ღვთის საქმე და ადამიანის საქმე
ადამიანის საქმის რა ნაწილია სულიწმიდის საქმე და რა — ადამიანის გამოცდილება? შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ადამიანებს ჯერ კიდევ არ ესმით ეს საკითხები და ამის მიზეზი ის არის, რომ მათ არ ესმით სულიწმიდის საქმის პრინციპები. როდესაც ვამბობ „ადამიანის საქმეს“, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმათ საქმეს, ვისაც სულიწმიდის საქმე აქვს ან ვისაც სულიწმიდა იყენებს. ვგულისხმობ არა იმ საქმეს, რომელიც ადამიანის ნებიდან მომდინარეობს, არამედ მოციქულების, მუშაკების ან რიგითი ძმებისა და დების საქმეს, ვინც სულიწმიდის საქმის ფარგლებში ექცევიან. ამ შემთხვევაში „ადამიანის საქმე“ გულისხმობს არა განკაცებული ღვთის საქმეს, არამედ იმ საქმის ფარგლებსა და პრინციპებს, რომელსაც სულიწმიდა ადამიანებზე ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპები სულიწმიდის საქმის პრინციპებსა და ფარგლებს წარმოადგენს, ისინი არ არის იგივე, რაც განკაცებული ღვთის საქმის პრინციპები და ფარგლები. ადამიანის საქმეს გააჩნია ადამიანის არსი და პრინციპები, ხოლო ღვთის საქმეს გააჩნია ღვთის არსი და პრინციპები.
სულიწმიდის მადლით შესრულებული საქმე, იქნება ეს თავად ღვთის საქმე თუ იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს, სულიწმიდის საქმეა. თავად ღვთის არსი არის სული, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სულიწმიდა ან შვიდგზის გაძლიერებული სული. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ღვთის სულია, თუმცა ღვთის სულს სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახელი ეწოდებოდა. მათი არსი მაინც ერთია. შესაბამისად, თავად ღვთის საქმე სულიწმიდის საქმეა, ხოლო განკაცებული ღვთის საქმე სხვა არაფერია, თუ არა მოქმედი სულიწმიდა. იმ ადამიანთა საქმეც, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს, ასევე სულიწმიდის საქმეა. თუმცა ღვთის საქმე სულიწმიდის სრული გამოხატულებაა და სხვა არაფერი მაშინ, როდესაც იმ ადამიანთა საქმეში, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს, მრავალ ადამიანურ ელემენტთან არის შერეული და არ წარმოადგენს სულიწმიდის პირდაპირ გამოხატულებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ღვთის სრულ გამოხატულებაზე. სულიწმიდის საქმე მრავალფეროვანია და არ შემოიფარგლება რაიმე პირობით. სულიწმიდა სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა საქმეს ასრულებს; ის ავლენს სხვადასხვა არსს და განსხვავდება როგორც ეპოქების, ისე ქვეყნების მიხედვით. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდა მრავალი სხვადასხვა გზითა და მრავალგვარი პრინციპის მიხედვით მოქმედებს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ სრულდება საქმე ან როგორი ტიპის ადამიანებზე, მისი არსი ყოველთვის განსხვავებულია; სხვადასხვა ადამიანზე შესრულებულ ყოველ საქმეს თავისი პრინციპები გააჩნია და ყოველივე ამას შეუძლია წარმოაჩინოს მისი მიზნების არსი. ეს იმიტომ ხდება, რომ სულიწმიდის საქმე საკმაოდ კონკრეტულია თავისი მასშტაბით და საკმაოდ მოზომილია. განკაცებულ უფალზე აღსრულებული საქმე არ არის იგივე, რაც ადამიანებზე აღსრულებული საქმე და ასევე განსხვავებული საქმე სრულდება განსხვავებული სულიერი მონაცემების მქონე ადამიანებზე. განკაცებული უფალზე აღსრულებული საქმე არ სრულდება ადამიანებზე და იგივე საქმე, რაც ადამიანებზე აღსრულდება, არ აღსრულდება განკაცებულ უფალზე. მოკლედ რომ ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ აღსრულდება იგი, სხვადასხვა ობიექტზე აღსრულებული საქმე არასოდეს არის ერთნაირი, და პრინციპები, რომლებითაც ღმერთი მოქმედებს, განსხვავდება იმ სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობისა და ბუნების შესაბამისად, რომლებზეც იგი არასრულებს საქმეს. სულიწმიდა მოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე მათი თანდაყოლილი არსის საფუძველზე და არ უყენებს მათ ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც აღემატება ამ არსს და არც ისეთ საქმეს ასრულებს მათზე, რაც აღემატება მათ თანდაყოლილ სულიერ მონაცემებს. ამგვარად, სულიწმიდის მიერ ადამიანზე აღრსრულებული საქმე ადამიანზე საშუალებას აძლევს ხალხს, დაინახოს ამ საქმის ობიექტის არსი. ადამიანის თანდაყოლილი არსი არ იცვლება; მისი თანდაყოლილი სულიერი მონაცემები შეზღუდულია. სულიწმიდა იყენებს ადამიანებს ან მოქმედებს მათზე მათი შეზღუდული სულიერი მონაცემების შესაბამისად, რათა მათ რაიმე მიიღონ ამისგან. როდესაც სულიწმიდა მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც იგი იყენებს, ამ ადამიანების ნიჭი და თანდაყოლილი სულიერი მონაცემები სრულად ამოქმედდება ისე, რომ არაფერი რჩება გამოუყენებელი. მათი თანდაყოლილი სულიერი მონაცემები ამოქმედდება საქმის სამსახურში. შეიძლება ითქვას, რომ იგი იყენებს ადამიანების იმ ნაწილს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მის საქმეში, რათა შედეგებს მიაღწიოს. ამის საპირისპიროდ, განკაცებულ უფალზე აღსრულებული საქმე სულის საქმის პირდაპირი გამოხატულებაა და შეურყვნელია ადამიანური გონებითა და ფიქრებით; მას ვერ მისწვდება ვერც ადამიანის ნიჭი, ვერც ადამიანის გამოცდილება და ვერც ადამიანის თანდაყოლილი მდგომარეობა. სულიწმიდის მიერ აღსრულებული ყოველგვარი სხვადასხვა სახის საქმე გამიზნულია ადამიანის სასარგებლოდ და მის დასამოძღვრად. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება სრულქმნილი გახდეს მაშინ, როდესაც სხვებს არ გააჩნიათ სრულყოფის პირობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ გახდებიან სრულქმნილნი და ძნელად თუ გადარჩებიან; და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო მათზე სულიწმიდის საქმე აღსრულებულიყო, ისინი საბოლოოდ მოიკვეთებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდის საქმე ადამიანთა დამოძღვრაა, არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა, ვისზეც სულიწმიდის საქმე აღსრულდა, ბოლომდე სრულქმნილი გახდება, რადგან გზა, რომელსაც მრავალი ადამიანი ძიების პროცესში მიჰყვება, არ არის სრულყოფისკენ მიმავალი გზა. მათზე მხოლოდ ცალმხრივად სრულდება სულიწმიდის საქმე და მათი მხრიდან არ ვლინდებასუბიექტური თანამშრომლობა ან სწორი ძიება. ამრიგად, სულიწმიდის საქმე ამ ადამიანებზე საბოლოოდ იმათ ემსახურება, ვინც სრულქმნილი ხდება. სულიწმიდის საქმეს ადამიანები ვერც შუალოდ ხედავენ და ვერც უშუალოდ ეხებიან. მისი გამოხატვა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც საქმის ნიჭი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულიწმიდის საქმე ადამიანების მეშვეობით გამოიხატება და ამგვარად მიეწოდება მიმდევრებს.
სულიწმიდის საქმე მრავალი ტიპის ადამიანის მეშვეობით და მრავალფეროვან გარემოში აღესრულება და სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ განკაცებული ღვთის საქმეს შეუძლია, წარმოადგინოს მთელი ეპოქის საქმე და მთელ ეპოქაში ადამიანთა შესვლა, ადამიანთა შესვლის დეტალებზე მაინც იმ ადამიანებმა უნდა იმუშაონ, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს და არა განკაცებულმა ღმერთმა. ამრიგად, ღვთის საქმე, ანუ თავად ღვთის მსახურება, არის განკაცებული ღვთის საქმე, რომლის აღსრულებაც ადამიანს მის ნაცვლად არ შეუძლია. სულიწმიდის საქმე აღსრულდება მრავალი სხვადასხვა ტიპის ადამიანის მეშვეობით; ვერცერთი ცალკეული ადამიანი ვერ შეძლებს მის სრულად მიღწევასა და ბოლომდე ახსნას. მათ, ვინც ეკლესიებს წინამძღოლობენ, ასევე არ შეუძლიათ, სრულად წარმოადგინონ სულიწმიდის საქმე; მათ მხოლოდ გარკვეული წინამძღოლობის საქმის შესრულება შეუძლიათ. ამგვარად, სულიწმიდის საქმე შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: თავად ღვთის საქმე, იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც იგი იყენებს და საქმე, რომელიც აღსრულდება ყველაზე, ვინც სულიწმიდის დინებას მიჰყვება. თავად ღვთის საქმე მთელი ეპოქის წარმართვაა; იმ ადამიანების საქმე, რომლებსაც იგი იყენებს, არის ის, რომ წარგზავნილნი ან მივლინებულნი არიან ღვთის ყველა მიმდევრის წინამძღოლობისთვის მას შემდეგ, რაც ღმერთი საკუთარ საქმეს აღასრულებს და სწორედ ისინი არიან, ვინც ღვთის საქმესთან თანამშრომლობენ; ხოლო ის საქმე, რომელსაც სულიწმიდა ასრულებს მათზე, ვინც მის დინებას მიჰყვება, არის მისი საკუთარი საქმის შენარჩუნება ანუ მისი მთელი მართვისა და მისი მოწმობის შენარჩუნება და ამავდროულად მათი სრულყოფა, ვისი სრულყოფაც შესაძლებელია. ეს სამი ნაწილი ერთად აღებული სულიწმიდის სრულ საქმეს წარმოადგენს, მაგრამ თავად ღვთის საქმის გარეშე მართვის საქმე მთლიანად შეფერხდებოდა. თავად ღვთის საქმე მოიცავს მთელი კაცობრიობის საქმეს, და ის ასევე წარმოადგენს მთელი ეპოქის საქმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთის საქმე წარმოადგენს სულიწმიდის საქმის დინამიკასა და ტენდენციას მაშინ, როდესაც მოციქულთა საქმე ღვთის საქმის შემდეგ მოდის და აგრძელებს მას; იგი არ წარმართავს ეპოქას და არც მთელ ეპოქაში სულიწმიდის საქმის ტენდენციებს წარმოადგენს. ისინი მხოლოდ იმ საქმეს ასრულებენ, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს, რასაც საერთოდ არაფერი აქვს საერთო მართვის საქმესთან. საქმე, რომელსაც თავად ღმერთი ასრულებს, არის მართვის საქმის ერთი ნაწილი. ადამიანის საქმე მხოლოდ ის მოვალეობაა, რომელსაც ასრულებენ ის ადამიანები, რომლებსაც სულიწმიდა იყენებს, და იგი არ უკავშირდება მართვის საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი სულიწმიდის საქმეა, ვინაობებისა და იმის განსხვავების გამო, თუ რას წარმოადგენს ეს საქმე, არსებობს ნათელი და არსებითი განსხვავებები ღვთის საკუთარ საქმესა და ადამიანის საქმეს შორის. გარდა ამისა, სულიწმიდა სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს განსხვავებული ვინაობის მქონე ობიექტებზე. ეს არის სულიწმიდის საქმის პრინციპები და ფარგლები.
ადამიანის საქმე მიანიშნებს მის გამოცდილებასა და ადამიანურობაზე. რასაც ადამიანი გასცემს და საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, წარმოადგენს თავად მას. ადამიანის გამჭრიახობა, მსჯელობა, ლოგიკა და მისი მდიდარი წარმოსახვა — ყოველივე ამას მოიცავს მისი საქმე. ადამიანის გამოცდილება განსაკუთრებით მიანიშნებს მის საქმეზე და რასაც ადამიანი გამოცდის, მის საქმეზე აისახება. ადამიანის საქმეს შეუძლია გამოხატოს მისი გამოცდილება. როდესაც ზოგიერთი ადამიანი უარყოფით მდგომარეობას განიცდის, მათი თანაზიარების სიტყვების უმეტესობა უარყოფით ელემენტებს მოიცავს. თუ მათი გამოცდილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დადებითია და განსაკუთრებით ნათელი გზა აქვთ დადებითი კუთხით, მათი თანაზიარება ძალიან გამამხნევებელი იქნება, და ადამიანებს შეეძლებათ მათგან დადებითი საზრდოს მიღება. თუ მუშაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარყოფითი ხდება, მისი თანაზიარება ყოველთვის მოიცავს უარყოფით ელემენტებს. ამგვარი თანაზიარება ადამიანებს თრგუნავს; მათი თანაზიარების შემდეგ ადამიანები გაუცნობიერებლად ხდებიან დათრგუნულები. მიმდევრების მდგომარეობა იცვლება წინამძღოლის მდგომარეობის მიხედვით. როგორიც არის მუშაკი შინაგანად, იმასვე გამოხატავს იგი, და სულიწმიდის საქმე ხშირად იცვლება ადამიანის მდგომარეობასთან ერთად. იგი მოქმედებს ადამიანების გამოცდილების შესაბამისად და ძალას კი არ ატანს, არამედ მოთხოვნებს უყენებს ადამიანებს მათი გამოცდილების ნორმალური მსვლელობის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის თანაზიარება განსხვავდება ღვთის სიტყვისგან. როდესაც ადამიანები თანაზიარებენ, ისინი თანაზიარებენ თავიანთი ინდივიდუალური წვდომისა და გამოცდილების შესახებ, გამოხატავენ რა თავიანთ წვდომასა და გამოცდილებას ღვთის საქმის საფუძველზე. მათი პასუხისმგებლობაა, ღვთის მიერ საქმის შესრულების ან საუბრის შემდეგ გაარკვიონ, თუ რა უნდა განახორციელონ პრაქტიკაში და რაში უნდა შევიდნენ და შემდეგ მიაწოდონ ეს მიმდევრებს. შესაბამისად, ადამიანის საქმე წარმოადგენს მის შესვლასა და პრაქტიკას. რა თქმა უნდა, ეს საქმე მოიცავს ადამიანურ გაკვეთილებსა და გამოცდილებას თუ ადამიანის შეხედულებებს. როგორც უნდა მოქმედებდეს სულიწმიდა, ადამიანზე თუ განკაცებულ ღმერთზე, მუშაკები ყოველთვის გამოხატავენ იმას, რაც თავად არიან. მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდა მოქმედებს, საქმე ეფუძნება იმას, თუ რა არის ადამიანი თავისი თანდაყოლილი არსით, რადგან სულიწმიდა არ მოქმედებს საფუძვლის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიწმიდა როდი მოქმედებს საფუძვლის გარეშე — იგი ყოველთვის მოქმედებს ფაქტობრივი გარემოებებისა და რეალური პირობების შესაბამისად. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გარდაიქმნას ადამიანის ხასიათი და შეიცვალოს მისი ძველი წარმოდგენები და ფიქრები. რასაც ადამიანი გამოხატავს, არის ის, რასაც იგი ხედავს, განიცდის და შეუძლია წარმოიდგინოს; თუნდაც ეს იყოს მოძღვრება ან წარმოდგენა, ეს არის რაღაც, რასაც მისი გონება სწვდება. ადამიანის საქმე არ შეიძლება, გასცდეს ადამიანის გამოცდილების ფარგლებს, არც იმას, რასაც ადამიანი ხედავს და არც იმას, რისი წარმოდგენაც ან მოფიქრებაც ადამიანს შეუძლია, მიუხედავად ამ საქმის მასშტაბისა. რასაც ღმერთი გამოხატავს, არის ის, რაც თავად იგი არის და ეს მიუღწეველია ადამიანისთვის — ანუ, ადამიანის აზროვნების მიღმაა. იგი გამოხატავს თავის საქმეს, რომელიც მთელი კაცობრიობის წარმართვას ემსახურება, და ეს უკავშირდება არა ადამიანური გამოცდილების დეტალებს, არამედ ღვთის მიერ მართვას. რასაც ადამიანი გამოხატავს, არის მისი გამოცდილება, მაშინ როდესაც რასაც ღმერთი გამოხატავს, არის მისი არსება, რაც წარმოადგენს ადამიანისთვის მიუწვდომელ მის თანდაყოლილ ხასიათს. ადამიანის გამოცდილება არის მისი გამჭრიახობა და ცოდნა, რომელიც შეძენილია ღვთის მიერ თავისი არსების გამოხატვის საფუძველზე. ამგვარ წვდომასა და ცოდნას ეწოდება ადამიანის არსება, და ისინი გამოიხატება ადამიანის თანდაყოლილი ხასიათისა და სულიერი მონაცემების საფუძველზე — სწორედ ამიტომ ეწოდება მათ ადამიანის არსება. ადამიანს შეუძლია ითანაზიაროს ის, რასაც განიცდის და ხედავს. არავის შეუძლია ითანაზიაროს ის, რაც არ განუცდია, არ უნახავს, ან რასაც მისი აზროვნება ვერ სწვდება, რადგან ეს ისეთი რამ არის, რაც მას შინაგანად არ გააჩნია. თუ ადამიანი გამოხატავს იმას, რაც არ განუცდია, ეს მისი წარმოსახვა ან მოძღვრებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სიტყვები არავითარ რეალობას არ ასახავს. საზოგადოების საქმეებთან შეხება რომ არასდროს გქონოდა, ვერ შეძლებდი საზოგადოების რთული ურთიერთობების შესახებ ნათლად თანაზიარებას. ოჯახი რომ არ გყოლოდა, სხვებს ოჯახურ საკითხებზე რომ ესაუბრათ, მათი ნათქვამის უმეტესობას ვერ გაიგებდი. ამრიგად, რასაც ადამიანი თანაზიარებს და საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, მის შინაგან არსებას წარმოადგენს. ვინმეს რომ გაკიცხვისა და განსჯის შესახებ თავისი წვდომა ეთანაზიარებინა, მაგრამ შენ ამის გამოცდილება არ გქონოდა, ვერ გაბედავდი მათი ცოდნის უარყოფას და მით უმეტეს, ვერ გაბედავდი მასში ასი პროცენტით დარწმუნებას. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი თანაზიარება არის ის, რაც არასდროს განგიცდია, რაც არასდროს გცოდნია და რისი წარმოდგენაც შენს გონებას არ შეუძლია. მათი ცოდნიდან ერთადერთი, რისი მიღებაც შეგიძლია, არის მომავალში გაკიცხვისა და სამსჯავროს გასავლელი გზა. მაგრამ ეს გზა შეიძლება, იყოს მხოლოდ მოძღვრებისეული ცოდნა; ის ვერ ჩაანაცვლებს შენს გაგებას და, მით უმეტეს, შენს გამოცდილებას. შესაძლოა, ფიქრობ, რომ მათი გაგება საკმაოდ მართებულია, მაგრამ საკუთარ გამოცდილებაში აღმოაჩენ, რომ პრაქტიკაში იგი მრავალმხრივ გამოუყენებელია. შესაძლოა, გრძნობ, რომ მათი ზოგიერთი შეხედულება სრულიად გამოუყენებელია პრაქტიკაში; ამ დროს მასთან დაკავშირებით წარმოდგენები გიჩნდება და, მიუხედავად იმისა, რომ იღებ მას, ამას მხოლოდ უხალისოდ აკეთებ. მაგრამ შენივე გამოცდილებით, სწორედ ის შემეცნება, რომლის მიმართაც ეჭვები გქონდა, შენი პრაქტიკის გზად იქცევა; და რაც უფრო მეტად ახორციელებ მას პრაქტიკაში, მით უფრო მეტად გესმის შენ მიერ მოსმენილი სიტყვების ჭეშმარიტი ღირებულება და მნიშვნელობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად იძენ გამოცდილებას, უკვე შეგიძლია ისაუბრო იმ ცოდნაზე, რომელიც შენ მიერ განცდილის შესახებ უნდა მიგეღო. გარდა ამისა, ასევე შეგიძლია გაარჩიო, ვისი ცოდნაა რეალური და პრაქტიკული და ვისი — მოძღვრებაზე დაფუძნებული და უსარგებლო. ამრიგად, შეესაბამება თუ არა შენ მიერ გაზიარებული ცოდნა ჭეშმარიტებას, ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, გაქვს თუ არა მისი პრაქტიკული გამოცდილება. როდესაც შენს გამოცდილებაში ჭეშმარიტებაა, შენი ცოდნაც პრაქტიკული და ღირებული იქნება. შენი გამოცდილების მეშვეობით ასევე შეგიძლია, შეიძინო გამჭრიახობა და წვდომა, გაიღრმაო ცოდნა და შეიძინო მეტი სიბრძნე და საღი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართო საკუთარი თავი. იმ ადამიანთა მიერ გაზიარებული ცოდნა, რომლებიც არ ფლობენ ჭეშმარიტებას, არის მოძღვრება, რაც უნდა ამაღლებული იყოს იგი. ამ ტიპის ადამიანი, შესაძლოა, ძალიან გონიერი იყოს, როდესაც საქმე ხორციელ საკითხებს ეხება, მაგრამ არავითარი გამჭრიახობა არ გააჩნია, როდესაც საქმე სულიერ საკითხებს ეხება. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ ადამიანებს სულიერი საკითხების არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოჰფენიათ ნათელი სულიერ საკითხებში და არ გააჩნიათ სულიერი წვდომა. მიუხედავად იმისა, ცოდნის რომელ ასპექტზეც უნდა ისაუბრო, თუკი ეს შენი არსის ნაწილია, მაშინ ეს შენი პირადი გამოცდილება და შენი ნამდვილი ცოდნაა. იმას, რასაც განიხილავენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მოძღვრებაზე საუბრობენ — ანუ ისინი, ვინც არც ჭეშმარიტებას ფლობს და არც რეალობას — ასევე შეიძლება ეწოდოს მათი არსი, რადგან მათ თავიანთ მოძღვრებას მხოლოდ ღრმა ფიქრის შედეგად მიაღწიეს და ეს მათი ხანგრძლივი განსჯის შედეგია. თუმცა ეს მხოლოდ მოძღვრებაა, სხვა არაფერი, თუ არა წარმოსახვა! სხვადასხვა ტიპის ადამიანის გამოცდილება მათ შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია სულიერი გამოცდილება, არ შეუძლია ისაუბროს ჭეშმარიტების ცოდნაზე და არც სხვადასხვა სულიერი საკითხის შესახებ სწორ ცოდნაზე. რასაც ადამიანი გამოხატავს, არის ის, რაც იგი შინაგანად არის — ეს უდავოა. თუ ვინმეს სურს, ფლობდეს სულიერი საკითხების ცოდნასა და ჭეშმარიტების ცოდნას, მას უნდა გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილება. თუ არ შეგიძლია, ნათლად ისაუბრო ადამიანური ცხოვრების საღ აზრზე, მით უმეტეს, როგორ შეძლებ სულიერ საკითხებზე საუბარს? მათ, ვისაც ძალუძთ ეკლესიებს უწინამძღოლონ, ადამიანები სიცოცხლით ასაზრდოონ და ხალხისთვის მოციქულნი იყვნენ, უნდა ჰქონდეთ პრაქტიკული გამოცდილება; მათ უნდა შეეძლოთ სულიერი საკითხების სწორი წვდომა და ჰქონდეთ ჭეშმარიტების სწორი გაგება და გამოცდილება. მხოლოდ ასეთ ადამიანებს აქვთ უფლება, იყვნენ მუშაკები ან მოციქულები, რომლებიც ეკლესიებს წინამძღოლობენ. სხვაგვარად, მათ მხოლოდ უმცირესთა მსგავსად მიყოლა ძალუძთ და არ შეუძლიათ წინამძღოლობა, მით უმეტეს, ვერ გახდებიან მოციქულნი, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლით ასაზრდოებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მოციქულთა ფუნქცია ფორიაქი ან ბრძოლა როდია; მათი ფუნქცია სიცოცხლის მსახურება და სხვათა წინამძღოლობაა მათი შინაგანი ბუნების გარდაქმნის გზაზე. ეს არის ფუნქცია, რომელსაც ასრულებენ ისინი, ვინც იღებს უზენაეს დავალებასა და მძიმე პასუხისმგებლობას, რომლის ტარებაც ყველას არ შეუძლია. ამგვარი საქმის შესრულება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სიცოცხლე-არსება გააჩნია ანუ მათ, ვისაც ჭეშმარიტების გამოცდილება აქვს. მისი შესრულება არ ძალუძს უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეუძლია რაიმეს მიტოვება, აქეთ-იქით სირბილი ან ვისაც სურს თავის გაღება; ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ჭეშმარიტების გამოცდილება, რომლებიც არ ყოფილან გასხლულნი ან განკითხულნი, არ შეუძლიათ ამ ტიპის საქმის შესრულება. გამოცდილების არმქონე ადამიანებს, რომლებიც რეალობის არმქონე ადამიანები არიან, არ ძალუძთ რეალობის ნათლად დანახვა, რადგან თავად მათ არ გააჩნიათ ამგვარი არსება. ამრიგად, ამ ტიპის ადამიანს არა მხოლოდ არ შეუძლია წინამძღოლობის საქმის შესრულება, არამედ, თუ იგი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ჭეშმარიტების გარეშე, იგი მოიკვეთება. შენი ნაზიარები წვდომა შეიძლება იყოს იმ სირთულეების მტკიცებულება, რომლებიც ცხოვრებაში განგიცდია, იმ ქმედებებისა, რომელთა გამოც გაიკიცხე და იმ საკითხებისა, რომელთა გამოც განიკითხე. იგივე ეხება განსაცდელებსაც: სადაც ადამიანი გამოიწრთობა, სადაც იგი სუსტია — სწორედ ეს არის ის მიმართულებები, რომლებშიც მას გამოცდილება აქვს და სადაც მისი გზა ისახება. მაგალითად, თუ ვინმე ქორწინებაში იმედგაცრუებას განიცდის, ხშირად ითანაზიარებს: „მადლობა ღმერთს, დიდება ღმერთს, მე უნდა შევასრულო ღვთის განზრახვები და შევწირო ჩემი მთელი ცხოვრება და ჩემი ცხოვრების უმთავრესი საქმე მთლიანად ღვთის ხელს უნდა მივანდო. მზად ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ღმერთს მივუძღვნა.“ ყველაფერი, რაც ადამიანს შინაგანად აქვს, შეიძლება წარმოჩნდეს თანაზიარების მეშვეობით. მისი საუბრის ტემპი, ხმამაღლა საუბრობს იგი თუ ხმადაბლა — მსგავსი საკითხები არ არის გამოცდილების საკითხები და არ შეუძლია წარმოადგინოს ის, რაც მას გააჩნია, და მისი არსება. ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, კარგია ადამიანის პიროვნება თუ ცუდი, ან კარგია მისი ბუნება თუ ცუდი, მაგრამ ეს არ შეიძლება გაუთანაბრდეს იმას, აქვს თუ არა ადამიანს გამოცდილება. საუბრისას საკუთარი თავის გამოხატვის უნარი ან საუბრის ოსტატობა თუ სისწრაფე მხოლოდ პრაქტიკის საკითხია და არ შეუძლია ადამიანის გამოცდილების ჩანაცვლება. როდესაც თანაზიარება გაქვს შენი ინდივიდუალური გამოცდილების შესახებ, შენ ითანაზიარებ იმას, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია და ყველაფერს, რაც შენშია. ჩემი საუბარი წარმოადგენს ჩემს არსებას, მაგრამ რასაც მე ვამბობ, ადამიანისთვის მიუწვდომელია. რასაც მე ვამბობ, არ არის ის, რასაც ადამიანი განიცდის და არც ის არის, რისი დანახვაც ადამიანს შეუძლია; ეს არც ის არის, რასთან შეხებაც ადამიანს შეუძლია, არამედ ეს არის ჩემი არსება. ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმას აღიარებს, რომ რის შესახებაც თანაზიარება მაქვს, არის ის, რაც მე განვიცადე, მაგრამ ისინი არ აღიარებენ, რომ ეს სულის უშუალო გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, რასაც მე ვამბობ, არის ის, რაც მე განვიცადე. სწორედ მე აღვასრულე 6000-წლიანი მართვის საქმე. მე განვიცადე ყველაფერი კაცობრიობის შექმნის დასაბამიდან დღემდე; როგორ არ შემეძლებოდა ამაზე საუბარი? რაც შეეხება ადამიანის ბუნებას, მე ნათლად დავინახე; მე მას დიდი ხნის წინ დავაკვირდი. როგორ ვერ შევძლებდი ამაზე ნათლად საუბარს? ვინაიდან მე აშკარად დავინახე ადამიანის არსი, მე მაქვს უფლება, გავკიცხო და განვსაჯო ადამიანი, რადგან მთელი კაცობრიობა ჩემგან წარმოიშვა, მაგრამ სატანის მიერ გაიხრწნა. რა თქმა უნდა, ასევე უფლება მაქვს, შევაფასო ჩემს მიერ აღსრულებული საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ჩემი ხორცის მიერ არ სრულდება, იგი სულის პირდაპირი გამოხატულებაა და ეს არის ის, რაც მე გამაჩნია და ჩემი არსება. ამიტომ მე უფლება მაქვს, გამოვხატო იგი და შევასრულო ის საქმე, რომელიც უნდა შევასრულო. რასაც ადამიანები ამბობენ, არის ის, რაც მათ განიცადეს. ეს არის ის, რაც მათ უნახავთ, რასაც მათი გონება სწვდება და რისი აღქმაც მათ გრძნობებს შეუძლია. სწორედ ამის თანაზიარება შეუძლიათ მათ. განკაცებული ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები სულის პირდაპირი გამოხატულებაა და ისინი გამოხატავენ იმ საქმეს, რომელიც სულის მიერ შესრულდა, რაც ხორცს არ განუცდია და არ უნახავს, თუმცა იგი მაინც გამოხატავს თავის არსებას, რადგან ხორცის არსი არის სული და იგი გამოხატავს სულის საქმეს. ეს არის სულის მიერ უკვე აღსრულებული საქმე, თუმცა იგი ხორცისთვის მიუწვდომელია. განკაცების შემდეგ ხორციელი გამოხატვის მეშვეობით, იგი ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეიცნონ ღვთის არსება და ნებას რთავს მათ, დაინახონ ღვთის ხასიათი და ის საქმე, რომელიც მან შეასრულა. ადამიანის საქმე ხალხს უფრო მეტ სიცხადეს აძლევს იმის შესახებ, თუ რაში უნდა შევიდნენ და რა უნდა გაიგონ; იგი მოიცავს ადამიანთა წინამძღოლობას ჭეშმარიტების გაგებისა და განცდისკენ. ადამიანის საქმე ადამიანების უზრუნველყოფაა; ღვთის საქმე კი კაცობრიობისთვის ახალი გზებისა და ახალი ეპოქების გახსნაა და ადამიანთათვის იმის გაცხადება, რაც მოკვდავთათვის უცნობია, რითაც მათ მისი ხასიათის შეცნობის საშუალებას აძლევს. ღვთის საქმე მთელი კაცობრიობის წარმართვაა.
სულიწმიდის მთელი საქმე ადამიანთა სასარგებლოდ სრულდება. იგი მთლიანად ადამიანთა დასამოძღვრად სრულდება; არ არსებობს საქმე, რომელსაც ადამიანებისთვის სარგებელი არ მოაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ჭეშმარიტება ღრმაა თუ ზედაპირული და არც იმათ სულიერ მონაცემებს, ვინც ჭეშმარიტებას იღებს; რასაც არ უნდა აკეთებდეს სულიწმიდა, მას ადამიანებისთვის სარგებელი მოაქვს. მაგრამ სულიწმიდის საქმე უშუალოდ მის მიერ ვერ შესრულდება; იგი უნდა გამოიხატოს იმ ადამიანთა მეშვეობით, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ. მხოლოდ ამგვარად შეუძლია სულიწმიდის საქმეს ნაყოფის გამოღება. რა თქმა უნდა, როდესაც სულიწმიდა პირდაპირ მოქმედებს, იგი სრულიად შეურყვნელია; მაგრამ როდესაც სულიწმიდა ადამიანის მეშვეობით მოქმედებს, იგი ძლიერ იბილწება და აღარ წარმოადგენს სულიწმიდის თავდაპირველ საქმეს. ვინაიდან ეს ასეა, ჭეშმარიტება სხვადასხვა ხარისხით იცვლება. მიმდევრები იღებენ არა სულიწმიდის თავდაპირველ განზრახვას, არამედ სულიწმიდის საქმისა და ადამიანის გამოცდილებისა და ცოდნის ნაზავს. მიმდევრების მიერ მიღებული იმ ნაწილის შინაარსი, რომელიც სულიწმიდის საქმეა, სწორია მაშინ, როდესაც მათ მიერ მიღებული ადამიანის გამოცდილება და ცოდნა განსხვავდება, რადგან მუშაკები განსხვავებულნი არიან. მუშაკები, რომლებსაც სულიწმიდის ნათელი მოეფინათ და ის წინამძღოლობს, შემდგომში კვლავ მიიღებენ გამოცდილებას სწორედ ამ ნათლის მოფენასა და გაძღოლაზე დაყრდნობით. ეს გამოცდილება აერთიანებს ადამიანის გონებასა და გამოცდილებას ისევე, როგორც ადამიანობის არსებას, შემდეგ ისინი იძენენ იმ ცოდნასა თუ გამჭრიახობას, რომელიც უნდა ჰქონდეთ. ეს არის ადამიანის პრაქტიკის გზა ჭეშმარიტების განცდის შემდეგ. პრაქტიკის ეს გზა არასოდეს არის ზუსტად ერთნაირი, რადგან ადამიანების გამოცდილება განსხვავდება; ის, რასაც ადამიანები განიცდიან, ასევე განსხვავებულია. ამრიგად, სულიწმიდის ერთი და იგივე ნათლის მოფენა იწვევს განსხვავებულ ცოდნასა და პრაქტიკას, რადგან ისინი, ვინც ნათლის მოფენას იღებენ, განსხვავებულნი არიან. ზოგიერთ ადამიანს თავის პრაქტიკაში მცირე გადახრები აქვს, ზოგიერთს — დიდი, სხვები კი სრულიად არასწორად ახორციელებენ პრაქტიკას. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი წვდომის უნარით და ასევე იმიტომ, რომ მათი თანდაყოლილი სულიერი მონაცემები განსხვავებულია. ზოგიერთ ადამიანს ქადაგების მოსმენის შემდეგ ერთი სახის გაგება უყალიბდება, ზოგიერთს კი ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგ — სხვა სახის. ზოგიერთ ადამიანს თავის გაგებაში მცირე გადახრა აქვს მაშინ, როდესაც ზოგიერთს საერთოდ არ ესმის ჭეშმარიტების ნამდვილი მნიშვნელობა. შესაბამისად, ადამიანის გაგება განაპირობებს იმას, თუ როგორ უწინამძღოლებს იგი სხვებს; ეს აბსოლუტურად სწორია, რადგან ადამიანის საქმე უბრალოდ მისი არსების გამოხატულებაა. ხალხი, რომელსაც წინამძღოლობს ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტების სწორი გაგება აქვთ, თავადაც მიაღწევს ჭეშმარიტების სწორ გაგებას. თუნდაც არსებობდნენ აბსურდული გაგების მქონე ადამიანები, ისინი ძალიან ცოტანი არიან და ყველა ასეთი არ იქნება. თუ ადამიანს ჭეშმარიტების აბსურდული გაგება აქვს, მათ, ვინც მას მიჰყვებიან, უდავოდ ასეთივე გამრუდებული აზროვნება ექნებათ და ისინი, სიტყვის სრული გაგებით, აბსურდული პიროვნებები იქნებიან. ის, თუ რა ხარისხით ესმით მიმდევრებს ჭეშმარიტება, დიდწილად მუშაკებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტება სწორი და უშეცდომოა და იგი აბსოლუტურად სანდოა. თუმცა, მუშაკები არ არიან სრულიად მართალნი და არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი სრულიად სანდონი არიან. თუ მუშაკებს ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების ძალიან პრაქტიკული გზა აქვთ, მაშინ მიმდევრებსაც ექნებათ პრაქტიკის გზა. თუ მუშაკებს არ აქვთ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების გზა და მხოლოდ მოძღვრება გააჩნიათ, მაშინ მიმდევრებს არ ექნებათ რეალობა. მიმდევრების სულიერი მონაცემები და ბუნება დაბადებიდანვეა განსაზღვრული და არ უკავშირდება მუშაკებს, მაგრამ ის, თუ რა ხარისხით სწვდებიან მიმდევრები ჭეშმარიტებას და როგორია მათი ღვთის შეცნობა, მუშაკებზეა დამოკიდებული (ეს მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს ეხება). როგორიც არის მუშაკი, ისეთები იქნებიან ის მიმდევრებიც, რომლებსაც იგი წინამძღოლობს. რასაც მუშაკი გამოხატავს, არის მისივე არსება დაუფარავად. ის მოთხოვნები, რომლებსაც იგი თავის მიმდევრებს უყენებს, არის ის, რისი მიღწევაც თავად სურს ან შეუძლია. მუშაკთა უმეტესობა თავის მიმდევრებს მოთხოვნებს უყენებს იმის საფუძველზე, რასაც თავად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არის ისეთი, რისი მიღწევაც მათ მიმდევრებს საერთოდ არ შეუძლიათ — და ის, რისი მიღწევაც ადამიანს არ შეუძლია, მის შესვლას დაბრკოლებად ექცევა.
იმ ადამიანთა საქმეში არსებული გადახრები, რომლებმაც გაიარეს გასხვლა, სამსჯავრო და გაკიცხვა, გაცილებით მცირეა და მათი საქმის გამოხატულება გაცილებით ზუსტია. მათ, ვინც საქმის შესრულებისას საკუთარ ბუნებრიობას ეყრდნობა, საკმაოდ დიდი გადახრები აქვთ. არასრულქმნილი ადამიანების საქმე ზედმეტად ბევრს გამოხატავს მათი საკუთარი ბუნებრიობიდან, რაც უზარმაზარ დაბრკოლებას უქმნის სულიწმიდის საქმეს. რაც არ უნდა კარგი იყოს ადამიანის სულიერი მონაცემები, მან ასევე უნდა გაიაროს გასხვლა და სამსჯავრო, სანამ შეძლებს ღვთიური მისიის საქმის შესრულებას. თუ მათ არ გაუვლიათ ამგვარი სამსჯავრო, მათი საქმე, რაც არ უნდა კარგად იყოს შესრულებული, ვერ შეესაბამება ჭეშმარიტების პრინციპებს და ყოველთვის მათი საკუთარი ბუნებრიობისა და ადამიანური სიკეთის პროდუქტი იქნება. იმ ადამიანთა საქმე, რომლებმაც გაიარეს გასხვლა და სამსჯავრო, გაცილებით ზუსტია, ვიდრე იმათი საქმე, ვინც არ ყოფილა გასხლული და განკითხული. ისინი, ვისაც არ გაუვლია სამსჯავრო, მხოლოდადამიანურ ხორციელებასა და ფიქრებს გამოხატავენ, რომლებიც შერწყმულია დიდ ადამიანურ ინტელექტთან და თანდაყოლილ ნიჭთან. ეს არ არის ადამიანის მიერ ღვთის საქმის ზუსტი გამოხატულება. ისინი, ვინც ასეთ ადამიანებს მიჰყვებიან, მათ წინაშე სწორედ თავიანთი თანდაყოლილი სულიერი მონაცემების გამო ხვდებიან. ვინაიდან ისინი ზედმეტად ბევრს გამოხატავენ ადამიანის წვდომიდან და გამოცდილებიდან, რაც თითქმის მოწყვეტილია ღვთის თავდაპირველ განზრახვას და მეტისმეტად შორდება მას, ამ ტიპის ადამიანის საქმე მიიყვანს ხალხს არა ღვთის წინაშე, არამედ — ადამიანის წინაშე. ამრიგად მათ, ვისაც არ გაუვლია სამსჯავრო და გაკიცხვა, არა აქვთ უფლება, შეასრულონ ღვთიური მისიის საქმე. სტანდარტის შესაბამისი მუშაკის საქმეს შეუძლია ადამიანები სწორ გზაზე დააყენოს და დაეხმაროს მათ ჭეშმარიტებაში უფრო ღრმად შესვლაში. მათ საქმეს შეუძლია ადამიანების ღვთის წინაშე მიყვანა. გარდა ამისა, საქმე, რომელსაც ისინი ასრულებენ, შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანების მიხედვით და არ არის შეზღუდული წესებით, რაც რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს მოიპოვონ განთავისუფლება და თავისუფლება, თანდათანობით განვითარდნენ ცხოვრებაში და უფრო ღრმად შევიდნენ ჭეშმარიტებაში. იმ მუშაკის საქმე, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტს, ბევრად ჩამოუვარდება ამას. მისი საქმე სულელურია. მას მხოლოდ ადამიანების წესებში მოქცევა ძალუძს და რასაც ის მათგან მოითხოვს, არ განსხვავდება ადამიანების მიხედვით; ის არ ასრულებს საქმეს ადამიანის რეალური საჭიროებების შესაბამისად. ამ ტიპის საქმეში ზედმეტად ბევრი წესი და ზედმეტად ბევრი მოძღვრებაა; მას არ შეუძლია ადამიანების რეალობაში და არც სიცოცხლეში ზრდის ნორმალურ პრაქტიკაში შეყვანა. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ადამიანებს რამდენიმე უსარგებლო წესის დაცვის საშუალება მისცეს. ამგვარ წინამძღოლობას ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. ის მიგიძღვება, რათა მას დაემსგავსო და გაზიარებს იმას, რაც მას გააჩნია და რაც მისი არსებაა. იმისათვის, რომ მიმდევრებმა გაარჩიონ, შეესაბამებიან თუ არა წინამძღოლები სტანდარტს, მთავარია შეხედონ იმ გზას, რომლითაც მათ სხვები მიჰყავთ და მათი საქმის შედეგებს, და დაინახონ, იღებენ თუ არა მიმდევრები ჭეშმარიტების შესაბამის პრინციპებს და იღებენ თუ არა მათი გარდაქმნისთვის შესაფერის პრაქტიკის გზებს. უნდა გამოიჩინო გამჭრიახობა სხვადასხვა ტიპის ადამიანის განსხვავებული საქმის მიმართ; არ უნდა იყო დაბნეული მიმდევარი. ეს ეხება ადამიანთა შესვლის საკითხს. თუ არ შეგიძლია გაარჩიო, რომელი ადამიანის წინამძღოლობას აქვს გზა და რომელს — არა, ადვილად შეგიყვანენ შეცდომაში. ყოველივე ეს პირდაპირ კავშირშია შენს საკუთარ სიცოცხლესთან. არასრულქმნილი ადამიანების საქმეში ზედმეტად ბევრი ბუნებრიობაა; იგი შერეულია ადამიანის ნების მეტისმეტად დიდ ნაწილთან. მათი არსება ბუნებრიობაა — ის, რითაც ისინი იბადებიან. ეს არ არის სიცოცხლე გასხვლის შემდეგ ან რეალობა გარდაქმნის შემდეგ. როგორ შეუძლია ასეთ ადამიანს მხარი დაუჭიროს მათ, ვინც სიცოცხლეს ეძიებს? სიცოცხლე, რომელიც ადამიანს თავდაპირველად გააჩნია, არის მისი თანდაყოლილი გონიერება ან ნიჭი. ამგვარი გონიერება ან ნიჭი საკმაოდ შორს არის ადამიანის მიმართ ღვთის ზუსტი მოთხოვნებისგან. თუ ადამიანი არ არის სრულქმნილი და მისი გახრწნილი ხასიათი არ არის გასხლული, ფართო უფსკრული იქნება იმას შორის, რასაც იგი გამოხატავს და ჭეშმარიტებას შორის; რასაც იგი გამოხატავს, მოიცავს ბუნდოვან რამეებს, როგორიცაა მისი წარმოსახვები და ცალმხრივი გამოცდილება. გარდა ამისა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ადამიანები გრძნობენ, რომ არ არსებობს საერთო მიზანი და არ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც შესაფერისია ყველა ადამიანის შესასვლელად. რასაც ადამიანებისგან მოითხოვენ, უმეტესობა აღემატება მათ შესაძლებლობებს; თითქოს ისინი თევზები იყვნენ, რომლებსაც ხმელეთზე ცხოვრებას აიძულებენ. ეს არის ადამიანთა ნების საქმე. ადამიანის გახრწნილი ხასიათით, მისი ფიქრებითა და მისი წარმოდგენებით გამსჭვალულია მისი სხეულის ყველა ნაწილი. ადამიანი არ იბადება ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელების ინსტინქტით და არც ჭეშმარიტების პირდაპირ გაგების ინსტინქტი გააჩნია. ამას დაუმატეთ ადამიანის გახრწნილი ხასიათი — როდესაც ამგვარი ინდივიდი ასრულებს საქმეს, განა ეს არ იწვევს ჩაშლას? მაგრამ ადამიანს, რომელიც სრულქმნილია, აქვს იმ ჭეშმარიტების გამოცდილება, რომელიც ადამიანებს უნდა ესმოდეთ, და თავისი გახრწნილი ხასიათის ცოდნა. მათ საქმეში არსებული ბუნდოვანი და არაპრაქტიკული რამ თანდათან მცირდება, ადამიანური მინარევები იკლებს და მათი საქმე და მსახურება სულ უფრო მეტად უახლოვდება ღვთის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. ამრიგად, მათი საქმე შევიდა ჭეშმარიტება-რეალობაში და იგი ასევე რეალისტური გახდა. განსაკუთრებით ადამიანის გონებაში არსებული ფიქრები აბრკოლებს სულიწმიდის საქმეს. ადამიანს აქვს მდიდარი წარმოსახვა და გონივრული ლოგიკა; მას აქვს საქმეების მოგვარების ხანგრძლივი გამოცდილება. თუ ადამიანის ეს ასპექტები არ გაისხვლება და გამოსწორდება, ყველა მათგანი დაბრკოლებას წარმოადგენს საქმისთვის. შესაბამისად, ადამიანის საქმე ვერ მიაღწევს სიზუსტის უმაღლეს დონეს, განსაკუთრებით არასრულქმნილი ადამიანების საქმე.
ადამიანის საქმე გარკვეულ ფარგლებში რჩება და შეზღუდულია. ერთ ადამიანს მხოლოდ გარკვეული ეტაპის საქმის შესრულება შეუძლია და არ ძალუძს მთელი ეპოქის საქმის შესრულება — წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ადამიანებს წესებში მოაქცევდა. ადამიანის საქმე შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ დროს ან ეტაპს მიესადაგებოდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გამოცდილებას თავისი ფარგლები გააჩნია. არ შეიძლება ადამიანის საქმის ღვთის საქმესთან შედარება. ადამიანის პრაქტიკის გზები და მის მიერ ჭეშმარიტების ცოდნა მხოლოდ კონკრეტულ ფარგლებშია გამოსაყენებელი. არ შეიძლება ითქვას, რომ გზა, რომელსაც ადამიანი ადგას, სრულად სულიწმიდის განზრახვაა, რადგან ადამიანს მხოლოდ სულიწმიდისგან შეიძლება მოეფინოს ნათელი და არ შეუძლია სრულად იყოს აღვსილი სულიწმიდით. ის, რისი განცდაც ადამიანს შეუძლია, ნორმალური ადამიანობის ფარგლებშია და არ შეუძლია გასცდეს ნორმალური ადამიანური გონების ფიქრთა საზღვრებს. ყველა, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება-რეალობის ცხოვრებაში გამოვლენა, სწორედ ამ ფარგლებში განიცდის მას. როდესაც ისინი ჭეშმარიტებას განიცდიან, ეს ყოველთვის ნორმალური ადამიანური ცხოვრების გამოცდილებაა სულიწმიდის ნათლის მოფენის ქვეშ; ეს არ არის განცდის ისეთი გზა, რომელიც ნორმალური ადამიანური ცხოვრების საზღვრებს სცდება. ისინი განიცდიან სულიწმიდის მიერ ნათელმოფენილ ჭეშმარიტებას თავიანთი ადამიანური ყოფის საფუძველზე. გარდა ამისა, ეს ჭეშმარიტება განსხვავდება ადამიანების მიხედვით და მისი სიღრმე ადამიანის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გზა, რომელსაც ისინი გადიან, არის ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანის ნორმალური ადამიანური ცხოვრება და მას შეიძლება ეწოდოს სულიწმიდის მიერ ნათელმოფენილი ნორმალური ადამიანის განვლილი გზა. არ შეიძლება ითქვას, რომ გზა, რომელსაც ისინი გადიან, არის გზა, რომელსაც სულიწმიდა გადის. ნორმალურ ადამიანურ გამოცდილებაში, ვინაიდან ადამიანები, რომლებიც ეძიებენ, არ არიან ერთნაირნი, სულიწმიდის საქმეც არ არის ერთნაირი. გარდა ამისა, ვინაიდან ის გარემოებები, რომლებსაც ადამიანები განიცდიან და მათი გამოცდილების ფარგლები არ არის ერთნაირი, და მათი გონებისა და ფიქრების შერევის გამო, მათი გამოცდილება სხვადასხვა ხარისხით არის შერეული. თითოეულ ადამიანს ჭეშმარიტება თავისი განსხვავებული, ინდივიდუალური პირობების შესაბამისად ესმის. მათ მიერ ჭეშმარიტების ნამდვილი მნიშვნელობის გაგება არ არის სრული და მხოლოდ მის ერთ ან რამდენიმე ასპექტს წარმოადგენს. იმ ჭეშმარიტების ფარგლები, რომელსაც ადამიანი განიცდის, განსხვავდება ადამიანების მიხედვით, თითოეული ადამიანის პირობების შესაბამისად. ამგვარად, ერთი და იმავე ჭეშმარიტების ცოდნა, როგორც ამას სხვადასხვა ადამიანი გამოხატავს, არ არის ერთნაირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის გამოცდილება ყოველთვის შეზღუდულია — მას არ შეუძლია სრულად წარმოადგინოს სულიწმიდის განზრახვები. ადამიანის საქმე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ღვთის საქმედ, თუნდაც ის, რასაც ადამიანი გამოხატავს, ძალიან მჭიდროდ შეესაბამებოდეს ღვთის განზრახვებს, და თუნდაც ადამიანის გამოცდილება ძალიან ახლოს იყოს სრულყოფის იმ საქმესთან, რომლის შესრულებასაც სულიწმიდა აპირებს. ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ღვთის მსახური, რომელიც ასრულებს იმ საქმეს, რომელსაც ღმერთი მას ავალებს. ადამიანს მხოლოდ სულიწმიდის მიერ ნათელმოფენილი ცოდნისა და თავისი პირადი გამოცდილებიდან მიღებული ჭეშმარიტებების გამოხატვა შეუძლია. ადამიანს არ გააჩნია საამისო მონაცემები და იგი არ აკმაყოფილებს პირობებს იმისათვის, რომ იყოს სულიწმიდის გამოვლენის საშუალებად იქცეს. მას არ აქვს უფლება თქვას, რომ მისი საქმე ღვთის საქმეა. ადამიანებს მუშაობის საკუთარი პრინციპები აქვთ და ყველას განსხვავებული გამოცდილება გააჩნია და სხვადასხვა პირობებს ფლობს. ადამიანის საქმე მოიცავს მის ყველა გამოცდილებას, რომელსაც სულიწმიდის ნათელი მოეფინა. ეს გამოცდილებები წარმოადგენს მხოლოდ ადამიანის არსებას და არა ღვთის არსებას ან სულიწმიდის განზრახვებს. ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ გზა, რომელსაც ადამიანი გადის, არის სულიწმიდის მიერ განვლილი გზა, რადგან ადამიანის საქმეს არ შეუძლია წარმოადგინოს ღვთის საქმე და ადამიანის საქმე და გამოცდილება სრულად არ წარმოადგენს სულიწმიდის განზრახვებს. ადამიანის საქმე ადვილად ექცევა წესებში და მისი მუშაობის მეთოდი ადვილად იზღუდება ვიწრო ფარგლებით და მას არ შეუძლია ადამიანების თავისუფალ მეთოდამდე მიყვანა. მიმდევართა უმეტესობა შეზღუდულ ფარგლებში ცხოვრობს და მათი გამოცდილებაც შეზღუდულია. ადამიანის გამოცდილება ყოველთვის შეზღუდულია; მისი მუშაობის მეთოდიც მხოლოდ რამდენიმე ტიპით შემოიფარგლება და დაუშვებელია მისი შედარება სულიწმიდის ან თავად ღვთის საქმესთან. ეს იმიტომ, რომ ადამიანის გამოცდილება, საბოლოო ჯამში, შეზღუდულია. როგორც არ უნდა აღასრულებდეს ღმერთი თავის საქმეს, იგი არ არის შებოჭილი წესებით; როგორც არ უნდა სრულდებოდეს იგი, მხოლოდ ერთი მეთოდით როდი შემოიფარგლება. ღვთის საქმე არავითარ წესებს არ ემორჩილებბა —მთელი მისი მოქმედება თავისუფალი და შეუზღუდავია. რამდენი დროც არ უნდა დახარჯოს ადამიანმა მის მიყოლაში, მას არ შეუძლია დაადგინოს რაიმე კანონზომიერება, რომელიც ღვთის მუშაობის მეთოდებს არეგულირებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმე უკიდურესად პრინციპულია, იგი ყოველთვის ახალი გზებით სრულდება და ყოველთვის აქვს ახალი განვითარება და ადამიანისთვის მიუწვდომელია. ერთ პერიოდში ღმერთს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის საქმე და ადამიანთა წინამძღოლობის განსხვავებული მეთოდები, რის გამოც ადამიანებს ყოველთვის აქვთ ახალი შესვლები და ცვლილებები. შენ არ შეგიძლია ჩაწვდე მისი საქმის კანონზომიერებებს, რადგან იგი ყოველთვის ახალი გზებით მუშაობს, და მხოლოდ ამგვარად არ ექცევიან ღვთის მიმდევრები წესების მარწუხებში. თავად ღვთის საქმე ყოველთვის გვერდს უვლის ადამიანთა წარმოდგენებს და უპირისპირდება მათ. მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ჭეშმარიტი გულით მიჰყვება და ეძიებს მას, შეუძლიათ თავიანთი ხასიათის გარდაქმნა და თავისუფლად ცხოვრება ისე, რომ არ იყვნენ შებოჭილნი რაიმე წესებით ან შეზღუდულნი რაიმე რელიგიური წარმოდგენებით. ადამიანის საქმე ხალხს მოთხოვნებს უყენებს მისი საკუთარი გამოცდილებისა და იმის საფუძველზე, რისი მიღწევაც თავად შეუძლია. ეს მოთხოვნილი სტანდარტები შეზღუდულია გარკვეული ფარგლებით და პრაქტიკის მეთოდებიც ძალიან შეზღუდულია. ამრიგად, მიმდევრები გაუცნობიერებლად ცხოვრობენ ამ შეზღუდულ ფარგლებში; დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი წესებად და რიტუალებად იქცევა. თუკი ერთი პერიოდის საქმეს წინამძღოლობს ის, ვისაც არ გაუვლია ღვთის მიერ პირადი სრულყოფა და არ მიუღია სამსჯავრო, მისი მიმდევრები რელიგიურ ფანატიკოსებად იქცევიან და ღვთისადმი წინააღმდეგობის გაწევაში დახელოვნდებიან. ამიტომ თუ ვინმე სტანდარტის შესაბამისი წინამძღოლია, მას გავლილი უნდა ჰქონდეს სამსჯავრო და მიღებული — სრულყოფა. ისინი, ვისაც არ გაუვლია სამსჯავრო, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათზე სულიწმიდა მოქმედებდეს, მხოლოდ ბუნდოვან და არაპრაქტიკულ რამეებს გამოხატავენ. თუ ისინი დიდი ხნის განმავლობაში უწინამძღოლებენ ადამიანებს, მათ ბუნდოვანი და ზებუნებრივი წესებისკენ მიმართავენ. საქმე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს, არ შეესაბამება ადამიანის ხორცს. იგი არ შეესაბამება ადამიანის ფიქრებს, არამედ უპირისპირდება ადამიანის წარმოდგენებს; იგი არ არის შებილწული ბუნდოვანი რელიგიური ელფერით. ღვთის საქმის შედეგებს არ ფლობენ ისინი, ვინც არ არის მის მიერ სრულქმნილი; ისინი ადამიანის აზროვნებისთვის მიუწვდომელია.
ადამიანის გონებიდან მომდინარე საქმის მიღწევა ადამიანისთვის მეტისმეტად ადვილია. მაგალითად, რელიგიურ სამყაროში პასტორები და წინამძღოლები თავიანთი საქმის შესასრულებლად საკუთარ ნიჭსა და თანამდებობებს ეყრდნობიან. ადამიანები, რომლებიც მათ დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებიან, მოიწამლებიან მათი ნიჭით და მათი არსების გარკვეული ნაწილის გავლენის ქვეშ მოექცევიან. ისინი ფოკუსირდებიან ადამიანების ნიჭზე, უნარებსა და ცოდნაზე და ყურადღებას ამახვილებენ ზებუნებრივ მოვლენებსა და მრავალ ღრმა, არარეალისტურ მოძღვრებაზე (რა თქმა უნდა, ეს ღრმა მოძღვრებები მიუღწეველია). ისინი ფოკუსირდებიან არა ადამიანთა ხასიათის ცვლილებებზე, არამედ ადამიანების ქადაგებისა და მუშაობის უნარების გაწვრთნაზე და მათი ბიბლიური ცოდნისა და სულიერი თეორიების გაუმჯობესებაზე. ისინი არ ფოკუსირდებიან იმაზე, თუ რამდენად ესმით ადამიანებს ჭეშმარიტება ან რამდენად იცვლება მათი სიცოცხლე-განწყობა; საერთოდ არ ანაღვლებთ ადამიანთა გახრწნილი არსი და მით უმეტეს, არ ცდილობენ გაეცნონ იმ ნორმალურ და არანორმალურ მდგომარეობებს, რომლებიც ადამიანებს აქვთ. ისინი არ უპირისპირდებიან ადამიანთა წარმოდგენებს და არც ამხელენ მათ წარმოდგენებს და მით უმეტეს, არ სხლავენ ადამიანებს მათი ნაკლოვანებების ან გახრწნილების გამო. მათი მიმდევრების უმეტესობა თავისი ნიჭით მსახურობს და ერთადერთი, რასაც ისინი გასცემენ, არის რელიგიური წარმოდგენები და თეოლოგიური თეორიები, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას და რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ დაეხმარონ მათ სიცოცხლის მოპოვებაში. სინამდვილეში მათი საქმის არსი ნიჭიერი ადამიანების აღზრდაა, არაფრის მქონე ადამიანის აღზრდა სემინარიის გამორჩეულ კურსდამთავრებულად, რომელიც მოგვიანებით მუშაობასა და წინამძღოლობას იწყებს. შეგიძლია ჩაწვდე კანონზომიერებებს ღვთის ექვსიათასწლოვანი წლის საქმეში? ადამიანის მიერ შესრულებულ საქმეში მრავალი წესი და შეზღუდვაა, და ადამიანის ტვინი მეტისმეტად დოგმატურია. ამიტომ, რასაც ადამიანი გამოხატავს, არის ცოდნა და შემეცნება, რომლებიც მისი გამოცდილების ფარგლებშია. ადამიანს არ ძალუძს ამის მიღმა რაიმეს გამოხატვა. ადამიანის გამოცდილება თუ შემეცნება მისი თანდაყოლილი ნიჭიდან ან ინსტინქტიდან როდი იბადება; იგი მხოლოდ ღვთიური წინამძღოლობისა და უშუალო მწყემსობის წყალობით აღმოცენდება. ადამიანს მხოლოდ ამ სამწყსო მზრუნველობის მიღების უნარი გააჩნია, მაგრამ არ შეუძლია პირდაპირ გამოხატოს, თუ რა არის ღვთაებრიობა. ადამიანს არ ძალუძს იყოს წყარო; მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ იყოს ჭურჭელი, რომელიც წყაროდან წყალს იღებს. ეს არის ადამიანური ინსტინქტი, უნარი, რომელიც ადამიანს, როგორც ადამიანურ არსებას, უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანი კარგავს ღვთის სიტყვის მიღების უნარს და ადამიანურ ინსტინქტს, ეს ადამიანი ასევე კარგავს იმას, რაც ყველაზე ძვირფასია და კარგავს ქმნილების მოვალეობას. თუ ადამიანს არ აქვს ღვთის სიტყვის ან მისი საქმის ცოდნა ან გამოცდილება, ის კარგავს თავის მოვალეობას, იმ მოვალეობას, რომელიც მან, როგორც ქმნილებამ, უნდა შეასრულოს და კარგავს ქმნილების ღირსებას. ღვთის ინსტინქტია გამოხატოს, თუ რა არის ღვთაებრიობა, მიუხედავად იმისა, ეს ხორციელად გამოიხატება თუ უშუალოდ სულის მიერ; ეს არის ღვთის მსახურება. ადამიანი გამოხატავს საკუთარ გამოცდილებას ან ცოდნას (ანუ გამოხატავს იმას, რაც თავად არის) ღვთის საქმის მიმდინარეობისას ან მის შემდეგ; ეს არის ადამიანის ინსტინქტი და ადამიანის მოვალეობა და ეს არის ის, რასაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ რასაც ადამიანი გამოხატავს, ბევრად ჩამოუვარდება იმას, რასაც ღმერთი გამოხატავს და სავსეა მრავალი წესით, ადამიანმა უნდა შეასრულოს ის მოვალეობა, რომელიც უნდა შეასრულოს, და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს. ადამიანმა უნდა გააკეთოს ყოველივე, რაც ადამიანურად შესაძლებელია თავისი მოვალეობის შესასრულებლად და მას ოდნავი თავშეკავებაც კი არ უნდა ჰქონდეს.
წლების განმავლობაში მუშაობის შემდეგ ადამიანი შეაჯამებს გამოცდილებას ისევე, როგორც თავისი მრავალწლიანი მუშაობის წესებსა და სიბრძნეს. მან, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, იცის, როგორ შეიგრძნოს სულიწმიდის საქმის მიმდინარეობა; მან იცის, როდის მოქმედებს სულიწმიდა და როდის — არა; მან იცის, როგორ ითანაზიაროს, როდესაც ტვირთი აქვს და იგი აცნობიერებს სულიწმიდის საქმის ნორმალურ მდგომარეობასა და ადამიანთა სიცოცხლეში ზრდის ნორმალურ მდგომარეობას. ასეთია ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში უმუშავია და იცის სულიწმიდის საქმე. ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდნენ, გამოცდილნი არიან საუბარში და ამას აუჩქარებლად აკეთებენ; მაშინაც კი, როდესაც სათქმელი არაფერი აქვთ, ისინი მშვიდად არიან. შინაგანად, მათ შეუძლიათ განაგრძონ ლოცვა სულიწმიდის საქმის საძიებლად. ისინი გამოცდილნი არიან საქმის კეთებაში. ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უმუშავია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და მრავალი გაკვეთილი უსწავლია, შინაგანად ბევრი რამ აქვს ისეთი, რაც აბრკოლებს სულიწმიდის საქმეს; ეს მისი ხანგრძლივი მუშაობის ნაკლია. ადამიანი, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა, შეურევნელია ადამიანური გაკვეთილებითა თუ გამოცდილებით და განსაკუთრებით დაბნეულია იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს სულიწმიდა. თუმცა, მუშაობის პროცესში, იგი თანდათან სწავლობს სულიწმიდის საქმის შეგრძნებას და აცნობიერებს, რა უნდა გააკეთოს სულიწმიდის საქმის მისაღებად, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ზუსტად შეეხოს სხვათა არსს და სხვა მსგავს ზოგად ცოდნას, რომელსაც ისინი, ვინც საქმეს ასრულებენ, უნდა ფლობდნენ. დროთა განმავლობაში იგი მუშაობის ამგვარ სიბრძნესა და საერთო ცოდნას ხუთი თითივით იცნობს და როგორც ჩანს, მუშაობისას მას მარტივად იყენებს. თუმცა, როდესაც სულიწმიდა თავისი მუშაობის გზას ცვლის, იგი მაინც ებღაუჭება მუშაობის შესახებ თავის ძველ ცოდნას და მუშაობის ძველ წესებს და ძალიან ცოტა რამ იცის საქმის ახალი დინამიკის შესახებ. მისი მრავალწლიანი მუშაობა ისევე, როგორც სულიწმიდის ხშირი თანამყოფობა და გზამკვლევობა, რაც მას ჰქონდა, უზრუნველყოფს მას მუშაობის შესახებ კიდევ უფრო მეტი გაკვეთილითა და გამოცდილებით. ამის შედეგად ვითარდება მისი თავდაჯერებულობა, რომელიც არ არის ამპარტავნული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი საკმაოდ კმაყოფილნი არიან თავიანთი საკუთარი საქმით და კმაყოფილდებიან იმ საერთო ცოდნით, რომელიც მათ სულიწმიდის საქმის შესახებ მოიპოვეს. კერძოდ, იმ რამეების მოპოვება ან დაფასება, რაც სხვებს აკლიათ, მათ საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს. მათ ეჩვენებათ, რომ მათში სულიწმიდის საქმე არასოდეს ჩაქრება მაშინ, როდესაც სხვები არ არიან ამგვარი განსაკუთრებული მოპყრობის ღირსნი და რომ მხოლოდ მათი მსგავსი ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში უმუშავიათ და რომელთა გამოყენებასაც მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს, არიან ღირსნი, რომ დატკბნენ ამით. ეს ყველაფერი დიდ დაბრკოლებად იქცევა მათ მიერ სულიწმიდის ახალი საქმის მისაღებად. კიდეც რომ შეეძლოთ ახალი საქმის მიღება, მათ არ ძალუძთ ამის ერთბაშად გაკეთება. მის მიღებამდე ისინი აუცილებლად გაივლიან მრავალ სირთულესა და დაბრკოლებას. ეს ვითარება მხოლოდ ეტაპობრივად შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც მათი ძველი წარმოდგენები გაისხვლება და მათი ძველი ხასიათი განისჯება. ამ ნაბიჯების გავლის გარეშე ისინი არ თმობენ და ადვილად არ იღებენ ახალ განცხადებებსა და საქმეს, რომლებიც არ შეესაბამება მათ ძველ წარმოდგენებს. ეს არის ყველაზე რთულად მოსაგვარებელი რამ ადამიანში და მისი შეცვლა ადვილი არ არის. თუ, როგორც მუშაკს, მას შეუძლია როგორც სულიწმიდის მოქმედების გაგება, ისე მისი დინამიკის შესახებ დასკვნის გამოტანა და ამავდროულად, საკუთარი სამუშაო გამოცდილების მიღმა გაიხედოს და ახალი საქმე წარსული მიღწევების გათვალისწინებით მიიღოს, მაშინ ის ბრძენი ადამიანი და მუშაკია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ადამიანები ხშირად ასეთები არიან: ისინი მუშაობენ რამდენიმე წლის განმავლობაში ისე, რომ არ შეუძლიათ თავიანთი საქმისგან გამოცდილების მიღება ან მას შემდეგ, რაც თავიანთი საქმიდან გამოცდილებასა და სიბრძნეს შეიძენენ, ხელი ეშლებათ ახალი ახალი საქმის მიღებაში და არ შეუძლიათ სათანადოდ გაიგონ ან სწორად მოეპყრონ ძველსა და ახალ საქმეს. ადამიანებთან გამკლავება მართლაც რთულია! თქვენი უმეტესობა ასეთია. მათ, ვისაც სულიწმიდის საქმის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, უჭირთ ახალი საქმის მიღება, და ისინი ყოველთვის სავსენი არიან წარმოდგენებით, რომელთა გვერდზე გადადებაც არ შეუძლიათ, მაშინ როდესაც ადამიანს, რომელმაც ახლახან დაიწყო მუშაობა, აკლია ზოგადი ცოდნა მის შესახებ და არც კი იცის, როგორ გაუმკლავდეს ზოგიერთ უმარტივეს საკითხს. თქვენ მართლაც რთული ხალხი ხართ! ისინი, ვისაც მცირედი გამოცდილება აქვთ, იმდენად მედიდურნი და ქედმაღალნი არიან, რომ დაავიწყდათ, საიდან მოვიდნენ. ისინი ყოველთვის ზემოდან უყურებენ ახალგაზრდებს, თუმცა არ შეუძლიათ ახალი საქმის მიღება და იმ წარმოდგენების დათმობა, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვეს და შეინახეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდა, უცოდინარ ადამიანებს შეუძლიათ სულიწმიდის ახალი საქმის მცირედით მიღება და გარკვეულწილად ენთუზიაზმით არიან განწყობილნი, ისინი ყოველთვის იბნევიან და არ იციან, რა გააკეთონ, როდესაც პრობლემები იჩენს თავს. მათ აქვთ ენთუზიაზმი, მაგრამ მეტისმეტად უცოდინარნი არიან. მათ მხოლოდ მცირე ცოდნა აქვთ სულიწმიდის საქმის შესახებ, თუმცა არ შეუძლიათ მისი გამოყენება თავიანთ ცხოვრებაში; ეს მხოლოდ სრულიად უსარგებლო მოძღვრებაა. თქვენნაირი ადამიანი მეტისმეტად ბევრია; რამდენი მათგანია გამოსადეგი? რამდენი ადამიანია ისეთი, ვისაც შეუძლია დაემორჩილოს სულიწმიდის ნათლის მოფენასა და განათებას და მოახერხოს ღვთის განზრახვებთან შესაბამისობაში ყოფნა? როგორც ჩანს, თქვენ, ვინც აქამდე მიმდევრები იყავით, ძალიან მორჩილნი იყავით, მაგრამ, სინამდვილეში, არ დაგითმიათ თქვენი წარმოდგენები; თქვენ კვლავ ბიბლიაში ეძიებთ, გწამთ ბუნდოვანება, ან დახეტიალობთ წარმოდგენებში. არავინ არის ისეთი, ვინც გულდასმით იკვლევს დღევანდელ პრაქტიკულ საქმეს ან მის სიღრმეებში შედის. თქვენ დღევანდელ გზას თქვენი ძველი წარმოდგენებით იღებთ. რისი მიღება შეგიძლიათ ამგვარი რწმენით? შეიძლება ითქვას, რომ თქვენში დაფარულია მრავალი წარმოდგენა, რომლებიც არ გამოაშკარავებულა და რომ თქვენ უბრალოდ უდიდეს ძალისხმევას იჩენთ მათ დასამალად ისე, რომ ადვილად არ ამჟღავნებთ მათ. გულწრფელად არ იღებთ ახალ საქმეს და არ გეგმავთ თქვენი ძველი წარმოდგენების დათმობას; თქვენ გაქვთ მეტისმეტად ბევრი ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია და ისინი მეტისმეტად ძლიერია. არ თმობთ თქვენს ძველ წარმოდგენებს და ახალ საქმეს უხალისოდ ეპყრობით. თქვენი გულები მეტისმეტად ბოროტგანზრახულია და უბრალოდ სერიოზულად არ ეკიდებით ახალი საქმის თითოეულ ნაბიჯს. შეუძლიათ კი თქვენნაირ უსარგებლოებს სახარების ფართოდ ქადაგების საქმის შესრულება? შეგიძლიათ იტვირთოთ მისი მთელ სამყაროში გავრცელების საქმე? ეს თქვენი პრაქტიკები არის სწორედ ის, რაც ხელს გიშლით თქვენი ხასიათის გარდაქმნასა და ღვთის შეცნობაში. თუ ასე გააგრძელებთ, აუცილებლად მოიკვეთებით.
უნდა იცოდეთ, როგორ განასხვავოთ ღვთის საქმე ადამიანის საქმისგან. რისი დანახვა შეგიძლია ადამიანის საქმეში? მის საქმეში ადამიანის გამოცდილების მრავალი ელემენტია; რასაც ადამიანი გამოხატავს, არის ის, რაც თავად არის. თავისი საქმის შესრულებისას ღმერთი ასევე გამოხატავს იმას, რაც თავად არის, მაგრამ მისი არსება განსხვავდება ადამიანის არსებისგან. ადამიანის არსება წარმოადგენს ადამიანის გამოცდილებასა და ცხოვრებას (იმას, რასაც ადამიანი განიცდის ან აწყდება თავის ცხოვრებაში ან ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფიას, რომელიც მას გააჩნია) და სხვადასხვა გარემოში მცხოვრები ადამიანები განსხვავებულ არსებას გამოხატავენ. გაქვს თუ არა საზოგადოებრივი გამოცდილება და როგორ ცხოვრობ რეალურად შენს ოჯახში და რას განიცდი მასში, ნათლად ჩანს იმაში, რასაც შენ გამოხატავ მაშინ, როდესაც განკაცებული ღვთის საქმეში შენ ვერ დაინახავ, აქვს თუ არა მას სოციალური გამოცდილება. ღმერთი იცნობს ადამიანს შიანაგან და გარეგან არსს და შეუძლია გამოაშკარავოს ყველა სახის ადამიანის სხვადასხვა პრაქტიკა. უფრო მეტიც, მას შეუძლია გამოაშკარავოს ადამიანთა გახრწნილი ხასიათი და ამბოხებული ქცევა. იგი არ ცხოვრობს წუთისოფლის ხალხს შორის, მაგრამ მან იცის მოკვდავთა ბუნება და წუთისოფლის ხალხის ყოველგვარი გახრწნილება. ეს არის მისი არსება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს შეხება წუთისოფელთან, იცის მასთან ურთიერთობის ყველა წესი, რადგან მას სრულად ესმის ადამიანის ბუნება. მან იცის სულის როგორც დღევანდელი, ისე წარსული საქმის შესახებ, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ ხედავს და ადამიანის ყური ვერ ისმენს. ეს მოიცავს სიბრძნეს, რომელიც არ არის ამქვეყნიური ურთიერთობების ფილოსოფია და საოცრებებს, რომელთა წვდომაც ადამიანებისთვის რთულია. ეს არის მისი არსება, რომელიც ღიაა ადამიანებისთვის და ასევე დაფარული მათგან. რასაც იგი გამოხატავს, არის არა არაჩვეულებრივი ადამიანის არსება, არამედ სულის თანდაყოლილი დამახასიათებელი თვისებები და არსება. იგი არ მოგზაურობს წუთისოფელში, მაგრამ იცის ყველაფერი მის შესახებ. იგი ურთიერთობს „ადამიანის მსგავს არსებებთან“, რომლებსაც არ აქვთ ცოდნა ან წვდომა, მაგრამ იგი გამოხატავს სიტყვებს, რომლებიც ცოდნაზე მაღლა დგას და აღემატება დიადი ფიგურების სიტყვებს. იგი ცხოვრობს ჩლუნგი და უგრძნობი ადამიანების ჯგუფში, რომლებსაც არ გააჩნიათ ადამიანობა და რომლებსაც არ ესმით ადამიანური ცხოვრება ან ადამიანობის ნორმები, მაგრამ მას შეუძლია სთხოვოს კაცობრიობას ნორმალური ადამიანობის ცხოვრებაში გამოვლენა, ააშკარავებს რა ამავდროულად კაცობრიობის მდაბალ და უღირს ადამიანობას. ყოველივე ეს არის მისი არსება, რომელიც ნებისმიერი ხორციელი ადამიანის არსებაზე მაღლა დგას. მას არ სჭირდება რთული, დამამძიმებელი და ბინძური სოციალური ცხოვრების განცდის დამატებითი ნაბიჯის გავლა იმისათვის, რომ შეასრულოს ის საქმე, რომელიც უნდა შეასრულოს, და საფუძვლიანად გამოაშკარავოს გახრწნილი კაცობრიობის არსი. ბინძურ სოციალურ ცხოვრებას არ შეეძლო მისი ხორცის „კულტივირება“. მისი საქმე და სიტყვები მხოლოდ ადამიანის ამბოხებას აშკარავებს და არ აწვდის ადამიანს გამოცდილებასა და გაკვეთილებს წუთისოფელთან ურთიერთობისთვის. მას არ სჭირდება საზოგადოების ან ადამიანის ოჯახის გამოკვლევა, როდესაც იგი ადამიანს სიცოცხლეს აძლევს. ადამიანის გამოაშკარავება და განსჯა არ არის მისი ხორციელი გამოცდილების გამოხატულება; ეს არის მის მიერ ადამიანის უსამართლობის გამოაშკარავება მას შემდეგ, რაც დიდი ხანია იცის ადამიანის ამბოხების შესახებ და სძულს კაცობრიობის გახრწნილება. მთელი საქმე, რომელსაც იგი ასრულებს, უცხადებს მის ხასიათს ადამიანს და გამოხატავს მის არსებას. მხოლოდ მას შეუძლია ამ საქმის შესრულება; ეს არ არის ის, რისი მიღწევაც ხორციელ ადამიანს შეეძლო. მისი საქმით ადამიანს არ შეუძლია თქვას, თუ როგორი პიროვნებაა იგი. ადამიანს ასევე არ შეუძლია მისი, როგორც ქმნილების კლასიფიცირება მისი საქმის საფუძველზე. მისი არსება ასევე შეუძლებელს ხდის მის კლასიფიცირებას, როგორც ქმნილებისა. ადამიანს მხოლოდ ის შეუძლია, რომ იგი არაადამიანად მიიჩნიოს, მაგრამ არ იცის, რომელ კატეგორიაში შეიყვანოს იგი, ამიტომ ადამიანი იძულებულია, იგი „ღვთის“ კატეგორიაში შეიყვანოს. ადამიანის მხრიდან ასე მოქცევა არაგონივრული არ არის, რადგან მან ადამიანთა შორის აღასრულა ბევრი ისეთი საქმე, რომლის შესრულებაც ადამიანს არ შეუძლია.
საქმე, რომელსაც ღმერთი აღასრულებს, არ წარმოადგენს მის ხორციელ გამოცდილებას; საქმე, რომელსაც ადამიანი ასრულებს, წარმოადგენს მის გამოცდილებას. ყველა საუბრობს თავის პირად გამოცდილებაზე. ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტების პირდაპირ გამოხატვა, მაშინ როდესაც ადამიანს მხოლოდ გარკვეული ჭეშმარიტების განცდის შემდეგ შეუძლია შესაბამისი გამოცდილების გამოხატვა. ღვთის საქმეს არ აქვს წესები და არ ექვემდებარება დროით ან გეოგრაფიულ შეზღუდვებს. ღმერთს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გამოხატოს ის, რაც თავად არის. იგი მოქმედებს ისე, როგორც თავად სურს. ადამიანის საქმეს აქვს პირობები და კონტექსტი; მათ გარეშე იგი ვერ შეძლებდა ღვთის შესახებ თავისი ცოდნის თუ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით თავისი გამოცდილების გამოხატვას. ღვთის საქმესა და ადამიანის საქმეს განასხვავებ, თუკი ამ ორს ერთმანეთს შეადარებ. თუ არ არსებობს თავად ღვთის მიერ შესრულებული საქმე და მხოლოდ ადამიანის საქმეა, უბრალოდ გეცოდინება, რომ ამ ადამიანთა სწავლება მაღალია, ნებისმიერი სხვა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და რომ მათი საუბრის ტონი, მათი საქმეების მოგვარების პრინციპები და მუშაობის გამოცდილი და მტკიცე მანერა სხვებისთვის მიუწვდომელია. თქვენ ყველანი აღფრთოვანებულნი ხართ ამ კარგი სულიერი მონაცემებისა და ამაღლებული ცოდნის მქონე ადამიანებით, მაგრამ შენ არ ძალგიძს დაინახო ღვთის საქმიდან და სიტყვებიდან, თუ რამდენად მაღალია ღვთის ადამიანობა. ნაცვლად ამისა, იგი ჩვეულებრივია, და საქმის აღსრულებისას იგი ნორმალური და პრაქტიკულია, თუმცა ამავდროულად მოკვდავთათვის განუზომელია, რაც, შესაბამისად, ადამიანებში მოშიშ გულს ბადებს. თავის საქმესთან მიმართებაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებით განვითარებული გამოცდილება, წარმოსახვა, ლოგიკური აზროვნება და ადამიანობა; ამას შეუძლია მხოლოდ ხალხის აღფრთოვანება გამოიწვიოს, მაგრამ არა მათი შიში და ძრწოლა. ყველა აღფრთოვანებულია იმ ადამიანებით, ვისაც აქვთ სამუშაო უნარები, განსაკუთრებით ღრმა გამოცდილება და შეუძლიათ ჭეშმარიტების პრაქტიკაში განხორციელება, თუმცა ასეთ ადამიანებს არასოდეს ძალუძთ შიშის აღძვრა; ისინი მხოლოდ აღტაცებასა და შურს იწვევენ. მაგრამ ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს ღვთის საქმე, არ აღფრთოვანდებიან ღმერთით; ნაცვლად ამისა, ისინი გრძნობენ, რომ ღვთის საქმე ადამიანისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია, რომ იგი ახალი და მშვენიერია. როდესაც ადამიანები გამოცდიან ღვთის საქმეს, რასაც ისინი პირველ რიგში შეიცნობენ მასთან მიმართებაში არის ის, რომ იგი შეუცნობელი, ბრძნული და მშვენიერია და ისინი ბუნებრივად ხდებიან მის მიმართ მოშიშარნი; ისინი გრძნობენ, რომ საქმე, რომელსაც ღმერთი ასრულებს, იდუმალია და ადამიანის გონება ვერ წვდება. ადამიანებს მხოლოდ ის სურთ, რომ შეძლონ ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილება, მისი განზრახვების შესრულება; მათ არ სურთ მას აღემატებოდნენ, რადგან საქმე, რომელსაც ღმერთი ასრულებს, სცდება ადამიანის აზროვნებასა და წარმოსახვას და ადამიანს თავად არ ძალუძს მისი შესრულება. თავად ადამიანმაც კი არ იცის თავისი საკუთარი ნაკლოვანებები; თუმცა ღმერთმა ახალი გზა გაკვალა და მოვიდა, რათა ადამიანი უფრო ახალ და უფრო მშვენიერ სამყაროში შეიყვანოს; ამგვარად კაცობრიობამ ახალ პროგრესს მიაღწია და ახალი ეტაპი დაიწყო. რასაც ადამიანები ღვთის მიმართ გრძნობენ, არ არის აღფრთოვანება; უფრო სწორად, არ არის მხოლოდ აღფრთოვანება. მათი ყველაზე ღრმა განცდა მოშიშება და სიყვარულია; მათი განცდაა, რომ ღმერთი მართლაც მშვენიერია. იგი ასრულებს იმ საქმეს, რომლის შესრულებაც ადამიანს არ ძალუძს და ამბობს იმას, რისი თქმაც ადამიანს არ შეუძლია. ადამიანებს, რომლებმაც გამოსცადეს ღვთის საქმე, ყოველთვის აქვთ ენით აღუწერელი განცდა. საკმარისად ღრმა გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ ღვთის სიყვარული; მათ შეუძლიათ შეიგრძნონ მისი მშვენიერება, რომ ღვთის საქმე ასეთი ბრძნულია, ასეთი მშვენიერია და ამგვარად მათ შორის უსაზღვრო ძალა წარმოიშვება. ეს არის არა შიში ან დროდადრო გამოვლენილი სიყვარული და პატივისცემა, არამედ ადამიანის მიმართ ღვთის წყალობისა და მის მიმართ შემწყნარებლობის ღრმა განცდა. თუმცა, ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს მისი გაკიცხვა და სამსჯავრო, შეიგრძნობენ მის დიდებულებას და იმას, რომ იგი არ შეიწყნარებს არავითარ შეურაცხყოფას. იმ ადამიანებსაც კი, რომლებმაც ღვთის საქმის დიდი ნაწილი განიცადეს, არ შეუძლიათ მისი შეცნობა; ყველამ, ვისაც ჭეშმარიტად ეშინია მისი, იცის, რომ მისი საქმე კი არ შეესაბამება ადამიანთა წარმოდგენებს, არამედ ყოველთვის უპირისპირდება მათ. ღმერთს არ სჭირდება, რომ ადამიანები მთლიანად აღფრთოვანებულნი იყვნენ მისით ან მის მიმართ მორჩილების შთაბეჭდილებას ქმნიდნენ; ნაცვლად ამისა, მათ ჭეშმარიტ მოშიშებასა და მორჩილებას უნდა მიაღწიონ. მის ამდენ საქმესთან მიმართებაში ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჭეშმარიტი გამოცდილება აქვს, უვითარდება მის მიმართ მოშიში გული, რაც აღფრთოვანებაზე მაღლა დგას. ადამიანებმა დაინახეს ღვთის ხასიათი მისი გაკიცხვისა და სამსჯავროს საქმის გამო და ამიტომ მათ მის მიმართ მოშიში გულები აქვთ. ღმერთი მოშიშებისა და მორჩილების ღირსია, რადგან მისი არსება და მისი ხასიათი არ არის იგივე, რაც ქმნილებისა და ქმნილების არსებასა და ხასიათზე მაღლა დგას. ღმერთი თვითმყოფადი და მარადიულია, იგი არ არის შექმნილი არსება, და მხოლოდ ღმერთია მოშიშებისა და მორჩილების ღირსი; ადამიანი არ არის ამის ღირსი. ამიტომ, ყველას, ვინც განიცადა მისი საქმე და ჭეშმარიტად შეიცნო იგი, უვითარდება მის მიმართ მოშიშის გული. თუმცა, ისინი, ვინც არ თმობენ მის შესახებ თავიანთ წარმოდგენებს — ისინი, ვინც უბრალოდ არ მიიჩნევენ მას ღმერთად — სრულიად მოკლებულნი არიან ღვთისმოშიშ გულებს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მიჰყვებიან მას, არ არიან დაპყრობილნი; ისინი თავიანთი ბუნებით ამბოხებული ადამიანები არიან. რისი მიღწევაც მას სურს ამგვარი მოქმედებით არის ის, რომ ყველა ქმნილებას ჰქონდეს შემოქმედის მიმართ მოშიში გული, თაყვანი სცეს მას და უპირობოდ დამორჩილდეს მის მეუფებას. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევაც არის გამიზნული მისი მთელი საქმით. თუ ადამიანებს, რომლებმაც გამოსცადეს ამგვარი საქმე, ოდნავადაც კი არ აქვთ ღვთისმოშიში გულები და თუ მათი წარსული ამბოხება საერთოდ არ იცვლება, მაშინ ისინი აუცილებლად მოიკვეთებიან. თუ ადამიანის დამოკიდებულება ღვთის მიმართ მხოლოდ მისით აღფრთოვანება ან მის მიმართ შორიდან პატივისცემის გამოხატვაა და არა მისი ოდნავადაც სიყვარულიც კი, მაშინ ეს არის ის შედეგი, რომელსაც ღვთისმოყვარე გულის არმქონე ადამიანმა მიაღწია და ამ ადამიანს აკლია სრულყოფის პირობები. თუ ამდენ საქმეს არ შეუძლია ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულის მოპოვება, მაშინ ამ ადამიანს არ მოუპოვებია ღმერთი და ჭეშმარიტად არ ეძიებს ჭეშმარიტებას. ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ღმერთი, არ უყვარს ჭეშმარიტება და ამგვარად არ ძალუძს ღვთის მოპოვება და მით უმეტეს, ღვთის მოწონების მიღება. ასეთ ადამიანებს, როგორც არ უნდა გამოსცადონ სულიწმიდის საქმე და სამსჯავრო, არ ძალუძთ, ჰქონდეთ ღვთისმოშიში გული. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ბუნებაც უცვლელია და რომლებსაც უკიდურესად საძულველი ხასიათი აქვთ. ყველა, ვისაც არ აქვს ღვთისმოშიში გული, უნდა მოიკვეთოს, უნდა გახდეს სასჯელის ობიექტი და დაისაჯოს ზუსტად ისე, როგორც ისინი, ვინც ბოროტებას სჩადიან, კიდევ უფრო მეტად დაიტანჯოს, ვიდრე ისინი, ვინც უსამართლო საქმეები ჩაიდინა.