თავი 1

ისინი, ვინც ჩემი სიტყვები იხილა, მათ ჭეშმარიტად იღებენ? ნუთუ თქვენ მე ჭეშმარიტად მიცნობთ? მორჩილება ჭეშმარიტად ისწავლეთ? ჩემთვის გულწრფელად იხარჯებით? ნუთუ, დიდი წითელი დრაკონის წინაშე ჩემს შესახებ ძლიერ და ურყევ მოწმობას ჭეშმარიტად იძლევით? თქვენი ერთგულება დიდ წითელ დრაკონს ჭეშმარიტად არცხვენს? მხოლოდ ჩემი სიტყვების გამოცდით შემიძლია მივაღწიო ჩემს მიზანს, ეკლესიის განწმენდას და მათ არჩევას, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. ასე რომ არ შემესრულებინა ჩემი საქმე., განა ვინმე ჩემს შეცნობას შეძლებდა? ვის შეეძლო ჩემი სიტყვებით ჩემი დიდებულების, ჩემი რისხვისა და ჩემი სიბრძნის შეცნობა? რადგან ჩემი საქმე დავიწყე, აუცილებლად დავასრულებ მას, მაგრამ მაინც მე ვარ ის, ვინც ადამიანების გულებს სიღრმეებამდე ჩასწვდება. სიმართლე გითხრათ, ადამიანებს შორის არავინაა, ვინც სრულად მიცნობს, ამიტომ სიტყვებს ვიყენებ ყველა ადამიანის წარსამართავად, ახალ ეპოქაში ყველა მათგანის წარსაძღოლად. საბოლოოდ, მთელი ჩემი საქმის შესასრულებლად სიტყვებს გამოვიყენებ, რათა ყველა, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ, ჩემს სამეფოს დაემორჩილოს. ყველამ ჩემი ტახტის წინაშე იცხოვროს. ახლა სიტუაცია ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო და ჩემი საქმე ახალ საწყის ეტაპს შეუდგა. ამიტომ, ახალი მიდგომა იქნება: ყველა, ვინც ჩემს სიტყვას ხედავს და მას საკუთარ სიცოცხლედ მიიღებს, არის ხალხი ჩემს სამეფოში, და ჩემს სამეფოში ყოფნისას ისინი ჩემი სამეფოს ხალხია. რადგან ისინი ჩემი სიტყვების ხელმძღვანელობას იღებენ, მაშინაც, როცა მათ ჩემს ხალხად მოიხსენიებენ, ეს წოდება, ჩემი „ძეების“ წოდებასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი არანაირად არაა. ღვთის ხალხად ქცევის შემდეგ, ჩემს სამეფოში ყველამ უდიდესი ერთგულებით უნდა იმსახუროს და ჩემს სამეფოში თავისი მოვალეობები შეასრულოს. ყველამ, ვინც ჩემს განგებულებებს დაარღვევს, ჩემი სასჯელი უნდა მიიღოს. ყველასთვის ჩემი რჩევა ეს არის.

ახლა ახალი მიდგომა გვაქვს და წარსულის ხელახლა ხსენება საჭირო არ არის. თუმცა, როგორც ადრე ვთქვი: ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ, და რასაც ვამბობ, ის შესრულდება და ამას ვერავინ შეცვლის - ეს აბსოლუტურად ასეა. იქნება ეს სიტყვები, რომლებიც წარსულში მითქვამს, თუ სიტყვები, რომლებსაც მომავალში ვიტყვი, ისინი ყველა ახდება, ერთმანეთის მიყოლებით და მე მთელ კაცობრიობას უფლებას მივცემ, მათი ასრულება იხილოს. ეს არის ჩემი სიტყვებისა და საქმის საფუძველი. რადგან ეკლესიის აგება უკვე მიღწეულია, ეს აღარ არის ეკლესიის მშენებლობის ეპოქა, არამედ ის ეპოქაა, რომელშიც სასუფეველი წარმატებით აშენდა. თუმცა, რადგან თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე ხართ, ადამიანთა შეკრებები დედამიწაზე კვლავ „ეკლესიის“ სახელით იქნება ცნობილი. მიუხედავად ამისა, ეკლესიის არსი აღარ არის იგივე, რაც ადრე იყო - ეს არის ეკლესია, რომელიც წარმატებით აშენდა. ამიტომ, მე ვამბობ, რომ ჩემი სასუფეველი უკვე დედამიწაზე ჩამოვიდა. ვერავინ ჩაწვდება ჩემი სიტყვების არსს და ვერც ჩემს მიზანს გამოიცნობს ვინმე, როცა მათ წარმოვთქვამ. იმისგან, რასაც დღეს ვიტყვი, თქვენ გამოცხადებას გამოცდით. ზოგი შეიძლება ხმამაღლა და მწარედ ატირდეს; ზოგს შეიძლება შეეშინდეს, რომ ასე ვლაპარაკობ; ზოგი შეიძლება თავის კონსერვატიულ შეხედულებებს ჩაეჭიდოს, როცა ჩემს ყოველ და თითოეულ მოძრაობას დააკვირდება; ზოგმა შეიძლება ინანოს ის, რომ წყენა გამოხატა, ან მე წინააღმდეგობას მიწევდა; ზოგმა შეიძლება ფარულად გაიხაროს იმით, რომ ჩემს სახელს არასდროს განუდგა და აღორძინდა. შესაძლოა, იყვნენ ისეთებიც, ვინც დიდი ხანია, ჩემი სიტყვებით „დაიტანჯნენ“, ნახევრად მკვდრები არიან, სულმოკლეები გახდნენ და დაითრგუნენ და აღარ შეუძლიათ ჩემი სიტყვების გაგება, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ჩემი გამოხატვის მანერა შევცვალე; ან სხვები, რომლებიც გარკვეულ ეტაპამდე ერთგულად მემსახურებოდნენ, არასდროს წუწუნებდნენ, არასდროს ეჭვობდნენ, დღეს კი იღბალმა გაუღიმა, რადგან შვება მოიპოვეს და ჩემს მიმართ გულში ენით აუწერელი მადლიერება იგრძნეს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოება, სხვადასხვა ხარისხით, ყველა ადამიანს ეხება. მაგრამ რადგან წარსული წარსულია და აწმყო უკვე აქ არის, საჭირო აღარ არის გუშინდელი დღის ნოსტალგიურად გახსენება, ან მომავალზე ფიქრი. ადამიანი, ვინც რეალობის წინააღმდეგ მიდის და ჩემი მითითებების შესაბამისად არ იქცევა, კარგ შედეგს ვერ მიაღწევს, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს დაატეხს უბედურებას. სამყაროში არაფერია ისეთი, რაშიც საბოლოო სიტყვა მე არ მეკუთვნის. არის კი რამე, რაც ჩემს ხელში არ არის? ყველაფერი, რასაც ვამბობ, სრულდება და ადამიანთაგან ჩემი გადაწყვეტილების შეცვლა ვის შეუძლია? შეიძლება, ეს იყოს აღთქმა, რომელიც დედამიწაზე დავდე? ჩემი გეგმის შესრულებას ვერაფერი შეაფერხებს. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს საქმეს და ჩემს მართვას ყოველთვის ვგეგმავ. ადამიანთა შორის ვინაა ისეთი, ვისაც ჩარევა შეუძლია? განა მე არ ვარ ის, ვინც პირადად დაგეგმა ყველაფერი? დღეს ამ სამყაროში შესვლა არ სცილდება ჩემს გეგმას, ან იმას, რაც მე განვჭვრიტე; ეს ჩემ მიერ დიდი ხნის წინ იყო განსაზღვრული. თქვენ შორის ამ ნაბიჯის გააზრება ვის შეუძლია? ჩემი ხალხი აუცილებლად მოისმენს ჩემს ხმას და ყოველი და თითოეული, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ, ჩემი ტახტის წინაშე აუცილებლად დაბრუნდება.

1992 წლის 20 თებერვალი

წინა: თავი 92

შემდეგი: სასუფევლის ჰიმნი

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება