ექსკურსი მეხუთე: ანტიქრისტეთა ზნეობის და მათი ხასიათი-არსის შეჯამება (ნაწილი მეორე)

II. განსხვავება ზნეობასა და ხასიათი-არსს შორის

გასულ ჯერზე ჩვენ შევაჯამეთ ანტიქრისტეთა ზნეობა. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რას მოიცავს ის? (პირველი პუნქტია ჩვეული სიცრუე, მეორე — ცბიერად და დაუნდობლად ყოფნა, მესამე — ღირსების გრძნობის უქონლობა და სირცხვილის უგულებელმყოფლად ყოფნა, მეოთხე — ეგოისტად და მდაბლად ყოფნა, მეხუთე — ძლიერთა მიკედლება და სუსტთა ჩაგვრა, ხოლო მეექვსე — ნორმალურ ადამიანებზე მეტად მატერიალურ ნივთებზე დახარბებულობა.) სულ ექვსი პუნქტია. ამ ექვსი პუნქტიდან გამომდინარე, ანტიქრისტეთა ზნეობას აკლია ადამიანობა, სინდისი და გონიერება. მათი ზნეობრივი მთლიანობა დაბალია, ხოლო მათი ზნეობა — ამაზრზენი. დავუშვათ, შენ არ იცი ან ვერ წვდები ადამიანის ხასიათს, ან იმას, კარგია ის თუ ცუდი, მაგრამ მისი ზნეობის გაცნობისას აღმოაჩენ, მაგალითად, რომ მას ისეთი ამაზრზენი ზნეობა აქვს, როგორიცაა ჩვეული სიცრუე, ღირსების გრძნობის უქონლობა ან ცბიერად და დაუნდობლად ყოფნა. მაშინ შეგიძლია წინასწარ დაახასიათო ის, როგორც ადამიანი, რომელსაც არ აქვს სინდისი, კეთილი გული ან კეთილშობილური ზნეობა და რომელსაც, ამის ნაცვლად, ცუდი, უკიდურესად მდარე და ბოროტი ადამიანობა აქვს. თუ ასეთ ადამიანებს სტატუსი არ აქვთ, მაშინ ისინი წინასწარი შეფასებით შეიძლება დახასიათდნენ, როგორც ბოროტი ადამიანები; მათი ზნეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა ისინი სრულად და ამომწურავად დავახასიათოთ ანტიქრისტეებად? თუ მხოლოდ მათი ადამიანობის ამ გამოვლინებებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ასეთი ადამიანები 80%-იანი დარწმუნებით ანტიქრისტეებად დავახასიათოთ. მათ მხოლოდ ანტიქრისტეთა ხასიათი კი არ აქვთ და საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ მათი ადამიანობა ბოროტი, ცუდი და მდარეა; ამიტომ, შეგვიძლია ისინი წინასწარ დავახასიათოთ ანტიქრისტეებად. რადგან არცერთ ადამიანს, რომელიც ანტიქრისტედ ხასიათდება, არ აქვს კარგი ადამიანობა, პატიოსნება, სიკეთე, უბრალოება, პირდაპირობა, სხვების მიმართ გულწრფელობა ან ღირსების გრძნობა; არცერთი ადამიანი, რომელსაც ზნეობის ეს ასპექტები აქვს, ანტიქრისტე არ არის. ანტიქრისტეთა ადამიანობა, უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ მდარეა. მათ აკლიათ სინდისი და გონიერება და, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ ის ზნეობა, რომელიც ადამიანობისა და კეთილშობილური ზნეობრივი მთლიანობის მქონე ადამიანებს აქვთ. ამიტომ, ანტიქრისტეთა ზნეობიდან გამომდინარე, თუ მათ სტატუსი არ აქვთ და მხოლოდ ჩვეულებრივი მიმდევრები ან მოვალეობის შემსრულებელი ჯგუფის რიგითი წევრები არიან, მაგრამ მათი ზნეობა საკმაოდ მდარეა და ანტიქრისტეს ზნეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ადამიანები წინასწარ დავახასიათოთ ანტიქრისტეებად. რა უნდა გაკეთდეს მათთან მიმართებით, ვისი ნამდვილი სახის დანახვაც შეუძლებელია? ისინი არ უნდა დაწინაურდნენ და მათ არ უნდა მიეცეთ სტატუსი. ზოგმა შეიძლება თქვას: „თუ მათ სტატუსს მივანიჭებთ, განა ეს არ განსაზღვრავს, არიან თუ არა ისინი ანტიქრისტეები?“ სწორია ეს განცხადება? (არა, არ არის სწორი.) თუ ასეთ ადამიანებს სტატუსს მივანიჭებთ, ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, და გააკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ანტიქრისტეს შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, ისინი დააარსებენ დამოუკიდებელ სამეფოებს და, გარდა ამისა, ადამიანებს გააკონტროლებენ. გააკეთებს ამ ტიპის ადამიანი ისეთ რამეს, რაც ღვთის სახლისთვის სასიკეთოა? (არა, არ გააკეთებს.) როგორც კი ასეთი ადამიანები სტატუსს მოიპოვებენ, მათ შეუძლიათ დააარსონ დამოუკიდებელი სამეფოები, იმოქმედონ თავაშვებულად, გამოიწვიონ არევ-დარევა და დაბრკოლებები, შექმნან დაჯგუფებები და ჩაიდინონ ბოროტი ადამიანების ყველანაირი საქმე. ეს ჰგავს ვენახში მელიის შეშვებას, ღვთის რჩეული ხალხის ბოროტი ადამიანების ხელში ჩაგდებას და მათ ეშმაკებისა და სატანების ხელში გადაცემას. როგორც კი ეს ადამიანები ძალაუფლებაში მოვლენ, წინასწარვე ნათელია, რომ ისინი ყოველგვარი ეჭვის გარეშე ანტიქრისტეები არიან. თუ ვინმე მხოლოდ მათ ზნეობაზე დაყრდნობით განსაზღვრავს, არიან თუ არა ეს ადამიანები ანტიქრისტეები, ბევრ მათგანს, ვინც არ იცის ნამდვილი ფაქტები, არ ესმის ანტიქრისტეთა ხასიათი-არსი ან არ შეუძლია მისი გარჩევა, ეს შეიძლება ცოტათი გადაჭარბებულად მოეჩვენოს. მათ შეიძლება იფიქრონ: „რატომ უნდა ჩამოვწეროთ ვინმე საბოლოოდ ან დავგმოთ მხოლოდ ამის საფუძველზე? უსამართლობად მიმაჩნია, ადამიანს ანტიქრისტეს იარლიყი მივაკრათ მანამ, სანამ მას რამე არ გაუკეთებია“. თუმცა, ანტიქრისტეთა ხასიათი-არსიდან გამომდინარე, მათ ცალსახად აკლიათ კარგი ადამიანობა. უპირველეს ყოვლისა, ისინი ნამდვილად არ არიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვიან; მეორე, მათ ცალსახად არ უყვართ ჭეშმარიტება; გარდა ამისა, ისინი საერთოდ არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ემორჩილებიან ღვთის სიტყვებს, აქვთ ღვთისმოშიშება და განერიდებიან ბოროტებას. რაც შეეხება მათ, რომელთაც ასეთი თვისებები არ გააჩნიათ, სრულიად ცხადია, მათი ზნეობა კეთილშობილურია თუ მდაბალი, კარგია თუ ცუდი.

გასულ შეკრებაზე ჩვენ გვქონდა თანაზიარება სხვადასხვა ქცევაზე, საუბრისა და საკითხების მოგვარების მანერებზე და სხვა მსგავს რამეებზე, რომლებიც ანტიქრისტეთა ზნეობაში ვლინდება. თუ მხოლოდ პიროვნების ზნეობიდან გამომდინარე სრულად ვერ განვსაზღვრავთ, არის თუ არა ის ანტიქრისტე, მაშინ აუცილებელია, განვაგრძოთ თანაზიარება ანტიქრისტეთა ხასიათი-არსზე. ერთი მხრივ, ანტიქრისტეთა ზნეობის კვლევითა და გარჩევით, ხოლო მეორე მხრივ, მათი ხასიათი-არსის კვლევით, ამ ორის გაერთიანებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, პიროვნებას მხოლოდ ანტიქრისტეს ხასიათი აქვს თუ ის მართლაც ანტიქრისტეა. დღეს მოდით შევაჯამოთ, რა ხასიათი-არსები აქვთ ანტიქრისტეებს. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უკეთ მოვახდინოთ იმის იდენტიფიცირება, გავარჩიოთ ან განვსაზღვროთ, არის თუ არა ადამიანი ანტიქრისტე.

რაც შეეხება ხასიათს, ჩვენ ადრე კონკრეტულად შევაჯამეთ ის — რა არის ადამიანების გახრწნილი ხასიათები? (შეუვალობა, ამპარტავნება, მზაკვრობა, ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება.) მეტ-ნაკლებად, სწორედ ეს ექვსია, ხოლო ხასიათის სხვა განმარტებები, როგორიცაა ეგოიზმი და მდაბლობა, ნაწილობრივ დაკავშირებულია ამ ექვსიდან ერთ-ერთთან ან მსგავსია ერთ-ერთის. მითხარით, არსებობს თუ არა განსხვავება ადამიანის ზნეობასა და მის ხასიათი-არსს შორის? რა განსხვავებაა? ზნეობა, უპირველეს ყოვლისა, სინდისითა და გონიერებით იზომება. ის მოიცავს იმას, აქვს თუ არა ადამიანს ზნეობრივი მთლიანობა, კეთილშობილურია თუ არა მისი ზნეობრივი მთლიანობა, აქვს თუ არა ღირსება, გააჩნია თუ არა ადამიანური მორალი, როგორია მისი მორალის დონე, აქვს თუ არა მას საკუთარი ქცევისას ზღვარი, რომელსაც არ გადააბიჯებს, და პრინციპები, კარგია თუ ბოროტი მისი ადამიანობა და არის თუ არა ის უბრალო და პატიოსანი — ეს ასპექტები ადამიანის ზნეობას ეხება. არსებითად, ზნეობა შედგება სიკეთისა და ბოროტების, დადებითი და უარყოფითი რამეების, აგრეთვე სწორისა და არასწორის მიმართ ადამიანების თითოეული არჩევანისა და მიდრეკილებებისგან, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ავლენენ — სწორედ ამას ეხება ზნეობა. ეს, ძირითადად, ჭეშმარიტებას არ ეხება; ის მხოლოდ სინდისის სტანდარტით, აგრეთვე კარგი და ბოროტი ადამიანობით იზომება და სინამდვილეში ჭეშმარიტების დონემდე არ ადის. თუ საქმე ხასიათს ეხება, ის ადამიანის არსის საფუძველზე უნდა გაიზომოს. სიკეთეს ანიჭებს ადამიანი უპირატესობას თუ ბოროტებას, და როდესაც საქმე ეხება სამართლიანობასა და უკეთურებას, აგრეთვე დადებით და უარყოფით რამეებს, რას ავლენს ის, სინამდვილეში როგორია მისი თითოეული არჩევანი და მის მიერ გამოვლენილი ხასიათი და როგორი შეიძლება იყოს მისი რეაქციები — ყოველივე ეს ჭეშმარიტების გამოყენებით უნდა გაიზომოს. თუ პიროვნების ზნეობა შედარებით კეთილია, თუ მას სინდისი და გონიერება აქვს, შეიძლება მავანმა თქვას, რომ მას გახრწნილი ხასიათი არ აქვს? (არა, არ შეუძლია.) თუ ადამიანი ძალიან კეთილია, აქვს მას ამპარტავნება? (დიახ, აქვს.) თუ პიროვნება ძალიან პატიოსანია, აქვს მას შეუვალი ხასიათი? (დიახ, აქვს.) შეიძლება ითქვას, რომ როგორი კარგიც არ უნდა იყოს პიროვნების ზნეობა და როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს მისი ზნეობრივი მთლიანობა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მას გახრწნილი ხასიათი არ აქვს. თუ პიროვნებას სინდისი და გონიერება აქვს, განა ეს ნიშნავს იმას, რომ ის არასდროს ეწინააღმდეგება ღმერთს ან არასდროს უჯანყდება მას? (არა, არ ნიშნავს.) მაშ, როგორ წარმოიშობა ეს აჯანყება? ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს გახრწნილი ხასიათი აქვთ და მათ ხასიათი-არსში არის შეუვალობა, ამპარტავნება, უკეთურება და ა.შ. ამიტომ, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ადამიანის ზნეობა, ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს ჭეშმარიტება, რომ მას არ აქვს გახრწნილი ხასიათი, ან რომ მას შეუძლია თავიდან აიცილოს ღვთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი ღალატი და მის წინააღმდეგ აჯანყება და დაემორჩილოს ღმერთს ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის გარეშე. თუ ადამიანს კარგი ზნეობა აქვს, შედარებით უბრალო, პატიოსანი, პირდაპირი და კეთილი გულის მქონეა და აქვს ღირსების გრძნობა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია მიიღოს ჭეშმარიტება, უყვარდეს ჭეშმარიტება და დაემორჩილოს იმას, რასაც ღმერთი აკეთებს, რადგან მას ისეთი ზნეობა აქვს, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტების მიღება.

კარგი თუ ცუდი ზნეობა ისეთი ძირითადი კრიტერიუმებით იზომება, როგორიცაა სინდისი, მორალი და ზნეობრივი მთლიანობა. თუმცა ადამიანის ხასიათი-არსი ზემოთ ნახსენები ექვსი გახრწნილი ხასიათის საფუძველზე უნდა გაიზომოს. თუ ადამიანს მაღალი მორალური სტანდარტი, ზნეობრივი მთლიანობა, სინდისი, გონიერება და კეთილი გული აქვს, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მისი ზნეობა შედარებით კარგია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ესმის ჭეშმარიტება, ფლობს ჭეშმარიტებას ან შეუძლია საკითხების ჭეშმარიტება-პრინციპების მიხედვით მოგვარება. რას ადასტურებს ეს? მიუხედავად იმისა, რომ მას კარგი ზნეობა და შედარებით კეთილშობილური ზნეობრივი მთლიანობა აქვს და საკუთარ ქცევასა და მოქმედებებში უფრო მაღალ მორალურ სტანდარტს იცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს გახრწნილი ხასიათი, რომ ფლობს ჭეშმარიტებას ან რომ მისი ხასიათი სრულად შეესაბამება ღვთის მოთხოვნებს. თუ პიროვნების გახრწნილი ხასიათი არანაირ ცვლილებას არ აჩვენებს და მას არ ესმის ჭეშმარიტება, მაშინ, როგორი კარგიც არ უნდა იყოს მისი ზნეობა, ის ნამდვილად კარგი ადამიანი არ არის. დავუშვათ, პიროვნება ხასიათის შედარებით ცვლილებას განიცდის, ანუ ის თავის ქმედებებში ჭეშმარიტებას ეძებს, საკითხების მოგვარებისას პროაქტიულად მიჰყვება ჭეშმარიტება-პრინციპებს და ემორჩილება ჭეშმარიტებასა და ღმერთს; მიუხედავად იმისა, რომ მისი გახრწნილი ხასიათი ზოგჯერ კვლავ ვლინდება და ის ავლენს ამპარტავნებასა და მზაკვრობას, მძიმე შემთხვევებში კი — სასტიკ ხასიათს, მთლიანობაში მისი ქმედებების წყარო, მიმართულება და მიზანი ჭეშმარიტება-პრინციპებს შეესაბამება და მოქმედებისას ის ჭეშმარიტებას ეძებს და მორჩილებას ავლენს. მაშ, შეიძლება ითქვას, რომ მისი ზნეობა უფრო კეთილშობილურია, ვიდრე იმ ადამიანებისა, რომელთა ხასიათიც არანაირ ცვლილებას არ განიცდის? (დიახ). თუ პიროვნების ზნეობა მხოლოდ ბუნებრივად არის კარგი და სხვების თვალში მისი ადამიანობაც კარგია, მაგრამ მას საერთოდ არ ესმის ჭეშმარიტება, ღმერთის შესახებ წარმოდგენებითა და წარმოსახვებით არის სავსე, არ იცის, როგორ განიცადოს ღვთის სიტყვები და არ იცის, როგორ მიიღოს ღვთის წარმართვა, განგება და მოწყობები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ დაემორჩილოს ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, არის ეს ნამდვილად კარგი ადამიანი? მკაცრად რომ ვთქვათ, ის ნამდვილად კარგი ადამიანი არ არის, მაგრამ ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ მისი ზნეობა საკმაოდ კარგია. რას ნიშნავს საკმაოდ კარგი ზნეობის ქონა? ეს ნიშნავს შედარებითი ზნეობრივი მთლიანობის ქონას, საკუთარ ქმედებებსა და სხვებთან ურთიერთობაში შედარებით მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას, სხვების საკუთარი ინტერესებისთვის გამოუყენებლობას, შედარებით პატიოსნებას, სხვებისთვის ტკივილისა და ზიანის მიუყენებლობას, სინდისის მიხედვით მოქმედებას და გარკვეული მორალური სტანდარტის ქონას — ეს მხოლოდ კანონის დარღვევისა და ეთიკური ურთიერთობების დარღვევისგან თავის შეკავებით არ შემოიფარგლება — ეს ამ ორ სტანდარტზე ოდნავ მაღლა დგას. როდესაც ადამიანები ასეთ პიროვნებასთან ურთიერთობენ, გრძნობენ, რომ ის შედარებით წესიერია და მასთან ყოფნისას მისგან თავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ეს პიროვნება სხვებს არ ვნებს და ზიანს არ აყენებს და მასთან ურთიერთობისას ადამიანები ყოველთვის მშვიდად არიან — ამ თვისებების ქონა საკმაოდ კარგ ადამიანზე მიუთითებს. თუმცა, მათთან შედარებით, რომელთაც ესმით ჭეშმარიტება და შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება და მისდამი მორჩილება, ასეთი ადამიანობა სულაც არ არის კეთილშობილური. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორი კარგიც არ უნდა იყოს პიროვნების ადამიანობა, ის ვერ ჩაანაცვლებს ჭეშმარიტების გაგებას ან ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას და, მით უმეტეს, ვერ ჩაანაცვლებს ხასიათის ცვლილებას.

ზნეობა ადამიანების სინდისს, მორალსა და ზნეობრივ მთლიანობას გულისხმობს. პიროვნების ზნეობის შესაფასებლად საჭიროა მისი სინდისის, მორალისა და ზნეობრივი მთლიანობის შეფასება. მაგრამ რას გულისხმობს ხასიათი და როგორ იზომება ის? ის ჭეშმარიტებით, ღვთის სიტყვებით იზომება. დავუშვათ, პიროვნების ზნეობა ყველა ასპექტში ძალიან კარგია, ყველას მიაჩნია, რომ ის კარგი ადამიანია და შეიძლება ითქვას, რომ გახრწნილი კაცობრიობის თვალში ის სრულყოფილი და სრულქმნილია, თითქოს ყოველგვარი ნაკლისა და ხარვეზის გარეშე; მაგრამ ჭეშმარიტებით გაზომვისას მისი ეგრეთ წოდებული სიკეთის ის მცირე ნაწილი ხსენებადაც ძლივს ღირს. მისი ხასიათის შესწავლისას ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს ამპარტავნება, შეუვალობა, მზაკვრობა, უკეთურება, ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობაც კი და, მით უმეტეს, სასტიკი ხასიათის გამოვლინება. განა ეს ფაქტი არ არის? (დიახ, ასეა.) როგორ იზომება პიროვნების ხასიათი-არსი? ის ჭეშმარიტებით იზომება, პიროვნების ჭეშმარიტებისა და ღვთის მიმართ დამოკიდებულების შეფასებით. ამგვარად, ამ პიროვნების გახრწნილი ხასიათი სრულად და საფუძვლიანად გამოაშკარავდება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება მიიჩნევდნენ, რომ მას აქვს სინდისი, ზნეობრივი მთლიანობა და მაღალი მორალური სტანდარტი, და სხვებს შორის მას წმინდანად ან სრულყოფილ პიროვნებად წარმოაჩენდნენ, ჭეშმარიტებისა და ღვთის წინაშე წარდგომისას მისი გახრწნილი ხასიათი სრულიად შიშვლდება, მას არანაირი ღირსება არ აღმოაჩნდება და ირკვევა, რომ მასაც ისეთივე გახრწნილი ხასიათები აქვს, როგორიც დანარჩენ კაცობრიობას. როდესაც ღმერთი ჭეშმარიტებას გამოხატავს, ადამიანების წინაშე გამოჩინდება და ასრულებს საქმეს, ისინი ავლენენ შეუვალობის, ამპარტავნების, მზაკვრობის, ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობის, უკეთურებისა და სისასტიკის იმავე გახრწნილ ხასიათებს, რომლებსაც სხვა ადამიანები ავლენენ, გამონაკლისის გარეშე. განა ასეთი ადამიანები სრულყოფილები არ არიან? განა ისინი წმინდანები არ არიან? განა ისინი კარგი ადამიანები არ არიან? ისინი კარგები მხოლოდ სხვა ადამიანების თვალში არიან; რადგან ადამიანებს ჭეშმარიტება არ აქვთ და ისეთივე გახრწნილ ხასიათებს ფლობენ, სტანდარტი, რომლითაც ისინი ერთმანეთს ზომავენ, მხოლოდ სინდისს, ზნეობრივ მთლიანობასა და მორალს ეფუძნება და არა ჭეშმარიტებას. როგორ გამოიყურება პიროვნების ზნეობა, როდესაც ის ჭეშმარიტებით არ იზომება? არის ის ნამდვილად კარგი პიროვნება? ცხადია, არა, რადგან პიროვნებას, რომელიც სხვა ადამიანებმა შეაფასეს და მიიჩნიეს კარგ ადამიანად, არცერთი გახრწნილი ხასიათი არ აკლია. მაშ, როგორ ვითარდება და როგორ ხდება ადამიანების გახრწნილი ხასიათების მხილება? როდესაც ღმერთი ჭეშმარიტებას არ გამოხატავს და კაცობრიობის წინაშე არ გამოჩინდება, ადამიანების გახრწნილი ხასიათები თითქოს არც კი არსებობს. თუმცა, როდესაც ღმერთი ჭეშმარიტებას გამოხატავს და ადამიანების წინაშე გამოჩინდება, სხვების თვალში ეგრეთ წოდებული წმინდანებისა თუ სრულყოფილი პიროვნებების გახრწნილი ხასიათები სრულად მხილდება. ამ თვალსაზრისით, ადამიანების გახრწნილი ხასიათები მათ ზნეობასთან თანაარსებობს. საქმე ის კი არ არის, რომ ადამიანებს გახრწნილი ხასიათი მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც ღმერთი გამოჩინდება; პირიქით, როდესაც ღმერთი ჭეშმარიტებას გამოხატავს, კაცობრიობის წინაშე გამოჩინდება და კაცობრიობაში ასრულებს საქმეს, მათი გახრწნილი ხასიათი და სიმახინჯე სრულიად შიშვლდება. ამ დროს ადამიანები აცნობიერებენ და აღმოაჩენენ, რომ კარგი ზნეობის მიღმა გახრწნილი ხასიათიც არსებობს. სხვების თვალში კარგ ადამიანებს, სრულყოფილ ადამიანებსა თუ წმინდანებს ისეთივე გახრწნილი ხასიათი აქვთ, როგორიც ყველა დანარჩენს, და არანაკლები, ვიდრე ნებისმიერ სხვა პიროვნებას — ამ ადამიანების გახრწნილი ხასიათები სხვებისაზე მეტადაც კი არის დაფარული და უფრო მეტად შეჰყავთ სხვები შეცდომაში. მაშ, მაინც რა არის გახრწნილი ხასიათი და რა არის ხასიათი-არსი? პიროვნების გახრწნილი ხასიათი ამ პიროვნების არსია; პიროვნების ზნეობა მხოლოდ ქცევის ზოგიერთ ზედაპირულ წესს წარმოადგენს და არ ასახავს პიროვნების ადამიანურობა-არსებას. როდესაც პიროვნების ადამიანურობა-არსებაზე ვსაუბრობთ, მის ხასიათს ვგულისხმობთ. როდესაც პიროვნების ზნეობას განვიხილავთ, ვგულისხმობთ ისეთ გარეგნულად გამოხატულ ასპექტებს, როგორიცაა, აქვს თუ არა მას კეთილი განზრახვები, არის თუ არა გულკეთილი, როგორია მისი ზნეობრივი მთლიანობა და აქვს თუ არა მორალური სტანდარტები. ახლა გესმით, რას ნიშნავს ზნეობა და რას ნიშნავს ხასიათი-არსი? ამ საკითხის მხოლოდ ადამიანის გულში, შინაგანად გააზრებაა შესაძლებელი; მისი ერთი სიტყვით ან ფრაზით განსაზღვრა შეუძლებელია. ეს ძალიან რთული საკითხია. თუ მას ზედმეტად ვიწროდ განვსაზღვრავთ და განვმარტავთ, შეიძლება სტანდარტიზებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში გაუგებარი იყოს. მე მას განსაზღვრებით არ შემოვსაზღვრავ; ამგვარად განვმარტე და თუ ამას გულის სიღრმეში უპირობოდ გაიაზრებთ, ჩასწვდებით კიდეც.

სულ არსებობს ადამიანის ექვსი გახრწნილი ხასიათი: შეუვალობა, ამპარტავნება, მზაკვრობა, ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება. ამ ექვსიდან რომელია შედარებით მძიმე და რომელია უფრო ჩვეულებრივი ან გავრცელებული, სიმძიმის ხარისხით უფრო მსუბუქი და გარემოებების თვალსაზრისით ნაკლებად მძაფრი? (შეუვალობა, ამპარტავნება და მზაკვრობა ოდნავ უფრო მსუბუქია.) სწორია. როგორც ჩანს, თქვენ გარკვეულწილად აღიქვამთ და გესმით ადამიანის გახრწნილი ხასიათების სხვადასხვა გამოვლინება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ხასიათიც სატანის მიერ გახრწნილ კაცობრიობას ახასიათებს და თავისი არსით ისიც ღვთისთვის საძულველია, ჭეშმარიტებას არ შეესაბამება და ღმერთს წინააღმდეგობას უწევს, სიმძიმის ხარისხით შედარებით მსუბუქი და ზედაპირულია, ანუ ოდნავ უფრო გავრცელებულია; ისინი სხვადასხვა ხარისხით გახრწნილი კაცობრიობის თითოეულ წარმომადგენელს აქვს. ამ სამის გარდა, ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება სიმძიმის ხარისხით შედარებით ბევრად უფრო მძიმეა. თუ პირველ სამს ჩვეულებრივ გახრწნილ ხასიათებს ვუწოდებთ, მაშინ ბოლო სამი განსაკუთრებული გახრწნილი ხასიათია, რომელიც სიმძიმის ხარისხით უფრო მძიმეა. რას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მძიმეა? ეს ნიშნავს, რომ ეს სამი უფრო მძიმეა გარემოებების, არსისა და იმ ხარისხის თვალსაზრისით, რომლითაც პიროვნებები ღმერთს წინააღმდეგობას უწევენ, მის წინააღმდეგ ჯანყდებიან და მას უპირისპირდებიან. ეს სამი უფრო მძიმე ხასიათებია, რომლებსაც ადამიანები ავლენენ ჭეშმარიტების უშუალოდ უარყოფით, ღვთის უარყოფით, ღვთის წინააღმდეგ ხმამაღალი პროტესტით, ღმერთზე შეტევით, ღვთის გამოცდით, ღვთის განკითხვით და ა.შ. რით განსხვავდება ადამიანის ეს სამი გახრწნილი ხასიათი პირველი სამისგან? პირველი სამი უფრო გავრცელებულია; ისინი გახრწნილი ხასიათების ის მახასიათებლებია, რომლებიც ყველა გახრწნილ ადამიანს საერთო აქვს, ანუ თითოეული პიროვნება, ასაკის, სქესის, დაბადების ადგილის, რასისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ამ სამ ხასიათს ფლობს. ბოლო სამი თითოეულ პიროვნებაში სხვადასხვა ხარისხითა და მეტ-ნაკლები მოცულობით გვხვდება, რაც დამოკიდებულია პიროვნების არსზე; მაგრამ გახრწნილ კაცობრიობაში მხოლოდ ანტიქრისტეებს აქვთ ყველაზე მძიმე ხარისხით ეს სამი ხასიათი — უკეთურება, ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა და სისასტიკე. ანტიქრისტეების გარდა, ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანები უკეთურების, ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობისა და სისასტიკის ხასიათებს მხოლოდ გარკვეული მოცულობით ან გარკვეულ გარემოში თუ განსაკუთრებულ ვითარებაში ავლენენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ხასიათები აქვთ, ისინი ანტიქრისტეები არ არიან. მათი არსი არც უკეთურია და არც სასტიკი და, რასაკვირველია, მათ არსს არც ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა ახასიათებს. ეს მათ ზნეობასთან არის დაკავშირებული. ეს ადამიანები შედარებით გულკეთილები არიან, აქვთ ზნეობრივი მთლიანობა, წესიერები არიან, აქვთ ღირსების გრძნობა და ა.შ. — მათი ზნეობა შედარებით კარგია. ამიტომ, ისინი ბოლო სამ მძიმე გახრწნილ ხასიათს მხოლოდ დროდადრო ან მხოლოდ გარკვეულ გარემოსა და ვითარებაში ავლენენ. თუმცა ეს ხასიათები მათ არსზე არ ბატონობს. მაგალითად, როდესაც ჩვეულებრივი გახრწნილი ხასიათების მქონე პიროვნებები თავიანთი მოვალეობების შესრულებისას ზედაპირულად მოქმედებენ და ღვთის წვრთნას აწყდებიან, შეიძლება არ მიიღონ იგი და იფიქრონ: „სხვებიც ხომ ზედაპირულად მოქმედებენ; ისინი რატომ არ გადიან წვრთნას? მხოლოდ მე რატომ ვიღებ ასეთ წვრთნასა და გაკიცხვას?“ რა სახის ხასიათია ეს უარის თქმა? ცხადია, ეს სასტიკი ხასიათია. ისინი ჩივიან ღვთის უსამართლობასა და მიკერძოებულ მოპყრობაზე, რაშიც გარკვეულწილად ღმერთთან დაპირისპირება და მის წინააღმდეგ ხმამაღალი პროტესტი ვლინდება — ეს სასტიკი ხასიათია. ასეთი ადამიანების სასტიკი ხასიათი ამ ვითარებებში გამოაშკარავდება, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ადამიანებს აქვთ კეთილი გული, სინდისის შეგნება, ზნეობრივი მთლიანობა და შედარებით წესიერები არიან. როდესაც ისინი ღმერთს უჩივიან და სასტიკ ხასიათს ააშკარავებენ, მათი სინდისი მოქმედებას იწყებს. როდესაც მათი სინდისი მოქმედებას იწყებს, ის მათ სასტიკ ხასიათთან კონფლიქტში შედის და მათ გონებაში გარკვეული აზრები ყალიბდება: „ასე არ უნდა ვფიქრობდე. ღმერთმა მრავალი კურთხევა მომმადლა და თავისი მადლი მიჩვენა. განა ასე ფიქრი უსინდისობა არ არის? განა ეს ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მისი გულის გატეხვა არ არის?“ განა ეს მათი სინდისის მოქმედება არ არის? ამ დროს მათი კარგი ზნეობა იწყებს მოქმედებას. როგორც კი მათი სინდისი მოქმედებას იწყებს, მათი რისხვა, ჩივილი და დაუმორჩილებლობა თანდათან ქრება, გვერდზე გადაიდება და განიდევნება. განა ეს მათი სინდისის მოქმედების შედეგი არ არის? (დიახ). მაშ, ააშკარავებენ ისინი სასტიკ ხასიათს? (დიახ). ისინი სასტიკ ხასიათს გამოააშკარავებენ, მაგრამ რადგან ასეთ პიროვნებებს სინდისი და ადამიანობა აქვთ, მათ სინდისს შეუძლია მათი სასტიკი ხასიათის მოთოკვა და მათი გონიერ ადამიანებად ქცევა. როდესაც მათ კეთილგონიერება უბრუნდებათ და მშვიდდებიან, დაფიქრდებიან და გააცნობიერებენ, რომ მათაც შეუძლიათ ღმერთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ დროს მათში, მათთვის შეუმჩნევლად, დავალებულობა და სინანული გაჩნდება: „ახლახან მეტისმეტად იმპულსური ვიყავი, ღმერთს წინააღმდეგობას ვუწევდი და მის წინააღმდეგ ვჯანყდებოდი. განა ღვთის მიერ ჩემი წვრთნა ჩემდამი მისი სიყვარული არ არის? განა ეს მისი კეთილგანწყობა არ არის? რატომ მოვიქეცი ასე უგუნურად? განა ღმერთი არ განვარისხე? ასე გაგრძელება არ შემიძლია; უნდა ვილოცო ღვთის მიმართ, მოვინანიო, თავი დავანებო ბოროტებას, რომელსაც ჩავდივარ, და შევწყვიტო მის წინააღმდეგ აჯანყება. რადგან ვაღიარებ, რომ ზედაპირულად ვმოქმედებდი, უნდა შევწყვიტო ზედაპირული მოქმედება, საქმეებს სერიოზულად მოვეკიდო და ვეძიო, როგორ გამოვხატო ჩემი ერთგულება ჩემი ქმედებებით, აგრეთვე, რა არის ჩემი მოვალეობის შესრულების პრინციპები“. განა ეს მათი კარგი ზნეობის მოქმედების შედეგი არ არის? ეჭვგარეშეა, ამ ადამიანებსაც აქვთ სასტიკი ხასიათი, მაგრამ მათი სინდისის მოქმედებისა და გონივრულობის გამოყენებით ყველაფრის აწონ-დაწონვის შედეგად, საბოლოოდ მათი კარგი, ჭეშმარიტების მოყვარული ზნეობა იმარჯვებს. ამ პიროვნებებს თავიანთ გახრწნილ ხასიათებს შორის სისასტიკეც აქვთ, მაშ, შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო ისინი სასტიკ არსსაც ფლობენ? შეიძლება ითქვას, რომ მათი არსი სასტიკია? არა. ობიექტურად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ გამოაშკარავებულ გახრწნილ ხასიათებს შორის სისასტიკეც არის, რადგან მათ აქვთ სინდისი, გონიერება და ჭეშმარიტების მიმართ შედარებითი სიყვარული, მათი სისასტიკე მხოლოდ ერთ-ერთი გახრწნილი ხასიათია და არა მათი არსი. რატომ არ არის ის მათი არსი? იმიტომ, რომ მათი ეს გახრწნილი ხასიათი შეიძლება შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამგვარ გახრწნილ ხასიათს ააშკარავებენ და შეუძლიათ ღმერთს წინააღმდეგობა გაუწიონ და მის წინააღმდეგ აჯანყდნენ, ხანგრძლივი თუ ხანმოკლე დროით, მათ ზნეობაში სინდისის, ზნეობრივი მთლიანობის, გონიერებისა და სხვა თვისებების მოქმედება ხელს უშლის მათ სასტიკ ხასიათს, რომ მათ ქცევასა თუ ჭეშმარიტების მიმართ დამოკიდებულებაზე გაბატონდეს. რა არის საბოლოო შედეგი? მათ შეუძლიათ, აღიარონ ცოდვები, მოინანიონ, ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად იმოქმედონ, ჭეშმარიტებას დაემორჩილონ და ღვთის წარმართვა და განგება ყოველგვარი ჩივილის გარეშე მიიღონ. სასტიკი ხასიათის გამოაშკარავების მიუხედავად, საბოლოო შედეგი ის არის, რომ ისინი არ ჯანყდებიან ღვთის წინააღმდეგ და არ უპირისპირდებიან ღვთის ხელმწიფებას — ისინი ემორჩილებიან. ეს ჩვეულებრივი გახრწნილი პიროვნების გამოვლინებაა. ასეთ ადამიანებს მხოლოდ გახრწნილი ხასიათები აქვთ; მათ ანტიქრისტეების ხასიათი-არსი არ აქვთ. ეს ზუსტია.

მაგალითად, ავიღოთ უკეთური ხასიათები: რა არის ყველაზე უკეთური ხასიათი, რომელსაც ადამიანები ღვთის წინაშე ააშკარავებენ? ეს არის ღვთის გამოცდა. ზოგიერთი ადამიანი ნერვიულობს, რომ შესაძლოა, კარგი საბოლოო სამყოფელი არ ჰქონდეს და მისი შედეგი გარანტირებული არ იყოს, რადგან ღვთის რწმენის მიღების შემდეგ გზას ასცდა, გარკვეული ბოროტება გააკეთა და მრავალი გადაცდომა ჩაიდინა. ისინი ნერვიულობენ, რომ ჯოჯოხეთში მოხვდებიან და მუდმივად შიშობენ თავიანთი შედეგისა და საბოლოო სამყოფლის გამო. გამუდმებით შფოთავენ და ყოველთვის ფიქრობენ: „ჩემი მომავალი შედეგი და საბოლოო სამყოფელი კარგი იქნება თუ ცუდი? ჯოჯოხეთში ჩავალ თუ ზეცაში ავალ? ღვთის ხალხს ვეკუთვნი თუ მსახურების შემსრულებელი ვარ? წარვიწყმიდები თუ ვცხონდები? უნდა ვიპოვო, ღვთის რომელ სიტყვებშია ამის შესახებ საუბარი“. ისინი ხედავენ, რომ ღვთის სიტყვები მთლიანად ჭეშმარიტებაა და ყველა მათგანი ადამიანების გახრწნილ ხასიათს ამხელს, მაგრამ ვერ პოულობენ პასუხებს, რომლებსაც ეძებენ, ამიტომ გამუდმებით ფიქრობენ, კიდევ სად შეიძლება მოიძიონ პასუხები. მოგვიანებით, როდესაც დაწინაურებისა და მნიშვნელოვან როლზე დანიშვნის შესაძლებლობა ეძლევათ, მათ სურთ, ზემდგომის პოზიცია მოსინჯონ და ფიქრობენ: „რა აზრის არის ზემდგომი ჩემზე? თუ ჩემზე დადებითი აზრის არის, ეს ამტკიცებს, რომ ღმერთს არ ახსოვს წარსულში ჩემ მიერ გაკეთებული ბოროტება და ჩადენილი გადაცდომები. ეს ამტკიცებს, რომ ღმერთი მაინც გადამარჩენს და იმედი ჯერ კიდევ მაქვს“. შემდეგ, თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად პირდაპირ ამბობენ: „იქ, სადაც ჩვენ ვართ, ძმებისა და დების უმეტესობა თავიანთ პროფესიებში არც ისე დახელოვნებულია და ღვთის რწმენა სულ ახლახან მიიღეს. მე ყველაზე დიდი ხანია, რაც ღმერთი მწამს. დავცემულვარ და მარცხი განმიცდია; გარკვეული გამოცდილება შემიძენია და გაკვეთილებიც მიმიღია. თუ შესაძლებლობა მომეცემა, მზად ვარ, მძიმე ტვირთი ვიტვირთო და ღვთის განზრახვანი გავითვალისწინო“. ისინი ამ სიტყვებს იმის გამოსაცდელად იყენებენ, აქვს თუ არა ზემდგომს მათი დაწინაურების განზრახვა, თუ ზემდგომმა ისინი მიატოვეს. სინამდვილეში, მათ გულწრფელად არ სურთ ამ პასუხისმგებლობისა თუ ტვირთის აღება; ამ სიტყვების წარმოთქმისას მათი ერთადერთი მიზანია ნიადაგის მოსინჯვა და იმის გარკვევა, ჯერ კიდევ აქვთ თუ არა ცხონების იმედი. ეს არის გამოცდა. რა ხასიათი დგას გამოცდის ამგვარი მიდგომის უკან? ეს უკეთური ხასიათია. მიუხედავად იმისა, რამდენ ხანს ამჟღავნებენ ისინი ამ მიდგომას, როგორ აკეთებენ ამას ან რამდენად ახორციელებენ მას, ნებისმიერ შემთხვევაში, ხასიათი, რომელსაც ისინი ამჟღავნებენ, უდავოდ უკეთურია, რადგან ამის კეთებისას მათ მრავალი ფიქრი, ეჭვი და სანერვიულო აქვთ. როდესაც ისინი ამ უკეთურ ხასიათს ამჟღავნებენ, რას აკეთებენ ისეთს, რაც აჩვენებს, რომ ადამიანობის მქონე ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება და რაც ადასტურებს, რომ მათ მხოლოდ ეს გახრწნილი ხასიათი აქვთ და არა უკეთური არსი? ასეთი რამეების გაკეთებისა და თქმის შემდეგ მათ, ვისაც სინდისი, გონიერება, ზნეობრივი მთლიანობა და ღირსება აქვთ, გულში დისკომფორტსა და ტკივილს გრძნობენ. ისინი იტანჯებიან და ფიქრობენ: „ამდენი წელია, ღმერთი მწამს; როგორ შემეძლო ღმერთი გამომეცადა? როგორ შეიძლება, ჯერ კიდევ საკუთარი საბოლოო სამყოფელით ვიყო შეპყრობილი და ასეთ მეთოდს ვიყენებდე, რომ ღვთისგან რაღაც მივიღო და მას ჩემთვის მკაფიო პასუხის გაცემა ვაიძულო? ეს მეტისმეტად საზიზღარია!“ ისინი გულში მოუსვენრობას გრძნობენ, მაგრამ საქმე უკვე გაკეთებულია და სიტყვებიც ნათქვამია — უკან ვეღარ წაიღებენ. შემდეგ ხვდებიან: „მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარკვეული კეთილი ნება და სამართლიანობის გრძნობა მქონდეს, მაინც შემიძლია ასეთი საზიზღარი საქმეების ჩადენა; ეს საზიზღარი ადამიანის ქცევებია! განა ეს ღვთის გამოცდის მცდელობა არ არის? განა ეს ღვთისგან გამოძალვა არ არის? ეს მართლაც საზიზღარი და უსირცხვილოა!“ ასეთ ვითარებაში, როგორია მოქმედების გონივრული გზა? უნდა მივიდნენ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით და აღიარონ თავიანთი ცოდვები, თუ ჯიუტად უნდა ჩაეჭიდონ საკუთარ მიდგომებს? (ილოცონ და აღიარონ ცოდვები). მაშ, მთელი პროცესის განმავლობაში, იმ მომენტიდან, როდესაც მათ ეს აზრი გაუჩნდათ, მოქმედების ეტაპამდე და შემდგომ ლოცვასა და ცოდვების აღიარებამდე, რომელ ეტაპზე ხდება გახრწნილი ხასიათის ნორმალური გამჟღავნება, რომელ ეტაპზე მოქმედებს სინდისი და რომელ ეტაპზე ხორციელდება ჭეშმარიტება პრაქტიკაში? აზრის გაჩენიდან მოქმედებამდე ეტაპს უკეთური ხასიათი მართავს. მაშ, განა თვითგამოკვლევის ეტაპს მათი სინდისის მოქმედება არ განაგებს? ისინი იწყებენ საკუთარი თავის გამოკვლევას და გრძნობენ, რომ არასწორად მოიქცნენ — ამას მათი სინდისის მოქმედება განაგებს. ამას მოსდევს ლოცვა და ცოდვების აღიარება, რასაც ასევე მათი ზნეობრივი მთლიანობის, სინდისისა და ზნეობის მოქმედება განაგებს; მათ შეუძლიათ სინანულის განცდა, მონანიება და იმის შეგრძნება, რომ ღვთის წინაშე ვალში არიან, აგრეთვე, შეუძლიათ დაფიქრდნენ საკუთარ ადამიანობასა და გახრწნილ ხასიათზე და შეიცნონ ის და მიაღწიონ იმ ეტაპს, როდესაც ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას შეძლებენ. განა აქ სამი ეტაპი არ არის? გახრწნილი ხასიათის გამჟღავნებიდან მათი სინდისის მოქმედებამდე, შემდეგ კი იმ უნარამდე, რომ თავი დაანებონ ბოროტებას, რომელსაც აკეთებენ, მოინანიონ, უარი თქვან საკუთარ ხორციელ სურვილებსა და ფიქრებზე, აუჯანყდნენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს და ჭეშმარიტება პრაქტიკაში განახორციელონ — სწორედ ამ სამ ეტაპს უნდა მიაღწიონ ადამიანობისა და გახრწნილი ხასიათების მქონე ჩვეულებრივმა ადამიანებმა. საკუთარი სინდისის გაცნობიერებისა და შედარებით კარგი ადამიანობის წყალობით ამ ადამიანებს შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება. ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების უნარი გულისხმობს, რომ ასეთ ადამიანებს ცხონების იმედი აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი ადამიანობის მქონე ადამიანებისთვის ცხონების ალბათობა შედარებით მაღალია.

რით განსხვავდებიან ანტიქრისტეები მათგან, ვისაც ანტიქრისტეს ხასიათი აქვს? პირველ ეტაპზე ის, რასაც ანტიქრისტეები ამჟღავნებენ, გარეგნულად, ძირითადად, იდენტურია იმისა, რასაც ნებისმიერი გახრწნილი ადამიანი ამჟღავნებს, მაგრამ მომდევნო ორი ეტაპი განსხვავებულია. მაგალითად, როდესაც ადამიანი გასხვლის დროს სასტიკ გახრწნილ ხასიათს ამჟღავნებს, შემდეგ ეტაპზე საჭიროა, რომ მისი სინდისი ამოქმედდეს. თუმცა ანტიქრისტეებს სინდისი არ აქვთ, მაშ, რას იფიქრებენ ისინი? რა გამოვლინებები ექნებათ? ისინი დაიჩივლებენ, რომ ღმერთი უსამართლოა და ამტკიცებენ, რომ ღმერთი ცდილობს მათში ნაკლი იპოვოს და ყოველ ნაბიჯზე სირთულეები და პრობლემები შეუქმნას. ამის შემდეგ, ისინი მტკიცედ დარჩებიან მოუნანიებელნი, უარს იტყვიან თავიანთი ყველაზე აშკარა შეცდომებისა თუ გახრწნილი ხასიათების აღიარებაზეც კი, არასდროს აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და კიდევ უფრო შორსაც წავლენ — ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ, რათა თავიანთი ქმედებები ფარულად განაგრძონ. ანტიქრისტეების მიერ გამჟღავნებული გახრწნილი ხასიათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორია მათი ზნეობა? მათ სინდისი არ აქვთ, არ იციან საკუთარი თავის გამოკვლევა და ამჟღავნებენ სისასტიკეს, ვნების მიყენების წადილს, თავდასხმებსა და შურისძიებას. ისინი ფაქტების დასაფარად ტყუილებს თხზავენ და პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებენ; სხვების მახეში გასაბმელად ხრიკებს იგონებენ და ნამდვილ ფაქტებს ძმებისა და დებისგან მალავენ; ამასთანავე, ენერგიულად იცავენ და ამართლებენ საკუთარ თავს და თავიანთ არგუმენტებს ყველგან ავრცელებენ. ეს მათი სასტიკი ხასიათის გაგრძელებაა. მათ არა მხოლოდ არ აქვთ საკუთარი სინდისის გაცნობიერება და არ იკვლევენ საკუთარ თავს, არ ფიქრობენ საკუთარ თავზე და არ შეიცნობენ საკუთარ თავს, არამედ კიდევ უფრო შორსაც მიდიან და განაგრძობენ თავიანთი სასტიკი ხასიათის გამჟღავნებას, ხმამაღლა გამოდიან ღვთის სახლის წინააღმდეგ, ხმამაღლა გამოდიან ძმებისა და დების წინააღმდეგ და უპირისპირდებიან მათ და, რაც კიდევ უფრო სერიოზულია, ღმერთს უპირისპირდებიან. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ვითარება ჩაწყნარდება, მოინანიებენ ისინი და აღიარებენ საკუთარ ცოდვებს? მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა, ნამდვილი ფაქტები გამჟღავნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ და ეს პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ — შეუძლიათ მათ ამის აღიარება? შეუძლიათ სინანულის განცდა ან იმის შეგრძნება, რომ დავალებულნი არიან? (არა). ისინი დაჟინებით განაგრძობენ წინააღმდეგობას და ფიქრობენ: „ყოველ შემთხვევაში, მე არასდროს ვყოფილვარ დამნაშავე, მაგრამ, თუნდაც დამნაშავე ვყოფილიყავი, ჩემი განზრახვები კეთილი იყო; თუნდაც დამნაშავე ვყოფილიყავი, მხოლოდ მე არ უნდა დამადანაშაულონ. სხვებს რატომ არ ადანაშაულებთ — რატომ ამომიჩემეთ მე? სად დავუშვი შეცდომა? განზრახ არაფერი დამიშავებია. თქვენ ყველას დაგიშვიათ შეცდომები, მაშ, საკუთარ თავს რატომ არ აკისრებთ პასუხისმგებლობას? გარდა ამისა, ვის შეუძლია ისე განვლოს ცხოვრება, რომ გარკვეული შეცდომები არ დაუშვას?“ ინანიებენ ისინი? გრძნობენ თავს დავალებულად? თავს დავალებულად არ გრძნობენ და არ ინანიებენ. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს: „მე ამხელა საფასური გადავიხადე — რატომ არავის შეგიმჩნევიათ ეს? რატომ არავის შევუქივარ? რატომ არ დამაჯილდოვეს? როდესაც რამე ხდება, ყოველთვის მე მადანაშაულებთ და ჩემში ნაკლს ეძებთ. განა უბრალოდ ჩემ წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელჩასაჭიდს არ ეძებთ?“ ეს მათი აზროვნება და მდგომარეობაა. ცხადია, ეს სასტიკი ხასიათია — ისინი მტკიცედ რჩებიან მოუნანიებელნი, უარს ამბობენ ფაქტების აღიარებაზე მაშინაც კი, როდესაც მათ ეს ფაქტები თვალწინ უდევთ, და დაჟინებით განაგრძობენ წინააღმდეგობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ხმამაღლა არავის წყევლიდნენ, შინაგანად ეს შეიძლება უთვალავჯერ გაუკეთებიათ — წყევლიდნენ წინამძღოლებს სიბრმავის გამო, ხოლო ძმებსა და დებს იმის გამო, რომ კარგი ადამიანები არ არიან და, როდესაც მათ სტატუსი ჰქონდათ, ძმები და დები ეპირფერებოდნენ მათ, ახლა კი, როდესაც სტატუსი დაკარგეს, ყურადღებას აღარ აქცევენ, მათთან თანაზიარებას აღარ ატარებენ და არც კი უღიმიან. ისინი გულში ღმერთსაც კი წყევლიან და განსჯიან მას, ამბობენ, რომ იგი სამართლიანი არ არის. თავიდან ბოლომდე ხასიათი, რომელსაც ისინი ამჟღავნებენ, სასტიკია, სინდისის მოქმედების ოდნავი კვალისა და სინანულისა თუ მონანიების ნიშანწყლის გარეშეც კი. მათ ნამდვილად არ აქვთ განზრახვა, უკან დაბრუნდნენ, ჭეშმარიტება-პრინციპები ეძიონ, ღვთის წინაშე მივიდნენ ცოდვების აღიარებისა და მონანიებისთვის ან ღვთის წარმართვას, განგებასა და მოწყობებს დაემორჩილონ. ამის ნაცვლად, ისინი განუწყვეტლივ კამათობენ, ეწინააღმდეგებიან და ჩივიან. ანტიქრისტეებიც და ისინიც, ვისაც მონანიება შეუძლია, ერთსა და იმავე გახრწნილ ხასიათებს ამჟღავნებენ, მაგრამ განა ამ გამჟღავნებების ბუნებაში განსხვავება არ არის? ამ ორი ჯგუფიდან რომელი ფლობს ანტიქრისტეს ხასიათს და რომელი ფლობს ანტიქრისტეს არსს? (მათ, ვინც არ ინანიებს, ანტიქრისტეს არსი აქვთ.) ვინ არიან ისინი, რომელთაც მონანიება შეუძლიათ? ისინი გახრწნილი ადამიანები არიან, რომლებსაც ანტიქრისტეს ხასიათი აქვთ, მაგრამ ანტიქრისტეები არ არიან. ისინი, ვისაც ანტიქრისტეს არსი აქვთ, ანტიქრისტეები არიან, ხოლო ისინი, ვისაც ანტიქრისტეს ხასიათი აქვთ, ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანები არიან. ამ ორი ჯგუფიდან რომელი შედგება ბოროტი ადამიანებისგან? (ისინი, რომელთაც ანტიქრისტეს არსი აქვთ.) თქვენ შეგიძლიათ ამის გარჩევა, ხომ ასეა? გააჩნია, რომელი ჯგუფი არ ავლენს სინდისის ქენჯნის ნიშანწყალსაც კი, განაგრძობს კამათს უკანმოუხედავად და დაუფიქრებლად, და უსინდისოდ იწყებს განკითხვასა და საკუთარი არგუმენტების გავრცელებას მაშინ, როდესაც რაიმე არასწორ საქმეს სჩადის და ისეთი გარემოებების წინაშე დგება, როგორიცაა გასხვლა, დათხოვნა, წვრთნა და ასე შემდეგ. არავინ რომ არ ზღუდავდეს მათ, შეწყვეტდნენ თავიანთ ქმედებებს? არა. მათი გულები ნეგატივითა და წინააღმდეგობით იქნებოდა სავსე და იტყოდნენ: „რაკი ადამიანები უსამართლოდ მექცევიან, ღმერთი კი არ მწყალობს და ჩემს სასარგებლოდ არ მოქმედებს, მომავალში მოვალეობის შესრულებისას უბრალოდ ფორმალურად გავაკეთებ საქმეს. მოვალეობა კარგადაც რომ შევასრულო, ჯილდოს მაინც ვერ მივიღებ, არავინ შემაქებს და მაინც გამსხლავენ, ამიტომ ამას ზედაპირულად შევასრულებ. არც კი იფიქროთ, რომ მომთხოვოთ საკითხების პრინციპების მიხედვით მოგვარება, საქმის სხვებთან განხილვა და თანამშრომლობა ან ჭეშმარიტების ძიება! გულგრილი დავრჩები, არც ქედმაღალი ვიქნები და არც თავმდაბალი. თუ რაიმეს გაკეთებას მთხოვთ, გავაკეთებ; თუ არ მთხოვთ, არაფერს გავაკეთებ. თქვენ როგორც გინდათ, ისე მოიქეცით; მე ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ. ჩემგან მეტისმეტს ნუ მოითხოვთ; თუ მაღალი მოთხოვნები გექნებათ, უგულებელვყოფ მათ“. განა ეს სასტიკი ხასიათის გაგრძელება არ არის? შეუძლიათ ასეთ ადამიანებს მონანიება? (არა, არ შეუძლიათ.) ეს ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანების გამოვლინებაა. იგივე ხდება, როდესაც ანტიქრისტე უკეთურ ხასიათს ამჟღავნებს — ისიც არასდროს ფიქრობს საკუთარ თავზე, რადგან სინდისი არ აქვს. როდესაც მათ რაიმე შეემთხვევათ, რა გახრწნილ ხასიათსაც არ უნდა ამჟღავნებდნენ და რა განზრახვები, წადილები და ამბიციებიც არ უნდა ჰქონდეთ, სინდისი მათ არასდროს ზღუდავს. ამიტომ, როდესაც დრო შესაფერისია და გარემოებები მათთვის ხელსაყრელია, ისინი თავიანთი სურვილისამებრ მოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება მათ ქმედებებს, ისინი უკან არ იხევენ, კვლავაც ებღაუჭებიან თავიანთ შეხედულებებს და ინარჩუნებენ ამბიციებს, სურვილებსა და განზრახვებს, აგრეთვე იმ საშუალებებსა და მეთოდებს, რომლებითაც ყოველთვის მოქმედებდნენ და საკუთარ თავს არაფერში ადანაშაულებენ. რატომ არ ადანაშაულებენ ისინი საკუთარ თავს? იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს სინდისი არ აქვთ, ღირსების გრძნობა არ გააჩნიათ და სირცხვილს აღარ გრძნობენ; მთელ მათ ადამიანობაში არაფერია ისეთი, რასაც მათი გახრწნილი ხასიათების შეზღუდვა შეუძლია, და არაფერი აქვთ ისეთი, რითაც შეაფასებდნენ, სწორია თუ არასწორი მათ მიერ გამჟღავნებული გახრწნილი ხასიათები. ამიტომ, როდესაც ეს ადამიანები უკეთურ ხასიათს ამჟღავნებენ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებენ ამას სხვები ან როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი და რა შედეგი მოჰყვეს მას, თავიდან ბოლომდე ისინი არ განიცდიან არც სინდისის ქენჯნას, არც მწუხარებას, არც სინანულს და არც იმის შეგრძნებას, რომ ვალში არიან და გულში ნამდვილად არ იხევენ უკან. ესენი ანტიქრისტეები არიან. ამ ორი მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა არის ანტიქრისტეების ყველაზე აშკარა თავისებურება? (სინდისისა და გონიერების არქონა.) რა გამოვლინებას იწვევს სინდისისა და გონიერების ეს არქონა? რა შედეგი აქვს მათ მიერ გამჟღავნებულ ხასიათებს? (მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავზე დაფიქრება ან მონანიება.) შეუძლიათ კი მათ, ვისაც საკუთარ თავზე დაფიქრება ან მონანიება არ შეუძლია, ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება? არასდროს!

პიროვნება, რომელსაც მხოლოდ ანტიქრისტეს ხასიათი აქვს, არ შეიძლება თავისი არსით ანტიქრისტედ მივიჩნიოთ. მხოლოდ ისინი არიან ნამდვილი ანტიქრისტეები, რომელთაც ანტიქრისტეების ბუნება-არსება აქვთ. რა თქმა უნდა, ამ ორი ჯგუფის ადამიანობა განსხვავდება და სხვადასხვა სახის ადამიანობის მართვის ქვეშ განსხვავდება ის დამოკიდებულებაც, რომელსაც ეს ადამიანები გულში ატარებენ ჭეშმარიტების მიმართ — ხოლო როდესაც განსხვავებულია ადამიანების დამოკიდებულება, რომელსაც ეს ადამიანები გულში ატარებენ ჭეშმარიტების მიმართ, განსხვავებულია მათ მიერ არჩეული გზებიც; და როდესაც ადამიანების მიერ არჩეული გზები განსხვავებულია, მათი ქმედებების პრინციპებსა და შედეგებს შორისაც არსებობს განსხვავებები. რადგან ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ანტიქრისტეს ხასიათი აქვს, სინდისი უმუშავებს, გააჩნია გონიერება და ღირსების გრძნობა, და ასე თუ ისე, უყვარს ჭეშმარიტება, როდესაც გახრწნილ ხასიათს ავლენს, გულში ამის გამო მხილებას გრძნობს. ასეთ დროს მას შეუძლია საკუთარ თავზე დაფიქრება და საკუთარი თავის შეცნობა, შეუძლია აღიაროს თავისი გახრწნილი ხასიათიც და ისიც, რომ გახრწნილებას ამჟღავნებს, რაც საშუალებას აძლევს, აუჯანყდეს ხორცსა და თავის გახრწნილ ხასიათს, ჭეშმარიტება პრაქტიკაში განახორციელოს და ღმერთს დაემორჩილოს. თუმცა ანტიქრისტეს შემთხვევაში ასე არ არის. რადგან მასში სინდისი არ მუშაობს და საკუთარი სინდისის გაცნობიერება არ აქვს, მით უმეტეს, ღირსების გრძნობა არ გააჩნია, როდესაც თავის გახრწნილ ხასიათს ამჟღავნებს, ღვთის სიტყვების მიხედვით არ აფასებს, სწორია თუ არასწორი მის მიერ გახრწნილი ხასიათის გამჟღავნება, გახრწნილი ხასიათია ეს თუ ნორმალური ადამიანობა და შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას. ის ამ საკითხებზე არასდროს ფიქრობს. მაშ, როგორ იქცევა ის? ის უცვლელად ამტკიცებს, რომ გახრწნილი ხასიათი, რომელსაც ამჟღავნებს, და გზა, რომელსაც ირჩევს, სწორია. მას მიაჩნია, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, სწორია და ყველაფერი, რასაც ამბობს, სწორია; ის მტკიცედ არის განწყობილი, საკუთარ შეხედულებებს ჩაეჭიდოს. ამიტომ, რაოდენ დიდი არასწორი ქმედებაც არ უნდა დაუშვას და რაოდენ სასტიკი გახრწნილი ხასიათიც არ უნდა გამოამჟღავნოს, ის ვერ აცნობიერებს საქმის სერიოზულობას და, რა თქმა უნდა, ვერ შეიცნობს თავის მიერ გამჟღავნებულ გახრწნილ ხასიათს. ცხადია, ის არც თავის წადილებს გადადებს გვერდზე, არც თავის ამბიციას თუ გახრწნილ ხასიათს აუჯანყდება იმისთვის, რომ აირჩიოს ისეთი გზა, როგორიცაა ღვთისა და ჭეშმარიტებისადმი მორჩილების გზა. ამ ორი განსხვავებული შედეგიდან ჩანს, რომ თუ ადამიანს, რომელსაც ანტიქრისტეს ხასიათი აქვს, გულში ჭეშმარიტება უყვარს, მას აქვს შანსი, მიაღწიოს ჭეშმარიტების გაგებას, პრაქტიკაში განახორციელოს იგი და ცხონებას მიაღწიოს, ხოლო ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტების გაგება თუ პრაქტიკაში განხორციელება და არც ცხონების მიღწევა შეუძლია. ეს არის განსხვავება ამ ორს შორის.

III. ანტიქრისტეთა ხასიათი-არსი

დღევანდელი თანაზიარების მთავარი აქცენტი კვლავ იმაზეა, რომ შევაჯამოთ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ანტიქრისტეთა ხასიათი-არსი. ადამიანთა ექვსი გახრწნილი ხასიათიდან, რომლებიც ახლახან განვიხილეთ, რომელი სამი შეიძლება უფრო ზუსტად გამოვიყენოთ ანტიქრისტეთა ხასიათი-არსის მქონე ადამიანების დასახასიათებლად? (ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება.) ვინაიდან ფარგლები ამ სამამდე შევამცირეთ, პირველი სამი ამ თანაზიარების ნაწილი აღარ იქნება. მაშ, ანტიქრისტეთა ხასიათი-არსის მქონე ადამიანებს არ გააჩნიათ შეუვალობის, ამპარტავნებისა და მზაკვრობის გახრწნილი ხასიათები? (არა). მაშ, რატომ არ ვიყენებთ პირველ სამს ანტიქრისტეთა ხასიათი-არსის დასახასიათებლად? (იმიტომ, რომ პირველ სამს ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანებიც ფლობენ და ისინი ადამიანის არსს არ გამოხატავენ.) ეს ძალიან ზუსტი შეჯამებაა. რაც შეეხება ხასიათი-არსის თემას, პირველი სამი გახრწნილი ხასიათი შედარებით ნაკლები სიმძიმით ვლინდება, ხოლო ის ხასიათები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ანტიქრისტეთა ხასიათი-არსის შეჯამება, ბოლო სამია — ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება. ამ სამ გახრწნილ ხასიათს შეუძლია უფრო ზუსტად დაახასიათოს ანტიქრისტეთა ხასიათი-არსი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამი ანტიქრისტეთა არსის დასახასიათებლად არ გამოიყენება, ამ სამი გახრწნილი ხასიათიდან თითოეული გააჩნია ანტიქრისტეს და ეს მასში უფრო მძაფრია, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებში. ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება — სამივე შეიძლება გამოვიყენოთ მათი შეუვალობის შესაჯამებლად და დასახასიათებლად, აგრეთვე მათი შეუვალობის ხარისხის აღსაწერად. ასევე, ბოლო სამი ხასიათი ანალოგიურად შეიძლება გამოვიყენოთ მათი ამპარტავნებისა და მზაკვრობის შესაჯამებლად და დასახასიათებლად. ცხადია, რომ ანტიქრისტეთა ხასიათი-არსის ძირითადი მახასიათებლებია ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება.

ა. უკეთურება

ამ სამი გახრწნილი ხასიათიდან — ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით განწყობა, სისასტიკე და უკეთურება — უკეთურება ანტიქრისტეს ხასიათი-არსის შემადგენელი ხასიათის ყველაზე ყოვლისმომცველი შეჯამებაა და ის ყველაზე გავრცელებულია ანტიქრისტეს ხასიათი-არსში. რატომ გამოიყენება უკეთურება ანტიქრისტეს ხასიათი-არსის დასახასიათებლად? თუ ვამბობთ, რომ ანტიქრისტეები საკმაოდ უკეთურები არიან, მაშინ, მათი აზრებიდან გამომდინარე, რას ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ ისინი ყოველდღე ისეთს, რაც ადასტურებს, რომ უკეთური არსის მქონე ადამიანები არიან? განა ეს არ არის საკითხი, რომელზეც დაფიქრება გვმართებს? (დიახ). მაშინ, ანალიზი და დაკვირვება უნდა დავიწყოთ იმით, თუ რას ფიქრობენ ისინი, როგორია მათი მეტყველება და მანერები, როგორ იქცევიან და როგორია მათი ამქვეყნიური ურთიერთობები, რათა განვსაჯოთ, ნამდვილად არსებობს თუ არა ამ ადამიანებში უკეთური არსი. ჯერ ვნახოთ, რაზე ფიქრობენ ანტიქრისტეები ყოველდღე. ზოგიერთი ადამიანი გულში ფიქრობს: „ადამიანების ამ ჯგუფში ყველაზე უნარიანად არ ვითვლები და არც ყველაზე დიდი ნიჭი მაქვს, მაშ, როგორ მოვიპოვო მეტი პოპულარობა, დავიმსახურო ყველას პატივისცემა, დიდება მოვუტანო ჩემს წინაპრებს და თავზე შარავანდედი მქონდეს? როგორ დავარწმუნო სხვები, რომ მომისმინონ და მოწიწებით განეწყონ ჩემდამი? როგორც ჩანს, სტატუსის ქონა კარგი რამ არის. ზოგიერთი ადამიანი მართლაც ავტორიტეტულად ლაპარაკობს და როდესაც სხვებს პრობლემები აქვთ, მასთან მიდიან — ჩემთან რატომ არავინ მოდის? რატომ არავინ მამჩნევს? ჭკუა მაქვს, იდეები მაქვს, ჩემს ქმედებებს მეთოდურად ვუდგები და საკითხებზე მსჯელობაც შემიძლია — რატომ არავინ მაქცევს ყურადღებას და რატომ არ აქვთ დიდი წარმოდგენა ჩემზე? როდის დავდგები სხვებზე მაღლა? როდის მოვა ყველა ჩემთან დახმარების სათხოვნელად და როდის დამიჭერს მხარს?“ რაზე ფიქრობენ ეს ადამიანები? დადებით თუ უარყოფით რამეზე ფიქრობენ ისინი? (უარყოფით რამეებზე.) არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ სხვებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ფიქრობენ: „როგორ აქვთ ასეთი კარგი ურთიერთობა? უნდა მოვიფიქრო, როგორ ჩამოვაგდო მათ შორის განხეთქილება და გავუფუჭო ურთიერთობა; ასე იზოლირებული აღარ ვიქნები და ამხანაგიც მეყოლება“. რას აკეთებენ ეს ადამიანები? რა მეთოდიც არ უნდა გამოიყენონ, საბოლოოდ ყველაფერი შუღლის ჩამოგდებამდე მიდის. როდესაც ხედავენ, რომ ვიღაც თავის მოვალეობას ენთუზიაზმითა და შემართებით ასრულებს და რასაც არ უნდა აკეთებდეს მოვალეობის შესრულებისას, ნათელს მოიპოვებს, მათ შური იპყრობთ და ფიქრობენ, როგორ შეუშალონ ხელი ამ ადამიანს, როგორ აუგდონ გული და უარყოფითად განაწყონ. ეს აზრები, განახორციელებენ ამას თუ არა, უარყოფითი აზრებია. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ: „როგორ მიყურებს ახლად არჩეული წინამძღოლი? ამ წინამძღოლს უნდა დავუახლოვდე. ჩვენ არცთუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს და არც ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, მაშ, როგორ მოვიპოვო მისი კეთილგანწყობა პირფერობით? გარკვეული თანხა მაქვს ხელთ, ამიტომ გავარკვევ, რა სჭირდება და ვუყიდი. მაგრამ თუ კომპიუტერი სჭირდება, ამდენი ფულის დახარჯვა არ მსურს; მომავალში წინამძღოლი რომ აღარ იყოს, განა ეს ფული ფუჭად დახარჯული არ იქნება? თუ ხელთათმანები ან ტანსაცმელი სჭირდება, ამის ყიდვის საშუალება მაქვს და ამაზე ფულის დახარჯვა ღირს. ფული სწორ რამეებზე უნდა დაიხარჯოს და არა ფუჭად. წინამძღოლს მხოლოდ ცარიელი სიტყვებით კი არ უნდა ვეპირფერო და ვასიამოვნო, არამედ რეალური ქმედებებითაც — ყურადღებით უნდა ვიყო, რომ გავიგო, რა მოსწონს ამ წინამძღოლს. გარდა ამისა, ყოველდღე, ჭამის დროს, წინამძღოლს საჭმლის თეფშზე გადაღებაში დავეხმარები, ხოლო როცა ჭამას დაასრულებს, ჭურჭელს გავურეცხავ. თუ წინამძღოლი ვინმეს გააკრიტიკებს, მეც ავყვები და მის ნათქვამს გავიმეორებ; თუ ვინმეს შეაქებს, მაშინვე რეკომენდაციას გავუწევ იმ ადამიანს და მის ღირსებებს შევაქებ“. რაზე ფიქრობენ ეს ადამიანები? (წინამძღოლისთვის სიამოვნების მინიჭებასა და მის წინაშე პირფერობაზე.) არიან ისეთებიც, რომლებიც ღვთის სახლში მუშაობისას ფიქრობენ: „სხვები ბეჯითად და გულმოდგინედ მუშაობენ; მე ჭკვიანურად უნდა მოვიქცე, სულელი არ უნდა ვიყო და მეტისმეტად არ უნდა გავისარჯო. თუ მომავალში ღვთის სახლს აღარ დავჭირდები, განა ეს ძალისხმევა წყალში არ ჩამეყრება? განა ჩემი ბეჯითი შრომა ფუჭად არ ჩაივლის? მაგრამ თუ საერთოდ არ ვიმუშავებ, ღვთის სახლი გამიშვებს. რა უნდა ვქნა? როდესაც წინამძღოლი იქ იქნება, მთელი ძალით ვიმუშავებ, ოფლს დავღვრი და წინამძღოლს დავანახვებ; ხოლო როცა ახლო-მახლო არ იქნება, საპირფარეშოში წავალ, წყალს დავლევ, გავისეირნებ ან სადმე კუთხეში მოვკალათდები დასასვენებლად. თუ სხვები ნიჩბით სამჯერ ამოიღებენ მიწას, მე ნახევარ ნიჩაბს ამოვიღებ; თუ სხვები საგნების გადაზიდვისას სამ ან ხუთ გზას გააკეთებენ, მე მხოლოდ ერთ გზას გავაკეთებ. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, დავისვენებ და მუშაობისგან თავს დავიძვრენ. ასე ბეჯითი არ უნდა ვიყო; თუ მეტისმეტი გარჯისგან ავად გავხდები ან გამოვიფიტები, ვინ შემიცოდებს? ვინ იზრუნებს ჩემს ავადმყოფობაზე? წინამძღოლი იზრუნებს ამაზე? ღმერთი იზრუნებს ამაზე? ღმერთი იქნება პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? ამიტომ, მუშაობისას უნდა გავარკვიო, სად შემიძლია ყველაზე თვალსაჩინოდ ვიმუშაო. როდესაც მუშაობისგან თავის დაძვრენა მომინდება, უნდა გავარკვიო, სად არის ყველაზე ნაკლები ალბათობა იმისა, რომ შემამჩნიონ და სად მივიპყრობ ყველაზე ნაკლებ ყურადღებას“. რაზე ფიქრობენ ეს ადამიანები? (მუშაობისგან თავის დაძვრენასა და ცბიერად მოქცევაზე.)

1. რას აკეთებენ ანტიქრისტეები ადამიანების მიმართ

როგორი ზნეობა აქვთ ადამიანებს, რომლებსაც მთელი დღე უკეთური აზრები აქვთ? ეს დაბალი ზნეობრივი მთლიანობა და ცბიერებაა. მათი ხასიათიდან გამომდინარე, რა არის ეს? (უკეთურება). არის რამე წესიერი იმ ყველაფრის ბუნებაში, რაზეც ისინი ფიქრობენ? არის რამე, რაც კეთილშობილურად, გულღიად და ალალად ჟღერს? არის მათში რამე კარგი? (არა, არაფერი.) მაშასადამე, რომ შევაჯამოთ, პირველი, რაც ანტიქრისტეს არსის მქონე ადამიანების უკეთურ ხასიათში ვლინდება, ის არის, რომ ისინი მთელი დღე მხოლოდ ბოროტებაზე ფიქრობენ. მნიშვნელობა არ აქვს, დიდ საკითხთან აქვთ საქმე თუ მცირესთან, მათი აზრები ბოროტებით არის სავსე. კერძოდ, ისინი გარკვეულ ქმედებებს სჩადიან ადამიანების მიმართ, ხოლო ღმერთის მიმართ განსხვავებული გამოვლინებები და პრაქტიკები აქვთ. მაშ, რას აკეთებენ ისინი ადამიანების მიმართ? რა სახის პრაქტიკებს აყალიბებენ თავიანთ აზრებში? ახლახან მოყვანილ რამდენიმე მაგალითში ხედავთ, როგორ ხლართავს ასეთი ადამიანი მუდმივად ინტრიგებს სხვების წინააღმდეგ? ისინი განუწყვეტლივ ხლართავენ ინტრიგებს და ყველა, ვისთანაც საქმე ან ურთიერთობა აქვთ, მათი სქემების სამიზნე ხდება. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საქმის კეთებისას არაფერს ამბობენ, მათი ქმედებების გზები, მეთოდები და წყაროები ნამდვილი არ არის და ისინი ჭეშმარიტებას არ ახორციელებენ პრაქტიკაში — ეს მხოლოდ მოჩვენებითი სახეა. რა ბუნება აქვს ამას და რა პრაქტიკაა ეს? ეს მზაკვრობა და თვალთმაქცობაა და ისინი სხვებსაც აცდუნებენ. ვინაიდან მათ შეუძლიათ თვალთმაქცობა და ადამიანების მოტყუება, შეუძლიათ მათი გადაბირება და შეცდომაში შეყვანაც? (დიახ, შეუძლიათ.) გარდა ამისა, ასეთი პიროვნება მუდმივად იბრძვის სხვებთან სტატუსის, რეპუტაციის, პრესტიჟისა და საკუთარი ინტერესებისთვის. ისინი იბრძვიან სახელის მოსახვეჭად, იმისთვის, თუ ვის ექნება საბოლოო სიტყვა, ვის ექნება მეტი იდეა, ვისი მოსაზრებები იქნება უფრო ბრძნული და გონივრული, ვის დაუჭერს ყველა უფრო მეტად მხარს და ვინ მიიღებს მეტ სარგებელს — აი, რისთვის ეცილებიან ისინი ერთმანეთს. სტატუსის გარეშეც კი ასე ხლართავენ ინტრიგებს ადამიანების წინააღმდეგ, მაშ, რა ხდება, როდესაც სტატუსი აქვთ? მაშინ ისინი მუდმივად ჩაგრავენ თავიანთი ბატონობის ქვეშ მყოფ ადამიანებს; ისინი იზიდავენ და იბირებენ მათ, ვისაც ჭეშმარიტება არ უყვარს, ხოლო მათ, ვისაც ჭეშმარიტების მიღება შეუძლია, თავს ესხმიან და რიყავენ, იმ მიზნით, რომ ყველა მათ უსმენდეს და ემორჩილებოდეს; ისინი მუდამ ქმნიან დაჯგუფებებს და ჯგუფებში შუღლს თესავენ, საბოლოოდ კი ყველას თავისიანად აქცევენ. ყოველივე ეს მათ მიერ ადამიანების ჩაგვრის ფარგლებში ექცევა. ანტიქრისტეები მთელი დღე ბოროტებაზე ფიქრობენ და ყოველი ხასიათი, რომელსაც ისინი ამჟღავნებენ, ბოროტია. მაშ, სწორია იმის თქმა, რომ ასეთი ადამიანების ხასიათი უკეთურია? (დიახ, სწორია.) ჯგუფში, სადაც ყველამ თავისი ადგილი იცის, საკუთარი საქმით არის დაკავებული და იმას აკეთებს, რაც უნდა აკეთოს, როგორც კი ანტიქრისტე გამოჩნდება, შიგნიდან შუღლის თესვას იწყებს: B ადამიანთან A ადამიანზე ცუდს ლაპარაკობს და პირიქით, რითაც ამ ორს ერთმანეთს უპირისპირებს. განა ეს შუღლის თესვის შედეგი არ არის? მაშ, როგორ ვლინდება ანტიქრისტეს მიერ ინტრიგების ხლართვა? მაგალითად, როდესაც ეკლესიაში არჩევნები ტარდება, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ამბიციები არ აქვთ, შეიძლება ფიქრობდნენ: „ვისაც აირჩევენ, იმას დავემორჩილები; ვისაც ღმერთი წინამძღოლობის ნებას მისცემს, მას დავუჭერ მხარს და არავის შევაწუხებ და არც პრობლემებს შევქმნი“. მაგრამ ცუდი განზრახვების მქონე ადამიანები ასე არ ფიქრობენ. თუ ხედავენ, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ, გულში გათვლებს იწყებენ: „ყველას რაღაც კარგი უნდა ვუყიდო. რა აკლია ეკლესიას ამ დღეებში? ჰაერის გამწმენდს ვიყიდი და შეკრების ადგილას დავდგამ, რათა როდესაც ყველა სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს, მე გავახსენდე. ასე, როდესაც არჩევნების დრო მოვა, განა მე არ ვიქნები პირველი კანდიდატი, რომელიც გაახსენდებათ? მაშასადამე, არც ტყუილად ვიმოქმედებ და არც ფულს დავხარჯავ ფუჭად“. ამის გაფიქრებისთანავე სწრაფად ყიდულობენ ყველაზე იაფ და გარეგნულად ყველაზე მიმზიდველ ჰაერის გამწმენდს. გარდა ამისა, ფიქრობენ: „ამ პერიოდში ფრთხილად უნდა ვიყო. არასწორი რამ არ უნდა ვთქვა და არც ისეთი უარყოფითი რამეები უნდა ვთქვა, რომლებიც ადამიანებისთვის სასარგებლო არ იქნება; როდესაც ადამიანებს შევხვდები, უნდა ვეპირფერო და ხშირად შევაქო სხვები ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „ძალიან კარგად გამოიყურები! შენ მართლაც ესწრაფვი ჭეშმარიტებას! მართალია, შენ ჩემზე ნაკლები ხანია, რაც ღმერთი გწამს, მაგრამ ჭეშმარიტებას ჩემზე მეტად ესწრაფვი. შენი ადამიანობა კარგია და შენნაირი კარგი ადამიანობის მქონე ადამიანებს ცხონება შეუძლიათ — ჩემგან განსხვავებით“. თავმდაბლად უნდა გამოვჩნდე და სხვები ყველა ასპექტში საკუთარ თავზე უკეთესებად უნდა წარმოვაჩინო, რათა მათ იგრძნონ, რომ საკმარისი პატივისცემა მიიღეს“. განა ეს ინტრიგების ხლართვა არ არის? ანტიქრისტეები ასეთ რამეებს ძალისხმევის გარეშე აკეთებენ; ჩვეულებრივი ადამიანები ინტრიგების ხლართვაში მათ ვერ აჯობებენ. რა გამონათქვამი აქვთ არამორწმუნეებს? (ვიღაცამ გაგყიდა, შენ კი მაინც ეხმარები ფულის დათვლაში.) ანტიქრისტეები ასეთ რამეებს სჩადიან და ადამიანების უმეტესობა მათი ღალატისა და ინტრიგების სამიზნე ხდება.

მითხარით, იღებენ ანტიქრისტეები მათ მიმართ განხორციელებულ გასხვლას? აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ? (არა, არ აღიარებენ.) ისინი არ აღიარებენ, რომ გახრწნილი ხასიათი აქვთ, მაგრამ გასხვლის შემდეგ მაინც თავი ისე უჭირავთ, თითქოს საკუთარ თავს იცნობენ. ამბობენ, რომ თითოეული მათგანი ეშმაკი და სატანაა, ადამიანური ბუნება არ გააჩნიათ და დაბალი კალიბრი აქვთ, რომ საკითხების ყოველმხრივ გათვალისწინება არ შეუძლიათ, ეკლესიის მიერ მათთვის განსაზღვრული ამოცანებისთვის შეუფერებლები არიან და თავიანთი მოვალეობები სათანადოდ არ შეუსრულებიათ. შემდეგ, ადამიანების უმრავლესობის წინაშე აღიარებენ თავიანთ გახრწნილ ხასიათს, აღიარებენ, რომ ეშმაკები არიან და ბოლოს იმასაც ამბობენ, რომ ამით ღმერთი მათ გამოაწრთობს და ცხონებას მოუტანს, რითაც ადამიანებს აჩვენებენ, რამდენად შეუძლიათ გასხვლის მიღება და რამდენად ემორჩილებიან ჭეშმარიტებას. ისინი არ ახსენებენ, რატომ სხლავენ მათ ან რა ზიანი და დანაკარგები მიაყენეს მათმა ქმედებებმა ეკლესიის საქმეს. ისინი თავს არიდებენ ამ საკითხებს და ფუჭ სიტყვებს, მოძღვრებებს, სოფისტურ მსჯელობებსა და განმარტებებს იყენებენ, რათა ადამიანებს ღვთის სახლისგან მიღებული გასხვლა დაუმსახურებელ და უსამართლო მოპყრობად მოაჩვენონ, თითქოს მათ დიდი უსამართლობა განიცადეს. გასხვლის შემდეგ გულში კვლავ ურყევნი რჩებიან და თავიანთ მრავალგვარ ბოროტ ქმედებას ოდნავადაც არ აღიარებენ. მაშ, რას წარმოადგენს ყველა ის სიტყვა, რომელიც მათ თანაზიარებისას თქვეს თავიანთი გახრწნილი ხასიათის აღიარების, ჭეშმარიტების მიღების სურვილისა და გასხვლისადმი მორჩილების უნარის შესახებ? არის ეს მათი ნამდვილი გრძნობები? სრულიადაც არა. ყოველივე ეს სიცრუე, თვალთმაქცობა და ეშმაკისეული სიტყვებია, რომელთა მიზანიც ადამიანების შეცდომაში შეყვანა და გადაბირებაა. რა არის მათ მიერ ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზანი? (რათა ადამიანებმა მათ თაყვანი სცენ და გაჰყვნენ.) სწორედ ასეა, მათი მიზანია ადამიანების შეცდომაში შეყვანა და გადაბირება, რათა ადამიანები მათ გაჰყვნენ და უსმინონ და ყველას ეგონოს, რომ ისინი მართლები და კარგები არიან. ამგვარად, ვერავინ ამოიცნობს მათ ნამდვილ სახეს და ვერავინ დაუპირისპირდება. პირიქით, ადამიანებს სჯერათ, რომ ისინი ჭეშმარიტების მიმღები, გასხვლის მიმღები და მომნანიებელი ადამიანები არიან. მაშ, რატომ არ აღიარებენ ისინი თავიანთ ბოროტ ქმედებებს ან იმ დანაკარგებს, რომლებიც ღვთის სახლის საქმეს მიაყენეს? რატომ არ გამოაქვთ ეს საკითხები სააშკარაოზე თანაზიარებისთვის? (ეს რომ ეთქვათ, ადამიანები მათ გაარჩევდნენ.) ადამიანებს რომ ისინი გაერჩიათ, მათი ნამდვილი სახე დაენახათ და მათი ადამიანობა და ხასიათი-არსი ამოეცნოთ, მათ მიატოვებდნენ. მაშინაც წამოეგებოდნენ მათ ხრიკებს და შეცდომაში შევიდოდნენ? კვლავაც დიდ პატივს სცემდნენ მათ? კვლავაც ცამდე აიყვანდნენ ქებით? კვლავაც თაყვანს სცემდნენ მათ? ამათგან აღარაფერს გააკეთებდნენ. ანტიქრისტეები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს საკუთარ თავს იცნობენ, მაგრამ სინამდვილეში ყოველივე ეს სოფისტური მსჯელობა და თავის მართლებაა, რაც ადამიანების შეცდომაში შეყვანისა და იმისკენაა მიმართული, რომ ადამიანები მათ გამოესარჩლონ — სწორედ ეს არის მათი ფარული განზრახვა. ისინი თავს არიდებენ მნიშვნელოვან საკითხებს და ზედაპირულად საუბრობენ საკუთარი თავის შეცნობასა და გასხვლის მიღებაზე, რათა ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და გადაიბირონ და მიაღწიონ იმას, რომ ადამიანები მათ პატივს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ. განა ეს მეთოდი საკმაოდ უკეთური არ არის? ზოგი ადამიანი მართლაც წამოეგება ამას და ანტიქრისტეების მიერ შეცდომაში შეყვანის შემდეგ ამბობს: „ეს ადამიანი ისე კარგად ლაპარაკობს, რომ ძალიან შთამაგონა. რამდენჯერმე ვიტირე კიდეც!“ იმ დროს ეს ადამიანები მათ დიდ პატივს სცემენ და ეთაყვანებიან, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ისინი, ვისაც ეთაყვანებოდნენ, ანტიქრისტეები არიან; ასეთია ანტიქრისტეების მიერ სხვების შეცდომაში შეყვანისა და გადაბირების შედეგი. ანტიქრისტეებს შეუძლიათ ადამიანების ამგვარად შეცდომაში შეყვანა და ნამდვილად არ არიან ცოტანი ის ადამიანები, რომლებიც ამაზე ეგებიან და ტყუვდებიან. თუ ადამიანს შეუძლია ამ საკითხში ანტიქრისტეების ამოცნობა, ეს ნიშნავს, რომ მას ჭეშმარიტება ესმის და გამჭრიახობა აქვს.

ანტიქრისტეები ხშირად ჩაგრავენ ადამიანებს. მათ ერთი ცნობილი გამონათქვამი აქვთ: „ჩემო კარგებო, რაკი არ მითმობ, სულ რამდენიმე სვლით ხელებსა და მუხლებზე დაგცემ და გაიძულებ, თაყვანი მცე — თუ არ დამითმობ, სიკვდილმისჯილთა რიგებში ჩაგაყენებ!“ რისი გაკეთება სურთ ანტიქრისტეებს? მათ ადამიანების ჩაგვრა სურთ. როგორი ტიპის ადამიანის ჩაგვრა სურთ? თუ მათ ემორჩილები, ეპირფერები და თაყვანს სცემ, დაგჩაგრავენ? თუ მათთან თვინიერი და დამჯერი ხარ, თუ ხედავენ, რომ მათთვის უვნებელი ხარ, რომ უბრალოდ ადვილად დასაჩაგრი ადამიანი ან მონა ხარ, შენი ჩაგვრით თავს არ შეიწუხებენ. თუ ისინი რაიმე ცუდს გააკეთებენ ან ბოროტ საქმეებს ჩაიდენენ და აღმოაჩენენ ადამიანს, რომელსაც მათი გარჩევა შეუძლია, რომელიც მათ ამხელს და მათ ნამდვილ სახეს გამოააშკარავებს, თანამდებობიდან ჩამოაგდებს, რეპუტაციას გაუნადგურებს და ძირს გამოუთხრის მათ ქმედებებს, დაიწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ დაჩაგრონ ეს ადამიანი. ანტიქრისტეები ადამიანებს ახირების გამო არ ჩაგრავენ; პირიქით, ისინი მუდმივად აკვირდებიან და ცდიან ადამიანებს, არკვევენ, ვინ ლაპარაკობს მათზე ცუდს მათ ზურგს უკან, ვინ არ უთმობს მათ, ვინ არჩევს მათ ქმედებებს, ვინ არ აქცევს მათ ყურადღებას და ვინ ამბობს უარს მათთან დაახლოებაზე. გარკვეული ხნის განმავლობაში დაკვირვებისა და ორი-სამი ასეთი ადამიანის აღმოჩენის შემდეგ ისინი შეკრებებზე ამ ადამიანების პრობლემების შესახებ თანაზიარებას იწყებენ. მართალია, ერთი შეხედვით, მათი ნათქვამი სწორია, მაგრამ სინამდვილეში ის კონკრეტული ადამიანებისკენაა მიმართული გარკვეული მიზეზითა და მიზნით. რა არის ეს მიზეზი? მათ უკვე ყველაფერი საფუძვლიანად გამოიკვლიეს; ეს ადამიანები მათ არ უთმობენ და ანტიქრისტეების გარჩევა შეუძლიათ, მუდმივად ცდილობენ მათ მხილებას, მათი ნამდვილი სახის გამოაშკარავებასა და თანამდებობიდან ჩამოგდებას. ისინი ყოველივე ამას იმ მიზნით ამბობენ, რომ ეს ადამიანები გააფრთხილონ და სიფრთხილისკენ მოუწოდონ. თუ ეს ადამიანები უკან დაიხევენ და აღარ გაბედავენ თავიანთი მოქმედებების გაგრძელებას და ყველაფერი ანტიქრისტეების სურვილისამებრ წარიმართება, ანტიქრისტეები მათ შეეშვებიან. მაგრამ თუ ეს ადამიანები უწინდებურად განაგრძობენ მოქმედებას, უარს იტყვიან მათთან დაახლოებაზე და კვლავაც განზრახული ექნებათ მათი ნამდვილი სახის გამოაშკარავება, ზემდგომისთვის მათ შესახებ შეტყობინება და მათი თანამდებობიდან ჩამოშორება, მაშინ ისინი ანტიქრისტეების ჩაგვრის მომდევნო სამიზნეები გახდებიან. ანტიქრისტეები სხვა მიდგომებზე იწყებენ ფიქრს და უფრო მკაცრ და სასტიკ მეთოდებს მიმართავენ, ცდილობენ, მოიფიქრონ, როგორ მოიპოვონ ამ ადამიანებზე ზემოქმედების ბერკეტები და გამონახონ მათი ჩაგვრის შესაძლებლობები და არ ჩერდებიან, სანამ მათ ეკლესიიდან არ გააძევებენ. ანტიქრისტეები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ამგვარად ჩაგრავენ და არ მოისვენებენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. მეთოდები, რომლებსაც ანტიქრისტეები ადამიანების დასაჩაგრად იყენებენ, დაუნდობელია. თავდაპირველად ისინი საბაბს პოულობენ და ადამიანებს იარლიყებს აკრავენ, შემდეგ კი მათ ჩაგვრას იწყებენ და არ ჩერდებიან, სანამ ადამიანები სრულად არ დაემორჩილებიან და არ დაუთმობენ მათ — წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ დასრულდება. ეკლესიაში ანტიქრისტეები მუდმივად თესავენ შუღლს და ქმნიან დაჯგუფებებს, რათა საკუთარი ვიწრო წრეები ჩამოაყალიბონ და ეკლესიაზე კონტროლი დაამყარონ. განა ეს გავრცელებული მოვლენა არ არის? ანტიქრისტეები ქმნიან დაჯგუფებებს, თესავენ შუღლს, თავიანთ მხარეს იბირებენ სხვადასხვა ძალას და პირს კრავენ მათთვის სასარგებლო ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ მათ მხარდასაჭერად ხმის ამოღება, მათი ბოროტი საქმეების დაფარვა და გადამწყვეტ მომენტებში მათი დაცვა. ისინი ამ ადამიანებს თავიანთ საქმეებს აკეთებინებენ, სხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასაც კი ავალებენ და თავიანთ მაცნეებად იყენებენ. თუ ანტიქრისტეებს სტატუსი აქვთ, ეს ჯგუფი მათ კერძო სამეფოდ იქცევა. თუ სტატუსი არ აქვთ, ისინი და მათი ჯგუფი ეკლესიაში გარკვეულ ძალას ქმნიან, რომელიც არღვევს ეკლესიის ნორმალურ წესრიგს და ხელს უშლის ეკლესიის ნორმალურ ცხოვრებასა და საქმიანობას.

ანტიქრისტეების უკეთური არსის ყველაზე გავრცელებული გამოვლინება ის არის, რომ მათ განსაკუთრებით კარგად ეხერხებათ თავის მოჩვენება და თვალთმაქცობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ განსაკუთრებით ბოროტი, ცბიერი, დაუნდობელი და ამპარტავანი ხასიათი აქვთ, გარეგნულად თავს განსაკუთრებით თავმდაბალ და უწყინარ ადამიანებად წარმოაჩენენ. განა ეს თავის მოჩვენება არ არის? ეს ადამიანები ყოველდღიურად გულში ფიქრობენ: „როგორი ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა, რომ უფრო ქრისტიან, უფრო სანიმუშო, უფრო სულიერ, უფრო მეტი ტვირთის მატარებელ და უფრო წინამძღოლის მსგავს ადამიანად გამოვჩნდე? როგორ უნდა ვჭამო იმისათვის, რომ ადამიანებმა დახვეწილ, გრაციოზულ, დარბაისელ და საკმარისად კეთილშობილ ადამიანად მიმიჩნიონ? სიარულის როგორი მანერა უნდა ავირჩიო, რომ წინამძღოლის იერი და ქარიზმა მქონდეს, არაორდინარულ ადამიანად გამოვჩნდე და არა რიგით ადამიანად? როდესაც სხვებთან ვისაუბრებ, როგორი ტონი, ლექსიკა, მზერა და სახის გამომეტყველება უნდა გამოვიყენო, რომ ადამიანებს მაღალი კლასის წარმომადგენლად, საზოგადოების ელიტის წევრად ან მაღალი რანგის ინტელექტუალად მიმიჩნიონ? როგორ უნდა მოვახერხო ჩემი სამოსით, სტილით, მეტყველებითა და ქცევით, რომ ადამიანებმა დიდად დამაფასონ, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოვახდინო და გარანტირებულად სამუდამოდ დავრჩე მათ გულებში? რა უნდა ვთქვა, რომ ადამიანების გულები მოვიგო, მათი გულები გავათბო და მათზე ხანგრძლივი შთაბეჭდილება მოვახდინო? მეტი უნდა გავაკეთო სხვების დასახმარებლად და მათზე კარგი ვილაპარაკო, ხშირად ვისაუბრო ღვთის სიტყვებზე და ადამიანების წინაშე გარკვეული სულიერი ტერმინოლოგია გამოვიყენო, სხვებს ღვთის სიტყვებიდან მეტი წავუკითხო, მათთვის უფრო ხშირად ვილოცო, ხმადაბლა ვილაპარაკო, რათა ადამიანებმა ყურები დაცქვიტონ და მომისმინონ, და ვაგრძნობინო, რომ ნაზი, მზრუნველი, მოსიყვარულე, დიდსულოვანი და შემწყნარებელი ვარ“. განა ეს თავის მოჩვენება არ არის? სწორედ ასეთი ფიქრები ისადგურებს ანტიქრისტეების გულებში. ის, რაც მათ ფიქრებს ავსებს, სხვა არაფერია, თუ არა არამორწმუნე სამყაროს ტენდენციები, რაც მთლიანად იმაზე მიუთითებს, რომ მათი აზრები და შეხედულებები ამქვეყნიური და სატანისეულია. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფარულად მეძავივით ან თუნდაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით იცვამდეს; მათი ტანსაცმელი საგანგებოდ არის მორგებული ბოროტ ტენდენციებზე და განსაკუთრებით მოდურია. თუმცა, როდესაც ეკლესიაში მოდიან, ძმებსა და დებს შორის სრულიად განსხვავებული სამოსი აცვიათ და ქცევის მანერაც განსხვავებული აქვთ. განა მათ თავის მოჩვენება უაღრესად კარგად არ ეხერხებათ? (დიახ). ის, რაზეც ანტიქრისტეები გულში ფიქრობენ, რასაც აკეთებენ, მათი სხვადასხვა გამოვლინება და ხასიათი, რომელსაც ამჟღავნებენ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მათი ხასიათი-არსი უკეთურია. ანტიქრისტეები არ ფიქრობენ ჭეშმარიტებაზე, დადებით რამეებზე, სწორ გზასა თუ ღვთის მოთხოვნებზე. მათი ფიქრები, აგრეთვე, მიდგომები, მეთოდები და მიზნები, რომლებსაც ირჩევენ, ყველაფერი უკეთურია — ყოველივე ეს სწორ გზას არის აცდენილი და ჭეშმარიტებასთან შეუსაბამოა. ისინი ჭეშმარიტებასაც კი ეწინააღმდეგებიან და, ზოგადად, ყოველივე ეს შეიძლება ბოროტებად შეჯამდეს; უბრალოდ, ამ ბოროტების ბუნება უკეთურია — ამიტომ ყოველივე ამას ერთობლივად უკეთურება ეწოდება. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ იყვნენ პატიოსანი ადამიანები, იყვნენ უბიწოები და გახსნილები ან იყვნენ გულწრფელები და ერთგულები; ამის ნაცვლად, უკეთურ მეთოდებზე ფიქრობენ. მაგალითად, ავიღოთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შესახებ უბიწოდ და დაუფარავად ისაუბროს — ეს დადებითი რამ არის და ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას წარმოადგენს. იქცევიან ასე ანტიქრისტეები? (არა). რას აკეთებენ ისინი? ისინი მუდმივად თავს აჩვენებენ, ხოლო როგორც კი რაიმე ცუდს ჩაიდენენ და საკუთარი თავის გამჟღავნებას დაიწყებენ, გააფთრებით ცდილობენ ამის დამალვას, საკუთარი თავის გამართლებასა და დაცვას და ფაქტების დაფარვას — ბოლოს კი თავიანთ მიზეზებს ასახელებენ. შეესაბამება ამ ქმედებებიდან რომელიმე ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელებას? (არა). შეესაბამება რომელიმე მათგანი ჭეშმარიტება-პრინციპებს? მით უმეტეს, არა.

ახლახან ჩვენ თანაზიარება გვქონდა და სიღრმისეულად გავაანალიზეთ ანტიქრისტეების ხასიათი-არსის პირველი ასპექტი — უკეთურება. ჩვენ დავიწყეთ იმის სიღრმისეულად გაანალიზებით, თუ რაზე ფიქრობენ ანტიქრისტეები მთელი დღის განმავლობაში და მათი ფიქრების, შეხედულებებისა და იმ მიდგომებისა და მეთოდების საფუძველზე, რომლითაც ისინი სხვადასხვა საკითხზე რეაგირებენ, სიღრმისეულად გავაანალიზეთ ანტიქრისტეების უკეთური ხასიათი. ჩვენ ასევე სიღრმისეულად გავაანალიზეთ იმ სხვადასხვა რამის ბუნება, რასაც ანტიქრისტეები აკეთებენ, იმის საფუძველზე, რაც მათ ფიქრებში არსებობს. ჩვენ აგრეთვე მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, რათა სიღრმისეულად გაგვეანალიზებინა მათი ხასიათი-არსი, რომელიც ამ მაგალითებში გამომჟღავნდა. ამ მაგალითებთან დაკავშირებით, გინახავთ თქვენ შედარებით კარგი ადამიანობის მქონე პირი მათ შორის, ვინც ასეთ ქცევებს ავლენს და ასეთ ხასიათს ამჟღავნებს? როდესაც საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ასეთი გამოაშკარავებები და გამოვლინებები ახასიათებს, არის მის ზნეობაში პატიოსნება, სიკეთე, უბრალოება, გულწრფელობა, პირდაპირობა და ა.შ.? (არა). ცხადია, მას ეს თვისებები აკლია. პირიქით, მის ზნეობას ახასიათებს ცბიერება, დაუნდობლობა, ჩვეული სიცრუისკენ მიდრეკილება, ეგოიზმი, სიმდაბლე და ღირსების გრძნობის უქონლობა. მისი ზნეობის ეს თავისებურებები საკმაოდ ცხადია. შეიძლება ზუსტად ითქვას, რომ მათ, ვინც მთელი დღის განმავლობაში უკეთური ფიქრები აქვთ და სხვადასხვა უკეთური რამის ჩადენა შეუძლიათ, ყველას ძალიან მდარე ზნეობა აქვს. რამდენად მდარეა მათი ზნეობა? მათ აკლიათ სინდისი, ზნეობრივი მთლიანობა და, განსაკუთრებით, ნორმალური რაციონალურობა. შეიძლება ადამიანებად მივიჩნიოთ ისინი, რომელთაც ყოველივე ეს არ გააჩნიათ? შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ადამიანები, რომლებსაც ყოველივე ეს აკლიათ, ადამიანები არ არიან; მათ მხოლოდ ადამიანის გარსი აქვთ მორგებული. ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „განა ეს ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს არ ჰგავს?“ ეს მხოლოდ მეტაფორაა. რანი არიან ცხვრის ტყავში გახვეული მგლები? არსებითად, ისინი მგლები არიან. არსებობს არსებითი განსხვავება მგლებსა და ეშმაკებს ან ანტიქრისტეებს შორის? მგლები ნადირობენ საქონელსა და ცხვრებზე და ჭამენ მათ არა სიხარბის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი ღვთისგან დადგენილი ბუნების ნაწილია. თუმცა მგლებს აქვთ ერთი რამ, რაც ანტიქრისტეებს არ გააჩნიათ. თუ ვინმე მგელს შეიფარებს და გაზრდის ან სიკვდილს გადაარჩენს, მგელი ამ პიროვნებას არასოდეს ავნებს და მადლიერებას გამოავლენს. ამის საპირისპიროდ, ანტიქრისტეები სარგებლობენ ღვთის მადლით, წინამძღოლობითა და ღვთის სიტყვების უზრუნველყოფით, მაგრამ ყველაფერში ღვთის წინააღმდეგ ხრიკებს ხლართავენ და მუდამ უპირისპირდებიან და მტრობენ მას. მათ არ შეუძლიათ დაემორჩილონ არაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს; ვერ ამბობენ ამაზე „ამინს“ — მათ ღვთის წინააღმდეგ დადგომა სურთ. მართებულია იმის თქმა, რომ ანტიქრისტეები ცხვრის ტყავში გახვეული მგლები არიან? ზუსტია ეს მეტაფორა? (არა, არ არის.) წარსულში, რელიგიაში, ვისაც ანტიქრისტეს ან ბოროტ ადამიანს უწოდებდნენ, ცხვრის ტყავში გახვეულ მგლად მიიჩნევდნენ. ეს მხოლოდ მეტაფორა იყო, რომელსაც ადამიანები იყენებდნენ მაშინ, როდესაც არ ესმოდათ ჭეშმარიტება და სხვადასხვა პიროვნების ადამიანურობა-არსება და ხასიათი. თუმცა, როდესაც ჭეშმარიტებაზე თანაზიარება ამ დონეს აღწევს, ამ მეტაფორის გამოყენება ნაკლებად შესაფერისი ხდება. ეშმაკები ეშმაკები არიან, ანტიქრისტეები კი ეშმაკების ტოლფასნი არიან და არ იმსახურებენ ღვთის მიერ შექმნილ რომელიმე ცოცხალ არსებასთან შედარებას. ოდესმე გაუწევია ღვთის მიერ შექმნილ რომელიმე არსებას, მაგალითად, მგელს ან სხვა მტაცებელ ცხოველს, წინააღმდეგობა ღვთისთვის ან ამბოხებულა მის წინააღმდეგ? ატეხდნენ ისინი ღვთის წინააღმდეგ ხმაურს ან დაუპირისპირდებოდნენ მას? ფარულად განსჯიდნენ, დაგმობდნენ ან თავს დაესხმოდნენ ღვთის რომელიმე სიტყვას? ისინი ასეთ რამეებს არ აკეთებენ; მხოლოდ იმ ინსტინქტებისა და საცხოვრებელი გარემოს შესაბამისად ცხოვრობენ, რომლებიც ღმერთმა მათთვის დააწესა. როგორებადაც ღმერთმა შექმნა ისინი, ისეთები არიან — ყოველგვარი თავის მოჩვენების გარეშე. მაგრამ ანტიქრისტეები განსხვავდებიან: მათ სატანის ბუნება აქვთ და დახელოვნებულნი არიან ყოველივე დადებითისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მოქმედებაში. ისინი ზუსტად დიდ წითელ დრაკონს ჰგვანან: დახელოვნებულნი არიან ღვთის საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

2. რას აკეთებენ ანტიქრისტეები ღვთის მიმართ

მას შემდეგ, რაც თანაზიარება გვქონდა იმ სხვადასხვა უკეთურ გამოვლინებაზე, რომლებსაც ანტიქრისტეები ადამიანების მიმართ ავლენენ, მოდით, თანაზიარება ვიქონიოთ იმაზე, თუ რა გამოვლინებები ახასიათებთ ანტიქრისტეებს ღვთის მიმართ იმ მხრივ, რომ ისინი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ უკეთურ რამეებზე ფიქრობენ. ამ თემაზე ადრე ბევრი ვისაუბრეთ, ამიტომ მოდით, შევაჯამოთ. დავიწყოთ შედარებით მსუბუქი შემთხვევებით და შემდეგ თანდათან უფრო მძიმე შემთხვევებზე გადავიდეთ. პირველი ეჭვია, რომელსაც მოსდევს ღვთის გულდასმით შესწავლა; ასევე არსებობს უნდობლობა, თავდაცვა, მოთხოვნების წამოყენება და პირობებზე ვაჭრობა. კიდევ არის რამე? (ღვთის გამოცდა.) ამგვარი ქცევის ბუნება საკმაოდ სერიოზულია. რაც უფრო წინ მივიწევთ, თითოეული ქცევის ბუნება სულ უფრო მძიმე ხდება — უარყოფა, მსჯავრდება, განსჯა, მკრეხელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავდასხმა, ხმამაღალი პროტესტი და წინააღმდეგობის გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთ ტერმინს გარკვეულწილად მსგავსი მნიშვნელობა აქვს, უფრო ღრმად განხილვისას მათი სიღრმე თუ აქცენტი განსხვავდება. თუ ამას სხვადასხვა კუთხით შევხედავთ ან განვიხილავთ ანტიქრისტეების განსხვავებულ მიდგომებს, შეგვიძლია განვასხვაოთ ამ ტერმინების ბუნება.

ა. ეჭვი

ეჭვი, დაკვირვება და უნდობლობა შედარებით საწყისი გამოვლინებებია. არიან ადამიანები, რომლებსაც გულებში მხოლოდ ეჭვი აქვთ და ფიქრობენ: „განა განკაცებული ხორცი ნამდვილად ღმერთია? მე ის ადამიანად მეჩვენება. განა მისი ყველა სიტყვა ჭეშმარიტებაა? რომელი მათგანი ჟღერს ჭეშმარიტებად? ზოგიერთი რამ, რასაც ის ამბობს, შეიძლება ადამიანური მეტყველებისა და ცოდნის ფარგლებს სცდებოდეს. ადამიანებს შეიძლება არ შეეძლოთ საიდუმლოებებისა და წინასწარმეტყველებების მკაფიოდ ახსნა, მაგრამ განა წინასწარმეტყველებსაც არ შეუძლიათ ასეთი რამეების თქმა? ამბობენ, რომ ღმერთი სამართლიანია, მაგრამ რაში ვლინდება ღვთის სამართლიანობა? ამბობენ, რომ ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებს, მაგრამ მაშინ რატომ სჩადის სატანა მუდამ ცუდ რამეებს? როდესაც სატანა გვიპყრობს და გვდევნის, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებს, რატომ არ ერევა ღმერთი? სად არის ღმერთი? ნამდვილად არსებობს ღმერთი?“ როდესაც ადამიანებს ჭეშმარიტი რწმენა აკლიათ, არ აღიარებენ ღვთის მეუფებას, არ იციან ღვთის ხასიათი თუ ღვთის არსი და არ ესმით ჭეშმარიტება, მათ გულებში ასეთი ეჭვები ჩნდება. თუმცა, როდესაც ადამიანები თანდათან განიცდიან ღვთის საქმეს, იაზრებენ ჭეშმარიტებას და აღიარებენ ღვთის მეუფებას, ეს ეჭვები თანდათან იფანტება და ჭეშმარიტ რწმენად გარდაიქმნება. ეს გარდაუვალი გზაა ყველასთვის, ვინც ღმერთს მიჰყვება. მაგრამ განა შეიძლება შეიცვალოს იმ ანტიქრისტეების ეჭვები, რომლებსაც უკეთური არსი აქვთ? (არა, მათი შეცვლა შეუძლებელია.) რატომ არ შეიძლება მათი შეცვლა? (ანტიქრისტეები ურწმუნოები არიან — ისინი ღმერთს არ აღიარებენ.) თეორიულად, ისინი ურწმუნოები არიან, ამიტომ ღმერთში მუდამ ეპარებათ ეჭვი. ობიექტური მიზეზი ისაა, რომ ასეთი ადამიანები თავიანთი ბუნებით უარს ამბობენ ჭეშმარიტებისა და დადებითი რამეების მიღებაზე. თუმცა ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, დადებითია და ჭეშმარიტებაა. რადგან ანტიქრისტეები ჭეშმარიტების მიმართ ზიზღითა და მტრულად არიან განწყობილნი, მაშინაც კი, თუ ყველა აღიარებს, რომ თითოეული რამ, რასაც ღმერთი აკეთებს, ფაქტია, რომ ყოველივე ეს ღვთის მეუფების ქვეშაა და რომ ღვთის მეუფება, ისევე როგორც თავად ღმერთი, ნამდვილად არსებობს, ანტიქრისტეები არ აღიარებენ და არ იღებენ, რომ ეს ყველაფერი ფაქტებია. მათ გულებში ღვთის შესახებ ეჭვები სამუდამოდ რჩება. ცხადია, ეს ფაქტებია, რომელთა მოწმეც ყველაა, და მათაც კი, ვისაც ჩვეულებრივ ყველაზე სუსტი რწმენა აქვს, ღვთის საქმის მრავალი წლის განმავლობაში განცდის შემდეგ ღმერთის შესახებ ეჭვები უქრებათ და ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა უყალიბდებათ. მხოლოდ ანტიქრისტეებს არ შეუძლიათ ღმერთის შესახებ თავიანთი ეჭვების შეცვლა. ობიექტურად რომ ვთქვათ, თეორიულად ეს პიროვნებები ურწმუნოები არიან, რომლებიც ჭეშმარიტებას არ იღებენ, მაგრამ სინამდვილეში მიზეზი ისაა, რომ ანტიქრისტეები ჭეშმარიტების მიმართ ზიზღით არიან განწყობილნი და უკეთური არსი აქვთ — ეს არის ძირეული მიზეზი. რამდენი ადამიანიც არ უნდა ადასტურებდეს ან მოწმობდეს იმას, რაც ღმერთმა გააკეთა, ან რაოდენ დამაჯერებელი მტკიცებულებაც არ უნდა დაუდონ ანტიქრისტეებს თვალწინ, ისინი მაინც უარს ამბობენ იმის დაჯერებაზე, რომ ღმერთს თავისი არსი აქვს და რომ ის ყოველივეზე ხელმწიფებს — ეს უკიდურესი უკეთურებაა. ამის ილუსტრირება ერთი გარემოებით შეიძლება: როდესაც ანტიქრისტეები ხედავენ ყოველივეზე ღვთის ხელმწიფების უდავო და აშკარა ფაქტს, მათ არც სჯერათ ამის და არც აღიარებენ ამას და ღმერთშიც კი ეპარებათ ეჭვი. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ეგრეთ წოდებული ბუდას ან უკვდავთა საქმეებს, რომლებზეც არამორწმუნეები, ეშმაკები და ბოროტი სულები საუბრობენ — საქმეებს, რომელთა მოწმენიც ანტიქრისტეები არ ყოფილან და რომელსაც არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ გააჩნია — ისინი იოლად იჯერებენ ამას. ეს უკეთურების უკიდურესი დემონსტრაციაა. რაოდენ დიადი ან გამაოგნებელიც არ უნდა იყოს ღვთის ქმედება, ანტიქრისტეებს მაინც ეპარებათ ეჭვი და ზიზღს გამოხატავენ, გულში მუდმივად ეჭვებს ატარებენ. მაგრამ როდესაც ეშმაკები ან სატანა რაიმე უცნაურს აკეთებენ, ისინი იხიბლებიან და აღტაცებით ქედს იხრიან. მათ არ შეუძლიათ ღვთისმოშიშობის ან ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენის გამომუშავება, რაოდენ დიად რამეებსაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი. ამის საპირისპიროდ, მათ ადვილად სჯერათ სატანის ყველა შეთითხნილი ამბის და მთელი გულით მოწიწებით ეკიდებიან მათ. ეს უკეთურების დემონსტრაციაა. ანტიქრისტეებს ღმერთის მიმართ ეჭვი ყოველთვის აქვთ. მათ არასოდეს სჯერათ, რომ ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებს, და არასოდეს აღიარებენ, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა; რამდენი ადამიანიც არ უნდა მოწმობდეს ამის შესახებ ან რამდენი მტკიცებულებაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, მათ არც ამის აღიარება შეუძლიათ და არც დაჯერება. ერთი მხრივ, ეს ანტიქრისტეების უკეთური ხასიათი-არსით არის განპირობებული, მეორე მხრივ კი მიუთითებს, რომ ასეთი პიროვნებები მართლაც ადამიანები არ არიან, რადგან მათ ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი აზროვნების პროცესები აკლიათ. რას ნიშნავს ნორმალური ადამიანობისთვის დამახასიათებელი აზროვნების პროცესების უქონლობა? მათ აკლიათ დადებითი რამეების, ჭეშმარიტებისა და ყოველივეს მიღმა არსებული არსისა და წარმოშობის სწორად განსჯისა და გაგების უნარი. ღვთის სიტყვების კითხვის, ქადაგებების მოსმენისა და ღვთის სიტყვების განცდის დროსაც კი არ შეუძლიათ ამ ყველაფრის დადასტურებულად მიჩნევა ან დაჯერება და კვლავ ეჭვში რჩებიან. ცხადია, ამ პიროვნებებს ნორმალური ადამიანურობისთვის დამახასიათებელი აზროვნების პროცესები აკლიათ. არიან თუ არა კვლავ ადამიანები ისინი, რომლებსაც ნორმალური აზროვნების პროცესები აკლიათ და არ შეუძლიათ ჭეშმარიტების, ღვთის სიტყვების, დადებითი რამეებისა და ფაქტების გააზრება? (არა, ისინი ადამიანები არ არიან.) ისინი ადამიანები არ არიან, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ცხოველები არიან, რადგან ცხოველებს უკეთური ხასიათი არ აქვთ; ვინაიდან ამ პიროვნებებს უკეთური ხასიათი ნამდვილად აქვთ, ეს მტკიცება მართებულია: ეს პიროვნებები მართლაც ნამდვილი ანტიქრისტეები არიან, რომლებსაც დემონური ბუნება აქვთ. ეჭვი არის მდგომარეობა, რომელიც ანტიქრისტეების ფიქრებში ღვთის მიმართ ვლინდება, და ასევე არის ხასიათი-არსის ერთგვარი მხილება, რომელიც მათ ქცევაში ვლინდება და ყველაზე ზედაპირული, ძირეული, გარეგნული და გავრცელებული გამოვლინებაა.

ბ. დაკვირვება

ანტიქრისტეთა გულები ღვთის მიმართ ეჭვებით სავსეა; მაშ, ნამდვილად იღებენ ისინი ღვთის სიტყვებს, მის ხასიათსა და მის საქმეს? ჭეშმარიტად ემორჩილებიან ისინი ყოველივე ამას? ნამდვილად მიჰყვებიან ისინი ღმერთს? ცხადია, პასუხი უარყოფითია. რა მოჰყვება ამას? როდესაც ეს პიროვნებები ღვთის სახლში მოდიან, ფიქრობენ: „სად არის ღმერთი? მე მას ვერ ვხედავ, მხოლოდ მისი ხმა მესმის. ხმის მიხედვით, როგორც ჩანს, ქალია; სიტყვების მიხედვით, განათლებული ჩანს და არა უწიგნური; მაგრამ მეტყველების მანერისა და მისი სიტყვების შინაარსის მიხედვით, რას ამბობს ის? რატომ ჟღერს ეს დამაბნევლად? მოსმენის შემდეგ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ რატომ არ ჟღერს ის ჩემთვის ჭეშმარიტებად? სულ ადამიანობის საკითხებზე, ადამიანის ხასიათზე და იმ სხვადასხვა მდგომარეობაზეა საუბარი, რომლებსაც ადამიანები თავიანთ ქმედებებში ავლენენ — არის ამაში სიცოცხლე და გზა? კარგად არ მესმის. მოსმენის შემდეგ ყველა ამბობს, რომ თავიანთი მოვალეობები ერთგულად უნდა შეასრულონ, ღმერთი დააკმაყოფილონ და ხსნისკენ ისწრაფონ. ბევრი ადამიანი გამოცდილებითი დამოწმების სტატიებსაც კი წერს და მოწმობას იძლევა. ეს პიროვნება ღმერთია? ჰგავს ის ღმერთს? მე მისი სახე არ მინახავს; რომ მენახა, შესაძლოა, მისი სახის ნაკვთების მიხედვით რაიმე დასკვნის გამოტანა და გარკვეული პასუხის მიღება შემძლებოდა. ამჟამად, მხოლოდ მისი ხმის გაგონებისა და იმის მოსმენის საფუძველზე, რასაც ის ამბობს, კვლავ ცოტათი გაურკვევლობაში ვარ“. რას აკეთებენ ისინი? ისინი ღმერთს გულდასმით სწავლობენ, სცდიან და ცდილობენ, რეალური ვითარება გაარკვიონ, რათა დაინახონ, ნამდვილად ღმერთია თუ არა ეს პიროვნება, შემდეგ კი გადაწყვიტონ, მიჰყვნენ თუ არა მას და როგორ მიჰყვნენ, აგრეთვე დაადგინონ, შეუძლიათ თუ არა ამ პიროვნებაში იმ კურთხევებისა და საბოლოო სამყოფლის შესახებ პასუხის პოვნა, რომელთა მოპოვებაც სურთ, ასევე თავიანთ წადილებზე პასუხის მიღება და შეუძლიათ თუ არა ამ პიროვნების მეშვეობით ზუსტად გაიგონ, როგორია ზეციერი ღმერთი, ნამდვილად არსებობს თუ არა ის, როგორია მისი ხასიათი, როგორი შეიძლება იყოს მისი მიდგომა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და რა შესაძლებლობები, უნარები და ძალაუფლება აქვს მას. განა ეს ღმერთის გულდასმით შესწავლა არ არის? ცხადია, არის.

ღმერთის გულდასმით შესწავლისას შეუძლიათ ანტიქრისტეებს, ღვთის სიტყვები თავიანთ სიცოცხლედ მიიღონ და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქცევაში სახელმძღვანელოდ და მიზნად დაისახონ (არა). ჩვეულებრივმა გახრწნილმა ადამიანმა შესაძლოა, გარკვეული ხნის განმავლობაში ღმერთი გულდასმით შეისწავლოს, შემდეგ კი იფიქროს: „ეს გზა არასწორია, გულში მოუსვენრობას ვგრძნობ; ღმერთის ამგვარი გულდასმით შესწავლით პასუხებს ვერ ვპოულობ. როგორ შეიძლება, ღვთის მორწმუნე ადამიანი მას გულდასმით სწავლობდეს? რისი მოპოვება შეიძლება ღვთის გულდასმით შესწავლით? როდესაც მორწმუნეები ღმერთს გულდასმით სწავლობენ, ღმერთი მათ თავის სახეს უმალავს და ისინი ჭეშმარიტებას ვერ მოიპოვებენ. ამბობენ, რომ ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა და ადამიანებს შეუძლიათ, მის სიტყვებში გზა იპოვონ და სიცოცხლე მოიპოვონ. ჩემთვის ასე მოქცევა არ არის კარგი — არ შემიძლია, განვაგრძო ღმერთის გულდასმით შესწავლა“. ქადაგებების მოსმენისა და ღვთის სიტყვების კითხვისას ისინი თანდათან აღმოაჩენენ, რომ ადამიანებს გახრწნილი ხასიათები აქვთ და თანდათანობით აცნობიერებენ, რომ ამ გახრწნილი ხასიათების აღმოფხვრის გარეშე ვერ შეძლებენ ღმერთთან შესატყვისობაში ყოფნას, თავიანთი მოვალეობების სათანადოდ შესრულებას ან რაიმეს კარგად გაკეთებას. ისინი თანდათანობით აღმოაჩენენ, რომ მიზეზი, რის გამოც ადამიანები თავიანთ მოვალეობებს კარგად ვერ ასრულებენ, ის არის, რომ მათ საკუთარი გახრწნილი ხასიათები და ურჩობა აბრკოლებთ და რომ ისინი თავიანთი გახრწნილი ხასიათების მიხედვით მოქმედებენ და საკითხების ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად მოგვარება არ შეუძლიათ. შემდეგ ისინი იწყებენ ფიქრს: „როგორ შემიძლია, ჭეშმარიტება-პრინციპების შესაბამისად ვიმოქმედო? როდესაც ჩემი გახრწნილი ხასიათები ვლინდება, როგორ შემიძლია მათი აღმოფხვრა?“ ადამიანების გახრწნილი ხასიათების აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალება ჭეშმარიტება და ღვთის სიტყვებია. ადამიანებისთვის ჭეშმარიტებაში შესვლის ყველაზე უშუალო გზაა ჭეშმარიტება-პრინციპების ძიება და ყველაფერში, რასაც აკეთებენ, შესაბამისი პრინციპების პოვნა. ამით დგინდება მიზნები, მიმართულება, გზები და პრაქტიკის მეთოდები. როგორც კი ეს ყველაფერი განისაზღვრება, ადამიანებს ექნებათ გზა, რომელსაც უნდა მიჰყვნენ, ხოლო მოქმედებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაარღვიონ ადმინისტრაციული განკარგულებები, გამოავლინონ თავიანთი გახრწნილი ხასიათები ან შექმნან დაბრკოლებები და შეფერხებები; კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღმერთს წინააღმდეგობა გაუწიონ. ასეთი გამოცდილების გავლის შემდეგ ისინი გრძნობენ, რომ ღვთის რწმენისთვის შესაფერისი გზა იპოვეს და რომ სწორედ ეს გზა სჭირდებათ, სწორედ ამ გზაზე უნდა შედგნენ, რომ ეს არის ღვთის რწმენისა და სიცოცხლის სწორი გზა და რომ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ღვთის გულდასმით შესწავლა და მის მიმართ მუდმივად „მოდი, ვნახოთ რა მოხდება“ პოზიციის დაკავება. ისინი აცნობიერებენ, რომ ღვთის გულდასმით შესწავლა ამაოა და რამდენად გულდასმითაც არ უნდა შეისწავლოს ადამიანმა ის, ეს ვერ აღმოფხვრის მის მიერ გამოვლენილ სხვადასხვა გახრწნილ ხასიათს და ვერ მოაგვარებს პრობლემებს, რომლებიც მისი მოვალეობების შესრულებისას წარმოიშობა. ამიტომ, ისინი ღმერთის გულდასმით შესწავლიდან თანდათან გადადიან ჭეშმარიტება-პრინციპების ძიების გზაზე. ეს არის ჩვეულებრივი გახრწნილი ადამიანების შესვლის ნორმალური გზა და გამოცდილების გავლის პროცესი. თუმცა ანტიქრისტეების შემთხვევაში სხვაგვარადაა. ღვთის სახლში შესვლისა და მისი ზღურბლის გადაბიჯების პირველივე დღიდან ფიქრობენ: „ღვთის სახლში ყველაფერი ისეთი საინტერესოა, ყველაფერი ისეთი ახალია — არამორწმუნეთა სამყაროსგან განსხვავდება. ღვთის სახლში ყველა პატიოსანი უნდა იყოს; აქ თითქოს ერთი დიდი ოჯახია და ისეთი ხალისიანი გარემოა!“ მას შემდეგ, რაც ანტიქრისტეები თავიანთ ძმებსა და დებს გულდასმით შეისწავლიან, გაიცნობენ და საფუძვლიანად გაიგებენ მათ, დგება დრო, რომ ღმერთი გულდასმით შეისწავლონ. ისინი თავისთვის ფიქრობენ: „სად არის ღმერთი? რას აკეთებს ღმერთი? როგორ აკეთებს ამას? ზეციური ღმერთის გულდასმით შესწავლა რთულია; მისი შეცნობა ძნელია და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. მაგრამ ახლა არსებობს მოსახერხებელი მოკლე გზა — ღმერთი დედამიწაზე მოვიდა, რაც იოლს ხდის მის გულდასმით შესწავლას“. ზოგ მათგანს საკმაოდ უმართლებს: დედამიწაზე ღმერთთან უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა ეძლევა და ამ პიროვნებას საკუთარი თვალით ხედავს, რაც მათთვის ღმერთის გულდასმით შესწავლას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. როგორ აკეთებენ ამას? ისინი გულდასმით სწავლობენ დედამიწაზე მყოფი ღმერთის ხალისიან საუბრებს, იმას, თუ რომელ საკითხებზე საუბრისას იყენებს მეტყველების ერთ მანერას და რომელ საკითხებზე — მეორეს, რა ვითარებაში იცინის და ბედნიერია და რაზე საუბრობს ასეთ დროს, აგრეთვე იმას, რაზე საუბრობს, როდესაც არ არის ბედნიერი ან გაბრაზებულია. ისინი გულდასმით სწავლობენ, რა ვითარებაში უგულებელყოფს ის ადამიანებს ან საკმაოდ მეგობრულია მათთან, როდის სხლავს ადამიანებს და როდის არა, რომელ საკითხებს აქცევს ყურადღებას და რომელი არ ადარდებს, აგრეთვე იმას, იცის თუ არა მან, როდესაც ადამიანები მის ზურგს უკან გულდასმით სწავლობენ მას, ხრიკებს უწყობენ ან ზიანს აყენებენ. უფრო ფართო ასპექტების გულდასმით შესწავლის შემდეგ ანტიქრისტეები კონკრეტულ დეტალებს უღრმავდებიან, მაგალითად, რას ჭამს დედამიწაზე მყოფი ღმერთი, რას იცვამს და როგორია მისი ყოველდღიური განრიგი. ისინი გულდასმით სწავლობენ, რა მოსწონს მას, სად უყვარს სიარული და იმასაც კი, რომელი ფერები მოსწონს ან არ მოსწონს, მზიანი ამინდი ურჩევნია თუ ღრუბლიანი და გადის თუ არა გარეთ ცუდ ამინდში — ყველა ამ კონკრეტულ დეტალს გულდასმით სწავლობენ. თავიდან ბოლომდე, ანტიქრისტეები მუდამ გულდასმით სწავლობენ მას და უგულებელყოფენ იმას, თუ რის გასაკეთებლად მოვიდა ეს პიროვნება, რომელიც ღვთის ვინაობას ატარებს. ისინი ამბობენ: „არ მაინტერესებს, რის გასაკეთებლად მოხვედი აქ; როცა კი დაგინახავ, ჩემი დაკვირვების ობიექტი გახდები“. რა მიზანი აქვს მათ დაკვირვებას? ისინი ფიქრობენ: „თუ შევძლებ, დავრწმუნდე, რომ შენ ნამდვილად ღმერთი ხარ, მაშინ შემეძლება, მტკიცედ და მთელი გულით მივატოვო ყველაფერი, რათა შენ გამოგყვე. რადგან ღვთის რწმენა ფსონის დადებას ჰგავს, ხოლო ვინაიდან შენ ამტკიცებ, რომ ღმერთი და ღვთის განკაცებული ხორცი ხარ, შენდამი რწმენა შენზე ფსონის დადების ტოლფასია. როგორ შემიძლია, გულდასმით არ შეგისწავლო? გულდასმით რომ არ შეგისწავლო, ეს ჩემ მიმართ უსამართლობა იქნებოდა. გულდასმით რომ არ შეგისწავლო, საკუთარ საბოლოო სამყოფელზე, პერსპექტივებსა და ბედზე პასუხისმგებლობას არ ავიღებდი. ბოლომდე გულდასმით უნდა შეგისწავლო“. დღესაც კი, მთელი ამ გულდასმით შესწავლის შემდეგ, ისინი კვლავ არ არიან დარწმუნებულნი: „ეს პიროვნება ნამდვილად ქრისტეა? ის ნამდვილად განკაცებული ღმერთია? ეს არც ისე ნათელია. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი მიჰყვება მას და სახარების გავრცელების მხრივ მდგომარეობა შედარებით იმედისმომცემია. როგორც ჩანს, ის შეიძლება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ არ უნდა დავუშვა, რომ სხვებს ჩამოვრჩე. მაგრამ მაინც უნდა განვაგრძო მისი გულდასმით შესწავლა“. ისინი გამოუსწორებლები არიან.

ანტიქრისტეებს უკეთური ხასიათი-არსი აქვთ, ამიტომ ისინი არასოდეს წყვეტენ დაკვირვებას. არამორწმუნეთა ორგანიზაციაში ან საზოგადოებაში ისინი ყველანაირ ადამიანს გულდასმით სწავლობენ და იყენებენ, არკვევენ, რა მოსწონთ მათ ზემდგომებს, ადგენენ მათ მოწყვლადობებს, შემდეგ კი საკუთარ ქმედებებს თავიანთი ზემდგომების გემოვნებას არგებენ და მათ მოსაწონად იქცევიან, რათა მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ. ღვთის სახლში შესვლის შემდეგ მათი ბუნება უცვლელი რჩება — ისინი განაგრძობენ დაკვირვებას. მათ არ ესმით, რომ ღვთის გულდასმით შესწავლა არ არის გზა, რომელსაც მორწმუნეები უნდა მიჰყვებოდნენ. ღვთის გულდასმით შესწავლით ისინი ვერასოდეს გაიგებენ ღვთის ქმედებებს, ვერ დაინახავენ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი გამოხატავს, ჭეშმარიტებაა და ვერ გააცნობიერებენ, რომ ღვთის ყველა ეს ჭეშმარიტება და ქმედება კაცობრიობის ხსნისთვისაა განკუთვნილი. ანტიქრისტეები ამას ვერასოდეს გაიგებენ. ისინი მხოლოდ იმას ხედავენ, რომ ღვთის რჩეული ხალხი მუდმივად განიცდის სატანის დევნასა და შევიწროებას. ისინი მხოლოდ იმას აკვირდებიან, როგორ სჩადიან ბოროტი ადამიანები ბოროტ საქმეებს და ქმნიან დაბრკოლებებს ეკლესიაში, ხოლო რელიგიურ სამყაროში ანტიქრისტეების ძალები განუწყვეტლივ ცილს სწამებენ ღმერთს და მსჯავრს სდებენ მას, მაშინ როცა ღმერთი არცერთ ამ საკითხს არ აგვარებს. ამგვარად, ანტიქრისტეები კვლავაც ებღაუჭებიან საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვებს და შეუვალად უარს ამბობენ ღვთის მიერ გამოხატული ნებისმიერი ჭეშმარიტების მიღებაზე. რა შედეგი მოჰყვება ამას? მათი წარმოდგენები და წარმოსახვები ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მტკიცებულებებად იქცევა. ანტიქრისტეების თვალში ეს ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები არის მიზეზები, რომელთა გამოც მათ არ სწამთ ღმერთის და არ აღიარებენ მის ვინაობასა და არსს. სწორედ იმიტომ, რომ ისინი უარს ამბობენ ჭეშმარიტების მიღებაზე, ვერასოდეს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაინახავენ ამ ფაქტების მიღმა არსებულ ჭეშმარიტებებს, ჭეშმარიტებებს, რომლებიც ადამიანებმა უნდა გაიგონ და გააცნობიერონ, და ღვთის განზრახვებს. ეს არის მათი დაკვირვების შედეგი. ამ ფაქტების წინაშე ისინი, რომელნიც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვიან, უყვართ ჭეშმარიტება და ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენა აქვთ, შეძლებენ, ყველაფერი ღვთისგან მიიღონ და სწორი რეაგირება მოახდინონ, რაც არ უნდა მოხდეს ღვთის სახლში; მათ შეუძლიათ დაელოდონ ღმერთს, მის წინაშე დამშვიდდნენ და ილოცონ მის მიმართ, ეცადონ, ჩასწვდნენ ღვთის განზრახვებს და აგრეთვე გაიგონ და გააცნობიერონ, რომ ყოველივე ამის უკან ღვთის კეთილი განზრახვები დგას. ღმერთი ბოროტი ადამიანების მხილებისა და მოკვეთისთვის ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რაც ადამიანებს აზრადაც არ მოუვიდოდათ. ამავდროულად, ღვთის რჩეული ხალხის სრულქმნისთვის, რათა მათ გარჩევის უნარი შეიძინონ და გაკვეთილები ისწავლონ, ღმერთი ბოროტ ადამიანებსა და მათ ბოროტ საქმეებსაც იყენებს მსახურების გასაწევად. ერთი მხრივ, ღმერთი ამხელს და მოკვეთს მათ; მეორე მხრივ კი, თავის რჩეულ ხალხს საშუალებას აძლევს, დაინახონ, რომელი რამეებია დადებითი და რომელი — უარყოფითი, ვის იწონებს ღმერთი, ვის ვერ იტანს, ვის აღმოფხვრის ღმერთი და ვის აკურთხებს. ეს ყველაფერი გაკვეთილებია, რომლებიც ღვთის რჩეულმა ხალხმა უნდა ისწავლოს, დადებითი შედეგებია, რომლებსაც ჭეშმარიტებისკენ მსწრაფველმა ადამიანებმა უნდა მიაღწიონ, და ჭეშმარიტებებია, რომლებიც ადამიანებმა უნდა გაიგონ. თუმცა თავიანთი უკეთური ხასიათი-არსის გამო ანტიქრისტეები ვერასოდეს მოიპოვებენ ამ ყველაზე ძვირფას რამეებს. მათ მხოლოდ ერთი მდგომარეობა ახასიათებთ — ღვთის წინაშე ყოფნისას, მის მიმართ ეჭვის გარდა, მუდმივად გულდასმით სწავლობენ მას. მაშინაც კი, თუ ამას ბოლომდე ვერ არკვევენ, მაინც განაგრძობენ მის გულდასმით შესწავლას. თუ ჰკითხავ, დაიღალნენ თუ არა, გიპასუხებენ: „სულაც არა. ღვთის გულდასმით შესწავლა სახალისო, მომხიბვლელი, საინტერესო და ჩამთრევი საქმიანობაა!“ განა ეს ეშმაკის სიტყვები არ არის? მათ სატანის სახე აქვთ და ანტიქრისტეების ბუნება-არსება აქვთ. მათ არ აქვთ ჭეშმარიტების ან ღვთის ხსნის მიღების განზრახვა; ისინი აქ მხოლოდ ღვთის გულდასმით შესასწავლად არიან.

გ. უნდობლობა

შემდეგი თანაზიარება გვექნება ანტიქრისტეების ღვთის მიმართ უნდობლობაზე. რას ნიშნავს სიტყვა „უნდობლობა“ პირდაპირი მნიშვნელობით? ღვთის გულდასმით შესწავლას გარკვეული კონკრეტული გამოვლინებები, აზრები და ქცევები ახასიათებს და სრულიად მართებული იქნება ითქვას, რომ იგივე ეხება უნდობლობასაც. ღვთის გულდასმით შესწავლის შემდეგ ზოგიერთმა ადამიანმა კვლავ არ იცის, სინამდვილეში როგორია ღვთის ხასიათი ან რა გრძნობები აქვს ღმერთს და დარწმუნებულიც არ არის, ნამდვილად არსებობს თუ არა ღმერთი. მათ კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ იმის დადგენა, არის თუ არა ეს ჩვეულებრივი პიროვნება ქრისტე ან აქვს თუ არა მას ღვთის არსი. მათთვის ყოველივე ეს გაუგებარი და გაურკვეველია. მოგვიანებით, როდესაც ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევათ, ისინი ფიქრობენ: „ქრისტეს ჩემთან ჰქონდა თანაზიარება იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს ზედაპირულად ასრულებენ; ხომ არ უთქვამს ვინმეს მისთვის, რომ მე ჩემს მოვალეობებს ზედაპირულად ვასრულებ და ქრისტემ ამის შესახებ ხომ არ შეიტყო? ამიტომ ხომ არ წამოჭრა მან ეს საკითხი ჩვენი შეხვედრისას? ეს ნამდვილად იმიტომ მოხდა, რომ ვიღაცამ დამაბეზღა და მას შემდეგ, რაც ქრისტემ ეს შეიტყო, მიზანში ამომიღო, რათა ვემხილებინე. კვლავაც მოვწონვარ ქრისტეს, როცა იცის, როგორი ადამიანი ვარ? ზიზღს ხომ არ გრძნობს ჩემ მიმართ ან ცუდი წარმოდგენა ხომ არ აქვს ჩემზე? ჩემი გათავისუფლებისთვის ხომ არ ემზადება?“ გარკვეული ხნით ლოდინის შემდეგ, როდესაც ხედავენ, რომ არ გაუთავისუფლებიათ, ფიქრობენ: „უჰ, როგორ შემეშინდა! ვფიქრობდი, რომ ქრისტე შეიძლება მეწვრილმანე ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოიქცა. ახლა შემიძლია დავმშვიდდე“. ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „ქრისტესთან ბოლო შეხვედრისას არათანმიმდევრულად ვლაპარაკობდი, გაუნათლებელი ადამიანივით, და ჩემი მეტყველებაც ცოტა არეული იყო. ჩემი ნამდვილი სახე გამოვაჩინე. ქრისტეს ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება ხომ არ დარჩება? მოგვიანებით ხომ არ მომკვეთს? ყველაფერი კარგადაა, როცა მას არ ვხედავ — პრობლემები მხოლოდ მაშინ მიჩნდება, როცა მას ვხვდები. მას აღარ უნდა შევხვდე, როცა დავინახავ, უნდა გავერიდო და მისგან რაც შეიძლება შორს დავიჭირო თავი; არავითარ შემთხვევაში არ უნდა მქონდეს ქრისტესთან საქმე, ურთიერთობა ან ახლო კონტაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება ჩემზე ცუდი წარმოდგენა შეექმნას“. რა სახის აზრები და მიდგომებია ეს? (უნდობელი.) ეს უნდობლობაა. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: „ბოლო შეკრებაზე ღმერთმა მარტივი შეკითხვა დასვა, მაგრამ მე კარგად ვერ ვუპასუხე, რითაც ჩემი ნაკლოვანებები გამომჟღავნდა. იფიქრებს ღმერთი, რომ კარგი კალიბრი არ მაქვს და მომავალში აღარ მოახდენს ჩემს კულტივირებას? წინა ჯერზე ვიღაცამ ამხილა რაღაც, რაც გავაკეთე, და თქვა, რომ სულელი ვიყავი და დაუფიქრებლად მოვიქეცი. თუ ღმერთი ამის შესახებ შეიტყობს, მომავალში კვლავ სრულმყოფს? როგორი სტატუსი მაქვს ღვთის თვალში — მაღალი თუ დაბალი, აღმატებული თუ დაბალი რანგის? რომელ კატეგორიას მივეკუთვნები? მომავალში, ყოველთვის, როცა ღმერთთან ვისაუბრებ, წინასწარ უნდა მოვამზადო ჩემი სიტყვები. არ შეიძლება დაუდევრად ვისაუბრო და ყველაფერი ვთქვა, რაც თავში მომივა. მეტი დაფიქრება მმართებს, მეტი უნდა ავწონ-დავწონო, მეტი უნდა გავითვალისწინო, კარგად უნდა დავალაგო ჩემი სათქმელი და ქრისტეს წინაშე საკუთარი თავის ყველაზე გამორჩეული და დახელოვნებული მხარე წარმოვაჩინო. რა შესანიშნავი და სრულყოფილი იქნებოდა ეს!“ ესეც უნდობლობაა.

უნდობლობა ანტიქრისტეების უკეთური ხასიათის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ეჭვისა და ღვთის გულდასმით შესწავლის გარდა, ანტიქრისტეები გულში უნდობლობასაც ატარებენ. მოკლედ, იმის მიუხედავად, რომელი ასპექტი დომინირებს მათ აზრებში, არცერთ მათგანს არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტების პრაქტიკაში გამოყენებასა და ძიებასთან. მაშ, ადასტურებს თუ არა ეს მიდგომები, აზრები და მეთოდები, რომ ანტიქრისტეების ხასიათი-არსი უკეთურია? (დიახ). იმის მიუხედავად, ანტიქრისტეებს ეჭვი ეპარებათ ღმერთში, გულდასმით სწავლობენ მას თუ მის მიმართ გულში უნდობლობას ატარებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, არასოდეს ამახვილებენ ყურადღებას ჭეშმარიტებაზე, არასოდეს ამბობენ უარს თავიანთ მიდგომებზე და გამუდმებით იყენებენ ამ მეთოდებს ღმერთთან დაკავშირებულ საკითხებზე ფიქრისა და ღმერთისადმი მოპყრობისთვის ისე, რომ საერთოდ არ ეძიებენ ჭეშმარიტებას. რაც უნდა დამღლელი და რთული იყოს ეს ქმედებები, ისინი დაუღალავად განაგრძობენ მათ შესრულებას და გამეორებას. იმის მიუხედავად, რამდენი ხანია გულდასმით სწავლობენ ღმერთს ან უნდობლობას იჩენენ მის მიმართ და მიაღწიეს თუ არა რაიმე შედეგს, ისინი კვლავაც უწინდებურად მიჰყვებიან ამ გზას, განაგრძობენ ამგვარად მოქმედებას და თავიანთი ქმედებების გამეორებას. ისინი არასოდეს იკვლევენ საკუთარ თავს და არ ფიქრობენ: „განა შექმნილი არსება ღმერთს ამგვარი მეთოდითა და დამოკიდებულებით უნდა ეპყრობოდეს? რა ბუნება აქვს ღვთისადმი ჩემს მოპყრობას? როგორ ხასიათს ვავლენ? შეესაბამება თუ არა მისდამი ამგვარი მოპყრობა ჭეშმარიტებას? ვერ იტანს ამას ღმერთი? თუ განვაგრძობ იმის კეთებას, რასაც ღმერთი ვერ იტანს, საბოლოოდ რა შედეგი მოჰყვება ამას? ღმერთის მიერ მიტოვებული და მოკვეთილი ვიქნები? რადგან ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვება, რატომ არ შემიძლია ღვთის სიტყვებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოქმედება და მათი პრაქტიკაში გამოყენება?“ ფიქრობენ ისინი ამ საკითხებზე? (არა). რატომ არ უფიქრდებიან ისინი საკუთარ თავს? იმიტომ, რომ მათ ზნეობაში სინდისი და რაციონალურობა აკლიათ. მათ სინდისი არ აქვთ, ამიტომ ასეთ არაგონივრულ და აბსურდულ ქმედებებს ისე სჩადიან, რომ ამას ვერ აცნობიერებენ. რაციონალურობის ნაკლებობის გამო ისინი ვერასოდეს აცნობიერებენ, ვინ არიან თავად ან რა პოზიცია უნდა დაიკავონ, რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ და რა სტატუსი უნდა მიიღონ. ისინი არასოდეს გრძნობენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები, გახრწნილი ადამიანები ან სატანის მოდგმა და ნაშიერნი არიან, რომლებსაც ღმერთი ვერ იტანს. ის, რაც ადამიანებმა უნდა მიიღონ, არის ღვთის სიტყვები, ღვთის მოთხოვნები და ჭეშმარიტება, რომლითაც ღმერთი მათ უზრუნველყოფს; მათ არ უნდა შეისწავლონ ღმერთი გულდასმით, თითქოს მისი თანასწორები იყვნენ და არ უნდა იცინოდნენ და საუბრობდნენ ღმერთთან ისე, თითქოს სხვა ადამიანთან ურთიერთობდნენ — განა ეს არაადამიანის საქციელი არ არის? ამ დროს ანტიქრისტეების ზნეობა მჟღავნდება და მათი უკეთური ხასიათი-არსი ბატონობს მათზე, რის გამოც ისინი დაუღალავად არიან დაკავებულნი ამ უსარგებლო და უაზრო ქმედებებით, რომლებიც სხვებს ზიანს აყენებს, თავად მათ კი არავითარ სარგებელს არ აძლევს. მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ელევიან ამ ქმედებებს; კვლავაც ვერ აცნობიერებენ ამ გზის მცდარობას და ბუნებას, რომელიც ამ ქმედებების მიღმა დგას. იმის მიუხედავად, რამდენ ძალისხმევას, ტანჯვასა და წარუმატებლობას უკავშირდება ეს საქმე, ისინი არ გრძნობენ არავითარ სინდისის ქენჯნას, ბრალდებასა თუ დავალებულობას. ისინი დაჟინებით მოითხოვენ ღმერთთან თანასწორ მდგომარეობაში ყოფნას, ღმერთს ზემოდანაც კი უყურებენ, გულდასმით სწავლობენ და არაფრად აგდებენ მას, სისტემატურად შეაქვთ ეჭვი მასში და უნდობლობას იჩენენ მის მიმართ. იმის მიუხედავად, რამდენი წელია სწამთ ღმერთი, მათი დამოკიდებულება ღვთის მიმართ და მისდამი მოპყრობა არასოდეს შეცვლილა. თუ ეჭვი არ შეაქვთ მასში, გულდასმით სწავლობენ მას, ხოლო თუ გულდასმით არ სწავლობენ, უნდობლობას იჩენენ მის მიმართ. თითქოს დემონით იყვნენ შეპყრობილნი ან მოჯადოებულნი — ეს ანტიქრისტეების უკეთური არსის რამდენიმე გამოვლინებაა. ანტიქრისტეები ბუნებით უკეთურები არიან; არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ანტიქრისტეების არსის განჭვრეტა და რომლებმაც შეიძლება თქვან: „არ შეგიძლია, თავი შეიკავო ღვთის გულდასმით შესწავლისგან? არ შეგიძლია, შეწყვიტო მასში ეჭვის შეტანა? არ შეგიძლია, შეწყვიტო მის მიმართ უნდობლობის გამოჩენა? თუ ყოველივე ამას შეწყვეტ, შეძლებ ჭეშმარიტების გაგებას, ღვთისადმი ისე მოპყრობას, როგორც ღმერთს შეეფერება, ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენის განვითარებას და კანონიერად ღვთის ხალხის ერთ-ერთ წევრად ქცევას; შესაძლებლობა გექნება, სტანდარტის შესაბამის ქმნილებად იქცე, და განა მაშინ არ იქნები ღირსი, ღვთის რჩეული ხალხის ერთ-ერთ წევრად იწოდებოდე? რა შესანიშნავი იქნებოდა ეს!“ თუმცა ანტიქრისტეები პასუხობენ: „ასეთი სულელი არ ვარ. რა სარგებელი მოაქვს სტანდარტის შესაბამის ქმნილებად ყოფნას? ეს მოსაწყენია. საინტერესო მხოლოდ მაშინ არის, როცა ღმერთში ეჭვი შემაქვს, გულდასმით ვსწავლობ მას და უნდობლობას ვიჩენ მის მიმართ!“ ანტიქრისტეების ეს გამოვლინება ჰგავს დიდი წითელი დრაკონის ნათქვამს: „სხვა ადამიანებთან და ზეცასთან ბრძოლა დაუსრულებელი სიამოვნების წყაროა“. ეს ანტიქრისტეების უკეთური ბუნება-არსების ზუსტი განსაზღვრება და ჭეშმარიტი ანარეკლია. საერთო ჯამში, ანტიქრისტეები მეტისმეტად უკეთურები არიან, ისინი უკეთურების უკიდურეს ზღვარს აღწევენ. ისინი, რომელთაც ღმერთი სწამს, მაგრამ ჭეშმარიტების მიღებაზე აშკარად უარს ამბობენ, უკეთური ადამიანები არიან. ბევრ ადამიანს ყოველთვის სურს, ანტიქრისტეებს მონანიების შესაძლებლობა მისცეს, რადგან ფიქრობს, რომ ერთ დღეს მოინანიებენ — სწორია ეს არგუმენტი? როგორც ამბობენ, „ვეფხვი თავის ზოლებს ვერ შეიცვლის“ და „ლეოპარდი თავის ლაქებს ვერ შეიცვლის“. ამიტომ, არ შეგიძლია ადამიანებთან მოპყრობის სტანდარტები და მეთოდები გამოიყენო ანტიქრისტეებთან მიმართებაში ან მათთვის მოთხოვნების წასაყენებლად. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან. თუ ღმერთს გულდასმით არ სწავლობენ, მასში ეჭვი არ შეაქვთ ან მის მიმართ უნდობლობას არ იჩენენ, თავს არაკომფორტულად გრძნობენ, რადგან მათ უკეთური ბუნება მართავს.

დ. თავდაცვა

შემდეგი თანაზიარება გვექნება თავდაცვაზე. ანტიქრისტეებს ერთი ყველაზე მეტად გაბატონებული და მკაფიო აზრი და თვალსაზრისი აქვთ. ისინი ამბობენ: „ადამიანებმა არ უნდა დაუშვან, რომ ღმერთმა აკონტროლოს მათი ბედი ან მასზე ხელმწიფებდეს; თუ ღმერთი ადამიანის ბედს აკონტროლებს, მაშინ მისთვის ყველაფერი დასრულებულია. ადამიანები თავად უნდა აკონტროლებდნენ საკუთარ თავს, რათა ბედნიერებას მიაღწიონ და უდარდელად ჭამა, სმა და გართობა შეძლონ. ღმერთი ადამიანებს ჭამის, სმისა და გართობის საშუალებას არ აძლევს, არ აძლევს მათ კარგად ცხოვრების საშუალებას; ის ადამიანებს მხოლოდ გაჭირვების ატანას აიძულებს. ამიტომ საკუთარ ბედნიერებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ; არ შეგვიძლია ჩვენი ბედი ღმერთს მივანდოთ ან პასიურად ველოდოთ ყველაფერს ან ღმერთს მივცეთ საშუალება, ჩვენთვის ყველაფერი მოამზადოს, ნათელი მოგვფინოს და გვიხელმძღვანელოს — ასეთი ტიპის ადამიანები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებები, დამოუკიდებლად მოქმედების უფლება და თავისუფალი ნება. არ გვჭირდება, ღმერთს ყველაფერი მოვახსენოთ და ყველა საკითხზე მას მივმართოთ — ასე სრულიად არაკომპეტენტურები გამოვჩნდებით; ამას მხოლოდ სულელები აკეთებენ!“ რას აკეთებენ ისინი? (ღვთისგან თავს იცავენ.) ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „ფრთხილად იყავი, როცა ღვთის წინაშე ფიცს დებ; კარგად დაფიქრდი შენს სიტყვებზე. როცა ადამიანი მოქმედებს, ზეცა თვალს ადევნებს!“ ზოგი ლოცულობს: „ო, ღმერთო, მთელ ჩემს ცხოვრებასა და ახალგაზრდობას შენ გიძღვნი; არ მოვძებნი ცხოვრების თანამგზავრს და არ დავქორწინდები“. მაგრამ ამის თქმის შემდეგ ნანობენ და ფიქრობენ: „აღასრულებს ღმერთი ჩემს სიტყვებს? რა მოხდება, თუ ცხოვრების თანამგზავრი ნამდვილად დამჭირდება ან დაქორწინება მომინდება? დამსჯის ღმერთი? ეს ცუდია!“ ამის შემდეგ ისინი დათრგუნულები და უხალისოები ხდებიან, თავს არიდებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და სასჯელის ეშინიათ. რას აკეთებენ ისინი? (ღვთისგან თავს იცავენ.) სხვა ტიპის ადამიანები ამბობენ: „ღვთისთვის თავის გაღება არც ადვილია და არც მარტივი. სათადარიგო გეგმა უნდა გქონდეს; ღვთისთვის თავის გაღებამდე უკან დასახევი გზა უნდა მოამზადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა რესურსები ამოგეწურება, ღმერთი არ იზრუნებს შენზე! ღვთისთვის თავის გაღება შენი საქმეა; ღვთის ხელმწიფება ყოველივეზე კი სხვა საკითხია. ღმერთი ყოველივეზე ხელმწიფებს — განა იზრუნებს ის შენნაირ პატარა ადამიანზე? ღმერთი მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნავს; ასეთ წვრილმანებზე თავს არ იწუხებს. ამიტომ უნდა დაგეგმო და მოამზადო უკან დასახევი გზა; თუ მოგვიანებით ღმერთს აღარ მოუნდები და გაგიშვებს, არავითარ წყალობას არ გამოიჩენს შენ მიმართ“. რა სახის აზროვნებაა ეს? (ღვთისგან თავდაცვა.) ადამიანები მეტისმეტად ანგარიშიანები არიან. ზოგიერთი ადამიანი, წინამძღვრად გახდომის შემდეგ, გარკვეულ საფასურს იხდის და გარკვეულწილად გულწრფელადაც გასცემს საკუთარ თავს ღვთისთვის, მაგრამ ცუდი ადამიანობის, ამაზრზენი ხასიათისა და მათში არსებული ანტიქრისტეების ხასიათის გამო ღვთის სახლს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. შედეგად, მათ უშვებენ. ამის შემდეგ ისინი სწავლობენ, როგორ მოიქცნენ წესიერად და ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ, არავისთან იყვნენ გულახდილები და ამბობენ: „ადრე ადამიანებთან ყოველთვის გულახდილი ვიყავი, ამიტომ ყველამ იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ ღვთის სახლს ჩემ შესახებ შეატყობინა და გამიშვეს. ამიტომ, ახლა უნდა ვისწავლო საკუთარ თავში ჩაკეტვა, საკუთარი თავის დამალვა, საკუთარი თავის დაცვა და უსაფრთხოება. ადამიანებთან გულახდილობისას ფრთხილად უნდა ვიყო და ღმერთთანაც კი არ უნდა ვიყო გულახდილი. აღარ მჯერა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა, რომ ის ერთგულია. ძმებისა და დების მიმართ კიდევ უფრო ნაკლები ნდობა მაქვს. ჩემს ნდობას არავინ იმსახურებს, ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვინც ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვის“. რას აკეთებენ ისინი? (თავს იცავენ.) როდესაც ანტიქრისტეები გასხვლას, წარუმატებლობას, დაცემასა და მხილებას განიცდიან, ისინი ყოველივეს აჯამებენ და ასეთ გამონათქვამამდე მიდიან: „არასოდეს გქონდეს სხვებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, მაგრამ ყოველთვის დაიცავი თავი იმ ზიანისგან, რომელიც მათ შეიძლება მოგაყენონ“. სინამდვილეში მათ სხვებისთვის საკმაოდ დიდი ზიანი აქვთ მიყენებული, საბოლოოდ კი ინიღბებიან და ამ მცდარ მოსაზრებას იგონებენ. ღვთის რწმენის მრავალი წლის განმავლობაში არაერთი წარუმატებლობისა და დაბრკოლების, აგრეთვე ღვთის მხილებისა და გასხვლის გამოცდის შემდეგ, ნორმალურ ვითარებაში ადამიანებმა ამ წარუმატებლობებიდან მიღებული გაკვეთილების მეშვეობით საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდნენ და შეიცნონ საკუთარი თავი, პრობლემების გადასაჭრელად ჭეშმარიტება ეძებონ, ღვთის სიტყვებში იპოვონ თავიანთი წარუმატებლობებისა და შეცდომების მიზეზები, აგრეთვე პრაქტიკის გზა, რომელსაც უნდა მიჰყვნენ. თუმცა ანტიქრისტეები ასე არ იქცევიან. არაერთი დაცემისა და წარუმატებლობის შემდეგ ისინი თავიანთ ქცევას კიდევ უფრო ამძიმებენ, ღვთის მიმართ მათი ეჭვები მრავლდება და ძლიერდება, ღვთის გულდასმით შესწავლა უფრო ინტენსიური ხდება, ღვთის მიმართ მათი უნდობლობა ღრმავდება და, ამასთანავე, მათი გულები ღვთისგან თავდაცვით ივსება. მათი თავდაცვითი დამოკიდებულება სავსეა ჩივილებით, ბრაზით, დაუმორჩილებლობითა და აღშფოთებით, და მათ თანდათან ღვთის უარყოფის, განკითხვისა და მსჯავრდების სურვილიც კი უჩნდებათ. განა ისინი სულ უფრო დიდ საფრთხეში არ ვარდებიან? (დიახ).

თუ ვიმსჯელებთ ანტიქრისტეების დამოკიდებულებით ღვთის მიმართ, ღვთის მიერ მოწყობილი გარემოებებისა და ადამიანების, მოვლენებისა და საგნების მიმართ, აგრეთვე ღვთის მიერ მათ მხილებასა და წვრთნასთან მიმართებით და ა.შ., აქვთ მათ ჭეშმარიტების ძიების ოდნავი განზრახვაც კი? აქვთ მათ ღვთისადმი მორჩილების ოდნავი განზრახვაც კი? აქვთ მათ ოდნავი რწმენაც კი იმისა, რომ ყოველივე ეს შემთხვევითი არ არის, არამედ ღვთის ხელმწიფების ქვეშაა? აქვთ მათ ამის გაგება და გაცნობიერება? ცხადია, არა. შეიძლება ითქვას, რომ ღვთისგან მათი თავდაცვის ფესვი ღმერთში ეჭვის შეტანაა. შეიძლება ითქვას, რომ ღვთის მიმართ მათი უნდობლობის ფესვიც ღმერთში ეჭვის შეტანაა. ღმერთზე დაკვირვების შედეგები მათ ღვთის მიმართ უფრო მეტ უნდობლობას უჩენს და, ამავე დროს, ისინი უფრო მეტად იცავენ თავს ღვთისგან. თუ ვიმსჯელებთ ანტიქრისტეების აზროვნებიდან წარმოშობილი სხვადასხვა აზრითა და თვალსაზრისით, აგრეთვე ამ აზრებისა და თვალსაზრისების ბატონობის ქვეშ გამოვლენილი სხვადასხვა მიდგომითა და ქცევით, ეს ადამიანები უბრალოდ არაგონივრულები არიან; მათ არ შეუძლიათ ჭეშმარიტების გაგება, მათ არ შეუძლიათ ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენის განვითარება, მათ არ შეუძლიათ ღვთის არსებობის სრულად დაჯერება და აღიარება და არ შეუძლიათ იმის დაჯერება და აღიარება, რომ ღმერთი ყველა ქმნილებაზე ხელმწიფებს, რომ ის ყოველივეზე ხელმწიფებს. ყოველივე ეს მათი უკეთური ხასიათი-არსით არის გამოწვეული.

2020 წლის 19 დეკემბერი

წინა: ექსკურსი მეოთხე: ანტიქრისტეთა ზნეობისა და მათი ხასიათი-არსის შეჯამება (ნაწილი პირველი)

პარამეტრები

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება