თავი 23
როდესაც ჩემი ხმა გაისმის და ჩემი თვალებიდან ცეცხლი იფრქვევა, გულდასმით ვიკვლევ მთელ დედამიწას და ვაკვირდები მთელ სამყაროს. მთელი კაცობრიობა ლოცვებს აღავლენს ჩემს წინაშე, მე შემომყურებს, მევედრება, რომ დავაცხრო ჩემი რისხვა და ფიცს დებს, რომ აღარასოდეს მოაწყობს ჩემ წინააღმდეგ ამბოხს. მაგრამ ეს წარსული აღარ არის, ეს აწმყოა. ვის შეუძლია ჩემი განზრახვის შეცვლა? რა თქმა უნდა, არც ადამიანთა გულებში არსებულ ლოცვებს და არც მათი ბაგეთაგან აღმოხდენილ სიტყვებს? ვინ შეძლო დღემდე მოღწევა, თუ არა ჩემი წყალობით? ვინ გადარჩება, თუ არა ჩემი ბაგეებიდან გამოსული სიტყვებით? ვინ არ არის გულდასმით გამოკვლეული ჩემი თვალით? მე აღვასრულებ ჩემს ახალ საქმეს მთელ დედამიწაზე და ვინ შეძლო ოდესმე მისგან თავის დაღწევა? განა მთებს შეუძლიათ თავი აარიდონ მას თავიანთი სიმაღლით? განა წყლებს შეუძლიათ მისი შეკავება უსაზღვრო უკიდეგანობით? ჩემს გეგმაში არასოდეს არაფერი დამითმია მარტივად და ამრიგად, ვერცერთი ადამიანი და საგანი ვერასდროს დამისხლტა ხელიდან. დღეს ჩემს წმინდა სახელს განადიდებს მთელი კაცობრიობა, მთელ კაცობრიობაში კვლავ ჩემ წინააღმდეგ პროტესტის სიტყვები ისმის და ვრცელდება ლეგენდები დედამიწაზე ჩემი ყოფნის შესახებ. მე არ ვითმენ ადამიანთა მიერ ჩემს განკითხვას, არც ჩემი სხეულის დანაწევრებას და მით უმეტეს, ვერ ვეგუები ჩემს ლანძღვას. რადგან ადამიანს არასოდეს შევუცნივარ ჭეშმარიტად, იგი მუდამ მეწინააღმდეგებოდა და მატყუებდა, არ აფასებდა ჩემს სულს და არ უფრთხილდებოდა ჩემს სიტყვებს. მისი ყოველი საქმისა და ქმედებისთვის და იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც იგი ჩემ მიმართ ავლენს, მე ადამიანს ვაძლევ შესაბამის „საზღაურს“. ამიტომ ყველა ადამიანი მოქმედებს საზღაურის მოლოდინით და არცერთ მათგანს არასოდეს შეუსრულებია ისეთი საქმე, რომელიც თავგანწირვას მოითხოვს. ადამიანებს სურთ არა უანგარო თავდადების გამოჩენა, არამედ ტკბებიან ისეთი საზღაურით, რომლის მიღებაც უსასყიდლოდ შეიძლება. მართალია, პეტრემ თავი მომიძღვნა, მაგრამ ეს ხვალინდელი საზღაურისთვის კი არ გააკეთა, არამედ დღევანდელი შემეცნებისთვის. კაცობრიობას არასოდეს ჰქონია ჩემთან ჭეშმარიტი თანაზიარება, არამედ ისევ და ისევ გულგრილად მეპყრობოდა, ფიქრობდა რა, რომ ამით მარტივად დაიმსახურებდა ჩემს შექებას. გულდასმით გამოვიკვლიე ადამიანის გულის სიღრმეები, ამიტომ მის უღრმეს კუნჭულებში აღმოვაჩინე „მრავალი სიმდიდრის საბადო“, რის შესახებაც თავად ადამიანმაც კი არ იცის, თუმცა მე ახალი აღმოჩენა გავაკეთე. ამიტომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანები იხილავენ „ნივთმტკიცებას“, წყვეტენ თავიანთ მოჩვენებით თავმდაბლობას და გაშლილი ხელებით აღიარებენ საკუთარ უწმინდურებას. ადამიანთა შორის კიდევ ბევრი რამ არის ახალი, რაც ელის ჩემ მიერ მის „მოპოვებას“, რათა მთელმა კაცობრიობამ სრულად დატკბეს მისით. იმის ნაცვლად, რომ შევაჩერო ჩემი საქმე რადგან ადამიანი დათრგუნულია, მე ვსხლავ მას ჩემი თავდაპირველი გეგმის შესაბამისად. ადამიანი ხეხილს ჰგავს: გასხვლის გარეშე ხე ნაყოფს ვერ გამოიღებს და საბოლოოდ მხოლოდ გამხმარი ტოტები და ჩამოცვენილი ფოთლები რჩება მიწაზე ჩამოცვენილი ნაყოფის გარეშე.
მე დღითიდღე ვრთავ ჩემი სასუფევლის „შიდა პალატას“ და არავინ არასოდეს შემოჭრილა მოულოდნელად ჩემს „სამუშაო ოთახში“, რათა ჩაეშალა ჩემი საქმე. ყველა ადამიანი ძალ-ღონეს არ იშურებს ჩემთან თანამშრომლობისთვის, რადგან ძალიან ეშინიათ „გათავისუფლების“ და „თანამდებობის დაკარგვის“, რის გამოც ჩიხში აღმოჩნდებიან, სადაც შესაძლოა სატანის მიერ დაპყრობილ „უდაბნოშიც“ კი აღმოჩნდნენ. შიშის გამო ადამიანს ყოველდღე ვანუგეშებ, შთავაგონებ სიყვარულს და გარდა ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მითითებებს ვაძლევ. ადამიანები ახალშობილ ჩვილებს გვანან; თუ რძით არ გამოიკვებებიან, მალევე დატოვებენ დედამიწას და აღარასოდეს გამოჩნდებიან. როდესაც კაცობრიობა ვედრებით მომმართავს, მე მოვდივარ ადამიანთა სამყაროში და ისინი მყისიერად სინათლის სამყაროში იწყებენ ცხოვრებას, აღარ იკეტებიან „ოთახში“, საიდანაც ზეცას ლოცვით მიმართავენ. როგორც კი ადამიანები დამინახავენ, საუბრის საშუალებასაც არ მაძლევენ, ისე აფრქვევენ თავიანთ გულებში დაგროვილ „დარდს“, ჩემ წინაშე პირს აღებენ და მევედრებიან, რომ საკვები ჩავუდო. მაგრამ შემდეგ მშვიდდებიან და შიში უქრებათ, ჩემგან აღარაფერს ითხოვენ, ღრმად ძილს მიეცემიან ანდა უარყოფენ რა ჩემს არსებობას თავიანთ საქმეებს უბრუნდებიან. კაცობრიობის მხრიდან ჩემს „მიტოვებაში“ ნათლად ჩანს, თუ როგორ არიან ადამიანები დაცლილნი „გრძნობებისგან“ და როგორ აღასრულებენ ჩემ მიმართ თავიანთ „მიუკერძოებელ სამართალს“. ამიტომ ვხედავ რა უღირს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, უჩუმრად მივდივარ და ასე მარტივად აღარ დავეშვები ზეციდან მისი გულწრფელი ვედრების პასუხად. ადამიანის პრობლემები დღითიდღე იზრდება მისდაუნებურა, და ამიტომ, როდესაც ის მოულოდნელად აღმოაჩენს ჩემს არსებობას ფაციფუცსა და შრომაში, სიტყვის თქმის საშუალებასაც არ მაძლევს, ისე მავლებს ხელს კალთაში და მიმიძღვება თავის სახლში, როგორც სტუმარს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება მდიდრული სუფრა გამიშალოს ჩემს საამებლად, არასოდეს მივუჩნევივარ თავისიანად და მექცევა როგორც სტუმარს, რათა ჩემგან მცირეოდენი დახმარება მიიღოს. ამგვარად, ამ დროს ადამიანი დაუფარავად წარმოაჩენს ჩემ წინაშე თავის სავალალო მდგომარეობას იმედოვნებს რა, რომ ჩემს „ხელმოწერას“ მიიღებს და, როგორც ბიზნესისთვის სესხის მაძიებელი, მთელი თავისი ძალით „მიტევს“. ადამიანის ყოველ ჟესტსა და მოძრაობაში მე დავინახე მისი განზრახვის ნაპერწკალი: თითქოს მისი აზრით მე არ ვიცი, როგორ წავიკითხო ადამიანის სიტყვები და გამომეტყველება ან როგორ დავაკვირდე მის გულისნადებს. ამიტომ ადამიანი მიზიარებს ყველა გამოცდილებას ყოველი შემთხვევის შესახებ, რაც კი ოდესმე ჰქონია, და შემდეგ ჩემ წინაშე თავის მოთხოვნებს აყენებს. მძულს ადამიანის ყოველი საქმე და ქმედება. არცერთ ადამიანს არასოდეს შეუსრულებია საქმე, რომელიც მე მიყვარს; თითქოს კაცობრიობა განზრახ მიპირისპირდება და მიზანმიმართულად იწვევს ჩემს რისხვას: ყველანი აქეთ-იქით დადიან ჩემ წინაშე, მიჰყვებიან რა საკუთარ ნებას ჩემს თვალწინ. ადამიანთა შორის არ მოიძებნება არცერთი, ვინც ჩემი გულისთვის ცოცხლობს, რის შედეგადაც, მთელი ადამიანური მოდგმის არსებობას არც ღირებულება აქვს და არც აზრი, რის გამოც კაცობრიობა სიცარიელეში ცხოვრებისთვისაა განწირული. მიუხედავად ამისა, კაცობრიობა მაინც უარს ამბობს გამოფხიზლებაზე, აგრძელებს ჩემ წინააღმდეგ ამბოხებას და ჯიუტად რჩება თავის ამაოებაში.
ყველა იმ განსაცდელის დროს, რომელიც ადამიანებმაა გაიარეს, მათ არასოდეს უმოქმედიათ ჩემი განზრახვების შესაბამისად. თავიანთი უგულობისა და უსამართლობის გამო ადამიანები არ ისწრაფვიან ჩემი სახელის დასამოწმებლად; პირიქით, ისინი „სხვა გზით მიდიან“ მაშინ, როცა საზრდოსთვის ჩემზე არიან დამოკიდებულნი. ადამიანის გული მთლიანად არ არის ჩემკენ მოქცეული, ამიტომ სატანა აოხრებს მას, სანამ ჭრილობებით არ დაიფარება და მისი სხეული სიბინძურით არ ამოისვრება. მაგრამ ადამიანი მაინც ვერ აცნობიერებს, რამდენად ამაზრზენია მისი სახე: მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი განაგრძობდა სატანის თაყვანისცემას ჩემს ზურგს უკან. ამის გამო რისხვით ვაგდებ ადამიანს უძირო უფსკრულში,რომ მან ვეღარასოდეს შეძლოს იქედან თავის დაღწევა. მიუხედავად ამისა, საბრალო გოდებისას ადამიანი მაინც უარს ამბობს, გონს მოეგოს, ჯიუტად იკრებს ძალებს ჩემთვის წინააღმდეგობის გასაწევად და იმედოვნებს, რომ ამით განზრახ გამოიწვევს ჩემს რისხვას. მისი ნამოქმედარის გამოვექცევი მას, როგორც ცოდვილს და მოვაკლებ ჩემი კალთის სითბოს. თავიდანვე ანგელოზები მემსახურებოდნენ და მემორჩილებოდნენ უცვლელად და შეუჩერებლად, მაგრამ ადამიანი ყოველთვის ზუსტად საპირისპიროს აკეთებდა; თითქოს ის ჩემგან კი არა, არამედ სატანისგან იშვა. ანგელოზები თავიანთი ადგილებიდან გამოხატავენ ჩემდამი ერთგულებას; ისინი არ ექცევიან სატანის ძალების გავლენის ქვეშ და მხოლოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. ანგელოზების მიერ მორწყულნი და გამოკვებილნი, ყველა ჩემი ძე და მთელი ჩემი ხალხი იზრდება ძლიერი და ჯანმრთელი და არცერთი მათგანი არ არის სუსტი ან უძლური. ეს ჩემი საქმეა, ჩემი საკვირველება. როდესაც ზარბაზნების მჭექარე ზალპები ჩემი სამეფოს დაარსებას ამცნობს ქვეყნიერებას, ანგელოზები, რიტმული ნაბიჯეით, მოდიან ჩემს ამბიონთან, რათა ჩემს შემოწმებას დაექვემდებარონ, რადგან მათ გულებში არ არის უწმინდურება და კერპები და ისინი არ გაურბიან ჩემს შემოწმებას.
ქარიშხლის ღმუილზე ზეცა მყისვე ჩამოწვება და კაცობრიობას სულს უხუთავს ისე, რომ მათ აღარ ძალუძთ, საკუთარი ნებისამებრ მომიხმონ. მთელი კაცობრიობა დაეცა ისე, რომ ვერც გააცნობიერა. ხეები ქარში ირხევიან, დროდადრო ისმის ტოტების მტვრევის ხმა და ყველა გამხმარი ფოთოლი მიფრინავს. დედამიწა უეცრად პირქუში და უკაცრიელი ხდება; ადამიანები ერთმანეთს მაგრად ეკვრიან და ელიან, რომ უბედურება, რომელიც შემოდგომას მოსდევს, ნებისმიერ წამს დაატყდებათ თავს. ბორცვებზე ფრინველები აქეთ-იქით დაფრინავენ, თითქოს ვიღაცას თავიანთ მწუხარებას შესჩივიანო; მთის გამოქვაბულებში ლომები ღრიალებენ, რაც ადამიანებს შიშს ზარს სცემს და თითქოს რაღაც ავბედითი განცდა იპყრობთ, კაცობრიობის ბედისწერის მომასწავებელი. ვინაიდან არ სურთ, რომ ჩემი ნებისამებრ განვკარგო, ყველა ადამიანი ჩუმად აღავლენს ლოცვას ზეცაში მყოფი „უზენაესის“ მიმართ. მაგრამ როგორ შეიძლება ქარიშხალი შეაჩეროს პატარა ნაკადულში გამდინარე წყლის ხმამ? როგორ შეიძლება იგი მოულოდნელად შეაჩეროს ადამიანთა ვედრების ხმამ? როგორ შეიძლება მეხის გულში ჩამარხული მძვინვარება დაცხრეს ადამიანის სიმხდალის გამო? ადამიანი ქარში აქეთ-იქით ირხევა; აქეთ-იქით დარბის, რათა წვიმას დაემალოს; და ჩემი რისხვის ჟამს ადამიანები ძრწიან და თრთიან; ძალიან ეშინიათ, როცა ხელს შევახებ, თითქოს იარაღის ლულა ვიყო, მუდამ ადამიანის მკერდისკენ მიმართული; და კვლავ, თითქოს ის ჩემი მტერი იყოს და მაინც, ის ჩემი მეგობარია. ადამიანს არასოდეს ამოუცნია ჩემი ჭეშმარიტი ზრახვები მის მიმართ, არასოდეს გაუგია ჩემი ჭეშმარიტი მიზნები და ამიტომ იგი შეუცნობლად მაყენებს შეურაცხყოფას, შეუცნობლად მეწინააღმდეგება; და მაინც, მან უნებლიეთ ჩემი სიყვარულიც იხილა. ადამიანისთვის რთულია ჩემი სახის დანახვა ჩემი რისხვის ჟამს. დამალული ვარ ჩემი რისხვის შავ ღრუბლებში და მეხის გრიალში ვდგავარ მთელი სამყაროს ზემოთ, ადამიანს კი ჩემს წყალობას ვუგზავნი. რადგან ადამიანი არ მიცნობს, მე არ ვკიცხავ მას იმის გამო, რომ ჩემი განზრახვა არ ესმის. ადამიანის თვალში დროდადრო ვანთხევ ჩემს რისხვას, დროდადრო ვაჩვენებ ჩემს ღიმილს, მაგრამ ჩემი ხილვისასაც კი ადამიანს არასოდეს უნახავს ჩემი ჩემი ხასიათი სრულად და კვლავაც არ ძალუძს საყვირის ტკბილი ხმის გაგონება, რადგან იგი მეტისმეტად გულგრილი გახდა. თითქოს ჩემი ხატი არსებობს ადამიანის მოგონებებში, ხოლო ჩემი ფორმა — მის ფიქრებში. თუმცა დღემდე კაცობრიობის განვითარების მანძილზე არ ყოფილა ადამიანი, ვინაც ჭეშმარიტად მიხილა, რადგან ადამიანის გონება მეტისმეტად ღარიბია. რაც არ უნდა „გაეანალიზებინა“ ადამიანს ჩემი არსება, მისი მეცნიერება იმდენად არასაკმარისადაა განვითარებული, რომ მის სამეცნიერო კვლევებს დღემდე არანაირი შედეგი არ მოუტანია. ამგვარად, თემა „ჩემი ხატი“ ყოველთვის სრულიად ცარიელ ფურცლად რჩებოდა, რომლის შევსებაც ვერავინ შეძლო და ვერავინ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რადგან დიდ უბედურებაში ისიც კი აუწონელი ნუგეშია, რომ კაცობრიობა დღემდე ახერხებს თავის გადარჩენას.
23 მარტი, 1992 წ.