ბოლოთქმა
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ღმერთის გამონათქვამებს სრულად არ მოიცავს, ისინი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა ღმერთის მიზნების შეცნობას მიაღწიონ და ხასიათის ცვლილება განიცადონ. შესაძლოა, ზოგი ფიქრობს, რომ რადგან მატერიკულ ჩინეთში ღვთის საქმე დასრულდა, ეს ადასტურებს, რომ მან ყველა ის სიტყვა წარმოთქვა, რომლებიც უნდა ეთქვა და რომ მას რაიმე ახალი სათქმელი არ აქვს, რადგან ღმერთს მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა შეუძლია. გარდა ამისა, არიან ისეთებიც, რომლებსაც სწამთ, რომ წიგნი „სიტყვის ხორციელადგამოცხადება“ სასუფევლის ეპოქაში ღვთის ყველა გამოხატულებას მოიცავს და რომ ამ წიგნის დაუფლება ყველაფერი ღვთიურის დაუფლების ტოლფასია, ან რომ ეს წიგნი მომავალში კაცობრიობას ბიბლიის მსგავსად წინ წარუძღვება. მე მჯერა, რომ ასეთი შეხედულებების მქონენი უმცირესობაში არ არიან, რადგან ადამიანებს ღმერთისთვის შეზღუდვების დაწესება ყოველთვის მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ღმერთის ყოვლისშემძლეობას და ყოვლისმომცველობას აღიარებს, მათი ბუნება ღმერთს მაინც გარკვეულ ფარგლებში აქცევს. ყველა შეიცნობს ღმერთს, მაგრამ ამავდროულად, მას ყველა ეწინააღმდეგება და ზღუდავს.
ღმერთის საქმე სასუფევლის ეპოქაში ახლახან დაიწყო. ამ წიგნში მოცემული ღვთის ყველა გამონათქვამი მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც იმ დროს მას მიჰყვებოდა და ისინი მისი ამჟამინდელი განკაცების დროს გაკეთებული გამონათქვამების მხოლოდ ნაწილია; ისინი ღმერთს სრულად არ წარმოადგენენ. უფრო მეტიც, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს მთელ იმ საქმეს მოიცავს, რომელსაც ღმერთი ამ განკაცების დროს შეასრულებს. ღმერთი თავის სიტყვებს სხვადასხვა ეროვნების და წარმომავლობის ადამიანებისკენ მიმართავს და მთელ კაცობრიობას დაიმორჩილებს და ძველ ეპოქას დაასრულებს. ამგვარად, როგორ შეეძლო მას ყველაფრის მხოლოდ მას შემდეგ დასრულება, რაც თავისი სიტყვების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოხატა? უბრალოდ, მისი საქმე სხვადასხვა პერიოდებად და ეტაპებად არის დაყოფილი; ის თავისი გეგმის შესაბამისად მუშაობს და თავის სიტყვებს თავისი ნაბიჯების შესაბამისად გამოხატავს. როგორ შეუძლია ადამიანს, ღვთის ყოვლისშემძლეობასა და სიბრძნეს ჩაწვდეს? ფაქტი, რომლის ახსნაც აქ მსურს, არის ეს: ის, ვინც არის ღმერთი, და ის, რაც მას გააჩნია, საუკუნოდ ამოუწურავი და უსასრულოა. ღმერთი არის სიცოცხლისა და ყოველივეს წყარო; მისი წვდომა არცერთ ქმნილებას არ ძალუძს. დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო ყველას: ნუღარასოდეს შემოსაზღვრავთ ღმერთს წიგნებით, სიტყვებით ან მისი წარსული გამონათქვამებით. ღვთის საქმის ერთადერთი მახასიათებლის აღსაწერად მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობს: ახალი. მას არ უყვარს ძველი გზებით სიარული თუ საკუთარი საქმის გამეორება; მეტიც, მას არ სურს, რომ ადამიანებმა თაყვანისცემისას იგი რაიმე ჩარჩოებში მოაქციონ. ეს არის ღვთის ხასიათი.