თავი 39
ყოველდღე დავდივარ სამყაროთა თავზე და ვაკვირდები ჩემი ხელით შექმნილ ყოველივეს. ზემოთ ზეცაში ჩემი განსასვენებელია, ხოლო ზეცის ქვემოთ არის მიწა, რომელზეც დავდივარ. მაქვს ხელმწიფება ყოველივე არსებულზე, განვაგებ ყოველივეს, წარვმართავ ყოველივეს ისე, რომ მიჰყვეს ბუნების კანონზომიერებას და დაემორჩილოს ბუნების ბრძანებას. რადგან მეზიზღებიან ისინი, ვინც ამბოხებულნი არიან, და მძულს ისინი, ვინც წინააღმდეგობას მიწევენ და არ ექვემდებარებიან საკუთარ კლასიფიკაციას, ყველაფერს ჩემი განკარგულებებისადმი დავამორჩილებ, წინააღმდგეობის გარეშე; ჩემი მმართველობით წესრიგს დავამყარებ ყველაფერზე, რაც ზეცაში და სამყაროშია. ვინ გაბედავს კვლავაც ჩემთვის თვითნებურად წინააღმდეგობის გაწევას? ვინ გაბედავს, არ დაემორჩილოს ჩემი ხელის განგებულებას? როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაიმე „ინტერესი“, რომ მიღალატოს? ადამიანებს მათ „წინაპრებთან“ მივიყვან, მათ წინაპრებს ვუბრძანებ, რომ დააბრუნონ ისინი თავიანთ ოჯახებში და არ მივცემ უფლებას, „უღალატონ“ თავიანთ წინაპრებს და ჩემთან დაბრუნდნენ. ასეთია ჩემი გეგმა. დღეს ჩემი სული მოძრაობს დედამიწაზე, ნომრებს ანიჭებს ყველა სახის ადამიანს და ყოველი ტიპის ადამიანზე განსხვავებულ ნიშანს სვამს, რათა მათმა წინაპრებმა წარმატებით დააბრუნონ ისინი თავიანთ ოჯახებში და აღარ დამჭირდეს მათზე „დარდი“, რაც მეტისმეტად დამქანცველია; ამრიგად, ასევე ვახორციელებ „შრომის განაწილებას“ და „თანამშრომლობასა და შრომის დანაწილებას“. ეს ჩემი გეგმის ნაწილია და არცერთ ადამიანს არ შეუძლია მისი ჩაშლა. შევარჩევ შესაფერის წარმომადგენლებს ყოველივე არსებულიდან, რათა მართონ ყოველივე, და მოიტანონ ყველას მოწესრიგებული მორჩილება ჩემ წინაშე. ხშირად დავდივარ ზეცაში და ხშირად დავაბიჯებ მის ქვემოთ. როცა ვუყურებ დიდ სამყაროს, სადაც ადამიანები მოდიან და მიდიან, ვაკვირდები დედამიწაზე მჭიდროდ დასახლებულ კაცობრიობას და ვხედავ ფრინველებსა და მხეცებს, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, არ შემიძლია, არ ვიგრძნო ემოციების მოზღვავება გულში. რადგან შექმნის ჟამს შევქმენი ყოველივე და აბსოლუტურად ყველაფერი ასრულებს თავის მოვალეობას თავის ადგილზე, ჩემი განგებულებით, ვიცინი მაღლიდან და, როდესაც ზეცის ქვემოთ ყოველივე ისმენს ჩემი სიცილის ხმას, ის მყისიერად შთაგონებას იღებს, რადგან ამ მომენტში ჩემი დიადი საქმე დასრულებულია. ვძენ ადამიანს ზეცის სიბრძნეს, რათა მან წარმომადგინოს ყოველივეს შორის, რადგან შევქმენი ადამიანი იმისთვის, რომ ყოფილიყო ჩემი წარმომადგენელი და არა იმისთვის, რომ ამბოხებულიყო ჩემ წინააღმდეგ, არამედ იმისთვის, რომ გულის სიღრმიდან განვედიდებინე. და ვის ძალუძს ამ მარტივი სიტყვების შესრულება? რატომ იტოვებს ადამიანი ყოველთვის თავის გულს საკუთარი თავისთვის? განა მისი გული ჩემი არ არის? უმიზეზოდ კი არ ვითხოვ რამეს ადამიანისგან, არამედ იმიტომ, რომ ის მემკვიდრეობით მეკუთვნის. როგორ შემიძლია ასე მარტივად გადავცე სხვებს ის, რაც მეკუთვნის? როგორ შემიძლია ჩემი შეკერილი „სამოსი“ სხვა რამეს მივცე ჩასაცმელად? ადამიანთა თვალში თითქოს გონებას მოკლებული სულით ავადმყოფი ვიყო და არაფერი მესმოდეს ადამიანური წეს-ჩვეულებებისა; თითქოს სულელი ვიყო. ამიტომ, ადამიანები ყოველთვის ისე მიყურებენ, როგორც გულუბრყვილო ადამიანს, მაგრამ არასოდეს ვუყვარვარ ჭეშმარიტად. რადგან ადამიანის ყოველი მოძრაობა და ჟესტი მიზნად ისახავს ჩემს განზრახ გასულელებას, განრისხებული ვანადგურებ მთელ კაცობრიობას. ჩემ მიერ შექმნილ ყოველივეს შორის, მხოლოდ კაცობრიობა ცდილობს მუდმივად მოიფიქროს გზები ჩემს მოსატყუებლად და მხოლოდ ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანი არის ყოველივეს „ხელმწიფე“.
დღეს ყველა ადამიანს ვყრი „დიდ ღუმელში“ გამოსაწრთობად. მაღლა ვდგავარ, ყურადღებით ვაკვირდები და ვხედავ, რომ ადამიანები ცეცხლში იწვიან და ალისგან იძულებულნი, ფაქტებს ამჟღავნებენ. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც საქმეს აღვასრულებ. ასე რომ არ იყოს, ადამიანები თავს „თავმდაბლებად“ გამოაცხადებდნენ და არავინ ისურვებდა პირველად პირის გაღებას საკუთარი გამოცდილების შესახებ სალაპარაკოდ, არამედ ყველა უბრალოდ ერთმანეთს დააკვირდებოდა. სწორედ ეს არის ჩემი სიბრძნის განსახიერება, რადგან საუკუნეების წინ წინასწარ განვსაზღვრე დღევანდელი მოვლენები. ამრიგად, ადამიანები გაუცნობიერებლად შედიან ღუმელში, თითქოს თოკით შეათრიეს, თითქოს გაბრუებულნი ყოფილიყვნენ. ვერავინ გაექცევა ცეცხლის შემოტევას, ისინი „ესხმიან თავს“ ერთმანეთს, „სიხარულით დარბიან“ და მაინც წუხან საკუთარ ბედზე ღუმელში, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ სასიკვდილოდ დაიწვებიან. როდესაც ცეცხლს ვაღვივებ, ის მყისიერად იზრდება, ცაში იჭრება და ალი ხშირად ეხება ჩემს სამოსს, თითქოს ცდილობს მის ღუმელში ჩათრევას. ადამიანები ფართოდ გახელილი თვალებით მიყურებენ. მაშინვე, ცეცხლს მივყვები ღუმელში და ამ მომენტში ალი იზრდება, ადამიანები კი ყვირიან. ალის შუაგულში დავდივარ. ალები გიზგიზებს, მაგრამ არ აქვს ჩემი დაზიანების განზრახვა და კვლავ გადავცემ ჩემს ტანზე მოსხმულ სამოსელს ალს — თუმცა ის დისტანციას ინარჩუნებს ჩემგან. მხოლოდ მაშინ ხედავენ ადამიანები ნათლად ჩემს ჭეშმარიტ სახეს ალის შუქზე. რადგან ისინი ღუმელის მცხუნვარებაში არიან, ჩემი სახის დანახვაზე ყველა მიმართულებით გარბიან და ღუმელი მყისიერად იწყებს „დუღილს“. ყველა, ვინც ცეცხლის ალშია, ხედავს ძე კაცისას, რომელიც ცეცხლით ამ გამოწრთობის შუაგულში დგას: თუმცა მის ტანზე მოსხმული სამოსი ჩვეულებრივია, ის უდიდესი სილამაზისაა; თუმცა ფეხსაცმელი მის ფეხებზე შეუმჩნეველია, ის დიდ შურს იწვევს; მისი სახიდან ცეცხლოვანი ბრწყინვალება ასხივებს, თვალები უელვარებს და თითქოს სწორედ მისი თვალების სინათლის გამო ხედავენ ადამიანები ნათლად მის ჭეშმარიტ სახეს. ადამიანები გაოგნებულნი არიან და ხედავენ თეთრ დოლბანდს, რომელიც მის სხეულს ფარავს, ხოლო მისი თმა, მატყლივით თეთრი, მხრებს ქვემოთ ეშვება. აღსანიშნავია, რომ ოქროს სარტყელი მის მკერდზე თვალისმომჭრელი შუქით ანათებს, ხოლო ფეხსაცმელი მის ფეხებზე კიდევ უფრო შთამბეჭდავია. და რადგან ძე კაცისას ფეხსაცმელი ცეცხლის შუაგულში რჩება, ადამიანებს ის კიდევ უფრო საოცრად მიაჩნიათ. მხოლოდ ყრუ ტკივილის ტალღების დროს ხედავენ ადამიანები ძე კაცისას ბაგეს. თუმცა ისინი ცეცხლით გამოწრთობის შუაგულში არიან, არ ესმით არცერთი სიტყვა ძე კაცისას ბაგიდან და ამრიგად, ამ მომენტში, აღარ ესმით ძე კაცისას სასიამოვნო ხმა, არამედ ხედავენ მის პირში მოთავსებულ ბასრ მახვილს და იმას, რომ ის მეტს აღარაფერს ამბობს, არამედ მახვილით აყენებს ტკივილს ადამიანს. ცეცხლის ალყაშემორტყმული ადამიანები ტკივილს ითმენენ. ცნობისმოყვარეობის გამო, ისინი აგრძელებენ ძე კაცისას არაჩვეულებრივ გარეგნობაზე დაკვირვებას და მხოლოდ ამ მომენტში აღმოაჩენენ, რომ მის ხელში შვიდი ვარსკვლავი გაქრა. რადგან ძე კაცისა ღუმელშია და არა დედამიწაზე, შვიდი ვარსკვლავი მის ხელში წაღებულია, რადგან „შვიდი ვარსკვლავი“ მხოლოდ სიმბოლური ტერმინია. ამ მომენტში ის აღარ მოიხსენიება, არამედ გადანაწილებულია ძე კაცისას სხვადასხვა ნაწილზე. ადამიანთა მეხსიერებაში შვიდი ვარსკვლავის არსებობას უხერხულობა მოაქვს. დღეს აღარ ვურთულებ საქმეს ადამიანს, ვართმევ შვიდ ვარსკვლავს ძე კაცისას და ძე კაცისას სხეულის ყველა ნაწილს ერთ მთლიანობად ვაერთიანებ. მხოლოდ ამ მომენტში ხედავს ადამიანი ჩემს სრულ გარეგნობას. ადამიანები აღარ განაცალკევებენ ჩემს სულს ჩემი ხორცისგან, რადგან დედამიწიდან მაღლა ავმაღლდი. ადამიანებმა იხილეს ჩემი ჭეშმარიტი სახე, ისინი აღარ მყოფენ ნაწილებად და აღარ ვითმენ ადამიანისგან შეურაცხყოფას. რადგან ადამიანთან ერთად შევდივარ დიდ ღუმელში, ის კვლავ ჩემზეა მინდობილი, ის თავის ცნობიერებაში გრძნობს ჩემს არსებობას. ამრიგად, ყველაფერი, რაც სუფთა ოქროა, ცეცხლის წვისას თანდათან ჩემკენ ილტვის, რაც სწორედ ის მომენტია, როდესაც თითოეული თავისი გვარისამებრ ნაწილდება. ვახარისხებ თითოეული ტიპის „ლითონს“, წარვმართავ მათ ისე, რომ ყველა დაუბრუნდეს თავის ოჯახს და მხოლოდ ახლა იწყებს ყოველივე განახლებას…
რადგან ადამიანი ასე შებილწულია, ვაგდებ მას ღუმელში დასაწვავად. თუმცა არა იმისთვის, რომ ალით გავანადგურო, არამედ იმისთვის, რომ გამოვწრთო, რათა ის ჩემი დაფასების ობიექტი გახდეს — რადგან ის, რაც მინდა, არის სუფთა ოქროსგან დამზადებული, მინარევების გარეშე, და არა ბინძური, დაბინძურებული საგნები. ადამიანებს არ ესმით ჩემი განწყობა, ამიტომ „საოპერაციო მაგიდაზე“ ასვლამდე სავსენი არიან შფოთვით, თითქოს, მათი გაკვეთის შემდეგ ვაპირებდე მათ მოკვლას იქვე და მაშინვე, როცა ისინი საოპერაციო მაგიდაზე წვანან. მე მესმის ადამიანთა განწყობა და ამგვარად ვჩანვარ კაცობრიობის წევრად. დიდი თანაგრძნობა მაქვს ადამიანის „უბედურების“ მიმართ და არ ვიცი, რატომ „გახდა ავად“ ადამიანი. ის რომ ჯანმრთელი და უნაკლო ყოფილიყო, რა საჭირო იქნებოდა მსხვერპლის გაწირვა და საოპერაციო მაგიდაზე დროის გატარება? მაგრამ ფაქტების უკან წაღება შეუძლებელია — ვინ უთხრა ადამიანს, რომ ყურადღება არ მიექცია „საკვების ჰიგიენისთვის“? ვინ უთხრა მას, რომ ყურადღება არ მიექცია ჯანმრთელობის შენარჩუნების გზებისთვის? დღეს სხვა რა საშუალება მაქვს? ადამიანის მიმართ ჩემი თანაგრძნობის გამოსავლენად მასთან ერთად შევდივარ „საოპერაციო ოთახში“ — და ვინ მითხრა, რომ მყვარებოდა ადამიანი? ამრიგად, პირადად ვიღებ „ქირურგის დანას“ და ვიწყებ ადამიანზე „ოპერაციის“ ჩატარებას, რათა თავიდან ავიცილო ნებისმიერი გართულება. ადამიანის მიმართ ჩემი ერთგულების გამო ადამიანები ტკივილში ყოფნისას ცრემლებს ღვრიან, რათა თავიანთი მადლიერება გამომიხატონ. ადამიანებს სჯერათ, რომ ვარ ის, ვინც თავისი „მეგობრების“ გვერდით დგას და დახმარების ხელს უწვდის გაჭირვების ჟამს და ამიტომ ადამიანები კიდევ უფრო მადლიერნი არიან ჩემი სიკეთისთვის და ამბობენ, რომ გამომიგზავნიან „საჩუქრებს“, როცა დაავადება განიკურნება — მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ განზრახვის ასეთ გამოხატულებებს და ამის ნაცვლად, ყურადღებას ვამახვილებ ადამიანზე ოპერაციის ჩატარებაზე. ადამიანის ფიზიკური სისუსტის გამო დანის ზემოქმედების ქვეშ, ის თვალებს ხუჭავს და საოპერაციო მაგიდაზე შოკურ მდგომარეობაში ვარდება — თუმცა ამას არ ვიმჩნევ, უბრალოდ ვაგრძელებ დაწყებულ საქმეს. როდესაც ოპერაცია სრულდება, ადამიანები გაქცეულნი არიან „ვეფხვის ხახიდან“ და მე მათ მდიდარი საკვები ნივთიერებებით ვკვებავ და ისე, რომ ვერც კი აცნობიერებენ, მათში საკვები ნივთიერებები თანდათან იზრდება. შემდეგ ვუღიმი მათ და ისინი მხოლოდ მას შემდეგ ხედავენ ნათლად ჩემს ჭეშმარიტ სახეს, რაც ჯანმრთელობას აღიდგენენ, ამიტომ უფრო მეტად ვუყვარვარ, მამად მიმიღებენ — და განა ეს არ არის კავშირი ზეცასა და დედამიწას შორის?
4 მაისი, 1992 წ.