასვლელად ადამიანს უნდა ესმოდეს ეს სიტყვები და ესმოდეს ის ისტორიები და გარემოებები, რომლებზეც ვისაუბრე, ასევე ის, თუ რას წარმოადგენს თითოეული საკითხი, თითოეული ტიპის გამოვლინება და თითოეული ტიპის ადამიანის არსი, მათი გამოვლინებები და მდგომარეობები და უნდა შეეძლოს ამ ყველაფრის საკუთარ თავთან შედარება. მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების გაგება; თუ ისინი ამ წერტილს ვერ მიაღწევენ, მას ვერასდროს გაიგებენ. ეს თითქმის იგივეა, ქათამი რომ გაზარდო: თუ ადამიანი ნახევარი წელი ზრდის ქათამს და მას ჯერ კიდევ არ დაუდია კვერცხი, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქათამი კვერცხს არ დებს? (არა). თუ პატრონს ეს ქათამი სამი წელი ჰყავს და კვებავს მას მარცვლეულითა და მწვანილით, ის კი, რაც არ უნდა ჭამოს, კვერცხს მაინც არ დებს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქათამი კვერცხს არ დებს? (დიახ). ასეა ადამიანების შემთხვევაშიც, ზოგიერთ მათგანს არ ესმის, რა ქადაგებებსაც არ უნდა უსმენდეს და როგორც არ უნდა უზიარებდე ჭეშმარიტებას. ეს არის სულიერი გაგების არმქონე ადამიანი. თუმცა, არსებობს სხვა ტიპის ადამიანიც, ისეთი, რომელსაც შეუძლია გაიგოს ის, რაც მოისმინა, მაგრამ პრაქტიკაში არ ახორციელებს, არ ბრუნდება. ამ ტიპის ადამიანი განწირულია და სოდომის ქალაქის მცხოვრებთა მსგავსია — განადგურების ობიექტად არის განწირული. ანტიქრისტეები ადამიანთა ამ კატეგორიას განეკუთვნებიან; ისინი არ მობრუნდებიან, როგორც არ უნდა უზიარებდე ჭეშმარიტებას. განა ეს მხოლოდ ჯიუტი ხასიათის ბრალია? (არა). მათ აქვთ ბუნება-არსება, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს და მტრულად არის განწყობილი ჭეშმარიტების მიმართ და ასეთი ადამიანისთვის ჭეშმარიტების გაგება გამორიცხულია. ისინი მტრობენ და ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას და ღმერთს და მტრულად არიან განწყობილნი დადებითი რაღაცების მიმართ, ამიტომ, როდესაც ჭეშმარიტებას უზიარებ, ისინი მას არ ეპყრობიან როგორც ჭეშმარიტებას, არამედ როგორც ერთგვარ თეორიას, მეცნიერებას ან მოძღვრებას. თანაზიარების მოსმენის შემდეგ, ისინი ამით ივსებენ გულებს, რათა შემდგომში თავი მოიწონონ და მოიპოვონ საკუთარი ინტერესები, სტატუსი, დიდება და სარგებელი. ეს არის მათი მიზანი. როგორც არ უნდა ჩაატარო თანაზიარება ჭეშმარიტებაზე და რომელი მაგალითებიც არ უნდა განიხილო, ვერ გამოასწორებ მათ და ვერ შეცვლი მათ განზრახვებსა თუ მათი მოქმედების წესს. ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას. ადამიანები, რომლებიც მოსმენის შემდეგ არ იღებენ და პრაქტიკაში არ იყენებენ ჭეშმარიტებას, ვერ შეიცვლებიან ჭეშმარიტებით და ღმერთი არ გადაარჩენს ასეთ ადამიანებს. ამგვარი ადამიანები არსებითად შეიძლება დახასიათდნენ, როგორც ჭეშმარიტების მიმართ მტრულად განწყობილი პირები, უფრო კონკრეტულად კი, ანტიქრისტეებად. ეს არის განსხვავება ანტიქრისტეებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის.

ზოგიერთ ადამიანს ანტიქრისტეს ხასიათი აქვს და ხშირად ავლენს გარკვეულ გახრწნილ ხასიათს, მაგრამ ამგვარი გამოვლინებების პარალელურად, ის ასევე ფიქრდება და შეიცნობს საკუთარ თავს, შეუძლია ჭეშმარიტების მიღება და პრაქტიკაში გამოყენება და გარკვეული დროის შემდეგ, მასში ცვლილება შეინიშნება. ასეთი ადამიანები ხსნის შესაძლო ობიექტები არიან. არიან ისეთებიც, რომლებსაც გარეგნულად თითქოსდა შეუძლიათ უარყონ ყველაფერი, დაიხარჯონ, დაითმინონ გასაჭირი და გაიღონ საფასური, მაგრამ თავიანთი ბუნება-არსებით, ისინი ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და სძულთ იგი. როდესაც მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებ, ისინი ზიზღით განეწყობიან და წინააღმდეგობას უწევენ მას. შეკრებებისა და ქადაგებების დროს ისინი თვლემენ და იძინებენ. მათთვის ეს მოსაწყენია და თუნდაც ესმოდეთ ის, რასაც ისმენენ, პრაქტიკაში არ იყენებენ. არიან სხვებიც, რომლებიც გარეგნულად თითქოს გულმოდგინედ უსმენენ ქადაგებებს, მაგრამ მათ გულებს არ სწყურიათ ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვების მიმართ მათი დამოკიდებულება ისეთია, რომ მათ ერთგვარ სულიერ ცოდნად ან თეორიად აფასებენ. ამიტომ, რამდენი წელიც არ უნდა იყვნენ მორწმუნენი, ღვთის რამდენი სიტყვაც არ უნდა ჰქონდეთ წაკითხული ან რამდენი ქადაგებაც არ უნდა ჰქონდეთ მოსმენილი, არავითარი ცვლილება არ ხდება სტატუსის ძიებისა და ძალაუფლების თაყვანისცემისადმი მათ შეხედულებაში, ან ჭეშმარიტებისადმი ზიზღის, ჭეშმარიტების სიძულვილისა და ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მათ დამოკიდებულებაში. ისინი ტიპური ანტიქრისტეები არიან. თუ ამხელ მათ და ეტყვი: „რასაც აკეთებ, ეს არის ის, რომ ცდილობ ადამიანთა გულების მოგებას და როდესაც საკუთარ თავს ადიდებ და მოწმობ, შეცდომაში შეგყავს ადამიანები და ღმერთს სტატუსში ეცილები. ეს სატანისა და ანტიქრისტეების ქმედებებია“, შეუძლიათ მიიღონ ასეთი დაგმობა? ნამდვილად არა. რას ფიქრობენ ისინი? „მე მართალი ვარ, როცა ასე ვიქცევი, ამიტომაც ვიქცევი ასე. როგორც არ უნდა მგმობდე, რასაც არ უნდა ამბობდე და რაოდენ სწორადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მე არ ვაპირებ უარი ვთქვა მოქმედების ამ წესზე, ამ სურვილსა და ამ მისწრაფებაზე.“ მაშასადამე, გადაწყვეტილია: ესენი ანტიქრისტეები არიან. რასაც არ უნდა ამბობდე, ვერაფერი შეცვლის მათ შეხედულებებს, განზრახვას, გეგმებს, ამბიციებსა თუ სურვილებს. ეს არის ანტიქრისტეების ტიპური ბუნება-არსება; ვერავინ შეცვლის მათ. როგორც არ უნდა ითანაზიარონ ადამიანებმა მათთან ჭეშმარიტებაზე, ან რა ენაც და სიტყვებიც არ უნდა გამოიყენონ, რა დროც, სივრცეც ან კონტექსტიც არ უნდა იყოს, მათ ვერაფერი შეცვლის. როგორც არ უნდა შეიცვალოს მათი გარემო, როგორც არ უნდა შეიცვალოს მათ გარშემო არსებული ადამიანები, მოვლენები და საგნები და როგორც არ უნდა შეიცვალოს დრო, ან რამხელა ნიშნები და სასწაულებიც არ უნდა აჩვენოს ღმერთმა, რამდენი მადლიც არ უნდა მიანიჭოს მათ ღმერთმა, ან თუნდაც როგორაც არ უნდა დასაჯოს ისინი ღმერთმა, საგნებისადმი მათი ხედვა და მათი გეგმები არასოდეს შეიცვლება და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მათი ამბიცია და სურვილი არასოდეს შეიცვლება. საკუთარი თავის წარმართვისა და სხვებთან ურთიერთობის მათი წესი არასოდეს შეიცვლება, ისევე როგორც ჭეშმარიტებისა და ღვთის სიძულვილის მათი დამოკიდებულება. როდესაც სხვები მიუთითებენ, რომ მათი ქმედებები არის საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება და ადამიანთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ისინი საუბრის მანერას ისე იცვლიან, რომ სხვებმა ვერ შეძლონ ნაკლის პოვნა ან მათი ამოცნობა. ისინი კიდევ უფრო მზაკვრულ საშუალებებს იყენებენ, რათა განაგრძონ საკუთარი საქმის განხორციელება და მიაღწიონ თავიანთ მიზანს — ღვთის რჩეულ ხალხზე ბატონობასა და მათ კონტროლს. სწორედ ეს ვლინდება ანტიქრისტეში და ეს ანტიქრისტეს არსით არის გამოწვეული. ღმერთს რომც ეთქვა მათთვის, რომ დაისჯებოდნენ, რომ მათი აღსასრული დადგა, რომ ისინი დაწყევლილნი იყვნენ, შეცვლიდა ეს მათ არსს? შეცვლიდა ეს ჭეშმარიტებისადმი მათ დამოკიდებულებას? შეცვლიდა ეს სტატუსის, დიდებისა და სარგებლისადმი მათ სიყვარულს? არ შეცვლიდა. ის, რომ სატანის მიერ გახრწნილი ადამიანები იქცნენ ნორმალური ადამიანობის მქონე, ღვთის თაყვანისმცემელ ადამიანებად, ღვთის საქმეა; ამის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ შესაძლებელია თუ არა დემონების, ადამიანის ტყავში გახვეული, მაგრამ სატანური არსის მქონე და ღვთის მიმართ მტრულად განწყობილი პირების ნორმალურ ადამიანებად ქცევა? ეს შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთი არ ასრულებს ამგვარ საქმეს; ეს ადამიანები არ შედიან მათ რიცხვში, ვისაც ღმერთი იხსნის. მაშ, როგორ გამოაქვს ღმერთს განაჩენი ასეთი ადამიანებისთვის? ისინი სატანისგან არიან. ისინი არ არიან ღვთის არჩევანის ან ხსნის ობიექტები; ღმერთს არ სურს ასეთი ადამიანები. რამდენი ხანიც არ უნდა სწამდეთ ღმერთი, რამდენიც არ უნდა ეტანჯათ ან რისთვისაც არ უნდა მიეღწიათ, მათი გეგმები არ შეიცვლება. ისინი უარს არ იტყვიან თავიანთ ამბიციებსა თუ სურვილებზე, მით უმეტეს, არ დათმობენ თავიანთ მოტივაციასა და ლტოლვას, რომ ღმერთს სტატუსსა და ადამიანებში შეეცილონ. ასეთი ადამიანები ნამდვილი ანტიქრისტეები არიან.

ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „განა ანტიქრისტეები წამიერი დაბნეულობის გამო არ სჩადიან ბოროტებას და არ უწევენ წინააღმდეგობას ღმერთს? ღმერთს რომ გარკვეული ნიშნები და სასწაულები ეჩვენებინა ან ოდნავ დაესაჯა ისინი, რათა ღმერთი ეხილათ, განა მაშინ ვერ შეძლებდნენ ღვთის აღიარებასა და მისადმი დამორჩილებას? განა მაშინ ვერ შეძლებდნენ იმის მიღებასა და აღიარებას, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და აღარ შეეცილებოდნენ ღმერთს სტატუსში? განა ასე არ არის, რომ მათ არ აქვთ რწმენა, რადგან არ უნახავთ ღვთის მიერ მოვლენილი ნიშნები და სასწაულები ან არ უხილავთ ღვთის სულიერი სხეული და ამიტომ ძალიან სუსტები არიან და შემდეგ სატანა ატყუებთ?“ არა, ასე არ არის. ანტიქრისტეების ამბიციები, სურვილები და არსი აბსოლუტურად მკვეთრად განსხვავებული და გამიჯნულია იმისგან, როდესაც ადამიანი დროებით მოტყუებული და სულელია და არ ესმის ჭეშმარიტება. ანტიქრისტეები თანდაყოლილად ფლობენ სატანურ ბუნებას და ისინი დაბადებიდანვე ზიზღით არიან განწყობილნი ჭეშმარიტების მიმართ და სძულთ ჭეშმარიტება. ისინი ღმერთთან შეურიგებელი სატანები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღმერთს და ბოლომდე ეცილებიან ღმერთს და ისინი არიან ცოცხალი სატანები, რომლებსაც ადამიანის ტყავი აცვიათ. ასეთი ადამიანები თავიანთი ბუნება-არსების მიხედვით განისაზღვრებიან როგორც ანტიქრისტეები, და მაშ, რა როლის თამაში და რა საქმეების კეთება შეუძლიათ მათ ღვთის სახლში? ისინი აფერხებენ, არღვევენ, ანგრევენ და ანადგურებენ ღვთის საქმეს. ამ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ, არ აკეთონ ეს ღვთის სახლში. ასეთია მათი არსი, მათ სატანური ბუნება აქვთ და ეს ჰგავს ფარაში მგლების შეპარვას, რომელთა მიზანი ცხვრების შეჭმაა — ეს არის მათი ერთადერთი მიზანი. სხვა კუთხით რომ შევხედოთ, რატომ უშვებს ღმერთი ამ ადამიანების გამოჩენას თავის სახლში? ეს ხდება იმისთვის, რათა ღვთის რჩეულ ხალხს გარჩევის უნარი გაეზარდოს. შეუძლიათ კი ადამიანებს ნათლად დაინახონ, თუ რას წარმოადგენს ეშმაკი სატანა, რა არის მისი სიტყვებისა და ქმედებების არსი, რა ხასიათს ავლენს იგი, ან როგორ შეჰყავს შეცდომაში ადამიანები და როგორ ეწინააღმდეგება ღმერთს წუთისოფელში? როდესაც ეშმაკი სატანაა ნახსენები, ადამიანებს არ შეუძლიათ მკაფიოდ თქვან, ზუსტად ეშმაკია ის თუ სატანა; მათთვის ეს აბსტრაქტული და ცარიელია, არასაკმარისად კონკრეტული. „სად არის სატანა?“ — კითხულობენ ისინი. „ჰაერში,“ — ისმის პასუხი. „მაშინ, რამხელაა სატანა? კონკრეტულად რა სასწაულებს ახდენს იგი? კონკრეტულად როგორ ეწინააღმდეგება ღმერთს? რა არის მისი ბუნება-არსება?“ ისინი გრძნობენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან აბსტრაქტული, ბუნდოვანი და ცარიელია. თუმცა, ანტიქრისტეების გამოვლინებებისა და მხილებების მეშვეობით, მათ შეუძლიათ დააკავშირონ ეს ყველაფერი იმასთან, რასაც სატანა აკეთებს და მის ბუნება-არსებასთან, და შემდეგ ეს ყველაფერი კონკრეტული ხდება და აღარ არის აბსტრაქტული ან ცარიელი. როგორც კი ეს ყველაფერი კონკრეტული ხდება, ადამიანებს უკვე შეუძლიათ მოისმინონ მისი საუბარი, დაინახონ მისი ქცევა და ყურადღებით შეიცნონ მისი ბუნება-არსება. ამგვარად, განა ისინი არ გრძნობენ, რომ ეშმაკი სატანის არსი, რომელზეც ღმერთი საუბრობს, უფრო კონკრეტული და რეალური ხდება და მათ შეუძლიათ პრაქტიკულად დაუკავშირონ ის რეალურ გამოვლინებებს? ზოგიერთი ადამიანი სულიერად მოუმწიფებელია და არ ესმის ჭეშმარიტება, და წამიერი სისულელის გამო ანტიქრისტეები ატყუებენ და შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რის გამოც დაახლოებით ერთი წლით ტოვებენ ეკლესიას. როდესაც ისინი ღვთის სახლში ბრუნდებიან, აცნობიერებენ, რომ სატანის მიყოლას კარგი არაფერი მოაქვს. როდესაც ეს ადამიანები პირველად იწყებენ ანტიქრისტეების მიყოლას, გრძნობენ, რომ საკმარისი მიზეზი და დიდი თავდაჯერებულობა აქვთ და ამბობენ: „ზემდგომს არ სურს, რომ ანტიქრისტეებს მივყვეთ, მაგრამ ჩვენ მაინც მივყვებით მათ და ერთ დღესაც დამტკიცდება, რომ მართლები ვიყავით!“ ამის შედეგი კი ის არის, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი გრძნობენ, რომ დაკარგეს სულიწმიდის საქმე და გულში ვეღარავითარ დასტურს ვეღარ გრძნობენ. მათ ისეთი განცდა აქვთ, თითქოს ღმერთი აღარ არის მათთან, რომ მათმა რწმენამ დაკარგა აზრი და მიმართულება და თანდათანობით სულ უფრო მეტად უვითარდებათ ანტიქრისტეების გარჩევის უნარი. ადრე ეგონათ, რომ ანტიქრისტეებს მართლაც ესმოდათ ჭეშმარიტება და მათი მიყოლით რწმენაში არ შეცდებოდნენ, მაგრამ ახლა ხედავენ, რომ ანტიქრისტეებს სერიოზული პრობლემები აქვთ, რომ ანტიქრისტეები ისე საუბრობენ, თითქოს ესმით ჭეშმარიტება, თუმცა არასოდეს იყენებენ ჭეშმარიტებას პრაქტიკაში — ეს ფაქტია. ისინი ხედავენ, რომ ამდენი ხანი მიჰყვებოდნენ ანტიქრისტეებს და არავითარი ჭეშმარიტება არ მოუპოვებიათ, და რომ ანტიქრისტეების მიყოლის გაგრძელება მართლაც ძალიან საშიშია, ამიტომ ნანობენ, უარყოფენ ანტიქრისტეებს და უჩნდებათ ღვთის სახლში დაბრუნების სურვილი. მას შემდეგ, რაც ღვთის სახლი ასეთ ადამიანებს უკან იღებს, მათ სთხოვენ თავიანთი გამოცდილების მოყოლას და ისინი ამბობენ: „ის ანტიქრისტე ისე ოსტატურად შეჰყავდა ხალხი შეცდომაში. მაშინ, როგორც არ უნდა მეფიქრა, ის მართალი ადამიანი მეგონა, მაგრამ შედეგი ის იყო, რომ არაფერი მიმიღია, არავითარი ჭეშმარიტება არ გამიგია და მასზე ერთ წელზე მეტი ხნის მიყოლის შემდეგ ჭეშმარიტება-რეალობის ნატამალიც კი არ გამაჩნდა. ძვირფასი დრო დავკარგე. მართლაც ძალიან დიდი ზარალი განვიცადე!“ მარცხის ეს გამოცდილება მათ ყველაზე ღრმა მოგონებად იქცევა. ღვთის სახლში დაბრუნების შემდეგ, რაც უფრო მეტს უსმენენ ქადაგებებს, მით უფრო მეტად ესმით ჭეშმარიტება და მით უფრო უნათდებათ გულები. როდესაც იხსენებენ იმ დროს, რომელიც ანტიქრისტეების მიყოლაში გაატარეს და ხედავენ, თუ რამხელა ზარალი განიცადეს, გრძნობენ, რომ ანტიქრისტეები მართლაც სატანები არიან და არსებითად არ გააჩნიათ ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტება და ვეღარ ბედავენ სხვა ადამიანის მიყოლას. როდესაც კვლავ დგება წინამძღოლის არჩევის დრო, ისინი ძალიან ფრთხილად აძლევენ ხმას და ფიქრობენ: „თუ ხმას ამა და ამ ადამიანს მივცემ, შესაძლოა ხელი შევუწყო ანტიქრისტეს არჩევას. თუ ხმას არ მივცემ, ამით შესაძლოა თავიდან ავიცილო ანტიქრისტეს არჩევა. ფრთხილად უნდა ვიყო და ადამიანები პრინციპების მიხედვით შევაფასო.“ განა ახლა მათი ქმედებები პრინციპებსა და სტანდარტებს არ ეფუძნება? (დიახ, ასეა.) ეს კარგია. ზოგიერთ ადამიანს ანტიქრისტეები შეცდომაში შეჰყავთ და ისინი ამბობენ: „რატომ დაგვემართა ეს? ღმერთმა მიგვატოვა? აღარ ზრუნავს ის ჩვენზე?“ ასეთ სიტუაციაში, დათანხმდებოდი, ღმერთს რომ ეთქვა, არ გაჰყოლოდი ანტიქრისტეებს? არა, არ დათანხმდებოდი. მაინც ჯიუტად გაჰყვებოდი მათ და ღმერთს სხვა არაფერი დარჩებოდა, გარდა იმისა, რომ ამის ნება დაერთო და შემდეგ ფაქტების გამოყენებით ჭკუა ესწავლებინა. ანტიქრისტეების გარკვეული დროით მიყოლის შემდეგ, უცებ გონს ეგები და ხედავ, რომ შენს სიცოცხლეში ზარალი განიცადე და მხოლოდ მაშინ გრძნობ სინანულს და გიჩნდება სურვილი, უარყო ანტიქრისტეები და კვლავ დაბრუნდე ღვთის წინაშე. შენდა საბედნიეროდ, ღმერთი შემწყნარებელი და მოწყალეა და მას კვლავ სურხარ. ასე რომ არ იყოს, მაშინ სრულიად განადგურდებოდი, ხსნის მოპოვების შანსი აღარ გექნებოდა — ანტიქრისტეების მიყოლას კარგი დასასრული არ აქვს.

ნათლად უნდა დაინახოთ ანტიქრისტეები და სწორად ამოიცნოთ ისინი. უნდა იცოდეთ, როგორ გაარჩიოთ ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინება და ამავდროულად, ნათლად უნდა იცოდეთ, რომ ბევრი რამ არის ისეთი, რაც თქვენს საკუთარ ბუნება-არსებას საერთო აქვს ანტიქრისტეებთან. ეს იმიტომ, რომ ყველანი სატანის მიერ გახრწნილ კაცობრიობას მიეკუთვნებით და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ანტიქრისტეები მთლიანად სატანის კონტროლის ქვეშ არიან, ისინი სატანის თანამზრახველები გახდნენ და მისი სახელით საუბრობენ. გახრწნილ კაცობრიობასაც მიეკუთვნები, მაგრამ შეგიძლია ჭეშმარიტების მიღება და გაქვს ხსნის მოპოვების იმედი. თუმცა, არსის თვალსაზრისით ბევრი რამ გაქვს საერთო ანტიქრისტეებთან და შენი მეთოდები და გეგმებიც იგივეა. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც მოისმენ ჭეშმარიტებას და მოუსმენ ქადაგებებს, შეგიძლია გეზის შეცვლა, და გეზის შეცვლის უნარი განაპირობებს იმას, რომ გაქვს ხსნის მოპოვების იმედი — ეს არის განსხვავება შენსა და ანტიქრისტეებს შორის. ამიტომ, როდესაც ანტიქრისტეებს ვამხელ, შენც უნდა გააკეთო შედარება და შეიცნო, რა საერთო გაქვს ანტიქრისტეებთან და რომელ გამოვლინებებს, ხასიათსა და არსის ასპექტებს იზიარებ მათთან. ამის კეთებით, განა უკეთ ვერ შეძლებ საკუთარი თავის შეცნობას? თუ ყოველთვის გრძნობ წინააღმდეგობას, გჯერა, რომ არ ხარ ანტიქრისტე, გრძნობ ძლიერ სიძულვილს ანტიქრისტეების მიმართ და არ გსურს ამ შედარების გაკეთება ან საკუთარ თავზე დაფიქრება და იმის გაგება, თუ რომელ გზას მიჰყვები, მაშინ რა იქნება ამის შედეგი? სატანური ხასიათით, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ანტიქრისტე გახდე. ეს იმიტომ, რომ არცერთი ანტიქრისტე მიზანმიმართულად არ ესწრაფვის ანტიქრისტედ გახდომას და შემდეგ ხდება ასეთი; ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი არ ეძიებენ ჭეშმარიტებას და ბუნებრივია, საბოლოოდ ანტიქრისტეთა გზას ადგებიან. განა რელიგიურ სამყაროში ყველა ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, ანტიქრისტე არ არის? თითოეული ადამიანი, ვისაც არ ესმის თავისი ბუნება-არსება და არც უფიქრდება მას და რომელსაც ღმერთი თავისი წარმოდგენებისა და ფანტაზიების მიხედვით სწამს, ანტიქრისტეა. როგორც კი ანტიქრისტეთა გზას დაადგები, როგორც კი სტატუსს მოიპოვებ, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ გაქვს გარკვეული ნიჭი და ცოდნა და ყველას აღაფრთოვანებ, მაშინ, რაც უფრო იზრდება შენი მუშაობის დრო, მით უფრო იკავებ ადგილს ადამიანთა გულებში. რაც უფრო იზრდება შენს პასუხისმგებლობაში მყოფი საქმის მასშტაბი, სულ უფრო მეტ ადამიანს მიუძღვები, სულ უფრო მეტ კაპიტალს აგროვებ და შემდეგ ნამდვილ პავლედ იქცევი. შენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული? არ გქონდა ამ გზაზე სიარულის გეგმა, მაგრამ როგორ მოხდა, რომ გაუცნობიერებლად დაადექი ანტიქრისტეთა გზას? ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ თუ არ ეძიებ ჭეშმარიტებას, აუცილებლად დაუწყებ ძიებას სტატუსსა და პრესტიჟს, განახორციელებ შენს საკუთარ საქმეს, სანამ საბოლოოდ, გაუცნობიერებლად, ანტიქრისტეთა გზას არ გაჰყვები. თუ ადამიანები, რომლებიც ანტიქრისტეთა გზას მიჰყვებიან, დროულად არ შეიცვლიან გეზს, მაშინ სტატუსის მოპოვებისას ისინი დიდი ალბათობით ანტიქრისტეებად იქცევიან — ეს შედეგი გარდაუვალია. თუ მათ არ შეუძლიათ ამ საკითხის ნათლად დანახვა, მაშინ ისინი საფრთხეში არიან, რადგან ყველას აქვს გახრწნილი ხასიათი და ყველას უყვარს რეპუტაცია და სტატუსი; თუ მათ არ უყვართ ჭეშმარიტება, მაშინ ძალიან ადვილად ეცემიან რეპუტაციისა და სტატუსის გამო. ღვთის სამსჯავროსა და გაკიცხვის გარეშე, ყველა ანტიქრისტეთა გზას გაჰყვებოდა და რეპუტაციისა და სტატუსის გამო დაეცემოდა, და ეს ისაა, რასაც ვერავინ უარყოფს. ამბობ: „ეს გამოვლინებები მხოლოდ დროდადრო მაქვს, ისინი მხოლოდ დროებითი გამოვლინებებია. მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეების იდენტური არსი მაქვს, მაინც განვსხვავდები ანტიქრისტეებისგან, რადგან არ მაქვს ისეთი დიდი ამბიციები, როგორიც მათ. ასევე, ჩემი მოვალეობის შესრულებისას მუდმივად ვფიქრდები საკუთარ თავზე, ვგრძნობ სინანულს, ვეძიებ ჭეშმარიტებას და ვმოქმედებ ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად. ჩემი ქცევიდან გამომდინარე, არ ვარ ანტიქრისტე და არც მინდა ვიყო, ამიტომ შეუძლებელია ანტიქრისტე გავხდე.“ შეიძლება ახლა არ ხარ ანტიქრისტე, მაგრამ შეგიძლია უზრუნველყო, რომ არ გაჰყვები ანტიქრისტეთა გზას და არ გახდები ანტიქრისტე? შეგიძლია ამის გარანტიის მიცემა? არა, არ შეგიძლია. მაშ, როგორ შეგიძლია ასეთი გარანტიის მიცემა? ამის ერთადერთი გზა ჭეშმარიტების ძიებაა. მაშინ როგორ უნდა ეძიო ჭეშმარიტება? გაქვს ამის გზა? პირველ რიგში, უნდა აღიარო ის ფაქტი, რომ ანტიქრისტეების იდენტური ხასიათი-არსი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ ხარ ანტიქრისტე, რა არის შენთვის ყველაზე მომაკვდინებელი და საშიში? ის, რომ ანტიქრისტეების იდენტური ბუნება-არსება გაქვს. კარგია ეს შენთვის? (არა.) ნამდვილად არ არის. ეს მომაკვდინებელია შენთვის. ამიტომ, როდესაც უსმენ ამ ქადაგებებს, რომლებიც ამხელს ანტიქრისტეების სხვადასხვა გამოვლინებას, ნუ იფიქრებ, რომ ამ ყველაფერს შენთან არავითარი კავშირი არ აქვს; ეს არასწორი დამოკიდებულებაა. მაშ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ამ ფაქტებისა და გამოვლინებების მისაღებად? შეადარე შენი თავი მათ, აღიარე, რომ გაქვს ანტიქრისტეს ბუნება-არსება და შემდეგ გამოიკვლიე საკუთარი თავი, რათა გაარკვიო, შენი რომელი გამოვლინებები და გამჟღავნებული თვისებებია ანტიქრისტეების იდენტური. პირველ რიგში, აღიარე ეს ფაქტი — ნუ ეცდები შენიღბვას ან საკუთარი თავის შეფუთვას. გზა, რომელსაც მიჰყვები, ანტიქრისტეთა გზაა, ამიტომ ფაქტებს შეესაბამება იმის თქმა, რომ ანტიქრისტე ხარ; უბრალოდ, ღვთის სახლს ჯერ არ დაუხასიათებიხარ ასეთად და გაძლევს მონანიების შანსს, სულ ეს არის. გესმის? პირველ რიგში, მიიღე და აღიარე ეს ფაქტი და შემდეგ ის უნდა გააკეთო, რომ წარდგე ღვთის წინაშე და სთხოვო მას, გაგწვრთნას და შეგზღუდოს. ნუ განშორდები ღვთის თანდასწრების ნათელს და ნუ მიატოვებ მის მფარველობას და ამგვარად, შენი სინდისი და გონიერება შეგზღუდავს, როდესაც რამეს აკეთებ, და ასევე გექნება ღვთის სიტყვები, რათა გაგინათოს, წაგიძღვეს და შეგზღუდოს. გარდა ამისა, გექნება სულიწმიდის საქმე, რათა წაგიძღვეს, წარმართოს და განაგოს შენ გარშემო არსებული ადამიანები, მოვლენები და საგნები, რათა ისინი გაფრთხილებად იქცნენ შენთვის და გაგწვრთნან. როგორ გაფრთხილებს ღმერთი? ღმერთი მრავალი გზით მოქმედებს. ზოგჯერ ღმერთი ისე აკეთებს, რომ გულში აშკარა გრძნობა გიჩნდება, რაც საშუალებას გაძლევს ნათლად გააცნობიერო, რომ შეზღუდვა გჭირდება, რომ არ შეგიძლია იმოქმედო თვითნებურად, რომ თუ არასწორად იმოქმედებ, სირცხვილს მოუტან ღმერთს და თავს სასაცილოდ ჩაიგდებ, და ამიტომ თავს იკავებ. განა ეს არ არის ღვთის მფარველობა? ეს ერთი გზაა. ზოგჯერ ღმერთი შინაგანად გსაყვედურობს და ნათელ სიტყვებს წარმოგიდგენს, რათა გითხრას, რომ ამგვარად მოქმედება სამარცხვინოა, რომ მას სძულს ეს, რომ ეს დაწყევლილია, ანუ ის იყენებს ნათელ სიტყვებს შენს შესაგონებლად, რათა შედარება გააკეთო საკუთარ თავთან. რა არის ღვთის მიზანი შენი ამგვარად შეგონებისას? ის ამას აკეთებს იმისთვის, რომ შენმა სინდისმა რაღაც იგრძნოს და როდესაც რაღაცას იგრძნობ, დაფიქრდები გავლენაზე, შედეგებსა და საკუთარ სირცხვილის გრძნობაზე და გარკვეულ თავშეკავებას გამოიჩენ შენს ქმედებებსა და პრაქტიკაში. როგორც კი ბევრ ასეთ გამოცდილებას მიიღებ, აღმოაჩენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გახრწნილი ხასიათი ადამიანებშია ფესვგადგმული, როდესაც ადამიანები შეძლებენ ჭეშმარიტების მიღებას და ნათლად დაინახავენ თავიანთი საკუთარი გახრწნილი ხასიათის ნამდვილ სახეს, მათ შეუძლიათ მიზანმიმართულად აუჯანყდნენ საკუთარ ხორცს; როდესაც ადამიანები შეძლებენ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას, მათი სატანური ხასიათი განიწმინდება და იცვლება. ადამიანის სატანური ხასიათი არ არის ურღვევი ან უცვლელი — როდესაც შეძლებ ჭეშმარიტების მიღებას და ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებას, შენი სატანური ხასიათი ბუნებრივად დაიმსხვრევა და ჩანაცვლდება. როგორც კი იგემებ, რა ტკბილია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება, იფიქრებ: „ადრე ისეთი უსირცხვილო ვიყავი. რაოდენ ურცხვად ვსაუბრობდი ან როგორ ვადიდებდი საკუთარ თავს, რათა სხვებს თაყვანი ეცათ ჩემთვის, სირცხვილს არ ვგრძნობდი და ამის შემდეგ არავითარი შეგნება არ მქონდა. ახლა ვგრძნობ, რომ ამგვარად მოქმედება არასწორი იყო და სახელი გავიტეხე, და ვგრძნობ, თითქოს ბევრი თვალი მიყურებს.“ ეს ღვთის საქმეა. ის გაძლევს გრძნობას და იგრძნობ, თითქოს საკუთარ თავს საყვედურობ და შემდეგ აღარ ჩაიდენ ბოროტებას ან აღარ გაჰყვები შენს საკუთარ გზას. გაუცნობიერებლად, საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების შენი გზები სულ უფრო და უფრო მცირდება, სულ უფრო მეტად იჩენ თავშეკავებას და სულ უფრო მეტად გრძნობ, რომ ამგვარად მოქმედებით შენი გული მშვიდადაა და შენი სინდისიც მშვიდადაა — ეს არის ნათელში ცხოვრება და აღარ არის საჭირო შიშში ყოფნა ან ტყუილებისა თუ სასიამოვნო სიტყვების გამოყენება საკუთარი თავის შესანიღბად. წარსულში იტყუებოდი და ყოველდღე განაგრძობდი ტყუილების თქმას შენი რეპუტაციის დასაცავად. ყოველ ჯერზე, როცა ტყუილს ამბობდი, შემდეგ უნდა გაგეგრძელებინა ეს ტყუილი, რადგან ძალიან გეშინოდა, საიდუმლო არ გაგემჟღავნებინა. ამის შედეგი ის იყო, რომ სულ უფრო მეტ ტყუილს ამბობდი და მოგვიანებით დიდი ძალისხმევა და გონების დაძაბვა გიწევდა შენი ტყუილების გასაგრძელებლად; ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდი, რომელიც არც ადამიანებისას ჰგავდა და არც დემონებისას, და ეს ძალიან დამღლელი იყო! ახლა ცდილობ იყო პატიოსანი ადამიანი და შეგიძლია გული გადაშალო და ისაუბრო იმაზე, რაც რეალურია. აღარ გჭირდება ტყუილების თქმა და ყოველდღე შენი ტყუილების გაგრძელება, აღარ ხარ ტყუილებით შებოჭილი, გაცილებით ნაკლებად იტანჯები, ცხოვრობ ცხოვრებით, რომელიც სულ უფრო მოდუნებული, თავისუფალი და ლაღია, შენს გულის სიღრმეში ტკბები სიმშვიდისა და სიხარულის გრძნობებით — შეიგრძნობ ამ ცხოვრების სიტკბოს. და სანამ ამ ცხოვრების სიტკბოს შეიგრძნობ, შენი შინაგანი სამყარო აღარ არის მზაკვრული, ბოროტი ან ყალბი. ნაცვლად ამისა, ახლა მზად ხარ წარდგე ღვთის წინაშე, ლოცულობ ღვთის მიმართ და ეძიებ ჭეშმარიტებას, როდესაც პრობლემა გაქვს, შეგიძლია განიხილო ის სხვებთან, როდესაც პრობლემა გაქვს და აღარ მოქმედებ ცალმხრივად ან თვითნებურად. სულ უფრო მეტად გრძნობ, რომ ის, თუ როგორ აკეთებდი საქმეებს ადრე, სამარცხვინო იყო და აღარ გინდა ასე მოქცევა. ნაცვლად ამისა, მოქმედებ ისე, როგორც შეესაბამება ჭეშმარიტებას, გონიერებას და ღვთის განზრახვებს; შენი მოქმედების წესი შეიცვალა. როდესაც შეგიძლია ამ ყველაფრის მიღწევა, განა ეს არ ნიშნავს, რომ გადაუხვიე ანტიქრისტეთა გზიდან? და როდესაც გადაუხვიე ანტიქრისტეთა გზიდან, განა ეს არ ნიშნავს, რომ დაადექი ხსნის გზას? როდესაც დაადექი ხსნის გზას და ხშირად წარდგები ღვთის წინაშე, შენი დამოკიდებულება, განზრახვა, პერსპექტივა, შენი ცხოვრებისეული მიზნები და მიმართულება ცხოვრებაში აღარ ეწინააღმდეგება ღმერთს, იწყებ სიკეთის სიყვარულს და იწყებ სამართლიანობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების სიყვარულს. როდესაც ეს ხდება, შენი გულის სიღრმე და ფიქრები ტრანსფორმაციას იწყებს. როდესაც დაადექი ხსნის გზას, შეგიძლია კვლავ გახდე ანტიქრისტე? შეგიძლია კვლავ განზრახ გაუწიო წინააღმდეგობა ღმერთს? არა, არ შეგიძლია და ახლა საფრთხის მიღმა ხარ. მხოლოდ ამ მდგომარეობაში შესვლით დაადგებიან ადამიანები ღვთისადმი რწმენის სწორ გზას და მხოლოდ ჭეშმარიტების ამგვარად ძიებითა და მიღებით შეძლებენ ისინი განიშორონ პრობლემები, კონტროლი და არეულობა, რომელიც გამოწვეულია მათი სატანური ბუნებითა და ანტიქრისტეს ბუნებით. დაადექი ახლა ჭეშმარიტების ძიების სწორ გზას ცხოვრებაში? თუ არა, იჩქარე და ძალ-ღონე არ დაიშურო, რომ დაადგე მას. თუ ვერ შეძლებ ჭეშმარიტების ძიების გზაზე დადგომას, კვლავ საფრთხეში იცხოვრებ — ყველა, ვინც ანტიქრისტეთა გზით დადის, ნებისმიერ დროს განდევნის საფრთხის წინაშეა.

საკუთარი მოვალეობის აღსრულებისას, ადამიანთა უმეტესობა საკუთარ ანტიქრისტეს ხასიათს ებრძვის; რეპუტაციისთვის, სტატუსისთვის, ფულისა და ინტერესებისთვის ბრძოლით არიან გამოფიტული, სულიერად და ფიზიკურად დაქანცული. მაშ, როდის მოგვარდება ეს პრობლემა? მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებითა და მისი მიღების უნარით შეძლებ თანდათანობით მოიშორო შენი ანტიქრისტეს ბუნება-არსების შეზღუდვები და ბორკილები, რათა შენი სატანური ხასიათი თანდათანობით შესუსტდეს და გაქრეს; მხოლოდ ამგვარად გექნება სატანის ბატონობისგან თავის დაღწევის იმედი. გიტირიათ ამის გამო მალულად, იმ განცდით, რომ ვერასოდეს შეიცვლებით, ვერასოდეს შეიყვარებთ ჭეშმარიტებას და ვერასოდეს მოაგვარებთ საკითხებს ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად? გიგრძვნიათ საკუთარი თავის მიმართ ისეთი სიძულვილი, რომ სახეში შემოგირტყამთ და მწარე ცრემლებით გიტირიათ? ბევრჯერ გაგიკეთებიათ ეს? თუ ვინმეს ეს ხშირად არ გაუკეთებია, განა ეს მის უგრძნობლობაზე არ მეტყველებს? ასეთ ადამიანს არასოდეს შეუძლია შეიგრძნოს, რომ გახრწნილია და მაინც სჯერა, რომ კარგად მუშაობს, რომ აქვს სულიერი მონაცემები და ნიჭი, რომ ესმის მრავალი ჭეშმარიტება და შეუძლია მრავალი საკითხის პრინციპების მიხედვით მოგვარება, გრძნობს რა თავს ძალიან თავდაჯერებულად — ასეთი ადამიანი უგრძნობია, მას ჰგონია, რომ დიადია და ეს მისთვის ძალიან საშიშია! ახლა მაინც თუ აცნობიერებთ, რომ თქვენი სულიერი ზრდა მეტისმეტად მცირეა, რომ ჯერ კიდევ ვერ დაგიღწევიათ თავი შინაგანი გახრწნილებისგან და კვლავაც საფრთხის ზონაში იმყოფებით? ადამიანებს, რომლებიც არ ეძიებენ ჭეშმარიტებას, არ გააჩნიათ ეს აღქმა, ისევე როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც სულიწმიდის მოქმედების გარეშე არიან. ადამიანთა უმეტესობა გაბრუებული და დაბნეულია, ფიქრობს, რომ სანამ თავის მოვალეობას წესრიგის მიხედვით ასრულებს და ბოროტებას არ სჩადის, ის არ მიჰყვება ანტიქრისტეთა გზას და სანამ ყოველგვარ ბოროტებას არ სჩადის, ის არ არის ანტიქრისტე. სწორედ ამის გამო, უმეტესწილად უგრძნობლობის მდგომარეობაში არიან, ხშირად საკუთარი თავით კმაყოფილნი არიან, ფიქრობენ, რომ დიადები არიან და მალე მიაღწევენ ხსნას და რომ ანტიქრისტეთა გზას მათთან კავშირი არ აქვს. თქვენი ყოველდღიური ლოცვები საუკეთესო საზომია იმისა,ხართ თუ არა ამ მდგომარეობაში. რას სთხოვთ ღმერთს, როდესაც ყოველდღე მის წინაშე წარდგებით? თუ ყოველდღე ამბობთ: „ოჰ, ღმერთო, მიყვარხარ! ოჰ, ღმერთო, მზად ვარ დაგემორჩილო! ოჰ, ღმერთო, მზად ვარ შევასრულო ის დავალება, რომელიც დამაკისრე! შემიძლია ერთგულად შევასრულო ჩემი მოვალეობა და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, დავაკმაყოფილო შენი ნება და ვიყო სრულყოფილი შენ მიერ. რა ანტიქრისტეს გამოვლინებებიც უნდა მქონდეს ან რაც უნდა ნაკლებადვიცნობდე საკუთარ თავს, შენ მაინც გიყვარვარ და ჩემი გადარჩენა გსურს“, მაშინ, რისი გამოვლინებაა ეს? ეს უგრძნობლობაა, თქვენ მხოლოდ მონდომებას გამოხატავთ და საერთოდ არ გესმით საკუთარი ბუნება-არსება. თქვენ ენთუზიაზმის ფაზაში ხართ და ძალიან შორს ხართ ჭეშმარიტება-რეალობის ფლობისგან. რამდენი დრო გადის, სანამ შეძლებთ ერთი ნამდვილი ლოცვის წარმოთქმას, ღვთისთვის გულის გადაშლას, მისთვის თქვენი რეალური მდგომარეობის თქმას ისე, რომ სულში მშვიდობა და სიხარული იგრძნოთ და მიხვდეთ, რომ ჭეშმარიტად ღვთის წინაშე ცხოვრობთ? მითხარით, რამდენი დრო გადის, სანამ ამის ერთხელ გაკეთებას შეძლებთ? ერთი თვე, ორი თვე, ექვსი თვე თუ ერთი წელი? თუ არასოდეს გილოცვიათ გულწრფელად და კვლავ ისე ლოცულობთ, როგორც რელიგიურ სამყაროში მყოფი ადამიანები, მუდამ ამბობთ, რომ გიყვართ ღმერთი, მუდამ გამოხატავთ თქვენს მონდომებას, მუდამ ამბობთ ერთსა და იმავე შაბლონურ ფრაზებს, მაშინ თქვენში დიდი ნაკლოვანებაა დაჭეშმარიტება-რეალობა საერთოდ არ გაგაჩნიათ. ჩვეულებრივ, მათ, ვისაც სამი ან ხუთი წელია სწამთ ღმერთი, ღვთის წინაშე წარდგომისას არ ამბობენ ასეთ ბავშვურ და უგუნურ სიტყვებს, რადგან ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გაჰყვებიან ღმერთს; მათ, ასევე, აქვთ რწმენა და უკვე ნათლად ესმით ხილვების ჭეშმარიტებები ღვთის საქმის, ღვთის განზრახვების, ღვთის მართვის გეგმისა და ღვთის საქმის მიზნის შესახებ. ძირითადად რაზე ლოცულობენ ისინი, როდესაც ღვთის წინაშე წარდგებიან? ერთი ის არის, რომ შეიცნონ საკუთარი თავი და მეორე — თქვან ჭეშმარიტი სიტყვები: ოჰ, ღმერთო, დღეს გარკვეული სირთულეები მაქვს, ისეთი რამ გავაკეთე, რითაც შენ წინაშე დავალებული ვარ, რაღაც საკითხში ნაკლოვანება მაქვს და გთხოვ, დამიცვა და წარმმართო, ნათელი მომფინო და გამანათო. ეს ადამიანი იწყებს საკმაოდ ჭეშმარიტი სიტყვების თქმას, რომლებიც დაკავშირებულია ჭეშმარიტება-რეალობასთან და აღარ ამბობს იმ ფუჭ შეგონებებსა და ლოზუნგებს, რომლებსაც ახალმოქცეული ენთუზიასტები ამბობენ. რატომ არ ამბობენ ისინი ამ სიტყვებს? ისინი გრძნობენ, რომ ასეთი სიტყვების თქმას აზრი არ აქვს, რომ ასეთი რამეები ვერ დააკმაყოფილებს მათ შინაგან მოთხოვნილებას ჭეშმარიტებისადმი ან მათ საჭიროებას სიცოცხლეში შესვლისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წელია გწამთ, ან ფორმალურად ასრულებთ ამას თუ გულწრფელად წარდგებით ღვთის წინაშე მასთან ლოცვისას, ათიდან რამდენი დღე ამბობთ ამ ცარიელ სიტყვებსა და შაბლონურ ფრაზებს? ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ერთი დღე, მაშ რაზე ლოცულობენ ისინი დანარჩენი ცხრა დღის განმავლობაში? თუ მათი ლოცვები ეხება მათ მოვალეობასა და სიცოცხლეში შესვლას, მაშინ ეს კარგია და ეს აჩვენებს, რომ ისინი ატარებენ გარკვეულ ტვირთს ჭეშმარიტების, ღვთის სიტყვებისა და საკუთარი მოვალეობის მიმართ და რომ ისინი აღარ არიან ასეთი უგრძნობნი. რას ვგულისხმობ სიტყვებში „ისინი აღარ არიან ასეთი უგრძნობნი“? ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც საუბარი ეხება ადამიანთა გახრწნილ ხასიათსა და სხვადასხვა მდგომარეობას, ისინი რაღაცას გრძნობენ, აქვთ გაცნობიერება და გაგებაც შეუძლიათ. მათ შეუძლიათ მიაღწიონ გაგებასა და წვდომას და ესმით ეს საკითხები, როგორც არ უნდა აიხსნას ისინი და თითქმის ფეხს უწყობენ მათ — ეს აჩვენებს, რომ მათ გარკვეულ სულიერ ზრდას მიაღწიეს. რა გამოვლინებები აქვთ უგრძნობ ადამიანებს? ყოველდღე ასე ცხოვრობენ, არ ისწრაფვიან და არ აქვთ წინსვლა და სწორედ ამიტომ, ღვთისადმი ლოცვისას მუდამ ერთსა და იმავეს ამბობენ. მათ საერთოდ არ ესმით სიცოცხლეში შესვლა, არ გააჩნიათ სულიერი გაგება, ვერაფერს გრძნობენ, არავითარ რეაქციას არ ავლენენ, რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოისმინონ და როგორც არ უნდა მოხდეს ჭეშმარიტებაზე თანაზიარება, მათთვის ყველაფერი ერთფეროვანია და ერთი და იგივეს ნიშნავს. მაშ, აქვთ კი რაიმე სათქმელი ღმერთთან? რაზე ილოცებენ და რას იტყვიან ადამიანები ღვთის წინაშე წარდგომისას, დამოკიდებულია მათ გულებში არსებულ იმ სიტყვებზე, რომელთა თქმაც ღვთისთვის სურთ და გრძნობენ, რომ აუცილებლად უნდა უთხრან ეს ღმერთს. გულში სულ მცირე უნდა გქონდეს ღვთის მოთხოვნების შენეული გაგება, შენ წინაშე არსებული სირთულეები და ის, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილო ღვთის მოთხოვნები. თუ გულში არაფერი გაქვს და მხოლოდ სასიამოვნოდ ჟღერადი სიტყვების, ლოზუნგებისა და მოძღვრებების თქმა და ყველაფრის ფორმალურად შესრულება შეგიძლია, მაშინ ეს ლოცვა არ არის. თუ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულების ფიცს დებდი, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი გაგიკეთებია და საბოლოოდ მაინც მზად ხარ უღალატო ღმერთს, უარყო იგი და ნებისმიერ დროს უკან დაიხიო, მაშინ ეს აჩვენებს, რომ არ გაგაჩნია სულიერი ზრდა. თუ ახლა, ღვთის წინაშე სალოცავად წარდგომისას, მეტწილად შეძლებთ ღმერთთან თქვენი ურთიერთობის დაკავშირებას ღვთის მოთხოვნებთან და თქვენივე ხასიათის ცვლილებასთან, მაშინ ღმერთთან თქვენი ურთიერთობა მტკიცე იქნება, აღარ გაჰყვები ანტიქრისტეთა გზას და ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთისადმი რწმენის სწორ გზას დაადექი.

ახლა ნათელია თუ არა თქვენთვის ანტიქრისტეების მიერ საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების სხვადასხვა გამოვლინება, ისევე როგორც ამგვარი ქცევის ბუნების განსაზღვრებები? არის თუ არა რაიმე განსხვავება ანტიქრისტეების გამოვლინებებსა და ჩვეულებრივი ადამიანების გახრწნილი ხასიათის გამოვლინებებს შორის? შეგიძლიათ თუ არა მათი შედარება, როდესაც რეალურ პრობლემას წააწყდებით? შეგიძლიათ თუ არა ანტიქრისტეების გამოვლინებები ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანების გამოვლინებებად მიიჩნიოთ ან პირიქით? როგორ უნდა განასხვავოთ ეს ორი რამ ერთმანეთისგან? ადამიანის ხასიათის განსჯა მისი მუდმივი გამოვლინებებისა და გამჟღავნებების მეშვეობით და მისი არსის განსჯა მისი ხასიათიდან გამომდინარე, მისი დახასიათების ზუსტი გზაა. ანტიქრისტეები არ იღებენ ჭეშმარიტებას და არ ადიდებენ ღმერთს; ისინი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ და საკუთარ თავს მოწმობენ. ეს გამოვლინება უკიდურესად აშკარა და თვალსაჩინოა და იგი მთლიანად მათი სატანური ბუნებით იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანებიც განადიდებენ და მოწმობენ საკუთარ თავს, როდესაც მათ ჭეშმარიტებას უზიარებ, მათ შეუძლიათ მისი მიღება და იმის აღიარება, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და შეუძლიათ ჭეშმარიტების მიღება, უბრალოდ მათთვის ცვლილება ძალიან სწრაფად ან მარტივად არ ხდება — სწორედ ეს არის განსხვავება ანტიქრისტეებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის. ამის თქმის შემდეგ, ხდება თუ არა მარტივი მათი ერთმანეთისგან გარჩევა? ანტიქრისტეებს აქვთ ერთი მახასიათებელი: როდესაც მათ არ უყვართ ჭეშმარიტება ან უარყოფენ ჭეშმარიტებას, პირდაპირ უარყოფენ მას? (არა.) რა მეთოდს იყენებენ ისინი ჭეშმარიტების უარყოფისთვის, რომ დაინახო, რომ არ აღიარებენ ჭეშმარიტებას? ისინი დემაგოგიას მიმართავენ შენს გასაბათილებლად და ამბობენ, რომ ის, რაზეც შენ თანაზიარებ, არ არის ჭეშმარიტება და რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რაზეც თავად თანაზიარებენ. მაგალითად, ისინი ამოწმებენ საკუთარ თავს და ვინმე ამხელს მათ; ამის შემდეგ, რა გამოვლინებებს აჩვენებენ ისინი, რაც სხვებს აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ მათ არ უყვართ ან არ იღებენ ჭეშმარიტებას? დემაგოგიის გამოყენება და საკუთარი თავის გამართლების მცდელობა ერთ-ერთია, ასევე არის ფაქტობრივი სიმართლის დამალვა და სწორედ ეს სიმართლეა მათი ფარული მიზანი. მათი ფარული მიზანი საკუთარი თავის დამოწმებაა, რათა სხვებმა დიდი პატივი სცენ მათ. ისინი არ გაგაგებინებენ თავიანთ ფარულ მიზანს; უბრალოდ იტყვიან ყალბ და სასიამოვნო სიტყვებს, მიმართავენ დემაგოგიას, მოგატყუებენ, დაგაბნევენ, რათა საბოლოოდ შენ თქვა, რომ ისინი არ ამოწმებენ საკუთარ თავს და ამით ისინი თავიანთ მიზანს მიაღწევენ. ისინი ამბობენ ყალბ და სასიამოვნო სიტყვებს, მიმართავენ დემაგოგიას, ატყუებენ ხალხს, არ აღიარებენ, რომ საკუთარ თავს მოწმობენ, არ იღებენ შენ მიერ მათ მხილებას, არ იღებენ შენს საყვედურებს და მით უმეტეს, არ იღებენ ამ ფაქტობრივ დახასიათებას. ისინი ამას საერთოდ არ იღებენ და თავსაც კი იმართლებენ სიტყვებით: „ეს არ არის ჩემი მხრიდან საკუთარი თავის დამოწმება. ჩემს ნათქვამსთავისი მიზეზი და კონტექსტი ჰქონდა. იმ სიტუაციაში რამდენიმე შეუფერებელი სიტყვის თქმა სრულიად ნორმალურია და არ წარმოადგენს პრობლემას. შეიძლება ეს საკუთარი თავის დამოწმებად ჩაითვალოს? უფრო მეტიც, მე ამდენი ვიმუშავე და მიუხედავად იმისა, რომ არაფრისთვის მიმიღწევია, სირთულეები გადავიტანე. არაფერია იმაში ცუდი, თუ ზოგიერთი ადამიანი დიდ პატივს მცემს და თაყვანს მცემს“. ისინი არ თვლიან, რომ ასეთი სამარცხვინო ქცევა, ასეთი საზიზღარი ქმედება რაიმე დიდ პრობლემას წარმოადგენს — არის ეს ჭეშმარიტების მიღების დამოკიდებულება? ისინი არ გრძნობენ სირცხვილს ამ ბოროტი საქმეების გამო და საკუთარი თავი დიადიც კი ჰგონიათ — ეს არის ბოროტი ადამიანების არსი. ანტიქრისტეებს სჯერათ, რომ საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება სრულიად მართებულია და სწორედ ის არის, რაც უნდა გააკეთონ. ისინი ფიქრობენ: „მე ამას ვაკეთებ, რადგან მაქვს ეს უნარი — არიან კი სხვები ამის ღირსნი? მე მოვიპოვე ყველას მხარდაჭერა, ამდენი ძალისხმევა გავიღე ეკლესიის საქმის კეთებისას, ასეთი დიდი წვლილი შევიტანე ღვთის სახლში და ამდენი რისკი გავწიე! სამართლიანია, რომ არავითარ ჯილდოს და სარგებელს არ მაძლევ? განა ღმერთი სამართლიანი არ არის? განა ის არ მიაგებს თითოეულ ადამიანს თავისი საქმეების მიხედვით? მაშ, განა არ ვიმსახურებ ყველას მხარდაჭერას ამხელა წვლილისა და რისკის გამო?“ ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღონ და რომ მინიმალური ჯილდო უნდა იყოს ყველას მხარდაჭერა და იმ ერთგულებით, პატივითა და სარგებლით ტკბობა, რომელსაც იმსახურებენ. არის ეს ჭეშმარიტების მიღების დამოკიდებულება? (არა.) მაშ, რა არის აქ ჭეშმარიტება? მაგალითად, ეუბნები მათ: „რამდენიც უნდა იტანჯონ, ადამიანები ქმნილებები არიან და უნდა იტანჯონ, რადგან მათ აქვთ გახრწნილი ხასიათი. მოვალეობის შესრულებისას ტანჯვა ადამიანთა ტანჯვის მხოლოდ ერთ-ერთი გზაა. რაც უნდა ნიჭიერნი და უნარიანნი ვიყოთ, არ უნდა ველოდოთ რაიმე ჯილდოს ან ვცდილობდეთ ღმერთთან გარიგებას.“ განა ეს არ არის ჭეშმარიტება? ეს არის ყველაზე ფუნდამენტური ჭეშმარიტება, რომელიც ქმნილებებს უნდა ესმოდეთ. თუმცა, მოიძებნება კი ეს ჭეშმარიტება მათი ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიაში და მათ ფიქრებსა და შეხედულებებში? (არა.)როდესაც მათ ესმით ეს ჭეშმარიტება, განა იღებენ მას? არა, არ იღებენ. როგორია მათი დამოკიდებულება? მათ სჯერათ, რომ ღვთის სახლში ყოფნა წუთისოფელში ყოფნას ჰგავს, რომ ისინი თავიანთი შრომის მიხედვით უნდა დაჯილდოვდნენ, რომ თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის რაღაც უნდა მიიღონ და თუ გარკვეულ რისკს სწევენ, მაშინ უნდა მიიღონ ის სარგებელი და მადლი, რომელსაც იმსახურებენ. მოვალეობის შესრულება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა და ანაზღაურება აქ არაფერ შუაშია. იღებენ ანტიქრისტეები ამ ჭეშმარიტებას? როგორია მათი დამოკიდებულება? ისინი სავსენი არიან ზიზღითა და წინააღმდეგობით და ამბობენ: „თქვენ, სულელებო, ამასაც კი იჯერებთ! არის ეს ჭეშმარიტება? ეს არ არის ჭეშმარიტება, ეს უბრალოდ ხალხის მოტყუებაა. ადამიანთა შორის სამართლიანობა და თანასწორობა — აი, რა არის ჭეშმარიტება!“ რას ნიშნავს ამის თქმა? ეს არის სატანის ლოგიკა, ერესი და მცდარობაშეუძლიათ თუ არა მათ შეცდომაში შეიყვანონ ისინი, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტება? მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ მათი შეცდომაში შეყვანა! ზოგიერთი ადამიანი სუსტია, მას არ ესმის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები, გარდა ამისა, აკლია სულიერი მონაცემები და წვდომის უნარი, არ აქვს დიდი რწმენა და როდესაც ასეთ რამეებს ისმენს, გრძნობს, რომ ეს სრულიად ლოგიკურია და ფიქრობს: „დიახ, ნამდვილად. როგორ ვიყავი ასეთი სულელი? დღეს ძლივს შევხვდი ადამიანს, ვისაც ყველაფერი ესმის. რასაც ისინი ამბობენ, სწორია!“ ეს ადამიანები მხოლოდ უსმენენ და იღებენ იმას, რაც გონივრულად ჟღერს და შეესაბამება მათ წარმოდგენებს; ისინი არ უდგებიან ღვთის სიტყვებს იმ პრინციპით, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა. მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ღვთის სიტყვები ადამიანთა გრძნობებს, ადამიანთა აზროვნებასა და ლოგიკას, ადამიანთა წეს-ჩვეულებებსა და ჩვევებს თუ ტრადიციულ კულტურას, ღვთის სიტყვები საბოლოოა და მათი თითოეული სიტყვა, თავიდან ბოლომდე, ჭეშმარიტებაა. ღვთის სიტყვებს არ სჭირდება ვინმეს მხრიდან ეჭვქვეშ დაყენება ან გაანალიზება და მიუხედავად იმისა, მთელი კაცობრიობა მათ სწორად მიიჩნევს თუ არასწორად, ან შეუძლია თუ არა ვინმეს მათი მიღება, ღვთის სიტყვები მარადიული ჭეშმარიტებაა. ღვთის სიტყვებს არ სჭირდება დროის გამოცდის გავლა და არც კაცობრიობის მიერ მათი გამოცდილებით დადასტურება სჭირდება — ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა. ასე ფიქრობენ ანტიქრისტეები? ისინი ფიქრობენ: „ღმერთი გონიერი უნდა იყოს! რას ნიშნავს ღმერთის სამართლიანობა? განა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი, ვინც ბევრს იტანჯებიან და ძალიან უნარიანები არიან, დიდ ჯილდოს იღებენ, ხოლო ისინი, ვინც ცოტას იტანჯებიან, არ არიან ძალიან უნარიანები და არავითარი წვლილი არ შეაქვთ, მცირე ჯილდოს იღებენ?“ ამას ამბობს ღმერთი? (არა.) ღმერთი ამას არ ამბობს. რას ამბობს ღმერთი? ღმერთი ამბობს, რომ მოვალეობის შესრულება თითოეული ადამიანის მოწოდებაა, რომ მოვალეობის შესრულებას თავისი პრინციპები აქვს, რომ ყველამ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად და რომ ეს არის ის, რაც ქმნილებებმა უნდა გააკეთონ. არის აქ ნახსენები რაიმე ანაზღაურება? არის ნახსენები რაიმე ჯილდო? (არა.) აქ ანაზღაურებაზე ან ჯილდოზე საუბარიც კი არ არის — ეს ვალდებულებაა. რას ნიშნავს „ვალდებულება“? ვალდებულება არის ის, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ, რაზეც საკუთარი შრომის მიხედვით დაჯილდოება არ ვრცელდება. ღმერთს არასოდეს დაუდგენია, რომ ვინც ბევრს ასრულებს თავის მოვალეობას, დიდი ჯილდო უნდა მიიღოს და ვინც ცოტას ასრულებს თავის მოვალეობას ან ისე ასრულებს, რომ არ ვარგა, მცირე ჯილდო უნდა მიიღოს — ღმერთს არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ. მაშ, რას ამბობს ღვთის სიტყვა? ღმერთი ამბობს, რომ მოვალეობის შესრულება თითოეული ადამიანის მოწოდებაა და რომ ეს არის ის, რაც ქმნილებებმა უნდა გააკეთონ — აი, ეს არის ჭეშმარიტება. ასე ესმით ეს ანტიქრისტეებს? როგორ ეპყრობიან ისინი ღვთის ამ სიტყვებს? ისინი მათ სხვაგვარად ეპყრობიან. საკუთარი ინტერესების პერსპექტივიდან, მათ ღვთის სიტყვების უკუღმართი ინტერპრეტაცია ექნებათ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რასაც ისინი აკეთებენ, არის ღვთის სიტყვების გაყალბება; ისინი იყენებენ საკუთარ საშუალებებსა და გაგებას, რათა ღვთის სიტყვები და ჭეშმარიტება სხვა ინტერპრეტაციად აქციონ. რა არის ასეთი ინტერპრეტაციის არსი? ის მათთვის სასარგებლოა, მას შეუძლია ადამიანთა შეცდომაში შეყვანა და შეუძლია ადამიანთა პროვოცირება და ცდუნება. ისინი ღვთის სიტყვებს თავიანთი საუბრის მანერად აქცევენ, თითქოს ეს ის ჭეშმარიტებებია, რომლებსაც თავად გამოხატავენ და მას შემდეგ, რაც ღმერთი რამეს იტყვის, მათ უნდა შეცვალონ ის, თუ როგორ ამბობს ამას ღმერთი და ღვთის სიტყვების პრინციპები თავიანთი გზით. არის კი ეს კვლავ ჭეშმარიტება მას შემდეგ, რაც მათ ის თავიანთი გზით შეცვალეს? არა, არ არის — ეს მცდარობა და ერესია. შეგიძლიათამ საკითხის გარჩევა? (დიახ, გარკვეულწილად.) ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ, ზოგიერთმა ადამიანმა გარჩევის უნარი შეიძინა. რა არის ანტიქრისტეების მიერ ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობისა და მისი უარყოფის არსი? (ეს არის ღვთის სიტყვების გაყალბება და მათი უკუღმართი ინტერპრეტაცია).რა არის მათი განზრახვა ღვთის სიტყვების გაყალბებასა და მათ უკუღმართ ინტერპრეტაციაში? ეს კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა არ მიიღონ ჭეშმარიტება და მის ნაცვლად მიიღონ მათი მცდარობა და ერესი. ისინი ჭეშმარიტებას არასწორად წარმოაჩენენ თავიანთი აზროვნებისა და ლოგიკის, თავიანთი ინტერესებისა და შეხედულებების და თავიანთი წარმოდგენების შესაბამისად. შემდეგ ეს მათთვის სასარგებლო ხდება და ასევე შეუძლიათ პროვოცირება გაუწიონ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც სულელი და უგუნურია და რომელსაც არ ესმის ჭეშმარიტება, და შეცდომაში შეიყვანონ იგი. მათი სიტყვები შეიძლება სწორად მოგეჩვენოს, როდესაც მათ პირველად ისმენ, მაგრამ თუ მათ ყურადღებით გააანალიზებ, აღმოაჩენ მათში ჩასაფრებულ სატანის ამბიციებსა და მზაკვრულ გეგმებს. რა არის მათი ამბიციებისა და მზაკვრული გეგმების მიზანი? მათი მიზანია საკუთარი თავისთვის სარგებლის მოტანა, თავიანთი მოქმედების გზებისა და ქცევის გამართლება, ადამიანებისგან მათზე კარგი შეფასების მიღება, თავიანთი ცუდი და ბოროტი ქცევის შეცვლა სათანადო ქცევად და მოქმედების გზებად, რომლებიც შეესაბამება ჭეშმარიტებას. ამგვარად, მათ სჯერათ, რომ ადამიანები არ უარყოფენ მათ და ღმერთი არ დაგმობს მათ. მათ შესაძლოა შეძლონ სხვების შეცდომაში შეყვანა ისე, რომ ადამიანებმა არ უარყონ ისინი, მაგრამ შეუძლიათ თუ არა მიაღწიონ იმას, რომ ღმერთმა არ დაგმოს ისინი? შეუძლია ადამიანს ღვთის არსის შეცვლა? (არა.)აი, ამაში ვლინდება ანტიქრისტეების უდიდესი უგუნურება. მათ სურთ გამოიყენონ თავიანთი მჭევრმეტყველება და „გამჭრიახი გონება“, რათა მოიფიქრონ რაიმე სახის მცდარობა და ერესი ჭეშმარიტების გასაყალბებლად, რათა მათი მტკიცება დასაბუთებული გახდეს და ამით უარყონ ღვთის გამონათქვამები და უარყონ ჭეშმარიტების არსებობა — განა ეს მათი მხრიდან არასწორი აზროვნება არ არის? შეუძლიათ მათ თავიანთი მიზნის მიღწევა? (არა.) ზოგიერთი ადამიანი კითხულობს, რა შეიძლება გაკეთდეს, როდესაც ანტიქრისტე შეცდომაში შეიყვანს ზოგიერთ ადამიანს. თუ ასეთი ადამიანები მართლაც შეცდომაში იქნენ შეყვანილნი და არ შეუძლიათ გეზის შეცვლა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გამოაშკარავებულნი და მოკვეთილნი არიან და სრულიად დამსახურებულად. ეს ნიშნავს, რომ ისინი განწირულნი არიან და არ შეუძლიათ თავის დაღწევა; ისინი სასიკვდილოდ არიან განწირულნი და ღმერთს არასოდეს ჰქონია განზრახული მათნაირი ადამიანების გადარჩენა. ისინი ეკლესიაში ცრუ საბაბით აღწევენ, ასრულებენ გარკვეულ შრომას და ტკბებიან გარკვეული მადლით და როდესაც ღმერთს ისინი აღარ სჭირდება, ის მათ სატანას გადასცემს. ისე ხდება, რომ ისინი ისმენენ ერესსა და მცდარობას და მისი მოსმენისთანავე ტაშს უკრავენ და იწონებენ მას, შემდეგ კი მიდიან და სატანას მიჰყვებიან. რა არის ეს? ეს არის სატანის გამოყენება მსახურების გასაწევად. გამოცხადების წიგნში არის მუხლი, რომელიც ამბობს: „უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს“ (გამოცხადება 22:11). ეს ნიშნავს ადამიანთა დახარისხებას მათი გვარისამებრ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ანტიქრისტეებს მიჰყვებიან, არის ეს მხოლოდ წამიერი დაუდევრობა მათი მხრიდან? იმიტომ მოხდა ეს, რომ ღმერთი არ ფხიზლობდა? ეს ნიშნავს, რომ ისინი სასიკვდილოდ არიან განწირულნი! ასეთ ადამიანებთან გარკვეული დროით ურთიერთობის შემდეგ, დაინახავ, რომ ისინი არ იმსახურებენ გადარჩენას — ისინი მეტისმეტად საცოდავნი არიან! მათი ზნეობისა და ჭეშმარიტების ძიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი ბუნება ბოროტია და ჭეშმარიტებისადმი ზიზღითაა განწყობილი და ისინი არ იმსახურებენ გადარჩენას, არ იმსახურებენ ღვთისგან ასეთი უზარმაზარი მადლის მიღებას. თუ ღმერთი არ აძლევს მათ ამ მადლს, მაშინ ისინი უბრალოდ ვერ მიიღებენ მას და ამიტომ მათი შეჯამების ყველაზე ზუსტი გზა ორი სიტყვით არის „სასიკვდილოდ განწირულნი“.

საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება ანტიქრისტეების ძირითადი გამოვლინებაა და ამ გამოვლინების მიხედვით მათი არსის დახასიათება ძალიან მართებული და კონკრეტულია — ეს არ არის ცარიელი დახასიათება. მათი ფარული მიზნების, ამბიციების, მათი არსის გამჟღავნებებისა და მათი ქმედებების მუდმივი მიზნების გათვალისწინებით, შეიძლება დავინახოთ, რომ საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება ანტიქრისტეების დამახასიათებელი გამოვლინებაა. არსებობენ ისეთი ანტიქრისტეები, რომლებიც არასოდეს განადიდებენ და ამოწმებენ საკუთარ თავს? (არა.) რატომ არა? იმიტომ, რომ მათი ამბიციები და სურვილები იმდენად უზარმაზარია, რომ არ შეუძლიათ მათი გაკონტროლება. ადამიანთა რომელ ჯგუფშიც უნდა ცხოვრობდნენ, თუ არავინ განადიდებს და თაყვანს არ სცემს მათ, ისინი გრძნობენ, რომ სიცოცხლეს არავითარი ღირებულება ან აზრი არ აქვს, რის გამოც ასე მოუთმენლად ისწრაფვიან საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმებისკენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ისინი ცხოვრობენ იმისთვის, რომ სხვებზე აღმატებულნი იყვნენ და სჭირდებათ, რომ ადამიანები თაყვანს სცემდნენ და მიჰყვებოდნენ მათ და თუნდაც ეს ადამიანები შემაწუხებელ, საზიზღარ ბუზებს ან მათხოვართა ბრბოს ჰგავდნენ, მათთვის სულერთია. სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემენ და მიჰყვებიან მათ, ისინი თავს მშვიდად გრძნობენ. ცნობილი მომღერლების მსგავსად თაყვანისმცემლებისგან მქუხარე ტაშის მიღება რომ შეეძლოთ, მეცხრე ცაზე იქნებოდნენ, მათ უყვართ ამით ტკბობა — ეს არის ანტიქრისტეების ბუნება. როგორი ადამიანებიც არ უნდა მიჰყვებოდნენ ან სცემდნენ თაყვანს, ანტიქრისტეებს ყველა მოსწონთ. თუნდაც მათი მიმდევრები ყველაზე საცოდავნი და საზიზღარნი იყვნენ, თუნდაც მხეცები იყვნენ, სანამ ისინი განადიდებენ მათ და აკმაყოფილებენ მათ ამბიციებსა და სტატუსისკენ სწრაფვას, ანტიქრისტეებისთვის სულერთია. მაშ, შეუძლიათ ანტიქრისტეებს თავი შეიკავონ საკუთარი თავის განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმებისგან და ყველგან თავის მოწონებისგან? (არა.) ეს მათი არსია. მითხარით, როგორი ადამიანები არიან ისინი, ვინც ჭეშმარიტად მიჰყვება ღმერთს? კაცობრიობაში არსებობს ადამიანთა ტიპი, რომელთა ამორჩევა და გადარჩენაც ღმერთს სურს და ამ ადამიანებს აქვთ სინდისის, გონიერებისა და სირცხვილის მინიმალური გრძნობა. ისინი, ვინც ამაზე ოდნავ უკეთესნი არიან, უნარი შესწევთ უყვარდეთ ჭეშმარიტება, უყვარდეთ სიკეთე და უყვარდეთ ღვთის მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; მათ შეუძლიათ სძულდეთ ბოროტება, აღშფოთებას გრძნობენ, როდესაც ხედავენ უსამართლო ან ბოროტ საქმეებს და თუნდაც არ შეეძლოთ რაიმეს შეცვლა, მათ მაინც სძულთ ისინი — სულ მცირე, სწორედ ასეთი ადამიანები სურს ღმერთს. რაც შეეხება მათ, ვისაც არ გააჩნია ეს ადამიანობა და არსი, ღმერთს ისინი არ სჭირდება, რამდენიც უნდა ისაუბრონ ღვთის სიკეთეზე ან მის სიდიადეზე. მაგალითად, რელიგიური ფარისევლები განადიდებენ ღმერთს და მოწმობენ ღმერთზე ერთი და იმავე ძველი ცარიელი თეორიებითა და ზედაპირული სიტყვებით და ორი ათასი წლის შემდეგაც კი არ ბეზრდებათ მათი თქმა. ახლა, როდესაც ღმერთი ამდენ ჭეშმარიტებას გამოხატავს, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ მათ, უგულებელყოფენ მათ, ზოგიერთი კი განიკითხავს და გმობს კიდეც მათ. ეს სრულად ამხელს მათ; ღმერთმა დიდი ხნის წინ დაახასიათა ისინი, როგორც თვალთმაქცი ფარისევლები, რომლებიც სატანის ბანდის ნაწილს წარმოადგენენ; ღმერთმა ისინი დაახასიათა, როგორც დემონები და სატანები, ღორები და ძაღლები. როდესაც ანტიქრისტეები ადამიანთა ასეთ ჯგუფში ხვდებიან და ხედავენ, რომ მათგან ძალიან ცოტას თუ შეუძლია ჭეშმარიტების გაგება, რომ არცერთ მათგანს არ გააჩნია გარჩევის უნარი ან ნიჭი, ისინი ჩქარობენ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა თავის მოსაწონებლად. ზოგიერთი ტრაბახობს, რომ ერთ დროს ერთდროულად ორ მსოფლიო დონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და საბოლოოდ არ წავიდა, რადგან ირწმუნა ღმერთი და მიიღო მისი დავალება. ამის მოსმენის შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი მის მიმართ დიდ პატივისცემას იჩენს. თუ არ გესმის ჭეშმარიტება და თუ ის, რაც გიყვარს და შენი მსოფლმხედველობა ისეთივეა, როგორიც წუთისოფლის ადამიანებისა, თაყვანს სცემ ასეთ ადამიანებს და სწორედ ამიტომ, როდესაც ანტიქრისტეები ასეთ რამეებს ამბობენ, შეცდომაში შეგიყვანენ და მოგატყუებენ ისინი. ანტიქრისტეები ამგვარად ფარულად განადიდებენ საკუთარ თავს და ის სულელი ადამიანები, რომლებსაც გარჩევის უნარი არ აქვთ, შეცდომაში შეჰყავთ მათ. საბოლოოდ ანტიქრისტეები თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ და ფიქრობენ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფთაგან არავინაა რიგითი, მაშინ როცა სინამდვილეში ეს ადამიანები მხოლოდ დაბნეულთა და უმაქნისთა ბრბოა. ისინი, ვისაც არ გააჩნია ჭეშმარიტების წვდომის უნარი, სატანისა და ანტიქრისტეების მიერ ადვილად ცდება. როდესაც ისინი სატანებისა და ანტიქრისტეების საუბარს ისმენენ, გრძნობენ, რომ ეს ნამდვილად შეესაბამება მათ საკუთარ ფიქრებსა და გემოვნებას, ამიტომ სიამოვნებთ მისი მოსმენა. მათ არ შესწევთ უნარი, გამოიყენონ ნორმალური აზროვნება იმის განსასჯელად, რასაც ისმენენ და არც ისეთ ვინმეს მოძებნიან, ვისაც ესმის ჭეშმარიტება, რათა დაეხმაროს მათ ასეთი რამეების გარჩევაში; სანამ გრძნობენ, რომ ის, რასაც ისმენენ, გონივრულად ჟღერს, მზად არიან მიიღონ იგი და ამგვარად შეცდომაში შედიან ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებენ. თუ ისინი, ვისაც აქვს ჭეშმარიტების წვდომისა და გარჩევის უნარი, მოისმენენ ანტიქრისტეების საუბარს, ეცოდინებათ, რომ ეს ადამიანები სხვების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და უარყოფენ მათ. ის დაბნეული ადამიანები, რომლებსაც გარჩევის უნარი აკლიათ, ირწმუნებენ, რომ ანტიქრისტეებს აქვთ განათლება, კარგი სულიერი მონაცემები და პერსპექტივა. ისინი ამგვარად დაინახავენ მოვლენებს და შეცდომაში შევლენ რაიმე ზედაპირული ფენომენით; მათ არ ეცოდინებათ, რა არის ჭეშმარიტება-პრინციპები და წავლენ სატანების კვალდაკვალ. განა ასეთი ადამიანები საკუთარ თავს არ ღუპავენ თავიანთი სისულელისა და უგუნურების გამო? სწორედ ასეა. თუ გაქვს ანტიქრისტეების მიერ საკუთარი თავის ხშირი განდიდებისა და საკუთარი თავის დამოწმების სხვადასხვა გამოვლინების ან ამის კეთების მათი განსხვავებული გზების გარჩევის უნარი და შეგიძლია განსაჯო მათი სიტყვების მიღმა არსებული მიზანი და ფარული ზრახვები, მაშინ გაგიადვილდება ანტიქრისტეების არსის დანახვა და შეძლებ მათ დაუყოვნებლივ უარყოფასა და დაწყევლას და აღარასოდეს ნახავ მათ. რატომ გააკეთებ ამას? იმიტომ, რომ როდესაც დაინახავ ანტიქრისტეების საუბარსა და მოქმედებას, შეიძულებ მათ, იგრძნობ ზიზღს, თითქოს ბუზებს უყურებდე და მოგინდება მათი რაც შეიძლება მალე მოგერიება. ამიტომ, როგორც კი შეიძენ ანტიქრისტეების ქმედებებისა და ქცევის გარჩევის უნარს, დაუყოვნებლივ უნდა ამხილო ისინი, რათა სხვებმაც შეძლონ მათი ამოცნობა და შემდეგ პრინციპების შესაბამისად განდევნო ისინი ეკლესიიდან. გეყოფათ ამის გამბედაობა? თუ ღვთის რჩეულ ხალხს შეუძლია ამის გაკეთება, ეს აჩვენებს, რომ ისინი სულიერად გაიზარდნენ და რომ შეუძლიათ ღვთის განზრახვების გათვალისწინება და ღვთის სახლის საქმის დაცვა. როდესაც ღვთის რჩეულ ხალხს ჭეშმარიტება ესმის და გარჩევის უნარი აქვს, ანტიქრისტეებს აღარ ექნებათ დასაყრდენი ეკლესიაში ან ღვთის სახლში.

ნებისმიერ ვითარებაში, შესაძლებლობისთანავე ანტიქრისტეები თავს გამოიჩენენ და საკუთარი თავს დაამოწმებენ, და სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემენ მათ და აღფრთოვანებული, შურიანი და მოწიწებული თვალებით შესცქერიან, ისინი ბედნიერები იქნებიან — მათ არ ადარდებთ, ვინ არიან ეს ადამიანები. აქვთ თუ არა მათ გარკვეული სტანდარტები, რომელთა დაცვასაც მოითხოვენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც,ვინც მიჰყვება, თაყვანს სცემს და პატივს მიაგებს მათ? (არა.) მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები სულელები არიან, გონებრივად შეზღუდულები, ბოროტმოქმედები თუ ურწმუნოები, და საერთოდ, როგორი ადამიანებიც უნდა იყვნენ ისინი მათ შორის ისეთებიც კი, რომლებიც მოცილებულნი და განდევნილნი უნდა იქნენ, სანამ ამ ადამიანებს შეუძლიათ მიჰყვნენ, თაყვანი სცენ და განადიდონ ისინი, ანტიქრისტეები იღებენ მათ, ძალიან მოსწონთ ისინი, იგებენ მათ გულებს და იცავენ მათ. ანტიქრისტეები ამ ადამიანებს თავიანთ ცხვრებად, პირად საკუთრებად მიიჩნევენ და არავის აძლევენ მათი გადაყვანის, მხილების ან მათთან გამკლავების უფლებას. რაც არ უნდა ეპირფერონ და ემლიქვნელონ ეს ადამიანები ანტიქრისტეებს, რა გულისამრევი და საზიზღარი რამეც არ უნდა თქვან, ანტიქრისტეები ამ ყველაფრით სიიამოვნებას იღებენ ; ანტიქრისტეებისთვის ყველაფერი მისაღებია, სანამ ეს ადამიანები მათ ეპირფერებიან. ყველაფერი, რასაც ანტიქრისტეები ამბობენ და აკეთებენ, მიმართულია იმისკენ, რომ სხვებმა მათ პატივი სცენ, მოეწონოთ ისინი და მიჰყვნენ მათ. რაც უნდა ბევრი ცუდი რამ გააკეთონ მათმა მიმდევრებმა, ანტიქრისტეები არ გამოიძიებენ ამას და არ იდარდებენ იმაზე, თუ რაოდენ მზაკვრული და ბოროტგანზრახულია მათი ადამიანობა. სანამ ეს ადამიანები მიჰყვებიან და თაყვანს სცემენ მათ, ანტიქრისტეებს ისინი მოეწონებათ და სანამ ამ ადამიანებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ანტიქრისტეების ძალაუფლება და სტატუსი და არ წავლენ მათ წინააღმდეგ ან არ გაუწევენ წინააღმდეგობას, ანტიქრისტეები უკიდურესად კმაყოფილნი იქნებიან — აი, ასეთები არიან ანტიქრისტეები. მეორე მხრივ, როგორ ეპყრობიან ანტიქრისტეები იმ ადამიანებს, რომლებიც მუდამ ამხელენ მათ და ხელს უშლიან საკუთარი თავის განდიდებასა და საკუთარი თავის დამოწმებაში და ვინც ამის გამო მათ აბუჩად იგდებენ, ასევე მათ, ვინც მათთან ჭეშმარიტებაზე თანაზიარებს, ვისაც შეუძლია მათი პრობლემების არსის დანახვა და ვისაც მათი ჭეშმარიტი გარჩევის უნარი გააჩნია? ისინი მყისიერად ბრაზდებიან სირცხვილისგან და უფრთხიან, რიყავენ და თავს ესხმიან ამ ადამიანებს. საბოლოოდ კი, ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ მათ იზოლირებას, ვისაც მათი გარჩევა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. რა არის ამის მიზეზი? ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ისინი საკუთარ თავს განადიდებენ და საკუთარი თავს დაამოწმებენ, ყოველთვის ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები მათთვის თვალში ეკალივით არიან და რომ ისინი ამოიცნობენ და უარყოფენ მათ, ამხელენ მათ და ჩაუშლიან მათ გეგმებს. როგორც კი თვალს მოჰკრავენ ამ ადამიანებს, ანტიქრისტეები გულში შფოთვას იგრძნობენ და ყოველთვის მოუნდებათ მათთან გამკლავება, ფიქრობენ რა, რომ თუკი შეძლებენ ამ ადამიანებთან გამკლავებას, მაშინ, როდესაც კვლავ განადიდებენ და საკუთარი თავს დაამოწმებენ, აღარავინ იქნება მათი მამხილებელი ან ხელისშემშლელი და ისინი შეძლებენ ბოროტება აღვირახსნილად ჩაიდინონ. ეს არის პრინციპი, რომლითაც ანტიქრისტეები მოქმედებენ. როგორი ადამიანებიც უნდა ეპირფერებოდნენ, აქებდნენ ან განადიდებდნენ მათ, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ამ ადამიანების ნათქვამი ფაქტებს, თუნდაც ისინი ტყუილს ამბობდნენ, ანტიქრისტეები მზად იქნებიან მიიღონ ისინი, სიამოვნებით მოუსმენენ მათ და ეს ადამიანები მთელი გულით მოეწონებათ. მათ არ ადარდებთ, რა პრობლემები აქვთ ამ ადამიანებს და თუნდაც აღმოაჩინონ მათში პრობლემები,დამალავენ, მიჩქმალავენ მათ და სიტყვასაც არ დაძრავენ ამის შესახებ. სანამ ანტიქრისტეებს გვერდით ჰყავთ ეს ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან და ეპირფერებიან მათ, ისინი ამით ისიამოვნებენ. აი, ასე მოქმედებენ ანტიქრისტეები. შეგიძლიათ თუ არა იგივე გაალეთოთ, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ? მაგალითად, ვთქვათ, თქვენ ხართ ეკლესიის წინამძღოლები და მუშაკები, სტატუსისა და მდგომარეობის მქონე ადამიანები ღვთის რჩეულ ხალხს შორის. თუ დები და ძმები დიდ პატივს გცემდნენ, გეპირფერებოდნენ, გემლიქვნელებოდნენ და ხშირად გაქებდნენ შენ, გეუბნებოდნენ, რომ კარგად ქადაგებ, რომ კარგად გამოიყურები და რომ მათთვის საუკეთესო წინამძღოლი ხარ, შენ რას იგრძნობდი? შეძლებდი მათი სიტყვებისგანზრახვის ამოცნობას? შეძლებდი ასეთი ადამიანების უარყოფასა და მათგან განრიდებას? თუ არა, მაშინ საფრთხეში ხარ. ნამდვილად იცი, რომ არც ისე კარგად გამოიყურები, რომ არ შეგიძლია ჭეშმარიტება-რეალობაზე თანაზიარება, მაგრამ მაინც ბედნიერად გრძნობ თავს, როდესაც გესმის, როგორ გეპირფერებიან ადამიანები და ყოველთვის გსურს დაუახლოვდე და დააწინაურო ასეთი ადამიანები, განა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა გაქვს? ეს ნიშნავს, რომ საფრთხეში ხარ.

როდესაც წინამძღოლები და მუშაკები მუშაობენ, ზოგჯერ, სულიწმიდა ნათელს ჰფენს და ანათებს მათ, მათ შეუძლიათ ისაუბრონ ზოგიერთ ჭეშმარიტ გამოცდილებაზე და, ბუნებრივია, ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც დიდ პატივს და თაყვანს სცემენ მათ. ბუნებრივია, ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან მათ და საკუთარი ჩრდილივით განუყოფელნი იქნებიან მათგან — ასეთ დროს, როგორ უნდა მიუდგნენ ამ საკითხებს? ყველას აქვს თავისი მიდრეკილებები, ყველა პატივმოყვარეა; თუ ადამიანები გაიგონებენ, რომ ვინმე მოწონებითა და პირფერობით საუბრობს მათზე, ეს მათ ძალიან მოსწონთ. ეს ნორმალური გრძნობაა და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ ისინი დააწინაურებენ ვინმეს, ვისაც შეუძლია უხვად შეასხას ხოტბა და ეპირფეროს მათ, და ასეთ ადამიანს რაიმე მნიშვნელოვან საქმეზე გამოიყენებენ, მაშინ ეს სახიფათოა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ სხვების პირფერობა და მათთვის ხოტბის შესხმა, უკიდურესად ცბიერნი და მზაკვარნი არიან, ამიტომ ისინი არ არიან პატიოსანნი ან მართალნი. როგორც კი ასეთი ადამიანები სტატუსს მოიპოვებენ, მათ არავითარი სარგებელი არ მოაქვთ ღვთის რჩეული ხალხის სიცოცხლეში შესვლისთვის ან ეკლესიის საქმისთვის. ეს ადამიანები გაქნილები არიან და ყველაზე მეტად შეუძლიათ საქმის გაფუჭება. ის ადამიანები, რომლებიც შედარებით მართალნი არიან, არასოდეს ასხამენ ხოტბას სხვებს. გულში რომც მოგიწონონ, ამას ხმამაღლა არ იტყვიან და თუ აღმოაჩენენ, რომ შენ გაქვს ნაკლოვანებები ან რომ შენ რაღაც არასწორად გააკეთე, მაშინ მიგითითებენ ამაზე. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს პირდაპირი ადამიანები არ მოსწონს და როდესაც ვინმე მიუთითებს მათ ნაკლოვანებებზე ან საყვედურობს მათ, ისინი ჩაგრავენ და რიყავენ ამ ადამიანს და ეჭიდებიან კიდეც მის ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს და მუდმივად განიკითხავენ და გმობენ მას. ასეთი საქციელით, განა ისინი არ ჩაგრავენ და არ აზიანებენ კარგ ადამიანებს? ამგვარი ქმედებები და ასეთი კარგი ადამიანების დევნა არის ის, რაც ღმერთს ყველაზე მეტად სძულს. კარგი ადამიანების დევნა ბოროტმოქმედებაა! თუ ვინმე უამრავ კარგ ადამიანს დევნის, მაშინ ის ეშმაკია. წინამძღოლები და მუშაკები ყველას სამართლიანად და სიყვარულით უნდა ეპყრობოდნენ და საკითხებს პრინციპის მიხედვით უნდა აგვარებდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გყავს ადამიანები, რომლებიც გეპირფერებიან და გემლიქვნელებიან და შენს გარშემო ტრიალებენ, შენ მათ სწორად უნდა მოეპყრო, სიყვარულით დაეხმარო და წარმართო, რომ შეასრულონ სათანადო დავალებები და არ ეპირფერონ ადამიანებს ისე, როგორც ამას არამორწმუნენი აკეთებენ; ნათლად გამოხატე შენი პოზიცია და თვალსაზრისი, აგრძნობინე მათ დამცირება და სირცხვილი, რათა აღარასოდეს გააკეთონ ეს. თუ შენ შეძლებ პრინციპების დაცვას და ადამიანებს სამართლიანად მოეპყრობი, მაშინ განა სატანის მოდგმის ეს საზიზღარი ჯამბაზები არ შერცხვებიან? ეს სატანას შეარცხვენდა და ღმერთს ასიამოვნებდა. მათ, ვისაც სხვების პირფერობა უყვარს, სჯერათ, რომ წინამძღოლებსა და მუშაკებს უყვართ ის ადამიანები, რომლებიც მათ ეპირფერებიან და როდესაც ვინმე მათ ეპირფერება და ემლიქვნელება, მათი პატივმოყვარეობა და სტატუსისკენ სწრაფვა კმაყოფილდება. ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება, არ მოსწონთ ეს ყველაფერი, მათ ძალიან სძულთ და ეზიზღებათ ეს. მხოლოდ ცრუ წინამძღოლებს სიამოვნებთ, როდესაც მათ ეპირფერებიან. ღვთის სახლმა შეიძლება არ შეასხას ხოტბა ან არ შეაქოს ისინი, მაგრამ თუ ღვთის რჩეული ხალხი ასხამს ხოტბას და აქებს მათ, ისინი თავს ძალიან კმაყოფილად გრძნობენ, ძალიან სიამოვნებთ და საბოლოოდ, ამისგან გარკვეულ ნუგეშს იღებენ. ანტიქრისტეებს კიდევ უფრო მეტად სიამოვნებთ, როდესაც მათ ეპირფერებიან და ყველაზე მეტად ის სიამოვნებთ, როდესაც ასეთი ადამიანები დაუახლოვდებიან და მათ გარშემო ტრიალებენ. განა ეს პრობლემური არ არის? აი, ასეთები არიან ანტიქრისტეები; მოსწონთ, როდესაც ადამიანები აქებენ და ხოტბას ასხამენ მათ, თაყვანს სცემენ და მიჰყვებიან, მაშინ როცა ჭეშმარიტების მაძიებლებსა და შედარებით მართალ ადამიანებს ამგვარი არაფერი მოსწონთ. შენ უნდა დაუახლოვდე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შენთან გულწრფელად საუბარი; ასეთი ადამიანების გვერდით ყოლა შენთვის ძალიან სასარგებლოა. კერძოდ, შენ გარშემო ისეთი კარგი ადამიანების ყოლა, რომლებსაც შენში პრობლემის აღმოჩენისას აქვთ გამბედაობა, გისაყვედურონ და გამხილონ, დაგიცავს გზის აცდენისგან. მათ არ ადარდებთ, როგორია შენი სტატუსი, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ ჭეშმარიტება-პრინციპების საწინააღმდეგოდ იმოქმედე, საჭიროების შემთხვევაში გისაყვედურებენ და გამხელენ. მხოლოდ ასეთი ადამიანები არიან მართალნი, სამართლიანობის გრძნობის მქონე ადამიანები. როგორც არ უნდა გამხილონ და გისაყვედურონ, ეს ყველაფერი შენთვის სასარგებლოა და შენზე ზედამხედველობასა და წინსვლისკენ ბიძგს ემსახურება. შენ უნდა დაუახლოვდე ასეთ ადამიანებს; როდესაც ასეთი ადამიანებიგვერდით არიან შენს დასახმარებლად, ბევრად უფრო დაცული ხდები — აი, რას ნიშნავს ღვთის მფარველობის ქონა. შენს გვერდით ყოველდღიურად ისეთი ადამიანების ყოლა, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება, იცავენ პრინციპებს და ზედამხედველობას გიწევენ, ძალიან სასარგებლოა შენთვის, რათა კარგად შეასრულო შენი მოვალეობა და საქმე. შენს თანაშემწეებად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გყავდეს ცბიერი, მზაკვარი ადამიანები, რომლებიც გემლიქვნელებიან და გეპირფერებიან; ასეთი ადამიანების შენზე მოწებება ჰგავს, თითქოს მყრალი ბუზების დაგეხვნენ და უამრავი ბაქტერიისა და ვირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდები! ასეთი ადამიანები, სავარაუდოდ, ხელს შეგიშლიან და გავლენას მოახდენენ შენს საქმეზე, მათ შეუძლიათ შენი ცდუნებაში ჩაგდება და გზიდან გადაგახვევა; მათ, შეიძლება, უბედურება და განსაცდელიც კი მოიტანონ. ამიტომ მათგან თავი შორს უნდა დაიჭირო, რაც უფრო შორს, მით უკეთესი. ხოლო, თუ შეძლებ ამოიცნო ურწმუნოთა არსი და ეკლესიიდან მოიცილებ მათ, ეს კიდევ უკეთესი იქნება. როდესაც ჭეშმარიტების მაძიებელი მართალი ადამიანი დაინახავს, რომ პრობლემა გაქვს, ის სიმართლეს გეტყვის, მიუხედავად შენი სტატუსისა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოექცევი მას ან თუნდაც გაათავისუფლო იგი. ის არასოდეს შეეცდება მის მიჩქმალვას ან მიკიბვ-მოკიბვით საუბარს. შენ გარშემო ასეთი ადამიანების მრავლად ყოლა ძალიან სასარგებლოა! როდესაც პრინციპების საწინააღმდეგოდ მოიქცევი, ისინი გამხელენ, გამოთქვამენ აზრს შენს საკითხებზე და გულწრფელად და პატიოსნად მიუთითებენ შენს პრობლემებსა და ნაკლოვანებებზე; ისინი არ შეეცდებიან დაგეხმარონ სახელის შენარჩუნებაში და არც კი მოგცემენ შანსს, თავიდან აირიდო უხერხულობა მრავალი ადამიანის წინაშე. როგორ უნდა მოეპყრო ასეთ ადამიანებს? უნდა დაჩაგრო ისინი თუ დაუახლოვდე მათ? (უნდა დაუახლოვდე.) სწორია. გული უნდა გადაუშალო, მათთან თანაზიარება უნდა გქონდეს და უთხრა: „ის პრობლემა, რომელზეც მიმითითე, ნამდვილად მქონდა. იმ დროს პატივმოყვარეობითა და სტატუსზე ფიქრებით ვიყავი შეპყრობილი. ვფიქრობდი, რომ ამდენი წლის განმავლობაში წინამძღოლი ვიყავი, შენ კი არა მხოლოდ არ შეეცადე ჩემთვის ავტორიტეტის შენარჩუნებას, არამედ ამდენი ადამიანის წინაშე მიმითითე პრობლემებზე, ამიტომ ვერ მივიღე შენი ნათქვამი.. თუმცა, ახლა ვხედავ, რომ ჩემი საქციელი ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა პრინციპებსა და ჭეშმარიტებას და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. რას ნიშნავსწინამძღოლის ადგილი? განა ეს უბრალოდ ჩემი მოვალეობა არ არის? ჩვენ ყველანი ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ და სტატუსით ყველანი თანასწორნი ვართ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მე ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, სულ ეს არის. თუ მომავალში რაიმე პრობლემას აღმოაჩენ, თქვი ის, რაც სათქმელია და ჩვენ შორის არავითარი პირადი წყენა არ იარსებებს. თუ ჭეშმარიტების გაგებაში განსხვავებული აზრები გვექნება, შეგვიძლია ერთად გვქონდეს თანაზიარება. ღვთის სახლში, ღვთისა და ჭეშმარიტების წინაშე, ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ და არა გაუცხოებულნი.“ ეს არის ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებისა და მისი სიყვარულის დამოკიდებულება. რა უნდა გააკეთო, თუ გსურს, რომ ანტიქრისტეს გზას თავი აარიდო? ინიციატივა უნდა გამოიჩინო და დაუახლოვდე ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება, რომლებიც მართალნი არიან; დაუახლოვდე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მიუთითონ შენს პრობლემებზე, რომლებსაც შეუძლიათ გულწრფელად ისაუბრონ და გისაყვედურონ, როდესაც შენს პრობლემებს აღმოაჩენენ, და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შენი გასხვლა, როდესაც შენს პრობლემებს აღმოაჩენენ — სწორედ ეს ადამიანები არიან შენთვის ყველაზე სასარგებლონი და უნდა აფასებდე მათ. თუ გარიყავ და მოიცილებ ასეთ კარგ ადამიანებს, მაშინ დაკარგავ ღვთის მფარველობას და უბედურება თანდათანობით დაგატყდება თავს. კარგ ადამიანებთან და ჭეშმარიტების მცოდნე ადამიანებთან დაახლოებით, გექნება მშვიდობა და სიხარული და შეძლებ უბედურების თავიდან არიდებას; ხოლო საძაგელ და უსირცხვილო ადამიანებთან დაახლოება, ვინც გეპირფერება, საფრთხეში ჩაგაგდებს. არა მხოლოდ ადვილად მოგატყუებენ და გაგაბრიყვებენ, არამედ უბედურება შეიძლება ნებისმიერ დროს დაგატყდეს თავს. უნდა იცოდე, როგორი ადამიანი მოგიტანს ყველაზე მეტ სარგებელს — სწორედ ისინი, ვისაც შეუძლია გაგაფრთხილოს, როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, ან როდესაც საკუთარ თავს განადიდებ და საკუთარ თავს დაამოწმებ და სხვებს შეცდომაში შეიყვან, სწორედ მათ მოაქვთ შენთვის ყველაზე მეტი სარგებელი. ასეთ ადამიანებთან დაახლოება სწორი გზაა. შეგიძლიათ ამის გაკეთება? თუ ვინმე იტყვის ისეთ რამეს, რაც შენს რეპუტაციას აზიანებს და თელი ცხოვრება ბრაზს ჩაიდებ მის მიმართ და იტყვი: „რატომ მამხილე? მე არასოდეს მოგქცევივარ ცუდად. რატომ უნდა მირთულებდე ყოველთვის საქმეს?“ შემდეგ, გულში წყენას ჩაიდებ, თქვენ შორის ბზარი გაჩნდება და მუდამ იფიქრებ: „მე წინამძღოლი ვარ, მაქვს ეს ვინაობა და სტატუსი და არ მოგცემ უფლებას, ასე ისაუბრო“, მაშინ როგორი გამოვლინებაა ეს? ეს არის ჭეშმარიტების მიუღებლობა და სხვებთან დაპირისპირება; ეს არის გარკვეულწილად უგუნურება. განა ეს შენი სტატუსზე ფიქრები პრობლემებს არ ქმნის? ეს აჩვენებს, რომ შენი გახრწნილი ხასიათი მეტისმეტად მძიმეა. ისინი, ვინც მუდამ სტატუსზე ფიქრობენ, ანტიქრისტეს მძიმე ხასიათის მქონე ადამიანები არიან. თუ ისინი ბოროტებასაც ჩაიდენენ, მაშინ ძალიან მალე გამოაშკარავდებიან და მოიკვეთებიან. რაოდენ სახიფათოა ადამიანებისთვის ჭეშმარიტების უარყოფა და მიუღებლობა! სტატუსისთვის მუდმივი ბრძოლა და სტატუსით მიღებული სიკეთეებით ტკბობის წადილი საფრთხის ნიშნებია. როდესაც ადამიანის გული მუდამ სტატუსით არის შებოჭილი, შეუძლია მას კვლავ ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და საკითხების პრინციპის მიხედვით მოგვარება? თუ ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენება და ყოველთვის დიდების, სარგებლისა და სტატუსის გულისთვის მოქმედებს, თავის ძალაუფლებას ყოველთვის საქმეების საკეთებლად იყენებს, განა ეს არ ნიშნავს, რომ ის აშკარა ანტიქრისტეა, რომელიც თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს?

საკუთარი თავის განდიდება და საკუთარი თავის დამოწმება, ანტიქრისტეების ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია. ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვებთან ურთიერთობისა და საქმეების მოგვარებისას, თუ ეკლესიურ ცხოვრებაში, ამ გამოვლინებების დანახვა ყოველთვის შესაძლებელია, რადგან ეს გამოვლინებები გახრწნილი ხასიათის გამოაშკარავებაა. მაგალითად, ჭეშმარიტებები, რომლებიც უკავშირდება იმას, თუ როგორ უდგება ადამიანი თავის მოვალეობას, როგორ ეპყრობა სხვებს და როგორ ამოიცნობს სხვებს, არის ის ჭეშმარიტებები, რომლებიც ჩვენ თანაზიარებისას განვიხილეთ. ნუთუ იცით ამ საკითხების კონკრეტული გამოვლინებები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამპრობლემებად ვერ აღიქვამთ? ან იქნებ ჯერ არ დაგიწყიათ შესვლა ამ კონკრეტულ პრობლემებზე დაყრდნობით? თუ ხასიათით არ დაიწყებთ, ან ზოგჯერ ავლენთ ამ გამოვლინებებს, მაგრამ არ იცით, არის თუ არა ეს ხასიათის პრობლემა და ამიტომ უგულებელყოფთ მათ, მაშინ შორს ხართ ხასიათის შეცვლისგან. თუ ვერ აცნობიერებ, რომ ეს გამოვლინებები ნიშნავს, რომ საკუთარ თავს განადიდებ და საკუთარ თავს დაამოწმებ, თუ არ იცი, რომ ამ გამოვლინებებს შენი გახრწნილი ხასიათი მართავს და მათ ერთგვარ პიროვნულ თვისებად, საქმის კეთების თანდაყოლილ გზად ან შემეცნებად მიიჩნევ და აკნინებ მათ და არ აღიქვამ მათ შენი გახრწნილი ხასიათისა და გახრწნილი არსის გამოაშკარავებად, მაშინ გაგიჭირდება შესაბამისი გახრწნილი ხასიათის შეცვლა. ის, რის გაცნობიერებაც ადამიანებს შეუძლიათ, რაც ხასიათს უკავშირდება, იქნება ეს საქმის კეთების გზა თუ მათი მდგომარეობა, გარეგნული ქცევა თუ მათი საუბარი და განცხადებები, მათი ფიქრები და შეხედულებები თუ რაიმე საკითხის გაგება, სანამ ეს ხასიათი-არსს უკავშირდება, მათ ყოველთვის უნდა მიიჩნიონ იგი ადამიანის ბუნება-არსების განსახიერებად ან გამოაშკარავებად; ამგვარად, განა მათი გაგება არ გაფართოვდება? მათ მხოლოდ დიდი საკითხები კი არ უნდა ესმოდეთ, მაგალითად ის, რომ ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს, არ უყვარს ჭეშმარიტება, ხარბად ესწრაფვის სტატუსს, ან თავისი სიტყვებით შეცდომაში შეჰყავს ხალხი, არამედ უნდა ესმოდეთ ყველაფერი მცირე საკითხებიდან, როგორიცაა კონკრეტული იდეები და განზრახვები, დიდ საკითხებამდე, როგორიცაა არგუმენტი ან განცხადება. მე ახლახან სულ ექვსი რამ ვახსენე, რომელთა შორის იყო ფიქრები და შეხედულებები, ასევე, რაიმე საკითხის გაგება. ფიქრები და შეხედულებები არის ის, რაც ადამიანის ცნობიერებასა და აზროვნებაში არსებობს; გაგება არის ის, რაც უკვე აღიარებულია და რის შესახებაც ადამიანს შეუძლია კონკრეტული სიტყვებისა და განცხადებების ჩამოყალიბება; შემდეგ მოდის ქცევა და ენა. სულ ოთხი რამ არის. ასევე, არსებობს განცხადებები და არგუმენტები. რას უპირისპირდება განცხადებები და არგუმენტები? (განზრახვებსა და იდეებს.) იდეები საკმაოდ ბუნდოვანი რამ არის, რომლებიც გონებაში გაუცნობიერებლად ჩნდება. ისინი ჯერ არ არის განსაზღვრული, როგორც სწორი ან არასწორი, ადამიანი უბრალოდ ფიქრობს მათზე და ისინი ჯერ არ ჩამოყალიბებულა მასში, მაშინ როცა წარმოთქმული არგუმენტები უკვე ჩამოყალიბებულია. სულ არის სამი ჯგუფი და ექვსი ასპექტი. მიიჩნიეთ ეს ექვსი რამ თქვენი გახრწნილი ხასიათის არსის გაკვეთისა და ხასიათის შეცვლის მიღწევის გზად, ამიერიდან დაიწყეთ საკუთარი გახრწნილი ხასიათისა და გახრწნილი არსის შეცნობა ამ ექვსი ასპექტიდან და ამგვარად ჭეშმარიტად შეიცნობთ საკუთარ თავს.

გჭირდებათ გარკვეული დრო დღევანდელი თანაზიარების მოსმენის შემდეგ, რათა გაიაზროთ ის, რაც მოისმინეთ? როდესაც იკრიბებით, შეგიძლიათ ითანაზიაროთ გარკვეულ ნათელზე ან ამ საფუძველზე შეადაროთ ეს საკუთარ თავს? ეს გადამწყვეტია და ყველაზე მეტად სასარგებლოა თქვენთვის. როდესაც იკრიბებით, უნდა ითანაზიაროთ, გაცვალოთ იდეები და განიხილოთ თქვენი გამოცდილება და შეცნობილი — ეს ყველაზე ეფექტურია. ჩვენ ადრე ყოველთვის ვიყენებდით სიტყვას „დაფიქრება“; სასაუბრო ენაზე ვამბობთ გადაღეჭვა“. ეს ნიშნავს, რომ მეტი იკითხოთ, მეტი იკითხოთ ლოცვით, მეტი იფიქროთ და მეტი ეძიოთ, აიღოთ ის, რაც იმ დროს გაიგეთ, ასევე ის, რაც ვერ გაიგეთ და მოძღვრებად მიიჩნიეთ, მნიშვნელოვანი პუნქტები, პუნქტები, რომლებიც ყველამ არასწორად გაიგო და პუნქტები, რომლებსაც ვერ ჩასწვდით; უნდა ფოკუსირდეთ მათზე თანაზიარებისას — აი, რას ნიშნავს „„გადაღეჭვა“. ამგვარად, თქვენი გაგება ამ ჭეშმარიტებების დეტალების, ჭეშმარიტებებს შორის არსებული სხვადასხვა განსხვავებისა და თითოეული ჭეშმარიტების განმარტების შესახებ სულ უფრო ნათელი და ზუსტი გახდება. ფიქრობთ რომ სხვადასხვა ჭეშმარიტება, რომელიც გაიგეთ და პრაქტიკაში გამოიყენეთ ბოლო წლებში, უფრო ბუნდოვანი გახდა თუ უფრო ნათელი წინანდელთან შედარებით? (უფრო ნათელი.) ამ წლების განმავლობაში, თქვენს გზაზე მოხდა თუ არა რაიმე დიდი ცვლილება ღვთისადმი რწმენის, იმ მიმართულებაში, რომლითაც საკუთარ თავს წარმართავთ და თქვენი მოვალეობის შესრულების მიღმა არსებულ განზრახვაში, მოტივაციასა და თავდაპირველ იმპულსში? (ღვთისგან გარკვეული გვემა-წვრთნის გავლისა და ღვთის სიტყვების ჭამა-სმის შემდეგ, ვგრძნობ, რომ გარკვეული ცვლილება მოხდა.) ის, რომ ცვლილება მოხდა, სწორია და ასეც უნდა მომხდარიყო. ზოგიერთი ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში გულგრილი იყო და ამდენი ქადაგების მოსმენის შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა. გულის სიღრმეში მათ არაფერი უჩუყებთ გულს, ანუ არცერთ შეკრებას ან თანაზიარებას არ შეუძლია შეცვალოს ის მიმართულება, რომლითაც ისინი მიდიან — ძალიან გაშეშებულნი და ჩლუნგნი არიან! ხსნის მიღწევის გზა ახლა სულ უფრო და უფრო ნათელი უნდა ხდებოდეს და გამოცდილების მქონენი ნათლად და მკაფიოდ ხედავენ იმ გზებს, რომლებითაც ღმერთი იხსნის ადამიანს და მის მიზანს ამის კეთებისას. თუ ამდენი წლის რწმენის შემდეგაც არ იცი როგორ იხსნის ღმერთი ადამიანებს და როგორ განწმენდს მათ გახრწნილებისგან, მაშინ ეს აჩვენებს, რომ საერთოდ არ გესმის ჭეშმარიტება და ოდნავადაც ვერ წვდები ღვთის საქმეს. განა ასეთი ადამიანები დაბნეულნი არ არიან თავიანთ რწმენაში?

2019 წლის 20 მარტი

წინა: პუნქტი მესამე: ჭეშმარიტების მაძიებელთა გარიყვა და მათზე თავდასხმა

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება